„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-14
ბიუროს ნომერი 362
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის
8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული
მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება ან/და იმპორტი;".
2. 1761 მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის
8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში
აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეალიზაცია;".
3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე)
მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) –
მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“.
4. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
მსუბუქი ავტომობილი/მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) (დასაბეგრი
ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის/მოტოციკლის
(მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო
იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი
ავტომობილის/მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) გამოშვების წელს შორის
სხვაობის მიხედვით), ძრავის მოცულობის 1 სმ³
ა) 1 წლამდე
1 სმ³
1,5
ბ) 1 წლის
1 სმ³
1
8703 და 8711
გ) 2 წლის
1 სმ³
0.7
დ) 3 წლის
1 სმ³
0.5
(გარდა 8711
ე) 4 წლის
1 სმ³
0.5
სასაქონლო
ვ) 5 წლის
1 სმ³
0.5
4
პოზიციით
ზ) 6 წლის
1 სმ³
0.5
გათვალისწინებული
თ) 7 წლის
1 სმ³
0.7
ეტლისა)
ი) 8 წლის
1 სმ³
0.9
კ) 9 წლის
1 სმ³
1
ლ) 10 წლის
1 სმ³
1.1
მ) 11 წლის
1 სმ³
1.2
ნ) 12 წლის
1 სმ³
1.3
ო) 13 წლის
1 სმ³
1.4
პ) 14 წლის
1 სმ³
2
ჟ) 14 წელზე მეტის
1 სმ³
2.5
5. 189-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8.
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილისა და 8711 კოდში
აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში
გაფორმებიდან, თუ სატრანსპორტო საშუალება 15 კალენდარული დღის
განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს
საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის
შესაბამისად დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი, მაგრამ
არა უმეტეს გადახდილი აქციზის 50%-ის ოდენობისა.
6. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის:
ა) „თ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ" და „დ.ე"
გათვალისწინებული ერთი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი;";
ბ) „ლ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ქვეპუნქტებით
„ლ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8703 და 8711 სასაქონლო პოზიციებთ გათვალისწინებული
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები.".
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი გამომდინარეობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტიდან და საკანონმდებლო პაკეტის სხვა
თანმდევ კანონპროექტებთან ერთად წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამოქმედო
პროგრამის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს.
საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარება განაპირობებს საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის ამ სფეროში
მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საგზაო მოძრაობის
მარეგულირებელი
საკანონმდებლო
ბაზის
განახლებას
უსაფრთხოების
დონის
ამაღლებას.
უკანასკნელ
რეგისტრირებულმა
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მილიონს,
რაც
საკმაოდ
სოლიდური
ციფრია
ქვეყნის
და
ავტოპარკის
პერიოდში
ოდენობამ
საქართველოში
გადააჭარბა
მოსახლეობის
ერთ
ოდენობასთან
მიმართებით. ამასთან, საქართველოს ავტოპარკის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მეორადი
ხუთიდან
თხუთმეტ
წლამდე
ავტომობილები,
რომლებიც
ხშირ
შემთხვევაში
ვერ
აკმაყოფილებენ ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნებს. მოქმედი
საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საკანონმდებლო გარემო სათანადოდ ვერ
უზრუნველყოფს აღნიშნული ამოცანების შესრულებას, რის გამოც ჯერ-ჯერობით ვერ
ხერხდება ავტოპარკის განახლების მძლავრი სიტიმულირება და უფრო უკეთესი
პარამეტრების მქონე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა. საბოლოო
ჯამში აღნიშნული ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოებაზე. შედეგად, საგზაო მოძრაობაში კვლავაც დიდი რაოდენობით არის
ჩართული ე.წ. მოძველებული და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რაც ხშირად
ხდება ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზი.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის არსებული
განაკვეთები დადგენილ იქნა 2004 წელს, როდესაც სატრანსპორტო სფეროში იყო
დღევანდელისაგან
კარდინალურად
განსხვავებული
სურათი.
გარდა
ამისა,
არსებული განაკვეთები იმ პერიოდში იყო ბევრად უფრო მეტი ფისკალური ეფექტის
მქონე ვიდრე დღეს. შესაბამისად შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ მსუბუქი
ავტომობილების დაბეგვრის რეჟიმი დღეს ბევრად უფრო ლიბერალურია ვიდრე
არსებული განაკვეთის შემოღების მომენტში.
აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია მოხდეს მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის
განაკვეთების
ცვლილება
არსებული
რეალობის
გათვალიწინებით.
აქციზის
განაკვეთების წარმოდგენილი ოდენობა მიზნად ისახავს შედარებით ნაკლები
წლოვანების ავტომობილების იმპორტის ხელშეწყობას და შესაბამისად ძველი
ავტომობილების იმპორტისთვის გარკვეული ბარიერის შექმნას მაღალი გადასახადის
სახით.
გარდა ამისა პროექტი ითვალისწინებს მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და
ძრავიანი ველოსიპედების იმპორტისა და მიწოდების გათავისუფლებას დამატებული
ღირებულების გადასახადისაგან და მათი იმპორტის დაბეგვრას აქციზით, ცხრილში
წარმოდგენილი განაკვეთების, მათი წლოვანებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით.
აღნიშნული
ცვლილების
საშუალებების
მიზანია
ლიბერალური
შედარებით
დაბეგვრის
ეკოლოგიური
რეჟიმის
სატრანსპორტო
შემოღება.
კერძოდ,
მოტოციკლეტების, მოპედებისა და ძრავიანი ველოსიპედების საშუალო საბაჟო
ღირებულებისა და მასზე დასარიცხი დამატებული ღირებულების გადასახადის
ოდენობიდან გამომდინარე შემოთავაზებული განაკვეთების პირობებში საქონლის
გაფორმებისას დასარიცხი იმპორტის გადასახდელები საკმაოდ შემცირებულია.
ამასთან,
ვინაიდან
აქციზით
იბეგრება
მხოლოდ
მსუბუქი
ავტომობილების
კატეგორია, (ნომენკლატურის კოდი 8703) განაკვეთების გაზრდა ნაკლებად შეეხება
კომერციული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს და შესაბამისად არ
გახდება ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი.
ამრიგად,
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ავტოპარკის
განახლების
აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
პროექტის მიზანია შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა აქციზის გადასახადის
განსაზღვრასთან დაკავშირებით იმგვარად, რომ
წახალისდეს უფრო ახალი
ავტომობილების იმპორტი, რაც ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების უმთავრესი გზაა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა 3-დან 6-წლამდე
ავტომობილები, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი
ასაკის ავტომობილებისთვის. გარდა ამისა, კანონპროექტით შეღავთიან რეჟიმში
გადადის
მოპედებისა
და
მოტოციკლების
წაახალისოს მათი იმპორტის ზრდა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
აქციზით
დაბეგვრა,
რამაც
უნდა
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდაზე. კერძოდ, კანონპროექტით შემოთავაზებული აქციზის გადასახადის
ახალი
განაკვეთების
დაწესება
წაახალისებს
და
ხელს
შეუწყობს
ახალი
ავტომობილებისა და მოტოციკლების (მ.შ. მოპედები) საქართველოში იმპორტს.
გაირზდრება მოტოციკლეტების იმპორტის მაჩვენებელი, რაც განპირობებულია
გადასახადის
უფრო
დაბალი
განაკვეთების
დაწესებით,
ხოლო
რაც
შეეხება
ავტომობილების იმპორტის საერთო რაოდენობის მაჩვენებელს - შესაძლოა საწყის
ეტაპზე აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს ძველი ავტომობილების იმპორტის
შემცირება და მის ხარჯზე ახალი ავტომობილების საქართველოში შემოყვანის
სტიმულირება.
