„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/420/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-14
ბიუროს ნომერი 362

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
L tt Jさ ln 30 q ttLき さ q心 00660L b01 円し 580000qOb心 5円 0さ 01lqnさ JonL さ 円OJOnL 6さ 6bOq00b 〕 円00q16nL 6さ ヽさ bDJヽ ln3000b し 3)hCD0960n q心 『 JObnL 10Lさ しob ヽ3 15/3 22 qcJcala6o, 2016 Vcqo o80R(,l, dr6o606ot J6('}0d6ado, -l,JO$io aa,d6roaoU TnI;;[6]B'TSlJ6o36qo 63qoqgloU lng;5ot o.>ol.>$n', .1,.)JJ6ol30Rr'lt dqaoSol,06JGoIR L!4,\6orJRRr6qa0a.)cls 3oq6jL?o GSqoq6lot ?0dr5ol, or(,ls$o", .l,.rx.r6(') tr8n6g,RoL o?6oRo?Ro Jor4oL - Lsjsr6onnqot 3o5.>6s5 tsjagor tsao6ol,gdot 0oBtrtXt66lot l,nrasS0r'lt 3on6 6sg61qo SoBUrtlln6otrogolr R.J!'st0ATqo togrlr1dol,s q.:6.>p6dol.r 8nl.r.>tnd' t.> jst6o66qr'll, d!5<'l5lo 66qoqnaot 3gg,>5ol.r o;ols$X", ,,Joqo1loot tAtDtAa" tDdD6oA0R('}L dr5o6?o g6qoqnloU ?n6r5oL osnls$6" Rr .trjD6g,00Rl,t Ls6.rqrl$Lrqo ,1oq6jt?o s3qoq68ot ?06.\5oU o,.)(''Ar$0. (o7 -2t 420:, t0.t2 20 ts) o?6oqo?q lr.r;ooborr drlAo$C$o ▼ 5F06め ヽ3 221216‑200217 ` b8。 "・M● 6oOЪ o 22 12 16‐ 130217 281216‑240217 AoM7hL Lntnar,J*'a a,\.t qo 々 F,あ ν ″ │¨ ″おり !*!ao$or, z3RcleD e$aob (o rJe"s,q.J. .50at6{Jmt Joaooroo; llEiSi6lF-l,rarDnC0r, Jiaooooo; ql6a.,a{.qp fjc6c$o,Jor,r qi arffiXJa j",qr6",rt ,rc.6a0o. ″い ′ 曖 "宅 "れ ″ G″ ,o" ・ ・ ol,お trjrriorSnqoL Jrr6qr8nSgoL bo1r4r'r ;q665t: Lsjrt6or3nqob J,>t6qr8n5goL ;r.rSogngnlL; pr L.:Jsr6q;3n6gr.r 3<6;fug36?o , / / Rro$,fl(')L 5r'rr48r$o3q'o odool, J6r'3d0oL 5o5boq3o b;jrr6ar3nq.rL J.,6R"ac5O;; z li*/t orrg0yqoS.:6n, bol6r'rL LbpoSoL or,:38yqo3;r63 U \ odr.:3qo 3r'rd,:&rd1 b〕 JDhm300mb じ δ 。 6030qob 3o6Ψ o005oob Ooo6ob 」 6。 Ψ5'83000Ψ 065 3)hC〕 0350n N15/3 20161曖 P,22q瀾 餃Ⅲ Urjr6o69qxd., Jrf,q,r006orrb 6CAq'rAC6Oot, 147-X Ag\'ob Ag-7 Sg6jgob ttrgUd3cE $9, lrrdrc,o8Cq,ctl, Jsfu,ragboott &rcfx', r(''dc6b: l$jrt(to,3cqx'ru &tv,q,5AC6orrt Ur3ooDot JoooOCOoU 0o6JADACboU l$ggdggq,to, t rCr6<raCqx"t 0crrrgfr')0ob aoc6, ts3r6<'r60qrg\,o o6o6orgogolr ggtroor S&60rrcg0g6oe,o .ls6tro &'rd6.:obou ts91sb96" LJdr6oACqxrU Jr6er60o 33qrq,C6ou 03x1,r6oU otobr$g", "l$Crf,o6Cqx'ill lqrffiolt}rrr3ogE, ls0r6orrq,q,r6qg3rot JopgjUAo 33q,q,CboL AC0D6ot, orl<'rbi$C", "lspfx'r UJ0lf,<rryob og&)AnpJq,o Jo6ott - brjv6o6gq,s r 3o6.:6.>6 Urjogot lr.>Bo6olrgt6oL 0o0Urbg6g6ob blr006oclb AogO 65$Cgq,c, A'l6btb36,C0otuc6ot qg.>$ghfuq,o tJ6giu96olt qr 3.>qg6ob tsgt1;bgb" t$Cnftcragqx{, 3r6offio 33qnq'C6oll 3C0s6ol, oro0rbg", AgUJbC0" "J<'rq,ogcnU q,JoA!$C" t$Cyrtcrnoqxd, g.:6('160o 63qrq,gbob ACOc6ot, q,s,,brCr6ogCqxru ls5rq.:llrbrgm 3oq.oCdl.ltso @qogC&,U 8C6r6ol., o!<'tb5tg" (NO7-U420; 1012.2015) Lrj.yeto6gqxdr 3r6o63boU Jdx',Cd{0boll I &',baC6oo, 6r6bc,qryll 3rq|J &6fuCqxA3L 2016 $q,.,t, 22 q,clcab6orq'!6 3 $.,(r,oo,. m̲bぷ あ0 蝸Ψ0050ob oが ヽ900● 60, しbbOoOob o蝠 転 ΨЮb60
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
「 κ \ ̲ b〕 llhln390∩ b m00電 nL 3さ 電心00600b301 nL 6さ 電心 80000費 Obさ 6口 0001lROさ J00b 『 Ob 〕 n3JOnL 6さ 6bn暉 OmLさ 円00Rl Lさ J心 80bnL 10bsbob 電さ 『 3)hC)a350∩ ヽ 33/6 6o6obま 8。 Ч 。68沢 ■か 6o隔 ぃ 0 0"… 、 ド 27 orcls6a.lqo' 2017 $'3qo 0ぉ 0 訳 :"` 滲 ¨ 8006品 ob 003bOざ 'も ぃ 故 nI只 品 8も 60田 008R禦 030b Oo標 %く 030b Ob b蝸 obòぉ 。標 園 協 ∞ 8め ` 30RO」 硼 ‐ い bい 約 ヽ¨ い bb6ob咄 … 0 000`bチ 0 臨 80b RttDb晩R。 し期 静 。 Rヽ 3。"b oOatstメ Ooob` 。ぃ 600b8o"。 RO も 瑚0沢… … ・ … … "ヽ o38R出 oOoOt■ 。 60b Oも 00Sa` ,3o殴 00t 00'・ も可 品 の 30ROb 8● 6o田 oO"マ ROoob■ 00` J品 Ob 0ふ 孤 貼 Ъ 品 し 椒 申 熙 脚 ・い 軸 Ⅲ 8ま 憲 0騨 脚 %ゞ ‑3o‐ '(m7‐ 2/420, 10122015) Oo‐ OSa` … 00̀響 0喫 し。300b。 30006000 「 VFjマ ', ̀ル ″η,"″ │ [ 10 12 2015 . 1 . │ 沢 颯 価 おt訳 理 い : IJ 0903 ‑ 2404 ││ 、 RもJヽ Rδ t000♪ R。 ト 066 堅 : Jほ ぅめ o・ 30` R。 ■岬いお3が ̀Ot100` ̀80X030… 独 06030` 絆 あOo00' 億が も `お ほ50o 00め 0 6 R δ R δ 0 ■0 U ︐ 臨聯 ¨ ¨ lr,rj.;r'oorg;;gqoli J.r(o1q.rtl1;51)olr do',1r'oo .rp111;6lr: κl \ ヽ」 s6o30い し蒟 Ψ50o5oob Oo'Ob 6δ b)J)ha330円 b Q5'98000Ψ Ob。 3DhCD8350∩ ― N33/6 20171曖 P,27 qβ OQ響 t $sd,C'scq{'lt 3r6q'$c6dou t(r06q'rac&)ob 1a7-g agbqr,u ag.7 J"JEdOot, t ),8cfucq'$c ltjr<rro6gqx' r $6qt0C60ot bogdrt JqtAC6b: Jvtq,r8C6opl, qofircqoe, 3c6<666oL $o6serQC6ol, Aot06o0ou AoC6 l$Jr6c60(,Cbqx'r o6o6orSr6ob Sgltro $rtrO<'r('696oqrl $!6rA'!AOC&qx,l "l$6$xq ATd6rs,6ol, 09lDbg0" t JCJ6o,3Cqx'iJ 316et60<t OSqoqC&,t 0Cg,56oll oridstC", "tDdtt6o63qx'!b Jq6o6ol$t6!Oo:Jq, UJAJ6crrrq'(sfuSCArorr Jc{gdb8o Ogq,<lq'Cbot ACOD6ol, orx'rbltC", "trqgrfx'r t t8!.tcrrydr rryt6r4rrgq,o Jo6,ol, trrdvtcrgN,ot 0o6JU6 lDCacorJ brao6ol$&'!t a('au&5r,c6ob lrlroc5ol('ttJ aocf, bJfucq'o Ooat rVJdrC0olrso6ot qgo$gbgtgqn l$Ssq3dnl$ q.or SrqEboU 0CbrbC0' lrqdld,o6Cq'cll,3!6o60cr G8q,oqCbot 0CO;6ot os('lbr$C', &r$Acnl, 091$bgb' lDdr<6o,3gexd, J56o60o o3q,(q'CDot 0s666ob otobJ$C" qD "lr.vJtd,or0Cq,sil, lrr6.)Grd$b{m Jo{gdua<, 63qrqcDob 0COD6ol, orlobr$C" (No7-2420, 10.12.2015) lrdr6st3gqmL 3r6<o6ob Jo<'ra|50o l$jr6o6gqx' r 3r5o6ot &tu'ld0obob I A('rU0C6oo, Ar6bq,3(,b 3rq.o! $!A$16 J('t&\}COb q.o,t oa 3rfoooogblt, fxrACq,orJ eDlr$6r3 UEq'r C6,ox.KOb Jr6o6J6er.eh0blr, 201 7 $qrc t 2z crrC0Cl63q'o('i6 DC06dCq'qoCs, 14 Ai6OoU B!or3(,oor' b・ ・ 6‑L諏 。 矢Ⅲ輌 期欧 ¨ b‑3bbemObぃ "し ぬ o調 o o,
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი – 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) დანართი №5 „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შემცირების ცხრილი.“. 2. 53-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების 1 არსებობისას, გარდა ამ მუხლის 1 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია; ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია; გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის; დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება; ე) ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები; ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული, ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოში პირველად რეგისტრაციასა და დროებით რეგისტრაციას არ ექვემდებარება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით შემოყვანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისაგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებები; გ) სპორტული სატრანსპორტო საშუალებები; დ) სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (გარდა ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს); ე) ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს; ვ) გამოცალკევებული (მოხსნილი) ნომრიანი აგრეგატები, რომლებიც არ წარმოადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს; ზ) 2016 წლის 1 მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხენა მხარეს ქარხანადამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ.“; გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. ამ მუხლის 11 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირმა მიმართა რეგისტრაციის მოთხოვნით და არსებობს მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის საქარე მინაზე დასამაგრებელ სპეციალურ ერთჯერად სტიკერს, რომელიც უფლებას ანიჭებს ავტობუსის ან მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეს/მფლობელს, 72 საათის განმავლობაში გადააადგილოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. მსუბუქი ავტომობილის და ავტობუსის საქარე მინაზე დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 3. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-29 პუნქტები: „21. 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელ იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას ენიჭება ქულათა სისტემა. 22. ქულათა სისტემის მიხედვით საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა: ა) ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს; ბ) კალენდარული წლის განმავლობაში მართვის უფლების მოპოვებისა და შესაბამისად მართვის მოწმობის აღებისთანავე (დამატებით სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ იწვევს ამ პუნქტით განსაზღვრულ ქულათა რაოდენობის ზრდას ან სხვაგვარ ცვლილებას); გ) 59-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენისას. 23. ამ მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად დარიცხული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას ამ კანონის №5 დანართის შესაბამისად. 24. კალენდარული წლის განმავლობაში მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა ან აღდგენა (გარდა 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის დ1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გავლენას არ ახდენს იმ კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობაზე. ამასთანავე, წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში აღდგენის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული წესი. 25. თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები ისე შემცირდება, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ამოწურულად ჩაითვლება. მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) მართვის უფლების შეწყვეტას. 26. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილოს ის პირი, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას. 27. სხვა ქვეყნაში გაცემულ მართვის მოწმობას მისი მფლობელის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში პირველად შემოსვლის დღიდან ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაშია მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელი პირის საქართველოში ყოფნის პერიოდში. აღნიშნული მართვის მოწმობის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლებით დადგენილი წესები. სხვა ქვეყნაში გაცემულ მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ამოწურვის შემთხვევაში, აღნიშნული მართვის მოწმობის მფლობელს ეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. 28. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი. 29. მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 4. 59-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) მართვის მოწმობაზე დარიცხული პირობითი ქულების ამოწურვა კალენდარული წლის განმავლობაში.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. პირს, რომელსაც მართვის უფლება შეუწყდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მართვის უფლება აღუდგება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ. პირს ამ პუნქტის შესაბამისად მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების უფლება წარმოეშობა მართვის უფლების შეწყვეტიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ.“. 5. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. 2016 წლის 1 იანვრამდე ჩამორთმეულ ან შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობას, 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა.“. 6. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს: გ.ა) მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი; გ.ბ) საქარე მინაზე დასამაგრებელი ერთჯერადი სპეციალური სტიკერის ფორმა.“. 7. დაემატოს შემდეგი შინაარსის №5 დანართი (მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შემცირების ცხრილი): „№5 დანართი სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შემცირების ცხრილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნაწილი მუხლი შესამცირებელი ოდენობა 20 3 116 118 4 30 51 30 1 15 1181 10 1182 15 1183 5 1 5 2 5 3 15 ქულის 119 5 15 6 15 7 5 71 10 72 15 8 20 1 15 11 20 2 10 3 120 15 31 20 4 40 121 2 15 3 25 4 30 2 20 1 10 2 20 3 40 1211 122 1 15 2 123 25 4 35 1 10 2 20 4 25 5 40 51 5 52 10 6 5 61 10 62 10 125 63 5 7 10 71 10 72 20 73 30 8 5 9 20 91 20 10 25 11 30 1 10 11 15 1271 2 25 6 30 7 15 1 15 1291 მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება განპირობებულია ქვეყანაში საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობით მოკლევადიან პერსპექტივაში, ხოლო მეორეს მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში საგზაო მოძრაობის სფეროს სწორად განვითარების უზრუნველსაყოფად. დღეისათვის საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობით არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, რასაც წარმოდგენილი სტატისტიკური მაჩვენებლები ადასტურებს. სიკვდილიანობა საგზაო შემთხვევების დროს ევროკავშირის ქვეყნებში და 2013–2014 ასევე 2010–2014 წლების შემთხვევების პროცენტული შედარება ნასვამ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა საგზაო შემთხვევების დროს ევროკავშირის ქვეყნებში 1 1 http://etsc.eu/wp-content/uploads/ETSC-9th-PIN-Report_Final.pdf საგზაო სფეროში არსებული ვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით 10 ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანას შორისაა. საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ევროპაში რუსეთისა და სომხეთის შემდეგ - საშუალოდ 16 ადამიანი 100 000 მოსახლეზე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება გრძელვადიან რისკებს - ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია დინამიკაში ბოლო რამდენიმე წელია უცვლელია და უკვე 2013 წლიდან ყოველწლიურად რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობა რამდენიმე ათასით აჭარბებს მარცხენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობას. თუ ეს პროცესი გაგრძელდება შეუქცევადად, რისი ალბათობაც არსებობს ფასთა სხვაობიდან გამომდინარე, უახლოს 3-5 წელიწადში გაუთანაბრდება არსებული ავტოპარკის 50%-ს. დღეისთვის მსოფლიოს მხოლოდ 3 