„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.12.2015
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/420/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-14
ბიუროს ნომერი 362

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები. 11. ამ კოდექსის 45-ე, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით.“. 2. 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ მუხლის პირველი სამართალდარღვევების ჩადენისას და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით (ეს წესი არ ვრცელდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე). ამასთან, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება მოთხოვნით წარმოეშობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან არა უადრეს 3 თვისა.“ 3. 1182 და 1183 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1182. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. თუ 4. საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით სატრანსპორტო გათვალისწინებული საშუალების მესაკუთრეს, ჯარიმის რომელსაც გადახდა დაეკისრება საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მექანიკური დაეკისრება მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. მუხლი 1183. მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. ასეთ შემთხვევაში, ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით არ გამოიყენება მოპედის მძღოლის მიმართ. 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პოლიციელი ამ პირს საურავის გადახდისაგან. თუ 3. საპატრულო მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით სატრანსპორტო გათვალისწინებული საშუალების მესაკუთრეს, ჯარიმის რომელსაც გადახდა დაეკისრება საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს.“. 4. 119-ე მუხლის: ა) 72- ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „72. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევსდაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; ბ) შენიშვნის მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 120-ე მუხლის: ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, გარდა შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ან სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2, მე-3 ან 31 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.“; ე) ამოღებულ იქნეს ამ მუხლის შენიშვნის მე-3 და 31 ნაწილები. 6. 1211 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (მოწმობა) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება ან ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“. 7. 122-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. ამ მუხლის მიზნებისთვის, 122-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანომრე ნიშნის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვად ჩაითვლება აგრეთვე 2016 წლის 1 მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი მარჯვენა საჭის მქონე ან მარცხენა მხარეს გადატანილი საჭის მქონე მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის მართვა: ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ სპეციალურ ერთჯერად სტიკერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; ბ) სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ (გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).“. 8. 123-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ამ „4. მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას.“. 9. 125-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის საქალაქთაშორისო მიერ, ან რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 ნაწილები: „51. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათალისწინებული ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. 52. ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;“ დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.“; ე) 61 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; ვ) 72 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 ნაწილი: „73. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; ზ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 ნაწილი: „91. ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“; თ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“; ი) შენიშვნის: ი.ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ი.ბ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9 და მე-10 ნაწილები: „8. ამ მუხლის 91 ნაწილის მიზნებისთვის საავარიო ვითარებას გულისხმობს: ა) მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელზე მკვეთრი მანევრირება; ბ) ქვეითთათვის განკუთვნილ შუქნიშანზე მწვანე მაშუქი სიგნალისას მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დამუხრუჭება, მოძრაობის დაწყება, გაგრძელება ან უკან სვლით მოძრაობა; გ) მძღოლის მიერ სხვა ისეთი ვითარების შექმნა, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეფერხება ან/და ქვეითის წაქცევა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანების სხვაგვარი საფრთხე, მაგრამ არ მოჰყოლია ამ მუხლის 101 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი. 9. თუ საპატრულო გათვალისწინებული პოლიციელი სამართალდარღვევის ამ მუხლის ფაქტზე 51 და შემთხვევის 52 ნაწილებით ადგილზე არ შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, ასეთ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა და საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. ქმედება ამ მუხლის 73 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება მთლიანად გადაკვეთს სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს.“. 10. 127-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში,− გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“. 11. 250-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ ამ სამართალდარღვევის კოდექსის ჩადენისათვის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება ან სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული/ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის, პოლიციელი უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ სადგომზე.“. მუხლი 2 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული უკუძალა არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ ნორმებზე. 2. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-7 ნაწილისა ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება განპირობებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში პოლიციის საქმიანობაში სამართალდარღვევაზე რეაგირების კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობით. არსებული სტატისტიკის ანალიზიდან გამომდინარე, იდენტიფიცირებულია ის პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას. რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მცირე მნიშვნელობის სანქცია (მაგალითად, მუხ. 1182 ავტომობილის მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალების გამოყენება – 10 ლარი, ან მუხ. 125 ნაწ.6. ქვეითთა მიმართ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა – 20 ლარი), ხოლო რიგ შემთხვევებში კოდექსით საერთოდ გაუთვალისწინებელი დარღვევა (მაგალითად, მოძრაობის საპირისპირო ზოლზე გადასვლა და მოძრაობა). გარდა ამისა, კოდექსის ზოგიერთი მუხლი მოითხოვს ტექნიკურ დახვეწას, სხვა ნორმებთან შესაძლო გადაფარვის აღმოფხვრის და იურიდიული ტექნიკის თავალსაზრისით სწორად ჩამოყალიბების მიზნით, ხოლო ზოგიერთ მუხლში, მაგალითად მე-16 მოსამსახურეთათვის მუხლში ცვლილების დაწესებული შეტანა რეგულაციების განპირობებულია საქართველოს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებზე გავრცელების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სამართალდარღვევაზე რეაგირების კუთხით არსებობს და ამ სფეროში პოლიციის საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდეს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს რეგულირებას საგზაო სამართალდარღვევაზე სახელმწიფო მოძრაობის რეაგირების პოლიტიკის უსაფრთხოების სისტემის რაციონალურ სფეროში გაუმჯობესების და კუთხით. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და მათთვის დაწესებული ადმინისტრაციული სახდელები პირდაპირ უკავშირდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველო კანონში გათვალისწინებულ ცვლილების „ქულათა შეტანის სისტემას“, თაობაზე“ რომელიც კანონპროექტით ენიჭება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებს. თითოეული სამართალდარღვევის ჩადენა უკვე გავლენას ახდენს ქულათა რაოდენობაზე, რაც მათი ამოწურვის შემთხვევაში იწვევს მართვის უფლების შეწყვეტას. აქედან გამომდინარე, გადაისინჯა საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ადმინისტრაციული სახდელები და რიგ შემთხვევაში კოდექსით დადგენილი მართვის უფლების შეჩერება იცვლება ჯარიმით, ხოლო სტატისტიკური თვალსაზრისით ყველაზე უფრო ხშირად ჩადენად სამართალდარღვევებზე - ხდება საჯარიმო სანქციების კორექტირება უფრო მეტი პრევენციის მიზნით (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვა მობილური კომუნიკაციის ნაცვლად - 10 ლარისა, გამოიწვევს დაჯარიმებას საშუალებით, - 30 ლარის ოდენობით). შესაბამისად, ამ კუთხით მკაცრდება ჯარიმები იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც დღეისთვის მცირე მნიშვნელობის პასუხისმგებლობის ზომას ითვალისწინებსა. მე-16 მუხლში ცვლილების შეტანა სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო უსაფრთხოების განპირობებულია დაწესებული სამსახურის შინაგან საქმეთა რეგულაციების საქართველოს მოსამსახურეებზე გავრცელების აუცილებლობით. 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის ადმინისტრაციული მდგომარეობაში პასუხისმგებლობის მართვის შემთხვევაში, შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით, რაც დღეს მოქმედი ნორმაა, თუმცა შენიშვნის 41 ნაწილის ცვლილების თანახმად, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან არა უადრეს 3 თვისა. 1182 მუხლის მიხედვით - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან იზრდება 30 ლარამდე. 1183 მუხლი აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მოპედის მძღოლის მიერ მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობისთვის. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტით, თუმცა ეს მუხლი არ ითვალისწინებს სახდელს აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის. ამ მუხლისთვის პასუხისმგებლობის ზომად დადგენილია 100 ლარი, რაც არ განიცდის ცვლილებას. 119-ე მუხლის 72 ნაწილში შესატანი ცვლილების მიხედვით, დამუქებული მინების მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა აღარ გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას. აღნიშნული სახდელი შეიცვლება - 300 ლარის ოდენობის ჯარიმით, რაც ასევე კავშირშია ქულათა სისტემის ფორმირებასთან. 120-ე მუხლში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ 1 ნაწილით გათვალისწინებული 1 ქმედებისთვის (სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის განმეორებით გამოყენება) დადგენილი მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერება იცვლება - 300 ლარიანი ჯარიმით. მე-3 ნაწილის მიხედვით სპეციალური სიგნალით გამოყენებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების შეფერხებისთვის დაწესებული 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება კი იცვლება 300 ლარის ოდენობის ჯარიმით (სასწრაფოს და სახანძრო- სამაშველო ტრანსპორტის შეფერხებათვის), ხოლო სპეციალური სიგნალით მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებების შეფერხებისთვის - 100 ლარის ოდენობის ჯარიმით. პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი შემსუბუქება ხდება ასევე ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. კერძოდ, იგივე ქმედებისათვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – მართვის უფლების 1 წლით შეჩერება იცვლება 700 ლარიანი ჯარმით. 