ამ
კუთხით,
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე
ზეგავლენის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გაკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ
შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ,
შედარებით ახალი ავტომობილების საქართველოში შემომყვანი პირები საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებული აქციზის გადასახადს გადაიხდიან შეღავათიანი
პირობებით, ხოლო ე.წ ძველი ავტომობილების შემომყვან პირებს გაუძვირდებათ
აქციზის გადასახადი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას შესაბამისი კონსულტაციები იქნა გავლილი
საქართველოს პროკურატურასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია,
რომელში ცვლილების შეტანასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი
მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი
საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა:
ა) ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან
საკოლექციო
მიზნებით
გამოსაყენებლად
გათვალისწინებულისა),
ფასიანი
ქაღალდების მიწოდება ან/და იმპორტი;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს
ზოდების იმპორტი;
გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების
მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები
შეიტანება ბიუჯეტში; (31.05.2011. N4720)
გ1) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და
იმპორტი, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება); (31.05.2011. N4720)
დ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;
ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების
შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი
ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა; (13.10.2011. N5120)
ვ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის,
კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება
მხოლოდ რელიგიური მიზნით;
ზ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 4820 20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების)
მიწოდება;
თ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 4801, 4802 55, 4802 61 100 00 და 4810 22 კოდებში მითითებული
საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება; (12.12.2014. N2946)
ი)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 1211 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული
ძირტკბილას ფესვები, 1211 20 000 00, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო
ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქი, 1504
20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00,
7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში მითითებული
საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის
განკუთვნილი
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი
ნედლეულისა და სუბსტანციების,
30-ე ჯგუფით გათვალისწინებული
ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების,
მიწოდება ან/და იმპორტი;
ლ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022 (გარდა
9019 10 900 00), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებში მითითებული სამედიცინო
ან ვეტერინარული დანიშნულების საქონლის (მათ შორის, ინსულინის
შპრიცების/ნემსების), 8713 და 8714 20 000 00 კოდებში აღნიშნული ეტლებისა და მათი
ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების,
სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების
(რომელთა
ტესტ-სისტემები
რეგისტრირებულია
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და
იმპორტი; (20.12.2011. N5556)
მ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 0102 21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10
000 00, 0602 10, 2503 00, 2803 00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93
კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი; (22.06.2012. N6547
ამოქმედდეს 2012 წლის 15 ივლისიდან)
ნ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება ან/და
იმპორტი;
ო)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული
საქონლის (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ნოტები) მიწოდება (მათ შორის,
ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, ასევე ელექტრონული მატარებლების
(დისკების)
საშუალებით
სალექციო
კურსების
მიწოდება,
რომელიც
საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება გამოცემულ იქნეს ასევე წიგნის
ფორმით;
პ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან
დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა
და მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან
მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
ჟ) ამოღებულია (30.07.2013. N906)
რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა
ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად
მიწოდებისას;
ს) დიაბეტური პურის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც მარკირებულია
ასეთად მიწოდებისას;
ტ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8701 90 110 00 – 8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული
ტრაქტორებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00 990 00, 8707 90 100 00, 8707 90 900
00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50 900 00 – 8708 70 100 00, 8708
80, 8708 91, 8708 92, 8708 93, 8708 94 და 8708 99 კოდებში აღნიშნული შასის, ძარის,
ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის
ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00 კოდებში
მითითებული საქონლის იმპორტი;
უ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის (თბოელექტრო- სადგურებისათვის)
ბუნებრივი აირის იმპორტი;
ფ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8802 11 100 00, 8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00 და 8802
40 100 00 შესაბამის კოდებში აღნიშნული საქონლის ან/და საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით მისთვის (სამოქალაქო
ავიაციისათვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ფ1)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის
იმპორტი ან/და მიწოდება; (15.05.2012. N6211)
ქ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
ღ) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების)
მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული
ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ
საკუთრებაში მიღების შემთხვევისა;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების
მიწოდება (განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები,
ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან
ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების
მომენტისათვის არ არის დღგ-ის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის
ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა
ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ ითვლება ამხანაგობის წევრთა
შემადგენლობის ცვლილებად;
შ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის
მიწოდება; (13.10.2011. N5120)
ჩ)
შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ
აქციზური მარკების მიწოდება ან/და იმპორტი; (20.12.2011. N5557) (ამ ქვეპუნქტის
მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.)
ც) ამოღებულა (20.12.2011. N5556 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან)
ძ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით
სასოფლო-სამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების,
სასოფლო-სამეურნეო
კულტურების სათესი და სარგავი მასალების იმპორტი.
წ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც
განკუთვნილია აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო
ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად. (20.12.2011. N5557)
ჭ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის
ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და
ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის
იმპორტი; (12.12.2014. N2946)
ხ) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 261
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი
ნაწილის მიწოდება, თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი
მესაკუთრის ადგილს ძველ მესაკუთრესა და ტურისტულ საწარმოს შორის არსებულ
სახელშეკრულებო ურთიერთობაში. (12.12.2014. N2946)
2. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის
მომსახურების გაწევა:
ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების
გაწევა;
ბ) საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების
მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა;
გ) პირის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი,
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და
საკულტო-რელიგიური
დანიშნულების
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
სარესტავრაციო,
სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება;
დ)
დაკრძალვასთან
დაკავშირებული
სარიტუალო
(მათ
შორის,
ავტოტრანსპორტით) მომსახურების გაწევა;
ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა;
ვ) სააღმზრდელო ან/და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლაპატრონობის
მომსახურების
გაწევა
ან/და
ავადმყოფთა,
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის
პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევა;
ზ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების
გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა; (9. 12 2011. N5452 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან)
თ) ამ მუხლით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის
ლიზინგით გაცემა;
ი) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის მომსახურების
გაწევა;
კ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 4901, 4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული
საქონლის (წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების,
ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების
გაწევა;
ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო
სწავლების მომსახურების გაწევა;
მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ
მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა;
(28.06.2013. N800)
ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების
მომსახურება.
ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. (8.11.2011. N5202)
პ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის
სავალდებულო ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა. (20.12.2011. N5557)
ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დასახლებულ ტერიტორიაზე
დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა. (28.06.2013.
N800)
3. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი
კანონების,
შეთანხმებების,
ხელშეკრულებების
საფუძველზე
მიზნობრივი
დანიშნულებით განხორციელებული ოპერაციები:
ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობადანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და
მასალების, აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების
ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების
შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის
ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის იმპორტი, მიწოდება ან/და
მომსახურების გაწევა;
ბ) ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისათვის საქართველოს
პარლამენტის
მიერ
რატიფიცირებული
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
უცხოეთის
სახელმწიფოების
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული
საქონლის იმპორტი ან/და სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო,
საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურ-საძიებო მომსახურების გაწევა;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის
მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში
საქონლის დროებითი შემოტანა;
დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სრულად გათავისუფლებული
საქონლის დროებითი შემოტანა;
ე) ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი;
ვ) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის
იმპორტი გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ;
ზ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც
სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის,
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და
რომელთა
მონაწილე
ერთ-ერთი
მხარეა
საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამისი ორგანო;
თ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის,
ჰუმანიტარული
დახმარების
მიზნით
საქართველოს
სახელმწიფო
ან/და
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი;
ი) იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია
უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა
ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და
ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა
ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი
გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით,
რომელთა მონაწილეც არის საქართველო;
კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და
საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი. (12.06.2012. N6439)
4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო
პერიოდისათვის, რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის
რეექსპორტის ან საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ; (13.10.2011. N5120)
ბ) საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია
უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა
ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური
მისიების წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი
სარგებლობისათვის და რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს
ფინანსთა მინისტრი;
გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული
საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული
მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ
მომსახურებას განეკუთვნება: (8.11.2011. N5202)
გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის
საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე
აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ
გაწეული მომსახურება;
გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო
მომსახურება;
გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
გ.დ)
ტვირთის
დოკუმენტაციის
მომზადების,
ინსპექტირების,
დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და
გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
გ1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა
გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე
საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ
გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
მომსახურების
გაწევა,
გარდა
ტვირთის
შენახვის
მომსახურებისა; (13.10.2011. N5120)
გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის,
დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო
ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო
დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ
გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
მომსახურების
გაწევა,
გარდა
ტვირთის
შენახვის
მომსახურებისა; (15.05.2012. N6211)
დ) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან
უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან
დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ
გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ამასთანავე,
ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
დ.ა) მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან
დაკავშირებული
მომსახურება,
აგრეთვე
აეროპორტების,
ნავსადგურების,
სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
დ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო
მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა; (27.12.2013.
