„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
- „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
12. სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით
და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“.
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
არის „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
საჯარო
რეესტრის
ეროვნული
სააგენტოს
უფლებამონაცვლე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია 2004 წელს მიღებული „სახელმწიფო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საჭიროებით,
რაც, თავის მხრივ, წარმოშობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოსთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული ცალკეული
ნორმების „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვის აუცილებლობას.
ამასთან,
იქიდან
გამომდინარე,
რომ
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით
არის შექმნილი, საჭიროა მითითების გაკეთება იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელის
უფლებამონაცვლეს წარმოადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო.
გარდა ამისა, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში
არსებობს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სააგენტოს თანამშრომლები არ არიან არც საჯარო
მოსამსახურეები და არც მათთან გათანაბრებული პირები. წარმოდგენილი კანონპროექტი
არ ითვალისწინებს ამ ნორმის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას.
„საჯარო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის“ ნაწილში ასეთი მიდგომა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში არსებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომელიც
სამოხელეო დანაშაულის სუბიექტად და, ამ მხრივ, „მოხელესთან გათანაბრებულ პირად“,
სხვებს შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ თანამშრომლებსაც მიიჩნევს,
რომლებიც
საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებას
ახორციელებენ.
ამდენად,
კანონმდებლობაში თანმიმდევრული მიდგომის არსებობის უზრუნველსაფოფად საჭიროა,
რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში არ აისახოს ჩანაწერი, რომლის
მიხედვითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არ არიან საჯარო
მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები.
რაც შეეხება მითითებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
თანამშრომლები არ არიან საჯარო მოსამსახურეები, არც ამ ფრაზის ასახვის საჭიროება
არსებობს
„სახელმწიფო
რეესტრის
გარემოებებიდან გამომდინარე:
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
შემდეგი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მე-2 მუხლში
მოცემულია იმ დაწესებულებების ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც
საჯარო სამსახურად ითვლება, ხოლო მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში - იმ მოსამსახურეთა
ნუსხა, რომლებზეც ამავე კანონის მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევებში ვრცელდება, თუ
საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე
მიღებული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. არც ერთ ამ ჩამონათვალში არ
მოიაზრებიან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ან სააგენტოს მოსამსახურეები.
რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სსიპ - საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოს, მათზე კანონის მხოლოდ იმ ცალკეული ნორმების მოქმედება
ვრცელდება, რომლებზეც სახელდებით არის მასში მითითება გაკეთებული (მაგალითად,
ნორმები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე კონკურსის წესების გავრცელების
შესახებ). აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა სააგენტოს თანამშრომლებს
სპეციალური მითითების გარეშეც არ მიიჩნევს საჯარო მოსამსახურეებად.
სრულიად განსხვავებული მიდგომაა გატარებული 2015 წლის 27 ოქტომბერს
მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონში, რომლის ძირითადი დებულებებიც
2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების
თანახმად, საჯარო სამსახურად ითვლება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებში
საქმიანობა
(გარდა
ცალკეული
გამონაკლისებისა),
ხოლო
საჯარო
მოხელედ/მოხელედ/პროფესიულ საჯარო მოხელედ - ის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება
შესაბამის საშტატო თანამდებობაზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
მიერ და რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც
თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო
ინტერესების დაცვას და ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური
და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. აქედან გამომდინარე, 2017 წლის 1 იანვრიდან
ცალსახად კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ჩაითვლება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ
საჯარო რეესტრის
მოსამსახურეები.
ეროვნული
სააგენტოს
თანამშრომლები
არ
არიან
საჯარო
ზემოაღნიშნული გარემოებები განაპირობებს იმ მიდგომას, რომ „სახელმწიფო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს მოქმედ კანონში არსებული ნორმა, რომლის თანახმად,
სააგენტოს თანამშრომლები არ არიან არც საჯარო მოსამსახურეები და არც მათთან
გათანაბრებული პირები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში არ
არის ასახული.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში იმ
ნორმების ასახვა, რომლებსაც „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ ძალადაკარგულად
გამოსაცხადებელი კანონი მოიცავს და რომელთა ძალაში ყოფნაც სსიპ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს გამართული ფუნქციონირებისათვის არის აუცილებელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
კეთდება ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი. ამასთან, ეს უკანასკნელი წარმოდგენს „სახელმწიფო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლეს.
კანონის მე-3 მუხლს ემატება ნორმა, რომლითაც იქმნება იუსტიციის მინისტრის მიერ
სააგენტოს
უფლებამოსილებისა
და
სტრუქტურის
დამტკიცების
სამართლებრივი
საფუძველი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედ სჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3. მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი
1.
საჯარო
რეესტრის
უზრუნველყოფს სააგენტო,
წარმოებას
რომელიც
და
ინფორმაციის
არის ამ კანონით
ხელმისაწვდომობას
განსაზღვრული საჯარო-
სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანო.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) რეგისტრაცია;
ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) მისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული
პირების მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება;
დ)
სხვა
უფლებამოსილებათა
განხორციელება,
რომლებიც
დადგენილია
საქართველოს კანონმდებლობით;
ე) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული,
გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეები ს განხორციელება ;
ვ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი
კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაცია და მათ შესახებ მონაცემების აღრიცხვა.
3. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი
ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.
31.
საქართველოს
უფლებამოსილებები
კანონმდებლობით
შეიძლება
განახორციელოს
გათვალისწინებული
ადმინისტრაციულმა
სააგენტოს
ორგანომ
სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის
სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით
სააგენტო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს.
5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული
ორგანოების მიერ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ელექტრონული
დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე
რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოსა და სასამართლოს ან შესაბამის
ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
6. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ
წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი
არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ
სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
7. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ
გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული
სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი
შეესაბამება ერთმანეთს.
8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს
ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.
9. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, ასევე
დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“
ინსტრუქციით
(შემდგომში
–
ინსტრუქცია),
რომელსაც
ამტკიცებს
საქართველოს
იუსტიციის მინისტრი.
10. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები ,
მომსახურების ვადები, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლებისა და
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით .