„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.02.2016
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/453/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 12.07.2007, მუხ. 244) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-5 მუხლს დაემატოს 31პუნქტი, შემდეგი რედაქციით: „31. ყველა პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან ვალდებულია, დაიცვას ,,ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ.“. 2. კანონის მე-5 მუხლს დაემატოს 32 პუნქტი, შემდეგი რედაქციით: „32. ამ მუხლის 31 პუნქტში აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“. 3. კანონის 36-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების 1 განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 3 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლი;“. 4. კანონს დაემატოს 452 მუხლი, შემდეგი რედაქციით: „მუხლი 452. საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებლად რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, ყველა პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან 2 ვალდებულია, გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3 განმარტებითი ბარათი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის საჭიროებით. სანიტარიული კოდექსისა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სისტემის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში აღარ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, როგორიცაა ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების მწარმოებელი დაწესებულებები (სილამაზის, მანიკურის/პედიკურის, ტატუს, პირსინგის და ა.შ. სალონები), სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის განხორციელების არანაირი მექანიზმი. თუმცა, მათ მიერ სერვისების მიწოდება, გადამდები დაავადებების პოტენციური გავრცელების მაღალი რისკის გამო, მოითხოვს ინფექციების კონტროლის მთელი რიგი სპეციფიური წესების დაცვას. ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების შესრულებისას ჰიგიენური პრაქტიკისა და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა შეიძლება გახდეს აივინფექციის, B და С ჰეპატიტებისა და მთელი რიგი სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების მიზეზი. ამასთან, ამ პროცედურების სათანადო წესების გარეშე წარმოებისას გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი ისეთივეა, როგორც მცირე ქირურგიული მანიპულაციების შემთხვევაში. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, უკანასკნელ წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია B და С ჰეპატიტების შემთხვევათა ინციდენტობა, რაც, ასევე, განპირობებულია ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების მწარმოებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების კონტროლის მექანიზმის არარსებობით და, შესაბამისად, მათ მიერ სტერილიზაციისა და დეზინფექციის სტანდარტებისა და სწორი ჰიგიენური პრაქტიკის წესების უგულებელყოფით. ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემის ამოქმედება, რაც მიიღწევა მაღალი რისკის შემცველი სერვისების (მ.შ. საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების მიერ მიწოდებული ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების) სახელმწიფო კონტროლის/ზედამხედველობის მექანიზმებისა და სათანადო ინსტრუმენტების შემუშავებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით 4 გათვალისწინებულ ეკონომიკურ რეესტრში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების/დაწესებულებების რეგისტრაცია და აღნიშნულ ობიექტებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ემატება ახალი პუნქტები, რომლის მიხედვითაც ყველა პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან ვალდებულია, გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების ტექნიკური რეგლამენტიის მოთხოვნები. ამასთან, აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველობა ისაზღვრება მუნიციპალიტეტის ორგანოების პასუხისმგებლობად, როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობის ნაწილი. პროექტის გარდამავალი დებულებებით, იმ პირებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან ეძლევათ ორთვიანი ვადა, რათა კანონის ამოქმედების შემდეგ, უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მხოლოდ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იქნება რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დაკავშირებული ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო ასიგნებებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ახალი 5 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგს, იმ პირთათვის, რომელთა მიმართ გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად; გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას; დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები; ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ; ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას; ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან. 2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა: ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან; ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან; გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში; დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. 3. ყველა საწარმო ვალდებულია: ა) დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით 7 გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ. 4. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 36. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ამ კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა.