ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.2005 ბოლო ცვლილება 16.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№726
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 02/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (28)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (18)

დოკუმენტის ტექსტი

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №726

2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო­ების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღა­ურების სფეროს მოწესრიგების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქარ­თველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარით.
2. დამტკიცდეს:
ა) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №1);
ბ) ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრუ­ლე­ბელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებო­ბრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №2);
გ) ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში (გარდა ქ. თბილისისა), წარმომადგენ­ლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №3);
დ) რაიონების (გარდა ქ. თბილისის რაიონებისა) აღმასრუ­ლე­ბელი ორგანო­ების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №4);
ე) რაიონის შემადგენლობაში შემავალი სოფლის, თემის, დაბის (გარდა დაბა წყნეთისა) და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №5).
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 სექტემბრიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1

ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოების ზედა ზღვარი
N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით)

1.

მთავრობის თავმჯდომარე

2800

2.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

2300

3.

მთავრობის (უმაღლესი საბჭოს) თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1800

4.

მთავრობის (უმაღლესი საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე, მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე

1700

5.

უმაღლესი საბჭოს წევრი (დეპუტატი)

1000

6.

სხვა მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

950

7.

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

550

8.

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

350

9.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

270

დანართი
№2

ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოების ზედა ზღვარი
N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით)

ქ.თბილისის მერია და საკრებულო

ქ.თბილისის რაიონების გამგეობები

დაბა წყნეთის გამგეობები

1.

ქ. თბილისის მერი

2300

2.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

2300

3.

ქ. თბილისის პრემიერი

2000

4.

ქ. თბილისის საკრებულოს მდივანი

2000

5.

ქ. თბილისის რაიონის გამგებელი

1600

6.

ქ. თბილისის პრემიერის პირველი მოადგილე

1600

7.

ქ. თბილისის პრემიერის მოადგილე

1600

8.

ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდო­მარე

1600

9.

ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1600

10.

დაბა წყნეთის გამგებელი

1400

11.

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, აპარა­ტის უფროსი

1400

12.

ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის მოად­გილე

1000

800

13.

აპარატის უფროსის მოად­გილე

1000

14.

რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი

1000

15.

მთავარი ბუღალტერი

1000

16.

მთავარი მრჩეველი

1000

17.

ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე

1000

18.

სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

900

500

19.

უფროსი საჯარო თანამდე­ბობის პირი

350

320

280

20.

უმცროსი საჯარო თანამდე­ბობის პირი

250

220

200

დანართი №3

ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში (გარდა ქ. თბილისისა), წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით)

1.

მერი, საკრებულოს თავმჯდომარე

1000

2.

მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს მდივანი

550

3.

მერის მოადგილე

450

4.

სხვა წამყვანი საჯარო თანამ­დებობის პირი

400

5.

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

310

6.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

180

დანართი №4

რაიონების (გარდა ქ. თბილისის რაიონებისა) აღმასრულებელი
ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოების ზედა ზღვარი

N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით)

1.

გამგებელი

600

2.

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი

450

3.

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

300

4.

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

160

დანართი №5

რაიონის შემადგენლობაში შემავალი სოფლის, თემის, დაბის (გარდა დაბა წყნეთისა) და ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
N

თანამდებობათა დასახელება

მოსახლეობის რაოდენობა (ათასი კაცი)

1 ათასამდე

1-დან 3 ათასამდე

3-დან 5 ათასამდე*

5-დან 10 ათასამდე

10 ათასზე ზევით

თანამდებობრივი სარგოები (ლარობით)

1.

გამგებელი

x

x

x

280

300

2.

საკრებულოს თავმჯდომარე

180

200

250

280

300

3.

საკრებულოს მდივანი

160

180

230

240

270

4.

გამგებლის მოადგილე

x

x

230

240

270

5.

აპარატის უფროსი

150

160

210

220

240

6.

სამსახურის უფროსი

x

x

210

220

240

7.

სამსახურის უფროსის მოადგილე

x

x

x

200

220

8.

წამყვანი სპეციალისტი

x

x

170

180

190

9.

უფროსი სპეციალისტი

x

135

140

145

150

10.

სპეციალისტი

125

125

130

130

130

* შენიშვნა: „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.