„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის
უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ
იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი
მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღება
განპირობებულია
,,საჯარო
რეესტრის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
შეტანილ ცვლილებებთან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება ახალი რეესტრი,
რომელშიც მოხდება ეკონომიკური საქმიანობების რეგისტრაცია. საკანონმდებლო
ცვლილებით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობები მოიცავს „მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-5
მუხლის
მე-7
და
მე-8
პუნქტებით
აუცილებელი
ხარჯების
გათვალისწინებულ საქმიანობასაც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ.)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში:
კანონპროექტით
საუკეთესო
გათვალისწინებული
გამოცდილების
გაცნობის
საკითხის
მიზნით,
ქალაქ
დასარეგულირებლად
ტალინში
2014
წლის
დეკემბერში ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის
(TAIEX) პროგრამის მხარდაჭერით ესტონეთის რეესტრებისა და ინფორმაციული
სისტემების ცენტრში (RIK) შედგა შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა ექსპერტებმა
საკონსულტაციო
დახმარება
გაუწიეს
რეფორმის
ჯგუფს,
კვლევის
სფეროში
ესტონური რეგულაციებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის პრაქტიკის
იმპლემენტაციის საკითხებზე.
აგრეთვე, 2015 წლის თებერვალში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედ ექსპერტებთან, რომლებიც სსიპ-სურსათის
ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ სფეროში ევროპული
სტანდარტის დამკვიდრების მიზნით, ქართული მხარეს როგორც სამართლებრივი,
ისე პრაქტიკული თვალსაზრისით უწევენ დახმარებას.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის შედის ცვლილება
მუხლი 5. მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები
1. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს
უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო
წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის
პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;
ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;
დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი
ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული
პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული
მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი
წარმომადგენლების შესახებ;
ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების
შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების
პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს წილადი რიცხვებით/პროცენტებში
და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 1 მთელს;
ე1) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური
საზოგადოების პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;
ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული
და რომელი – სრული;
ზ)
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოების
ან
კომანდიტური
საზოგადოების შემთხვევაში – პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების
შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
(პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი
ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა;
ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი
ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;
კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს –
ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;
ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი
ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის
მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების
რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო
სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის
თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების
შესახებ;
მ) ელექტრონული ფოსტის მისამართი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი,
რომლებზე მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.
თუ
საწარმოს
პარტნიორის,
საწარმოს
ხელმძღვანელობასა
და
11.
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), წილის მმართველის,
რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი
პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი განსხვავდება მისი
რეგისტრაციის ადგილის მისამართისაგან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითება სავალდებულოა.
12. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
(პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით
უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება.
13. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით განსაზღვრული არ არის საწარმოს
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების)
უფლებამოსილების ვადა, იგი ითვლება შეუზღუდავად. თუ ხელმძღვანელობითი
და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი
წესით არ მოხდება უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ცვლილების რეგისტრაცია,
რეგისტრირებული პირის (პირების) უფლებამოსილების ვადა ითვლება უვადოდ
გაგრძელებულად.
2. პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის
ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების
ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 51 მუხლით
გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ
სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების
რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე
იურიდიული პირი.
3. სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის,
თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი
დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და
პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და
შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.
4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის
ცვლილების
რეგისტრაციაზე
უფლებამოსილი
პირი
(ასეთის
არსებობის
შემთხვევაში) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან
უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ
შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული
საწარმოსათვის
დადგენილ
ეკვივალენტურ
მონაცემებს.
სარეგისტრაციოდ
წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება
ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ
პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან
ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.
5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო
საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო
ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი
დოკუმენტი.
6.
საწარმოს
რეგისტრაციის
მიზნებისათვის
კაპიტალის
არსებობის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.
7. თუ პირის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების,
ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული
პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებასთან, პირველად წარმოებასთან,
გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, აგრეთვე ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ
დოკუმენტაციაში ამის მითითება სავალდებულოა. ასეთი მეწარმე სუბიექტის
ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება
ინსტრუქციით, ხოლო საფასური – საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. თუ მეწარმე სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების
გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან,
სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში ამის მითითება სავალდებულოა.
ასეთი მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება
ინსტრუქციით .