„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2016
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 270000000.05.001.017705) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის რეგისტრაცია და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის რეგისტრაცია 1. იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით განახორციელოს ამ საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. 2. აკრძალულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. 3. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის წესი პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. და 3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე 1. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრირებული პირების საქმიანობა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებულად. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები ითვალისწინებს სუბიექტების საქმიანობის ერთიანი რეესტრის შექმნას. კერძოდ, საჯარო რეესტრის სისტემაში იქმნება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი, რომელშიც აისახება რეგისტრირებულ ეკონომიკური საქმინობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ცვლილებებიდან გამომდინარე, კანონპროექტის ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის 61-მე-8 პუნქტების ამოღებას, რომლებითაც მოწესრიგებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის წესი. ასეთ სუბიექტად რეგისტრაციის ნაცვლად, დგინდება სუბიექტის საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, პროექტის თანახმად, იმ სუბიექტებს, რომლებიც კანონის ამოქმედების მომენტისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულნი იქნებიან საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად, არ ეკისრებათ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება, რადგან მათი საქმიანობა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიიჩნევა რეგისტრირებულად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის ნაცვლად, აღნიშნული სუბიექტების მიერ ამგვარი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგის დადგომა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა)კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის დასარეგულირებლად საუკეთესო გამოცდილების გაცნობის მიზნით, ქალაქ ტალინში 2014 წლის დეკემბერში ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) პროგრამის მხარდაჭერით ესტონეთის რეესტრებისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში (RIK) შედგა შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა ექსპერტებმა საკონსულტაციო დახმარება გაუწიეს რეფორმის ჯგუფს, კვლევის სფეროში ესტონური რეგულაციებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაციის პრაქტიკის იმპლემენტაციის საკითხებზე. აგრეთვე, 2015 წლის თებერვალში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედ ექსპერტებთან, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ სფეროში ევროპული სტანდარტის დამკვიდრების მიზნით, ქართული მხარეს როგორც სამართლებრივი, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით უწევენ დახმარებას. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 6. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების უფლება-მოვალეობები 1. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების ზოგადი უფლება-მოვალეობებია: ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მისი განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება; გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესრულება; დ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის და პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა; ე) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. 2. შრომითი საქართველოს მიგრაციის სფეროში ცალკეული სახელმწიფო სამინისტროებისა მმართველობის და მათ განხორციელებაში სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციფიკური უფლება-მოვალეობებია: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა.ა) პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გასვლასთან ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის გასვლასთან დაკავშირებული გარეშე განმახორციელებელი რისკების შესახებ სუბიექტის ინფორმაციის დახმარებით საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა; ა.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დასადებად წინადადებებისა და პროექტების მომზადება; ა.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების და ანგარიშგებითი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება; ა.დ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა; ა.ე) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაციის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში გამოთხოვა; ა.ზ) შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ბ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოს ვიზის კატეგორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: გ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაცია და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: დ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოში შემოსული და მყოფი უცხოელების და საქართველოში მათი შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან გამსვლელი პირების აღრიცხვის წარმოება და შრომითი განმახორციელებელი მიგრაციის სფეროში ორგანოებისათვის სახელმწიფო საქართველოს მმართველობის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვან შესაბამის სუბიექტთა პერსონალური მონაცემები. მუხლი 7. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაცია 1. იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით დარეგისტრირდეს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად. 2. აკრძალულია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე განხორციელება. 3. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 15. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 1. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.