„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-14
ბიუროს ნომერი 362
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს „გ.შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.შ1“
ქვეპუნქტი:
„გ.შ1) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 11
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის
საქარე მინაზე დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერის გაცემა;“.
2. მე-6 მუხლს „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“
ქვეპუნქტი:
„დ2) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 11
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის
საქარე მინაზე დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერის გაცემა – 30
ლარი;“.
3. მე-7 მუხლს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“
ქვეპუნქტი:
„ლ1) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 11
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის
საქარე მინაზე დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერის გაცემა – 45
წუთი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრა საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი მარჯვენა საჭის
ან ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ მარცხენა მხარეს გადატანილი
საჭის მქონე ავტობუსის ან მსუბუქი ავტომობილის საქარე მინაზე დასამაგრებელი
ერთჯერადი სტიკერის გაცემა. აღნიშნული ცვლილება იწვევს მომსახურების
გაწევისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი
ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი ცვლილება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების საფასურსა და ვადას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება განსაზღვრავს „საგზაო
მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 11 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის საქარე მინაზე
დასამაგრებელი სპეციალური ერთჯერადი სტიკერის გაცემის საფასურსა და ვადას.
კერძოდ, აღნიშნული მომსახურების გაწევის საფასურია 30 ლარი, ხოლო ვადად
განისაზღვრება 45 წუთი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
გარკვეულ
გავლენას
მოახდენს
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მომსახურების ახალი სახეობისთვის დაწესებული
საფასურის შემოღების გზით ბიუჯეტში მოხდება დამატებითი ღირებულების
გადასახადის აკუმულირება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებსაც მოუწევთ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
საფასურის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
შესაბამისი
მომსახურების
გაწევისათვის
საფასურის გადახდას. აღნიშნული ოდენობა (30 ლარი) წარმოადგენს ოპტიმალურ
ოდენობას და ზუსტად ასახავს გაწეული მომსახურების ანაზღაურებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლების
მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი,
რომლის
დებულებას
ამტკიცებს
და
ხელმძღვანელს
ნიშნავს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ბ) საფასური – ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული
ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის;
გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-6, მე-7 და მე-9−111 მუხლებით განსაზღვრულ
უფლებამოსილებათა განხორციელება;
გ.ა) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული
მოკლე
ხრახნილლულიანი
ცეცხლსასროლი
იარაღის
შეძენის
(შენახვის
უფლებით)
ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ბ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის,
სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე
გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.გ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის
(შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე,
რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების
ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;
გ.დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების
საკუთრებაში
არსებულ
იარაღზე
სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის
სტატუსის
მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და
იარაღის რეგისტრაცია;
გ.ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის
სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და
იარაღის რეგისტრაცია;
გ.ვ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “
ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის რეგისტრაცია;
გ.ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის
(აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი
იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
გ.თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის
გაცემა;
გ.ი) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის,
მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან
საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
გ.კ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის
გაცემა;
გ.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
გ.მ) იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია;
გ.ნ) იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;
გ.ო) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;
გ.პ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა;
გ.ჟ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
გ.რ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
გ.ს) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ტ) იარაღის ჩამოწერა;
გ.უ) იარაღის რეესტრის წარმოება;
გ.ფ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;
გ.ქ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;
გ.ღ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
გ.ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა
და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;
გ.შ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში
ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა;
გ.ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა;
გ.ც) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა;
გ.ძ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა;
გ.წ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;
გ.ჭ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და
დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;
გ.ხ) მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება;
გ.ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის,
საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა;
გ.ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ1 ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ2 ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ4 ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
ცნობის გაცემა;
გ.ჰ5 )
მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებაზე უფლებრივი
შეზღუდვის რეგისტრაცია /აღრიცხვა , აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება ;
გ.ჰ6 ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების
უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
გ.ჰ7 ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ
სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური)
მიწოდება;
გ.ჰ8 ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან
ლეგალიზაცია;
გ.ჰ9 ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით
რეგისტრაცია;
გ.ჰ10) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და
სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ11) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ12) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების
განხორციელება;
დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე
მომსახურების გაწევა ამ კანონით განსაზღვრულ შემჭიდროებულ დროში;
დ 1) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში
არსებული
ან
სააგენტოსთვის
დროებით
სარგებლობაში
გადაცემული,
სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე
არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულები ან/და მათი დანაყოფები;
ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:
ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ე.გ)
სანადირო
კომბინირებული
ცეცხლსასროლი
იარაღი
(ხრახნილლულიანი
და
გლუვლულიანი თოფი);
ე.დ) მოკლელულიანი (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი,
რევოლვერი);
ე.ე) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ვ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);
ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე
პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის სტატუსი;
ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“
ქვეპუნქტებით
განსაზღვრული
დაწესებულებების
კუთვნილი
იარაღები,
რომლებიც
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს;
ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“
ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღი;
ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ერთი
ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი;
ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი;
ე1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი გარემოებების არსებობისას უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს,
გადააადგილოს თავის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული იარაღი:
ე1.ა) სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით;
ე1.ბ) შენახვის უფლებით შეძენილი იარაღის შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე
გადატანის მიზნით;
ე1.გ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დროებით სხვა
ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე1.დ) სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენის მიზნით;
ე1.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
ე2) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის
მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის
საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;
ე3) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ე4) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც
იარაღისაგან
განცალკევებულად
რეგისტრირდება
და
რეგისტრირებული
იარაღის
დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი,
რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან
მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;
ვ.ბ)
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საინფორმაციო-ანალიტიკურ
დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული
ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და
სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;
ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;
ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს
დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის
საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან
აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე
რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
საფასურის
გადახდის
შემთხვევაში,
სააგენტოს
ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო
საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ
დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი
წესით აცნობოს მოგირავნეს;
ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი,
რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი
აგრეგატების
ან
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი მონაცემები;
კ) შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის მონაწილე,
დაურეგისტრირებელი სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა
ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის
შენიშვნის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
კ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – მრავალჯერადი გამოყენების შიდა ტრანზიტი,
რომელიც გაიცემა 365 დღის ვადით;
ლ) სატრანსპორტო საშუალება:
ლ.ა) შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას
ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია;
ლ.ბ)
ელექტროძრავიანი
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალება,
რომლის
ძრავას
მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია;
ლ.გ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის;
ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ
ქვეპუნქტის „ლ.ა“−„ლ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებები;
ლ1) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი
საფუძვლით:
ლ1.ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა;
ლ1.ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების ჩამოწერა;
ლ1.გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა;
მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო
ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა
და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად
განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ
დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე
დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;
მ1 ) სპეციალიზებული
თვითმავალი
მანქანა
−
თვლიანი
ან
მუხლუხა
მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების
შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე
დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;
ნ) (ამოღებულია);
ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა:
ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული
სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ
სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ
მინიჭებული
საიდენტიფიკაციო
ნომერი
(VIN
კოდი)
და
რომელიც
ექვემდებარება
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას.
საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით;
ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის
საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;
პ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც
ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის
შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ;
ჟ.ბ)
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
საინფორმაციო-
ანალიტიკურ
დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული
ინფორმაცია
იარაღზე
არსებული
უფლებრივი
შეზღუდვის
ან/და
სამართლებრივი
დატვირთვის შესახებ;
ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;
ჟ1 ) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო
უფლებამოსილების განმახორციელებელიპირისაგან , აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა
უფლებამოსილი
პირისაგან
ელექტრონული
ან/და
მატერიალური
სახით
მიღებული შეტყობინების
საფუძველზე რეგისტრირებული / აღრიცხული ინფორმაცია
ნივთზე
ქონებრივ
ან
არამატერიალურ
არამატერიალური
ქონებრივი
სიკეთეზე
სიკეთის განკარგვის
დადებული
უფლების
ყადაღის, ნივთის
შეზღუდვის
ან
ან
სხვა
აკრძალვის შესახებ;
რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების
ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის
მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე
მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ
სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების
ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი),
საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის
ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით;
ტ) უფლების გადაცემის ბარათი – დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს:
ტ.ა) მესაკუთრის მიერ სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას;
ტ.ბ) მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის მიერ საკუთრების უფლების სატრანსპორტო
საშუალების შემძენისთვის გადაცემას;
ტ.გ) შემძენის უფლებას, სააგენტოში სარეგისტრაციო პროცედურებში გამსხვისებლის ან მისი
წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაცია;
ტ.დ)
შემძენის
მიერ
სააგენტოში
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციაზე
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისთვის მინიჭებას;
ტ.ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გარემოებებს;
უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19
მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის
მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე
ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების
სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;
ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში
რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა
სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე და 118-ე
მუხლებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 126 1, 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებით, 142 1 მუხლის
მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე, 143 1 და
143 2მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144ე–144 3, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და
მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“
ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და
179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით,
222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით,
227 1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე,
229-ე, 230-ე–238 1, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 1, 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII
და XXXVII თავებით, 322 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით
(გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და
„დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და
353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4
ნაწილებით, 378-ე, 378 1, 379-ე, 381 1, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით
გათვალისწინებული
დანაშაულისთვის
მსჯავრდების
შესახებ,
იმის
მითითებით,
ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში
აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე
დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
მუხლი 6. მომსახურების საფასურის განაკვეთები
მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა
(გარდა
ამ
მუხლის
„ხ“
ქვეპუნქტითა
და
შენიშვნის
92 პუნქტით
განსაზღვრული
შემთხვევებისა) – 15 ლარი;
ა1) დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის
მოწმობის აღდგენა – 20 ლარი;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ
მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი;
ბ1 ) „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის
მფლობელი სტუდენტის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვება − 15
ლარი;
ბ 2) ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების (საინფორმაციო კოდი 78) მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე
ერთჯერადად დაშვება − 40 ლარი;
[ბ 3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო
თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის
(შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ
იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე
ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი;
ბ 4 ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით)
ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის
შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი;
ბ 5 ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის
შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20
ლარი; (ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან)]
გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი;
დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 35 ლარი;
დ1) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი;
ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა
(გარდა ამ მუხლის „ე 1“−„ე 8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აგრეთვე
ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა) – 35 ლარი;
ე1) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო
ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე1.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., AA-111-AA), – 1000 ლარი;
ე1.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., BB-002-BB), – 800 ლარი;
ე1.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., CC-300-CC), – 600 ლარი;
ე2) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და
იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე2.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., GT-444-TT), – 800 ლარი;
ე2.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., YU-005-YY), – 600 ლარი;
ე2.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., WW-600-PW), – 400 ლარი;
ე3) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში
ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის
შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე3.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., SO-777-SO), – 800 ლარი;
ე3.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., NN-008-MM), – 600 ლარი;
ე3.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., DF-900-FD), – 400 ლარი;
ე4) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და
იგივე (გარდა ამ მუხლის „ე3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის
შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე4.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., RR-111-PO), – 700 ლარი;
ე4.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., TU-002-KU), – 500 ლარი;
ე4.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., EI-300-LL), – 300 ლარი;
ე5) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო
ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:
ე5.ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., NJ-444-HZ), – 250 ლარი;
ე5.ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., VX-005-MW), – 200 ლარი;
ე5.გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., QR-600-FD), – 150 ლარი;
ე6) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის
(ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ.,
GIORGI 1), – 10 000 ლარი;
ე7) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე1“–„ე6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული
ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ:
ე7.ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება
სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-707-DD), – 450 ლარი;
ე7.ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო
ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., FF-050-FG), – 350 ლარი;
ე7.გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და
იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი
ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DF-080-FD), – 350 ლარი;
ე7.დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა
ამ მუხლის „ე7.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება
სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-305-FS), – 300 ლარი;
ე7.ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება
სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DX-040-WQ), – 250 ლარი;
ე8) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის,
ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის
წევრებისათვის,
საკონსულო
დაწესებულებების
შტატის
საკონსულო
თანამდებობის
პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და
მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი:
ე8.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის
გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე);
ე8.ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა,
აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი (დღგ-ის გარეშე);
ე 9) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის
„ე 1“–„ე 7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მიმოქცევაში არმყოფი ერთი წყვილი ავტომობილის
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნა არაუმეტეს 2 კალენდარული
თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;
ე10) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე“
ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი
კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი;
ვ) სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;
ზ)
მოტოციკლის,
მისაბმელის,
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
ან
სპეციალიზებული
თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა
(გარდა ამ მუხლის „ე 8.ბ“ ქვეპუნქტითა და „ზ 2“–„ზ 4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან
სპეციალიზებული
თვითმავალი
მანქანის
დაკარგული
ან
დაზიანებული
ერთი
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8.ბ“
ქვეპუნქტითა და „ზ 4“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 25 ლარი;
ზ1) „TEST“ ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;
ზ2) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის
ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის:
ზ2.ა) ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500,
600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, – 200 ლარი;
ზ 2.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული სამი
ლათინური ასოს და სამი ციფრის კომბინაციისაგან, – 200 ლარი;
ზ3) მოტოციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა,
რომლის:
ზ3.ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000,
3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, –
300 ლარი;
ზ3.ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი
ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი;
ზ4)
საქართველოში
დიპლომატიურ
წარმომადგენლობათა
ხელმძღვანელებისათვის,
ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის
წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის
პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და
მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან
დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40
ლარი (დღგ-ის გარეშე);
თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება:
თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი;
თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი;
თ 1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოების
არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური
მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი;
ი) (ამოღებულია);
კ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
კ1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების
არსებობისას სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ
მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი;
ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის
ჩამოწერა – 30 ლარი;
ლ1) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი
რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 10 ლარი;
ლ 2) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
ლ 3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
ლ 4) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
ლ 5) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
ლ 6) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
მ) დადგენილი ნიმუშის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან იარაღის ჩამოწერის
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი;
მ1) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის
გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო
ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი;
მ2) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის,
მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან
საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის
გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ
ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1
ლარი;
მ3) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და
გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული
მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი;
მ4) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი;
მ 5) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
მ 6) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
მ 7) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831;
ნ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა) – 10 ლარი;
ნ1) ამ კანონის მე-3 მუხლის „ე1.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას
იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – 20 ლარი;
ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 10 ლარი;
ო1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა −
20 ლარი ;
ო2 ) პირის უგზო - უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 20
ლარი ;
ო3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის
გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 20
ლარი;
ო4) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 20
ლარი;
პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია – 50 ლარი;
ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია – 15 ლარი;
რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20
ლარი;
