„ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში.

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
11.09.2015
ავტორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/385/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📜 ტექსტი

წერილი
` F‐ ]を 'lf‐ ‐ ° 三 ° ぅ も ぅ brjst6or3Sq('ltr Jr6q,r0366L l-tj,>6o6gq,erll Jl6q'r03615rti ir1i,ryr0xj66[ 205-3 O3bq'olt 03b$$oLr;qr' )'Jqr(). 3t6oro:6o trsj:6o63q'r'rbor3ob" $rdr0r.rgoqr636or ,dq,o36o, q:lJ.Jc1,lor(1r l.i$o,r3t6rnbo J6rn66:0otr 03U6r1,rq'36o1, i} ,ilqrr6t 69crbob 03ltb3b r66':6odtt' gtlfr,,6<no: 88 5j. o6r3q,o qrttrob.>03oq'o N63714 11092015 ■・工狂・ ヒ .渕 ド
ანგარიში
საქართველოს მთავრობა „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში სექტემბერი 2015 წ. სარჩევი შესავალი.........................................................................................................................1 1. ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა.....................................................................................................................1 1.1 სასამართლო ხელისუფლება ....................................................................................1 1.2 სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა ................................................................2 1.3 ადამიანის უფლებების დაცვა...................................................................................4 1.3.1 იძულებით გადაადგილებული პირები - ლტოლვილთა უფლებები და მხარდაჭერა ....................................................................................................................6 1.3.2 სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა .....8 1.4 პროკურატურის რეფორმა ........................................................................................9 1.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა ..................................................................9 1.6 სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა .............................................................. 11 1.7 საჯარო მმართველობა და საჯარო სამსახურის რეფორმა...................................... 13 1.8 ადგილობრივი თვითმმართველობა....................................................................... 16 1.9 ანტიკორუფციული პოლიტიკა და ღია მმართველობა .......................................... 17 1.10 მიგრაცია ............................................................................................................... 18 2. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება ............................ 19 2.1 კონფლიქტების მოგვარება ..................................................................................... 19 2.2 თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები .................................................... 21 3. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია .................................................... 25 4. საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები ................................................................. 28 5. მდგრადი განვითარება ............................................................................................. 33 5.1 ეკონომიკური პოლიტიკა ....................................................................................... 33 5.2 ტრანსპორტის პოლიტიკა ....................................................................................... 40 5.3 ტურიზმის განვითარება ......................................................................................... 42 5.4 კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები.................... 43 5.5 ენერგეტიკა ............................................................................................................ 45 5.6 შრომის ბაზრის განვითარება ................................................................................. 46 5.7 სოფლის მეურნეობა................................................................................................ 48 5.8 საგადასახადო პოლიტიკა ....................................................................................... 51 5.9 ფისკალური პოლიტიკა .......................................................................................... 52 5.10 მონეტარული პოლიტიკა ...................................................................................... 55 5.11 რეგიონული განვითარების პოლიტიკა ................................................................ 55 5.12 ინფრასტრუქტურული განვითარება.................................................................... 56 5.13 გარემო და ბუნებრივი რესურსების მართვა......................................................... 58 6. სოციალური კეთილდღეობა .................................................................................... 62 6.1 საპენსიო რეფორმა და სოციალური პოლიტიკა ..................................................... 62 6.2 ჯანმრთელობის დაცვა ........................................................................................... 65 6.3 განათლება და მეცნიერება ..................................................................................... 70 6.4 კულტურა ............................................................................................................... 78 6.5 სპორტი და ახალგაზრდობა ................................................................................... 81 6.6 დიასპორაზე ზრუნვა .............................................................................................. 83 2 შესავალი განვლილ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების მშენებლობის, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობის მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეგიონალური პოზიციების გამყარების მიმართულებით, გაღრმავდა ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირსა და ნატოსთან. მიმდინარეობდა ქვეყნის გამთლიანების პროცესისთვის გზების ძიება აფხაზებსა და ოსებთან დიალოგისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით რუსეთთან მოლაპარაკებებში კონკრეტული შედეგების მისაღწევად. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა დაეფუძნა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც განავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას; შრომისუუნარო მოქალაქეებს შეუქმნის ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოს და განავითარებს სოციალური სოლიდარობის სისტემას; იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას. 1. ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა 1.1 სასამართლო ხელისუფლება საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობა აგრძელებდა აქტიურ საქმიანობას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლონ დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით. სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად რეფორმა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. რეფორმის პირველი ორი ეტაპი 2013-2014 წლებში დასრულდა, რის შედეგადაც საქართველოში ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც 2015 წლის საშემოდგომო სესიის განმავლობაში დასრულდება. ამ ეტაპზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და სასამართლოს საქმიანობაში მის ჩართულობაზე. კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები; მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თანამდებობაზე განწესდება კონკურსის წესით; სასამართლოს თავმჯდომარეებს თავად შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევენ; სასამართლოების თავმჯდომარეებს შეეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები; შემოღებული იქნება საქმეთა ავტომატური განაწილების პრინციპი; მოწესრიგდება მოსამართლეთა მივლინების პროცედურა; დაიხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები, სასამართლოს თავმჯდომარე აღარ იქნება უფლებამოსილი აღძრას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა - ეს უფლება მიენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში სრულიად ახალი ინსტიტუტი იქნება. გარდა ამისა, გაიზრდება უზენაესი სასამართლოს როლი მართლმსაჯულების პროცესში და გაფართოვდება საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები. რაც ყველაზე 1 მნიშვნელოვანია, დასაშვებად იქნება მიჩნეული საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა მომზადდა და 2015 წლის საშემოდგომო სესიის განმავლობაში საქართველოს პარლამენტს წარედგინება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმის ამსახველი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი. ცვლილებების განხორციელება განპირობებულია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით, რამაც მნიშვნელოვნად უნდა აამაღლოს ამ ინსტიტუტის ეფექტიანობა. კანონპროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქვეყნის რამდენიმე სასამართლოში იფუნქციონირებს; გაფართოვდება ნაფიც მსაჯულთა საგნობრივი განსჯადობა, თუმცა იგი მაინც კონკრეტული დანაშაულებით იქნება შემოფარგლული; ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა შეიცვლება იმგვარად, რომ შერჩევის პროცესი გონივრულ ვადებში დასრულდეს; ნაფიც მსაჯულთა შეუთავსებლობის შემთხვევები ხელახლა განისაზღვრება; შეიცვლება ნაფიც მსაჯულთა აცილებისა და მათ მიერ კენჭისყრის ჩატარების წესები; განისაზღვრება ვერდიქტის ფორმები და კითხვები, რაც სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობას უზრუნველყოფს; დაიხვეწება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ რეფორმის შედეგად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან და ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობით გადმოეცა, ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. 1.2 სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის შედეგად,  შეჯიბრებითობის პრინციპმა რეალური მნიშვნელობა შეიძინა შეთანხმების ინსტიტუტი სწრაფი სისხლის სამართლის პროცესში;  გარდაიქმნა საპროცესო მართლმსაჯულების სამართლიანად და გამჭვირვალედ განხორციელების მიზნით;  ევროპული სტანდარტის შესაბამისად, გაფართოვდა დაზარალებულის უფლებები, რომელსაც სისხლის სამართლის პროცესში თავისი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მიეცა. ამასთან, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრეთვე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, მომზადდა ფართომასშტაბიანი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის როგორც ზოგად, ისე კერძო ნაწილებში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამ სფეროში ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური კოდექსის მიღება იყო. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეს არის რეგიონისთვის სამაგალითო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საერთაშორისო სამართლის აქტებით დადგენილ ყველა აღიარებულ 2 პრინციპს. კოდექსის მიღებას მიესალმნენ ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობები, რომელთა ექსპერტები, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში. კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, ინდივიდუალური მიდგომისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭებას, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, არასრულწლოვანთა საქმეებში მოსამართლის როლის გაზრდას, მოწმე და დაზარალებული არასრულწლოვნის უფლებების დაცვას, დაზარალებული არასრულწლოვნის განმეორებითი ან ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სხვ. რეფორმის შედეგად მივიღებთ ბევრად უფრო ჰუმანურ და ლიბერალურ მართლმსაჯულებას ბავშვებისთვის. საქართველოს ეყოლება ბავშვთა სისხლის სამართლის საქმეებში სპეციალიზებული პროკურორები და მოსამართლეები, რაც შესაბამისობაში მოიყვანს ჩვენს კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებსა და გაერო-ს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა გამოშვების სასწავლო დაწესებულებად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის მიერ მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმების ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის საკითხებსაც მოიცავს. რეფორმის შედეგად, დაზუსტდება იუსტიციის მსმენელთა სტატუსი, შეიქმნება მათი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის დამატებითი გარანტიები; გაიზრდება იუსტიციის მსმენელთა ინფორმირებულობისა და საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ხარისხი; დაიხვეწება სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ კანდიდატის შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურა; იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ფორმებს დაემატება საღამოს სწავლება. ცვლილებების განხორციელების შემდეგ გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხიც: დამოუკიდებელი საბჭო ვალდებული იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის თაობაზე ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილებაც. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე სავალდებულო იქნება ასევე მსმენელთა მისაღები კონკურსის თაობაზე და სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის განთავსება. მედიაციის, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტის, ინსტიტუციური განვითარება მედიაცია აღდგენითი მართლმსაჯულების უმთავრესი ინსტრუმენტია. იგი ეფუძნება მიზანს, რომ მხარეებს მიეცეთ საკუთარი აზრებისა და გრძნობების ღიად და გულწრფელად გამოხატვის საშუალება და, ამის შედეგად, გარკვეული შეთანხმების მიღწევა. აღდგენითი მართლმსაჯულება ხელს უწყობს სამართალდამარღვევს გაიაზროს მის მიერ ჩადენილი ქმედება და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე. საქართველოში რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა. თუმცა, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მედიაციის ინსტიტუტს განვითარება სჭირდება, რადგან ასეთია დავების გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და თანამედროვე გზა. მედიაციის ინსტიტუციური განვითარების მიზანია, სრულწლოვანი სამართლადამრღვევისა და დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული პროგრამების შექმნაც. მიმდინარეობს მუშაობა, რათა დაინერგოს სრულწლოვანთა მედიაციის პროგრამები გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პარალელურად, სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით. ხორციელდება მედიაციის პროგრამები, უკვე მსჯავრდებულ პირთა მიმართაც, როგორც მსჯავრის შემსუბუქების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს მედიაციის პროგრამების შემუშავებაზე ყოფილი პატიმრებისათვის, რომლის მიზანიც იქნება დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის კონფლიქტის ამოწურვა და ის, რომ ორივე მხარეს გაუქრეს შურისძიების შიში ყოფილი პატიმრის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ. 3 1.3 ადამიანის უფლებები 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შექმნის მიზნით, 2015 წლის მაისიდან ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო მართავს კონსულტაციებს სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2015 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, დაიწყო ცნობიერების ამაღლების კამპანია საქართველოს რეგიონებში. საინფორმაციო კამპანიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა (2014-2020) და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) გაცნობა და ის საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება. ამასთან, კამპანიის ფარგლებში სამდივნო ადგილზე იღებს ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში. სამდივნომ შეხვედრები უკვე გამართა სვანეთის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმში, ზუგდიდსა და აჭარის რეგიონებში. 2015 წლის ბოლომდე სამდივნო კამპანიის ფარგლებში ეწვევა საქართველოს ყველა რეგიონს. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. 2014 წლის ნოემბერში, მუშაობა განაახლა პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საბჭომ, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. 2014 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შერჩეულ იქნა 8 არასამთავრობო ორგანიზაცია და 12 პირი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი ჯგუფის დასაკომპლექტებლად, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს. სტატუსის იდენტიფიცირების ჯგუფი წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აძლევს საშუალებას, სამართალდამცავებისა და სასამართლოს გვერდის ავლით მიიღოს მსხვერპლის სტატუსი და ისარგებლოს თავშესაფრითა და სახელმწიფოს შესაბამისი სერვისებით. ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობა იუსტიციის სამინისტროში მომზადდა ნიადაგი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის („სტამბულის კონვენცია“) რატიფიკაციის მიზნით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის 19 ივნისს მოეწერა ხელი. კერძოდ, კანონმდებლობაში შეტანილი იქნება ცვლილება, რომლის თანახმად, დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, არამედ ქალიც, განურჩევლად იმისა, მის მიმართ ძალადობა ან ამგვარის მცდელობა ოჯახში განხორციელდება, თუ სადმე სხვაგან. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამცავი და შემაკავებელი ორდერი გაიცემა ქალის დაცვის მიზნითაც. მეტიც, ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის საკითხი და სწრაფი და ეფექტური რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც სექსუალურ დანაშაულს ეხება. კერძოდ, თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით გადასინჯული იქნება დანაშაულის გარკვეული, არსებული შემადგენლობები და კოდექსს დაემატება ზოგიერთი ახალი შემადგენლობაც. 4 ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშიც ხაზგასმით აღინიშნა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:            დამტკიცდა ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც ჩვენს რეგიონში უპრეცედენტოა. შსს-ის ინსპექტირების სპეციალური მობილური ჯგუფების ეფექტური მუშაობის შედეგად, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მაღალი რისკის მქონე ადგილების შემოწმებას, პროაქტიულად დაიწყო გამოძიება ტრეფიკინგის არაერთ ფაქტზე; ნაყოფიერად მუშაობს პროკურორებისა და გამომძიებლებისგან დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფი, რომლის კოორდინირებული მუშაობის შედეგად დაწყებული გამოძიებების უმეტესობაზე ხდება ბრალის წაყენება და საქმის სასამართლოში გადაგზავნა; შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შედეგად ექსპლოატაციის დეფინიცია გახდა უფრო ცხადი და ადვილად გამოყენებადი როგორც სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ისე მოსამართლეებისთვის; წარმატებით ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები საბჭოს მიერ შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო კამპანიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც უნიკალურია ჩვენს რეგიონში; ტრეფიკინგის წინააღმდეგ საქმიანობაში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; იუსტიციის სამინისტროს მიერ 2014 წელს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაცემული გრანტის საფუძველზე აჭარის რეგიონში განხორციელდა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, ხოლო 2015 წელს გრანტი გაიცა ორ ორგანიზაციაზე, რომლებიც ღონისძიებებს განახორციელებენ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში; აგრეთვე, აქტიური თანამშრომლობა გრძელდება პარტნიორ სახელმწიფოებთან როგორც საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით, ისე სამართლებრივი ურთიერთდახმარების მიმართულებით. იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიწერა სამუშაო გეგმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ტრეფიკინგისგან დასაცავად. კერძოდ, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება სათანადო სამართლებრივი ბაზა, რათა მოხდეს ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფა. გაიზრდება სოციალური მუშაკების როლი და დაიხვეწება ბავშვთა დაცვის რეფერალური მექანიზმი. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა და პარლამენტის მიერ დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და რეაგირების მიზნით ამოქმედდება შრომის ინსპექტირების მექანიზმი. იმისათვის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებით მოსარგებლე პირებმა ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან, მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პირები გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით გამოცხადდებიან საგამოძიებო ორგანოებში, გათავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან. წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, საქართველომ იკისრა წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის განახლების ვალდებულება. განახლებული გეგმა საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 7 მაისს დაამტკიცა. გარდა ამისა, ადამიანთა წამების, 5 არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ 2015 წლის 18 მაისის სხდომაზე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაც დაამტკიცა. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმის მიღებამდეც არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი მნიშნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც პოზიტიურად შეფასდა, მათ შორის, 2015 წლის მარტში საქართველოში ვიზიტით მყოფი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპეციალური მომხსენებლის, ბატონი ხუან მენდესის მიერ. მისი შეფასებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი და შესამჩნევია მკაფიო სიგნალები, რომ წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია. სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ზომები, ახალი ინფრასტრუქტურა პენიტენციურ სისტემაში, მრავალკომპონენტიანი ცვლილებები, არის თვალსაჩინო და ხელშესახები. დადებითად შეფასდა, აგრეთვე, პატიმართა საერთო რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება. ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია საზოგადოების რეციდივისგან დაცვის მიზნით ადამიანის უფლებების დაცვა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასაც გულისხმობს. თანამედროვე საზოგადოებაში არ უნდა იყვნენ გარიყული ადამიანები, რომლებიც ადვილად შეიძლება ისევ თავიდან დაადგნენ კრიმინალის გზას. ჩვენი მიზანია ყოფილი პატიმრების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია, რაც თავისთავად ჩვენი საზოგადოების რეციდივისგან დაცვას გულისხმობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმატებით აგრძელებდა საქმიანობას ამ მიზნით 2012 წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში შექმნილი ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელშიც არაერთი სოციალური მუშაკი დასაქმდა. 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 677 ბენეფიციარი. 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე დანაშაულის პრევენციის ცენტრში შემოვიდა 721 მომართვა. 1.3.1 იძულებით გადაადგილებული პირები - ლტოლვილთა უფლებები და მხარდაჭერა დევნილთა პრობლემები წლების განმავლობაში მწვავედ იდგა, თუმცა მათი გადაჭრის პოლიტიკა და სტრატეგია ახალი ხელისუფლების პირობებში შემუშავდა. 2014-2015 წლებში მოწესრიგდა დევნილთა რეგისტრაციის საკითხები. რეგისტრაციის დაწყებისთვის მონაცემთა ბაზის მიხედვით (2007 წლის მონაცემები), სულ დევნილად რეგისტრირებული იყო 271 832 პირი. ხელახალი რეგისტრაციით დევნილთა რაოდენობა შეადგენს 264 828 პირს; მოწესრიგდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურები რისთვისაც მომზადდა და გამოიცა მინისტრის N320-ე ბრძანება „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. ეს წესი ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის განაწილების წესს, დამტკიცებული კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის სტანდარტების შესაბამისად. რეაბილიტირებული ობიექტები ადაპტირებულია და შშმპ პირები კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე, პირველ სართულზე იღებენ ბინებს. დღევანდელი მდგომარეობით, 56 154 ოჯახი საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან საბინაო უზრუნველყოფას, მათ შორის 32 000-მდე უკიდურესად მწვავედ განიცდის ამ პრობლემას. განსახლების ახალი პოლიტიკის მიხედვით განსახლება ხდება იქ, სადაც ისინი ინტეგრირდნენ 6 განვლილი 21 წლის განმავლობაში. გრძელვადიანი განსახლების პროცესი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისათვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლის შეძენაზე თანხმობა ეთქვა 660 დევნილ ოჯახს, აქედან უკვე შესყიდულია 372 სახლი. 2015 წელს 298 დევნილი ოჯახის საცხოვრებელ ფართს თბილისში მიიღებს, ჩინური კომპანია ჰუალინგ ჯგუფის ახალაშენებულ კორპუსებში სამინისტრომ 9 მრავალსართულიანი კორპუსი - 598 ბინა შეისყიდა. შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხესა და ხაშურში წლის ბოლომდე დასრულდება. ხსენებულ მუნიციპალიტეტებში ყველა დევნილი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. მიმდინარეობს ქართველი მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვა, რომელიც კონკურსის წესით ხორციელდება. ამ ეტაპზე სამინისტრომ უკვე შეისყიდა 603 ბინა თბილისში, ქუთაისსა და მარნეულში. ქუთაისში ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული თანამედროვე სტანდარტების კორპუსში საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა 35 დევნილ ოჯახს. წლის ბოლომდე თბილისში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა 201 დევნილ ოჯახს. 2015 წელს დაიწყო მასშტაბური მშენებლობები ქუთაისსა და ზუგდიდში. ქუთაისში 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ზუგდიდში 2 016 დევნილი ოჯახისთვის 26 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2015 წლიდან დაიწყება კორპუსების მშენებლობა გორში, სადაც ბინას 480 ოჯახი მიიღებს და ამით გორში დევნილთა განსახლების პრობლემა მოიხსნება, ხოლო წყალტუბოში ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და მშენებლობა 2016 პირველ ნახევარში დაიწყება. აღნიშნული პროექტების განხორციელება სრულად გადაჭრის იმერეთში და სამეგრელოში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემებს. „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე პროექტის“, ფაგრლებში რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 ნოემბრიდან საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. დღევანდელი მონაცემებით 8 583 დევნილ ოჯახს საკუთრებაში უკვე გადაეცა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები. სამინისტრომ გააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ. 2012 წლიდან დღემდე თბილისში კერძო მესაკუთრეებისაგან 721 დევნილი ოჯახისთვის გამოსყიდულ იქნა 18 ობიექტი. სამინისტროში ამოქმედდა საპილოტე - „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტი. რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო იპოთეკურ სესხს იმ 50 დევნილ ოჯახს დაუფარავს, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი. საპილოტე პროექტისათვის საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილია 1 000 000 ლარი. 7 ფოთში, 2011 წელს დევნილთათვის აშენებული ავარიული 32 კორპუსის რეაბილიტაციისა მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2,5 მლნ. ლარი გამოყო. ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტში დევნილებისთვის 2008 წლის ომის შემდეგ გადაცემულ კოტეჯებში მძიმე საცხოვრებელი პირობების გამოსასწორებლადდაიხარჯა 800 000 ლარი. სამინისტრომ მუნიციპალიტეტთან თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გადაიხადა. არამართლზომიერად ფართის ფლობის გამო გამოსახლებულ დევნილებს სამინისტრო ქირით უზრუნველყოფს 3 თვიანი ვადის გასვლის შემდგომაც. ამჟამად, ასეთი 208 დევნილ ოჯახია. 2015 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები 2013-2014 წლებთან შედარებით გასამმაგდა და შეადგინა 1 800 000 ლარი. ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია 153 ეკომიგრანტი ოჯახი, წლის ბოლომდე დამატებით დაკმაყოფილდება 50 ეკომიგრანტი ოჯახი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაციის შემდგომ დაიწყება აღნიშნული ქონების 1013 ეკომიგრანტი ოჯახისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცედურები. 1.3.2 სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფას, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას. ბოლო პერიოდში არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი ინტეგრაციის მიმართულებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით განაახლა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N1740; 17.08.2015), რომლის ძირითადი მიზანია ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. სტრატეგიის შესაბამისად შემუშავდა და დამტკიცდა 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეფუძნა წინა წლებში განხორციელებული პოლიტიკის შედეგების ანალიზს. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ ითვალისწინებს ახალ მიდგომებს, კერძოდ იგი გულისხმობს არა მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებთან, არამედ ქართულენოვან მოსახლეობასთან აქტიურ და ინტენსიურ მუშაობას, რაც თავისთავად გააძლიერებს ტოლერანტულ განწყობებს საზოგადოებაში. გარდა ამისა, სტრატეგია არ არის ფოკუსირებული მხოლოდ მსხვილ ეთნიკურ ჯგუფებზე, არამედ ყურადღება ეთმობა სხვა მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებსაც, მათი კულტურული იდენტობის შენარჩუნებას; ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებში სახელმწიფო (ქართული ენის) ცოდნის საკითხი კვლავაც რჩება სერიოზულ გამოწვევად. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა იმ პროგრამების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სწავლებას და მის გაუმჯობესებას ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის. 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემების თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთის რეგიონები) სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში გადამზადდა ეთნიკურ უმცირესობათა 426 წარმომადგენელი საჯარო მოხელე, ამჟამად გადამზადებას გადის 500-მდე საჯარო მოსამსახურე. „საჯარო მმართველობა და ადმინისტრირების“ პროგრამის ფარგლებში კი გადამზადებულია ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი 159 საჯარო მოხელე. არაქართულენოვან სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში დასაქმებულია 87 ქართული ენის 8 სერტიფიცირებული ტრენერ-მასწავლებელი, 198 დამხმარე მასწავლებელი, მათ შორის 170 ქართული ენის, 17 - ისტორიის და 11- გეოგრაფიის მიმართულებით. - ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელ ახალგაზრდებში წარმატებით სარგებლობს უმაღლესი განათლების მიღების გამარტივებული სისტემა (ე.წ. ქვოტირების სისტემა). სულ უფრო იზრდება ეროვნულ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ცალსახად ამ პროგრამის დამსახურებაა. მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადებას ეთნიკური უმცირესობების ენებსა და ეთნიკური უმცირესობებისათვის, ასევე, სახელმწიფო განაგრძობდა არაქართულენოვანი ბეჭდვითი მედიის მხარდაჭერას. გარდა ამისა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მიმდინარეობდა საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. 1.4 პროკურატურის რეფორმა მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში საქართველოს პარლამენტს საქართველოს პროკურატურის რეფორმის ამსახველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარედგინა. სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების, კანონის უზენაესობის დაცვის, ასევე ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირების ეფექტიანი დაცვის პროცესში პროკურატურის სისტემა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. პროკურორთა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, შედარებით-სამართლებრივი კვლევის საფუძველზე იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა პროკურატურის სისტემის რეფორმის მოდელის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედო მთავრობის მიერ ინიცირებულ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს: პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას; მისი მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცულობის უზრუნველყოფას; პროკურატურის ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრას; მთავარი პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლების პროცედურების საკანონმდებლო რეგულირებას; აღნიშნული პროცედურების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; პროცესში პროკურატურის თვითმმართველი ორგანოს, ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით და აიკრძალება აღნიშნულ პოზიციაზე ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა. შემოდის საპროკურორო საბჭოს ინსტიტუტი, რაც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (ვენეციის კომისია, ოდირი, ევროსაბჭო) ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯად შეფასდა. 1.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა 2015 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად მოხდა პოლიციისა და უშიშროების ორგანოების უფლებამოსილებათა ინსტიტუციური და ორგანიზაციული გამიჯვნა. ქვეყანაში შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად სამინისტროს ადმინისტრაციაში შეიქმნა საჯარო ინფორმაციის სამმართველო. 2014 წლის ოქტომბერში შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფი, რომლის ფუნქცია პერსონალურ 9 მონაცემთა დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაა. დამატებით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ადეკვატურობას და იკვლევს ოჯახის წევრთა მიერ ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებს, მსგავსი დანაშაულების პრევენციის მექანიზმის დახვეწის მიზნით. 2015 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნებში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები. შსს–ს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიღების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრდა პასუხისმგებლობა პირად ცხოვრებაში ჩარევასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე. დამატებითი ცვლილება განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც აერთიანებს ძალადობრივი ექსტრემიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებს. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის მიღების შედეგად განისაზღვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ნუსხა, დაწესდა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ცალკეულ, არამედ ქიმიურ ნაერთთა მთელ კლასებზე. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით გამოწერა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა 11–ჯერ არის შემცირებული. შსს–ს დანაყოფებმა 2015 წლის იანვარში 8 კგ-ზე მეტი კოკაინი, ხოლო 2015 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში 20 კგ-მდე კოკაინი, 25 კგ-მდე მარიხუანა და 60 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ ამოიღო. 2015 წლიდან ქვეყნდება ახალი მეთოდოლოგიით გამოთვლილი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც შს სამინისტროს, ასევე, მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებების მონაცემებს. 2015 წლის აპრილში გაიხსნა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი, რომლის მიზანია საქართველო-აშშ-ევროკავშირის სამმხრივი თანამშრომლობა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის სფეროში. 2015 წლის 10 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდ. სააგენტო წარმოადგენს ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს. სააგენტოს შემადგენლობაში გაერთიანდა ქვეყანაში არსებული რეგიონალური და მუნიციპალური სამაშველო და სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, რომელთა ამოცანებს წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შექმნა და კოორდინირება, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების, საგანგებო სიტუაციის პრევენციის ერთიანი სისტემის მზადყოფნის და ქვეყანაში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზება. სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სავიზო და საპასპორტო სფეროში საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო–სამიგრაციო კონტროლის სამმართველოში (თბილისის აეროპორტი) შეიქმნა ახალი განყოფილება K–9, რომელიც დაკომპლექტდა აშშ-ში სპეციალურად მომზადებული კინოლოგებითა და მათი სამსახურებრივი ძაღლებით. ქვეყნის საზღვრის დაცვის მიზნით აშენდა სასაზღვრო სექტორები, ბლოკპოსტები და სათვალთვალო კოშკურები. ასევე, მიმდინარეობს ახალი სასაზღვრო სექტორების მშენებლობა. განხორციელდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განახლდა სასაზღვრო პოლიციის (ასევე სანაპირო დაცვის) მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. 10 შსს-ს აკადემიაში არსებულ სამართლის სკოლაში შემუშავდა საბაკალავრო პროგრამა. მიმდინარე წელს, აღნიშნულ პროგრამაზე განხორციელდა სტუდენტთა მიღება. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის მომსახურების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ყრუ და სმენადაქვეითებული) პირებისათვის. 2015 წლის დასაწყისში შსს სსიპ „112“-მა დანერგა სატელიტური ტექნიკური მოწყობილობით (ე.წ. „GPS ტრეკერი“) გადაუდებელი დახმარების სერვისთან დაკავშირების ალტერნატიული არხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან, მათ შორის, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების დაფარვის ზონის გარეთ არსებული ტერიტორიებიდან შეტყობინების მყისიერად მიღება და შეტყობინების ინიციატორის ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე გააფორმა 8 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის, საგანგებო სიტუაციების დროს თანამშრომლობისა და რეადმისიის სფეროებში. ევროპოლის მიერ ჩატარებული წინასწარი შეფასებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ევროპოლის სტანდარტებს პერსონალური მონაცემებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის კუთხით. განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს ინტერპოლის მიერ FIND პროექტის ფარგლებში მოხდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს, მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზის (SMV) ინტეგრაცია საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და შსს-ს საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის შესაძლებელი გახდა საზღვრის კვეთისას ავტომატურ რეჟიმში მოახდინონ, მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემების გადამოწმება ინტერპოლის მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზაში. ძალაში შევიდა „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები 100 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.კერძოდ, კანონის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კონკრეტულად, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობსი შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს(მემკვიდრეს) ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარი გადაეცემა. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.პოლიციელთა ოჯახები კი ყოველთვიურად 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ. 1.6 სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა საანგარიშო პერიოდში მკვეთრად გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები. გაიზარდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართი და ევროპულ სტანდარტებს გაუთანაბრდა. გაიზარდა პაემნების რაოდენობა და გაფართოვდა მნახველთა წრე. უფასო გახდა სოციალურად დაუცველთათვის ხანგრძლივი პაემანი. სასჯელაღსრულების სამინისტრომ შეიმუშავა და დანერგა კვების ახალი სტანდარტი. კერძოდ, ახალი სტანდარტი კვების 12 განსხვავებულ რაციონს აწესებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პატიმართა ჯგუფებისათვის. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დღეისათვის უკვე აღარ მოქმედებს ბარაკული ტიპის საცხოვრებლები, სადაც 50-60 პატიმარი ერთად ცხოვრობდა და სრულად შეიცვალა საკნური ტიპის ოთახებით. ე.წ. კარანტინი და ფუქსები (გალიის ტიპის ოთახები, რომლებიც არ შეესაბამებოდა თანამედროვე მოთხოვნებს) შეიცვალა პირველადი მიღებისა და განთავსების საკნებით, სადაც 11 პატიმრებს დაწესებულებაში მიღებისას ყველანაირი პირველადი შემოწმება უტარდებათ (სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ). სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი სარგებლობს დაწესებულებებში შესვლის შეუზღუდავი უფლებით. 2015 წელს, პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ჯგუფის წევრი, უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში განახორციელოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით, მათივე ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების, შეხვედრის ოთახებისა და მათი გასეირნების ადგილების ფოტოგადაღება. დაზუსტდა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარემოებები და საფუძვლები. სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებისა და მათი რეკომენდაციების გაზიარების შედეგად სამინისტრომ უარი თქვა ელექტროშოკის გამოყენებაზე. ამოქმედდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც პირველია პოსტ საბჭოთა სივრცეში. დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, შეზღუდული არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. მსჯავრდებულებს შაბათ-კვირას ეძლევათ შესაძლებლობა დატოვონ დაწებულების ტერიტორია და წავიდნენ ოჯახებში. დღეისათვის პირველადი სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ყველა დაწესებულებაში. ექიმებისა და ექთნების თანაფარდობა პატიმრების რაოდენობასთან მიუახლოვდა ევროპული სტანდარტის მაჩვენებლებს. ერთ სულ მსჯავრდებულზე ჯანდაცვის წლიური დანახარჯი საშუალოდ 180 აშშ დოლარიდან 760 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა და დამტკიცდა მედიკამენტების საბაზისო სტანდარტი, მედიკამენტების დანახარჯი ერთ პატიმარზე წელიწადში საშუალოდ 25 ლარიდან 128 ლარამდე გაიზარდა; პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარიდან 15 270 000 ლარამდე გაიზარდა. 2 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში 801 შემთხვევიდან (2012წ.) 82 შემთხვევამდე შემცირდა (2014წ.). ამასთანავე, წელიწადში 68-დან 7-მდე შემცირდა რეზისტენტული ტუბერკულოზის ახალ შემთხვევათა რაოდენობა. პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს ნარკოლოგიური სერვისების მიწოდება და დაფარვა, კამპანია ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ, სუიციდის პრევენციის პროგრამა, მეტადონით დეტოქსიკაციის და ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი თერაპიის პროგრამა. დაცულია აივ/შიდსზე კონსულტირების, ტესტირების და მკურნალობის მხრივ უნივერსალური ხელმისაწვდომობა. პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ხორციელდება C ჰეპატიტის მკურნალობის, დიაგნოსტირებისა და პრევენციის უპრეცენდენტო პროგრამა. 2014 წელს 180 პაციენტმა წარმატებით დაასრულა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი და საბოლოოდ განიკურნა. 2015 წლის აგვისტოდან სამ პენიტენციურ დაწესებულებაში С ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა ახალი პრეპარატ „სოფოსბუვირით“ დაიწყო. 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სასჯელაღსრულების ორი ტიპის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებას დაემატა კიდევ ორი დამატებითი ტიპის დაწესებულება: დაბალი რისკისა და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები, სადაც მსჯავრდებულები დაწესებულებებში განაწილდებიან მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რისკებისა და საჭიროებების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით, მოამზადა რეფორმის გეგმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა. ცვლილებების მიხედვით, მოხდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ინტეგრირება, რაც სამინისტროს მატერიალური და ადამიანური რესურსის დუბლირებას საბოლოოდ აღკვეთავს. 12 შემუშავებული და დამტკიცებულია სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების დებულება. მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა. მზადდება და უკვე დასრულების პროცესშია სამუშაო აღწერილობა პენიტენციური დაწესებულებების ექიმებისა და ექთნებისათვის. საანგარიშო პერიოდში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა და აღიჭურვა სასჯელაღსრულების №6 და №16 დაწესებულებებს. რუსთავის №16, რომლის მოცულობა შეადგენდა 2700 ბრალდებულ/მსჯავრდებულს, სრულად განახლდა და ტრანსფორმირდა 1100 ბრალდებულ/მსჯავრდებულზე გათვლილ დაბალი რისკის დაწესებულებად, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. 1.7 საჯარო მმართველობა და საჯარო სამსახურის რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№427) დამტკიცდა „საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020“ და „პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია 2015-2017“. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა საჯარო მმართველობის რეფორმის კოორდინაცია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და OECD/SIGMA-ს მხარდაჭერით; დემოკრატიული ღირებულებები, მოქალაქეთა ჩართულობა და საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურება განისაზღვრა საჯარო მმართველობის რეფორმის ქვაკუთხედად. „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის“ შემუშავებით ჩამოყალიბდა აღნიშნულ სფეროებში საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი პოლიტიკა. მიმდინარე რეფორმის შედეგად ქვეყნის საჯარო სექტორში ყალიბდება:  შედეგზე ორიენტირებული მართვის, ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემები;  პროფესიული საჯარო სამსახური, რომელიც დამსახურების პრინციპზეა დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას;  ანგარიშვალდებული და საზოგადოებისათვის გახსნილი სახელმწიფო ინსტიტუტები;  სახელმწიფო სერვისების უნიფიცირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებისათვის ხარისხიან და ხელმისაწვდომ მომსახურებას;  საჯარო ფინანსების მართვის სისტემა, რომელიც ემყარება ფინანსური სახსრების განაწილებას სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად; საჯარო სამსახურის რეფორმა 2014 წლის ნოემბრის თვეში საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია, რომლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში ფრაგმენტული ცვლილებების შეტანის ნაცვლად, SIGMA-სა და ადგილობრივი ექსპერტის დახმარებით, შემუშავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და წარედგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 23 ივლისს პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო აღნიშნული კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები შესაბამის კანონებში. ამავდროულად, მომზადდა და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ იქნა ცვლილების პროექტი „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცლილების შეტანის თაობაზე“ დეკლარაციების მონიტორინგის სისტემასთან და მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტთან დაკავშირებით. შემუშავდა და საჯარო უწყებებში გავრცელდა სახელმძღვანელო „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“. ასევე, შემუშავდა დეტალური კურიკულუმი და ტრენინგმოდული, რის საფუძველზეც ჩატარდა ტრენინგები. მოხდა საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსზე მომუშავე ჯგუფის 13 ფორმირება, რომელიც მუშაობს საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მომწესრიგებელი ერთიანი ნორმატიული აქტის - კოდექსის შემუშავების მიზნით. ამასთანავე, ბიურომ შეიმუშავა და გამოსცა ადამიანური რესურსების მართვისა და მამხილებელთა დაცვის სახელმძღვანელოები. „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად, ბიურომ შეიმუშავა საჯარო სამსახურისათვის შესრულებული სამუშაოს შეფასების შესაფერისი მოდელი. ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დანერგილია 69 საჯარო უწყებაში, მათ შორის 14 სამინისტროსა და 25 სსიპ-ში, 11 დამოუკიდებელ სსიპ-ში, 11 თვითმმართველობაში და სხვ. საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაიგეგმა ფუნქციური ანალიზის პროექტის პირველი ფაზის განხორციელება ცენტრალურ საჯარო უწყებებში. უცხოელი ექსპერტების ვიზიტის შედეგად, შემუშავდა საკადრო აუდიტის ზოგადი მეთოდოლოგია, პროექტის ძირითადი გუნდის მიერ შეიქმნა სპეციალური კითხვარი და დაეგზავნა თითოეულ საჯარო დაწესებულებას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით დამტკიცებული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 2014 წლის განმავლობაში განხორციელდა სტაჟიორთა ორი ნაკადის მიღება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სტაჟიორთა დასაქმებას, ბიუროში არსებული ინფორმაციით, სტაჟირების გავლის შემდგომ, დასაქმდა 53 სტაჟიორი. საზოგადოებრივი ცენტრების (სოფლის სახლების) მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ დღეს საქართველოში 25 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, სადაც მოსახლეობას შეუძლია სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს როგორც სახელმწიფო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შპს მექანიზატორის), ისე კერძო სექტორის (საბანკო და სატელეკომუნიკაციო) მომსახურება. საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც ან საზღვართან ახლოს, ან საოკუპაციო ზონაში მდებარეობს (მეჯვრისხევი, დუისი), ან საგრძნობლად არის დაშორებული რაიონული ცენტრიდან (მუხაესტატე). მოცემული პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანაა. იმისათვის, რომ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს, საზოგადოებრივი ცენტრები შენდება იმ სოფლებში, სადაც 2000 და მეტი ადამიანი ცხოვრობს. 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე, აშენდა და გაიხსნა 13 საზოგადოებრივი ცენტრი, ამჟამად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაიხსნება კიდევ 7 ცენტრი, ხოლო მომავალ წელს სულ მცირე - 13 ცენტრი. საზოგადოებრივი ცენტრები, იქ სადაც ამის შესაძლებლობაა, საჯარო ბიბლიოთეკების ბაზაზე ინერგება, რაც საზოგადოებრივი ცენტრის შექმნასთან ერთად გულისხმობს შერჩეული სოფლის ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის გამართვას, ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას და თანამშრომელთა გადამზადებას. ამგვარად ხდება სოფლის ბიბლიოთეკის შენარჩუნება, კომფორტული ინფრასტრუქტურით, სადაც სახელმწიფო სერვისების მიღება და უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეიძლება. მსგავსი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა წელს კახეთში, სოფელ ნუკრიანსა და გურიაში, სოფელ ხიდისთავში. მომავალ წელს იგივე მოდელის ცენტრი გაიხსნება ბაკურიანში, ფასანაურსა და ვალეში. ზემოაღნიშნული პროგრამა ასევე, მოიცავს ქვეპროექტს, რომლის მიზანია საქართველოს პატარა სოფლებისათვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათთვის 14 ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ასევე სოფლიდან გაუსვლელად შეთავაზება, ე.წ. „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების“ მეშვეობით. პროექტი ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, რის შედეგადაც „ლიბერთი ექსპრესის“ ავტომობილების მეშვეობით ხდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისის შეთავაზება (როგორიცაა, პირადობის მოწმობა, პასპორტი, დაბადების მოწმობა, მემკვიდრეობის რეგისტრაცია, უძრავი ქონების დაყოფის რეგისტრაცია, ამონაწერი უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ და სხვ.). საპილოტე პროექტი დაიწყო 2015 წლის ივნისში, შიდა ქართლის რეგიონში, სადაც 9 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი 200-ზე მეტ სოფელს ემსახურება და მოსახლეობას 200-ზე მეტ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისს სთავაზობს. გარდა ამისა, სამთავრობო პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, 2015 წელს განხორციელდა და დაიგეგმა ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა საპორტო, მთის, სასაზღვრო ქალაქებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში იუსტიციის სახლების მშენებლობა წელს დასრულდა ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობა. მიმდინარეობს თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ონის, ახალქალაქის, ლაგოდეხის იუსტიციის სახლების მშენებლობა და აღჭურვა. ინოვაციური სერვისების ლაბორატორია 2014 წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, შეიქმნა ინოვაციური სერვისების ლაბორატორია,რომლის მიზანია სახელმწიფოში თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინოვაციური სერვისების ლაბორატორია აქტიურად მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს პროექტი „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები"; 2. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს დისტანციური მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა სმენადაქვეითებული პირებისათვის, რომელთაც სააგენტოს თანამშრომელი ჟესტურ ენაზე ემსახურება. გარდა ამისა, ლაბორატორიამ გადაუდებელი დახმარების სამსახურთან „112“ ერთად შექმნა მომსახურება სმენადაქვეითებულთათვის, რომლის მეშვეობითაც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება აქვთ ვიდეოზარით გამოიძახონ გადაუდებელი დახმარება. ინოვაციური სერვისების ლაბორატორია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. კერძოდ, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ბიბლიოთეკის ინოვაციური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სერვისებისა და საერთო სამუშაო სივრცეების შექმნას. ამჟამად, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, ლაბორატორია საქართველოს ტურისტული ბარათის კონცეფციას ამუშავებს. ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომის გაზრდის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისების გარდა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასევე ახორციელებს ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მუნიციპალური სერვისების 15 მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც თავდაპირველად 10 საპილოტე მუნიციპალიტეტში დაინერგება. გარდა ამისა, 2014 წლიდან სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების საბაზისო კომპიუტერული უნარებისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) სისტემაში ტრენინგებს. დღემდე ტრენინგი ჩაუტარდა ყვარელის, ახმეტის, ქარელის, ხაშურის, ხობის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ სულ 289 თვითმმართველობის თანამშრომელს. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა წარმატებითი გრძელდება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელება. შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების სრულყოფისათვის, ევროკავშირის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში (PFM III) აღებული ვალდებულების შესაბამისად, დამტკიცდა პროგრამული ბიუჯეტის განახლებული მეთოდოლოგია. წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხაზინის მომსახურებაზე და სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გადმოყვანის პროცესი, რაც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მართვის მეტ გამჭვირვალობასა და ეფექტურობას. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015“-ის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პოზიციით საქართველო მნიშნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მოექცა და წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას. 1.8 ადგილობრივი თვითმმართველობა 2015 წელს განხორციელდა ახალი ინიციატივები ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი რეფორმირების კუთხით, მათ შორის: დაინერგა მუნიციპალიტეტების მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმები. კერძოდ, 2015 წლის 22 ივლისს მიღებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები; მიღებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის, მასში ჩართული უწყებების უფლებამოსილებებისა და ამ სისტემის ფუნქციონირების პრინციპები და წესი“, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის. გრძელდება მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სისტემური გადამზადება ტრენინგ მოდულების ბაზაზე. ამ დროისთვის, სხვადასხვა მიმართულებით უკვე გადამზადდა მუნიციპალიტეტებში მომუშავე 2000-მდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მთლიანად ჩაირიცხება საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან; ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები დარგობრივი კანონმდებლობის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ ჰარმონიზაციის მიზნით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადდა 168 კანონის პროექტი. 16 1.9 ანტიკორუფციული პოლიტიკა და ღია მმართველობა ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის შემუშავება და პარლამენტში წარდგენა ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის მუშაობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. აუცილებელია, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს ითვალისწინებდეს. დღეისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები გაბნეულია ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში და კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციისას მნიშვნელოვანი სირთულეები გვხვდება. სპეციალური კანონის მიღება მიზნად ისახავს საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების კონსოლიდირებას, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში ქართული კანონმდებლობისათვის დღემდე უცნობი თანამედროვე სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამკვიდრებას. იუსტიციის სამინისტრომ, სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ძირითადი პრინციპების საჯარო განხილვას, მოსამართლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების მონაწილეობით, არაერთი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა. პროექტმა გაიარა საერთაშორისო ექსპერტიზაც. კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს გაძლიერება კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ანტიკორუფციული საბჭოსა და მისი სამდივნოს ინსტიტუციური გაძლიერება ანტიკორუფციული სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს და საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებთ არაერთი ღონისძიება გატარდა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სამდივნოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ სემინარსა და ტრენინგში. გარდა ამისა, ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში დაგეგმილია ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგის გაძლიერება; ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის გაფართოება; ანტიკორუფციული პოლიტიკისა და სამართლებრივი ბაზის შესახებ საჯარო მოხელეთა ტრენინგ-კურსის მომზადება; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; ანტიკორუფციული ვებ-გვერდის შექმნა და სხვა ღონისძიებები. ღია მმართველობა საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) 2011 წელს შეუერთდა. ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრების მიზნით უკანასკნელი წლების განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2014 წლის 18 სექტემბერს დამტკიცდა ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი პროდუქტია, რომელიც ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში შემუშავდა. ფორუმი ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. 17 სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 16 პასუხისმგებელი უწყების 27 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის. 2015 წლის 3-4 ივნისს თბილისში OGP-ის ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. კონფერენციის ჩასატარებლად OGP-ის მონაწილე 65 ქვეყანას შორის საქართველომ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ღია მმართველობის კუთხით მიღწეული წარმატებების გამო მოიპოვა. 2014 წლის აგვისტოში საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს, რაც ღია მმართველობის კუთხით საქართველოს მიღწევების საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. 2015 წლის 26 მარტს გამოქვეყნებული „ღია მმართველობის ინდექსის“ (WJP Open Government Index 2015) თანახმად, საქართველო ღია მმართველობის მაჩვენებლის მიხედვით პირველ პოზიციას იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის კი 29-ე ადგილზეა. სამოქალაქო ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 0.66 ქულით პირველ პოზიციაზეა. ღია მმართველობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რომლის მიხედვითაც მსოფლიო რეიტინგში 0.70 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. ინდექსის თანახმად საქართველო ღია მმართველობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ხორვატია (33-ე ადგილი), საბერძნეთი (36-ე ადგილი), ბულგარეთი (49-ე ადგილი), რუმინეთი (51-ე ადგილი); საქართველოს ღია მმართველობის მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ბრაზილიისა (38-ე ადგილი) და მექსიკის (42-ე ადგილი) მაჩვენებლებს (ღია მმართველობის პარტნიორობის დამფუძნებელი ქვეყნები; ამ ეტაპზე მექსიკა პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანაა). 1.10 მიგრაცია მიგრაციის მართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი (სულ თორმეტი) სახელმწიფო უწყება და ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საანგარიშო პერიოდში, მიგრაციის მართვის კუთხით მომზადდა და უახლოეს თვეებში, საერთაშორისო ექსპერტიზის გავლის შემდგომ, დამტკიცდება 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია; წარმატებით განხორციელდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი და მეორე ფაზით გათვალისწინებული ღონისძიებების ძირითადი ნაწილი დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მიგრაციის სფეროში; ეფექტიანად მიმდინარეობს 20132015 წლების მიგრაციის სტრატეგიის იმპლემენტაცია; 2014 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვითარდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა, რაც ხელს შეუწყობს მიგრაციის კუთხით სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, ანალიზს და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. სისტემა სატესტო რეჟიმში გაეშვება 2016 წელს; საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად ამაღლდა საქართველოს, როგორც მიგრაციის სფეროში საიმედო პარტნიორის როლი. 18 2. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება 2.1 კონფლიქტების მოგვარება საანგარიშო პერიოდში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მართავდა ინტენსიურ შეხვედრებს და მჭიდროდ თანამშრომლობდა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტენსიურად იმართებოდა ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე, რომელიც ჩამოყალიბდა ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და რომლის მიზანია ხედვებისა და პოლიტიკის მაქსიმალური თანხვედრა-გაზიარება. ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ კონფლიქტების მოგვარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშებში. საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, გაუზიაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ის სხვადასხვა სარგებელი, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიდან; განსაკუთრებით ის ახალი შესაძლებლობები, რაც უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეგულარულად ამზადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების (გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, პასპორტიზაციით მანიპულირება, ქართულ ენაზე განათლების შეზღუდვა, ეთნიკური ნიშნით დევნა, საკუთრების უფლების შელახვა, კრიმინალი, იძულებითი სამხედრო გაწვევა და სხვა), ეკონომიკური ექსპანსიის, უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და სხვა უკანონო ქმედებების ფაქტების ამსახველ დოკუმენტებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რეგულარულად განიხილება გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ ხელოვნური ბარიკადების აღმართვის შედეგად მოსახლეობისათვის წარმოქმნილი მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური გამოწვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების, მათ შორის განსაკუთრებით გალის რაიონის მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი, ამასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებები და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მუდმივად იღებს მონაწილეობას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის (IPRM) შეხვედრებში. მექანიზმის ეფექტურად გამოყენებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთის მიმართულებით შეწყვეტილი შეხვედრების აღდგენისთვის. აღნიშნულ ფორმატში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტი (გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები, კერძო საკუთრების ხელყოფა, სამედიცინო დახმარების მიღება, განათლების უფლება, სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა). ამასთანავე, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციები აწარმოა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათ შეინარჩუნონ და გააძლიერონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობა, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა და შეზღუდვებისა, რომელსაც ისინი აწყდებიან ამ ტერიტორიებზე შესვლისა და საქმიანობის კუთხით. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა 19 მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აქტიურად იყენებს საკუთარ რესურსებს, ისევე როგორც გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილ „საკოორდინაციო მექანიზმს“. შედეგად მაქსიმალური დახმარება ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაში, როგორც ადგილზე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე გამყოფი ხაზების აქეთ. გასულ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სარგებლობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, რომელთა შორის უმთავრესია „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით. ხორციელდება მრავალი პროექტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: ტრენინგებს, პროფესიული გადამზადებას, სემინარებს, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას და ა.შ. 2015 წლის 1 აპრილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები უმაღლეს დონეზე, რომელზეც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესაძლო შედეგებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში არსებული გამოწვევების გარდა განხილულ იქნა ჩართულობის პოლიტიკის ასპექტები, ევროკავშირის როლი კონფლიქტის მოგვარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. 2015 წლის მარტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა სხვადასხვა უწყების პოზიცია და წინადადებები ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კონკრეტულ სფეროებში, აფხაზური და ოსური საზოგადოებისათვის შესაძლო სარგებლისა და შესაძლებლობების შეთავაზების თაობაზე, რომელიც მიეწოდა ევროკავშირის მხარეს. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, გამყოფი ხაზების მიმდებარე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლების შედეგად, დაზარალებული მოსახლეობის ადგილზე დამაგრების მიზნით, აღნიშნული რეგიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. შემუშავდა „კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ იქნა მოწონებული. გარდა ამისა, მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. მიმდინარე წლის დასრულებამდე იგეგმება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სოციალურეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცება. ზემოაღნიშნულის გარდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელდა და გრძელდება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა, საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, გაზიფიკაცია. ამასთან ზემოაღნიშნულ სოფლებში განხორციელდა ცალკეული სასოფლო–სამეურნეო პროექტები, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად მოეწყო ამბულატორიები, სტუდენტებს დაუფინანსდათ სასწავლო წლის საფასური, ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორის, კასპის, ონის, საჩხერეს, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები) მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 11677 ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 2 335 400 ლარი და თითოულ ოჯახს გადაეცა 200 ლარი. 20 2.2 თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები თავდაცვის ინსტიტუციური რეფორმების მექანიზმების ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა „თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი სხვა კანონებისა და რეგულაციების შემუშავება-განახლების პროცესი. ეროვნული დონის კონცეპტუალური ბაზის განახლების პროცესში თავდაცვის სამინისტროში შემუშავდა/განახლდა საფრთხეების შეფასების დოკუმენტის თავდაცვის ნაწილი (სამხედრო საფრთხეები). თავდაცვის შესაძლებლობების შეფასებისა და ოპტიმალური სამომავლო ძალთა სტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის განახლების პროცესი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა სამუშაო ადამიანური რესურსების მართვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიმართულებით, რომლის მიზანია უზრუნველყოს სამართლიანობის, თანაბარი შესაძლებლობების, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული, სტაბილური და თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ჩამოყალიბება, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მიმართულებით. მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროს მიერ გენდერული თანასწორობის თანამედროვე პრინციპების დამკვიდრებისა და გაეროს 1325 რეზოლუციის პრაქტიკაში განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. პირველად, ქართულ საჯარო სამსახურში, დაფუძნდა და ვითარდება გენდერული მრჩევლების ინსტიტუტი, შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც მონიტორინგს უწევს ამ მიმართულებით ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებას. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული გენდერული აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვისა და გაანალიზების საფუძველზე შემუშავდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და გაეროს რეზოლუციების განხორციელების თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა“. თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ჩართულობისა და ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ასევე შეიქმნა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი. დეპარტამენტი ახორციელებს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას, ზრუნავს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და წარმართავს მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა საშტატო-სტრუქტურული რეორგანიზაცია. შეიქმნა სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონები. განისაზღვრა სამხედრო პოლიციის ბატალიონების დისლოკაციის ადგილმდებარეობა და მათი ამოცანები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასრულდა პირველი პილოტური სისტემური აუდიტი, რომელიც ჩატარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და უცხოელი ექსპერტის მონაწილეობით. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით და საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტური განხორციელების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან. მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით ჩატარდა ნდობის ჯგუფის სხდომა, ასევე გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოსმენა თავდაცვისა და უშიშროების 21 კომიტეტში. არსებულ ფორმატში გრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე წელს გაიმართა 9 შეხვედრა, რომლებსაც სამუშაო ჯგუფების წევრების გარდა ესწრებოდნენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და მედიის წარმომადგენები. თავდაცვისა და უსაფრთხოების კრიტიკული შესაძლებლობების განვითარება თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მიმდინარეობდა 2016-2019 წლებში განსახორციელებელი თავდაცვის შესაძლებლობების შენარჩუნებისა და განვითარების პროგრამებსა და ღონისძიებებზე მუშაობა, რაც მოიცავს, ნატოს არსებითი პაკეტით განსაზღვრულ და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, საცეცხლე მხარდაჭერა, მობილურობა, კონტრმობილურობა და ძალთა დაცვა, სადაზვერვო შესაძლებლობები, სპეციალური ოპერაციების შესაძლებლობები, საავიაციო შესაძლებლობები, ლოგისტიკური შესაძლებლობები, რეზერვი და მობილიზაცია და სამხედრო პოლიცია. შემუშავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შენარჩუნებისა და განვითარების გეგმების პროექტი. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა გეგმების განვითარება კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების გაუმჯობესების, კიბერუსაფრთხოების სისტემების განვითარების და მოდერნიზაციის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში ასევე, ჩატარდა სადაზვერვო საშუალებების აღრიცხვა. გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შეიქმნა სადაზვერვო საშუალებებით აღჭურვის სამწლიანი პროგრამა. თავდაცვის მინისტრის N373 ბრძანებით დამტკიცდა „სპეციალური ოპერაციების ძალების (სოძ) განვითარების სტრატეგია 2015-2020“. ასევე, მომზადდა სოძ-ის ახალი სტრუქტურის პროექტი. სოძ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ თურქეთში, ლიტვაში, რუმინეთში ჩატარებულ სპეციალური ოპერაციების ტაქტიკურ სწავლებებში. შემუშავდა ,,რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის" პროექტი, რომელიც გადაგზავნილ და განხილულ იქნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეიმუშავა რეკომენდაციები არსებული რეზერვის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ასევე დაიწყო ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც მოიცავს ნორმატიულ აქტებში (დებულება) ცვლილებებს და სკოლის სტრუქტურის ჩამოყალიბებას. აღნიშნული სკოლა ორიენტირებულ იქნება რეზერვისტთა მომზადებაზე. თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო მოსამსახურეთა უზრუნველყოფა საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. კერძოდ, სამხედრო ბაზების, ყაზარმების და სასადილოების აშენება-კეთილმოწყობაზე, რაც სამხედრო მოსამსახურეებს მისცემს შესაძლებლობას, მათზე დაკისრებული მოვალეობები ადეკვატურ და ღირსეულ პირობებში შეასრულონ. აღნიშნული მიმართულებით ასევე მოხდა კვების სისტემის გამართვა, რაც თავის მხრივ მოიცავს შენობანაგებობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემის განვითარებას, სასადილო ინვენტარით აღჭურვას და საველე სასადილოების და სამზარეულო კონტეინერების უზრუნველყოფას. თავდაცვის სამინისტროში გრძელდება სამხედრო ქალაქების რეაბილიტაცია-განვითარება, წვრთნების და სწავლებების უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის, საინჟინრო ნაგებობისა და კომუნიკაციების რეაბილიტაცია და განვითარება, რაც მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს 10 ყაზარმის, 1 სასადილოს, 4 წყალმომარაგების და გამწმენდი ნაგებობის, 1 შტაბის შენობის, 1 ადმინისტრაციული შენობის, 3 ვენტილაციის, გათბობის და საქვაბე სისტემების და 6 ელექტრო გაყვანილობის სისტემის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთანავე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად დასრულდა 1 სასადილოს, 1 ნარჩენების უტილიზაციის შენობის, 10 წყალმომარაგების და გამწმენდი ნაგებობის, ვენტილაციის, 3 გათბობის და 22 საქვაბე სისტემის, 2 შენობის საძირკველის გამაგრების, 5 ელექტრო გაყვანილობის აღდგენის და 4 ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები. თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა რეგულარულად ეხმარება დაჭრილ მეომრებსა და საომარი მოქმედებისას გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს. მთავრობამ გაზარდა ფინანსური დახმარება დაღუპულ ჯარისკაცების ოჯახებისთვის, ასევე დაშავებული ჯარისკაცების რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებზე. მიმდინარეობდა თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეების, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი ყოველთვიური ფულადი დანამატით უზრუნველყოფა.      საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია გახდა 100,000 ლარი დაღუპული სამხედროების ოჯახებს დაენიშნათ ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით, რომელიც 2015 წლიდან 1000 ლარი გახდა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელფასები გაიზარდა 20-25%-ით საერთაშორისო მისიებში დაღუპული ყველა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით თავდაცვის უწყების და შეიარაღებული ძალების 350-მდე მრავალშვილიან თანამშრომელს სახელფასო დანამატი დაენიშნა შემუშავდა სამხედრო მოსამსახურეთა კომპენსაციის ახალი სისტემის პირველადი დოკუმენტი. შეირჩა კონკრეტული ალტერნატივა, რომლის საფუძველზეც მომზადდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი. ასევე, შემუშავდა „სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხედვის“ პირველადი პროექტი. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის ფარგლებში განხორციელდა მძიმედ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა წინასწარი სამედიცინო შემოწმება. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით 2016 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებით. საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) მიმდინარე კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობას. მიმდინარე წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო (EUFOR RCA) მისიაში მონაწილეობა დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა საქართველოს შეირაღებული ძალების 81 სამხედრო მოსამსახურე. მ.წ. 31 მარტს კი საქართველოში დაბრუნდა დარჩენილი 4 სამხედრო მოსამსახურე და შესაბამისი ტექნიკა/აღჭურვილობა. მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწრთვნელ მისიაში (EU Training Mission in Mali - EUTM Mali) მონაწილეობის მისაღებად შერჩეული კანდიდატის გადასროლა ნავარაუდევია 2015 წლის შემოდგომაზე. თავდაცვის უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი სამომავლოდაც იქნება ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნატოსთან აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და მნიშვნელოვანი რესურსი მიემართება ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროული და ეფექტური განხორციელებისკენ. საქართველო ჩაერთო ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივის 5 პროექტში: მრავალეროვნული სამხედრო-საჰაერო მფრინავების საწვრთნელი ცენტრის პროექტი, მრავალეროვნული საზღვაო ცენტრის პროექტი, ქალი ლიდერები უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის ჩამოყალიბება, ინფრასტრუქტურის სამხედრო-საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება და შემოდგომაზე დაგეგმილი "Causasian Shield" სწავლების ჩატარება საქართველოში. 23 ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივიაში (CFI) და ნატოს რეაგირების ძალები (NRF) – NRF 20152016-2017-ში მონაწილეობისთვის სერთიფიცირებულია 1-ლი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის A ასეული. 2015 11-24 მაისს ვაზიანის პოლიგონზე ჩატარდა NRF 2015-2016-2017-ში გაცხადებული (1-ლი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის A ასეული) ქვედანაყოფის და აშშ-ს ქვედანაყოფის ერთობლივი სწავლება NOBLE PARTNER 2015. 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების 900-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (Resolute Support Mission). ამჟამად, აღნიშნულ მისიაში სულ იმყოფება 860 სამხედრო მოსამსახურე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ოფიციალურად გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. 24 3. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაცია და საქართველოსა ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება და 2015 წელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დინამიურად ვითარდებოდა. შემუშავდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014 და 2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014 წლის გეგმით მიღწეული პროგრესი, ასევე, წარმატებით მიმდინარეობს 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება. მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული შემდეგ სფეროებში: მართლმსაჯულება (სასამართლოს, პროკურატურისა და სისხლის სამართლის რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება), სასჯელაღსრულება და პრობაცია, პერსონალური მონაცემების დაცვა, თავშესაფრის სისტემის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და კონკურენცია. ევროინტეგრაციის კოორდინაციის მექანიზმის გაძლიერება ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიზნით გაიზარდა სამთავრობო უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობები. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტრუქტურულად გაფართოვდა, დაემატა ახალი საშტატო ერთეულები. ასევე, სახელმწიფო უწყებებში ჩამოყალიბდა ევროინტეგრაციაზე მომუშავე სტრუქტურული ერთეულები და მიმდინარეობს თანამშრომელთა ინტენსიური ტრენინგები ევროინტეგრაციის თემატიკაზე. თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში საქართველო აქტიურადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 21-22 მაისს გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტი. ინიციატივის მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ფუნქციონირებს ოთხი თემატური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორ ქვეყნებთან ძირითად მიმართულებებზე თანამშრომლობის აუცილებელ ფორუმს. გრძელდება თანამშრომლობა „პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივის ფარგლებში. ,,პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების დიდი ნაწილი ხელს უწყობს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციას. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ასოცირების შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათი შესრულების მონიტორინგის პროცესში. საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის სხვადასხვა დახმარების პროგრამებისა და პროექტების საშუალებით და ხელს უწყობს რეფორმების სწრაფ გატარებას. 25 აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების წარმატების შედეგად ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის დახმარების ოდენობა და ამასთან, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება ევროკავშირის უფრო ფართო და მრავლისმომცველი დახმარების ინიციატივები. საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის ხელმოწერილი 2014-2017 წლების ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework) ფარგლებში გათვალისწინებული დახმარების (410 მლნ. ევრო) განსახორციელებლად ხელი მოეწერა 3 საფინანსო შეთანხმებას, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 112 მლნ. ევრო შეადგინა:     ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის პროგრამა - 44 მლნ. ევრო. ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის პროგრამა - 50 მლნ. ევრო. ევროკავშირის ინიციატივა “მეტი მეტისათვის” ფარგლებში დაგეგმილი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამა - 10 მლნ. ევრო. ევროკავშირის ინიციატივა “მეტი მეტისათვის” ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური დახმარებისა და ექსპერტიზის პროგრამა - 8 მლნ. ევრო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები და პროცესის კოორდინაცია მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნით. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების პროცესი. მთავრობა აგრძელებს წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტიანად გამოყენებას. 2015 წლის 19 მარტს დამტკიცდა 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა. 2015 წლის 3 ივლისს გაიმართა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა, სადაც განხილულ იქნა 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების თვითშეფასების დოკუმენტის მომზადების საკითხი. ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა რეგულარულად იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები დემოკრატიის, თავდაცვის, უსაფრთხოების, კონფლიქტის და მართლმსაჯულების საკითხებზე. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 10 სხდომა. საქართველოს 2015 იმპლემენტაცია წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავება და 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა მოწონებულ იქნა ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ 2015 წლის 2 აპრილს გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამის პროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ ნატოს და წევრი ქვეყნების ექსპერტები. ამჟამად, მიმდინარეობს 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება და ამავე პროგრამის განხორციელების თვითშეფასების დოკუმენტის შემუშავება. ნატოს მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტები 2015 წლის იანვარში, საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. 2015 წლის მარტში, საქართველოს ეწვია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მშვიდობის, ქალთა და უსაფრთხოების საკითხებში, მარიეტ სქურმანი. 26 2015 წლის აპრილში, საქართველოს ეწვია სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ტედ ვაიტსაიდი. ასევე, 2015 წლის 25 მარტს, განხორციელდა საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი. 2015 წლის 2627 აგვისტოს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი, იანს სტოლტენბერგი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებზე ეფექტიანი კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული - სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ინფორმაციისა და კომუნიკაციის საკითხებზე აქტიურად მუშაობს მისი სსიპ-ი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“, ერთობლივად შემუშავებული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საქართველოს მიერ საქართველო-ევროკავშირის ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შესახებ 2015 წლის 8 მაისს გამოქვეყნებული ევროკომისიის მესამე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, გააძლიერდა საინფორმაციო კამპანია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე. კერძოდ „2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის“ ფარგლებში შემუშავდა „ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა“. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ღონისძიებებს, მათ შორის, მოსახლეობასთან შეხვედრებს დედაქალაქსა და რეგიონებში, სემინარებსა და ტრენინგებს მედიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, ასევე, ფართომასშტაბიან მედია კამპანიას. აღნიშნული გეგმის ფარგლებში:  მომზადდა ორი საინფორმაციო ვიდეო რგოლი, სადაც ევროკავშირთან მომავალი უვიზო რეჟიმის პირობებში მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობებია ახსნილი. ვიდეო რგოლები განთავსდა ნაციონალურ და რეგიონალურ სატელევიზიო და რადიო არხებზე, ასევე, სოციალურ მედიაში, როგორც ქართულ, ისე უმცირესობების ენებზე;  შემუშავდა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ინტერნეტ აპლიკაცია;  ინფორმაცია უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ გამოქვეყნდა გაზეთებსა და საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალებზე;  შემუშავდა, დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები ქართულ და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ენებზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მისი სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, 2015 წელს, „2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა“ და „ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში საერთო ჯამში გაიმართა 198 ღონისძიება. კერძოდ შეხვედრები, სემინარები და ტრენინგები გაიმართა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სასულიერო პირებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგიონებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. 27 4. საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები საანგარიშო პერიოდში წარმატებით მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა: ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება; მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განმტკიცება; რუსეთის ფედერაციასთან დაძაბული ურთიერთობების დეესკალაცია; თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობის მიზნით; მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან გლობალური პარტნიორობის განვითარება; ეკონომიკური დიპლომატია; ინვესტიციების მოზიდვა; საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება. არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაზრდის მიზნით. გრძელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განხორციელება. საანგარიშო პერიოდში არცერთ ქვეყანას არ უღიარებია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების განხილვას როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ასევე სხვა მრავალმხრივ ფორმატებში და პარტნიორ-სახელმწიფოებთან ორმხრივი შეხვედრების დროს. მრავალმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო რუსეთის მხრიდან ბოლოდროინდელი პროვოკაციული ნაბიჯები, კერძოდ ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერა და „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერების დამონტაჟება. გრძელდება მუშაობა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის შექმნის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულყოფილი შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 12 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს სტრუქტურების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. მიმდინარე წელს, ქართული დიპლომატიის ძალისხმევის შედეგად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ ექვსით გაიზარდა (ჯამში 75 ქვეყანამ დაუჭირა მხარი). საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მიზნით. ამ კუთხით, მიმდინარე წელს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სხვა დონორების დახმარებით, განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები. 2015 წლის იანვრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის უკეთ ინფორმირების მიზნით. ოკუპირებული რეგიონების ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლებისა და ბიზნესსუბიექტების საზღვარგარეთ უკანონო კავშირების დამყარების პრევენციის მიზნით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმების ხელშეწყობის კუთხით (დღეისათვის მემორანდუმი გაფორმებულია 19 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან). 28 ევროკავშირი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით დადებითად შეფასდა ა.წ. 21-22 მაისს რიგის სამიტზე და საქართველო წარმოჩინდა, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. 2014 წლის 1-ელ სექტემბერს, ასოცირების შეთანხმების დროებითი ამოქმედებით, საქართველო გადავიდა ევროკავშირთან ურთიერთობის თვისებრივად ახალ ეტაპზე და რეალურად დაიწყო ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესი. საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი რეფორმების გასატარებლად. ამ შეთანხმების ამოქმედებით, გაღრმავდა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი. შეიქმნა დიალოგის ახალი ინსტიტუციური ჩარჩო - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები. დღეისათვის ევროკავშირის წევრმა 24-მა ქვეყანამ მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული ძალისხმევა გაწია საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებით და ამჟამად სამოქმედო გეგმის შესრულების დასკვნით ფაზაზე ვიმყოფებით. გაღრმავდა თანამშრომლობა ევროკავშირთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, საქართველო უკვე მონაწილეობს ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში, კერძოდ: უკრაინაში ევროკავშირის მრჩეველთა მისიასა და ევროკავშირის მისიებში ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებით, საქართველო აგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუქცევად სვლას. ასოცირების პროცესი უფრო მეტად დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან და საფუძველს ჩაუყრის ინტეგრაციის შემდგომ პროგრესს. ნატო საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. მუდმივ რეჟიმში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები. განსაკუთრებულად დინამიკურია ურთიერთობები სამხედრო და თავდაცვით სფეროებში. 2015 წელს ძალისხმევა მიმართული იყო ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაზე. შედეგად, წელიწადზე ნაკლებ დროში, მოხერხდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა. მისი ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2016 წელს, ვარშავის სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადოდ ასახვის მიზნით, წლის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. ქართული დანაყოფები მონაწილეობენ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან, მათ შორის, საერთაშორისო ტერორიზმსა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან აქტიურ ბრძოლას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების, შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის უზრუნველყოფის სფეროში საკუთარი წვლილის შეტანას. საერთაშორისო ორგანიზაციები საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ფარგლებში არსებულ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების წარმატების უზრუნველყოფის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაზრდის, ომით 29 გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების შექმნის მიმართულებებით. განხორციელდა მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. 2015 წელს საქართველოს ეწვივნენ ნატო-ს გენერალური მდივანი, ეუთო-ს გენერალური მდივანი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელი, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, სერბეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. ორმხრივი ურთიერთობები გრძელდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული ოთხი მიმართულებით. ეს მიმართულებები მოიცავს უსაფრთხოებასა და თავდაცვას; ეკონომიკას, ვაჭრობასა და ენერგეტიკას; დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას; ასევე, ხალხთაშორის ურთიერთობებსა და კულტურულ გაცვლებს. კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები და აშშ-ის მხრიდან საქართველოსათვის გაზრდილი დახმარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციისა და კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ, აშშ-ის მიერ საქართველოსათვის განკუთვნილი დახმარება 20 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა. დიდი წარმატებაა აშშ-სა და საქართველოს მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება C ჰეპატიტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა უფასო მკურნალობას ითვალისწინებს. ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აშშ-სთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის ფორმატი, რომელიც სამომავლოდ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ითვალისწინებს. გრძელდება აქტიური მუშაობა ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ობიექტური წარმოდგენის შექმნისა და საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია მეზობელ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სომხეთთან, ასევე შავი და კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით, იგეგმება აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. მნიშვნელოვანი ამოცანაა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება, ამის საწინდარიც უნდა გახდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება. გრძელდება არაფორმალური პირდაპირი დიალოგი საქართველოსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის. საქართველოს პრაგმატული მიდგომის შედეგად, შესაძლებელი გახდა პოზიტიური დინამიკის მიღწევა, რაც რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთირთობების აღდგენას, შენარჩუნებას და გაფართოებას გულისხმობს. ამასთან ერთად, პოზიტურად მიმდინარეობს კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ მიერ ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს უკანონო საქმიანობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც გულისხმობს სოხუმსა და ცხინვალთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას, მცოცავ ანექსიას, საოკუპაციო ხაზის მიღმა მავთულხლართების, ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. საზღვის აღმნიშვნელი ბანერების პერმანენტულ გადმოწევას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიის სიღრმეში. 30 საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან. საანგარიშო პერიოდში გაიმართა უმაღლესი და მაღალი დონის არაერთი ორმხრივი ვიზიტი, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერისა და სოლიდარობის დემონსტრირებასთან ერთად, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურებოდა. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობის განვითარება ჩინეთთან. 2015 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის რაოდენობა წინა წლის 7 თვესთან შედარებით გაზრდილია დაახლოებით 55%-ით. საქართველოჩინეთის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, განსაკუთრებით ჩინეთის მიერ ინიცირებული „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის კონტექსტში. 2015 წლის 9 მარტს ქ.პეკინში საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმდა მემორანდუმი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგის კვალდაკვალ, ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას ჩინეთის „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს და ჩინური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს ეკონომიკაში. აღსანიშნავია, რომ 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართება „აბრეშუმის გზის თბილისის ფორუმი“, სადაც გამოიკვეთება ახალი ინიციატივები, რომლებიც გულისხმობენ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას 4 მიმართულებით: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ხალხთაშორისი ურთიერთობები. მომხსენებლების სახით ფორუმზე გამოვლენ აბრეშუმის გზის ფონდის დირექტორი და ჩინეთის მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლები, ასევე საქმიანი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. დიდი ყურადღება ეთმობა ასევე აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის, არაბული სამყაროს, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის რეგიონებთან ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას გლობალური პარტნიორობის კონტექსტში. ეკონომიკური დიპლომატია საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე ქვეყნის მდგრადი განვითარება და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მხრივ, განსაკუთრებული ძალისხმევაა მიმართული ეკონომიკური დიპლომატიის გააქტიურებაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ქვეყნის სატრანსპორტო–სატრანზიტო პოტენციალის ათვისებისა და გამტარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რაც, თავის მხრივ, რეგიონალურ პროექტებსა და ინიციატივებში საქართველოს ჩართულობას გულისხმობს. გრძელდება მუშაობა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნების განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ იკისრა ერთგვარი მედიატორის როლი და გაააქტიურა დიალოგი ევროკავშირსა და თურქმენეთს შორის, მოგვიანებით კი გახდა ე.წ. აშხაბადის დეკლარაციით შექმნილი ენერგოდერეფნების ხუთმხრივი სამუშაო ჯგუფის წევრი ქვეყანა. ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს მსხვილი ეროვნული და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მიმართულებით. თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩამოყალიბების მიზნით, პროცესშია მოლაპარაკებები და კონსულტაციები EFTA-ს წევრ ქვეყნებთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, აშშ-სა და კანადასთან. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აქტიურად მუშაობენ საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. 31 პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების ეფექტური მექანიზმია ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიები. დღეისთვის საქართველოს მსგავსი ფორმატი აქვს 19 ქვეყანასთან. დამატებით 5 ქვეყანასთან (ესტონეთი, ლიტვა, იაპონია, ყირგიზეთი, ყატარი) მიმდინარეობს მუშაობა ორმხრივი კომისიის ჩამოყალიბების კუთხით. გაიზარდა საქართველოს საელჩოებიდან დიპლომატიური გადაფარვის არეალი. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება. დიდი ყურადღება ეთმობა საკონსულო საქმიანობის შემდგომ დახვეწასა და განვითარებას. 32 5. მდგრადი განვითარება 5.1 ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეფექტიანი საჯარო მმრთველობა ამ მიზნის მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს. ინკლუზიური ზრდისა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს კერძო სექტორის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის. ბოლო პერიოდში, ეკონომიკური ზრდის ტემპზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა გარე ფაქტორებმა, რაც მოიცავს როგორც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონში, ასევე, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს მშპ-ს რეალური ზრდის 4,8%-იანი მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა . მაკროეკონომიკური სტაბილურობა 2015 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,5%) და ვაჭრობა (16,1%). შემდგომ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,9%), სოფლის მეურნეობა (9,4%), მშენებლობა (6,3%). 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (22,9%), მშენებლობა (17,2%), სასტუმროები და რესტორნები (8,9%), საფინანსო საქმიანობა (8,9%), ტრანსპორტი (8,4%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,3%), კავშირგაბმულობა (5,4%), უძრავი ქონება (5,2%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (4,5%) და განათლება (4,3%). საშუალო ინფლაციის დონემ საქართველოში 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით 3.2% შეადგინა, ხოლო, წლიურმა ინფლაციის დონემ - 5,4%. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური ზრდისათვის, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისათვის. შესაბამისად, ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. 