„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
- „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი
1.
ძალადაკარგულად
გამოცხადდეს
„სახელმწიფო
რეესტრის
შესახებ“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) საქართველოს კანონი.
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის
ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2004 წელს
მიღებული „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების ძირითადი
ნაწილი მოძველებულია და არ ასახავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
-
სახელმწიფო
რეესტრების
მწარმოებელი ორგანოების - რეალურ ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს. ამასთან,
დღეისათვის მოქმედებს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,
რომლებიც მოიცავს სახელმწიფო რეესტრების მწარმოებელი ორგანოების საქმიანობის საგანს,
მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სრულყოფილ ჩამონათვალს, რის გამოც
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ ცალკე საკანონმდებლო აქტის მოქმედება დატვირთვას
მოკლებულია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მოქმედ რედაქციაში არ არის მოცემული
საქართველოში მოქმედი სახელმწიფო რეესტრების ამომწურავი ჩამონათვალი. კერძოდ,
კანონი სახელმწიფო რეესტრის სახეებად მიიჩნევს შემდეგ რეესტრებს:
- სამოქალაქო რეესტრი;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი;
- ნორმატიული აქტების რეესტრი;
- საჯარო რეესტრი.
კანონის თავდაპირველ რედაქციაში ეს ჩამონათვალი უფრო ვრცელი იყო და მასში
შედიოდა ლიცენზიებისა და ნებართვების რეესტრი და მაკონტროლებელ ორგანოთა
რეესტრი. კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებისა და ამ რეესტრების გაუქმების
შემდეგ
ზემოაღნიშნული
ჩამონათვალიც
შეიცვალა
და
ნუსხიდან
ამოღებულ
იქნა
არარსებულ რეესტრებზე მითითება, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ჩამონათვალში არ ასახულა
კანონმდებლობის ის ცვლილებები, რომლებმაც სახელმწიფო რეესტრების ახალი სახეების
წარმოქმნა განაპირობა. ამდენად, ფაქტია, რომ მოქმედ კანონში არსებული ნუსხა არასრულია
და „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული
სახელმწიფო რეესტრების ჩამონათვალი არ შეიცავს დღეისათვის მოქმედი რეესტრის ისეთ
სახეებს,
როგორიცაა,
მაგალითად,
ინფორმაციის
ერთიანი
სახელმწიფო
რეესტრი,
აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრი და სხვ. ამით ეს აქტი კარგავს თუნდაც
სახელმწიფო რეესტრების გამაერთიანებელი საკანონმდებლო აქტის დატვირთვას და კიდევ
ერთხელ
მიუთითებს
მისი
გაუქმების
საჭიროებაზე,
ვინაიდან
კანონს
არც
ერთი
მიმართულებით არ გააჩნია რეალური დანიშნულება და მოქმედების მიზანი.
ამასთან, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ცალკეული
ნორმები, რომელთა ძალაში ყოფნაც აუცილებელია სახელმწიფო რეესტრების მწარმოებელი
ორგანოების ფუნქციონირებისათვის, სათანადო შინაარსით აისახება ზემოთ მითითებულ
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის ნაწილებში. ამ
მიზნით შემოთავაზებული ცვლილებები წარმოდგენილია ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის
სახით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია იმ საკანონმდებლო აქტის გაუქმება, რომლიც, დიდწილად,
მოძველებულ ნორმებს შეიცავს და, ამასთან, არ გააჩნია რეალური
შინაარსი და
დანიშნულება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“
საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონი. აქვე განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის
ვალდებულება - კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, რაც, ძირითადად,
გულისხმობს „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სახელმწიფო
რეესტრების
მწარმოებელი
ორგანოების
დებულებებში
შესაბამისი
ცვლილებების განხორციელებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
შემუშავებისას
კონსულტაციები
იქნა
გავლილი
საქართველოს
იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოსთან და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.