„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
- „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-02
ბიუროს ნომერი 372
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს ცვლილება და 29-ე მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც
უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვას და სისტემატიზაციას და
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2.
„საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეს“
ფუნქციები
და
უფლებამოსილება
განისაზღვრება ამ კანონით და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ დებულებით,
რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო
აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის
მიზნით იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო
რეესტრი), რომელიც არის ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული
აქტების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
4. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული
ფორმით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის
მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება
სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში
შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო
რეესტრში
და
ანიჭებს
სახელმწიფო
სარეგისტრაციო
კოდს
მისი
„საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია 2004 წელს მიღებული „სახელმწიფო
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების საჭიროებით,
რაც, თავის მხრივ, წარმოშობს ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვასა და
სისტემატიზაციასთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული ცალკეული
ნორმების „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვის აუცილებლობას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში იმ
ნორმების ასახვა, რომლებსაც „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ ძალადაკარგულად
გამოსაცხადებელი კანონი მოიცავს და რომელთა ძალაში ყოფნაც ნორმატიული აქტების
სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის გამართული პროცესის არსებობისათვის
არის აუცილებელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
კეთდება ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების
სახელმწიფო აღრიცხვას და სისტემატიზაციას და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ფუნქციების განხორციელებას. ამასთან, კანონს ემატება „ნორმატიული აქტების სახელმწიფო
რეესტრის“ განმარტება - ეს უკანასკნელი მოიაზრება, როგორც ამავე კანონით დადგენილი
წესით
რეგისტრირებული
ნორმატიული
აქტების
შესახებ
მონაცემთა
სისტემური
ერთობლიობა.
გარდა ამისა, კანონის 29-ე მუხლს ემატება ნორმა, რომლითაც იქმნება იუსტიციის
მინისტრის
მიერ
„საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნეს“
ფუნქციებისა
და
უფლებამოსილების დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი.
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის 29-ე მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები ამავე
მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების მოქმედი რედაქციის იდენტურია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროეტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს
იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 29. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო
აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის
მიზნით იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომში – სახელმწიფო
რეესტრი).
2. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული
ფორმით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის
მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება
სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში
შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო
რეესტრში
და
ანიჭებს
სახელმწიფო
სარეგისტრაციო
საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.
კოდს
მისი
„საქართველოს