N1901)
დ.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ
შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა
და შენახვის მომსახურება;
დ.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების
რეალიზაციის მომსახურება;
დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში
მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის
სამგზავრო ბილეთის ფასში; (27.03.2012. N5942)
დ.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების
განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი
ან/და მიწოდება; (31.05.2011. N4720)
ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო
საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული
სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება;
(8.11.2011. N5202)
ზ) თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება;
თ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის
აქტივების გამოტანა იმ საწარმოს კაპიტალიდან, რომლის წილის/ აქციების 50
პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის
საკუთრებაშია;
ი) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის
საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი
ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ,
რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის
განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების
ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;
ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება
რეალიზაციისთვის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია
ან/და კვების მომსახურების გაწევა;
მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ
საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის
მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ
მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის
განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების
შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან
ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები
კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა
იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და
რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის
დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე; (15.05.2012. N6211)
ნ) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;
ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან
ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო
პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო
ჩათვლა;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდება;
ჟ) ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ
ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის
საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება.
რ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის
გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება); (27.03.2012. N5942)
ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; (15.05.2012. N6211)
ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების
გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ,
რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო. (9. 12 2011. N5452
ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან)
უ)
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
ბიუჯეტის
სასარგებლოდ
გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (გარდა ფულისა)
სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და
ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით
პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა. (20.12.2011. N5556 ამოქმედდეს 2012 წლის 1
მაისიდან)
ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00
190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11
სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან
გაციებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის
შეცვლამდე); (30.07.2013. N906)
ქ) საქართველოში მთლიანად
წარმოებული საქონლისაგან
მიღებული
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201,
0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00
კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით
არსებულის (ფარშის)), აგრეთვე საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული
პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის მიწოდება;
(30.07.2013. N906)
ღ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა
პირისათვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო
სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის
განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს,
ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით და ეს არის
დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში
ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის
კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით დადგენილი წესით; (12.12.2014. N2946)
ყ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე
ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის
მოწვეული
პირის/პირების
მიერ
სასტუმროს
აქტივების/მათი
ნაწილის
მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით
სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება;
(12.12.2014. N2946)
შ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის
დასრულების მომსახურება. (11.12.2014. N2874 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
ჩ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის
გადამუშავების მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი
პირის მიერ ამ კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევა (გარდა იმ შემთხვევისა,
თუ შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული საქონლის იმპორტი). (12.12.2014.
N2946)
5. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება
ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული
ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში
შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების
შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის
იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
მუხლი 1761. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა (5.06.2012. N6395)
1.
საგადასახადო
დავალიანების
გადახდევინების
უზრუნველყოფის
ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის
სამართლის
და
ადმინისტრაციული
წესით
დაკისრებული
სანქციებისა)
გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით
რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე
დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში
გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი
უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება:
ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;
ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;
გ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის
რეალიზაცია;
დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში
არსებული ქონების რეალიზაცია.
2. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა
წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე
დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით
ბიუჯეტში
გადახდას
უზრუნველყოფს
საქონლის
რეალიზაციის
განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა სამეურვეო ქონების
ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება:
(5.06.2012. N6395 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.)
ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი
ბინის/სახლის რეალიზაცია;
ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია;
დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:
ა)
საქონლის
სარეალიზაციო
ფასი
(მყიდველის
მიერ
გადახდილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას;
ბ) საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის
168-ე მუხლის მოქმედება.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრისა და დღგის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
მუხლი 185. დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და
აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა
1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და
აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება:
ა) ამოღებულია (19.04.2011. N4547)
ბ) ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით;
გ) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და
საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით; (12.12.2014. N2949 ამოქმედდეს 2015 წლის 1
ივლისიდან.)
დ) ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით);
ე) მსუბუქი ავტომობილისათვის – მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და
ძრავის მოცულობით;
ვ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის –
აირის მოცულობით;
ზ) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ან საქართველოში მობილურ ან
ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის
შემთხვევაში:(11.12.2014. N2874 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
ზ.ა) მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების,
მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) აქციზის, დღგ-ის ან/და
პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ ნაწილის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა;
ზ.ბ) ზარის ხანგრძლივობის მიხედვით − საქართველოში მობილურ ან
ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევისას.
2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა
საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის
დასრულების მომსახურებისა) გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ
გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან
მიღებული თანხა. (11.12.2014. N2874 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
მუხლი 188. აქციზის განაკვეთები
1. ამ ნაწილში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:
სმელები
ლები (მაგალითად, სიდრი, პერი (მსხლის სიდრი), თაფლის სასმელი); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და
ისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
ტურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები
ით
ბული ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით (გამოხდით)
ლში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები
ლში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი
ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ ან 2 ლ-ზე ნაკლები
ალუბლის სპირტიანი ნაყენები (ლიქიორების გარდა) ჭურჭელში ტევადობით 2 ლ-ზე მეტი
ობრივი კონცენტრაციით არაუმეტეს 7 მას.% -ისა
ობის ჭურჭელში
დილი
ანი სასმელები
ენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, ჭურჭელში ტევადობით
ბი
ს გარდა )
ჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით
სიგარები), თამბაქოს შემცველობით
თამბაქოს შემცველობით
თამბაქოს შემცველობით
თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისათვის 1-ლი შენიშვნის შესაბამისად
ურნუთი) თამბაქო
რაციის განხორციელების წელსა და მსუბუქიავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით , ხოლო იმპორტის
სა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორისსხვაობის მიხედვით ), ძრავის მოცულობის 1 სმ ³
რივი აირი ( გარდა მილსადენით გადაადგილებულისა )
ნებრივი
ხევადებული )
ი , ბუტილენი და ბუტადიენი
ისებრ მდგომარეობაში )
ლატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები
ბი და პროდუქტები
ციფიკური პროცესებისათვის
ებისათვის პროცესებში , 2710 19 110 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა
თბობი
პეციფიკურიპროცესებისათვის
მნებისათვის პროცესებში , 2710 19 310 00 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა
ველობით არა უმეტეს 0,05მას .%- ისა
ველობით 0,05 მას .%- ზემეტი , მაგრამ არა უმეტეს 0,2 მას .%- ისა
ველობით 0,2 მას .%- ზე მეტი
პეციფიკურიპროცესებისათვის
მნებისათვის პროცესებში , 2710 19 710 ქვესუბპოზიციაში მითითებულის გარდა
, კომპრესორის საპოხი ზეთი ,ტურბინის საპოხი ზეთი
ავლიკური მიზნებისათვის
ები , ვაზელინის ზეთი
ბისათვის და ზეთირედუქტორებისათვის
ასამუშავებელიშედგენილობები , ფორმების გასაპოხი ზეთები ,ანტიკოროზიული ზეთები
იზოლაციო ზეთები
ხი ზეთები და ზეთებიდანარჩენი
ველობით არა უმეტეს 0,05მას .%- ისა
ველობით 0,05 მას .%- ზემეტი , მაგრამ არა უმეტეს 0,2 მას .%- ისა
ველობით 0,2 მას .%- ზე მეტი
ლების ,პოლიქლორტრიფენილების ან პოლიბრომბიფენილებისშემცველობით
უქტები – ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი ), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ - საცავების ) ნარეცხი
უქტები დანარჩენი
ევები , რომლებიც შეიცავს ან არ შეიცავს მასის 70 მას .%-
