„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
- „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
(www.matsne.gov.ge),
04.06.2012,
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა)
საქართველოს
მოქალაქეთა,
საქართველოში
მცხოვრებ
უცხოელთა
და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე
დოკუმენტების
გაცემის
ფუნქციონირება,
ასევე
მოწესრიგებული
შესაბამის
სისტემის
მონაცემთა
შექმნა
და
შეუფერხებელი
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ)
სახელმწიფო
მომსახურებების
სრულყოფასა
და
ეფექტიანობის
გაზრდაზე
ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ)
ქვეყნის
საჭიროებიდან
გამომდინარე,
განვითარებაზე
ორიენტირებული
პროექტების ინიციირება და განხორციელება;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა
ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
მათი
საქმიანობის
ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების,
შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობა,
სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის
გაცემა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების
დადგენა;
ზ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, საქართველოს
მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების
გაცემა;
თ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;
ი)
საცხოვრებელი
რეგისტრაციიდან მოხსნა;
ადგილის
მიხედვით
ფიზიკურ
პირთა
რეგისტრაცია
და
კ) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
ლ)
კანონმდებლობით
ავთენტიფიკაციის
დადგენილი
სერტიფიკატების
შექმნა,
წესით
ციფრული
გაცემა
და
ხელმოწერისა
მათთან
და
დაკავშირებული
მომსახურებების გაწევა;
მ)
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
კრიპტოგრაფიული
გასაღებების
სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;
ნ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ო) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან
მოხსნა;
პ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა;
ჟ) სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული
დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზაცია და
აპოსტილით დამოწმება;
რ)
მისი
სამართალდარღვევათა
უფლებამოსილებისათვის
საქმეების
კანონით
მიკუთვნებული
დადგენილი
ადმინისტრაციულ
წესით
განხილვა
და
ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
ს) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილებების
განხორციელება.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. სამოქალაქო რეესტრი
სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა,
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა
რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის მონაცემთა
სისტემური ერთობლიობა.“.
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია 2004 წელს მიღებული „სახელმწიფო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საჭიროებით,
რაც, თავის მხრივ, წარმოშობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოსთან
დაკავშირებული,
ამავე
კანონით
გათვალისწინებული ცალკეული ნორმების „სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვის აუცილებლობას.
გარდა
ამისა,
„სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
შესახებ“
საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სააგენტოს თანამშრომლები
არ არიან არც საჯარო მოსამსახურეები და არც მათთან გათანაბრებული პირები.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
კანონიდან
ამოღებულია
ეს
მითითება.
„საჯარო
მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის“ ნაწილში ასეთი მიდგომა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში არსებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომელიც
სამოხელეო დანაშაულის სუბიექტად და, ამ მხრივ, „მოხელესთან გათანაბრებულ პირად“,
სხვებს შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ თანამშრომლებსაც მიიჩნევს,
რომლებიც
საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებას
ახორციელებენ.
ამდენად,
კანონმდებლობაში თანმიმდევრული მიდგომის არსებობის უზრუნველსაფოფად საჭიროა,
რომ კანონიდან ამოღებულ იქნეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს თანამშრომლები არ არიან საჯარო მოსამსახურესთან
გათანაბრებული პირები.
რაც შეეხება მითითებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს თანამშრომლები არ არიან საჯარო მოსამსახურეები, არც ამ ფრაზის საჭიროება
არსებობს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს
კანონში, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-2 მუხლში
მოცემულია იმ დაწესებულებების ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც
საჯარო სამსახურად ითვლება, ხოლო მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში - იმ მოსამსახურეთა
ნუსხა, რომლებზეც ამავე კანონის მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევებში ვრცელდება, თუ
საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე
მიღებული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. არც ერთ ამ ჩამონათვალში არ
მოიაზრებიან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ან სააგენტოს
მოსამსახურეები. რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სსიპ -
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მათზე კანონის მხოლოდ იმ ცალკეული
ნორმების მოქმედება ვრცელდება, რომლებზეც სახელდებით არის მასში მითითება
გაკეთებული (მაგალითად, ნორმები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე კონკურსის
წესების გავრცელების შესახებ). აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა სააგენტოს
თანამშრომლებს სპეციალური მითითების გარეშეც არ მიიჩნევს საჯარო მოსამსახურეებად.
სრულიად განსხვავებული მიდგომაა გატარებული 2015 წლის 27 ოქტომბერს
მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში, რომლის ძირითადი დებულებებიც
2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების
თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებში
საქმიანობა
(გარდა
ცალკეული
გამონაკლისებისა),
ხოლო
საჯარო
მოხელედ/მოხელედ/პროფესიულ საჯარო მოხელედ - ის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება
შესაბამის საშტატო თანამდებობაზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მიერ და რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც
თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო
ინტერესების დაცვას და ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური
და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აქედან გამომდინარე, 2017 წლის 1 იანვრიდან
ცალსახად კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ჩაითვლება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები არ არიან საჯარო
მოსამსახურეები.