1211 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება მძღოლის მიერ არა მხოლოდ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული ერთდროულად სატრანსპორტო სარგებლობა, არამედ საშუალებათა სხვისი მართვის მართვის მოწმობებით უფლებით (მოწმობა) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, რაც პრაქტიკაში საკმაოდ ხშირა, თუმცა ამ ქმედებისათვის შესაბამისი სახდელი არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, წინამდებარე მუხლში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს მე-3 ნაწილის ამოღებას, რომელიც ეხება 18 წელს მიუღწეველი პირის მიერ რამდენიმე სამართალდარღვევის (118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით) ჩადენის გამო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებულია მსგავსი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმა - მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის სახით, რომელიც ამოწურვის შემთხვევაში ავტომატურად იწვევს მართვის უფლების შეწყვეტას/გაუქმებას. 122-ე მუხლის შენიშვნას ემატება მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვითაც 122-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანომრე ნიშნის გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვად ჩაითვლება აგრეთვე 2016 წლის 1 მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი მარჯვენა საჭის მქონე ან მარცხენა მხარეს გადატანილი საჭის მქონე მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის მართვა (ჯარიმა 100 ლარით ოდენობით). კერძოდ: ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული სპეციალურ ერთჯერად სტიკერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის მართვის გამო; ბ) სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, საქართველოში დროებით შემოყვანის, ტრანზიტის და რეესქპორტის ვადა და ა.შ.) გასვლის ან იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის შემდეგ მართვის გამო. აღნიშნული მუხლი თავის მხრივ უზრუნველყოფს მარჯვენა საჭის მქონე ან საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილების ან ავტობუსების საქართველოში რეგისტრაციის აკრძალვის საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულებას. 123-ე მუხლის მე-2 ნაწილში ( სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას) ერთის მხრივ, რჩება არსებული 300 ლარიანი ჯარიმა, ხოლო მეორეს მხრივ, ხდება ალტერნატიული სახდელის, კერძოდ „მართვის უფლების ჩამორთმევის“ ამოღება. 125-ე მუხლის: • მე-2 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 200-დან 300 ლარამდე (სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას). აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მგზავრთა გადაყვანის დროს უფრო მეტად იყოს დაცული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები და არ მოხდეს სიჩქარის გადაჭარბებით ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო რეისების შესრულება; • მე-4 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 250-დან 300 ლარამდე (სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა); • მე-5 ნაწილით განსაზღვრული 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება იცვლება 500 ლარიანი ჯარიმით (სიჩქარის გადაჭარბება , რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება), რაც ასევე უკავშირდება ქულათა სისტემის ფორმირებას; • მე-5 ნაწილის შემდეგ ემატება 51 და 52 ნაწილები, რომლებიც განსაზღვრავენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის. ამასთან, პირველ შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა - 40 ლარის ოდენობით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - 150 ლარის ოდენობით. ეს ნორმა უფრო მეტად უზრუნველყოფს ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვას. აღნიშნული მოთხოვნები ზუსტად არის გაწერილი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით. ამავე მუხლს ემატება 91 პასუხისმგებლობას 5 ან სამართალდარღვევის ჩადენაჩადენისათვის, 1 ნაწილი, 5 2 რომელიც ნაწილებით ითვალისწინებს გათვალისწინებული რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა. ჯარიმის ოდენობად განსაზღვრულია 200 ლარი. ემატება ასევე მე-11 ნაწილი, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იგივე ქმედებისათვის, რასაც ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრულია ჯარიმა - 300 ლარის ოდენობით; • მე-6 მუხლის მოქმედი რედაქციიდან ვიღებთ სიტყვებს: „მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის“, ვინაიდან მძღოლთა მიერ ქვეითებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევებს მთლიანად დაარეგულირებს ამავე მუხლის 51 და 52 ნაწილები. ნიშანდობლივია, რომ ამ კუთხით ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება (20 ლარი). • 61 ნაწილით განსაზღვრული 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება იცვლება 500 ლარიანი ჯარიმით (სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი), რაც ასევე უკავშირდება ქულათა სისტემის ფორმირებას; • ემატება73 ნაწილი - შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, რისთვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომად განსაზღვრული იქნება - ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. 127-ე მუხლის პირველი ნაწილში მცირედით იცვლება ნორმის დისპოზიცია. კერძოდ, საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისგებლობა დგებოდა მხოლოდ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის ან/და საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის, რაც სრულად არ ასახავდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ დადგენილ მოთხოვნებს, რაც ერთგვარი ხარვეზია. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ამ ნაწილს ემატება „კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაც“, ,ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა კვლავაც უცვლელი რჩება (10 ლარი). იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იქნება 20 ლარი (ნაწილი 11), ხოლო თუ ასეთმა ქმედებამ საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, მაშინ ჯარიმის ოდენობა იქნება - 50 ლარი. 250-ე მუხლის 11 ნაწილი იხვეწება ტექნიკური თვალსაზრისით. კერძოდ, სპეციალურ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა შესაძლებელი იქნება ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ აქვს მართვის უფლება. ყველა სხვა შემთხვაში სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა უკვე დარეგულირებულია (როდესაც კონკრეტული მუხლი ადმინისტრაციული სახდელის ზომად ითვალისწინებს მართვის უფლების შეჩერებას ან როდესაც პირს შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება). ნიშანდობლივია, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რაციონალური გამკაცრება არ შეეხება საურავების სისტემას და იმ სამართალდარღვევებს, რომელთა მიმართაც განხორციელდა ცვლილებები 2013 წელს. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი, მისი მიღების შემთხვევაში ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დებულებები, რომლებიც უკავშირდება მარჯვენა საჭის მქონე ან საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილების კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით და ავტობუსების საქართველოს მართვის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრას ამოქმედდება 2016 წლის 1 მარტიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის მაჩვენებელზე, ვინაიდან ითვალისწინებს რიგი სამართალდარღვევებისთვის განსაზღვრული სახდელების (მართვის უფლების შეჩერება) ჯარიმით შეცვლას, რაც პირდაპირ უკავშირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გაკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, მათ მოუწევთ ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ოდენობის ჯარიმის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას შესაბამისი კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს პროკურატურასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც ცვლილების შეტანას ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება 1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები. 11. ამ კოდექსის 45-ე, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით. 2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 1. სატრანსპორტო მდგომარეობაში, ან საშუალების მართვა სატრანსპორტო ალკოჰოლური საშუალების მართვისას სიმთვრალის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 11. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644). 2. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. 3. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 41. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას. 4 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 43. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის 42 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის საქართველოს მდგომარეობაში, ანდა კანონმდებლობით სატრანსპორტო დადგენილი საშუალების წესით მართვისას ნარკოტიკული ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. ან 5 1. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 7. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა: ა) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; ბ) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. 9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 4. ამ მუხლის მე -3, მე -4, 4 1 , მე -6 და მე 8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ . 4 1. ამ მუხლის პირველი სამართალდარღვევების და ჩადენისას მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით (ეს წესი არ ვრცელდება 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაზე). 5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი. 6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 8. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644). 9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მუხლი 1182. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში. 2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. მუხლი 1183. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 3. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 საშუალების მარტის შემდეგ რეგისტრაციის გაცემული მართვის მოწმობისა), დამადასტურებელი სატრანსპორტო დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა), ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით. 3. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. 4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, – გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა , რომელიც თვითნებურად არის გადაკე თებული ( გადაკეთებულია საწვავის ავზი , ძარა , ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა , ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია დ ა იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნ ებს ან / და ქარხანა - დამამზადებლის სტანდარტებს ), – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით . 6. სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 7 1. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 72. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები , რომლებსაც მოჰყვა სა ტრანსპორტო საშუალების , ტვირთის , გზის , საგზაო თუ სხვა ნაგებობის , აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება , – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით . შენიშვნა: 1. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 1211, 123ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მართვის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვე-ვაში დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. 2. (ამოღებულია). 3. ამ კოდექსში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა, ძრავით მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა). 4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 5. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 7. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პირზე, რომლის სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას. 8. ამ მუხლის 7 2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 9. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მძღოლს ჯარიმის დაკისრებასთან ერთად სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3-დღიანი ვადა. აღნიშნულ ვადაში მძღოლს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-7−72 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება 1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. 3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. შენიშვნა: 1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ). 2. სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული. 3. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის დაზარალებულმა არ გადაწყვეტილება, საქმის ნებაყოფლობით გაასაჩივრა ანაზღაურების სამართალდარღვევის განმხილველ ორგანოს შემთხვევაში, საქმეზე შეუძლია თუ მიღებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 31. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 5. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ან მის მიერ ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 2. „B“ კატეგორიის ან „A1“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამ მუხლით ან ამ კოდექსის 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. შენიშვნა: 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე , ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით , ან სატრან სპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით . 2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში (გარდა სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა, რომლის მოქმედების ვადაშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაატაროს სატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციაში. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. 3. ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტში მითითებული ცნობის ფორმას და მისი შევსების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 4. (ამოღებულია – 15.05.2012, №6173). 5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 7. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 3. გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას. შენიშვნა: 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 2. (ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა 1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 3. ( ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , რომე ლსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება , – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით . 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 6. მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 6 1. სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 62 . გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 6 3. სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა − გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 7 1. შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 72. ამ მუხლის 71 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 10. ამ მუხლის მე-6, 62 , მე-7, 71 , 72 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე. 2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის დაზარალებულმა არ გადაწყვეტილება, საქმის ნებაყოფლობით გაასაჩივრა ანაზღაურების სამართალდარღვევის განმხილველ ორგანოს შემთხვევაში, საქმეზე შეუძლია თუ მიღებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 21. (ამოღებულია – 12.06.2012, №6442). 3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაზღვრული ვადის სამართალდარღვევების გასვლის შემდეგ ჩადენისათვის პირს ამ მუხლით დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 4. ( ამოღებულია - 02.05.2014, №2375). 41. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. 4 2 . ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 6. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მშობელს ან მზრუნველს/მეურვეს. მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა 1. საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 2. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა – გამოიწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა , რომელსაც მოჰყვა სატრა ნსპორტო საშუალების , ტვირთის , გზის , საგზაო თუსხვა ნაგებობის , აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება , – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით . შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი. მუხლი 250. სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა ან/და 1. ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სიმთვრალის დადგენა და საქმის განხილვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1 1. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, პოლიციელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ სადგომზე. იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებას მართავს პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 12. პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები რიგდებიან და ეთანხმებიან საჯარიმო ქვითარს, ან როდესაც დაზარალებულს სამართალდამრღვევთან მორიგების ან საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის გარეშე არ სურს სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა), რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს. 13. ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/ მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას; ბ) სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სამართალდამრღვევი მართავდა, დარჩება სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 14. დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მფლობელის) მიერ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანაზე უარის თქმის ან საექსპერტო შეფასების განხორციელებამდე შესაბამის სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გამოთხოვის შემთხვევაში აღნიშნული პირი კარგავს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანის და განთავსების ხარჯები დაეკისრებათ მხარეებს. 2. იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა ან საჭის სამართავი მექანიზმი, ანდა რომელიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც საშიშროებას უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ. 3. პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატება ხელის ჟესტით ან კვერთხის სიგნალის მიცემით, სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით; სიგნალი უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისი შესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას.