„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, მუხ.58 28.06.2001) მე-5 მუხლის
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
პირების მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და
კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას:
ნ.ა) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების
ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება
შერჩევითი კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ;
ნ.ბ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული
პირობების შესრულების შემოწმებაზე, თუ ის ხორციელდება შერჩევითი
კონტროლით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი გარდა, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის
პირველ პუნქტის „ნ.ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტის „ნ.ბ“
ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის
შემუშავება
განპირობებულია
ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და გადამდები
დაავადებების გავრცელების პრევენციის საჭიროებით.
სანიტარიული კოდექსისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის
სისტემის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში აღარ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი
მნიშვნელობის ობიექტების, როგორიცაა ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური
და კოსმეტიკური პროცედურების მწარმოებელი დაწესებულებები (სილამაზის,
მანიკურის/პედიკურის, ტატუს, პირსინგის და ა.შ. სალონები), სახელმწიფო
კონტროლის/ზედამხედველობის განხორციელების არანაირი მექანიზმი. თუმცა, მათ
მიერ სერვისების მიწოდება, გადამდები დაავადებების პოტენციური გავრცელების
მაღალი რისკის გამო, მოითხოვს ინფექციების კონტროლის მთელი რიგი
სპეციფიური წესების დაცვას. ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების
შესრულებისას ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა
შეიძლება გახდეს აივ-ინფექციის, B და С ჰეპატიტებისა და მთელი რიგი სხვა
გადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზი. ამასთან, ამ პროცედურების
სათანადო წესების გარეშე წარმოებისას გადამდები დაავადებების გავრცელების
რისკი ისეთივეა, როგორც მცირე ქირურგიული მანიპულაციების შემთხვევაში.
ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში
მნიშვნელოვნად გაზრდილია B და С ჰეპატიტების შემთხვევათა ინციდენტობა, რაც,
ასევე, განპირობებულია ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების
მწარმოებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების კონტროლის
მექანიზმის არარსებობით და, შესაბამისად, მათ მიერ სტერილიზაციისა და
დეზინფექციის სტანდარტებისა და სწორი ჰიგიენური პრაქტიკის წესების
უგულებელყოფით.
ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი
ძირითადი მიმართულება არის ინფექციების პრევენციისა და კონტროლის
გამართული სისტემის ამოქმედება, რაც მიიღწევა მაღალი რისკის შემცველი
სერვისების (მ.შ. საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების მიერ მიწოდებული
ესთეტიკური
და
კოსმეტიკური
პროცედურების)
სახელმწიფო
კონტროლის/ზედამხედველობის მექანიზმებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების
შემუშავებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
3
კანონპროექტის
მიზანია,
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
ობიექტებში/დაწესებულებებში, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების
წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების
განხორციელების მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოების
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების
მიერ საზოგადოებრივი
მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების
წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების
ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმებასა და ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმებაზე
არ გავრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს
კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები (მოსამართლის ბრძანება). ამასთან,
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაშვება იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ
კონტროლის პროცედურები ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში
ერთხელ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ასიგნებებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონიოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. პროექტის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო
დაფიქსირებული ჯარიმების გადახდის შედეგად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგს, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
4
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს
სოციალური დაცვის სამინისტრო.
შრომის,
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
ჯანმრთელობისა
და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება:
მუხლი 5
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255ე მუხლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ე 1) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინის
ტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო კო
ნტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;
ე 2) ( ამოღებულია – 25.03.2013, №489);
ვ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ განხორციელებულ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ზ) (ამოღებულია);
ზ1 ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა დ
ა მდგრადი განვითარების სამინისტროსსისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იუ
რიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსსაქარ
თველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამოქალაქო
ავიაციის სააგენტოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში
მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით
განხორციელებულ ღონისძიებებზე;
ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი
ს შესრულების შემოწმებაზე , თუ ისხორციელდება შერჩევითი კონტროლით , კალენ
დარული წლის განმავლობაში ერთხელ;
6
კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული
სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ
საქმიანობაზე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმე
დი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და მისი ტერიტორიული დანაყოფების
მიერ სახელმწიფო სახანძროზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტისა და
სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულიობიექტის ზედამხედვ
ელობის სფეროში განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწი
ნებულ საქმიანობაზე.
2. ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება , მოსთხოვოს მეწარმეს ისეთი
ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საფინანსო-სამეურნეო კონტროლის სხვა
სახელმწიფო ორგანოთა შემოწმებისას უფლებამოსილია შესაბამის ორგანოს მო ს
თხოვოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის
წარდგენა მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ცალკეული იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი
შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული აქტის
საფუძველზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო,
რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას
მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შემოწმების შესახებ
შუამდგომლობით შედის მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელი ორგანო, რომელიც მოსამართლეს წარუდგენს შესაბამის
ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე
საკითხს იხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა
მონაწილეობის გარეშე. განსახორციელებულ შემოწმებაზე არ მოქმედებს ამ კანონის
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.