იტუმოვანი ქანებისაგან მიღებულ ნავთობს ანნავთობპროდუქტებს
ოდუქტი
ღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები
სუბუქი ზეთები , რომელთა 90მოც .% ან 90 მოც .%-ზე მეტი გამოიხდება 200° Cტემპერატურამდე
სუბუქი ზეთები
ტები
ბელი
ბელი
ბელი
ბელი
მოლეკულური მასით 460 ან460-ზე მეტი , მაგრამ არა უმეტეს 1560-ისა
ებელი
ბელი
სპირტი )
ილის სპირტი ) და პროპან -2-ოლი (იზოპროპილის სპირტი )
თილის სპირტი )
ოლი (ტრეტბუტილის სპირტი )
ლი
ფუძეზე
გან მიღებული , ნავთობის ანნავთობპროდუქტების შემცველობით
ზე
ს , ტყავის , ბეწვეულის ანდანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები
ოვანი ქანებისაგანმიღებული ნავთობპროდუქტების არაძირითადიკომპონენტის სახით შემცველობით 70 მას .% ან 70 მას.%
ზმებისა და სატრანსპორტოსაშუალებების საპოხი საშუალებები
ს , ტყავის , ბეწვეულის ანდანარჩენი მასალების დამამუშავებელი საშუალებები
მებისა და სატრანსპორტოსაშუალებების საპოხი საშუალებები
შენიშვნა: ამ ცხრილის მე-3 სტრიქონში აღნიშნული 2403 11 000 00 და 2403 19 000 00 კოდებით
გათვალისწინებული საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი
დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 500 გრამ ისა.
11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20
კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე
და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია
ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის
საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ჯამი. აქციზის თანხის გამოანგარიშების
მიზნისათვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის
მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო
სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის
საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1
იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში.
12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20
კოდში მითითებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის
გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასს და მისი დადგენის წესს
განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. (ამოღებულია – 19.04.2011, №4547).
3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთია:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხის 8 პროცენტი, გარდა ამ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს,
ყოველი შემდგომი კალენდარული წლისათვის საქართველოს პარლამენტს საქართველოს
საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში,
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგინოს განსხვავებული
აქციზის განაკვეთი ნული პროცენტიდან 8 პროცენტამდე ოდენობის ფარგლებში, რომელსაც
საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს შესაბამისი დადგენილებით;
ბ) საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ ქსელში დასრულების
მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 15 თეთრი;
გ) საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების
მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 8 თეთრი.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მობილური
საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისათვის დასაბეგრი ბრუნვაა საანგარიშო
პერიოდში გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების თანხების ჯამი.
მუხლი 189. აქციზის ჩათვლა
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირს, რომელიც
ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას ან აქციზური საქონლის ექსპორტს, უფლება აქვს,
მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან
სარეალიზაციოდ გატანილი ან ექსპორტირებული) აქციზური საქონლის
საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი
ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი
თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს
მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქციზის ჩათვლის ან დაბრუნების
წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ
იმპორტირებული სხვა აქციზური საქონლის (ნედლეულის) მიმართ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით აქციზის ჩათვლა ან
დაბრუნება ხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო
დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის
გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური
საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას. (27.03.2012. N5942)
31. ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის
ჩათვლის მიღების საფუძველია ამავე მუხლით გათვალისწინებულ ოპერაციებზე
დარიცხული და აქციზის დეკლარაციაში ასახული აქციზის თანხა. (26.12.2013.
N1886)
4. თუ აქციზური საქონლიდან (ნედლეულიდან) ერთდროულად იწარმოება
სხვა აქციზური და არააქციზური საქონელი, ჩათვლა ხორციელდება წარმოებული
აქციზური საქონლის რაოდენობის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთ
აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.
5. დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში
პირს უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე
(ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს
აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის
შესაბამისად.
6. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისთვის აქციზის
ჩათვლა არის დარიცხული აქციზის თანხის შემცირების უფლება, რომელიც
ხორციელდება დარიცხული აქციზის თანხიდან მომსახურებაზე გადახდილი
აქციზის თანხის გამოქვითვის გზით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული აქციზის ჩასათვლელი თანხა
არის აქციზის თანხა, რომელიც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით
გადახდილია ან გადასახდელია მხოლოდ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების
მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის ბოლო მომხმარებელი.
8.
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტის
სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან, თუ ავტომობილი
15 კალენდარული
დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში და დატოვებს
საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის
შესაბამისად დაიბრუნოს ავტომობილზე გადახდილი აქციზი, მაგრამ არა უმეტეს
გადახდილი აქციზის 50%-ის ოდენობისა. (24.06.2011. N4935)
მუხლი 194. აქციზისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი
წესები
1. აქციზისაგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის
უფლების გარეშე.
2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით ნიშნავს, რომ ოპერაცია არ
ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.
3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე ნიშნავს, რომ
ოპერაცია არ ექვემდებარება აქციზის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება
ჩათვლის უფლება.
4. აქციზისაგან გათავისუფლების გამოყენების წესი განისაზღვრება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
5. ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის მიერ საკუთარი მოხმარებისათვის წარმოებული
ალკოჰოლიანი სასმელები;
ბ) ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში
ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის
განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი
თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ
ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4
ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011. N4754)
ბ1) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50
სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის ან ამ ზღვრული ოდენობის
ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250
გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011.
N4754)
გ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის
ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი,
რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის
დაკავშირებული;
დ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე
მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად საქონლის
იმპორტი;
ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების
განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი
ან/და მიწოდება; (31.05.2011. N4720)
ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების
იმპორტი ან/და მიწოდება;
ზ) ამ კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-10 სტრიქონით
გათვალისწინებული საქონლის იმპორტი, თუ იგი არ გამოიყენება აქციზური
საქონლის წარმოებისათვის. (22.06.2012. N6547)
შენიშვნა: აღნიშნული საქონლის იმპორტისას გადაიხდევინება აქციზი, ხოლო
აქციზის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი
უფლებამოსილია დაიბრუნოს ან/და მომავალი გადასახადების ვალდებულებათა
ანგარიშში ჩაითვალოს აქციზის გადახდილი თანხა; (22.06.2012. N6547)
თ) მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და
„დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად;
ი) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული
აქციზური საქონლის იმპორტი;
კ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და
საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი; (12.06.2012. N6439)
ლ)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო
ნომენკლატურის
8703
სასაქონლო
პოზიციით
გათვალისწინებული
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები.
შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის
ან/და თამბაქოს ნაწარმის ოდენობა აღემატება ამ ნაწილის „ბ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ მუხლით გათვალისწინებული
აქციზისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული
ზღვრული ოდენობის ფარგლებში. (14.06.2011. N4754)
6. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია:
ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის,
რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს
შემდეგ დოკუმენტებს: (19.04.2011. N4547)
ა.ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში
აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ
დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის
წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური
საქონელი (ნედლეული));
ა.ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ; (27.03.2012.
N5942)
ბ) საქართველოს საქონლის მიწოდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში
რეალიზაციისათვის.
გ)
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
ბიუჯეტის
სასარგებლოდ
გადახდევინების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში პირის ქონების (აქციზური საქონლის)
სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის სამართლის და
ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების მიზნით
პირის ქონების (აქციზური საქონლის) რეალიზაცია/გადაცემა. (20.12.2011. N5556)
დ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის
2208 20 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული ყურძნის ღვინის
დისტილაციით მიღებული სპირტის მიწოდება მწარმოებლის მიერ ამავე სასაქონლო
სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებლისათვის, საქონლის
საწარმოებლად. (15.05.2012. N6211)
7. ჩათვლის უფლებით აქციზისაგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი
ან/და საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ აღნიშნული
ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში
შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების
შესაბამისად ასეთი საქონლის იმპორტი ან/და საქონლის მიწოდება ან/და
მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია აქციზისაგან. (20.12.2011. N5556)