„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-14
ბიუროს ნომერი 362
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი
1.
„პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 28.10.2013,
(საქართველოს
სარეგისტრაციო კოდი –
140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების
ფარგლებში
გამოსცემს
ნორმატიულ,
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს, აგრეთვე ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს.“.
2.
27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარი) და ვიდეოტექნიკის
გამოყენება
1. პოლიცია უფლებამოსილია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად
ფორმის ტანსაცმელზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გზასა და შენობების გარე
პერიმეტრზე
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული
დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ:
ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების,
საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის
მიზნებისათვის;
ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან
აცილების, აღმოჩენის, აღკვეთისა და საზღვარზე პირთა უსაფრთხოების დაცვის
მიზნით;
დ) სასაზღვრო-გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისათვის შექმნილი საფრთხის
დროულად გამოვლენის მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარი) და
ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო
ადგილას, გარდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,
პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან
ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე
დამონტაჟებული/განთავსებული
ფოტო/ვიდეო
ტექნიკის,
აგრეთვე
არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და
გამოყენების შემთხვევებისა.
3. პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე
ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე
დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო/ვიდეო ტექნიკის, აგრეთვე
არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და
გამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.
3. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს პოლიციის სარგებლობაში
არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ან ამგვარი ამოსაცნობი ნიშნების
არმქონე
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული,
ფოტო/ვიდეო ტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი
ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების წესი.“.
მუხლი 2.
1.
ეს კანონი,
გარდა
პირველი
მუხლის მე-2
პუნქტისა
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი გამომდინარეობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტიდან და საკანონმდებლო პაკეტის
სხვა თანმდევ კანონპროექტებთან ერთად წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამოქმედო
პროგრამის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს.
საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარება განაპირობებს საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის ამ სფეროში
მოწინავე ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საგზაო მოძრაობის
მარეგულირებელი
საკანონმდებლო
ბაზის
განახლებას,
ადმინისტრირების
გაუმჯობესებას, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და უსაფრთხოების დონის
ამაღლებას.
კანონპროექტის
უსაფრთხოების
სფეროში
მიღება
პოლიციის
განპირობებულია
საქმიანობაში
საგზაო
პრევენციის
მოძრაობის
კომპონენტის
გაძლიერების აუცილებლობით.
დღეისთვის ყველა რადარი და ვიდეოკამერა, რომელიც აკონტროლებს საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოებას,
იდენტიფიცირებულია
მხოლოდ
სხვადასხვა
სტაციონარულადაა
საშუალებით
-
განთავსებული
ამოსაცნობი
და
ნიშნებით,
მობილურის აპლიკაციით და ა.შ. სტაბილურად წინასწარ მათი განთავსების
ადგილების იდენტიფიკაცია აფერხებს ამ რადარებისა და კამერების ეფექტიანობის
ხარისხს
და
უარყოფითად
უზრუნველყოფაზე.
წამყვანი
აისახება
საგზაო
მოძრაობის
ევროპული
ქვეყნების
უსაფრთხოების
გამოცდილება
(გერმანია,
ინგლისი, ავსტრია, სლოვაკეთი) იცნობს ასეთი რადარებისა და ვიდეოკამერების
ამოსაცნობი ნიშნების გარეშე განთავსების და გამოყენების პრაქტიკას. ამ იდეის
ინოვაციის წყაროს წარმოადგენს საგზაო უსაფრთხოებაზე კონტროლის გაძლიერება
და პრევენციული როლის დომინირება.
გარდა ამისა, მოქმედ კანონში ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარი) და
ვიდეოტექნიკის გამოყენების მარეგულირებელი დებულებები შეიცავს ტექნიკურ
ხარვეზს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ფოტოტექნიკის (რადარი) და
ვიდეოტექნიკის გამოყენების კუთხით, რაც ამჟამად რეგულირდება შინაგან საქმეთა
სამინისტროს საქმიანობის განმსაზღვრელი სათანადო კანონქვემდებარე აქტებით.
თუმცა, სასურველია აღნიშნული საკითხები პირდაპირ იყოს მოწესრიგებული
პოლიციის საქმიანობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
პროექტის მიზანია, პოლიციას მიენიჭოს უფლება პრევენციული საქმიანობის
ფარგლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში გამოიყენოს არსებული
გამოწვევების ადეკვატური აღჭურვილობა, რომელიც დინამიკაში უზრუნველყოფს
დამრღვევ მძღოლთა გამოვლენას წინასწარი იდენტიფიკაციის გარეშე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი უფლებას ანიჭებს პოლიციას,
წინასწარი გაფრთხილების
გარეშე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი)
სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. ამასთან, ტექნიკურად იხვეწება კანონის მე-5 მუხლის
მე-2 პუნქტი და 27-ე მუხლები. კანონპროექტის საფუძველზე, განისაზღვრება აგრეთვე
ავტოსატრანსპორტო
არასტაციონარული
საშუალებაზე
(მოძრავი)
დამონტაჟებული/განთავსებული
სიჩქარის
მზომი
ხელსაწყოს
და
განთავსების
ადმინისტრირების წესი.
აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს
პოლიციის
სარგებლობაში არსებული ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო/ვიდეო ტექნიკის
გამოყენების შემთხვევაში პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო
მოძრაობის
წესების
დამრღვევ
პირთან
და
სამართალდამრღვევს
სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებისას შესაბამისი კონსულტაციები იქნა გავლილი
საქართველოს პროკურატურასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც ცვლილების შეტანას ითვალისწინებს წარმოდგენილი
კანონპროექტი
მუხლი 5. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს
კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს
სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის,
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა
ნორმატიული აქტები.
2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და
სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ
კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ კანონის მიზნებისათვის მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
ახორციელებს
ადმინისტრაციულ
რეალაქტებს,
გამოსცემს
ნორმატიულ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
და
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს.
4. პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
დადგენილი
ადმინისტრაციული
ორგანოს
საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით. პოლიციის ოპერატიულსამძებრო
ღონისძიებების
განსახორციელებლად
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და გაცნობაზე არ ვრცელდება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები.
5. პოლიციის მიერ დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნით
განხორციელებული
სამართალდარღვევაზე
რეაგირების
ღონისძიებების
სამართლებრივი ფორმები განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
მუხლი 27. ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება
1. პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, ფორმის
ტანსაცმელზე,
გზასა
და
შენობების
გარე
პერიმეტრზე
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
დაამონტაჟოს/განათავსოს,
აგრეთვე
გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური
ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ:
ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების,
საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის
მიზნებისათვის;
ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან აცილების,
აღმოჩენის, აღკვეთისა და საზღვარზე პირთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
დ) სასაზღვრო-გამტარ პუნქტში პირებისა და ქონებისათვის შექმნილი საფრთხის
დროულად გამოვლენის მიზნით.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და
ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო
ადგილას.
მუხლი 60. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის
უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და
სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის
ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება;
ბ) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის)
მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების
გამოყენების
წესის
დამტკიცების
თაობაზე“
საქართველოს
მთავრობის
დადგენილების მიღება;
გ) სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების
ნუსხის დადგენა.
2. მინისტრმა 2014 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:
ა) სამინისტროში სამსახურის გავლის წესი;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი;
გ) პოლიციელის ფიცის ტექსტი;
დ) პოლიციის ეთიკის კოდექსი;
ე) სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური
უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი;
დაცვისა
და
მატერიალური
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური
უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი;
ზ) სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი
სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესი;
თ) სამინისტროში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის
პირობები და წესი;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება;
კ) წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;
ლ) სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქცია;
მ) პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის,
ტარებისა და გამოყენების წესი;
ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა;
ო) სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშები და სამკერდე
ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი;
პ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ
ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების
დაცვის დროებითი ინსტრუქცია;
ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა;
რ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული
შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების
ფორმები.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს
ღონისძიებების განხორციელება.
ამ
კანონის
ამოქმედებისთვის
საჭირო
4. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება პირი, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ
ცნო, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.