2015 წლის პირველ კვარტალში (წინასწარი მონაცემებით), საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 175,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (83,5%) და მშენებლობაში (14%) განხორციელდა. ასევე, 2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და შეადგინა 530 მლნ აშშ დოლარი, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ. 2015 წლის 6 თვეში, სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, რომელმაც მთლიანი ინვესტიციების 66,7% (353,7 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობის სექტორები და ა.შ. 2015 წლის 5 მარტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ 30 წლის ვადით, რომელიც ოპერირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. 2045 წლამდე თიზ-ში განხორციელდება 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. 33 2015 წლის 20 აპრილს, შეიქმნა ინვესტორთა საბჭო, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირება კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნეს-გარემოს შემდგომი განვითარებისთვის. ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის საინვესტიციო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. მომზადდა კანონპროექტი, რომელშიც ინვესტორთა უფლებები ხაზგასმით არის დეკლარირებული. მომზადდა ცვლილებების პაკეტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანად. 2015 წლის 15 და 16 ოქტომბერს, ქ. თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის და USAID-ის მხარდაჭერით გაიმართება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. ფორუმის მიზანია ინვესტორებსა და კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდება აბრეშუმის გზის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივების და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. ქვეყანაში ოთხ სეზონიანი სამთო - სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით საქართველო დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო პროექტებს საქართველოს მთიან რეგიონებში, კერძოდ: სვანეთი; გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი. საინვესტიციო პროექტები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის და სასტუმროების მშენებლობას. კურორტების საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის მიზნით განხორციელდა გუდაურსა და ბაკურიანში სასრიალო გზების ხელოვნური გათოვლიანების აპარატურის დამონტაჟება. წყალტუბო-სპა კურორტის რეაბილიტაციის და განვითარების მიზნით, ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა და შემუშავებულია კურორტის განვითარების კონცეფცია. რეაბილიტაციისა და განვითარების გეგმა ითვალისწინებს 720-865 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას. ეკონომიკის განვითარებისა და ასევე დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის ზრდა და შემდგომი განვითარება. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს-სექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა. ზრდის განმაპირობებელ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია როგორც მოთხოვნის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა მომსახურებაზე), ასევე, ზოგადად, ბიზნეს აქტივობის გამოცოცხლება. 2015 წლის II კვარტლის მდგომარეობით, თითქმის 61 ათასით არის გაზრდილი დასაქმება ბიზნესსექტორში - ეს არის 12%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე გაზრდილია ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 16%-ით (1,8 მილიარდი ლარით) და 12.8 მლრდ ლარს აჭარბებს. ბიზნეს-სექტორის გამოშვება გაზრდილია 22,5%-ით, (1,3 მილიარდი ლარი), ხოლო ხელფასი ბიზნეს-სექტორში გაზრდილია 10%-ით და შეადგენს 942 ლარზე მეტს. ბრუნვა საწარმოთა ზომის მიხედვით (2014 წლის II კვარტალთან შედარებით)  მსხვილი საწარმოების ბრუნვა, გაზრდილია 10.7%-ით (1,002.1 მლნ ლარით) და შეადგენს 10,353.5 მლნ. ლარს.  საშუალო საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 68.6%-ით (478.3 მლნ ლარით) და შეადგენს 1,175.8 მლნ. ლარს.  მცირე საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 28.0%-ით (288.2 მლნ ლარით) და შეადგენს 1,319.2 მლნ. ლარს 34 2015 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში. მაღალი ორნიშნა ზრდა (91.8%) დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში. ასევე ორნიშნა ზრდები დაფიქსირდა თითქმის ყველა საქმიანობის სახეობაში: სოფლის მეურნეობა (36.0%), სასტუმროები და რესტორნები (31.3%), ოპერაციები უძრავი ქონებით (28.7%), მშენებლობა (26.9%), განათლება (23.2%), ელექტროენერგიის, აირის და წყლის წარმოება და განაწილება (21.7%); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (16.0%), ვაჭრობა (10.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (2.5%) და სხვა. საგარეო ვაჭრობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები საგარეო ვაჭრობის შემდგომი განვითარება, საგარეო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება და როგორც საექსპორტო ბაზრების, ასევე ექსპორტის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის. მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები როგორც არსებულ პარტნიორებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ახალ პარტნიორებთან კავშირების დამყარების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოების მიმართულებით. 2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). მთავრობა აქტიურად ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით (რომელიც ძალაშია 2014 წლის 1 სექტემბრიდან) არის გათვალისწინებული. ეს ეხება როგორც, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა, რათა მათი DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო, ხოლო რეგულირებასთან შესაბამისობის ხარჯი - შეძლებისდაგვარად მინიმალური. 2015 წლის იანვარში ხელი მოეწერა ევროკავშირის ახალ სამწლიან პროგრამას (44.5 მლნ. ევრო), რომელიც ქვეყანას დაეხმარება DCFTA-ის განხორციელებაში და ამ პროცესში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA - შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჩატარდა 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში (1-4 სექტემბერი). 2015 წელს, ჩინურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად დასრულდა ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევა. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე, რომლის მიზანია საქონლით ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, მეტი შეღავათების მიღება და მომსახურების სექტორის ლიბერალიზაცია; აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობის განხილვის მიზნით შექმნილია ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ექსპერტების დონეზე ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ორმხრივი სავაჭრო მისიების ორგანიზებაზე. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა 2014 წლის მე-4 კვარტალში გაიზარდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა. ცოცხალი ცხვრებისა და თხების ექსპორტი 29%-ით გაიზარდა და 9.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი 73%-ით გაიზარდა 4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 46%-ით გაიზარდა და 3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; გაყინული თევზის ექსპორტი 109%-ით გაიზარდა და 1.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; უალკოჰოლო გაზიანი 35 სასმელების ექსპორტი 11%-ით გაიზარდა და 3.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; ნაღების კარაქის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა და 1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; სანელებლების ექსპორტი 2-ჯერ გაიზარდა და 1.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში გაიზარდა ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში როგორიცაა: ღვინო - გაიზარდა 53%-ით და შეადგინა 4.3 მლნ. აშშ დოლარი; ხილ- ბოსტნეულის წვენები - გაიზარდა 1255-ით და შეადგინა 2 მლნ. აშშ დოლარი; მინერალური წყლები - გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 2.8 მლნ. აშშ დოლარი; ხილ-ბოსტნეულის კონსერვები - გაიზარდა 29%-ით და შეადგინა 2.8 მლნ. აშშ დოლარი. 2015 წლის იანვარი-ივლისი 2015 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა და 5 573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 1 269 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და 24%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტმა 4 304 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 11%-ით შემცირდა. ამ პერიოდში, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 129 ქვეყნით განისაზღვრა. აქედან, დადებითი სავაჭრო ბალანსი 32 ქვეყანასთან დაფიქსირდა. საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან 0.4%-ით შემცირდა, 340 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის 27% შეადგინა, ხოლო იმპორტი 3%-ით გაიზარდა, 1 383 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მთლიანი იმპორტის 32% დაიკავა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2%-ით გაიზარდა, 1 723 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 31% დაიკავა; საქართველოს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%–ით შემცირდა და 309 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან გაზრდილია ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის: თხილი 146%-ით (შეადგენს 75.4 მლნ. აშშ დოლარს), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები 161%-ით (შეადგინა 5.2 მლნ. აშშ დოლარი), თევზი - 181%-ით (შეადგინა 4,1 მლნ აშშ დოლარი), ცოცხალი ცხვრები 127%-ით (5.6 მლნ. აშშ დოლარი), თამბაქოს მზა ნაწარმი 554%-ით (შეადგინა 4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო სამკურნალო საშუალებები 59%-ით (შეადგენს76.2 მლნ. აშშ დოლარს) არის გაზრდილი. 2014 წლის მე-4 კვარტალსა და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ჩატარდა 7 ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა - აკრედიტაცია, სტანდარტიზაცია, ტექნიკური რეგულირება, მეტროლოგია და ბაზარზე ზედამხედველობა (სამრეწველო სფეროში) ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარების და მათი საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. აღნიშნული სფეროების განვითარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს და ასევე, იგი მნიშვნელოვანია ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის, საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდის, მისი საერთაშორისო და ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციისათვის. ევროკავშირის საუკეთეოს პრაქტიკის შესაბამისად განვითარებული ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას და ექსპორტის ზრდას; დასრულდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შენობის და მეტროლოგიური ლაბორატორიების რეკონსტრუქცია, რაც მნიშვნელოვანია სააგენტოს სერვისების საერთაშორისო აღიარებისთვის. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, მეტროლოგიის ინსტიტუტის სამმა ლაბორატორიამ (მასა, ელექტრობა და ტემპერატურა) წარმატებით გაიარა საერთაშორისო შეფასება და რეგიონში პირველად მიიღო საერთაშორისო აღიარება, რაც 36 მნიშვნელოვანია როგორც ამ სერვისების ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებისათვის, ასევე მათი რეგიონში ექსპორტისთვის. მეწარმეობის განვითარება მეწარმეობის განვითარების, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მცირე და საშუალო, ასევე, დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შეიქმნა „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, რომლის მთავარი მიზანია ბიზნესის, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ექსპორტის ხელშეწყობა და DCFTA-ს მოთხოვნებთან ადაპტაციაში მხარდაჭერა. 2014 წლის ივნისიდან, საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, არსებულის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. პროგრამა ხელს უწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. დღეის მდგომარეობით ამ პროგრამას უკვე 106 ბენეფიციარი ჰყავს (მათ შორის, 84 ინდუსტრიული, ხოლო 22 სოფლის მეურნეობა), ხოლო პროექტების ფარგლებში მოსალოდნელი ინვესტიციები 267 მლნ ლარს აჭარბებს. კერძო სექტორისთვის გადაცემულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 42 ერთეული ქონება. კომერციული ბანკების მიერ გაცემულია 133 მლნ ლარზე მეტი საკრედიტო რესურსი. 3 წლის განმავლობაში ამ პროექტების ფარგლებში დასაქმდება 5 000-ზე მეტი ადამიანი. ამ ეტაპზე უკვე დაიწყო „აწარმოე საქართველოს“ ახალი მიმართულება - მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, რომლის მთავარი მიზანია რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება, რომლის ფარგლებში მეწარმეები მიიღებენ თანადაფინანსებას ბიზნესის დასაწყებად. მნიშვნელოვანია, რომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მეწარმეებს გაეწევათ ტექნიკური დახმარება, რაც ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით და რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის. მიკრო და მცირე მეწარმეობის 26-თვიანი პროგრამის ფარგლებში დატრენინგდება 6000-მდე მეწარმე სუბიექტი, დაფინანსდება 3000-მდე ბიზნეს იდეა და რეგიონებში შეიქმნება 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის (2016-2020 წლებისთვის) და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. 2015 წლის განმავლობაში, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეობის, განვითარების სააგენტომ 6 საერთაშორისო ღონისძიებას გაუკეთა ორგანიზება, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპენიბის გამგაზავრებას და სავაჭრო მისიებს, უცხოელ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან კონტაქტების დამყარების მიზნით. ვიზიტები უკვე განხორციელდა: არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (Gulf Food 2015), ჩინეთში (Sial China 2015), ამერიკაში (Fancy Food Show 2015), დიდი ბრიტანეთი (Taste Georgia) და ლატვიაში (Riga Food 2015). სახელმწიფო ქონების პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო ქონების გამჭვირვალე პრივატიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკაში როგორც კერძო სექტორის როლის ზრდის, ასევე, არსებული ქონების ეფექტიანი მართვისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქონების ოპტიმიზაცია. 2014-2015 წლების განმავლობაში, სახელმწიფო ქონების საკითხებთან დაკავშირებით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები/სამუშაოები: 37 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებულია 235 მლნ ლარის მობილიზება, მათ შორის, ძირითადი აქტივების საპრივატიზებო გეგმამ შეადგინა 83,8 მლნ ლარი. 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად შემოსულია 47 მლნ ლარი, ხოლო 2015 წლის ბოლომდე მოხდება დამატებით 56 მლნ ლარის მობილიზება. შედეგად, 2015 წელს პრივატიზაციიდან შემოსული თანხა შეადგენს 103 მლნ ლარს, რაც წლიური საპრივატიზებო გეგმის 123%-ია. 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პრივატიზებულია 173 072 678 ლარის სახელმწიფო ქონება. 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ გამოცხადდა 2 042 აუქციონი. მიმდინარეობს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის მიზანია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული უმოქმედო საწარმოების რაოდენობის შემცირება. სააგენტოს მართვაში 2014 წლის II კვარტლის ბოლოს იმყოფებოდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 354 საწარმო, ხოლო 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით - მართვაშია 223 საწარმო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საწარმოთა მართვას დაემატა 75 საწარმო, რომელთაგან განხორციელდა 7 საწარმოს გაკოტრების პროცესი. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ივლისამდე სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 1 863 ერთეული ქონება, სახელმწიფო უწყებებს გადაეცა 560 ხოლო თვითმმართველ ერთეულებს - 1 003 ობიექტი. მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან კოორდინაციით გრძელდება ფიზიკურ პირთათვის, დევნილობის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პროცესი. 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე 5 213 დევნილთა ოჯახს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა სახელმწიფო ქონება, რაც მნიშვნელოვანია სოციალური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ამაღლებისთვის. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 17 ერთეული უძრავი ქონება გადაეცა რვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციას. სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოში მიმდინარეობს პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად“. პროექტი ხელს უწყობს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციას რეგიონებში და შესაბამისად, ლოკალურ დონეზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების ეფექტურ განკარგვას. პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, ადგილობრივი ფერმერები, მიწათმოქმედები და მეწარმეები. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის რკინიგზის მშენებლობის შეუფერხებელი მიმდინარეობისათვის განხორციელდა კერძო საკუთრებაში არსებული და ამავდროულად, პროექტისათვის აუცილებელი მიწების გამოსყიდვა. სამშენებლო პოლიტიკა მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს, რომელსაც ასევე დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკის ზრდაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მშენებლობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და მშენებლობის ნორმების და სტანდარტების ეტაპობრივი დაახლოება ევროპულ და საერთაშორისო მოთხოვნებთან. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“-ის შემუშავებაზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის ერთიან კონტექსტში განვითარებისთვის. 38 შემუშავებულია ,,საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სივრცით დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ერთიანი პრინციპებისა და დებულებების საფუძველზე. 2015 წელს დასრულდა ეროვნული ტექნიკური რეგლამენტის - ,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ პროექტის შემუშავება შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდის (IBC) საფუძველზე, რაც მნიშვნელოვანია მშენებლობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და უსაფრთხოების ზრდის კუთხით. მნიშვნელოვანი რეფორმები მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის გრძელვადიან საინვესტიციო რესურსებზე/ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ რეფორმებზე: კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურსებზე, როგორც დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობისთვის. უცხოელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთვის მისაღები კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა: შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სისტემის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, დეპოზიტების დაზღვევას, ხოლო მეორეს მხრივ, სტიმულს მისცემს დამატებითი ფინანსური რესურსების აკუმულირებას ფინანსურ ინსტიტუტებში. საპენსიო რეფორმა: საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს პენსიის ნებაყოფლობით კერძო დაგროვებით სისტემაზე გადასვლას. ახალი საპენსიო სისტემა იქნება არსებული საპენსიო სისტემის დამატებითი ოფცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და ასევე, დანაზოგების აკუმულირებას და შესაბამისად, საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ექსპორტის დაკრედიტება: ექსპორტის განვითარების და წახალისების მიზნით მნიშვნელოვანია დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობების განვითარება. ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ექსპორტის დაკრედიტების ინსტიტუტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ექსპორტის დაზღვევას და ექსპორტის გარანტიების გაცემას ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიებისთვის. საერთაშორისო რეიტინგები აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან, როგორც მათი საქართველოში მისიების ფარგლებში, ასევე ონლაინ რეჟიმში. შეხვედრები იმართება ისეთი სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან, როგორიცაა Fitch, Standard & Poor’s, Moody’s. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათ შორის: Frazer Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“. 2014 წლის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 16-ზე (7,73-იანი ქულით) გადმოინაცვლა 152 ქვეყანას შორის. საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.12 პუნქტით გაუმჯობესდა. Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“. 2015 წლის შეფასებით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.4 პუნქტით გაუმჯობესდა წინა წელთან შედარებით და 73.0 ქულა შეადგინა. საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის კვლავ 22-ე პოზიციაზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით, ხოლო ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის საქართველო 1 ადგილით დაწინაურდა და მე-11 ადგილს იკავებს. 39 მსოფლიო ბანკის „Doing Business“. 2015 წლის შეფასებით, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში პირველი, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის - მე-9 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“. 2014-2015 წლების შეფასებით, საქართველომ პოზიცია 3 საფეხურით გაიუმჯობესა და 69-ე პოზიციაზე იმყოფება, მისი სარეიტინგო ქულა 4,22 შეადგენს (ზომიერი მაჩვენებელი). საერთაშორისო გამჭირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსი“. 2014 წლის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 175 ქვეყანას შორის მე-50 პოზიციაზეა 52 ქულით, ხოლო პირველ ადგილზეა რეგიონის (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია) 19 ქვეყანას შორის. Moody’s Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba3 დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა (2014). პოზიტიური ცლვილების ძირითად საფუძველს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა დაყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმოწერა. Fitch-მა დაადასტურა საქართველოს “BB-“ სუვერენული რეიტინგი, ხოლო პოზიტიური პერსპექტივა სტაბილურით შეცვალა (2015 წლის 17 აპრილი). 5.2 ტრანსპორტის პოლიტიკა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითრება და მისი ინტეგრაცია საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო სისტემებში მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის. ამ მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, როგორც ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო სისტემის განვითარების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების გაღმავების/გაფართოების მიმართულებით.  2015 წლის 26 მარტს საქართველო გახდა 1958 წლის 20 მარტს ჟენევაში ხელმოწერილი ე.წ. სატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ შეთანხმების წევრი ქვეყანა. შეთანხმების იმპლემენტაციის შემდგომ შესაძლებელი გახდება ავტომობილების ან მათი მისაბმელების და ნახევარმისაბმელების წარმოების (აწყობის) დაწყება, რომელიც აღიარებული იქნება შეთანხმების წევრი ქვეყნების (48 ქვეყანა) მიერ.  აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭრით მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტის და შესაბამისი სამოქმედი გეგმის შემუშავება, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დარგის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას, საქართველოს სატრანსპორტო სისტემების საერთაშორისო სისტემებთან ინტეგრაციას, უსაფრთხოების დონის ამაღლებას, მომსახურების დონის გაზრდას და სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებას.  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სატვირთო გადაზიდვების და ლოჯისტიკის განვითარების, ასევე, მულტიმოდალური სატვირთო დერეფნებისა და მწვანე ლოჯისტიკის მიმართულებით საინვესტიციო პროგრამის შემუშავებას.  დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომლის მიზანია აზია-ევროპის სარკინიგზო დერეფნის განვითარება. პროექტი ითვალისწინებს მარაბდა-კარწახის 180კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას და მშენებლობას. მარაბდა-კარწახის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბანზე 2008 -2013 წლებში, 180 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო 61 კმ ახალი ლიანდაგი, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიგო 115 კმ ახალი ლიანდაგი, დარჩენილი 4 კმ-ის დაგება იგეგმება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსათვის. ბაქოთბილისი-ყარსის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა ორი საკოორდინაციო საბჭო - ორმხრივი საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის და სამმხრივი საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის შორის. 2014-2015 წლებში გაიმართა 6 ორმხრივი 40     საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ასევე შეიქმნა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომისია. გაიმართა კომისიის ორი სხდომა. სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. ანაკლიის ნავსადგურს ექნება შემდეგი უპირატესობები: სტრატეგიული მდებარეობა; 2. შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის გემები (მაგ. პანამაქსი); 3. მომსახურების მიღება „ერთი გაჩერების“ პრინციპით; 4. სწრაფი და მარტივი პროცედურები; 5. წლის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხო ნაოსნობის შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადდა მოწვევა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარებისთვის ინტერესთა გამოხატვის შესახებ. გამარჯვებული კომპანია შერჩეულ იქნება სამთავრობო კომისიის მიერ. ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას, ასობით ახალი პირდაპირი და არაპირდაპირი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, პორტის მიმდებარედ ლოგისტიკური სერვისების განვითარებასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებას. საქართველოს სატრანსიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით განხორციელდა და მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ღონისძიებები. 2015 წლის თებერვალში კომპანიების WELL-ისა (Worldwide Energy Logistics Ltd.) და Kedentranservice-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა. საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით ტრანს-აზიური-კავკასიური მატარებელის მიერ შესრულებული ტრანსპორტირება ხუთჯერ ამცირებს დროს - ნაცვლად საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის 40-45 დღიანი პერიოდისა ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, სარკინიგზო გადაზიდვა 9 დღეში განხორციელდა. 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა უკრაინული მხარის მიერ ინიციირებული „ბალტიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ“ შეთანხმების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების პირველი ეტაპი. დღეისათვის მიმდინარეობს აღნიშნული შეთანხმების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების მეორე ეტაპი. მიმდინარეობს ავღანეთის მხარის მიერ ინიცირებული „ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის და ტრანზიტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ (ე.წ. ლაპის ლაზული), პროექტის ტექსტის საბოლოოდ ფორმულირების შეთანხმება მხარეებს შორის. სამოქალაქო ავიაციის განვითარება 2015 წლის 28 მაისს ხელი მოეწერა 2005 წელს დადებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ხელშეკრულების (BOT) განახლებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს. განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრულ რეაბილიტაციას, რომელიც 2016 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება, 2014 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის - IATA Consulting-ის მიერ მომზადებული დასკვნის და რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე გათვალისწინებულია ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა. „ღია ცის“ პოლიტიკა: საქართველოს მთავრობა სამოქალაქო ავიაციის დარგში ატარებს ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს და ხელს უწყობს „ღია ცის“ პოლიტიკას. მთავრობა უზრუნველყოფს „ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების, გარემოს დაცვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა მიმართულებების ევროპულ დონეზე განვითარებას. მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთა. 41 საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანება: 2014 წლის პირველი იანვრიდან საქართველო ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის -"ევროკონტროლის" მე-40 წევრი ქვეყანა გახდა, რაც მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოების და ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფისთვის. საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების განვითარება 2014 წლის ივლისიდან განახლდა ფრენები მესტიის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით. ფრენების განახლება ხელს შეუწყობს სვანეთის მიმართულებით ტურისტების ნაკადის ზრდას. რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის განახლება: მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით, ასევე ტურიზმის დარგის განვითარების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, 2014 წლის ოქტომბრიდან განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რუსეთის მიმართულებით. განხორციელებული მოლაპარეკებების შედეგად ქართულ ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისს“ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ფრენის უფლება მიეცა, რის საფუძველზეც ავიაკომპანიამ დაიწყო საჰაერო მიმოსვლა სანქტ-პეტერბურგში, სამარაში, ნოვოსიბირსკსა და როსტოვში. ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე: საქართველოს ბაზარზე შემოვიდა სხვადასხვა ავიაკომპანია: „Dniproavia“, “Yanair”, “Air Arabia”, “Air Cargo”, “Air Astana”, “Elinair”, “Dart” და Borajet. ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების შესრულება დაიწყეს „Pegaus“-მა და “Belavia”-მ. 5.3 ტურიზმის განვითარება ტურიზმის განვითარება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია მნიშვნელოვანია როგორც ამ ინდუსტრიის განვითარებისა და ქვეყანაში დამატებითი უცხოური ვალუტის შემოდინების, ასევე სხვა, ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიების ზრდისთვის. საქართველოს მთავრობა აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრებისა და მომსახურების საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. 2014 წელს ქვეყანაში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5 515 559 შეადგინა, რაც 2%ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წლის 8 თვეში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 3 922 376 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, 2015 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 852 377 შეადგინა და 10%-ით გადააჭარბა 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღსანიშნავია ზრდის ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ, 8 თვის მანძილზე მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა: ლიტვიდან (+21%), ჩეხეთიდან (+20%), ლატვიიდან (+14%) და გერმანიიდან (+12), ასევე, ყაზახეთიდან (36%), არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (766%), ბელარუსიდან (54%) და საუდის არაბეთიდან (75%). 2013-2014 წლები საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები ზრდადი ტენდენციით გამოირჩეოდა. 2014 წლის განმავლობაში შემოსავლებმა ტურიზმიდან 1.79 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ტურიზმის წილმა მშპ-ში 6.0% შეადგინა. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით საქართველომ უმასპინძლა 657-მდე ჟურნალისტს და 146-მდე ტურ-ოპერატორს. საქართველოს შესახებ ჯამში 60-მდე გადაცემა და სიუჯეტი გაკეთდა და 450-ზე მეტი სტატია და ბლოგი დაიბეჭდა. საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სარეკლამო კლიპები გავიდა CNN და Euronews-ზე. ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო 18 საერთაშორისო გამოფენაში. განხორციელდა საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ 42 ქვეყნებში (16 კამპანია), რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას (2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდი). შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით ხორიელდება პროექტი „გაიცანი საქართველო“, რომელიც მოიცავს პრესტურებს შერჩეულ რეგიონებში, სატელევიზიო სოციალური რეკლამას; ფასდაკლებებს ტურისტულ ობიექტებში და სხვა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მასშტაბით ტრენინგები ჩაუტარდა კერძო სექტორის 1 000-მდე წარმომადგენელს. მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განხორცელდა რიგი სამუშაოები, მათ შორის, გაიხსნა 4 ახალი საინფორმაციო ცენტრი, მოხდა მიმართულებების მაჩვენებელი მანიშნებლების დამონტაჟება 13 ქალაქში, განხორციელდა საფეხმავლო მარშრუტების მარკირება ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და დაბებში და სხვა. ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაბა გუდაურსა და ბაკურიანში განთავსდა ველო პარკები. კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით შემუშავდა ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2025 წლამდე და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. 5.4 კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები კავშირგაბმულობა ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი შემდგომი განვითარებისთვის. გაწეული ფართომაშტაბიანი სამუშაოების შედეგად ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო თანამედროვე ტექნოლოგიებით და ტექნიკით დინამიურად ვითარდება. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ინერგება მომსახურების ახალი სახეობები, უმჯობესდება მომსახურების ხარისხი, რაც აისახაა სხვადასხვა მაჩვენებელში, მათ შორის: ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2014 წლის ბოლოს 603 ათასი აბონენტი, ხოლო მისმა სიმკვრივემ ყოველ 100 მოსახლეზე 16,1% შეადგინა. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 30,5%-ით (184 ათასი აბონენტით) გაიზარდა. 2014 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 1.88 მლნ, ხოლო მისმა სიმკვრივემ ყოველ 100 მოსახლეზე 50,8% შეადგინა. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით აბონენტების რაოდენობა 28,5 % (540 ათასი აბონენტით) გაიზარდა. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2014 წლის ბოლოს 5.4 მლნ აბონენტი შეადგინა, ხოლო მისმა სიმკვრივემ ყოველ 100 მოსახლეზე - 146 %. 2012 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 12.2%-ით (700 ათასი აბონენტით) გაიზარდა. საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად უპრეცედენტო, მასშტაბური პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით დაიფარება 2 000-მდე დასახლებული პუნქტი, რომლის მოსახლეობაც აღემატება 200 ადამიანს. ამ მიზნისათვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ქვეშ შეიქმნა არაკომერციული იურიდიული პირი "OpenNet"-ი, რომელიც იქნება ნეიტრალური ღია დაშვების პრინციპით მომუშავე ოპერატორი. პროექტის განხორციელების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზრდება კონკურენცია და მომხმარებლებს ექნებათ ინტერნეტ ოპერატორების შეუზღუდავი არჩევანი. ინოვაციები ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და მათი დანერგა მნიშვნელოვანია ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. სწორედ ამ მიზნით, 2014 წელს შეიქმნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მთავარი ფუნქციებია ინოვაციების და ცოდნის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების 43 გამოყენების სტიმულირება, ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, კვლევების კომერციალიზაციის და ინოვაციური მეწარმეობის, მათ შორის, start-up-ების ხელშეწყობა და სხვა. სააგენტოს მიერ, უკვე დაწყებულია და ასევე, იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ოქროყანაში 18 ათას მ2 ტერიტორიაზე, პირველად საქართველოში მოეწყობა მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარების ცენტრი (ტექნოლოგიური პარკი), რომლის მშენებლობაც დასრულდება 2015 წელს. გარდა იმისა, რომ ტექნოპარკი ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის ზრდას და მათ განვითარებას, მოხდება გამომგონებლების, სტარტაპების, ინოვატორების, მეცნიერების ერთ სივრცეში ინტეგრირება, იგი ასევე ქმნის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობების საქართველოში დაფუძნების უნიკალურ შესაძლებლობას ტექნო-პარკში მოეწყობა ულტრათანამედროვე ლაბორატორიები, აქსელერატორები, ინკუბატორები და ა.შ. საქართველოს მასშტაბით დაწყებულია, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (FabLab) ფორმირების და ინოვაციების ლაბორატორიების (ILAB) ფორმირების მიმართულებებით. ამ ეტაპზე შექმნილია: 1 FabLab, წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 7 ლაბორატორიის მოწყობა; 3 ინოვაციების ლაბორატორია, ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 5 ლაბორატორიის მოწყობა. მინი გრანტების პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 50 ათასი ლარის მოცულობით). 148 კონკურსანტიდან დაფინანსდა 17 (თითიეული 2014-2015 წლებში გადამზადდა 53 ტრეინერი IT მიმართულებით, რომლებიც წლის ბოლომდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 2000 დამწყებ IT სპეციალისტს გადაამზადებენ. 2020 წლისათვის დაგეგმილია საინფორმაციო ტექნოლოგიების 40 000 სპეციალისტის გადამზადება. სააგენტო ასევე ხელს შეუწყობს გადამზადებულთა დასაქმებასაც. საქართველოს რეგიონებში 2015 წელს გაიხსნება 3 საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი, რომელიც იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ცენტრები რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებას შესთავაზებს ტრენინგებს, როგორც კომპიუტერული უნარების გასავითარებლად, ასევე მეწარმეობის, E-commerce-ის და სხვა მიმართულებებით. საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი ინფორმაციული სისტემის შექმნა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი ინფორმაციული სისტემის მიზანია საკონტეინერო გადაზიდვების (იმპორტ/ექსპორტი) პროცესში ჩართულ კერძო და სახელმწიფო სუბიექტებს (საზღვაო პორტები, საზღვაო ხაზები, გადამზიდავი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, საბაჟო და ა.შ.) შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გამარტივება, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სარგებელს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული მხარეებისათვის. დღევანდელ ეტაპზე დასრულებულია საზღვაო პორტებიდან შემოსული კონტერინერების პროცესის მომსახურე პროგრამის შემუშავება და მიმდდინარეობს ქ. ფოთში სისტემის ტესტირება. ტესტირების დასრულების შემდეგ დაიწყება სისტემის პილოტურ რეჟიმში გაშვება. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარების პროექტი (2015-2022) მომზადდა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო გეოდეზიური სისტემის შემოღების შესახებ დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე გეოდეზიური, გრავიმეტრიული და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულებისას შემოსაღები ერთიანი სახელმწიფო გეოდეზიური სისტემის - „GGS 2015“-ის (საქართველოს გეოდეზიური სისტემა) შემოღებას. საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით მომზადებულია და დაანგარიშებულია ყველა ტექნიკური პარამეტრი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სისტემის საერთაშორისო სისტემებთან სრული ჰარმონიზაცია. 44 ამიერიდან გეოდეზიური წერტილებისა და სიმაღლური მოდელის აღნიშვნა ქართულენოვანი მარკებით მოხდება. ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც, რომლებზეც საბჭოთა პერიოდის დროინდელი რუსული წარწერებია განთავსებული. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შეიქმნა პირველი ეროვნული გეოდეზიური მარკა. უკვე დამზადებულია ორი ტიპის (კედლის და გრუნტის) თუჯის მასალისაგან ჩამოსხმული 1000 ერთეული ქართულენოვანი ნიშანი. მარკები წინასწარ შერჩეული მარშრუტების მიხედვით იმ ტერიტორიებზე დამაგრდება, რომლებზეც გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სანიველირე ქსელის აღდგენა მოხდება. მიმდინარეობს ქვეყნის აეროფოტოგადაღების პროექტი, რომლის ფარგლებშიც აერო- და კოსმოსური გადაღებები საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს. გადაღებულ მასალებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციისა და კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის საბაზო რუკებად გამოიყენებს, ხოლო აეროფოტო გამოსახულებების დამუშავების შედეგად შექმნილ ახალ ციფრულ 3-განზომილებიან ორთოფოტოგეგმებს - სახელმწიფო კადასტრის კარტოგრაფიულ საფუძვლად. აეროგადაღებების პროექტის განხორციელება 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამ დროისთვის, აეროგადაღება სრულად განხორციელდა დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტსა და 3 ქალაქში (სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, სამტრედიის, წყალტუბოს, ტყიბულის, თერჯოლის მუნიციპალიტეტები და ბათუმი, ფოთი და ქუთაისი). პროექტი 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. წარმატებით მიმდინარეობს 1:10 000 მასშტაბის თანამედროვე ციფრული კარტოგრაფიული რუკების შექმნასთან დაკავშირებული საქმიანობა. დაგეგმილია ამ საქმიანობის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვება, შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოწყობა და კვალიფიციური კადრის მომზადება. ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში მიმდინარე დიდმა ინოვაციურმა პროგრესმა, განაპირობა ანალოგური სისტემის საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრული სისტემის საეთერო ტელემაუწყებლობაზე გადასვლის შეუქცევად პროცესები, რომელიც აღიარებულია ელექტრონული მედიის სრულყოფისა და განვითარების ერთერთ მთავარ ფაქტორად. საქართველო 2015 წლის 25 აგვისტოდან გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე სოციალურად დაუცველ 211 ათას ოჯახს სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში ციფრული მაუწყებლობის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობა რეგიონალური მაუწყებლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 21 ადგილობრივ მაუწყებელს რადიოსიხშირული სპექტრით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიენიჭა, ხოლო ანალოგურ ფორმატში სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ მაუწყებლებს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით აუნაზღაურა ლიცენზიაში წინასწარ გადახდილი შესაბამისი თანხის ნაწილი, რომლის საერთო მოცულობამ 1 მლნ ლარს გადააჭარბა. 5.5 ენერგეტიკა ბუნებრივი გაზის მილსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარეობს მილსადენების მდგომარეობის ინტენსიური შესწავლა, რის შედეგადაც ვლინდება პრიორიტეტული სარეაბილიტაციო მონაკვეთები და ეტაპობრივად ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. 45 მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სრული რეაბილიტაცია, რაც საბოლოოდ 2018 წლისათვის დასრულდება; 2014 წლის ნოემბერში დასრულდა კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “რუსთავი-საგარეჯოს” მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა მუშაობა სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის “წითელი ხიდი-მარნეულის” 25 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე. დაიწყო კასპიის ზღვაში შაჰდენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველო დამატებით მიიღებს 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასად. შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო როლი და გაძლიერდება ენერგეტიკული უსაფრთხოება. მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესება 2015 წლის 16 ივნისის N1279 და 23 ივნისის N1325 განკარგულებებით შევიდა ცვლილებები 2015 წლის 5 თებერვლის N153 განკარგულებაში და გაზიფიცირების გეგმას დაემატა ახალი დასახლებული პუნქტები. 2015 წლის ორივე კვარტალში ჯამურად გაზიფიცირდა შიდა ქართლის, იმერეთისა და კახეთის 75 სოფლის 10 698 აბონენტი. საზღვრისპირა დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროგრამა - 2014 წლის მარტში დაიწყო და გულისხმობს 60 საზღვრისპირა დასახლებული პუნქტის (აბონენტთა სავარაუდო რაოდენობა 12,379) ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას. პროექტი დასრულდება 2015 წლის ბოლოსთვის. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა უშუქო სოფლების ელექტრომომარაგების პროექტი. 2014 წლის ბოლომდე განხორციელდა 14 სოფლის ელექტროფიცირება, ამჟამად ელექტროფიცირების სამუშაოები 7 სოფელში მიმდინარეობს. პროექტი 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურების (ენგურჰესი, ვარდნილჰესების კასკადის პირველი საფეხური) რეაბილიტაციას ელექტროენერგიის გამომუშავების საპროექტო სიმძლავრემდე გაზრდისა და სადგურების საიმედოობის ამაღლების მიზნით. 2015 წლის განმავლობაში შესრულებულია დაგეგმილი სამუშოების 40%. რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქვესადგურებში „ზორგა“, „ქსანი“, „მარნეული“ და „მენჯი“. 2015 წლის ივნისის თვეში დაიწყო 500/220 კვ ქვესადგურის „ჯვარი“ და შესაბამისი ხაზების მშენებლობა. ასევე, გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია KEG International Limited India, რომელივ მონაწილეობას მიიღებს 200კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობაში. 5.6 შრომის ბაზრის განვითარება საქართველოს შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების, შრომისა და დასაქმების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ,,საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს №732 დადგენილებით. სტრატეგიის მიზანია შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, რომლის მიღწევა შესაძლებელია შრომისა და დასაქმების სფეროში მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებითა და გატარებით. 46 შემუშავდა და დამტკიცდა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფცია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა (მთავრობის დადეგნილება №733), რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება, რომელიც ორიენტირებული იქნება შრომის ბაზრის მონიტორინგზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაზე, განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასებაზე, შრომის ბაზრის ანალიზზე და სხვადასხვა მონაწილე მხარისა თუ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე. მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა (რაოდენობრივი და თვისებრივი). კვლევის მიზანია: შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობების/მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება; თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და გადამზადების აუცილებლობის გამოვლენა; სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მომხდენი ფაქტორების იდენტიფიცირება; კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობების გამოვლენა. თვისებრივი კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ექსპერტების მხარდაჭერით, ანალიზის შედეგები კი ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში . „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა“ და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და სტრატეგიის მიზნებისათვის 2015 წელს დამტკიცდა შემდეგი სახელმწიფო პროგრამები: შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვა-განვითარების სახელმწიფო პროგრამა (2015 წლის 2 ივნისის საქართველოს მთავრობის N 248 დადგენილება); დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა (2015 წლის 2 ივნისის საქართველოს მთავრობის N 245 დადგენილება); შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა (2015 წლის 5 თებერვლის N 38 დადგენილება); სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა ( 2015 წლის 31 აგვისტოს N 451 დადგენილება). 2015 წლის 10 ივლისს ქ. ქუთაისში ჩატარდა დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისისა და იმერეთის რეგიონის 64 დამსაქმებელმა 6 პროფესიულმა კოლეჯმა, ხოლო სამუშაოს მაძიებელზე გაიცა 2029 საგზური. 1-ლი თვის მონაცემებით ფორუმის შედეგად დასაქმდა 84 სამუშაოსმაძიებელი, მიმდინარეობს შედეგების მონიტორინგი, რომელიც გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის I და II კვარტლის განმავლობაში 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამუშაოს-მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირებები, რომლებიც მომვალშიც სისტემატურად ჩატარდება ყოველ კვარტალში მინიმუმ ერთხელ. საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებების შექმნის მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მიღებულ იქნა მიმდინარე წლის 1 მაისს. კანონი ხელს შეუწყობს ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებას და არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც უკავშირედება საქართველოს მოქალაქის, მუდმივი ბინადრობის მქონე უცხოელის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას. კანონი ძალაში შედის მიმდინარე წლის 1 ნომერიდან. შრომის პირობების ინსპექტირების სისტემის უწყებრივი გაძლიერების მიზნით 2015 წელს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 მარტის № 81 დადგენილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტდება ,,შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში მომზადებული კადრებით და მოამზადებს ნიადაგს ინსპექტირების სრულყოფილი მექანიზმის დანერგვისათვის. ამ ეტაპზე დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს ,,შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის’’ განხორციელებას და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაბამის მექანიზმებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკურსის 47 გზით შეირჩა 25 მონიტორი. ჩამოყალიბდა მონიტორთა სარეზერვო სია 25 კანდიდატით. 13-17 ივლისს განხორციელდა მონიტორთა გადამზადება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ. დღეის მონაცემებით მონიტორინგი განხორციელდა 40-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაში. მონიტორინგის შედეგად მონიტორთა მიერ მზადდება ანგარიშები საწარმოებში შევსებული კითხვარების საფუძველზე და გაოცემა რეკომენდაციები დამსაქმებელთათვის. ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით საჭირო გახდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური სამსახურისათვის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისთვის პრევენციის და რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციის მინიჭება. გამომდინარე აქედან ცვლილებები შევიდა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებში რომლებიც მიღებულ იქნა მიმდინარე წლის 22 ივლისს. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე გამოვლენის ხელშეწყობას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლებას. კანონი ძალაში შედის მიმდინარე წლის 1 იანვრიდან. საქართველოს მთავრობის 245 დადგენილებით დამტკიცებული ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის’’ თანახმად განისაზღვრა მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება. ამ მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომზადდა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მოდელების პილოტირების განხორციელების წესი, რომელშიც განსაზღვრულია სამუშაო ადგილების ადაპტირებისა და სუბსიდირების მოდელები. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გატარდა შესაბამისი პროცედურები დასაქმებულ შშმ პირთა და დამსაქმებელთა დამოკიდებულებათა გამოვლენის მიზნით შშმ პირთა დასაქმების შემთხვევებში მაკრო და მიკრო გარემო ფაქტორების გამოვლენისათვის კვლევის ორგანიზებისათვის, ამ კუთხით არსებული მონაცემების სიმწირის გათვალისწინებით. კვლევის შედეგებზე დაყდნობითა და დამსაქმებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მომზადდება რეკომენდაციები შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შემუშავება/განვითარების შესახებ. 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო ევროკავშირის ,,დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი’’. პროექტი განხორციელების ვადაა 3 წელი და მისი მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება. აგრეთვე მათი შესაბამისი სექტორის პოლიტიკის განვითარება, მართვა და მონიტორინგი. 2015 წლის აგვისტოდან კი ხორციელდება საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების (ESS) შესაძლებლობათა განვითარება საქართველოში“, რომლის განხორციელების ვადაა წელიწადნახევარი და მიზნად ისახავს სახელმწიფო დასაქმების სამსახურისა და სერვისების ფუნქციურ გაუმჯობესებას. 5.7 სოფლის მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელებით მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში სულ გაცემულია 24,449 კრედიტი, გაცემული თანხის რაოდენობა შეადგენს 613,448,515 ლარს და 153,160,086 აშშ დოლარს. 48 გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 26 პროექტი, ჯამური თანხა შეადგენს 17,272,903 აშშ დოლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს - 6,362,670 აშშ დოლარს. 2014-2015 წლებში სულ თანადაფინანსების სახით გაცემულია 2,344,127 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. შეღავათიანი აგროკრედიტისა და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში დაფინანსებულია 132 ახალი საწარმო. აგროდაზღვევა 2014-2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამით ჯამში გაცემულია 25,626 ცალი პოლისი. დაზღვეულ იქნა 182,042,271 მილიონ ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა და 22,397 ჰა-მდე მიწის ფართობი. სუბსიდირების თანხა შეადგენს 13,181,035 ლარს. მცირემიწიან ფერმერთა წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2014 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 800 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო 70 მლნ ლარის სარგებელი. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 220,466 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი. მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის რაოდენობამ 56,859,762 ლარი შეადგინა. 31 აგვისტოს მდგომარეობით პროექტის ფარგლებში მოხნულია 202,576 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ბენეფიციარების მიერ მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 44,032,584 ლარი. დანერგე მომავალი პროექტის - „დანერგე მომავალი“ პირველ ეტაპზე დამტკიცებულია 14 პროექტი. გაშენებულია 89.63 ჰა ინტენსიური ტიპის ბაღი. დამტკიცებულ პროექტებზე სახელმწიფო დაფინანსება ნერგებზე შეადგენს 402,654 ლარს და სარწყავ სისტემაზე 173,236 ლარს. ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 43,376 ტონა, ხოლო სუბსიდიის თანხამ 3,470,134 ლარი. სამრეწველო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა სამრეწველო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესყიდული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ 10,358 ტონა, ხოლო სუბსიდიის თანხამ - 1,035,810 ლარი შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროგრამა 2015 წლის 31 აგივსტოს მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1141 კოოპერატივს. 2014–2015 წლებში განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგრო-ტექნიქით აღჭურვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 544 კოოპერატივი დაკმაყოფილდა 1406 აგროკომპლექტითა და დამატებით 217 ხელით სათესით. „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში თხილის საშრობის და სასაწყობო მეურნეობის მშენებლობა და შესაბამისი ტექნიკა- 49 დანადგარებით აღჭურვა. აღნიშნული ინფრასტრუქტურა 5 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ პირობებს. სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელება სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიეროიკვლევითი საქმიანობის განვითარებისათვის განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: რეგიონებში მოეწყო სასელექციო, ჯიშთა გამოცდისა და სადემონსტრაციო ნაკვეთები; თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვირუსოლოგიისა და ქსოვილის კულტურის (in-vitro) ლაბორატორიები, გაშენდა ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობები. წარმოებული და რეალიზებულია ადგილობრივი ვაზის ჯიშების ნერგები; მოეწყო თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ხეხილის საჩვენებელი ბაღები; ამოქმედდება თანამედროვედ აღჭურვილი ნიადაგის კვლევის ლაბორატორია; მომზადდა "საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და იმპორტირებული მცენარეული ცხიმების და მათ ბაზაზე წარმოებულ პროდუქტებში არსებული ტრანს იზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება“; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა, ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა აქტიურად მიმდინარეობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, სასწავლო დაწესებულებების, საბავშო ბაღების კვების ბლოკების, სასკლაოების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოების, საზოგადოებრივი კვებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი. სურსათის უვნბელობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ღონისძიებები განხორციელდა. 2015 წლის იანვრიდან გამკაცრდა ღვინის კონტროლი. 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ“. 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა თაფლის ტექნიკური რეგლამენტი. 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა რძის ტექნიკური რეგლამენტი ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ტარდება პროფილაქტიკური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებებზე (ჯილეხი, თურქული, ცოფი, ყვავილი, ნოდურალური დერმატიტი); ცხოველთა ჯანმრთელობის ეფექტური კონტროლის მიზნით, მიმდინარეობს ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ცხოველების ნიშანდებას და ინდივიდუალური კოდის მინიჭებას. აქტიურად გრძელდება ვეტერინარული პრეპარატების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი. კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დამუშავდა - 2900 ჰექტარი ფართობი. კალიების საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ დამუშავდა 32 000 ჰექტარი ფართობი, მათ შორის 4 000 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით. აქტიურად ხორციელდება პესტიციდების ხარისხის მონიტორინგი მევენახეობის განვითარების ღონისძიებები 2014 წლის რთველი წარმატებით განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 87 კომპანიის მიერ გადამუშავდა 124,6 ათასი ტონა ყურძენი. სუბსიდირებული ყურძნის რაოდენობამ შეადგინა 108 640 ტონა, ხოლო სუბსიდიის თანხამ - დაახლოებით 31,2 მლნ ლარი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 174 მლნ ლარს გადააჭარბა. ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. ხორციელდება ღვინის ხარისხის სისტემატური კონტროლი. შემუშავდა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია 50 სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია 2014 წელს დაიწყო სამელიორაციო ინფრსატრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი. გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 895 კმ სარწყავი არხი და 207 კმ სადრენაჟო არხი, შეკეთდა და/ან შეიცვალა ახლით 1 400 ერთეული ჰიდროტექნიკური ნაგებობა. გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ტექნიკის პარკს დაემატა 44 ერთეული. 2015 წელს დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 24 პროექტი. დღეისათვის მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 25 პროექტი. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2014 წლის 1 სექტემბრიდან 215 წლის პირველ სექტემბრამდე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია და მათ შორის ღვინო, წარმოდგენილი იყო 41 საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე. სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის თებერვლში ხელშეკრულება გააფორმა ღვინის მაგისტრის ლიზა გრანიკის მარკეტინგულ კომპანია „Tastingworks“-თან, რის საფუძველზე აღნიშნული კომპანია იღებს ვალდებულებას ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე განახორციელოს მარკეტინგული კამპანია, რაც შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მარკეტინგული აქტივობები ჩინეთის მიმართულებითაც. 2015 წლის 15 ივლისს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პეკინში გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი. ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული ქსელმა მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია (ISO 17025) და დაინერგა ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა. მიღწეულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული ქსელის სრული აკრედიტაცია; ამგვარად, შექმნილია საერთაშორისო სავაჭრო მიზნებისათვის ვარგისი ლაბორატორიული კვლევების წარმოების შესაძლებელობა ქვეყნის მასშტაბით როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ცხოველთა დაავადებების კვლევის სფეროში. 5.8 საგადასახადო პოლიტიკა კერძო საკუთრების დაცვის, სტაბილური და გამჭვირვალე საგადასახადო გარემოს შექმნის მიზნით განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზე შეიქმნა გადამხდელთათვის უფრო მოქნილი საგადასახადო რეჟიმი. შეიცვალა საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინების წესი და მისი აღსრულება ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო დავის დასრულების შემდეგ; ეტაპობრივად განხორციელდება საგადასახადო შემოწმების, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის და სანქციის დარიცხვის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება, შესაძლებელი გახდა საჯარო გადაწყვეტილების გამოცემა საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შესახებ. სამედიცინო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირი გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან, თუ იგი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მაინც განახორციელებს აღნიშნული მოგების რეინვესტირებას, ხოლო სასოფლოსამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება განთავისუფლდა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. დაწესდა სოციალურად ორიენტირებული საგადასახადო შეღავათები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც მკურნალობის ხარჯებს უნაზღაურებს საქველმოქმედო ორგანიზაცია. მთის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის დაწესდა საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო და ქონების გადასახდებში. 51 ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და ინტეგრაციისათვის ხელისშემშლელი გარემოებების აღმოფხვრის მიზნით დაიწყო აქციზის გადასახადის ე.წ „შერეული“ სისტემის დანერგვა. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბების და ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, აგრეთვე ასეთი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, გათავისუფლდა საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან. ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის შემსუბუქდა მთელი რიგი საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახდისგან გათავისუფლდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში მონტაჟის, აწყობის, რემონტის, წარმოების, შეკეთების და სხვა მომსახურების სახეების გაწევა. იმ ობიექტებისათვის, რომლის მშენებლობაზე შესაბამისი ნებართვა გაცემულია 2008 წლის 8 აგვისტომდე და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდება 2018 წლის 1 იანვრამდე განხორციელდა უძრავი ქონების მიწოდების დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება (2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში) და შესაბამისი ობიექტისათვის სამშენებლოსამონტაჟო მომსახურება. მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამარტივდა ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული დებულებები. 10 პროცენტიდან 8 პროცენტამდე შემცირდა აქციზის განაკვეთი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის. ფიზიკური პირის მიერ ფიზიკური პირზე საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა; ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის და მასზე დამგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა; არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი დაიბეგრება წყაროსთან 5 პროცენტით, ნაცვლად არსებული 10 პროცენტისა. განხორციელდა საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაცია. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მუშავდება არაერთი სხვა საკანონმდებლო ინიციატივა. 5.9 ფისკალური პოლიტიკა არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 2015 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. შემცირდა რეგიონის ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რამდენიმე მათგანისათვის ეს მაჩვენებელი უარყოფითია, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე. სახელმწიფომ უზრუნველყო ფისკალური სტაბიულობის შენარჩუნება და მშპ-ის ზრდის 5%-იანი მაჩვენებლის 2%-მდე შემცირების მიუხედავად, ბიუჯეტის დეფიციტი შენარჩუნებული იქნა მშპ-ის 3%-ის ფარგლებში. მოხდა მიმდინარე ხარჯების კონსოლიდირება და დამატებითი სახსრების გამოთავისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება ხარჯვის თანაბარი ტენდენციით. მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან, რათა არსებული გამოწვევების ფონზე ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყოს გარე ფაქტორებისგან გამოწვეული შოკებზე სათანადო რეაგირება. მთავრობა აგრძელებს მუშაობას 2016 წლისა და საშუალოვადიანი პერიოდისათვის მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზებზე. შემუშავებულია ანალიტიკური დოკუმენტი ფისკალური რისკების შესახებ, რაც გულისხმობს ბიუჯეტის წინაშე მდგარი ფისკალური რისკების იდენტიფიცირებას, მომავალი ფისკალური 52 შედეგების შეფასებას და შეჯამებას. რისკების გამჟღავნებისა და მართვის შესახებ ანგარიში დაერთო 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანხმლებ დოკუმენტებს და გაიგზავნა საქართველოს პარლამენტში. პირველად 2015 წლის ბიუჯეტის პროექტისათვის შემუშავდა საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზი სამ სცენარად: საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები. საბაზისო სცენარის მიხედვით მოხდა ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რაც ასევე, შესაბამისობაშია მთავრობის მიერ გასატარებელ პოლიტიკასა და დაგეგმილ ღონისძიებებთან, დანარჩენი ორი სცენარი მოიცავს ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებებს და მთავრობის შესაძლო რეაგირებას იმ შემთხვევისთვის თუ ეკონომიკური განვითარება მოხდება მოსალოდნელზე მაღალი ან დაბალი ტემპებით. საქართველო აფართოებს დაკავშირებით:      თავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას. ამასთან 2015 წლის 13-15 მაისს თბილისში ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციამ, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და 1500-მდე ბიზნესმენმა; 2015 წლის 19-21 ივნისს თბილისში ჩატარდა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი; 2015 წლის 29 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სადამფუძნებლო შეთანხმებას, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში, თბილისში გაიმართა ბანკის მთავარი მომლაპარაკებლების შეხვედრა (Chief Negotiators’ Meeting), სადაც ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული თემების გარდა, ბანკის დამფუძნებელი წევრების მიერ კონსესუსის გზით შერჩეული იქნა ბანკის პირველი პრეზიდენტი. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს ყავს 57 დამფუძნებელი წევრი (Founding Members) ქვეყანა. 2014 წელს (2014 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება) საქართველო მიერთებული იქნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გამოყოფილი იქნება გრანტები მუნიციპალური პროექტების თანადაფინანსებისათვის. E5P-ს ფონდების მენეჯერია EBRD. 2015 წლის 12 მაისს თბილისში გაიმართა პირველი შეხვედრა სადაც განხილულ იქნა ფონდის მიერ დასაფინანსებელი პოტენციური საპროექტო წინადადებები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. 2015 წლის 30 აპრილს თბილისში დაფუძნდა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული ოფისი რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. ზემოაღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გააფართოვოს მუშაობა დონორებთან/პარტნიორებთან და მეტი არჩევანი ჰქონდეს შეღავათიანი ფინანსური რესურსის მისაღებად, მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების და პროგრამების დასაფინანსებლად. აღნიშნულთან დაკავშირებთ მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან/პარტნიორებთან სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გრანტებისა და გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მოსაზიდად. 2014 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და სხვა პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისა და ასევე მთავრობის რეფორმების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით გაფორმდა 23 სასესხო და საგრანტო ხელშეკრულება დაახლოებით 725 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსზე (მათ შორის მთავრობის რეფორმების მხარდაჭერის მიზნით დაახლოებით 370 მილიონი აშშ დოლარი). ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც შეღავათიანი სესხების მოზიდვა ზრდის სახელმწიფო ვალის ოდენობას, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაეთმოს მოზიდული სესხებით დაფინანსებული პროექტების შერჩევას, მათი პრიორიტეტულობის და მიზნობრიობის გათვალისწინებით. 53 სახელმწიფოს სახელით ყოველი სესხის აღებისას ფინანსთა სამინისტრო აანალიზებს სესხის ფინანსურ პირობებს, როგორც ცალკე ასევე პორტფელთან მიმართებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო ვალის მდგრადობა. სახელმწიფო ვალის მდგრადობა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარეა. 2014 წელს სახელმწიფო ვალმა ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში 35.5% შეადგინა, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალმა 26.8%. 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი მთლიანი სახელმწიფო ვალის 77%-ს შეადგენს, ამ რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისაგან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების/პროგრამების დაფინანსებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბოლოს სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი გამოსახული აშშ დოლარში შეადგენდა 4 200.0 მილიონს, ხოლო 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 4 182.0 მილიონს აშშ დოლარს. აქედან ჩანს, რომ აშშ დოლარში გამოსახული სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა შემცირებულია 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, თუმცა ლარში გაზრდილია 7 827.0 მილიონიდან 9 814.0 მილიონამდე რაც განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებით. მიუხედავად იმისა რომ, ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითმა კურსმა განიცადა ცვლილებები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ლარში გამოსახული სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა, სახელმწიფო ვალის პორტფელი ინარჩუნებს ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს და საშუალოვადიან პერიოდში არ მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, რასაც ასევე უჩვენებს სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის შედეგები. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:     შემუშავებულია მთავრობის საშუალოვადიანი ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული; 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პირველად დაერთო სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი, რაც ასევე გაგრძელდება მომდევნო წლებში; ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე ნახევარწლიური პერიოდულობით ქვეყნდება დეტალური სტატისტიკური ბიულეტენი სახელმწიფო ვალის შესახებ; ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე ასევე ქვეყნდება სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული დონორების მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების და პროექტების შესახებ ინფორმაცია და სამინისტროებისა და უწყებების მიერ მისაღები ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია. ინვესტირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს. ამიტომაც საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Standard & Poor’s, Fitch და Moody’s. ამჟამად საქართველოს Standard & Poor’s და Fitch-ის შეფასებით ,,BB- სტაბილური“ რეიტინგი აქვს მინიჭებული. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის შეფასებით კი “Ba3 (რაც BBანალოგია) პოზიტიური”. საჯარო ფინანსების ეფექტური მართვის ფარგლებში, შემუშავდა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია და დაიწყო მისი ოთხ სამინისტროში დანერგვის პროცედურები, დაწესებულებებში ფინანსური კონტროლისა და მენეჯერული ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით. გაიზარდა შიდა კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასების მექანიზმები სისტემური აუდიტის პოპულარიზაციისა და დანერგვის გზით. 54 5.10 მონეტარული პოლიტიკა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებითა და საერთაშორისო ექსპერტებით. ამჟამად ჯგუფში მიმდინარეობს მუშაობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დიზაინზე. მიმდინარეობს სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკების განხილვა და საქართველოს რეალობაზე მორგება. ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილია კანონპროექტის შემუშავება და პარლამენტში წარდგენა. შემუშავებულია საპენსიო რეფორმის დიზაინის კონცეფცია, მომზადებულია რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის მონახაზი. მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან რეფორმის დიზაინის და სამოქმედო გეგმის დახვეწის მიმართულებით. 5.11 რეგიონული განვითარების პოლიტიკა 2015 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით განახლდა 2 რეგიონის (იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის) განვითარების სტრატეგიები, რითაც დასრულდა ცალკეული რეგიონების განვითარების სტრატეგიების შემუშავების ციკლი. 2015 წელს განხორციელდა ინტენსიური სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს დამტკიცებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის - „2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის“ ეფექტიანი განხორციელების, შესაბამისი მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაციის მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს რამდენიმე სამინისტროსა და უწყების ძალისხმევას და შესაბამის პროგრამულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა საერთო ბიუჯეტიც შეადგენს 1.2 მილიარდ ლარს. პროგრამის წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. 2014 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 30 მლნ. ევროს მოცულობის საბიუჯეტო დახმარებას სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის (SPSP, ფაზა 2) ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით და ევროკავშირის პირველი შემფასებელი მისიის შესაბამისი მოხსენების საფუძველზე, მიმდინარე წელს მოხდება 8 მლნ. ევროს საბიუჯეტო დახმარების სრულად, უდანაკარგოდ ჩამორიცხვა. რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის ამოცანიდან და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, მომზადდა „საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. კანონპროექტის მიღებით ხელი შეეწყობა რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირებას (ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის დღის წესრიგი), - რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას (ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ამაღლების პოლიტიკის დღის წესრიგი), და ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების თანამედროვე სტანდარტების შემდგომ დანერგვას. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. აღნიშნული კანონით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას გაეზრდება სოციალური შეღავათები, კერძოდ, სახელმწიფო პენსიაზე დამატებითი დახმარების, ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის, აგრეთვე ახალდაბადებულ ბავშვებზე ყოველთვიური დახმარების სახით. 55 5.12 ინფრასტრუქტურული განვითარება 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 97%-ით იქნა ათვისებული გეგმიური ბიუჯეტი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ამ უწყების არსებობის განმავლობაში. განხორციელდა 905-მილიონი ლარის ღირებულების პროექტები, რაც 54 მილიონი ლარით მეტია ამ მხრივ ყველაზე აქტიურ, 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წლის პირველი კვარტალი ყველაზე მასშტაბური იყო საქართველოს რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. სამინისტრომ კვარტალური ბიუჯეტი 107%-ით შეასრულა. 2015 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტმა შეადგინა 1 მილიარდი ლარი. ყველაზე მსხვილი პროექტები, რომელიც ამ დაფინანსებით ხორციელდება, შემდეგია:                      თიანეთის გზის მშენებლობის დასრულება - 13 კმ; მთელი ქვეყნის მასშტაბით შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი (WB); სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე ლოტის მშენებლობა მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა; რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მეორე ლოტის მშენებლობა რეგიონალური განვითარების პროექტი III (მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) (WB), კახეთისა და იმერეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დასკვნითი ეტაპები; ჭიათურის საბაგიროების მშენებლობა-რეაბილიტაცია; ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელის პროექტირება; საქართველოს მასშტაბით 15 ნაგავსაყრელის მოწყობა და ევროსტანდარტებით დახურვა; წყალმომარაგების პროექტების აქტიური განხორციელება საქართველოს 24 ქალაქში; ფოთისა და ზუგდიდის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა (აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება); ქვეყნის მასშტაბით 250 კმ გზის რეაბილიტაცია; მარნეული-რუსთავის გზის მშენებლობა; ნაპირდაცვითი სამუშაოები გრიგოლეთში; აგარა-ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა ავტობანზე; „საუკუნის პროექტად“ წოდებული როშკა-არხოტის გზის მშენებლობა; გორის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება ავტობანზე; ძირითადი სამუშაოების დასრულება ქობულეთის შემოვლით გზაზე; ძირითადი სამუშაოების დასრულდება სამტრედიის შემოვლით გზაზე; ავტობანზე მიმდინარე ყველა სამუშაოს გაგრძელება; 300-ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტებისთვის და ა.შ. ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა კონკრეტული პროექტების მიხედვით შემდეგია: რეგიონული განვითარების პროექტი (RDP-PPP Sub-projects) (2012-2016) აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, კერძოდ: წყალმომარაგების, გზების, კანალიზაციის მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე, კერძო სექტორის ინვესტიციებით გზით მონაწილე მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსებით მომარაგებას. დღეის მდგომარეობით, დასრულდა პროგრამის 4 ქვეპროექტის სამშენებლო სამუშაოები; მიმდინარეობს 12 ქვეპროექტის განხორციელება; ტენდერზეა 4 ქვეპროექტი; შეფასების/საპროექტო სტადიაზეა 13 ქვეპროექტი. 56 კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) (2012-2016) აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კახეთის რეგიონის მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურეობის რეაბილიტაციას ცენტრალურ და ისტორიულ უბნებში. იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტი (RDP2) (2013-2015) პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ქ. წყალტუბოს გამგეობისა და თეატრის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტერიტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რკინიგზის შენობის აღდგენის/შიდა რემონტის სამუშაოები და მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია. ქ. წყალტუბოს კურორტის მართვის ოფისის, პარკში და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობების მშენებლობა. ბის და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია (ფაზა 2). ქ. წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიის გამწვანება/კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი.  კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა (უბისა).  კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა (გელათი).-კაცხის და უბისის მონასტრების სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები. -გელათის მონასტრის სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები. რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტი 2 (RMIDP2) (2014-2019) პროექტის ფარგლებში განხორციელდება 70-მდე სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაცია/მშენებლობა. დღეის მდგომარეობით - დასრულდა 4 ქვეპროექტის სამშენებლო სამუშაოები; მიმდინარეობს 12 ქვეპროექტის განხორციელება; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები 6 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა 108,7 კმ. გზაზე (მ.შ. ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტების ფარგლებში 96,8 კმ.) და 67 ხიდზე (მ.შ. ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტების ფარგლებში 61 საავტომობილო ხიდი; აქედან 22 ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია, ხოლო 6 საავტომობილო ხიდი დასრულდა).  თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი საავტომობილო გზის საამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები;  კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროექტი;  ქ. ქუთაისი (ნიკეას ქუჩა) - გეგუთის კვანძის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია;  სტეფანწმინდა-სამების ეკლესია საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის რეკონსტრუქციამშენებლობა;  ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთიხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.  აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი III (რუისი-აგარა); მიმდინარეობდა მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები.  აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა-ზემო ოსიაური); აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი V (ზემო ოსიაური-რიკოთი). ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა; ლოტი I - ახლად აშენებულ 12.4კმ მონაკვეთზე მოძრაობა გახსნილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ 50 მონაკვეთის მოდერნიზაციამშენებლობა. 57 წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (WIMP) 29 ქალაქში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, არსებული წყალსადენის და წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია. 27 ქალაქში განხორციელდება წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, არსებული წყალსადენის და წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია. ჩამდინარე წყლების მდგრადი განკარგვის პროექტი (2012-2015) პროექტი მოიცავს რეაბილიტაციას. ქ. წყალტუბოს და ქ. თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (2014-2018) პროექტი, რომლის საერთო ღირებულებაა 26 მლნ. ევრო, მოიცავს იმერეთის რეგიონში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ქუთაისში მოქმედი ძველი ნაგავსაყრელის. ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი (2014-2018) პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) და მოხდება მათი აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით. იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაციის პროექტი დასავლეთ საქართველოში (2010-2015) 2015 წელს 1.09 მლნ ლარის ფარგლებში ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სათანადო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. დასრულებულია ძირითადი გრანტით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო. 5.13 გარემო და ბუნებრივი რესურსების მართვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ევროკავშირის დახმარებით, 2015 წ. შეიმუშავა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების საგზაო რუკა ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსა და კლიმატის თავების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. სულ მომზადდა 9 სექტორული საგზაო რუკა. გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან ერთად შემუშავებულია ქვეყნის გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე მიმოხილვის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. სამინისტროსთან თანამშრომლობით მსოფლიო ბანკმა მოამზადა „საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტი“, რომელშიც შეფასებულია გარემოსდაცვითი მმართველობა, გარემოს დეგრადაციისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სოციო-ეკონომიკური დანახარჯები. მომზადდა “2010-2013 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის, ეკონომიკის სექტორების ზემოქმედებას გარემოზე და გარემოსდაცვით მმართველობაზე. დაიწყო 2016 წლის 8-10 ივნისს, ქ. ბათუმში დაგეგმილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის - „გარემო ევროპისათვის“ მომზადების პროცესი. 58 საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულებები კორეის, ავსტრიის რესპუბლიკებთან, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გეოლოგიურ სამსახურთან. ინიცირებულ იქნა ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება არგენტინის, პერუს, ფილიპინების, უზბეკეთის რესპუბლიკებთან და ფინეთის გეოლოგიური კვლევის ცენტრთან. ეროვნულ დონეზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, სსიპ საქართველოს მეცნიერთა ეროვნულ აკადემიასთან, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ა(ა)იპ მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციასთან, ქალთა კავშირ “რეასთან”. ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით: დაიწყო ტყის ახალი კოდექსის შემუშავება, ინიცირებულ იქნა ეროვნული სატყეო პროგრამა, მომზადდა ტყის მრავალფუნქციური ზონირების დადგენილების პროექტი, ტყის ხანძრების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი, შემუშვდა ხეების სხვლა-ფორმირების წესები რეგიონებისთვის; 5 რეგიონში მოეწყო ტყის 6 დროებითი სანერგე; შემუშავდა საქართველოს ტყით დაფარული ფართობის რუკა; მიმდინარეობს კოლხური ბზის დაავადებაზე რეაგირების ეროვნული გეგმის აღსრულება; დაიწყო მუშაობა ბიოსფერული რეზერვატების შესაქმნელად; დაიწყო სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა რაჭაში. მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით, მაღალმთიან სოფლებში 1 კომლზე გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის (შეშა) მოცულობა გახდა 15 მ3 ნაცვლად 7 მ3-სა. გამოიყო 17618,914 მ3 I ხარისხის და 438377,599 მ3 II ხარისხის (საშეშე) მერქნული რესურსი. ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ხანძარსაშიშ უბნებში განთავსდა 500 გამაფრთხილებელი ნიშანი, დაიწყო მუშაობა ხანძრების მართვის გეგმის შედგენის ინსტრუქციასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნახანძრალ ფართობზე დაირგო ტყის სხვადასხვა მერქნიანი სახეობის 135 000 ნერგი. 1998 წლის შემდეგ პირველად (ბორჯომი, ხარაგაული) 90000 ჰა-ზე განხორციელდა ტყის ინვენტარიზაცია და დამტკიცდა ტყის მართვის გეგმები. განხორციელდა ტყის მავნებელ დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, რომლის ეფექტურობამ შეადგინა 75%. მოეწყო 56 კმ. სატყეო სამეურნეო გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 58,1 კმ. სატყეო სამეურნეო გზას. დაპროექტებულია 41,5 კმ. ახალი გზის მოწყობა და 158 კმ. გზის რეაბილიტაცია. დაწყებულია წყლის ინტეგრირებულ მართვის სისტემაზე გადასვლის პროცესი, რისთვისაც მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი. გარემოს მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით: გაფართოვდა ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრებზე დაკვირვების ქსელი; მდ. რიონის აუზში დამონტაჟდა 5 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური და 7 ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგო; გაიზარდა წყლის და ნიადაგის მონიტორინგის პუნქტები. ზედაპირულ წყალზე - 21 წერტილით, ნიადაგზე - 85 წერტილით. დაიწყო მიწისქვეშა წყლების ხარისხის კონტროლი 2 ჭაბურღილზე; დაიწყო სახელმწიფო მონიტორინგული ქსელის აღდგენა მიწისქვეშა მტკნარ სასმელ წყლებზე, რაც ქვეყანაში არ განხორციელებულა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. დაიწყო სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში არსებული გეოლოგიური ანგარიშების (20000 ანგარიშის ფარგლებში) აციფვრა და მათი ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა. შეიქმნა სარგებლობის ლიცენზიების მიღებით დაინტერესებულ პირთათვის ელექტრონული სისტემა, რომელმაც გაამარტივა განაცხადის წარდგენა. დარიალის ხეობაში, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შესახებ წინასწარი გაფრთხილების სისტემის შექმნის მიზნით, დამონტაჟდა ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური. ამალის ხეობაში ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ პროცესებზე დაწესდა 24 სთ.იანი ვიზუალური მონიტორინგი. ჰაერის ხარისხის ნორმების ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გოგირდის შემცველობა შემცირდა: 2015წ ბენზინში-3-ჯერ, 2016 წ-დან დიზელში შემცირდება 50 ერთეულით. 2017 წ. საავტომობილო ბენზინის ხარისხის სტანდარტი შესაბამისობაში იქნება ევროსტანდარტთან. სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ანგარიშგების ელექტრონული სისტემა, რაც მეწარმეებს გაუმარტივებს ანგარიშგების პროცესს. 59 საქართველოში არსებული გარემოზე ზემოქმედების სანებართვო სისტემის გაუმჯობესებისა და მისი ევროსტანდარტებთან დაახლოების მიზნით, მომზადდა ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” პროექტი. შედეგად გაფართოვდება და სრულყოფილად ჩამოყალიბდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი, დაინერგება სკრინინგისა და სკოპინგის ეტაპები, გახანგრძლივდება გზშ-ის პროცედურის ვადები, უზრუნველყოფილი იქნება საჯარო კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმები. მიწის დეგრადაციის/გაუდაბნოების თავიდან აცილებისა და ეროზიების შემცირების მიზნით, გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ვალდებულებების შესაბამისად, შემუშავდა და დამტკიცდა გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა 2015-2022წწ. შემუშავდა კანონპროექტი ბიომრავალფეროვნების შესახებ; მომზადდა წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეების სახეობების გარემოდან ამოღების და კომპენსირების წესები; გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის შესაბამისად, შემუშავდა ხიზილალის ფერმების რეგისტრაციის სისტემა, რაც მწარმოებლებს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობას. გაფართოვდა დაცული ტერიტორიების ქსელი. 22 დაცულ ტერიტორიაზე განხორციელდა დემარკაცია; გამიჯნულია დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან 3500-მდე კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთი; ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების მქონე ვიზიტორთა ცენტრი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, დაინერგა ახალი ტურისტული სერვისები და აღდგა სასმელი წყლის სისტემა 7 სოფლისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე; განახლდა ვიზიტორთა 3 ცენტრი, რეინჯერთა 6 სადგური და 1 ტურისტული თავშესაფარი, მოეწყო საპიკნიკე და საოჯახო სასტუმრო. განახლდა კოლხეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურა. თუშეთისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყო ვიზიტორთა 2 თავშესაფარი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის მიზნით, მოხდა2 მცირე გასაყიდი პუნქტის მოწყობა; თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყო საპიკნიკე და საოჯახო სასტუმრო; ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო საგამოფენო დარბაზი. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს მიენიჭა ევროპული დიპლომი. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 48%-ით. შემუშავდა ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 15 იანვარს. ქვემო ქართლის საპილოტე რეგიონში ჩატარდა ნარჩენების ინვენტარიზაცია; შემუშავდა ნარჩენების მართვის 15 წლიანი რეგიონული გეგმა. იაღლუჯას მოდ-პესტიციდების (მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები) ნაგავსაყრელზე შეგროვდა, შეიფუთა და გაიგზავნა ბელგიასა და საფრანგეთში 230 ტონა პესტიციდი; მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ვადაგასული პესტიციდების ინვენტარიზაცია. შემუშავდა რაჭასა და სვანეთში დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო განთავსების გეგმა, მოეწყო ბორჯომის სანიტარული ნაგავსაყრელი. თბილისსა და სამტრედიაში დამონტაჟდა თანამედროვე 2 ინსინერატორი, რომლებიც უზრუნველყოფს ინფექციური სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფას. ჰოლანდიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დარიშხანშემცველი სახიფათო სამრეწველო ნარჩენების გაუვნებელყოფა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ურავში. მომზადდა საქართველოს მიერ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისათვის წარსადგენი “ეროვნულად განსაზღვრული წვლილის” დოკუმენტი (INDC), რომელიც მიზნად ისახავს სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების ხელშეწყობას 2020-2030 წლებისთვის. შემუშავდა კლიმატის ცვლილების შესახებ “საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება”, რომელიც მოიცავს საქართველოს სათბურის გაზების ინვენტარიზაციას 2011 წლის ჩათვლით. შემუშავდა და გამოიცა კლიმატის ცვლილების სტრატეგიული სახელმძღვანელოები ზემო სვანეთის, აჭარის და კახეთის რეგიონებისთვის. ევროკავშირის მიერ ინიცირებული “მერების შეთანხმების” ფარგლებში მომზადდა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა 8 ქალაქისათვის. მზადდება „დაბალემისიიანი განვითარების ეროვნული სტრატეგია“. 60 განხორციელდა რეგულირების ობიექტების საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის 191 გეგმური და არაგეგმური შემოწმება. გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 9 037 ფაქტი. სულ სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ შეადგინა 3 404 150,0 ლარი. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა - 110 353 394,0 ლარი. აღდგა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება, განახლდა სამედიცინო და პროფესიული დასხივებისას მიღებული დოზების კონტროლი, გაძლიერდა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი ადამიანისა და გარემოს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით. მომზადდა საქართველოს კანონპროექტები რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ. აღნიშნული კანონპროექტების დამტკიცებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპატამენტი გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და მას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ფუნქციები მიენიჭება. ხელი მოეწერა საქართველოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ტექნიკური თანამშრომლობის 2015-2019 წლების გეგმას. მომზადდა საქართველოს ინტეგრირებული ბირთვული დაცულობის მხარდაჭერის 2015-2019 წლების გეგმის პროექტი. განახლდა საქართველოში არსებული ბირთვული მასალების რეესტრი. რადიოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების, მოსახლეობისა და გარემოს დაცვის მიზნით გატარდა პრევენციული ღონისძიებები და მოხდა რადიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირება. გაუმჯობესდა სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის ხარისხი და ინფრასტრუქტურა. გარემოსდაცვითი განათლება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს 20152016 სასწავლო წლისთვის დაემატა გარემოსდაცვითი კომპონენტი. გარემოსდაცვითი ცნოებიერების ამაღლების მიზნით გაიმართა ლექცია-სემინარები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1618-მა ადამიანმა (891 მოსწავლე, 159 სტუდენტი, 80 პედაგოგი, სამუშაო შეხვედრის 188 მონაწილე). კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადდა სამინისტროს 300 თანამშრომელი. დაიწყო “მწვანე ეკონომიკისა” და “მწვანე ბიზნესის” ხელშეწყობა და გარემოსდაცვით ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა. დაიწყო საქართველოში არსებულ დიდ სავაჭრო ქსელებში პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების პროცესი. გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდა ახალი ელექტრონული სერვისები, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების ვებრუკა/რეესტრი. 61 6. სოციალური კეთილდღეობა 6.1 საპენსიო რეფორმა და სოციალური პოლიტიკა საპენსიო უზრუნველყოფა და სოციალური პოლიტიკა 2015 წლის სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია 160 ლარი გახდა, რითაც 2102 წელთან შედარებით პენსიის 60%-იანი ზრდა მოხდა (2012 წელს ასაკობრივი პენსია 100 ლარს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს 150 ლარს). 2015 წლის სექტემბრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვისთვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 60 ლარით და შეადგენს:  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – 204 ლარს;  სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – 182 ლარს;  სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის – 160 ლარს. სოციალური პაკეტის ოდენობა 10 ლარით გაიზარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის. საჭიროებაზე დაფუძნებული მიზნობრივი სოციალური პოლიტიკისა და ოჯახების მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით 2013 წლიდან დაიწყო მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა (ფორმულის) და ადმინისტრირების სქემის გადახედვა/დახვეწის მიმართულებით, რათა პროგრამამ უკეთ ასახოს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებები და გაიზარდოს სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერის №758 დადგენილებით დამტკიცდა ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლიდან. თავდაპირველად მუშაობა წარიმართა ტესტირების რეჟიმში, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება დაიწყო მხოლოდ ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით. მეთოდოლოგია ორიენტირებულია ოჯახების შემოსავლებზე (ან შემოსავლის მომტან ქონებაზე) და არა ხარჯებზე. ამასთან, მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია თავად ოჯახის საჭიროებები, ოჯახის წევრთა სპეციალური სტატუსი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ქრონიკული დაავადებით დაავადებული პირი, არასრულწოვანი, პენსიონერი და ა.შ.). ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების 2015 წლის 1 მაისამდე არსებული მეთოდოლოგიაში სარეიტინგო ქულაზე გავლენას ახდენდა ხანგრძლივი მოხმარების საგნები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, ტელევიზორი, წყლის გამათბობელი ავზი, ვიდეო ან ციფრული ფოტოკამერა, ვიდეომაგნიტოფონი ან DVD ფლეერი და სხვა), სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, ოჯახის წევრთა პირადი ჰიგიენის ნივთები. ძველ მეთოდოლოგიაში გამოყენებული იყო 2004 წელს განსაზღვრული საჭიროებების ინდექსის კოეფიციენტები, არ არსებობდა სოციალური 62 დახმარების დიფერენცირებული სისტემა, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები იღებდნენ დახმარებას ერთ უფროს წევრზე და არ არსებობდა ბავშვის ბენეფიტი. ახალი მეთოდოლოგია ორიენტირებულია ოჯახის შემოსავლებზე ან შემოსავლის მომტან ქონებაზე, გადაიხედა საჭიროების ინდექსი, ხანგრძლივი მოხმარების საგნები და სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება გავლენას აღარ ახდენს სარეიტინგო ქულაზე. შემოღებულია საარსებო შემწეობის გაცემის დიფერენცირებული სისტემა, შესაბამისად, სახელმწიფო მხრიდან უფრო მეტ სოციალურ დახმარებას იღებს ის ოჯახი, რომელსაც უფრო ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს. 100 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები ყველა ოჯახის იღებს ბავშვის 10 ლარიან სარგებელს. ახალი მეთოდოლოგიით შემოღებულ იქნა სოციალური დახმარების დიფერენცირებული სისტემა, რომლის მიხედვითაც საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 30001–ზე – საარსებო შემწეობის ოდენობა შეადგენს 60 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე; 30001-დან 57001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის 50 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე, 57001-დან 60001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის - 40 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე, 60001-დან 65001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის - 30 ლარს ოჯახის თითოეულ წევრზე, ხოლო ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 2015 წლის მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 522 317 ოჯახი (1 621 008 პირი), ახალი მეთოდოლოგიით ოჯახების ეტაპობრივი გადამოწმება განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის ჯანმრთელობის განხორციელებისას დაზიანების გამო გარდაცვლილ გარდაცვლილ ან საქართველოს ამ მისიებში თავდაცვის მიღებული სამინისტროს მოსამსახურეთა, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის „სახელწმიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განზაღვრული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 2015 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა ყოველთვიურად 1000 ლარით (ნაცვლად 500 ლარისა). აღნიშნული გასაცემლის მიღების უფლება 2015 წლის 1 აგვისტოდან მოიპოვეს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა. გარდა აღნიშნულისა, 2015 წლის სექტებრიდან „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ასაკით პენსიის ოდენობა განისაზღვრება 160 ლარით. შშმ პირთა და ასევე, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოფილია სამოქმედო სტრატეგიების, პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებისას, რის თვალსაჩინო მაგალითსაც გეგმების, წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო 63 საბჭო, რომლის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რიგი სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე შშმ პირთა უფლებათა დამცველი 10 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. კონკრეტულად სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში ჯანდაცვის კი სისტემატიურად (პრაქტიკულად ყოველკვირეულად) იმართება შეხვედრები ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, მომსახურების მიმწოდებელთან თუ ფიზიკურ პირთან, რომლებიც მუშაობენ შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხოლო, კონკრეტულ სისტემურ თემებზე მუშაობისას, მათი მონაწილეობით იქმნება სამუშაო ჯგუფები. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 20142016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, გრძელდება შშმ პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის მიმართულებით, განათლებისა და დასაქმების, ასევე, სოციალური დაცვის კუთხით) განხორციელება. ამასთან, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება. სოციალური მომსახურების განვითარება ემყარება ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მოეგებულ ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობის პრინციპს. შშმ პირთათვის გათვალისწინებული მომსახურება იგეგმება და ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დადასტურებული და გამოვლენილი საჭიროებებისა და არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით. მაგალითად, დამხმარე საშუალებების საჭიროების მქონე პირთა რაოდენობებისა და არსებული მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებით, იგეგმება შესაბამისი ქვეპროგრამა, რითაც კარგად ჩანს სახელმწიფოს მიერ შშმ პირთა დამხმარე საშუალებების დაფინანსების ზრდის ტენდენცია. შესაბამისად, ეს იწვევს როგორც დამხმარე საშუალებების რაოდენობის ზრდას, ასევე, მათი ხარისხისა და ტექნიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, სამიზნე ჯგუფისა და კომპონენტით განსაზღვრული მოსარგებლეების რიცხობრივ ზრდას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ფსიქიური დაავადებების გამო შშმ პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რითაც ქმედუნარიანობის არსებული ნორმები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ასევე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან, (კერძოდ: კონვენციის მე-12 მუხლი - კანონის წინაშე თანასწორობა). განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება წარმოადგენს სრულიად ახლებურ მიდგომას და ინდივიდუალური შეფასების ახალ სისტემას, რომელიც არ არის დაფუძნებული მხოლოდ სამედიცინო მოდელზე და მასში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოციალურ ასპექტებსაც. ამრიგად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ფსიქიკური პრობლემების მქონე ის პირები, რომლებიც 64 მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე მიჩნეულნი იყვნენ ქმედუუნარო პირებად და შესაბამისად, შეზღუდული ჰქონდათ რიგი სამოქალაქო უფლებები, გაივლიან ფსიქოსოციალურ ექსპერტიზას. ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო აგრძელებს ბავშვთა დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების (ბავშვთა სახლი) ლიკვიდაციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესებს. 2015 წელს განხორციელდა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულის (ფილიალის) - სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის ლიკვიდაცია. შესაბამისად, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლი თბილისის ბავშვთა სახლი, რომელიც ემსახურება 0-დან 7 წლამდე შშმ ბავშვებს და კოჯრის ბავშვთა სახლი, რომელიც ემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მითითებული 2 ინსტიტუციური დაწესებულების აღსაზრდელთათვის ალტერნატიული მომსახურების მოდელის შექმნისა და ამოქმედებისთვის. პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, დაგეგმილია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის მცირე საოჯახო სახლის მომსახურების შექმნა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სპეციალიზებული მინდობით აღზრდის მიმართულების გაძლიერებისთვის, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მიეცეთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ოჯახის გაძლიერებისა და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის მიმართულებით სახელმწიფო სოციალურ პროგრამაში ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილებით გათვალისწინებულია რამდენიმე ქვეპროგრამა, ესენია:  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი ქვეპროგრამა;  დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;  დღის ცენტრების ქვეპროგრამა;  ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;  ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;  დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. დახმარების შესაბამისი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე გაცემულია 4,602,050 ლარი და მიმღები 4010 ოჯახია. 6.2 ჯანმრთელობის დაცვა სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური მოცვა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, რომელმაც სათავე დაუდო მოსახლეობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას. ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევამ აჩვენა, რომ თუ 2010 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ხელი მიუწვდებიოდა მოსახლეობის 29.5%-ს, 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი 99.9%მდე გაიზარდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი (51.4%) მანამდე დაზღვეული არ ყოფილა. 65 გაიზარდა ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, რაც უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდილ მაჩვენებელს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას. 2013 წელს 686 675-მა პენსიონერმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 2014 წელს - 697 240-მა და 2015 წელს (8 თვის მონაცემებით) - 703 836-მა პენსიონერმა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, 2014 წელს, დაფიქსირდა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებით სარგებლობის ზრდა, მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე 3.4 შეადგინა (2011 წელს - 2.1) და აღემატა მსოფლიო ბანკის მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის რეკომენდებულ ნიშნულს (3.0), ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 სულ მოსახლეზე გაიზარდა 7.8-დან (2011) 11.4-მდე (2014). C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. 2015 წლის აპრილიდან C ჰეპატიტის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან მკურნალობის წინა სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო კვლევებით და C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი მედიკამენტებით (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი). მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სერვის ცენტრებში უკვე რეგისტრირებულია 8005 პაციენტი, მკურნალობას გადის 3040 პაციენტი. წლის ბოლომდე ნავარაუდევია სულ 5000 პაციენტის მკურნალობა. მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც დასრულდება 2015 წლის ბოლოს. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტები ხელმიუწვდომელი იყო მოსახლეობისთვის. 2013 წელს მედიკამენტ ინტერფერონზე გავრცელდა აქცია და ის 60%-იანი ფასდაკლებით მიეწოდობოდათ პაციენტებს. 2015 წლის 20 აპრილიდან კი პირველ ეტაპზე ღვიძლის დაზიანების მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებისთვის და შემდგომ ცე ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მედიკამენტები სრულიად უფასო გახდა, როგორც ახლი თაობის პრეპარატები, ისე რიბავირინი და ინტერფერონი მაშინ, როცა მსოფლიოს ძირითად ქვეყნებში სოფოსბუვირის სამკურანლო კურსის საშუალო ღირებულება შედგენს 84 000 $-ს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე (2015 წლის 28 აპრილიდან აგვისტოს ბოლო) 3024 პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს. მონიტორინგის პირველადი მონაცამებით, პაციენტთა 80 %-მა C ჰეპატიტის ვირუსი დაამარცხა. უფრო კონკრეტულად, პირველი ეტაპის 21 პაციენტისთვის სამთვიანი კურსის გასვლის შემდგომ C ჰეპატიტის ვირუსი სრულიად გაუქრა 19 პაციენტს. რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა რეცეპტების ინსტიტუტი და აიკრძალა მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ რეალიზაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რაციონალური ფარმაკოთერაპიის პროცესის დანერგვას და ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლას. მონიტორინგის შედგების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცირდა თვითმკურნალობის ფაქტები, რომელიც ხშირად მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი იყო. გაიზარდა პაციენტთა ექიმთან მიმართვის მაჩვენებელი, რითაც პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მაღალი აქტივობა ფიქსირდება. გაიზარდა მოქალაქის უფრო ინფორმირებულობის დონე საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ექიმთან მიმართვის აუცილებლობიდან გამომდინარე. რეცეპტის ინსტიტუტის მეშვეობით 66 მკურნალობა გაცილებით ეფექტური და უსაფრთხო გახდა, ვიდრე თვითმკურნალობის შემთხვევაში იყო. რეცეპტის ინსტიტუტმა შესაძლებელი გახადა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების კლასიფიკაცია სამ ძირითად ჯგუფად: I ჯგუფი-ფსიქოტროპული მედიკამენტები. IIჯგუფი-რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები (არაფსიქოტროპული). III-ჯგუფი-რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები. რეკლასიფიკაციის შემდეგ რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც მანამდე გაიცემოდა ურეცეპტოდ, გადავიდა მეორე და პირველი ჯგუფის მედიკამენტების ჯგუფში, რომლებიც ხშირად ნარკოტიკული თრობის მისაღწევადაც გამოიყენებოდა. შესაძლებელი გახდა ისეთ გლობალურ პრობლემასთან ბრძოლა, როგორიცაა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა. მისი გამომწვევი მიზეზი სწორედ ექიმის კონსულტაციის გარეშე, ანტბიოტიკების თვითნებურად მიღებაა. სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვის გაუმჯობესება მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში აშენდა და აღიჭურვა 82 სოფლის ამბულატორია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საზღვრისპირა რეგიონებში დაიწყო მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში, რომელიც გათვლილია 220 საწოლზე და უზრუნველყოფილ იქნება ყველა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურით. შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე, სოფელ ტყვიავში, მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა/მოწყობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განსაახლებლად, სამინისტრომ უზრუნველყო 180 ახალი, მაღალი/საშუალო გამავლობის სასწრაფო სამედიცინო ავტომობილის შეძენა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს რიგ მაღალმთიან რაიონებში (სულ, 9 რაიონი) განხორციელდა სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში არსებული სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების შენარჩუნებასა და შეუფერხებელ მიწოდებას. ადამიანური რესურსების განვითარება დიპლომისშემდგომი/სარეზიდენტო განათლება დაუფინანსდათ იმ რომელთა საოკუპაციო ძალების საქართველოს ოჯახებმაც რუსეთის მიერ მაძიებლებს/რეზიდენტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად მიიღეს ქონებრივი ზიანი. დამტკიცდა „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომისშემდგომი/სარეზიდენტო მზადების დაფინანსებას მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. პროგრამის მიზანია, აღნიშნულ რეგიონებში სამედიცინო სერვისის მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება (მზადებას უკვე გადის 25 რეზიდენტი). 67 სამედიცინო პერსონალის მიერ დაავადებათა მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მომზადდა 133 პროტოკოლი. ასევე, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამედიცინო ასოციაციების მიერ წარმოდგენილი პროტოკოლებისა და გაიდლაინების განხილვა- დამტკიცების პროცესი. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის გაზრდილმა სახელმწიფო დაფინანსებამ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე გამარტივებულმა წვდომამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედათა და ბავშვთა სიკვდილობის რიცხვის შემცირებაში. საქართველომ უკვე შეძლო ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზნის მიღწევა, რადგან 2013 წელს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 10.5, ხოლო ხუთ წლამადე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 12.0-ს შეადგენდა 1000 ცოცხალშობილზე. 2014 წლის აპრილში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის გაეროს სააგენტოთაშორისი მისიის (IGME) შეფასების საფუძველზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა სიკვდილიანობის ანგარიშში წელს პირველად იქნა გამოყენებული საქართველოს რუტინული სტატისკური მონაცემები და საქართველო ამ მხრივ პირველი ქვეყნაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. განხორციელდა რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის კვლევა RAMOS-2014 (Reproductive Age Mortality Study). შესწავლილ იქნა რეპროდუქციული ასაკის ქალთა 2012 წელს გარდაცვალების შემთხვევები. კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წლიდან 2012 წლამდე დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა 44.4 შემთხვევიდან 26.7 შემთხვევამდე ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე, რაც ნიშნავს დედათა სიკვდილიანობის 40%-ით შემცირებას. 2014 წლის ივნისიდან ყველა ორსული უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის შემთხვევაში რკინის პრეპარატით. მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, რაც გულისხმობს პერინატალური სერვისების შეფასებას, ეფექტური პერინატალური სერვისების პრაქტიკის ხელშეწყობას, სერვისების რეგიონალიზაციის (დონეებად დაყოფა) გეგმის შემუშავებას, რომლის დანერგვაც ხელს შეუწყობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომ გაუმჯობესებას. 2014 წლის 1 ნოემბრიდან, პნევმოკოკური ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით, დაინერგა ახალი პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2014 წლის 1 იანვრიდან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების დროს გასაცემი თანხის ოდენობა 400 ლარით გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის მიზეზით შვებულება კი, 253 დღით, 477-დან 730 კალენდარულ დღემდე, გაიზარდა. მათგან, 126-ის ნაცვლად ანაზღაურება 183 დღეზე გაიცემა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში, თანხას ქალი 140 დღის ნაცვლად 200 კალენდარულ დღეზე მიიღებს. ბიოუსაფრთხოება 2014 წელს საქართველო სხვა 44 ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამის (Global Health Security Agenda) ახალ ინიციატივაში. გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამის 11 სამოქმედო პაკეტიდან, საქართველო ლიდერია 68 რეალურ დროში ბიოზედამხედველობის პაკეტის, ხოლო მხარდამჭერი - ლაბორატორიული ზედამხედველობისა და ზოონოზური ინფექციების პაკეტებისა. საქართველო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე, რომელიც დაფუძნებულია „ერთიანი ჯანმრთელობის“ (One Health) პრინციპზე და აერთიანებს დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემას, ლაბორატორიული ინფორმაციის მართვის სისტემას და ქვეყანაში უკვე დანერგილ ელექტრონული ჯანდაცვის სისტემას (e-Health). ლუგარის ცენტრის ბაზაზე აღმოჩენილ იქნა ორთოპოქსვირუსის ახალი, მანამდე უცნობი სახეობა, საქართველოში პირველად იქნა დიაგნოსტირებული პარაპოქსვირუსული ინფექცია ადამიანებში, საფუძველი ჩაეყარა ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR-ის) ეროვნულ ქსელს, ხოლო ცენტრის რეფერალური ლაბორატორია გაწევრიანდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე ეპიდზედამხედველობის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქსელში (CAESAR). შრომის დაცვა შრომის ინსპექტირების სისტემის უწყებრივი გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 მარტის №81 დადგენილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტდა ,,შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში მომზადებული კადრებით და ამზადებს სრულ პროექტს ინსპექტირების სრულყოფილი მექანიზმის დანერგვისათვის. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა იზრუნოს კომპანიებში შრომის პირობების გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოს პირობების მონიტორინგის დამსაქმებლისა და დასაქმებულების უსაფრთხო გარემოზე ამ ეტაპზე დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს ,,შრომის სახელმწიფო პროგრამის’’ განხორციელებას და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაბამის მექანიზმებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კონკურსის გზით შეირჩა და დასაქმდა 25 მონიტორი. ჩამოყალიბდა მონიტორთა სარეზერვო სია 25 კანდიდატით. მიმდინარე წლის 13-17 ივლისს განხორციელდა მონიტორთა გადამზადება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა მიერ. მონიტორინგის შედეგად მომზადებული ანგარიშების, შევსებულ კითხვარებსა და მომზადებულ რეკომენდაციებს თავს უყრის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი. 2013 წლიდან შეიქმნა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალი www.worknet.gov.ge. აღნიშნული ინტერნეტ–პორტალი, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს, სამუშაოს მაძიებლებს აკავშირებს დამსაქმებლებთან და საშუალებას აძლევს ამა თუ იმ კომპანიაში არსებული ვაკანისიების შესახებ დროულად მიიღოს ინფრომაცია. ონტერნეტ-პორტალის შექმნის მიზანი იყო უმუშევრობის დონის შემცირებაზე, შრომის ბაზრის მოთხოვნების გამოვლენაზე, სამუშაო ძალის სტრუქტურისა და უნარჩვევების გაანალიზებასა და მოძიებაზე ზრუნვა. ის ასევე, ემასხურება შრომის ბაზარზე მიმდინარე ძირითადი ტენდენციების გამოვლენას. www.worknet.gov.ge მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განათავსონ ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების შესახებ, ასევე მოიძიონ ვაკანსია, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამებშიც, რომელთა სწავლასაც ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს 69 საქართველოს სოლიდარობის ფონდი სოლიდარობის ფონდი 2014 წელს შეიქმნა საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით და პირველ ეტაპზე სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებს უწევს დახმარებას. დაფუძნებიდან დღემდე ფონდს 46 000-ზე მეტი საჯარო მოხელე, 21 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია შემუერთდა. 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, 3.7 მლნ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული. შეგროვილი თანხის მეშვეობით ფონდმა დაამტკიცა სიმსივნით დაავადებული 143 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის 69 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 67 შემთხვევაში როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. 6.3 განათლება და მეცნიერება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფომ შეიმუშავა და დააფინანსა სპეციალური პროგრამები, რის შედეგადაც გაუმჯობესდა სასწავლო პროცესზე დასწრება, საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა, აკადემიური მოსწრება და შეიქმნა მყარი ნიადაგი სისტემის შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის. მსოფლიო ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, მხოლოდ ზოგად განათლებაზე ოჯახის წლიური დანახარჯი 60% -ით შემცირდა. სასკოლო სახელმძღვანელოებით მოსწავლეების უზრუნველყოფის პროგრამამ გადაჭრა მოსწავლეების სასწავლო რესურსებთან წვდომის პრობლემა. 2013 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს და კერძო სკოლის გარკვეულ კონტიგენტს 39,6 მლნ ლარის ღირებულების 1 მილიონამდე სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების სრული კომპლექტი უსასყიდლოდ გადაეცათ. 2015-2016 სასწავლო წელსაც 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით. 2013 წლიდან სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სასკოლო ავტობუსების მომსახურების ნიადაგზე. პროგრამის განხორციელების შედეგად სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა. 2015 წლისათვის უკვე 1150 საჯარო სკოლაა ჩართული „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში და ამ სერვისით 60 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს. აღნიშნულ პროგრამაზე 3 წლის განმავლობაში დაიხარჯა 37,5 მლ ლარი. ყოველწლიურად საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს და იმ მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემათ. 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპიუტერების ტექნიკური მაჩვენებლები აღიჭურვა, ახალი ელექტრონული რესურსებით და საგანმანათლებლო პროგრამებით. 2015-2016 სასწავლო წელს 42 000 -მდე პირველკლასელი მიიღებს გაუმჯობესებული მახასიათებლის მქონე ახალი თაობის კომპიუტერს. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა 2013 წელს მდგომარეობა საქართველოს მთავრობამ და მიიღო გაითვალისწინა გადაწყვეტილება სახელმწიფო ქვეყანაში შექმნილი სოციალური სასწავლებლებში პროფესიული 70 განათლების სრულად დაფინანსების შესახებ. 2013-2014 წლებში სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლა 18 000-მდე სტუდენტმა, ხოლო 2015 წელს უკვე სარგებლობს 3000-ზე მეტი სტუდენტი. საშემოდგომოდ ნავარაუდევია 8000-მდე სტუდენტის მიღება. მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება. 2013 წელთან შედარებით 2015 წელს ბიუჯეტი გასამმაგდა (2013 წლის ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 11,9 მლნ ლარი, 2015 წელს კი პროფესიული განათლების განვითარებისთვის გამოყოფილია 39 მლნ. ლარამდე. უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაიცემა სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები (ყოველწლიურად იხარჯება დაახლოებით 11 200 000 ლარი). მოქმედებს სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა სტუდენტებისთვის. წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა, 2.6-ჯერ გაიზარდა დახარჯული თანხების მოცულობა (2012 წ. - 1 750 000 ლარი, 2015 წ. - 4 500 000 ლარი). მოქმედებს სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო საგრანტო დაფინანსება სოციალური პროგრამების ფარგლებში. წინა წლებთან შედარებით გასამმაგდება სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა. ამ მიმართულებით დახარჯული თანხები 3,5 ჯერ გაიზარდა (2012 წ. – 1 118 000 ლარი, 2015 წ. - 3 900 000 ლარი). 2013 წლიდან სახელმწიფო სრულად აფინანსებს 21 პრიორიტეტულ საბაკალავრო პროგრამას სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რისთვისაც 2015 წელს გამოყოფილია 12 723 750 ლარი. წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა და დახარჯული თანხები. შედეგად, სახელმწიფოს დაფინანსებას იღებს მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობის 50% ზე მეტი. განათლების ყველა დონეზე, სისტემის დახვეწისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე პროცესები ზოგადი განათლება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად და სწავლასწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა ეროვნული სასწავლო გეგმის სრული რევიზია. დასრულებულია დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტების და საგნობრივი პროგრამების გადამუშავება, გრძელდება მუშაობა საბაზო და საშუალო საფეხურების სტანდარტებზე. რევიზირებული სასწავლო გეგმის მიხედვით 2015 წელს (სექტემბერ-ოქტომბერი) გამოცხადდება სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი და დაიწყება მუშაობა ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის სახელმწიფომ დაიწყო მასწავლებელზე ზრუნვა, ხორციელდება სიღრმისეული რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი კადრების მომზადებას, არსებული მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, შეფასების ქმედითი მექანიზმების დანერგვასა სამუშაოები, რომელიც და მასწავლებლის ითვალისწინებდა შესაბამის ანაზღაურებას. მოსამზადებელი საკანონდებლო ცვლილებების განხორციელებას, შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებას, დეტალური ინსტრუქციების მომზადებას, 71 სისტემის ასამოქმედებლად ელექტრონული პლატფორმის შექმნას, შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებას და ექსპერტიზას, ასევე სხვა მრავალ ინტერვენციას, დღეისათვის დასრულებულია. 2015 წლის 14 სექტემბრიდან სამინისტრო იწყებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სისტემის დანერგვას და დანერგვის მონიტორინგს. ეს არის ერთიანი უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა, რომელიც მოიცავს მასწავლებლების საუნივერსიტეტო მომზადების ახალ პროგრამებს, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის წესს, მასწავლებლის შეფასებაზე დაფუძნებულ პროფესიულ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ვაუჩერულ დაფინანსებაში შევიდა რიგი ცვლილებებისა, რამაც უზრუნველყო მასწავლებლის საბაზო ხელფასის ზრდა 70 ლარით, მასწავლებლის ანაზღაურება დღეისათვის მაინც რჩება ქვეყნის გამოწვევად. სწორედ ამ მიზნით, ახალი, ოთხდონიანი სქემის ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბრიდან მასწავლებლის ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა განხორციელდება სამ ეტაპად; საბაზო ხელფასი 2015-2016 სასწავლო წელს გაიზრდება 34 %-ით. მნიშვნელოვანი ზრდა იქნება კარიერულ საფეხურების შესაბამისადაც, რაც საბოლოო ჯამში 2017 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასს გაუთანაბრებს საქართველოში არსებულ საშუალო ანაზღაურებას. განათლების ხარისხის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლამდელი განათლების განვითარება. სამინისტროს მიერ 2015 წელს შემუშავდა ადრეული და სკოლამდელი განათლების სტრატეგია, სკოლამდელი განათლების პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ენობრივ, სოციალურ და ემოციურ მზაობას სასკოლო განათლებისთვის. დამტკიცდა სასკოლო მზაობის პროგრამის სახელმწიფო სტანდარტი, შეიქმნა შესაბამისი აქტივობების კრებული და გზამკვლევი, ასევე აღმზრდელ-მასწავლებლებლების 25 საათიანი ტრენინგ- მოდული. სექტემბერში იწყება სკოლამდელი განათლების პედაგოგ -აღმზრდელთა მომზადება სასკოლო მზაობის პროგრამისათვის. სკოლების გაძლიერების მიზნით, დაფინანსების სისტემაში განვახორციელეთ ცვლილებები და გავზარდეთ საჯარო სკოლების დაფინანსება გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული საჭიროებების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობის და სკოლის განვითარებისა და მოვლა-პატრონობისთვის აუცილებელი კომპონენტების მიხედვით. 2012 წელთან შედარებით სკოლის დაფინანსება 40% გაიზარდა, რამაც სკოლებს განვითარებაზე ზრუნვის შესაძლებლობა მისცა. 2013 წლიდან დაიწყო პროგრამების განხორციელება უსაფრთხო, ეფექტური და მზრუნველი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად და მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. წარმატებით მიმდინარეობს სკოლის ექიმის ინსტიტუტის განვითარება. 2015 წელს 165 სკოლაში გაიხსნა ექიმის კაბინეტი და დღეისათვის უკვე 288 სკოლა სარგებლობს სკოლის ექიმის სერვისით. ამ მომსახურებაზე ყოველწლიურად 600 000 ლარზე მეტი იხარჯება. მომავალი წლიდან პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა გაორმაგდება. 2015-2016 სასწავლო წლისათვის, სკოლების მოთხოვნიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მუშაობას იწყებს არაქართულენოვან სკოლებშიც, რისთვისაც გადამზადნენ ადგილობრივი კადრები. მოსწავლეების ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრები თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლებიც სკოლებს ფსიქოლოგის მომსახურებას უწევენ. აღნიშნულ სერვისზე მზარდი მოთხოვნის გამო ფსიქოლოგიური ცენტრების საქმიანობის გაფართოება დაიგეგმა და 2015 წელს დამატებით კიდევ ორი ცენტრი გაიხსნა თელავსა და გორში. სასწავლო წლის ბოლომდე მათ რუსთავის ცენტრიც დაემატება. 72 აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს მიერ 2015 წელს დაიწყო საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მომდევნო ოთხი წლის მანძილზე დაგეგმილია 100-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში. პროექტის სრული ბიუჯეტია 54 მლნ აშშ დოლარი. პირველი ეტაპისათვის შერჩეულია 30 საჯარო სკოლა, მათ შორის 17 მათგანში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 2015 წლის ბოლომდე იგეგმება. 2013 წლიდან სკოლის კურსდამთავრებულების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და პროფესიის არჩევაში ორიენტირების ხელშეწყობის მიზნით მე-9 კლასებში ამოქმედდა და წარმატებით მიმდინარეობს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. წელს პროგრამა ფართოვდება და მას მე-11 კლასის კურსიც დაემატება. პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა 2015-2016 სასწავლო წელს 500-დან 1300მდე გაიზრდება. 2015 წელს გადაიჭრა მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემა, რომელიც კლასკომპლექტებს უკავშირდება. შესაბამისი დაფინანსების გამოყოფითა და კლასში მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის 10-მდე შემცირების შედეგად, მაქსიმალურად გაიშლება კლასკომპლექტები; მოსწავლეების ინტერესების დაცვის მიზნით კლასკომპლექტით იმუშავებს მხოლოდ ის სკოლები, სადაც ამისი გადაუდებელი საჭიროება იქნება. პროფესიული განათლება საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2013 წელს შემუშავდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროფესიული განათლების რეფორმის გრძელვადიანი სტრატეგია 2013-2020, რომლის მიზანია ქვეყანაში სიღარიბის შემცირება, თანასწორობასა და ინკლუზიურობაზე დამყარებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება, ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის. აღნიშნულ სტრატეგიას ეყრდნობა ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამა „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“, რომლის მიზანიც არის პროფესიული განათლებისა და დასაქმების სისტემის ხარისხის გაუმჯობესება. პროგრამა ითვალისწინებს საბიუჯეტო (20 მილიონი ევრო) და ტექნიკურ დახმარებას (7 მილიონი ევრო). 2015 წელს საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებისთვის ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტში უკვე გადმოირიცხა 7 მლნ ევრო (2014 წელს 3 მლნ ევრო, 2015 წელს კი წლიური სრული ტრანში 4 მლნ ევროს ოდენობით). 2013 წელს, ევროკავშირის საგანმანათლებლო დაფუძნებული, პროგრამების მოდულური ტექნიკური მხარდაჭერით რეფორმის ხედვა, საგანმანათლებლო ჩამოყალიბდა პროფესიული რომელიც მოქნილი, კომპეტენციებზე პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს. შედეგად, დამსაქმებელთა მონაწილეობით 2013-2014 წლებში გადაიხედა 150-ზე მეტი პროფესიული სტანდარტი და გადამზადებული სპეციალისტების მიერ 2014 წელს მომზადდა 62 მოდულური ჩარჩო პროგრამა; 2015 წელს გადაიხედა 75 პროფესიული სტანდარტი და შემუშავდა 75 მოდულური ჩარჩო პროგრამა. 2015 წლის ივლისში განხორციელებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, დარგობრივი საბჭოების მიერ სტანდარტებისა და პროგრამების ვალიდაციის შედეგად, დამტკიცდა 54 პროგრამა; 2015 წელს შემოდგომიდან სისტემაში დაინერგება 45-ზე მეტი მოდულური პროგრამა, რაც ნიშნავს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და შრომის ბაზარსა და პროფესიულ განათლებას 73 შორის კავშირის გაძლიერების უზრუნველყოფას. 2017 წლიდან სისტემა მთლიანად გადავა მოდულურ სწავლებაზე. პროფესიული განათლების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მეწარმეობის სწავლება სტუდენტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით. საკუთარი ბიზნესის წამოწყება შესაბამის ცოდნას მოითხოვს, რისი მიწოდებაც პროფესიულმა განათლებამ უნდა უზრუნველყოს. 2014 წელს, მოდულური პროგრამის შემუშავების ფარგლებში, განხორციელდა მეწარმეობის სწავლების მიდგომის ანალიზი და განახლება. მომზადდა მეწარმეობის მოდული, რომელიც ყველა მოდულური პროგრამის სავალდებულო ნაწილს წარმოადგენს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაიწყო 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო კონკურსის განხორციელება, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი ან უკვე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება საინჟინრო, ტექნოლოგიურ, სასოფლო–სამეურნეო და ტურიზმის მიმართულებით. პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2013-2014 წლებში აღიჭურვა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პროფესიულ სასწავლებელს რაზეც დაიხარჯა დაახლოებით 10.8 მლნ ლარამდე. მათ შორის დაფუძნდა 2 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, (წინამძღვრიშვილის წინამძღვრიანთკარი) და თბილისის სახელობის საზოგადოებრივი ხელოვნების კოლეჯი) კოლეჯი ამჟამად (მცხეთა, სოფ. მიმდინარეობს მათი რეაბილიტაცია. 2015 წელს პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის გამოყოფილია 14 მლნ ლარი. მიმდინარე წელს უკვე დასრულდა 2 პროფესიული სასწავლებლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; 18 პროფესიულ სასწავლებელში (15 პროფესიული სასწავლებელი და მათი ფილიალები, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული პროფესიული განათლების სტრუქტურულ ერთეულები) მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო და აღჭურვითი სამუშაოები; დაიწყო დამატებით 2 ფილიალის რეაბილიტაცია, გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 2 ფილიალის გახსნაზე ორ სხვადასხვა რეგიონში. მიმდინარე წელს ასევე დაფუძნდა ახალი სასწავლებელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ - ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს, მოამარაგებს მაღალკვალიფიციური კადრებით. პროფესიულ განათლებაში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფის და დამატებითი სასწავლებლების განვითარების მიზნით დამატებით მუშავდება საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი. გაფორმებულია შეთანხმება ბიფი ექსფლორეიშენთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო ცენტრის განვითარების თაობაზე. ბიფის ფინანსური თანამონაწილეობით, რომელიც დაახლოებით 1 მლნ ლარამდეა, სამშენებლო ცენტრი, საერთაშორისო დონის პარტნიორთან ერთად შეიმუშავებს პროგრამებს და სექტორისთვის მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს (შემდუღებლებს, ელექტრიკოსებს, მეიარაღეებს, მექანიკოსებს). 2014 წლიდან დაიწყო მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა პროფესიული მომზადების პროგრამები, რომელთა გავლის შედეგად პროფესიული უნარ-ჩვევები შეიძინა 150–მდე ბენეფიციარმა. აღნიშნული მიმართულებით პროგრამები 2015 წელსაც გრძელდება; წლის პირველი ნახევრისთვის მათმა რიცხვმა აღმოსაფხვრელად რაც ხელს 330 გადააჭარბა. მიმდინარეობს მუშაობა იმ ბარიერების უშლის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს მიიღონ პროფესიული განათლება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის 2015 წლიდან დაიწყო 74 მოსამზადებელი სამუშაოები, რის შედეგადაც 2016 წლიდან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის მოსამზადებელი კურსებიც. მეცნიერების განვითარების, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების და ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები: 2013-2014 წლებში დაიწო სისტემის სიღრმისეული შესწავლა. დამოუკიდებელი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ შესწავლილ იქნა ქვეყანაში მეცნიერების მდგომარეობაც, რაზე დაყრდნობითაც შემუშავდა სტრატეგია და სახელმწიფომ დაიწყო მიზანმიმართული მუშაობა ქვეყანაში მეცნიერების აღდგენა/განვითარებისათვის. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით გადაიხედა დაფინანსების მოცულობა და წესი. შედეგად 2015 წელს მხოლოდ კვლევითი ინსტიტუტების პროგრამულმა დაფინანსებამ შეადგინა 20,9 მლნ ლარი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია წინა წლების დაფინანსებასთან შედარებით. მათ შორის მეცნიერ თანამშრომელთა ხელფასი საშუალოდ 2.5 ჯერ გაიზარდა. მეცნიერებაზე დანახარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. 2014 წელს ჩატარებული კონკურსების შედეგად, 2015 წელს დაფინანსდა 106 სამეცნიეროკვლევითი პროექტი ფუნდამენტური და 35 - გამოყენებითი მეცნიერებების (ინოვაციურტექნოლოგიური) მიმართულებით. ფუნდამენტური კვლევების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 5,1 მლნ ლარი, გამოყენებითი მეცნიერებების (ინოვაციურ-ტექნოლოგიური) მიმართულებით კი 2,9 მლნ ლარი. წინა წლებთან შედარებით დაფინანსებული პროექტების რაოდენობა გაიზარდა შესაბამისად 23 და 10 პროცენტით. ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლიდან პირველად ამოქმედდა და დღემდე მიმდინარეობს დოქტორანტების დაფინანსების პროგრამა, რომლითაც ისარგებლა 222 დოქტორანტმა, დაიხარჯა დაახლოებით 3 მლნ ლარი. 2015 წლის ბოლომდე ჩატარდება მორიგი საგრანტო კონკურსი. ამას გარდა, ფონდი ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა და სამაგისტრო პროგრამებში სტუდენტთა კვლევითი, ინდივიდუალური სამოგზაურო და საკონფერენციო გრანტების, ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სტაჟირების, სეზონური სკოლების პროგრამებს. მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკების განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბიბლიოთეკო ფონდების, როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული რესურსების განახლება და სრულყოფა. მოქმედებს აგრეთვე სამეცნიერო აპარატურის საგრანტო პროგრამები. ამოქმედდა სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში 2013-2014 წლებში გაფორმდა დაახლოებით 13.6 მლნ ლარის მრავალწლიანი ხელშეკრულებები 7 სახელმწიფო უნივერსიტეტთან, 2015 წელს კი 6 სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფინანსდა 14,3 მლნ ლარის ღირებულების მრავალწლიანი ხელშეკრულებებით. ქვეყანაში მეცნიერების განვითარებისა და სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერების მიზნით მომზადდა საქართველოს კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში კანონმდებლობით პირველად დაიწყება ამა წლის სექტემბერში. საქართველოს დარეგულირდება უნივერსიტეტებში არსებული სამეცნიერო- კვლევითი ერთეულების სამართლებრივი სტატუსი, მათი როლი მართვის ორგანოებში, სამეცნიერო პერსონალის სტატუსი და ჩართულობა საგანმანათლებლო საქმიანობაში, საბაკალავრო, სამაგისტრო 75 და სადოქტორო სწავლების პროცესში, მეცნიერთა ატესტაციის პროცედურა და სხვა. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების უმაღლესი განათლების განათლებაში, კვლევითი ხარისხის გაზრდას, დაწესებულებების მეცნიერთა ჩართულობას პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას და მის შემდგომ განვითარებას, ცოდნის დაგროვებასა და დაგროვილი ცოდნის გადაცემას. განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გადადის შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სისტემაზე, რისთვისაც შეიცვლება ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტები. ხარისხის გარე უზრუნველყოფის განახლებული სისტემა გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივ ანალიზს დარგობრივი მახასიათებლების საფუძველზე და უცხოელი ექსპერტების ჩართულობას შეფასების პროცესში. განათლების ხარისხის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის - ENQA-ს აფილირებული წევრი, ხოლო გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ავტომატიზაციის პროექტი - “განათლების ხარისხი და ელექტრონული მართვის პროექტი”. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამები და საკანონმდებლო ინიციატივები. კანონმდებლობით განისაზღვრება უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო უმაღლეს პროგრამების აკადემიური ხარისხის საგანმანათლებლო განხორციელების მინიჭების შესაძლებლობა, და დაწესებულებებთან ერთობლივი, ერთობლივი ორმაგი/მრავლობითი რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უმაღლესი განათლების მიმართ ნდობის ამაღლებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას. ათასწლეულის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში 2015 წლის სექტემბრიდან სან დიეგოს უნივერსიტეტი იწყებს საქართველოში ოპერირებას სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ამერიკულ პროგრამებზე სტუდენტთა პირველი ნაკადი სექტემბრიდან დაიწყებს სწავლას. პირველად საქართველოში გაიცემა როგორც ქართული, ისე ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომები. 2015 წელს გაძლიერდა ან დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN, DUBNA, JUILICH CENTER, CNR, CNRS, STCU, ISTC, CRDF-Global, ELSEVIER BV. დასრულდა მოლაპარაკებები, რომ მოხდეს ორი ქართული სამეცნიერო ჟურნალის ინტეგრირება საერთაშორისოდ აღიარებულ ელექტრონული ჟურნალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომცემლის ELSEVIER BV - ის ბაზაზე (ესენია თსუ-ს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული რეფერირებადი ჟურნალები). 2015 წლის 17 სექტემბერს ხელი მოეწერება შესაბამის ხელშეკრულებას. 2015 წლის შემოდგომაზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ევროკომისიის პროგრამა Horizon2020თან ასოცირებული წევრის სტატუსით თანამშრომლობის შესახებ (აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 2014-2020 წლებში მოიცავს 80 მილიარდ ევროს). სრულფასოვანი ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა 2013 წლის ზაფხულიდან ინტენსიურად დაიწყო ინკლუზიური განათლების განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ასობით მოსწავლის შეფასების, სპეციალური მასწავლებლების მომზადებისა და დაფინანსების პროგრამები. 2015 წლის მდგომარეობით სკოლაში დასაქმებულია 966 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, 76 რომელიც 9000-მდე სსსმ მოსწავლეს ემსახურება. მხოლოდ 2015 წლისათვის იდენტიფიცირებულია 4743 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, 35 საჯარო სკოლაში მოეწყო ადაპტირებული გარემო და სასწავლო დაწესებულებები ადაპტირებული სანიტარული კვანძებით; ხუთ საჯარო აღიჭურვა სკოლაში პანდუსებითა დაწყებითი და საფეხურის მოსწავლეებისათვის გაიხსნა აუტისტური სპექტრის მქონე (4) და სენსორული (სმენა) დარღვევების მქონე (1) ინტეგრირებული კლასები. დაგეგმილია კიდევ 3 საჯარო სკოლაში ინტეგრირებული კლასის გახსნა; გადამზადდა 127 სპეციალური მასწავლებელი. მხედველობის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის იბეჭდება სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით. სმენის პრობლემების მქონეებისთვის კი მომზადდა ადაპტირებული სახელმძღვანელოები. 2014 -2015 წლებში, 9 პროფესიულ სასწავლებელში (ფილიალების ჩათვლით) განხორციელდა სრული რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს შშმ და სსსმ პირთა საჭიროებებს, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასრულდა. წელს დაიწყო 1 საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მესტიაში. მოხდა ყველა სახელმწიფო კოლეჯის აღჭურვა სასწავლო-საოფისე ავეჯით, კომპიუტერული ტექნიკით და სხვა ინვენტარით. 2015 წელს აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 3 რეგიონში დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეცხოველეობის ფერმების მშენებლობა. 2013 წლიდან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართული შშმ და სსსმ სტუდენტებისთვის მუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. 2015 წელს ნორვეგიელების დახმარებით შემუშავდა უნივერსალური დიზაინის პროექტები და დაიწყო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 საჯარო პროფესიულ ინკლუზიური პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სასწავლებელში განათლების საჭიროებისამებრ სპეციალისტი. უსინათლო მუშაობს ყველა სპეცმასწავლებელი სტუდენტებისათვის და განხორციელდა სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიების შექმნა (სპეციალური წამკითხავი ხმოვანი პროგრამის საშუალებით); 2013 წლიდან დაიწყო ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადაპტირება მთავრობის N41 დადგენილების მოთხოვნის შესაბამისად. შედეგად, 2013-2014 წლებში სისტემაში შემოვიდა 150-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ხოლო 2015 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩაირიცხა 50-მდე სტუდენტი, რომლებიც პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ეუფლებიან. საშემოდგომო მიღებისათვის მოსალოდნელია დამატებით 100-მდე შშმ და სსსმ სტუდენტის მიღება. სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა მასშტაბური პროექტები: ახალი სკოლების მშენებლობა:        2013-2015 წლებში დასრულდა 10 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა ჯამური თანხით 13,6 მლნ ლარი; მიმდინარეობს 8 საჯარო სკოლის მშენებლობა ჯამური თანხით 18,9 მლნ ლარი; მიმდინარეობს 20 ახალი სკოლის შენობის პროექტირება მათგან 6 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება 2015 წელს; სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვა: 2015 წლისათვის განხორციელდა და დასრულდა 10 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ჯამური თანხით 4,2 მლნ ლარი; 2013-2015 წელს განხორციელდა 1443 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჯამური თანხით 90,2 მლნ ლარი; 2013-2015 წელს 223 საჯარო სკოლაში მოეწყო სამედიცინო კაბინეტი ჯამური თანხით 1,3 მლნ ლარი; 77   2013-2015 წელს რეაბილიტირდა 52 სპორტული დარბაზი; 11 სპორტული მოედანი ჯამური თანხით 4,2 მლნ ლარი; 2015 წელს 402 საჯარო სკოლაში ჩატარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჯამური თანხით 29 მლნ ლარი; 2014 წელს საჯარო სკოლებს გადაეცა 103 169 მერხი და 5000 ცალი დაფა;  2013-14 წლებში აღიჭურვა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პროფესიულ სასწავლებელს  ჯამური თანხით10,9 მლნ ლარამდე;  2015 წელს განხორციელდა 3 მასწავლებლის სახლის პროექტირება.  პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაცია და აღჭურვა  2013-2014 წლებში აღიჭურვა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პროფესიულ სასწავლებელს რაზეც დაიხარჯა 10,8 მლნ ლარი.  2015 წელს დასრულდა 2 პროფესიული სასწავლებლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; 18 პროფესიულ სასწავლებელში (15 პროფესიული სასწავლებელი და მათი ფილიალები, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული პროფესიული განათლების სტრუქტურულ ერთეულები) მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო და აღჭურვითი სამუშაოები; დაიწყო დამატებით 2 ფილიალის რეაბილიტაცია, გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 2 ფილიალის გახსნაზე ორ სხვადასხვა რეგიონში; ჯამური ბიუჯეტი 14 მლნ ლარი;  უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება  2013-2014 წლებში 7 სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხელშეკრულებები სამეცნიერო-კვლევითი და ახალი გაფორმდა სასწავლო მრავალწლიანი ინფრასტრუქტურის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების (2), ბიბლიოთეკის მოწყობის მიზნით, ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით13.6 მლნ ლარი  2015 წელს კი უნივერსიტეტთან გაფორმდა მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი და ხელშეკრულებები სასწავლო 6 სახელმწიფო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და აღჭურვითი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 14.3 მლნ ლარამდე. განათლების საერთაშორისო ცენტრი განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებაში, საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების გზით. ამ ეტაპზე ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: 1. საერთაშიროსო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014- სასწავლო წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა, ხოლო 2015 წელს კი 115 ბენეფიციარი ჰყავს. სულ მალე მათი ნაწილი - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ. კურსდამთავრებულთა ყველაზე წარმატებულ ნაწილს სახელმწიფო დასაქმებაში შეუწყობს ხელს. 78 6.4 კულტურა სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისაკენ. არსებითი ღონისძიებები ტარდება კულტურის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მიზნით. მიღებულ იქნა კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომლის თანახმადაც განმტკიცდა სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი და დადგინდა არასახელმწიფო ენების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები. მუშავდება „კულტურული მემკვიდრეობის კოდექსი“, რომლითაც გაერთიანდება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი ყველა საკანონმდებლო აქტი. ქვეყნის დეცენტრალიზაციის პროცესიდან გამომდინარე და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ სრული ჰარმონიზაციის მიზნით შემუშავდა კულტურის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების პაკეტი. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა ევროკავშირთან სხვადასხვა ინსტრუმენტის ფარგლებში. საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe“ („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა, რაც კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და ინსტიტუციებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს და ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას საერთო ევროპულ კულტურულ პროცესებში. საქართველო მონაწილეობს ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროგრამაში „თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიული ქალაქებისათვის“ (COMUS); ევროკავშირი აქტიურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს, რათა შემუშავდეს ქვეყნის კულტურის განვითარების გრძელვადიანი ჩარჩო დოკუმენტი. 2014-15 წლებში დაიწყო კომპლექსური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასშტაბური სარეაბილიტაციო, საკონსერვაციო პროექტები (20 ძეგლი) კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება მსოფლიო და ეროვნული მნიშვნელობის მემკვიდრეობის ისეთ ძეგლებზე, როგორებიცაა გელათის სამონასტრო კომპლექსი, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტორული კომპლექსი, სოფ. მუცო, სოფ. ჩაჟაში და სოფ. დართლო; პროცესში ჩართულები არიან როგორც სახელმწიფო უწყებები და წამყვანი სპეციალისტები, ასევე, საერთაშორისო დარგობრივი და საფინანსო ინსტიტუციები. უნიკალური ძეგლების გადასარჩენად მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემების დანერგვა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით: ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ტერიტორიაზე ულტრა თანამედროვე სარადარო სისტემა ამუშავდა; ზემგრძნობიარე რადარი 2 მმ-ის სიზუსტით აფიქსირებს ვარძიის ნებისმიერი სახის დეფორმაციას, ბზარების დინამიკას, შიდა მოძრაობასა და კლდოვან მასათა გადაადგილებას. 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო ზუგდიდის დადიანების სასახლის კომპლექსის ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული - ნიკოს სასახლის რეაბილიტაცია „გრაკლიანის გორის“ კომპლექსის მრავალფენიანი არქეოლოგიური უნიკალური ძეგლის და გამოვლენილი ნამოსახლარის კონსერვაცია - სადაც, მუშაობის პროცესში აღმოჩენილი იქნა, წინასწარი ვარაუდით, უძველესი დამწერლობის დღემდე უცნობი ფრაგმენტი. მნიშნელოვანია 2015 წელს საქართველომ UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტში წარადგინა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - "ქართული ანბანის 79 სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა"; ამჟამად მიმდინარეობს UNESCO-ს კომიტეტის მიერ ნომინაციის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დასრულდება 2016 წლის ბოლოს. 2015 წელი UNESCO-ს მიერ გამოცხადდა აკაკი წერეთლის საიუბილეო წლად (დაბადებიდან 175, გარდაცვალებიდან 100 წელი), რომლის ფარგლებშიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება 200მდე სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიება, მათ შორის, სოფ. სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გასაუმჯობესებლად. შედეგად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე წევრი ქვეყნებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და ICOMOS-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა; კომიტეტის რეზოლუციაში აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, სტამბოლში, განიხილება საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღებისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიკაციის საკითხი, რომელსაც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრი სახელმწიფოები (21 ქვეყანა) დაუჭერენ მხარს. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლების დაცვის მიზნით, UNESCO-ს ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის N411 დადგენილების საფუძველზე, 2015 წლის 3 აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ამოქმედდა ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო საქმიანობის რეგულირება. ინტენსიურად ფართოვდება კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა საცავი - www.dataherita.ge; დღეისათვის პორტალზე განთავსებულია დოკუმენტაცია თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, კახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძეგლებზე. თბილისსა და რეგიონებში დაიწყო მასშტაბური საპროექტო და ფიზიკური სამუშაოები, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს კულტურის სფეროს ისეთი ინსტიტუციების შენობებს, როგორებიცაა საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, ვახტანგ ჭაბუკიანის სახ. თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი, მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. სრულდება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის აღჭურვა და ტექნიკური შემოწმება; თეატრის ბალანსზე რიცხული ინვენტარი გადმოტანილია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული საწყობებიდან; დასრულებულია ძირითადი საშუალებების (დეკორაციები, კოსტიუმები, რეკვიზიტი) ინვენტარიზაცია და ამჟამად მიმდინარეობს მათი რესტავრაცია. ამასთანავე, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება გახსნის საზეიმო კონცერტისათვის. განახლებული და უახლესი ტექნოლოგებით აღჭურვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა იქნება ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში. 80 6.5 სპორტი და ახალგაზრდობა 2015 წლის განმავლობაში ახალგაზრდობის სფეროში ძირითადი აქცენტები ახალგაზრდული საქმიანობის მოწესრიგებასა და არაფორმალური განათლების სახელმწიფო მხარდაჭერაზე გაკეთდა. საქართველოს მთავრობისა და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე კონკრეტული სამინისტროების აქტიური თანამშრომლობით მოხდა არაფორმალური განათლების როლისა და მისი მნიშვნელობის აღიარება ახალგაზრდების აღზრდა-განათლებაში. „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის საკვანძო კომპეტენციების შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაცია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „საკვანძო კომპეტენციების განსაზღვრისა და შერჩევის დოკუმენტი“ ასახავენ უნივერსალურ საკვანძო კომპეტენციებს, რომლებიც ახალგაზრდებს მუდმივად ცვალებად, კომპლექსურ და ურთიერთდამოკიდებულ გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებთან, მათ შორის, „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის საკვანძო კომპეტენციების შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიქმნა არაფორმალური განათლების საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო, რომელიც თემატურ მოდულებადაა დაყოფილი და მიმართულია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც აქტიურად უდგათ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებს. დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობების მოწესრიგებას, მათ დახმარებასა და გაძლიერებას, სახელმწიფოს მხრიდან მათ მხარდაჭერას საქმიანობის განხორციელების პროცესში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დასასრულს უახლოვდება „ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც აწესრიგებს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვა, არასრულწლოვანი ახალგაზრდების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან, ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების, აგრეთვე, ახალგაზრდული და ახალგაზრდობაზე მომუშავე ორგანიზაციების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის საკითხებს, მოხალისეობის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ერთიან, კოორდინირებულ განხორციელებას როგორც სამთავრობო, ასევე, არასამთავრობო სექტორში. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს“ ფარგლებში არსებული თემატური ჯგუფების მიერ შემუშავებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“, რომელიც დამტკიცებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის N553 განკარგულებით. ამავე საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებაზე და შედეგების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, შემუშავებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა (2015-2020 წ.წ.)“, რაც დამტკიცებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის N349 განკარგულებით. საქართველოს მოქმედი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობას. არსებობს არაერთი წარმატებული პროექტი და პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მსჯავრებულების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების, მაღალმთიან რეგიონებში განსახლებული ახალგაზრდების საზოგაოდებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, მათი ინიციატივებისა და საპროექტო 81 წინადადებების მხარდაჭერა-დაფინანსებას, მათ მოტივირებას სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის მიზნით. წარმატებით გრძელდება საერთაშორისო მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და ამ მხრივ, აღსანიშნავია მიმდინარე წლის 22 ივნისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, ვიშეგრადის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ახალგაზრდობის შესახებ. საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ქართველი ახალგაზრდების პოტენციალის სრულად გამოვლენას, მათთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამებისა და ინიციატივების შექმნით, რომლებსაც 2015 წლის განმავლობაში ახორციელებდა არაერთი სახელმწიფო უწყება და მათი საქვეუწყებო ერთეულები. სპორტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზნები და ამოცანები განსაზღვრულია „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტით“, რომელიც შემუშავებულ იქნა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N127 დადგენილებით შექმნილი „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ ფარგლებში არსებული თემატური ჯგუფების მიერ და დამტკიცებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის N601 განკარგულებით. სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, ევროპული გამოცდილების გაზიარების საფუძველზე შემუშავდა სპორტული ორგანიზაციების (ფედერაცია, ასოციაცია, კავშირი, კომიტეტი და სხვა) აღიარებისა და დაფინანსების და სპორტული სტატისტიკის წარმოებისა და მართვის თანამედროვე მოდელი. აღნიშნული მოდელის დანერგვა მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის“ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე შემუშავდა „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის გათვალისწინებითაც, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი2015“ის მაღალ დონეზე მასპინძლობისათვის აშენდა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების 15-მდე სპორტული ობიექტი სხადასხვა სპორტის სახეობისთვის. უშუალოდ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა „საწყლოსნო კომპლექსის“ მშენებლობა (მაღალი დონის ტრიბუნებითა და ელექტრონული მოწყობილობით, რომელშიც შესაძლებელი იქნება წყალბურთის, ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალში ხტომის ტურნირების ჩატარება) და „მრავალფუნქციური სპორტის სასახლის“ მშენებლობა, რომელშიც მოეწყო ორი დარბაზი (დიდი დარბაზი 3600 გულშემატკივარს, მცირე არენა კი 600 გულშემატკივარს იტევს), სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობების ტურნირების ორგანიზება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში (ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობაში და სხვ.). ამავე ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს სპორტული კლუბებისა და დელეგაციებისთვის განკუთვნილი მაღალი კლასის სასტუმრო. აღსანიშნავია, რომ ყველა ახლად აშენებული ობიექტი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, რაც პირველ რიგში ხელს უწყობს სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსახლეობისათვის. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სრულად შეისწავლა ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ობიექტებისა და მოედნების მდგომარეობა. სრული ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს სპეციალურ სერვერზე შექმნილ ელექტრონულ რუქაზე სპორტული ობიექტების დატანას ლოკაციისა და დეტალური ინფორმაციის მითითებით, რაც მაქსიმალურად დახვეწილი ფორმით წარმოაჩენს სრულ სურათს სპორტული ინფრასტრუქტურის გეოგრაფიისა და მდგომარეობის შესახებ. 82 სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონეში დამონტაჟდა 20-მდე გარე სავარჯიშო მოწყობილობები. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყანაში სასპორტო განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 17 ივლისს მიღებული N18-68 დადგენილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტის სფეროში ქონების გადასახადის არსებული განაკვეთი 1000-ჯერ შემცირდა. ყოფილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის N01/375 ბრძანების საფუძველზე კი ფაქტიურად ახლიდან დაფუძნდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი. უნივერსიტეტისა და კოლეჯის ბაზაზე დღეისათვის 300-მდე სტუდენტი იღებს შესაბამის განათლებას, ხოლო მიმდინარე წელს მათ რიცხვს დაახლოებით კიდევ 500-მდე სტუდენტი შეემატება, რაც ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების წინაპირობაა. სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციასთან ერთად შეიმუშავა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ პროექტი, რომელის საპილოტე მოდელშიც ჩაერთო საქართველოს ყველა რეგიონული ცენტრის, საჯარო და კერძო სკოლების 30 ათასამდე მოსწავლე და ასევე 2 ათასამდე მასწავლებელი და მშობელი. ოლიმპიადის გამარჯვებულები 2016 წელს გაემგზავრებიან სკოლების მსოფლიო ჩემპიონატებზე სპორტის სახეობების მიხედვით. სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის ფარგლებში სპორტის 45 სახეობაში დაფინანსდა 100მდე ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი, 150-მდე სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, მონაწილეობა მიღებულ იქნა 110 საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში. სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ 6 თვის მონაცემებით მოიპოვეს 495 მედალი, მათ შორის 154 ოქრო, 134 ვერცხლი და 207 ბრინჯაო. 6.6 დიასპორაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ ჩართულობას ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში, აგრეთვე კავშირების განმტკიცებას საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქმიანობენ ჩვენი თანამემამულეები; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპრატს აქვს სისტემატიური ურთიერთობა საზღვარგარეთ მოქმედ ყველა აქტიურ ორგანიზაციასთან. წარმატებით ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიებები და პირველი დიასპორულია პროფესიული ფორუმი - „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, 2015 წლის 27-29 მაისს, რომელშიც მონაწილოება მიიღო 100-ზე მეტმა უცხოეთში მცხოვრება ჩვენმა თანამემამულემ. პროფესიულმა ფორუმმა ეფექტურად წარმოაჩინა ისეთი სამუშაო პრინციპები, როგორიცაა: პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ქვეყნისადმი თანადგომის უზრუნველსაყოფად, პრობლემათა აკადემიური გააზრება, თეორიიდან პრაქტიკისაკენ მიმავალი კონკრეტული ნაბიჯების გაანალიზება, სამუშაო პროცესის განგრძობითობის უზრუნველყოფა. მთავრობა აგრძელებს ზრუნვას უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში, განსაკუთრებით კი, სასკოლო ასაკის ბავშვებში ქართული ენის ცოდნის და ქართული ცნობიერების ამაღლებაზე. უცხოეთში მოქმედი ქართული ეთნოკულტურული კომპონენტის მქონე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის გაგრძელდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგანმანათლებლო სტანდარტების გათვალისწინებით სასწავლო პროგრამების შექმნა. 83  2015 წელს თურქეთში მცხოვრები ქართველებისათვის შედგენილ იქნა ქართული ენის მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოები, რომელიც გრიფის მისანიჭებლად წარედგინა თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს. დამტკიცების შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკის სკოლებში ქართულ ენას აღნიშნული სახელმძღვანელოებით ისწავლიან;  „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებასთან“ ერთად განახორციელდა დიასპორული სტაჟირების პროექტი მასშტაბური სახით. პროექტის ფარგლებში 36-მდე სტუდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთ თვიანი პრაქტიკა გაიარა სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანიზაციებში (15 უწყებაში);  განხორციელდა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე 135 ბავშვისა და მოზარდის ანაკლიაში არსებულ „მომავლის ბანაკში“ დასვენების ორგანიზება; მთავრობა აგრძელებს, აგრეთვე, უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების, ანსამბლების, სპორტული გუნდების და უცხოეთში არსებული სხვა ტიპის დიასპორული ორგანიზაციების ტრადიციულ მხარდაჭერასა და დახმარებას.   საზღვარგარეთის 4 ქვეყნაში მოქმედ 12 ქართულ საკვირაო სკოლას გადაეცა საბავშვო ლიტერატურა, თვალსაჩინოებები და ეროვნული ატრიბუტიკა; იგეგმება 22 ქართული საკვირაო სკოლისთვის სახელმძღვანელოების და საბავშვი ლიტერატურის გაგზავნა; საზღვარგარეთ მოქმედ 2 სპორტულ გუნდს გადაეცათ სპორტული აღჭურვილობა; მთავრობა აგრძელებს ზრუნვას უცხოეთში მდებარე ობიექტების მოძიებისათვის, მოვლა-პატრონობისთვის, შემთხვევაში – საქართველოსთვის გადმოცემისთვის: ქართული ისტორიულ-კულტურული რესტავრაციისა და შესაძლებლობის საფრანგეთში მდებარე ,,ლევილის შატოს'' მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით მიღწეულია სერიოზული პროგრესი, კერძოდ, შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეასრულა საქართველოს მხარისათვის დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ლევილის მამულში ქართულ–ფრანგული ისტორიული და კულტურული ცენტრის დასაარსებლად. რამდენადაც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემამდე, ფრანგული კანონმდებლობით, სავალდებულოა ლევილის მამულში ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა; ამდენად უახლოეს პერიოდში პერიოში ჩატარდება დიაგნოსტიკური კვლევა და მომზადდება წინასწარი არქიტექტურული პროექტი. ხოლო შემდგომ, გაფორმდება ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის იურიდიული აქტი, 2011 წლის 23 მაისს ხელმოწერილი მემორანდუმის პირობებით. მთავრობა განსაკუთრებულად უწყობს ხელს უცხოეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების (პროფესიული, სამეცნიერო, კულტურული, ახალგაზრდული, საქართველოთი დაინტერესებული საზოგადოებების) დაფუძნებასა და მათ საქმიანობას. დიასპორული ორგანიზაციების სათანადო აღრიცხვის, მათთან ოპერატიული კომუნიკაციისა და დიასპორული ღონისძიებების მასშტაბურად დაგეგმვა-განხორციელების მიზნით იქმნება ქართული დიასპორის საინფორმაციო კომპიუტერული პროგრამა, სადაც თავს მოიყრის სრულყოფილი ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებული ქართული დიასპორული და საქართველოთი დაინტერესბული ორგანიზაციების, მათი დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების, ორგანიზაციის მიზნებისა და განხორციელებული პროგრამების შესახებ და, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეების შესახებ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მთავრობა უზრუნველყოფს ემიგრანტებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ინტენსიურად მიმდინარეობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინფორმირების და ჩართულობის მიმართულებით: 84 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად განხორციელდა პროექტიკვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნების პროგრამის (TRQN III) საანგარიშო შეხვედრა; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი რომელიც მიზნად ისახავს სამშობლოში დაბრუნებული დიასპორელი მეწარმეებისათვის კომერციულ სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე ქალთა მფლობელობაში მყოფი აგრო - ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას, მეწარმეობაში ტექნიკურ დახმარებას, და ერთობლივი ღონისძიების „დაფუძნებული სასოფლო – სამეურნეო საწარმოების როგორც სამოდელო ნიმუშები“ ორგანიზებას; შედგა თანამშრომლობა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორულ კვლევით ცენტრთან, რაც საშუალებას აძლევს ქართულ დიასპორას მონაწილეობა მიიღოს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დიასპორული კაპიტალური ინვესტიციის პროექტში, რომელიც ახორციელებს და ავრცელებს დიასპორული ინვესტიციებისა და მისი როლის შესახებ სწავლებას; მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთასორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, განხორციელდება ახალი პროგრამა მაღალპროფილური დიასპორისთვის (Georgian High-Profile Diaspora Engagement Programme) საზღვარგარეთ მცხოვრები მაღალკვალიფიციური თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. 85