ზემოაღნიშნული გარემოებები განაპირობებს კანონის მე-8 მუხლიდან მე-3 პუნქტის
ამოღებას, რომლის მოქმედი რედაქციით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს
თანამშრომლები
არ
არიან
საჯარო
მოსამსახურეები
და
საჯარო
მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“
საქართველოს კანონში იმ ნორმის ასახვა, რომლებსაც „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“
ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი კანონი მოიცავს და რომელთა ძალაში ყოფნაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამართული ფუნქციონირებისათვის
არის აუცილებელი. კანონპროექტის მიზანია აგრეთვე სააგენტოს ძირითადი ფუნქციების
კორექტირება, მათ შორის, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის
30 აპრილის ორგანულ კანონთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე
სააგენტოს მიერ განხორციელებული ცალკეული მომსახურებების საკანონმდებლო აქტში
ასახვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონში არსებული „სამოქალაქო რეესტრის“ განმარტება - ეს უკანასკნელი მოიაზრება,
როგორც საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და
პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტების
გაცემის
მონაცემთა
სისტემური
ერთობლიობა.
კანონპროექტით ზუსტდება სააგენტოს ძირითად ფუნქციები და მათ ჩამონათვალს
ემატება ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნა, გაცემა და
მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, აგრეთვე კრიპტოგრაფიული გასაღებების
სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა. ამასთან,
არსებულ
ფუნქციებში
საქართველოს
2014
შედის
წლის
კორექტივები
30
აპრილის
„საქართველოს
ორგანულ
მოქალაქეობის
კანონთან
მათი
შესახებ“
შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით.
კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულია მითითება იმის შესახებ, რომ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები არ არიან საჯარო
მოსამსახურეები და საჯარო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური
სერვისების დანერგვა;
ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების
მხარდაჭერა;
გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;
დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული
ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების
გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე
შესაბამის
მონაცემთა
ხელმისაწვდომობის
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო
მომსახურებების
უზრუნველყოფა
სრულყოფასა
და
საქართველოს
ეფექტიანობის
გაზრდაზე
ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ)
ქვეყნის
საჭიროებიდან
გამომდინარე,
პროექტების ინიციირება და განხორციელება;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების
განვითარებაზე
მხარდაჭერა
ორიენტირებული
მათი
საქმიანობის
ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების,
შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების
დადგენა;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების,
აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა;
ზ1) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა;
თ) საცხოვრებელი
ადგილის
მიხედვით
ფიზიკურ
პირთა
რეგისტრაცია
და
რეგისტრაციიდან მოხსნა;
ი) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
კ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ლ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან
მოხსნა;
მ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა;
ნ) სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული
დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლ ეგალიზაცია და
აპოსტილით დამოწმება;
ო)
მისი
უფლებამოსილებისათვის
სამართალდარღვევათა
საქმეების
კანონით
მიკუთვნებული
დადგენილი
ადმინისტრაციულ
წესით
განხილვა
და
ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
პ) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და
საქართველოს კანონმდებლობით
განხორციელება.
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილებების
3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების
შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან
დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა
(მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კანონმდებლობას.
4.
სააგენტოს
განსახორციელებლად
უფლებამოსილება
(მომსახურების
(მომსახურება)
გასაწევად)
ან
საჭირო
უფლებამოსილების
ცალკეული
მოქმედებები
შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული
ხელშეკრულების ან
საფუძველზე.
5.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
საქართველოს
სააგენტოს
უფლებამოსილებას
დიპლომატიური
სამართლებრივი აქტის
კანონმდებლობით
(
მომსახურებას
წარმომადგენლობის
ან
)
გათვალისწინებულ
საზღვარგარეთ
საკონსულო
დაწესებულების
საქართველოს
საკონსულო
თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს
სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო
თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და
დელეგირების ფარგლებ ი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს იუსტიციის მინისტრ ის ერთობლივი ბრძანებით .
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები
1.
სააგენტომ
თავისი
უფლებამოსილებები
შეიძლება
განახორციელოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების
მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების
დასახელებები და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, აგრეთვე
სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სააგენტოს
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3.
სააგენტოს
თანამშრომელი
არ
არის
საჯარო
მოსამსახურე
და
საჯარო
მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი.
4. სააგენტოს უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით
სააგენტოს
თავმჯდომარემ
შეიძლება
შექმნას
საკონსულტაციო
საბჭო,
რომლის
შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს,
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს
ექსპერტები და სპეციალისტები.