რ1) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული
უფლებამოსილების განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების ან/და
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
მონაცემების
ავტორიზებული
საწარმოსთვის გადაცემა − ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური;
ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის
შედგენით (გარდა ამ მუხლის „ფ1“ და „ქ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 20
ლარი;
ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი;
ტ1) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლელულიანი ან/და
სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ
მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი;
უ) შიდა ტრანზიტი – ერთი სრული დღით სარგებლობა – 1 ლარი;
უ1) გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი – 450 ლარი;
ფ)
დაინტერესებული
პირის
მოთხოვნის
საფუძველზე,
სააგენტოს
სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან
ერთი
ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;
ფ1)
დაინტერესებული პირის
მოთხოვნის საფუძველზე,
სააგენტოს
სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების
საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი;
ფ2) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი;
ფ 3) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა – 20 ლარი;
ფ4) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;
ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ერთი ერთეული სატრანსპორტო
საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის უფლებამოსილი პირის
მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოქმედებების (გარდა ამ მუხლის „ფ“
და
„ფ 1“
ქვეპუნქტებით
განსაზღვრული
მოქმედებებისა)
შესრულება
სააგენტოს
სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი;
ქ1) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული
ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების
საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 20 ლარი;
ღ) ტექნიკური ტალონის გაცემა – 10 ლარი;
ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი;
შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ სასაქონლო
ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან
აღრიცხვის
მოწმობის
გამოწერა
ან/და
სასაქონლო
დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების)
ოპერაციის
გამოყენებასთან
შემოსავლების სამსახურისათვის და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა
ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 30 ლარი;
შ1) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის
მოწმობის შევსება (გარდა რეექსპორტისა) − 20 ლარი;
ჩ)
ერთ
ერთეულ
დაგირავებულ
სატრანსპორტო
საშუალებაზე
ან
ერთ
ერთეულ
დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის
მოწმობის გაცემა – 50 ლარი;
ჩ1) დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვა
და მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე
ლიცენზირებული პირის მეშვეობით − 20 ლარი;
ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან
ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების
უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება –
30 ლარი;
ც1)
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
სააგენტოს
მიერ
დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20
ლარი;
ც2) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი
დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების
საფასური – 20 ლარი;
ც 3) ამ მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას
სააგენტოს
ვებგვერდზე
წარდგენილი
(ატვირთული)
უცხოურ
ენაზე
შედგენილი
ელექტრონული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) ქართულ ენაზე თარგმნა
სააგენტოს მიერ − 20 ლარი;
ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის
დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში, დამატებით გამოცდაზე პირის ვადაზე ადრე
დაშვება, მაგრამ არაუგვიანეს პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან მე-6
დღისა, – 30 ლარი;
წ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული იმ დოკუმენტის
ასლის
დამზადება
საქმისწარმოების
და
დედანთან
მასალებში
იდენტურობის
დარჩენა
დამოწმება,
რომლის
გათვალისწინებულია
დედნის
საქართველოს
კანონმდებლობით, – ერთი დოკუმენტი 5 ლარი;
ჭ) სააგენტოს არქივში დაცული ერთი დოკუმენტის დამოწმებული ასლის გაცემა – 5 ლარი;
ხ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის
მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი
საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს
ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 35 ლარი;
ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში
მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს
ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 55 ლარი;
ჰ) სააგენტოს ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
თეორიული გამოცდის პროგრამის ანალოგიური სავარჯიშო პროგრამით ერთჯერადად
სარგებლობა − 2 ლარი.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის „ე 6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლათინური ასოებისა და
ციფრების კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“–„ე 5“, „ე 7“, „ე 8“, „ზ“ და „ზ 2“–
„ზ 4“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე
ნიშნების), აგრეთვე შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ლათინური
ასოებისა
და
ციფრების
კომბინაციის
მსგავსი.
ამ
მუხლის
„ე 6“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)
სერიისა და ნომრის კომბინაციაში არსებული ციფრების ან ციფრებისა და ლათინური ასოების
საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რვა ერთეულს, ამასთანავე, კომბინაცია არ უნდა
შეიცავდეს მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან
უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ
ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს.
11. პირის მიერ მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნის) ამავე მუხლის „ე1“–„ე7“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ავტომობილის
რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლისას ერთი წყვილი
ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის
საფასური შეადგენს:
ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)
გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც
მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის;
ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)
გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც მოთხოვნის
დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე,
რომელიც მოთხოვნის დღისათვის დადგენილია ავტომობილის შესაცვლელი რეგისტრაციის
ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისათვის.
12. ფიზიკური პირის მოთხოვნით, მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე1“–„ე7“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამ პირის მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ
რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემისათვის ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის
ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს 35 ლარს.
13. ამ მუხლის შენიშვნის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომობილის ახალი
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა
უფლებას ავტომობილის შეცვლილ რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე).
14. ამ მუხლის შენიშვნის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომობილის
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მეუღლის, მშობლის ან შვილის
კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას
ავტომობილის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე).