ქვეყანაშია დაშვებული თანაბარი უპირატესობით მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით მოძრაობა (ავღანეთი, რუსეთის ფედერაცია (შორეული აღმოსავლეთის ნაწილში, მიანმა (ბირმა)) და თუ არსებულ რეჟიმს შევინარჩუნებთ დიდი ალბათობით საქართველო აღნიშნული ქვეყნების ჯგუფს შეუერთდება. ყველა სხვა ქვეყანაში სატრანზიტო და სხვა მიზნებით გამონაკლისის წესით დაშვებული საპირისპირო მხარეს მდებარე საჭიანი ავტომობილების რაოდენობა ქვეყნის მთელი ავტოპარკის საერთო რაოდენობის 10% არ აღემატება. ამ ტენდენციის უფრო გაღრმავების შემთხვევაში საქართველო იძულებული იქნება სხვა ქვეყნების მსგავსად (მაგ.: ფიჯის რესპუბლიკა) შეიცვალოს საგზაო მოძრაობის მიმართულება. გარდა ამისა, მარჯვენა საჭის მქონე ავტომანქანები საგზაო მოძრაობის დროს ქმნიან გარკვეულ დაბრკოლებებს შემთხვევათა რისკს. ეს და მნიშვნელოვნად ზრდიან ავტოსაგზაო ბუნებრივიც არის, ვინიდან მარჯვენა საჭის მქონე ავტომანქანები არ არის ადაპტირებული საქართველოში ნებადართული საგზაო მოძრაობის მიმართულების შესაბამისად. კერძოდ, საგზაო ნიშნები მოძრაობის წესები განსაზღვრულია უშუალოდ მარჯვენა და მხარეს საგზაო მოძრაობის მიმართულების შესაბამისად. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ხშირად არის ავტოსაგზაო მოძრაობის დროს ხილვადობის და მანევრირების შესაძლებლობის შეზღუდვა. მარჯვენა საჭის მქონე ავტომანქანების მართვის დროს ხილვადობა და მანევრირება რათქმა უნდა შეზღუდულია. შესაძლებლობის შეზღუდვის უშუალოდ გამო ხილვადობის გამოწვეულ და მანევრირების ავტოსაგზაო შემთხვევათა დაახლოებით 25%-ი სწორედ მარჯვენა საჭის მქონე ავტომანქანებზე მოდის, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას უპირველესყოვლისა გათვალისწინებულ უნდა იქნეს საზოგადოების ინტერესი, რათა ამ მიმართულებებით გარკვეული რეგულაციების შემოღება უარყოფითად არ აისახოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარება განაპირობებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის ამ სფეროში მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საკანონმდებლო ბაზის განახლებას, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ავტოპარკის უსაფრთხოების დონის ამაღლებას. აღნიშნული მიმართულებების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამოქმედო პროგრამა, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება. წინამდებარე კანონპროექტი სხვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად წარმოადგენს სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამოქმედო პროგრამის იმპლიმენტაციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ნებისმიერ ქვეყანაში რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ეს კომპონენტებია: საგზაო უსაფრთხოების შესახებ განათლება და ცნობიერების ინფრასტრუქტურა, ამაღლება, ავტოპარკი, მძღოლთა საგზაო მომზადება, მოძრაობის საგზაო მარეგულირებელი კანონმდებლობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ყველა ამ მიმართულებით. შეცვალოს წარმოდგენილი ვითარება მარეგულირებელ კანონპროექტი უკეთესობისაკენ კანონმდებლობაში მიზნად ავტოპარკის პრევენციის ისახავს არსებითად ოპტიმიზაციისა მიმართულების და გაძლიერების კუთხით. წარმოდგენილი პერსპექტივაში კანონპროექტი შედეგების მიღებაზე, გათვლილია ისე მიზნად როგორც მოკლევადიან ისახავს გრძელვადიან პერსპექტივაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასა და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. კანონპროექტის მიღების შედეგად, მოკლევადიან პერსპექტივაში მართვის მოწმობაზე ქულების სისტემის დაკავშირებისა და ეფექტიანი იმპლემენტაციის შემდეგ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვნად გაიზრდება პრევენციის წილი, რაც გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობას ქვეყანაში. გრძელვადიან პერსპექტივაში კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყნის ავტოპარკის ოპტიმიზაციას, აგვარიდებს სატრანსპორტო კოლაფსს, შექმნის შესაძლებლობას დიდ ქალაქებში საქალაქო ტრანსპორტის განვითარებისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის თვალსაზრისით. მართვის მოწმობაზე მიბმული ქულების სისტემა ხელს შეუწყობს ავტოდაზღვევის სფეროს განვითარებას, რადგან შექმნის რისკების სწორი შეფასების პირობებს. გარდა ამისა, საშუალოვადიანი გათვლებით წარმოდგენილი ტექდათვალიერების კანონპროექტი სრულად ასამოქმედებლად, შექმნის რადგან წინაპირობებს თავიდან იქნება აცილებული კუსტარულად საჭეგადატანილი მანქანების რიცხვის ზრდა, რომლებიც ექსპერტთა შეფასებით ტექდათვარიელების ვერგავლის ყველაზე დიდ რისკჯგუფს ქმნიან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ერთის