„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
- „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში
(პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997, გვ.76) შეტანილ იქნეს
ცვლილება და 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11.
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
(პარტიების)
რეესტრი
არის
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური
ერთობლიობა.
12. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა და
წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია 2004 წელს მიღებული „სახელმწიფო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საჭიროებით,
რაც, თავის მხრივ, წარმოშობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციასთან
დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული ცალკეული ნორმების „მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ასახვის
გაერთიანებების
შესახებ“
აუცილებლობას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
„მოქალაქეთა
პოლიტიკური
საქართველოს ორგანულ კანონში იმ ნორმების ასახვა, რომლებსაც „სახელმწიფო რეესტრის
შესახებ“ ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი კანონი მოიცავს და რომელთა ძალაში ყოფნაც
მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
რეგისტრაციის
გამართული
პროცესის
არსებობისათვის არის აუცილებელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონს ემატება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების)
რეესტრის განმარტება. გარდა ამისა, იქმნება იუსტიციის მინისტრის მიერ მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის
დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
შემუშავებისას
კონსულტაციები
იქნა
გავლილი
საქართველოს
იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედ სჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 22
1. პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
2. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის
(პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის,
პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა
და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
დ) პარტიის წესდება;
ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის
(ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ
ასეთები გამოიყენება.