2. ამ მუხლის „ე 6“, „ე 7“, „ზ 2.ბ“ ან „ზ 3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
დაინტერესებულ პირს შეუძლია შეარჩიოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის
ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის შემადგენელი ლათინური
ასოებისა და ციფრების მხოლოდ ის კომბინაცია, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის
მიმოქცევაში არ იმყოფება.
3. სააგენტო
უფლებამოსილია ამ მუხლის „ე1“–„ე7“,
„ზ2“
და „ზ3“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო
სანომრე ნიშნები) არ დაამზადოს დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებებზე
უშუალოდ გაცემის მომენტამდე.
3 1.
სააგენტოს
მიერ
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
განმახორციელებელი
ორგანოებისათვის ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და ოპერატიული სანომრე
ნიშნების გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით.
32. ამ კანონის მიზნებისათვის მიმოქცევაში არმყოფად
ჩაითვლება სატრანსპორტო
საშუალებათა ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი):
ა) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის შემდგომი გაცემის მიზნით სერიულად არ არის
დაბეჭდილი;
ბ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის არ არის გაცემული რეგისტრირებულ (ან დროებით
რეგისტრირებულ) სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით
არ არის დაჯავშნილი დაინტერესებული პირის მიერ;
დ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე10“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
წესით არ ინახება სააგენტოში სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით;
ე) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტით განსაზღვრული
წესით არ ინახება სააგენტოში დაინტერესებული პირის მოთხოვნით;
ვ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოს მიერ არ არის გადაცემული ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, როგორც ოპერატიული
სანომრე ნიშანი;
ზ) რომლის მოთხოვნის მომენტისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
გარემოება,
რომელიც
ზღუდავს
სატრანსპორტო
საშუალებათა
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემას.
33. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული
ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე
ნიშნების) გაცემა, აგრეთვე ამ რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების)
გაცემის ამსახველი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა ხორციელდება
უფასოდ.
34. რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, აგრეთვე რეგისტრაციაში ცვლილებების
განხორციელებისას,
თუ
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულია
რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსათვის ჩაბარება, ამ მუხლის
„ე“–„ე8“, „ზ“ და „ზ2“–„ზ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები
(სახელმწიფო სანომრე ნიშნები) უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში
ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის „ე1“–„ე5“, „ე7“, „ზ2“ ან „ზ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის
ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო ამ ვადაში
რეგისტრაციის
ნომრის
(სახელმწიფო
სანომრე
ნიშნის)
ჩაბარების
მომენტისათვის
სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან
მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში –
აგრეთვე
უფლებამონაცვლის)
მოთხოვნისა
და
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას გასცეს რეგისტრაციის ნომერი
(სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო
საშუალებაზე;
ბ) ამ მუხლის „ე6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი
(სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს, ხოლო რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო
სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული
ავტომობილის მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის
(ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას გასცეს
რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ
ავტომობილზე.
35. სააგენტოს არ წარმოეშობა ამ მუხლის შენიშვნის 34 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე
ნიშნის)
ჩაბარების
სატრანსპორტო
მომენტისათვის
საშუალების
სარეგისტრაციო
მესაკუთრე
მონაცემებით
ან
განსაზღვრული
მოსარგებლე
ან
მისი
მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე)
წერილობით უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელებაზე.
4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ1“, „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს
უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა.
5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ1“ და „ქ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული
ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.
51.
სააგენტოს
უფლება
აქვს,
უარი
განაცხადოს
ამ
მუხლის
„ტ1“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლელულიანი ან/და
სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე
მანძილი სცილდება გონივრულ ფარგლებს.
6. პირი შიდა ტრანზიტით სარგებლობის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში
ყოველ გადაცილებულ დღეზე იხდის 5 ლარს, მაგრამ სულ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო
შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში – დამატებით 30 ლარს.
7. პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე
განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლოსამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე (გარდა ამ შენიშვნის მე-15 პუნქტით
განსაზღვრული
შემთხვევისა)
ამ
მუხლის
„ფ“,
„ფ 1“
და
„ქ 1“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისათვის შესაბამისი საფასური 10 ლარით
მცირდება.
8. ამ მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული
პირი
დადგენილი
საფასურის
გარდა
იხდის
სატრანსპორტო
საშუალების
რეგისტრაციისათვის
ან
სარეგისტრაციო
მონაცემებში
ცვლილებების
შეტანისათვის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საფასურსაც.
9. დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის
მოწმობის აღდგენისათვის, გარდა აღნიშნული მოწმობების გაცემისათვის ამ კანონით
დადგენილი საფასურისა, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა უზრუნველყოს ამ
მუხლის „ა 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდაც.
9 1. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს:
ა) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული
გამოცდის ჩაბარება – პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას;
ბ) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული
გამოცდის ჩაბარება – პირის პრაქტიკულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას (გარდა ამ მუხლის
„ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
გ) თუ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მოსაპოვებლად სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე
პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერად დაშვებას,
ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მიერ განსაზღვრული რაოდენობითა და წესით პირის პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას
(გარდა ამ მუხლის „ბ1“, „ბ2“ და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა).
9 2. ამ მუხლის „ბ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს:
ა) მართვის უფლების არმქონე, „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე პირადობის (ბინადრობის)
ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის პირველად, მართვის უფლების მისაღებ
თეორიულ
შემთხვევაში
გამოცდაზე
−
ერთჯერად
საქართველოს
დაშვებას,
შინაგან
ხოლო
საქმეთა
მისი
მინისტრის
წარმატებით
მიერ
ჩაბარების
განსაზღვრული
რაოდენობითა და წესით პირის პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ბ“,
„ბ2“და „ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით „სტუდენტის“ აღნიშვნის მქონე
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი სტუდენტის მიერ მართვის
უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე დადებითი შეფასებების მიღების
შემთხვევაში – მართვის მოწმობის გაცემას.
93. აკრძალულია ერთი კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების ერთზე მეტჯერ გაწევა.
94. იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც შეუძლია დაინტერესებულ პირს ამ
მუხლის „ჩ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი.
10. ამ მუხლის „ე 9“ და „ე 10“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას
სარეგისტრაციო ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) საერთო წესით გაიცემა. თუ
დაინტერესებულ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ამ
ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება რეგისტრაციის
ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის/შენახვის ვალდებულება, ამასთანავე,
გადახდილი საფასური გადამხდელს არ უბრუნდება.
11. ამ მუხლის „უ 1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის
მფლობელს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მიანიჭოს იგი მხოლოდ თავის
საკუთრებაში არსებულ, დროებით დაურეგისტრირებელ სატრანსპორტო საშუალებებს,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო
რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადით.
12. იმ მონაცემთა ნუსხას, რომელთა ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემაც დასაშვებია ამ
მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, აგრეთვე აღნიშნულ
მონაცემთა გადაცემის პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
13. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში
ასახული ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლოსამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება
ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ
საფასურთან
ერთად
ხუთი
ერთეულის
ზევით
ყოველი
მომდევნო
სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური
საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის დამატებით გადაიხადოს 5 ლარი.
131. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში
ასახული იურიდიულ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და
სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა
აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად დამატებით გადაიხადოს 80 ლარი.
14. ამ მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამზადებული
დოკუმენტის
ასლი,
რომლის
დედანთან
იდენტურობაც
დამოწმებულია,
რჩება
საქმისწარმოების მასალებში და აქვს ოფიციალური ძალა, ხოლო დოკუმენტის დედანი
უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
15. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით
განკარგვას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას
სააგენტო სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების
საბაზრო ღირებულებას.
16. სააგენტო შიდა ტრანზიტს (გარდა გრძელვადიანი შიდა ტრანზიტისა) გასცემს
დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 კალენდარული
დღისა.
17.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
გარემოების
არსებობისას,
სააგენტოსთან შეთანხმებით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაზე სატრანზიტო სანომრე ნიშნის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება)
შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ. ამ პუნქტით განსაზღვრული გარემოების
არსებობისას სატრანზიტო სანომრე ნიშნისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესს
ერთობლივი ბრძანებით ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა
მინისტრები.
18.
შემოსავლების
სამსახურის
ან/და
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის
(მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ
სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო ოპერაციის განხორციელების ვალდებულების
წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.
19. გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ან
სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება ან
სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დათვალიერების აქტის ან
შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანებით.
20. სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის
(დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესსა და პირობებს ადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
21. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო1“ და „ო2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების
გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
22. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემი ინფორმაციის
ნუსხასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
23. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობა გაიცემა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
23 1. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
24. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურება, რომელიც გაიწევა სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე,
ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად.
მუხლი 7. სააგენტოს მომსახურების ვადები
სააგენტოს მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა
(მათ შორის, შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) – 7 სამუშაო დღე;
ა1) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ბ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
ბ1) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ბ2) გირავნობის მოწმობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ბ 3) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან
ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების
უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 2
სამუშაო დღე;
გ) სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკური საშუალების თითოეული ერთეულის რეგისტრაცია ან აღრიცხვიდან
მოხსნა – 1 სამუშაო დღე (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა);
გ1) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი
ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები
წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა – 2 სამუშაო დღე;
დ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ე) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების) ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია, იარაღის
ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა დადგენილი ნიმუშის იარაღის რეგისტრაციის,
იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი მოწმობის
გაცემით – 1 სამუშაო დღე;
ე1) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა – ერთი სამუშაო დღე;
ე 2) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი
რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი დოკუმენტის გაცემით – 1 სამუშაო დღე;
ე 3) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831);
ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 7 სამუშაო დღე;
ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ
საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება – 5 სამუშაო
დღე, ხოლო საგადასახადო გირავნობის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება –
უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 სამუშაო დღე;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – ერთი სამუშაო დღე;
ი) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5
სამუშაო დღე;
კ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
კ1) ამ კანონის მე-6 მუხლის „ო1“ −„ო3 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცნობის გაცემა – 5
სამუშაო დღე;
კ2) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ლ) სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – 45 წუთი;
მ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 10 სამუშაო დღე;
მ1) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 5 სამუშაო დღე;
ნ) ამ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემის საერთო ვადა – 8 სამუშაო დღე;
ო) სააგენტოს მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად
მოპოვებული, დამუშავებული და შენახული, ერთი ერთეული მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების
ან/და
მისი
მესაკუთრის
მაიდენტიფიცირებელი
ინფორმაციის
ელექტრონული
სახით
მიწოდება
კომერციული
ბანკებისათვის,
მიკროსაფინანსო
მონაცემების
შესახებ
ავტორიზებული
მომხმარებელი
ორგანიზაციებისათვის,
სადაზღვევო
ორგანიზაციებისათვის და საფინანსო ინსტიტუტებისათვის – ერთი სამუშაო დღე;
პ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან
ლეგალიზაცია – განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღე;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების
განმახორციელებელი პირისაგან
მიღებული
შეტყობინების
საფუძველზე
ნივთზე
ან
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის
შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ ინფორმაციის
(გარდა ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა) აღრიცხვა –
შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღე.
შენიშვნა:
1.
ინფორმაციის
შეტყობინების
ვალდებულების
არსებობისას
სააგენტოს
მიერ
დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის
დამხმარე
ტექნიკური
საშუალების
რეგისტრაცია
ან
აღრიცხვიდან მოხსნა განხორციელდება განცხადების მიღებიდან მე-8 სამუშაო დღეს
(აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე
მოგირავნის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში).
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ უფლების გადაცემის
ბარათის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე შეტყობინების
მიღების
შემდეგ
უფლებრივი
შეზღუდვის
ან
სამართლებრივი
დატვირთვის
რეგისტრაციის/აღრიცხვის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ბრძანებით.