მხრივ მიმართულია ავტოპარკის გაჯანსაღების, ხოლო მეორეს მხრივ საგზაო უსაფრთხოების სფეროში წესრიგის დაცვის მიზნით ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტების შემოტანისა და პრევენციის მიმართულების გაძლიერებისკენ. ავტოპარკის გაჯანსაღების კუთხით კანონპროექტი ითვალისწინებს 2016 წლის 1 მარტის შემდეგ საჭეგადატანილი საქართველოში მსუბუქი იმპორტირებული ავტომობილებისა და მარჯვენასაჭიანი ავტობუსების და რეგისტრაციის აკრძალვას. ამასთან, საქართველოში უკვე ექსპლუატაციაში მყოფ ავტომობილებსა და ავტობუსებზე აკრძალვა არ ვრცელდება და მათი ექსპლუატაცია და ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება შეუზღუდავად, მათი რესურსის ამოწურვამდე. ასევე არ იკრძალება ტრანზიტული შემოსვლა და გადაადგილება და რეექსპორტის მიზნით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა. ხოლო თუ პირი, საქართველოში ექსპლოატაციის მიზნით 2016 წლის 1 მარტის შემდგომ მაინც შემოიყვანს მარჯვენა საჭის მქონე მსუბუქ ავტომობილს ან ავტობუსს, მაშინ ის ვალდებული იქნება შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აიღოს სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერი, საშუალების მფლობელს ანიჭებს განმავლობაში სატრანსპორტო რომელიც საქართველოს საშუალების თავის მრივ სატრანსპორტო ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად 72 საათის გადაადგილების უფლებას. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერი გაიცემა მხოლოდ შსს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით შემოდის მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების ამგვარად შეწყვეტიდან არა უადრეს 2 თვისა. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ქულათა სისტემა დანერგილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ 21 ქვეყანაში. ამასთან, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი. ნიშნადობლივია, რომ ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობა ისე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც, რათა აღნიშნულ სფეროში არ დადგინდეს არათანაბარი და დისკრიმინაციული რეგულაციები. ასეთ მოდელს იცნობს ევროპის მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, მათ შორის, ელექტრონული სისტემის დანერგვის, ქულათა მინიჭების, მათი შემცირებისა და ამოწურვის, აგრეთვე მართვის უფლების მქონე პირთა წინასწარი ინფორმირებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრირების წესების შემუშავებას და დამტკიცებას. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა ამოქმედდება უკვე 2016 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო მარჯვენა საჭის მქონე საჭის მქონე და მარცხენა მხარეს საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის აკრძალვის განმსაზღვრელი ნორმები - 2016 წლის 1 მარტიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემის შემოღება ერთის მხრივ, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის მაჩვენებელზე, ვინაიდან ითვალისწინებს ქულათა ამოწურვის შედეგად შეწყვეტილი მართვის უფლების აღდგენისათვის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარებას, ხოლო მეორეს მხრივ, მარჯვენა საჭის მქონე და საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის აკრძალვით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება გარკვეული შემოსავლები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს ფინანსურ შედეგებზე იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, მართვის უფლების მქონე პირებზე გავრცელდება ქულათა სისტემა, რაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით გავლენას ახდენს აღნიშნულ პირებზე, ხოლო მარჯვენა საჭის მქონე და საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციაზე აკრძალვების დაწესებამ შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს აღნიშნულ პირთა ფინანსურ შედეგებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მიიღეს კანონპროექტის შემუშავებისას შესაბამისი კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს პროკურატურასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. კანონის დანართები 1. ამ კანონს აქვს შემდეგი დანართები: ა) დანართი №1. „საგზაო ნიშნები“; ბ) დანართი №2. „საგზაო მონიშვნა“; გ) დანართი №3. „სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები“; დ) დანართი №4. „შუქნიშნის ტიპები“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართები ამ კანონის განუყოფელი ნაწილებია. მუხლი 53. სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია; ბ) ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია; გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის; დ) სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება; ე) ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების ნომრიანი აგრეგატები; ვ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნომრიანი აგრეგატები და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება. 2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სავალდებულოა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო- სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება. 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ხოლო სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის შედეგად − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ტექნიკური ტალონი. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციამდე ან რეგისტრაციის გაუქმებისას (აღრიცხვიდან მოხსნისას), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გაიცემა სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი, აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, დროებითი მოწმობა და ა. შ.). 5. ამ მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი. 6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს, რეგისტრაციის მოწმობას, რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს ან ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნებს გასცემს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მისი კუთვნილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება განახორციელოს თავად ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაციის სამინისტროს მიერვე განხორციელების შემთხვევაში იგი გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიმუშის სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ნომერს. 9. ამ მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადება ან გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის და ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 11. მიწისზედა ელექტროტრანსპორტს სანომრე ნიშნებს ანიჭებს შესაბამისი უწყება. 12. სატრანსპორტო საშუალებათა, მათი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები, რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), ტექნიკური ტალონის, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნების გაცემის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა ნებადართული მაქსიმალური მასისა და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესი და პირობები (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) დგინდება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 13. სატრანსპორტო საშუალებებს (გარდა მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ტრანზიტული ნომერი, შიდა ტრანზიტი, „TEST“ ნომერი უმაგრდება სპეციალურ ადგილებზე. მუხლი 58. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია 1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემას (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო). 2. პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით; ამასთანავე: ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი; ბ) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); ბ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა; გ) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: გ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); გ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა; დ) ტრამვაის მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა: დ.ა) 5 წელი (გარდა ამ მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა); დ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მართვის მოწმობის შეზღუდული ვადით გაცემის თაობაზე რეკომენდაციის აღნიშვნის შემთხვევაში − დაინტერესებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებელი გადამოწმებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განახლდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 4. მართვის მოწმობის მოქმედების საერთო ვადა უნდა შეესაბამებოდეს მასში ასახული მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების მაქსიმალურ ვადას. 5. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემად ითვლება სააგენტოს მიერ მინიჭებული კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის დამზადება (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვა. მართვის მოწმობის გაცემამდე პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება. 6. მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 7. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 8. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები (ბილეთები) მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 9. ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 10. მინიჭებული კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება შემცირდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ. მუხლი 59. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები 1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერება; გ) პირისათვის მინიჭებული „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ ან „D1E“ კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიისათვის ან/და ქვეკატეგორიისათვის); დ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძველია: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა. 3. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) უფლებამოსილი გადაწყვეტილება ორგანოს სატრანსპორტო (თანამდებობის საშუალების პირის) მართვის მიერ მიღებული უფლების შეწყვეტის (გაუქმების) შესახებ; ბ) პირის გარდაცვალება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით მართვის უფლების შეჩერებიდან ამ უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე უფლებაშეჩერებული პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება. მუხლი 62. გარდამავალი დებულებანი 1. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2028 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 2. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 3. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 იანვრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების გამო შეზღუდული ვადით გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ ამ მოწმობებისათვის განსაზღვრული მოქმედების ვადით. 5. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის სრული მასა 3 500 კგ-ს აღემატება, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლითაც გადაიზიდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთი, დაექვემდებაროს 2017 წლის 31 დეკემბრიდან. 6. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიძლება ნებაყოფლობით ჩაუტარდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას ექვემდებარება 2017 წლის 31 დეკემბრიდან. მუხლი 63. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა.ა) „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; ა.ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ა.გ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების (რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) და ტესტირების მეთოდების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობის შესახებ“; ა.ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ“; ა.ვ) „სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ“; ა.ზ) „თვითნაკეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ“; ა.თ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“; ა.ი) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების ორგანიზებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“; ა.კ) „საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოებისა და მექანიკოსებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ა.ლ) „მძღოლთა მოსამზადებელი მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“; დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ- ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. ეთხოვოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნების, მართვასთან დაკავშირებული კოდირებული შეზღუდვებისა და მათი დაწესების პირობების, აგრეთვე დამატებითი ინფორმაციის შემცველი მონაცემების მითითების წესის განსაზღვრის შესახებ“ ერთობლივი ბრძანების გამოცემა. 3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა.ა) „ტესტირების (საგამოცდო) ცენტრის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხის მიწოდების ფორმის დადგენის შესახებ“; ა.ბ) „ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ა.გ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“; ა.დ) „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთების) დამტკიცების შესახებ“; ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 4. დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე იმ გზების სიის დამტკიცება, რომლებზედაც ნებადართულია პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა). სატრანსპორტო საშუალების 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამებიან თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს