„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის შესახებ"

ანგარიში მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2016
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს გენერალური აუდიტორი
ნომერი
#9916/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-06
ბიუროს ნომერი 411

📜 ტექსტი

წერილი
bJbCg'AEnBfn JJOnonU bJAbJbXFn acEchDgrxftn Juangmftn trlIulilffr 31t0512016 N" 3651/07 brCr6o8Cq,('lu Jr6q,JaC6Oob orgAX(mAr6CU bJOo6 qoJ3oo ULr3tsr8goq'b 6JO('l6o eEo(r), "Lrblgagogo JIeoOot, LrAUrb!6)oU ts9LrbX6" lrrC)6ogCq,ob Jr6o6ot 31-C ogbEour Qr l$jsr6o6Xq,ob JJ6q'rACSOob t5X6q'rd3fuob 239-3 &3bq,ol, AC[,r5raobr!.o, $,>trr6o6oq.oaC6o s60r6o3l, Urbcq'a$otso r0qoooob brauJbu6ol, 2015 Sq'ob bsjaor6obolr Sgl$bgb qp$t6oo: b$oq,a$o19(.} r3eoool, braurbU6ob 2015 $q'ob ltj0o.r6obolt .16$6ro3o (335 333t6qQo) bO%olr05&,or, tCEC6,rqlJf- <.- I91/ 3/ ct lb JJi
სხვა
brjrdrcr8gE ob 3r(kr0g66ob bogt6ob btsgr$ggCOoq,Cbr b)J)hol33errlb !)hc)0160n - N411/ll 2016 $CEn, 6 ogEotn b$rr6cr6gq,otr Jr{6q,r0C6oot, r6UagrAC66ob 239-9 Aubq}olr 0gbbroolsqg, tlrjrt6o6gqmlt 3r6q,s0g6gob -qgiglq,rbbogdro rqg6g6b: llcjrr6qgq,<'rtr 3r6q,r0$Ool, ltgo6r6lro-lnbouD00o 3o0o$g$lr 6r6oboqxnlt q)t brbCq6$oggr €q)o6d lrrAbrq36)ol,2015 $qrob l$C0ot6stbol, r6blf)otso (N9916,01.06.2016) qgrb66r $oftgq,0o6cnl, trljrdro6gE,ot, 3st6q'$g66ol' bo36x'i'' blj.:6ro6gE rol, asrqq$C6$ob orr30aqro0r6ob SodBCE'o 0c'rrqr6oqrg' bcagt6rnb bbqgoOolr cDr3qlqm0t6g
ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში თბილისი 2016 წელი 1 შინაარსი წლიური ანგარიშის შესახებ ..................................................................................................................... 5 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ ................................................................................. 7 1.1. ზოგადი მიმოხილვა .................................................................................................................. 7 1.2. სას-ის საქმიანობა და სარგებელი ............................................................................................ 8 1.3. 2015 წლის ძირითადი მიღწევები ............................................................................................ 9 2. აუდიტორული საქმიანობა............................................................................................................. 11 1. სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა ................................... 14 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი ............................................................................................................................................. 14 2. 2. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტიანობა აჭარის რეგიონში .......................... 18 ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ............................................................................ 21 1. სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ................................................................................................................................... 21 2. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი ................................. 26 3. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი ........................................................................................................................ 30 3. საგანმანათლებლო სისტემისა და კულტურის პროგრამების მხარდაჭერა ........................ 33 1. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები ....................... 33 2. მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის 2010-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი.................................................................................................... 38 4. საჯარო ფინანსების მართვის ხელშეწყობა .............................................................................. 45 1. მოხსენება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ ............................................................................................................................................... 45 2. კაპიტალური პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტი........................................... 52 3. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012-2014 წწ შესაბამისობის აუდიტი ............................................................................................................. 58 5. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა ბაზების მართვის მხარდაჭერა ............ 60 2 1. სსიპ–სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2010-2015 წლების ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი.................................................................................... 62 6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური განვითარება .................. 70 7. თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემების განვითარება ............................................. 70 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი ................... 77 2. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი ............................................................................................................................................. 79 სახელმწიფო საწარმოებისა და სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების მართვა .................... 82 8. 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამსახურის ბიუროს 2012-2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი.................................................................................................... 82 2. სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი ............................................................................................................................................. 84 3. შპს ,,დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის“ 2012-2014 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი .................................................................................................................. 85 9. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა ............................... 86 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2013-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი .................................................................................................................. 87 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013-2015 წლის შესაბამისობის აუდიტი ............................................................... 89 3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 2011-2013 და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტები...................... 91 10. გარემოსდაცვითი პროგრამების მხარდაჭერა ..................................................................... 93 1. ხე - ტყის კომერციული რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტი ........................ 93 2.1. აუდიტორული საქმიანობით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ........................................................................................................................................ 96 3. ექსპერტ-ანალიტიკური საქმიანობა.............................................................................................. 97 3.1. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წვლილი ........................................................................................................................... 98 3 3.2. სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამის პირობების შესრულება ..................................................................................................................... 100 4. 3.3. სას-ის როლი საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სისტემის განვითარებისთვის .. 101 3.4. სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ ................................................................................ 102 პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა............................................................................................................................................. 103 5. ინსტიტუციური განვითარება ..................................................................................................... 105 თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან .......................................................................... 105 თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ............... 107 აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ...................................................... 108 ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროაქტიული უზრუნველყოფისთვის .............................................................................................................................................................. 111 5.1.საერთაშორისო თანამშრომლობა .................................................................................................. 111 თანამშრომლობა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ...................................................... 112 5.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება....................................... 114 ადამიანური რესურსების მართვა (HR) .......................................................................................... 114 მართვის სისტემები ........................................................................................................................... 117 შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება ................................................................................................ 119 5.3 ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერება .................................................................. 120 5.4 სოციალური თანადგომა ................................................................................................................. 122 5.5. ფინანსები ......................................................................................................................................... 122 დანართი #1 – 2015 წელს ჩატარებული აუდიტების სია ................................................................. 123 დანართი #2 - სამართალდამცავ ორგანოებთან გადაგზავნილი მასალების სია .......................... 127 4 წლიური ანგარიშის შესახებ წინამდებარე ანგარიშის მიზანია საქართველოს პარლამენტს, მოქალაქეებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში სას) 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის VII თავის, 31-ე მუხლისა და მე-3 პუნქტის მიხედვით,1 სას საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ. ასევე, ყოველწლიური ანგარიში საჯაროდ ქვეყნდება. სამსახურის 2015 წლის საქმიანობის წლიურ ანგარიშში წარმოდგენილია 5 თავი, კერძოდ:  პირველ თავში გადმოცემულია ზოგადი ინფორმაცია სას-ის შესახებ, მათ შორის სამსახურის მისია, ღირებულებები და სარგებელი საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის; ასევე 2015 წლის ძირითადი მიღწევები;  მეორე თავში შეჯამებულია აუდიტორული საქმიანობა და მოყვანილია როგორც სტატისტიკური ინფორმაცია აუდიტების შესახებ, ასევე - აუდიტის შედეგები ცალკეული აუდიტების მიხედვით;  მესამე თავში ყურადღება ეთმობა აუდიტის სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკური საქმიანობის ძირითად შედეგებს, როგორებიცაა სამსახურის როლი ანტიკორუფციულ საქმიანობაში და სხვადასხვა პროფესიულ საბჭოში წვლილის შეტანა;  მეოთხე თავი ფოკუსირებულია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაზე;  მეხუთე თავი ეხება (1) სას-ის თანამშრომლობას საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან, (2) ორგანიზაციული განვითარების საკითხებს, (3) დაფინანსებას და (4) ხარისხის უზრუნველყოფას. 1 საქართველოს კანონი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ იხ. შემდეგ ბმულზე: http://sao.ge/files/kanonmdebloba/saxelmcifo-auditis-samsaxuris-shesaxeb-saqartvelos-kanoni_GEO.pdf 5 წინამდებარე ანგარიში, ისევე, როგორც სას-ის ყველა ანგარიში საჯაროა და ქვეყნდება სას-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.sao.ge. 6 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 1.1. ზოგადი მიმოხილვა სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს საჯარო აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას, რომელსაც წვლილი შეაქვს სახელმწიფო მმართველობის გასაუმჯობესებლად საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან მართვაში. სას-ის მისიაა ხელი შეუწყოს სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესებასა და საჯარო რესურსების უკეთეს მართვას კანონიერების, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით. სას-ის საქმიანობა დაფუძნებულია შემდეგ ღირებულებებზე: სას დამოუკიდებელია ხელისუფლების შტოებისგან და მისი დამოუკიდებლობა გამყარებულია კონსტიტუციითა და კანონით 7 1.2. სას-ის საქმიანობა და სარგებელი სას თავის საქმიანობას წარმართავს სტრატეგიული გეგმით2 გათვალისწინებული 4 ძირითადი მიმართულების მიხედვით, კერძოდ: აუდიტორული საქმიანობიდან აღსანიშნავია, რომ სამსახური თავისი მანდატის ფარგლებში ატარებს:  ფინანსურ აუდიტს  შესაბამისობის აუდიტს  ეფექტიანობის აუდიტს  ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტს3 ასევე, სამსახური ამზადებს ანგარიშებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებისა და კანონპროექტების შესახებ (დეტალური ინფორმაცია იხ. თავში „საჯარო ფინანსების მართვაში არსებული სისტემური ხარვეზები და რეკომენდაციები“). აუდიტორული საქმიანობის გარდა, სას-ს თავისი წვლილი შეაქვს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაში, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში არსებული რისკების დროულ გამოვლენასა და პრევენციაში. სამსახური ასევე, ამზადებს კვლევით პუბლიკაციებსა და უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელოებს საჯარო ფინანსების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სამსახური სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მეშვეობით ხელს უწყობს საჯარო აუდიტის გაძლიერებას და ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას. 2 სას-ის სტრატეგიული განვითარების გეგმა (2014-2017 წწ) იხ. შემდეგ ბმულზე: http://sao.ge/files/chvens_shesaxeb/strategia2014_2017.pdf 3 IT აუდიტი ტარდება ფინანსური, შესაბამისობის ან ეფექტიანობის აუდიტების ფარგლებში 8 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როგორც აუდიტორული, ასევე არააუდიტორული საქმიანობა მიმართულია საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და დაინტერესებული მხარეებისთვის სარგებლის მოტანაზე: 1.3. 2015 წლის ძირითადი მიღწევები აუდიტორული საქმიანობა  გასულ წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა, ჩატარებული აუდიტების რაოდენობა. ასევე 13%-ით გაიზარდა აუდიტებით ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი. სამსახურმა დაფარა - 5,894 მილიონი ლარი  სამსახურმა ჩაატარა 122 აუდიტი: o 57 ფინანსური აუდიტი o 53 შესაბამისობის აუდიტი o 3 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი o 8 ეფექტიანობის აუდიტი o 1 IT ეფექტიანობის აუდიტი  გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა დაფარვამ შეადგინა 148 მილიონი ლარი  აუდიტების შედეგად გაიცა 347 რეკომენდაცია, რომელთაგან შესრულდა 163 რეკომენდაცია ექსპერტულ-ანალიტიკური საქმიანობა 9  ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, სას-ის მიერ პირობების წარმატებულად შესრულების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში მეორედ გადმოირიცხა 1.5 მილიონი ევრო  გამოქვეყნდა OECD-ACN-ის კვლევა, რომელშიც ხაზგასმულია სას-ის მნიშვნელოვანი წვლილი ანტიკორუფციულ საქმიანობაში  2015 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ ბიუჯეტის ზედამხედველობის კუთხით საქართველო მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი აუდიტორულ ორგანიზაციების სიაში (100/100 ქულით)  საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება წარმატებით გაიარა 44-მა პირმა  პრეზიდენტის გრანტის ფარგლებში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა მოამზადა ელეტრონული კურსები აუდიტების შესახებ და შეიქმნა ელეტრონული ბიბლიოთეკა  საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა გადაამზადა 261 ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით  მომზადდა პუბლიკაცია - „ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი“ და უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელო - „შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტირება“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი  საერთაშორისო ორგანიზაციების (Global Integrity და Sunlight Foundation) მიერ პოლიტიკური ფინანსების საკითხის მოწესრიგების/მონიტორინგის (რეიტინგის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად  შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხარისხის მართვის სისტემა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება  მიმდინარეობს ინსტიტუციურად მნიშვნელოვანი 4 პროექტი: o საჯარო სამსახურის დაძმობილების 2-წლიანი პროექტი გერმანიისა და პოლონეთის კოლეგა ორგანიზაციებთან (TWINNING) o 3-წლიანი პროქტი IT აუდიტის დასანერგად o დაიწყო და მიმდინარეობს პროექტი აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის (AMS) დასანერგად o  „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა“ გაძლიერდა თანამშრომლობა პარლამენტთან: o საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეიქმნა აუდიტების განმხილველი სამუშაო ჯგუფი o განხორციელდა 3 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის საკომიტეტო განხილვა o პარლამენტში გაიგზავნა 166 აუდიტის ანგარიში 10  შეიქმნა საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი  დაიწყო და მიმდინარეობს ინტერაქციული და ანალიტიკური ინსტრუმენტის პარლამენტისა და მოქალაქეების ჩართულობის ვებ-პლატფორმის მომზადება  საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის: o გაიმართა მედია სემინარი, რომლის შედეგად გადამზადდა მედიის 20-მდე წარმომადგენელი  სას-მა მოიპოვა 2 ჯილდო - საჯარო ინფორმაციისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროაქტიული უზრუნველყოფისთვის  საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, გრძელდება აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან - GIZ-თან, „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავასიაში“ პროგრამის ფარგლებში და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან (SNAO). 2. აუდიტორული საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (სას) აუდიტორული საქმიანობის მიზანია საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური, პროდუქტიული და ეფექტიანი განკარგვით სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება. სამსახური ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ამ პროცესში მისი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის როლის განმტკიცებას. სას ატარებს ფინანსურ, შესაბამისობის, ეფექტიანობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტებს. ფინანსური აუდიტით სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს დამოუკიდებელ დასკვნას იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა აუდიტის ობიექტის საქმიანობა და ფინანსური ანგარიშგება კანონმდელობით დადგენილ მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს: რამდენად გამართულია ბუღალტრული აღრიცხვა, რამდენად უზრუნველყოფილია ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობა და ფუნქციონირებს თუ არა შესაფერისი შიდა კონტროლის სისტემა. ობიექტის ოპერაციებისა მარეგულირებელ და ნორმებთან, შესაბამისობის აუდიტის მიზანია აუდიტის საქმიანობის შეფასება სახელშეკრულებო და მოქმედ კანონმდებლობასთან, საგრანტო მოთხოვნებთან, ორგანიზაციულ პოლიტიკასთან და პროცედურებთან შესაბამისობაში. 11 რაც შეეხება ეფექტიანობის აუდიტს, აღნიშნული ტიპის აუდიტი საშუალებას იძლევა შეფასდეს კონკრეტული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებით მიღწეული შედეგები და ამ პროცესში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეკონომიურობა და პროდუქტიულობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების დანერგვის პროცესის მიმდინარეობისას. დაბოლოს, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი მიზნად ისახავს აუდიტორული რწმუნების მიღებას იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ინფორმაციული სისტემები ორგანიზაციის მიზნების მიღწევას, ინფორმაციული აქტივების დაცვასა და სისტემაში არსებული მონაცემების სისრულესა და სიზუსტეს. აღსანიშნავია, რომ სას ყოველი წლის დასაწყისში ადგენს აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტებს, რომლებიც განისაზღვრება დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებებისა და ინიციატივების, კრიტერიუმების4 საფუძველზე. პრიორიტეტული, რისკზე აგრეთვე სამსახური დაფუძნებული აუდიტის თემების ყოველწლიურად მიდგომით შერჩევის მიზნად გაზარდოს სხვა ისახავს აუდიტორული საქმიანობის შედეგად მოტანილი სარგებელი. ამ მიმართულებით 2015 წელს, გასულ წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა ჩატარებული აუდიტების რაოდენობა, ხოლო აუდიტორული საქმიანობით 13%-ით გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი. აუდიტორული საქმიანობით დაფარული თანხების სექტორული განაწილება თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი წლების მიხედვით ჯანმრთელობის დაცვა (მილიონი ლარი) 5,894 4,284 13% 3% 4% 46% 5,132 16% 18% 2013 2014 2015 საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განათლება საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ეკონომიკური საქმიანობა დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხები; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი; არასწორი მართვა; სისტემური რეფორმის საჭიროება; ბოლო პერიოდში არ ჩატარებულა აუდიტი. 4 12 2015 წელს სამსახურმა ჩაატარა 122 აუდიტი, რომლითაც დაფარა 5,894 მილიონი ლარი. ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 148 მილიონი ლარი, მათ შორის: დარღვევების კატეგორია თანხა საბიუჯეტო რესურსების 12.10 მილიონი ლარი არამიზნობრივი განკარგვა საბიუჯეტო რესურსების 4.2 მილიონი ლარი არაეკონომიური განკარგვა შესყიდვების საბიუჯეტო მართვა რესურსების 4.2 მილიონი ლარი არაპროდუქტიული განკარგვა საბიუჯეტო რესურსების 9.10 მილიონი ლარი არაეფექტიანი განკარგვა ზედმეტად გადახდილი 1.3 მილიონი ლარი საბიუჯეტო სახსრები სხვა დარღვევები 38 მილიონი ლარი საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა 34.3 მილიონი ლარი მართვა არაეფექტიანი განკარგვა 12.1 მილიონი ლარი არაპროდუქტიული განკარგვა 3.6 მილიონი ლარი არაეფექტიანი განკარგვა 17.5 მილიონი ლარი სხვა დარღვევები 11 მილიონი ლარი აქტივების მართვა 148 მილიონი ლარი ჩატარებული აუდიტები ტიპების მიხედვით 1% 7% ეფექტიანობის აუდიტი 43% ფინანსური აუდიტი 47% 2% ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი შესაბამისობის აუდიტი ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი 13 წინამდებარე ანგარიშის ამ თავში წარმოდგენილია 2015 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც შესაბამის რეაგირებას საჭიროებენ როგორც ცალკეული უწყებების, ასევე სისტემურ დონეზე. სას-ის აუდიტის ანგარიშები წარმოდგენილია 10 პრიორიტეტული მიმართულების გათვალისწინებით. 1. სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვის მიმართულებით სას-მა დაფარა 2,696,472 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 5 აუდიტი. შედეგების განაწილება დაფარვის მაჩვენებელი 5% 19% 31% 69% 76% საერთო დაფარვა შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად რესურსების არაეფექტიანი განკარგვა სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან 2008 წლის ჩათვლით განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს მოქალქეები იძულებული გახდნენ 14 დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები, რის შედეგადაც 85,009 ოჯახი დღემდე იმყოფება დევნილობაში5. დევნილი ოჯახების დიდი ნაწილი იმყოფება მძიმე სოციალურ პირობებში, ამ ფონზე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აღნიშნული კატეგორიის პირები უზრუნველყოს საცხოვრებელი პირობებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა დევნილთა სამინისტროს 2011-2013 წლების შესაბისობის აუდიტი, რომლის ფარგლებში აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროცესი, სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვები და სხვა საკითხები. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა 2013 წელს 85,009 დევნილი ოჯახიდან სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 16,282 ოჯახს, კერძოდ: პერიოდი ოჯახების რაოდენობა სტატუსი 2009-2010 6 646 დაკანონებული 2011 478 დაკანონებული 2012 8 209 დაკანონებული 2013 949 დაკანონებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის დარღვევებს:  ხუთ ოჯახს, რომლებიც იმყოფებოდნენ ერთი სარეგისტრაციო ნომრის ქვეშ საკუთრებაში გადაეცა ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართი;  გამოვლინდა 6 შემთხვევა, როდესაც ერთ ოჯახზე გაიცა როგორც ერთჯერადი კომპენსაცია, ასევე განხორციელდა საცხოვრებელი ბინის დაკანონება: გრაფიკი: პიროვნება X-ს მიღებული აქვს კომპენსაცია და ამავდროულად დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით კომპაქტურ ობიექტზე, როგორც პიროვნება Y-ის (პიროვნება X-ის ძმა)ოჯახის წევრი. 5 73 926 ოჯახი დევნილია 90-იანი წლების სამხედრო აგრესიის შედეგად, ხოლო 11 083 ოჯახი - 2008 წლის ომის შედეგად 15 ოჯახი N2: ოჯახი N1: საცხოვრებელი ბინა კომპაქტურ სახელმწიფო კომპენსაცია: ობიექტზე: პიროვნება X სარეგისტრაციო N004-40634 პიროვნება Y (პიროვნება X-ის ძმა) პიროვნება X სარეგისტრაციო N004-40634  13 ოჯახზე ზედმეტად გაცემულმა კომპენსაციის თანხამ შეადგინა 130 ათასი აშშ დოლარი სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით კი გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები:  2013 წელს სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გააფორმა 42 ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 21,430 ათასი ლარი. ხელშეკრულებების ღირებულების 53% გაფორმდა ორ კომპანიასთან, (შპს „NBG“ და შპს „ნიუ კონსტრაქშენი“). აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მოცემული კომპანიების კავშირი სამინისტროს თანამშრომლებთან. შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „NBG“ და შპს „ნიუ კონსტრაქშენი“ არაპირდაპირ დაკავშირებული იყვნენ სამინისტროს იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც შეეძლოთ გავლენის მოხდენა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაზე და ასევე ევალებოდათ სამშენებლო სამუშაობზე ზედამხედველობის (მონიტორინგის) განხორციელება. გრაფიკი: სამინისტროს ის თანამშრომელი, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას წარმოადგენდა სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა, არის იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც 2012-2014 წლებში სამშენებლო მასალებს აწვდიდა სამინისტროს ძირითად მიმწოდებლებს. ამასთან, მოცემული კომპანიები სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულად ცხადდებოდნენ და შესაბამისად მსხვილ კონტრაქტებს იგებდნენ 2013 წელს, სწორედ ამავე პერიოდში დაინიშნენ სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესყიდვების და საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით მენეჯმენტთა შემადგენლობა, რომელთაც, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით არ ჰქონდათ საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტო სამინისტროს მიმწოდებლები ზედამხედველობის სამშენებლო სამუშაოებზე: სამმართველოს თანამშრომელი შპს „ნიუ კონსტრაქშენი“ შპს „NBG“ 16 შპს სოდამი (აწვდის სამშენებლო მასალას  2011 წელს შს NBG და შპს ნიუ გამარტივებული კონსტრაშენს) სამინისტრომ შესყიდვის გზით შ.პ.ს. „მე-სას“ სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გაუფორმა 8 ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 952 ათასი ლარი. ხოლო 2012 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული წესით 9 ხელშეკრულება გაფორმდა შ.პ.ს. „მეგკო“-სთან. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1,086 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა კვლევა გადაზიდვის ღირებულების დასადგენად. შედეგად გამოვლინდა, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ გამოყენებული მეთოდით განსაზღვრული სავარაუდო ღირებულებით ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სულ მცირე 654 ათასი ლარის მოცულობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:  „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ უკვე დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების საკუთრებაში საცხოვრებელი ფართების გადაცემის ან/და კომპენსაციის გაცემის თავიდან არიდებას.  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება შესყიდვის საშუალების შერჩევისას უნდა იყოს დასაბუთებული. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული განხორციელების მიზნით. ორგანოს დასაბუთებაში უნდა საქმიანობაზე აღინიშნოს კონტროლის შეხედულებები, 17 მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისგან დაცვის ვალდებულების იგნორირება არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში;  გამარტივებული შესყიდვის მოსამზადებელ ეტაპზე განხორციელდეს ბაზრის კვლევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაკვალიფიციურ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმება. ბაზრის კვლევის შედეგებში აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები, კრიტერიუმები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა კონკრეტული მიმწოდებლის შერჩევა;  არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილი იქნეს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მიწოდებული საქონლის/მომსახურების და სამუშაოების ხარისხის შესაბამისობის მონიტორინგის სისრულე და უწყვეტობა. 2. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტიანობა აჭარის რეგიონში საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური შრომის ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია და ამ პროცესში არსებობს გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, რომელთაგან განსაკუთრებით აქტუალურია სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი, უმუშევრობის მაღალი დონე და სამუშაო ძალის დაბალი ღირებულება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება რეგიონში იქნება ეს პროფესიული განხორციელებით. გადამზადების აღნიშნული საშუალებით დაფინანსება თუ მიემართება სხვა ღონისძიებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო)“. აუდიტმა დაფარა 2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდი. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეისწავლა რამდენად ადეკვატურია სააგენტოს ქმედებები რეგიონში უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით და პასუხი გასცა შემდეგ მთავარ კითხვებს. 18  რამდენად ღია/საჯაროა დასაქმების სააგენტოს მომსახურება?  რამდენად შესაბამისობაშია სააგენტოს პროგრამები/მიდგომები შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან?  რამდენად ეფექტიანად ხდება უმუშევართა მონაცემთა ბაზის გამოყენება? აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:  საინფორმაციო ბაზები მუშაობს ავტონომიურად და არ გააჩნია ურთიერთკავშირი. მაგალითად, ხელვაჩაურის ბაზას არ აქვს წვდომა ბათუმის ბაზასთან, ხოლო ბათუმს ქობულეთის ბაზასთან და პირიქით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიხედვით თითოეული საინფორმაციო ბანკი დამოუკიდებელია და შეუძლებელია რეგიონებმა მიიღონ წვდომა ბათუმის დამსაქმებლების, ვაკანსიების და სამუშაოს მაძიებლების შესახებ. სულ რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების 60% და ვაკანსიების 69% მოდის ბათუმის მუნიციპალიტეტზე.  2012 წელს სააგენტოს ამოცანა იყო გადაემზადებინა 90 პირი, თუმცა როგორც ზემოაღნიშნული გარემოებიდან ირკვევა მან შეძლო ჩაერთო პროგრამაში და გადაემზადებინა 30 პირი, ანუ სულ შესრულდა პროგრამით დაგეგმილი რაოდენობის 33.3%. ხოლო რაც შეეხება აღნიშნული 30 პირის დასაქმებას, გადამზადებული ბენეფიციარებიდან 16.6%-მა შეძლო დასაქმება 2012 წელს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ იყო დასაქმების მაქსიმუმ 70%-იანი შედეგი, პროფესიული გადამზადების 2012 წლის პროგრამა 53%-ით ჩამორჩება მიზნობრივი პროგრამით განსაზღვრულ მისაღებ შედეგებს;  2013 წელს ბენეფიციარმა გადამზადების და გაიცა პროგრამით შესაბამისი პროფესიული სერთიფიკატები, გადამზადება თუმცა გაიარა სააგენტოს 200 მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადამზადების შემდგომ დასაქმდა სულ 23 ბენეფიციარი. შესაბამისად, პროგრამის დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 11.5%-ს. როგორც აღინიშნა, პროგრამით განსაზღვრული იყო საბოლოო შედეგი ბენეფიციართა გადამზადება და არ იყო ასახული მათი გადამზადების მოსალოდნელი შედეგები, შესაბამისად აღნიშნული შედეგი 11.5% პროცენტი, პროგრამასთან მიმართებით ვერ 19 იქნება შესადარისი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ 2012 წელს ანალოგიური პროგრამით განსაზღვრულ მოსალოდნელი დასაქმების შედეგებს, 58.5%-ით ჩამორჩება პროგრამის მიზნებს;  სააგენტოს 2015 წელს არ აქვს შემუშავებული გადამზადების პროგრამის შედეგების შეფასების მექანიზმი. პროგრამაში არ არის გაწერილი დასაქმების მოსალოდნელი მაჩვენებელი, რაც შედეგების მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს. ასევე, უკვე გადამზადებული პირების დასაქმების დონის განსაზღვრის მიზნით სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს. კერძოდ, მისი ბაზების მიხედვით გადამზადებული 247 მოქალაქიდან დასაქმების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგნაირად: 2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 41% არ არის დასაქმებული, 17% დასაქმებულია, ხოლო 42%თან დაკავშირება შეუძლებლია. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები არსებული მიგნებების საფუძველზე, შესაბამისი სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა გასცა შემდეგი რეკომენდაციები: სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს“  სააგენტომ უზრუნველყოს ისეთი საინფორმაციო და პროგრამული სისტემის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ბათუმის ასევე აჭარის სხვა რეგიონების ჩართვას ერთიან საინფორმაციო სისტემაში.  სააგენტომ უზრუნველყოს ბაზაში არსებული ინფორმაციის როგორც სამუშაოს მაძიელებლის ასევე დამსაქმებლების სრული ინვენტარიზაცია.  სააგენტომ უზრუნველყოს ბაზაში რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ სრული ინფორმაციის რეგისტრაცია, როგორიც არის საკონტაქტო ინფორმაცია, დაბადების თარიღი და ა.შ. რომლის ფუნქციაც პროგრამას გააჩნია.  სააგენტომ უზრუნველყოს პროფესიული გადამზადების პროგრამების შეფასების კრიტერიუმების გადახედვა და საბოლოო შედეგების განსაზღვრა, რომელიც იქნება ორიენტირებული სამუშაოს მაძიებლის დასაქმებაზე სასწავლო კურსის გავლის შემდგომ. 20  სააგენტომ უზრუნველყოს ეფექტური მონიტორინგი პროფესიული გადამზადების კურსის მიმდინარეობის პროცესში, დასწრებადობის ცნობადობისა და პრაქტიკული მომზადების საკითხებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირების მიზნით.  სააგენტომ უზრუნველყოს ეფექტური ვებ-პორტალის ფუქნციონირება, რომელიც დაკავშირებული იქნება მთავარ საინფორმაციო ბაზებთან, და სრულ ინფორმაციას მიაწვდის როგორც სამუშაოს მაძიებლებს ასევე დამსაქმებლებს არსებული ვაკანსიების შესახებ. 2. ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით სას-მა დაფარა 21,604 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 13 აუდიტი. შედეგების განაწილება დაფარვის მაჩვენებელი 0.37% 4% 35% 61% 99.63% საერთო დაფარვა შესყიდვების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა შესყიდვების პროცესში არსებული სხვა დარღვევები ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა 1. სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყანაში წარმოებული უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის და იმპორტირებული სურსათის უვნებლობა ჯანმრთელობისთვის. სურსათით გამოწვეულ დაავადებებთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები დიდია როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ძალიან 21 მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის ეფექტიანი სისტემის არსებობა ქვეყანაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე სურსათის მოხმარებით მიყენებული ზიანი და შემცირდეს მასთან დაკავშირებული ხარჯები. ამასთან, სურსათის უვნებლობის საკითხები დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში უფრო აქტუალურია, რადგან სამომხმარებლო არჩევანი შეზღუდულია. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მიმართულებით. მკვეთრად გაიზარდა ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები და შესაბამისად, გაიზარდა კონტროლის მასშტაბები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სურსათის უვნებლობის კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობა როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყნის შიგნით. სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებებიდან ძირთადი აქცენტი სურსათის ფიზიკურ შემოწმებასა და შესაბამისი მონიტორინგის გეგმის შესრულებაზე გაკეთდა, სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) კონტროლის ღონისძიებებიდან კი შესწავლილ იქნა კონტროლის ორი ძირითადი მექანიზმი - ინსპექტირება და მონიტორინგი. სქემა: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მართვის სტრუქტურა აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა აუდიტის პერიოდმა დაფარა 2013 - 2014 წლები და 2015 წლის 6 თვე და გამოვლინდა ძირითადი პრობლემები: 22  სასაზღვრო კონტროლის დროს ნიმუშების აღება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული რაოდენობის მიხედვით არ მიმდინარეობს.  2014 წელი ორ ნაწილად იყოფა. ოქტომბრამდე ნიმუშების აღებას ვეტერინარი ახდენდა ინდივიდუალურად, ხოლო ოქტომბრიდან ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც შერჩევა იყო უწყვეტი და დროში თანაბრად გადანაწილებული. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი პირველ შემთხვევაში, ასაღები ნიმუშების რაოდენობის ვეტერინარის მიერ დროში არასწორი გადანაწილებაა.  საზღვარზე შემოსული საქონლის განთავსება ხდება ქვეყნის შიგნით არსებულ ბაზარზე, სადაც კონტროლი ინსპექტირებისა და მონიტორინგის საშუალებით ხორციელდება. სქემა: ინსპექტირების პროცესი  ინსპექტირების პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში, სააგენტოს არ გააჩნდა სრული, ზუსტი და დროული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესოპერატორებთან დაკავშირებით:  აღნიშნულმა გამოიწვია ხარვეზები ბიზნესოპერატორთა რისკის დონის განსაზღვრის პროცესში. ბიზნესოპერატორების რისკის დონის განსაზღვრის არსებული პრაქტიკა, ბაზარზე სასურსათო რისკების სრული სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა. 23  ასევე აუდიტით გამოვლინდა, რომ დაბალია პროდუქტიულობა ინსპექტირების განხორციელების პროცესში:  არსებობს წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობის ორჯერ გაზრდის შესაძლებლობა. დაბალი პროდუქტიულობა ძირითადად გამოწვეულია ინსპექტირების გეგმით განსაზღვრული ინსპექტირებების რაოდენობის სიმცირით.  აუდიტის პერიოდში ხარვეზებით მიმდინარეობდა სურსათის უვნებლობის კონტროლის მონიტორინგის მექანიზმის განხორციელებაც. სქემა: მონიტორინგის პროცესი  აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ განუხორციელებია რისკების მეცნიერული შეფასება.  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, არ მოუწვევია შესაბამისი მეცნიერ-ექსპერტები, ხოლო არსებული ადამიანური რესურსები რისკის შეფასების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფდა.  თბილისში მონიტორინგის ფარგლებში ობიექტების შერჩევა ძირითადად ერთსა და იმავე რაიონში ხორციელდება. 24  მაშინ, როდესაც რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების რიცხვი სხვადასხვა რაიონში უფრო მაღალია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონიტორინგის ფარგლებში ობიექტების შემოწმება ვერ უზრუნველყოფს, რომ რაიონების მიხედვით რეგისტრირებული ბიზნეს- ოპერატორების რაოდენობა პროპორციულად იყოს მოცული.  რომ სააგენტოში „ცხელი ხაზი“ მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებში მოქმედებს და არ არის გამართული „ქოლცენტრის“ სისტემა.  სააგენტოში ცხელი ხაზის გაუმართავი მუშაობა გავლენას ახდენს საფრთხის შემცველი ბიზნესოპერატორებისა და შესამოწმებელი სასურსათო პროდუქტების შერჩევაზე. შესაძლებელია სააგენტომ ვერ მიიღოს მნიშვნელოვანი რისკის შემცველი ინფორმაცია მომხმარებლისგან. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს:  სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ სასაზღვრო კონტროლის დროს პერიოდულად უნდა განხორციელდეს ელექტრონული პროგრამის მონიტორინგი, რათა პროდუქტები შემოწმდეს გეგმით განსაზღვრული სიხშირით.  სააგენტომ უზრუნველყოს ბიზნესოპერატორთა შერჩევის პროცესში გამოყენებული ბაზების დროულად დაზუსტება და ბაზაში არსებული ყველა ბიზნესოპერატორისათვის რისკის დონის განსაზღვრის პროცედურის განხორციელება.  გადაიხედოს და გაიზარდოს ერთი ინსპექტორის მიერ წლის განმავლობაში ჩასატარებელი გეგმიური ინსპექტირების მაჩვენებელი და მოხდეს ინსპექტირების ჯგუფების ოპტიმალური რაოდენობის ინსპექტორებით დაკომპლექტება.  მონიტორინგი განახორციელდეს რისკზე დაფუძნებული მიდგომით და უზრუნველყოფილ იქნეს რისკის შეფასების შედგების მონიტორინგის საქმიანობაში გათვალისწინება. 25  სააგენტომ შეიმუშაოს მეთოდი შესამოწმებელი ბიზნეს ოპერატორების შესარჩევად, რითაც უზრუნევლყოფს ბიზნეს ოპერატორების შესამოწმებელი ობიექტების რაიოენბის მიხედვით პროპორციულ მოცვას.  სააგენტომ უზრუნველყოს მომხმარებლების ინფორმირებულობა სააგენტოში ცხელი ხაზის არსებობის შესახებ. ჩაატაროს სარეკლამო კამპანია სასურსათო პროდუქტებში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს მომხმარებელმა, ვის უნდა დაუკავშირდეს და რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.  სააგენტომ უზრუნველყოს ცხელი ხაზის შეუზღუდავად ფუნქციონირება და მიღებულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. 2. სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ გამოწვევას უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ სოციალურ-ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად შეზღუდული მატერიალური რესურსის ფარგლებში მაქსიმალური შედეგის მიღწევას. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა პირველადი ჯანდაცვის მყარი საფუძვლის არსებობაა. პირველადი ჯანდაცვა აუმჯობესებს ჯანმრთელობის მაჩვენებლებს და ქვეყნებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ დანახარჯები გადაუდებელ და სტაციონარულ მომსახურებაზე. საქართველოს სოფლებში პირველად ჯანდაცვას უზრუნველყოფს სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. პირველადი ჯანდაცვის კომპონენტის ფარგლებში სოფლის ექიმებთან და ექთნებთან მიმართვიანობა საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონ ვიზიტს შეადგენს. იმდენად, რამდენადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის (46.3%), 26 პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდება ძირითადად პროგრამის ეფექტიანად განხორციელებაზეა დამოკიდებული. აუდიტის შედეგად შეფასდა სოფლად პირველადი ჯანდაცვის პროდუქტიულობის საკითხები: პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა, მოსახლეობისთვის პროდუქტიული მომსახურების გაწევის წინაპირობების არსებობა, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სოფლის ექიმის ინტეგრირება. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა აუდიტის პერიოდმა დაფარა 2014 წელი და 2015 წლის I - II კვარტალი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა პრობლემები და ნაკლოვანებები, რომელიც ზღუდავს სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და მოსახლეობისთვის გაწეული მომსახურების პროდუქტიულობას:  სოფლის ექიმების დემოგრაფიული განაწილების კრიტერიუმი დადგენილი არ არის. უკეთესი პრაქტიკის მიხედვით განსაზღვრულ ნორმასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის განაწილება მიღებულ ნორმაზე დაბალია 57 ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ექიმებს 2500-ზე მეტი მოსახლის მომსახურება უწევთ.  პროგრამის ფარგლებში 10,000-ზე მეტი ადამიანი ნაწილობრივ (მხოლოდ ექთნის მეშვეობით) იღებს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას.  ექიმების დატვირთვა (მიღებული პაციენტების რაოდენობა), რომელიც ექიმების პროდუქტიულობის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან. არსებობს ტერიტორიული ერთეულები, სადაც ერთ ტერიტორიულ ერთეულში დასაქმებულ 2 ექიმს მნიშვნელოვნად განსხვავებული დატვირთვა აქვს. გრაფიკი: ერთ ტერიტორიულ ერთეულში დასაქმებული სოფლის ექიმების განსხვავებული დატვირთვა. გრაფიკზე წარმოდგენილია შემთხვევით შერჩეულ ოთხ ტერიტორიულ ერთეულში ორ სხვადასხვა ექიმთან პაციენტების ვიზიტების საშუალო რაოდენობა თვეში. ქვეყნის მასშტაბით ერთ ექიმთან პაციენტების ვიზიტების საშუალო რაოდენობა 70–ის ტოლია. 27 250 222 190 200 150 129 100 116 77 56 80 37 50 0 დაბა ლაითური ექიმი X ძეგვი ექიმი Y მანდაეთი / გეზრული ჯანდარა საშ. დატვირთვა საქართველოში აღნიშნულის მიზეზები პროგრამის დიზაინში და ადმინისტრირებაში არსებულ შემდეგი ტიპის ხარვეზებს უკავშირდება:  სამედიცინო პერსონალისგან მომსახურების შესყიდვა ხორცილდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შესაბამისად, ხელშეკრულებებით არ რეგულირდება ექიმის სამუშაო დრო, სამუშაო განრიგი (სხვადასხვა სოფლებში დაგეგმილი ვიზიტები კვირის განმავლობაში) და სხვა სამსახურში შეთავსებით მუშაობის პირობები. ამასთან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ ხდება სამედიცინო პერსონალის მონიტორინგი. შედეგად, ექიმების სულ მცირე 20% დასაქმებულია სხვა სამსახურში, ხოლო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა, ექიმებს აძლევს საშუალებას სასურველ დროს იარონ მომსახურების გაწევის ადგილას. სქემა: სასწრაფოს, სოფლის ექიმებისა და სპეცდაფინანსების დაწესებულებაში დასაქმებული ექიმების კვეთა 28  სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება არ ემყარება მათი მოტივაციის ამაღლებას. ანაზღაურება ფიქსირებულია და არ განისაზღვრება არც მიღებული პაციენტების რაოდენობით და არც კარგად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ექიმის მიერ გაწეული ხარჯები (სოფლებს შორის ტრანსპორტირება, მედიკამენტების ჩანთის განახლება) მიღებული პაციენტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ექიმის მოტივაციაზე მიიღოს ნაკლები პაციენტი.  სოფლის ექიმის ინტეგრირება სკრინინგის პროგრამასთან მუნიციპალიტეტისა) განხორციელებული რაც უკავშირდება იმას, პროგრამების (სოფლის ექიმისა სუსტია (გარდა გურჯაანის რომ სამინისტროს და სკრინინგის მიერ პროგრამის) ერთმანეთთან კოორდინაცია არასაკმარისია. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს:  სამედიცინო პერსონალის ოპტიმალურად განაწილების მიზნით, შემუშავდეს და დადგინდეს დემოგრაფიულ-გეოგრაფიული კრიტერიუმები ტერიტორიული ერთეულებისთვის (მოსახლეობის აღწერის ახალ მონაცემებზე დაყრდნობით);  ეტაპობრივად მოხდეს სამედიცინო პერსონალის სტიმულირება ანაზღაურების სისტემაში ცვლილებებით; 29  სამინისტრომ და სააგენტომ უზრუნველყონ სოფლის ექიმის პროგრამის კოორდინაცია დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამასთან იმ მიზნით, რომ პირველადი ჯანდაცვა სოფლად მეტად ემსახურებოდეს პრევენციულ ფუნქციას და გაიზარდოს პირველადი ჯანდაცვის როლი დაავადებათა ადრეულ გამოვლენაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს:  პროგრამის ფარგლებში შემუშავდეს სოფლის ექიმის საქმიანობისა და შედეგების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო პროცესის გამჭვირვალობას.  შემუშავდეს სამედიცინო პერსონალის მიერ სხვადასხვა სოფელში დაგეგმილი ვიზიტების განრიგი იმ მიზნით, რომ შეიქმნას სამუშაოს შესრულების ვალდებულება; 3. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სამედიცინო მომსახურებაზე ბარიერების არსებობამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. სწორედ სამედიცინო მომსახურებაზე თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 2013 წლიდან. საკითხის მნიშვნელობიდან და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლილ იქნა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. 30 აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:  მოსახლეობის ერთი კატეგორია სარგებლობს ჯანმრთელობის ორმაგი დაზღვევით და შესაბამისად გარკვეული პრივილეგიებით, ხოლო მეორე კატეგორია სარგებლობს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში დაზღვევის მინიმალური პაკეტით, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს პროგრამის ბენეფიციარებს. ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის მაგალითზე, დადგინდა, რომ 24,814 პირი, კორპორაციულ დაზღვევასთან ერთად სარგებლობს მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებულია 773 ათასი ლარი.  აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა სამედიცინო მომსახურებაზე პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებადი სატარიფო არეალის განსაზღვრის პროცესში კონტროლის სისუსტეები. მაგალითად, აუდიტის ობიექტი არ ფლობს ინფორმაციას მთავრობის 218-ე6 და 165-ე7 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეულ მომსახურებაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მინიმალური ღირებულების შესახებ, რაზეც მიბმულია ტარიფის „ჭერი“ და შესაბამისად ანაზღაურების მოქმედი ტარიფები “კონტროლიდან“ არის გასული, რაც თავის მხრივ წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკს.  დაავადებებსა სამედიცინო და ჯანმრთელობასთან ჩარევების კომბინაციებზე დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებზე ფასწარმოქმნის შესწავლისას გამოვლინდა ანომალიურად დაბალი და მაღალი ფასები8, რაც იწვევს ერთი მხრივ, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის ზრდას და მეორე მხრივ - სახელმწიფო ხარჯების ზრდას.  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას ახორციელებს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გადახდის ვადების მკვეთრი დარღვევით. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელდა მოცემული შერჩეული ერთობლიობის გრადაცია ე.წ. „ვადაგადაცილებული ანგარიშსწორების“ დღეების 6 სოციალურად დაუცველები, საჯაროს სკოლის მასწავლებლები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები, რუსთაველის პრემიის ლაურიატები 7 0-5 წლის ჩათვლით ბავშვები,სტუდენტები, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმპ საქართველოს მოქალაქეები 8 სატარიფო არეალის განსაზღვრის ფორმულა: მაქსიმალური ღირებულებას გამოკლებული მინიმალური, სხვაობა გაყოფილი ოთხზე და დამატებულია მინიმალური ღირებულება- (max-min)/4+min=ტარიფის არეალი. 31 მიხედვით. შერჩეული 76 ერთეულიდან , საიდანაც 63 შემთხვევაში (ღირებულებით 973 ათასი ლარი) ანგარიშსწორება განხორციელებულია დადგენილი ვადის დარღვევით.  „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ მართვას და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ვლინდება შემთხვევები, როდესაც დროის ერთსა და იმავე პერიოდში ერთდროულად სამსახურებრივ საქმიანობას ეწეოდნენ როგორც სააგენტოში, ასევე პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. ასეთი შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 23 ერთეულს. შემთხვევათა მნიშვნელოვან ნაწილში აღნიშნული პირები წარმოადგენენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვის დეპარტამენტის (სააგენტოს) შესრულებული სამუშაოს მართვისა და მონიტორინგის სამმართველოების თანამშრომლებს.  სოციალური მომსახურების სააგენტომ „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შეისყიდა საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სასკოლო და საყოფაცხოვრებო ნივთები. მთავრობის დადგენილების მიხედვით, სააგენტოს განხორციელების აუცილებლობითა და შეზღუდულ გამარტივებული ვადებში შეუფერხებელი შესყიდვის საშუალების გამოყენების დისკრეციული უფლებამოსილებით უნდა განეხორციელებინა შესყიდვა. სააგენტომ გამარტივებული წესით გააფორმა ხელშეკრულება მომწოდებელთან, ჯამური ღირებულებით 1,164.5 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში საქონლის შესყიდვა განხორციელდა დადგენილების გამოცემიდან 6 და 8 თვის შემდეგ, ხოლო, ის მიზანი, რომლის გამოც სააგენტოს მიენიჭა გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელების დისკრეცია არ იქნა რეალიზებული. აღნიშნულ შემთხვევაში შესყიდვის ერთი ობიექტის ქვეშ გაერთიანებული იყო სრულიად განსხვავებული ფუნქციონალური დანიშნულების სასაქონლო ნომენკლატურა (საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სასკოლო და საყოფაცხოვრებო ნივთები), რაც ქმნის საქონლის მიწოდების ჯაჭვში ახალი რგოლის წარმოშობის და შესაბამისად საქონლის ღირებულების ზრდის რისკს.  სამინისტოს მიერ C ჰეპატიტის სკრინინგისა და ღვიძლის დიაგნოსტიკის აპარატურა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ იქნა იმ დროს, როდესაც არ იყო განსაზღვრული C ჰეპატიტზე მკურნალობის სტრატეგია, სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციართა რაოდენობა. აპარატურის მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაგვიანებით, 2015 წლის 6 აპრილს. 2015 წლის ივლისის 32 მდგომარეობით შესყიდული „ექსპლუატაციაში“, ხოლო 5 ერთეული დანარჩენი აპარატიდან, ოთხი მხოლოდ განთავსებული იყო ერთი იყო სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში არასასაწყობო პირობებში. 3. საგანმანათლებლო სისტემისა და კულტურის პროგრამების მხარდაჭერა საგანმანათლებლო სისტემებისა და კულტურის პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით სას-მა დაფარა 914,282 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 11 აუდიტი. დაფარვის მაჩვენებელი 6% 13% შედეგების განაწილება 25% 69% 87% საერთო დაფარვა აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები საგანმანათლებლო სისტემებისა და კულტურის პროგრამების მხარდაჭერა შესყიდვების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად რესურსების არაეკონომიური განკარგვა საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა 1. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უმაღლესი განათლების ხარისხზე. აქედან გამომდინარე, უმაღლესი განათლების სტაბილური სისტემისა და სამეცნიერო სფეროს განვითარება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად არის განსაზღვრული. სტრატეგიის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, მუდმივად იზრუნოს მისი ხარისხის განვითარებაზე და მოამზადოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი ახალგაზრდები. 33 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი გარე მექანიზმია და ემსახურება ქვეყანაში არსებულ სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროცესის დანერგვა 2010 წლიდან დაიწყო. 2011-2015 წლებში ცენტრმა აკრედიტაცია მიანიჭა 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ 1,567 პროგრამას. საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 132,554 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ირიცხება, რომელთაგანაც ნახევარზე მეტი იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, რამაც საერთო ჯამში 2015 წელს 73.7 მილიონი ლარი შეადგინა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა უმაღლესი განათლების სექტორში განხორციელებული კვლევების9 შედეგად დგინდება, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ 24%-ია დასაქმებული და მუშაობს საკუთარი პროფესიით. აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულების შეფასებით, მათ აკლიათ პროფესიული და პრაქტიკული ცოდნა მიღებული განათლების შესაბამის სფეროში და აქედან გამომდინარე, მათი განათლება ვერ პასუხობს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც ფარავდა ცენტრის მიერ 2011 წლიდან 2015 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით განხორციელებულ ღონისძიებებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კუთხით. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ცენტრს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული და ერთობლივი სახით გამოქვეყნებული აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები. აღნიშნული აფერხებს ექსპერტების მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო პროგრამების 9 განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ცენტრის (EPPM) მიერ, G-PAC პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევა, რომელიც მომზადდა პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ ფარგლებში 34 შესაბამისობის ეფექტიან შეფასებასა და აკრედიტაციის საბჭოს მიერ საკმარის ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვიზიტების 29%-ისთვის შერჩეული ექსპერტთა ჯგუფი არ მოიცავდა ყველა შესაბამისი დარგის ექსპერტს. ვიზიტების 17.5%-ისთვის შერჩეულ ექსპერტთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა ვიზიტისას შესაფასებელი პროგრამების რაოდენობას. შემთხვევების 29%-ში, ცენტრმა ექსპერტებს აკრედიტაციის ვიზიტამდე მოსამზადებლად მინიმალურ 5 დღეზე ნაკლები ვადა გამოუყო, მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მინიმალური ვადა 2 თვეა. დიაგრამა: კონკრეტული ტიპის დარღვევების პროცენტული წილი ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან. 1–3 დიაგრამებზე მწვანე ფერი აღნიშნავს 2011–2015 წლების განმავლობაში განხორციელებული იმ ვიზიტების პროცენტულ წილს, რომლებზეც არ დაფიქსირდა აღნიშნული დარღვევა. დანარჩენი ფერებით აღნიშნულია დარღვევების პროცენტული ოდენობა ვიზიტების სრული სიმრავლიდან წლების მიხედვით. მე–4 დიაგრამა ასახავს დარღვევების ჯამურ ოდენობას წლების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ვიზიტისას გამოვლინდა 1–ზე მეტი ტიპის დარღვევა (მაგალითად, დარღვეული იყო ვადა და ექსპერტთა ჯგუფი არ მოიცავდა ყველა შესაბამისი სფეროს ექსპერტს). აქედან გამომდინარე, დარღვევების ჯამური რაოდენობა ნაკლებია ცალკეული ტიპის დარღვევების ჯამზე. 35 ცენტრს აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 90 დღე აქვს დადგენილი, რაც მოიცავს ცალკეულ სააკრედიტაციო პროცედურებს (ადმინისტრაციული სამუშაო, სააკრედიტაციო ვიზიტი, და სხვა). ცენტრი ამ ვადის დაახლოებით 1/3–ს იყენებს და ვერ უზრუნველყოფს დროისა და ადამიანური რესურსების ერთგვაროვან გადანაწილებას შესაფასებელი საგანმანათლებლო გათვალისწინებით. აკრედიტაციის პროგრამების პროცესის შინაარსისა ვადების და კომპლექსურობის არაადეკვატური უარყოფით გავლენას ახდენს აკრედიტაციის პროცესის ხარისხზე - გამოყენება დაფიქსირდა შემთხვევები როდესაც საბჭოს წევრებს ერთ დღეზე ნაკლები ჰქონდათ აკრედიტაციის საბჭოს სხდომისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანდართული დოკუმენტაციების შესასწავლად. აგრეთვე, ცენტრს არ აქვს დანერგილი აკრედიტაციის მინიჭების შემდგომი უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო საგანმანათლებლო რეაგირების მექანიზმი, პროგრამების პროგრამებისთვის რომელმაც ხარისხის უნდა სტანდარტულ 36 დონეზე შენარჩუნება. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2011 წლიდან, ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის საფუძველზე არ განხორციელებულა არცერთი მონიტორინგის ვიზიტი. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს:  აკრედიტაციის სტანდარტების მეტი კონკრეტულობის, ერთგვაროვნების, აღქმადობისა და მიღწევადობის უზრუნველსაყოფად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა იზრუნოს არსებული სტანდარტების მოთხოვნების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის შემთხვევაში, მათი ჩართულობით, არსებული ამაღლებაზე და საჭიროების სტანდარტების გადახედვასა და განახლებაზე. ამგვარი სტანდარტები არსებითად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცენტრმა შეაფასოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების მისაღებ ხარისხთან შესაბამისობა.  აკრედიტაციის სტანდარტების გადახედვისა და განახლების პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის სათანადოდ შეფასების მიზნით, პროგრამასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ცენტრმა უნდა დაადგინოს შეფასების კრიტერიუმები და შესრულების ინდიკატორები თითოეულ სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებაში. აღნიშნული კრიტერიუმები და ინდიკატორები უნდა იყოს გაზომვადი და ნათლად აღსაქმელი, აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილების ობიექტურობის და ერთგვაროვნების მისაღწევად.  გათვალისწინებული უნდა იქნეს ბაზაში არსებული ყველა ექსპერტის შესაბამისობა შერჩევის ახალ კრიტერიუმებთან10. უნდა დადგინდეს ექსპერტთა კორპუსის სისტემატური გადახედვისა და განახლების პირობები და დაინერგოს შესაბამისი პროცედურა, რათა ექსპერტთა კორპუსი თანხვედრაში იყო ცენტრის საჭიროებებთან.  სააკრედიტაციო ვიზიტების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, ექსპერტთა ჯგუფის წევრების შერჩევისას, ცენტრმა იმგვარად უნდა განახორციელოს მექანიზმის ადაპტირება, რომ უზრუნველყოფილ იქნას: განსახილველ პროგრამებთან შესაბამისი სფეროს 10 „ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის“ შესაბამისად 37 ექსპერტების შერჩევა, საგანმანათლებლო პროგრამაზე ექსპერტთა ადეკვატური რაოდენობა და გონივრული ვადები ექსპერტების მიერ ჩასატარებელი სამუშაოსათვის  იმისათვის, რომ აკრედიტაციის საბჭოს წევრებს მიეცეთ საკმარისი დრო ზეპირ მოსმენამდე ყველა საჭირო დოკუმენტის შესასწავლად, უნდა განისაზღვროს აკრედიტაციის პროცესის თითოეული ეტაპისთვის გამოყოფილი დრო და ადამიანური რესურსები, შესაფასებელი საგანმანათლებლო პროგრამის კომპლექსურობის გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას აკრედიტაციის პროცედურების მაღალი ხარისხი.  ცენტრმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს შემდგომი რეაგირების ქმედითი სისტემა აკრედიტებულ პროგრამებთან მიმართებაში. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, მონიტორინგისთვის უნდა განისაზღვროს ოპტიმალური პერიოდულობა და შინაარსზე ორიენტირებული შეფასების მიზნით, პროცესში უნდა ჩაერთონ შესაბამისი სფეროს აკრედიტაციის ექსპერტები. უნდა შემუშავდეს და დაინერგოს რისკის ანალიზის მოდელი, რომლის საფუძველზეც მოხდება პროგრამების შერჩევა შემდგომი რეაგირების პროცედურებისთვის. 2. მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის 20102014 წლების შესაბამისობის აუდიტი „მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა“ დაინერგა 2010 წელს. 2010-2012 წლებში პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების11 და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილები. 2013 წელს სრული ზოგადი განათლებისა და საგანამანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, პროგრამამ მოიცვა ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე, კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების მოსწავლე შვილები, ახალგორის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონის ოკუპირებულ 11 2010 წელს - 57 001 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები ოჯახის შვილები - I-XII კლასის მოსწავლეები; 2011 წელს - 70 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები ოჯახის შვილები - I- VI კლასის მოსწავლეები და 57 001 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები ოჯახის შვილები - VII- XII კლასის მოსწავლეები ; 2012 წელს - 70 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები ოჯახის შვილები - I-XII კლასის მოსწავლეები; 38 ტერიტორიებზე არსებული ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ 2010-2014 წლების შესაბამისობის სახელმძღვანელოებით აუდიტი. უზრუნველყოფის შესწავლილ საკითხი და იქნა მოსწავლეების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვები. პროგრამის დამტკიცებული ბიუჯეტი 2010-2014 წლებში ჯამურად შეადგენდა 30 ათას ლარს. განხორციელებული ცვლილების შედეგად, პროგრამის დაზუსტებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 52.8 ათასი ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა - 52.5 ათასი ლარი. პროგრამის ბიუჯეტი 2010-2014 წლებში 19,105 19,083 2012 9,000 14,350 14,246 2011 3,500 5,550 4,325 4,251 2010 6,465 10,868 10,868 5,523 4,103 4,083 (ათას ლარებში) 2013 დამტკიცებული გეგმა დაზუსტბული გეგმა ფაქტიური შესრულება 2014 აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა  სახელძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭება იმისათვის, რომ სახელმძღვანელო გამოყენებულ იქნას სასწავლო პროცესში, სავალდებულოა მიენიჭოს გრიფი, რომელიც გულისხმობს მის მეთოდურ, შინაარსობრივ და ტექნიკურ შეფასებას და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენას. გრიფის მისანიჭებლად სავალდებულოა, ტექნიკური პარამეტრებისა და აუდიტის ჯგუფის მიერ სახელმძღვანელოს კონკრეტული გადალახოს შინაარსის შეფასების წინასწარ დადგენილი ქულები. დადგინდა, რომ სახელმძღვანელოში სავარჯიშოების არსებობის შეფასებისას მიღებული ახდენს მაკეტმა სახელმძღვანელოს შესასრულებელი უარყოფითი ქულა გავლენას ვერ შეფასების საბოლოო შედეგზე. აქედან გამომდინარე, მოცემული წესი უშვებს შესასრულებელი სავარჯიშოების არსებობის შესაძლებლობას გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებში. კერძოდ, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს 283 სახეობიდან, დაახლოებით 160-ში განთავსებულია 39 ამოსაჭრელ/ჩასაწერ/ჩასახაზი სავარჯიშოები ან მინიშნებები შესასრულებლად. არსებული გარემოების გათვალისწინებით, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების 57% მაღალი რისკის შემცველია, მათი მომდევნო სასაწავლო წლისათვის გამოყენების თვალსაზრისით.  შესასყიდი სახელმძღვანელოების დაანგარიშების პროცესი: შესაძენი სახელმძღვანელოების განსაზღვრა ხდება სააგენტოში არსებული მარაგის და სკოლებიდან ვარგისი სახელმძღვანელოების შესახებ estudent12-ით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, estudent-ში ვარგისი სახელმძღვანელოების შესახებ ასახული არაზუსტი მონაცემების საფუძველზე ხდება შესაძენი სახელმძღვანელოების არასწორად, მეტობით დაანგარიშება და შეძენა, რაც იწვევს გამოყენებული, მაგრამ ვარგისი სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი ნაწილის ახლით ჩანაცვლებას და სკოლებში როგორც ვარგისი, ასევე მეტობით მიღებული ახალი სახელმძღვანელოების არაოპტიმალური მარაგის ფორმირებას. estudent-ში ვარგისი სახელმძღვანელოების შესახებ ასახული ინფორმაციის სიზუსტის რწმუნების მიღების მიზნით, აუდიტის ჯგუფის მიერ განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:  შერჩეული შვიდი საჯარო სკოლის ასევე წინა ბიბლიოთეკაში არსებობს როგორც ახალი, წლებში გამოყენებული, მაგრამ ვარგისი სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი მარაგი. კერძოდ,მოსწავლეების სახელმძღვანელოებით სრულად უზრუნველყოფის შემდგომ, ბიბლიოთეკებში დარჩენილი ვარგისი (ახალი, გამოყენებული) სახელმძღვანელოს რაოდენობამ შეადგინა 23 159 ერთეული, რაც მოთხოვნილი (29 305) რაოდენობის 79%-ს შეადგენს.  შერჩეული 56 საჯარო სკოლის მიხედვით 2014-2015 სასწავლო წლისთვის, მეტობით შეძენილ იქნა დაახლოებით 255 ათასი ლარის ღირებულების ფრანგული ენის სახელმძღვანელოები, რაც გამოწვეული გერმანული და იყო estudent-ის გაუმართაობით. კერძოდ, უცხოური ენის (გერმანული, ფრანგული, რუსული) სახელმძღვანელოები დაანგარიშებულ იქნა მოსწავლეთა სრული ოდენობის მიხედვით, ნაცვლად მოსწავლეთა საჭირო რაოდენობისა. 12 ელექტრონული ბაზა ,,მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა“ 40 პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო რვეულებით, რომლებიც მათი თვისობრიობის გამო გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი სასწავლო წლისათვის. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ estudent, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა რვეულების თაობაზე ინფორმაციის ასახვას, საჭიროების გარეშე ხდებოდა მათი დამატებით მიწოდება, რაც იწვევდა ახალი რვეულების მნიშვნელოვანი რაოდენობის აუთვისებელი მარაგის ფორმირებას. მოყვანილი ფაქტები მიუთითებს, სახელმძღვანელოების და რვეულების დაანგარიშების პროცესის კონტროლის სისუსტეებზე.  გამოვლინდა ხარვეზები შესყიდვების მიმართულებით: სამინისტრომ 2011 წელს სახელმძღვანელოების სადისტრიბუციო მომსახურების გაწევის მიზნით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს „საქართველოს ფოსტა“-სთან ღირებულებით 350.5 ათასი ლარი. 2012 წელს სამინისტრომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება - სახელმძღვანელოების შეძენა და დისტრიბუცია გააერთიანა შესყიდვის ერთ ობიექტად და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მისი შეძენა განახორციელა შპს „საქართველოს ფოსტი“-სგან. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1,480.0 ათასი ლარი. 2013-2014 წწ. ელექტრონულ ტენდერებზე ვაჭრობის შედეგად, სახელმძღვანელოების ერთეულზე ჩამოყალიბებული აუდიტის ჯგუფმა სადისტრიბუციო განსაზღვრა ერთეულზე მომსახურების საშუალო ფასის საფუძველზე, ღირებულება. აღნიშნული დაანგარიშებების გათვალისწინებით, 2011-2012 წლებში აუდიტის ობიექტის მხრიდან სახელმძღვანელოების სადისტრიბუციო მომსახურების ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა დაახლოებით 1,500.0 ათასი ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. 2014 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მომსახურების მნიშვნელობის შეძენა) ღონისძიების შეზღუდულ ვადებში (სახელმძღვანელოების შეუფერხებელი ბეჭდვის განხორციელების აუცილებლობა და სააგენტო აღიჭურვა გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების უფლებამოსილებით. აუდიტის ჯგუფმა დაადგინა ის გარემოებები, რომელიც მოცემულ პერიოდში ქმნიდა ელექტრონული ტენდერის გამოყენების შესაძლებლობას. ეს 41 გარემოებებია:  სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობის განსაზღვრის ვადასა და საქონლის მიწოდების ვადას შორის დროის დიდი პერიოდი;  სახელმძღვანელოების ბეჭდვის ბაზრის კონკურენტუნარიანობა და აქტიურობა წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით (მიმწოდებლების სიმრავლე);  მიმწოდებლებისადმი წასაყენებელი ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნების სიმარტივე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმძღვანელოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შეძენის საჭიროება წარმოიშვა არა გარემოებათა ობიექტური განვითარებით, არამედ შესყიდვის მოსამზადებელი ეტაპის მართვის ხარვეზებით და სახელმძღვანელოების მოძრაობაზე სუსტი კონტროლის მექანიზმების არსებობით, რომლებმაც თავის მხრივ განაპირობა შესყიდვის გაჭიანურება და ელექტრონული ტენდერის გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა.  დაუკისრებელი ჯარიმები: 2012 წელს შპს „საქართველოს ფოსტა“, მასთან სახელმძღვანელოების შესყიდვამოწოდების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევისთვის, ექვემდებარებოდა დაჯარიმებას. დაუკისრებელმა ჯარიმამ შეადგინა 105 ათასი ლარი. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:  გრიფირების პროცესში ცალკეული სახელმღვანელოების მაკეტის შეფასებისას სამინისტრომ უზრუნველყოს „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრების კომპონენტის - „სავარჯიშოების“ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის რანჟირება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის ინტერესების ოპტიმალურ თანაფარდობას;  არსებული კანონმდებლობის სახელმძღვანელოების შესაბამისად, პერიოდული სამინისტრომ ინვენტარიზაცია, განახორციელოს რომლის შედეგები 42 გათვალისწინებული იქნება სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობის გაანგარიშებისას;  კომუნიკაციის განათლების გაძლიერებისა მართვის და მუდმივი საინფორმაციო მონიტორინგის სისტემამ საშუალებით, (EMIS) სსიპ უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამოსილი პირების მაქსიმალური და სწორი ინფორმირება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე; სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას:  სსიპ-მა უზრუნველყოს სკოლებში ნაშთის სახით არსებული ახალი რვეულების თაობაზე ინფორმაციის ასახვა ელექტრონულ ბაზაში;  ეფექტიანი კონტროლის სისტემების დანერგვისა და პროგრამის მუშაობის არსებული გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე, სსიპ-მა (EMIS) გონივრულ ვადებში განსაზღვროს სახელმძღვანელოების იქნას აცილებული შეზღუდულ საჭირო რაოდენობა, ვადებში რათა სახელმძღვანელოების თავიდან შესყიდვის შეუფერხებელი განხორციელების საჭიროება. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს:  სააგენტომ განხორციელოს ბაზრის სრულყოფილი და კვალიფიციური ანალიზი. აღნიშნული კვლევის პროცესი და შედეგები უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მატერიალურ და იდენტიფიცირებად მტკიცებულებებს. ბაზრის კვლევის შედეგებში აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები, კრიტერიუმები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა კონკრეტული მიმწოდებლის შერჩევა. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშოებისა და გაცემული რეკომენდაციების შედეგები სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში განხორციელებული იქნა შემდეგი ღონისძიებები:  2015 წლის იანვარში დაინერგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა „eSchool”. ახალი სისტემის ფარგლებში, შესაძლებელი 43 გახდა უცხოური ენის სახელმძღვანელოების დაანგარიშება თითოეული მოსწავლის მიხედვით, რამაც უზრუნველყო ზემოაღნიშნული ხარვეზების გამოსწორება.  გაიზარდა საინფორმაციო სისტემაში "eSchool" ასახული ინფორმაციის მონიტორინგი სამინისტროს მხრიდან.  2015 წელს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმძღვანელოების ბეჭდვის მომსახურების შეძენაზე გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სადაც სავარაუდო ღირებულება შემცირდა დაახლოებით 212 ათასი ლარით. პროგრამის ფარგლებში 2013 წელს სააგენტოსა და სს ,,ქართულ სტამბა“-ს შორის სახელმძღვანელოების ბეჭდვის მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის დარღვევისთვის, სს ,,ქართული სტამბა“ ექვემდებარებოდა დაჯარიმებას. აუდიტის ჯგუფის მიერ აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ სააგენტოს მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება და 2015 წლის 19 მაისის წერილით ხელშეკრულების მეორე მხარე ინფორმირებულ იქნა ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე, რომელიც გადახდილ იქნა 2015 წლის 2 ივნისს. აღნიშნული აუდიტი დაიწყო 2014 წლის ნოემბერში. აუდიტის საწყის ეტაპზე განხორციელდა დაანგარიშებული, შესყიდული და სკოლებისათვის მიწოდებული სახელმძღვანელოების ანალიზი, სადაც გამოვლინდა რაოდენობრივი და საგნობრივი შეუსაბამობები. აღნიშნულის თაობაზე აუდიტის პროცესში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები და განხილვები აუდიტის ობიექტთან. დამატებითი მტკიცებულებების მიღების მიზნით მოხდა შერჩეული სკოლების გადამოწმება, რის შედეგადაც გამოვლენილ კონკრეტულ ხარვეზებზე რეაგირებისთვის სამინისტრომ განახორციელა სკოლების სისტემური მონიტორინგი. შედეგად, პროგრამისთვის წლის განმავლობაში დაგეგმილი ბიუჯეტი დაკორექტირდა და შემცირდა დაახლოებით 10,1 მილიონი13ლარით. 13 2015 წლის ბიუჯეტის კანონით პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 15,8 მილიონი ლარით. ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 5,6 მილიონი ლარი. 44 4. საჯარო ფინანსების მართვის ხელშეწყობა საჯარო ფინანსების მართვის ხელშეწყობის მიმართულებით სას-მა დაფარა 749,633 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 34 აუდიტი. 12% დაფარვის მაჩვენებელი 11% შედეგების განაწილება 21% 67% 89% აქტივების არაეფექტიანი განკარგვა საერთო დაფარვა საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა საჯარო ფინანსების მართვის ხელშეწყობა შესყიდვების პროცესში არსებული სხვა დარღვევები 1. მოხსენება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ უკანასკნელი წლების განმავლობაში საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში მიმდინარე რეფორმა ემსახურება საჯარო რესურსების მართვის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლებას და ეფუძნება ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორებიცაა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნული რეფორმის პროცესში, სას-ის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასა და ზემოხსენებული პრინციპების განმტკიცებაში. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (შემდგომში მოხსენება), რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულე და სიზუსტე, ამასთან, გამოავლინოს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში არსებული სისტემური ხასიათის ხარზევები და ხელი შეუწყოს აღნიშნული სისტემის ანგარიშვალდებულების ეფექტიანი გაუმჯობესებას ფუნქციონირების, მოხსენებაში გამჭვირვალობისა გაცემული და რეკომენდაციების საშუალებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: 45  სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა,  ბიუჯეტის კანონში წარმოდგენილი ფისკალური აგრეგატების დაგეგმვა და წლის განმავლობაში მობილიზებული/გახარჯული საბიუჯეტო სახსრები,  საბიუჯეტო რესურსების მართვა,  კაპიტალური პროექტების მართვა,  პროგრამული ბიუჯეტირება,  სახელმწიფო ვალის მართვა,  საჯარო სექტორში არსებული ინფორმაციული სისტემები  საჯარო ფინანსების აღრიცხვა-ანგარიშგება. 1. ფისკალური აგრეგატების დაგეგმვა ამ კუთხით, უპირველეს ყოვლისა საყურადღებოა, 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული შემოსავლებისა და მათი საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრაში არსებული ხარვეზები. კერძოდ:  დივიდენდების სახით ბიუჯეტში მობილიზებული შემოსავლების ოდენობამ 400 ათასი ლარი და ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებლის (5 მილიონი ლარი) მხოლოდ 8.3% შეადგინა. აღნიშნული მუხლი შესრულების დაბალი ტენდენციით ხასიათდებოდა 2014 წელსაც, რაც ძირითად განპირობებულია „სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესრულების მიმართულებით არსებული ხარვეზებითა და დივიდენდების მობილიზებით კუთხით ქმედითი მექანიზმის არარსებობით;  ნებაყოფლობითი ტრანსფერებიდან (გრანტების გარდა) მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის განსაზღვრაში მხედველობაში არ იქნა მიღებული ამ მიმართულებით მობილიზებული შემოსავლების მიმდინარე ტენდენციები, შედეგადაც ფაქტიურად მიღებული შემოსავლების ოდენობამ 25,500.0 ათასი რის ლარი შეადგინა და 23,200.0 ათასი ლარით გადააჭარბა გეგმას; 46  2015 წლის განმავლობაში ბიუჯეტის კანონში განხორციელებული პირველი ცვლილების შედეგად „შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელი 67 მილიონი ლარიდან 86 მილიონი ლარამდე გაიზარდა, რის მიზეზადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მიმართვა დასახელდა. თუმცა, 2015 წლის 1 იანვრიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სსიპ-ების საკუთარი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება გრანტების, და არა შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების სახით, შესაბამისად, უნდა დაკორექტირებულიყო „გრანტების“ მუხლით მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტიურმა შესრულებამ 70 მილიონი ლარი შეადგინა და 10.6 მილიონი ლარით ჩამორჩა ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმას. 2. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები: გასული დაყრდნობით, წლების მსგავსად, საბიუჯეტო 2015 სახსრების წლის სახელმწიფო განკარგვასთან ბიუჯეტის ანალიზზე დაკავშირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ფისკალური წლის დასასრულს, აუთვისებელი რესურსის მასშტაბური ხარჯვის ტენდენცია, რაც ქმნის საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს და ამასთანავე, უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. გრაფიკი: დეკემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების ჯამური მოცულობის შედარება 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიურ მაჩვენებელთან - 2013-2015 წწ (ათასი ლარი) 47 სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველთვიური დინამიკა 1,400,000 2015 წლის 11 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებელი - 771,618 ათასი ლარი 1,200,000 1,000,000 800,000 600,000 400,000 200,000 0 1 2 3 4 2013 წელი 5 6 7 2014 წელი 8 9 10 11 12 2015 წელი მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს ობიექტურ გარემოებებთან, იგი მიუთითებს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპზე არსებულ სისტემური ხასიათის ხარვეზებზე. კერძოდ,  საჯარო უწყებების მხრიდან ადგილი აქვს საბიუჯეტო წლის ბოლოს ავანსების სახით ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას ან საქონლის/მომსახურების შესყიდვას (ზოგჯერ შესყიდვების გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად), რომელთა გადახდის აუცილებლობა საჯარო უწყების წინაშე იმ მომენტისათვის არ იდგა. შესაბამისად, მხარჯავი ორგანიზაციები ამ დროს ორიენტირებულნი არიან ასიგნებების ათვისებაზე და არა შედეგის მიღწევაზე. აღნიშნული საკითხის პრობლემატურობა არაერთხელ იქნა ხაზგასმული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებსა და პუბლიკაციაში14. 3. შრომის ანაზღაურება როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროცესის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, თუმცა ამ მიმართულებით ხარვეზები ჯერ კიდევ შეინიშნება, კერძოდ: 14 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პუბლიკაცია - „ასიგნებების გადატანის უფლებამოსილება შემდგომი ფისკალური წლისათვის (Carry-Over მექანიზმი). პუბლიკაცია იხ. შემდეგ ბმულზე:http://sao.ge/files/kanonmdebloba/pubnication/Carry_Over.pdf 48  „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრები არასრულყოფილად ასახავს ამ მიზნობრიობით ათვისებული რესურსის ჯამურ მოცულობას და არ იძლევა სრულ ინფორმაციას საჯარო სექტორში შტატით გათვალისწინებული მომუშავეების მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე ხარჯების გაწევა ხდება არამხოლოდ „შრომის ანაზღაურების“, არამედ „სუბსიდიებისა“ და „სხვა ხარჯების“ მუხლებიდანაც, საიდანაც 2015 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ათვისებულმა თანხამ 46,205 ათასი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯების ანგარიშგების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებულ მომუშავეებზე გაწეული შრომის ანაზღაურების ყველა ხარჯის ერთგვაროვანი მიდგომით აღრიცხვა. გარდა ამისა, შრომის ანაზღაურებაზე მიმართული საბიუჯეტო სახსრების ანალიზის შედეგად გამოვლინდა:  2015 წლის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა, რაც განპირობებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 15 ივლისს მიღებული №449 დადგენილებით „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 ივლისიდან და რომელმაც შეზღუდა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში გასაცემი პრემიის ოდენობა და პერიოდულობა. თუმცა აღნიშნულის პარალელურად, გაიზარდა დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წლის განმავლობაში „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ 4.9%-ით (14,133 ათასი ლარით) გადააჭარბა 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 4. სახელმწიფო შესყიდვების მართვა ასევე საყურადღებოა, რომ საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის უზრუნველსაყოფად, მხარჯავი უწყებები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში ვალდებულნი არიან დაიცვან საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპები, კანონმდებლობით 49 დადგენილი პროცედურები რაციონალური და და თავისუფალი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეთა არჩევანის შესაძლებლობა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. მოხსენებაში წარმოდგენილია რიგი ხარვეზები, რომლებითაც ხასიათდება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვები. კერძოდ, შესყიდვების სფეროში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს:  წლის განმავლობაში საჯარო უწყებების სახელმწიფო შესყიდვების დამტკიცებულ გეგმებში განხორციელებული ხშირი და მასშტაბური ცვლილებები. ასევე, უშედეგოდ დასრულებული ტენდერების მაღალი წილი გამოცხადებული ტენდერების მთლიან რაოდენობაში;  ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ისეთ საქონელზე, რომლის შესყიდვის საჭიროება უწყების წინაშე არ იდგა;  აუცილებელი დოკუმენტაციის დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში არ ხდება პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;  შესასყიდი საქონლის/მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების ისეთ შემზღუდველ ჩარჩოებში მოქცევა და კონკრეტიზაცია, რომ აღნიშნული, შესყიდვის პროცესში არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიზეზი ხდება, რაც მათი ერთ კონკრეტულ მომწოდებელზე მორგებაში გამოიხატება;  მხარჯავი უწყებების მიერ სათანადოდ არ ხორციელდებოდა ბაზრის წინასწარი კვლევა, შესასყიდი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების (ხარისხი, ფუნქციები, უსაფრთხოების ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და ა.შ.) შესწავლა და მიმდინარე პერიოდში ობიექტის სავარაუდო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, რის შედეგადაც, ზოგიერთ შემთხვევაში სახეზეა არშემდგარი ტენდერები ან შესყიდვების პროცესში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ეკონომიები;  ასევე, რიგ შემთხვევებში სრულყოფილად არაა დასაბუთებული გადაუდებელი აუცილებლობით და შესაბამისად, ტენდერის ჩატარების გარეშე განხორციელებული შესყიდვების საჭიროება, მაშინ როდესაც სწორი და დროული დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შესყიდვა განხორციელებული ყოფილიყო ტენდერის საშუალებით, რაც კონკურენტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფდა. 5. პროგრამული ბიუჯეტირება 50 საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, უკანასკნელ წლებში მიმდინარე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს პროგრამული ბიუჯეტირების მოდელის დანერგვა, რაც ბიუჯეტირების შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას გულისხმობს. კერძოდ, ტრადიციული, ორგანიზაციული ფორმატისგან განსხვავებით, პროგრამული ბიუჯეტირების ამოსავალ წერტილს არა მხარჯავი უწყებისათვის გამოყოფილი რესურსების ოდენობა, არამედ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შედეგად მიღწეული შედეგები წარმოადგენს. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების ათვისების შედეგად მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება ხელს უწყობს, (1) ანგარიშვალდებულების ზრდას დაინტერესებული მხარეებისადმი, და (2) რესურსების ეფექტიანი განაწილების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ბიუჯეტის პროგრამული ფორმატის დანერგვისა და მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების შედეგების შესახებ ანგარიშგების პროცესი მიმდინარე ეტაპზეა. თუმცააღნიშნულ სფეროში თავს იჩენს მნიშვნელოვანი ხასიათის ხარვეზები და პრობლემები, რაზეც ყურადღება იქნა გამახვილებული მოხსენებაში.. კერძოდ:  2015 წლის ბიუჯეტის კანონის პროგრამული დანართით წარმოდგენილი ქვეპროგრამის ინდიკატორების 65%-ს მიზნობრივი მაჩვენებელი არ გააჩნია;  პროგრამის ფარგლებში არ ხდება ყველა მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა;  განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი შედეგების წარმოდგენა, რიგ შემთხვევებში ხდება აგრეგირებულად, პროგრამების დონეზე და არ ითვალისწინებს მათ შემდგომ დეტალიზაციას ქვეპროგრამებად;  შესრულების შესახებ ანგარიშგება სრულად არ მოიცავს ინფორმაციას ბიუჯეტის კანონზე თანდართული პროგრამული დანართით განსაზღვრული ყველა პროგრამის შესახებ;  გარკვეულ შემთხვევებში არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება წინასწარ განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორებთან მიმართებაში;  რიგი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საბოლოო და შუალედური შედეგების შეფასების ინდიკატორები ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების შეფასებას. ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ მიუხედავად უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესისა, საქართველოს საჯარო 51 ფინანსების მართვის სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა დაძლევა მოითხოვს საჯარო სექტორის ერთობლივ და კოორდინირებულ ძალისხმევას. შესაბამისად, საბიუჯეტო სისტემა საჭიროებს კარგად ჩამოყალიბებული, გამართული და სისტემური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული ღონისძიებების დანერგვას, რათა სისტემამ უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენება. ამავდროულად, სას-ის მიერ მოხსენებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინება, წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის მუდმივი ზრდისა და რეფორმის პროცესის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. 2. კაპიტალური პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტი ქვეყნის მნიშვნელოვან რომელთა განვითარებისა და მასტიმულირებელ სტაბილური ფაქტორს ეკონომიკური წარმოადგენს ზრდის ერთ-ერთი კაპიტალური პროექტები, ძირითადი მიზანია ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება. კერძოდ, კაპიტალური პროექტების განხორციელების შედეგად იქმნება/უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სკოლები, საავადმყოფოები, საირიგაციო სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. კაპიტალური პროექტების განხორციელებით მთავრობას აქვს ბერკეტი, ხელი შეუწყოს პრობლემური სფეროების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად მიწოდებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, აღსანიშნავია, რომ კაპიტალური პროექტების წარმატებით განხორციელებას გავლენა აქვს ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსსა და ევროპული სტანდარტების შესამის გარემოდ ჩამოყალიბებაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სფერო ფინანსური თვალსაზრისითაც არსებითია. კერძოდ, 2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად მიიმართა 3,980 მილიონი ლარი, რაც აღნიშნულ პერიოდში არსებული საბიუჯეტო რესურსის 11% შეადგენს. საქართველოში კაპიტალური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას უშუალოდ პროექტის განმახორციელებელი უწყებები უზრუნველყოფენ. ფინანსთა სამინისტრო კი 52 გამოყოფს თანხებს პროექტების დასაფინანსებლად და ასევე, ახდენს ქვეყნის დონეზე განხორციელებული კაპიტალური პროექტების შესახებ ფინანსური და ზოგადი სახის ინფორმაციის აკუმილირებასა და გამოქვეყნებას. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი დარღვევების მოკლე აღწერა კაპიტალური პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტის პერიოდი ფარავს 20122014 წლებს, თუმცა აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის რელევანტურობის უზრუნველყოფის მიზნით, ზოგად-ანალიტიკურ და მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია განახლებულია 2015 წლის აქტივობების ჩათვლით. აუდიტის შესწავლის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ის კაპიტალური პროექტები, რომლებსაც ახორციელებენ ქვემოთ მოცემული საბიუჯეტო ორგანიზაციები.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი;  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. პირველი სამი სამინისტრო შეირჩა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების 86% მათ მიერ ხორციელდება. ფინანსთა სამინისტრო კი შეირჩა როგორც პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარებასა და სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად განაწილებაზე პასუხისმგებელი უწყება. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა განმახორციელებელი უწყებების მიერ განხორციელებული პროექტები საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკით15 განსაზღვრულ სასიცოცხლო ციკლის ჭრილში. პროექტების პირველადი შერჩევა პროექტის წინასწარი შეფასება პროექტების დეტალური გეგმის მომზადება პროექტების განხორციელება დასრულების შემდგომი შეფასება 15 მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოს, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ირლანდიის მაგალითებზე დაყრდნობით 53 აუდიტის შედეგად კაპიტალური პროექტების აღრიცხვისა და მართვის პროცესთან დაკავშირებით გამოავლინდა შემდეგი სახის ხარვეზები:  ქვეყნის დონეზე დაგეგმილი და განხორციელებული კაპიტალური პროექტების შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ზუსტი, რაც ძირითადად გამოწვეულია კაპიტალური პროექტების განმარტებასთან დაკავშირებული ხარვეზებითა და პროექტების არასწორი კლასიფიცირებით. ასევე, არ ხდება რიგი სამინისტროების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კაპიტალური ხასიათის პროექტების სრულად ასახვა კაპიტალური პროექტების დანართში. აღნიშნული ხარვეზები ხელს უშლის როგორც კაპიტალური ინვესტიციების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას, ასევე მთავრობის, პარლამენტისა და ინვესტორებისათვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს.  არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია. აღნიშნული შერჩევის მეთოდის არარსებობის პირობებში იზრდება ისეთი ტიპის პროექტების შერჩევის რისკი, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების შესაბამისი ქმედებების განხორციელებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას.  შერჩეული კაპიტალური პროექტებისათვის არ ხორციელდება პროექტების წინასწარი შეფასება, რომლის მიზანია პროექტის განხორციელების რამდენიმე ალტერნატივიდან საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე, პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ჩნდება ისეთი პროექტების დაფინანსების რისკი, რომლებიც წარმოადგენენ არაეკონომიურ და არაეფექტიან ალტერნატივას კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრისათვის.  ნაკლოვანებებით ხასიათდება ასევე, პროექტების დეტალური შესწავლის ეტაპი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს პროექტისათვის აუცილებელი ყველა პარამეტრის განსაზღვრისა და დაზუსტების მნიშვნელოვან საფეხურს. აღნიშნული ეტაპის ყველაზე პრობლემურ საკითხს უშუალოდ, მომზადებული დეტალური გეგმის ხარისხი წარმოადგენს. კერძოდ, შესწავლილი პროექტების 57%-ის შემთხვევაში, დეტალური გეგმის ხარისხი აღმოჩნდა პროექტების გადავადებისა და ბიუჯეტში ზრდის ერთ-ერთი 54 მთავარი ფაქტორი. ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს შორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნის გარეშე პროექტის დაწყების შემთხვევებს, რაც შესაბამისად, არაპროგნოზირებადს ხდის პროექტის ფარგლებში გასაწევ ხარჯებსა და პროექტზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას ხელს უშლის პროექტის მიმდინარეობის კონტროლში.  პროექტის განხორციელები ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რომლის მეშვეობით მოხდებოდა პროექტის შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებების (შეწყვეტა, არსებითი მოდიფიკაცია) დასაბუთება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს პროექტის მდგრადობაზე და ვერ უზრუნველყოფს მის შესაბამისობას თავდაპირველ მოტივაციასა და მიზნებთან. კერძოდ, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესწავლილი 23 პროექტიდან ანალიზისა და დასაბუთების გარეშე შეწყდა 3 პროექტი, რომელთაგან 2 ისევ შეწყვეტილია. ჯამში მათზე გაწეული ხარჯი შეადგენს 980 ათას ლარს. მესამე პროექტის შემთხვევაში კი შეწყვეტის მომენტისათვის გაწეული ხარჯი შეადგენდა 10.9 მილიონ ლარს და პროექტი განახლდა შეწყვეტიდან 19 თვის შემდეგ. პროექტის ღირებულების პროცენტული ცვლილება გველეთის ხიდის მშენებლობა თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზა ,,C ჰეპატიტის“ სკრინინგის აპარატურის შესყიდვა გუდაურის ტრავმული ცენტრის მშენებლობა* საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრი სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლა სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი ,,ერქვანი'' სოფელ მუხრანის საჯარო სკოლა სოფელ აბანოს საჯარო სკოლა სოფელ წილკნის საჯარო სკოლა სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლა სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა სოფელ როდინაულის სადგური სვირის საჯარო სკოლა 13% 13% 0% 86% 40% 3% 6% -1% 0% -3% -1% -2% -6% -6% -8% -20% 0% 20% 40% 60% 80% 100% 55 პროექტის ვადის პროცენტული ცვლილება თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზა გველეთის ხიდის მშენებლობა 69% არ არის იდენტიფიცირებული ,,C ჰეპატიტის“ სკრინინგის აპარატურის შესყიდვა * არ არის იდენტიფიცირებული გუდაურის ტრავმული ცენტრის მშენებლობა * ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრი სოფელ ნიჯგორის საჯარო სკოლა 14% სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა 92% 31% სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი… 39% სოფელ მუხრანის საჯარო სკოლა 26% სოფელ აბანოს საჯარო სკოლა 34% სოფელ წილკნის საჯარო სკოლა 42% 65% სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლა სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა 7% სოფელ როდინაულის საჯარო სკოლა 46% 0% 50% 100% 144% 229% 150% 200% 250%  განსაზღვრული არ არის პროექტების ზედამხედველების მიერ მონიტორინგის შედეგების წარდგენის ფორმა და პერიოდულობა პროექტის განმახორციელებლებისათვის. არ მზადდება სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები. შედეგად არ ხდება პროექტების მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის აკუმულირება და შესაბამისად, დაინტერესებული მხარეებისათვის კონკრეტული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება გართულებულია, ხოლო განმახორცილებლებისათვის კი - პროექტის შეფასება როგორც განხორციელების ეტაპზე, ასევე, პროექტის დასრულების შემდგომ.  პროექტის დასრულების შემდგომ არ ხდება მიღწეული შედეგების შეფასება და პროექტის განხორციელების შედეგად დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება შემდგომი პერიოდების პროექტების დაგეგმვისას. შედეგად არ არსებობს ინფორმაცია პროექტების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. ამას გარდა, ცოდნისა და გამოცდილების გაუთვალისწინებლობა იწვევს განმეორებითი ხასიათის ხარვეზებს, რასაც საბოლოოდ, მივყავართ საბიუჯეტო რასაც საბოლოოდ, მივყავართ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან და არაეკონომიურ განკარგვამდე. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები ფინანსთა სამინისტრომ:  მოახდინოს კაპიტალური პროექტების ეროვნული სტრატეგიის შექმნის ინიცირება, რომელიც შესაბამისი იქნება მთავრობის მიერ განსაზღვრულ ქვეყნის პრიორიტეტებთან 56 და ამოსავალი წერტილი იქნება ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სექტორული სტრატეგიების მომზადების პროცესში.  დააზუსტოს პროექტის კაპიტალურად კლასიფიცირების კრიტერიუმები, რაც საშუალებას მისცემს საბიუჯეტო ორგანიზაციებს ზუსტად განსაზღვრონ თუ როგორი ტიპის მატერიალური/არამატერიალური აქტივის შექმნა ან შეძენა ჩაითვლება კაპიტალურ პროექტად და განახორციელოს დანართით წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი.  კაპიტალური პროექტების დანართში წარმოადგინოს ყველა კაპიტალური პროექტი, რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა ხვდება თუ არა იგი ცენტრალური მთავრობის საბალანსო უწყისზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციის სისრულე.  უზრუნველყოს კაპიტალური პროექტების განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება, რომელშიც განსაზღვრული იქნება პროექტის უკეთესი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით განხორციელების წინაპირობები, პროექტის სასიცოცხლო ციკლის თითოეული ეტაპისათვის.  უზრუნველყოს იმ მოთხოვნების განსაზღვრა, რომელთა დაკმაყოფილებაც იქნება მიმდინარე პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის წინაპირობა.  განსაზღვროს პროექტების დასრულების შემდგომი საბაზისო მიმოხილვის ანგარიშგების ფორმატი და პროექტების შეფასების ჩატარების მეთოდები. ასევე, განსაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც პროექტები დაექვემდებარებიან შეფასებას. უზრუნველყოს პროექტების დასრულების შემდგომი შეფასების შედეგების აკუმულირება კაპიტალური პროექტების შესრულების ანგარიშში. კაპიტალური პროექტების განმახორციელებელმა სამინისტროებმა:  უზრუნველყონ სექტორული სტრატეგიების მომზადება, რომელიც, შესაბამისი იქნება კაპიტალური პროექტების ეროვნულ სტრატეგიასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  უზრუნველყონ პროექტში დაზუსტება/განსაზღვრა ჩართული დოკუმენტურად, მხარეების რათა უფლება-მოვალეობების შესაძლებელი იყოს პროექტის 57 განხორციელების ეტაპზე აღმოჩენილ უზუსტობაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გატარება.  უზრუნველყონ მონიტორინგის სისტემის დანერგვა/გაუმჯობესება, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება მონიტორინგის შედეგების ანგარიშგების პერიოდულობა, ფორმატი და მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი. ფინანსთა სამინისტრომ და კაპიტალური პროექტების წინასწარი შეფასების ჩატარებისათვის განმახორციელებელმა სამინისტროებმა:  ერთად შეიმუშაონ საჭირო ტექნიკური სახელმძღვანელო და უზრუნველყონ მისი პრაქტიკაში დანერგვა. 3. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012-2014 წწ შესაბამისობის აუდიტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის აპარატის მანდატი და საქმიანობის სფერო მეტად კონკრეტულია, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესებში მაინც შეინიშნება რიგი ხარვეზებისა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი დარღვევების მოკლე აღწერა სას-მა ჩაატარა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მთავარი მიზანია, მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან და შიდაორგანიზაციულ პოლიტიკასა და პროცედურებთან. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დასაფინანსებლად, საბიუჯეტო რომელთა სახსრები გათვალისწინება გამოიყოფოდა ბიუჯეტის ისეთი დაგეგმვის ღონისძიებების ეტაპზევე იყო 58 შესაძლებელი. ამას გარდა, არ იყო სრულყოფილად დასაბუთებული გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობა და მათი სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა. ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებული ხარვეზები:  დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც იმართება ყოველი წლის 27 მაისს, სამი წლის განმავლობაში ჯამში გამოიყო 647.3 ათასი ლარის ოდენობის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხები ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც არ ატარებენ სისტემატურ ხასიათს, თუმცა მათი მნიშვნელობიდან, მასშტაბიდან და ხასიათიდან გამომდირე არ შეიძლება ჩაითვალოს გაუთვალისწინებელ ხარჯად. მაგალითად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი ღონისძიებების დასაფინანსებლად 2012-2014 წლებში ჯამში გამოიყო 928.0 ათასი ლარი. არამიზნობრივი და აუთვისებებლი სახსრები:  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად 2012 წელს გამოყოფილია 100.0 ათასი ლარი (ათვისებულია 86.765 ათასი ლარი), ხოლო 2014 წელს - 117.0 ათასი ლარი (ათვისებულია 116.894 ათასი ლარი). ასევე, სხვა ღონისძიებების ფარგლებში გამოყოფილი თანხების აუთვისებელი ნაწილი მიიმართებოდა აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად, თუმცა ვერც ამ შემთხვევაში ხდებოდა თანხების სრულად ათვისება:  2012 წელს დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამოყოფილი 265.0 ათასი ლარიდან აუთვისებელი 58.23 ათასი ლარი მიიმართა აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების ხარჯების დასაფარად, თუმცა აღნისნული თანხა არ არის გახარჯული აპარატის მიერ. 59  2012 წელს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად გამოყოფილი 400.0 ათასი ლარიდან აუთვისებელი 153.28 ლარი მიიმართა აპარატის ხარჯების დასაფინანსებლად, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა 42.82 ათასი ლარის ათვისება.  ანალოგიურად, 2013 წელს ქართული დიასპორებისთვის გამოყოფილი 400.0 ათასი ლარიდან აუთვისებელი 70.0 ათასი ლარი მიიმართა მინისტრის აპარატის ხარჯების დასაფინანსებლად და ათვისებულ იქნა 63.6 ათასი ლარი. ცხრილის სახით წარმოდგენილია სულ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ მონაცემები, რაც მიუთითებს ბიუჯეტის დაგეგმვის ხარვეზებზე: წლები 2012 2013 2014 დამტკიცებული ბიუჯეტი 850 000 850 000 900 000 სარეზერვო ფონდი (აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირება) 1 035 000 522 300 360 484 სარეზერვო 121.7% 61% 40% ფონდის პროცენტული თანაფარდობა დამტკიცებულ ბიუჯეტთან აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს:  მიზანშეწონილია მოხდეს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობის სრულყოფილი დასაბუთება;  აუცილებელია, აპარატის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ასიგნებების ოდენობების დროული განსაზღვრა, რათა თავიდა იქნეს აცილებული სარეზერვო ფონდიდან ისეთი დანახარჯების დაფინანსება, რომელთა გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევეა შესაძლებელი. 5. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა ბაზების მართვის მხარდაჭერა საქმიანობის პროცესებში ინფორმაციული ტექნლოგიების გამოყენება ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ნაკლები ადამიანური, დროითი და ფინანსური რესურსების გამოყენების გზით გაზარდონ არსებული ბიზნეს პროცესების ეფექტიანობა. შესაბამისად, აღნიშნულ 60 პირობებში, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონული მთავრობის სერვისების განვითარება. სახელმწიფო დაწესებულებებში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფორმაციული სისტემების გამოყენება საზოგადოებისათვის საჯარო სერვისების მიწოდებისა და უწყებათა შორის ინფორმაციის გაცვლისათვის. ინფორმაციული სისტემების გამოყენებით მიმდინარეობს დღეს ისეთი მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების მართვა, როგორებიცაა:  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (e-procurement),  ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა,  საჯარო ფინანსების მართვა (ელ. ხაზინა - e-Tresury),  ბიუჯეტირების ელექტრონული სისტემა (e-Budget),  სახელმწიფო ვალისა (eDMS) და  ადამიანური რესურსების (eHRMS) მართვისა და სხვა ინფორმაციული სისტემების დანერგვა და განვითარება აღნიშნულმა სისტემებმა ხელი შეუწყვეს ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვას, მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას და საზოგადოებისათვის სერვისების მიწოდებისას ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებას. აღნიშნული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას და მთავრობის მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული სისტემების გამოყენება დადებით გავლენებთან ერთად ხასიათდება ინფორმაციული თანდაყოლილი სისტემებების რისკებით, რომლებიც უსაფრთხოებასთან, ინფორმაციის დაკავშირებულია სისრულესა და სიზუსტესთან და აღნიშნულ ინფორმაციაზე არაავტორიზებული პირების წვდომასთან. აღნიშნული რისკები კიდევ უფრო საყურადღებო ხდება მაშინ, როდესაც საუბარია სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციაზე, მოქალაქეთა პირად მონაცემებსა და სახელმწიფო სერვისების უწყვეტად ფუნქციონირებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობის პროცესებში გამოყენებული ინფორმაციული სისიტემები უზრუნველყოფდეს სისტემაში არსებული ინფორმაციის დაცულობას და ორგანიზაციის ფინანსური და საოპერაციო მიზნების მიღწევას რესურსების ოპტიმალურად გამოყენების გზით. აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, 2014 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის (IT აუდიტის) მიმართულების 61 განვითარება. IT აუდიტი მიზნად ისახავს აუდიტორული რწმუნების მიღებას იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ინფორმაციული სისტემები ორგანიზაციის მიზნების მიღწევას, ინფორმაციული აქტივების დაცვასა და სისტემაში არსებული მონაცემების სისრულესა და სიზუსტეს. IT აუდიტის განვითარებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეძლებს გაზარდოს, როგორც აუდიტის მასშტაბი, ასევე - აუდიტის ხარისხი. IT აუდიტის დანერგვის მიმართულებით, უმთავრესია თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ამაღლება. სწორედ ამ მიზნით, გასულ წელს სას-მა აქტიურად დაიწყო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები - ამერიკის მსოფლიოს შეერთებული წამყვან შტატებისა უმაღლეს და აუდიტორულ ინდოეთის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებთან IT აუდიტის მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე. 2015 წელს სას-მა ჩაატარა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი (აუდიტის მიგნებები იხ. ქვემოთ) 1. სსიპ–სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2010-2015 წლების ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალე, ღია და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობა ხელს უწყობს სახელმწიფო სერვისის მაღალ ხარისხსა და მონაწილეებისათვის უზრუნველყოფს სამართლიანი კონკურენციის პირობებს. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იმისათვის, რომ მოხდეს ეფექტიანი მმართველობის (Good Governance), მდგრადი განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციების ხელშეწყობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში დიდია ინფორმაციული სისტემის როლი და მნიშვნელობა. აუდიტის მიზანია, ელექტრონული სისტემის მართვის არსებული პრაქტიკის შესწავლა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2010-2015 წლის საქმიანობა. 62 აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი ნაკლოვანებები: 1. ინფორმაციული სისტემის აუთსორსინგთან დაკავშირებული ხარვეზები ელექტრონული სისტემის, მონაცემთა ბაზისა და მისი ადმინისტრირების აუთსორსზე გატანა, თავის მხრივ, ზრდის ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ბიზნეს პროცესის მფლობელი ორგანიზაცია უნდა დარწმუნდეს, რამდენად აკმაყოფილებს მიმწოდებელი ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს, რამდენად უზრუნველყოფილია ხარისხიანი სერვისის თანამშრომლები მიწოდება და ინფორმირებულნი რომ სერვისის არიან მიმწოდებელი ინფორმაციის ორგანიზაციის მნიშვნელობასა და კონფიდენციალურობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მფლობელს, ხოლო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს აღნიშნული სისტემის მომსახურებას. დიაგრამა: სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა გატანილია აუთსორსზე. ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზა და სისტემის ლოგიკა განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასერვერო ინფრასტრუქტურაზე. საჯარო რეესტრი მონაწილეობას იღებს სერვერებზე განთავსებული ბაზების მართვასა და მხარდაჭერაში, ასევე, სისტემის პროგრამულ განვითარებაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გააჩნია წვდომა სისტემის სამომხმარებლო და ადმინისტრირების პანელზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო შესყიდვების სისტემა სამომხმარებლო ინტერფეისი ადმინისტრირების პანელი მონაცემთა ბაზა და სისტემის ლოგიკა  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იყენებს სრული აუთსორსინგის მოდელს (იხ. დიაგრამა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვისათვის, თუმცა არ აქვს განსაზღვრული ფორმალური აუთსორსინგის პოლიტიკა, რომლითაც 63 იხელმძღვანელებდა საკუთარი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუთსორსინგის ფარგლებში.  არ არსებობს პრაქტიკაში დანერგილი ფორმალური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დაარეგულირებდა გაუწევდა მხარეთა სერვისის პასუხისმგებლობებს, მიმწოდებელი (საჯარო შეაფასებდა რეესტრის და მონიტორინგს ეროვნული სააგენტოს) ორგანიზაციის საქმიანობას.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ გააჩნია აუდიტორული რწმუნება, რომ სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ვერ მიაწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლი. აღნიშნული ცალსახად მიუთითებს აუთსორსინგის კონტროლების სისუსტეზე, ვინაიდან შესყიდვების სააგენტომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია) ვერ მოიპოვა მისი კუთვნილი შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზა.  საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნის მიუხედავად არ მიაწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლი. 2. ბიზნეს პროცესის უწყვეტობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ბიზნეს პროცესის უწყვეტობის გეგმა (Business Continuity Plan - BCP) საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ორგანიზაციის საპასუხო გეგმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ გეგმაში, ჩამოყალიბებულია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ორგანიზაცია ინციდენტების შემთხვევაში და ის საშუალებები, რითაც ორგანიზაცია შეძლებს დაუბრუნდეს ჩვეულ ბიზნეს მდგომარეობას უმოკლეს დროში. კატასტროფიდან აღდგენის გეგმა (Disaster Recovery Plan DRP) ბიზნეს უწყვეტობის დადოკუმენტირებული გეგმის პროცესებისა შემადგენელი და ნაწილია პროცედურების და წარმოადგენს ერთობლიობას, IT ინფრასტრუქტურის კატასტროფიდან აღდგენისა და დაცვისთვის. ეს გეგმები მოიცავს 64 პოლიტიკებს, პროცედურებს და პრაქტიკებს, რომლებიც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, აღადგინოს დ განაგრძოს კრიტიკული (ავტომატიზებული თუ მანუალური) პროცესები, კატასტროფის ან კრიზისის შემდეგ. დიაგრამა: ინფორმაციული უსაფრთხოება და ბიზნეს უწყვეტობის გეგმა - კატასტროფისას ან უბედური შემთხვევისას, უწყვეტობის გეგმამ უნდა უზრუნველყოს ბიზნეს პროცესის უწყვეტობის შენარჩუნება, მაშინ როდესაც აღდგენის გეგმამ უნდა იზრუნოს დაზიანებული ბიზნეს ფუნქციონალის ჩვეულ მდგომარეობამდე აღდგენაზე. სას-მა შეაფასა შესყიდვების ელექტრონული სისტემის ბიზნეს საჭიროებები და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, კანონის თანახმად ელექტრონული ელექტრონული ტენდერი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ შესყიდვების სისტემის გამოყენებით. შესაბამისად, თუ შესყიდვების სააგენტო ვერ უზრუნველყოფს სერვისის უწყვეტობას, სახელმწიფო ორგანიზაციები ვერ შეძლებენ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას, საკანონმდებლო მოთხოვნათა შესაბამისად. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნეს პროცესის უწყვეტობის მართვას:  ორგანიზაციაში არ არსებობს ბიზნეს უწყვეტობის პოლიტიკა რომელიც უნდა მოიცავდეს როლების და პასუხისმგებლობების, სფეროს, რესურსების განაწილების, ტრენინგების მოთხოვნების, ტესტირების განრიგის, სარეზერვო ასლების შექმნის გეგმებს.  საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს რისკებისა და ბიზნეს პროცესებზე ზემოქმედებისა შეფასება (Business Impact Assessment), გამოავლინოს კრიტიკული მონაცემები, ოპერაციები და რესურსები. საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ შესყიდვების სააგენტოს აღნიშნული არ აქვს 65 იდენტიფიცირებული სისტემასთან დაკავშირებული რისკები, შესაძლო საფრთხეები და მათი ზეგავლენა ბიზნეს პროცესზე. 3. სახელმწიფო შესყიდვების გარანტიით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაფასა სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტიები და მათი ფორმირების მეთოდოლოგია. კერძოდ, შეფასდა რამდენად ადეკვატურია და რამდენად სამართლიანია სახელმწიფო შესყიდვების გარანტირების მეთოდი. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, შესყიდვაში მონაწილე პრეტენდენტს შესაძლებელია მოეთხოვოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც წარმოადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 1%-ს. როდესაც შესყიდვა ხორციელდება პრეისკურანტით (შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასის მითითებით), წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია განისაზღვრება, პრეისკურანტის 1 %-ით. დიაგრამა: ელექტრონული შესყიდვის შემთხვევაში, სავარაუდო ღირებულებაა 80 ათასი ლარი, რის გამოც გარანტიის მოცულობაა 800 ლარი (ღირებულების 1%), ხოლო ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 73.7 ათასი ლარი. მეორე შემთხვევაში, შესყიდვის ერთეულის სავარაუდო ღირებულებაა 21 ლარი, რის გამოც გარანტიის მოცულობაა 1 ლარი, ხოლო ხელშეკრულების ღირებულებამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შესყიდვის ნომერი SPA130008068 SPA130002908 73,700 6,318,000 ელექტრონული შესყიდვა - პრეისკურანტით გარანტიის ოდენობა 800 1 ხელშეკრულების ღირებულება შედეგად, სატენდერო წინადადების ელექტრონული გარანტიის არსებული მეთოდი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების 66 მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას. ასევე მაღალი ღირებეულების მქონე შესყიდვებისთვის, რომელიც პრეისკურანტით ხორციელდება, ზემოთაღნიშნული გზით დათვლილი ელექტრონული გარანტიის ოდენობა ვერ იქნება საკმარისი მიმწოდებლის მხრიდან წინადადების უზრუნველყოფისთვის. 4. საჯაროობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები სას-ის მიერ გამოვლენილი იქნა სახელწიფო შესყიდვების საჯაროობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები. კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებში საჯაროობის უზრუნველყოფა:  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ბაზის ანალიზის შედეგად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების საიტზე CMR მოდულში შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საბოლოო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ყველა გამარტივებული შესყიდვა. მაგალითისათვის, სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არ იძებნება შემდეგი შემსყიდველების ზოგიერთი გამარტივებული შესყიდვა: o საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; o საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; 5. შესყიდვების მონეტარული ზღვრების დაცვასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები სახელმწიფო სახელმწიფო აუდიტის შესყიდვების სამსახურმა შეაფასა განხორციელებისას რამდენად „სახელმწიფო უზრუნველყოფილია შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვებისათვის დადგენილი მონეტარული ზღვრების დაცვა. „სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვების შესყიდვების შესახებ“ საქართველოს განხორციელებისათვის კანონის შემსყიდველ თანახმად, ორგანიზაციებს შეუძლიათ გამარტივებული შესყიდვით გააფორმონ ხელშეკრულებები თუკი შესყიდვა კანონით დადგენილი ზღვრების ფარგლებში ხორციელდება. კერძოდ, განსაზღვრულია 5, 20 და 50 ათას ლარიანი მონეტარული ზღვრები, შესყიდვის ობიექტის ღირებულებისა და კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მონეტარული 67 ზღვრების დაცვის ზედამხედველობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვალდებულებაა. მონეტარული ზღვრის დარღვევის შემთხვევაში, შესყიდვების სააგენტო წერილობით მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციას და საჭიროების შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევის აქტს.  სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტოს ხელთ არსებული პოსტ ფაქტუმ რეაგირების მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს მონეტარული ზღვრების დაცვას. მონეტარული ზღვრების დარღვევები წლების განმავლობაში მზარდი ხასიათისაა. დიაგრამაზე ნაჩვენებია წლების მიხედვით რამდენ შესყიდვაში დაირღვა კანონით დადგენილი მონეტარული ზღვარი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. დიაგრამა: შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამარტივებული შესყიდვის ზღვრების დარღვევის სტატისტიკა წლების მიხედვით. გამარტივებული შესყიდვა 5 ათას ლარამდე 2000 1000 0 2011 2012 2013 2014 6. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების სისრულესთან დაკავშირებული ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ავტომატურად ანიჭებს უნიკალურ ნომერს გამარტივებული შესყიდვების (CMR) მოდულში რეგისტრირებულ თითოეულ შესყიდვას. რეგისტრირებულ მაგალითისათვის, შესყიდვას მიენიჭა 2012 წელს სისტემაში ნომერი CMR120000001, მეორეს პირველად CMR120000002, ხოლო 2012 წელს სისტემაში რეგისტრირებულ ბოლო შესყიდვას მიენიჭა ნომერი CMR120296823. 2013 წელს გამოცხადებულ პირველ შესყიდვას მიენიჭა CMR130000001. ჩანაწერების უნიკალური იდენტიფიკატორის მიზანია, უზრუნველყოს სისტემაში დაცული ჩანაწერების შესახებ სისრულის თაობაზე რწმუნების მოპოვება. 7. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ანალიზის საშუალებით, გამოვლენილი იქნა გამარტივებული შესყიდვების მოდულის კონტროლის სისუსტე: 68 კერძოდ, რიგ შემთხვევებში ჩანაწერები არ არის დარეგისტრირებული მიმდევრობით. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სისტემის ხარვეზს, რომელიც ერთჯერადად იდენტიფიცირებულია სხვა დაფიქსირდა. თუმცა, აუდიტის გამოტოვებული ჩანაწერებიც. ჯგუფის შედეგად, მიერ გამოვლენილი გარემოებები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიცია სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით ცალსახად ცხადყოფს, რომ ელექტრონულ სისტემას გააჩნია ჩანაწერების სისრულის კონტროლების სისუსტე. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა აუცილებელი და შესაფერისი რწმუნება, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცულია გამარტივებული შესყიდვების ჩანაწერების სისრულე. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშაოს აუთსორსინგის პოლიტიკა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა არსებული სისტემებისა და მომსახურეობების აუთსორზე გატანისა და შემდგომ მართვის შესახებ.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოსთხოვოს სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს) მესამე მხარის რწმუნება (შიდა ან გარე აუდიტის დასკვნა), რომ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციაში უზრუნველყოფილია ინფორმაციული უსაფრთხოება.  სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სერვისის მდგრადი, უწყვეტი და სანდო ფუნქციონირებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშაოს ბიზნეს პროცესის უწყვეტობის გეგმა (BCP), რომელიც მოიცავს კატასტროფიდან აღდგენის გეგმასა (DRP) დასერვისის აღდგენის დროის სამიზნე მაჩვენებლებს (Recovery Time Objectives).  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო ხაზინასთან ან/და სხვა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განიხილოს პრევენციული მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვების მონეტარული ზღვრების დარღვევების შემცირებას. 69 6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური განვითარება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სას-მა დაფარა 204,412 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 28 აუდიტი. დაფარვის მაჩვენებელი 3% 97% შედეგების განაწილება 25% 31% 28% 16% შესყიდვების პროცესში არსებული სხვა დარღვევები საერთო დაფარვა საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ეკონომუკური განვითარება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა შესყიდვების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა 2011 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აიღო ვალდებულება, 2 წელიწადში ერთხელ მოამზადოს ანგარიში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში ჩატარებული აუდიტების შესახებ და წარუდგინოს პარლამენტს. აღნიშნულ ანგარიშში ხდება იმ სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც შესწავლილ მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა. 2014-2015 წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 85 აუდიტი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი 20122013 წლების მონაცემთან მიმართებაში 54%-ით გაიზარდა. განხორციელებული აუდიტებით შესწავლილი ბიუჯეტების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 2,045.6 ათასი ლარი. ანგარიშში ხაზგასმულია ის კონკრეტული და სისტემური ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს თვითმმართველი ერთეულების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე. კერძოდ: 1. ადგილობრივი მოსაკრებლების არასათანადო ადმინისტრირება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, შემოსავლების მიღების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია შემოიღოს სხვადასხვა მოსაკრებელი და 70 მოახდინოს მისი ადმინისტრირება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნული მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოსაკრებლები მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩატარებული აუდიტებით გამოვლინდა, რომ მოსაკრებლების ბიუჯეტში მობილიზების მაჩვენებელი უმნიშვნელოა, რაც ძირითადად გამოწვეულია არასათანადო დაგეგმარების შედეგად. მოსაკრებლის ამოღების დაბალ მაჩვენებელს ასევე, განაპირობებს ის გარემოება, რომ მუიციპალიტეტებში შემოსავლების მობილიზების მიზნით, არ ხორციელდება სათანადო და სრულყოფილი ადმინისტრირება. საკუთარი შემოსავლების არასათანადო დაგეგმვა, ასევე გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობაზე და იწვევს საბიუჯეტო სახსრების არასამართლიან გადანაწილებას თვითმმართველ ერთეულებს შორის.  მარნეულის მუნიციპალიტეტს, დასუფთავების მოსაკრებლის სახით, 2014 წლის 1 იანვრისათვის არ მიუღია 404.9 ათასი ლარის შემოსავალი.  სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ნაგებობა ღირებულებით 62,000.0 ათას ლარი არ შეუტანია ქონების გადასახადით დასაბეგრ ობიექტთა ნუსხაში და შესაბამისად არ იხდის აღნიშნული ქონების გადასახადს (1%). შედეგად ქ. ფოთის ბიუჯეტში 2012-2013 წლებში ქონების გადასახადის სახით ვერ იქნა მიღებული დაახლოებით 1,240.0 ათასი ლარის შემოსავალი. 2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუთვისებელი თანხები თვითმმართველობებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტების ანგარიშზე, როგორც მიმდინარე პერიოდში, ასევე წლის ბოლოს ირიცხება დიდი რაოდენობით ფულადი ნაშთები. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების16 დაუსრულებლობით. 16 ძირითადად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 71 შედეგად, მოსახლეობა დროულად ვერ სარგებლობს ბიუჯეტით განსაზღვრული მატერიალური სიკეთით. აუთვისებელი ასიგნებების გარდა, თვითმმართველობები ფლობენ თავისუფალ ფულად ნაშთებსაც და მათი მიზნობრივი გამოყენება მომდევნო წლის ბიუჯეტში არ არის დაგეგმილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე 2015 და 2016 წლების 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთები17. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტების საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები წლების მიხედვით შეადგენდა 119.0 მილიონ და 111.2 მილიონ ლარს. მათ შორის, თავისუფალი ფულადი რესურსების სახით თვითმმართველობები 2015 წლის 1 იანვარს განკარგავდნენ 55.9 მილიონ, ხოლო 2016 წლის 1 იანვარს - 56.4 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში თავისუფალმა ნაშთებმა მთლიანი შემოსულობების 20%ს გადააჭარბა. (მონაცემები აღებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარეშე, რომელმაც არ წარმოადგინა ინფორმაცია და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიაწოდა მხოლოდ საერთო ნაშთის შესახებ ინფორმაცია, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს - 68.1 მილიონ, ხოლო 2016 წლის 1 იანვარს - 39.7 მილიონ ლარს შეადგენდა). მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ 2014-2015 წლებში დაგვიანდა 117.9 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, ხოლო თვითმმართველ ერთეულებს არ დაუგეგმავთ 112.3 მილიონი ლარის გამოყენება ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად და მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ტრანსფერებს, მაშინ როდესაც ანგარიშზე გააჩნიათ აუთვისებელი ფინანსური რესურსი. ცხრილი: მონაცემები მუნიციპალიტეტების ანგარიშზე არსებული ნაშთების შესახებ (ათასი ლარი); წელი ფულადი სახსრები 2014 2015 119.0 111.2 თავისუფალი ნაშთი 55.9 56.4 პროცენტული წილი 47% 51% 3. პროექტები, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს 17 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. 72 სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით თვითმმართველობები ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ზოგიერთი პროექტი დაუმთავრებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული გამოწვეულია პროექტების შესრულების არასათანადო დაგეგმვით, არასაკმარისი კონტროლით, მიმწოდებლების მიერ მშენებლობის სამუშაოების შესრულებით, აგრეთვე მშენებლობის დასრულებისათვის პროცესებზე არასრულყოფილად ფინანსური რესურსების უკმარისობით. 2014-2015 წლებში შემოწმებული 11 მუნიციპალიტეტის მიერ 2.2 მილიონი ლარი გახარჯულია ისეთ პროქტებზე, რომლებიც დასრულებული არ არის და ვერ სარგებლობს მოსახლეობა.  მარნეულის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის გამოყოფილი მიერ 2012-2013 წლებში სახელმწიფო თანხებიდან, შესყიდვების პროცესში წარმოქმნილი ეკონომიის და დაუსრულებელი სამუშაოების გამო, სრულად არ არის ათვისებული 1, 805.8 ათასი ლარი.  ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში პროგრამა ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ექსპლუატაცია“- გათვალისწინებული იყო 1,921.9 ათასი ლარის ოდენობით. მერიის მიერ არასრულყოფილად იქნა შესრულებული პროგრამით დაგეგმილი ღონისძიებები და აუთვისებელი დარჩა 1,335.7 ათასი ლარი. 4. თვითმმართველი ერთეულების მიერ დაკავშირებული სისტემური ხარვეზები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაფუძნებულ მიერ ჩატარებული იურიდიულ პირებთან აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების პროცესი მნიშვნელოვანი სისტემური ნაკლოვანებებით ხასიათდება. კერძოდ:  იურიდიული პირების შექმნა არ არის სათანადოდ დასაბუთებული;  ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანების რიცხვი და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფონდი არაგონივრულად მაღალია; 73  იურიდიულ პირებზე მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული სუბსიდიები არ ეყრდნობა სათანადო გათვლებს. აღნიშნული სისტემური ნაკლოვანებების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეესწავლა ბოლო 5 წლის განმავლობაში თვითმმართველობებში იურიდიული პირების დაფუძნებისა და დაფინანსების პროცესი18. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ა(ა)იპ-ი შეიძლება შექმნას მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიების ეფექტიანად ორგანიზების მიზნით. აღნიშნული გულისხმობს საქმიანობის კოორდინაციას საკუთარი უფლებამოსილების სფეროში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში მონაწილეობის მიღებას, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებთან თანამშრომლობას, თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან და მსგავს ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას და სხვ. 2015 წლის მონაცემებით, რაოდენობრივი თვალსაზრისით ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი კულტურისა და განათლების სფეროს19 ა(ა)იპ-ებზე მოდის - 38%. მომდევნო ადგილზეა სპორტისა და დასუფთავება-კეთილმოწყობა-ინფრასტრუქტურის სფეროები -14-14% და საბავშვო ბაღები - 10%. თვითმმართველი ერთეულები ქმნიან ისეთ იურიდიულ პირებსაც, რომელთა ფუნქციონირების ობიექტური საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ხოლო მათი საქმიანობა არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების მიმართულებებს. მაგალითად, „ა(ა)იპ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“, „ა(ა)იპ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო კონტაქტების ცენტრი“, „ა(ა)იპ ესთეტიკური აღზრდის ცენტრი“, „ა(ა)იპ ტაეკვანდოს კლუბი“, „ა(ა)იპ სანაშენე მეურნეობის ცენტრი“, „ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარების, განვითარებისა და ანალიტიკის ცენტრი“ და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ა(ა)იპ-ების ფორმით შექმნილია ტურიზმის განვითარების ცენტრები. ასეთი იურიდიული პირების საქმიანობის 18 აჭარის ავტონომიური რესპიბლიკის გარდა 19 გარდა ბაღებისა. 74 დადებითი გავლენა თვითმმართველი ერთეულის ფუნქციონირების პროცესზე რთული დასადგენია. წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ 2011-2015 წლებში თვითმმართველ ერთეულებში დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა მზარდია. 2011 წელს მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებდა 685 იურიდიული პირი, 2012 წელს - 725, 2013 წელს - 785, 2014 წელს - 914, ხოლო 2015 წელს - 1024. შესაბამისად, 2015 წელს, 2011 წელთან შედარებით დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა 49.5%-ით არის გაზრდილი, აღსანიშნავია რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ქვეყნის ყველა რეგიონში. მუნიციპალიტეტებში დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობის პარალელურად, ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდება ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობაც და შესაბამისად, გაცემული შრომის ანაზღაურება. ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების რაოდენობა ა(ა)იპ-ებში გაცემული შრომის ანაზღაურება (ათასი ლარი) 62502 239070.7 52052 199342.5 43729 30692 144568.4 34509 70219.2 2011 2012 2013 2014 2015 2011 92471.3 2012 2013 2014 2015 2015 წელს, ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რიცხოვნობა, 2011 წელთან შედარებით, გაზრდილია 31810 ერთეულით, ანუ 104%-ით. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2013 წელს - 27%, წინა წელთან შედარებით. დასაქმებულთა რიცხოვნობის პარალელურად გაიზარდა შრომის ანაზღაურებაც. კერძოდ, 2015 წელს გაიცა 168.9 მილიონი ლარით მეტი თანხა, ვიდრე 2011 წელს (240%). თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა მიერ, 2011-2015 წლებში გაწეული ხარჯების 62% შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 38% - სხვა დანარჩენ ხარჯებზე მოდის. მათ მიერ მიღებული შემოსავლების დაახლოებით 86%-ს შეადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიღებულ თანხები. ხშირ შემთხვევაში ა(ა)იპ- 75 ებს სუბსიდიის მისაღებად წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტში წარდგენილი აქვთ მოთხოვნები, რომლებშიც ძირითადად მითითებულია დაწესებულების წლიური ხარჯის საერთო მოცულობა, კონკრეტული მიზნებისა და გეგმების გარეშე. მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზაციებზე გაცემული სუბსიდიები არ ეფუძნება სათანადო გათვლებს. კერძოდ, სუბსიდია ძირითადად გაცემულია ისე, რომ არ არის გაანგარიშებული კონკრეტულ პროგრამაზე ან ღონისძიებაზე, რომელ პერიოდში, რა რაოდენობის თანხა უნდა გაიხარჯოს და რა შედეგი უნდა დადგეს. არ არის შედგენილი ღონისძიებების ან სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, ასევე არ არის გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი და კონტროლი მათ შესრულებაზე.  სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 2012-2013 წლებში დააფუძნა 23 ა(ა)იპ და 2 შპს. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება მათი ფუნქცია-მოვალეობების გადაკვეთა. ა(ა)იპ-ების უმეტესი ნაწილი ისეა დაფუძნებული, რომ მუნიციპალიტეტიდანკ არ აქვს გამოყოფილი რაიმე ქონება ან ფართობი. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული იურიდიული სუბიექტების შექმნის აუცილებლობა, სადაც 876-956 კაცია დასაქმებული, ხოლო მიღებულმა სუბსიდიებმა 6,180.9 ათასი ლარი შეადგინა. 5. საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვა განხორციელებული აუდიტების შედეგად გამოვლინდა 25 შემთხვევა, რომლის დროსაც ქალაქ თბილისის და რუსთავის, ასევე ზესტაფონის, ლაგოდეხის, თერჯოლის, ვანის, საჩხერის, მარნეულის, წალკის, გურჯაანის, მარტვილის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა 8.7 მილიონ ლარამდეა. აღნიშნული განაპირობა შემდეგმა დარღვევებმა: გამგეობების მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული შტატგარეშე მომსახურეთა დაქირავების საჭიროება; საბიუჯეტო თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირთა გამასპინძლებისთვის; ა(ა)იპ-ების მიერ დარღვეულია მოთხოვნილი სუბსიდიის მიზნობრიობა; შეძენილია სხვადასხვა ძვირადღირებული ელექტრო-ტექნიკა, რომლის საჭიროება რეალურად არ იყო; სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხები მიღებული აქვთ ისეთ პირებს, რომლებიც არ იყვნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულები და სხვა. 76  2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში რუსთავის მერიამ შადრევნის შეიარაღებული დაცვის მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 162.4 ათასი ლარი. ვინაიდან შადრევანი მდებარეობს მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა აღნიშნული ობიექტის დაცვის საჭიროების საკმარისი და შესაფერისი რწმუნება. 7. თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემების განვითარება თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემების განვითარების მიმართულებით სას-მა დაფარა 1,070,680 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 8 აუდიტი. შედეგების განაწილება დაფარვის მაჩვენებელი 11% 4% 15% 29% 56% 85% საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა საერთო დაფარვა შესყიდვების პროცესში არსებული სხვა დარღვევები თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემების განვითარება შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად რესურსების არაპროდუქტიული განკარგვა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა 1. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური, გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. 77 შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც კრიმინალთან მებრძოლი, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგზე პასუხისმგებელი სტრუქტურა წარმოადგენს დემოკრატიული, სამოქალაქო მმართველობის მნიშვნელოვან კომპონენტს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა  გამოვლინდა ხარვეზები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვაში (2013 წელს - 11,948.4 ათასი ლარი, 2014 წელს - 3,130.6 ათასი ლარი) კერძოდ, კანონმდებლობის დარღვევით ასიგნების გარეშე აღებულია ფინანსური ვალდებულებები და დაფინანსებულია არა გაუთვალისწინებელი ხარჯები, არამედ მიმდინარე ხარჯები და წლიური გეგმით გათვალისწინებული შესყიდვები.  სამინისტროს ბალანსზე არ იყო აღრიცხული სამინისტროსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები ჯამური ღირებულებით 54,413.7 ათასი ლარი.  სამინისტროს ბალანსზე არსებული ფართები იჯარით იყო გაცემული შპს „ნიგი-2009“-ზე. კომპანიას არ აქვს გადახდილი ბიუჯეტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის საფასური 88.5 ათასი ლარი და საურავი 27.2 ათასი ლარი (ჯამურად 115.7 ათასი ლარი). აღნიშნული დავალიანება არც ბუღალტრულად იყო აღრიცხული და აღრიცხვა განხორციელდა აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციით.  „საქონელი და მომსახურების“ მუხლის „წარმომადგენლობითი ხარჯების“ ქვემუხლით 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეულია 1,859.7 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წლის განმავლობაში - 1,082.2 ათასი ლარის. ზოგიერთ შემთხვევებში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა, მათი რაოდენობა და ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა.  ქვეყნის გარეთ მივლინებებთან დაკავშირებული მიწვევები ცენტრალურ საბუღალტრო სამმართველოს არ ეგზავნებოდა. სამმართველო ეყრდნობოდა ბრძანებებში მითითებულ პირობებს, რის შესაბამისადაც ახდენდა თანხების ანაზღაურებას. პასუხისმგებელი პირების სიტყვიერი განმარტებით მიწვევები ეგზავნებათ უშუალოდ მიწვეულ პირებს და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებს, რომელთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზეც სამინისტრო გამოსცემს ბრძანებებს. დანაყოფები ძირითადად ცენტრალურ საბუღალტრო სამმართველოსგან ტერიტორიულად განსხვავებულ ადგილებზე 78 იმყოფებიან. აღნიშნული წარმოადგენს შიდა პრინციპით კონტროლის ქვეყნის გარეთ მივლინებების ორგანიზება სისუსტეს, რადგან ბუღალტერიის მიერ ვერ ხორციელდებოდა სამივლინებო თანხების გაანგარიშების სისწორის გადამოწმება.  აუდიტის პერიოდში სამინისტროს მიერ თანამშრომლებზე (როგორც დაქირავებულებზე) გაწეულია მომსახურებები (საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემა), ასევე განხორციელებულია გათვალისწინებული ფასიანი არ არის საჩუქრებით დაჯილდოებები ისე, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები. კანონმდებლობის მიხედვით კი დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საქონლის კომპენსაციის გარეშე გადაცემისას საქონლის საბაზრო ღირებულება განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. სულ ბიუჯეტში გადაუხდელი თანხა შეადგენს 296.3 ათას ლარს. ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში:  სატენდერო კომისიის მიერ ცალკეულ შემთხვევებში დისკვალიფიცირებულია დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტები.  დაფიქსირდა ხარვეზები შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრაში,  გამოვლინდა ხარვეზები სატენდერო დოკუმენტაციებში შესყიდვის ობიექტების ტექნიკური მაჩვენებლების აღწერაში, რაც იმაში გამოიხატება, რომ საქონლის ისეთი პარამეტრები (მკაცრად დაფიქსირებული ზომები, ფერი და .შ.), რომელთაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვთ, პრეტენდენტების აღნიშნული არ უნდა რაოდენობას, ხელს არ უწყობს იქნას მოთხოვნილი, კონკურენციას საბიუჯეტო და რადგან ეს ზღუდავს ფასის კლებას. რაციონალური ხარჯვის შესაბამისად სახსრების უზრუნველყოფას. 2. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე და 79 ახორციელებს სააღსრულებო საქმიანობას. აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული აღსასრულებელი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობით ან ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ისეთი დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც თავსებადია მის ძირითად ფუნქციასთან, მიმართულია პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის უზრუნველყოფისაკენ და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განტვირთვას. თავისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ბიუროს დაფინანსების წყაროს 2013-2014 წლებში წარმოადგენდა მხოლოდ საკუთარი შემოსავლები. ბიუროს საკუთარი შემოსავლების ძირითად წყაროებს წარმოადგენდა:  შემოსავლები საკუთრებიდან (სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებულ ნაშთებზე ბანკების მიერ დარიცხული პროცენტები).  საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები (მომსახურების რეალიზაცია და ფართის იჯარები).  სანქციები (ჯარიმები და საურავები). შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები. 2013 წლის განმავლობაში შემოსავლებმა შეადგინა სულ 30,658.2 ათასი ლარი. 2014 წლის განმავლობაში შემოსავლებმა შეადგინა სულ 20,982.6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხების ხარჯვის კანონიერების შემოწმების მიზნით ჩატარდა ბიუროს 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი დარღვევები. 1. ზედმეტად გადახდილი სახსრები:  სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს „ანაგს“ შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 1,452.1 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ლაზიკის იუსტიციის სახლის გათბობის, ვენტილაციის, წყალგაყვანილობის, სახანძრო, ელექტროობისა და სუსტი დენების მოწყობის სამუშაოები. ხარჯთაღრიცხვაში არსებული არითმეტიკული შეუსაბამობის და მოგების კანონმდებლობის დარღვევით დარიცხვის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 73.3 ათასი ლარი. 80  ბიუროსა და შპს „ანაგს“ შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება 7,871.6 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ლაზიკის იუსტიციის სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ხარჯთაღრიცხვებში მანქანა-მექანიზმების ქირავნობის ღირებულებებზე ზედნადები ხარჯების და მოგების კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით დარიცხვის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 143.7 ათასი ლარი. 2. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები:  ქ. ფოთის იუსტიციის სახლის სამშენებლო გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში არააუცილებელი, არასაჭირო დისკვალიფიცირებული იქნა სამუშაოების შესყიდვის სატენდერო მიზნით დოკუმენტაციით და შემზღუდავი მოთხოვნების დაბალი სატენდერო წინადადების დაწესებით ფასის მქონე პრეტენდენტი და გამარჯვებულად გამოცხადდა მაღალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე შპს „პრიზმა“, რის შედეგადაც ზედმეტად გაიხარჯა 267.5 ათასი ლარი.  ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მოპირკეთების სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2013 წელს ბიუროსა და შპს „აგრომშენსერვისს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 989 ათასი ლარი. ღირებულების კანონმდებლობის ხარჯთაღრიცხვებში დარღვევით გაზრდის შრომის ანაზღაურების შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 137.9 ათასი ლარი.  ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ბიუროსა და შპს „ნიუ კონსტრაქშენს“ შორის 2012 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 9,650.0 ათასი ლარი. ხარჯთაღრიცხვაში არსებული არითმეტიკული შეუსაბამობის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 195.4 ათასი ლარი.  2012 წელს ბიუროსა და შპს „ანაგი თბილისს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 1,049.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის იუსტიციის სახლის შიდა მოპირკეთების სამუშაოები. ხარჯთაღრიცხვებში ცალკეული მასალების ღირებულებების და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების 81 ფაქტობრივ ხარჯებთან შედარებით გაზრდილად წამოდგენის შედეგად, სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 35.7 ათასი ლარი. 8. სახელმწიფო საწარმოებისა და სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების მართვა სახელმწიფო საწარმოებისა და სსიპ-ების საკუთარი შესავლების მართვის მიმართულებით სას-მა დაფარა 35,119 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 7 აუდიტი. დაფარვის მაჩვენებელი 1% 99% საერთო დაფარვა სახელმწიფო საწარმოებისა და სსიპ-ების საკუთარი შესავლების მართვა 3% შედეგების განაწილება 2% 95% აქტივების არაპროდუქტიული განკარგვა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა აქტივების არაეფექტიანი განკარგვა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამსახურის ბიუროს 2012-2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს 2012-20132014 წლების შესაბამისობის აუდიტის მიზანს წარმოადგენდა საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის არსებითი გავლენის მქონე საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი დარღვევების მოკლე აღწერა  ბიუროს მიერ 2012 -2013 წლებში როუმინგული მომსახურებისთვის გახარჯული 29 001 ლარი წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს, რადგან „დაქირავებულისათვის გადახდილი 82 სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება არ ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისათვის ქვეყნის გარეთ მივლინების პერიოდში კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურებას.  2012 წელს დაგეგმვის ეტაპზე საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია მნიშვნელოვნად დიდი ოდენობით, ვიდრე შემდგომში წლის განმავლობაში რეალური საშტატო რიცხოვნობაა (ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 15 ერთეულს, საშტატო ნუსხით დამტკიცებული რაოდენობის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებული 71%-ს). აღნიშნულის გამო, შრომის გადასახდელები (ეკონომიები) ნაწილდებოდა თანამშრომლებზე პრემიების მუხლით.  2012 წლის განმავლობაში შტატგარეშე მოსამსახურეებად შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულია თანამშრომლები მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მაშინ, როდესაც იმავე ფუნქციის შესასრულებლად საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობები არ არის სრულად დაკომპლექტებული. არ არის გათვალისწინებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები.  2012 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 50 ათასი ლარი მოთხოვნილია მიმდინარე წელს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, ხოლო შემდეგ აღნიშნული თანხა გაცემულია პრემიებზე ისე, რომ ბრძანებებში არ არის მითითებული პრემიის გაცემის დასაბუთება. აღნიშნული პროექტები ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.  2013 წელს მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, მოთხოვნილია საპრემიო ფონდის წლიური მოცულობის ბიუროს მიერ გაზრდა შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 35%-ით. ამ პერიოდში, პრემიის მუხლით გაწეული მთლიანი ხარჯის 72.3% მიღებული აქვს ბიუროს უფროსს 9 თვის განმავლობაში. 83 2. სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი სას-მა ჩაატარა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მასშტაბმა ძირითადად მოიცვა ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე, სხვადსხვა მსხვილი საინვესტიციო ბანკი. სას მიიჩნევს, რომ „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა მოსახლეობის და მომსახურებაში სახსრების ძირითადი ეკონომიკური და ინვესტირებას, სოციალური ადგილობრივი მომსახურების მდგრად განვითარებას. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი დარღვევების მოკლე აღწერა  მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებულ 824 ათასი ლარის ოდენობის ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტი ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, რაც არ განხორციელებულა.  თბილისში, საგზაო გვირაბისა და სარეკრეაციო ზონის მშენებლობის პროექტირებასა და მშენებლობის ზედამხედველობაზე, გაწეულია 530.3 ათასი ლარის ხარჯი (მათ შორის, დონორის დაფინანსება). მშენებლობის განუხორციელებლობის გამო, აღნიშნულ ხარჯს არანაირი ღირებულების შედეგი არ მოჰყოლია.  2013 წელს, გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას, რის შედეგადაც ფონდს უნდა განესაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებისა თუ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კანონშესაბამისობა. ამასთან, კონტრაქტორმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული - 499.5 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები ვერ შეასრულა.  თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის პროექტის განსახლების ფარგლებში, ფონდი ბიზნესის შეჩერების გამო კომპენსაციას გასცემდა მესაკუთრეების 84 მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეფასების მეთოდიკა ზოგიერთ შემთხვევაში არ იძლევა მეწარმე სუბიექტებისათვის გადახდილი კომპენსაციის სრულყოფილი ანალიზის საშუალებას. შეფასების მეთოდიკის მიხედვით, კომპენსაცია ეფუძნებოდა მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოდგენილ მოგების ან/და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებს და ისეთ დამატებით ფინანსურ ინფორმაციას, რომლებიც დადასტურებულია მხოლოდ მესაკუთრეების მიერ. 3. შპს ,,დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის“ 2012-2014 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი შპს ,,დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის“ (შპს ) 2012-2014 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მთავარ მიზანს შესაბამისობის კუთხით წარმოადგენდა შპს-ს საკუთარი შემოსავლების მართვის საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი დარღვევების მოკლე აღწერა  შპს-ს 2013 წლის ფინანსურმა მოგებამ შეადგინა 8.2 ათასი ლარი. შპს-მ რეინვესტირების ნებართვის თხოვნით სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართა აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის (დამფუძნებელს, პარტნიორს), რაზეც წერილობითი პასუხი პარტნიორისაგან არ ყოფილა. მიუხედავად ნებართვის არარსებობისა, ზემოაღნიშნული თანხიდან შპს-ს მიერ შეძენილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა დასახელების აქტივი;  შპს-ს 2014 წლის წმინდა მოგებამ შეადგინა 28.9 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის რეინვესტირების ნებართვის გაცემის თხოვნით აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (დამფუძნებელს, პარტნიორს) შპს-მ მიმართა შესაბამისი წერილით. ნებართვის გაცემის თაობაზე დამფუძნებლისაგან საპასუხო წერილი არ შემოსულა, ხოლო მოგვიანებით აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს-ს დაავალა 2014 წლის მთლიანი წმინდა მოგების გადარიცხვა ბიუჯეტში. თუმცა მიუხედავად ამისა, შპს ,,დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრს“ 2014 წლის წმინდა მოგების თანხა - 28.9 ათასი ლარი ბიუჯეტში არ გადაურიცხავს; 85  შპს-ს 2012 წელს 6.6 ათასი ლარის ღირებულების, ხოლო 2013 წელს 2.8 ათასი ლარის ღირებულების შეძენილ აქტივებზე, აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს (დამფუძნებელს, პარტნიორს) შეძენის ნებართვის მოთხოვნით გაეგზავნა წერილები, რაზეც არანაირი პასუხი ან ოფიციალური ნებართვა არ ყოფილა. გარდა აღნიშნულისა, 2013-2014 წელს შეძენილ 10.9 ათასი ლარის ღირებულების აქტივებზე შპს-ს მიერ მოთხოვნის წერილი არ გაგზავნილა, შესაბამისად შესყიდვის ნებართვა პარტნიორის მიერ ამ შემთხვეავშიც არ გაცემულა;  2014 წელს შპს-ს მიერ არ იქნა დაცული მონეტარული ზღვრები და ადგილი ჰქონდა ტენდერების ნაცვლად გამარტივებული შესყიდვების (ერთ პირთან მოლაპარაკება) განხორციელებას;  შპს-ს მიერ აუდიტის პერიოდში დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა შესყიდვების გეგმების კორექტირება დაზუსტება. 9. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვისა და მართვის მიმართულებით სას-მა დაფარა 136,475 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 8 აუდიტი. დაფარვის მაჩვენებელი შედეგების განაწილება 6% 2.26% 30% 97.74% 64% საერთო დაფარვა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა შესყიდვების პროცესში არსებული სხვა დარღვევები აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები 86 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2013-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში განხორციელდა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა საჯარო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თუმცა საჯარო ორგანიზაცებში კვლავ არსებობს გარკვეული პრობლემები და გამოწვევები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას კანონმდებლობასთან შეუსაბამო ქმედებებსა და აღრიცხვაანგარიშგებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს, რაც სისტემურ პრობლემას წარმოადგენს საჯარო სექტორში. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობა და გამოავლინა რიგი დარღვევებისა, რომლებმაც მოიცვა სამი ძირითადი სფერო: აქტივების არასრულყოფილი და კანონშეუსაბამო აღრიცხვა ხარვეზები შესყიდვების პროცესებში საკადრო პროცედურების გაუმართაობა აღნიშნული აუდიტის მთავარი მიზანია, წარმოადგინოს ობიექტური დასკვნა და მიუთითოს არსებულ ხარვეზებზე, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ქმედებების მომავალში თავიდან ასაცილებლად. აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი დარღვევების მოკლე აღწერა აუდიტის პერიოდმა დაფარა 2013-2014 წლები და 2015 წლის 7 თვე. აუდიტის შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევებისა, მათ შორის:  აქტივების არასრულყოფილი აღრიცხვა:  მერიის ადმინისტრაციაში არ იყო უზრუნველყოფილი არაფინანსური აქტივების იდენტიფიცირება ბუღალტრულ აღრიცხვასთან, რაც შეუსაბამობაშია „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“20 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. არასრულყოფილად ხორციელდებოდა ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების 20 საქართველოს ფინანსთა მინისტრის, 2007 წლის 28 დეკემბრის, N1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის, მე-5 მუხლის მოთხოვნები 87 ინვენტარიზაციები, შესაბამისად, არ არის დაცული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“21 მოთხოვნები. ფაქტობრივად, მოშლილია მატერიალური ფასეულობების აღრიცხვაზე კონტროლი.  ხარვეზები შესყიდვების პროცესებში:  2013 – 2014 წლებში შესყიდვების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრისთვის არ ხდებოდა ბაზრის საფუძვლიანი კვლევა, რაც ზრდის საბიუჯეტო თანხების არაეკონომიური განკარგვის რისკებს. სავარაუდო სატენდერო ღირებულებები, ხშირ შემთხვევაში, ბევრად აღემატებოდა საბოლოოდ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასებს.  2013 წელს თბილისის სატრანსპორტო პარკის განახლებისათვის ავტობუსების შესყიდვაზე გამოყენებული გამოცხადებულ ტენდერში არამართლზომიერადაა პრეტენდენტის მიმართ დისკვალიფიკაციის და ტენდერის შეწყვეტის უფლება.  2013 - 2014 წლებში სატენდერო დოკუმენტაციებში საკვალიფიკაციო მოთხოვნებით ხელოვნურად იზღუდებოდა კონკურენცია და ექმნებოდა უპირატესი მდგომარეობა კონკრეტულ ერთ პრეტენდენტს, რითაც დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“22საქართველოს კანონი. 2013 - 2015 წლებში სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევით, შესყიდვებისას არაჯეროვანი ინსპექტირების გამო, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების გარეშე გადახდილია ასანაზღაურებელზე მეტი თანხები.  საკადრო პროცედურების გაუმართაობა:  2013 - 2014 წლებში, სათანადო დასაბუთების გარეშე, მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ ოთხ შპს-ში შექმნილი იყო 11 წევრიანი სამეთვალყურეო საბჭოები, სულ 44 წევრი, თითოეულისთვის თვეში - 2.5 ათას ლარიანი ხელფასით, რისთვისაც მერიის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან გახარჯულია 1,272.8 ათასი ლარი. 21 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მოთხოვნები 22 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-2 მუხლის ბ) და გ) პუნქტების მოთხოვნები 88  2013 და 2014 წელს პრემიების გაცემისას არ იყო დაცული თბილისის მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული “ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის“23 ითვალისწინებს მოსამსახურეებზე ზეგანაკვეთური მუშაობის და პრემიების განსაკუთრებით მოთხოვნები, რომლებიც გაცემას პირადი წვლილის, საპასუხისმგებლო ფუქნციური დატვირთვის შემთხვევაში.  2013, 2014 წლებში, დანამატები გაიცა „საჯარო სამსახურის შესახებ“24 , „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“25 საქართველოს მოთხოვნების დარღვევით. ასევე 2013, 2014 წლებში და 2015 წლის 6 თვეში დანამატების გაცემისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებული “საბიუჯეტო კლასიფიკაციით” განსაზღვრული დანამატის ცნების გაუთვალისწინებლად, დანამატის გაცემის დასაბუთებების გარეშე ადგილი ქონდა თანამშრომლებზე წლის დასაწყისში წინასწარ, მთელი წლის სისტემარიურობიდან განმავლობაში, გამომდინარე, დანამატის უფრო დანიშვნის თანამდებობრივი ფაქტებს, სარგოს რაც ხასიათს ატარებდა ვიდრე დანამატისას.  2014 წელს მერიის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო კონკურსის დროულად ჩატარება, რითაც დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“26 მოთხოვნები. შედეგად, გათვალისწინებული მერიის 133 დროებით მოვალეობის შემსრულებელი, თვენახევარის განმავლობაში, დანიშვნისა და კონკურსის გავლის გარეშე ასრულებდა სამუშაოს. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013-2015 წლის შესაბამისობის აუდიტი აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა 23 თბილისის მთავრობის, 2006 წლის 14 მარტის, N05.11.128 დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი 24 „საჯარო სამსახურის შესახებ“24 საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი 26 “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი 25 89 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთეულს, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს საქალაქო სტრუქტურული ზედამხედველობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, ასევე ხმაურის ნორმების დაცვაზე. საქალაქო სამსახურის ერთერთი ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი და საჯარიმო სანქციების გამოყენება. სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეებზე მიღებული დადგენილებების აუდიტით დადგენილ იქნა, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდში:  რიგ შემთხვევებში დარიცხული ჯარიმის თანხებზე სააღსრულებლო ფურცლები შედგენილი არ არის და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თანხების იძულებით ამოღება - მიქცევის თაობაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. კერძოდ, ამ პერიოდში იძულებით აღსასრულებლად არ იქნა გადაგზავნილი 50 დადგენილება 468.0 ათასი ლარის საჯარიმო თანხების ამოღებაზე.  2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, ზემოთ მითითებული 6თვიანი გასვლის შემდეგ27, წესით ამოღება-მიქცევისათვის ვადის იძულებითი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნილია თანხების სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული 50 დადგენილება თანხით - 427.0 ათასი ლარი.  ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევებისათვის 2013–2014 წლებში ამნისტირებულია 160 სუბიექტი. 54 სამართალდამრღვევ სუბიექტს არ აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებული და მათზე არ არის დარიცხული სამმაგი ოდენობის ჯარიმა - 816.0 ათასი ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ამნისტირებულ სამართალდამრღვევ სუბიექტზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ 6 დარიცხულია სამმაგი ოდენობის ჯარიმა.  უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოებზე სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, შესრულებულია სულ 11.4 ათასი ლარის სადემონტაჟო 27 დარღვეულია 6 თვიანი ვადები; 90 სამუშაოები. ამასთან, ამ ფიზიკურ პირების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ დაწყებულა და საქალაქო სამსახურს სამართალდამრღვევისათვის არ მოუთხოვია გაღებული ხარჯების ანაზღაურება.  მწვანე ნარგავების უკანონოდ გაჩეხვისა და დაზიანების 81 ფაქტზე სამართალდამრღვევის (ვალდებული პირის) და ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ სამსახურს თვითმმართველობისთვის მიყენებული 229.9 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის მოთხოვნები არ შეუსრულებია. 3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 2011-2013 და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტები სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოების გამართული ფუნქციონირება დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის მდგრად განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მართვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ყურადღება მიიქცია რამდენიმე მნიშვნელოვანმა საკითხმა. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:  შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ ვერ წარმოადგინა 2011-2013 წლებში 144 ათასი ლარის ღირებულების მარაგების შესყიდვის და 27.5 ათას ლარზე ქვეყნის შიდა მივლინებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.  საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შპს-ს კაპიტალი გაიზარდა 800.0 ათასი ლარით. განკარგულების მიხედვით შპს-ს დაევალა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილიას ტბასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, რომლის ფაქტობრივმა შესრულებულმა სამუშაოებმა შეადგინა 818 ათასი ლარი. ასევე, განკარგულების საფუძველზე შპს-ს დამატებით დაევალა საკუთარი სახსრებით ქ. ყვარელში, ილიას გორაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრთან მისასვლელი ს/გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და ქ. ყვარელში, ილიას ტბის თავზე შესაბამისი წარწერის მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებზე ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 737.1 ათასი 91 ლარი. ყველა ზემოხსენებული სამუშაოს ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღებაჩაბარება დაევალა ყვარლის მუნიციპალიტეტს. თუმცა, დასრულებული სამუშაოები ჩაბარებული არ არის.  საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სამშენებლო კომპანიის კაპიტალი გაიზარდა 10,490.0 ათასი ლარით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად. შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება დაევალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 12,676.1 ათასი ლარი, საიდანაც 2,186.1 ათასი ლარის სამუშაოები კომპანიამ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განახორციელა საკუთარი სახსრებით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტი არ არის ჩაბარებებული.  საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე კომპანიის კაპიტალი გაიზარდა 7,366.0 ათასი ლარით. აღნიშნული თანხა გამოყოფილი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის. განკარგულებებში სამუშაოების მიმღები პირი არ იყო განსაზღვრული. შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 3,640.5 ათასი ლარი. აუდიტის პერიოდისათვის სამუშაოები ჩაბარებული არ არის. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია თუ ვინ უნდა მოახდინოს ზემოთ აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების გაფორმება, რადგან მთავრობის განკარგულებით არ იყო განსაზღვრული. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:  კომპანიამ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს უსასყიდლო სარგებლობაში კომპანიისათვის გადაცემის პირობით, საერთო ჯამში გადაურიცხა 6,809.0 ათასი ლარი. მოგვიანებით უსასყიდლო უზურფრუქტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გაუქმდა, ხოლო მათ საფუძველზე გადარიცხული თანხები კომპანიას არ დაბრუნებია. 92  შპს-ს მიერ გამოცხადებულ ზოგიერთ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ისეთი პრეტენდენტები, რომელთა სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს.  ასევე,ზოგიერთ შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი საქონლის აღწერისას დაფიქსირებულია ისეთი სპეციფიკური პარამეტრები, რომელთა მითითებაც ზღუდავდა კონკურენციას და შედეგად ტენდერში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი. 10. გარემოსდაცვითი პროგრამების მხარდაჭერა გარემოსდაცვითი პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით სას-მა დაფარა 65,028 ათასი ლარი. ამ მიმართულებით ჩატარდა 8 აუდიტი. დაფარვის მაჩვენებელი 1% შედეგების განაწილება 4% 43% 99% 53% აქტივების არაპროდუქტიული განკარგვა საერთო დაფარვა გარემოსდაცვითი პროგრამების მხარდაჭერა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა 1. ხე - ტყის კომერციული რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტი აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა ენერგეტიკული, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოში ტყის რესურსით ოფიციალური სარგებლობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ტყის უკანონო ჭრა დღეისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 93 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოში ხე-ტყის დამუშავების კომერციულ სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც უკავშირდება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემას, ლიცენზიის პირობების ჩამოყალიბებას და სალიცენზიო ფართობის სახელმწიფო კონტროლს. აღნიშნულ პერიოდში, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემასა და მის კონტროლს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო სტრუქტურები ახორციელებდნენ. აუდიტის პერიოდი და ძირითადი მიგნებები აუდიტის პერიოდმა დაფარა 2013 – 2015 ოქტომბრამდე პერიოდი და დროის ამ მონაკვეთში მოქმედი 70 ლიცენზიის მიმდინარე მდგომარეობა. ვინაიდან ლიცენზიები გაიცა 2007-2011 წლებში, აუდიტის ჯგუფმა საკითხის სრულფასოვანი ანალიზის განხორციელების მიზნით ასევე გამოიყენა ამ პერიოდის ინფორმაცია. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრობლემები:  ტყით სარგებლობის ლიცენზიების აუქციონები არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა:  აუქციონებზე არაკონკურენტული გარემოს ერთ - ერთი მიზეზია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული განუსაზღვრავს ტყის ის ზონირების ფართობები პროცესის და მიზანშეწონილი იქნებოდა სალიცენზიოდ. პირობებში შედეგად მოცულობა, წინასწარ რომლის არ გაცემაც ამგვარი ზონირების არარსებობის ლიცენზიები გაიცა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ კონკრეტული, მათთვის სასურველი ტყის მასივების მოთხოვნის საფუძველზე.  არაკონკურენტულ გარემოში გასხვისებული ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დაბალია მათ რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით. 2013-2015 წლებზე ჩატარებული ანალიზით გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში აუქციონის შემოსავლის და ლიცენზიის მოსაკრებლის ჯამურმა რაოდენობამ 24 მილიონი ლარი შეადგინა. გრაფიკი: ლიცენზიებიდან მიღებული სახელმწიფო სარგებლის შედარება რესურსის საბაზრო ღირებულებასთან. ლიცენზიებით შემოსავალი, მილიონი 24 სახელმწიფოს ლარი, მიერ დაახლოებით მიღებული 6-ჯერ 3 ნაკლებია წლის ჯამური ლიცენზიებით მოსაპოვებელი რესურსის იმავე პერიოდის ჯამურ საბაზრო ღირებულებაზე, 150 მილიონ ლარზე. 94 თანხები, მილიონი ლარი 149.95 160.00 140.00 120.00 100.00 80.00 60.00 40.00 20.00 0.00 125.71 24.24 საბაზრო აუქციონებით და ღირებულება (ლარი) მოსაკრებლებით მიღებული შემოსავალი (ლარი) სხვაობა  2013 -2015 წლებში სახელმწიფოს მიერ მიღებული შემოსავალი 125,712.8 ათასი ლარით ნაკლებია ამავე პერიოდში ლიცენზიებით მოსაპოვებელი რესურსის საბაზრო ღირებულებაზე. აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია ლიცენზიების საწყისი ფასის სიმცირითა და აუქციონებზე დაბალი კონკურენციით.  ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის დამადასტურებელ საბუთში ტყით სარგებლობის ლიცენზიის პირობები განსაზღვრული არ არის:  ლიცენზიების 82% -ში მითითებულია, რომ ლიცენზიანტი ვალდებულია დაიცვას „კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები“. აღნიშნული ჩანაწერი ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების სრულად გაცნობიერებას და მათ შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას.  ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში აქტიურად შედიოდა ცვლილებები, რითაც კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობები მნიშვნელოვნად იცვლებოდა.  2011 წელს ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებში 61 მუხლია შეცვლილი, რაც ქმნის ალბათობას, რომ ზოგიერთი ცვლილების მორგება კერძო კომპანიებზე მოხდა. აუდიტის შედეგად გაცემული ძირითადი რეკომენდაციები არსებული მიგნებების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეხება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული სააგენტოს სამუშაო პროცესს, არამედ მთლიანი სისტემის ფუნქციონირების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას. აქედან გამომდინარე, ლიცენზიის გაცემის და პირობების ჩამოყალიბების 95 შესახებ რეკომენდაციები მიმართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საიმისტროზე:  აუქციონზე კონკურენციის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ განსაზღვროს სალიცენზიოდ ვარგისი ტყის ფონდის ფართობი და შემდეგ საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს ლიცენზიის საჯარო აუქციონის წესით კონკურენტულ გარემოში გასხვისება.  სახელმწიფოს მიერ ადექვატური შემოსავლის მიღების მიზნით, სამინისტრომ აუქციონის საწყისი ფასის დადგენის დროს გაითვალისწინოს ხე-ტყის შესაბამისი ჯიშისა და ხარისხის საბაზრო ფასი.  ლიცენზიებით მოსაპოვებელი რესურსის ოპტიმალური განსაზღვრის მიზნით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გაიცეს ტყის ფონდის სალიცენზიო ფართობის ინვენტარიზაციის ასათვისებელი ჩატარების ხე-ტყის შემდეგ. რესურსის ლიცენზიის რაოდენობა გაცემამდე, განისაზღვროს ინვენტარიზაციის მონაცემების საფუძველზე.  ლიცენზიანტის მიერ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობიერების მიზნით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის დოკუმენტში სრულად და გარკვევით აისახოს ლიცენზიის პირობები. მოქმედ ლიცენზიებში, სადაც მითითებულია ლიცენზიანტმა პირობები“, დაიცვას „კანონმდებლობით დაკონკრეტდეს გათვალისწინებული ლიცენზიანტების საქმიანობასთან სალიცენზიო დაკავშირებული ვალდებულებები და რელევანტური ყველა ბრძანება - დადგენილება (გეგმის შედგენის, ტყითსარგებლობის, რესურსის ტრანსპორტირების წესები და ა.შ.) აღნიშნულ დოკუმენტში, სხვადასხვა ნორმატიული აქტებიდან თავმოყრილ იქნას სალიცენზიო პირობები, რაც დაფარავს ლიცენზიანტის საქმიანობის სრულ პროცესს. 2.1. აუდიტორული საქმიანობით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა სას-ის აუდიტორული საქმიანობა ორიენტირებულია არა მხოლოდ დარღვევების გამოვლენაზე, არამედ - სახელმწიფო მმართველობის გასაუმჯობესებლად სისტემური ხასიათის ხარვეზების გამოვლენასა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი მართვის მისაღწევად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე. 96 2014-2015 წლებში სამსახურმა საჯარო მმართველობის გასაუმჯობესებლად გასცა 700 რეკომენდაცია (2015 წელს 347 რეკომენდაცია). რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი, აუდიტის ობიექტების წერილობითი პასუხის მიხედვით, 40%-ს შეადგენს. რეკომენდაციების შესრულების დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სას-ისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს აუდიტის ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდა. ამ მიმართულებით სამსახურმა გასულ წელს აქტიურად დაიწყო როგორც რეკომენდაციების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე აღნიშნულ პროცესში პარლამენტის როლის გაზრდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2015 წელს გაცემული რეკომენდაციები მიმართულია შემდეგი სახის დარღვევების გამოსასწორებლად: აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები, ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები და სხვ. (იხ. დიაგრამა) 2015 წელს გაცემული რეკომენდაციები: აქტივების ხარვეზები 18% 16% 14% არსებული ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 25% 27% მართვაში საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები ფინანსური აღრიცხვა - ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი დარღვევები შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 3. ექსპერტ-ანალიტიკური საქმიანობა ძირითადი აუდიტორული საქმიანობის გარდა, სას საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ორგანოებს აწვდის რეკომენდაციებს ნორმატიული აქტების შესახებ, სახელმწიფო მმართველობის, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის რეფორმისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. 97 სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონაწილეობს საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების მაკოორდინირებელი ორგანიზაციებისა და 2 პროფესიული საბჭოს28 საქმიანობაში. სას-მა 2015 წელს მაკოორდინირებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მოამზადა 10 ანგარიში:  სახელმწიფო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა 2 სამოქმედო გეგმა და შესრულების 2 ანგარიში;  ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმა და შესრულების 2 ანგარიში;  ეროვნულ ანტიკორუფციულ საბჭოს წარუდგინა 2 ანგარიში სას-ის მიერ საქართველოს 2015-2016 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის შესახებ;  ევროკავშირის დელეგაციას წარუდგინა შუალედური ანგარიში „სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მეორე ტრანშის გამოყოფასთან დაკავშირებით პირობების შესრულებაზე. 3.1. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წვლილი ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელს უწყობს კორუფციისაგან თავისუფალი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებას. ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში სას თანამშრომლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელთან (OECD-ACN) და „სახელმწიფოთა ჯგუფთან კორუფციის წინააღმდეგ“ (GRECO), რომელიც აფასებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობასა და მათ ანტიკორუფციულ სტრატეგიას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის საკოორდინაციო საბჭო, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო 28 98 სას-ი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პუბლიკაციში OECD-ACN -ის კვლევა „კორუფციის პრევენცია საჯარო სექტორში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ კვლევაში აღნიშნულია, რომ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი უმთავრესია სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება კორუფციის ნიშნების შემცველი შემთხვევების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის „კორუფციასთან ბრძოლის მიზნით უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ გატარებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი უმთავრესია სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება კორუფციის ნიშნების შემცველი შემთხვევების შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური გამოირჩევა მისი აქტიური თანამშრომლობით სამართალდამცავ ორგანოებთან. ერთობლიევი გამოძიებებისა და კოორდინირებული აუდიტების შედეგად , 20112013 წლების განმავლობაში, დაახლოებით 13,8 მილიონი ლარი სამსახურის სამართალდამცავ თანამშრომლობა დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში“ ორგანოებთან OECD-ის მიერ სამაგალითოდაა აღიარებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 99 სას-ის თანამშრომლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან სას-ი, აგრეთვე, ჩართულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში. სას-ის სახელით ანტიკორუფციულ საბჭოს იანვარივნისის პერიოდებში წარედგინა ანგარიში სამსახურის მიერ 2015 წლის ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის იანვარ-ივნისის შესრულების პროგრესის შესახებ. სასის მიერ საანგარიშო პერიოდში განსახორციელებელი 17 სამიზნე აქტივობიდან 13 ჩაითვალა სრულად შესრულებულად, ნაწილობრივად - 3, ხოლო 1 - შეუსრულებლად. მნიშვნელოვანია სას-ის ჩართულობა ანტიკორუფციულ საბჭოში შექმნილ კიდევ ერთ სამუშაო ჯგუფში, რომელიც განიხილავდა საქართველოში არსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემის მონიტორინგის სისტემის საკითხს. ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა აღნიშნული მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდება 2017 წლიდან. 3.2. სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამის პირობების შესრულება საქართველოში მხარდაჭერა სახელმწიფო ევროკავშირის ფინანსების ერთ-ერთი სექტორში ძირითადი მიმდინარე მიმართულებაა. რეფორმების ევროკავშირმა სახელმწიფო ფინანსების სისტემის რეფორმის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 2014-2017 წლებისთვის გამოუყო 19 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი. ყოველი ტრანშის გადმორიცხვა დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ წინასწარ შეთანხმებული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ბიუჯეტის შედგენა, ფინანსური აღრიცხვა, გაუმჯობესებული შიდა და გარე აუდიტის მექანიზმები და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. 2015 წელს განსაზღვრული 5.2 მილიონი ევროს ოდენობის მეორე ტრანშიდან 1.529 მილიონი ევრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმატებით შესრულებული წინაპირობების შედეგად გადმოირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. 29 სულ გათვალისწინებულია 3 ტრანში 100 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესრულებული პირობებიდან აღსანიშნავია პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის დელეგაციას. საკანონმდებლო მანდატი წარედგინა პოლიტიკის უმაღლესი საქართველოს დოკუმენტში აუდიტორული პარლამენტსა გაანალიზებულია ორგანოების და სას-ის საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან შესაბამისობის კუთხით და მომზადებულია შესაბამისი რეკომენდაციები კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით, კერძოდ: 1. სას-ის დამოუკიდებლობის კონსტიტუციურ - სამართლებრივი გარანტიების სასამართლოსადმი მიმართვის განსამტკიცებლად: სამსახურს - მიენიჭოს საკონსტიტუციო შესაძლებლობა; სას-ის - მანდატისა და დამოუკიდებლობის გარანტიების განმსაზღვრელ საკანონმდებლო აქტს, მიენიჭოს ორგანული კანონის სტატუსი. 2. სას-ის უფლებამოსილების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად: სამსახური - განთავისუფლდეს პოლიტიკური დაფინანსების რეგულირების განმსაზღვრელი საკანომდებლო ვალდებულებისგან; დაიხვეწოს - სამსახურის უფლებამოსილების რეგულაციები შემოსავლების აუდიტთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ სას-ს სრული დაშვება ჰქონდეს საგადასახადო და საბაჟო დოკუმენტაციასთან, ინდივიდუალური საგადასახადო საქმეების შესწავლის ჩათვლით. 3.3. სას-ის როლი საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სისტემის განვითარებისთვის აღსანიშნავია სას-ის წვლილი საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სისტემის განვითარებისთვის, ღონისძიებებში. საკანონმდებლო სას-ის, სახელმწიფო ბაზის შიდა გაუმჯობესებასთან ფინანსური დაკავშირებულ კონტროლის დანერგვის 101 ღონისძიებათა ეფექტიანობის აუდიტის30 შედეგად გაცემულმა რეკომენდაციებმა საფუძველი ჩაუყარა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონში საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებების ინიცირებას. სას-ი აქტიურად თანამშრომლობდა ფინანსთა სამინისტროსთან კანონპროექტის მომზადების პროცესში და დამატებით წარუდგინა საქართველოს პარლამენტს დასკვნა ინიციირებულ კანონპროექტზე. სას-ი ასევე აქტიურად ჩაერთო „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის საპარლამენტო განხილვაში – მონაწილეობა მიიღო საკომიტეტო მოსმენაში და დამატებით წარადგინა წერილობითი დასკვნა აღნიშნულ კანონპროექტზე. 3.4. სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, უკვე მეხუთე წელია საჯარო საგანმანათლებლო, სექტორს პროფესიულ- საექსპერტო-ანალიტიკურ აუდიტორულ მომსახურებას ინსტიტუტის უმთავრესი უწევს. მისიაა სსიპ-მა 2015 წელს: და საჯარო  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საჯარო  ფინანსების - მართვასა და საჯარო სექტორის აუდიტის სისტემის განვითარებას საქართველოში. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ყოველწლიურად ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირებას,  უზრუნველყოფს ტრენერების მომზადებასა და გადამზადებას, რითაც ხელს უწყობს ამ სფეროში მომუშავე აუდიტორთა  ორჯერ ჩაატარა სერტიფიცირების კურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 68 კანდიდატმა, ხოლო საჯარო აუდიტორის სერთიფიკატი მოიპოვა 44-მა პირმა 261 ადამიანი გადამზადდა შემდეგი მიმართულებების მიხედვით: ეფექტიანობის აუდიტი ქონების მართვა სახელმწიფო შესყიდვები საგადასახადო აუდიტის ჩატარების წესი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესის პრაქტიკა საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების მიმართულებით განახორციელა 8 პროექტი საექსპერტო - საკონსულტაციო მიმართულებით - 1 პროექტი. კვალიფიკაციის ამაღლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. 30 აუდიტის ანგარიშის სრული ვერსია იხ. შემდეგ ბმულზე: http://sao.ge/files/auditi/efeqtianobis-angarishi/shidakontroli.pdf 102 2015 წელს, სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ მოიპოვა პრეზიდენტის გრანტი, რომლის მეშვეობით განხორციელდა პროექტი - „საჯარო სსიპ-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები: 1. ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი 2. ასიგნებების გადატანის უფლებამოსილება შემდგომი ფისკალური წლისათვის 3. ფისკალური შეზღუდვები 4. სახელწმიფო საშინაო ვალის ფინანსური ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ელეტრონული კურსები ფინანსური შესახებ და რომელზეც შეიქმნა და ეფექტიანობის ელეტრონული განთავსებულია აუდიტების ბიბლიოთეკა, 1000-ზე მეტი ინსტრუმენტები ელექტრონული წიგნი31. ამას გარდა, საჯარო სექტორის უკეთესი პრაქტიკის სახელმძღვანელო: 1. აუდიტორები პროფესიული განვითარების მიზნით შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტირება სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ შვედეთისა და ლატვიის უმაღლეს აუდიტორულ ორგნიზაციებში საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. 4. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობას. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით განსაზღვრული მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და შემოწმებას. მონიტორინგი წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც მიმართულია, ხელი შეუწყოს პოლიტიკური დაფინანსების სფეროში კორუფციის რისკის მინიმუმამდე დაყვანას. სამსახური, ასევე, უზრუნველყოფს პარტიების დაფინანსების პროცესის გამჭვირვალობას. 31საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსებულია როგორც ელექტრონული ბიბლიოთეკა, ასევე ელექტრონული კურსებიც www.sai.ge 103 პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება სამსახურის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFES-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა კონსულტაციები, რომლებიც ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და პრაქტიკის სრულყოფა და საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. შემუშავდა რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, კერძოდ:  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გაცემული სახსრების მონიტორინგის შესახებ რეგულაციების მოწესრიგება;  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების ყველა საარჩევნო სუბიექტზე გავრცელება და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რამოდენიმე მუხლში პარტიების შესახებ არსებულ ჩანაწერებს საარჩევნო სუბიექტის დამატება;  განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის დეკლარირების ვალდებულებაზე ორაზროვანი ჩანაწერების დაზუსტება;  პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრა;  პოლიტიკური პარტიების დეკლარირების შესახებ გარკვეული საკითხების გამარტივება და ინფორმაციის გამოქვეყნების კონკრეტული ვადების დადგენა;  საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის დაზუსტება და ერთიან სისტემაში მოყვანა. 2015 წლის ივნისის თვეში IFES-ის ორგანიზებით დაიწყო 3 თვიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოწვეულ იქნა საერთაშორისო ექსპერტი. პროექტის შედეგად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხარისხის მართვის სისტემა და მომზადდა 104 ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამოქმედო ინსტრუქციები. აღნიშნული სისტემის ფარგლებში:  დამუშავდა სამსახურის მიერ განსახორციელებელი თითოეული ქმედების შესაბამისი პროცედურების დოკუმენტაცია,  პროცედურებთან ერთად მომზადდა საქმიანობის თითოეულ ეტაპზე მოსამზადებელი წერილისა თუ სხვადასხვა დოკუმენტაციის შაბლონები. საერთაშორისო შეფასებები 2015 წლის ივლისში გამოქვეყნდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების Global Integrity და Sunlight Foundation მიერ პოლიტიკური ფინანსების საკითხის მოწესრიგების კუთხით (Money, Politics and Transparency) შედგენილი რეიტინგი, რომელშიც საქართველომ ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა, შედეგად - მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა. 5. ინსტიტუციური განვითარება ურთიერთობა დაინტერესებულ მხარეებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან გამჭვირვალე და ღია მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. გასულ წელს სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პარლამენტთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია საქართველოს პარლამენტთან აუდიტორული საქმიანობის შედეგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ სისტემატური და დროული კომუნიკაცია. საფინანსო - საბიუჯეტო სისტემატიურად კომიტეტი, განიხილავს სხვა სახელწმიფო საპარლამენტო აუდიტის აღსანიშნავია, რომ კომიტეტებთან სამსახურის ერთად, ანგარიშებს. 105 საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებებსა და სას–ის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით 2015 წელს GIZ-ის დახმარებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფი. ურთიერთთანამშრომლობის აღნიშნული ფორმა დეპუტატებს საშუალებას მისცემთ, სიღრმისეულად გაეცნონ ზოგადად საჯარო მმართველობაში და კერძოდ - ცალკეულ უწყებებში არსებულ რისკებსა და ტენდენციებს. გარდა პარლამენტარებისა, ჯგუფის განხილვაში მონაწილეობას იღებენ აუდიტის ობიექტების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დააფისქირონ საკუთარი მოსაზრება აუდიტების ანგარიშთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზნებია32:  სას-ის აუდიტის ანგარიშების ყოველთვიური განხილვა,  სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტული აუდიტის ანგარიშების მოსმენა და მსჯელობა, და საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება  ანგარიშებთან დაკავშირებით სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. ასევე, გასულ წელს სას-სა და პარლამენტს შორის გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელთაგან აღსანიშნავია:  სას-ისა და პარლამენტის აქტიური თანამშრომლობა გერმანიის ბუნდესტაგთან და გერმანიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან. აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით, გერმანიის მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა. აღნიშნული პრაქტიკის გაცნობის მიზნით, GIZ-ისა და TWINNING-ის ორგანიზებით, პარლამენტის წევრები და სას-ის თანამშრომლები ეწვივნენ ბუნდესტაგსა და გერმანიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას;  ევროკომისიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებული ზედამხედველობა კონფერენცია საქართველოში“. - „საპარლამენტო კონფერენციაზე და გარე განხილულ საფინანსო იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის გაძლიერება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკონსტიტუციო გარანტიები. 32 სას-ის აუდიტის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის დებულება იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.parliament.ge/uploads/other/30/30558.pdf 106 პარლამენტსა და აუდიტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამსახურს 2015 წელს შორის ასევე გაღრმავებული განხორციელდა შემდეგი აქტივობები: - საქართველოს პარლამენტში გაიგზავნა 166 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები; - საქართველოს პარლამენტს მიეწოდა ბიუჯეტის შესრულებასთან/ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მოხსენებები/დასკვნები. აღნიშნული ანგარიშებით გამოვლენილ 65 სისტემური დონის ხარვეზზე გაცემულ იქნა 44 რეკომენდაცია; - აუდიტის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფს განსახილველად გაეგზავნა 12 აუდიტის ანგარიში; - 2015 წლის განმავლობაში, პარლამენტში განხორციელდა 3 ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის შედეგების საკომიტეტო განხილვა. სას-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში, პარლამენტის როლისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, სამსახურმა საპილოტო რეჟიმში დანერგა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შიდა პოლიტიკა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. ელექტრონული სისტემის მეშვეობით, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გაცემულ რეკომენდაციებზე აუდიტის ობიექტების მხრიდან რეაგირების მაჩვენებლის ზრდას. თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საერთაშორისო სტანდარტებისა და უკეთესი პრაქტიკის მიხედვით წარმართავს თავის საქმიანობას, რაც ტრადიციულად გულისხმობს აუდიტის შედეგების საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის გაზიარებას. საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის სას-ის საქმიანობის უფრო გამჭვირვალე და თანამონაწილეობითი პრინციპებით წარმართვის მიზნით, გასულ წელს საფუძველი ჩაეყარა არაერთ მნიშვნელოვან პროცესს. 2015 წელს:  მომზადდა 8 მედია რეპორტაჟი ეფექტიანობის აუდიტების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ასევე, მომზადდა 1 სტატია. 107  გაიმართა მედია სემინარი - „კარგი მმართველობის ხელშეწყობა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი“,რომელიც მიზნად ისახავდა საჯარო ფინანსების თემატიკაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებისათვის აუდიტის სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით სამსახურის საქმიანობისა და შედეგების შესახებ ინფორმირების გაუმჯობესებას. სემინარში მონაწილეობა მიიღო ბეჭდური, ტელე, რადიო და ინტერნეტ მედიის 20-მდე წარმომადგენელმა.  ტრადიციულად, ჩატარდა 2 შეხვედრა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აჭარაში მოქმედ შეხვედრებისას საზოგადოებრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.  გაიმართა სამი საკონსულტაციო შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელთა მიზანი იყო: - სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით მოქალაქეების, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სას-ის საქმიანობაში, - სას-ის მიერ მომზადებულ, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტების განხილვას.  საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მომზადდა აუდიტის ანგარიშების მოკლე ვიდეო პრეზენტაციები. ვებგვერდზე ამჟამად განთავსებულია 100-მდე ვიდეო პრეზენტაცია33. აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საჯარო ფინანსების გაუმჯობესებისათვის, მართვის სამსახური სფეროში სამოქალაქო სხვადასხვა ინოვაციური თანამონაწილეობის მეთოდისა და ინსტრუმენტისმიდგომის მეშვეობით გეგმავს მოქალაქეების და, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სამსახურის საქმიანობაში. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ კი “უმაღლესი აუდიტორილი ორგანიზაციების ღირებულებები და სარგებელის “ (ISSAI 12) პრინციპების შესაბამისად,სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საჯარო ფინანსების მართვის ზედამხვედველობაში სამოქალაქო ჩართულობის ინიცირებისთვის. 33 ვიდეო მიმართვები იხ. შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/user/saogeorgia 108 სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო ანგარიშვალდებულების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სას-ის, საპარლამენტო ზედამხედველობის ხელშემწყობი როგორც მთავრობის ორგანიზაციის, ყველა საქმიანობაზე პროდუქტის საბოლოო მომხმარებელი მოქალაქეა. დიაგრამა: სას, როგორც სახელმწიფო ანგარიშვალდებულების სისტემის კომპონენტი საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით შესასრულებლად და უკეთესი მმართველობის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გასულ წელს დაიწყო პროექტი „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა“. პროექტის მთავარი მიზნებია: 109 პროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობას არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან, პარლამენტისა და მოქალაქეების ჩართულობის ვებ-პლატფორმის მომზადებასა და ურთიერთობის გაღრმავებას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სტუდენტებთან, მედიასა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. დიალოგი სამოქალაქო სექტორთან 2015 წელს საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას სას-ის საქმიანობაში და ასევე, განსაზღვრავს არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების როლს ამ პროცესში. ამ მიმართულებით, გასულ წელს გენერალური აუდიტორის ინიციატივით შეიქმნა საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი. საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში შესაძლებელი გახდა:  საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება,  უკუკავშირი დაინტერესებული პირებისგან,  შენიშვნებისა და შემოთავაზებული მოსაზრებების საკითხების განხილვა არსებითობიდან და მათი გამომდინარე, გათვალისწინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შენარჩუნებასთან ერთად. თანამედროვე ტექნოლოგიები მოქალაქეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად პარლამენტის, მოქალაქეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით, სას გეგმავს ინტერაქციული და ანალიტიკური ინსტრუმენტის - პარლამენტისა და მოქალაქეების ჩართულობის ვებ-პლატფორმის მომზადებას. პლატფორმა საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მიიღონ შეჯამებული ინფორმაცია საჯარო მმართველობის შესახებ მარტივი ფორმით და ასევე მოქალაქეებმა - მარტივად მიაწოდონ სამსახურს ინფორმაცია საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ. პლატფორმა ხელს შეუწყობს 110 სამოქალაქო განათლებას, გაზრდის საზოგადოების ინტერესს და შესაბამისად, ჩართულობას - აუდიტის დაგეგმვის, მიმდინარეობისა და სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში. ასევე, აღსანიშნავია, რომ აუდიტორულ საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით, გასულ წელს გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, ტრენინგი, პრეზენტაცია და კონფერენცია, რომელთა მიზანი იყო, როგორც აუდიტების თემების შერჩევა, ასევე აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების სამოქალაქო სექტორისთვის გაცნობა. ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროაქტიული უზრუნველყოფისთვის 2015 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის „ინფორმაციის უზრუნველყოფისთვის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 ნომინაციაში დააჯილდოვა, კერძოდ, სას 2015 წელს საჯარო ინფორმაციისა და საჯარო ხელმისაწვდომობის ინფორმაციის პროაქტიული უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა. 5.1.საერთაშორისო თანამშრომლობა საჯარო სექტორის აუდიტის ხარისხის გაძლიერების, ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით სამსახური აგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან. სას არის უმაღლესი აუდიტორული უწყებების საერთაშორისო ორგანიზაციისა (INTOSAI) და მისი რეგიონული გაერთიანებების (EUROSAI, ASOSAI) წევრი. INTOSAI, EUROSAI და ASOSAI წარმოადგენენ ავტონომიურ, დამოუკიდებელ და აპოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჯარო აუდიტის მიმართულებით 111 დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონულ დონეზე. გრაფიკი: სახელმწიფო აუდიტის სამსახური როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი INTOSAI • 4 ქვეკომიტეტი • 4 სამუშაო ჯგუფი • 3 კომიტეტი EUROSAI • 5 სამუშაო ჯგუფი • 2 სამიზნე ჯგუფი ASOSAI აღსანიშნავია, რომ პროფესიული ცოდნის გამოცდილების გაზიარებისთვის გასულ წელს სას-ის 18-მა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო INTOSAI-სა და EUROSAI-ს მიერ ორგანიზებულ 9 სამუშაო შეხვედრასა და ტრენინგში. გარდა ზემოხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა, სას აქტიურად თანამშრომლობს დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან. თანამშრომლობა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი (SNAO), რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამსახურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბების პროცესში. 112 სას აქტიურად თანამშრომლობს დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ინტენსიური მხარდაჭერის ფარგლებში ახორციელებენ ინტსტიტუციური განვითარების პროგრამებსა და პროექტებს. გრაფიკი: დონორი ორგანიზაციები და დახმარების მიმართულებები ინსტიტუციური აუდიტორული გაძლიერება საქმიანობის გაუმჯობესება კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (TWINNING) 2014 წელს გერმანიის, პოლონეთისა და საქართველოს უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს შორის დაიწყო საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი. პროექტი წარმოადგენს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტს, რომლის მიზანიცაა, ევროკავშირის გაფართოებისთვის მომზადების კონტექსტში, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა, ორგანიზაციული გაძლიერება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. TWINNING-ის პროექტი შედგება 3 კომპონენტისგან: 113 1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კორპორაციული და რესურსების მართვის გაძლიერება. 2. ფინანსური და შესაბამისობის აუდიტისა და ანგარიშგების გაუმჯობესება. 3. აუდიტორების პროფესიული განვითარება და მათი შეფასება. პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში სას-ში რეგულარულად იმართება პროექტის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავს საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას. 2015 წელს, სულ ჩატარდა 29 მისია, რომელმაც მოიცვა 18 ღონისძიება სხვადასხვა მიმართულებით. 5.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარება ადამიანური რესურსების მართვა (HR) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს საჯარო სექტორში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარება. აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად სამსახურისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვა, შენარჩუნება და მათი განვითარების ხელშეწყობა. 2015 წლისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმებული იყო 336 თანამშრომელი (შტატგარეშე დასაქმებულების გარდა). ორგანიზაციის თანამშრომელთა 76%ს შეადგენს პროფესიული შტატი, როგორებიც არიან აუდიტორები, ექსპერტები და ანალიტიკოსები, ხოლო 28%-ს შეადგენს დამხმარე პერსონალი. გენდერული განაწილება პროფესიული და დამხმარე ასაკობრივი განაწილება შტატის თანაფარდობა 54% 46% 114 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს პროფესიონალ თანამშრომელთა გამოცდილი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და ნაყოფიერ აუდიტორულ საქმიანობას. გარდა გამოცდილი თანამშრომლების შენარჩუნებისა, სამსახური ასევე ზრუნავს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. აღსანიშნავია, რომ „TWINNING”-ის პროექტის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიზნით 2015 წელს პროექტის ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე:  შეიქმნა ადამიანური რესურსების მართვის ახალი სტრატეგია;  შემუშავდა საქმიანობის აღწერილობები;  თანამშრომლების პროფესიული განვითარების გეგმის შესამუშავებლად ჩატარდა გამოკითხვა და განისაზღვრა თუ რა საჭიროებები თანამშრომლების პროფესიული თუ პიროვნული გააჩნია უნარების სამსახურს განვითარების მიმართულებით და რა სახის ტრენინგები ესაჭიროებათ თანამშრომლებს;  შემუშავდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამუშაოს შეფასების სახელმძღვანელო, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისთვის შეფასების პროცედურის სახელმძღვანელო და შეფასების ფორმა;  ახალი თანამშრომლებისთვის შემუშავდა გაცნობითი ხასიათის ონლაინ ტრენინგი;  თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით დაიგეგმა 3 ტრენინგი. კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარება პროფესიულ შტატში დასაქმებულ თანამშრომელთა 100%-ს აქვს უმაღლესი განათლება, მათ შორის მაგისტრი არის 54%, ხოლო დოქტორი - 5 %. ამასთანავე, სამსახურის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები პროფესიული განვითარებისა და სხვადასხვა სასერტიფიკატო პროგრამაში. სას-ის თანამშრომლები ფლობენ სერტიფიკატებს სხვადასხვა მიმართულების მიხედვით (ACCA, ISSAI საერთაშორისო სერტიფიკატები). სას-ის თანამშრომელთა ნახევარზე მეტს მოპოვებული აქვს სერტიფიკატი აუდიტის, საბიუჯეტო პროცესის, საინფორმაციო სისტემების მართვისა და სხვა პროფესიული სერტიფიკატები. 115 სერტიფიკატები სფეროების მიხედვით ტექნიკური უნარების განვითარების გარდა, სას ასევე ზრუნავს თანამშრომელთა ანალიტიკური და მართვის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ამ მხრივ, გასულ წელს სას-ის თანამშრომლებისთვის გაიმართა:  მართვისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის 3 სემინარი,  პროექტების მართვის გაღრმავებისთვის, ტრენინგების ასევე ფარგლებში ტრენინგები, - როგორც პრაქტიკული თანამშრომლები თეორიული უნარების გაეცნენ ცოდნის განვითარებისთვის. პროექტების მართვის გავრცელებულ მეთოდოლოგიებსა და ტექნიკებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2015 წელს სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ 37ტრენინგ/სემინარში, 36 სამუშაო შეხვედრასა და 15 კონფერენციაში, რომლებიც ეხებოდა აუდიტის, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის, ორგანიზაციული განვითარების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სხვა საკითხებს. 116 გადამზადებული თანამშრომლები მიმართულებების მიხედვით აუდიტი 3 22 56 16 138 6 1 ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი ორგანიზაციული განვითარება პოლიტიკური პარტიები 97 54 პროექტების მართვა პროფ. უნარ-ჩვევები საბიუჯეტო პროცესი საზოგადოებასთან ურთიერთობა სტრატეგიული დაგეგმვა თანამშრომელთა გამოკითხვა სას ყოველწლიურად ატარებს თანამშრომელთა აზრის კვლევას შიდაორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით. კითხვარის მეშვეობით თანამშრომლებმა შეაფასეს შემდეგი საკითხები:  ყოველდღიური საქმიანობის პროცესი  კარიერული წინსვლის პერსპექტივები  მენეჯმენტი და ადამიანური რესურსების მართვა  კომუნიკაციის არსებული მეთოდები და საშუალებები; გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულ თანამშრომელთა 94% კმაყოფილია სას-ში მუშაობით. გამოკითხულთა უმრავლესობა საჭიროდ მიიჩნევს მუდმივ პროფესიულ ზრდას და სხვადასხვა ტრენინგსა და სასერტიფიკაციო კურსში მონაწილეობის მიღებას. შეფასებისა და ანაზღაურების არსებული სისტემა თანამშრომლების უმრავლესობისთვის დამაკმაყოფილებელია. მართვის სისტემები სას ინოვაციური და თანამედროვე აუდიტორული მიდგომებისა თუ ტექნიკების პრაქტიკაში დანერგვით, ხელს უწყობს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას. 117 2015 წელს საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ინოვაციურ პროექტებს, რომელთა მიზანია არსებული რესურსებით აუდიტორული და არააუდიტორული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. ეს პროექტებია: 1. აუდიტის მართვის სისტემა (AMS) სას-ისთვის, როგორც საჯარო ფინანსების მართვაზე საპარლამენტო მონიტორინგის ხელშემწყობი ორგანიზაციისათვის, პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: შეზღუდული ფინანსური, დროითი და ადამიანური რესურსების პირობებში აუდიტის დაფარვის გაზრდა, საჯარო ფინანსების ადმინისტრირების შესახებ დროული და ზუსტი ანგარიშგება. სწორედ, აღნიშნული გამოწვევების ანალიზის შედეგად და არსებული ბიზნეს პროცესის სრულყოფისათვის სას-მა დაიწყო აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის (AMS) დანერგვა. აღნიშნული მიმართულებით არსებული ბაზრის ანალიზისა და წამყვან უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად, ნორვეგიის სამეფოსაგან მიღებული გრანტის ფარგლებში, მოხდა სას-ისათვის ოპტიმალური აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის შესყიდვა (MK Insight). აუდიტის მართვის სისტემა არის ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა, რომლის აუდიტის მიზანია, პროცესის გამარტივება, დაჩქარება და ხარისხის გაუმჯობესება. სისტემის გამოყენებით ხდება აუდიტის ერთიანი პროცესის დაგეგმვა და მართვა, როგორც ინსტიტუციური ასევე ინდივიდუალური აუდიტების დონეზე. სისტემას საფუძვლად უდევს გაერთიანებული სამეფოს, შვედეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებში დანერგილი აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის კონცეფციები, რაც საშუალებას მისცემს სას-ს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით განახორციელოს აუდიტის სრული პროცესი. AMS-ის დანერგვის შედეგად, სას შეძლებს პროგრამაში გენერირებული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე გააუმჯობესოს აუდიტორული საქმიანობის 118 წლიური დაგეგმვის პროცესი, თითოეული აუდიტის დაგეგმვის სპეციალური მოდულის საშუალებით ეფექტიანად გაანაწილოს ადამიანური და დროითი რესურსები, აუდიტის დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში შენახვით შეამციროს ფინანსური დანახარჯები და მუდმივად განახორციელოს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დროული და ზუსტი ანგარიშგება. მონაცემთა ანალიზის აუდიტორული პროგრამა (CaseWare IDEA) მსოფლიო ბანკის დახმარებით, 2015 წელს სას-მა შეისყიდა მონაცემთა ანალიზის აუდიტორული პროგრამა (CaseWare IDEA), რომელიც უზრუნველყოფს დიდი მონაცემთა ბაზების დამუშავებას ნაკლები დროითი და ადამიანური რესურსების გამოყენებით. აღნიშნული აუდიტორული პროგრამის გამოყენება აუდიტორულ საქმიანობაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მიმართულებით დაწყებულია თანამშრომელთა გადამზადება. შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება სას-ის შიდა და გარე კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა კომუნიკაციის ჯგუფი, რომელიც არის ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის მთავარი სტრატეგი ორგანიზაციაში. კომუნიკაციის ჯგუფის მთავარი ფუნქციაა ეფექტიანი კომუნიკაციის პროცესის წამოწყება და კოორდინაცია, რაც მიზნად ისახავს პერსონალის საქმიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს ორგანიზაციის მისიისა და ამოცანების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას სას-ის საქმიანობის მიმართ. აღნიშნულის განსახორციელებლად, კომუნიკაციის ჯგუფმა საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ ISSAI 1260034-ის შესაბამისად, შეიმუშავა კომუნიკაციის პოლიტიკა, კომუნიკაციის სტრატეგია და 2015 წლის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტები მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მთავარ მიმართულებებსა და მიზნებს. სას-ის დონორი ორგანიზაციები, კერძოდ ლუი ბერგერი (Louis Berger), მსოფლიო ბანკი და USAID, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აღნიშნული დოკუმენტების სრულყოფასა და თეორიულად ჩამოყალიბებული მიზნების პრაქტიკულ განხორციელებაში. 34 უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტები (ISSAI) 1260 - „კომუნიკაცია აუდიტის ობიექტთან“ http://www.issai.org/media/13052/issai_1260_e_.pdf 119 პროაქტიული მიდგომების პრაქტიკაში დასანერგად, 2015 წლის განმავლობაში შიდა და გარე კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის განხორციელდა რიგი აქტივობები, მათ შორის:  სას-ის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებში;  დაინერგა სას-ის შიდა სამსახურებრივი პორტალი (intranet);  დაინერგა შიდა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა;  შემუშავდა სას-ის კორპორაციული, საიმიჯო პორტფოლიო (Brandbook);  შეიქმნა ვიდეორგოლები, რომლებიც მოკლედ და გასაგებად აღწერს სას-ის თითოეული დეპარტამენტის საქმიანობას; 5.3 ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაძლიერება სახელმწიფო კონტროლის აუდიტის მექანიზმს სამსახურისათვის ხარისხის აუდიტის უზრუნველყოფის პროექტების დეპარტამენტი ხარისხის წარმოადგენს. აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა სისტემის მიმოხილვა, ასევე, იმ პროცედურებისა და ორგანიზაციული პრაქტიკის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება აუდიტის ანგარიშების შესაბამისობა ფაქტობრივ გარემოებებსა და პროფესიულ სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ შეფასდა 16 აუდიტის ანგარიშის ხარისხი, რაც ჩატარებული აუდიტების 12%-ს შეადგენს. შეფასებულ აუდიტებს შორის 5 - ფინანსური აუდიტია, 6 - შესაბამისობის და 5 - ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს სამსახურის საქმიანობა მრავალი კუთხით გაუმჯობესდა. კერძოდ, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დადებითად ფასდება აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის (AMS) და IT აუდიტის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რაც დიდწილად გაზრდის სამსახურის პროდუქტიულობას და გააუმჯობესებს ხარისხის კონტროლის სისტემას. ასევე, არსებით წინსვლად მიიჩნევა სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ ეფექტიანობის აუდიტების 120 განხორციელება, რაც, თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზაციის ფარგლებში აღნიშნული სახის აუდიტის ჩატარების ცოდნისა და გამოცდილების ინსტიტუციონალიზაციას. დეპარტამენტის შეფასებით, შიდაორგანიზაციული განვითარებისათვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც გამოიხატება სტრატეგიული დაგეგმვისა და აუდიტების დაგეგმვის პროცესის გაუმჯობესებაში, ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ მრავალ ტრენინგსა და სემინარში, შიდასამსახურებრივი პორტალის (ინტრანეტი) დანერგვაში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლებას, თანამშრომელთა მიერ მეტ ინფორმირებულობასა და ჩართულობას მიმდინარე პროექტებში. გარდა აღნიშნული მიღწევებისა, დეპარტამენტმა მოახდინა იმ სფეროების იდენტიფიცირებაც, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებასა და დახვეწას, კერძოდ:  აუდიტის სტრატეგიული დაგეგმვა, აუდიტის მასშტაბის, შესასწავლი საკითხებისა და კრიტერიუმების მკაფიოდ განსაზღვრა,  ფინანსური და შესაბამისობის აუდიტებისათვის სტანდარტიზებული აუდიტის ანგარიშის შაბლონის შემუშავება,  ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, პრეზიდიუმის მიერ განხილული დავების ანალიზი, პრეცედენტების სისტემატიზაცია/კოდიფიკაცია და აუდიტორული ანგარიშგების პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება, სადაც პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე განხილული იქნება შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში,  დეპარტამენტების დონეზე ზედამხედველობის გამოვლენილი ხარისხის კონტროლის სისტემაზე ჰორიზონტალური გაძლიერება. ნაკლოვანებებისა აუდიტის და ძლიერი ხარისხის კონტროლის მხარეების ასახვა შედეგად აუდიტორთა პროფესიულ შეფასებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივაციას,  აუდიტის ხარისხის თვითშეფასების კითხვარის შექმნა და დანერგვა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სხვადასხვა ჯგუფების/დეპარტამენტების მიერ დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას,  აუდიტის ხარისხის კონტროლის კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც შეაფასებს და მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით განმარტავს განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სირთულის მქონე აუდიტის ანგარიშებს. 121 5.4 სოციალური თანადგომა დახმარება სტიქიით დაზარალებულთათვის 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, აუდიტის სამსახურმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაზარალებულებს. სას-მა შეწყვიტა ყველა დაგეგმილი მივლინება, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები და ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გადარიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. ასევე, სამსახურის თანამშრომლები მოხალისეებად ჩაერთნენ სტიქიის შედეგად დაზარებულთა დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებში. საქველმოქმედო ღონისძიება - „ფრთები სიცოცხლისთვის“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებას - “ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run) შეუერთდა. აქციაში, რომელშიც 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყნიდან ასიათასობით ადამიანია ჩართული, აუდიტის სამსახურის თანამშრომლებიც გაერთიანდნენ. საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობით სას-მა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება. 5.5. ფინანსები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის 2015 წლის განმავლობაში განისაზღვრა 13,503 ათასი ლარის ოდენობით. ფაქტობრივად გაწეულმა საკასო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსები არაფინანსურ ი აქტივების ზრდა 4% ხარჯები 96% შრომის ანაზღაურება 77% სხვა ხარჯები 19% 122 ხარჯმა კი შეადგინა 13,384 ათასი ლარი. მთლიანი ბიუჯეტის 77%-ს შრომის ანაზღაურება წარმოადგენს. დანართი #1 – 2015 წელს ჩატარებული აუდიტების სია N აუდიტის დასახელება 1. 2. 4. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის (საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა) 2012-2014 წლის შესაბამისობის აუდიტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 6. 9. მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის 2010-2014 წლის შესაბამისობის აუდიტი საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების 2012-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი საქართველოს პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების 2014 წლის ფინანსური აუდიტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 10. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი 11. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 12. ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 3. 7. 8. 13. 14. 15. 16. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012 - 2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 123 17. ფინანსების მართვის ელექტრონული და ანალიტიკური უზრუნველყოფის (სსიპ საფინანსო ანალიტიკური სამსახური) 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 18. სახალხო დამცველის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 19. 20. სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – საქსტატის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 21. ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს 2012 წლის შესაბამისობის აუდიტი 22. ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი მთავრობის კანცელარიის 2011-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 23. 24. მთავრობის კანცელარიის 2013 - 2014 წლების ფინანსური აუდიტი 25. 27. ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.01.13 - 01.07.15 (ბოლო 2.5 წლის პერიოდი) შესაბამისობის აუდიტი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის 01.01.13 - 01.07.15 (ბოლო 2.5 წლის პერიოდი) შესაბამისობის აუდიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი 28. სსიპ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 29. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 30. თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 31. თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი ქალაქ თბილისის სამმართველოს 2011-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 26. 32. 33. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ნაერთი ფინანსური ანგარიშგების 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი 34. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 35. ენერგეტიკის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 36. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 37. მუნიციპალური განვითარების ფონდის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 38. გარემოს დაცვის სააგენტოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 39. შპს საქრუსენერგოს 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 40. შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 41. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი 42. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 43. 44. 45. 46. 47. 48. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 124 49. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 50. 51. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის ფინანსური აუდიტი რეგიონალური მართვის საკითხებში მინისტრის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 52. ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 53. სამეგრელოსა და ზემო აფხაზეთის საკითხებში მთავრობის წარმომადგენლობის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონოიურ რესპუბლიკაში მთავრობის წარმომადგენლობის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი სსიპ სულიერებისა და კულტურის ცენტრის 2011-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 54. 55. 56. 57. სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 58. აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 59. სსიპ „კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი სსიპ აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2014 წლის ფინანსური აუდიტი 60. 61. 62. 63. 64. 65. 66. შპს „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრის“ 2012-2014 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი 67. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 68. ბიზნეს ინტერესების დაცვისა და ექსპორტის ხელშეწყობის 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 69. 73. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 74. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 75. საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფის 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 70. 71. 72. 76. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 77. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 125 78. ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 79. შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 80. ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 81. შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის’’ 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი 82. შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის’’ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 83. შპს ,,ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბრკულოზის რეგიონალური ცენტრის - ინფექციური საავადმყოფოს’’ 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი 84. შპს ,,ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბრკულოზის რეგიონალური ცენტრის - ინფექციური საავადმყოფოს’’ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს’’ 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი 85. 86. შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს’’ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 87. „ბათუმის გამწვანების ღონისძიებების“ 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი 88. „ბათუმის გამწვანების ღონისძიებების“ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 89. შპს „ბათუმის წყლის“ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი 90. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი 91. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი 92. 96. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი ა(ა)იპ "ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება" 2014 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი 97. ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი 93. 94. 95. 98. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი 99. გურჯაანის მუნიციპალიტეტი 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 100. ვანის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი 101. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 102. 103. საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი 104. წალკის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი 105. ქ. რუსთავის მერიის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი 106. ქ. რუსთავის მერიის 2015 წლის 6 თვის შესაბამისობის აუდიტი 107. ქურთის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი 108. ერედვის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი 109. თიღვის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი 110. ქ. თბილისის საკრებულო 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი 111. 112. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 01.01.13 - 01.07.15 (ბოლო 2.5 წლის პერიოდი) შესაბამისობის აუდიტი ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა (ბოლო 2.5 წლის პერიოდი) შესაბამისობის აუდიტი 113. ქალაქ თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა (ბოლო 2.5 წლის პერიოდი) შესაბამისობის აუდიტი 114. ხე-ტყის მართვის ეფექტიანობის აუდიტი 126 115. რეგიონებში დაავადებათა დროული გამოვლენა (სოფლის ექიმი) ეფექტიანობის აუდიტი 116. უმაღლესი განათლება: ხარისხის განვითარების ცენტრის ეფექტიანობის აუდიტი 117. საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გადასესხებული სესხების მართვის 2010-2014 წლების ეფექტიანობის აუდიტი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა „მოსახლეობის საყოველთო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა - გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტის“ ეფექტიანობის აუდიტი 118. 119. 120. 121. 122. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან გაღებული სახსრებით მიღწეული შედეგები ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ეფექტიანობის აუდიტი კაპიტალური საინვესტიციო პროექტების 2012-2014 წლების ეფექტიანობის აუდიტი* სსიპ სახელმწიფო შესწყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების 2012-2013 წლების ეფექტიანობის აუდიტი* დანართი #2 - სამართალდამცავ ორგანოებთან გადაგზავნილი მასალების სია N აუდიტის დასახელება 1 შ.პ.ს. „ქ. თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ და შ.პ.ს. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ფინანსური და 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტიდან უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიწის ნაკვეთებთან და მშენებლობასთან დაკავშირებული მასალა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ონის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ხობის მუნიციპალიტეტის 2012-2014 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ადიგენის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ბიუჯეტების შესრულების შესაბამისობის აუდიტი ახმეტის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი მესტიის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 თარიღი 30.01.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 127 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ბიუჯეტების შესრულების შესაბამისობის აუდიტი დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ონის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური ანგარიში ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ბიუჯეტის შესრულების შესაბამისობის აუდიტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ბიუჯეტის შერულების შესაბამისობის აუდიტი ხონის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი თიანეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი მცხეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ქარელის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ყვარელის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 128 აუდიტი 37 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი 38 ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ხობის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ბათუმის მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის და 2011-2012 წლების შესაბამისობის აუდიტის მასალები სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20122013 წლების შესაბამისობის აუდიტი შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაბამისობის აუდიტი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის უნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში 2011-2012 წლების შესაბამისობის და 2013 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2013 წლის ფინანსური და 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ფინანსური და 2012-2013 წლების შესაბამისობის აუდიტის მასალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს 2014 წლის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს 2013 წლის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი აჭარის ავტონომიური რეაპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2012, 2013 და 2014 წლების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2012-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 02.02.2015 05.02.2015 05.03.2015 09.03.2015 24.03.2015 27.03.2015 25.03.2015 31.03.2015 11.05.2015 13.05.2015 14.05.2015 22.06.2015 02.07.2015 02.07.2015 09.07.2015 11.08.2015 25.08.2015 129 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსოეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2011-2013 წლების შესაბამისობის აუდიტი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი შპს ბათუმის წყალის 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი ინფორმაცია სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო ეკონომიკურის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ჩატარებისას გამოკვეთილი დანაშაულის და დარღვევბის შესახებ ინფორმაცია ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი 28.09.2015 06.10.2015 06.10.2015 09.10.2015 15.10.2015 24.12.2015 24.12.2015 25.12.2015 28.12.2015 28.12.2015 130
დანართი
დანართი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2015 წელს პრიორიტეტულ მიმართულებებში განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის შედეგები წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგები 10 პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით. 2015 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 122 აუდიტი, მათ შორის 57 ფინანსური, 53 - შესაბამისობის, 3 - ფინანსური და შესაბამისობის, 8 - ეფექტიანობისა და 1 ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი. 1 1. სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა 1. საქართველო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის კონსოლიდირებული ფინანასური ანგარიშგების აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - ნაერთი ფინანსური ანგარიშგება წარდგენილია ორმაგად აღრიცხული აქტივების ღირებულებით. - ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული როგორც დებიტორული დავალიანება, ასევე არ არის დარიცხული და აღრიცხული პირგასამტეხლო. - ცალმხრივად აღრიცხული კრედიტორული დავალიანებები. - ცალმხრივად აღრიცხული დებიტორული დავალიანებები. - არასწორი კლასიფიკაცია. - ეკონომიკური მოვლენების დროში არასწორად ასახვა. - კონსოლიდირებული (ნაერთი) ბალანსის საცნობარო მუხლში არ არის აღრიცხული 2014 წლამდე წარმოქმნილი და დაუფარავი კრედიტორული დავალიანება. - არაიდენტიფიცირებული დებიტორული დავალიანებები. - არაიდენტიფიცირებული კრედიტორული დავალიანებები. - ბალანსზე არღიცხულია დებიტორული დავალიანებები იმ პირების მიმართ, რომელთა - ბალანსზე არღიცხულია კრედიტორული დავალიანებები იმ პირების მიმართ, რეგისტრაცია გაუქმებულია. რომელთა რეგისტრაცია გაუქმებულია. - უცნობია დებიტორული დავალიანებების წარმოშობის წლები, არ არსებობს არ არსებობს დავალიანებების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. - უცნობია კრედიტორული დავალიანებების წარმოშობის წლები, დავალიანებების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. - ვადაგადაცილებული გადარიცხვები: ანაზღაურებას მომსახურებების მიხედვით ელექტრონულ სისტემაში „შექმნის“ და მისი ხელმოწერებით დადასტურების დაქვემდებარებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღებს შორის არის მნიშვნელოვანი, არსებითი დროის პერიოდი, რაც ძირითადად გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მიმწოდებლებისათვის შეზღუდულია ელ. პორტალზე შექმნილ მიღებაჩაბარების აქტზე წვდომა (ხედვა), შესაბამისად, მათთვის უცნობია ინსპექტირების დასრულების პერიოდი, ასანაზღაურებელი თანხის მიღება- ჩაბარების მოცულობა. აქტის შექმნის მიმწოდებელი ინფორმაციას იღებს მხოლოდ მიღება-ჩაბარების თარიღი და აღნიშნულის შესახებ აქტზე ხელმოწერის მიზნით სააგენტოს თანამშრომლის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის გზით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - დროის ერთსა და იმავე პერიოდში ერთდროულად სამსახურებრივ საქმიანობას ეწეოდნენ(ვიან) როგორც დეპარტამენტში, ასევე პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. ასეთ შემთხვევათა რაოდენობა შეადგენს 23 ერთეულს. 2 შემთხვევათა მნიშვნელოვან ნაწილში აღნიშნული პირები წარმოადგენენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვის დეპარტამენტის შესრულებული სამუშაოს მართვისა და მონიტორინგის სამმართველოების თანამშრომლებს. - ცენტრალური აპარატის 3 თანამშრომელზე გაცემულია პრემია, მაშინ როდესაც ისინი ცენტრალურ აპარატში დაინიშნენ პრემიის ჩარიცხვის თვეს (ერთი მათგანი პრემიის დანიშვნის დღისთვის მუშაობდა სულ 7 კალენდარული დღე, ხოლო 2 მათგანის 20-20 დღე), ხოლო შესაბამის მოხსენებით ბარათში არაა მითითებული კონკრეტული გარემოებები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული თანამშრომლების წახალისებ. - ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პროგრამული განვითარების ჯგუფის წევრები პირდაპირ მუშაობენ ბაზებთან, რომლებიც შეიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონფიდენციალურ ინფორმაციას. შეუძლებელი ხდება კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის უზრუნველყოფა (არსებობის შემთხვევაში) და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვა. - სასერვერო ინფრასტრუქტურის დაზიანების შეხთვევაში (ფიზიკური დაზიანება, რაც გამოწვეულია ხანძრის, დატბორვის, კატასტროფის, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომისა თუ განზრახვის, ტექნიკური მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად) საზოგადოებისათვის შეუძლებელი იქნეს მომსახურეობის სამინისტრო მიწოდებას, ვერ რის სახელმწიფოს მიწოდება, ნაკისრი შეძლებს ელექტრონული შედეგადაც, მიერ შესაძლოა შეფერხდეს დაზღვეულთათვის ვალდებულებების სერვისების შესახებ ან სამედიცინო ინფორმაციის მოპოვება და ა.შ. ამასთანავე, შესაძლოა სისტემაში დაცული ინფორმაცია სამუდამოდ დაიკარგოს (იმ შემთხვევაში თუ დაზიანდება მონაცემთა შენახვის დისკები).  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2014 წლის 31 დეკემბერს „ჯანმრთელობის დაზღვევა“ პროგრამის (კოდი 35 03 01) -, „სხვა ხარჯების“ მუხლით სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთჯერადი გასაცემლის სახით „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში დაკონტრაქტებულ ექიმებსა და ექთნებზე (2 617 ერთეული) გასცა 810,550.00 ლარი ერთჯერადი გასაცემელის სახით.  საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა სამედიცინო მომსახურებაზე პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებადი სატარიფო არეალის განსაზღვრის პროცესში კონტროლის სისუსტეები: აუდიტის ობიექტი არ ფლობს ინფორმაციას მთავრობის 218-ე და 165-ე დადგენილების განსაზღვრული მოსარგებლებისათვის გაწეული მომსახურებაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული მინიმალური ღირებულების შესახებ, რაზეც მიბმულია ტარიფის „ჭერი“ და შესაბამისად ანაზღაურების მოქმედი ტარიფები “კონტროლიდან“ არის გასული, რაც თავის მხრივ წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკს.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სახ. პროგ. "სოფლის ექიმის" კომპონენტი - სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის 3 მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის ფარგლებში ანაზღაურებული თვის ლიმიტები განისაზვრა 2004 წელს, მას შემდეგ არ მომხდარა ლიმიტების განახლება, შესაბამისად, უცნობია რაზე დაყრდნობით დადგინდა კონკრეტული დაწესებულებებისათვის თვის ლიმიტები.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - საყოველთაო დაზღვევა -ბენეფიციართა ერთი კატეგორია სარგებლობს ჯანმრთელობის ორმაგი დაზღვევით და შესაბამისად გარკვეული პრივილეგიებით, ხოლო მეორე კატეგორია სარგებლობს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში დაზღვევის მინიმალური პაკეტით, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს პროგრამის ბენეფიციარებს. - 2014 წლის 1 ივლისიდან პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი - სპეცდაფინანსებაზე რიგი სამედიცინო ხელშეწყობის მყოფი მიზნით, დაწესებულებების დამატებითი შეუფერხებელი ღონისძიებების ფუნქციონირების განხორციელების უზრუნველყოფა, რომელთა დაფინანსება ხდება მათ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმაში დაფიქსირებული ზარალის , მაგრამ არაუმეტეს ამავე განსაზვრული სპეცდაფინანსების დამატების ლიმიტებისა. სამინისტროს მხრიდან არ ხორციელდება წარმოდგენილ ფინანსური ანგარიშგებაში ასახული შემოსავლებისა და ხარჯების მუხლების აუდიტი. ფინანსური შედეგების (მოგება-ზარალი) გამოთვლაში ჩართულია არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების პირდაპირი და ზედნადები ხარჯები, მოცემული დაწესებულებების სათაო ოფისების (მმართველი არამედ კომპანიების) ადმინისტრაციული ხარჯები: ხელფასები, სხვა ხარჯები (ოფისის ქირა, კომუნალური ხარჯები, საწვავი, ცვეთა, რემონტი) და ასევე საპროცენტო ხარჯი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სააგენტოს მიენიჭა გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელების დისკრეცია რომელიც არ იქნა რეალიზებული; (კომპანია რეგისტრირებულია 2014 წლის 23 სექტემბერს, ხელშეკრულების გაფორმებამდე 1 თვით ადრე. ) - არასწორად განსაზვრული სავარაუდო ღირებულება: ერთიდაიგივე დასახელების მედიკამენტი ერთიდაიგივე მიმწოდებლისგან შესყიდულ იქნა გაზრდილი ღირებულებით. - გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელების დისკრეცია არ იქნა რეალიზებული; 1. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწუნება მოცემული გადაწყვეტილების დასაბუთების თაობაზე, 2. შპს "მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისის" მიერ შეთავაზებული საქონლის ჯამური ღირებულება (700,000 ლარი), რომელზეც გაფორმდა ხელშეკრულება დამტკიცებული კომპონენტის ბიუჯეტის იდენტურია; 3. სამინისტოს მიერ C ჰეპატიტის სკრინინგისა და ღვიძლის დიაგნოსტიკის აპარატურა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ იქნა იმ დროს, როდესაც არ იყო განსაზღვრული C ჰეპატიტზე მკურნალობის სტრატეგია, სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციართა რაოდენობა. 4 - მიწოდების და თანმდევი მომსახურების შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა; სხვაობა მიწოდებული საქონლის ტექნიკური პარამეტრებსა და ტექნიკურ დავალებით მოთხოვნილ პარამეტრებს შორის; დაკავშირებული მხარეები. - დაკავშირებული მხარეები: 1. 2014 წელს სააგენტომ გამოაცხადა 13 ელექტრონული ტენდერი სააგენტოს ტენდერების ჯამური ოფისების დასუფთავების სავარაუდო ღირებულება მომსახურების 460,426.00 შესყიდვაზე. ლარს შეადგენს. ტენდერებში მონაწილეობას იღებდა 11 სხვადასხვა კომპანია, აქედან 5 მათგანის დამფუძნებელი ერთი პირია. მოცემულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში, აქედან 8 შემთხვევაში გამარჯვებულად გამოვლინდნენ და გაუფორმდათ ხელშეკრულება რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 251 778 ლარი, რაც მოცემულ მომსახურებაზე სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულების 73 %-ს წარმოადგენს 2. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საპროექტო სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ხელშეკრულებები გაფორმებულია სამ სხვადასხვა კომპანიასთან შპს „ბლოკ-ჯორჯია“, შპს „მედპროექტი“ და შპს „მედმშენი, საერთო ღირებულებით - 490 ათასი ლარი: კომპანიების სარეგისტრაციო მონაცემების შესწავლით გამოვლინდა, რომ ორ მათგანს საერთო მესაკუთრე ყავს, მესამე კომპანიის დირექტორი კი მათთან დაკავშირებულ პირს წარმოადგენს. - ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება არ იდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების შესაბამისად: სააგენტოსა და მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის მედიკამენტების მიწოდებაზე გაფორმებული 30 ხელშეკრულებიდან 25 შემთხვევაში განსხვავებებია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ხელშეკრულების საპროექტო პირობებსა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ანალოგიურ პირობებს შორის. - შესყიდვის განხორციელდა შესაბამისი ნორმატიულ აქტით საჯარო ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებამდე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - სამინისტროს მიერ არ იქნა გამოყენებული EMR (electronic medical records) სისტემა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის განსახორციელებლად, რის გამოც სანიმისტროს გადაწყვეტილებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში მოხდა სამინისტროს სხვადასხვა ელექტრონული სერვისების განვითარება. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - სამინისტროს სარგებლობაში არსებული შეუფასებელი და აღურიცხავი შენობანაგებობები შეადგენს 564 კვ. მეტრს. ასევე ბალანსზე აღრიცხულია ფიზიკურად არარსებული, უკვე დემონტირებული შენობა 14.1 ათასი ლარის საბალანსო ღირებულებით. სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული ქონება რომელთა საკუთრების 5 უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დევნილ ოჯახებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, ძირითადი აქტივების საწყისი ნაშთის მუხლი შენობანაგებობების ნაწილში 222.0 ათასი ლარით, ხოლო საბოლოო ნაშთი - 225.0 ათასი ლარით ზედმეტად არის წარმოდგენილი ბალანსში. - სამინსტროს მიერ 2014 წლის ნაერთი ფინანსური ანგარიშგების N1480 „სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნების“ საწყის ნაშთში არ არის აღრიცხული 3.2 ათასი ლარის, ხოლო წლის ბოლოს ნაშთში - 732.9 ათასი ლარის მოთხოვნები. ასევე, ბალანსში აუსახავი მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებელაზე ან არაჯეროვნად შესრულებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმების და სანქციების თანხებით, შემცირებულად არის წარდგენილი N1354 „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“ ანგარიშის წლის ბოლოს ნაშთი - 3 999.5 ათასი ლარის ოდენობით. - სამინისტროს მიერ სს „ლიბერთი ბანკში“ 2014 წლის 3 ნოემბერს გადარიცხული 4 393.2 ლარი გადარიცხვისთანავე აღიარებულია ხარჯად. - სამინისტროს მიერ 2014 წლის ფინასური მდგომარეობის ანგარიშის საცნობარო მუხლში ასახული არ აქვს 488 074.0 ათასი ლარის პირობით აქტივები.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამივლინებო ხარჯების აუდიტით გამოვლინდა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფდა სამინისტროს მოსამსახურეთა მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების სრულად13 დაფარვას, სამინისტროს მიერ კი ნორმატიულ აქტთან შეუსაბამოდ, გაცემულია სადღეღამისო ნორმის თანხები; ასევე, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფდა მიწვეულის კვების ხარჯების ანაზღაურებას, ნორმატიულ აქტთან შეუსაბამოდ, სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%-ის ნაცვლად14, გაცემულია მისი სრული ოდენობა. 2014 წელს განხორციელდა იტალიაში სამინისტროს თანამშრომელთა მივლინება, რომელიც მოწვევის მიზნებიდან გამომდინარე არ იყო დაკავშირებული სამინისტროს საქმიანობის სფეროსთან და განსახორციელებელ ამოცანებთან და არ წარმოადგენდა სამსახურებრივი დავალების შესასრულებელ15 ვიზიტს (შესაბამისად მივლინებას სამინისტროსთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია).შესაბამისად, გადახდილი საბიუჯეტო სახსრებიდან - 1,167 ლარი არამიზნობრივი და არაეფექტიანი ხარჯია, ხოლო - 6,310 ლარი ნორმატიულ აქტთან შეუსაბამოდ, ზედმეტად ანაზღაურებული თანხა.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავაშირებული სხვა ხარვეზები - წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით გამოვლინდა, რომ ელ. ტენდერი შეწყდა დაუსაბუთებელი მიზეზით. 2014 წელს სამინისტროს არაშეიარაღებული დაცვის მომსახურეობის შესაძენად შეეძლო 195.6 ათასი ლარით ნაკლები თანხის გადახდა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები 6 - დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე შედგენილი შედეგების აქტისა და საინვენტარიზაციო აღწერების შედეგად გამოვლინდა 21 ერთეული სხვადასხვა აქტივის ზედმეტობა. ასევე დაფიქსირდა 40 ერთეულ მცირეფასიან აქტივზე იდენტური საინვენტარო ნომრები.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშიირებული ხარვეზები - ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების მუხლით გაწეულმა ხარჯმა თანხა,დეპარტამენტის შეადგინა 20.0 საჭიროებებისათვის ათასი ლარი. აღნიშნული აღრიცხული ფინანსურ დეპარტამენტიდან მიღებული იყო ანგარიშგებაში. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური და რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა დეპარტამენტს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში“ დახმარება გაეწია ტრანსპორტით უზრუნველყოფაში. ტრანსპორტირების დაფინანსება განხორციელდა დეპარტამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მუხლიდან - ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები, თანხა - 1.0 ათასი ლარი. აღნიშნული ხარჯის გაწევასთნ დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საფუძველზე შესაბამისი წერილის დეპარტამენტის ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილება 0.5 ათასი ლარის ოდენობით. ცვლილების შედეგად IV კვარტლის კავშირგაბმულობის მუხლიდან 0.5 ათასი ლარი გადატანილი იქნა IV კვარტლის სატრანსპორტო ხარჯის მუხლში. აღნიშნულის შემდგომ დეპარტამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებიდანგანხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის“ ფარგლებში ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა. 4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამა „საკომპენსაციო თანხებით მოქალაქეთა უზრუნველყოფა“, 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელებაგაფართოების ღონისძიებების ფარგლებში, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების გარეშე, მუნიციპალიტეტის მიერ მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის განხორციელებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ფორმით განკარგვა, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასტან დაკკავაშვირებული ხარვეზები - ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 10 ნოემბრის N174 განკარგულების ამოქმედებამდე, ქვეპროგრამის განსახორცილებლად ქალაქ ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის/ საფინანსო - ეკონომიკური სამსახურის საქმიანობა განსაზღვრული არ ყოფილა, რითაც დარღვეულია ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2013 7 წლის 27 დეკემბრის N275 განკარგულება „2014 წლის მუნიციპალური პროგრამის „ქალაქის კეთილმოწყობა“ დამტკიცების შესახებ“.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - მოქმედი რეგულაციებით, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების ღონისძიებების ფარგლებში, მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე გადაცემული 6 კვ.მ-ის ზემოთ ფართის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი შენობების გაყიდვიდან შემოსულობის ანგარიშზე, თუმცა მშენებლობის ზოლში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე ღირებულების გადაცემული გამოქვითვა 6 კვ.მ-ის განხორციელებულია ზემოთ ფართის საბაზრო მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯების ღირებულებიდან. გამოქვითული თანხის სრულმა მოცულობამ შეადგინა 398.2 ათასი ლარი და ქვეპროგრამის 2014 წლის საკასო შესრულებამ ნაცვლად 4 273.5 ათასი ლარისა, შეადგინა 3 875.3 ათასი ლარი. 5. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ეფექტიანობა აჭარის რეგიონში 2012-2015 წლების ეფექტიანობის აუდიტი  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საინფორმაციო ბაზები მუშაობს ავტონომიურად და არ გააჩნია ურთიერთკავშირი. მაგალითად, ხელვაჩაურის ბაზას არ აქვს წვდომა ბათუმის ბაზასთან, ხოლო ბათუმს ქობულეთის ბაზასთან და პირიქით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიხედვით თითოეული საინფორმაციო ბანკი დამოუკიდებელია და შეუძლებელია რეგიონებმა მიიღონ წვდომა ბათუმის დამსაქმებლების, ვაკანსიების და სამუშაოს მაძიებლების შესახებ. ასევე შეუძლებელია ბაზებთან მომხმარებლის წვდომა და ინფორმაციის მიღება on-line (ინტერნეტის საშუალებით), ის არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან და ასევე სააგენტოს ვებ-გვერდთან. ბაზებში აკუმულირებული ინფორმაციის მიღება უმეტესწილად შესაძლებელია რეგიონულ ოფისში გამოცხადების შემთხვევაში. - არსებული ბაზების ტესტირებით, იდენტიფიცირებულია შემთხვევები, რომლებზეც არ არის დაფიქსირებული დაბადების თარიღი, მობილურის, სახლის ტელეფონის ნომერი ან სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. შესაბამისად, აღნიშნული აპლიკანტები მოკლებული არიან შესაძლებლობას სრულად ისარგებლონ დასაქმების სააგენტოს მომსახურებით. - მაგალითად, ტესტირებისათვის შეირჩა: ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტები, სადაც იდენტიფიცირებულია, რომ ბათუმში 20 აპლიკანტზე არ ფიქსირდება საკონტაქტო ინფორმაცია და დაბადაბის თარიღი, ხელვაჩაურში 113 აპლიკანტზე არ ფიქსირდება საკონტაქტო ინფორმაცია, ხოლო ხულოში -112 აპლიკანტზე. შესაბამისად, აღნიშნულ ბენეფიციარებთან დაკავშირება შესაძლო ვაკანსიებისა ან დაინტერესებული მოხერხდება, რაც მიგვითითებს სამუშაოს იმაზე, რომ მაძიებლების საჭიროა შემთხვევაში აღნიშნული ვერ ბაზების სისტემატური განახლება და ინვენტარიზაცია, რაც არ ხორციელდება. - პროფესიული გადამზადების პროგრამები ფოკუსირებულია კონკრეტულ ჯგუფებზე, თუმცა პროგრამით გადამზადების შეფასების მთავარი კრიტერიუმი მათ მიერ 8 სასწავლო პროცესის გავლაა და არა შემდგომი დასაქმება. ასევე საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სასწავლო პროცესის შემდგომ დასაქმებულ პირთა რაოდენობის მიხედვით. - გაფორმებული ხელშეკრულებით მიმწოდებელს დაევალა ეწარმოებინა სასწავლო ჯგუფების დასწრების ჟურნალი, რომელიც შემსყიდველის მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინა. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად. გადამზადებაში მონაწილეთა რაოდენობაზე გაანგარიშებით , ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით გაწერილია ერთ კურსზე თვეში ერთი პიროვნების გადამზადების საფასური. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით, პროგრამაში მონაწილე სტუდენტების ნაწილი არ ესწრებოდა მოსამზადებელ კურსებს ყოველდღიურად, არის შემთხვევები როდესაც სტუდენტი ესწრება მთლიანი კურსის 40-45% დღეთა რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უსარგებლია მთლიანი კურსით, გამოცდაზე გასვლის შემდგომ აიღო შესაბამისი სერთიფიკატი, თუმცა სააგენტოს მხრიდან მონიტორინგი, თუ რამდენად იქონია ზეგავლენა გაცდენებმა სასწავლო პროცესზე და რა მიზეზებით იყო აღნიშნული გამოწვეული - არ ხორციელდებოდა. - მოქმედ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და ვაკანსიები არ ხვდებიან სააგენტოს ბაზაში, რომელსაც სააგენტო ცალკე პროგრამულად (პროგრამა არ არის ინტეგრირებული ვებ-გვერდთან) აწარმოებს და პირიქით ბაზაში დარეგისტრირებული მონაცემები არ ხვდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ანუ თუ პირმა განახორციელა რეგისტრაცია საიტზე ის არ ხვდება სააგენტოს მთავარ საინფორმაციო ბაზაში და პირიქით თუ პირმა გაიარა რეგისტრაცია საინფორმაციო ბაზაში, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ რეგიონულ ოფისში გამოცხადების შემდგომ, აღნიშნული არ მოხვდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მოცემული პრობლემა ვებ-გვერდის მეშვეობით დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს არ აძლევს სააგენტოში შემოსული ყველა ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას, რითაც იზღუდება სააგენტოს მომსახურების საჯაროობა. 2. ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, დადგენილი წესით, ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან.  აღრიცხვა-ანგარიშგება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2014 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ბუღალტრულ ანგარიშგებაში, არასწორად და არასრულად აქვს წარდგენილი დანართი ფორმა N2, ფორმა N3 და ფორმა N5. 9  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - გულის ქირურგიის ქვეპროგრამის ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის თანახმად, პაციენტის მოთხოვნით განსხვავებული სტენტის გამოყენების შემთხვევაში სტენტის ღირებულებას მთლიანად ფარავს პაციენტი. ასეთ შემთხვევაში ანგიოპლასტიკა ფინანსდება ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციის დაცვით სტენტის ღირებულების გამოკლებით. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შერჩევით დგინდება, რომ გამოყენებულია განსხვავებული სტენტი. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებას სამინისტროსგან უნდა მოეთხოვა გაწეული მომსახურების ანაზღაურება სტენტის საფასურის გამოკლებით, რაც არ განუხორციელებია.  შესყიდვების მართვასტან დაკავშირებული ხარვეზები - ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული მიწოდებების დროს აღინიშნა შემთხვევები, როდესაც მიწოდებული მომსახურების ღირებულება პრეისკურანტით არ არის გათვალისწინებული ან/და პრეისკურანტში მითითებულია ერთიდაიგივე სათადარიგო ნაწილის და თანმდევი მომსახურების ღირებულება ორჯერ, სხვადასხვა ფასით, თუმცა შემსყიდველის მიერ ანაზღაურებულია უფრო მაღალი ფასი. - სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ, ჯანდაცვის სფეროს მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ცხრა ელექტრონული ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში და სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს“ მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე შრომის ბაზრის კვლევის მომსახურების სახელმწიფო გამარტივებულ ელექტრონულ მნიშვნელოვნად დაბალია შესყიდვის ტენდერში შემსყიდველი მიზნით დაფიქსირებული ორგანიზაციის გამოცხადებული საბოლოო მიერ ფასები განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის (6 თვე) ფინანსური აუდიტი უპირობო დასკვნა 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებულიხარვეზები - აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2 ბრძანების საფუძველზე ფუნქციების, ამოცანების სამინისტროსათვის, და საკითხების მის კომპეტენციაში განსახორციელებლად, არსებული სამინისტროს სარგებლობაში გადმოცემული სამსართულიანი შენობა-ნაგებობის მეორე სართულის ნაწილზე და მესამე სართულზე სრულად განთავსებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა შესაბამისი საფუძვლის გარეშე შპს-ები, შესაბამისად ხდება 10 სახელმწიფო ქონების უკანონოდ გამოყენება. მსგავსი დარღვევები გამოვლინდა წინა წლების აუდიტების შედეგადაც.  აღრიცხვა-ანგარიშგება - აუდიტის პერიოდში სამინისტროში არ მომხდარა საჯარო რეესტრში რიცხული უძრავი ქონების შეფასება და ფინანსურ ანგარიშგებაში თანხობრივად აღრიცხვა. - სამინისტროს ანგარიშში ხარჯების ფაქტობრივ ეკონომიკური კლასიფიკაციის ხარჯებში საბიუჯეტო - მიხედვით 2014 კლასიფიკაციის წლის მუხლით განსაზღვრული ხარჯები ,,ძირითადი კაპიტალის მოხმარება“ არასათანადო ცვეთის (ამორტიზაციის) ნორმის გამოყენების გამო, ძირითადი კაპიტალის მოხმარება არასწორად იყო გაზრდილი 6.3 ათასი ლარით, ხოლო რიგ შემთხვევაში ცვეთა საერთოდ არ დარიცხულა, რის გამოც ცვეთის თანხები შემცირდა 2.7 ათასი ლარით. 9. შპს ,,დევნილთ საოჯახო მედიცინის ცენტრი"-ს 2012-2014 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - წლების განმავლობაში შენობაში, რომელშიც ყოველგვარი საფუძვლის, კერძოდ: საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის, იჯარის შესახებ ხელშეკრულების, შენობის დროებით გადაცემაზე ბრძანების გარეშე ფაქტობრივად განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა ,,მედიცინის ცენტრი“, ფართის კეთილმოწყობის ხარჯები არასწორად აღირიცხებოდა ბუღალტრულ ანგარიშზე 2190 - ,,იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა”. 2012 წლის დასაწყისში გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 30,875.00 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული შენობა (ფართი) არ ირიცხებოდა მედიცინის ცენტრის ბალანსზე, არამედ წარმოადგენდა აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ აქტივს, 2012 წლის ბოლოს აღნიშნული ხარჯები 30,875.00 ლარის ოდენობით უსაფუძვლოდ იქნა გადატანილი ხარჯები“, რამაც ბუღალტრულ ანგარიშზე 7499 ,,საერთო ადმინისტრაციული გამოიწვია ზარალი. ზარალის დაფარვა კი განხორციელდა მედიცინის ცენტრის სარეზერვო კაპიტალიდან.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2012 წელს საკონტროლო მონაცემებით (პირველადი დოკუმენტებით, ბრუნვითი უწყისებით) მოხდა 4,831.00 ლარის საბალანსო ღირებულების მქონე აქტივის ჩამოწერა, თუმცა 2012 წლის ბალანსის ძირითადი საშუალებების მოძრაობის ფორმაში ასახული იქნა 6,581.00 ლარის აქტივის გასვლა (ჩამოწერა). შესაბამისად ბალანსში ძირითადი საშუალებების ნაშთი არასწორად იქნა შემცირებული 1,750.00 ლარით; 2012 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია (ცვეთა) ნაცვლად 5,680.56 ლარისა, წარმოდგენილია 6,927.00 ლარის ოდენობით. 2014 წელს ამორტიზაციის (ცვეთის) თანხა, ნაცვლად 7,099.44 ლარისა, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 7,195.06 ლარის ოდენობით;აუდიტის პროცესში გამოვლინდა 21 სხვადასხვა დასახელების მცირეფასიანი ინვენტარის ზედმეტობა, რომლის ღირებულება ვერ დადგინდა. აღნიშნული ფასეულობები წარმოადგენდა მარაგებს ექსპლუატაციაში, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულებით იყო გადაცემული მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე. ისინი ბალანსში არ აღრიცხულა როგორც აქტივები.  საბიუჯეტო რესურსურსების არაეფექტიანი განკარგვა 11 - 2012 წელს 6,610.00 ლარის ღირებულების, ხოლო 2013 წელს ღირებულების შეძენილ აქტივებზე, პარტნიორს 2,835.00 ლარის შეძენის ნებართვის მოთხოვნით გაეგზავნა წერილები, რაზეც არანაირი პასუხი და ოფიციალური ნებართვა არ ყოფილა. 2013-2014 წელს შეძენილ 10,937.37 ლარის ღირებულების აქტივებზე ,,მედიცინის ცენტრის“ მიერ მოთხოვნის წერილი არ გაგზავნილა, შესაბამისად შესყიდვის ნებართვა პარტნიორის მიერ არ გაცემულა. - ,,მედიცინის ცენტრში“ ყოვეწლიურად დამოუკიდებელი (მოწვეული) აუდიტორების მიერ ტარდებოდა აუდიტები. 2012 წელს აუდიტი ჩაატარა კომპანია “ბლექ სიი აუდიტმა” (მომსახურების ღირებულება 1,800.00 ლარი), 2013 წელს შპს “კაპიტალ ჯგუფმა” (მომსახურების ღირებულება-2,500.00 ლარი), ხოლო 2014 წელს - “აუდიტ კონსალტინგ 2008” (მომსახურების ღირებულება - 2,500.00 ლარი). ჩატარებულ აუდიტებთან დაკავშირებით არ ყოფილა პარტნიორის ბრძანება ან რაიმე სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტი ნებართვის შესახებ. 10. შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“-ს 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები ხარვეზები - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ 2013 წლის განმავლობაში საკუთრებაში ჰქონდა 23 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც წლის განმავლობაში სამუშაოებისათვის წარმოდგენილი სათადარიგო გახარჯულია 6.7 ნაწილების 35.0 ათასი ათასი ლარის და ლარი, შესაბამისი სარემონტო მათ ვერ ღირებულების შორის საქონლის იქნა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი. - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ 2013 წლის საბალანსო მონაცემებით დებიტორად აქვს აღრიცხული შპს „ბიოპოლუსი“, რომლის დავალიანება შეადგენს 4.3 ათას ლარს. ბათუმის სასწრაფოს მხრიდან, გარდა წერილობითი შეტყობინებებისა, არ განხორცილებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენება თანხის გადახდის მიზნით.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“, თავისი მიზნების განსახორციელებლად საკუთრებაში გააჩნია ადმინისტრაციული შენობები ქ. ბათუმში, პუშკინის ქუჩა N154 და დასახლება მახინჯაურში. ბათუმის სასწრაფო ასევე სარგებლობს ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ჩიხი 16-ე N7-ში მდებარე 165,5 კვ.მ ფართით, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და დღეის მდგომარეობით რაიმე სამართლებრივი ფორმით არ არის გადაცემული ბათუმის სასწრაფოსთვის.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სახარჯთაღრიცხვო ორ შემთხვევაში, დოკუმენტით არასრულყოფილი გამოცხადებული იქნა საპროექტო- გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, საერთო ღირებულებით 80.0 ათასი ლარი. 12 ამავე შესყიდვის პროცესში პრეტენდენტს ფასების ცხრილი წარდგენილი ქონდა 1.5 ათასი ლარით მეტი თანხით. კერძოდ, მის მიერ დაფიქსირებულია, რომ სამუშაოების ღირებულების ჯამი შეადგენს 33.0 ათას ლარს, ხოლო რეალურად, ცალკეულ სამუშაოთა ღირებულების ჯამი შეადგენს 34.5 ათასი ლარს, რომელთან დაკავშირებითაც შემსყიდველის მიერ რეაგირება არ განხორციელებულა. - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ სასწრაფო დახმარების მაღალი გამავლობის 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებული იქნა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 180.0 ათასი ლარი. სატენდერო პირობების განსაზღვრა და შემდგომში მასში ცვლილებების შეტანა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ. 11. შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ 2014 წლის განმავლობაში საკუთრებაში ჰქონდა 22 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც წლის განმავლობაში სათადარიგო ნაწილების და შესაბამისი სარემონტო სამუშაოებისათვის გახარჯულია 50.4 ათასი ლარი, მათ შორის 5.9 ათასი ლარის ღირებულების შესყიდული თანამშრომლის მიერ, საქონელი რომელთან შეცვლილია დაკავშირებითაც ვერ ბათუმის იქნა სასწრაფოს წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაცია.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ 2014 წლის საბალანსო მონაცემებით, წინა წლებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესაბამისად, დებიტორად აქვს აღრიცხული შპს „ბიოპოლუსი“, რომლის დავალიანება შეადგენს 4.3 ათას ლარს. ბათუმის სასწრაფოს მხრიდან, გარდა წერილობითი შეტყობინებებისა, არ განხორცილებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენება თანხის გადახდევინების მიზნით. - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“, თავისი მიზნების განსახორციელებლად საკუთრებაში გააჩნია ადმინისტრაციული შენობები ქ. ბათუმში, პუშკინის ქუჩა N154 და დასახლება მახინჯაურში. ბათუმის სასწრაფო ასევე სარგებლობს ქ. ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ჩიხი 16-ე N7-ში მდებარე 165,5 კვ.მ ფართს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და დღეის მდგომარეობით რაიმე სამართლებრივი ფორმით არ არის გადაცემული ბათუმის სასწრაფოსათვის. 12. შპს "ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი"-ს 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება 13 - შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ მიერ 2013 წელს ქონების გადასახადით არ არის დაბეგრილი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები. - ერთობლივი შემოსავლიდან არასწორადაა გამოქვითული 1.0 ათას ლარამდე ღირებულების წლის ძირითადი აქტივები, რის გამოც 2013 გამოქვითვები შესამცირებელია 3.5 ათასი ლარით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - შპს "ქ. ინფექციური ბათუმის რეგიონალური ცენტრის" მიერ პათოლოგიის, არ არის შიდსისა დაცული და ტუბერკულოზის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამკურნალო დიეტების, ერთ ავადმყოფზე დღეში დადგენილი პროდუქტების საშუალო მოხმარებისა ხარჯთაღრიცხვით და სტაციონალური გათვალისწინებული მკურნალობის ნორმები. საწოლდღის ნორმებთან შედარებით გახარჯული საკვები პროდუქტების რაოდენობა, მათი მიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის განხორციელების მიზნებისათვის ბაზრის გამოკვლევის ამსახველი რაიმე დოკუმენტური სახის მტკიცებულება. - წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2013 წელს დასრულებული ხელშეკრულების ამსახველი დოკუმენტაცია არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. - აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების მდგომარეობა, რაც ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით საჯარიმო სანქციის გამოყენებას განაპირობებს და რომელიც საზოგადოების შემოსავლის კატეგორიას განეკუთვენება.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტებით, ვერ დადგინდა აღნიშნული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებში არ არის აღნიშნული იმ ხელშეკრულების ნომერი, რომლის ფარგლებშიც იქნა მიწოდებული საქონელი. ამასთან, საბუღალტრო მონაცემებში პროდუქციის მიღების აღრიცხვა არ ხდება ხელშეკრულებების შესაბამისად, რის გამოც მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების საფუძველზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება 2013 წელს მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდების შესახებ გაფორმებული 303.0 ათასი ლარის ღირებულების 16 ხელშეკრულების შესრულების კანონიერებასთან დაკავშირებით. 13. შპს "ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი"-ს 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება 14 - შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის“ მიერ 2014 წელს ქონების გადასახადით არ არის დაბეგრილი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები. - საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 და 108 -ე მუხლების მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგად (უიმედო ვალად აღიარების კრიტერიუმები), ცენტრის 2014 წლის მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შემცირებულია 221.6 ათასი ლარით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2014 წელს დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როცა არასწორი დიაგნოზისა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის“ შეტყობინების არათავისდროული გადაგზავნის ფაქტების გამოვლენის გათვალისწინებით, ცენტრის მიერ სამედიცინო საქმეებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ღირებულება კორექტირებული იქნა 3.7 ათასი ლარით. აღნიშნული თანხით შემცირებულია სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ დასაფინანსებელი მომსახურების ღირებულება. - არ არის დაცული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრული სამკურნალო დიეტების, ერთ ავადმყოფზე დღეში დადგენილი პროდუქტების საშუალო მოხმარებისა და სტაციონალური მკურნალობის საწოლდღის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ნორმები. ნორმებთან შედარებით გახარჯული საკვები პროდუქტების რაოდენობა, მათი მიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვან რისკებზე მიუთითებს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ცენტრის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესყიდვის განხორციელების მიზნებისთვის ბაზრის გამოკვლევის ამსახველი რაიმე დოკუმენტური სახის მტკიცებულება. - წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2014 წელს დასრულებული ხელშეკრულებების ამსახველი დოკუმენტაცია არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. - აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ვერ დგინდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების მდგომარეობა, რაც ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით საჯარიმო სანქციის გამოყენებას განაპირობებს და რომელიც საზოგადოების შემოსავლის კატეგორიას განეკუთვენება. - მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დადგინდა, აღნიშნული ხელშეკრულებების შესრულების მდგომარეობა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებში არ არის აღნიშნული იმ ხელშეკრულების ნომერი, რომლის ფარგლებშიც იქნა მიწოდებული საქონელი. ამასთან, საბუღალტრო მონაცემებში პროდუქციის მიღების აღრიცხვა არ ხდება ხელშეკრულებების შესაბამისად, რის გამოც მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების საფუძველზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება 2014 წელს მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდების შესახებ გაფორმებული 746.3 ათასი ლარის ღირებულების, 12 ხელშეკრულების შესრულების კანონიერებასთან დაკავშირებით. 15 - ცენტრის მიერ 2014 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შემოწმებით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევბში არ არის დაცული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და 101 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც შესყიდვების განხორციელებისას მონეტრული ზღვრების დაცვას ითვალისწინებს. 14. შპს "ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო"-ს 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - საავადმყოფოს მიერ მოიჯარეებზე განშტოებით მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვა, არ იძლევა რეალურ სურათს მოხმარებულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, რაც უარყოფითად აისახება საავდმყოფოს ფინანსურ შედეგებზე. - შპს „ ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მიერ 2013 წელს ქონების გადასახადით არ არის დაბეგრილი, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები და მიწა.  აღრიცხვა-ანგარიშგება - ურთიერთშეუსაბამოა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 2012 და 2013 წლების საბალანსო ანგარიშების ნაშთები. კერძოდ, 2012 წლის საბალანსო მონაცემებში, საანგარიშო პერიოდის ბოლოს რიცხული ნაშთები არ შეესაბამება 2013 წლის ბალანსში წლის დასაწყისისათვის დაფიქსირებულ ნაშთებს. - შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოზე“, უსასყიდლო- უზუფრუქტის წესით, დროებით სარგებლობაში გადაცემული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N2-ში მდებარე 21247კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული 8439,55 კვ.მ შენობა-ნაგებობა და ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N2-ში მდებარე 316,5 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 909 ერთეული მოძრავი ძირითადი საშუალება არ არის აღრიცხული საავადმყოფოს ბალანსზე. - საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში არ არის აღრიცხული 1.5 ათასი ლარის უსასყიდლოდ მიღებული მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების ხარჯვა. - კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მატერიალური მარაგების სახით ირიცხება 26.8 ათასი ლარის ღირებულების „ბარო კამერა“ და 25.2 ათასი ლარის ღირებულების 8 დასახელების 14 ერთეული სამედიცინო აპარატურა, რომელიც თავისი ფუნქციური დანიშნულებისა და ფასის გათვალისწინებით წარმოადგენენ ძირითად საშუალებებს. - შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკურ საავადმყოფოს“ საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, 2013 წლის 31 დეკემემბრის მდგომარეობით ერიცხება 8 954.00 ათასი ლარის დებიტორული და 2 556.00 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანება. ამასთან, 322.8 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2005-2006 წლებში, საბუღალტრო მონაცემებით არ იშიფრება და შესაბამისად ვერ დგინდა მისი წარმოშობისა და აღრიცხვის რეალობა. 16 - შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მიერ 2010-2013 წლებში, არასწორად წარმოებული სამედიცინო და საფინანსო საქმიანობის შედეგად, სამედიცინო მომსახურების დამკვეთებზე რიცხული მოთხოვნები 868.6 ათასი ლარით შემცირდა. - შპს „ქ. ბათუმის სტრუქტურული რესპუბლიკური ერთეულებიდან კლინიკური საავადმყოფოს“ შესაბამისი მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, საავადმყოფოს 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხება 396.1 ათასი ლარის, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით 324.8 ათასი ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც შესაბამისად 75.2 ათასი ლარით და 48.7 ათასი ლარით ნაკლებია 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ თანხაზე. აღნიშნული შეუსაბამობა 26.5 ათასი ლარით ამცირებს მოგების გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს. - შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2013 წელს საავადმყოფოს მიღებული აქვს სულ 1 856 ათასი ლარის მატერიალური ფასეულობები, რაც 38.3 ათასი ლარით ნაკლებია 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ, საანგარიშო პერიოდში მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულებაზე. აღნიშნული შეუსაბამობა 38.3 ათასთ ლარით ამცირებს მოგების გადასახდით დასაბეგრ შემოსავალს. - 2013 წლის გამოქვითვების ანალიზით დადგენილია, რომ ხარჯებზე არასწორადაა მიკუთვნებული, სადაზღვევო კომპანიების მიერ დაკორექტირებულ 40.9 ათასი ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხით შემცირებულია მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ადგილი აქვს პაციენტებისა და მომსახურების დამკვეთ იურიდიულ პირებზე სამედიცინო მომსახურების ღირებულებაზე მეტი ოდენობით თანხების მოთხოვნის ფაქტებს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში სამედიცნო ბარათების მონაცემები არ დასტურდება პაციენტების ხელმოწერებით. - საბუღალტრო ჩანაწერების შესაბამისად, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საავადმყოფოს ფიზიკური პირების მიმართ ერიცხება 470.8 ათასი ლარი დებიტორული დავალიანება. პაციენტების მხრიდან გადახდილი თანხების შესახებ წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებში, არ არის აღნიშნული სრული ინფორმაცია, გადამხდელისა და გადახდილი თანხების დანიშნულების შესახებ, რის გამოც ვერ დგინდება დებიტორული დავალიანების რეალობა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საავადმყოფოს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებით გაირკვა, რომ 2013 წელს 393.3 ათასი ლარის მატერიალური ფასეულობები მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარეშე. - გამარტივებული შესყიდვის ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი, რის გამოც შეუსრულებელია 17 საქართველოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. - „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ –„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების შემდეგ, საავადმყოფოს მიერ შესყიდვებიდან, განხორციელებული გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებებში, არ არის გათვალისწინებული ვალდებულება შესასყიდი საქონლის ხარისხობრივი მახასიათებლების დადასტურების შესახებ, მაშინ როცა ელექტრონული ტენდერის შესაბამის სატენდერო დოკუმენტაციაში მისაწოდებელ საქონელთან მიმართებით განსაზღვრულია ვარგისიანობის ვადისა და სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებული სერტიფიკატის წარმოდგენის ვალდებულება. - 2013 წელს 2 შემთხვევაში 160 ათასი ლარის სამედიცინო მომსახურების შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების მონეტარული ზღვრების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებლად, განსაზღვრული განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის ფორმით. - მედიკამენტებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების სხვა სამედიცინო დოკუმენტებით, ვერ მდგომარეობა. კერძოდ, დადგინდა საშუალებების შესრულების აღნიშნული სასაქონლო მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების ზედნადებებში არ არის შესახებ წარმოდგენილი შესრულების აღნიშნული იმ ხელშეკრულების ნომერი, რომლის ფარგლებშიც იქნა მიწოდებული საქონელი და ამასთან რიგი მიღება-ჩაბარების აქტები არ არის ხელმოწერილი საქონლის მიმღების მიერ. შესაბამისად, მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების საფუძველზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კანონიერებასთან დაკავშირებით.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - ძირითადი საშუალებების იჯარით გაცემისას, სააუქციონო განაცხადით გათვალისწინებული თანხა არ არის დამატებული სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის ღირებულებაზე, რითაც საავადმყოფოს წლიური შემოსავლები შემცირებულია 100 აშშ დოლარით. 15. შპს "ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო"-ს 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - არასწორად არის დეკლარაცია. შედგენილი საავადმყოფოს 2014 წლის ქონების გადასახადის კერძოდ, 36 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად, დეკლარაციაში დაფიქსირებულია ამავე ფართობის შენობა-ნაგებობა. 18 - შპს „ქ. ბათუმის სტრუქტურული რესპუბლიკური ერთეულებიდან კლინიკური საავადმყოფოს“ შესაბამისი მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, საავადმყოფოს 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხება 324.8 ათასი ლარის, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 449.9 ათასი ლარის სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რაც შესაბამისად 47.9 ათასი ლარით და 239.8 ათასი ლარით ნაკლებია 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ თანხაზე. აღნიშნული შეუსაბამობა 191.8 ათასი ლარით ზრდის მოგების გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს.  აღრიცხვა-ანგარიშგება - ურთიერთშეუსაბამოა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 2013 და 2014 წლების საბალანსო ანგარიშების ნაშთები. კერძოდ, 2013 წლის საბალანსო მონაცემებში, საანგარიშო პერიოდის ბოლოს რიცხული ნაშთები არ შეესაბამება 2014 წლის ბალანსში წლის დასაწყისისათვის დაფიქსირებულ ნაშთებს. - საბუღალტრო ჩანაწერების შესაბამისად, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საავადმყოფოს ფიზიკური პირების მიმართ ერიცხება 588.4 ათასი ლარი დებიტორული დავალიანება. პაციენტების მხრიდან გადახდილი თანხების შესახებ წარმოდგენილ სალაროს შემოსავლის ორდერებში, არ არის აღნიშნული სრული ინფორმაცია, გადამხდელისა და გადახდილი თანხების დანიშნულების შესახებ, რის გამოც ვერ დგინდება დებიტორული დავალიანების რეალობა. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის“, უსასყიდლო-უზუფრუქტის წესით, დროებით სარგებლობაში გადაცემული, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ N164-ში მდებარე 185 კ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 341 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, შენობა-ნაგებობის მეორე სართული და მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, არ არის აღრიცხული საავადმყოფოს ბალანსზე. - საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში არ არის აღრიცხული უსასყიდლოდ მიღებული მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების ხარჯვა. - მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამისად, 2014 წელს გამოქვითვების ჯამური რაოდენობა 6 893.1 ათასი ლარს შეადგენდა. მათ შორის 490.8 ათასი ლარი არის სხვადასხვა ხარჯების სახით გამოქვითული თანხა. აღნიშნული ხარჯების ანალიზით დადგენილია, რომ ხარჯებზე არასწორად არის მიკუთვენებული სადაზღვევო კომპანიების მიერ დაკორექტირებული 98.8 ათასი ლარი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევებში 98.8 ათასი ლარით შემცირებულია მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი. - 2013 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლებიდან 81 ათასი ლარი გამოქვითულია როგორც ძირითადი საშუალებების სრულად თანხა, თუმცა 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გამოქვითის ხარჯებად აღიარებულია ამავე ძირითად აქტივებზე დარიცხული ამორტიზაციის თანხა, რითაც მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი შემცირებულია 16.5 ათასი ლარით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 19 - საავადმყოფოში არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით განსაზღვრული, სტაციონალური დაწესებულების ფუნქციონირების სანებართვო პირობები. - ადგილი აქვს პაციენტებისა და მომსახურების დამკვეთ იურიდიულ პირებზე სამედიცინო მომსახურების ღირებულებაზე მეტი ოდენობით თანხების მოთხოვნის ფაქტებს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში სამედიცნო ბარათების მონაცემები არ დასტურდება პაციენტების ხელმოწერებით. - 2014 წლის ნოემბრის თვეში დაფიქსირდა 18 შემთხვევა, როცა არასწორი მკურნალობის ხანგრძლივობის, დიაგნოზისა და მკურნალობის ფაქტების გამო საავადმყოფოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შემცირებულ იქნა 5.1 ათასი ლარით.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აუდიტის წინა პერიოდში გაფორმებული და მოქმედება შეწყვეტილი ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირიდან, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ნაშთად ირიცხება 19.4 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება. მოპოვებული აუდიტორული გადაწყვეტილებებით მტკიცებულების აღნიშნული თანხიდან შესაბამისად, სასამართლოს შემთხვევაში უარი ორ ეთქვა საავადმყოფოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, 8.9 ათასი ლარის ღირებულების დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით და ორ შემთხვევაში 3.6 ათასი ლარის დავალიანების ამოღების მიზნით მასალები გადაგზავნილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ხოლო ხუთ შემთხვევაში, 6.9 ათასი ლარის დავალიანების შესახებ, ვერ იქნა წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულება ან რიმე ფორმის დოკუმენტი, რომელიც საიჯარო ქირის დარიცხვის საფუძველს განსაზღვრავდა. - არ არის უზრუნველყოფილი საავადმყოფოს მიერ მოიჯარეებზე განშტოებით მიწოდებული ელექტროენერგიის კანონიერი მოხმარება, რაც უარყოფითად აისახება საავადმყოფოს ფინანსურ შედეგებზე. - გამარტივებული შესყიდვის ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი, რის გამოც შეუსრულებელია საქართველოს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. - 2014 წელს 2 შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრების გაუთვალისწინებლად განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის ფორმით. - მედიკამენტებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების სხვა სამედიცინო დოკუმენტებით ვერ მდგომარეობა. კერძოდ, დადგინდა, საშუალებების შესრულების აღნიშნული სასაქონლო მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების ზედნადებებში არ არის შესახებ წარმოდგენილი შესრულების აღნიშნული იმ ხელშეკრულების ნომერი, რომლის ფარგლებშიც იქნა მიწოდებული საქონელი და 20 ამასთან, რიგი მიღება-ჩაბარების აქტები არ არის ხელმოწერილი საქონლის მიმღების მიერ. შესაბამისად, მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების საფუძველზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კანონიერებასთან დაკავშირებით.  შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2014 წელს საავადმყოფოს მიღებული აქვს სულ 2000.8 ათასი ლარის მატერიალური ფასეულობები, რაც 228.6 ათასი ლარით ნაკლებია, 2014 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ, საანგარიშო პერიოდში მიღებულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულებაზე. აღნიშნული შეუსაბამობა 22.6 ათასი ლარით ამცირებს მოგების გადასახდით დასაბეგრ შემოსავალს. საავადმყოფოს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებით გაირკვა, რომ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით ანგარიშფაქტურებით - მიღებულია 1 461.7 ლარის, ათასი საგადასახადო 21.9 ათასი ლარის მატერიალური ფასეულობები და შესაბამისად 2014 წელს 517.2 ათასი ლარის მატერიალური ფასეულობები მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარეშე. 16. სოფლის ექიმის 2012-2014 წლების ეფექტიანობის აუდიტი  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამედიცინო პერსონალის დემოგრაფიულ განაწილებაში არსებული ნაკლოვანებებიპრობლემას წარმოადგენს ის ტერიტორიული ერთეულები, სადაც ერთ ექიმზე 2500-ზე მეტი მოსახლე მოდის, რაც თავისთავად აღემატება პირველადი ჯანდაცვის არსებულ ზოგად კრიტერიუმს (1000-2000 მოსახლე). აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულებთან შედარებით ერთეულში ნაკლებ მომსახურება სხვა ტერიტორიულ ხელმისაწვდომია. ასეთი ტერიტორიული ერთეულების რაოდენობა 57-ს, ხოლო მათი მოსახლეობის რაოდენობა მთლიანი სოფლის მოსახლეობის 12.1%-ს შეადგენს. ასევე არსებობს სამედიცინო პერსონალის გეოგრაფიული განაწილების ხარვეზებიც. - არსებობს ტერიტორიული ერთეულები, სადაც მოსახლეობის უზრუნველყოფა პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით ნაწილობრივ ხდება. მინისტრის ბრძანების მიხედვით, 10,000-ზე მეტ კაცს მომსახურება არასრულად მიეწოდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ტერიტორიულ ერთეულებში ხელმისაწვდომია მხოლოდ ექთნის მომსახურება. - ინფრასტრუქტურული პრობლემები, ექიმების სამუშაო ადგილები, ამბულატორიები გასარემონტებელ მდგომარეობაშია, ექიმებს უჭირთ სოფლებს შორის ტრანსპორტირება. - ექიმების განსხვავებული პროდუქტიულობა -პროგრამის ადმინისტრირების სისტემაში არსებული ნაკლოვანებები: სამედიცინო პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულებების ნაკლოვანებები. 21 - ექიმების განსხვავებული პროდუქტიულობა-სამედიცინო პერსონალის 20% დასაქმებულია სხვა სამსახურში, რაც გავლენას ახდენს მათ სამუშაო დროზე სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში. - ექიმების განსხვავებული სისტემაში არსებული პროდუქტიულობა ნაკლოვანებები: -პროგრამის მონიტორინგის ადმინისტრირების არარსებობა- არ ხდება სამედიცინო პერსონალის სამუშაო პროცესის მონიტორინგი. - ექიმების განსხვავებული პროდუქტიულობა -ექიმების ანაზღაურების სისტემა შედეგზე ორიენტირებული არ არის : ექიმის მიერ საკუთარი ჯიბიდან გაწეული დანახარჯები მიღებული პაციენტების რაოდენობის პროპორციულად იზრდება. ექიმების ანაზღაურება არ ხდება გარკვეული სტიმულების შესაბამისად. - ექიმების განსხვავებული პროდუქტიულობა- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სოფლის ექიმების მხოლოდ 60% - ს აქვს ოჯახის ექიმის სერტიფიკატი. დანარჩენი ექიმები ვიწრო სპეციალობის ექიმები არიან. აუდიტის ფარგლებში გამოკითხული 185 ექიმიდან 62% პროფესიული განვითარების პრობლემას უსვამს ხაზს და ტრენინგების საჭიროებაზე მიუთითებს. - დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამაში პირველადი ჯანდაცვის რგოლი - სოფლის ექიმი, როგორც რეფერალის (გადამისამართების) ძირითადი განმახორციელებელი ჩართული არ არის. შესაბამისად კოორდინაცია სოფლის ექიმისა და სკრინიგის პროგრამას შორის სუსტია. - სამედიცინო პერსონალის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ფორმა მოიცავს ბევრ ინფორმაციას, თუმცა ანგარიშგების დადგენილი (სტატისტიკური) საკონტაქტო ინფორმაციას, ფორმა არასრულყოფილია: - › ანგარიში არ მოიცავს პაციენტის რომელიც მნიშვნელოვანია შემდგომ იმის გადასამოწმებლად თუ რამდენად იყო პაციენტი რეალურად ექიმთან ვიზიტზე და ამავდროულად რამდენად კმაყოფილია ის ექიმის მომსახურებით; - › ანგარიშში მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აისახება პაციენტის რეფერალის შესახებ, თუმცა არ აისახება თუ რომელ სპეციალისტთან, რომელ დიაგნოსტიკურ პროცედურაზე განახორციელა ექიმმა პაციენტის რეფერალი; - › ანგარიშში არ მოიპოვება ინფორმაცია ექიმის მიერ პაციენტის სკრინინგის პროგრამაში გადამისამართების შესახებ. - ანგარიშგება პროგრამის შესაფასებლად უმნიშვნელოვანესი აღნიშნული ბერკეტების გამოყენება ხდება არ და ბერკეტია, შესაბამისად, თუმცა პროგრამის განმახორციელებლისთვის უცნობია რამდენად აღწევს პროგრამა დასახულ მიზნებს. - აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების ლიმიტები განისაზღვრა 2004 წელს, მას შემდეგ (2011-2013 წლებში) ლიმიტების განახლება განხორციელდა რამდენიმე შემთხვევაში, დაწესებულების მოთხოვნის შესაბამისად. - 2004 წელს დაწესებულებებისთვის განსაზღვრული ლიმიტის საფუძველი ვერ იქნება მიჩნეული ვალიდურად 2015 წლისთვის. 22 17. სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლი. აღნიშნული კონტროლი ვრცელდება მხოლოდ განსაზღვრული სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე და არ მოიცავს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს. საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად გამოვლინდა, რომ ნიმუშების აღება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული რაოდენობის მიხედვით არ მიმდინარეობს. - საზღვარზე ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული კვლევისათვის შემუშავებულია მონიტორინგის გეგმა, სადაც განსაზღვრულია შესამოწმებელი პროდუქტების კატეგორიები, შესამოწმებელი უვნებლობის პარამეტრები და შესაბამისი შემოწმების სიხშირეები. გარდა აღებული ნიმუშების რაოდენობისა, დარღვევები დაფიქსირდა ნიმუშების გემით განსაზღვრულ პარამეტრებზე შემოწმებასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, შერჩეული ნიმუშების ანალიზით გამოვლინდა, რომ აღებული ნიმუშები არ არის შემოწმებული ყველა იმ პარამეტრზე, რომელიც მონიტორინგის გეგმითაა განსაზღვრული. - ინსპექტირების პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში, სააგენტოს არ გააჩნდა სრული, ზუსტი და დროული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესოპერატორებთან დაკავშირებით. აღნიშნულმა გამოიწვია ხარვეზები ბიზნესოპერატორთა რისკის დონის განსაზღვრის პროცესში. - აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ განუსაზღვრავს ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესოპერატორის რისკის დონე და შესაბამისად, არ ფლობდა სრულ სურათს მოქმედი ბიზნესოპერატორების მიერ შექმნილი რისკების შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ დაუცავს ინსპექტირების დადგენილი პერიოდულობა, რაც ბიზნესოპერატორების შესაბამისი სიხშირით ისნპექტირებას გულისხმობს. - აუდიტით გამოვლინდა, რომ განხორციელების პროცესში ინსპექტირებების რაოდენობის და დაბალია პროდუქტიულობა არსებობს ორჯერ წლის განმავლობაში გაზრდის ინსპექტირების ჩატარებული შესაძლებლობა. დაბალი პროდუქტიულობა ძირითადად გამოწვეულია ინსპექტირების გეგმით განსაზღვრული ინსპექტირებების რაოდენობის სიმცირით. - აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ განუხორციელებია რისკების მეცნიერული შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, არ მოუწვევია შესაბამისი მეცნიერ-ექსპერტები, ხოლო არსებული ადამიანური რესურსები რისკის შეფასების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფდა. - ხარვეზები გამოვლინდა მონიტორინგის პროცესში შესამოწმებელი ობიექტების შერჩევისა და ტერიტორიული გადანაწილების მიმართულებითაც. კერძოდ, მონიტორინგისთვის ობიექტების შერჩევის არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ თბილისში მონიტორინგის ფარგლებში ობიექტების შერჩევა ძირითადად ერთსა და იმავე რაიონში ხორციელდება. მაშინ, როდესაც რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების რიცხვი სხვადასხვა რაიონში უფრო მაღალია. აღნიშნულიდან 23 გამომდინარე, მონიტორინგის უზრუნველყოფს, რომ ფარგლებში რაიონების ობიექტების მიხედვით შემოწმება რეგისტრირებული ვერ ბიზნეს- ოპერატორების რაოდენობა პროპორციულად იყოს მოცული. - გამოვლინდა ხარვეზები სააგენტოს მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესშიც. კერძოდ, ჩატარებული ანალიზით ირკვევა, რომ სააგენტოში „ცხელი ხაზი“ მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებში მოქმედებს და არ არის გამართული „ქოლცენტრის“ სისტემა. სააგენტოში ცხელი ხაზის გაუმართავი მუშაობა გავლენას ახდენს საფრთხის შემცველი ბიზნესოპერატორებისა და შესამოწმებელი სასურსათო პროდუქტების შერჩევაზე. შესაძლებელია სააგენტომ ვერ მიიღოს მნიშვნელოვანი რისკის შემცველი ინფორმაცია მომხმარებლისგან. 18. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ეფექტიანობის აუდიტი  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2014 წელს პროგრამაში მონაწილე ამბულატორიების 23% აჭარბებდა საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრულ ლიმიტს-რეგისტრირებული პაციენტები აღემატებოდა 2,000 პირს, რაც აფერხებს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და დროულობას. - მოსახლეობას წვდომა უნდა ჰქონდეს ოჯახის ექიმის მომსახურებაზე სახლთან ახლოს, თუმცა პროგრამაში ჩართული ამბულატორიების ნაწილი ვერ სთავაზობს ბენეფიციარებს სხვადასხვა კვლევების და სპეციალისტების მომსახურებას იმავე ამბულატორიაში, სადაც ოჯახის ექიმია. შესაბამისად, ამბულატორია ხელშეკრულების საფუძველზე ქვე-კონტრაქტორად ირჩევს ბაზარზე არსებულ სხვა ამბულატორიას, რომელიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურებას გაუწევს დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს. პროგრამაში ჩართული ამბულატორიების 15%-ს ქვე-კონტრაქტორი ამბულატორია არ ჰყავს შერჩეული იმავე ქალაქში სადაც ის თავად ფუნქციონირებს. აღნიშნული, ქმნის დაბრკოლებას ბენეფიციართათვის და ნაწილობრივ წარმოშობს ხელმისაწვდომობის პრობლემას. - გამოკითხულ ბენეფიციართა 52% საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას რა სახის სამედიცინო მომსახურებებით შეეძლოთ ესარგებლათ პროგრამის ფარგლებში. ასევე, გამოკითხულ ბენეფიციართა 55%-ის განცხადებით მათ არასდროს მიუღიათ საინფორმაციო ბროშურა პროგრამის შესახებ. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა მიერ გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაბალი უტილიზაცია, ინფორმირებულობის დაბალ კოეფიციენტზე მიუთითებს. - მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა აფეხებს დაავადებათა ადრეულ ეტაპზე პრევენციას და ზრდის მეორეულ ჯანდაცვასა და გადაუდებელ შემთხვევებზე მიმართულ ხარჯებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პირველად ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯს. ამავდროულად, ბენეფიციარებისთვის არ არის ხელმისაწვდომი დეტალური ინფორმაცია კუთვნილი მომსახურებებისა და დაფინანსების წესის შესახებ, რაც თავის მხრივ ზრდის ბენეფიციართა მხრიდან ამბულატორიებში ე. წ.“ჯიბიდან გადახდილი თანხების“ რისკებს.  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა 24 - მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის ექიმის პროგრამებს შორის ხდება ბენეფიციარების კონტიგენტის გადაფარვა. 2014 წელს დაფიქსირდა 8,603 შემთხვევა, როდესაც სოფლის ექიმის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ამბულატორიებში დარეგისტრირებულნი არიან ძირითად კონტიგენტად, ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა. განხორციელდება ძირითადი შესაბამისად, მოცემულ პირებზე ანაზღაურება კონტიგენტის ტარიფით, საშუალოდ-1,93 ლარი, ნაცვლად დამატებითი კონტიგენტის ტარიფისა - 1,07 ლარი. - გამოკითხულ ბენეფიციართა თითქმის ნახევარი დარეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დადგენილი წესის და სოციალური გაუთვალისწინებლად. დაცვის კერძოდ, მინისტრის ბრძანებით გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი (ამბულატორია) არ შეურჩევია საკუთარი სურვილით და მათი დარეგისტრირება მოხდა ავტომატური პრინციპით. კაპიტაციური მეთოდის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების პაკეტის გათვალისწინებით, ყოველ რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე ყოველთვიურად ხდება თანხის ანაზღაურება, იმის მიუხედავად ისარგებლა სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, რაოდენობაზე სახელმწიფოს მხრიდან თუ არა ბენეფიციართა ხდება თანხის ბენეფიციარმა ზემოთაღნიშნულ ანაზღაურება, ხოლო ბენეფიციარების ნაწილს შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის გამო არ უსარგებლიათ სამედიცინო მომსახურებით. - 2013-2015 წლებში ერთი და იგივე პერიოდში სხვადასხვა ამბულატორიებში იდენტური პირადი ნომრით პარალელურად დარეგისტრირებულია 572 პირი. 20132015 წლებში ერთი და იგივე ამბულატორიაში იდენტური პირადი ნომრით ორჯერ დარეგისტრირებულია 138 პირი. 3. თავდაცვისა და სამართალდამცავი სისტემების განვითარება 19. შსს ცენტრალური აპარატის 2013- 2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - მიწის ნაკვეთები ასახული არ იყო სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რის გამოც ანგარიში N2400 არასწორად იყო წარმოდგენილი.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - მთავრობის სარეზერვო არაპირდაპირი გზით ფონდიდან 4,500.0 გამოყოფილი ათასი თანხიდან ლარით ფაქტობრივად დაფინანსებულია არა ინფრასტრუქტურული პროექტები (რისთვისაც თანხა გამოიყო), არამედ „შრომის ანაზღაურების“ მუხლი, ხოლო 700.0 ათასი ლარით - „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლი, რაც ერთი მხრივ არ შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეზერვო ფონდების დანიშნულებას გადასახდელების (სახელმწიფო დაფინანსება), ხოლო ბიუჯეტით მეორე მხრივ გაუთვალისწინებელი თანხები გაიხარჯა არადანიშნულებისამებრ.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 25 - სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით დაფინანსებულია არა ახალი ფინანსური ვალდებულებები, არამედ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფამდე წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებებით აღებული ფინანსური ვალდებულებები. სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნების გარეშე არსებული ვალდებულებები ვერ დაფინანსდებოდა. აქედან გამომდინარე არასწორი დაგეგმვისა და ასიგნებათა დაუსაბუთებლად გადანაწილებების გამო სარეზერვო ფონდიდან ასიგნების ვალდებულებები გამოყოფის აჭარბებდა მომენტამდე არსებულ ასიგნებებს, არსებული ფინანსური რითაც დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - სამინისტროსა და შპს „ნიგი 2009“-ს შორის 2014 წლის 19 მაისს ფართების იჯარებთან დაკავშირებით გაფორმდა 4 ხელშეკრულება. ხელშეკრულებების მოქმედების ვადებად განსაზღვრული იყო 2014 წლის 11 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდი. შპს „ნიგი 2009“-ს ჯამურად წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 88.5 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აღნიშნული თანხიდან 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში გადახდილი არ ჰქონდა არცერთი ლარი. ხელშეკრულებების პირობების მიხედვით ამ თარიღისთვის მას ეკუთვნოდა ასევე საურავის გადახდა 5.4 ათასი ლარის ოდენობით (გადაუხდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). დავალიანება შეადგენდა სულ 93.9 ათას ლარს. 2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დავალიანება საურავის ჩათვლით შეადგენდა 115.4 ათას ლარს. აღნიშნული დავალიანება არც ბუღალტრულად არ იყო აღრიცხული.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - 2013 წლის 16 აგვისტოს სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი გარე ტანსაცმლის შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 376.0 ათასი ლარით. სატენდერო კომისიის 2013 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმის N2 მიხედვით ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების მქონე შპს „ანა 2013“ დისკვალიფიცირებული იქნა კანონდარღვევით. სამინისტროს მიერ სატენდერო პროცედურების სრულყოფილად დაცვის შემთხვევაში არსებობდა შესაძლებლობა, რომ დაზოგილი ყოფილიყო საბიუჯეტო სახსრები 46.0 ათასი ლარის ოდენობით. - სამინისტრომ ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით 2013 წლის 25 დეკემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 583.8 ათასი ლარი. ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების მქონე შპს „ქოულ გრუპი“ დისკვალიფიცირებული იქნა კანონდარღვევით. სამინისტროს მიერ სატენდერო პროცედურების სრულყოფილად დაცვის შემთხვევაში არსებობდა შესაძლებლობა, რომ დაზოგილი ყოფილიყო საბიუჯეტო სახსრები 75.5 ათასი ლარის ოდენობით. - 2014 წლის 14 ივნისს სამინისტრომ ტანსაცმლის შესყიდვის მიზნით კვლავ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 860.0 ათასი ლარი. ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების მქონე შპს „ოლბერი“ დისკვალიფიცირებული იქნა კანონდარღვევით. სამინისტროს მიერ სატენდერო 26 პროცედურების სრულყოფილად დაცვის შემთხვევაში არსებობდა შესაძლებლობა, რომ დაზოგილი ყოფილიყო საბიუჯეტო სახსრები 134.0 ათასი ლარის ოდენობით.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - ტენდერების საშუალებით შესყიდვების განხორციელებისას ცალკეულ შემთხვევებში სატენდერო დოკუმენტაციებში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული იყო ისეთი პარამეტრები, რომელთა სიდიდეების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, ან საერთოდ საჭიროება არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა და აკმაყოფილებდა მხოლოდ კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებს. ასეთ პირობებში ტენდერებში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რითაც ავტომატურად გამოირიცხებოდა კონკურენცია და ფასის კლება. აღნიშნული პრეტენდენტი ტენდერებში იმარჯვებდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებით, რაც არ უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას. 20. შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2011-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2012 წლის 30 იანვარს მთავარმა სამმართველომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 1 400.0 ათასი ლარი. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის II განყოფილების ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები. შპს „მემონტაჟე ნიკა“ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა კანონმდებლობის დარღვევით. რის შედეგადაც ხელშეკრულება გაფორმდა 46.7 ათასი ლარით მაღალი ღირებულებით.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე დაგვიანებით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა იმავე შპს „სუფთა სამყარომ“, რომელთანაც 2013 წლის 11 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება N99 ღირებულებით 388.9 ათასი ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულმა ერთი თვის მომსახურების ფასმა შეადგინა 43.2 ათასი ლარი, რაც 9.0 ათასი ლარით ნაკლებია გამარტივებული შესყიდვის გზით მასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ფასებთან შედარებით. შესაბამისად, მთავარი სამმართველოს მიერ აღნიშნული შესყიდვის სწორად ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მიღებულიყო 27.0 ლარის ეკონომია (9.0*3თვე).  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - მთავარ სამმართველოსა და შპს „ერ-თი-ჯის“ შორის სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება N215 ღირებულებით 0.1 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის I განყოფილების ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაოები. მოქმედ მონოლითური სამშენებლო ნორმებთან რკინაბეტონის შედარებით გამოვლინდა სხვაობები 61.0 ათასი ლარის ოდენობით. 27 - მთავარ სამმართველოსა და შპს „დამბას“ შორის სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება N192 ღირებულებით 1,145.0 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის II განყოფილების ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები 86.6 ათასი ლარის ოდენობით. - მთავარ სამმართველოსა და შპს „დამბას“ შორის სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება N163 ღირებულებით 2,441.6 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები 123.4 ათასი ლარის ოდენობით. - მთავარ სამმართველოსა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“ შორის სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება N203 ღირებულებით 2,877.0 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შედარებით ახალი ადმინისტრაციული გამოვლინდა სხვაობები 100.6 ათასი ლარის ოდენობით. - გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის IX განყოფილების ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის მიზნით მთავარმა სამმართველომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (SPA120003416) შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 1,500.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა - შპს „გრუსიამ“, რომელთანაც ტენდერში გამარჯვების საფუძველზე 2012 წლის 9 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება N51 ღირებულებით 1,493.0 ათასი ლარი. მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შედარებით გამოვლინდა სხვაობები 74.9 ათასი ლარის ოდენობით. 21. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წლის 31 დეკემბრისათვის საბალანსო ანგარიშზე „მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“ რიცხულმა ნაშთმა შეადგინა 50.3 ათასი ლარი, რომელიც წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2003 წლამდე წარმოშობილ დანაკლისს. საბუღალტრო ჩანაწერების შესწავლით გამოვლინდა, რომ დანაკლისი შეეხება 5 სხვადასხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშუალებას. გარდა ამისა, დეპარტამენტის ბალანსის საცნობარო მუხლში დანაკლისად აღრიცხულია 91.3 ათასი ლარის 29 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ასევე გამოვლინდა, რომ 2010 წლის მდგომარეობით ანგარიშზე მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ბალანსის „მოთხოვნები დანაკლისებით“ ირიცხებოდა 29 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება (2007-2008 წლებში წარმოშობილი), საიდანაც 24 ერთეული მოძებნილი იქნა განკომპლექტებულ მდგომარეობაში. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისად აღიარებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც 28 აღმოჩენილ იქნა ჯართის სახით, უნდა ასახულიყო ბალანსში მარაგების სახით ნაცვლად საცნობარო მუხლისა, ხოლო მოქმედი წესების შესაბამისად უნდა გადაცემოდა განსაკარგავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს შემდგომი რეალიზაციისთვის. - 2010 წლის შემდგომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ქონების და მოთხოვნავალდებულებების ინვენტარიზაცია გადაწყვეტილი საკითხი არ ჩატარებულა. შესაბამისად, მოთხოვნა-ვალდებულებების არ იყო შემდგომი აღრიცხვის/დაფარვის შესახებ. ასევე ვერ დასტურდება ბალანსზე აღრიცხული ქონების არსებობა. ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობით არ არის დაცული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების უმრავლესობა საჭიროებს იდენტიფიკაციას და მათი სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი რეგისტრაციის დოკუმენტების მიხედვით დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა- ნაგებობების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. აღნიშნული მოითხოვს მონაცემების შესაბამისობაში მოყვანას.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2014 წლის განმავლობაში შპს „G.M.M.“-ის მიერ იჯარის და პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხა შეადგენდა 240.1 ათას ლარს (იჯარა194.2 ათასი, პირგასამტეხლო-45.9 ათასი ლარი). აღნიშნული საკითხი განხილულია საიდუმლო ნაწილში.  აქტივების მართვის არაეფექტიანობა - სასჯელაღსრულების ტენდენციის დეპარტამენტში შესწავლით 2010-2014 გამოვლინდა, რომ წლებში წყლის წყლის ხარჯვის გადასახადი იზრდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად. 2010 წლის განმავლობაში საშუალოდ 22,726 კონტიგენტზე გაწეულია 8,472 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წელს კონტიგენტი განახევრდა 10,115 - მდე, ხოლო ხარჯი გაიზარდა 10,754.8 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგივე ტარიფების პირობებში, პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას წყლის ხარჯის მოცულობაზე გავლენა არ მოუხდენია, რაც წყლის არადანიშნულებისამებრ გამოყენების რისკს შეიცავს.  აღრიცხვა-ანგარიშგება - სამინისტროზე რიცხული მთლიანი მოთხოვნების 95% მოიცავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებიტორებს. აქედან, 5,315.7 ათასი ლარი წარმოშობილია 2002-2010 წლებში, რომელიც ირიცხება სხვადახვა მომწოდებელზე. დეპარტამენტის მიერ დებიტორ ორგანიზაციებთან ურთიერთშეთანხმების აქტები არ გაფორმებულა და არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები არსებული დავალიანების რეალობის დასადგენად. ხანდაზმული დავალიანებები არც საცნობარო მუხლშია გადატანილი, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რომლის მიხედვითაც ხანდაზმული უიმედო დებიტორული დავალიანებები აისახება ბალანსის საცნობარო მუხლში. აღნიშნული ხანდაზმული მოთხოვნები ძირითადად მოიცავს 2005 წელს 29 წარმოშობილ შპს „ნოლა“-ს დავალიანებას 4,299.5 ათასი ლარის ოდენობით, რომლის დოკუმენტაციაც (საფუძველი) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. დანარჩენი 1,016.2 ათასი ლარის დავალიანების წარმოშობა ვერ დასაბუთდა (მომსახურება, საქონელი, სამუშაო არ იქნა გაწეული, მოწოდებული, შესრულებული, თუ ხარჯვის დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი). - სამინისტროს ბალანსზე რიცხული მთლიანი კრედიტორული დავალიანების 91% (2,912 ათასი ლარი) მოდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე, საიდანაც 496 ათასი ლარის დავალიანება წარმოშობილია 2003 წლამდე, ხოლო 2,235.5 ათასი ლარის დავალიანება წარმოშობილია 2003-2010 წლებში (აქედან 1,521.9 ათასი ლარისამშენებლო სამუშაოებზე. მათ შორის: შპს „ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანის“ მიმართ 1,057.4 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანება წარმოშობილია 2007 წელს, ხოლო შპს „აკსმშენის“ მიმართ 233 ათასი ლარის კ/დ 2008 წელს). ორივე მიმწოდებლის მიმართ დავალიანება უკავშირდება გლდანის #8 საპყრობილის მშენებლობას. პასუხისმგებელი პირების სიტყვიერი განმარტებით, ორივე კომპანიას პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან. სხვა დამატებითი ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, 2014 წლამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე წარმოქმნილი 2,732.5 ათასი ლარის კრედიტორული დავალიანება არ არის აღრიცხული საცნობარო მუხლში, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. - სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ძირითად აქტივებზე ცვეთის დარიცხვას აწარმოებდა მათ ნარჩენ ღირებულებაზე. მოქმედი წესების თანახმად კი ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხებათ წლის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის და გამოიანგარიშება მათი საწყისი (პირვანდელი) ღირებულების გამრავლებით შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებულ წლიურ ნორმაზე (წრფივი მეთოდით). არასწორი ცვეთის მეთოდის გამოყენების შედეგად, რაოდენობრივი ეფექტი ვერ დადგინდა, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების საწყისი ღირებულებების შესახებ. - სამინისტრო ბალანსის საცნობარო მუხლში არასრულად ასახავდა ამორტიზებულ ძირითად აქტივებს, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. - 2013-2014 წლებში ეკვივალენტური „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებით“ პროგრამის (27 04) ფარგლებში საბუღალტრო სამსახურის მიერ უსასყიდლოდ მიღებული მედიკამენების შესაბამის პერიოდში აღრიცხვა არ ხორციელდებოდა. აღნიშნული ახსნილია იმ გარემოებით, რომ სამედიცინო დეპარტამენტიდან შესაბამისი დოკუმენტების საბუღალტრო სამსახურში წარმოდგენა ხდებოდა დაგვიანებით. კერძოდ: - - 2014 წელს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ვირუსული „C“ ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს 1,030.3 ათასი ლარის ღირებულების 6,493 ერთეული 30 მედიკამენტი. ბუღალტრული მონაცემების მიხედვით აღნიშნული მედიკამენტები შემოსავალში აღებულია მხოლოდ 499.0 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების კაპიტალი 2014 წლის ბოლოს წარმოდგენილია 531.3 ათასი ლარით ნაკლები ოდენობით (ბალანსის დანართი ფორმა #3 „ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ“, შესაბამისად ბალანსის ფორმა #1-ში წმინდა ღირებულების ანგარიში-5100 წარმოდგენილია 531.3 ათასი ლარით ნაკლები ოდენობით. ასევე, ფინანსური შედეგების და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშებიც აღნიშნული ოდენობით შეიცავს უზუსტობას). - - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნული ცენტრიდან გლობალური პროექტების ფარგლებში შედარების აქტების მიხედვით 2014 წლის განმავლობაში მიღებული 153.7ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ნაცვლად ბუღალტრული მონაცემების მიხედვით აღრიცხულია მხოლოდ 143.4 ათასი ლარის ოდენობით (10.3 ათასი ლარით ნაკლები). - 27 04 პროგრამული კოდზე(ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით“) ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან გლობალური პროექტების ფარგლებში ღირებულების გარეშე უსასყიდლოდ მიღებული მედიკამენტები რაოდენობრივად არის არის აღრიცხული. შედარების აქტების მიხედვით 2014 წელს მიღებული და გახარჯულია 1,039 ერთეული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები. - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ 2013-2014 წლებში შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ბიუჯეტში გადაუხდელი თანხები არაა ბალანსზე ასახული. - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეებს სასურსათო ულუფის კომპენსაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. სწრაფი რეაგირების მოსამსახურეებს კი ფულადი კომპენსაციის ნაცვლად კვებავენ დღეში სამჯერადად. 2013-2014 წლებში აღნიშნულ მოსამსახურეების კვებით მომსახურებაზე გაწეულია 459.7 ათასი ლარი (2013 წელს-236.9 ათასი და 2014 წელს-222.8 ათასი ლარი), რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლით, 2013 წლის ბოლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ 2 პირზე გადარიცხულია 971 ლარი (416.8+554.2), რომლებიც არ წარმოადგენდნენ მოქმედ თანამშრომლებს. აღნიშნული პირების განცხადებების და დაწესებულებების საჟურნალე ჩანაწერების მიხედვით გამოვლინდა, რომ ისინი დეპარტამენტის დაწესებულებებში მუშაობდნენ 1997-2002 წლებში. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ, აღნიშნული პირები არ ფიქსირდება. ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით „თანამდებობრივი სარგოს“ კატეგორია ითვალისწინებს ნომინალური თვიური ხელფასის ოდენობას, რომელიც დადგენილია მუშაკისათვის მისი დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამდენად, 31 „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლიდან აღნიშნული ხარჯის გაწევა ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმას. - 2013 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ნოემბერ-დეკემბერში დანიშნულ 23 თანამშრომელს მიღებული აქვს 10,000-27,160 ათას ლარამდე პრემია, რაც დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია, ვინაიდან პრემია გაიცემა თანამშრომელზე დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. თუმცა, დეპარტამენტის მხრიდან რაიმე სახის დასაბუთება, თუ რა დამსახურებისთვის გაიცა მათზე პრემია - ვერ იქნა წარმოდგენილი. - 2014 წლის ივლისის თვეში, სამინისტროს აპარატში ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით პრემიის და იმავე პირებზე დანამატის დარიცხვის ფაქტს, რაც ჯამურად შეადგენდა 10,615 და 10,380 ლარს. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის დაცული სამართლებრივი აქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს(პრემია დარიცხულია ივლისის თვეშითითოეულზე 8,250 ლარი).  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013-2014 წლებში „ვალდებულების კლების“ მუხლით ასიგნებები დამტკიცებული არ ყოფილა. 2014 წელს ვალდებულებების კლების მუხლით 426.7 ათასი ლარით დაზუსტება გამოწვეულია წინა წლებში აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით დაგვიანებით (მიმდინარე წელს) შემოსული ფინანსური დოკუმენტაციით წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების დაფარვით. ამ მიზნით მუხლებს შორის „საქონელი გადანაწილება განხორციელებულია და მომსახურების“, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ და „სხვა ხარჯების“ მუხლების შემცირების ხარჯზე შესაბამისად 414.6 ათასი,10.8 ათასი და 1.3 ათასი ლარის ოდენობით. ანუ, განხორციელებულია მიმდინარე წლის ასიგნებების გამოყენება წინა წლების დავალიანებების დასაფარად. აღნიშნული ტრანზაქციები განხორციელებულია 2013 წელსაც 367.1 ათასი ლარის ოდენობით. 2014 წლის ბოლოს დაგროვილი კრედიტორული დავალიანება შეადგენს 341.2 ათას ლარს. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ახალი დავალიანების დაგროვებას, რაც შეუსაბამოა „საქართველოს 2013-2014 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის მიხედვითაც წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციამ შესაძლებელია გამოიყენოს მიმდინარე წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება. - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2014 წლის 15 ივლისის საქართველოს მთავრობის #449 დადგენილების ამოქმედებიდან საბიუჯეტო სახსრები გაცემულია (აგვისტოდან) არა მარტო „პრემიის“, არამედ „დანამატის“ ქვემუხლიდანაც. შედეგად, 2014 წლის აგვისტომდე საშუალო თვიური პრემია შეადგენდა 382 ათას ლარს, ხოლო აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით საშუალო თვიური პრემიისა და დანამატის ჯამური ოდენობა - 1,204 ათას ლარს (3-ჯერ მეტს). დაუსაბუთებელია აღნიშნული 32 დანამატების გაცემის მიზნობრიობა, რაც ზრდის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად განკარგვის რისკს.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის #66 განკარგულების თანახმად, 2014 წლის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დეპარტამენტს თავისუფლების მიეცა აღკვეთის უფლება განეხორციელებინა დაწესებულებებში პატიმრობის/ დასუფთავება/დალაგების, ბრალდებულების/მსჯავრდებულებისათვის განკუთვნილი თეთრეულის რეცხვის, ასევე მათთვის შესაბამისი პროდუქტების მიტანის/დარიგების მომსახურების შესყიდვა. აღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად დეპარტამენტსა და შპს „პერსპექტივას“ შორის 2014 წლის იანვარში, 1,800 ათას ლარზე გაფორმდა #27 ხელშეკრულება. ხსენებული განკარგულების შესაბამისად, ხელშეკრულება ითვალისწინებდა 619 მსჯავრდებულის მომსახურებას, რისთვისაც 2014 წლის განმავლობაში გაწეულ იქნა 1,289.6 ათასი ლარის საკასო ხარჯი. აქედან, 218.2 ათასი ლარი წარმოადგენს შპს „პერსპექტივას“ მოგებას და დღგ–ს, რაც უშუალოდ დეპარტამენტის განხორციელების შემთხვევაში დაიზოგებოდა. შპს „პერსპექტივა“ აღნიშნულ მომსახურეობას ახორციელებდა 2013 წლის ოქტომბრიდან. ამ მიზნით, 2013 წლის ბოლომდე ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 293.6 ათასი ლარი, საიდანაც 49.7 ათასი ლარი (მოგებისა და დღგ-ს თანხა) წარმოადგენს არაეკონომიურ ხარჯს. - 2013 წლის განმავლობაში შპს „პერსპექტივა“ ქვეკონტრაქტორების მეშვეობით ახორციელებდა სხვადასხვა სამუშაოებს. შუალედური რგოლის ჩართვის საჭიროება დაუსაბუთებელია, მიმწოდებლებთან პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების 27.37 ათასი ლარის დაზოგვა. (საკითხი განხილულია საიდუმლო ნაწილში).  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ჩატარებული ყველა ტენდერის პრეტენდენტებისათვის 2013-2014 წლებში კვებით მომსახურებაზე შემთხვევაში, განსაზღვრული სატენდერო საკვალიფიკაციო დოკუმენტაციით მოთხოვნები ითვალისწინებდა პრეტენდენტი კომპანიის დამფუძნებლის ან მენეჯმენტის მინიმუმ 2 წლიან ინფორმაციას აღნიშნული კვების მომსახურების ინფორმაცია გაწევის მოიცავდა გამოცდილების მმართველის შესახებ. რგოლის/კვების ტექნოლოგის/მთავარი მზარეულის რეზიუმებს და დამატებით ინფორმაციას სამუშაო გამოცდილების შესახებ აღნიშნულ სფეროში. სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ცალკეული საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ განსაზღვრავს პრეტენდენტი კომპანიის შესაძლებლობას და მთლიანი ფირმის გამოცდილებას კვების უზრუნველყოფის დარგში. - სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, 2013 წლის 5 თებერვალს გამოცხადებულ ყველა ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში კონტიგენტის რაოდენობასთან დაკავშირებით ბოლო შესწორებები შესულია წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს სირთულეს უქმნის შესაბამისი 33 სატენდერო წინადადების მომზადებისთვის. მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განსაკუთრებულ სპეციფიკას, აღნიშნული უკავშირდება რაოდენობის განსაზღვრის ფუნქციონირების სპეციფიკური მოსალოდნელი რაც სისტემის აუცილებლობით იყო გამოწვეული (ამნისტია, პატიმართა მნიშვნელოვანი გადინება, რაც ტენდერის გამოცხადების დროს არ იყო გათვლადი). - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის განმავლობაში ხშირ შემთხვევებში ტენდერში მონაწილეთათვის მოთხოვნილია საქონლის/მომსახურების მიწოდების 1 ან 2-წლიანი გამოცდილება და არ არის გათვალისწინებული მათ მიერ დადებული ხელშეკრულებების ღირებულება, რაც იწვევს ისეთი პრეტენდენტების დისკვალიფიკაციას, რომელთაც გააჩნიათ მიწოდების მოცულობითი მაღალი, მაგრამ პერიოდით დაბალი გამოცდილება, რაც პრეტენდენტებისთვის შემზღუდავ პირობას წარმოადგენს. მიწოდების გამოცდილების მოთხოვნისას პერიოდის ნაცვლად ღირებულებითი ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში არსებობდა შესყიდვის განხორციელების შედარებით დაბალი ღირებულების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობდა ხარჯვის რაციონალურობის ამაღლებას. - 2013 წელს ჩატარებული ტენდერებიდან SPA130003072 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა - შპს „G.M.M.“-მა, შპს „გეო ინვესტმა“ და შპს თელა 2012“-მა. შპს „თელა 2012“-მა წარმოადგინა სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადება. სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის მას განესაზღვრა არასრული ერთი დღე, მაშინ როდესაც, მოქმედი წესების თანახმად შესაძლებელი იყო 3 სამუშაო დღის ვადის მიცემაც. - 2013 წელს ჩატარებულ SPA130003076 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პრეტენდენტმა - შპს „G.M.M.“-მა, შპს გეო ინვესტმა, შპს „თელა 2012“-მა და შპს KL Group-მა.აქაც, შპს „თელა 2012“-მა წარმოადგინა სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადება 1,408.9 ათას ლარზე (სავარაუდო ღირებულება 1,912.2ათასი ლარი). ხოლო მომდევნო დაბალი ფასის სატენდერო წინადადება შპს „G.M.M.“-მა ოდენობით. წარმოადგინა – 1,620.0 ათასი ლარის სატენდერო დოკუმენტაციის დასაზუსტებლად შპს „თელა 2012“-ს განესაზღვრა მინიმალური ვადა. დაზუსტებული ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო შპს „თელა 2012“ დისკვალიფიცირებული იქნა და გამარჯვებულად გამოცხადდა მომდევნო დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე შპს „G.M.M.“. შედეგად, ხელშეკრულება გაფორმდა 211.1 ათასი ლარით მეტი ღირებულების მომსახურებაზე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - 2013-2014 წლებში მომწოდებლებს შორის ხელშეკრულებებით სასჯელაღსრულების სახელმწიფო ნაკისრი დეპარტამენტსა შესყიდვების და ფარგლებში ვალდებულებების სხვადასხვა გაფორმებული შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, ბიუჯეტში გადაუხდელი თანხა ჯამურად შეადგენს 547.0 ათას ლარს. აღნიშნული თანხები აუდიტის მიმდინარეობისას არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში და არც ბალანსზე იყო ასახული. 34 - ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „მემი“-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის 2014 წლის 5 ივნისს გაფორმდა #192 ხელშეკრულება პატიმრებისათვის საზაფხულო და საზამთრო სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა ფორმების შესყიდვაზე. 55.0 ათასი ლარი, რაც სავარაუდო ღირებულებაზე (205 ათასი ლარი) 24.4%-ით ნაკლებია. აღნიშნული მიუთითებს ბაზრის არასრულფასოვნად მოკვლევაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა 3,000 ცალი ზაფხულის და 2,000 ცალი ზამთრის ტანსაცმლის მიწოდება. 2014 წლის ივლისში მიწოდებულია მხოლოდ 56.6 ათასი ლარის პატიმრის 1,885 ცალი ზაფხულის ტანსაცმელი. აღნიშნული ტანსაცმელი აუდიტის მიმდინარეობისას ირიცხებოდა საწყობში ნაშთად, რადგან მათი გამოყენების საჭიროება არ დამდგარა აღნიშნული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა მიმწოდებლის მხრიდან 2014 წლის 4 აგვისტოს წერილის საფუძველზე. დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლო დარიცხული არ ყოფილა (და არც ბუღალტრულად ასახულა მოთხოვნებში). სამინისტროს არც სხვა მომწოდებლის მოძიება განუხორციელებია, რადგან წინა ხელშეკრულებით განსაზღვრული ტანსაცმლის შეძენის საჭიროება არ დამდგარა. დასაჯარიმებელი თანხა შეადგენს 3,099.60 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას , 2015 წლის 4 მარტს შპს „მემის“ წარედგინა შესაბამისი წერილი აღნიშნული თანხის გადახდასთან დაკავშრებით.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შედეგად, 2013 წლის 26 მარტიდან შავ სიაში რეგისტრირებულ შპს „დემეტრე-96“-თან 23 მაისს გაფორმებულია ხელშეკრულება. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა დოკუმენტაციის შეფასებების განხილვა დაიწყო 2013 წლის 13 თებერვლიდან, ხოლო ხუთი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდგომ 24 აპრილს კომისიამ განიხილა და იმსჯელა შპს „დემეტრე-96“-ის წინადადებების შეფასებებზე, მაშინ როცა 26 მარტიდან უკვე შავ სიაში იყო დარეგისტრირებული (ისევ დეპარტამენტის მიერ). კომისიას უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შეეწყვიტა ტენდერი. 22. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2012 წლის 2 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს „ანაგს“ შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება N213 ღირებულებით 1,452.1 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ლაზიკის იუსტიციის სახლის წყალგაყვანილობის, სახანძრო, ელექტროობისა და გათბობის, სუსტი ვენტილაციის, დენების მოწყობის სამუშაოები. ხარჯთაღრიცხვაში არსებული არითმეტიკული შეუსაბამობის და მოგების კანონმდებლობის დარღვევით დარიცხვის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 73.3 ათასი ლარი. 35 - 2012 წლის 16 მაისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს „ანაგს“ შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება N134 ღირებულებით 7,871.6 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ლაზიკის იუსტიციის სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ხარჯთაღრიცხვებში მანქანა-მექანიზმების ქირავნობის ღირებულებებზე ზედნადები ხარჯების და მოგების კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით დარიცხვის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 143.7 ათასი ლარი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - ქ. ფოთის იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ არააუცილებელი, არასაჭირო დისკვალიფიცირებული იქნა ტენდერში სატენდერო დოკუმენტაციით და შემზღუდავი მოთხოვნების დაბალი სატენდერო წინადადების დაწესებით ფასის მქონე პრეტენდენტი (შპს „კუნძული“) და გამარჯვებულად გამოცხადდა მაღალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე შპს „პრიზმა“, რის შედეგადაც ზედმეტად გაიხარჯა 267.5 ათასი ლარი. - ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მოპირკეთების სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2013 წლის 6 სექტემბერს ბიუროსა და შპს „აგრომშენსერვისს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N117 ხარჯთაღრიცხვებში შრომის ღირებულებით 989.0 ათასი ლარი. ანაზღაურების ღირებულების კანონმდებლობის დარღვევით გაზრდის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 137.9 ათასი ლარი. - ქ. თბილისის სახლის იუსტიციის ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ბიუროსა და შპს „ნიუ კონსტრაქშენს“ შორის 2012 წლის 14 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება N53 ღირებულებით 9,650.0 ათასი ლარი. ხარჯთაღრიცხვაში არსებული არითმეტიკული შეუსაბამობის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 195.4 ათასი ლარი. - 2012 წლის 23 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს „ანაგი თბილისს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N232 ღირებულებით 1,049.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის იუსტიციის სახლის შიდა მოპირკეთების სამუშაოები. ღირებულებების და ხარჯთაღრიცხვებში ქვეკონტრაქტორების მიერ ცალკეული მასალების შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივ ხარჯებთან შედარებით გაზრდილად წამოდგენის შედეგად სამუშაოების ღირებულება გაზრდილია და ზედმეტად გადახდილია 35.7 ათასი ლარი. 23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტების 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - მნიშვნელოვანი დარღვევე-ნაკლოვანებებით შედგენილი ფინანსური ანგარიშგება. 36  - განსაკუთრებით დიდი ოდენობით არსებული დებიტორული დავალიანება. - აღურიცხავი კრედიტორული დავალიანება. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები -  შიდა ნორმატიული აქტები მოძველებული და არასრულყოფილია. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი   მივლინებაში გაწეული უკანონო ხარჯი. საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - სამინისტროს მაღალჩინოსნების სასწავლო კურსებზე გახარჯული სახსრები - სამხედრო მოსამსახურეთა კვების ორგანიზების საკითხში არსებული პრობლემები. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - გადარიცხულია გაურკვეველი წარმომავლობის თანხა. - საბიუჯეტო პროცესის, მათშორის შრომის ანაზღაურების ფონდის დაგეგმვაში არსებული ნაკლოვანებები.  შენატანები საწესდებო კაპიტალში. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - შესყიდვების განხორციელება შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების გარეშე და ხელშეკრულებების CMR-ში დარეგისტრირების გარეშე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - სამხედრო მოსამსახურეთა დაზღვევის შესყიდვის საკითხში დაშვებული გადაცდომები.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - შესყიდვის საშუალების შერჩევაში არსებული ნაკლოვანებები. - ტენდერების ორგანიზებაში არსებული ხარვეზები. - არასაიდუმლო შესყიდვების საიდუმლო გრიფით განხორციელების შემთხვევები. - სამინისტრო 5 თვის მანძილზე ფუნქციონირებდა სატენდერო კომისიის გარეშე. 24. *თავდაცვის სამინისტრო - (ფინანსების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი) - საიდუმლო 25. * სსიპ – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - საიდუმლო 26. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს არქივის სამმართველო. აღნიშნული სამმართველო განლაგებულია ვაჟა-ფშაველას N1ში მდებარე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში და სარგებლობს საქართველოს ეროვნული არქივის ბალანსზე რიცხული ფართით და ინვენტარით, თუმცა აღნიშნული ქონებით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი. 37 - მიუხედავად აფხაზეთის ა/რ იუსტიციის დეპარტამენტის წერილისა, რომლის თანახმადაც დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იძლეოდა პირობას იმის თაობაზე, რომ გაითვალისწინებდა წინა აუდიტის ანგარიშის ,,სხვა მნიშვნელოვანი სკითხების“ პუნქტში ასახულ გარემოებებს, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ქონების შესაბამისი დოკუმენტის გარეშე გამოყენების ფაქტს. აღნიშნული გამოვლინდა წინა პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შედეგად. 4. სახელმწიფო საწარმოებისა და სსიპ–ების საკუთარი შემოსავლების მართვა 27. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არ ჩატარებულა ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - რიგ შემთხვევებში ხელმძღვანელ საქართველოს პირებზე სტატისტიკის გაცემული იყო ეროვნული მაღალი პრემიები, სამსახურის რამაც მიერ შეადგინა თანამდებობრივი სარგოს 146-200%.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - ქვეყნის შიგნით სამსახურის მივლინების მხრიდან, დროს. ადგილი საქართველოს ჰქონდა სტატისტიკის სამივლინებო ხარჯების ეროვნული ზედმეტად ანაზღაურების ფაქტს. - რიგ შემთხვევაში გამოვლინდა გადაცემული ქონების თანამშრომელთა სამუშაო დროისა და მათზე არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების ფაქტები. კერძოდ ავტომანქანებისა და შესაბამისად საწვავი საშუალებების გამოყენება ხდებოდა თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნის დროს. გარდა აღნიშნულისა, სამორიგეო ავტომობილების გამოყოფა ხდებოდა სიტყვიერად და არა წერილობითი ფორმით.  შესყიდვების მართვასთან დაკავშიირებული ხარვეზები - შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და სახელშეკრულებო თანხებს შორის გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემსყიდველმა სათანადოდ არ აწარმოა ბაზრის კვლევა. - გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებს, როცა შესყიდვებიდან მიღებული ეკონომიების ხარჯზე, თანხების ათვისების მიზნით, საბიუჯეტო წლის ბოლოს, სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულია ისეთი მოთხოვნა, როგორიცაა ხელშეკრულების გაფორმებიდან და საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მთლიანი სახელშეკრულებო თანხის წინასწარ, ავანსად გადარიცხვა, რის საფუძველზეც მოხდა ზოგიერთი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ზოგ შემთხვევაში კი სატენდერო დოკუმენტაციაში სარეკლამო პროდუქტის აღწერისას მითითებული იყო ისეთი მინიშნებები, რომელიც ფაქტობრივად მორგებული იყო კონკრეტულ პირზე. 28. საჯარო სამსახურის ბიუროს 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები 38 - 2012 წელს ბიუროს მიერ საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული მის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო საკუთრებში არსებული უძრავი ქონება, რითაც დაირღვა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები. - ბიუროს ბალანსზე 2012-2013 წლებში რიცხული არამატერიალური ძირითადი აქტივის - პროგრამა ,,ორის მენეჯერის“ ექპლუატაციაში მიღების შესახებ აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაბამისი რწმუნება. - 2012 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგება ბიუროში არ განხორციელებულა ინვენტარიზაცია, რაც ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ მოთხოვნებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებულ წესს.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2012-2013 წლების განმავლობაში ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოყენებული დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველად საბუღალტრო დოკუმენტებს და სააღრიცხვო რეგისტრებს. არასრულყოფილად არის წარმოებული არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვა და ფაქტიურად არ არსებობს არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი. შესაბამისად, არ არის დაცული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის მიერ 2007 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული N1321 ინსტრუქციის ნორმები  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2012 წლის განმავლობაში ხელშეკრულებებით შტატგარეშე მიღებულია მოსამსახურეებად თანამშრომლები შესასრულებლად მაშინ, როდესაც იმავე მუდმივ შრომითი ამოცანათა ფუნქციის შესასრულებლად საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობები არ არის სრულად დაკომპლექტებული. არ არის გათვალისწინებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები. - ვერ დასტურდება ბიუროს შტატგარეშე თანამშრომლის მიერ შრომითი საკანონმდებლო ნორმების ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ბიუროს საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა 2.4 ათასი ლარით აღემატება შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს. - 2012 წლის განმავლობაში ბიურომ ,,2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების გაუთვალისწინებლად, წლიური საპრემიო ფონდი გაზარდა ,,თანამდებობრივი სარგოს“ მუხლში გამოწვეული ეკონომიიდან შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 49%-მდე (სარეზერვო ფონდის გარეშე). - 2013 წელს მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, ბიუროს უფროსის მიერ მოთხოვნილია საპრემიო ფონდის წლიური მოცულობის გაზრდა შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური 39 ოდენობის 35%-ით. ამ პერიოდში, პრემიის მუხლით გაწეული მთლიანი ხარჯის 72.3% მიღებული აქვს ბიუროს უფროსს 9 თვის განმავლობაში. - ბიუროს მიერ 2012 -2013 წლებში როუმინგული მომსახურებისთვის გახარჯული 29.0 ათასი ლარი წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს, რადგან „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანება არ ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისათვის ქვეყნის გარეთ მივლინების პერიოდში კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურებას.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - 2012 წელს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის შესახებ ბიუროს მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაბამისი რწმუნება 3.0 ათასი ლარის ხარჯის მიზნობრიობის შესახებ.  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - 2012 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 50.0 ათასი ლარი მოთხოვნილია მიმდინარე წელს სხვადასხვა დაგეგმილი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, ხოლო შემდეგ ბიუროს უფროსის წერილის საფუძველზე აღნიშნული თანხა გაცემულია პრემიებზე ისე, რომ ბრძანებებში არ არის მითითებული პრემიის გაცემის დასაბუთება. აღნიშნული პროექტები ბიუროს მიერ არ განხორციელებულა.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2012 წელს დაგეგმვის ეტაპზე საშტატო რიცხოვნობა მომდევნო წლის რეალურ საშტატო რიცხოვნობასთან მიმართებაში განსაზღვრულია მნიშვნელოვნად დიდი ოდენობით (ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 15 ერთეულს, საშტატო ნუსხით დამტკიცებული რაოდენობის 71%-ს). აღნიშნულის გამო, შრომის ანაზღაურების მუხლით გათვალისწინებული გადასახდელები (ეკონომიები) ნაწილდებოდა თანამშრომლებზე პრემიების მუხლით. 29-30. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის ფინანსური და 2012 – 2013 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ საწვავის ფაქტობრივ ხარჯთან შედარებით, 2012 – 2013 წლებში ზედმეტადაა ჩამოწერილი 920 ლიტრი ბენზინი საშუალო ღირებულებით 2.0 ათასი ლარი და დიზელის საწვავი 32 ლიტრი 59 ლარი. - გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მივლინების პერიოდში ბრძანებით გაცემული საწვავის ოდენობის გახარჯვა არ ხდებოდა სრულად და დარჩენილი საწვავი ემატებოდა სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ყოველთვიურ ლიმიტს. ცხრა შემთხვევაში ლიმიტს ზემოთ საწვავის გადახარჯვამ შეადგინა 660 ლიტრი ბენზინი - საშუალო ღირებულებით - 1.2 ათასი ლარი. - სააგენტოს საბანკო ანგარიშზე, 2014 წლის მარტიდან წლის ბოლომდე, საპროცენტო სარგებლის გარეშე განთვსებული იყო შპს „რეგიონული განვითარების ფონდის“ მიერ გადმორიცხული თანხები.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები 40 - 2013 წელს მომსახურების სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა მოთხოვნების, ვალდებულებების ფულადი დოკუმენტების, სალაროებისა და სათადარიგო საშუალებების რემონტთან ნაწილების ინვენტარიზაცია. - სააგენტოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ, სამუშაოს შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტებს სააგენტოს მხრიდან ხელს აწერდა მხოლოდ სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი, რითაც იზრდება სატრანსპორტო საშუალებათა შეკეთების საჭიროებასთან დაკავშირებული რისკები. - მომსახურების სააგენრტოს მიერ ქონების გადაზისვის პროცესი მნიშვნელივანი ხარვეზებით ხასიათდება. კერძოდ, სატანსპორტო მომსახურების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით გაურკვეველია თუ რომელი დოკუმენტის აღსრულების საფუძველზე განხორციელდა ქონების გადაზიდვა, რომელიც დადასტურებული იქნებოდა შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირისგან, ვიზც მოხდა აღნიშნული ქონების ჩაბარება. - მომსახურების სააგენტომ ვერ უზრუნველყო განსაკარგავად გადაცემული მ-100 მარკის 50 000 ტონა მაზუთის შესაძლო მაღალ ფასად რეალიზაცია, რის საფუძველზეც გაიზარდა მაზუთის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესებისა და, შესაბამისად მისი ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები.  აქტივების მართვის არაეფექტიანობა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2013 წლის 27 ივნისის ბრძანებით მომსახურების სააგენტოს უსასყიდლოდ, უვადოდ, სარგებლობის უფლებით გადმოეცა სახაზინო სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა BMW X5 - საწყისი საბალანსო ღირებულებით 42.0 ათასი ლარი, მომსახურების სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით სახაზინო სამსახურის მიერ გადმოცემულ მანქანაზე არ ყოფილა განსაზღვრული საწვავის ლიმიტი, არ მომხდარა საწვავის გაცემა/ ჩასხმა, ავტომანქანა არ არის მიმაგრებული არც ერთ თანამშრომელზე და დღემდე გაჩერებულ მდგომარეობაში განთავსებულია მუხიანის ბაზის ტერიტორიაზე.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2013 წლის 1 იანვრის ფულადი დოკუმენტების ნაშთი ბალანსის ფორმა N1-ში წარმოდგენილია 0.8 ათასი ლარის ნაკლებობით. - მომსახურების სააგენტოს 230.9 ათასი ლარის ღირებულების აქტივი აღიარებული ძირითად საშუალებად, მიხედავად იმისა რომ იგი არ აკმაყფილებს ძირითად საშუალებად აღიარების კრიტერიუმებს. - მომსახურების სააგენტოში ცვეთის ხარჯი წარმოდგენილია 52.6 ათასი ლარის ზედმეტობით. - 2013 წლის 1 იანვრისა და 31 დეკემბრის მდგომარეობით შესაბამისად 115.0 ათასი ლარი და 23.5 ათასი ლარის ღირებულების აქტივები ნაცლად გრძელვადიანი მცირეფასიანი ინვენტარის ანგარიშისა დაკლასიფიცირებულია მარაგების მუხლში შესაბამისად 2013 წლის 1 იანვრის მარაგების მუხლი ფორმა N1-ში წარმოდგენილია 115.0 ათასი ლარით და 2013 წლის 31 დეკემბრის 23.5 ათასი ლარის ზედმეტობით. 41 - მომსახურების სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, დაუმთავრებელი აქტივის, საკუთრებაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად აქტივების მუხლი 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფორმა N1-ში 49.0 ათასი ლარით ზედმეტად არის წარმოდგენილი. - ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხების ოდენობაში, სააგენტოს 2012-2013 წლებში სამინისტროში წარდგენილ ანგარიშგებაში, არასწორად - 3 609.5 ათასი ლარით ზედმეტად აქვს ასახული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ნივთმტკიცებები ფულადი კუპიურების სახით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სააგენტოს მიერ სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების უმრავლესობა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. კერძოდ წარმოდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელია მოწვეული სტუმრების იდენტიფიცირება და რიგ შემთხვევაში რაოდენობის დადგენა. - სააგენტოს მიერ არ ხდება დებულებით გათვალისწინებული, ფუნქციების სრულყოფილი შესრულება.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - თავდაპირველ დამტკიცებულ გეგმაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც საერთოდ არ გაწეულა, ან გაწეული იქნა გეგმით გათვალისწინებულზე გაცილებით ნაკლები ოდენობით, რაც ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვაზე მიუთითებს. - 2013 წლის 26 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულია საქართველოს ტერიოტორიაზე უკანონოდ შემოტანილი 80 ცალი მობილური ტელეფონი, რომელთაგან 63 ერთეული უსასყიდლოდ გადაცემულია სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, ხოლო დარჩენილი 17 ერთეული რეალიზებულია სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით ისე, რომ მობილური ტელეფონები არ გასულა ინტერნეტაუქციონზე. ასევე, ინტერნეტ-აუქციონზე მეშვეობით რეალიზებულია გატანის გარეშე, სავაჭრო მაღაზიის ოქროს ნაკეთობები (ძვირფასი ქვებით). საქართველოს ფინანსთა მინისტრის N771 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს არ უმსჯელია სათანადოდ იმაზე, თუ განკარგვის რომელი ფორმა იქნებოდა ეკონომიკურად გამართლებული.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სააგენტოს 2012-2013 წლების შესყიდვების თავდაპირველ დამტკიცებულ გეგმაში შეტანილი იყო ისეთი საქონლისა და მოსახურების შესყიდვა, რომელიც სააგენტოსათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა, და გამოთავისუფლებელი თანხები ძირითადად გადატანილ იქნა შრომის ანაზღაურების მუხლში. - აუდიტით დადგინდა, რომ სააგენტოში შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად არ ტარდება სათანადო სამუშაოები.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - სააგენტოს მიერ 2012 წლის 5 იანვარსა და 6 ივნისს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში, დასუფთავება და სანიტარულ მომსახურებაში გამარჯვებულად გამოვლინდა შესაბამისად შპს „COMFORT SERVISE” - ი და ი/მ 42 „თარაშ ემხვარი“. ორივე შემთხვევაში პრეტენდენტებს სატენდერო წინადადება უნდა წარმოედგინათ დღგ-ს გათვალისწინებით. აუდიტით დადგინდა, რომ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არ იყვნენ დღგ - ს გადამხდელები, შესაბამისად მათ ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდეტებთან შედარებით ხელოვნურად შეექმნათ უპირატესობა და სააგენტოსგან ზედმეტად მიიღეს 6.0 ათასი ლარი. 31. სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები 3.8 ათასი ლარის ოდენობით. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა დებოტორული დავალიანების დადასტურება იქიდან ადმინისტრაციამ ვერ ინფორმაცია დებიტორული მოიძია აღნიშნული გამომდინარე, რომ დავალიანებების ხანდაზმულობის გამო. - 2010 წელს 3.8 ათასი ლარის დაკარგული აქტივის ღირებულების ანაზღაურება ადმინისტრაციამ დააკისრა უშუალოდ იმ თანამშრომელს, რომელმაც დაკარგა ეს ნივთი. თუმცა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ არის დაფარული დებიტორული დავალიანება. - 2009 წლის 28 ნოემბერს და 2013 წლის 9 დეკემბერს დაკარგული ლეპტოპის და პლანშეტური კომპიუტერის 2.5 ათასი ლარისა და 0.8 ათასი ლარის ღირებულებების აქტივებთან დაკავშირებით ადმინისტრაციას არ მიუღია არანაირი ზომები.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ადმინიტრაციის ბალანსზე ირიცხება 8.7 ათასი ლარის ღირებულების ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან. აღნიშნული თანხა წარმოადგენს ხანდაზმულ კრედიტორულ დავალიანებას და შესაბამისად ვერ შევძელით დავრწმუნებულიყავით კრედიტორული დავალიანებების ნაშთის სისწორეში. - ინვენტარიზაციის აქტში არ არის ასახული 0.3 ათასი ლარის ღირებულების 40 ბიდონი სასმელი წყალი. - აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როცა გარკვეული ტიპის აქტივები, რომლებსაც ცვეთა ერიცხებოდათ გაურკვეველი ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული თანხა შეადგენს 0.6 ათას ლარს.  აღრიცხვა-ანგარიშგება - უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოს ღირებულების კალკულაცია ხდება გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით, ხოლო წლის ბოლოს ბალანსის შედგენის თარიღისთვის, დებიტორული დავალიანების ნაშთის გადაფასება არ ხდება 31დეკემბრს არსებული ეროვნული ბანკის კურსით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ადმინისტრაციას უცხოურ ვალუტაში ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 8.2 ათასი ლარის ექვივალენტის ოდენობით. აღნიშნული ნათში არ არის გადაფასებული წლის ბოლო თარიღისთვის და შესაბამისად სხვაობამ შეადგინა 0.5 ათასი ლარი. 43 - ინვენტარიზაციების შედეგების მიმოხილვისას გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციას საწყობიდან აქვს გახარჯული 0.4 ათასი ლარის ღირებულების კომპიუტერული აქსესუარები, რაც ბუღალტრულ ჩანაწერებში არ არის ასახული. - ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების აუდიტის დროს გამოვლინდა, აქტივები რომელთა ღირებულება ნაკლებია 500 ლარზე. აღნიშნული აქტივების ჯამურმაღირებულებამ შეადგინა 7.0 ათასი ლარი. - ცვეთის ხარჯის ანალიზისას გამოვლინდა, რომ 288.3 ათასი ლარის ღირებულების აქტივებს ცვეთა არ აქვთ დარიცხული. დასარიცმა ცვეთის ხარჯმა შეადგინა 27.6 ათასი ლარი. - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 9.4 ათასი ლარის ღირებულების სოციალური დაზღვევის ანარიცხები, ხოლო საგადასახადო ბარათზე 16.0 ათასი ლარი, შესაბამისად საგადასახადო ბარათსა და ადმინისტრაციის ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული სხვაობა შეადგენს 6.6 ათას ლარს. აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია საგადასახადო ბარათზე ასახული 1996 წლიდან წარმოშობილი გადასახდებით. - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ადმინისტრაციის ბალანსზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 5.5 ათას ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბარათზე არსებული გადასახადი 2.0 ათას ლარს, შესაბამისად საგადასახადო ბარათსა და ადმინისტრაციის ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული სხვაობა შეადგენს 3.5 ათას ლარს. აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია საგადასახადო ბარათზე ასახული 1996 წლიდან წარმოშობილი გადასახდებით. - ადმინისტრაციამ დეკემბრის თვეში არასწორად დაარიცხა დღგ გადასარიცხ თანხას, ნაცვლად მიღება-ჩაბარების აქტში არსებული თანხისა, რამაც გამოიწვია 0.9 ათასი ლარით ნაკლები თანხის ასახვა ბუღალტრულ ჩანაწერებში და შესაბამისად დეკლარაციებში.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ადმინისტრაციაში არ არსებობს ხელმძღვანელის მიერ მარკეტინგული კამპანიის განხორციელების წესი, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა დასახული მიმართულებებისა და მიზნების მიღწევის შედეგები თითოეული მარკეტინგული ღონისძიების ფარგლებში. - ადმინისტრაციის მიერ მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო ბაზარზე გაწეულია 8 526.7 ათასი ლარის ხარჯები. აღნიშნული ხარჯებით მიღებული შედეგების შუალედურ ან/და საბოლოო შეფასებას ადმინისტრაცია არ ახორციელებს. ადმინისტრაციის მიერ ასევე არ ხდება ანალიზის გაკეთება თუ რა შესაძლო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ მარკეტინგული ღონისძიების მოწყობას. კერძოდ, არ არის გამოკვლეული რამდენად მიზნობრივ დროს და რეიტინგულ გადაცემებში გადიოდა ესა თუ ის სარეკლამო რგოლი და შედეგად რამდენად იქნა ადმინისტრაციის მიერ დასახული მიზნები მიღწეული. - ადმინისტრაციას არ გააჩნია პროგრამების და ქვეპროგრამების საბოლოო და შუალედური შედეგების შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები შესაბამისად აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა 8 526.7 ათასი ლარის ოდენობის ხარჯის მიზნობრიობაში. 44  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული გადასახდელებით განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების, აქტივებით და ვალდებულებებით ოპერაციების და ორგანიზაციების შემოსავლების აღრიცხვისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი, ხოლო ადმინისტრაცია საბუღალტრო ჩანაწერებს აწარმოებს როგორც დარიცხვის ასევე, საკასო მეთოდით.  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - 2014 წლის ადმინისტრაციის ფაქტობრივი ხარჯები 2013 წელთან შედარებით გაიზარდა 6 905.3 ათასი ლარით რაც შეადგენს 125%-იან ზრდას, ხოლო ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი იგივე პერიოდში შემცირდა 15%-იდან 7%-მდე.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ადმინისტრაციამ თანამშრომლებზე 2014 წელს გასცა პრემიისა და დანამატის სახით სულ 672.2 ათასი ლარი. აქედან, ივლისამდე პრემიის, დანამატის და მატერიალური წახალისების სახით გაცემულია 319.9 ათასი ლარი, ხოლო ივლისის შემდგომ 352.4 ათასი ლარი. დანამატების, ისევე, როგორც პრემიების გაცემის საფუძვლიანი დასაბუთება ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა. - სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის“ ბალანსზე ირიცხება სამი ავტომანქანა. აღნიშნულ ავტომანქანებზე ყოველთვიურად გაწეული საწვავის ხარჯი არ აღემატება ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ ლიმიტებს. თუმცა, საწვავის ხარჯის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საწვავის ათვისება ლიმიტებთან მიმართებაში შეადგენს 55%-ს, რაც მიუთითებს წინასწარ განსაზღვრული საწვავის ხარჯვის ლიმიტების არაგონივრულ და არარეალურ გაანგარიშებაზე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2014 წლის 24 იანვარს სსიპ „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ გამოაცხადა ტენდერი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სარეკლამო კამპანიის ორგანიზების შესყიდვასთან დაკავშირებით. ტენდერის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 658.6 ათასი ლარით. გამოცხადებული ტენდერი გულისხმობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სარეკლამო კამპანიის განხორციელებას.ტენდერში გაიმარჯვა შპს „Shvangirdze&partners”-მა, რომელსაც გაუფორმდა ხელშეკრულება 450.0 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, თუმცა წარმოდგენილი მონაცემები არ შეესებამება სატენდერო მოთხოვნებს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების შესახებ.  შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“ 2014 წელს შესყიდული აქვს 5 ერთეული სხვადასხვა სახის სარეკლამო ფილმი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 406.3 ათას ლარს. აღნიშნულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი კლიპების ხარჯთაღრიცხვები და გაანგარიშების საფუძვლები. 45 32. სსიპ აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აუდიტის პერიოდში კაპელა საკუთარ საქმიანობას ახორციელებდა ქ. თბილისში რუსთაველის გამზ. N37-ში მდებარე შენობის მე - 2 სართულზე მდებარე შპს „ მოდერნი 2010“-ის კუთვნილ ფართზე, რომლის გამოყენების რაიმე კანონიერი საფუძვლი ვერ იქნა წარმოდგენილი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - ბალანსის დანართი ფორმა N3 - ში, კაპელის მიერ ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი ლარის არაფინანსური აქტივები შეცდომით იყო ასახული უსასყიდლოდ მიღებული არაფინანსური აქტივების მუხლში. - კაპელის მიერ საგადასახადო ორგანოში 2015 წლის 31 მარტს წარდგენილი იყო 2014 წლის მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია, თუმცა ფინანსური ანგარიშგების დანართ ფორმა N 4-ში - „ანგარიში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ“, ,,სულ საოპერაციო შემოსავლები და შემოსულობები“ ასახული იყო თანხა 19.7 ათასი ლარის ოდენობით, ,,სულ საოპერაციო ხარჯები და გადასახდელები“ ასახული იყო თანხა 19.5 ათსი ლარის ოდენობით, ხოლო ,,ნაშთი წლის ბოლოს“ შეადგენდა - 0.3 ათას ლარს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 10 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის CMR-ში, არცერთ შემთხვევაში არ იყო დამატებული ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ. ასევე აუდიტის პერიოდში ხელშეკრულების დადებისას 6 შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული ის, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების ან/და სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. 33. აა(ა)იპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ 2014 წლის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - გაცემული კვების პროდუქტების ნორმებთან შესაბამისობის მონიტორინგი განხორციელდა 11 საბავშვო ბაღში, საიდანაც დადგინდა, რომ ზოგიერთ მათგანში მენიუს მიხედვით გაცემული პროდუქტის წონა არ შეესაბამება ფაქტობრივად გაცემულ წონას. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს პროდუქტების ჯგუფებს შორის არასწორად გადანაწილებას, მენიუში პროდუქტების არასწორად გადანაწილებას. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს პროდუქტების წონის შეუსაბამობასა და პროდუქტის მენიუს შეუსაბამოდ დამზადებასთან.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვაში არსებული ხარვეზები - 2013-2014წწ. სააღმზრდელო-სასწავლო პერიოდში საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღება არის განხორციელებული შინაგანაწესის დარღვევითა და არაერთგვაროვანი მიდგომით. - ა(ა)იპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსაზრდელის 1 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეწყდება აღსაზრდელის მიღებაზე გაფორმებული ხელშეკრულება. საბავშვო ბაღების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების 46 (ბავშვთა კვების ყოველდღიური მენიუ) მიხედვით ირკვევა, რომ სულ ჩარიცხული 6 777 აღსაზრდელიდან 2013-2014წწ. სააღმზრდელო-სასწავლო პერიოდში საშუალო გამოცხადება შეადგენს 5 122 ერთეულს, ანუ ჩარიცხული კონტიგენტის 75.6 %. აუდიტის პერიოდში საბავშვო ბაღის გამგეების მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი აღსაზრდელების საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. - გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 15 იანვრის N1 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ფაქტობრივ დასწრებასა და ყოველდღიურ კვების მენიუში მითითებულ აღსაზრდელთა რაოდენობის მონიტორინგით დადგინდა, რომ სულ 23 საბავშვო ბაღში მონიტორინგის განხორციელების დღისათვის ფაქტობრივად ადგილზე იმყოფებოდა 4 921 აღსაზრდელი, მენიუში კი აღსაზრდელთა რაოდენობა მითითებული იყო 4 965 ერთეული, 44 აღსაზრდელით მეტი. - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N78 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სკოლამდელ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს 1,5-3 წლამდე ასაკისათვის და 3-6 წლამდე ასაკისათვისს 10 დღიანი ან 2-კვირიანი პერსპექტიული მენიუ, რომლის მიხედვით უნდა შედგეს ყოველდღიური მენიუ. აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2013-2014წწ. სააღმზრდელოსასწავლო პერიოდში გაერთიანებაში ჩარიცხულ 2-3 წლამდე ასაკის 97 აღსაზრდელებზე არ არის შედგენილი პერსპექტიული და ყოველდღიური მენიუ. - აუდიტის პერიოდში ა(ა)იპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მონიტორინგის ჯგუფის, და ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მონიტორინგით დადგენილია, რომ პროდუქტები, სამაცივრო მიერ 24 საბავშვო ბაღში ჩატარებული ჯგუფებისათვის არასაკმარისია რძისა და ხორცის სისტემაში არაერთგვაროვანი პროდუქტი არ არის განცალკევებული, სამზარეულოში არ არის გამწოვი სავენტილაციო სისტემა, სამარაგო სათავსოში არ არის საკმარისი თაროები, სამედიცინო კაბინეტში არ არის სამედიცინო ტახტი და კარადა, შესაკეთებელია საკანალიზაციო მილი, სამზარეულოში არ არის მოწყობილი ტრაპი, მცირეა ნეიტრალური ანოლიტის რაოდენობა და რძის პროდუქტები, ნედლეულის ნარჩენებისთვის არ არის მყარი გამოყენების თავსახურიანი ჭურჭელი და მწერების წინააღმდეგ დამცავი ბადე, სამზარეულოს შესასვლელთან არ არის მოწყობილი დეზობარიერი, სამაცივრო დანადგარი არ არის აღჭურვილი ტემპერატურისმზომი ხელსაწყოთი, ტუალეტი აღჭურვილი არ არის ჰიგიენური საშუალებებით და სხვა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ხელშეკრულების გამარჯვებულთან მიხედვით, მიმწოდებელს 2014 წლის 29 აპრილს ხელშეკრულების დადებული გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიეწოდებინა 28 ცალი ტელევიზორი და 1 ცალი LED ტელევიზორი, საკიდით და ფლეშმეხსიერებით. 2014 წლის 13 მაისს მიმწოდებლმა ითხოვა როგორც სახელშეკრულებო ვადის გაზრდა, ასევე ტექნიკური მახასიათევლების ცვლილება. შემსყიდველის მიერ მოხდა მოხოლოდ ვადის გახანგრძლივება. მიუხედავად აღნიშნულისა, კონტრაქტორის მიერ მაინც მოხდა განსხვავებული პარამეტრების მქონე საქაონლის მიწოდება. არ არის განხორციელებული სათანადო კონტროლი მიმწოდებლის 47 მიერ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს. 5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა 34. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2013 – 2014 წლებში ქ. თბილისის მერის ბრძანებებით დამტკიცებული წესის შესაბამისად არ ხდებოდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემის რეგისტრაციის ჟურნალების წარმოება. ასევე, არ ჩატარებულა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ინვენტარიზაცია , ხოლო 2015 წელს ჩატარებული ინვენტარიზაცია არასრულყოფილია და მისი შედეგები არ გაფორმებულა დადგენილი წესის შესაბამისად. 2011 – 2014 წლებში მიღებული ფორმები ხარჯებში ჩამოწერილია გაცემისთანავე და არა მათი ფაქტიური ხარჯვის შესაბამისად.  ორგანიზაციულიდა პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ადგილი აქვს კონკრეტულ თანამშრომლებზე წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნის ფაქტს, რაც თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს ვიდრე დანამატის. - უნებართვო შენობა - ნაგებობების დემონტაჟის სამუშაოებზე სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე, შესრულებულია სულ 11.4 ათასი ლარის სადემონტაჟო სამუშაოები. ამასთან, ამ ფიზიკურ პირების მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ დაწყებულა და საქალაქო სამსახურს სამართალდამრღვევისათვის არ მოუთხოვია გაღებული ხარჯების ანაზღაურება. - 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებების შესაბამისად, დარიცხული ჯარიმის (საურავის) თანხებზე სააღსრულებლო ფურცლები შედგენილი არ არის და თანხების იძულებით ამოღება - მიქცევის თაობაზე არანაირი რეაგირება არ განხორციელებულა. კერძოდ, ამ პერიოდში იძულებით აღსასრულებლად არ იქნა გადაგზავნილი 50 დადგენილება 468.0 ათასი ლარის საჯარიმო თანხების ამოღებაზე. მიუხედავად ჯარიმის გადაუხდელობის და სამართალდარღვევების ფაქტების აღმოუფხვრელობისა არ იქნა დარიცხული 282.0 ათასი ლარის საურავი და 1,086.0 ათასი ლარის სამმაგი ოდენობის ჯარიმა. - ჩადენილი სამშენებლო ამნისტირებულია 160 სამართალდარღვევებისათვის სუბიექტი. 54 2013 სამართალდამრღვევ – 2014 სუბიექტს წლებში არ აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებული და მათზე არ არის დარიცხული სამმაგი ოდენობის ჯარიმა - 816.0 ათასი ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ამნისტირებულ 6 სამართალდამრღვევ სუბიექტზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ დარიცხულია სამმაგი ოდენობის ჯარიმა. 48 - 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, 6 - თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში თანხების იძულებითი წესით ამოღება - მიქცევისათვის გადაგზავნილია სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული 50 დადგენილება თანხით - 427.0 ათასი ლარი. - ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში სათანადო კონტროლი არ არის დაწესებული განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ დაუსრულებლობისათვის ვადაში და ამავე ზონაში(ზონებში) არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა - ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე. - 2015 წლის დასაწყისიდან 2015 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენას აღარ ახდენდა, რის გამოც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წელს შედგენილ 22 საველე აქტებით ზიანებზე დადგენილ თანხები დაანგარიშებული არ არის.ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წელს შედგენილი 75 საველე აქტი მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გადაიგზავნა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში. - მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისა ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობისისათვის 5 სამართალდამრღვევ სუბიექტს ადმინისტრაციული სახდელი 10.0 ათასი ლარის ოდენობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განესაზღვრათ. 8.0 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულების და იმავე ოდენობით საურავის დარიცხვის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურს არ შეუსრულებია. მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით სამსახურს 9 შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა დაეწყო, რის შედეგადაც თბილისის ბიუჯეტს დამატებით 90.0 ათასი ლარის მიღების საშუალება ექნებოდა. - მწვანე ნარგავების უკანონოდ გაჩეხვისა და დაზიანების 81 ფაქტზე სამართალდამრღვევის (ვალდებული პირის) და ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ სამსახურს თვითმმართველობისთვის მიყენებული 229.9 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის მოთხოვნები არ შეუსრულებია. - თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების უნებართვო გადათხრის ფაქტებზე დაჯარიმებული 20 სამართალდამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგად თბილისის ბიუჯეტმა 37.0 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. 10 შემთხვევაში სამსახურმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დარღვევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში იყო ჩადენილი და სამართალსუბიექტებს ადმინისტრაციულ სახდელად 4.0 ათას ლარის ნაცვლად არასწორად 2.0 ათას ლარი განესაზღვრათ. ეს ფაქტორი სამსახურმა ასევე არ გაითვალისწინა თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების ფაქტებზე 8 სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, რამაც სულ 18 შემთხვევაში დადგენილ და კანონის შესაბამისად დასადგენ სახდელის ოდენობებს შორის ჯამში 28.0 ათასი ლარის სხვაობა განაპირობა. 49 - უნებართვო გადათხრისა დაკავშირებით და სანებართვო შედგენილ პირობების დათვალიერების დარღვევის ფაქტებთან ოქმზე სამსახურს 10 სამართალდამრღვევთა მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია 35. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 01.01.2013-01.07.2015 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები -  საწვავის ხარჯვის ლიმიტები არ იყო დასაბუთებული. აღრიცხვა-ანგარიშგება - მერიის ადმინისტრაციაში არასრულყოფილად ხორციელდება არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვა, არ არის დაცული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერის N1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მოთხოვნები, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი არაფინანსური აქტივების იდენტიფიცირება ბუღალტრულ აღრიცხვასთან. არსრულყოფილად ხორციელდებოდა ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციები, არ არის დაცული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მოთხოვნები.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2014 წელს მერიის ადმინისტრაციის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონკურსის დროულად ჩატარება, რითაც არ იქნა დაცული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შედეგად, მერიის ადმინისტრაცის 41, კეთილმოწყობის სამსახურის 33 და 59 დროებით მოვალეობის შემსრულებლები ზედამხედველობის სამსახურის დანიშვნისა და კონკურსის გავლის გარეშე მუშაობდნენ თვენახევარის განმავლობაში.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2013 - 2014 წლებში, სათანადო დასაბუთების გარეშე, მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხ შპს - ში შექმნილი იყო 11 წევრიანი სამეთვალყურეო საბჭოები, სულ 44 წევრი, თითოეულისთვის თვეში - 2500 ლარიანი ხელფასით, რისთვისაც მერიის ადმინისტრაციის ასიგნებებიდან გახარჯულია 1,272,750 ლარი. - 2013 და 2014 წელს პრემიების გაცემისას არ არის დაცული თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის ადგილობრივი N05.11.128 დადგენილებით თვითმმართველობის დამტკიცებული ორგანოების საჯარო “ქ.თბილისის მოსამსახურეთა პრემირების წესის“ მოთხოვნები. - 2013, 2014 წლებში დანამატები გაცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების 50 დარღვევით, ასევე 2013, 2014 წლებში და 2015 წლის 6 თვეში დანამატების გაცემისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებული “საბიუჯეტო კლასიფიკაციით” განსაზღვრული დანამატის ცნების გაუთვალისწინებლად, დანამატის გაცემის დასაბუთებების გარეშე ადგილი აქვს თანამშრომლებზე წლის დასაწყისში წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნის ფაქტებს, რაც თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს ვიდრე დანამატისას.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - არ შესრულებულა 2013, 2014 წლების და 2015 წლის 6 თვის მერიის ადმინისტრაციის ბიუჯეტის რიგი ხარჯების და პროგრამების მაჩვენებლები.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013 – 2014 წლებში შესყიდვების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრისთვის არ ხდებოდა ბაზრის საფუძვლიანი კვლევა, რის გამოც დიდი იყო საბიუჯეტო თანხების არაეკონომიური განკარგვის რისკები. სავარაუდო სატენდერო ღირებულებები ხშირ შემთხვევაში ბევრად აღემატებოდა საბოლოოდ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების ფასებს. - 2013 წელს თბილისის სატრანსპორტო პარკის განახლებისათვის ავტობუსების შესყიდვაზე გამოყენებული გამოცხადებულ ტენდერში არამართლზომიერადაა პრეტენდენტის მიმართ დისკვალიფიკაციის და ტენდერის შეწყვეტის უფლება. - 2013 - 2014 წლებში სატენდერო დოკუმენტაციებში საკვალიფიკაციო მოთხოვნებით ხელოვნურად იზღუდებოდა კონკურენცია და ექმნებოდა უპირატესი მდგომარეობა კონკრეტულ ერთ პრეტენდენტს, რითაც ირღვეოდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ბ) და გ) პუნქტები.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - 2013 - 2015 წლებში სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევით, შესყიდვებისას არაჯეროვანი ინსპექტირების გამო, გადახდილია ასანაზღაურებელზე მეტი თანხები. 36. სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სს გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაში „საქრუსენერგო“ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ ცხადდება რაიმე ტიპის კონკურსი. კონკურსის წესის დანერგვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გაზრდის კვალიფიციური კადრების შერჩევის შესაძლებლობას. - კომპანიის გენერალურ დირექტორს ჰყავს 6 მრჩეველი და 1 კონსულტანტი, რომელთა ფუნქციები არც დებულებით და არც შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული არ არის. ასევე, არ არსებობს მათ მიერ გაწეული სამუშაოების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - კომპანიის ცნობადობის ასამაღლებლად და ელექტროგადამცემი ხაზების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშესაწყობად საზოგადოების ინფორმირების მიზნით ქ. ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე ჯამურად დაიხარჯა 144,670 ლარი. ხელმძღვანელობის მიერ არ ყოფილა განხილული და დოკუმენტურად ასახული 51 კონკრეტული მიზნის მიღწევის ალტერნატიული გზები, რაც ხელს შეუწყობდა ყველაზე ეფექტიანი და ეკონომიური გადაწყვეტილების მიღებას. - 2012 წელს კომპანიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეისყიდა რამდენიმე სპეციალური ტექნიკა თვითმავალი ამწე - ბულდოზერი ღირებულებით ღირებულებით 394,200 ევრო 771,720 აშშ. და სავახტო დოლარი, ავტობუსები ღირებულებით 344,000 ლარი. კომპანიის პასუხისმგებელი პირების განმარტებით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის განხორციელება გამომდინარეობდა იქიდან, რომ აღნიშნული ტექნიკა ყველაზე მეტად შეესაბამებოდა კომპანიის საჭიროებებს და იყო ყველაზე ხარისხიანი. თუმცა, არ ყოფილა დეტალურად განსაზღვრული თუ ხარისხის რა კონკრეტული მახასიათებლები აკმაყოფილებდა კომპანიის საჭიროებებს. - 2013 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ უნაგირი საწევარა MAN TGS 33.480 6X4 და ნახევრად მისაბმელიანი ლაფეტი "FAYMONVILLE 5-axle MULTIMAX“-ის შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულებამ 239,540 ევრო შეადგინა. შესყიდვების განხორციელების დამტკიცებული წესის თანახმად, შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო ფასთა გამოკითხვის მეთოდით, თუმცა იგი განხორციელდა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. - ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული ტექნიკა შეირჩა მისი ტექნიკური მახასიათებლების და შემოთავაზებული უმცირესი ფასის მიხედვით, თუმცა ბაზრის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. - სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის აუცილებელი პროექტის მომზადების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო გამოცდილება.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - კომპანიამ შუშის იზოლატორები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეისყიდა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ იმავე პერიოდში შეძენილი ანალოგიური იზოლატორების ღირებულების გათვალისწინებით, კომპანია 2014 წელს დაზოგავდა 348,500 ლარს. 37. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია"  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - ქ. თბილისსა და რეგიონებში მშენებარე იუსტიციის სახლების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მიღებული ფართიდან არასაცხოვრებელი ფართებისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში კომპანიისათვის გადაცემის პირობით, კომპანიამ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს საერთო ჯამში გადაურიცხა 6,809,135 ლარი. მოგვიანებით ზემოხსენებულ უსასყიდლო უზურფრუქტთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გაუქმდა, ხოლო მათ საფუძველზე გადარიცხული თანხები კომპანიას არ დაბრუნებია.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2012-2013 წლებში გაზსადენის სისტემაში ადგილი ჰქონდა ჭარბი გაზის არსებობას. განმარტების თანახმად, ეს არის გაზის ის მოცულობა რომლის აღრიცხვაც ვერ შეძლეს ვერც კომერციულმა და ვერც საკონტროლო მრიცხველებმა. ჭარბი გაზის არსებობა 52 დასტურდება მხოლოდ მიღებული და ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ბალანსში, სადაც ჭარბი გაზი წარმოადგენს დისბალანსს მიღებულ და გადაცემულ გაზს შორის და შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად რომელი აღრიცხვის კვანძის ცდომილების ხარჯზე გაჩნდა იგი. შექმნილი მდგომარეობა ზრდის კომპანიის მიერ ფაქტობრივად მიღებული გაზის მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი ოდენობით დაფიქსირების რისკს. - საწვავავის ხარჯების შესწავლისას გამოვლინდა რიგი შეუსაბამობებისა, რაც გამოიხატებოდა საგზურის ფურცლებში ცალკეული მარშრუტების სიგრძისა და გავლილი მანძილების არასწორად მითითებაში.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - რიგ შემთხვევებში კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად ცხადდებოდნენ ისეთი პრეტენდენტები, რომელთა სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაცით მოთხოვნილს. - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერები ცხადდებოდა ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც სხვა კომპანიის მიერ უკვე შესრულებული იყო. - ზოგ შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი საქონლის აღწერისას ფიქსირდებოდა ისეთი სპეციფიკური პარამეტრები, რომელთა მითითება აუცილებელი არ იყო. შედეგად იზღუდებოდა ტენდერში მონაწილეთა რაოდენობა და ხშირად ტენდერში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რითაც გამოირიცხებოდა კონკურენცია. - ავტომანქანის ჩანაცვლება განხორციელებულია ფასთა ისეთი თანაფარდობით, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა კომპანიის მიერ შესყიდვების სპეციალური წესით მისთვის განსაზღვრული შესყიდვის საშუალების - ფასთა კოტირებისათვის თავის არიდებას, რაც არ ემსახურება ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებთან დაკავშირებით კომპანიის მხრიდან არასათანადოდ ხორციელდებოდა ბაზრის წინასწარი კვლევა, რაც ქმნიდა რეალურზე მაღალფასიანი შესყიდვების განხორციელების რისკს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტები, რომ სახელშეკრულებო ღირებულებები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებს. 38. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - საქართველოს მთავრობის N2600 განკარგულების საფუძველზე კომპანიის კაპიტალი გაიზარდა 800,000 ლარით. განკარგულების მიხედვით ილიას კომპანიას 2011 დაევალა წლის 29 ყვარლის დეკემბრის მუნიციპალიტეტში, მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ფაქტობრივმა ტბასთან შესრულებულმა სამუშაოებმა შეადგინა 818,015 ლარი. ასევე, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 19 ოქტომბრის N1898 განკარგულების საფუძველზე კომპანიას დამატებით დაევალა საკუთარი სახსრებით ქ. ყვარელში, ილიას გორაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრთან მისასვლელი ს/გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და ქ. ყვარელში, ილიას ტბის თავზე შესაბამისი წარწერის მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებზე 53 ფაქტობრივად გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 737,094 ლარი. ყველა ზემოთ ხსენებული სამუშაოს ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება დაევალა ყვარლის მუნიციპალიტეტს. თუმცა, დასრულებული სამუშაოები ჩაბარებული არ არის. - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის N499 განკარგულების საფუძველზე კომპანიის კაპიტალი გაიზარდა 10,490,000 ლარით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით. შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება დაევალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 12,676,076 (დღგ-ს ჩათვლით) ლარი. აქედან 2,186,076 ლარის სამუშაოები კომპანიამ საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის N1898 განკარგულების საფუძველზე განახორციელა საკუთარი სახსრებით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტი არ არის ჩაბარებებული. - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის N1114 და 27 ივლისის N1453 განკარგულებების საფუძველზე კომპანიის კაპიტალი გაიზარდა 7,366,000 ლარით. აღნიშნული თანხა გამოყოფილი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. განკარგულებებში სამუშაოების მიმღები პირი არ იყო განსაზღვრული. შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 3,640,517 ლარი. აუდიტის პერიოდისათვის სამუშაოები ჩაბარებული არ არის. კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია თუ ვინ უნდა მოახდინოს ზემოთ აღნიშნულ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების გაფორმება, რადგან მთავრობის განკარგულებით არ იყო განსაზღვრული. - 2011 და 2013 წელს არ არის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. - ინფრასტრუქტურის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვალის N11/ო ბრძანების საფუძველზე კომპანიის კაპიტალში შეტანილი იქნა ქ. თბილისში სარაჯიშვილის N116 და სარაჯიშვილის N102- ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ბუღალტრულ ჩანაწერებსა და დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებებში ასახული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მაჩვენებლებისგან. კომპანიის შესაბამისი წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ხარვეზი ცნობილი იყო მათთვის. თუმცა, შეუსაბამობის აღმოფხვრა არ მომხდარა. - 2011 წელს ბუღალტრულ ჩანაწერებში ფიქსირდება მდინარე ჭოროხზე დაახლოებით 6,533 მ3 წიაღისეულის მოპოვება იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას არ გააჩნდა მოქმედი ლიცენზია, ან ლიცენზიისაგან განთავისუფლების უფლება. - დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე კომპანიაში მოქმედებდა საწვავის ხარჯვის თვიური ლიმიტები კონკრეტული ავტომობილის მიხედვით. 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან გადაცდომებს, რამაც შესაბამისად სულ 19,310 ლიტრი, 9,430 და 1,837 ლიტრი შეადგინა.  აღრიცხვა-ანგარიშგება 54 - „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N70 ბრძანებულების მოთხოვნების მიუხედავად, 2011, 2012 და 2013 წლებში კომპანიას არ ჩაუტარებია მოთხოვნებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია. - კომპანიაში 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ძირითად საშუალებებად არის აღიარებული 215,976 ლარის ღირებულების ისეთი მატერიალური ფასეულობები, რომელთა მახასიათებლებიც არ შეესაბამება ფასსებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ძირითად აღიარებასთან საშუალებებად დაკავშირებით. ამასთან, გვხვდება შემთხვევები, როდესაც აქტივი აკმაყოფილებს ძირითად საშუალებად აღიარების კრიტერიუმს, მაგრამ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია როგორც სასაქონლომატერიალური მარაგი.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - კომპანიამ ვერ წარმოადგინა 2011 და 2012 წლებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინებული თანამშრომლების ოფიციალური მოწვევები, კორესპოდენცია, მივლინების ანგარიშები, ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა მივლინების მიზნობრიობას. - კომპანიამ ვერ წარმოადგინა 2011 და 2012 წლების ქვეყნის შიდა მივლინებების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - კომპანიამ გაიმარჯვა ქ. ახალციხეში საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის გაუმჯობესების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ღირებულებით 1,144,900 ლარი. შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა ყოფილიყო შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%-ზე მეტი. აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად იქნა შესრულებული ქვეკონტრაქტორების მიერ. - ორგანიზაციის ფარგლებში არ მოიძებნება სპეც-ტექნიკით მომსახურების მიღებაჩაბარების აქტები: 2011 წელს 6 შემთხვევა ჯამური თანხით 88,050 ლარი; 2012 წელს 10 შემთხვევა ჯამური თანხით 349,091 ლარი; 2013 წელს 1 შემთხვევა 5,032 ლარი. - 2011 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის ფარგლებში ფიქსირდება 5 შემთხვევა, - 2011 წელს ფიქსირდება 2 შემთხვევა, სადაც მომსახურების გაწევის მიღება-ჩაბარებაში როდესაც მომსახურების გაწევა მოხდა ვადაგასული ხელშეკრულების საფუძველზე. წერია ხელშეკრულებისგან განსხვავებული ტექნიკა. - კომპანიის მიერ განხორციელებული ელექტრონული ტენდერების აუდიტის შედეგად გამოვლინდა მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობები ხელშეკრულების შესრულებისა და წინასწარ გადახდილი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიების წარდგენასთან დაკავშირებით. - რიგ შემთხვევებში კომპანიის ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები სახელშეკრულებო ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. 55  შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი კომპანიამ ვერ წარმოადგინა 2011 წელს 69,963 ლარის, 2012 წელს 69,603 ლარის და 2013 წელს 4,449 ლარის მარაგის შესყიდვის დოკუმენტაცია. 39. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა ანგარიშგება - საქართველოს ეკონომიკისა სარგებლობის უფლებით და მდგრადი სამინისტროზე განვითარების გადმოცემული სამინისტროდან მიწის ნაკვეთები, სამინისტროს საბუღალტრო რეგისტრებში თანხობრივად არ აღრიცხულა, რის შედეგად არსებითი ცდომილებით შემცირდა რეალურად არსებული არაფინანსური აქტივების ღირებულება. - არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით 4.7 ათასი ლარის ღირებულების ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების რეალურად გავლენა პროგრამული სისტემის განახლების ჰქონდა არამატერიალურ აქტივზე და შესყიდვა, რასაც იწვევდა მისი ღირებულების ზრდას, არასწორად იყო განხორციელებული წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული „კომპიუტერული პროგრამების შეძენის და განახლების ხაჯები“-ს მუხლიდან და არ მიკუთვნებულა სამინისტროს ბალანსის მუხლში - „სხვა ძირითადი აქტივები“. - 13.1 ათასი ლარის პირველადი ღირებულების ძირითად აქტივებზე წლის ბოლოს არ დარიცხულა ცვეთა და/ან გაანგარიშებისას გამოყენებული იყო არაშესაბამისი ამორტიზაციის წლიური ნორმა. აღნიშნულის შედეგად 2014 წლის ბოლოს ბალანსის „მანქანა-დანადგარები და ინვენტარის“ და „სხვა ძირითადი აქტივების“ მუხლები ერთ შემთხვევაში არასწორად იქნა შემცირებული 472.00 ლარით, ხოლო 15 შემთხვევაში გაიზარდა 802.40 ლარით. - ფინანსური ანგარიშგების ფ N1-ში ,,არაფინანსური აქტივები“ წლის ბოლოს ნაშთების ჯამი შეადგენდა 1 854.3 ათას ლარს, რაც არსებითად ნაკლები იყო ბალანსის დანართი ფ N5-ში წარმოდგენილი არაფინანსური აქტივების ნაშთების ჯამზე - 3 497.9 ლარზე. ამასთან, 1 606.1 ათასი ლარის შეუსაბამობები დაფიქსირდა ფ N1-ში შენობა- ნაგებობების ჯამურ ნაშთებს და ფN5-ში წარმოდგენილ შენობა-ნაგებობების ჯამურ ნაშთებს შორის. აღნიშნული უზუსტობა დადასტურდა სამინისტროს საფინანსოსაბუღალტრო სამსახურის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციითაც. 40. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვის არაეფექტიანობა - "საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა - შენახვის" ქვეპროგრამის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სპეცტექნიკის მოვლა-შენახვის და 56 ექსპლუატაციისათვის გაწეული ხარჯების მარეგულირებელ ნორმებთან და გაწეულ სამუშაოსთან შესაბამისობა წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება.  აღრიცხვა-ანგარიშგება - ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების დროს აღინიშნა მარეგულირებელი ნორმების დარღვევის შემთხვევები. კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობით არ არის გაზრდილი ორგანიზაციის წმინდა ღირებულება. ასევე, ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან არ არის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებები მატერიალური პასუხისმგებლობის ურთიერთშედარებები შესახებ, დებიტორული/ არ არის კრედიტორული სრული განხორციელებული დავალიანებების მქონე პირებთან.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოს შინაარსის პოზიცია, გათვალისწინებით, ვერ იქნება განხილული არამუდმივ ამოცანათა შესრულებად. - „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, შტატგარეშე მოსამსახურეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები სათანადოდ არ იძლევა შესასრულებელი სამუშაოს იდენტიფიცირების საშუალებას, რაც უზრუნველყოფდა მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეფასებას.  შესყიდვების მართვასთან დაკავაშირებული ხარვეზები - დეპარტამენტის მიერ, ბაზრის სათანადო კვლევის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზა „ჩაქვი N2 ჩ/ფ - ქვედა აჭყვა კმ2+100 - კმ3+050“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შესახებ ხელშეკრულების საავტომობილო გზა „ჩაქვი-ხალა- ჩაქვისთავი კმ8+000-კმ10+000“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებით გაფორმების შემთხვევაში, იქნებოდა მინიმუმ 20%-ით ნაკლები. - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა აწარმოოს გეგმა-გრაფიკის მიხედვით და დროის კონკრეტულ შუალედში შეასრულოს ხელშეკრულებით ჯამური ღირებულების არანაკლებ 50%-ის ოდენობის სამუშაო, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა დეპარტამენტის მხრიდან შესაბამისი ადმინისტრირება განხორციელებული არ არის. - დამცავი გაბიონების მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის პროცესში, მიწოდების დოკუმენტაციის აუდიტით დგინდება, რომ მიმწოდებელი კომპანიების ნაწილს არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია ან/და მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბუნებრივი რესურსების ზემოაღნიშნულის გამო არსებობს შესყიდვის დოკუმენტაცია. რისკები, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას. 57  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - დეპარტამენტის მიერ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზა „ჩაქვი მე-7 რაიონი კმ0+300 - კმ6+000“ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობისა და მითითებულ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად არაგონივრული ვადის განსაზღვრის გამო, პრეტენდეტმა ვერ შეძლო მისი წარმოდგენა. შედეგად, საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდა მომდევნო ფასის მქონე პრეტენდენტთან, რომლის ღირებულება 299 000 ლარით აღემატებოდა საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტის ფასს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სამუშაოების ცეკვა-ვარჯანაულის (ჭვანა) სარწყავი არხის რეკონსტრუქციის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დროს, ფიქსირდება უამინდობის გამო მიწოდების ვადის გაგრძელების შემთხვევა. გადაწყვეტილების მიღების დროს არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილი ორგანოს ინფორმაცია/ ცნობა უამინდობის შესახებ. ამასთან, შესაბამის პერიოდში უამინდობა შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლებისთვის ვერ განიხილება ფორს-მაჟორულ გარემოებად. 41. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მუნიციპალური პროგრამა ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება“ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - ,,სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ექსპლუატაცია“- ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ არასრულყოფილად იქნა შესრულებული ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიუჯეტით გათვალისწინებული 1 921.9 ათასი ლარიდან აუთვისებელია 1 335.7 ათასი ლარი.  შესყიდვებსი მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით მუნიციპალურ პროგრამაში, სატენდერო წინადადებებში და მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის იდენტიფიცირებული შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ადგილმდებარეობა, ხოლო სატენდერო წინადადებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობების შესრულება, სამუშაოს შესრულების აქტებში არ არის ასახული. - ასფალტირებული სამუშაოების და არაასფალტირებული სახელმწიფო შესყიდვის ქუჩების დროს, მიმდინარე სატენდერო სარემონტო წინადადებაში სრულყოფილად არ იქნა გათვალისწინებული და შემდგომში შესრულებული ის სამუშაოები, რასაც მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებდა. 58 - ასფალტირებული ქუჩების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, შპს ,,გზებთან“ გაფორმებული N270 ხელშეკრულებით, ანგარიშსწორებამდე, მიმწოდებელს საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველეყო შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, თუმცა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს აქტის შედგენამდე ერთი დღით ადრე, აღნიშნული პირობა ამოღებულია, რომლის შედეგადაც შესრულებული სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის ექსპერტიზა არ იქნა განხორციელებული. - ,,გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის“ ქვეპროგრამით, კოტე აფხაზის ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, სატენდერო წინადადებაში, ხელშეკრულებაში და შემდგომში წარმოდგენილ მიღებაჩაბარების აქტში არ არის მითითებული პროგრამის შესაბამის 242 გრძ.მეტრზე ქუჩის მოასფალტების სამუშაო. - ,,გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის“ ქვეპროგრამით, ურეხის მიმართულებით შარაშიძის ქუჩის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოებზე, 2014 წლის 20 იანვარს გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 230.0 ათასი ლარით, თუმცა 2014 წლის 31 იანვრამდე, ქვეპროგრამით, აღნიშნული სამუშაოები არ იყო გათვალისწინებული. - ,,გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის“ ქვეპროგრამით, ტროტუარებზე, ხეების ირგვლივ ჩამკეტი ბორდიურების მოწყობის სამუშაოებზე შემსყიდველის მიერ შესყიდვის ეტაპზე, არაერთგვაროვანი მიდგომით არის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვა. - ,,გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის“ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო წინადადება და შემდგომში მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის წარმოდგენა, საქონლის მახასიათებლებისა სამუშაოების შესაბამისობის და შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესახებ. მიმწოდებლების მიერ აღნიშნული მოთხოვნები სრულყოფილად არ არის შესრულებული და ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით. - ,,გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობის“ ქვეპროგრამით, ბათუმის ქუჩების გაფართოების სამუშაოებიდან, ექსპერტიზა ვერ ძველი იქნა განხორციელებული 0.8 ათასი ლარის ღირებულების გრანიტის ფილების მოწყობის და 4.9 ათასი ლარის ღირებულების გრანიტის ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებზე. დამატებითი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სახელშეკრულებო ღირებულება მიმწოდებელზე სრულად არის გადახდილი. - ქალაქის ქუჩებში ვიდეო-კონტროლის სისტემის დანერგვის მომსახურებასთან დაკავშირებით, მიმწოდებელსა და მერიის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია შესრულებული სამუშაოს დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, რომელიც არ წარმოადგენს 59 შესაფერის და საკმარის მტკიცებულებას, დამონტაჟებული მოწყობილობებისა და მასალების, სატენდერო წინადადებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისობაზე. 6. საჯარო ფინანსების მართვის ხელშეწყობა 42. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2012 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - ბიუროებისათვის წარმომადგენლობითი გამოყოფილი გადარიცხული თანხები ბუღალტრულად გადარიცხვისთანავე და ხარჯების სახით 2012-2014 წლებში ფაქტიური ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე სრულად გატარებულია და აღრიცხულია პარლამენტის როგორც საკასო, ასევე ფაქტიურ ხარჯებში, მაშინ როდესაც „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის დამტკიცებული ინსტრუქციის საბუღალტრო ანგარიშებზე N1321 ბრძანებით მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერების შეტანის შესაბამისად საფუძველს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2014 წლის 30 დეკემბერს 3 500.0 ათასი ლარი პარლამენტის ხაზინადართა საბჭოსა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე ჩარიცხული იქნა სსიპ „ფინანსთა სამისისტროს მომსახურების სააგენტოს“ ანგარიშზე.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2012-2014 წლებში მორიგი სამივლინებო ხარჯების ავანსად გაცემა ანგარიშვალდებულ პირებზე ზოგიერთ შემთხვევებში განხორციელებულია წინა მივლინებებზე ფაქტიურად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობისა და შესაბამისად ძველი სამივლინებო ანგარიშების დახურვის გარეშე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - გრანტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებაზე, ღირებულებით 42.5 ათასი აშშ დოლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით), 2012 წლის 30 აპრილს პარლამენტსა და ფიზიკურ პირ ოსკარ კატენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი “C”[2] მიხედვით კონსულტანტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა წარმოედგინა შესრულებული სამუშაოების ამსახველი საწყისი ანგარიში, 40 დღეში შუალედური ანგარიში, ხოლო ანგარიშების პარლამენტში 135 დღეში კი საბოლოო ანგარიში. აღნიშნული წარმოდგენის შესახებ მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - 2012 წლის 10 აგვისტოს პარლამენტის აპარატსა და ლიტვის რესპუბლიკის კომპანია ,,ლიეტუვოს მონეტუ კალიკლას“ შორის გამარტივებული შესყიდვის ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად 2012 წლის 26 სექტემბერს შესყიდულია 60 20 ცალი 18.3 ათასი ლარის ღირებულების თავისუფლების ორდენი და 50 ცალი 6.6 ათასი ლარის ღირებულების პარლამენტის მედალი. აღნიშნული ორდენების და მედლების შესაბამისი დანიშნულებით გაცემა არ განხორციელებულა და დღეის მდგომარეობით ირიცხება ნაშთად პარლამენტის სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების შემადგენლობაში.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - 10 შემთხვევაში 134.1 ათას ლარის შესყიდვაზე დღგ-ის ანგარიშფაქტურის წარმოდგენის გარეშე დღგ-ის სახით გადახდილია სულ 20.5 ათასი ლარი, მაშინ, როცა დღგ-ს გადახდის ვალდებულება არ იყო წარმოქმნილი. 43. საქართველოს პარლამენტის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა დებიტორ-კრედიტორულ დავალიანებების ინვენტარიზაცია.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 11 110.0 ათასი ლარის ღირებულების, პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტელერადიო-ტრანსლაციისათვის, სხდომათა დარბაზის, ბიუროს ოთახების, საკომიტეტო მოსმენებისა და სასერვერო და საკომუნიკაციო ოთახების აღჭურვამოწყობისათვის საჭირო შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და 398.5 ათასი ლარის ღირებულების სავარძლების ღირებულება ბუღალტრულად მიკუთვნებულია და აღრიცხულია დარიცხულია ბალანსის შენობა ნაგებობების მუხლში 115.1 ათასი ლარი, მაშინ როცა და აღნიშნული ცვეთის სახით მატერიალური ფასეულობების ძირითადი ნაწილი თავისი ფუნქციური დანიშნულებისა მომსახურების ვადებიდან გამომდინარე არ წარმოადგენენ ნაგებობების განუყოფელ ნაწილს და მათთან სარგებლის მიღება ხდება სხვადასხვა დროს. სახის მატერიალური დანადგარებისა და ფასეულობები ინვენტარის მუხლში და პარლამენტის შენობა- დაკავშირებული ეკონომიკური აღნიშნულიდან გამომდინარე ასეთი ექვემდებარებოდა აღრიცხვას და ბალანსის ცვეთის მანქანა- დარიცხვის განსხვავებული ნორმების გამოყენებას. - საქართველოს პარლამენტის ხორციელდება ქ.თბილისში ადმინისტრაციული შენობის თბომომარაგება ნიაღვრის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსებული საქვაბიდან. აღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწა და მასზედ განთავსებული შენობა ბუღალტრულად პარლამენტის ბალანსზე აღრიცხული არ არის. - წარმოდგენილი ცნობის მიხედვით პარლამენტის აპარატში 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რაოდენობრივად ირიცხება 299 დასახელების სხვადასხვა წლებში საჩუქრების სახით მიღებული მატერიალური ფასეულობა. აღნიშნული მატერიალური ფასეულობა შეფასებული და ბუღალტრულად ბალანსზე აღრიცხული არ არის. 44. საქართველოს პრზიდენტის ადმინისტრაციის 2015 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება 61 - ადმინისტრაციაში ბუღალტრული აღრიცხვის ცალკეული მუხლების 2014 წლის საწყისი და საბოლოო ნაშთები არსებითი თანხებით არ შეესაბამება 2014 წლის ბალანსის შესაბამისი მუხლების საწყის და საბოლოო ნაშთებს. - ადმინისტრაციაში 2007 წლიდან 2011 წლამდე პერიოდის მივლინების მუხლით შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაცია მოუწესრიგებელი, არასისტემატიზირებული და ბუღალტრულად აღურიცხავია. - 2012 წელს ბუღალტრული ანგარიშები არ იქნა დროულად შედგენილი და მივლინების მუხლით შესრულებულ ოპერაციებზე არ განხორციელდა პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზირება. - 2014 წლის 31 ადმინისტრაციაში დეკემბრის მდგომარეობით, მივლინების მუხლით საქართველოს დარიცხული პრეზიდენტის დებიტორული დავალიანებიდან, ვერ ხერხდება ანგარიშვალდებული პირების გამოვლენა. - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ვერ ხერხდება მივლინების მუხლით აღრიცხული დებიტორული დავალიანების სისრულისა და სიზუსტის დადგენა. - 2014 წლის 31 დეკემებრის მდგომარეობით „ვალდებულებები მივლინებით ქვეყნის შიგნით“ მუხლზე ირიცხება ანგარიშვალდებული პირების მიხედვით გაუშიფრავი კრედიტორული დავალიანების ნაშთი. - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომაროებით „მანქანა-დანადგარები და ინვენტარის“ მუხლზე დაფიქსირდა სხვაობა ბუღალტრული აღრიცხვისა და ბალანსის მონაცემებს შორის, რაზეც შესაბამისი განმარტება ვერ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნული სხვაობა წარმოშობილია 2011 წლამდე პერიოდში. 45. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლების შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ცესკოს წარედგინება ინფორმაცია საანგარიშგებო თვის მიხედვით განაცამებისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ, რომლის დეკლარირებას ახორციელებს ცესკოს აპარატი. ცესკომ ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ხელფასების დეკლარირება ხდებოდა ზუსტად და სამართლიანად. - საოლქო კომისიების მიერ საარჩვნო პერიოდის დასრულების შემდეგ ცესკოში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები შეიცავს ხარვეზებს. - არასათანადო კონტროლის გამო, საოლქო კომისიებში ადგილი ჰქონდა როგორც მატერიალური მარაგების არაეკონომიურად ხარჯვის, აგრეთვე მათი აღურიცხაობის ფაქტებს.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ცესკოს შტატგარეშე მოსამსახურეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა ჰქონდა ვადიანი უწყვეტად გრძელდებოდა მთელი 62 აუდირებული პერიოდის განმავლობაში და ფაქტიურად შტატგარეშე მოსამსახურეები დასაქმებულები იყვნენ მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. - ცესკოს მიერ ქვეყნის გარეთ მივლინების მუხლით გაწეული ზოგიერთი ხარჯი ხასიათდება შეუსაბამობებით, კერძოდ: არ არის წარმოდგენილი მიწვევები ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება მივლინების მიზნობრიობა და საფუძველი. - ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით ზოგიერთ შემთხვევაში ცესკოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ბრძანებები ან/და მოხსენებითი ბარათები კონკრეტული ღონისძიების მოწყობის აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, წარმომადგენლობითი ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტებიდან არ ირკვევა ღონისძიებებზე დამსწრე პირთა ვინაობა. - 2013-2014 წლებში ცესკოს განკარგულებებით დადგენილია საოლქო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ზღვრული ოდენობა, თუმცა დადგენილებები არ განსაზღვრავდა დაქირავებულ პირთა ხელფასების ოდენობას. შრომის ანაზღაურების განსაზღვრისას არ არსებობდა ერთიანი მიდგომა, განსხვავებული იყო სხვადასხვა საოლქო კომისიების მიერ ერთი და იგივე სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. - ზოგიერთ შემთხვევაში, საოლქო კომისიების მიერ დამხმარე პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ვადა სცდებოდა საარჩევნო პერიოდს. შედეგად, შრომის ანაზღაურება ზედმეტი ოდენობით იყო გაცემული. - საოლქო კომისიის თავმჯდომარეები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება დადგინდა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. აუდიტით რომ უმეტეს შემთხვევაში საოლქო კომისიის თავმჯომარეები იმავდროულად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნებს. - გარკვეულ შემხთვევებიში, საოლქო კომისიების მიერ დამხმარე პერსონალის სახით დაქირავებული იყო საოლქო კომისიის თავმჯდომარის, საოლქო კომისიის მუდმივი წევრების ახლო ნათესავები, ასევე მათ მიერ დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების ხელმძღვანელები.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013-2014 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკოს-ზე დამატებით გამოყოფილია შესაბამისად 6 388.0 ათასი ლარი და 4 770.2ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება აღნიშნული ოდენობით დამატებითი თანხების მოთხოვნისა და გამოყოფის აუცილებლობის თაობაზე. - 2013-2014 წლებში გაცემული დანამატების ოდენობა გაუმართლებელია, რამდენადაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საარჩევნო/ სარეფერენდუმო პერიოდში, ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა. - საოლქო კომისიების მიერ არ ხდება განაცხადების წარდგენა და მათი დაფინანსება ეფუძნება „წინა წლების პრაქტიკას“, რაც აუდიტის ჯგუფის შეფასებით დაგეგმვის პროცესის სისუსტეზე მიუთითებს. 63  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ცესკოს მიერ შესყიდვების დაგეგმვა ხორციელდებოდა არასრულყოფილად მიწოდების ბაზრის კვლევისა და არსებული მარაგების გათვალისწინების გარეშე. ამდენად, შესყიდვების წლიური გეგმები არ ეფუძნება რეალურ მონაცემებს. - ცესკოს ხელმძღვანელობა არ ატარებდა ქმედით ღონისძიებებს განხორციელების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, შესყიდვების რითაც იქმნებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის მე-6-ე პუნქტის გამოყენების ხელოვნური საფუძველი, რაც შეუსაბამობაშია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის „გამარტივებული შესყიდვის, 7 აპრილის N9 გამარტივებული ბრძანებით ელექტრონული დამტკიცებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან. - ცესკოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის არასაკმარისი კომუნიკაციის არსებობის გამო დროულად ვერ ხდებოდა შესასყიდი საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციების დაგვიანებულ და გადაუდებელ განსაზღვრა, რაც იწვევდა სახემლმწიფო შესყიდვებს. დროული და კვალიფიციური დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა შესყიდვები განხორციელებულიყო სატენდერო პროცედურებით, რაც უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ და ეკონომიურ ხარჯვას. - საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ცესკოს მიერ არ ჩატარებულა სათანადო ღონისძიებები პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენის, ორგანიზაციისათვის განსაზღვრისა და სავარაუდო მისაღები ხელშეკრულების ღირებულების გამოვლენის პირობების მიზნით, რაც უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას. - ცესკოს და სწავლების ცენტრს არ გააჩნიათ ერთიანი კანონშესაბამისი პოზიცია ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვისას ხელშეკრულების ფასში დღგ-ის გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მსგავსი/იდენტური სახეობის ნაბეჭდი მასალის ბეჭდვის მომსახურების შესყიდვისას მათ მიერ არ ხდებოდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა, რაც შესაძლებელს გახდიდა მიმწოდებლისთვის დღგ-ის თანხის დაუსაბუთებლად გადახდის თავიდან აცილებას. - ცესკოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტების მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაახლოებით 60%-ს შეადგენს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გონივრული სავარაუდო ღირებულების დასადგენად ორგანიზაციის მიერ სათანადოდ არ ხდებოდა მიწოდების ბაზრის შესწავლა.ცესკოს მიერ არაგონივრულად მაღალი ფასნამატით (შესაბამისად 38% და 62%) შესყიდულ იქნა XEROX D110 და XEROX NUVERA288EA-ს საბეჭდი მოწყობილობები. 46. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები 64 - ცესკოში არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ბოლო ინვენტარიზაცია ჩატარებულია 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რითაც დარღვეულია "საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის N70 ბრძანებულებით გათალისწინებული მოთხოვნები. - წარმოდგენილი ძირითადი საშუალებების რეესტრის შესაბამისად 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცესკოს ბალანსზე ირიცხებოდა 15 ერთეული შენობა- ნაგებობა, რომელთაგან 7 ერთეული შენობა-ნაგებობით და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთებით (საერთო ღირებულება 324.7 ათასი ლარი) ცესკო 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფაქტიურად არ სარგებლობდა, შესაბამისად შენობა-ნაგებობის მუხლი გაზრდილი თანხით იყო წარმოდგენილი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ცესკოს ბალანსზე რიცხული შენობანაგებობების რაოდენობამ 30 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც ცესკოს სარგებლობაში არის 70 ერთეული შენობა-ნაგებობა. დანარჩენი 40 ერთეული ბალანსში არ არის ასახული. ქმედითი ღონისძიებების გატარება ამ მიმართულებით ცესკომ დაიწყო 2015 წლის თებერვალში. - 2008-2014 წლებში ცესკოს მიერ შენობა-ნაგებობების გადმოცემასთან დაკავშირებით უზუფრუქტუარებთან გაფორმებულ ზოგიერთ ხელშეკრულებაში არ არის გამიჯნული შენობების საწყისი აკუმულირებული და ცვეთის ნარჩენი საბალანსო გათვალისწინებით, ღირებულება. ცესკოს 2014 შესაბამისად, წლის ბალანსში არასწორად არის წარმოდგენილი მათი ღირებულება როგორც 2014 წლის 1 იანვრის, ასევე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. - ცესკოს მიერ უზუფრუქტუარებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ცესკოსთვის გადმოცემული ზოგიერთი შენობა წარმოადგენს მრავალსართულიან ან ერთსართულიან შენობას, ზოგიერთი შენობანაგებობის სართულების შესახებ ინფორმაცია კი არ არის მითითებული. ცესკოს მიერ, ფიზიკური ცვეთის ნორმად ბალანსზე რიცხული ყველა შენობა-ნაგებობის მიმართ გამოყენებულია 1.2%, მაშინ როდესაც „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანების მიხედვით, ერთსართულიან და მრავალსართულიან შენობებზე დარიცხული ფიზიკური ცვეთის ნორმად დადგენილია 1%. - 2014 წლის საანგარიშო პერიოდში ცესკოს მიერ შეძენილია მის სარგებლობაში არსებული, ბალანსზე აღრიცხული და აღურიცხავი შენობა-ნაგებობის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების მომსახურება. ძირითად აქტივებზე დარიცხული ცვეთის გაანგარიშებისას სარემონტო სამუშაოების ღირებულება 190.8 ათასი ლარი გათვალისწინებული არ არის, რის შედეგადაც ცესკოს ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად არის წარმოდგენილი როგორც 2014 წლის ცვეთის ხარჯი, ასევე შენობანაგებობების ღირებულება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. 65 - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოში უნდა წარადგინოს დამოუკიდებელი ბალანსი, ხოლო ცესკომ ფინანსური ანგარიშგების შედგენისას უნდა მოახდინოს საოლქო საარჩევნო კომისიების ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდირება, რაც არ არის შესრულებული. - ცესკოს კრედიტორული დავალიანება 2,959.3 ათასი ლარის ოდენობით, წარმოადგენს 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საარჩევნო საოლქო კომისიის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, დამქირავებლიდან ანარიცხებისა და საადვოკატო მომსახურების დავალიანებას. ჩვენ ვერ დავრწმუნდით ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული აღნიშნული კრედიტორული დავალიანების აღიარების კანონიერებასა და სიზუსტეში. - ცესკოს ადმინისტრაციული შენობა, მასზე დარიცხული ცვეთის გათვალისწინებით 2014 წლის დასაწყისისთვის ბალანსზე აღრიცხული იყო 283.5 ათასი ლარით ნაკლები ღირებულებით, რომლის კორექტირება განხორციელდა 2014 წლის 31 დეკემბერს. - 2012 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ ცესკოსთვის გადმოცემის მომენტისათვის უკვე ამორტიზირებული ძირითადი აქტივების ჩამოწერა ცესკოს ძირითადი საშუალებების ანგარიშიდან განხორციელდა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული აქტივები ცესკოს ბალანსზე აყვანილი იყო 2012 წლის 14 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ისტორიული ღირებულებით (247.1 ათასი ლარი) და მათ 2012-2013 წლებში ერიცხებოდათ ცვეთა, რაც შეუსაბამობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. - ცესკოში ადგილი ჰქონდა ხარჯების დაგვიანებით ჩამოწერასთან დაკავშირებულ ხარვეზებს, რომლის შედეგად ფინანსურ ანგარიშგებაში ხარჯები შემცირებულად ან გაზრდილად არის წარმოდგენილი და არაზუსტად ასახავს 2014 წელს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობას. ასე მაგალითად, 2014 წელს ჩამოიწერა ცესკოს თანამშრომელთა 2012-2013 წლების ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მივლინების მუხლით გაწეული ხარჯები 86.1 ათასი ლარის ოდენობით. - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე 2014 წლის 1 იანვრისთვის ირიცხებოდა 2010-2013 წლებში შეძენილი 1 წლის სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე სხვადასხვა დასახელების არამატერიალური აქტივი. ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის თანახმად, ერთწლიანი გამოყენების კომპიუტერული პორგრამების შეძენა-განახლების ხარჯის გაწევა გათვალისწინებულია ოფისის ხარჯების მუხლიდან, ცესკოს თავჯდომარის 2014 წლის 31 დეკემბრის N01-79 არამატერიალური ბრძანებით აქტივების განხორციელდა ჩამოწერა. 22.8 შესაბამისად, ათასი 2014 ღირებულების წლის ბალანსში არამატერიალური აქტივების საწყისი ღირებულება არასწორად არის წარმოდგენილი. 47. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახ. მინისტრის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები 66 - 2014 წელს აპარატის ხელმძღვანელობის მიერ შეძენილ იქნა სულ 12.1 ათასი ლარის საჩუქარი, საიდანაც წლის ბოლოს ნაშთად ირიცხებოდა 1.9 ათასი ლარის ღირებულების აქტივი. ხოლო 10.2 ათასი ლარის საჩუქრის ხარჯის დამადასტურებელ საბუთად წარმოდგენილ იქნა კვარტალურად შედგენილი კრებსითი უწყისი, რომელსაც ამტკიცებდა საჩუქრის გადაცემის აპარატის უფროსი და ხელს აწერდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. უნდა აღინიშნოს, რომ ცალმხრივად, შედგენილი უწყისები, ვერ იძლევა საკმარის რწმუნებას 10.2 ათასი ლარის საჩუქრის მიზნობრივად გამოყენებაზე.  აღრიცხვა-ანგარიშგება - აპარატისა და ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა აუდიტის პერიოდში არ წარმოებდა „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერს დამტკიცებული N1321 ინსტრუქციის შესაბამისად. - 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არ იყო დაზუსტებული როგორც საწყისი, ასევე საბოლოო ნაშთები თითოეული საბუღალტრო ანგარიშის მიხედით. სამეურნეო მოვლენის ამსახველი დოკუმენტები უნდა იქნას სისტემატიზირებული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და შედგენილი იქნას მემორიალური ორდერები . - 2014 წლის წარმოდგენილი ნაერთი ფინანსური ანგარიში და ანგარიშები ცალკეული კოდის მიხედვით, არ მოიცავენ ანგარიშს: „ცნობას დებიტორ-კრედიტორების შესახებ“, თუმცა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლით დადასტურდა როგორც დებიტორული, ასევე კრედიტორული დავალიანების არსებობა. კერძოდ: ხაზინის მონაცემებიდან გამომდინარე, 2014 წლის 10 იანვარს შპს ,,თრეველინისთვის“, აპარატის მიმდინარე წლის გადახდის საფუძვლად ასიგნებიდან გადარიცხულ იქნა 9.7 ათასი ლარი. მითითებული იყო წინა წლის ანგარიშფაქტურები . შესაბამისად, გასტუმრებულ იქნა 2013 კრედიტორული დავალიანება. 2014 საანგარიშო საგადასახადო წლის აღურიცხავი წელს, მივლინებებზე გადარიცხულია ავანსი სხვადასხვა ანგარიშვალდებულ პირზე. აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ გადარიცხული ავანსებიდან, დამადასტურებელი დოკუმენტები და არ ჰქონდა წარმოდგენილი ხარჯის დახურული საავანსო ანგარიში ერთ ანგარიშვალდებულ პირს თანხით 1.6 ათასი ლარი, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშზე - „მოთხოვნები მივლინებებით ქვეყნის გარეთ“ დებიტორული დავალიანება ანგარიშვალდებული პირების მიმართ არ ირიცხებოდა.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აუდიტის პერიოდში, შტატით მომუშავე თანამშრომლების უმეტესობაზე პრემიები გაიცემოდა ყოველთვიურად. გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც თვეში გაიცემოდა ერთზე მეტი პრემია. 2014 წლის 3 იანვარს აპარატის ოთხ თანამშრომელზე, სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, მათი მოტივაციისა და შრომის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, არსებული ეკონომიის ხარჯზე, გაიცა პრემია საერთო ჯამში 11.1 ათასი ლარის ოდენობით. აუდიტის ჯგუფისთვის გაუგებარია ბრძანებაში მოყვანილი არგუმენტაცია: „სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულება“, მაშინ როცა 3 იანვარი საანგარიშო პერიოდის პირველი სამუშაო დღეა. ასევე გაუგებარია ბრძანებაში ნახსენები ეკონომია, 67 ვინაიდან შეუძლებელია საანგარიშო პერიოდის პირველ სამუშაო დღეს შრომის ანაზღაურების მუხლში წარმოქმნილიყო ეკონომია. - მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აპარატის მიერ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება, აპარატთან ერთად დაევალა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს. წარმოდგენილი საორენტაციო ხარჯთაღრიცხვით ღონისძიების ღირებულებამ შეადგინა 349.8 ათასი ლარი, მათ შორის აპარატის მიერ გასაწევმა ხარჯმა 256.1 ათასი ლარი. ფაქტობრივად აპარატის მიერ ამ ღონისძიების ჩასატარებლად გაწეულმა ხარჯმა 129.2 ათასი ლარი შეადგინა, რაც საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვასთან შედარებით 126.9 ათასი ლარით ნაკლებია, რამაც მთლიანი ხარჯის თითქმის 50% შეადგინა. აღნიშნული მიუთითებს აპარატის მხრიდან საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვით გასაწევი ხარჯების არასწორად, გაზრდილი ოდენობით დაგეგმვაზე. ასე მაგალითად: მთავრობის განკარგულების თანახმად ორგანიზატორებს სტუმართა მიღების განსახორციელებლად დარბაზი სსიპ - საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შენობაში უსასყიდლოდ უნდა გადაცემოდა. მიუხედავად ამისა, წარდგენილი საორიენტაციო ფინანსთა სამინისტროში ხარჯთაღრიცხვით დარბაზის აპარატის მიერ გაფორმებისთვის გათვალისწინებული იყო 32.0 ათასი ლარის ხარჯი, რაც არარეალურია, ვინაიდან Radisson Blu Iveria -ში დარბაზის იჯარისთვის აპარატის მიერ გადახდილია 1.8 ათასი ლარი, რაც 18-ჯერ ნაკლებია დარბაზის მოწყობისთვის გათვალისწინებულზე. - საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვით გაზრდილი იყო სტუმართა გამასპინძლებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. ხარჯთაღრიცხვის თანახმად 250 სტუმრის გამასპინძლებისთვის გათვალისწინებული იყო 58.4 ათასი ლარი. ფაქტიურად, ხელშეკრულების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განისაზღვრა 320 კაცზე, ნაცვლად 250 სტუმრისა, კვებითი მომსახურება რითაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სტუმართა რაოდენობა, ოფიციალური გაიზარდა 70 კაცით, თუმცა მიუხედავად ამისა მთლიანი დანახარჯი შემცირდა და 45.8 ათასი ლარი შეადგინა. ანუ დაგეგმილზე 22%-ით ნაკლები. აუდიტის მიერ ხარჯების დეტალურად შესწავლამ ცხადყო, რომ მიუხედავად დაგეგმილი ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებისა ერთეულის ღირებულებები არათუ შემცირდა არამედ გაიზარდა.  საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - აუდიტის ჯგუფისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა პირველი ივლისის მდგომარეობით გარკვეულ თანამშრომელთა წრისთვის სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, მომავალში შესასრულებელი ზეგანაკვეთური და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის წინასწარი გაანგარიშება, რომელიც ფაქტიურად ყოველთვიურად თანხვედრაში იყო მათ მიერ გაწეულ ზეგანაკვეთურ შრომასთან. აუდიტის ჯგუფისთვის ვერ იქნა მოწოდებული ვერანაირი დამატებითი დოკუმენტი, რაც თვალსაჩინოს გახდიდა აპარატის იმ თანამშრომლებზე დამატებითი საპასუხისმგებლო ფუნქციების დაკისრებას და მათ ჯეროვნად შესრულებას, რაც გაამართლებდა 2014 წლის 1 ივლისის შემდეგ 770%-ით გაზრდილი დანამატების გაცემის საჭიროებასა და აუცილებლობას.  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა 68 - 2014 წლის 19 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ორი თანამშრომელი, რომელთა პრემირებაც განხორციელდა გათავისუფლების დღეს. ერთერთს პრემიის სახით მიეცა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 182%-ი, ხოლო მეორეს 263%-ი. ასევე, 2014 წლის 22 აპრილს, გათავისუფლებულია დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც გათავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე მიღებული აქვს პრემია და დანამატი საერთო ჯამში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 277%. საგულისხმოა, რომ საჯარო სამსახურში მოხელეთა პრემირების მიზანს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, თუმცა აპარატის მხრიდან ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, თანამშრომელთა პრემირება საგრძნობლად იზრდებოდა მაშინ, როდესაც თანამშრომელთა სხვა სამსახურში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აპარატის ორ თანამშრომელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების მოთხოვნების უგულებელყოფით განხორციელდა თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობის პრემიის გაცემა.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - 2014 წლის განმავლობაში TOYOTA LandCruiser 200-ზე ფაქტიურად გაწეულია 15817 ლიტრი საწვავის ხარჯი, ხოლო 2013 წელს 6166 ლიტრი საწვავის ხარჯი. აღსანიშნავია, რომ აუდიტის პერიოდში აპარატის მიერ ავტომობილების გავლილი მანძილის აღრიცხვა არ წარმოებდა. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოთვლილი იქნა გასავლელი მანძილი, ფაქტიურად მოხმარებული საწვავის ოდენობაზე დაყრდნობით, ტექნიკური პასპორტის მონაცემების გათვალისწინებით და მაქსიმალური წვის კოეფიციენტით დაანგარიშებით დადგინდა, რომ TOYOTA LandCruiser 200-ს 2014 წელს მინიმუმ 83247 კილომეტრი უნდა გაევლო, ხოლო 2013 წელს 32450 კილომეტრი. ზემოხსენებულიდან გამომდინარე საანგარიშო პერიოდის ბოლოს TOYOTA Land Cruiser 200-ის მინიმალური გარბენი უნდა ყოფილიყო 165900 კილომეტრი, თუმცა როგორც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული დასკვნით დგინდება, 2015 წლის 18 თებერვალს ხსენებული სატრანსპორტო საშუალების გარბენი შეადგენდა 104500 კილომეტრს. ავტომობილის ოდომეტრის ჩვენების თანახმად, გარბენმა ფაქტობრივად გაწეული საწვავის ხარჯთან მიმართებაში მინიმუმ 61400 ათასი კილომეტრით ნაკლები შეადგინა. აღნიშნული შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდა სხვა ალტერნატიული პროცედუ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მივლინებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფნისას მასზე, მიმაგრებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სისტემატიურად ხდებოდა საწვავის შევსება. ხსენებულ პირობებში ჩასხმულია 3616 ლიტრი საწვავი. ანალოგიურ ვითარებაში, ავტომობილ MITSUBISI Pajero სახ. ნომრით XCX 070 - ჩასხმულია 2497 ლიტრი საწვავი, ხოლო ავტომობილში LEXUS LS460 სახ. ნომრით LYL 767 ჩასხმულია 865 ლიტრი საწვავი. 69 - ქვეყნის გარეთ მივლინებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რის შედეგადაც 2014 წლის განმავლობაში აპარატის თანამშრომლებზე ზედმეტად გაცემულმა სამივლინებო თანხამ სულ 5.6 ათასი ლარი შეადგინა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2014 წლის განმავლობაში აპარატის მიერ სამჯერ განხორციელდა ჟურნალის „საქართველოს ეროვნული გზა“ გამოცემაზე მომსახურების შესყიდვა, აღნიშნული სამი შესყიდვიდან ორი ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ჯორჯიან თუდეი ჯგუფთან“, ხოლო მესამე ხელშეკრულება გაფორმდა შპს „სეზანთან“. აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო ხელშეკრულების გაფორმებისას ერთეულის ფასი საგრძნობლად იკლებდა და უკანასკნელი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული მომსახურების ერთეულის ფასი 160%-ით შემცირდა პირველ ხელშეკრულებასთან შედარებით, გამოცემის ხარისხის გაუარესების გარეშე. აღნიშნული მიუთითებს, რომ პირველი ხელშეკრულების გაფორმებისას არ იყო ჩატარებული ბაზრის კვლევა და ფასთა გამოკითხვა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - 2014 წლის 26 მარტს აპარატსა და შპს „ჰორიზონტ ტვ სტუდიოს“ -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ორი დღის განმავლობაში სატელევიზიო სპეცტექნიკით (განათებით) მომსახურებაზე, ღირებულებით 1.4 ათასი ლარი. ამავე წლის 10 ივნისს აპარატის ხელმძღვანელობის მიერ ქ. ბათუმში 10-11 ივნისს გამართული XI საერთაშორისო კონფერენციის „საქართველო ევროპული გზა“ ორი დღის განმავლობაში განათებით უზრუნველყოფისთვის ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ალფა სტუდიო“-სთან, ღირებულებით 8.2 ათასი ლარი, რითაც წინა ხელშეკრულებასთან შედარებით მომსახურების ღირებულება გაძვირდა 4.5-ჯერ, მაშინ როდესაც აპარატს ჰქონდა გამოცდილება მსგავსი მომსახურების შესყიდვისა. აუდიტის ჯგუფისთვის მოწოდებული დოკუმენტაციით არ დგინდება აპარატის მხრიდან ჩატარდა თუ არა ფასთა გამოკითხვა, თუნდაც იმ კომპანიასთან ვისთანაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამი თვით ადრე ჰქონდა მიღებული მომსახურება. 48. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - პრეზიდენტის ბრძანებულებით 2007 წლიდან იგი 27 მაისი გამოცხადებულია დიასპორის დღედ და ყოველწლიურად აღინიშნება საქართველოში. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქართული დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად აპარატისთვის 2012 წელს გამოყოფილია 265.0 ათასი ლარი (ათვისებულ იქნა 206.8 ათასი ლარი), 2013 წელს - 232.3 ათასი ლარი (ათვისებულ იქნა 122.2 ათასი ლარი), ხოლო 2014 წელს - 150.0 ათასი ლარი (ათვისებულ იქნა 135 .5 ათასი ლარი, აუთვისებელი რესურსი 14.5 ათასი ლარის ოდენობით მიმართულია მთავრობის სარეზერვო ფონდში).საბიუჯეტო კოდექსის თანახმად , საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი 70 გადასახდელების დასაფინანსებლად, რომელთა გათვალისწინება ობიექტური გარემოებების გამო სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე შეუძლებელია. აღნიშნული ღონისძიების ყოველწლიური ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს გაუთვალისწინებელ ხარჯად და შესაბამისად უნდა ასახულიყო კანონში. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს ღონისძიება აპარატის მიერ გათვალისწინებული იყო საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის და პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტის შესახებ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ ინფორმაციებში. - მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ხდება ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც არ ატარებენ სისტემატიურ ხასიათს, თუმცა მათი მნიშვნელობიდან, მასშტაბიდან და ხასიათიდან გამომდინარე არ შეიძლება ჩაითვალოს გაუთვალისწინებელ ხარჯად. მათი მხარჯავი გათვალისწინება. დაწესებულების მთავრობის ასიგნებებში სარეზერვო შესაბამისად, შესაძლებელია ბიუჯეტის ფონდიდან დაგეგმვის უცხოეთში ეტაპზე მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი ღონისძიებების დასაფინანსებლად აპარატისათვის 2012 წელს გამოყოფილია 400.0 ათასი ლარი, 2013 წელს - 400.0 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 128.0 ათასი ლარი. - მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად 2012 წელს გამოყოფილია 100.0 ლარი (ათვისებულია 86 725 ლარი), ხოლო 2014 წელს - 117 000 ლარი (ათვისებულია 116 894 ლარი). - 2012-13 წლებში ღონისძიების ფარგლებში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების აუთვისებელი ნაწილი მიიმართებოდა აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, თუმცა აპარატის მიერ ვერ ხერხდებოდა აღნიშნული რესურსის სრულად ათვისება. აუთვისებელმა თანხამ 2012 წელს შეადგინა 101.0 ათასი ლარი, ხოლო 2013 წელს 6.4 ათასი ლარი. აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა თანხებმა დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 2012 წელს შეადგინა - 36.6 % 311.5 ათასი ლარი, 2013 წელს - 8.2 % 70.0 ათასი ლარი , ხოლო 2014 წელს 12.9 % 117.0 ათასი ლარი რაც მიუთითებს ბიუჯეტის დაგეგმვის ხარვეზზე. 49. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2012, 2013 და 2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წელს არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვისთვის თითოეული საინვენტარიზაციო ნომრის მიხედვით არ მომხდარა საინვენტარიზაციო ბარათების გახსნა. - აპარატში 2014 წელს თანამშრომლებთან არ მომხდარა ხელშეკრულებების გაფორმება სრული პასუხისმგებლობის შესახებ მათზე მინდობილ ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობის შენახვისა და დაცულობის მიზნით. 71 - 2013 წლის 18 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალბა TOYOTA Land Cruiser 200-ის გარბენი აღნიშნული პერიოდისთვის შეადგენდა 31 708 კმ-ს, მაშინ როცა ავტომობილი შეძენილი იყო 2011 წლის ბოლოს და შეძენიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით გახარჯული იყო 14 650 ლიტრი საწვავი. შესაბამისად საწვავის რაოდენობიდან გამომდინარე საპასპორტო მონაცემების მაქსიმალური წვის გათვალისწინებით (19 ლიტრი 100 კმ-ზე, ქალაქის პირობებში) აღნიშნული პერიოდისთვის ავტომობილს გავლილი უნდა ჰქონოდა არანაკლებ 77 105 კმ, ნაცვლად 31 708 კმ-ისა, ანუ 45 400 კმ-ით მეტი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - აპარატის ხელმძღვანელობის მიერ, 2014 წლის ფინანსური ანგარიშგების შედგენამდე, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით ქონების, მონაცემების მოთხოვნებისა და უტყუარობის ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ განხორციელებულა. - 2014 წლის ბალანსის შედგენის თარიღისთვის აპარატს სარგებლობაში გადმოცემული ფართი არ ჰქონდა შეფასებული და საბალანსო მუხლში - „შენობა-ნაგებობები“ ირიცხებოდა კუთვნილებაში არსებული ფართის ძველი საბალანსო ღირებულებით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სახელმწიფო მინისტრის 2012 წლის 18 იანვრის N2-მ ბრძანებით სახელმწიფო მინისტრი 24 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით მივლინებულ იქნა ეთიოპიასა და აშშ-ში. მივლინების ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ ვადაზე ადრე მოხდა ეთიოპიიდან აშშ–ში გამგზავრება, ასევე 2 დღით გაიზარდა მივლინების პერიოდი აშშ–ში, თუმცა რწმუნება აუდიტის ჯგუფის მიერ აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე ვერ იქნა განხორციელდა 4–ჯერ, რამაც 4.9 ათასი მიღებული. ბილეთის გადაცვლა ლარით გაზარდა მისი პირვანდელი ღირებულება.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2012 წელს სახელმწიფო მინისტრზე მივლინების საავანსო თანხები გაიცემოდა ნორმის ზევით, რომელმაც სულ 73.8 ათასი ლარი შეადგინა.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების ამოქმედების შემდეგ, პრემიების სახით გაწეული დანახარჯები შემცირდა 75 645 ლარით (58%-ით), თუმცა თითქმის იგევე ოდენობით, 75 687 ლარით (465%) გაიზარდა დანამატების ოდენობა. შესაბამისად, რეგულაციის შემოღების მიუხედავად აპარატმა თითქმის იმავე ოდენობის ხარჯი გაწია განაცეიმის სახით. - აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში წარმოდგენილ იქნა პროექტის განმახორციელებელი ა(ა)იპ-„მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის“ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომლის მიხედვით აპარატის მიერ პროექტის განსახორციელებლად ჩარიცხული 49.4 ათასი ლარიდან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელზე გატანილმა თანხამ 15.1 ათასი ლარი შეადგინა, რის თაობაზეც სალაროს ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი. 72  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - პროექტის „ნაბიჯი მშვიდობისაკენ“, რომელსაც ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია, განხორციელდა 2012 წლის 4-13 მაისს. ფაქტობრივი ხარჯთანუსხით პროექტის ხარჯებმა 10.9 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა საკმარის რწმუნებას იმის თაობაზე, რომ ეს ხარჯები გაწეულია პროექტის ფარგლებში, ხოლო რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტები და ეჭვს ქვეშ აყენებს ანგარიშები არ არის ერთმანეთთან შესაბამისობაში, რაც პროექტისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივად გამოყენებას. ორგანიზატორთა განმარტებით ნაწილი ხარჯებისა, რომელიც არ იყო ასახული ანგარიშში, გაწეული იყო სხვა პროექტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე, ხოლო ნებართვა ასეთი სახის ქმედების განხორციელებაზე, აპარატის მხრიდან, რომელსაც ეკისრებოდა კონტროლი თანხების მიზნობრივად გამოყენებაზე, ვერ იქნა წარმოდგენილი.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ა(ა)იპ-პედაგოგთა კავშირს „განათლება და სამყარო“ აპარატში პროექტი „პედაგოგი მშვიდობის რესურსი“ განსახილველად შეტანილი ჰქონდა 2012 წლის 20 მარტს, ხოლო აპარატის ხელმძღვანელობის მიმართვა და პრემიერ-მინისტრის ბრძანება დაფინანსების გამოყოფაზე, გამოცემულია შესაბამისად 15 და 5 დღით ადრე. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ აპარატის მიერ პროექტების განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს. 50. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წლის მდგომარეობით აპარატის მიერ საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული მის სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. - სახალხო დამცველის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელბული ინვენტარიზაციის შედეგად ,,მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შესახებ“ აქტის საინვენტარიზაციო აღწერებში შეტანილია არასწორი მონაცემები. კერძოდ, მასში ასახულია ის მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივები, რომლებიც 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იმყოფებოდა სახალხო დამცველის აპარატის სათავსოში, გადაცემული იყო ექსპლუატაციაში და არ წარმოადგენდა მატერიალურ მარაგს. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის სათავსოში განლაგებულია გამოსაყენებლად უვარგისი მატერიალური მარაგები, თუმცა, ინვენტარიზაციისას აღნიშნულის შესახებ არ არის შედგენილი აქტი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - აუდიტის პროცესში მატერიალური მარაგების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ,,სხვა მატერიალური მარაგები“ 67.8 ათასი ლარის ოდენობით გაზრდილად არის წარმოდგენილი, რადგან ისინი წარმოადგენს ექსპლუატაციაში მყოფ გრძელვადიან მცირეფასიან აქტივებს, რომლებიც უნდა ჩამოიწეროს ხარჯში და გადატანილ იქნეს საცნობარო მუხლში, როგორც ,,ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები“. 73 - საცნობარო მუხლში - ,,ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში“ 126.3 ათასი ლარის ოდენობით არასწორად არის ასახული, რადგან აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი მოხმარებისათვის გადაცემულ გრძელვადიან მცირეფასიან აქტივებს და შესაბამისად უნდა იყოს ასახული საცნობარო მუხლში - ,,ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები“.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - ,,საქონელი და და მომსახურების" ეკონომიიდან ასიგნებების ,,სხვა ხარჯების" მუხლში გამოწვეული ,,შრომის ანაზღაურების“ მუხლში გადანაწილებაზე ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი მოთხოვნა აპარატის მიერ დასაბუთებულია თანამშრომლებზე საახალწლო პრემიის გაცემით, თუმცა სახალხო დამცველის 2014 წლის 17 დეკემბრის N244 ბრძანებით, თანამშრომლებზე გაცემულია დანამატი 124.8 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, სახალხო დამცველის 2014 წლის 15 აპრილის N54 ბრძანებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაცემულია დანამატები 18.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული არ შეესაბამება ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციას“. - სახალხო დამცველის 2014 წლის 11 ივლისის სასწავლო ფარგლებში ვიზიტის ანაზღაურებულმა სამივლინებო გამოწვეულია N168 ბრძანებით, მივლინებულ თანხამ ,,მოსამსახურეთათვის ქალაქ მეხიკოში თანამშრომლებზე შეადგინა ზედმეტად 2.5 ათასი ლარი, რომელიც სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქრთველოს პრეზიდენტის 2005 წლის N231 ბრძანებულებით გათვალისწინებული სადღეღამისო და დღიური ნორმების არასწორი გამოთვლით. - ქვეყნის გარეთ მივლინების მუხლით გაწეულმა კავშირგაბმულობის ხარჯმა სულ შეადგინა 7.9 ათასი ლარი. მივლინების შესახებ ბრძანებებით განისაზღვრებოდა მივლინებულ პირებზე მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურება, დახარჯული თანხის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, თუმცა ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულება არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის ქვეყნის გარეთ მივლინების პერიოდში კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურებას.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სახალხო დამცველის აპარატში რიგ შემთხვევებში იკვეთება არსებითი სხვაობა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და სახელშეკრულებო ღირებულებას შორის. კერძოდ, ოფისის დაცვის მომსახურების შეადგენს 29.4 ათას ლარს, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება - 23.6 ათას ლარს (სხვაობა 19.9%), რაც მიუთითებს შესყიდვის ორგანიზაციის სავარაუდო ღირებულება მიერ ბაზრის არასათანადოდ ჩატარებასა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კვლევის შეუსაბამო ფასის განსაზღვრაზე. - აპარატსა და ი/მ გიორგი ჩიხლაძეს შორის 2014 წლის 3 ნოემბერს დადებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება - ქ. გორის ოფისში სარემონტო- 74 სამონტაჟო სამუშაოების შესახებ. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო უზრუნველყოფა, რითაც ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული დარღვეულია ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების“ შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში, მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 5 დეკემბერს. ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ვადების გადაცდენის შემთხვევაში გადასახდელი პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. - აპრატსა და ი/მ გიორგი ჩიხლაძეს შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს დადებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულება ქ. თბილისის ოფისში კარების აწყობა-მონტაჟზე. ხელშეკრულებით არ არის ლითონის გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შესრულების ვადა. დარღვეულია ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ჩატარების“ ელექტრონული სახელმწიფო გათვალისწინებული ტენდერისა შესყიდვების და ელექტრონული ტენდერის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით მოთხოვნები. ანალოგიური დარღვევები სხვა ხელშეკრულებებშიც. 51. სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აუდირებულ პერიოდში უმეტეს შემთხვევებში სამსახური სხვადასხვა ორგანიზაციას უსასყიდლოდ გადასცემდა ქონებას ისე, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია ქონების მიმღები მხარის მხოლოდ მოთხოვნა და ის არ შეიცავს დასაბუთებას, როგორც ეს განსაზღვრულია მთავრობის საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის N302 დადგენილებით. ამასთან, სამსახურის მიერ როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ სხვადასხვა ორგანიზაციაზე უსასყიდლოდ გადაცემულია ისეთი აქტივები, რომლებიც მათ გადაცემამდე მცირე ხნით ადრე შეძენილია თავად სამსახურის მიერ.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2014 წლის 25 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობის უფლებით სამსახურისთვის გადაცემულია ქ.თბილისში დიდი ხეივნის ქ. N3-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 101.6 ათასი ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობებით. სამსახურის ბალანსზე ასახულია მხოლოდ ღირებულება, მიწის ნაკვეთის რადგანაც მხარეებს შორის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებულ არცერთ დოკუმენტაციაში მითითებული არ არის შენობა-ნაგებობის ღირებულება. 2015 წლის 17 ივნისს სამსახურს წერილობით მიმართული აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთვის შენობა-ნაგებობების ღირებულების დადგენის მიზნით, რაც ამ 75 უკანასკნელის მიერ ვერ იქნა განსაზღვრული მათი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არქონის გამო. - 2014 წელს სამორიგეო ავტომობილების გამოყოფაზე მოთხოვნის ინიცირება დოკუმენტურად არ ხდებოდა, ხოლო 2015 წელს სამსახურის მიერ შემუშავებული ფორმა (ელექტრონული) სრულად ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილების დადგენილების მოთხოვნებს.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013 და 2014 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, საფინანსოანალიტიკური სამსახურის ერთობლივ შემოსავალში ასახულია კომერციულ ბანკში განთავსებულ დეპოზიტზე შესაბამისი წლების მიხედვით დარიცხული სარგებელი, მაშინ როცა სსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით, ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები ლიცენზირებული ფინანსური მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - 2014 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ დაბეგრილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოსფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი , რომლის გამოყენება სამსახურის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში არ მომხდარა. სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული მიწისა. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილმა გადასახადის თანხამ შეადგინა 2.5 ათასი ლარი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამსახურის მიერ კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის მიზნით 2014 წლის 11 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი ზოგიერთი საქონლის აღწერილობაში გამოყენებულია კონკრეტული მოდელის მონაცემები, რაც ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს . შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვითაც, სატენდერო შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები დოკუმენტაციაში მითითებული არ უნდა იყოს მორგებული ერთი რომელი ბრენდის ან მოდელის პროდუქტზე. - სამსახურის მიერ შპს „iphone+“-სგან 2013 წლის 21 იანვრის ხელშეკრულებით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულია 1.9 ათასი ლარის ღირებულების 1 ერთეული პლანშეტური კომპიუტერის კომპლექტი. შესყიდვა განხორციელებულია ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. სამსახურის მიერ სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შეძენილი იქნეს პლანშეტური კომპიუტერი. წერილში არ არის 76 მითითებული თუ რა ვითარებები დაედო საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ხსენებული შესყიდვის განხორციელებას. - უწყვეტი ელექტრომომარაგების სისტემის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით სამსახურის მიერ 2015 წლის 14 მაისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად ცნობილი იქნა შპს „იუ-ჯი-თი“, რომელთანაც 2015 წლის 17 ივნისს გაფორმებულია ხელშეკრულება 610.0 ათასი ელექტრომომარაგების სისტემის ლარის ღირებულების უწყვეტი მიწოდებაზე თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით/ინსტალაციით.სამსახურის მხრიდან შესასყიდი ობიექტის სავარაუდო ღირებულება სატენდერო 610.0 ათასი ლარის ოდენობით განსაზღვრულია ისე, რომ არც დოკუმენტაციაში და შესაბამისად მიმწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, განსაზღვრული და მოთხოვნილი არ ყოფილა შესასყიდი ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის დაზუსტებული შესასყიდი უწყვეტი ელექტრომომარაგების სისტემა უნდა ყოფილიყო ახალი თუ ექსპლუატაციაში ნამყოფი, რამდენადაც ხსენებული ტექნიკის ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ტექნიკურ მდგომარეობაზე. 52. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2011-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2012 წლის ივლის-ოქტომბერში კანცელარიის მიერ ადგილი ჰქონდა საწვავის ხარჯვას იმ მოცულობით, რომელიც სცილდება ნორმებისა და გონივრულობის ფარგლებს და წარმოადგენს საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ და არამიზნობრივ ხარჯვას. - 2011, 2012, 2013 და 2014 წლებში მთავრობის კანცელარიის მიერ არ არის ჩატარებული დებიტორული და კრედიტორული დარღვეულია ,,საბიუჯეტო დავალიანებების ორგანიზაციებში ინვენტარიზაცია, ქონების, რითაც მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნა. შედეგად მთავრობის კანცელარიას ერიცხებოდა წინა წლების დებიტორული დავალიანებები - 14.9 ათასი ლარის, ხოლო კრედიტორული დავალიანებები - 1.3 ათასი ლარის ოდენობით, რომლებსაც დებიტორი და კრედიტორი მხარეები არ ადასტურებენ. შედეგად, ვერ იქნა მოპოვებული საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები ნაშთების რეალობის შესახებ.  აქტივების არაეფექტიანი მართვა - 2012 წელს მთავრობის მუშაობის შედეგად, ოფისის კანცელარიის შესაბამისი სამსახურების არაეფექტური ქ.თბილისში, ათონელის ქ. 25-ში მდებარე პრემიერ-მინისტრის სამშენებლო სამუშაოების ღონისძიებებით, დაგეგმილ ვადაში ვერ განსახორციელებლად გატარებული დასრულდა სამშენებლო სამუშაოები. შედეგად, 2012 წლის 31 დეკემბრისათვის კანცელარიის ბალანსზე დასრულებული შენობის ნაცვლად ერიცხებოდა: 13 463.6 ათასი ლარის ღირებულების დებიტორული დავალიანება შპს ,,არტესის“ მიმართ და 3 108.5 ათასი ლარის დაუმთავრებელი ძირითადი აქტივი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2012 წლის 31 დეკემბრისათვის კანცელარიის ფინანსურ ანგარიშგებაში და ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული არ არის ათონელის ქ. N25-ში მდებარე შენობა- 77 ნაგებობები და მასზე დამაგრებული არასასოფლო სამეურნეო მიწის ფართი. ასევე, 2014 წლის 31 დეკემბრისთვის, მთავრობის კანცელარიის ფინანსურ ანგარიშგებაში, ბალანსში არ არის ასახული ქ.თბილისში გიორგი ლეონიძის ქ.N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები, ასევე, ერთი წლის ვადით სარგებლობის უფლებით დარეგისტრირებული ქ.თბილისში თანასაკუთრებაში არასასოფლო სამეურნეო ფართზე მდებარე შენობა ნაგებობები. - 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, ბალანსში არაფინანსური ძირითადი აქტივები ასახულია 42.0 ათასი ლარით გაზრდილი, ხოლო, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით შედგენილ ფორმა 2-ში პირიქით, ხარჯებში - ძირითადი კაპიტალის მოხმარება შემცირებულია იმავე თანხით. რაც არ შეესაბამება „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის N436 ბრძანების მოთხოვნებს.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2011 და 2012 წელს სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენმა მიმდინარე ხარჯებმა სულ შეადგინა შესაბამისად 613.8 ათასი და 125.6 ათასი ლარი, რომელიც მთლიანად წარმოადგენს პრემირ-მინისტრის ბრძანებების საფუძველზე გაცემულ პრემიებსა და ჯილდოებს. მათ შორის პრემიებზე გაცემულია შესაბამისად 567.1 ათასი და 85.0 ათასი ლარი. პრემიებად გაცემული თანხების შემთხვევაში, პრემიერმინისტრის ბრძანებებში წარმოდგენილი საფუძვლები არ შეესაბამება ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ მიხედვით „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენ მიმდინარე ხარჯების“ მუხლით გათვალისწინებულ გაცემებს.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2011 წელს ადგილი ქონდა ბანკომატების მეშვეობით საბანკო ანგარიშიდან ფულადი სახსრების განაღდებას, რაც ეწინააღმდეგება „სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ანგარიშის გახსნისა და კორპორაციული ბარათების დამზადების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის N92 ბრძანების მოთხოვნას. - 2012 წელს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, სახელმწიფო ბიუჯეტში, სარეზერვო ფონდების გარდა, შექმნილი იქნა სარეზერვო ფონდის მსგავსი ფონდი, რომლიდანაც პრემიებზე და ჯილდოებზე გაწეულია 4 292.3 ათასი ლარის ხარჯები. აღნიშნული კოდიდან ასიგნებების ფორმალურ განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენდა - ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ფაქტობრივ განმკარგავს - მთავრობის კანცელარია. ამასთან, მთავრობის კანცელარიის 2012 წლის ფინანსური ანგარიშგებაში, აღნიშნული კოდით განხორციელებული ხარჯები ასახული არ არის. - საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2012 წლის 3 სექტემბერს გადარიცხულია 331.4 ათასი ლარი, რომლის საკასო და ფაქტიური ხარჯის მიზნობრივად გამოყენების დოკუმენტები წარმოდგენილი ვერ იქნა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 78 - 2012 წელს კანცელარიის მიერ ავტომანქანის შეძენის საჭიროების არარსებობის პირობებში, ავტომანქანების ჩანაცვლებაზე გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვას. გარდა ამისა, აღნიშნულ საანგარიშგებო პერიოდში ავტომომანქანის შესყიდვისას არ არის გათვალისწინებული „შესყიდვების ობიექტის აღწერასთან დაკავშირებით“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის რეკომენდაცია.  შესყიდვების მართვასთან დაკკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - 2011, 2012 და 2014 წლებში სოციალური ქსელის „Facebook”-ის სარეკლამო კომპანიის დაფინანსების მიზნით გადახდილია შესაბამისად 109.8 ათასი, 60.9 ათასი და 15.4 ათასი ლარი. მთავრობის კანცელარიამ ვერ წარმოადგინა მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაცია: სარეკლამო მომსახურების დამადასტურებელი მასალები. შედეგად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაფერისი და საკმარისი რწმუნება აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ამასთან, ზემოთ ხსენებული მომსახურების ღირებულება წარმოადგენს არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით მთავრობის კანცელარიას უნდა დაეკავებინა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეხადა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი და უკუდაბეგვრის წესით დამატებული ღირებულების გადასახადი. 53. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2011-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2013 და 2014 წლებში მთავრობის კანცელარიის მიერ არ არის ჩატარებული დებიტორული და კრედიტორული დარღვეულია ,,საბიუჯეტო დავალიანებების ორგანიზაციებში ინვენტარიზაცია, ქონების, რითაც მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნა, რომლის თანახმად - ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარება რეკომენდებულია - წელიწადში ორჯერ მაინც“.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანგარიშგებაში არასრულად და არაზუსტად აქტივების მუხლი. მოცემული მთავრობის კანცელარიის ფინანსურ არის წარმოდგენილი ძირითადი თარიღისათვის ბალანსში არ არის ასახული საქართველოს მთავრობის კანცელარიის და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილების შესაბამისად, 2014 წლის 11 თებერვალს საჯარო რეესტრში სარგებლობის უფლებით დარეგისტრირებული ქ.თბილისში გიორგი ლეონიძის ქ. N3ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები. ასევე, არ არის ასახული ერთი წლის ვადით ქ.თბილისში სარგებლობის უფლებით დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო ფართი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. ამასთან, 2014 წლის თებერვალში ქ. თბილისში ლეონიძის N3-ში მდებარე ზემოთ ხსენებული ფართის ნაწილი მთავრობის 79 კანცელარიამ შესაბამისი ბუღალტრული ჩანაწერების გარეშე, დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადასცა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს. - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივები წარმოდგენილია 42.0 ათასი ლარით გაზრდილად, ხოლო, ორგანიზაციის ანგარიშში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით შედგენილ ფორმა 2-ში პირიქით, ხარჯები - „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მუხლით შემცირებულია იმავე თანხით, რაც არ შეესაბამება „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის N436 ბრძანების მოთხოვნებს. - „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანების მოთხოვნების მიუხედავად ფორმა N6 წარდგენილია არამართებულად. კერძოდ, სატრანპორტო საშუალებების თითოეული ჯგუფის მიხედვით არ არის წარმოდგენილი საანგარიშო პერიოდში გაწეული საკასო და ფაქტიური ხარჯი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2015 წლის 19 ოქტომბრის N67737 წერილის თანახმად აღნიშნული შეუსაბამობა აღმოფხვრილია და ფორმა N6 წარდგენილია დადგენილი ფორმით. - 2014 წელს სოციალური ქსელის „Facebook”-ის მეშვეობით სარეკლამო მომსახურების ხარჯმა შეადგინა - 15.4 ათასი ლარი. „Facebook“-ის სარეკლამო მომსახურება წარმოადგენს არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე და 166-ე მუხლების მიხედვით ექვემდებარებოდა დღგ-ით უკუდაბეგვრას, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფინანსური ანგარიშგებაში არაზუსტად არის წარმოდგენილი საგადასახადო ვალდებულებების მუხლი. 54. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო განთავსებულია ქალაქ თბილისში იუსტიციის სახლის შენობაში. შენობა არ არის მიღებული ექსპლოატაციაში, საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნულ ქონებაზე სამინიტროსა და სააგენტოს სარგებლობის უფლება არ ფიქსირდება. ასევე, შენობის ღირებულება მათ ბალანსებზე ასახული არ არის.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2014 წლის 29 აგვისტოს, სამინისტროს შპს „ქეიჯი ენერჯისაგან“ უსასყიდლოდ გადაეცა ბახვი 1-2 ჰესისა და ბახვი 5 ჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია, ჯამური ღირებულებით 2 808.6 ათასი ლარი. აღნიშნული დოკუმენტაცია სამინისტროს ბალანსზე აისახა არამატერიალური ძირითადი აქტივის ანგარიშზე ნაცვლად მარაგის ანგარიშისა. შესაბამისად მასზე დარიცხულია ძირითადი კაპიტალის მოხმარება ისტორიული ღირებულების 1%-ის ოდენობით - 28.1 ათასი ლარი.აღნიშნული 80 აქტივის გამოყენება არ ხდება სამინისტროს მიერ და იგი ვერ აკმაყოფილებს ძირითად აქტივად აღიარებისთვის ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს . შესაბამისად, მას ცვეთა არ უნდა დაერიცხოს. გამომდინარე აქედან, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯების შესახებ ანგარიშში - ფორმა N2-ში ძირითადი კაპიტალის მოხმარება არამართებულად არის გაზრდილი 28.1 ათასი ლარით. - 2014 წლის 1 მაისს სამინისტროს სს „საპარტნიორო ფონდისგან“ უსასყიდლოდ გადაეცა ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და აქტივები, ჯამური ღირებულებით 3 122.5 ათასი ლარი. აღნიშნული ოპერაცია სამინისტროს ბუღალტრულ ჩანაწერებში ნაცვლად ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების ან სხვა შემოსავლების ანგარიშების კრედიტში ასახვისა ასახული აქვს პირდაპირ წმინდა ღირებულების და ძირითადი აქტივების ზრდით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2014 წლის განმავლობაში, დამტკიცებულ ენერგეტიკის თანამშრომელთა სამინისტროს რიცხოვნობა არ საშტატო ყოფილა ნუსხით სრულად დაკომპლექტებული და 23 ვაკანტური თანამდებობიდან წლის განმავლობაში არ მომხდარა კონკურსის გამოცხადება არც ერთ მათგანზე, გარდა ერთი პოზიციისა. აღნიშნული გარემოების შედეგად, სამინისტროს წარმოეშვა ეკონომია შრომის ანაზღაურების მუხლში 280.4 ათასი ლარის ოდენობით, რის ხარჯზეც სამინისტრომ გასცა პრემიები და სახელფასო დანამატები.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2014 წლის მარტსა და აპრილის თვეში სააგენტოს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა შეადგენდა 6 თანამშრომელს, რის შედეგადაც დარღვეულია საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი , რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის რიცხოვნობის 2% 2%-ს შეადგენს ხოლო 5 იმ ორგანიზაციებში, ერთეულზე ნაკლებს, სადაც საშტატო ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2014 წელის განმავლობაში, როგორც სამინისტროს ასევე სააგენტოს თანამშრომლები, ყოველთვიურად დამატებით შრომის ანაზღაურებას იღებდნენ პრემიის სახით 2014 წლის ივნისის ჩათვლით. მთავრობის დადგენილებით შეიზღუდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში აღნიშნული პერიოდულობით პრემიების გაცემა. თუმცა, როგორც სამინისტროს ასევე სააგენტოს მიერ 2014 წლის ივლისის თვეშივე გამოიცა ბრძანებები სახელფასო დანამატების დამტკიცების შესახებ, რის შემდეგაც თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატების ოდენობამ დაახლოებით იგივე ციფრი შეადგინა, რაც მანამდე პრემიების სახით გაიცემოდა. - 2014 წლის პირველ ორ კვარტალში პრემიის სახით სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემულია 413.0 ათასი ლარი, ხოლო ბოლო ორ კვარტალში დანამატის სახით - 452.0 ათასი ლარი. ანალოგიურად სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო 81 სააგენტოს თანამშრომლებზე პრემიის სახით პირველ ორ კვარტალში გაცემულია 124.0 ათასი ლარი ხოლო დანამატის სახით ბოლო ორ კვარტალში - 101.0 ათასი ლარი. ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სამინისტროსა და სააგენტოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტი სახელფასო დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. 55. სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“  საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - ფონდის აღმასრულებელი დირექტორის საზღვარგარეთ მივლინების ბრძანება ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო შესაბამისობაში მოწვევის დოკუმენტში დაფიქსირებული ღონისძიებების თარიღებსა და მგზავრობის მარშრუტებთან. მივლინების ბრძანებით მგზავრობა (მიუხედავად ღონისძიების მარშრუტისა) ქ. ბერლინის გავლით არის გათვალისწინებული და ხარჯები ანაზღაურებულია შესაბამისად. შედეგად, გამოვლინდა კერძოდ: დღიური ხარჯებისათვის ფაქტიურად გაწეული ხარჯების არამიზნობრივი ხარჯების - 690 ევროს, ხოლო გაწევის ფაქტები. ავიაბილეთებისათვის - 1,691 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა აუდიტის მიმდინარეობისას დაბრუნდა ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013 წლის 30 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერში (გარდაბანში გზის ორივე მხარეს ტროტუარების მოწყობისა და სოფელ სამუშაოები) ლემშვენიერაში შიდა გზების მოასფალტების გამარჯვებულად მიჩნეული პირი, რომელთანაც გაფორმდა 824,000 ლარის ხელშეკრულება, ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, რაც არ განხორციელებულა. - 2013 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადებულ გამარტივებული ელექტრონულ ტენდერში (საქართველოს სხვადასხვა გამარჯვებული პრეტენდენტის რეგიონში მიერ დაზუსტებას, ფონდის გაგზავნილი მიერ ერთეული ამბულატორიის მოწყობაზე) წარმოდგენილი 81 დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტების წერილით აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორება მოთხოვნილი არ არის. - თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ქონების მესაკუთრეებს, ბიზნესის შეჩერების გამო კომპენსაცია უნაზღურდებოდათ მესაკუთრეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეფასების მეთოდიკა ზოგიერთ შემთხვევაში არ იძლევა მეწარმე სუბიექტებისათვის გადახდილი კომპენსაციის სრულყოფილი ანალიზის საშუალებას, რადგან კომპენსაცია ეფუძნებოდა მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოდგენილ მოგების ან/და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებს და ისეთ დამატებით ფინანსურ ინფორმაციას, რომლებიც დადასტურებულია მხოლოდ მესაკუთრეების მიერ. - თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში რიგ შემთხვევებში კომპენსაციის ანაზღაურება, დონორთან შეთანხმებით განხორციელებულია, კომერციული და საცხოვრებელი ტიპის დაურეგისტრირებელ შენობა/ნაგებობებზე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა 82 - თბილისში, გორგასლის ქუჩაზე საგზაო გვირაბისა და სარეკრეაციო ზონის მშენებლობის პროექტირებასა და მშენებლობის ზედამხედველობაზე, გაწეულია 530,296 ლარის ხარჯი (მათ შორის, „აზიის განვითარების ბანკიდან“ მიღებულ სესხი 471,461 ლარი). მშენებლობის განუხორციელებლობის გმო, აღნიშნულ ხარჯს არანაირი ღირებულების შედეგი არ მოჰყოლია.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - 2013 წლის 16 დეკემბერს გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერში (გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოები) გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას, რის შედეგადაც უნდა განესაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებისა თუ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კანონშესაბამისობა. ამასთან, კონტრაქტორმა ორგნიზაციამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შეასრულა, რის გამოც მისმა დავალიანებამ ფონდის მიმართ შეადგინა 499,500 ლარი. აღნიშნულზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. - თელავში შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას სტიქიური მოვლენების შედეგად საჭირო გახდა 1,562,104.64 ლარის ღირებულების დამატებითი სარემონტო სამუშაოების ჩატარება, თუმცა ფონდმა დამატებით შესასრულებელ სამუშაოებზე შესაბამისი დეფექტური აქტები ვერ წარმოადგინა. 56. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - უმაღლესი საბჭოს ბალანსზე დანაკლისის სახით აღირიცხებოდა 1.2 ათასი ლარის პირველადი ღირებულების ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის ინფორმაციით, იმყოფებოდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ოჯახში. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ჯერ კიდევ 2004 წელს მიღებული ჰქონდა შესაბამისი დადგენილება, რომლის თანახმად ცეცხლსასროლი სახელობითი უნდა განხილულიყო იარაღის-პისტოლეტის მოკლელულიანი თავმჯდომარის ოჯახში დატოვების შესაძლებლობის საკითხი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკითხი ამჟამადაც არ არის დარეგულირებული. - ძირითადი აქტივებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი. კერძოდ დადგინდა, რომ 2014 წელს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ბრძანებით. 114 ერთეულ არაფინანსურ აქტივზე გახსნილი საინვენტარო ბარათი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფორმას. ხოლო დანარჩენ არაფინანსურ აქტივებზე (მათ შორის ყველა გრძელვადიან მცირეფასიან ინვენტარზე) საერთოდ არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2014 წელს ძირითადი კაპიტალის მოხმარება არასწორად იყო შემცირებული 1.8 ათასი ლარით, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ 2014 წლის ბოლოს უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხულ საოფისე ფართს ნაცვლად 1% ცვეთის ნორმისა ერიცხებოდა 0,8%. 83 - ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 20 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივის ზედმეტობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული აქტივების ფასები უცნობი იყო, მათი შეტანა საივენტარო აღწერაში მოხდა ღირებულებების გარეშე.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - უმაღლეს საბჭოში ბრძანებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 20 მომუშავე. წლის განმავლობაში მათზე ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა 94.2 ათასი ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 12 პირი აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და მათზე ჯამში ანაზღაურებამ შეადგინა 74.3 ათასი ლარი. 57. ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აფხაზეთის ა/რ საფუძველზე მთავრობის 2014 წლის აპარატში მთელი დასაქმებული იყო 15 შტატგარეშე ან ბრძანებებისა გარკვეული და ხელშეკრულებების პერიოდის განმავლობაში მომუშავე და მათზე ანაზღაურებულია სულ 60.8 ათასი ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 3 პირი აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. კერძოდ, მათზე დაკისრებული იყო აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის დებულებით გათვალისწინებული მოვალეობები. ჯამში ზემოაღნიშნულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე ანაზღაურდა სულ 21.7 ათასი ლარი. 58. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ამავე სამინისტროს სარგებლობაში არსებული 0.6 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების საოფისე ინვენტარი სარგებლობის უფლებით გადმოეცა ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს. გადმოცემის დოკუმენტებში დაფიქსირებულა ინვენტარის პირველადი ღირებულებები. ამასთან, არ აღნიშნულ ინვენტარზე ცვეთის დარიცხვა საწყისი ღირებულების ნაცვლად განხორციელდა ნარჩენ ღირებულებაზე,მაშინ როდესაც არსებული წესის თანახმად ძირითადი 84 აქტივების ცვეთა გამოიანგარიშება მათი საწყისი ღირებულების გამრავლებით შესაბამის წლიურ ნორმაზე. - ფინანსური ანგარიშგებისათვის, 32.0 ათასი ლარის პირველადი ღირებულების ძირითად აქტივებზე წლის ბოლოს არ იყო დარიცხული ცვეთა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირბეული ხარვეზები - სამმართველოს მიერ ჩატარებული 20 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან 5 შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ პრედენტთა მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასები მნიშვნელოვნად (20%-ი და მეტით) დაბალია სამმართველოს მიერ განსაზღვრული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. 59. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - კ. ხეთაგუროვის N2–ში არსებულ ფართზე წარმომადგენლობის განთავსების (ქონების გადმოცემის) თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი ვერ იქნა წარმოდგენილი. ასევე, ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ბრძანების საფუძველზე სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით გადმოცემული შენობა-ნაგებობის მე-13 სართულზე მდებარე გარკვეულ ფართზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, წარმომადგენლობასთან ერთად განთავსებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა იურიდიული პირები.  აღრიცხვა-ანგარიშგება - წარმომადგენლობის სარგებლობაში დ. აღმაშენებლის გამზირზე არსებული უძრავი ქონება , თანხობრივად აღრიცხული არ არის წარმომადგენლობის საბუღალტრო რეგისტრებში (ბალანსში) , რის შედეგად არსებითი ცდომილებით, შემცირებულია რეალურად არსებული არაფინანსური აქტივების ღირებულება. - ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 46 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივის ზედმეტობა. ვინაიდან მოცემული აქტივების ფასები უცნობი იყო, ისინი შეტანილ იქნა საივენტარო აღწერაში ღირებულებების გარეშე და შესაბამისად ბალანსში თანხობრივად არ აღრიცხულა.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - წარმომადგენლობაში ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო 5 შტატგარეშე მთელი ან მომუშავე. აღნიშნულ პირებზე ანაზღაურებულმა თანხამ შეადგინა სულ 30.0 ათასი ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2 პირი აყვანილია მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი 85 - წარმომადგენლობის ბიუჯეტის ასიგნებებიდან მოხდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში“ ექიმთა ბრიგადის ტრანსპორტირების 2.6 ათასი ლარის ოდენობით ხარჯების დაფარვა. 60. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2014 წლის ბალანსში საწყის ნაშთად კვლავ არ იყო აღრიცხული, წინა წლის აუდიტის შედეგად გამოვლენილი შპს „რომპეტროლ საქართველო“-ს და შპს „ყაზტრანსგაზთბილისი“-ს მიერ 1.1 ათასი ლარის ღირებულების საწვავის და 1.1 ათასი ლარის ღირებულების ბუნებრივი აირის მიწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები. ასევე, აუდიტის პერიოდში ბალანსში ნაჩვენები ,,მომსახურეობის მიწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ - 1.6 ათასი ლარი შეცდომით იყო ასახული „მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებების მუხლში“. - ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით დადგინდა, რომ მინისტრის აპარატის ლიკვიდაციისას არ მომხდარა წინა წლების აუდიტისას გამოვლენილი ბალანსზე რიცხული ავტომანქანების 1.0 ათასი ლარის ოდენობით არასწორად გაზრდილი ცვეთის ხარჯების დაზუსტება და კორექტირება.  ორგანიზაციული და პპერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - მინისტრის ბძანებებისა, ხელშეკრულებების და შეთანხმების აქტების საფუძველზე 2014 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 11 მომუშავე და მათზე ანაზღაურებულია სულ 55.4 ათასი ლარი. - მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 6 პირი აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მათზე ანაზღაურდა, სულ 34.4 ათასი ლარი. 61. ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - არაფინანსური აქტივების აღრიცხვის ორგანიზებასა წარმოებდა სრული კონტროლი. კერძოდ, და მოვლა-შენახვაზე ბუღალტრული არ აღრიცხვით წარმომადგენლობის ბალანსზე რიცხულ არაფინანსურ აქტივებზე არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯამში დასაქმებული მათზე იყო შტატგარეშე 7 მომუშავე. წლის განმავლობაშ ანაზღაურებულმა ხარჯმა შეადგინასულ 36.6 ათასი ლარი. 86 მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 5 პირი აყვანილი იყო 11-12 თვის განმავლობაში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, კერძოდ ხელშეკრულებების მიხედვით მათ ფუნქციებში შედიოდა წარმომადგენლობაში დებულებით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულება, რაც შტატით მომუშავე თანამშრომლების მოვალეობაა. ჯამში ზემოაღნიშნულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე ანაზღაურებული იქნა 33.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წარმომადგენლობიდან მიღებული ინფორმაციით და დოკუმენტბრუნვის შესწავლით, შტატგარეშე მოსამსახურეებს წერილობითი ფორმით არ მიუღიათ დავალებები და მათ მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ კონკრეტული სამუშაოების შესრულება. 62. აფხაზეთის ა/რ მთავრობა- სარეზერვო ფონდის 2013-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდი იქმნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად , 2013-2014 წლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის 240 ბრძანების საფუძველზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მაინც გაიცა 52.8 ათასი ლარი ისეთი გადასახდელებისათვის, რომლებიც გათვალისწინებული იყო 2013-2014 წლების რესპუბლიკურ ბიუჯეტში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ასიგნებებში.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აუდიტის ობიექტს 22 შემთხვევაში არ გააჩნდა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რიის გამოც აუდიტის ჯგუფს მიმდინარე აუდიტის ფარგლებში არ მიეცა შესაძლებლობა მოეპოვებინა სათანადო რწმუნება 80.3 ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე. - ,,სარეზერვო ფონდიდან“ თანხების ძირითადად შეეხებოდა გამოყოფასთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე რომელიც მატერიალური დახმარების გაცემას და სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას, აფხაზეთის მთავრობაში შესაბამისი ბრძანებით შემუშავებული კონტროლის მექანიზმი ზოგადი ხასიათისაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მექანიზმში წარმოდგენილია მხოლოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთათვის მატერიალური დახმარების ღონიძიებების დაფინანსების თანხების გამოყოფასთან შემთხვევები და შემთხვევებზე. არაფერია ამასთან, ნათქვამი სხვადასხვა სარეზერვო ფონდიდან დაკავშირებით ცალკე გაწერილი წესის შემუშავება, რისი პრეცენდენტიც არის საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში , უფრო მეტი გამჭვირვალობის, მიზნობრივად ხარჯვისა და სრულყოფილი კონტროლის საფუძველი გახდება. 87 63. სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რეაპუბლიკის მინისტრის აპარატის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით და ინფორმაციით დადგინდა, რომ მოქმედი წესის ფინანსურ ანგარიშგებაში არ ასახულა ორგანიზაციიდან მიღებული შესაბამისად არ დარიცხულა და ძირითად აქტივების ცვეთის თანხები 12.9 ათასი ლარის ოდენობით. - წლიური ბალანსის დანართი ფორმა N2-ში, ხელფასები ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმიური 240.0 ათასი ლარის ნაცვლად შეტანილია 24.0 ათასი ლარის ოდენობით. თანამდებობრივი სარგო ნაცვლად 209.6 ათასი ლარისა, ნაჩვენებია 229.9 ათასი ლარის ოდენობით. საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული გეგმით არ არის ნაჩვენები პრემიის ოდენობა. - ბალანსის დანართი ფორმა N5 -ში 2.2 ,,მანქანა დანადგარები და ინვენტარი“ ნაცვლად 42.4 ათასი ლარისა, შეტანილია 15.2 ათასი ლარი. - არაფინანსური აქტივების აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი. კერძოდ დადგინდა, რომ სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 165 ერთეულ გრძელვადიან მცირეფასიან აქტივზე არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - მინისტრის აპარატში შესაბამისი ბრძანებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 10 მომუშავე და მათზე ანაზღაურდა სულ 36.6 ათასი ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 4 პირი აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში დებულებით განსაზღვრულ მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. ჯამში აღნიშნულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე ანაზღაურდა სულ 19.1 ათასი ლარი. 64. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - უმაღლესი საბჭოს აპარატის ბალანსზე რიცხულ 20 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაწეულმა სათადარიგო ნაწილების, შეკეთების, ტექნიკური მომსახურებისა და სხვა ხარჯებმა, გარდა საწვავისა, შეადგინა 88.7 ათასი ლარი. გაწეული ხარჯებიდან მნიშვნელოვანი წილი მოდის მაღალი გამავლობის, 2009 წელს გამოშვებული, 20.0 ათასი ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების ავტომანქანა TOYOTA PRADO-ს ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებზე, რომელმაც, 2014 წლის განმავლობაში, საწვავის ხარჯების გარეშე, შეადგინა 25.4 ათასი ლარი.  აღრიცხვა-ანგარიშგება 88 - უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბალანსის დანართი ფორმა N2-ით, ძირითადი კაპიტალის მოხმარება შეადგენს 159.8 ათას ლარს, ხოლო დანართი ფორმა N3-ის თანახმად - 176.4 ათას ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მოქმედი მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ძირითადი კაპიტალის მოხმარება შეადგენს 443.7 ათას ლარს. - უმაღლესი საბჭოს 2014 წლის ბალანსის დანართი ფორმა N5-ის თანახმად, ძირითადი აქტივების გასვლა სხვა ეკონომიკური ნაკადებით შეადგენს 297.4 ათას ლარს. მოქმედი მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების გასვლა სხვა ეკონომიკური ნაკადებით, ნაცვლად ზემოაღნიშნულისა, შეადგენს 31.1 ათას ლარს.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი 2014 წლის 6 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. შესაბამისი მოწვევის თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, 2014 წლის 8 მაისიდან 28 მაისამდე პერიოდში, ფარავდა მივლინებული პირის მგზავრობის, კვების, სასტუმროს, დაზღვევის და სხვა ხარჯებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივლინებულ პირზე რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 1.5 ათასი ლარი, თუმცა ანაზღაურებული იქნა 1.8 ათასი ლარი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ტექნიკური პირობის შესაბამისად, შესყიდვის საგანს წარმოადგენდა მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენა. ტენდერში გაიმარჯვა შპს „კია მოტორს ჯორჯიამ“, რომლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლებით, შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა 2.0 ძრავის მქონე ავტომანქანა KIA SPORTAGE მექანიკური, 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, რაზეც გაფორმდა შესაბამაისი ხელშეკრულება . დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ უმაღლესი საბჭოსთვის მიწოდებული იქნა 2.0 ძრავის მქონე KIA SPORTAGE ავტომატური გადაცემათა კოლოფით , რაც შეუსაბამოა სატენდერო მოთხოვნებთან. 65. მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა, 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - მთავრობის აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 3 ერთეული, აღრიცხულია როგორც მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მიერ საანგარიშო პერიოდში გახარჯულია 11 846 ლიტრი საწვავი, რაც მთლიანი საწვავის ხარჯის 29.6%-ია. აღსანიშნავია, რომ აპარატში არ ხდებოდა მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენების განმსაზღვრელი დოკუმენტების წარმოება, რითაც დადასტურდებოდა სამეურნეო ოპერაციის მოხდენის ფაქტი, ხოლო ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა 1.6 89 ათასი ლარის ღირებულების სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები, თუმცა არ არის დაფიქსირებული დაზიანების გამომწვევი მიზეზები.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - მთავრობის აპარატში აუდიტის პერიოდში დასაქმებულია 15 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომითი ანაზღაურების სახით გაწეულია 105.9 ათასი ლარი. ხელშეკრულებებში არ არის მითითებული შესასრულებელ სამუშაოთა დასახელებები, აგრეთვე არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობითი დადასტურება. აღნიშნული ნაკლოვანება ასახულია წინა პერიოდის აუდიტის შედეგებშიც.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - მთავრობის აპარატის 2014 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესაბამისად წარმომადგელობითი ხარჯების გეგმა 320.0 ათასი ლარით განისაზღვრა. აუდიტის პერიოდში ამ მუხლით გაწეულია 218.2 ათასი ლარის საკასო ხარჯი, ანუ გეგმა შესრულებულია 68.2%-ით. წარმომადგენლობითი ამასთან ხარჯებიდან აღსანიშნავია, გაწეული კვებითი რომ რიგ შემთხვევებში მომსახურებისას, შესაბამის დოკუმენტაციაში არ არის სრულყოფილად მითითებული ინფორმაცია თანმხლებ პირთა სახელის, გვარისა და სტატუსის შესახებ. 66. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - დეპარტამენტის მიერ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, მიმწოდებლისგან შეძენილია სხვადასხვა თემატიკის 12 ერთეული ახალი ვიდეო კლიპი, ღირებულებით 3.5 ათასი ლარი. შეძენილი აქტივები გატარებულია ხარჯებში და არ არის აღრიცხული არამატერიალურ აქტივების ნაშთზე. - საბალანსო მონაცემებით, 2014 წლის პერიოდში ფორმა N5-ის მიხედვით, უსასყიდლოდ მიღებული აქვს აქტივი - მიწა, ღირებულებით 58.0 ათასი ლარი, თუმცა ფორმა N3-ში აღნიშნული ოპერაცია გატარებულია როგორც სხვა ეკონომიკური ნაკადებით მიღება. - წარმოდგენილი დოკუმენეტებით, სააგენტოს მიერ წინა პერიოდში შეძენილი და ნაშთად არსებული 4.1 ათასი ლარის ღირებულების საკანცელარიო საქონელი გახარჯულია აუდიტის პერიოდში, თუმცა ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული ხარჯი არასწორად არის მიკუთვნებული სუბსიდიის ფაქტობრივ ხარჯებზე. - სააგენტოს მიერ, აუდიტის პერიოდში, სხვადასხვა უწყებებიდან უსასყიდლოდ მიღებული აქვს 5.0 ათასი ლარის ღირებულების აქტივები, თუმცა ანგარიშგებაში, ფორმა N3-ში, შემოსავლების ნაწილში, ნაცვლად ფინანსურ არაფინანსური აქტივებისა, ასახულია ფინანსურ ვალდებულებებში. - სააგენტოს ფინანსური ანგარიშგება არ ასახავს ორგანიზაციის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას კერძოდ, ფორმა N2-ში, ოფისის ხარჯებში, საკასო და ფაქტობრივი ხარჯი ასახულია 12.0 ათასი ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური ანგარიშგების სხვა მატერიალური მარაგები გაზრდილია 32.1 ათასი ლარით, ხოლო გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები შემცირებულია 40.2 ათასი ლარით, ოფისის ხარჯებში ასახული საკასო და ფაქტობრივი ხარჯები ურთიერთშეუსაბამოა.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 90 - ა(ა)იპ ,,ბათუმის ტურისტული სააგენტოს’’ მიერ, 2014 წლის პერიოდში, გაწეულია მომსახურება აჭარა-ბათუმის ტურისტულ რუკებზე რეკლამის განთავსების მიზნით, თუმცა მომსახურების ღირებულება არაერთგვაროვანია და განსხვავებულია დამკვეთების მიხედვით, შესაბამისად არ არის დადგენილი რეკლამის განთავსების კალკულაცია/ღირებულება, რაც შემოსავლების მიღების შიდა კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - დეპარტამენტის მიერ, სასტუმროებისა და ე.წ. ,,გესთ ჰაუსების’’ შესაბამისი პერსონალის სატრენინგო-გადამზადებითი მომსახურებისათვის სამ შემთხვევაში, გამარტივებული ელქტრონული ტენდერის ფორმით გაფორმებულია ხელშეკრულებები ა(ა)იპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გიდების ასოციაციასთან’’ ჯამური ღირებულებით 25.3 ათასი ლარი. ხელშეკრულებებით განსაზღვრულია კონკრეტულ პირთა ოდენობა და ერთ პირზე მთლიანი სასწავლო კურსის ღირებულება, ხოლო ანგარიშსწორება დადგენილია ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით, რიგ შემთხვევებში შემსყიდველის მიერ მომზადებული დამსწრეთა აღრიცხვის შესაბამისი ჟურნალები შეუსაბამოა მიმწოდებლის მიერ ნაწარმოები დასწრებისა და ტრენინგის ჩატარების კონტროლის ჟურნალებთან, მაგალითად, შემსყიდველის მიერ წარმოებულ ჟურნალში დაფიქსირებული სამი პირი არ ფიქსირდება მიმწოდებლის აღრიცხვის ჟურნალში და პირიქით. აღნიშნული უზუსტობებიდან გამომდინარე, ვერ ხდება ფაქტობრივად დამსწრე პირთა სრული იდენტიფიცირება, რაც მიმწოდებელთან ანგარიშსწორების საფუძველს წარმოადგენს. - ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ღონისძებებში მონაწილეობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ არარეზიდენტ სუბიექტებზე გადახდილია 40.0 ათასი ლარი შესაბამისი საავანსო უზრუნველყოფის გარანტიის წარმოუდგენლობის პირობებში. - სააგენტოს მიერ, შესყიდვებზე, რიგ შემთხვევებში რომლებზეც არ საკუთარი ვრცელდება სახსრებით სახელმწიფო განხორციელებულ შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა, არ არის გაფორმებული შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფდა შიდა კონტროლის მექანიზმების მეტ ეფექტურობას. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და შპს „მარკას“ შორის არსებულ ხელშეკრულებაში, მიმწოდებლის წერილის საფუძველზე , 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების განხორციელების თარიღი განისაზღვრა 2015 წლის 15 აპრილით. იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელის მიერ მოთხოვნილია 31 მარტამდე, დეპარტამენტის მხრიდან ვადის გაგრძელება დამატებით 15 დღით ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა არ არის დასაბუთებული. 67. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - საარქივო სამმართველოს შენობის რემონტის შედეგად მიღებული მასალების სასაქონლომატერიალური ფასეულობების შერჩევითი დათვალიერებით დადგინდა, რომ 91 სამმართველოს საწყობში დასაწყობებული 198 ცალი ალუმინის მეორადი გოფრირებული ფურცლები შეუსაბამოა სამმათველოს საინვენტკომისიის დასკვნებში მითითებულ მონაცემებზე. - საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაზე ერთჯერადად შევსებულია საწვავის ავზი 75 ლიტრის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა შედარებით ნაკლებია.  საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - საანგარიშო პერიოდში 8 შემთხვევაში ქ. თბილისში მივლინებისათვის გაწეულია 0.9 ათასი ლარის საკასო და 1.1 ათასი ლარის ფაქტობრივი ხარჯი. მივლინების მიზანს ყველა შემთხვევაში წარმოადგენდა შპს ,,ლუკოილ ჯორჯიასთან“ საწვავის მიწოდებაზე ხელშეკრულების დამოწმება. იმ პირობებში, როცა სამმართველოს შპს ,,საქართველოს ფოსტასთან“ გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მომსახურებაზე, საარქივო სამმართველოს თანამშრომლების მივლინება ქ. თბილისში მხოლოდ ხელშეკრულების დამოწმებისათვის, საფოსტო და საკურიერო საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვაზე მიუთითებს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საარქივო სამმართველოს მიერ მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვზე გამოცხადებულ ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში კონკრეტული მახასიათებლების განსაზღვრა ხელს უშლის სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვასა და ჯანსაღ კონკურენციას. 68. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიზნობრივი ,,ბიზნეს პროგრამა ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა’’ 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთა დაკავშირებული ხარვეზები - აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2014 წელს პროგრამის ფარგლებში, პალატის შრომის ანაზღაურებისათვის, გამოყოფილი და გახარჯული იქნა 213.8 ათასი ლარი, მთლიანი პროგრამული დაფინანსების 88%. აღსანიშნავია, რომ სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ თავის საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამსახურების საშუალებით, თუმცა პალატის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სტრუქტურისა და შესაბამისად სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის შექმნის და მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განმსაზღვრელი დოკუმენტი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - პალატის ფინანსური ანგარიშგებაში მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით გამოყოფილი 242.8 ათასი ლარი, საბიუჯეტო კლასიფიკაციის განსაზღვრული მუხლების ნაცვლად, აღრიცხულია როგორც სუბსიდია. ასევე, არაფინანსური აქტივების ზრდის თავდაპირველი დამტკიცებული გეგმა ნაჩვენებია ნაცვლად 10.0 ათასი ლარისა, 5.0 ათასი ლარი. 92 69. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო, ხელშეკრულებით მიუხედავად, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ვერ ხერხდება 5 119.8 ათასი აშშ დოლარისა და 2 343.9 ათასი ლარის ღირებულების ქონების ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დაბრუნება. - სამინისტროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები განპიროვნებულია თანამდებობის პირებზე, 4 მათგანი აღრიცხულია როგორც მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუმცა სამინისტროში საშუალებების დანიშნულებისამებრ არ ხდებოდა აღნიშნული გამოყენების ავტოსატრანსპორტო განმსაზღვრელი დოკუმენტების წარმოება, რითაც დადასტურდებოდა სამეურნეო ოპერაციის მოხდენის ფაქტი.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული საჯარიმო სანქციებიდან, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ნაშთად ირიცხება 46 303.9 ათასი ლარი, 2 663.1 ათასი აშშ დოლარი და 371.9 ათასი ევრო. - შპს „მშენებლობა 2011“ისათვის არ მომხდარა საიჯარო ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის 20.4 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის დარიცხვა. - აჭარია ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების შედეგად შექმნილი კომისიის მიერ გამოვლენილია, ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების 43 შემთხვევა, რის გამოც ქონების სარგებლობის საფასურის სახით დარიცხვას დაექვემდებარა 2 638.8 ათასი ლარი, აღნიშნული თანხები აუდიტის პერიოდისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩარიცხული არ არის. - სსიპ “ბათუმის ბულვარის“ მიერ მიღებული საიჯარო ქირის გადახდის არსებული ფორმა აქტივების არაეფექტურ გამოყენებაზე მიუთითებს. რადგან იჯარის გადასახდელისა და შესაბამისი ჯარიმის სახით 2014 წელს მიუღებელია 46.1 ათასი ლარი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - შეუსაბამოა სსიპ „ბათუმის ბულვარის“ საბალანსო და საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები. - სსიპ "ბათუმის ბულვარის“ მიერ არ არის აღრიცხული საფეხმავლო გზების დემონტაჟის შედეგად მიღებული 230,2 კუბ.მ ვარგისი დეკორატიული ფილები.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - 2014 წელს ვერ მოხერხდა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის სამუშაო ვარიანტის შემუშავება და შესაბამისად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან მიღებული სესხის აუთვისებელ ნაწილზე, ვალდებულების დაფარვის სახით გადახდილია სულ 153.8 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ კონსულტანტი კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებაზე არასათანადო კონტროლის გამო, არასწორად განისაზღვრა გრანტის აუთვისებელი ნაშთი.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სსიპ “ბათუმის ბულვარის“ მიერ არ ხდებოდა, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების, ქონების გადასახადით დაბეგვრა და შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა.  შესყიდვების მართვასტან დაკავშირებული ხარვეზები 93 - ქ. ბათუმში, 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური საავადმყოფოს საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელად ჩატარების მიზნით, აჭარის ა/რ მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამარტივებული შესყიდვის ფორმით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ არ იკვეთება შეზღუდულ ვადებში შესყიდვის ჩატარების აუცილებლობა. - შპს „სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდთან“, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილება, საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, არ იყო არგუმენტირებული და შესაბამისად ავანსად საბიუჯეტო სახსრების გაცემის აუცილებლობა არ დასტურდება. ამასთან, აღნიშნული ქმედებით არაკონკურენტული გარემო შეიქმნა იმ პოტენციური პრეტენდენტებისათვის, რომლებმაც ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ იცოდნენ საავანსო ანგარიშსწორების არსებობისა და რაოდენობის შესახებ. - კონტრაქტორის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულებით ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, 17 შემთხვევაში გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. ამასთან, ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არათავისდროულ და არასათანადო კონტროლის დაწესების ფაქტებს. - ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეუსრულებლობისათვის დარიცხული გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებისაგან პირობების გათავისუფლების შემთხვევებშ გამოვლინდა საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტები.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში საინჟინრო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება დადგენილი გრაფიკის დარღვევით მიმდინარეობს, რისთვისაც 2015 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით დარიცხვას ექვემდებარება 99.8 ათასი ევრო. 70. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - დაბა ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე არსებული შენობა-ნაგებობის დაშლის შედეგად არსებული მასალები არ არის ასახული 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში. - სამინისტროს 2014 წლის ნაერთი ბალანსით გაწეული საკასო ხარჯები შეადგენს 5,937.4 ათას ლარს , ფინანსურ ანგარიშგებაში კი ბალანსის ფორმა N3-ში, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება დაფიქსირებულია 5,994.4 ათასი ლარი, ანუ გაწეულ საკასო ხარჯებთან შედარებით 56.9 ათასი ლარით მეტი, რაც გამოწვეულია სსიპ ,,ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული უზუსტობებით, კერძოდ, დამტკიცებული ბიუჯეტით ცენტრის 2014 წლის ასიგნება შეადგენს 410.3 ათას ლარს. გაწეული საკასო ხარჯი შეადგენს 408.3 ათას ლარს . ფინანსურ ანგარიშგებაში კი ბალანსის ფორმა N3-ში, ბიუჯეტიდან მიღებული 94 დაფინანსება დაფიქსირებულია 465.2 ათასი ლარი , ანუ მიღებულ ასიგნებასთან შედარებით 56.9 ათასი ლარით მეტი.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ მიერ ერთი და იმავე შენობის სახურავის მოწყობა მოხდა როგორც 2013 ასევე 2014 წლებში ხარჯები აღნიშნულ სამუშაოებზე შესაბამისად წარმოადგენდა 10.8 ათას და 8.7 ათას ლარს. შესაბამისად 2013 წელს გაწეული ხარჯი 8.7 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს.  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული დებიტორული დავალიანებებიდან შედგენს შპს ,,M.A.N project Architecture” 9.4 ათას ლარს, რომელიც დაფარულია 2014 წლის დავალიანება 3 თებერვალს და წარმოდგენილია დაბა ჩაქვში სანერგე მეურნეობის მშენებლობისათვის 725.3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებით, 7 ერთეული ხარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებით. აუდიტის პერიოდში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ აღნიშნული ხარჯთაღიცხვებიდან 5 შემთხვევაში 698.5 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები საერთოდ არ იქნა გამოყენებული, ხოლო ორ შემთხვევაში 26.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები შეცვლილია. ,,აგროსერვის ხარჯთაღრიცხვების გამოუყენებლობის მიზეზია ცენტრის’’ ინფორმაციით, მშენებლობისათვის საჭირო არასაკმარისი სახსრები, რის გამოც 2014 წლის 19 მარტს ეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მის ბალანსზე რიცხული ანაკრები ლითონის კონსტრუქციის (ანგარი) გადმოცემა. აღნიშნული ანგარის უსასყიდლოდ, არსებობის ვადით სარგებლობაში გადმოცემა განხორციელდა 2014 წლის 26 მარტს. უნდა აღინიშნოს რომ ,,აგროსერვის ცენტრის’’ მიერ პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის დროს ცნობილი იყო მშენებლობის სავარაუდო ღირებულება - 500 000 ლარი . შესაბამისად ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ მიერ გამოუყენებელი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისათვის ხარჯების გაწევა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან განკარგვაზე მიუთითებს.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის 2014 წლის 19 საფუძველზე, ცენტრის თანამშრომელი გასულია შვებულებაში და მაისის N85 ბრძანების 2014 წლის 20 მაისიდან 23 ივნისამდე, გადახდილია 1.7 ათასი ლარი, მათ შორის თანამდებობრივი სარგო 1.0 ათასი ლარი და საშვებულებო ანაზღაურება 0.7 ათასი ლარი. 2014 წლის ივნისის თვეში აღნიშნულ თანამშრომლეზე გაცემულია ივნისის თვის სრული თანამდებობრივი სარგო 1.0 ათასი ლარი. სულ მაისისა და ივნისის თვეში გაცემულია 2.8 ათასი ლარი, ანუ ორი თვის თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით 0.7 ათასი ლარით მეტი, ამასთან აღნიშნული სხვაობა „სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ სახით არ არის ასახული 2014 წლის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 95 - ,,აგროსერვის ცენტრის’’ სარგებლობაში სამუშაოებთან დაკავშირებით, 2014 არსებული წლის 8 ანგარის დემონტაჟის დეკემბერს გაფორმებულია ხელშეკრულება შპს ,,ENERGO22-თან”, 241.6 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე. სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების დასრულება არ ესწრება 2014 წლის 20 დეკემბრამდე, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში, ამ დროისათვის აუთვისებელ თანხაზე, არაუგვიანეს 2014 წლის 20 დეკემბრისა, წარმოადგინოს საავანსო გადახდის საბანკო გარანტია, რის შემდეგაც განხორციელდება საავანსო ანგარიშსწორება. წარმოდგენილი დოკუმენტებით მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ირკვევა, ვადაში რომ არა აქვს სამუშაოები შესრულებული, ხოლო საავანსო გადახდის საბანკო გარანტია გაცემულია 2014 წლის 29 დეკემბერს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების პირობებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდაბ 60 კალენდარული დღის განმავლობაში, 2015 წლის 8 თებერვლამდე, თუმცა აღნიშნულ პერიოდში დასრულებულია სამუშაოების მხოლოდ 33%, ღირებულებით 79 772 ლარი. შესაბამისად, ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით, საბანკო გარანტიის დაგვიანებით წარმოდგენის პირობებში, 241 643 ლარის ავანსად გადახდა, შესყიდვების მართვასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე მიუთითებს. - ა(ა)იპ,,აგროსერვის ცენტრმა’’ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქვანახშირზე მომუშავე წყლის გამათბობელი საქვაბის შესყიდვის მიზნით, სავარუდო ღირებულებით 10.0 ათასი ლარი, სადაც მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი რომელიც გამოცხადდა გამარჯებულად და გაუფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება .სატენდერო დოკუმენტაციით, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი იქნა საქვაბე დანადგარის კონკრეტული მოცულობითი პარამეტრები და წონა 600-დან - 640-მდე კგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული პარამეტრის მითითება შესაძლოა პრეტენდენტთა სავარაუდო შეზღუდვის გარემოებას წარმოადგენდეს, რაც ზღუდავს სახელმწიფო შესყიდვების მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ მიერ 2014 წლის 10 დეკემბერს გამოცხადებულია გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მეორადი მოხმარების სატვირთო ავტომანქანის შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობას იღებდა ერთი პრეტენდენტი შპს ,,ბითი ტრანსი“ , სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტს სხვა ინფორმაციებთან ერთად სატენდერო წინადადებაში უნდა წარედგინა მისაწოდებელი სატვირთო მანქანის ფოტოსურათები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ავტომანქანის შიდა და გარე ვიზუალური შეფასებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ პრეტენდენტს მდგომარეობის სატვირთო მანქანის სურათები არა აქვს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვის ეტაპზე , სატენდერო კომისიას არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე, 2014 წლის 17 დეკემბერს აღიარებულ იქნა გამარჯვებულად და 2014 წლის 23 დეკემბერს გაუფორმდა N03- 10/393 ხელშეკრულება 61.4 ათასი ლარის ღირებულების მეორადი ავტომანქანის მიწოდებასთან დაკავშირებით. აუდიტის პერიოდში მიღებული მტკიცებულებებით 96 ირკვევა, რომ მიმწოდებლის მიერ ავტომანქანის ფაქტობრივად შეძენის დროს სარეალიზაციო ღირებულება შეადგენდა 25.9 ათას ამერიკულ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს (გაცვლითი კურსი 1,89) 49. 0 ლარს, ცენტრის მიერ გადახდილ ფასთან მიმართებაში ლარით ნაკლებს. შესაბამისად აღნიშნული 20.3 %-ით, 12.5 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით, გადახდილ ფასსა და რეალურად გადახდილ ფასს შორის სხვაობა მაღალი რისკის შემცველია. 71. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის ( 6 თვე) ფინანსური აუდიტი  უპირობო დასკვნა 72. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2015 წლის (6 თვე) ფინნანსური აუდიტი  უპირობო დასკვნა 73. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის ( 6 თვე) ფინანსური აუდიტი  უპირობო დასკვნა 74. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის ( 6 თვე) ფინანსური აუდიტი  უპირობო დასკვნა 75. საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების მართვის 2010-2015 წლების ეფექტიანობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - სახელმწიფო სესხების ერთიანი რეესტრის მონაცემები და DMFAS-იდან მიღებული ამონაწერი პორტფელის მდგომარეობის შესახებ არ არის შესადარისი და რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს განსხვავებული ინფორმაციის ასახვას. გამომდინარე იქიდან, რომ საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხები არ ექვემდებარება სესხების ერთიან რეესტრში აღრიცხვას, მნიშვნელოვანია მათი სრულყოფილად აღრიცხვა DMFAS-ში.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საქართველოს პოლიტიკა, ფინანსთა სადაც სამინისტროს მსესხებელთა არ შერჩევის აქვს შემუშავებული ზოგად გადასესხების კრიტერიუმებთან ერთად მოცემული იქნებოდა, აგრეთვე, გადასესხების პროცესში ჩართული უწყებების ფუნქცია-მოვალეობები. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული რისკების შეფასების მეთოდოლოგია და ქვესასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პირობების დადგენისას არ ხდება საკრედიტო რისკების შეფასება. ამასთანავე, ფინანსური სირთულეების მქონე მსესხებელთათვის მიმდინარე გადასახდელის გადავადებისა თუ ახალი ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ხორციელდება შესაბამისი, დადოკუმენტირებული, ფინანსური ანალიზის შედეგად. 97 - ფინანსთა სამინისტროში არ არის ჩამოყალიბებული საგარეო საკრედიტო რესურსიდან გაცემული სესხების რეორგანიზაციის აღრიცხვის ერთიანი, უნიფიცირებული მიდგომა.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით მსესხებელთა მიერ წარდგენილი კვარტალური ანგარიშები არ მოიცავს ინფორმაციას სესხის დაბრუნებადობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკანონმდებლო მოთხოვნა მსესხებელთა მხრიდან ნაწილობრივ სრულდება. ფინანსთა სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც ზრდის რისკს იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ მოხდება გადახდისუნარიანობის კუთხით სირთულეების დროული მსესხებელთა აღმოჩენა და მათ დასაძლევად შესაბამისი ეფექტური ზომების მიღება. 76. კაპიტალური პროექტების მართვის 2012-2014 წლების ეფექტიანობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - ქვეყნის დონეზე დაგეგმილი და განხორციელებული კაპიტალური პროექტების შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ზუსტი, რაც ძირითადად გამოწვეულია კაპიტალური პროექტების განმარტებასთან დაკავშირებული ხარვეზებითა და პროექტების არასწორი კლასიფიცირებით. ასევე, არ ხდება რიგი სამინისტროების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კაპიტალური ხასიათის პროექტების სრულად ასახვა კაპიტალური პროექტების დანართში. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ლიცენზიების შესყიდვის ხარჯების უმეტეს ნაწილს აკლასიფიცირებს კაპიტალურ პროექტად, მაშინ როდესაც სხვა საჯარო უწყებების მხრიდან მსგავსი ხასიათის პროექტების წარდგენა არ ხდება კაპიტალური პროექტების დანართში. მაგალითად, 2015 წელს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა შეისყიდა Microsoft-ის ლიცენზიები საჯარო უწყებებისათვის გადასაცემად, თუმცა მათი კაპიტალურ პროექტად კლასიფიცირება არ მომხდარა. ასევე, აღსანიშნავია, მმართველობის რომ რეფორმა, უზრუნველყოფის საჯარო რომელიც ადგილობრივი სექტორში მიმდინარეობს ითვალისწინებს რესურსებით ელექტრონული როგორც შექმნას, პროგრამული ასევე საჭირო პროგრამების/ლიცენზიებისა თუ ტექნიკის შესყიდვას. თუმცა, არც აღნიშნული რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები კლასიფიცირდება როგორც კაპიტალური. - 2012 და 2014 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ კაპიტალურ პროექტად დაკლასიფიცირდა ქვეპროგრამა (27 02 01 02) - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საწარმოო ზონის შექმნა, თუმცა 2013 წელს მიუხედავად ანალოგიური ქვეპროგრამის არსებობისა არ მომხდარა მისი დანართში წარმოდგენა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს იგივე ქვეპროგრამა ითვალისწინებდა დაბა 98 ლაითურში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობის გაგრძელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რემონტსა და აღჭურვას შესაბამისი მანქანა-დანადგარებითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან საზოგადოებრივი კონსულტაციებისათვის საჭირო შენობების მშენებლობას. - პროგრამული ბიუჯეტის შედგენის კაპიტალური პროექტების დაფინანსების მეთოდოლოგიით მიზნით განსაზღვრულია, სახელმწიფოს რომ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებზე გადაცემული თანხები შესაძლოა აისახოს კაპიტალური პროექტების დანართში. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაშიც დანართში არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი საწარმოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური პროექტები. კერძოდ: 2013 წელს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ კაპიტალი გაეზარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიკროტალღური რადიო-სარელეო ხაზის ქსელის მშენებლობისათვის 10 მლნ ლარით; 2013 წელს შპს „საქართველოს აეროპორტის გაერთიანებას“ კაპიტალი გაეზარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისათვის რენტგენული აპარატებისა და სახანძრო მანქანის შეძენასთან, შემოვლითი გზისა და შენობა-ნაგებობების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად 3.5 მლნ ლარით; 2014 წელს შპს „თეთნულდი დეველოპმენტს“ ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისა და საბაგიროების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის გაეზარდა კაპიტალი 5 მლნ ლარით; 2015 წელს შპს „სპორტმშენსერვის“-ს კაპიტალი გაეზარდა 11.5 მლნ ლარით ქ.თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის. - დანართში არ არის წარმოდგენილი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულებში განსახორციელებელი პროექტები, რომელთა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალურად შექმნილი სამთავრობო კომისია . 2013-2015 წლებში სულ დაფინანსდა 485 მლნ ლარის ღირებულების პროექტები. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში, 2013-2015 წლებში კაპიტალურ პროექტად დაკლასიფიცირდა სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიეროპრაქტიკული ცენტრის“ ტუბსაწინააღმდეგო იჯარისა და საავადმყოფოს“ 2014-2015 გათბობის წლებში ხარჯები. შპს სულ „აბასთუმნის კაპიტალურად დაკლასიფიცირდა იჯარის ხარჯის სახით 1,009 ათასი ლარი, ხოლო გათბობის ხარჯის - 100 ათასი ლარი. - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კაპიტალურ პროექტად აკლასიფიცირებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ ყველა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიუხედავად მისი მასშტაბისა და ღირებულებისა. კერძოდ, კაპიტალურ პროექტად კლასიფიცირდება ისეთი მცირე ზომის სამუშაოები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 99 „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით“ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დადგენილ ლიმიტს(50,000ლარი).  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომელიც იყენებს პროექტების პირველადი შერჩევის მეტწილად სტანდარტიზებულ ფორმატს. თუმცა, არ არის განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებისა და მათი ფიზიკური გადამოწმების ვადები. - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფლობს გზების განვითარებისა და მართვის მოდელს (HDM-4) , რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმებზე(გზის სიგრძე, მდგომარეობა , მოძრაობის ინტენსივობა და სხვა) დაყრდნობით გზების პრიორიტეტიზირების საშუალებას იძლევა. მოდელის მიხედვით, პროექტების პრიორიტეტიზაცია ემყარება მხოლოდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და არ გაითვალისწინება სოციალური ფაქტორები. დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტების შერჩევისას ძირითადად გაითვალისწინება დეპარტამენტის თანამშრომელთა ხელთ არსებულ ინფორმაცია, ზემოაღნიშნული მოდელით გენერირებული მონაცემები და დეპარტამენტში წერილობით შემოსული მოთხოვნები. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია და შერჩევის პროცესი არ არის გამჭვირვალე, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს თუ აღნიშნული ფაქტორებიდან რომელს რა მნიშვნელოვნება/წონა გააჩნია შერჩევის პროცესში. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაშიც, პროექტების პირველადი შერჩევის პროცედურას არაფორმალური სახე აქვს. კერძოდ, პროექტების მთავრობისა და უშუალოდ სამინისტროს მიერ ინიცირების შემდეგ ხდება განსახორციელებელი პროექტების პირველადი შერჩევა, რაც არ არის სტანდარტიზებული, ხორციელდება დოკუმენტური დასაბუთებისა და ფორმალური პროცესების დაცვის გარეშე. - შერჩეული კაპიტალური პროექტებისათვის არ ხორციელდება პროექტების წინასწარი შეფასება, რომლის მიზანია პროექტის განხორციელების რამდენიმე ალტერნატივიდან საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე, პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროექტების წინასწარი შეფასების არარსებობის პირობებში, ჩნდება ისეთი პროექტების დაფინანსების რისკი, რომლებიც წარმოადგენენ არაეკონომიურ და არაეფექტიან ალტერნატივას კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრისათვის. - ნაკლოვანებებით ხასიათდება, პროექტების დეტალური შესწავლის ეტაპი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს პროექტისათვის აუცილებელი ყველა პარამეტრის განსაზღვრისა და დაზუსტების მნიშვნელოვან საფეხურს. აღნიშნული ეტაპის ყველაზე მთავარ და პრობლემურ საკითხს უშუალოდ მომზადებული დეტალური გეგმის ხარისხი წარმოადგენს, კონტრაქტორების მიერ რაც ძირითადად არასრულფასოვანი უკავშირდება დაგეგმვის პროცედურების ეტაპზე განხორციელებას (არაზუსტი საპროექტო დოკუმენტაცია, საპროექტო დოკუმენტაციის მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში გამოტოვება, გეოლოგიური დასკვნების ცდომილება და ა.შ.). - პათოლოგიების ლაბორატორიის პროექტის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო დასრულებისათვის მთლიანად პროექტის საჭირო რესურსებისა და 100 განსახორციელებელი აქტივობების განსაზღვრის გარეშე. ლაბორატორიის კარკასის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი დასაბუთების გარეშე შეწყდა პროექტის განხორციელება. - 2014 წლის დეკემბერში სამინისტრომ პროგრამისათვის „საქართველო C-ჰეპატიტის გარეშე“ შეიძინა ,,C ჰეპატიტის“ სკრინინგის 5 აპარატი. შესყიდვის მომენტისათვის სამინისტროს არ გააჩნდა ინფორმაცია, თუ რომელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის, როდის და რა პირობებით უნდა გადაეცათ შესყიდული აპარატურა. კონტრაქტორმა სამინისტროს აპარატები მიაწოდა 2015 წლის აპრილში, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებისათვის პირველი აპარატის გადაცემა განხორციელდა ივნისში. გამომდინარე იქედან, რომ სამინისტროს არ ჰქონდა განსაზღვრული წინასწარ თუ რომელი სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებოდნენ აღნიშნულ პროგრამაში და მათი ჩართვაც პროგრამაში ხდებოდა ეტაპობრივად, აპარატების გადაცემის პროცესი გაგრძელდა ოქტომბრამდე. - პროექტის განხორციელებაში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობების განსაზღვრის გარეშე მიმდინარე პროექტები: - სოფელ რუხსა და დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი კლინიკების მშენებლობის პროექტების შემთხვევაში, რომლის მშენებლობასაც ახორციელებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ , სამინისტროს და კომპანიას შორის არ გაფორმებულა შეთანხმება, სადაც გაწერილი იქნებოდა მხარეების უფლება- მოვალეობები, რომელიც უფლებას მისცემდა სამინისტროს, როგორც პროექტის საბოლოო შედეგზე პასუხისმგებელ უწყებას, ნებისმიერი უზუსტობის შემთხვევაში განეხორციელებინა დედოფლისწყაროში შესაბამისი კლინიკის რეაგირება.აღნიშნულმა მშენებლობის აღნიშნული რისკის რეალიზება, კერძოდ კი შემთხვევაში გარემოებამ გამოიწვია ზემოთ შეუძლებელია განსაზღვრა თუ რა პირობებით და რა ვადით მოხდა სამშენებლო სამუშაოების გახანგრძლივება და ვის ეკისრება აღნიშნულზე პასუხისმგებლობა. საპროექტო დოკუმენტაციით დედოფლისწყაროს კლინიკის მშენებლობისათვის გათვალისწინებული იყო 12 თვე და პროექტი უნდა დასრულებულიყო 2015 წლის დეკემბერში. თუმცა, მშენებლობა კვლავ მიმდინარეა და არ არის განსაზღვრული თუ როდის უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულება და თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნულ მდგომარეობაზე მშენებლობის განმახორციელებელ კომპანიას. - პროექტის განხორციელების პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ნაკლოვანების შემთხვევაში არ ხდება კონკრეტულ უზუსტობაზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა და დამატებითი ხარჯები სრულად საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება. - პროექტის განხორციელები ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რომლის მეშვეობით მოხდებოდა პროექტის შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებების (შეწყვეტა, არსებითი მოდიფიკაცია) დასაბუთება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა მაგალითად, უკვე გაწეული და სამომავლო ხარჯი, მისაღები სარგებელი და ა.შ., რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს პროექტის მდგრადობაზე და ვერ უზრუნველყოფს მის შესაბამისობას თავდაპირველ მოტივაციასა და მიზნებთან. - განსაზღვრული არ არის პროექტების ზედამხედველების მიერ მონიტორინგის შედეგების წარდგენის ფორმა და პერიოდულობა პროექტის 101 განმახორციელებლებისათვის. მონიტორინგის ამსახველი არ მზადდება ანგარიშები. სამუშაოების შედეგად არ მიმდინარეობის ხდება პროექტების მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის აკუმულირება და შესაბამისად, დაინტერესებული მხარეებისათვის გართულებულია კონკრეტული პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. მონიტორინგის შედეგების წარმოდგენის არასტანდარტიზებული სახე ართულებს პროექტის შეფასებას როგორც განხორციელების ეტაპზე, ასევე, პროექტის დასრულების შემდგომ. - პროექტის დასრულების შემდგომ არ ხდება მიღწეული შედეგების შეფასება და პროექტის განხორციელების შედეგად დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება შემდგომი პერიოდების პროექტების დაგეგმვისას. შედეგად არ არსებობს ინფორმაცია პროექტების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ. ამას გარდა, ცოდნისა და გამოცდილების გაუთვალისწინებლობა იწვევს განმეორებითი ხასიათის ხარვეზებს, რასაც საბოლოოდ, მივყავართ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან და არაეკონომიურ განკარგვამდე.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე, განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს შერჩევის კრიტერიუმებისა და აღნიშნული პროცესის ცხადად განსაზღვრას. ქვეყანაში კაპიტალური პროექტების განვითარების ხედვისა და პროექტების შერჩევის მეთოდის არარსებობის პირობებში იზრდება ისეთი ტიპის პროექტების შერჩევის რისკი, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის არსებული წინაშე რეალური გამოწვევების შესაბამისი ქმედებების განხორციელებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას. - კაპიტალური პროექტების სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესი არ არის შესაბამისობაში საბიუჯეტო ციკლთან. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროსათვის საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისას, კაპიტალური პროექტების განმახორციელებელ უწყებებს არ აქვთ განსაზღვრული კონკრეტული პროექტები. მოთხოვნილი საბიუჯეტო რესურსის მოცულობის განსაზღვრა კი, უმეტეს შემთხვევაში, ხდება წინა პერიოდებში გამოყოფილი მოცულობებიდან გამომდინარე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას ადგილი აქვს სამშენებლო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის არასაკმარის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში პროექტით განსაზღვრული შესწავლასა და სამუშაოების გაუთვალისწინებლობას. აღნიშნული ხარვეზები გავლენას ახდენს, როგორც პროექტის დასრულების თარიღზე, ასევე გასაწევ ხარჯებსა და შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობაზე. - 12 საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროექტიდან, სამი საჯარო სკოლის შემთხვევაში, მხოლოდ მშენებლობის სამუშაოების დაწყების შემდგომ გაირკვა, რომ მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის საზღვრები საჭიროებდა დაზუსტებას, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღის გადავადება. 102 - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების, დედოფლისწყაროსა და რუხში მრავალპროფილიანია სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის შემთხვევაში, ხშირია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დოკუმენტაციებში არსებული უზუსტობებისა გათვალისწინებული ტერიტორიის არასრულყოფილად გათვალისწინებით, რომ ამჟამად, ორივე პროექტი ცვლილება და საპროექტო მშენებლობისათვის შესწავლის გამო. იმის მიმდინარეა და საპროექტო დოკუმენტაცია ოფიციალურად არ დაკორექტირებულა, აღნიშნული ცვლილებების გავლენა პროექტის ბიუჯეტზე აუდიტის პროცესში ვერ მოხერხდა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - წინასწარი შეფასების ჩატარების გარეშე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2013 წელს მიიღო გუდაურში ტრავმული ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება, რომლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დაავალა შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“ შეისყიდა გუდაურში ტრავმული ცენტრის კაპიტალური შენობის 4.9 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო დოკუმენტაცია და 2014 წელს უსასყიდლოდ გადასცა სამინისტროს. თუმცა, 2014 წლის ოქტომბერში სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ კაპიტალური შენობის ნაცვლად აეგო სენდვიჩ პანელის ტიპის შენობა, რომელიც მისივე განმარტებით, წინანდელ პროექტთან შედარებით ნაკლებ ხარჯს მოითხოვდა და დაბა გუდაურში არსებულ პირობებთან უფრო შესაბამისი იყო. თუმცა, აღნიშნული ანალიზი არ ჩატარებულა არც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე და არც სენდვიჩ პანელის ტიპის შენობის აშენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. - სამშენებელო კომპანიის მიზეზით შეწყდა/შეჩერდა 3 პროექტი. მათ შორის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის ს/გზის (კმ10-კმ23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სოფელ ლამბალოს სკოლის მშენებლობა წარმოადგენენ შეწყვეტილ პროექტებს. მშენებელმა კომპანიებმა ვერ შეძლეს სამუშაოების წარმოება და პროექტის დასრულება, რის გამოც შეუჩერდათ ხელშეკრულებები და დაეკისრათ შესაბამისი ჯარიმები. ორივე პროექტის ფარგლებში გაწეული ჯამური ხარჯი შეადგენს 15,658 ათას ლარს. ახალი დიოკნისეს სკოლის მშენებლობის შემთხვევაში კი, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შეჩერებული იყო 5 თვის განმავლობაში, რადგან სამშენებლო კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო. 2015 წლის 3 აგვისტოდან სამუშაოები განაახლა ახალმა სამშენებლო კომპანიამ და ამჟამად, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მიმდინარე პროექტს. - რთულმა ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შეჩერება და გზის ექსპლუატაციაში მიღების შეფერხება[1]. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება ვერ მოხდა როგორც დაგეგმვის, ასევე დეპარტამენტმა სამუშაოების პერიოდში ჩატარებული კომპანიისაგან ჩაიბარა შესრულებული კვლევების შედეგად. სამუშაოები გარდა დამეწყრილი 360 მეტრიანი მონაკვეთისა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, 2014 წელს 103 ჩატარდა გეოლოგიური კვლევები დაზიანებულ მონაკვეთზე, შეფასდა სამუშაოების შესრულების სირთულე და შემოთავაზებულ იქნა პრობლემის გადაჭრის გზები. აღნიშნული კვლევებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 299,112 ლარი. თუმცა, ამ მომენტამდე პრობლემური მონაკვეთების რეკონსტრუქცია/მშენებლობა არ მომხდარა. - 2012 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სენაკში, ლანჩხუთსა და თელავში ფსიქიატრიული კლინიკების მშენებლობისათვის შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაცია ჯამური ღირებულებით 151 ათასი ლარი. თუმცა, იმავე წელს სამინისტრომ შეწყვიტა აღნიშნული პროექტი დასაბუთების გარეშე. - 2012 წლის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამით იყო ასევე, განსაზღვრული პათოლოგიების ლაბორატორიის შექმნა, რისთვისაც 2012 წელს სამინისტრომ შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაცია. ლაბორატორიის კარკასის მშენებლობის დასრულების შემდგომ, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 829.3 ათას ლარს, დასაბუთების გარეშე შეწყდა პროექტი და დღემდე არ არის განსაზღვრული თუ როდის აღდგება სამუშაოები. - 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის ფარგლებში სამინისტრომ დაიწყო ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების (EMR) სისტემის განვითარება, რომლის დანერგვაც უნდა მომხდარიყო ორ ფაზად. სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს ჩაიბარა 10,949.9 ათასი ლარის ღირებულების პროექტის პირველი ფაზის სრული სამუშაოები. მიუხედავად გაწეული ინვესტიციის მოცულობისა, პირველი ეტაპის სამუშაოების ჩაბარების შემდეგ შეჩერდა პროექტის განხორციელება და მხოლოდ 2015 წლის ივლისიდან სამინისტრომ განაახლა პროექტი. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის შეჩერება გამოიწვია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვამ, რისთვისაც საჭირო იყო ელექტრონული მართვის სისტემის შექმნა, რაც ხორციელდებოდა USAID მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის (HMIS) განვითარების ფარგლებში. თუმცა, არც პროექტის შეჩერებისა და არც განახლების შესახებ გადაწყვეტილებებთან გადაწყვეტილების დაკავშირებული მიღებისას ხარჯების, არ მომხდარა სარგებლისა აღნიშნულ და რისკების ანალიზი.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - 2012 წელს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა დაიწყო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა და მთლიანად პროექტის დასრულებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრის გარეშე, რადგან საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა ერთდროულად. კერძოდ, საპროექტო კომპანია ეტაპობრივად გადასცემდა სამინისტროს ტრენინგ-ცენტრის შენობის საპროექტო დოკუმენტაციას, სამინისტრო კი საპროექტო დოკუმენტაციის მომდევნო ნაწილის მიღების შემდეგ, დამატებით ხელშეკრულებას აფორმებდა სამშენებლო კომპანიასთან. მაგალითად, სამშენებლო კომპანიასთან ცალ-ცალკე გაფორმდა ხელშეკრულებები ტრენინგ ცენტრის ნულოვანი და ნულს ზედა ციკლის, შიდა ელექტრო-სამონტაჟო და მოპირკეთების სამუშაოებისათვის. სამინისტროს მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ტრენინგ-ცენტრის მშენებლობისა და აღჭურვის 104 სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 4,705.0 ათას ლარს, თუმცა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ პროექტის ღირებულება გაიზარდა 6,359.8 ათას ლარამდე . - შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზის მნიშვნელობის კმ10-კმ23 თიანეთი-ჟინვალი-ზარიძეების მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა, რომ საპროექტო ტრასას ჰკვეთს სამი საკმაოდ ღრმა ხევი , რომელთაგან ორი არ იყო დაფიქსირებული საპროექტო დოკუმენტაციაში. შესაბამისად საჭირო გახდა გეგმის ტრასის კორექტირება. ცვლილების შედეგად პროექტიდან ამოღებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 51.2 ათასი ლარი, ხოლო დამატებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ 18.5 ათასი ლარი. - შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზის მნიშვნელობის კმ10-კმ23 თიანეთი-ჟინვალი-ზარიძეების მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის მშენებლობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ზედა საყრდენი კედლის მოცულობათა უწყისში დაფიქსირებული საპროექტო მონაცემები არ ემთხვევა საპროექტო ნახაზით განსაზღვრულ მონაცემებს[1]. აღნიშნული უზუსტობის გამო საჭირო გახდა სამუშაოების მოცულობების დაკორექტირება, რამაც გამოიწვია დამატებით 60.7 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება. - შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო სამუშაოების მნიშვნელობის გზის კმ10-კმ23 პროექტის ფარგლებში თიანეთი-ჟინვალი-ზარიძეების მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო გათვალისწინებული ხიდის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად არსებული გრუნტის კატეგორია არ შეესაბამება პროექტში ასახულ გრუნტის კატეგორიას. საჭირო გახდა დამატებითი გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რის საფუძველზეც დაკორექტირდა პროექტით განსაზღვრული სამუშაოები. ცვლილების შედეგად პროექტიდან ამოღებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 23.1 ათასი ლარი, ხოლო დამატებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ 44.4 ათასი ლარი. - საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 132კმ-ზე მდინარე თერგზე გველეთის ხიდის მშენებლობის მიმდინარეობისას, ხიდის განაპირა და შუალედური ბურჯებისათვის ქვაბულის ექსკავაციის დროს, აღმოჩნდა, რომ ფაქტიურად არსებული გრუნტის კატეგორია არ შეესაბამება პროექტში ასახულ გრუნტის კატეგორიას. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტით გათვალისწინებული საძირკვლის მოწყობა დაუშვებელი იყო მსგავსი ტიპის გრუნტებზე, საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების განხორციელება, რისთვისაც გაფორმდა ახალი ხელშეკრულება 931.6 ათასი ლარის ღირებულებით. აღნიშნულმა სამუშაოებმა თავის მხრივ გაახანგრძლივა პროექტის დასრულების ვადა 5 თვით. - სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ მიერ განხორციელებული რიგი სკოლების საპროექტო დოკუმენტაციაში გეოლოგიურმა განვითარების მშენებლობის შემთხვევაში, უზუსტობებმა და ნიადაგის არასრულყოფილმა შესწავლამ გამოიწვია დამატებითი სახსრების მობილიზება გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვიდან, სულ 30.5 ათასი ლარის ოდენობით. ხოლო რიგ შემთხვევაში, განსახორციელებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში 105 გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია პროექტის ფარგლებში აღნიშნული სამუშაოების განუხორციელებლობა. 7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური განვითარება    77. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - ძირითადი აქტივებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი. კერძოდ, აუდიტის პერიოდში არაფინანსური აქტივების მიღებაზე, შენახვასა და გაცემაზე არ იყო დადებული ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებელობის შესახებ. ასევე, ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლინდა, რომ არაფინანსურ აქტივივებს არ ჰქონდა მინიჭებული საინვენტარო ნომერი, ხოლო 109 ერთეულ არაფინანსურ აქტივზე (ყველა გრძელვადიან მცირეფასიან ინვენტარზე) არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები - წარმომადგენლობის ბალანსზე აუდიტის პერიოდში დადგენილი წესის შეუსაბამოდ ირიცხებოდა სამსახურებრივი მიმოსვლისათვის განკუთვნილი 2 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2012-2014 წლებში12 შემთხვევაში 12 პირი აყვანილი იყო 6-12 თვის განმავლობაში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რომლებზეც ჯამში ანაზღაურდა 61 500. 00ლარი. შესყიდვების პორცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - ადგილი ჰქონდა ისეთი ტიპის ნაკლოვანებებს, როგორიც არის დადებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში აუტვირთაობა (49 შემთხვევა)და ატვირთვის ვადების დაუცველობა (51 შემთხვევა) ასევე 74 შემთხვევაში CMR-ში არ იყო დამატებული ინფორმაცია შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ყოველი ფაქტობრივი გადახდის შესახებ; 2012 წელს დადებული 30 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სისტემაში ატვირთვა მოხდა დაგვიანებით - ნაცვლად 2013 წლის 30 იანვრისა, 2013 წლის 19 თებერვლისა და 2013 წლის 27 მარტისა; 2013 წელს დადებული 51 ხელშეკრულებიდან სისტემაში 49 ხელშეკრულება არ ატვირთულა, ხოლო დანარჩენ 2014 წლის 7 თებერვალს და 2014 წლის 25 თებერვალს ატვირთულ 2 ხელშეკრულებაზე ფაქტობრივი შესრულება ელექტრონულ სისტემაში არ ფიქსირდებოდა; 2014 წელს დადებული 75 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან, ელექტრონულ სისტემაში დაგვიანებით ატვირთული იყო 21 ხელშეკრულება, ხოლო ფაქტობრივი გადახდა არ ფიქსირდებოდა 72 შემთხვევაში. გარდა აღნიშნულისა, მოცემულ პერიოდში ხელშეკრულების დადებისას 53 შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული ის, რომ ხელშეკრულების მოქმედების 106 ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების ან/და სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.    78. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2012-2014 წლებში წარმომადგენლობა განთავსებული იყო და საქმიანობას ახორციელებდა ქ. ქუთაისში, ირ. აბაშიძის N 27 - ში არსებულ ფართზე, რომლის მოსარგებლედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის 8 მაისს. თუმცა, აღნიშნული ქონების ღირებულების დადგენა და ბალანსზე აყვანა არ მომხდარა. წარმომადგენლობა სარგებლობდა სხვადასხვა საოფისე ფართით, კერძოდ:ქ. წყალტუბოში რუსთაველის ქ. N25 - ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებული ფართით, რომელიც წარმომადგენლობას გადმოეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 08 სექტემბრის N 31 1177 ბრძანებით - უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით. თუმცა, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და ბალანსზე აყვანა არ მომხდარა. ასევე, წარმომადგენლობა სარგებლობდა ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის N 141 - ში მდებარე ქობულეთის გამგეობის შენობაში არსებული ფართით და ქ. ბათუმში გორგასლის N 141 მდებარე ქ. ბათუმის მერიის შენობაში არსებული ოთახით N4. აღნიშნულ ფართებზე განთავსებასთან დაკავშირებით იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი ფართებით სარგებლობის რაიმე კანონიერი საფუძველი. - ძირითადი აქტივებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე არ იყო უზრუნველყოფილი სრული კონტროლი. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკკავშირებული ხარვეზები - მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად; ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2012 წელს 4 პირი აყვანილი იყო 12 თვის განმავლობაში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რომლებზეც ჯამში ანაზღაურდა 20.6 ათასი ლარი. 2013 წელს 4 პირი აყვანილი იყო 12 თვე მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და მათზე ჯამში ანაზღაურდა 19.7 ათასი ლარი, 2014 წელს 4 პირი აყვანილი იყო 6 - 12 თვემდე მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და მათზე ჯამში ანაზღაურდა 19.4 ათასი ლარი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებულიხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლით და ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2014 წელს 69 დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან 53 შემთხვევაში ხელშეკრულების დადებისას არ იყო გათვალისწინებული ის, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების, მომსახურების ან/და სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. 107   79. ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2012 წელს საწვავი შეძენილი იყო ტალონების სახით. ხდებოდა გამოყოფილი საწვავის ლიმიტის ბოლომდე ათვისება და შესაბამისად, არ ფიქსირდებოდა გაუხარჯავი ტალონების დაბრუნების არცერთი ფაქტი, ასევე არ წარმოებდა ავტომობილების მიერ გავლილი მანძილის (ე.წ. ოდომეტრების) აღრიცხვა. გაცემული საწვავის დამადასტურებელი ხარჯად აღიარება ხდებოდა საწვავის განაწილების უწყისით გაცემული ოდენობის მიხედვით. - ,,ჰიუნდაი სონატა“-ზე სახ. ნომრით PBP-282 მინიმუმ 17372 ლიტრი საწვავი, ხოლო ავტომანქანა ,,ვაზ 21214“ სახელმწიფო ნომრით BHP-877 მინიმუმ 11406 ლიტრი საწვავი ჩამოწერილია ზედმეტად. ავტომანქანა ,,ოპელ ვექტრა“სახ. ნომერით KAN-015, 2012 წელს მიმაგრებული იყო სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურზე. ლიმიტირებული საწვავის განაწილების უწყისების თანახმად, ყოველთვიურად 550 ლიტრი საწვავის ტალონის მიღებაზე ხელს აწერდა აღნიშნული სამსახურის უფროსი, რამაც 2012 წელს სულ შეადგინა 6600 ლიტრი (ბენზინი). აღნიშნულმა პიროვნებამ 2015 წლის 17 ივნისის წერილობით განმარტებაში აღნიშნა, რომ, ის არ სარგებლობდა სამსახურებრივი ავტომანქანით. ბენზინი ეძლეოდა უწყისით, თუმცა ტალონების გამოყენება და ბენზინის ხარჯვა არ განუხორციელებია, ხოლო თუ ვინ გამოიყენა საწვავის ტალონები, მას ამის შესახებ პასუხი არ აქვს. ამდენად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება ხარჯებში ჩამოწერილი 6600 ლიტრი საწვავის ხარჯვის მიზნობრიობაზე. - აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცზე“ 2012 წელს ჩამოწერილი 6400 ლიტრი საწვავის რეალობასთან დაკავშირებით. - გარდა ლიმიტირებული საწვავისა, გუბერნატორის განკარგულებების საფუძველზე, 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, სამსახურის უფროსებზე და სპეციალისტებზე ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მივლინებისას სხვადასხვა სამსახურებრივ ავტომანქანებზე დამატებით გახარჯულია 9000 ლიტრი საწვავი(ტალონებით). აუდიტით დადგინდა, რომ არცერთ მივლინების განკარგულებაში მითითებული არ არის მივლინების მიზანი, ასევე არ ხდებოდა შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ. ამასთან, სხვა წლებში(2011, 2013,2014) ქვეყნის შიგნით მივლინებისათვის საწვავის ხარჯი არ გაწეულა. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სათანადო რწმუნება გახარჯულად ნაჩვენები 9000 ლიტრი საწვავის მიზნობრიობის შესახებ. - ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები შვებულებაში ყოფნის პერიოდში სარგებლობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანებით და შესაბამისად ლიმიტირებული საწვავით. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გუბერნატორის სახელზე გახსნილ ანგარიშზე სახაზინო სამსახურიდან 2012 წლის გადარიცხულია 5.9 ათასი ლარი, საიდანაც 2.0 ათასი ლარი გატანილია ბანკომატიდან, თუმცა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი(ჩეკი ან 108  მიღება-ჩაბარების აქტი)წარმოდგენილი არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით ღონისძიების გამართვის საჭიროება და მიზნობრიობა ვერ დგინდება, არ ჩანს ვის გაეწია მომსახურება. შესაბამისად, შეუძლებელია პერსონების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯის მიზნობრიობის დადგენა. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - 2012 წელს ადმინისტრაციის თანამშრომლის ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებისათვის მოხდა 1.0 ათასი ლარის ზედმეტად ანაზღაურება. 80. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი   აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2012 წელს საწვავის გაცემა წარმოებდა ტალონების საშუალებით სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ყოველთვიური განკარგულებების საფუძველზე. ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ვისზედაც მიმაგრებული იყო სატრანსპორტო საშუალება, გამოყოფილ საწვავის ლიმიტს, როგორც წესი სრულად და ბოლომდე ითვისებდა და შესაბამისად, არ ფიქსირდება გაუხარჯავი ტალონების დაბრუნების არცერთი ფაქტი. 2012-2014 წლებში ცალკეული თვეების მიხედვით აღინიშნება ადიმინისტრაციაზე მიმაგრებული ავტომანქანების მაღალი გარბენი. - 2013 წელს ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს როდესაც გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები შვებულებაში ყოფნის დროს სარგებლობდნენ მათზე მიმაგრებული ავტომობილებით და შესაბამისად ხდებოდა საწვავის ხარჯის გაწევა. კერძოდ: გუბერნატორის მოადგილე 2013 წლის 21 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე იმყოფებოდა შვებულებაში. საწვავის ჩასხმის ელექტრონული ბარათის მიხედვით ამ პერიოდში მას ჩასხმული აქვს 700 ლიტრი საწვავი, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს 2013 წლის 7 მაისიდან 13 მაისამდე და 10 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე შვებულებაში ყოფნის პერიოდში ჩასხმული აქვს 323 ლიტრი საწვავი. - არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვისათვის არ იყო გახსნილი საინვენტარო ბარათები თითოეული საინვენტარო ნომრისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიხედვით. ასევე, ასეთ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ გაფორმებულა შესაბამისი ხელშეკრულებები სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე, რაც შეუსაბამოა „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N 1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-18 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებთან. აღრიცხვა-ანგარიშგება 109 -  გუბერნატორის განკარულებების საფუძველზე ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცემოდა დანამატები, რომელიც 2012 - 2013 წლებში ნაცვლად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის დადგენილი დანამატების მუხლისა აისახებოდა თანამდებობრივი სარგოს მუხლში . ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - გუბერნატორის ადმინისტრაციაში ხელშეკრულებების საფუძველზე მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2012-2014 წლებში დასაქმებული იყო 5 შტატგარეშე მომუშავე და მათზე ანაზღაურებულია 2012 წელს 39.1 ათასი ლარი, 2013 წელს 21.9 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 31.4 ათასი ლარი.,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, ფაქტობრივად კი წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით ირკვევა, რომ შტატგარეშე მომუშავე რეფერენტები 2012-2014 წლებში აყვანილი იყო 11-12 თვის განმავლობაში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ასრულებდნენ ერთი და იგივე სამუშაოს. ხელშეკრულებების მიხედვით მათ ფუნქციებში შედიოდა გუბერნატორის ადმინისტრაციაში დებულებით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულება, რაც შტატით მომუშავე თანამშრომლების მოვალეობაა. ერთ შემთხვევაში კი შტატგარეშე მოსამსახურე 2012 წლის 10 ივლისის შრომითი ხელშკრულებით ოთხი თვის განმავლობაში ასრულებდა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. 81. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი   აქტივების მართვაში არსებული ხავრეზები - აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, ბიუჯეტში მიუმართავი თანხების ოდენობა 32,2 ათას ლარს შეადგენს. - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ადგილზე არ აღმოჩნდა 10 დასახელების, 25 ერთეული 32,7 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების ძირითადი საშუალებები. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში, თუმცა აუდიტის პერიოდში შესაბამისი მიმართვები ვერ იქნა წარმოდგენილი. აღრიცხვა-ანგარიშგება - მუნიციპალიტეტის მიერ, ვალდებულების სახით არ არის აღრიცხული მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოებისა თუ მომსახურების ღირებულებიდან, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლებზე დაკავებული 345,8 ათასი ლარი. - ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ, არ არის აღრიცხული სოფელ კვირიკეში საბავშო ბაღის მოწყობის სამუშაოების შედეგად დემონტირებული 247 კვ.მ მოცულობის ლითონის ფურცლოვანა. - ა(ა)იპ „ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ 2014 წლის ბალანსში, არასწორად არის აღრიცხული 440,7 ათასი ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობები. 110 -   ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალში“ ადგილი აქვს ცვეთის არასწორად დარიცხვის ფაქტებს ა(ა)იპ „ქობულეთის პარკში“ არ ხდებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების, ქონების გადასახადით დაბეგვრა და შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვა. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან, არამიზნობრივად არის გახარჯული 19,0 ათასი ლარი. - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, ფაქტობრივი დანახარჯების წარმოუდგენლობის პირობებში, მიმწოდებელზე გადახდილია 124 582 ლარი. 2014 წლის გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა 36100,6 ათასი ლარით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში გადასახდელების სახით გადახდილი თანხების ფაქტიურმა მოცულობამ 29098,2 ათასი ლარი შეადგინა, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლი 80,6 პროცენტით შესრულდა და გეგმის შესრულებას 7002,4 ათასი ლარი დააკლდა. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ადგილი აქვს კონკურენციის შეზღუდვის, მონეტარული ზღვრების დაუცველობის, ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების განხორციელებისას, საავტორო უფლებამოსილების დაუცველობის, სათანადო შეთანხმების გარეშე, გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის განკუთვნილი თანხების გამოყენების ფაქტებს. - აუდიტით დადგენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ი/მ „შალვა მესხიძეს“ შორის, ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხებისა და სანიაღვრე ჭების მიმდინარე ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების არასრულად შესრულების ფაქტები. შპს „სანდასუფთავებასთან“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სანიტარული დასუფთავების მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ადგილი აქვს არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე 117,9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ფაქტებს. - აუდიტის პერიოდში 14 შემთხვევაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესახებ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნისა და სატენდერო კომისიის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტების მონაცემებს შორის. აღნიშნული შეუსაბამობების საერთო ღირებულება 103,7 ათას ლარს შედგენს. ამასთან ხელშეკრულების მოთხოვნების მიუხედავად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ შესრულებულ სამუშაოთა საექსპერტო დასკვნები არ შეიცავაენ ინფორმაციას ხარისხის შესახებ. ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალის“ მიერ, 2 ერთეული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისას ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის ფაქტებს. 111 82. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი     აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საანგარიშო პერიოდში არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია, რითაც დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობა. აღრიცხვა-ანგარიშგება - ფინანსური აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის ბალანსი არ არის შედგენილი სრულყოფილად, რითაც შეუსრულებელია „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის N364 ბრძანება, ასევე არასათანადო ყურადღება ეთმობა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ ბალანსების შედგენას. - მუნიციპალიტეტის 2014 წლის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გაწეული ხარჯებიდან 11.5 ათასი ლარით არ არის გაზრდილი აქტივების ღირებულება. - ხარჯების ნაწილში, შრომის ანაზღაურების მუხლში, არასწორად არის ასახული საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაცია 51.5 ათასი ლარი და ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების ხარჯი 8 574.5 ლარი. საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2174 განკარგულების შესრულების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გამოეყო 150 000 ლარი და ქობულეთის მუნიციპალიტეტს - 5 445 7504 ლარი. აღნიშნული თანხების ფარგლებში მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იყვნენ უზრუნველყოთ ციტრუსის შემსყიდველი ფიზიკური ან იურიდიული პირი(ებ)ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ციტრუსის ჩამბარებელი პირებისათვის, ციტრუსის შემყიდველი პირების მიერ 1 კგ-ზე გადახდილი თანხიდან მიეწოდებინათ 0.15 ლარი.ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე დეკლარაციების საფუძველზე ორივე მუნიციპალიტეტიდან თანხების გაცემას, იმ პირობებში როდესაც საბაჟო დეკლარაციაში მითითებული ციტრუსის წონითი ოდენობა ნაკლებია მათ მიერ ანაზღაურებული ციტრუსის წონის ჯამზე. გამოყოფილი თანხებიდან არამიზნობრივად არის გადახდილი 7.1 ათასი ლარი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - გარე განათების წერტილების ტექნიკური მომსახურების შესყიდვებში გამოვლინდა ბაზრის არასათანადო კვლევის ფაქტები. მუნიციპალიტეტის მიერ სამუშაოთა შესყიდვისას სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილია სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი, რომლისთვისაც შემდგომში ხელშეკრულებით განსაზღვრულია მისი დარღვევისათვის პირგასამტეხლო. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების გაანალიზებით ირკვევა, რომ შესრულების დროს გეგმა-გრაფიკს არ ექცევა სათანადო ყურადღება და შემსყიდველის მხრიდან არ ხდება მისი მონიტორინგი. 112   შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედემტად გადახდილი სახსრები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათების წერტების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამგეობის მიერ გამოცხადებული იქნა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი . შესყიდვაში მონაწილე პრეტენდეტის, შპს „განათების“ მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს, 1 120 განათების წერტის ტექნიკური დღგ-ს მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენდა 4.390 ათას ლარს, ჩათვლით 5.180 ათას ლარს. აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ იანვრის თვეში გადახდილია მთლიანი თვის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 20 იანვარს და შესაბამისად იანვრის თვეში მომსახურება გაწეული იქნა მხოლოდ 12 დღის განმავლობაში. გამომდინარე აქედან, შემსყიდველის მიერ ზედმეტად არის გადახდილი 3.2 ათასი ლარი. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების წარმოუდგენლობის პირობებში, მიმწოდებლებისათვის გადახდილია 58.8 ათასი ლარი. 83. ქედის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი     აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული აქტივებიდან, 2 382.8 ათასი ლარის ღირებულების აქტივების ინვენტარიზაცია არ არის განხორციელებული. აღრიცხვა-ანგარიშგება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გაწეული ხარჯებიდან, 531.0 ათასი ლარით არ არის გაზრდილი აქტივების ღირებულება. - საბუღალტრო ანგარიშგების ხარჯების ნაწილში, შრომის ანაზღაურების მუხლში, არასწორად არის ასახული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების ხარჯი 1.1 ათასი ლარი. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის გამო, მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით გაწეულია 42.7 ათასი ლარის ხარჯი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სახანძრო ავტოცისტერნის მიწოდებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში არ არის იდენტიფიცირებული სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის ტექნიკური მახასიათებლები. - მუნიციპალიტეტის მიერ კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე შეძენილი სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის პარამეტრები, სრულად არ მოიცავს ტექნიკურ სპეციფიკაციებს, რასაც სტანდარტული კომპიუტერების იმ კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაცია ითვალისწინებდა. 113   შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - საახალწლო-საშობაო ღონისძიების ორგანიზებისათვის მისაწოდებელი ტკბილეულის რაოდენობის გაანგარიშება მოხდა არასწორად. ასევე, მხარეებს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში არ არის იდენტიფიცირებული 7.1 ათასი ლარის ღირებულების სათამაშოებისა და სხვა ნივთების დასახელება და რაოდენობა, რაც სატენდერო წინადადებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, მიმწოდებელზე ზედმეტად არის გადახდილი 7.1 ათასი ლარი. - სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, შესრულების აქტებში, პროცენტის სახით, ორ შემთხვევაში დამატებულია და გადახდილია მიმწოდებელზე რეზერვი გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის 1.9 ათასი ლარი. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯები - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, ფაქტობრივი დანახარჯების წარმოუდგენლობის პირობებში, სხვა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადახდილია მიმწოდებელზე 124.6 ათასი ლარი. 84. შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი   აღრიცხვა-ანგარიშგება - შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის ბალანსში, 1.8 ათასი ლარით დაუსაბუთებლად არის გაზრდილი ორგანიზაციის შრომის ანაზღაურების ფაქტობრივი ხარჯი. - შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის ბალანსის თანახმად, სხვა ხარჯების საკასო შესრულებამ შეადგინა 2 865.5 ათასი ლარი იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციას სხვა ხარჯების მუხლით 2014 წელს საკასო ხარჯი არ გაუწევია. - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 47.2 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოებით არ არის გაზრდილი ცალკეული ძირითადი აქტივების ღირებულება. - შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ბალანსში, მოქმედი რეგულაციების შეუსაბამოდ, 100.2 ათასი ლარით გაზრდილია სხვა დანარჩენი დებიტორული დავალიანება. - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ბალანსები, რიგ შემთხვევებში, არ ასახავს შესაბამისი ორგანიზაციის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განუხორციელებლობის 114   გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით იქნა გაწეული 36.7 ათასი ლარის ხარჯი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, თუ მიმწოდებელი გადააცილებს სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.2% ან/და 0.3%-ის ოდენობით. წარმოდგენილი მიღებაწინადადებით ჩაბარების დოკუმენტაციით დგინდება სატენდერო გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევები, თუმცა შემსყიდველის მიერ სათანადო ადმინისტრირება არ არის განხორციელებული ან/და განხორციელებულია ხელშეკრულების პირობების დაუცველად. - შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის საშუალებით, სახანძრო ავტოცისტერნის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ბიზნეს ჯგუფ 2010“-თან. ხელშეკრულებაზე თანდართულია მისაწოდებელი სახანძრო ავტოცისტერნის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები. საქონლის მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციით ვერ დგინდება მიწოდებული სახანძრო ავტოცისტერნის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა. - შესყიდვის ელექტრონული საშუალებებით გაფორმებულ, ფურტიოს რაგბის მოედნის მშენებლობის სამუშაოების, დაბა შუახევის ახალი წყალსადენის სისტემის მშენებლობის სამუშაოებისა და ზამლეთის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში ფიქსირდება სათანადო დასაბუთების გარეშე მიწოდების ვადის გაგრძელების შემთხვევები. - ელექტრონული ტენდერის საშუალებებით გაფორმებული, დაბა შუახევის ახალი წყალსადენის სისტემის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, განისაზღვრა წინასწარი ანგარიშსწორების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე. ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე, არამედ სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანო გარანტიის საფუძველზეც. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯები - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებზე, 510.7 ათასი ლარის ოდენობის ანგარიშსწორება განხორციელებულია იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლების მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ. 85. ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზბეი - ხულოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, ძირითადი კაპიტალის მოხმარების, საქონელი და მომსახურებისა და იმავე დონის სახელმწიფო 115    ერთეულიდან უსასყიდლოდ ძირითადი აქტივების მიღება და გაცემის მუხლებში არასწორად არის ასახული ჯამში 1 272.0 ათასი ლარი. - მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 10 ოქტომბრის N01-06/216 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების სანივენტარიზაციო კომისიის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 112.0 ათასი ლარის ღირებულების დანაკლისი. ამასთან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ, 2014 წელს ჩამოწერილია 17.1 ათასი ლარის ღირებულების მცირეფასიანი აქტივები, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ინვენტარის ჩამოწერის აქტის დამტკიცების გარეშე მათ შორის 5.6 ათასი ლარის მცირეფასიანი აქტივების განადგურება განხორციელებულია შესაბამისი აქტის გარეშე. - მუნიციპალიტეტის მიერ, ბალანსზე რიცხულ ავტოსატრასპორტო საშუალებებზე დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში 128 შემთხვევაში, ერთჯერადად ნაჩვენებია მეტი საწვავის გაცემა, ვიდრე შესაბამისი ავტომანქანის ავზის ტევადობაა, რაც ჯამში შეადგენს 5096 ლიტრს. თუმცა 5096 ლიტრი საწვავის შესაბამის ავტომანქანებში შემდგომი გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - მიმწოდებლის მიერ, 30.9 ათასი ლარის სასაქონლო ზედნადების წარმოუდგენლობის პირობებში, გაფორმებულია მისაწოდებელ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტები. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ადგილი აქვს 2.4 ათასი ლარის ღირებულების საქონლის მიღებაზე საქონლის მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებას. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - მუნიციპალიტეტის მიერ, გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის საშუალებით, გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გადაცილების მიუხედავად მიმწოდებლებზე არ არის დარიცხული 1.5 ათასი ლარი. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯები - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას, ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, ფაქტობრივი დანახარჯების წარმოუდგენლობის პირობებში, სხვა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადახდილია მიმწოდებელზე 815.1 ათასი ლარი. 116 86-87. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციული და საგზაო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი    აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობდა 2 ერთეული პლანშეტური კომპიუტერით, 2 ნოუთბუქითა და 1 პერსონალური კომპიუტერით. გარდა ამისა, 4 ერთეული პლანშეტური კომპიუტერი გამოუყენებელია და შენახულია მერიის ადმინისტრაციის სამსახურის სეიფში. - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, 2013 წელს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტს თანამშრომლების სამსახურებრივი მიმოსვლისათვის უნდა გამოეყენებინა 6 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2014 წელს რეკომენდირებული იყო - 9 ერთეული, ხოლო 2015 წელს 8 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა. თუმცა მუნიციპალიტეტი სარგებლობდა 15 ერთეული ავტომანქანით, რაც აღემატება კანონმდებლობით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას. - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალების ადგილსამყოფელის შესახებ. აუდიტის ობიექტის მიერ არ არის გატარებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - კანონის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის/ მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 26 ერთეულს. 2015 წლის 6 თვის მანძილზე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებულია სხვადასხვა რაოდენობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა რიცხოვნობა მერყეობს 28-დან 53-მდე. - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში 2013 წელს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 219, 2014 წელს - 270, 2015 წლის 6 თვეში - 70 შტატგარეშე მოსამსახურეს, რომელთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 020.9 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა რამდენად იყო ობიექტური საჭიროებით განპირობებული. - 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა მოსამსახურეთა ქვეყნის გარეთ მივლინებაზე დახარჯა 191.4 ათასი ლარი. საზღვარგარეთ მივლინებული პირების მიერ არ არის შედგენილი ანგარიში მივლინების შედეგების შესახებ. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2014 წლის 22 აგვისტოს საკრებულოს დადგენილებით პრემიის გაცემა საჯარო მოხელეზე შესაძლებელია კვარტალში მხოლოდ ერთჯერ. 2014-2015 წლებში აღნიშნული ნორმის დარღვევით გაცემულია 191.8 ათასი ლარის პრემია. - 2015 წელს მერის სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ჩანაცვლდა ახალი ავტომანქანით. კანონმდებლობით, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 21.0 ათას დოლარს. 117     ჩანაცვლებული ავტომანქანის ღირებულებამ შეადგინა 25.0 ათას დოლარზე მეტი, რაც აღემატება კანონმდებლობით რეკომენდირებულ ნორმას. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - ქალაქ რუსთავის მერიასა და საკრებულოში 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში პრემიის სახით გაიცა 3 682.0 ათასი ლარი. პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და პრემირება. - 2015 წლის 6 თვის განმავლობაში გაიცა 92.6 ათასი ლარის დანამატი. ყოველთვიური დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, წლის დასაწყისში. დანამატის გაცემის საფუძველს წარმოადგენს მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია, რის საფუძველზე განისაზღვრა წინასწარ მთელი წლის განმავლობაში, რომელი საჯარო მოხელე იმუშავებდა ზეგანაკვეთურად და შეასრულებდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებებს. - 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო ტელეკომპანიას სხვადასხვა სარეკლამო მომსახურებისათვის აუნაზღაურა 368.3 ათასი ლარი. აღნიშნულ პერიოდში თვითმმართველი ერთეულისგან მიღებული დაფინანსება ტელეკომპანიის საერთო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს - 57 %-ს შეადგენს. საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში მერიამ შადრევნის შეიარაღებული დაცვის მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 162.4 ათასი ლარი. ვინაიდან შადრევანი მდებარეობს მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა აღნიშნული ობიექტის დაცვის საჭიროების საკმარისი და შესაფერისი რწმუნება. - 2013-2014 წლებში შეიცვალა მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების სანომრე ნიშნები. მერიის მიერ არ არის დასაბუთებული სანომრე ნიშნების შეცვლის აუცილებლობა. - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა გზების მოწყობის ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 101.1 ათასი ლარი. თუმცა მერიაში არსებობს შესაბამისი სამსახური, რომელსაც ევალება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლაპატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა. საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში შიდა სატელეფონო ნომრებიდან ქვეყნის შიგნით მობილურ ოპერატორებთან განხორციელებულ საუბრებზე დაიხარჯა 79 ათას ლარზე მეტი, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტს შესყიდული ჰქონდა კორპორატიული ნომრებით მომსახურება სასაუბრო ლიმიტებით. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013 წელს შიდა კვარტალური ეზოების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჩატარდა საინჟინრო და სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით, 3 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ზოგიერთი სამუშაო იყო უხარისხო. მიუხედავად აღნიშნულისა, მერიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია. 118     შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - 2013 წელს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გზების მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს სახით მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 167.0 ათას ლარზე მეტი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - ქალაქ რუსთავის მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხელშეკრულება გააფორმა გზების მოწყობის სამუშაოებზე ღირებულებით 1 999.9 ათასი ლარი. აღნიშნული შესყიდვა არ შეიძლება ჩაითვალოს გადაუდებელ აუცილებლობად, რადგან სამუშაოების წინასწარი დაგეგმვა და ელექტრონული ტენდერის გზით შესყიდვა რეალურად შესაძლებელი იყო. შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის მანძილზე ქალაქ რუსთავის მერიამ სხვადასხვა სარეკლამო მომსახურებისათვის კერძო გაზეთს აუნაზღაურა 143.1 ათასი ლარი. 2015 წელს შესყიდვა განხორციელდა ექსკლუზიური უფლებამოსილების მოტივით, გამარტივებული შესყიდვის გზით, თუმცა აღნიშნული შესყიდვა არ წარმოადგენდა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიურ უფლებას. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - კანონმდებლობის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვისას, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 1 973.6 ათასი ლარის ღირებულების გზების მოწყობის სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით. 88. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი    აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - 2014 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტის მიერ შპს „ნიუ არტისგან“ შეძენილია მაღალი გამავლობის „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა, თანხით 11.8 ათასი ლარი, რომელიც 2015 წლის იანვარში, თხოვების წესით, სამი წლის ვადით, გადაეცა სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას. შეზღუდული ადგილობრივი რესურსების პირობებში სახელმწიფო ორგანოებზე მუნიციპალიტეტის მიერ ხარჯების გაწევის მიზანშეწონილობის შეფასება, სცილდება აუდიტის ჯგუფის მანდატს. აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წელსა და 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, ავტომანქანების რაოდენობა, რომლებიც ემსახურება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდირებულ ოდენობაზე მეტია. - 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ხოლო 2015 წლის მარტში გამგებლის ბრძანებით შეიქმნა ინვენტარიზაციის კომისია. აუდიტის მიმდინარეობისას ინვენტარიზაცია არ დამთავრებულა. აღრიცხვა-ანგარიშგება 119 -     სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2009-2012 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში არ გატარებულა. გამოვლენილი ძირითადი დარღვევა-ნაკლოვანებები არ არის აღმოფხვრილი და კვლავ მეორდება. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2015 წელს 2013 წელთან შედარებით ა(ა)იპ -ების შტატები ისე არის გაზრდილი, რომ დოკუმენტურად არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რა გარემოებებით არის გამოწვეული აღნიშნული ცვლილება. მაგალითად, ა(ა)იპ „სათნოების სახლში“ 2013 წელს დასაქმებული იყო 8 ადამიანი, ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენდა 58-ს, ხოლო 2014 წელს ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა 3 ერთეულით, შტატის რაოდენობა კი - 5 - ით. - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები. - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური შეიქმნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებზე ორი თვის დაგვიანებით. 2014 წელსა და 2015 წლის 6 თვეში სამსახურს არ ჩაუტარებია გამგეობის სტუქტურული ერთეულების საქმიანობის აუდიტორული შემოწმება. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, გაცემულია 182.1 ათასი ლარი, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი ვერ იქნა. გარდა ამისა, 2013-2014 წლებში საკრებულოს თანამდებობის პირებზე კანონის დარღვევით გაცემულია 33.1 ათასი ლარი. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - 2014 წელსა და 2015 წლის 6 თვეში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „ხარაგაული 2011“-ს შესაბამისი დასაბუთების გარეშე გადაეცა 35.8 ათასი ლარის სუბსიდია. - მუნიციპალიტეტმა 2014 წელს 25.0 ათასი ლარით დააფინანსა „ვაზის სანერგე მეურნეობის განვითარების პროგრამა“, თუმცა დოკუმენტურად ვერ საბუთდება ვაზის სანერგე მეურნეობის არსებობის აუცილებლობა და განვითარების პერსპექტივა, რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. - 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში გამგეობას სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მიზნობრივი ტრანსფერის გარდა, საკუთარი შემოსავლებიდან მიმართული აქვს 134.5 ათასი ლარი. - სააუდიტე პერიოდში მუნიციპალიტეტში პრემიის და დანამატის სახით სულ გაცემულია 371.3 ათასი ლარი, 2013-2014 წლებში საკრებულოს მიერ პრემიის გაცემასთან დაკავშირებით დებულება შემუშავებული არ არის. შტატგარეშე მოსამსახურეებზე ისეა გაცემული 47.4 ათასი ლარის პრემია და დანამატი, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დამატებით ანაზღაურებას. საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულია 92.0 ათასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო- 120   სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც არ არის დასრულებული და ვერ სარგებლობს მოსახლეობა. - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდარში მიმდინარეობდა ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 101.7 ათასი ლარი. მშენებლობა დასრულდა და მუნიციპალიტეტმა სამუშაოები ჩაიბარა სექტემბერში, ხოლო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ოქტომბერში. 2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზვარის საბავშვო ბაღს, თანხით 48.5 ათასი ლარი, თუმცა ბაღი გაიხსნა 2015 წლის ბოლოს. - მუნიციპალიტეტმა 2013 წელს ა(ა)იპ „სათნოების სახლისათვის“ შეიძინა 85 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, თანხით 10.0 ათასი ლარი, რომელიც არ არის გამოყენებული, ხოლო ა(ა)იპ-ს ყოველწლიურად ფართის დაქირავებაში გადახდილი აქვს 3.0 ათასი ლარი. 2016 წლის ბიუჯეტით აღნიშნული შენობის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 10.0 ათასი ლარი. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის მონაცემებით ა(ა)იპ - ების მიერ არ არის წარმოდგენილი სუბსიდიით განსახორციელებელი პროგრამების ფარგლებში შესასრულებელი ღონისძიებები. არ არის დასაბუთებული რა სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, რა პერიოდულობითა და მოცულობით. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საანგარიშო პერიოდში სამუშაოების ელექტრონული შესყიდვის დროს გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულებები გაფორმებულია კანონმდებლობის დარღვევით, სატენდერო დოკუმენტაციის შეცვლილი პირობებით (სანქციისათვის განსაზღვრული საურავი 0.5-0.3%-ის ნაცვლად ხელშეკრულებაში ჩადებულია 0,1%). დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები ან დაუნომრავია, ან არასწორად არის დანომრილი. ზოგიერთი მათგანი არ არის ატვირთული შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. - 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ სამუშაოების შესყიდვა ისე განხორციელდა, რომ მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ არის ჩადებული შესრულებული სამუშოების ხარისხის საგარანტიო ვადა. აღნიშნულის გამო შეუძლებელია შესრულებული სამუშაოების ჩაბარების შემდგომ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიმწოდებელზე მოთხოვნა. - 2015 წელს, ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის საავტომობილო გზის მოხრეშვითი სამუშაოების შესყიდვის დროს, მუნიციპალიტეტმა ისე აიღო მიმწოდებლისთვის ინერტული მასალის კარიერით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომ არ გააჩნდა შესაბამისი ნებართვა. ნებართვის მიღება გაჭიანურდა. შედეგად, სამუშაოები დასრულდა ტენდერით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და მოსახლეობამ დროულად ვერ ისარგებლა აღნიშნული სიკეთით. - მუნიციპალიტეტი შესყიდული დიდი მოცულობის სამუშაოების მიღებას ახორციელებდა მიმწოდებლის მიერ დაქირავებული აუდიტორული ფირმების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული საექსპერტო მომსახურების თანხა წინასწარ იყო გათვალიწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით და იხდიდა მუნიციპალიტეტი. მიმწოდებლის მიერ ხდებოდა აგრეთვე საგზაო სამუშაოების შესრულებისას გზის საფარის, ასფალტის ნარევისა და სხვა მასალების ლაბორატორიული კვლევა. სამუშოების მიღებისას შედგენილი დასკვნებით ირკვევა, რომ კონტროლის ჯგუფი ეთანხმებოდა შემსრულებლის მიერ დაქირავებული 121   აუდიტორული ფირმის საექსპერტო დასკვნას და არ ახორციელებდა შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმებას. - სააუდიტე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების განხორციელებისას დაშვებულია სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზი. მაგალითად: 2013 წელს შესყიდულია სოფელ ხევში მდინარე ძირულაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით სამუშაოები შესრულებულია მდინარე სურამულაზე, რეალურად კი ხიდის მშენებლობა განხორციელდა მდინარე რიკოთულაზე. - 2013 წელს სოფლებში: ვახანში, ლეღვანსა და ვარძიაში საბავშვო ბაღების მშენებლობები ისე დაიწყო, რომ მიწა, სადაც შენდებოდა ბაღები, მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენდა. მათი მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირება მოხდა ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2014 წელს. - 2014 წელს სოფელ ხიდარში ბაღის მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, დაწყებულია 1 მაისს, მშენებლობისათვის საჭირო მიწა (344 კვ.მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია 10 ივნისს. - 2013 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტმა სოფელ ზვარის საბავშვო ბაღის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე გაუფორმა ხელშეკრულება ი/მ შმაგი გიგაშვილს. მიმწოდებელმა სამუშაოები ვერ შეასრულა, რადგან არ იყო შესაბამისი პირობები (სახურავი იყო დაზიანებული და ჩამოდიოდა წყალი). სახურავის შეკეთებისა და ბაღის სარემონტო სამუშაოები შემდგომში შეასრულეს სხვა მიმწოდებლებმა. პროექტი დასრულდა 2014 წლის ბოლოს. საბავშო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრულად შესყიდვის შემთხვევაში, დროულად მოხდებოდა სამუშაოების დასრულება. - 2014 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი კინოთეატრის სცენის განათების, გახმოვანების, სცენის შეძენისა და გამართვის შესყიდვაზე. მიმწოდებელმა სამუშაოები შეაჩერა. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი არ ფლობდა სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგიის წყაროს.სამუშაოები დასრულდა 5 თვის დაგვიანებით. შედეგად, მოსახლეობამ აღნიშნული სიკეთით ისარგებლა დაგვიანებით. - 2013 წლის 13 სექტემბერს, მდინარეებზე ნაპისამაგრი სამუშაოების შესრულების მიზნით, ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „გუმბათი 7-ს“, თანხით 319.9 ათასი ლარი. შეთანხმების საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დამთავრების ვადა ისე გაუგრძელა მიმწოდებელს, რომ არ მოუთხოვია ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ვადის გადაწევა. - საანგარიშო პერიოდში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გზების მოხრეშვით სამუშაოებზე გამოყენებული ინერტული მასალები, სავარაუდოდ, მოპოვებულია არალიცენზირებული კარიერებიდან. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - 2014 წელს მუნიციპალიტეტმა დაბა ხარაგაულში, ჭიპაშვილის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებზე გასწია 73.6 ათასი ლარის არაეფექტური ხარჯი, ვინაიდან გზა მალევე დაზიანდა და საჭირო გახდა დამატებით ბეტონის საფარის გადაგება. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები 122 -  მუნიციპალიტეტის მიერ სააუდიტე პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, მიმწოდებლებზე ხშირ შემთხვევაში სამუშაოების დასრულების ვადა გადაწეულია უამინდობის მიზეზით, რომელიც ვერ ჩაითვლება ისეთ გარემოებად, რომლის გათვალისწინება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარიმო სანქციის ამოქმედება რომ დაწყებულიყო სამუშაოების მიწოდების თავდაპირველი ვადის ამოწურვის შემდეგ, 18 მიმწოდებელს დაერიცხებოდა 158.4 ათასი ლარის ჯარიმა. - 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, მიმწოდებლებზე ვადაგადაცილებისათვის დარიცხული და ამოუღებელი ჯარიმები შეადგენს 119.6 ათას ლარს, თუმცა შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული. შემსრულებლებზე დარიცხული ჯარიმების ამოღების მიზნით აუდიტის მიმდინარეობის დროს სასამართლოში შეტანილია სარჩელი, 2-3 წლის დაგვიანებით. ზოგიერთ შემთხვევაში მიმწოდებლისთვის დაჯარიმების შესახებ არ არის ნაცნობები. - 2014 წელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით სამუშაოების ათასი ლარის ჩაბარებისთვის მიმწოდებლებზე არ არის გავრცელებული 41.7 საჯარიმო სანქცია, კერძოდ: შპს „გეკას“ უნდა დარიცხვოდა პირგასამტეხლო -11.5 ათასი ლარი, ხოლო შპს „ჯი-აი-დი“-ს - 30.2 ათასი ლარი; ამასთან მუნიციპალიტეტს შეეძლო დაეჯარიმებია ი/მ გიორგი სამხარაძე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, აგრეთვე შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუ აღნიშნული თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს. მუნიციპალიტეტს რაიმე სახის სანქცია გაუტარებია. - მუნიციპალიტეტის მიერ სამუშაოების ელექტრონული შესყიდვის დროს სატენდერო დოკუმენტაციით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,3% ან 0,5%-ის ოდენობით. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან, ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებულია შეცვლილი, შეღავათიანი პირობებით - სანქცია ჩადებულია 0,1%. აღნიშნულის შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მიმწოდებლებს დაერიცხა გაცილებით ნაკლები სანქცია, ვიდრე უნდა დარიცხვოდათ. შპს „რეალმშენს“ არ დარიცხვია ჯარიმა 31.0 ათასი ლარი, ი/მ მევლუდ ძიძიგურს-15.8 ათასი ლარი, შპს „მშვიდობას“-6.8 ათასი ლარი და შპს „ფუგოს“-2.0 ათასი ლარი. შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - სამუშაოების შესასრულებლად შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში ხარვეზიანია, რასაც ადასტურებს თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი ხშირი ცვლილებები, შესასრულებელი სამუშაოებისა და სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა (10%-ის ფარგლებში). 7 ხელშეკრულებაში, რომლის ღირებულება შეადგენდა 917.6 ათას ლარს, შეტანილი ცვლილების შედეგად შესყიდვის ღირებულება 80.0 ათასი ლარით გაიზარდა. - მუნიციპალიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 210.3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმებულია 14 ისეთ მიმწოდებელთან, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ხელშეკრულების დადებამდე 1- დან 30 დღემდე პერიოდში. ასევე, ერთი მიმწოდებელი, კერძოდ, ი/მ ფრიდონ კამკამიძე, მეწარმედ დარეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი დღის შემდეგ. 123 -  2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მუნიციპალიტეტმა გააფორმა 205.5 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 20 ისეთ მიმწოდებელთან, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის კონტრაქტორები არ ყოფილან. - 2013-2014 წლებში სოფელ მაქათუბანში განხორციელდა ხიდის მშენებლობა, თანხით 151.4 ათასი ლარი. ხიდის პროექტი რამდენჯერმე გადაკეთდა, რამაც გამოიწვია ხიდის ძირითადი პარამეტრების შეცვლა: ერთმალიანიდან გადაკეთდა ორ მალიანად; სიგრძე 15.1 მეტრის ნაცვლად გახდა 30.2 მეტრი; შემცირდა ტვირთამწეობა. ცვლილებების შედეგად საჭირო გახდა ფინანსური რესურსების დამატება. ამასთან გახანგრძლივდა სამუშაოების დასრულების ვადა. ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლის დაგვიანებით. - 2013 წლის ბოლოსათვის სოფელ ვარძიაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა ისეთ ადგილას, სადაც განთავსებული იყო ვარძიის ყოფილი საკრებულოს შენობა. საჭირო გახდა არსებული შენობის დემონტაჟისათვის ახალი ხარჯთაღრიცხვის შედგენა, დამატებით 8.1 ათასი ლარის გამოყოფა და სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდა. - 2014 წელს შპს „მშენებელი პირველი“ ასრულებდა სოფელ კიცხის კლუბის სარემონტო სამუშაოებს. არასწორად შედგენილი ხარჯთაღრიცხვის გამო საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რისთვისაც თანხები არ გამოყოფილა. მიმწოდებელმა შეასრულა სამუშაოს ნაწილი (5.0 ათასი ლარი) და შეწყვიტა ხელშეკრულება. სამუშაოები დაასრულა შპს „ინტელექტმა“2015 წელს ივნისში. ამდენად, კლუბის რემონტი დასრულდა ერთი წლის დაგვიანებით, ვიდრე დაგეგმილი იყო. - 2013 წელს დაბა ხარაგაულში, გიმნაზიის ეზოს მიმდებარე საყრდენი კედლისა და ღობის მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე ხარჯთაღრიცხვაში არსებული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა მეორე ხელშეკრულების გაფორმება ი/მ სიმონ ვეფხვაძესთან, რის გამოც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 6.1 ათასი ლარი. - 2014 წელსა და 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოსა და მომსახურების ხარისხის დაცვის მიზნით, მიმწოდებელს საგარანტიო ვადის გასვლამდე უკავდებოდა ასანაზღაურებელი თანხის 2.5%. 3 შემთხვევაში არ არის დაკავებული საგარანტიო თანხა, 3.5 ათასი ლარი. - 2014 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „შოუ ტექნიკის ცენტრიდან“, კინოთეატრის სცენის მოწყობის სამუშაოების მიღება (შესრულებულია 48.9 ათასი ლარის სამუშაო), ისე განახორციელა, რომ მიმწოდებელს არ წარმოუდგენია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნა. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 ივლისამდე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენილი 1694.8 ათასი ლარის სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით, ფაქტობრივი დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე. - საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლით გახარჯულია 40.4 ათასი ლარი, საიდანაც 2013-2014 წლებში გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რესტორნის მომსახურებაზე, დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარის ხარჯი. 124 89. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი      აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - სამგორის გამგეობა 2013 წელს სარგებლობის უფლებით განკარგავდა რეკომენდებულ ზღვრულ რაოდენობაზე 9 ავტომანქანით მეტს, ხოლო 2014 წელსა და 2015 წლის პირველ ნახევარში - 8 ავტომანქანით მეტს. - 2013 წელს მიმწოდებლის მიერ განხორციელდა 1176 კვ.მ რკინის კონსტრუქციებისა და მავთულბადის დემონტაჟი. გამგეობის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული მასალის დასაწყობების ან სხვაგვარად განკარგვის დოკუმენტაცია. - 2013-2014 წლებში სამგორის რაიონის ტერიტორიაზე გამგეობის დაკვეთით მოჭრილია 1869 და გადაბელილია 381 ძირი ხე. აღნიშნულ პერიოდში გამგეობის მიერ არ არის ნაწარმოები დოკუმენტური აღრიცხვა მოჭრილი ხეების განკარგვის შესახებ. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სოციალური დახმარებების გაცემაზე გამგეობის მხრიდან არ არის დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები. „სხვა სოციალური ღონისძიებების“ ქვეპროგრამის წესში ზოგადად არის განსაზღვრული თანხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია, არ არის გაწერილი თანხის გაცემის კრიტერიუმები. პროგრამის ზოგადი ხასიათის კრიტერიუმები ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს. აღსანიშნავია, რომ „სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის“ მთლიანი თანხის 70%-ზე მეტი გაცემულია „სხვა სოციალური ღონისძიების პროგრამის“ ფარგლებში. - „სხვა სოციალური ღონისძიების“ პროგრამით არ არის გაწერილი გასაცემი თანხების ზღვრების დადგენის კრიტერიუმები. კერძოდ, არ არის დასაბუთებული, მსგავსი პრობლემების მქონე ბენეფიციარებზე გაცემული განსხვავებული ოდენობის თანხების მართებულობა და ობიექტურობა. არსებობს რისკი, რომ არასწორად განისაზღვროს გასაცემი დახმარების მაქსიმალური მოცულობები და შესაბამისად, გამგეობამ ვერ უზრუნველყოს გამოყოფილი თანხების სამართლიანი გადანაწილება (ოპტიმალური ხარჯვა). საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - ქ. თბილისის მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე 2015 წლის 6 თვეში სამგორის რაიონის გამგეობაში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, დანამატის სახით გაცემულია 63.6 ათასი ლარი. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - საკრებულოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, 2013 წლის 21 ნოემბრიდან ამხანაგობის თავმჯდომარეებს გამგეობაში უნდა წარმოედგინათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის აღრიცხვის ბარათი. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, გამგეობა იღებდა გადაწყვეტილებას წახალისებასთან დაკავშირებით. 2013-2014 წლებში აღნიშნული წესის დარღვევით წახალისდა 862 პირი. შედეგად, გამგეობის მიერ დაუსაბუთებლად გაიცა 323.2 ათასი ლარი. 2013-2014 წლებში წახალისების სახით, სულ გაიცა 751.1 ათასი ლარი. საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - 2014 წლის 25 დეკემბერს გამგეობის მიერ შეძენილია 35 ცალი ტელევიზორი, ღირებულებით - 15.5 ათასი ლარი, ხოლო ტელევიზიის ექსპლუატაციისთვის 125    შეძენილია ციფრული მაუწყებლობის ქსელის დამონტაჟება-მომსახურება, ღირებულებით - 4.9 ათასი ლარი. სამგორის გამგეობის თანამშრომელთა რაოდენობა, ხარჯის გაწევის პერიოდში შეადგენდა 67 ერთეულს. შესაბამისად, ერთი ტელევიზორი, ფაქტობრივად გათვალისწინებული იყო 2 თანამშრომელზე. ტელევიზორებისა და მაუწყებლობის მომსახურების შეძენის აუცილებლობა გამგეობის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული. - 2014-2015 წლებში გამგეობის შენობაში არსებული ოთახების მოსაწყობად, შეძენილია დიზაინერის მომსახურება, საერთო ღირებულებით 3.8 ათასი ლარი. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ანგარიშსწორება ნაწარმოებია მიღებაჩაბარების აქტების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერდნენ შემსრულებლის წარმომადგენელი და ამხანაგობის თავმჯდომარე. ამხანაგობა „დიდი ლილოს“ თავმჯდომარის წერილობითი განმარტებით, 2014 წლის 20 მაისს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტზე (სამუშაოების ღირებულება - 538.1 ათასი ლარი) მისი სახელით დაფიქსირებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მისთვის უცნობია ხელმომწერის ვინაობა. - წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე ზედამხედველობას აწარმოებდა შემსრულებლის მიერ შერჩეული კომპანია შპს IGPN-ი, ღირებულებით - 42.7 ათასი ლარი. ხელშეკრულების თანახმად, ზედამხედველ კომპანიას ევალებოდა, საექსპერტო დასკვნით დაედასტურებინა შესრულებული სამუშაოს აქტის სისწორე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებით ირკვევა, რომ საექსპერტო დასკვნები არ არის შედგენილი, ხოლო შესრულებული სამუშაოების აქტების სისწორე დადასტურებულია კომპანიის ბეჭდითა და წარმომადგენლის ხელმოწერით. საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - წყლის სისტემების მოწყობის დასრულებულ სამუშაოებს 2015 წელს ჩაუტარდა საექსპერტო გამოკვლევა. დასკვნის მიხედვით, წყლის სისტემის მოწყობაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს 4312.4 ათას ლარს, ანუ ანაზღაურებულ თანხასთან შედარებით 2254.0 ათასი ლარით ნაკლები. ექპერტიზით დადასტურებული სხვაობების გარდა, წყალმომარაგების სისტემის სრული ექსპერტიზის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს დამატებითი სხვაობები. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით, 320 სამეწარმეო სუბიექტის მიერ განხორციელდა 1479 პროექტი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 320-დან 74 მიმწოდებელი, როგორც მეწარმე სუბიექტი, დარეგისტრირებულია სამუშაოს შესრულების შესახებ დადგენილების მიღებამდე 3 თვის პერიოდში. ახლადშექმნილ 74 სამეწარმეო სუბიექტთან გაფორმებულია 280 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით - 3 815.9 ათასი ლარი, რაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის 33%-ს შეადგენს. ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, - ბინათმესაკუთრეთა ხარჯთაღრიცხვას და სამუშაოების შესრულებას ამოწმებდა შემსრულებლის მიერ შერჩეული ექსპერტი. უმეტეს შემთხვევაში ექსპერტი აზომვებს ატარებდა ხილულ სამუშაოებზე, ხოლო დანარჩენ სამუშაობს ადასტურებდა შესრულებული სამუშაოების აქტსა და ხარჯთაღრიცხვაზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს 126    რისკი, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოები შესაბამისი მოცულობითა და ხარისხით არ არის შესრულებული. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - აუდიტის ჯგუფის მიერ წყალმომარაგების ქსელის ხილული ნაწილის ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა სხვადასხვა შეუსრულებელი სამუშაოები, საერთო ღირებულებით - 20.2 ათასი ლარი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - 2013-2014 წლებში, ერთეულ შემთხვევებში გამოიკვეთა რისკი, რომ პრეტენდენტები მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. კერძოდ, გამარჯვებულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს თავიანთ სატენდერო წინადადებებზე, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდნენ რიგით შემდეგი მაღალი ფასის წარმომდგენი კომპანიები. შედეგად, შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში გაიზარდა 63.9 ათასი ლარით. შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - შესყიდვების კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელდა წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით - 6 566.4 ათასი ლარი. სამუშაოების საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით - 112.8 ათასი ლარი, შედგენილია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯთაღრიცხვის შემდგენელი და სამუშაოების შემსრულებელი ერთი და იგივე პირია, შესრულებულია 320.6 ათასი ლარის ისეთი სამუშაოები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვით. 90. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი    აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - გლდანის გამგეობა 2013 წელს სარგებლობის უფლებით განკარგავდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეკომენდებულ ზღვრულ რაოდენობაზე 9 ავტომანქანით მეტს, ხოლო 2014 წელსა და 2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მთავრობის მიერ რეკომენდებულზე, შესაბამისად, 8 და 7 ავტომანქანით მეტს. - აუდიტის ობიექტს 2014 წელს არ აქვს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რითაც დაირღვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანების მოთხოვნები. აღრიცხვა-ანგარიშგება - გლდანის გამგეობა თვის გასვლის შემდეგ არ ახდენს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ქრონოლოგიური თანმიმდევრობით სისტემატიზებას, კანონმდებლობის შესაბამისად . კერძოდ, ეკონომიკური მოვლენის ამსახველი დოკუმენტაცია საერთოდ არ იკინძება და შესაბამისი მემორიალური ორდერების გარეშე ინახება მონაცემების შინაარსისა და თარიღის მიხედვით. გარდა ამისა, გამგეობაში არ იწარმოება მაგროვებელი უწყისები და „მთავარი წიგნი“, რომელიც წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების შედგენის საფუძველს და მისი მომზადების ვალდებულება კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროცესის მართვა ძირითადად დელეგირებულია 127 - - - - - ამხანაგობებზე. თავის მხრივ ამხანაგობებს არ გააჩნიათ შესყიდვის განხორციელების გამოცდილება. შესაბამისად, მიმწოდებლის შერჩევის, სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულების განსაზღვრის, ხარისხის შეფასებისა და კონტროლის მექანიზმების განსაზღვრის პროცედურები არ არის სათანადოდ გამართული. საკრებულოს მიერ დამტკიცებული დაფინანსების წესი ქმნის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ ამხანაგობების მიერ არამართებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, შესყიდვის პროცედურების გარეშე, ხელშეკრულებას პირდაპირ აფორმებს მიმწოდებელთან. სამუშაოს ღირებულებას ძირითადად მეწარმე სუბიექტი განსაზღვრავს, მის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფასი არაკონკურენტულ გარემოში დგინდება. შესყიდვების პროცედურების გამოყენება, არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, აუდიტის ობიექტს ეკონომიის მიღების შესაძლებლობას მისცემდა. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, ამხანაგობა თავად არჩევს მიმწოდებელ მეწარმე სუბიექტს. არ არსებობს დოკუმენტური დასაბუთება, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით ხდება მიმწოდებლების განსაზღვრა და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული 767 პროექტი სულ 164-მა მიმწოდებელმა შეასრულა. აქედან 36, როგორც მეწარმე სუბიექტი, დარეგისტრირებულია ამხანაგობის განაცხადის აღრიცხვამდე 3 თვეზე ნაკლებ პერიოდში. ახლადშექმნილ 36 მეწარმე სუბიექტთან გაფორმებულია 73 ხელშეკრულება და შესრულებულია 1 335.7 ათასი ლარის სამუშაოები, რაც პროგრამის ფარგლებში შესრულებული პროექტების 19%-ს შეადგენს. შესყიდვების ელექტრონული სისტემის მონაცემებით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია 164-დან 84 მეწარმეს; 84-დან 37 მიმწოდებელს ამხანაგობების ერთადერთი პროექტის გარდა, სხვა სამუშაო არ შეუსრულებია. 164-დან 163 მიმწოდებელს საანგარიშო პერიოდში გლდანის რაიონის გამგეობასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ჰქონია, რასაც აუდიტის ობიექტიც ადასტურებს. ინდივიდუალურმა მეწარმეებმა „გივი თევდორაძემ“ და „გიორგი თევდორაძემ“ გლდანის რაიონში შეასრულეს 5 სხვადასხვა ამხანაგობის კუთვნილი კორპუსის სადარბაზოების შიდა რემონტი, ღირებულებით 165.2 ათასი ლარი. ამხანაგობების განცხადებები სამუშაოების შესახებ დარეგისტრირებულია 2014 წლის 10 მარტს. წარმოდგენილ მასალებს თან ერთვის მიმწოდებლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტები და სამუშაოს ხარჯთაღრიცხვები, ასევე ამხანაგობასა და მეწარმეებს შორის 2014 წლის 28 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებები. ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტი დამოწმებულია ინდივიდუალური მეწარმეების ხელმოწერით და ბეჭდით. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები დადგენილი წესით რეესტრში დარეგისტრირდნენ 2014 წლის 10 აპრილს. ამდენად, ამხანაგობების მიერ განაცხადების შემოტანისა და ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში აღნიშნული დასახელების მეწარმე სუბიექტები არ არსებობდნენ და შესაბამისად ვერც მიმწოდებლად იქნებოდნენ შერჩეული. ამასთან, არ უნდა ყოფილიყო დამზადებული და გამოყენებული მეწარმის ბეჭდები. ინდივიდუალურმა მეწარმეებმა გამოიყენეს წინასწარ დამზადებული ბეჭედი ან ამხანაგობებისა და გამგეობის მიერ დოკუმენტაცია გაფორმებულია წინა თარიღით. ინდივიდუალურმა მეწარე „არჩილ ცალქალამანიძეს“ 2013 წელს შესრულებული აქვს 27.6 ათასი ლარის სამუშაო. მეწარმის მიერ დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის 128 - - - - - - შედგენის დრო უსწრებს მეწარმეთა რეესტრში რეგისტრაციის პერიოდს. მაღალი რისკის მატარებელია, აგრეთვე, დამატებით 3 ამხანაგობის წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რომლის ჯამური ღირებულება 76.2 ათასი ლარია. ამ ამხანაგობების განცხადების აღრიცხვის თარიღი ემთხვევა შერჩეული მეწარმის რეგისტრაციის დროს. ამხანაგობებსა და მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ შეიცავს ასეთი ტიპის გარიგებისათვის საჭირო და შესაფერის პირობებს:  ერთი და იმავე ტიპის სამუშაოსათვის ხელშეკრულების პირობებით დაწესებულია სხვადასხვა საგარანტიო ვადები, რომელიც 5 თვიდან 5 წლამდე მერყეობს. ზოგიერთი ხელშეკრულება სამუშაოების საგარანტიო ვადას არ ითვალისწინებს.  როგორც წესი, ხელშეკრულებები არ აწესებს საჯარიმო სანქციებს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის.  ხელშეკრულებების გაფორმების თარიღი. 2013-2014 წლებში ამხანაგობების მიერ წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა შესყიდვების კანონმდებლობის შეუსაბამოდ, ამხანაგობების მეშვეობით, რომლებსაც არ ჰქონდათ სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება. დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლით გამოვლინდა მნიშვნელოვანი უზუსტობები და მაღალი რისკის მქონე გარემოებები სამუშაოების დაგეგმვის, შესრულების, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცესში. წყალსადენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა და სამუშოები შეასრულა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”. დოკუმენტაცია შედგენილია მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რამაც სავარაუდოდ სამუშაოების ღირებულების არასწორი განსაზღვრა განაპირობა. გლდანის გამგეობის მიერ 2013-2014 წლებში და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში სოციალური პროგრამის ღონისძიებების ფარგლებში გაცემული თანხის 90% -ით დაფინანსებულია სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებების ქვეპროგრამა. დახმარებები გაცემულია ისე, რომ არ არის დადგენილი სათანადო წესი და კრიტერიუმები. არსებული პრაქტიკა მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის შეფასებისას, შეიცავს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკებს. „სხვა სოციალური ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემულია ისეთი დახმარებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ წარმოადგენს პირველი რიგის საჭიროებას. აღნიშნულ შემთხვევებში დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა, პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. 2015 წელს შტატგარეშე მოსამსახურეებად დაქირავებულია 2014 წელს შტატში რიცხული 13 ყოფილი საჯარო მოხელე. მათ დაუმთავრდათ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის ვადა და ვერ შესძლეს 2014 წელს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული საჯარო კონკურსით განსაზღვრული ბარიერის გადალახვა. აქედან 9 პიროვნება, 2015 წლის მარტიდან ივნისამდე პერიოდში, განმეორებით დაინიშა სხვა საჯარო თანამდებობაზე, მოვალეობის შემსრულებლებად. მათ შორის, 3-მა კვლავ ვერ გადალახა 2015 წელს ჩატარებული ანალოგიური კონკურსის ბარიერი. მოხელეთა უმრავლესობას, სახელშეკრულებო და სახელფასო ანაზღაურებასთან ერთად, 2015 წელს მიღებული აქვს საპრემიო თანხებიც. 129 -     გლდანის რაიონის გამგეობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სამუშაოების შესრულების პროცესის თანამდევი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, მომართვები, საექსპერტო დასკვნები და სხვა საანგარიშსწორებო მასალები) დაწესებულებაში მოძრაობს უშუალოდ შესაბამისი განყოფილების პასუხისმგებელი პირების კონტროლით, კანცელარიაში რეგისტრაციისა და ხელმძღვანელი პირების ვიზირებების გარეშე. დოკუმენტბრუნვის ამგვარი ფორმა, ძირითადად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შემთხვევაში, შეიცავს საფინანსო დოკუმენტაციაზე არასაკმარისი კონტროლის რისკებს. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - ქ. თბილისის მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, 2015 წლის 6 თვეში გლდანის რაიონის გამგეობაში დანამატის სახით გაცემულია 62.0 ათასი ლარი. აქტი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, უნდა გამოცემულიყო არა ინდივიდუალური, არამედ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - 2013-2014 წლებში სხვადასხვა ჯერადობით გლდანის რაიონის გამგეობამ წახალისება გასცა, შესაბამისად, 569 და 528 ამხანაგობის თავმჯდომარეზე. მათ შორის, 2013 წელს დაფინანსებულია და/ან განხილულია მხოლოდ 296, ხოლო 2014 წელს - 368 თავმჯდომარის მიერ მოთხოვნილი პროექტი. შესაბამისად, 273-ს და 160-ს განაცხადი სამუშაოს შესახებ საერთოდ არ წარმოუდგენია. ამხანაგობის თავმჯდომარეებზე წახალისების სახით გაცემულია სულ 665.2 ათასი ლარი, აქედან, 162.4 ათასი ლარი იმ თავმჯდომარეებზე, რომელთაც სამუშაოების შესრულების მოთხოვნით გამგეობისათვის არ მიუმართავს. - ლიფტების მოდერნიზაციისათვის ბინათმესაკუთრეთა 63 ამხანაგობაზე სესხად გაცემულია სულ 339.2 ათასი ლარი. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისათვის გრაფიკის შესაბამისად დაუფარავია 291.6 ათასი ლარის სასესხო ვალდებულება. საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - აუდიტის ობიექტის მიერ გადახდილსა და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულ თანხებს შორის სხვაობამ 1 530.1 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” საბიუჯეტო ანგარიშზე დააბრუნა ზედმეტად ანაზღაურებული 1 477.4 ათასი ლარი. თანხა ერთ წელზე მეტი ვადით ირიცხებოდა მიმწოდებლის ანგარიშზე და ადგილობრივ თვითმმართველობას არ ჰქონდა ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სადარბაზოების შიდა რემონტის სამუშაოები ერთეული ფართობის ყველაზე მაღალი ღირებულებით ორ შემთხვევაში ერთი და იმავე სუბიექტმა შეასრულა. კერძოდ, 2013 წლის ხელშეკრულებების ფარგლებში მუხიანის II მ/რ-ის #16 და IVა მ/რ-ის #6 კორპუსების შეკეთებაზე დახარჯულია შესაბამისად 24.4 ათასი ლარი და 23.5 ათასი ლარი. ორივე შემთხვევაში მიმწოდებელმა დეფექტური აქტით არასწორად განსაზღვრა სადარბაზოს საერთო ფართობი და ნაცვლად 1820 კვ.მ-სა, ფაქტობრივი შესრულებით თითოეულზე 1230 კვ.მ შეაკეთა. ამასთანავე, #16 კორპუსში დეფექტური აქტით განსაზღვრული კედლების ნაწილობრივი შელესვა გაჯით 144 კვ.მ-დან 395 კვ.მ-მდე, 130  ხოლო #6 კორპუსში - 115 კვ.მ-დან 320 კვ.მ-მდე გაზარდა. აღნიშნული ცვლილებებით მიმწოდებელმა შეამცირა ისეთი სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, რაც ექსპერტის მიერ შედარებით მარტივ დათვლა-გაზომვას ექვემდებარებოდა. სამაგიეროდ გაზრდილია ფარული სამუშაოების მოცულობები, რაზედაც შესაბამისი აქტი არ წარმოდგენილა. - წყალსადენის მშნებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დასკვნით, III ჯგუფის ყამირში თხრილის დამუშავების ერთეულის ღირებულება 12.5 ლარიდან შემცირდა 5.28 ლარამდე. მიუხედავად ამისა, შესრულებული სამუშაოს აქტებში ერთეულის ფასი არ დაკორექტირდა და შესაბამისად, გაიზარდა სამუშაოს ღირებულება. - მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა #2) ასახული ზოგიერთი სამუშაოს მოცულობის ჯამი არსებითად აღემატება ნაზარდ ჯამში (ფორმა #3 ) წარმოდგენილ მონაცემებს. ფორმა #3-ში არსებული პარამეტრები ძირითადად შეესაბამება პროექტით განსაზღვრულს, ხოლო თანხა ანაზღაურდებოდა ფორმა #2-ით წარმოდგენილი მონაცემის შესაბამისად. ძირითად შემთხვევაში ფორმა #2-ში გაზრდილია ფარული სამუშაოების მოცულობები, ხოლო შესაბამისი აქტები არ არის შედგენილი. - მიმწოდებელმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარადგინა წყალსადენის მოწყობაზე შესრულებული სამუშაოს აქტები - ღირებულებით 3 389.2 ათასი ლარი. საექსპერტო დასკვნით, სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 3 501.0 ათასი ლარით. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებლის მიერ ამხანაგობებისათვის ფორმა #2-ებით მოთხოვნილი და ანაზღაურებული სამუშაოს ღირებულება 5031.1 ათასი ლარია. შეუსაბამობა გამოწვეულია იმით, რომ სავარაუდოდ სახელშეკრულებო ღირებულების ათვისების მიზნით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამხანაგობებს წარუდგენდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მოცულობებისა და ღირებულების ფორმა №2-ებს. - გლდანის რაიონის გამგეობაში 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში უკონკურენტო გარემოში ჩატარებული 74 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან, 29 შემთხვევაში აუდიტის ობიექტის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადად გამოყენებულია 1 ან 2 დღე. დაბალ კონკურენციას შესაძლებელია ხელს უწყობდეს ის გარემოება, რომ სატენდერო წინადადების გასაცნობად განკუთვნილია დროის მცირე მონაკვეთი. - 2013 წელს გლდანის რაიონის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა გარდაცვლილ უმწეო მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 11.5 ათას ლარს. გამგეობის მიერ ტენდერი გამოცხადებულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, თუმცა პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიწოდების რეალური ღირებულება არ გაზრდილა. საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 168-ე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება დღგ-გან გათავისუფლებულია. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - საბოლოო ანგარიშსწორებისას ამხანაგობის თავმჯდომარე წარმოადგენს ცნობას მეწარმე სუბიექტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ. მიუხედავად ამისა, 131   შესრულებული პროექტებიდან 4 შემთხვევაში აღნიშნული გადასახადის სახით ანაზღაურებულია სულ 19.5 ათასი ლარი იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც დღგ-ის გადამხდელად დადგენილი წესით არ იყვნენ რეგისტრირებული. - 2013 წლის 28 ოქტომბერს გლდანის რაიონის გამგეობასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მეგობრობას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა გლდანის I მ/რ-ის #17 კორპუსის 4320 კვ.მ. ფართობის ოთხი სადარბაზოს შიდა რემონტის სამუშაოების დაფინანსებაზე . ხელშეკრულების ღირებულება 57.3 ათასი ლარით განისაზღვრა. აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, შეკეთებულია მხოლოდ კორპუსის I და II სადარბაზოების 2376 კვ.მ. ფართობი, ღირებულებით 31.5 ათასი ლარი. კორპუსის დარჩენილი III და IV სადარბაზოები გარემონტდა 2014 წელს. სამუშაოს ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად, მიმწოდებელ ორგანიზაციას აუნაზღაურდა 28.5 ათასი ლარი და შეკეთდა 2280 კვ.მ. ფართობის სადარბაზოს კედელი და ჭერი. წინა ხელშეკრულების საფუძველზე რეაბილიტირებული I და II სადარბაზოების ფართობის გათვალისწინებით, ორივე ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები შესრულდა 4656 კვ.მ. ფართობზე, რაც 336 კვ.მ-ით აღემატება თავდაპირველ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საერთო ფართობს. სხვაობამ თანხობრივად 3.6 ათასი ლარი შეადგინა. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - 2013 წლის უფასო სასადილოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გამოიკვეთა რისკი, რომ პრეტენდენტები, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. კერძოდ, მიზნით, სავარაუდოდ, გამარჯვებულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს თავიანთ სატენდერო წინადადებებზე, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმდა უფრო მაღალი ფასის წარმომდგენ სუბიექტებთან. შედეგად, შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 51.4 ათასი ლარით გაიზარდა. შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქ. თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტების შესაბამისად, 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გამოყენების გარეშე, სხვადასხვა ამხანაგობების განვითარების პროექტების დაფინანსების ფარგლებში შესრულებულია 11 297.3 ათასი ლარის სამუშაო. შესაბამისად, აუდიტის ობიექტმა ვერ ისარგებლა შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული დადებითი მხარეებით. - 2015 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებულია 38.0 ათასი ლარის ღირებულების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაოები. ამხანაგობამ და გამგეობამ სამუშაოები ჩაიბარეს და დააფინანსეს ისე, რომ პროექტს არც ერთ ეტაპზე ექსპერტიზა არ გაუვლია და ტექნიკური ზედამხედველობა არ განხორციელებულა. - წყალსადენის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასა და ასევე შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა #2-ში) ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იმავე სამუშაოების ერთეულის ფასი არსებითად განსხვავებულია, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად ცვლის სამუშაოების ღირებულებას. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულდა. ამასთანავე, საჭირო გახდა 295.7 ათასი ლარის ისეთი დამატებითი სამუშაოების განხორციელება, რომლებსაც 132  ხარჯთაღრიცხვა არ მოიცავდა. აღნიშნულ კორექტირებებზე მხარეებს შორის შეთანხმებები არ არის წარმოდგენილი. - წყალსადენის მოწყობის სამუშაოებზე, მიმწოდებელს 75.6 ათასი ლარი აუნაზღაურდა ისე, რომ შესრულებული სამუშაოს აქტში სამუშაოების დასახელება არ იყო მითითებული. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - გლდანის გამგეობამ 2013-2014 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 11 ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა 381.2 ათასი ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ანგარიშსწორება განხორციელებულია კანონმდებლობის დარღვევით, ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე. 91. ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი   აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის დაწყების შესახებ ბრძანება გამოიცა 8 დეკემბერს. გამოვლენილი გარემოების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაირღვა „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნები. კერძოდ, არ მომხდარა ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება, აქტივებისა და ვალდებულებების შედარება ფაქტობრივ ნაშთებთან. გარდა ამისა, დარღვეულ იქნა ინვენტარიზაციის ჩატარების ვადები. აღრიცხვა-ანგარიშგება - 2013 წელს მოქმედი ხელშეკრულებების მიხედვით, მისაღები შემოსავლები სასოფლოსამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარიდან არის 11.4 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტს 2013 წელს აღნიშნული შემოსავლი არ მიუღია და არც აღურიცხავს. - მუნიციპალიტეტს 2013 წლის გადასახადების საწყის და საბოლოო სალდოდ ერიცხება ზედმეტობა 3.4 ათასი ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული საგადასახადო აქტივი ბალანსის შესაბამის მუხლში ასახული არ არის. - მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეისყიდა დაბა ასპინძაში საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაო, რომლის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2013 წელი. მუნიციპალიტეტმა 2013 წლის არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციად, ნაცვლად მთლიანი 30.7 ათასი ლარისა, აღიარა მიმწოდებლების მიერ მხოლოდ 2013 წელს შესრულებული სამუშაოები. - 2013 წელს გზის მოასფალტების სამუშაოს 10% - 68.8 ათასი ლარის ოდენობით, მიმწოდებელს ჩაერიცხა 2014 წელს. მუნიციპალიტეტის მიერ „შენობა-ნაგებობების“ მუხლში აღიარებულია 619.1 ათსი ლარის სამუშაოები, ნაცვლად მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა. ასევე, 68.8 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული უნდა იყოს ვალდებულებად, რაც არ განხორციელებულა. - 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 1 322.5 ათასი ლარი მუნიციპალიტეტმა ჩარიცხა და არაფინანსურ აქტივად აღიარა 2013 წელს. მათ შორის, 1 317.5 ათასი ლარის სამუშაოები მიეკუთვნება 2012 წლის ფაქტობრივ შესრულებას, 133 - - - - - - - - - დარჩენილი 5.0 ათასი ლარი არის მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი ჯარიმა სანებართვო პირობების დარღვევისათვის, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს „სხვა ხარჯების“ მუხლში. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადაა 2014 წელი. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა სულ 1 134.2 ათასი ლარი. მიმწოდებელმა 2013 წელს წარმოადგინა 177.3 ათასი ლარის შესრულებული სამუშაო. აღნიშნული, ნაცვლად „დაუმთავრებელი მშენებლობისა“, ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია „შენობანაგებობების“ შესაბამის მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა 33.5 ათასი ლარის ისეთი საპროექტო მომსახურების შესყიდვა, რომელთა საშუალებით შეიქმნა მუნიციპალიტეტის ძირითადი ქონება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით ოპერაციის ძირითად აქტივად აღიარების დროს ყველა დანახარჯი, რომელიც საჭიროა აქტივის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად, ემატება აქტივის ღირებულებას. მიუხედავად ამისა, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. სხვადასხვა მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 41.8 ათასი ლარის ღირებულების გზის მოხრეშვისა და გაწმენდის სამუშაოები აღნიშნული მიეკუთვნება მიმდინარე ხარჯს და წარმოდგენილი უნდა იყოს „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში, ნაცვლად „შენობა-ნაგებობების“ მუხლისა. "ტაო-ლარჯეთის" ეპარქიისა და აგარის მონასტრისთვის გადარიცხულია 26.7 ათასი ლარი, რომელიც აღიარებულია არაფინანსურ აქტივად. აღნიშნული თანხა ნაცვლად ხარჯების მიკუთვნებისა ,წარმოდგენილია „შენობა-ნაგებობების“ მუხლში. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასპინძის მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბოლოს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 5568 ჰა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1327კვ.მ, საერთო ღირებულებით 760.1 ათასი ლარი. აღნიშნული მონაცემი ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი არ არის. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ გაყიდულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1511 კვ.მ მიწა, საერთო ღირებულებით - 6.0 ათასი ლარი. აღნიშნული მონაცემი არ არის წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში. „ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან“ მუხლში ირიცხება 292.1 ათასი ლარის საწყისი ნაშთი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს თანხა აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოს აქტების მიხედვით. შესაბამისად, სახელშეკრულებო და ფაქტობრივ ღირებულებას შორის სხვაობის ვალდებულებად აღიარება არასწორია. დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახდენს შპს „ასპინძის კეთილმოწყობა“. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფიზიკური პირებიდან ამოღებული მოსაკრებლის ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 14.4 ათასი ლარი. ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხულია მხოლოდ 3.5 ათასი ლარი, დანარჩენი რჩება შპს „ასპინძის კეთილმოწყობის“ ანგარიშზე. აღნიშნული მოსაკრებელი მთლიანად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შემოსავალს, 10.9 ათასი ლარი აღიარებული უნდა იყოს მუხლში „სხვა შემოსავლები“. 134 - - - - - - - - - 2013 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, სულ მიღებული აქვთ 38.7 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა კლასიფიცირებულია „შრომის ანაზღაურების“ მუხლში. რადგან ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ვერ დგინდება, რომელი მუხლით უნდა აღირიცხოს გაწეული დანახარჯი. „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლში აღრიცხულია 1 142.8 ათასი ლარი. აღნიშნული, გარდა ხელფასებისა, მოიცავს პრემიას - 67.3 ათას ლარსა და კომპენსაციას - 28.3 ათას ლარს.საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, პრემიის სახით გაცემული თანხები უნდა დაკლასიფიცირდეს „პრემიის“ მუხლში, ხოლო თანამშრომლებისათვის სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხები „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში. მუნიციპალიტეტმა 2013 წელს სახელფასო ფონდიდან სადეკრეტო შვებულებისათვის გასცა 3.4 ათასი ლარი, რაც „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლს მიეკუთვნება. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შტატგარეშე მომუშავეებზე შრომის ანაზღაურების სახით წლის განმავლობაში გაცემულია 53.3 ათასი ლარი. ბალანსის დანართ ფორმა №2-ის „საქონლისა და მომსახურების მუხლში“კი წარმოდგენილია 47.0 ათასი ლარით. სხვაობა - 6.3 ათასი ლარი, არასწორად ასახულია „შრომის ანაზღაურების“ მუხლში. ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა „ოფისის ხარჯების“ მუხლიდან გასწია 20.0 ათასი ლარის ხარჯი, რომლითაც დაფინანსდა ა(ა)იპ „ასპინძის მაცნეს“ მიმდინარე ხარჯი.შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ოპერაცია ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია არასწორად. 2013 წელს მუნიციპალიტეტმა შეიძინა ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის მომსახურება, ღირებულებით 1.3 ათასი ლარი აღნიშნული ნაცვლად „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლისა არასწორად არის წარმოდგენილი "ოფისის ხარჯების" მუხლში. 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ „ოფისის ხარჯების“ მუხლში აღრიცხული არის კომუნალური მომსახურების ღირებულება 5.6 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოადგენს 2012 წლის დეკემბრის ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა მომსახურების ღირებულებას და გადარიცხულია 2013 წელს. შესაბამისად, მისი 2013 წლის ფაქტობრივ ხარჯად აღიარება არასწორია. ფინანსურ ანგარიშგებაში „ოფისის ხარჯების“ ფაქტობრივ მუხლში არ არის ასახული 5.8 ათასი ლარის ხარჯი. აღნიშნული წარმოადგენს დეკემბრის კომუნალური და სხვა მომსახურების თანხას, რომელიც გადარიცხულია 2014 წელს. 2013 წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 4.6 ათასი ლარის საწვავი, რომლის ღირებულება გადარიცხა 2014 წელს. აღნიშნული ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აღირიცხოს „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლაშენახვის“ ფაქტობრივი ხარჯის მუხლში, რაც მუნიციპალიტეტის მიერ არ განხორციელებულა. მუნიციპალიტეტმა წლის მანძილზე შეიძინა მგზავრების გადაყვანის მომსახურება, ღირებულებით 2.9 ათასი ლარი. აღნიშნული ხარჯი ნაცვლად „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლისა არასწორად არის კლასიფიცირებულია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. 135 - - - - - - - - - - - 2013 წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 0.9 ათასი ლარის მომსახურება რომლის ღირებულება გადარიცხა 2014 წელს. აღნიშნული ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აღირიცხოს „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ ფაქტობრივი ხარჯის მუხლში, რაც მუნიციპალიტეტის მიერ არ განხორციელებულა. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით“ და „წმინდა ღირებულების შესახებ“ ორგანიზაციის ანგარიშებში „გრანტების“ მუხლში წარმოდგენილია 3 128.9 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული თანხა არის არაფინანსური აქტივების ზრდის მაჩვენებელი, შესაბამისად, მისი ასახვა „გრანტების“ მუხლში არასწორია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტს 2014 წელს მისაღები შემოსავლები სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარიდან - 11.4 ათასი ლარი არ მიუღია და არც აღურიცხავს. მუნიციპალიტეტის მიერ 3.5 ათასი ლარის ღირებულების საგადასახადო აქტივი ბალანსის შესაბამის მუხლში ასახული არ არის. 2014 წელს შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ ნაცვლად 50.5 ათასი ლარისა, შეადგინა 52.9 ათასი ლარი. სხვაობა 2.4 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული უნდა იყოს ვალდებულებად, რაც არ განხორციელებულა. 2013 წელს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელთა დასრულების ვადაა 2014 წელი, მიმწოდებელმა შეასრულა 1 134.2 ათასი ლარის სამუშაოები. მუნიციპალიტეტმა ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოადგინა მხოლოდ 2014 წელს შესრულებული სამუშაოები, თანხით 956.9 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა 2013 წელს შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან საგარანტიო ვადის გასვლამდე დააკავა 68.8 ათასი ლარი და გადარიცხა 2014 წელს. აღნიშნული თანხა მიკუთვნებულია 2014 წლის არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციას და არასწორად არის წარმოდგენილი „შენობა-ნაგებობების“ მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა 37.1 ათასი ლარის ისეთი საპროექტო მომსახურების შესყიდვა, რომლის საშუალებით შეიქმნა მუნიციპალიტეტის ძირითადი ქონება. აღნიშნული ნაცვლად არაფინანსური აქტივებისა წარმოდგენილია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. მუნიციპალიტეტმა 9.2 ათასი ლარის ღირებულების გზის მოხრეშვისა და გაწმენდის სამუშაოები ნაცვლად „შენობა-ნაგებობების“ მუხლისა აღრიცხა „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ ახალციხის ტაო-კლარჯეთის ეპარქიისათვის გადარიცხული 25.0 ათასი ლარი, მიეკუთვნება ხარჯებს და წარმოდგენილია არასწორად „შენობანაგებობების“ მუხლში. მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმის სამუშაოები, ღირებულებით 2.3 ათასი ლარი და ასახა „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო მიეკუთვნება არაფინანსურ აქტივებს. 2014 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადასცა 27.6 ათასი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობები, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის წარმოდგენილი. 136 - - - - - - - - - - - - - ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ, საერთო ღირებულებით 760.1 ათასი ლარი. ვალდებულებების მუხლში საწყის ნაშთად ნაცვლად 292.1 ათასი ლარისა, წარმოდგენილი უნდა იყოს 2013 წელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 80.1 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა გადარიცხა 2014 წელს. ვალდებულებების მუხლის საბოლოო ნაშთში ნაცვლად 403.9 ათასი ლარისა, წარმოდგენილი უნდა იყოს 2014 წელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 6.1 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტმა გადარიცხა 2015 წელს. მუნიციპალიტეტის მიერ "სხვა შემოსავლების" მუხლში ასახული არ არის დასუფთავების ადმინისტრირებიდან მიღებული შემოსავალი - 14.6 ათასი ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის მიერ „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლში აღრიცხულია კომპენსაცია 38.8 ათას ლარის ოდენობით, რომელიც უნდა აისახოს „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში. ასპინძის მუნიციპალიტეტმა 2014 წელს სახელფასო ფონდიდან სადეკრეტო შვებულებისათვის გასცა 0.9 ათასი ლარი, რაც „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლს მიეკუთვნება. მუნიციპალიტეტის მიერ "ოფისის ხარჯების" მუხლში 2014 წლის ფაქტობრივ ხარჯად არასწორად არის აღრიცხული 2013 წლის დეკემბრის ხარჯი 5.8 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც გადარიცხულია 2014 წელს. ფინანსურ ანგარიშგებაში „ოფისის ხარჯების“ ფაქტობრივ მუხლში არ არის ასახული 2014 წლის დეკემბრის ხარჯი 3.7 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც გადარიცხულია 2015 წელს. მუნიციპალიტეტის მიერ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვის მომსახურების თანხა 1.3 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლისა, წარმოდგენილია „ოფისის ხარჯების“ მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯიდან, 0.9 ათასი ლარი ნაცვლად „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლახარჯების“ მუხლისა, წარმოდგენილია შენახვისა და ექსპლუატაციის „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლში. 2013 წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 4.6 ათასი ლარის საწვავი, რომლის ღირებულება გადარიცხა 2014 წელს. აღნიშნული ხარჯი არასწორად არის წარმოდგენილი 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის“ ფაქტობრივ მუხლში. 2013 წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 0.9 ათასი ლარის მომსახურება, რომლის ღირებულება გადარიცხა 2014 წელს. აღნიშნული თანხა არასწორად არის წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ ფაქტობრივ მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ წლის მანძილზე მგზავრების გადაყვანასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯიდან, 0.5 ათასი ლარი ნაცვლად ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლისა კლასიფიცირებულია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. 137 - - - 2014 წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ხარჯის ანაზღაურების სახით სულ მიღებული აქვთ 43.2 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა კლასიფიცირებულია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. იმის გათვალისწინებით, რომ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ვერ დგინდება, რომელი მუხლით უნდა აღირიცხოს გაწეული დანახარჯი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების მიხედვით ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმები, მათ შორის ფორმა №2-2 „ორგანიზაციის ანგარიში ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ“, ფორმა №4 „ანგარიში სხვა შემოსავლებიდან მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ“, ფორმა №4-1 „ანგარიში ფულადი გრანტების შესახებ“. ბალანსის აღნიშნული დანართი ფორმები ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2014 წლებში არ მომზადებულა. „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით“ და „წმინდა ღირებულების შესახებ“ ორგანიზაციის ანგარიშებში „გრანტების“ მუხლში წარმოდგენილია 2 898.3 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მაჩვენებელს. შესაბამისად, იგი არასწორად არის ასახული „გრანტების“ მუხლში. 92. ახალგორის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტის მიერ დევნილთა დასახლებაში აშენებულია სახელოვნებო სკოლის შენობა, ღირებულებით 33.3 ათასი ლარი. სკოლა ფუნქციონირებს 2013 წელიდან. ფინანსურ ანგარიშგებაში სახელოვნებო სკოლის შენობა ნაცვლად „შენობა-ნაგებობის“ მუხლისა, აღრიცხულია „დაუმთავრებელი ძირთადი აქტივების“ მუხლში და არ ერიცხება ცვეთა. - მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს შტატგარეშე მომუშავეებზე პრემიის სახით მიცემული ანაზღაურება 5.0 ათასი ლარი „საქონლისა და მომსახურების“ მუხლის ნაცვლად, აღრიცხულია „ხელფასების“ მუხლში. გაცემული პრემიების ოდენობა ნაცვლად 88.0 ათასი ლარისა აღრიცხულია 83.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 44.2 ათასი ლარის ნაცვლად 39.2 ათასი ლარის ოდენობით. - სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესგან“ შეძენილია 3.8 ათასი ლარი ღირებულების მომსახურება, რომელიც გადახდილია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან, მაშინ, როდესაც ეს ხარჯი მიეკუთნება „ოფისის ხარჯებს“. ანალოგიურად არის აღრიცხული ფინანსურ ანგარიშგებაში ი/მ „მერაბ ბალაშვილისგან შეძენილი ნორმატიული აქტებისა და სხვა ინფორმაციის გაზეთში დაბეჭვდისა და მიწოდების მომსახურება, ღირებულებით 18.0 ათასი ლარი. - შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალგორის რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის დეკემბრის თვეში გაწეული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯმა შეადგინა 1.1 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ხარჯი დაფარულია 2013 წელს. შესაბამისად, 2012 წელს გაწეული ფაქტობრივი ხარჯის აღრიცხვა და და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვა მოხდა 2013 წელს. 138 - - - - - - - - - მუნიციპალიტეტის მიერ აღდგომის დღესასწაულზე თანამშრომლებისთვის საჩუქრების შეძენის თანხა 1.3 ათასი ლარის ოდენობით ნაცვლად „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლისა, აღრიცხულია „წარმომადგენლობით ხარჯში“. მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი საწვავი 24.0 ათასი ლარის ოდენობით, ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა დარჩენილი მატერიალური მარაგების“ ნაცვლად, აღრიცხულია „ფულადი დოკუმენტების“ მუხლში. 2014 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაგან გადაეცა 2 კომპიუტერი, ღირებულებით 2.0 ათასი ლარი, რაზედაც შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი. აქტში არ არის აღნიშნული ქონების გადმოცემის ფორმა. ქონება მუნიციპალიტეტის მიერ აღრიცხულია ბალანსგარეშე საცნობარო მუხლში და არ არის აღრიცხული ბალანსის შესაბამის მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს შტატგარეშე მომუშავეებზე პრემიის სახით მიცემული ანაზღაურება - 6.3 ათასი ლარი, „საქონლისა და მომსახურების“ მუხლის ნაცვლად, წარმოდგენილია „ხელფასების“ მუხლში . ფინანსურ ანგარიშგებაში გაცემული პრემიები 104.4 ათასი ლარის ნაცვლად წარმოდგენილია 110.7 ათასი ლარი, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 60.3 ათასი ლარის ნაცვლად - 54.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს აღდგომის დღესასწაულზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის საჩუქრების შეძენისათვის გაწეული ხარჯი 0.7 ათასი ლარის ოდენობით, აღრიცხულია „წარმომადგენლობით ხარჯში“. აღნიშნული თანხის ასახვა უნდა მომხდარიყო „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლში . მუნიციპალიტეტისათვის ბანერებისა და მოსაწვევების დამზადების, აგრეთვე სხვადასხვა მომსახურების თანხა 0.5 ათასი ლარის ოდენობით, გაწეულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებას“ მუხლიდან, მაშინ, როდესაც ისინი მიეკუთნება „ოფისის ხარჯებს“. კერძო აუდიტმა განახორციელა ახალგორის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 3 ავტოსატრანსპორტო საშუალების, სამგზავრო ავტობუსების, შეფასება. აღნიშნული ქონება მუნიციპალიტეტს ერიცხება 2008 წლიდან. კერძო აუდიტის შეფასებით ქონების ღირებულებამ შეადგინა 7.0 ათასი ლარი. ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული ქონების გაფასების თანხა „სხვა მიღებების“ ნაცვლად, ნაჩვენებია „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებიდან უსასყიდლოდ მიღებულის“ გრაფაში. აუდიტის მიერ განხორციელდა 3 ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაფასება. გადაფასების შედეგად ქონების ღირებულება შემცირებულია 7.0 ათასი ლარით. აღნიშნული თანხა „სხვა ეკონომიკური ნაკადების“ ნაცვლად, ნაჩვენებია „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებიდან უსასყიდლოდ გაცემის“ გრაფაში. 2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 31.3 ათასი ლარი ღირებულების საწვავი, ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა დარჩენილი მატერიალური მარაგების“ ნაცვლად ნაჩვენებია „ფულადი დოკუმენტების“ მუხლში. 93. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები 139 -       მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული ცენტრებისა და მის საკუთრებაში არსებული სხვა შენობა-ნაგებობების ნაწილს, კომერციული საქმიანობისათვის იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და არაუფლებამოსილი პირები, ხოლო ფართით სარგებლობისათვის ბიუჯეტში შესაბამის საფასურს არ იხდიან. - აუდიტის ჯგუფის მიერ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. გამოვლინდა 1 ერთეული სატრანსპორტო საშუალების დანაკლისი, თუმცა საინვენტარიზაციო კომისიის მასალებში ფაქტობრივ ნაშთებშია აღრიცხული. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საკრებულოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიუხედავად, საანგარიშგებო პერიოდში მუნიციპალიტეტს დასუფთავების მოსაკრებელი საერთოდ არ მიუღია, რადგან გამგეობის შესაბამისი სამსახურები არ უზრუნველყოფდნენ დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას. - მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესწავლით გამოვლინდა, რომ საშტატო ერთეულების სიმრავლე და თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები საჭიროებიდან გამომდინარე არ არის სათანადოდ დასაბუთებული. - 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება 2 ობიექტზე განხორციელდა კანონდარღვევით. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, გაცემულია თანხები, რომელიც არასწორადაა ჩამოწერილი ხარჯებში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - 2013-2014 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში კანონმდებლობის დარღვევით არასწორად არის კლასიფიცირებული სხვადასხვა ოპერაციები. საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - 2013 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში შტატგარეშე მოსამსახურედ დასაქმებული იყო 173, ხოლო 2014 წელს - 245 პირი. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რამდენად იყო შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა ობიექტური საჭიროებით განპირობებული. საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - 2013 წელს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტს უნდა დაესრულებინა სპორტდარბაზის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სრულად დაიხარჯა გამოყოფილი თანხა, ობიექტი დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს აღნიშნული აქტივით. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საანგარიშგებო პერიოდში მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა შემუშავებული სოციალური პროგრამების დაფინანსების წესი, აგრეთვე თითოეული პროგრამისა და ბენეფიციართა შეფასების კრიტერიუმები. არ ხდებოდა ბენეფიციართა საერთო ბაზის წარმოება, არ აღირიცხებოდა შემოსული განცხადებები. 140    შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ ტენდერებში გამოვლინდა, რომ სატენდერო კომისიას პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. რიგ შემთხვევებში ხდებოდა სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე პრეტენდენტების არასამართლიანი დისკვალიფიკაცია, ხოლო სხვა შემთხვევაში იმარჯვებდნენ არასაკმარისი გამოცდილების მქონე პრეტენდენტები. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული აუდიტორული მომსახურების შესწავლით გამოვლინდა, რომ ანგარიში არ მოიცავს იმ ხარვეზებსა და დარღვევანაკლოვანებებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - 2013-2014 წლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლებზე არ მომხდარა პირგასამტეხლოს დარიცხვა. - მუნიციპალიტეტის მიერ ავტომანქანების შესყიდვისას მიმწოდებლებზე ზედმეტად ანაზღაურებული იქნა დღგ თანხით 3.3 ათასი ლარი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებულია ავტომანქანის შეძენა ან იმპორტი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მომსახურების მისაღებად, 2014 წელს მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ-ის სუბსიდიური დაფინანსებით მიიღო არაეკონომიური გადაწყვეტილება, რადგან 2013 წელს მომსახურების ტენდერით შესყიდვისას გადაიხადა უფრო ნაკლები.  შესყიდვების პროცესთან დაკკავშირებული სხვა დარღვევები - 2013 წელს გზების კაპიტალური მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა დაკარგა საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლება და მიმწოდებელს აუნაზღაურა ექსპერტიზით დადასტურებული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულებ.ა - ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა დაუსრულებელი ობიექტის მიღება-ჩაბარება. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - 2013 წელს 2 ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული გზების კაპიტალური მოწყობის სამუშაოების დროს წარმოდგენილი მასალების შესწავლით გამოვლინდა, რომ დოკუმენტურად არ დასტურდება დაახლოებით 91.8 ათასი ლარის მასალის გამოყენება.  141 - 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვის დროს მუნიციპალიტეტის მიერ 316 ხელშეკრულების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით. 94. ვანის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვის არაეფექტიანობა - მუნიციპალიტეტს სახელმწიფოსგან გადმოეცა შუამთის ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, სულ თანხით, 102.6 ათასი ლარი. ქონების მიღებასთან დაკავშირებით შეიქმნა კომისია. კომისიის მიერ 2014 წლის 13 მარტს შედგა ინვენტარიზაციის აქტი. გადმოცემული ქონებიდან დანაკლისმა შეადგინა 51.6 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა ფასეულობა. ინვენტარიზაციის შედეგები გამგეობის მიერ 2014 წლის მარტში გადაიგზავნა საკრებულოში. სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონება მუნიციპალიტეტის მიერ შემოსავალში არ არის აღიარებული და არც დანაკლისზეა გატარებული შესაბამისი ღონისძიება. - საკრებულოს 2013 წლის 13 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, შეიქმნა კომისია. გამგეობის მიერ ინვენტარიზაციის მასალები 2014 წლის 12 ივნისს გადაეგზავნა საკრებულოს თავმჯდომარეს. გამოვლინდა სხვადსახვა ფასეულობათა დანაკლისი თანხით 38.3 ათასი ლარი, აგრეთვე ჩამოსაწერი ქონება, რაზედაც შედგენილია შესაბამისი მოხსენებითი ბარათები. საკრებულოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე რეაგირება არ მომხდარა, გამოვლენილ დანაკლისები შესაბამისად არ არის გატარებული ბუღალტრული ანაწერებში და არ არის შემცირებული არაფინანსური აქტივები.  აღრიცხვა-ანგარიშგება - მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორ მუხლში არის კლასიფიცირებული საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების საწყისი და საბოლოო ნაშთები. კერძოდ, საბანკო ამონაწერების მიხედვით, 2013 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით ერიცხებოდა 17.8 ათასი ლარი, ხოლო 2014 წლის 1 იანვრისათვის - 2 244.7 ათასი ლარი. აღნიშნული, ნაცვლად „მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ მუხლისა წარმოდგენილია „საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისთვის“ მუხლში. - მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2010 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა რუსთაველისა და სანაპიროs ქუჩებს, ღირებულებით 1360.6 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა ვანის მუნიციპალიტეტმა. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული სამუშოები 2013-2014 წლებში შემოსავალში აღიარებული და აღრიცხული არ არის. - მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეისყიდა 178.3 ათასი ლარის სხვადასხვა შენობების სარემონტო, აგრეთვე გზების, ხიდების, ბოგირების რეაბილიტაცია-მოწყობისა და სხვადასხვა სამუშაოები . შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს. ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში სამუშაოები, ნაცვლად 142 - - - - - - - - „არაფინანსური აქტივის ზრდისა“, აღიარებულია „ოფისის ხარჯებში“ 35.8 ათასი ლარი და „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლში - 142.5 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ ქ. ვანში თავისუფლების ქ.№63 და №65-ს შორის შესასვლელ გზაზე მოეწყო ქვაფენილი, ღირებულებით 24.6 ათასი ლარი. სამუშაოები „გზების“ ნაცვლად აღრიცხულია „სხვა ნაგებობებში“. არასწორი კლასიფიკაციის გამო, ქონებაზე ცვეთა დარიცხულია ნამეტი ოდენობით, ჯერძდ, 3%-ის ნაცვლად 7,5%, რაც შეადგენს 1.1 ათასი ლარის. მუნიციპალიტეტმა 2013 წელს შპს „ერთიგონისგან“ შეიძინა ბუღალტრული პროგრამა, ღირებულებით 14.0 ათასი ლარი. გარდა ამისა, ბალანსზე ირიცხება 2007 წელს შექმნილი ვებგვერდი - ღირებულებით 7.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ არამატერიალურ აქტივებზე ცვეთა დარიცხული არ არის, რომელიც დადგენილი ნორმით 2013 წელს შეადგენს 2.1 ათას ლარს. 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ თანამშრომლებისათვის ანაზღაურებული საავადმყოფო ფურცლის თანხები - 1.2 ათასი ლარი, გაცემულია „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან. აღნიშნული ხარჯების გაწევა უნდა მომხდარიყო „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლიდან. მუნიციპალიტეტს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი გამგებლის სასარგებლოდ დაევალა სამი თვის ხელფასის - 7.4 ათასი ლარის ანაზღაურება. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული თანხა ნაცვლად „სხვა ხარჯების“ მუხლისა, აღიარებულია „შრომის ანაზღაურების“ მუხლში. ხარჯის აღიარება მოხდა 2013 წელს, ხოლო დაიფარვა 2014 წელს. მუნიციპალიტეტში მომსახურე ქალებისათვის - დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაცემულია ფულადი ჯილდო 5.7 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა არ არის ასახული „შრომის ანაზღაურების“ მუხლში და მიკუთვნებულია სოციალურ დახმარებას და ფორმა N2-ში ასახულია „სუბსიდიის“ მუხლს. მუნიციპალიტეტის მიერ „ოფისის ხარჯების“ მუხლიდან გაწეულია სხვადასხვა ავტორების წიგნების ბეჭდვის ხარჯი 3.0 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული მომსახურება არ წარმოადგენს ოფისის ხარჯს და იგი მიკუთვნებული უნდა იყოს „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლს. მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებულია სსიპ „საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის“ მიერ შესრულებული სამუშაოების დაფინანსებისათვის ზედმეტად ჩარიცხული 2.8 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა ბალანსზე არ იყო აღრიცხული, როგორც ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებები და გატარებულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით , ვანის მუნიციპალიტეტი განთავისუფლდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინფრასტრუქტული პროექტის განსახორციელებლად სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიისაგან. დადგინდა მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლებაზე გადასახდელი განსხვავებული თანხა-1.6 ათასი ლარი, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით, მაშინ როდესაც ის წარმოადგენს „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯს“. 143 - - - - - - - - მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები შეძენისთანავე გადაეცემოდა ექსპლუატაციაში და არ ხდებოდა მისი ჩამოწერა ხარჯებში და შემდგომ მისი აღრიცხვა ბალანსის საცნობარო მუხლში „ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები“. 2013 წლის 1 იანვრისათვს მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა 121.9 ათსი ლარის ღირებულების გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები, 2013 წელს „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან შეძენილია და გადაცემულია ექსპლუატაციაში 39.3 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ხარჯებში ჩამოწერილი არ არის. მუნიციპალიტეტის მიერ რეზერვისტებისა და წვევამდელთა ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 4.4 ათას ლარს . აღნიშნული მონაცემები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლში, ხოლო საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, გადაზიდვა-გადაყვანისა და საწვავსაპოხი მასალების შეძენის ხარჯი მიეკუთვნება „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლს. 2013 წელს საკრებულოს დადგენილებით დამტკიცდა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით, წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ხარჯის ანაზღაურების სახი, სულ მიღებული აქვთ 35.5 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა კლასიფიცირებულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლში. იმის გათვალისწინებით, რომ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ვერ დგინდება, რომელი მუხლით უნდა აღირიცხოს გაწეული დანახარჯი. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2013 წელს სოციალური დახმარების სახით გაწეულია 283.0 ათასი ლარის ხარჯი, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლისა ასახულია შემდეგ მუხლებში: „სუბსიდიებში“- 263.0 ათასი ლარი, „საქონელსა და მომსახურებაში“ -20.0 ათასი ლარი. ბალანსის მიხედვით მუნიციპალიტეტს „გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი“ მუხლში 2013 წლის 1 იანვრისათვის ერიცხება 54.6 ათასი ლარი, ხოლო წლის ბოლოს 19.1 ათასი ლარი. აღნიშნული დავალიანების შედარება არ ხდება საგადასხადო ინსპექციაში მუნიციპალიტეტის პირად ბალანსზე რიცხულ ნაშთებთან, რომელიც წლის დასაწყისისათვის არის 38.6 ათასი ლარი, ხოლო წლის ბოლოს - 3.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორ მუხლში არის კლასიფიცირებული საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების საწყისი და საბოლოო ნაშთები. კერძოდ, საბანკო ამონაწერების მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით ერიცხებოდა - 2 244.7 ათასი ლარი, ხოლო 2015 წლის 1 იანვრისათვის - 1 048.2 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა ნაცვლად „მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ მუხლისა, წარმოდგენილია „საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისთვის“ მუხლში. მუნიციპალიტეტის მონაცემებით, ფინანსურ ანგარიშგებაში ძირითადი აქტივები 2015 წლის 1 იანვრისათვის წარმოდგენილია არასწორი მაჩვენებლებით: შენობანაგებობების ღირებულება გაზრდილია 39.7 ათასი ლარით, მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის - 5.0 ათასი ლარით, ხოლო დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები 144 - - - - - - - - შემცირებულია 31.5 ათასი ლარით. ამდენად, ძირითადი საშუალებები ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია 13.2 ათასი ლარით გაზრდილი მაჩვენებლებით. 2014 წელს მუნიციპალიტეტმა წლის მანძილზე სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეისყიდა 131.5 ათასი ლარის სხვადასხვა შენობების სარემონტო, აგრეთვე ხიდების, ბოგირების, წყალგამტარი მილების რეაბილიტაცია-მოწყობისა და სხვადასხვა სამუშაოები . შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს. ფინანსურ აქტივის ზრდისა“, ანგარიშგებაში სამუშაოები, ნაცვლად „არაფინანსური აღიარებულია „ოფისის ხარჯებში“ 15.2 ათასი ლარის და „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“მუხლშ 116.3 ათასი ლარის ოდენობით. 2014 წელს მუნიციპალიტეტს სახელმწიფოსგან გადმოეცა ქ. ვანში, სოლომონ მეორის ქუჩა №7-ში მდებარე ყოფილი ქორეოგრაფიული სტუდია. გარდა ამისა, სახელმწიფოსგან გადმოცემულია ქ. ვანში, თამარ მეფის ქუჩა №2-ში მდებარე ყოფილი საჭადრაკო სკოლა. აღნიშნული ქონება მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შეფასებული და შესაბამისად, ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. 2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ თანამშრომლებისათვის ანაზღაურებული საავადმყოფო ფურცლის თანხები - 8.4 ათასი ლარი და სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაციები -19.7 ათასი ლარი, გაცემულია „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან. აღნიშნული ხარჯები მუნიციპალიტეტის მიერ უნდა გაწეულიყო „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლიდან. მუნიციპალიტეტში მომსახურე ქალებისათვის დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაცემულია ფულადი ჯილდო 6.6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა არ არის ასახული „შრომის ანაზღაურების“ მუხლში. იგი გაცემულია „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლიდან. მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები შეძენისთანავე გადაეცემოდა ექსპლუატაციაში და არ ხდებოდა მისი ჩამოწერა ხარჯებში და შემდგომ მისი აღრიცხვა ბალანსის საცნობარო მუხლში „ექსპლუატაციაში მყოფი ხარჯებში ჩამოწერილი გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები“. 2014 წლის 1 იანვრისათვს მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა 161.2 ათსი ლარის ღირებულების გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები, 2014 წელს „ოფისის ხარჯების“ მუხლიდან შეძენილია და ექსპლუატაციაში გადაცემულია 12.5 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ხარჯებში ჩამოწერილი არ არის. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2014 წელს სარეზერვო ფონდიდან სოციალური დახმარების სახით გაწეულია 47.1 ათასი ლარის ხარჯი, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლისა, ასახულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ ახალგაზრდულ და სპორტულ ღონისძიებებზე გაცემული ფულადი ჯილდო 5.1 ათასი ლარის ოდენობით, აღრიცხულია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში, მაშინ, როდესაც ის წარმოადგენს „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯს“. მუნიციპალიტეტის მიერ წლის მანძილზე წვევამდელთა ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 6.0 ათას ლარს . აღნიშნული მონაცემები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში , ხოლო საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, გადაზიდვა-გადაყვანისა და საწვავ- 145   საპოხი მასალების შეძენის ხარჯი მიეკუთვნება „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯების“ მუხლს. შესაბამისად, ოპერაცია კლასიფიცირებულია არასწორად. - 2014 წელს საკრებულოს დადგენილებებით დამტკიცდა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით, წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ხარჯის ანაზღაურების სახით სულ მიღებული აქვთ 74.6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა კლასიფიცირებულია „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში. - იმის გათვალისწინებით, რომ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ვერ დგინდება, რომელი მუხლით უნდა აღირიცხოს გაწეული დანახარჯი. - მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთ შემთხვევაში ცვეთის ნორმები არასწორად არის განსაზღვრული. საერთო ჯამში, 2014 წელს 8.1 ათასი ლარით ნაკლები ცვეთა არის დარიცხული დადგენილ ნორმებთან შედარებით. გარდა ამისა, წარმოდგენილი მონაცემებით მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხული ცვეთა შეადგენს 643.5 ათას ლარს, ხოლო ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული 638.7 ათასი ლარი, 4.8 ათასი ლარით ნაკლები. ამდენად, 2014 წელს დარიცხული ცვეთა ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია 12.9 ათასი ლარით ნაკლები ოდენობით. - ბალანსის მიხედვით, მუნიციპალიტეტს „გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი“ 2014 წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსთვის ერიცხება 19.1 ათასი ლარი. აღნიშნული დავალიანების თანხა არ ედრება საგადასახადო ინსპექციაში მუნიციპალიტეტის პირად ბალანსზე რიცხულ ნაშთებს, რომლებიც წლის დასაწყისისათვის არის 3.2 ათასი ლარი, ხოლო წლის ბოლოს შეადგენს 15.1 ათას ლარს. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს გაცემულია პრემია 238.6 ათასი ლარის ოდენობით. საკრებულოს მიერ პრემიის გაცემასთან დაკავშირებით შემუშავებული არ არის დებულება, იგი გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, როგორც საკრებულოსა და გამგეობის შტატში რიცხულ, აგრეთვე შტატგარეშე თანამშრომლებზე. - მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს გაცემულია პრემია 185.0 ათასი ლარის ოდენობით, საკრებულოს მიერ პრემიის გაცემასთან დაკავშირებით დებულება შემუშავებული არ არის, იგი გაიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, როგორც საკრებულ თანამშრომლებზე. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2013 წელს ტრანსპორტის ხარჯმა შეადგინა 140.8 ათასი ლარი. აქედან, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეულია 75.3 ათასი ლარი, მათ შორის, საწვავის ხარჯი შეადგენს 60.4 ათას ლარს; რემონტის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვასხვა ხარჯი კი - 14.9 ათასი ლარია. - მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2014 წელს ტრანსპორტის ხარჯმა შეადგინა 147.5 ათასი ლარი. აქედან, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეულია 51.9 ათასი 146    ლარის ხარჯი, მათ შორის, საწვავის ხარჯი შეადგენს 46.4 ათას ლარს, რემონტის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვადასხვა ხარჯი კი - 5.5 ათასი ლარია. საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშრებული სხვა ხარვეზები - შტატგარეშე 11 მომუშავე პირზე გაცემულია 5.5 ათასი ლარის პრემია. პრემიები ისეა გაცემული, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულების „ანაზღაურების“ მუხლში წახალისება გათვალისწინებული არ იყო. - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, 3 თანამშრომელზე გაცემულია ხელფასზე დანამატი, სულ თანხით 15.5 ათასი ლარი. - შტატგარეშე 34 მომუშავე პირზე გაცემულია 8.2 ათასი ლარის პრემია. პრემიები ისეა გაცემული, რომ მათთან გაფორმებულ ხელშეკრულების ანაზღაურების მუხლში წახალისება გათვალისწინებული არ იყო. - მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, 10 თანამშრომელზე გაცემულია ხელფასზე დანამატი, სულ თანხით 15.7 ათასი ლარის ოდენობით. საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ი/მ „მორის ყველაძესთან“ - 2013 წელს დადებულია ხელშეკრულება სახანძრო-სამაშველო ავტოტრანსპორტის მოწოდებაზე, თახით 89.0 ათასი ლარი. იმავე წელს, საბანკო გარანტიის საფუძველზე ი/მ-ის ქვეკონტრაქტორს, ი/მ „ელისო არაბიძეს“, ჩაერიცხა 43.0 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და მიმდინარეობს სასამართლი დავა. 2015 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტის დებიტორულ დავალიანებებში ირიცხება ი/მ „ელისო არაბიძე“, თახით 43.0 ათასი ლარი. შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - 2014 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტს დებიტორულ დავალიანებებში ერიცხება შპს „ტერექსი XXI“-ზე ავანსად ჩარიცხული თანხა 655.0 ათასი ლარი . 2014 წელს შესრულებლმა სამუშაომ შეადგინა 105.6 ათასი ლარი, აღნიშნულმა მომწოდებელმა ვერ შეძლო ხელშეკრულების პირობების შესრულება და შეუწყდა ხელშეკრულება. 2015 წლის 1 იანვრისათვის დებიტორული დავალიანება დარჩა 549.4 ათასი ლარი.აღნიშნული მომწოდებლის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრულია საქმე, ჩატარებული ექსპერტიზით მომწოდებლის მიერ სულ შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა 520.5 ათასი ლარი, რომლის დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტს ოფიციალურად ჯერ არ მიუღია. გარდა ამისა, 2015 წლის თებერვალში გარანტორი სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩარიცხულია 50.0 ათასი ლარი. ამდენად, შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდგომ შპს „ტერექსი XXI“-ის დავალიანება დარჩება 84.5 ათასი ლარი. 95. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემულია არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები - 2013 წელს - 41, ხოლო 2014 წელს - 43 ობიექტი, რომელთა საიჯარო ქირა საანგარიშგებო პერიოდში შეადგენდა, სულ 67.9 ათას ლარს. 2015 წლის 1 იანვრისათვის მოიჯარეების 147    მიერ გადაუხდელმა საიჯარო ქირამ 17.0 ათას ლარზე მეტი, ხოლო ქირის დაგვიანებით გადახდაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა საჯარიმო სანქციამ (საურავი) – 8.0 ათას ლარზე მეტი შეადგინა. აღრიცხვა-ანგარიშგება - მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში `გარე განათების რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის“ დამტკიცებული ასიგნება იყო 330.0 ათასი ლარი, ხოლო შესრულებამ შეადგინა 6.0 ათასი ლარით მეტი, ანუ 336.0 ათასი ლარი. გადახარჯვა გამოწვეულია საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოების არასწორი კლასიფიცირების გამო. - 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების“ საკასო ხარჯი ნაცვლად 893.3 ათასი ლარისა, შეადგენდა 895.6 ათასი ლარს. სხვაობა - 2.3 ათასი ლარი არასწორად იქნა კლასიფიცირებული, ნაცვლად `წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციისა“, აისახა `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებში“. - 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის „სოციალური დაცვის“ მუხლში - "სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში“ ნაჩვენებია გადახარჯვა 20.8 ათასი ლარით. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაგეგმილი იყო მუხლით "სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას“, ხოლო შესრულებაში არასწორად იქნა კლასიფიცირებული მუხლში "სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში“. - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 2013-2014 წლებში არ შეუდგენია პერიოდული და წლიური ფინანსური ანგარიშგებები. - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება საკვების, სასმელების, თამბაქოსა და მონათესავე პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მომსახურების ხარჯი გაწეულია „ოფისის ხარჯების“ მუხლიდან, თანხით - 7.3 ათასი ლარი. ვინაიდან წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ხდებოდა სტუმრების კვებით უზრუნველყოფა, „ოფისის ხარჯებიდან“ ანალოგიური მომსახურების შესყიდვა არასწორად იქნა კლასიფიცირებული. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2014 წლის ბიუჯეტით „შტატგარეშეთა ანაზღაურების“ წლიური დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 348.8 ათასი ლარს, საკასო ხარჯია 340.8 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით, მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის განმავლობაში სულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 375.7 ათას ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა ფინანსური ვალდებულება აიღო და ხარჯი გასწია ასიგნების ზევით, თანხით 26.9 ათასი ლარი. - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს წევრებზე უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაცემულია 82.9 ათასი ლარი, რაც არასწორადაა ჩამოწერილი ხარჯებში, შესამამისი დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები 148 -  2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემიის სახით გაცემულია სულ 85.9 ათასი ლარი, მიუხედავად იმისა, რომ შტატგარეშე მომსამსახურეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები დამატებით ანაზღაურებას და წახალისებას არ ითვალისწინებდა. აგრეთვე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, „საქონლისა და მომსახურების“ მუხლი არ ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის თანამშრომელთა პრემიის ხარჯს. საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით დაიხარჯა 54.3 ათასი ლარი. სხვა ქვეყნების დელეგაციების ოფიციალური მიღებების გარდა, მნიშვნელოვანი თანხებია დახარჯული სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობების პირების კვების ორგანიზებისათვის. - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯია 458.1 ათასი ლარი. შრომით ხელშეკრულებებში არ არის სათანადოდ აღწერილი დასაქმებულის ფუნქციები და მოვალეობები, ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა ისეთი ფუნქციების განსაზღვრა, რაც მუნიციპალიტეტს არ ესაჭიროებოდა. არასათანადოდ დასაბუთებული შტატგარეშე მოსამსახურეთა საჭიროებისა და აუცილებლობის გამო, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია არაგონივრულად მაღალი ხარჯი. - ა(ა)იპ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურზე“ 2013-2014 წლებში გაცემულმა სუბსიდიამ შეადგინა 789.0 ათასი ლარი. 2014 წლის სექტემბერში აღნიშნულმა დაწესებულებამ სუბსიდიის სახით მოითხოვა 64.6 ათასი ლარის ჩარიცხვა და მიუთითა, რომ შრომის ანაზღაურების ხარჯის დასაფარავად ესაჭიროებოდა 26.6 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მოხმარდებოდა სხვა საჭიროებებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სექტემბრის თვეში ა(ა)იპ-ის მიერ შრომის ანაზღაურება გაიცა 41.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის, პრემიების სახით დარიგდა 19.3 ათასი ლარი. აღნიშნული პრემიის თანხიდან 7.5 ათასი ლარი (ხელფასის ა(ა)იპ-ის დირექტორმა გამოუწერა საკუთარ თავს. ათმაგ ოდენობაზე მეტი) მუნიციპალიტეტმა მოგვიანებით აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად მიმართა სასამართლოს. ა(ა)იპის დირექტორმა მიღებული პრემიიდან 6000 ლარი დააბრუნა უკან. - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2014 წლებში ა(ა)იპ `ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ცენტრი“ სუბსიდიით დაფინანსდა 152.0 ათასი ლარით. აქედან შრომის ანაზღაურებაზე გაიხარჯა 112.8 ათასი ლარი. ა(ა)იპ-ის მიერ დამზადდა რუკები, ბროშურები და ტრიპლეტები, საერთო ღირებულებით - 7.3 ათასი ლარი. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა სასტუმროებისა და კვების ობიექტების შესახებ, განხორციელდა შეხვედრა ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ პირებთან, რამდენჯერმე მოეწყო გასვლითი აქცია ტურისტების მოზიდვის კუთხით და სხვა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური, რომლის დებულების თანახმად ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეეძლო გამოეცხადებინა ტენდერი რუკებისა და ბუკლეტების შესყიდვაზე, ხოლო 149   ა(ა)იპ-ის მიერ განხორციელებულ სხვა ზემოთ აღნიშნულ საქმიანობას გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფდა თავისი ფუნქციების ფარგლებში. - 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით შეისყიდა სხვადასხვა სახის საპროექტო მომსახურება, მათ შორის, შესყიდულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღონისძიებების, ბაღების, სკვერებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რისთვისაც გახარჯა 4.8 ათასი ლარი.აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლისგან შეიძინა მხოლოდ სავარაუდო ღირებულების დადგენის მომსახურება. მუნიციპალიტეტს შეეძლო თავად შეედგინა პროექტები ისეთი სამუშაოებისათვის, რომელთაც არ სჭირდება რთული აზომვებისა და გაანგარიშების ჩატარება. სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისთვის შესაძლებელი იყო წინა წლების შესყიდვებისა და დასუფთავების ღონისძიებების მიმწოდებლის გამოცდილების გათვალისწინება, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი მუნიციპალიტეტია. - 2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ სუბსიდიური დაფინანსებით 30.9 ათასი ლარი, უზრუნველყოფილ იქნა წითელი ჯვრის წარმომადგენლობა ლაგოდეხში. წითელი ჯვრის ოფისის გახსნის შემდეგ მუნიციპალიტეტმა საკუთარი ხარჯებით მოუწყო შიდა საპირფარეშო, თანხით 2.4 ათასი ლარი. რემონტის ხარჯები თანადაფინანსების ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკკავშირებული ხარვეზები - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი არ მოიცავდა დასაგეგმი წლის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს. - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არ გადაგზავნილა საბიუჯეტო განაცხადის ფორმები ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით. - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია ახალი საბიუჯეტო წლის დაწყების შემდეგ, 2013 წლის 11 იანვარს. 2013-2014 წლებში „სოციალური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფის“ მუხლით გახარჯულია სულ 565.3 ათასი ლარი. გამოვლინდა 20ზე მეტი სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ისეთ სამედიცინო მომსახურებას (თითოეულს 500 ლარით), რომელიც სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით ექვემდებარებოდა დაფინანსებას.ზოგიერთ შემთხვევაში ბენეფიციარი იძენს არა იმ მედიკამენტებს, რომელთა დაფინანსებაზეც მუნიციპალიტეტმა გარანტია გასცა, არამედ განსხვავებულ მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებს, მათ შორის, წნევის აპარატებს. არ ხორციელდება კონტროლი შესყიდულ და ფორმა N100-ში გაწერილ მედიკამენტებზე. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერით შეისყიდა 26 მაისის ქუჩისა და სკვერის მოწყობა, ღირებულებით 432.7 ათასი ლარი. ობიექტის დათვალიერებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებელს შესრულებული აქვს დაახლოებით 500 კვ.მ-ით ნაკლები „არსებული გზის ასფალტის სკვერში 91 საფარის, სკვერის გზა-ბილიკების სადემონტაჟო“ სამუშაოები. მრავალწლოვანი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარის ნაცვლად არის 77 ერთეული, 150 - - - - დაზიანებულია სკვერში არსებული ფილები, შადრევნის ფასადური ზედაპირი, შადრევნის აუზის დეკორატიული ფილები, პოსტამენტის მოპირკეთებული ზედაპირი და პოსტამენტზე მოწყობილი დეკორაცია, არ მუშაობს შადრევანი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების თანახმად, „მიმწოდებელი იძლევა გარანტიას ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს სრულფასოვან ფუნქციონირებაზე, გარდა მექანიკური დაზიანებისა.“ მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, აუდიტის დაწყებამდე მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები. 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით, 157 ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდულია 1 856.5 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, რომ არ იყო დაცული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანების მოთხოვნები. კერძოდ, არც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, დაუდგენელია როგორ ასრულებდა მუნიციპალიტეტი აღნიშნული ბრძანების მოთხოვნებს. თვითმმართველმა ერთეულმა შეისყიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის საქმიანობის აუდიტორული შემოწმება. წარმოდგენილი ანგარიშის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ის ასახავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების საკითხს, ხოლო აუდიტორმა დასკვნა გასცა და დაადასტურა ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა და სამართლიანობა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს 2013 წელს ფინანსური ანგარიშგება საერთოდ არ შეუდგენია. ამასთანავე, ანგარიში არ მოიცავს იმ ხარვეზებსა და დარღვევა-ნაკლოვანებებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ იქნა იდენტიფიცირებული. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2013 წლის აგვისტოში გააფორმა ხელშეკრულება სოფელ ჭიაურის გზის პირველი ნაწილის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულებით -450.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარა 2013 წლის დეკემბერში. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას, რომ 2 წლის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა წარმოქმნილი წუნის აღმოფხვრას. ადგილზე დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ გზის საფარის ცალკეული მონაკვეთები დაზიანებულია.მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. მხოლოდ აუდიტის მსვლელობის დროს დაზიანებების გამოვლენის შემდეგ განხორციელდა გზის საფარის აღდგენა. 2013 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება თანხით 720.0 ათასი ლარი,სოფ. ბოლოკიანი-ნაწისქვილარის დამაკავშირებელი გზის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე. სატენდერო დოკუმენტაციაში ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია თხევადი ბიტუმით დამუშავებულ საფარზე შემასწორებელი ფენის მოსაწყობად ფოროვანი ა/ბეტონი, რაოდენობით - 414.1 ტონა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველმა მოითხოვა ფასების ცხრილის დაზუსტება, სადაც ფოროვანი ა/ბეტონის რაოდენობა 301.3 ტონით შეამცირა. აღნიშნული უზუსტობა სატენდერო კომისიის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი და მიმწოდებელს ხელშეკრულება გაუფორმდა 112.8 ტ. ფოროვანი ა/ბეტონის შესყიდვაზე. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას. 151 -   2013 წლის 11 თებერვალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი ბულდოზერ-ექსკავატორის შესყიდვასთან დაკავშირებით, სავარაუდო ღირებულებით 150.0 ათასი ლარი. ტენდერის გამოცხადებიდან 9 დღეში, 20 თებერვალს, კომისიის გადაწყვეტილებით შეიცვალა შესასყიდი საქონლის ტექნიკური მახასიათებლები. ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდეტთან გაფორმდა ხელშეკრულება - ღირებულებით 140.9 ათასი ლარი. ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელობის პირობებში აღნიშნული მიმწოდებელი ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. მუნიციპალიტეტის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, რატომ შევიდა სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილება და რატომ გაუარესდა შემსყიდველის პირობები. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - 2014 წელს მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით გააფორმა ხელშეკრულება ღირებულებით 179.0 ათასი ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ტყეპარკის რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად დამონტაჟდა ელგანათება, დაიდგა სკამები, მოეწყო ჭიშკარი, ბორდიურები, აშენდა საპირფარეშო და სხვა. წარმოდგენილი დოკუმენტებით, საპირფარეშოს მშენებლობაზე დაიხარჯა 25.1 ათასი ლარი. გამოვლინდა, რომ საპირფარეშო დაკეტილია მისი ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან, რის გამოც შიდა კედლები დანესტიანებული და შესაბამისად, დაზიანებულია. საპირფარეშოს დაშენებული აქვს ფართობი იატაკის გარეშე, რომელსაც აქვს უფუნქციო კარი. აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული არ იყო დაშენებულ ფართობზე კარის მოწყობა. - ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტის შესაბამისად, სკვერში დაიდგა არაპროპორციული მასიური ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია მუნიციპალიტეტის გერბი. აღნიშნულისთვის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 15.1 ათასი ლარი. ქვის დადგმის აუცილებლობა და საჭიროება მასში გადახდილი ფასიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ვერ იქნა დასაბუთებული. - 2014 წლის სოფლის პროგრამის ფარგლებში, სოფ. წიფლისწყაროში განხორციელდა არსებული წყლის რეზერვუარის ჭაბურღილზე დაერთება და მაგისტრალში ჩაშვება და სოფ. კართუბანში - ორ ჭაბურღილზე რეზერვუარების მოწყობა და მაგისტრალში ჩაშვება. ორივე ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლებისთვის გადახდილია სულ 36.3 ათასი ლარი, თუმცა მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება და აღნიშნული პროექტით ვერ სარგებლობს. - 2014 წელს პროგრამის ფარგლებში, სოფ. ჭაბუკიანში ჭაბურღილის მოსაწყობად დაიდო ხელშეკრულება , ღირებულებით - 16.9 ათასი ლარი. სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, ჭაბურღილიდან წყლის ამოღება ვერ ხერხდება. - 2014 წელს სოფ. ზემო გურგენიანში პროგრამის ფარგლებში გამხორციელდა სარიტუალო ფარდულის მშენებლობა, სახელშეკრულებო ღირებულებით - 14.9 ათასი ლარი. სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, ფარდული არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და მოსახლეობა ვერ იყენებს. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვასი სახსრები - მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული 3 ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული იყო გაუთვალისწინებელი სამუშაოები, ხარჯთაღრიცხვით შესასრულებელი სამუშაოების 3%-ის ოდენობით. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს მიწოდების ვადა 152   მიმწოდებლებს გადაუწია გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად. აღნიშნული მოტივი არ უნდა გამხდარიყო სამუშაოს ვადის გადაწევის მიზეზი და შემსყიდველს ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად შეეძლო დაეკისრებინა პირგასამტეხლო, სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის, სულ 21.8 ათასი ლარის ოდენობით. - მუნიციპალიტეტმა 2013 წელს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გააფორმა ხელშეკრულება ღირებულებით - 199.98 ათასი ლარი. ხელშეკრულების თანახმად, წინასწარი ანგარიშსწორებისთვის მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 დღით მეტი იქნებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე. მიმწოდებელმა წარმოადგინა სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულს. მიუხედავად ამისა, მას მაინც ჩაერიცხა ავანსი 180.0 ათასი ლარის ოდენობით.მიმწოდებელმა თვითმმართველ ერთეულს ავტოცისტერნა არ მიაწოდა, ასევე არ დააბრუნა მისთვის გადარიცხული ავანსი, ხოლო სადაზღვევო კომპანიამ მუნიციპალიტეტს თანხა ჩაურიცხა დაგვიანებით. აღნიშნული თანხის საბანკო ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი დაახლოებით 17.0 ათას ლარზე მეტ საპროცენტო შემოსავალს მიიღებდა. - სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო 0,5%, ხოლო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა 0,1%-ით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, დადგენის შემთხვევაში დასარიცხი სანქციის თანხა 1.9 ათასი ლარის ნაცვლად იქნებოდა, დაახლოებით, 9.0 ათას ლარზე მეტი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - 4 შემთხვევაში - მიმწოდებლებს, რომელთაც სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული ჰქონდათ მანქანა-მექანიზმები და ინვენტარი, მუნიციპალიტეტმა აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების აქტებში აღნიშნული მანქანა-მექანიზმების ქირავნობის ღირებულებაზე დარიცხული ზედნადები ხარჯებისა და გეგმური დაგროვების პროცენტი, სულ - 6.5 ათასი ლარის ოდენობით,რაც მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტიდან სავარაუდოდ ზედმეტად იქნა გადახდილი. - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის სახით, 95.0 ათასი ლარი ანაზღაურებულია იმ შემთხვევებშიც, როდესაც მომსახურების მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-ის გადასახადისაგან ან მიმწოდებლები არ იყვნენ რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელებად საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტში. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - 2013-2014 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიუჯეტის პროექტის შესაბამისი შესყიდვების გეგმა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარადგინა შესყიდვების სააგენტოში, რის შემდეგაც შესაძლებელი იყო შესაბამისი ტენდერების ჩატარება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა დაგვა-დასუფთავების, საახალწლო ნაძვის ხის, განათების 153  მოწყობისა და სხვა სამუშაოების შესყიდვაზე დროულად არ გამოაცხადა ტენდერები და გადაუდებელი აუცილებლობით გააფორმა 87.9 ათასი ლარის ღირებულების 7 ხელშეკრულება. აღნიშნული შესყიდვების საჭიროება წინასწარ იყო ცნობილი მუნიციპალიტეტისათვის და არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა არ შეასრულა შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. - 2014 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება გზის საფარის მოწყობის შესყიდვაზე, ღირებულებით 365.1 ათასი ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა 9240 კვ.მ-ზე შემასწორებელი ფენის - სისქით 2.5 სმ და წვრილმარცვლოვანი ფენის, სისქით - 6.5 სმ, მოწყობას. შემსრულებელმა ფაქტობრივად მოაწყო წვრილმარცვლოვანი ასფალტი, სისქით - დაახლოებით 4 სმ, ნაცვლად 6.5 სმ-ისა და შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 303.9 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო, 1 კვ.მ-ის ფასი შეადგენდა 32.9 ლარს. აღსანიშნავია, რომ იმავე წელს მუნიციპალიტეტს 1 კვ.მ წვრილმარცვლოვანი ასფალტის მოწყობა, სისქით - 4 სმ, შესყიდული აქვს მაქსიმუმ - 19.1 ლარად. აღნიშნული ფასით დაანგარიშების შემთხვევაში, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა დააახლოებით 176.0 ათას ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 127.9 ათასი ლარით მეტი, ანუ 303.9 ათასი ლარი. შესყიდვების პროცესში შეუსაბამო დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - ტენდერზე მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა მოიცავდა ხარვეზებს, კერძოდ, მასში ასახული იყო სხვადასხვა თანხა, სულ 17.2 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა რა სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა მიმწოდებელს აღნიშნული თანხის ფარგლებში, არაა ცნობილი. მუნიციპალიტეტმა სრულად ჩაიბარა სამუშაოები, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი პირები ვერ განმარტავენ, რა სახის სამუშაოები შესრულდა აღნიშნული 17.2 ათასი ლარის ფარგლებში. - 2014 წელს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების აქტებში გაშიფრული არ არის, რას მოიცავს ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა 4 ხელშეკრულების ფარგლებში აანაზღაურა გაუთვალისწინებელი ხარჯები, საერთო ღირებულებით - 1.3 ათასი ლარი. - 2014 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა მიუსაფართა და მზრუნველობამოკლებულთა კვებითი მომსახურების შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განახორციელა. სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 36.5 ათასი ლარი, ხოლო მომსახურების პერიოდი განისაზღვრა 14 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. სატენდერო დოკუმენტაციით გაანგარიშებული იყო 70 ბენეფიციარზე 1-კვირიანი მენიუ, რის შესაბამისად მიმწოდებელმა წარმოადგინა განფასება,რომელშიც კვების ღირებულება დღეების მიხედვით განსხვავებული იყო. სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში, არსებული კვირის დღეების მიხედვით დათვლილი მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 24.4 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებელზე წარმოდგენილი შესრულების საფუძველზე ანაზღაურებულია 33.1 ათასი ლარი, ანუ 8.7 ათასი ლარით მეტი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა შეადგენს პერსონალის ხელფასს და კერძების მომზადებაზე გასაწევ სხვა ხარჯებს, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო ცალკე გამოყოფილი ხელფასებისა და სხვა ხარჯების მოცულობები. 154 96. საჩხერის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი     აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - შპს „საჩხერის წყალკანალმა“ მუნიციპალიტეტს ჩუქების წესით გადასცა ერთი ერთეული ავტომობილი - MITSUBISHI MONTERO. 2013 წლის 7 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ავტომობილის საბალანსო ღირებულება განისაზღვრა - 16.0 ათასი ლარით, ხოლო მასში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემის ღირებულება - 2.2 ათასი ლარით. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბუნებრივი აირის სისტემის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის პირობებში, მუნიციპალიტეტს შეეძლო ბუნებრივი აირის შესყიდვა, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავდა საწვავზე გაწეულ ხარჯებს. 2013-2014 წლებში საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილზე გაწეულმა საწვავის ხარჯმა შეადგინა 18.5 ათასი ლარი . ავტომანქანის ვიზუალუარი დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ სისტემაში ჩატუმბული იყო ბუნებრივი აირი. პასუხისმგებელი პირის (მძღოლის) განმარტებით მანქანის ექსპლუატაციისათვის საწვავის სახით გამოიყენება ბენზინი, ხოლო დათვალიერების მომენტში, სისტემაში არსებული ბუნებრივი აირი შეძენილი იყო მძღოლის სახსრებით და გამოყენებულ იქნა მხოლოდ ერთხელ. აქტივების მართვის არაეფექტიანობა - 2013-2014 წლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულ სამშენებლო სამუშაოებში, ქარგილების მოსაწყობად მიმწოდებლების მიერ საბაზრო ფასებით შეძენილი და გამოყენებულია დაახლოებით 61.6 ათასი ლარის ღირებულების წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა, მათ შორის, 2013 წელს - 30.0 ათასი ლარის და 2014 წელს - 31.6 ათასი ლარის ღირებულების. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხორციელდებოდა აღნიშნული ქარგილების დემონტაჟი. აღსანიშნავია, რომ შეძენილი ხის მასალა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აქტივს და მისი მხრიდან უნდა განხორციელებულიყო დემონტირებული მასალის დასაწყობება. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ დაინტრესებული პირის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებულ ჩვენებებს და საჯარო რეესტრის ამონაწერს შორის ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები. აღიარების დოკუმენტაციის შესწავლისას 12 შემთხვევაში მოწმეები ადასტურებენ, რომ თვითნებურად დამკავებელ პირს უფლება აღსაღიარებელი ნაკვეთი მისაკუთრებული აქვს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთარი ნაკვეთის მესაკუთრეობა დასტურდება შემდგომ პერიოდზე. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამით 2013-2014 წლებში გაცემულია 50.2 ათასი ლარი . ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმებით დადგინდა, რომ 172 შემთხვევაში სულ 38.4 ათასი ლარი გაცემულია ისეთ პირებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს (არ მიეკუთვნებოდნენ პროგრამით განსაზღვრულ სტიქიით დაზარალებულთა კატეგორიებს). ამასთან, 2014 წელს საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური დახმარებისა და გაცემის წესი მოიცავდა სტიქიით დაზარალებული პირის მიერ პირადი საბანკო ანგარიშის 155   წარმოდგენის ვალდებულებას, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, 2014 წლის სექტემბრამდე თანხის გაცემა წარმოებდა ნაღდი ანგარიშსწორებით. - 2013-2014 წლებში ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამით გაცემულია 169.0 ათასი ლარი . 2013 წელს პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა ერთჯერადად, წელიწადში - 200 ლარი, დაბალშემოსავლიან ოჯახებზე 150 ლარი, გაჭირვებულ ოჯახებზე - 50 ლარი. პროგრამის დებულებით არ არის განსაზღვრული ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტი ან რაიმე სხვა კრიტერიუმი, რომლის საფუძველზე კომისიას უნდა ეხელმძღვანელა, ოჯახისათვის „განსაკუთრებულად მძიმე“ ან „გაჭირვებულის“ კატეგორიის მისაკუთვნებლად. აგრეთვე, იმის მიუხედავად, რომ არ იყო განსაზღვრული ოჯახების დაბალშემოსავლიანობის ზღვარი, ბენეფიციარს მოეთხოვებოდა მხოლოდ სახელფასო ცნობა სამუშაო ადგილიდან. 2014 წელს პროგრამას დაემატა, ერთჯერადად - 50 ლარის გაცემა იმ ოჯახებზე, რომელთაც ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი მიიჩნევდა გაჭირვებულად. - 2013-2014 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, კომპენსაციის სახით „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან სულ მიღებული აქვთ 213.1 ათასი ლარი, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 44.4 ათასი ლარი. საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული აღსრულების ბიუროს 2013 წლის 2 ივლისის შეტყობინებების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა მის საკუთრებაში არსებულ მანქანაზე პარკირების წესის დარღვევისათვის რიცხული დავალიანება, სულ 160 ლარის ოდენობით. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად სულ გამოყოფილია 1954.2 ათასი ლარი . პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან, აუდიტის პერიოდში სულ აუთვისებელი იყო 88.9 ათასი ლარი, რომელიც არ მოხმარდა სოფლის მოსახლეობის საჭიროების დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, რიგი პროექტების არ იქნა დასრულებული. - 2014 წლის 14 აგვისტოს საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნიუკონსტრაქშენს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სოფელ სავანის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სოფლის შიდა ქსელის სისტემების პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებას, ღირებულებით - 533.0 ათასი ლარი. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ნიუკონსტრაქშენს“ ავანსის სახით ჩაერიცხა 159.9 ათასი ლარი და სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 ნოემბერი.შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, შპს „ნიუკონსტრაქშენს“ 2014 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 129.4 ათასი ლარის სამუშაოები, საიდანაც გადაეცა 90.6 ათასი ლარი, ხოლო 38.8 ათასი ლარი დაუკავდა, როგორც საავანსო თანხის წილი. სხვა დარჩენილი სამუშაოები, დღემდე შეუსრულებელია, ხოლო ხელშეკრულების მოქმედება მუნიციპალიტეტის მიერ 2015 156  წლის თებერვლიდან შეწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ ავანსად გაცემული თანხიდან 60.4 ათასი ლარი აუდიტის მიმდინარეობისას არ იყო დაბრუნებული. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - 2013 წლის 3 სექტემბერს საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს „არნაბი 21“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. საჩხერის 10 საქალაქო მნიშვნელობის ქუჩის ასფლტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებს, ღირებულებით - 1 741.0 ათასი ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 30 ნოემბერს, მაგრამ შპს „არნაბი 21“-ის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 20 დეკემბრამდე. აღსანიშნავია, რომ ვადის 15-20 დღით გადაწევის შემთხვევაში შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.მიუხედავად ვადის გაგრძელებისა, მუნიციპალიტეტმა 159.8 ათასი ლარის სამუშაო არ ჩათვალა დასრულებულად, ვინაიდან სანაპიროს ქუჩის ტროტუარზე სრულად არ იყო შესრულებული ქვაფენილის დაგებისა და გამწვანების სამუშაოები. შედეგად, 2014 წლის 9 მარტს ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო შპს „არნაბი 21“-ს დაეკისრა პირგასამტეხლო 96.3 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტს საგარანტიო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია, ხოლო არსებულ გარანტიას მოქმედების ვადა ამოწურული ჰქონდა.შესაბამისად, სამუშაოების დაუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ვერ მოხერხდა. - 2013 წლის დეკემბერში საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობაზე მიმწოდებლებს სამუშაოების დასრულების ვადა გაუგრძელდათ ორი თვით. მიწოდების ვადის გაგრძელების მიზნით, მიმწოდებლების მიერ მოყვანილი გარემოებები, კერძოდ, სამუშაოების შესრულებისათვის შესაფერისი მეტეოროლოგიური პირობების არარსებობა და მცირე მოცულობის სამუშაოების დამატება ვერ ჩაითვლება განსაკუთრებულ მოვლენად, რომელთა გათვალისწინება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს იმის რისკი, რომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებს სამუშაოების დასრულების ვადა გადაუწია, რათა არ დაერიცხა პირგასამტეხლოს თანხა. სამუშაოებზე ვადის გაგრძელების ნაცვლად, პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სავარაუდოდ მიიღებდა 62.0 ათას ლარზე მეტ სარგებელს. - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებით, საჩხერის მუნიციპალიტეტს საბავშვო ბაღის ასაშენებლად გამოეყო 239.1 ათასი ლარი. სამუშაოს შესასრულებლად 2010 წელს ხელშეკრულება გაფორმდა შპს „კავკაზუს ტაუერთან“, ღირებულებით - 231.6 ათასი ლარი. იმავე პერიოდში მიმწოდებელს ავანსის სახით ჩაერიცხა 77.0 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებისა და პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული სამუშაო არ დასრულებულა, ხოლო ავანსად გაცემული თანხიდან 67.0 ათასი ლარის დაბრუნება მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ვერ მოხერხდა შპს „კავკაზუს ტაუერსის“ გაკოტრებისა და მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო.მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი - 172.1 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხებოდა 2014 წლამდე, ხოლო 2014 წლის 26 ივნისს, სოფელ მერჯევში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ტორეროსთან“ , ღირებულებით - 247.1 ათასი ლარი . ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე ითვალისწინებდა 157   საავანსო ანგარიშსწორებას 30%-ის ოდენობით. შპს „ტორერომ“ მუნიციპალიტეტს წარუდგინა სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში შედიოდა საავანსო თანხის სს „ლიბერთი ბანკის“ შპს „ტორეროს“ ანგარიშზე ჩარიცხვისთანავე. მიმწოდებლის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტმა საავანსო თანხა 74.1 ათასი ლარი ჩარიცხა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიში). შედეგად, სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია ძალაში არ შესულა. საავანსო თანხის მიღების შემდეგ, შპს „ტორეროს“ სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია, ხოლო აღნიშნულ საკითხზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოკვლევა. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - სააუდიტო პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ სამუშაოების შემსრულებლებისათვის გადახდილია დღგ იმ შემთხვევებშიც, როდესაც ამას არ ითვალისწინებდა კანონმდებლობა, სულ 131.1 ათასი ლარი. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - 2014 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, შეძენილია ორი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია , კერძოდ :- სოფლების - სარეკისა და ბაჯითის სასმელი წყლის შიდა ქსელის სათავე ნაგებობებისა და სარეგულაციო რეზერვუარების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით - 18.5 ათასი ლარი. (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 3488.3 ათას ლარს). - სოფელ სავანის სასმელი წყლის რეზერვუარისა და სოფლის შიდა ქსელის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით - 27.2 ათასი ლარი (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 1945.0 ათას ლარს). აღსანიშნავი რომ პროქტების ექსპერტიზისთვის მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 1.6 ათასი ლარი. ჩატარებული ექსპერტიზით, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლინდა ტექნიკური ხასიათის შეცდომები, რომელთა შედეგად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ორივე შემთხვევაში შემცირდა 1780.2 ათასი ლარით . საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრულყოფილად შედგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ზედმეტად არ გადაიხდიდა მინიმუმ 8.9 ათას ლარს . ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს შეეძლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგენელისაგან მოეთხოვა უზუსტობით, ან შეცდომით გამოწვეული ნებისმიერი მატერიალური, ან არამატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მუნიციპალიტეტის მიერ არ განხორციელებულა. - 2013-2014 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება შპს „დაუ+“-სთან, ღირებულებით 9.6 ათასი ლარი, რომელიც ითვალისწინებდა საბიუჯეტო საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. აღსანიშნავია, რომ იმ პირობებში, როდესაც საჩხერის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში დასაქმებულია 13 თანამშრომელი, რომელთა უფლება-მოვალეობაა საბიუჯეტო კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში განხორციელება, მიზანშეწონილი არ არის ანალოგიურ საკითხებზე კონსულტანტის მომსახურების შესყიდვა და ხარჯის გაწევა. 158   შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - საჩხერის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის სავანე არგვეთი მახათაურის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში მუნიციპალიტეტსა და შპს "ჯი აი დი"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 247.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა 80.0 ათასი ლარი გადაურიცხა მომწოდებელს მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე . გარდა ამისა, არსებულმა ინპექტირების ჯგუფმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ სამუშაოები არ იყო შესრულებული ხელშეკრულების შესაბამისად და არ ექვემდებარებოდა შემდგომ ექსპლუატაციას. 2013 წლის 22 მარტს შპს „ჯი აი დის“ ხელმძღვანელობას წერილით აცნობა, რომ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გამო მუნიციპალიტეტი წყვეტს ხელშეკრულებას. იმავე წერილით შემსყიდველმა მოითხოვა პირგასამტეხლოს თანხის - 29.6 ათასი ლარის გადახდა და სამუშაოს შემსრულებლისათვის გაცემული თანხის - 178.8 ათასი ლარის დაბრუნება. აღნიშნული თანხებიდან შპს „ჯი აი დიმ“ გადაიხადა მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა - 29.6 ათასი ლარი . შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - 2013 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტს სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამარტივებული წესით გაფორმებული აქვს 31 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 988.1 ათასი ლარი. ანგარიშსწორება განხორციელდა ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების გვერდის ავლით. 97. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2013-2014 წლების ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორ მუხლში არის კლასიფიცირებული საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების საწყისი და საბოლოო ნაშთები. ნაცვლად მუხლისა - „მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში“, წარმოდგენილია „საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისთვის“ მუხლში. - მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბოლოსათვის ერიცხება დებიტორული დავალიანება საქონლისა და მომსახურების მიღებაზე, თანხით 6.0 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილია არასწორად „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში. - 2013 წელს ფაქტობრივად მიღებულია სამუშაო - საკანალიზაციო ჭები, ღირებულებით 10.1 ათასი ლარი, მაგრამ მიმწოდებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მიღებაჩაბარების აქტი. ასევე, მიმწოდებლისთვის ავანსის სახით გადარიცხულია 114.0 ათასი ლარი. აღნიშნული დებიტორული დავალიანება წარმოდგენილია არასწორად 123.4 ათასი ლარით, „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში. - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ქონების (შენობანაგებობების) ღირებულება შეადგენს 115.7 ათას ლარს, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ ბალანსზე აყვანილი არ არის. - 2013 წელს გაყიდულია ყოფილი ტურბაზის შენობა, ღირებულებით - 60.8 ათასი ლარი.გაყიდული ქონება ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი არ არის. 159 - - - - - - - - - - - სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეისყიდა 216.6 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლებიც რეალურად წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს. ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში სამუშაოები არ არის აღიარებული შესაბამის მუხლებში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 8.4 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურება, რომლითაც შეიქმნა ძირითადი ქონება. აღნიშნული წარმოდგენილია "სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების" მუხლში, ნაცვლად არაფინანსური აქტივების შესაბამისი მუხლებისა. სხვადასხვა სამუშაოები არ დასრულებულა მიმდინარე წელს და მოხდა მათი მიღებაჩაბარების თარიღის გადავადება მომდევნო წლისათვის. 2013 წლის 1 იანვრისათვის 222.3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები არ არის აღრიცხული და წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში. მუნიციპალიტეტმა განახორციელა 37.8 ათასი ლარის ისეთი საპროექტო მომსახურების შესყიდვა, რომელთა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ განხორციელდა ან მოხდა სამუშაოების გადავადება, საპროექტო მომსახურების ღირებულება ნაცლად „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლისა, წარმოდგენილი უნდა იყოს „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 221.8 ათასი ლარის ღირებულების მიწები, ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორ მუხლში არის წარმოდგენილი. არაწარმოებული აქტივები აღრიცხულია „სხვა ძირითადი აქტივების“ მუხლში, ნაცვლად „არაწარმოებული აქტივების“ მუხლისა. მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 26428.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულებამ ნორმატიული ფასის გათვალისწინებით სულ შეადგინა 215.9 ათასი ლარი. მიწის ნაკვეთის ბალანსზე აყვანა მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა. მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბოლოსათვის ერიცხება მომსახურების მიწოდებით დარიცხული კრედიტორული დავალიანება - 1.3 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილი არ არის ფინანსურ ანგარიშგებაში. მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს მიმწოდებლისთვის არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 1.8 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილი არ არის ფინანსურ ანგარიშგებაში მუხლში "აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებები". 2013 წლის განმავლობაში არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციები, თანხით 1848.0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტმა აღრიცხა „წმინდა ღირებულების“ ანგარიშში - „სხვა ეკონომიკური ნაკადების“ მუხლის დებეტში, რაც არასწორია. არაფინანსური აქტივის კლების ოპერაციები, თანხით 65.7 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტმა აღრიცხა „წმინდა ღირებულების“ ანგარიშში - „სხვა ეკონომიკური ნაკადების“ მუხლის კრედიტში, რაც არასწორია. მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის საწყისი ნაშთი 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 329.9 ათას ლარს. აღნიშნული დანართ ფორმა №5-ში წარმოდგენილია 602.0 ათასი ლარით. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ფორმა №5-ში სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ინვენტარის საწყისი ნაშთი წარმოდგენილია საწყისი ღირებულებით, ცვეთის გამოკლების გარეშე. 160 - - - - - - - - - - - - 2013 წელს გადმოეცა სატრანსპორტო საშუალებები, ღირებულებით 21.9 ათასი ლარი. აღნიშნული, ფინანსური ანგარიშგების დანართ ფორმა №3-ში არ არის წარმოდგენილი „აქტივების უსასყიდლოდ მიღების“ მუხლში. 2013 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსგან მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოეცა ბოქსის რინგი, ღირებულებით 4.1 ათასი ლარი. აღნიშნული, ფინანსური ანგარიშგების დანართ ფორმა №3-ში არ არის წარმოდგენილი „აქტივების უსასყიდლოდ მიღების“ მუხლში. 2014 წლის ბოლოსათვის ერიცხება დებიტორული დავალიანება საქონლისა და მომსახურების მიღებაზე 5.2 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილია არასწორად „სხვა გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში. 2014 წელს სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში შეისყიდა 2069.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლებიც წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს.აღნიშნული არ არის აღიარებული "შენობა-ნაგებობების" შესაბამის მუხლებში. მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 34.8 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურება, რომლითაც შეიქმნა ძირითადი ქონება. აღნიშნული წარმოდგენილია "სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების" მუხლში, ნაცვლად არაფინანსური აქტივების შესაბამისი მუხლებისა. სხვადასხვა სამუშაოები არ დასრულებულა მიმდინარე წელს და მოხდა მათი მიღებაჩაბარების თარიღის გადავადება მომდევნო წლისათვის. 2014 წლის 1 იანვრისათვის 790.5 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები არ არის აღრიცხული და წარმოდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში. მუნიციპალიტეტმა განახორციელა 33.9 ათასი ლარის ისეთი საპროექტო მომსახურების შესყიდვა, რომელთა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ განხორციელდა ან მოხდა სამუშაოების გადავადება, საპროექტო მომსახურების ღირებულება ნაცლად „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლისა, წარმოდგენილი უნდა იყოს „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლში. მუნიციპალიტეტს 2014 წლის ბოლოსათვის ერიცხება მომსახურების მიწოდებით დარიცხული კრედიტორული დავალიანება - 0.5 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილი არ არის ფინანსურ ანგარიშგებაში. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს მიმწოდებელს საბოლოო ანგარიშსწორებამდე დაუკავდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან 4.9 ათასი ლარი. აღნიშნული წარმოდგენილი არ არის ფინანსურ ანგარიშგებაში „აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლში. 2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ თანამშრომლებისათვის ანაზღაურებულია სამსახურიდან დათხოვნის კომპენსაციები - 15.6 ათასი ლარი. აღნიშნული გაცემულია „ხელფასების“ მუხლიდან, ნაცვლად „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლისა („დამსაქმებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება“). თანამშრომლებისათვის ახალ წელთან დაკავშირებით გაცემულია პრემია (დანამატი), თანხით 46.5 ათასი ლარი. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, აღნიშნული წარმოადგენს პრემიას და მისი აღრიცხვა „დანამატის“ მუხლში არასწორია. მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადმოეცა ინვენტარი ღირებულებით 25.2 ათასი ლარი. აღნიშნული, ფინანსური ანგარიშგების დანართ ფორმა №3-ში არ არის წარმოდგენილი „აქტივების უსასყიდლოდ მიღების“ მუხლში. 161 - - 2014 წელს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციები, ღირებულებით 3736.4 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტმა აღრიცხა „წმინდა ღირებულების“ ანგარიშში „სხვა ეკონომიკური ნაკადების“ მუხლის დებეტში, რაც არასწორია. არაფინანსური აქტივის კლების ოპერაციები, ღირებულებით 363.0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტმა აღრიცხა „წმინდა ღირებულების“ ანგარიშში „სხვა ეკონომიკური ნაკადების“ მუხლის კრედიტში, რაც არასწორია. 98. წალკის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი     აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - 2014 წელს სოფელ საბეჭისში წყლის რეზერვუარისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე დაიხარჯა 47.8 ათასი ლარი. სამუშაოები ჩაბარდა 2014 წლის 29 ოქტომბერს. მოსახლეობისა და პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყლის სისტემის ჩართვა და სოფელზე წყლის მიწოდება დაიწყო მხოლოდ 2015 წლის მაისიდან, სამუშაოების დასრულებიდან შვიდი თვის შემდეგ. - 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს სულ გახარჯული აქვს 94.5 ათასი ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით 199.7 ათასი ლარი. საწვავის გამოყენებაზე გამგეობას არ აქვს შემუშავებული სათანადო კონტროლის სისტემა, ასევე განსაზღვრული არ არის სხვადასხვა თანამდებობის პირზე შესაბამისი ლიმიტები. - 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს არ აქვს ჩატარებული ინვენტარიზაცია. რითაც დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. აქტივების მართვის არაეფექტიანობა - 2013-2014 წლებში გაცემულმა პრემიებმა ჯამში 696.9 ათასი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 100%-იანი პრემიები, წელიწადში 6-7-ჯერ, ძირითადად გაცემულია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე. აღრიცხვა-ანგარიშგება - გამგეობამ აუდიტის ჯგუფს ვერ წარმოუდგინა ფინანსური ანგარიშგებები 2013 და 2014 წლების 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდებისათვის, რითაც დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 2013-2014 წლებში გამგეობას დაწესებული დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება არ განუხორციელებია. შედეგად არ შესრულდა საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნები და მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში დამატებით თანხების მობილიზების შესაძლებლობა. - 2013-2014 წლებში თვითმმართველ ერთეულში დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“, რომლის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის 3 სამსახურებრივი ავტომანქანა, ხოლო ფაქტობრივად იყენებს 5 ავტომობილს. - გამგეობის მიერ შესყიდული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტი ხშირად ახდენს ისეთი პროექტების შესყიდვას, რომელთა შედგენაც, სავარაუდოდ საკუთარი რესურსით შეუძლია. ასევე მსგავსი სამუშაოების შემთხვევაში, ერთჯერ შესყიდული პროექტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მრავალჯერადად. 162        საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2013-2014 წლებში საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ჯამში გაცემულია 259.5 ათასი ლარი, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის დასადასტურებლად დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი. საბიუჯეტო პროცესის მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი განკარგვა - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2013-2014 წლებში 7.9 ათასი ლარი დახარჯულია სხვადასხვა თანამდებობის პირისთვის მობილური ტელეფონების შესაძენად, მათ შორის გამგებლისთვის ტელეფონი შეძენილია ორჯერ საერთო ღირებულებით 2.2 ათასი ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისთვის სამჯერ ღირებულებით 2.9 ათასი ლარი. ასევე ამ პერიოდში გამგებელისა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის შეძენილია 2 პლანშეტი, რაზედაც დაიხარჯა 1380 ლარი. საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესწავლისას გამოვლინდა, რომ 17.6 ათასი ლარის სამუშაოები დაზიანებულია და გამოსულია მწყობრიდან, ხოლო 78.8 ათასი ლარის სამუშაოები დაუსრულებელია. - 2013-2014 წლებში წალკის მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ საწევრო შენატანის სახით სულ გადაურიცხა 44.0 ათასი ლარი. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აუდიტის ჯგუფს ვერ დაუსაბუთა, რამდენად შეესაბამება ა(ა)იპ-ზე გადახდილი თანხა მისგან მიღებულ სარგებელს. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013-2014 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ განუხილავს და არ დაუმტკიცებია ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშები. ასევე არ მომხდარა არც ერთი კვარტლის შესრულების საკითხის განხილვა. შედეგად, დარღვეულია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013-2014 წლებში 14 ხელშეკრულების ფარგლებში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დოკუმენტურად ვერ დასტურდება 3.2 ათასი კბ.მ ქვიშის მიწოდება. - 2014 წლის 17 ივნისს, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერზე, მიმწოდებლებმა სავარაუდოდ დაარღვიეს აფიდავიტის მოთხოვნები, მეტი სარგებლის მიღების მიზნით. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - 2013 წლის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების აუდიტორულ შემოწმებაზე დაიხარჯა 4.5 ათასი ლარი. კერძო კომპანიის მიერ გაცემულ დასკვნაში წარმოდგენილია ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების სტატისტიკური მონაცემების შესახებ და მითითებული არაა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გამოვლენილ ხარვეზებზე. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - 2013 წელს შპს - „№2 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რის შედეგადაც დაკარგა 18.4 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა. 163    შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების მოხრეშვით სამუშაოებზე ინერტული მასალის შესყიდვა-ტრანსპორტირების დოკუმენტაციის მიხედვით, ტრანსპორტირებული ხრეშის მოცულობა 316 კუბ.მ-ით ნაკლებია მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ რაოდენობაზე. შედეგად პირველადი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება 7.9 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად სოფელ თრიალეთში გრუნტის დამუშავების ღირებულება განისაზღვრა 35.4 ლარით, მაშინ როდესაც იმავე ხარჯთაღრიცხვაში ანალოგიური სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 5.9 ლარი. ცვლილებაში აღნიშნული ფასის გათვალისწინების შემთხვევაში სამუშაოების შესრულება შესაძლებელი იყო 13.3 ათასი ლარით ნაკლები დანახარჯით. - 2013 წელს, სოფელ კუშში წყალსადენის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის, მიმწოდებელს გრუნტის დამუშავების სამუშაოების ერთეულის ღირებულება გაეზარდა მას შემდეგ, რაც სამუშაოები უკვე ჩაბარებული იყო და შესაბამისი ანაზღაურება მიღებული ქონდა. შედეგად შპს-ს დამატებით აუნაზღაურდა 10.6 ათასი ლარი. - 2014 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის კაპიტალური რემონტის სამუშაოები. ხელშეკრულების ფარგლებში გამგეობამ გზის სამოსის მომზადებაში მიმწოდებელს აუნაზღაურა 340.6 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც იგივე სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა შეასრულა 222.9 ათას ლარად. შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით გააფორმა 85 ხელშეკრულება -საერთო ღირებულებით 919.5 ათასი ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გამგეობას მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება არ მოუხდენია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. 99. ქურთის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს ფინანსური ოპერაციების აღრიცხვის მიზნით, სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის დოკუმენტები - მემორიალური ორდერები, ბრუნვათა უწყისები და ე.წ. „მთავარი წიგნი“, ნაწარმოები არ არის. 164 - - - - - - - - 2013 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში შემოსავლები შეტანილია ბანკიდან მიღებული მონაცემებიდან, ხოლო ფაქტობრივად გაწეული ხარჯები, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან, ძირითადი ქონების ნაშთები აღებულია ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან. ფინანსურ ანგარიშგებაში „მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ მუხლში, ნაშთი 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ნაჩვენებია 375.4 ათასი ლარის ოდენობით. ბანკის ამონაწერებით, ამ პერიოდისათვის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის ნაშთი შეადგენდა 377.6 ათას ლარს. ნაშთი შემცირებულია და ნაჩვენებია 2012 წლის ბოლოს მიღებული შემოსავლით - 2.2 ათასი ლარით, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ანგარიშის თავისუფალ ნაშთზე ბანკის მიერ დარიცხულ სარგებელს - პროცენტს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის გვერდის ავლით. მუნიციპალიტეტმა დევნილთა სხვადასხვა დასახლებაში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით შეიძინა წყლის ტუმბოები ღირებულებით - 2.4 ათასი ლარი. აღნიშნული თანხები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „სხვადასხვა ხარჯების“ მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ქონება არაფინანსურ აქტივად აღიარება არ მოხდა. მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლის დეკემბრის თვეში შპს „ლუკოილ ჯორჯიასაგან“ შეძენილი საწვავის ღირებულება - 2.4 ათასი ლარი, ანაზღაურებულია 2014 წლის იანვარში. ამდენად, 2014 წლის 1 იანვრისათვის აღნიშნული თანხა წარმოდგენილი უნდა იყოს ვალდებულებების სახით, რაც მუნიციპალიტეტის მიერ არ მომხდარა. მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს ხელფასის სახით გაწეულია 1006.8 ათასი ლარის ხარჯი, აქედან, 753.4 ათასი ლარი - თანამდებობრივი სარგო, ხოლო პრემია - 253.4 ათასი ლარი. ფინასურ ანგარიშგებაში პრემიისა და შესაბამისად, ხელფასების ხარჯი 0.5 ათასი ლარით ნაკლებია ნაჩვენები. აღიშნული თანხით გაზრდილია შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება. 2013 წლის 10 აპრილს შპს „ულტრასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით (№24) შეძენილია 3.1 ათასი ლარის ღირებულების კომპიუტერები, რომლებიც წარმოადგენს ძირითად აქტივს. აქედან, 1.8 ათასი ლარის აქტივის შეძენა მუნიციპალიტეტმა განახორციელა ოფისის ხარჯებიდან, მაშინ როცა ის წარმოადგენს არაფინანსური აქტივების ზრდას. კომპიუტერები მთლიანი ღირებულებით აღებულია ძირითად აქტივებში. ამდენად, 1.8 ათასი ლარის კომპიუტერების შეძენა, ნაცვლად „არაფინანსური აქტივების ზრდის“ საკასო ხარჯისა, ასახულია „ოფისის“ საკასო ხარჯში. მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ოფისის ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს 34.4 ათას ლარს, ფინანსურ ანგარიშგებაში ნაჩვენებია 32.9 ათასი ლარი, ანუ 1.5 ათასი ლარით ნაკლები. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანების დაზღვევის ღირებულება - 1.5 ათასი ლარი , ასახულია ტრანსპორტის ხარჯებში, მაშინ, როდესაც ის მიეკუთვნება „სხვა ხარჯებს“ და წარმოადგენს „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯებს“. სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსახლეობის გადაყვანისათვის ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები 4.3 ათასი ლარის ოდენობით , ნაცვლად ტრანსპორტის ხარჯის მუხლში ასახვისა, წარმოდგენილია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლში. 165 - - - - - - - - - - მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 44.6 ათასი ლარი, ფინანსურ ანგარიშგებაში კი ნაჩვენებია 42.1 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ ბანკისათვის გადახდილი მომსახურების თანხა 1.0 ათასი ლარის ოდენობით, აღრიცხულია „პროცენტის“ მუხლში, მაშინ როდესაც იგი მიეკუთნება„სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლს. მუნიციპალიტეტმა 2014 წელს მოხდა დევნილთა დასახლებაში გადახურა სახლების სახურავებით გადახურვა, აგრეთვე სხვადასხვა პროექტების შეძენა, ღირებულებით 28.7 ათასი ლარი. აღნიშნული თანხები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „სხვადასხვა ხარჯების“ მუხლში. მუნიციპალიტეტს უნდა მოეხდინა შესრულებული სამუშაოების, ქონებისა და პროექტების არაფინანსურ აქტივად აღიარება და შემდეგში მათი გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტმა დევნილთა სხვადასხვა დასახლებაში შეიძინა 2.9 ათასი ლარის ღირებულების წყლის ტუმბოები. აღნიშნული თანხები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „სხვადასხვა ხარჯების“ მუხლში. მუნიციპალიტეტს უნდა მოეხდინა შეძენილი ქონების არაფინანსურ აქტივად აღიარება და შემდეგში მათი გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილია ინვენტარი, ავეჯი, სხვადასხვა ტექნიკა, სულ ღირებულებით 7.2 ათასი ლარი. აღნიშნული თანხები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია „ოფისის ხარჯების“ მუხლის საკასო ხარჯში, ხოლო ქონება აღებულია შემოსავალში, როგორც ძირითადი აქტივი. აღნიშნული ქონების შეძენა წარმოადგენს არაფინანსური აქტივის ზრდის ოპერაციებს და ეს ხარჯი უნდა გაწეულიყო „არფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის დეკემბრის თვეში შპს „ლუკოილ ჯორჯიასაგან“ შეძენილი 2.0 ათასი ლარის ღირებულების საწვავი ანაზღაურებულია 2015 წლის თებერვალში. ამდენად, 2015 წლის 1 იანვრისათვის აღნიშნული თანხა უნდა აღრიცხულიყო ვალდებულებებში, რაც მუნიციპალიტეტის მიერ არ მომხდარა. ასევე არ არის წარმოდგენილი წლის დასაწყისათვის არსებული კრედიტორული დავალიანების ნაშთი 2.4 ათასი ლარის ოდენობით. 2014 წელს ფინანსურ ანგარიშგებაში ხელფასების სახით გაწეულია 1 028.4 ათასი ლარის ფაქტობრივი ხარჯი, აქედან, თანამდებობრივი სარგო - 778.5 ათასი ლარი, ხოლო პრემია - 249.9 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 776.8 ათასი ლარი და პრემიამ 251.6 ათაი ლარი. 2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ თანამშრომლებისათვის ანაზღაურებული საავადმყოფო ფურცლის თანხები 7.4 ათასი ლარის ოდენობით, გაცემულია „ხელფასების“ მუხლიდან. აღნიშნული ხარჯები გაწეული უნდა ყოფილიყო „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლიდან. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომანქანების დაზღვევის ღირებულება 3.3 ათასი ლარი , ასახულია ტრანსპორტის ხარჯებში, მაშინ როდესაც ის მიეკუთნება „სხვა ხარჯებს“ და წარმოადგენს „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯებს“. 2014 წელს სხვადასახვა ღონისძიებებზე მოსახლეობის გადაყვანისათვის ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები - 1.8 ათასი ლარი , ტრანსპოტის ხარჯის ნაცვლად ასახულია „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებაში“. 166 - - - - 2014 წელს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 39.9 ათასი ლარი, ფინანსურ ანგარიშგებაში კი ნაჩვენებია - 40.3 ათასი ლარი. 2014 წეელს მუნიციპალიტეტის მიერ ბანკისათვის გადახდილი მომსახურების თანხა 1.2 ათასი ლარი, აღრიცხულია „პროცენტის“ მუხლში, მაშინ, როდესაც იგი მიეკუთნება „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლს . მთავრობის 2012 წლის 23 ოქტომბრის განკარგულებით, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ გორში, გრიგოლ ფერაძის ქუჩის №5-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში 1635.2 კვ.მ ფართობი, მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით . 2013 წლის 21 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა მიატოვა აღნიშნული ქონება და ის კვლავ დაუბრუნდა სახელმწიფოს. მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოდან მასზე გადაცემული ქონება, ადმინისტრაციული შენობის ნაწილი, გაფასებული, ძირითად ქონებაში აღრიცხული და ფინანსურ ანარიშგებაში ნაჩვენები არ არის. 100. ერედვის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - მუნიციპალიტეტს 2013 წლის ბოლოს შენობა-ნაგებობების ნაშთში ერიცხება ქ.გორში მდებარე შენობა. აღნიშნული შენობა 2013 წელს სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა "შენობა-ნაგებობების" მუხლი წლის ბოლოსათვის არ შეცვლილა. - მუნიციპალიტეტის მიერ არ მომხდარა 2013 წლის დეკემბერში გახარჯული 2.6 ათასი ლარის ოდენობის საწვავის ღირებულების ვალდებულებად აღრიცხვა. - აუდიტის მომსახურებისა და შენობის დაცვის საფასური წარმოდგენილია ,,ოფისის ხარჯების" მუხლით ,ნაცვლად ,, სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების" მუხლისა. - მუნიციპალიტეტის მიერ ბანკის მომსახურეობაზე გადახდილი თანხა 0.6 ათასი ლარის ოდენობით აღრიცხულია,,პროცენტის " მუხლში" ნაცვლად "სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების" მუხლისა. - მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს ძირითად საშუალებებზე დარიცხული ცვეთის თანხა 20.7 ათასი ლარის ოდენობით, არ არის წარმოდგენილი ბალანსის დანართი #2ში. - მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს ,,სუბსიდიის"მუხლით გაცემული თანხა 199.2 ათასი ლარის ოდენობით არ არის წარმოდგენილი ბალანსის დანართი #2. - ,,სოციალური უზრუნველყოფის" მუხლიდან გაცემული თნხა შემცირებული ოდენობით არის წარმოდგენილი. - ფინანსურ ანგარიშგებაში ,, მანქანა- დანადგარებისა და ინვენტარის" მუხლის 2013 წლის დასაწყისისათვის ნაშთი შემცირებული ოდენობითა არის წარმოდგენილი. 167 - - - - - - 2013 წლის დასაწყისისათვის ფინანსურ ანგარიშგებაში,, ტრანსპორტის" მუხლის ნაშთი შემცირებული ოდენობითაა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტს არ აქვს ვალდებულებად აღიარებული 2014 წელს გახარჯული საწვავის ღირებულება. 2014 წელს სადეკერტო შვებულებისათვის თანხა 3.2 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად ,,სოციალური უზრუნველყოფის" მუხლისა გაცემულია ,, შრომის ანაზღურების" მუხლიდან. მუნიციპალიტეტს ფინანსურ ანგარიშგებაში,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების'' მუხლში წარმოდგენილია ბავშვების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯი ნაცვლად "ტრანსპორტის,,ტექნიკისა და იარაღის ექსპლოტაციის და მოვლა-შენახვის"ხარჯების მუხლისა. შენობის დაცვის საფასური ნაცვლად ,, სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების" მუხლისა, წარმოდგენილია ,,ოფისის ხარჯების" მუხლით. 2014 წელს მუნიციპალიტეტის მიერ საბუღალტრო-აუდიტის საფასური ნაცვლად ,, სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების" მუხლისა, წარმოდგენილია ,,ოფისის ხარჯების" მუხლით. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს ბანკის მომსახურეობაზე გადახდილი თანხა " ნაცვლად "სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების" მუხლისა, აღრიცხულია ,,პროცენტის " მუხლში. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს ძირითად საშუალებებზე დარიცხული თანხა არ არის წარმოდგენილი ბალანსის დანართი #2-ში. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს ,,სუბსიდიის"მუხლით გაცემული თანხა არ არის წარმოდგენილი ბალანსის დანართი #2. 2014 წლის დასაწყისისათვის ფინანსურ ანგარიშგებაში,, მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის" მუხლის ნაშთი შემცირებულადაა წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გადმოცემული ტრაქტორები, ღირებულებით 4.0 ათასი ლარი ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი არ არის „სატრანსპორტო საშუალებების“ მუხლში. ფინანსთა სამინისტროდან 2014 წელს უსასყიდლოდ მიღბული კომპიუტერული ტექნიკა ბალანსის დანართ #5 ნაცვლად ,,იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებიდან უსასყიდლოდ გადმოცემის" მუხლისა,წარმოდგენილია,,აქტივების შესყიდვის" მუხლში. 101. თიღვის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - ფინანსურ ანგარიშგებაში „მიმდინარე ანგარიში ბანკში ეროვნულ ვალუტაში“ მუხლის საწისი და საბოლოო ნაშთები ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილი თანხით არის წარმოდგენილი. კერძოდ, საბანკო ამონაწერის მიხედვით 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით ერიცხებოდა 218.6 ათასი ლარი, ხოლო ფინანსურ ანგარიშგებაში კი წარმოდგენილია 219.8 ათასი ლარის ოდენობით. 2015 წლის კი 1 იანვრისათვის 198.1 ათასის ნაცვლად აღიცხულია 199.2 ათსი ლარი. 168 - - - - მუნიციპალიტეტის მიერ ლტოლვილთა დასახლებისათვის წყლის ტუმბოების შეძენისათვის გაწეული სახრების ასახვა ნაცვლად არაფინანსური აქტივის მუხლისა, მოხდა ,,სხვადასხვა ხარჯების" მუხლში. 2014 წელს მუნიციპალიტეტმა სადეკრეტო შვებულებისათვის თანხა, 2.4 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად ,,სოციალური უზრუნველყოფის" მუხლისა გასწია ,, შრომის ანაზღურების" მუხლიდან. მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წელს ძირითად საშუალებებზე დარიცხული თანხა 10.7 ათასი ლარის ოდენობით არ არის წარმოდგენილი ბალანსის დანართი #2-ში. ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა ხარჯების“ მუხლი წარმოდგენილია 9.3 ათასი ლარით ნაკლები ოდენობით. შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების თანხა, 46.8 ლარის ოდენობით, ნაცვლად ,,საქონელისა დამომსახურების" მუხლისა წარმოდგენილია ,,მომუშავეთა ანაზღაურების" მუხლში. მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი შემცირებულადაა ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. ფინანსთა სამინისტროდან 2014 წელს უსასყიდლოდ მიღბული კომპიუტერული მუხლისა ტექნიკა ნაცვლად ,,აქტივების უსასყიდლოდ მიღების" წარმოდგენილია,,გრანტები სასაქონლო ფორმით" მუხლში. 102. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი    აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკრებულოს სტუმრებისათვის გადაცემული საჩუქრების დანიშნულებით გაცემის დამადასტურებელი საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები. - საკრებულოს კუთვნილ ზოგიერთ ავტომანქანაზე დოკუმენტირებულად გაწერილი საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად (71% - 89%-ით) აღემატება ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს. - საკრებულოში საწვავის ლიმიტის ათვისების საშუალო მაჩვენებელი ავტომანქანებზე სხვადასხვა მეთოდით გაცემის პირობებში განსხვავებულია. კერძოდ, ტალონური სისტემით საწვავის განაწილებისას ათვისების მაჩვენებლი 100%-ია, ელექტრონული ბარათებით - 90 %, ხოლო „ჩიპებით“ - 74 %. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა შესაფერისი მტკიცებულებები, რამ გამოიწვია ათვისების მაჩვენებლის სხვაობა. აღრიცხვა-ანგარიშგება - ქ. თბილისის საკრებულომ 2012 წელს საჩუქრებისათვის შეისყიდა 8 ცალი 2.3 ათასი ლარის ღირებულების საშობაო კალათა, სადაც შედიოდა ტკბილეული და ალკოჰოლური სასმელი, ხოლო 2014 წელს - 4.2 ათასი ლარის ტკბილეული და სასაჩუქრე კალათები. აღნიშნული დანახარჯი, ნაცვლად „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლისა, არასწორად არის კლასიფიცირებული „სხვა ხარჯების“ მუხლში. - საკრებულოს არ შეუდგენია 2012, 2013 და 2014 წლების ფინანსური ანგარიშგებები. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - საკრებულოს მაჟორიტარების ოფისებში დასაქმებულთა რიცხოვნობა ცვალებადია და საანგარშო პერიოდში საშუალოდ 86 თანამშრომელს შეადგენს. საკრებულოსა და დაქირავებულებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ თანამშრომლები, რომლებიც დაქირავებული არიან ერთნაირი სამუშაოების შესასრულებლად, იღებენ არსებითად განსხვავებულ ანაზღაურებას. 169 -   საკრებულომ რიგ შემთხვევებში ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, რომ სამსახურებრივი მივლინების შესახებ გადაწყვეტილებები განპირობებული იყო ობიექტური საჭიროებებით. გარდა ამისა, არ არის დანერგილი მივლინებით მიღწეული შედეგების განხილვისა და მივლინებიდან დაბრუნებულ თანამშრომელთა მიერ საკრებულოსათვის ანგარიშის წარდგენის პრაქტიკა. - 2012-2014 წლებში სარევიზიო კომისიის შენახვის ხარჯებმა 1 507.6 ათასი ლარი შეადგინა. საკრებულოს არ მოუსმენია ინფორმაცია სარევიზიო კომისიის არც ერთი შემოწმების შესახებ და არ განუხილავს აქტებში დაფიქსირებული დარღვევანაკლოვანებები. აგრეთვე, სარევიზიო კომისიას წარმომადგენლობით ორგანოში არ წარუდგენია თავისი საქმიანობის ანგარიშები. - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სავარაუდოდ კანონდარღვევით დაკანონებული მიწები. - ქ. თბილისის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების დროს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ზოგჯერ არ ეფუძნება საკმარის დასაბუთებას, არ ჩანს, რამ გამოიწვია ზონირების შეცვლა, მათ შორის, რეკრეაციული დანიშნულების მიწებისათვის. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2013 წელს დამტკიცებული ბიუჯეტით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის შეადგენდა 3 922.9 ათას ლარს, რაც წლის განმავლობაში ნაცვლად დასაშვები 326.9 ათასი ლარისა, გაიზარდა 2 465.9 ათასი ლარით და 6 388.8 ათასი ლარი შეადგინა. შედეგად, „შრომის ანაზღაურების“ მუხლი ზედმეტადაა გაზრდილი 2 139.0 ათასი ლარით. - 2014 წელს დამტკიცებული ბიუჯეტით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლი შეადგენდა 6 959.0 ათას ლარს, რაც წლის განმავლობაში დასაშვები 579.9 ათასი ლარის ნაცვლად გაიზარდა 1 379.0 ათასი ლარით და 8 338.0 ათასი ლარი შეადგინა. შედეგად, 2014 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლი გაიზარდა დასაშვებზე 799.1 ათასი ლარით მეტი თანხით. - საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის მოხელეებზე დანამატის გაცემის წესი საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის - ბრძანების სახით, რითაც დაირღვა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე დანამატის სახით გაცემულია 36.4 ათასი ლარი. - საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ხარჯების ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 1 449.1 ათასი ლარი. ხარჯების დასადასტურებლად აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები. საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშრებული ხარვეზები - 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 1 095.9 ათასი ლარი, რაც „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლით დახარჯული თანხის 42,7 %-ს შეადგენს. 2013 წელს პრემიის მოცულობა 2 863.2 ათასი ლარია, თანამდებობრივი სარგოს - 81,5%. 2014 წელს საპრემიო თანხა და სახელფასო დანამატი 4 249.8 ათას ლარს შეადგენს, აღემატება თანამდებობრივ სარგოს და ამ მუხლის 170    106,5%-ია. რიგ შემთხვევაში პრემია გაცემულია თანამდებობრივი სარგოს 200%-300%-ის ოდენობით. - საკრებულოს მიერ წარმოდგენილი პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და თანხის განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ არსებული პრაქტიკის მიხედვით, პრემიები გაცემულია იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც იმყოფებოდნენ შვებულებაში და ვერ შეძლებდნენ საერთო შედეგში წვლილის შეტანას. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2013 წლის 4 იანვარს და 2013 წლის 26 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერებით, საკრებულომ შეისყიდა 10 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ორივე შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურების საგარანტიო მოთხოვნები განსხვავდება ხელშეკრულებაში ასახულისაგან. გაფორმებული ხელშეკრულებით, შემსყიდველი ორგანიზაციის პირობები სატენდერო დოკუმენტაციასთან შედარებით გაუარესებულია. - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2012-2014 წლების საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული 131 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან, 72 ტენდერი (55%) ჩატარდა უკონკურენტო გარემოში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით. დაბალი კონკურენცია შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმითაც, რომ საკრებულოს დაწესებული აქვს საქონლის/მომსახურების მიწოდების შეზღუდული ვადები. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - 2013 წლის 20 დეკემბერს, კანონმდებლობის დარღვევით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შეძენილია კომპიუტერული ტექნიკა, კერძოდ, iMAC 27, ღირებულებით - 4.4 ათასი ლარი. შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 3 ნოემბრის #73 დადგენილების შესაბამისად, საკრებულოს მიერ მიღებულია ცალკეული დადგენილებები და საოქმო გადაწყვეტილებები საკრებულოს ეგიდით და პატრონაჟით გასამართი ღონისძიებების დაფინანსების შესახებ. საანგარიშო პერიოდში ამ მიზნით ბიუჯეტიდან დახარჯულია 85.8 ათასი ლარი და დაფინანსება გაცემულია სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ასახვის, შესყიდვის პროცედურების ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რითაც დარღვეულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნები. - 8. საგანმანათლებლო სისტემებისა და კულტურის პროგრამების მხარდაჭერა 103. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სატენდერო დოკუმენტაციაში სატრანსპორტო საშუალებების საკუთრების ან იჯარის შესახებ მოთხოვნა წარმოადგენდა დამაბრკოლებელ ფაქტორს ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიებისთვის. სამინისტროს არ აძლევენ კომპანიები, პროგრამის თავიანთი ფარგლებში შეთანხმებული სატრანსპორტო მოქმედებით მომსახურების 171 გაუმჯობესების შესაძლებლობას, ვინაიდან მოთხოვნა, რომელიც „მიუღებელი“ აღმოჩნდა წარმოადგენდა კონტროლის მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა, რამდენად უზრუნველყოფდა ესა თუ ის კომპანია სატენდერო პირობებით განსაზღვრული მომსახურებით ბენეფიციარების სრულად დაფარვას და მიიღებდა თუ არა სარგებელს ყველა ბენეფიციარი. - 813 საჯარო სკოლაში, პროგრამაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ტევადობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად გაწეული სატრანსპორტო მომსახურებით შესაძლებელი იყო პროგრამის ბენეფიციარების (მოსწავლეების) მხოლოდ ნაწილის დაფარვა, შედეგად მომსახურების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდა 57.932 მოსწავლეს. - პროგრამაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებები ტექნიკური აღჭურვილობის მიხედვით არ არიან ადაპტირებული ბავშვების გადასაყვანად და ვერ უზრუნველყოფენ ზამთრის პირობებში მათ უსაფრთხო გადაადგილებას.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები შედეგად საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა - პროგრამის ფარგლებში ფაქტიურად გაწეული მომსახურების აღრიცხვის მიზნით სამინისტროს მიერ შემუშავებული ტაბელის ფორმა, რომელიც წარმოადგენს სამინისტროსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველს, ვერ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს და გადაყვანილ მოსწავლეთა რაოდენობრივ მოცემული პირველადი დოკუმენტით შესაბამისად, შეუძლებელია ფაქტობრივად გაწეული მომსახურების განსაზღვრა. 104. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - რიგ შემთხვევებში არაფინანსური აქტივები არ არის შეფასებული ან/და ასახული კომპონენტების ფინანსურ ანგარიშგებაში. - 2015 წლის 20 აპრილს სამინისტროს აპარატის ბალანსიდან ჩამოიწერა საცხოვრებელი შენობა, რომელიც აისახა 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში. - სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ ,,ერისიონი“-ს ფინანსურ ანგარიშგებაში, კაპიტალიზებადი დანახარჯები ასახულია დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის ანგარიშზე. - სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრზე რიცხული შენობა ნეგებობის საწყისი საბალანსო ღირებულება გაზრდილია ზედმეტად 77.8 ათასი ლარით. - სსიპ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელს „არაფინანსური აქტივების“ საბალანსო მუხლის მიხედვით ერიცხება საცხოვრებელი ბინა, რომელიც არაა სასწავლებელზე დარეგისტრირებული. - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფინანსურ ანგარიშგებაში 24.7 ათასი ლარით ზედმეტადაა გაზრდილი ბალანსის აქტივის ნაწილი. - სსიპ თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ფიანანსურ ანგარიშგებაში მოკლევადიანი მოთხოვნა ასახულია ვალდებულების ნაწილში. - რამდენიმე სსიპ-ში ცვეთის ხარჯის გაანგარიშებისას დაშვებულია რიგი უზუსტობები, შედეგად ჯამში შემცირებულია ცვეთის ხარჯი. 172 - სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსიდან სათანადო საფუძვლის გარეშე ჩამოწერილია ხანდაზმული დებიტორული დავალიანებები. - სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ბალანსის საცნობარო მუხლში ასახულია გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანება ჩამოწერის საფუძველი ვერ იქნა წარმოდგენილი, ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება. - სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ჩამოწერილი აქვს დებიტორული დავალიანება, რომლის საფუძველიც დოკუმენტურად წარმოდგენილი ვერ იქნა. 105. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014 წლის კონსოლიდირებული ფინანასური ანგარიშგების აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - სამედიცინო უნივერსიტეტის „ფინასური აქტივების“ საბალანსე ანგარიშის საწყის და საბოლოო ნაშთში ასახულია საუნივერსიტეტო კლინიკების მიხედვით 2009-2011 წლებში წარმოშობილი 981,768 ლარის დებიტორული დავალიანება პაციენტების მიმართ, რომლის სისწორის დადასტურებაც აუდიტის ჯგუფმა ვერ მოახერხა . - სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებს ერიცხებათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ 1996-2008 წლებში წარმოშობილი 1,597,894 ლარის დებიტორული დავალიანება, რომლიდანაც დებიტორი აღიარებს მხოლოდ 676,401 ლარს. - სამედიცინო უნივერსიტეტს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბალანსზე აღრიცხული აქვს 901,925 ლარის დებიტორული დავალიანება სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიმართ, რომლის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმისწარმოება.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - დაურეგისტრირებელი არაფინანასური აქტივები. - ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი ჩამოსაწერი ქონება არ არის ჩამოწერილი და ბალანსი გაზრდილი ღირებულებით არის წარმოდგენილი. - არ მომხდარა აქტივების სრული ინვენტარიზაცია. შესაბამისად ვერ ხდება დადასტურება ანგარიშგებაში წარდგენილი არაფინანსური აქტივების სიზუსტის, არსებობისა და სისრულის.  აღრიცხვა-ანგარიშგება - არაფინანსური აქტივების არასწორი კლასიფიკაცია. გაზრდილია დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიში და შემცირებულია შენობა-ნაგებობების ღირებულება. - საბალანსე მუხლის "გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების" გაზრდილი ღირებულებით არის წარდგენილი. - სამინისტროს სისტემის ერთეულებს შორის წარმოშობილი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვიანობის შეუსაბამობა. ვალდებულების წარმოქმნისას მეორე მხარეს, იმავდროულად, ღირებულების ტოლი მოთხოვნა არ აქვს მოცემული ვალდებულების წარმოქმნილი. საბალანსე მუხლები არასწორად არის წარმოდგენილი. 173 - შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) გადასახადების პირადი ბარათების საგადასახადო აქტივების მონაცემები არ შეესაბამება ორგანიზაციების ბუღალტერის მონაცემებს. საგადასახადო აქტივების მუხლები არასწორად არის წარმოდგენილი. - შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) ბარათების საგადასახადო ორგანიზაციების ვალდებულებების ბუღალტერის მონაცემებს. გადასახადების პირადი მონაცემები არ საგადასახადო შეესაბამება ვალდებულებების მუხლები არასწორად არის წარმოდგენილი. - სამედიცინო უნივერსიტეტს ბალანსის ფორმა N4-ში საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 554,306 ლარით არის შემცირებული, შესაბამისად შემცირებული ღირებულებით არის წარდგენილი სადაზღვევო მიღებული შემოსავლები, მოთხოვნებიც ფორმა N1-ში. - ილიაუნის საგანმანათლებლო საქმიანობიდან კლასიფიკაციით „საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია“ დარიცხვის პრინციპის შესაბამისად არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული . აღნიშნული უზუსტობის გამო 1,207,971 ლარით შემცირებულია „შემოსავალი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან“ მუხლი ანგარიშგების ფორმა N4-ში. - სააღრიცხვო ჩანაწერების ხასიათიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო საკმარისი და საგანმანათლებლო შესაფერისი აუდიტორული საქმიანობის მიხედვით მტკიცებულების „ფულად სახსრებზე მოპოვება და მათ ექვივალენტებზე აქტივების/მომსახურების მიწოდებით“ წარმოშობილი მოთხოვნების სიზუსტის თაობაზე რწმუნების მიღების მიზნით. - სააღრიცხვო ჩანაწერების ხასიათიდან გამომდინარე აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება „ხვა მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებების“ საწყის და საბოლოო ნაშთის სისწორის შესახებ რწმუნების მიღების მიზნით. - უნივერსიტეტბმა ვერ წარმოგვიდგინა საკმარისი და შესაფერისი სააღრიცხვო ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა არასწორი სააღრიცხვო პოლიტიკის ეფექტის დადგენა ფინანსურ ანგარიშგებაზე, შესაბამისად ჩვენ ვერ ვადასტურებთ თუ რა ოდენობის ფაქტიური შემოსავალი მიიღეს უნივერსიტეტბმა 2014 წელს. - ანგარიშგების ფორმებს შორის შეუსაბამობა: ფორმა N5-ში წარმოდგენილი ძირითადი კაპიტალის მოხმარების ღირებულება 29,480,911 ლარი 1,073 ლარით ნაკლებია, ფორმა N2-ში წარმოდგენილ ძირითადი კაპიტალის მოხმარების ღირებულების 22,445,965 ლარისა და ფორმა N4-ში წარმოდგენილ ძირითადი კაპიტალის მოხმარების ღირებულების 7,036,019 ლარის ჯამზე. - ფორმა N6-ში სატრანსპორტო საშუალებების მიღებები და გასვლები არ შეესაბამება ფორმა N5-ის მონაცემებს, კერძოდ: საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მიღება ფორმა N6-ის მიხედვით შეადგენს 704,817 ლარს ხოლო ფორმა N5-ის მიხედვით 763,113 ლარს. ასევე განსხვავდება გასვლებიც, საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების გასვლა ფორმა N6-ის მიხედვით შეადგენს 774,693 ლარს ხოლო ფორმა N5-ის მიხედვით 385,015 ლარს. 174  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში 2014 წლის განმავლობაში თანამშრომლების დანამატების გაცემა ხდებოდა „შრომის ანაზღაურების“ მუხლის ნაცვლად „საქონელი და მომსახურების მუხლიდან“, როგორც შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება.  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა - საანგარიშგებო წლის ბოლოს თანხების ათვისება: (32 00) „საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება“ ქვეპროგრამის (32 05 02) ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლებისა და პროფესიული/უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაცია. 2014 წლის ბიუჯეტის კანონით აღნიშნული ქვეპროგრამის ასიგნება 68,704 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა, მაშინ როცა დაზუსტებულმა გეგმამ 92,821 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ 89,741 ათასი ლარი შეადგინა. 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ანალიზიდან ჩანს, რომ თანხების უდიდესი ნაწილი (87%) ამ ქვეპროგრამაზე აკუმულირებულ იქნა ნოემბერსა და დეკემბერში იმ პროგრამებიდან, რომელთა ფარგლებშიც უწყების მიერ ვერ მოხერხდა ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი ასიგნებების სრულად ათვისება.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - წინასწარ დანიშნული დანამატები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის N1097 ბრძანების საფუძველზე, ბრძანების დანართში გათვალისწინებულ 54 საჯარო მოხელეს 2014 წლის განმავლობაში დაუწესდა დანამატი ამავე დანართით გათვალისწინებული ოდენობით. - სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დირექტორის 2014 წლის 3 იანვრის N09-01 ბრძანების მიხედვით, ცენტრის 19 თანამშრომელს ყოველთვიურად დაენიშნათ ფიქსირებული დანამატები თვეში სულ 9,095 ლარის ოდენობით.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - სახელმწიფო სასწავლო გრანტი: გამოვლინდნენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც სიაში ორჯერ იყვნენ შეყვანილი (სულ 185 სტუდენტი). შესაბამისად, მოცემული სტუდენტების მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლეს საგანათმლებლო დაწესებულებებს სასაწავლო გრანტის თანხა ჩაურიცხა გაორმაგებული ოდენობით. ზედმეტად ჩარიცხული თანხა 207,338 ათას ლარს შეადგენდა. გამოვლინდა ფაქტები, როდესაც ხდება იმ სტუდენტების დაფინანსება , რომლებიც დამატებით სემესტრში სწავლობდნენ და აღარ ეკუთვნოდათ 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასაწავლო გრანტის მიღება. 2014 წელს აღნიშნულმა დაფიანანსებამ 90 ათას ლარზე მეტი შეადგინა. პასუხისმგებელი პირების განმარტებით ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 33 ათასი ლარი წარმოადგენს სასწავლო გრანტის თანხას იმ სტუდენტების მიხედვით, რომელთაც 2011-2012 სასწავლო წლის მიხედვით ჰქონდათ „აქტიური“ სტატუსი და მოცემულ პერიოდში ამ 175 თანხის, სასწავლო დაწესებულებებისათვის ჩარიცხვა არ განხორციელებულა. აღნიშნულის დადასტურება ვერ ხერხდება აუდიტის მაშტაბიდან გამომდინარე.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - შესყიდვის ობიექტის არასწორი განსაზღვრა: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიერ არ მოხდა სარეაბილიტაციო შენობის მდგომარეობის ჯეროვანი შესწავლა, რამაც გამოიწვია სახელმწიფო სახსრების არაეფექტურად განკარგვა. შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება (10,193 ლარი) დადგინდა მომწოდებელის მიერ წარმოდეგნილი შესრულების ფორმებით და არა საექსპერტო შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება 10,193 ლარის ღირებულების სამუშაოების რეალობის თაობაზე.  შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა დარღვევები - მონიტორინგის სისუსტე: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ შესყიდული შესასრულებელი სამშენებლო და სარეაბულიტაციო სამუშაოების დასრულება ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. გეგმა გრაფიკების არ არსებობა შემსყიდველს უზღუდავს წარმოდგენას თუ რა ეტაპზეა სამუშაოთა მიმდინარეობა და რამდენად საფუძვლიანია ანგარიშსწორება გარკვეულ ეტაპზე შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. - ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების დაუსაბუთებლობა: არის შემთხვევები როდესაც სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების შემსრულებლების თხოვნას, სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მომწოდებლისაგან დამატებითი განვითარების ვადის სააგენტო მოთხოვნის აკმაყოფილებს მიზეზების და მათი საფუძვლიანობის დასაბუთების გარეშე. 106. მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის 2010-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სამინისტრომ 2010 წელს საკუთარი ძალებით სახელმძღვანელოების მიწოდების მიზნით შეძენა. განახორციელა 655.0 ათასი ლარის ღირებულების საწვავის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით მოცემული შესყიდვის განხორციელების საჭიროება.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აუდიტის პერიოდში სააგენტოს სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია მოთხოვნებისა ვალდებულებების და მხრიდან „საბიუჯეტო არ განხორციელებულა ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის ქონების, ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება მოცემული მატერიალური ფასეულობების არსებობის შესახებ.  საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი განკარგვა 176 - შესაბამისი შეფასების კრიტერიუმის ნაკლებპრიორიტეტულობის გამო, გრიფი ენიჭება ისეთ „მოსწავლის არსებობს ამოსაჭრელ/ჩასაწერ/ჩასახაზი სავარჯიშოები და ამ მიზეზით, მათი უმრავლესობა გამოუსადეგარია მომდევნო სასწავლო წიგნს“, რომელშიც წლისათვის.კერძოდ ქართულენოვანი და „მოსწავლის 47-ბილინგური), ამოსაჭრელ/ჩასაწერ/ჩასახაზი წიგნის“ 283 დაახლოებით სავარჯიშოები ან სახეობიდან (236- 160-ში განთავსებულია მინიშნებები სავარჯიშოების „მოსწავლის წიგნში“ შესასრულებლად. არსებული გარემოების გათვალისწინებით, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების 57% მაღალი რისკის შემცველია მათი მომდევნო სასაწავლო წლისათვის გამოყენების თვალსაზრისით, რაც 2014-2015 სასწავლო წლისთვის ჩანაცვლებული სახელმძღვანელოების მაღალი პროცენტული მაჩვენებლის ერთ-ერთი საფუძველია. - ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების არასათანადო მონიტორინგის შედეგად ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმძღვანელოების არაოპტიმალური და დაუსაბუთებელი მარაგების ფორმირება. აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩეული 56 სკოლის მიხედვით, უცხოური ენების (გერმანული, ფრანგული) სახელმძღვანელოების მეტობით შეძენაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 254.6 ათასი ლარი.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2010-2011 წლებში პროგრამის ბენეფიციართა შესახებ არასრული მონაცემების წარმოდგენის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა სათანადო რწმუნება როგორც ბენეფიციართა, ისე მათ დასაკმაყოფილებლად შეძენილი სახელმძღვანელოების რაოდენობის სიზუსტის შესახებ. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას პროგრამის პირობების შესრულების შესახებ. - სსიპ "მართვის საინფორმაციო სისტემის" მიერ კონტროლირებადი აღრიცხვის ელექტრონული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სკოლებში არსებული რვეულების ნაშთის თაობაზე ინფორმაციის ასახვას, რაც იწვევს რვეულების მარაგის ფორმირებას,რომელიც დასტურდება ახალი სკოლებში ახალი აუდიტის ჯგუფის მიერ სკოლების შერჩევითი შემოწმებით.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სააგენტოს მიერ წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2013-2014 წლებში ელექტრონული ფოსტით დაკავშირება მოხდა 30 კომპანიასთან, აუდიტის ჯგუფისათვის კი წარმოდგენილია 2013 წელს 4 ხოლო 2014 წელს 6 კომპანიასთან კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აუდიტის ობიექტის მიერ დანარჩენ ფირმებთან მიმოწერა დოკუმენტურად არ დასტურდება. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება განმარტებით ბარათში მოყვანილ დანარჩენ კომპანიებთან კომუნიკაციის თაობაზე. - გამარტივებული შესყიდვის საშუალების გზით, სააგენტომ 2014 წელს - სახელმძღვანელოების ბეჭვდის მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა გაერთიანებულ ღირებულებამ შეადგინა ქართულ 7.01 ათასი სტამბასთან, სადაც ლარი.მოცემულ სახელშეკრულებო შემთხვევაში სასკოლო სახელმძღვანელოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შეძენის საჭიროება წარმოიშვა არა გარემოებათა ობიექტური განვითარებით, არამედ შესყიდვის 177 მოსამზადებელი ეტაპის მართვის ხარვეზებით და სახელმძღვანელოების მოძრაობაზე სუსტი კონტროლის მექანიზმების არსებობით, რომლებმაც თავის მხრივ განაპირობა შესყიდვის გაჭიანურება და ელექტრონული ტენდერის გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაწესებული საჯარიმო სანქციების გამოყენება, რამაც ჯამურად შეადგინა დაახლოებით 105.0 ათასი ლარი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური განკარგვა - სამინისტრომ 2011 წელს სახელმძღვანელოების სადისტრიბუციო მომსახურების გაწევის მიზნით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს „საქართველოს ფოსტას“-თან ღირებულებით 350.5 ათასი ლარი. 2012 წელს სამინისტრომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება - სახელმძღვანელოების შეძენა და დისტრიბუცია გააერთიანა შესყიდვის ერთ ობიექტად და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მისი შეძენა განახორციელა შპს „საქართველოს ფოსტის“-სგან. მოცემულ შემთხვევაში მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1 480.0 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა 2013-2014 წწ. ელექტრონულ ტენდერებზე ვაჭრობის შედეგად სახელმძღვანელოების ერთეულზე ჩამოყალიბებული სადისტრიბუციო მომსახურების საშუალო ფასის საფუძველზე განსაზღვრა მოცემულ მომსახურებაზე საბაზრო ღირებულება. აღნიშნული დაანგარიშებების გათვალისწინებით, 2011-2012 წლებში სახელმძღვანელოების სადისტრიბუციო მომსახურების შესყიდვისას, აუდიტის ობიექტის მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული (კანონშესაბამისი) შესყიდვის საშუალების საშუალებებიდან (ელ. ტენდერის) ყველაზე მისაღები გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დაახლოებით 1 500.0 ათასი ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. 107. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით ბრძანების საფუძველზე გადმოცემულ შენობა-ნაგებობის პირველ და მეხუთე სართულებზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, კვლავ განთავსებულია და ფუნქციონირებს სამინისტროსთან ერთად სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი რიგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა სუბიექტები. - სამინისტროსა და შპს „მერიდიანს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების თანახმად დაიბეჭდა, ხოლო სამინისტრომ მიიღო წიგნები ( „ლიტერატურა და ხელოვნება აფხაზეთში“), თუმცა ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტში ისინი ვერ იქნა წარმოდგენილი, რის გამოც ძირითადი საშუალებებისა და 178 სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 5.0 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობების.  აღრიცხვა-ანგარიშგება - სამინისტროს შენობის სარემონტო სამუშაოების ხარჯები 15,832.96 ლარის ოდენობით, არასწორადაა გაწეული წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული „არაფინანსური აქტივები“-ს მუხლიდან და არამართებულადაა აღრიცხული სამინისტროს ბალანსის მუხლში - „შენობები და ნაგებობები“, ვინაიდან სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოების აქტების შესწავლით მოცემული სამუშაოები განეკუთვნება მიმდინარე შეკეთების ხარჯებს და უნდა აღრიცხულიყო როგორც „საქონელი და მომსახურება“, კერძოდ „ოფისის ხარჯების“ კლასიფიკატორში). შესაბამისად 2014 წლის ბოლოს შენობა-ნაგებობების საბალანსო მუხლი, ზედმეტადაა გაზრდილი 15.8 ათასი ლარით. ამავდროულად, აღნიშნული თანხით არასწორადაა გაზრდილი საბიუჯეტო კლასიფიკატორის მუხლი „არაფინანსური აქტივები“ და შემცირებულია საბიუჯეტო კლასიფიკატორის მუხლი „საქონელი და მომსახურება“. - 19 ერთეული გრძელვადიანი მცირეფასიანი ინვენტარიზაციით გამოვლინდა აქტივების ზედმეტობა. ვინაიდან მოცემული აქტივების ღირებულება უცნობი იყო, ისინი შეტანილი იქნა საივენტარო აღწერაში ღირებულებების გარეშე. - ბეჭდვითი გამოცემის ფარგლებში განსაზღვრული იყო 5,000.00 ლარის ღირებულების 300 ცალი კრებულის „ლიტერატურა და ხელოვნება აფხაზეთში“ გამოცემა. სამინისტროს ზემოაღნიშნული წიგნები აღრიცხული აქვს საცნობარო მუხლში „პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები“. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საცნობარო მუხლში „პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები“ – აღირიცხება ორგანიზაციის მიერ დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობანი. შესაბამისად 5.0 ათასი ლარი არ არის აღრიცხული ბალანსის შესაბამის მუხლში .  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამინისტროს მიერ ჩატარებული 6 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან 2 შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთა მიერ დაფიქსირებულია საბოლოო ფასები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაბალია სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე. 108. სსიპ - სულიერებისა და კულტურის ცენტრის 2011-2014 წლების შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა ბალანსზე რიცხული 6 ერთეული 1.0 ათასი ლარის ღირებულების აქტივების დანაკლისი და დაუდგენელი ღირებულების 29 ერთეული აქტივის ზედმეტობა.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2011 წლის წლიური ბალანსის დანართ ფორმა N2 - ში, არ არის ასახული ძირითადი კაპიტალის მოხმარების თანხა, ხოლო დანართებში ფორმა N3 და ფორმა N5 -ში ფიზიკური ცვეთა ნაჩვენებია 2.7 ათასი ლარის ოდენობით; 2014 წლის წლიურ ბალანსის დანართ ფორმა N 5-ში მიმდინარე პერიოდში შესყიდული ჯამში 4. 1 ათასი ლარის ღირებულების აქტივის შეძენა შეცდომით 179 ასახულია, გრაფაში - აქტივების შესყიდვა წინა წლების ავანსების შემცირებით; 2011 – 2014 წლების ბალანსები არ იყო წარდგენილი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანოსათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ იყო დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი ორგანიზაციის ბალანსის შესამოწმებლად, შედეგად ფინანსური ანგარიშგების აუდიტი არ განხორციელებულა დადგენილი წესის შესაბამისად.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აუდიტის პერიოდში საწვავის გახარჯული და გადარიცხული სატელეფონო მომსახურების ლიმიტები არ იყო შეთანხმებული ცენტრის საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან. 109. სსიპ კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა თეატრის ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მისამართზე განლაგებული აქტივების დანაკლისები და ზედმეტობა. კერძოდ, დაფიქსირდა 22 ერთეული 1324.0 ლარის ღირებულების ინვენტარის დანაკლისი, 7 ერთეული დაუდგენელი ღირებულების ინვენტარის ზედმეტობა. ასევე, გამოვლინდა 21 ერთეული 690.5 ლარის ღირებულების ინვენტარის გაორება.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - ვაჟა–ფშაველას გამზ. N16-ში მდებარე შენობა ნაგებობის მე - 3 სართულზე არსებული ფართი (180.29მ2), თანხობრივად აღრიცხული არ იყო თეატრის 2013 წლის ბალანსში, რის შედეგად არსებითი ცდომილებით, შემცირდა რეალურად არსებული არაფინანსური აქტივების ღირებულება.  აღრიცხვა-ანგარიშგება - 2013-2014 წლების განმავლობაში ცვეთა შეეხო ისეთ აქტივებს, რომლის ღირებულება არ აღემატებოდა 500 ლარს. კერძოდ, ცვეთა არასწორად დაერიცხა 2013 წელს 834 ერთეულ მცირეფასიან გრძელვადიან აქტივს 4 249.85 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წელს 609 ერთეულ მცირეფასიან გრძელვადიან აქტივს 3 829.18 ლარის ოდენობით. - არ დაკორექტირებულა წინა აუდიტით გამოვლენილი ხარვეზი კერძოდ, ბალანსის საცნობარო მუხლში ,,ხარჯებში ჩამოწერილი მარაგები ექსპლუატაციაში“ არსებული თანხები, რომლებიც შემცირებული იყო 3 279.00 ლარის ოდენობით. - 2014 წლის ბალანსის დანართ ფორმა N4-ში არაფინანსური აქტივების შემაჯამებელ მუხლში 9 840.0 ლარის ნაცვლად ნაჩვენებია 10 302.0 ლარი. ამასთან 9 840.0 ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივებიდან ძირითად აქტივებს წარმოადგენს მხოლოდ 1 530.0 ლარის ღირებულების ინვენტარი, ხოლო დანარჩენი 8310.0 ლარის ღირებულების საქონელი წარმოადგენს მატერიალურ მარაგებს. - 2013 წლის ბალანსის ფორმა N1 -ში არ არის ასახული წლის ბოლოს ნაშთად არსებული მატერიალური მარაგები (გაზის ტალონები) 374.00 ლარის ოდენობით, რომელიც ნაჩვენებია ბალანსის დანართი ფორმა N5-ში როგორც ფულადი დოკუმენტები. 180 - 2013-2014 წლების ბილეთები ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსში) არ იყო ასახული, როგორც ფულადი დოკუმენტები. - „ძირითადი კაპიტალის მოხმარება“, 17 342.81 ლარის ნაცვლად შეცდომით იყო დაფიქსირებული თანხა 19 717.68 ლარის ოდენობით. - 2013 და 2014 წელს წარდგენილი იქნა მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია, თუმცა ეკონომიკური საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა (რაც ასახულია ფინანსურ ანგარიშგებებში - ფN4-ში) შეადგინა 2013 წელს 5932.0 ლარი და 2014 წელს 27 208.0 ლარი.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - 2013 წელს ჯამში 1106.0 ლარის ოდენობის გაცემულ პრემიებზე 7 შემთხვევაში, ხოლო 2014 წელს ერთ შემთხვევაში 1485.0 ლარის ოდენობის პრემიაზე არ ყოფილა თანხმობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოდან. - 2013 -2014 წლებში დაწესებული სატელეფონო და საწვავის ლიმიტებზე არ ყოფილა თანხმობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოდან 110. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის (6 თვე) ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - აჭარის ავტონომიური სამინისტროს 2015 რესპუბლიკის წლის 6 თვის განათლების, კულტურისა და სპორტის ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯმა შეადგინა 134.2 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა ხარჯმა 139.3 ათასი ლარი. აღნიშნული ხარჯიდან 3.7 ათასი ლარი გაწეულია ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლის“ მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალება SUBARU FORESTER-ის ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვაზე, მათ შორის, მხოლოდ სათადარიგო ნაწილებსა და ტექნიკურ მომსახურებაზე - 2.2 ათასი ლარი. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხება ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლის“ ბალანსზე, ხოლო აუდიტის ობიექტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.  აღრიცხვა-ანგარიშგება - სამინისტროს 2015 წლის 6 თვის ბალანსის თანახმად, ძირითადი კაპიტალის მოხმარება შეადგენს 7.3 ათას ლარს. აუდიტის ობიექტის განმარტებით, ძირითადი კაპიტალის მოხმარების ველში ასახულია სსიპ „სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმის“ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ძირითადი კაპიტალის ჩამოწერით წარმოშობილი თანხა. საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის თანახმად, ძირითადი კაპიტალის მოხმარება წარმოადგენს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფიზიკური ცვეთის, მორალური ცვეთის და ჩვეულებრივი შემთხვევითი დაზიანების შედეგად, სახელმწიფო ერთეულის მფლობელობაში არსებული და მის მიერ გამოყენებული ძირითადი აქტივის ღირებულების შემცირებას, ხოლო აქტივების გასვლა არის ყველა ოპერაცია, რომელიც ამცირებს ერთეულის აქტივების მოცულობას (გაყიდვა, გასხვისება, ჩამოწერა და სხვა), გარდა ძირითადი კაპიტალის მოხმარებისა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები 181 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრეთვე განათლების, სპორტის კულტურისა და და სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატი, დეპარტამენტი, სხვადასხვა სახის სახელმწიფო შესყიდვებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე, ახორციელებენ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი დადგენილია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ღონისძიებები ხორციელდება სხვადასხვა პერიოდულობით, მთელი წლის განმავლობაში და ვადებში შეზღუდულობის საკითხი, რიგ შემთხვევებში, არ დგას, შემსყიდველის მიერ აღნიშნული საშუალებით შესყიდვის საფუძვლით, განხორციელების გამარტივებული მოთხოვნა გონივრულ შესყიდვის საფუძველს მოკლებულია და ეწინააღმდეგება საკანონმდებლო ნორმის მიზნებს. ეფექტური კონკურენციის არარსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკებს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - სსიპ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის“ მიერ, პანსიონის 220 აღსაზრდელის კვებითი უზრუნველყოფის მომსახურებაზე, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელი მომსახურების გაწევას უზრუნველყოფდა საკუთარი კვების პროდუქტებით და დამხმარე პერსონალით. ხელშეკრულებაში 2015 წლის 1 აპრილს შევიდა ცვლილება, რომლითაც მიმწოდებელის ვალდებულებას აღარ წარმოადგენდა მომსახურების გაწევა საკუთარი დამხმარე პერსონალით. შემდგომში დამხმარე პერსონალის დაქირავების ხარჯები დაფინანსებული იქნა სსიპ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის“ მიერ. განხორციელებული ცვლილების შედეგად, სკოლის ბიუჯეტიდან დამატებით იქნა გაწეული 4.4 ათასი ლარის ხარჯი. 111. სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’-ს 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - უნივერსიტეტის მიერ არ არის განხორციელებული ბალანსზე რიცხული აქტივების და ვალდებულებების, მატერიალური ფასეულობების, საცნობარო მუხლებში აღრიცხული ძირითადი აქტივების, ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგების და ამორტიზებული ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია, რითაცდარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული ,,სააბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“. 182 - უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების კორპუსიის, სპორტდარბაზისა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობის დაშლის შედეგად მიღებული 1 224 კვ.მ სახურავის კანონშესაბამისად განკარგვა, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება, ხოლო შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოს არაიდენტიფიცირების პირობებში გადახდილია 1.0 ათასი ლარი.  ორგანიზაციული და პერსონალის მარვასთან დაკავშირებული ხარვეზები - უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სააუდიტორო და არასააუდიტორო დატვირთვის ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 7 ივნისის N57 დადგენილებით განსაზღვრულ და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სავალდებულო სააუდიტორო და არასააუდიტორო დატვირთვის კომპონენტებს. კერძოდ, დატვირთვით განსაზღვრული 22 039 საათის ნაცვლად, სავალდებულო ფაქტობრივი დატვირთვა შეადგენს 15 659 საათს, 6 380 საათით ნაკლებს. - უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის მე- 2 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, სამსახურში პერსონალი საფუძველზე, დროებით, წარმოდგენილი არამუდმივ დოკუმენტებით მიიღება ამოცანათა ირკვევა, ვადიანი ხელშეკრულების შესასრულებლად, რომ ფაქტობრივი თუმცა დასაქმება განხორცილებულია 2012, 2013 და 2014 წლებში. - სასწავლო-სოციალურ პროგრამაში ,,სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ მონაწილეობის მსურველთა შერჩევის ყველა კრიტერიუმში არ არის იდენტიფიცირებული სოციალურად დაუცველის სტატუსი, რასაც პროგრამის მიზანი ითვალისწინებს, ხოლო ,,მრავალშვილიანი ოჯახი ექვსი და მეტი შვილის“ შეფასების კრიტერიუმი ურთიერთსაწინააღმდეგო პირობებს მოიცავს.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - უნივერსიტეტის წესდებისა და უნივერსიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამოდ გაწეულია 23.3 ათასი ლარის ხარჯი. - ქალაქ ვენაში, პროექტი ,,გაეროს დაკავშირებით, აპლიკანტების მოდელირება ვენაში“ მონაწილეობასთან მგზავრობისათვის, პროგრამაში მონაწილეობის რეგისტრაციისთვის და ცხოვრებისთვის გაცემული 5.2 ათასი ლარის ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი.  საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ზედმეტად გადახდილი სახსრები - ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორის 2014 წლის 17 ოქტომბრის N02-04/305 ბრძანებებით განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ, მივლინებისათვის გაწეულია 1.0 ათასი ლარის ხარჯი.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ულტრამაღალი შესყიდვასთან წნევის სითხური დაკავშირებით, ქრომატოგრაფის (სხვადასხვა ხელშეკრულებით დეტექტორით) გათვალისწინებული 183 ვალდებულებები, გამარტივებულ დეკლარაციებში ასახული მონაცემები და ფაქტობრივად მიღების მდგომარეობა ურთიერთშეუსაბამობაშია.  შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული ხარჯი - უნივერსიტეტის მიერ აუდიტის პერიოდში განხორციელებული 317.0ათასი ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ხარისხის, მოცულობის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შესახებ საპროექტოდოკუმენტური მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი. 112. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - სსიპ ,,ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის“ დირექტორის შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ჩატარებული ბრძანებით მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციით ირკვევა, რომ 501.9 ათასი ლარის ღირებულების გრძელვადიან მცირეფასიან აქტივებზე და ხარჯებში ჩამოწერილ 143.8 ათასი ლარის ღირებულების მარაგებზე არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია. - სსიპ ,,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ ფინანსური ანგარიშგებით 2014 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 56.0 ათას ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ თეატრის მიერ არ არის შედგენილი დარბაზის მომსახურებასთან დაკავშირებით ფასის განსაზღვრის კალკულაციები, ზოგიერთ დამკვეთებზე მიწოდებულია მხოლოდ საბილეთე წიგნი და შემთხვევებში, არ არის განსაზღვრული შემთხვევებში დამკვეთებზე შემთხვევაში როგორც სხვა მომსახურების ღირებულება, ხოლო რიგ მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია ხასიათდებოდა არაერთგვაროვანი მიდგომით, სხვადასხვა ფასების განსაზღვრით. - ა(ა)იპ ,,ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშგებით ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 75.3 ათას ლარს, მათ შორის სკოლის შენობაში ღონისძიების ჩატარებისათვის ღირებულება შეადგენს 55.4 ათას ლარს. გაწეული მომსახურების მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებში მოსახურების საგნად მითითებულია დროის გარკვეულ მონაკვეთში ტექნიკური და მომსახურე პერსონალით უზრუნველყოფა და შესაბამისი ღირებულება. წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზით ირკვევა, რომ ადგილი აქვს ხელშეკრულებებში გასაწევი მომსახურების არასრულყოფილად ასახვას, გადასახდელი ფასების განსაზღვრისას არაერთგვაროვან მიდგომას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვადასხვა პირების მიერ დარბაზით მომსახურებისათვის გადასახდელი თანხები.  აღრიცხვა-ანგარიშგება - სსიპ ,,ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის“ მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული ხარჯების ანალიზით ირკვევა, რომ 34.8 ათასი ლარის ღირებულების შეძენილი და ექსპლუატაციაში გადაცემული აქტივები არ არის ასახული 2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში. 184 - სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმის“ მიერ ღირებულების შესყიდული 16.8 ათასი ლარის ფარდა ჟალუზები, ნაცვლად ფინანსურ ანგარიშგებაში სასაქონლო ნაშთად აღრიცხვისა, ჩამოწერილია და მიკუთვნებულია ოფისის ხარჯებზე. - სსიპ ,,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრის'' მიერ გაფორმდა ხელშეკრულება 1.7 ათასი ლარის თეატრის განათების სისტემის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა, რომ შესასრულებელია განათების აპარატურის კაპიტალური რემონტისა და სპექტაკლის ხარისხიანი განათებისათვის არხების გაყვანის სამუშაოები, თუმცა ხელშეკრულებასა და სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტში არ არის იდენტიფიცირებული შესასრულებელი და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დასახელება და მოცულობა. სახელშეკრულებო თანხა მიმწოდებელზე გადახდილია სრულად, თუმცა ნაცვლად აქტივებში ასახვისა, თანხა ჩამოწერილია ხარჯებში. - ა(ა)იპ ,,მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის“ მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, სკოლის შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის გახარჯული 3.8 ათასი ლარი, ნაცვლად კაპიტალიზაციისა მიკუთვნებულია საოპერაციო ხარჯებზე. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს სოციალური დახმარების მუხლით 2014 წელს გაწეული აქვს 62.6 ათასი რომ ლარის საკასო ხარჯი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნული ხარჯები არასწორად არის ასახული სოციალური დახმარების მუხლში, რადგან იგი მოიცავს ,,სპორტის ხელშეწყობის“ მიზნობრივი პროგრამისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს. - სსიპ ,,მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშგებით, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 55.9 ათას ლარს, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ანსამბლში ფუნქციონირებად სწავლის საფასურს. 5 სასწავლო სტუდიაში ჩარიცხული ბავშვების აუდიტის პერიოდში სახელმწიფო ანსამბლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია 2014 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და სტუდიებში ფაქტობრივად რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობისა და მათ მიმართ ცალკეულ პერიოდში რიცხული დავალიანებების შესახებ. - სსიპ ,,აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ხორუმის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშგებით, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 25.6 ათას ლარს, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ანსამბლში ფუნქციონირებად სასწავლო სტუდიაში ჩარიცხული ბავშვების სწავლის საფასურს. აუდიტის პერიოდში, სახელმწიფო ანსამბლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია 2014 წელს სტუდიებში ფაქტობრივად რიცხულ მოსწავლეთა რაოდენობისა და მათ მიმართ ცალკეულ პერიოდში რიცხული დავალიანებების შესახებ.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სსიპ ,,ბათუმის გამარტივებული სახელმწიფო მუსიკალური ელექტრონული ტენდერი ცენტრის“ მიერ მეორადი ავტოსატრანსპორტო გამოცხადდა 185 საშუალების შესყიდვის მიზნით, სავარაუდო ღირებულებით 15.5 ათასი ლარი. სატენდერო დოკუმენტაცით, სხვა პარამეტრებთან ერთად, განსაზღვრული იყო შესასყიდი ავტომანქანის კონკრეტული მახასიათებლები, აგრეთვე ხელშეკრულების პროექტში დაფიქსირებული იყო, რომ მიმწოდებელი იძლევა მიწოდებულ საქონელზე არანაკლებ 5 წლიან გარანტიას ულიმიტო გარბენით. ტენდერში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად და გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 15.5 ათას ლარზე, საიდანაც ამოღებული იქნა საქონლის საგარანტიო მოთხოვნები. მიწოდებული ავტოსასტრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტით ირკვევა, რომ ძრავის მოცულობა შეუსაბამობაშია სატენდერო და სახელშეკრულებო მოთხოვნებთან. - სსიპ ,,მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის’’ მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესახებ, სავარაუდო ღირებულებით 736.5 ათასი ლარი,როგორც სატენდერო დოკუმენტაციით, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო, რომ საავანსო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 30%ის ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობის პირობებში, მიმწოდებლის თხოვნით, გაფორმებული შეთანხმების შედეგად, საავანსო ანგარიშსწორება გაზრდილი იქნა 55-პროცენტამდე. ზემოაღნიშნული მხარეთა შორის 30-პროცენტიდან ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 10 დეკემებერს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იქნა 640.0 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოების დასრულების აქტი, ხოლო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ დასკვნით დადგენილია, რომ ფაქტობრივად შესრულებულია 10.7 ათასი ლარით ნაკლები, 629.2 ათასი ლარის სამუშაოები. ხელშეკრულების შესაბამისად აღნიშნული განსხვავების დაფიქსირების შემთხვევაში აღმოფხვრამდე, არ უნდა მომხდარიყო აღნიშნული სამუშაოების გარემოება ჩაბარება შემსყიდველის მიერ დეფექტების არ იქნა გათვალისწინებული, მიღებული იქნა სამუშაოები და გადახდილია მიმწოდებელზე 629.2 ათასი ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების შეუსრულებლობის პირობებში შემსყიდველის მიერ არ იქნა გამოყენებული საბანკო გარანტია 16.0 ათასი ლარის ოდენობით დაბრუნებულია მიმწოდებელზე, ხელშეკრულება ითავლისწინებდა ითვალისწინებდა, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო საბოლოო ანგარიშსწორებამდე შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში წარედგინა საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 30.0 ათასი ლარის ოდენობით, რაც შემსყიდველის მიერ არ იქნა მოთხოვნილი. - ,,საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშგებით გაწეული ხარჯების ანალიზით ირკვევა, რომ ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლით 19 შემთხვევაში 40.9 ათასი ლარით შესყიდული სხვადასხვა ავტორის წიგნის ბეჭდვის მომსახურება განხორციელებულია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, რითაც დარღვეულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. 186 - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 16 მაისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სპორტული ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით, სავარაუდო ღირებულებით 186.0 ათასი ლარი, სადაც მითითებულია მისაწოდებელი ფორმების დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები. ვაჭრობის დაწყებამდე, 2014 წლის 19 მაისს სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება და შეიცვალა მისაწოდებელი საქონლის მახასიათებლები, თუმცა მიუხედავად ხარისხობრივი მაჩვენებლების შემცირებისა სავარაუდო ღირებულება არ შეცვლილა. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა პრეტენდენტი, რომელმაც დაასახელა უმცირესი ფასი - 133.0 ათასი ლარი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველის მიერ 2014 წლის 28 მაისის ჩათვლით, მოთხოვნილი იქნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება რომელიც გაცემული უნდა ყოფილიყო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს’’ მიერ. 2014 წლის 27 მაისს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნა კორესპოდენცია ექსპერტიზის მიმართვასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ დროის სიმცირის გამო ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია, აღნიშნულის საფუძველზე შემსყიდველის მიერ შეწყვეტილი იქნა ტენდერი. 2014 წლის 2 ივნისს, განმეორებით გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. პირველ ეტაპზე გამოცხადებულ პირობებთან შედარებით შეცვლილი პარამეტრებისა და შეწყვეტილი სატენდერო ფასების დაფიქსირების მიუხედავად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დარჩა უცვლელი 186.0 ათასი ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა, რომ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რომლითაც დადგინდება მისაწოდებელი საქონლის შესაბამისობა ტექნიკურ მახასიათებლებთან. ტენდერის დასრულების შემდგომ 105.0 ათასი ლარით გამარჯვებულად გამოცხადდა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ საქონლის ხარისხთან დაკავშირებით, გამარჯვებული კომპანიის მიერ 2014 წლის 8 და 24 ივლისს წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია რომ,კონკრეტული ტიპის საქონელი ძირითადად შესაბამისობაშია ტექნიკურ მახასიათებლებთან მისი სახეობისა და წონის გათვალისწინების გარეშე, დანარჩენ საქონელზე კი საერთოდ არ იქნა მოთხოვნილი და წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დადასტურდებოდა მისაწოდებელი და ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების ურთიერთშესაბამისობა. 113. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს(უმაღლესი განათლება: ხარისხის განვითარების ცენტრი) 01.01.2010 – 01.07.2015 წლების ეფექტიანობის აუდიტი  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აკრედიტაციის სხვადასხვა სტანდარტის დაკმაყოფილება შესაძლებელია იდენტური კრიტერიუმებით. შესაბამისად, სტანდარტებზე დაფუძნებული თვითშეფასების ანგარიშები არ ემსახურებიან ექსპერტთა და საბჭოს წევრების მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების უპირველეს მიზანს. 187 - უსდ–ებისთვის სტანდარტების მოთხოვნების აღქმის გამარტივების მიზნით, არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ერთობლივი ფორმით გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები და შესაბამისი ინდიკატორები აკრედიტაციის არსებული სტანდარტების თითოეულ მოთხოვნასთან მიმართებაში. - არასათანადოდ ორგანიზებული ექსპერტთა ბაზა წარმოშობს გარკვეულ სირთულეებს განსახილველი პროგრამის შესაბამისი ექსპერტის შერჩევისას. გარდა ამისა, ცენტრი არ არეგულირებს ექსპერტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ვადას და ექსპერტების რაოდენობას. - ექსპერტთა მოუწესრიგებელი ბაზა და თითოეულ აკრედიტაციის ვიზიტზე ექსპერტთა რაოდენობისა და აკრედიტაციის ვიზიტის ხანგრძლივობის რეგულაციის არარსებობა იწვევს ექსპერტთა შეუსაბამო და არაერთგვაროვან შერჩევას. აკრედიტაციის ვიზიტების 29%-ში პროგრამის შეფასება არ განხორციელდა შესაბამისი ძირითადი მიმართულების ექსპერტის მიერ. აკრედიტაციის ვიზიტების 17.5%-ში ცენტრმა არ გამოყო საკმარისი რესურსები ვიზიტისას განსახილველი პროგრამების რაოდენობის გათვალისწინებით. ვიზიტების 29%-ში ექსპერტებს საშუალო პერიოდზე (5 დღე) ნაკლები ჰქონდათ თვითშეფასების ანგარიშებისა და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შესასწავლად. - ექსპერტების შეფასების მექანიზმების არარსებობამ გამოიწვია ის, რომ ცენტრი არ არის ინფორმირებული ექსპერტთა პროფესიული განვითარების (სტანდარტები, პროცედურები) საჭიროებების შესახებ. შედეგად, არ განხორციელებულა ექსპერტთა ტრენინგი მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგების გაუმჯობესების მიზნით. - აკრედიტაციის პროცედურები არ მოიცავს მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ზეპირ მოსმენამდე წარედგინათ საბჭოსთვის ექსპერტთა დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები. აღნიშნული პრაქტიკა შეუძლებელს ხდის საბჭოს მიერ უსდ-ების პოზიციის სათანადო გათვალისწინებას. - ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამებს საბჭოს სხდომებზე თანაბრად არ ანაწილებს საბჭოს სხდომების საერთო რაოდენობის 18%-ში 40-ზე მეტი პროგრამა იქნა განხილული, მაშინ, როდესაც 22%-ში საბჭომ 1-დან 10-მდე პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. - ცენტრის მიერ დანერგილი პროცედურები ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიან მონიტორინგს, აკრედიტაციის სრული წლიდან, პერიოდის შენარჩუნების მიზნით. 2011 ცენტრმა კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული განმავლობაში განახორციელა მონიტორინგის ხარისხის მხოლოდ ვიზიტი, 28 ხოლო თვითშეფასების ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით, არცერთი ვიზიტი არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, ცენტრში არსებული მონიტორინგის სისტემა არ არის ეფექტიანი და არ ემსახურება დასახულ მიზანს. 188 9. გარემოსდაცვითი პროგრამების მხარდაჭერა 114. სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტო"-ს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა დასრულებული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესი. შესაბამისად აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკამრისი აუდიტორული რწმუნება ბალანსზე აღრიცხული არაფინანსური აქტივების არსებობასა და სისრულეზე. - სააგენტოს შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიატების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური, სადაც გამოვლინდა კონტროლის სისუსტე. კერძოდ, ლიცენზიატების გარკვეულ ნაწილს არ აქვს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით გათვალისწინებული სააგენტოს ხელძღვანელის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ლიცენზიატის მიერ გეგმები, ლიცენზიის რის გამოც სააგენტოსთვის პირობების დაცვის შეუძლებელია კონტროლი, რაზეც დამოკიდებულია რეგულირების საფასურთან დაკავშირებული შემოსავლის აღრიცხვა. ამ შემთხვევებში ლიცენზიატები სააგენტოს პერიოდულად წარმოუდგენენ წერილს მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობაზე. თუმცა, იმის გამო, რომ არ მოწმდება წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე, აუიდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი აუდიტორული რწმუნება სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული შემოსავლების სისრულეზე. - სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ბალანსზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხება უძრავი ქონება 7 165.7 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნულ ქონებაზე სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია, არ არის დაზუსტებული საკუთრების უფლება და მათი არსებობა.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით , სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჩაითვალა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და რეგულირების საფასურს. აღნიშნული მოთხოვნების ჯამი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 1648.4 ლარს, მათ შორის 573.8 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხება შპს „აიეტი ჯორჯიას“, რომელსაც გორის რაიონული სასამართლოს დადგენილებით დაეკისრა აღნიშნული თანხის სააგენტოს სასარგებლოად გადახდის ვალდებულება, თუმცა სააგენტოს არ მიუღია შესაბამისი ზომები ამ თანხის ამოღებასთან დაკავშირებით. სხვა დანარჩენი ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ სააგენტომ გააგზავნა დასტურის წერილები თუმცა მათი მოთხოვნის მიუხედავად, დებიტორებისგან პასუხები არ მოსულა. საკმარისი რწმუნების 189 მისაღებად დამატებითი აუდიტორული პროცედურების ჩატარება კი შეუძლებელია, შესაბამისად აუდიტის ჯგუფმა ვერმოიპოვა რწმუნება აღნიშნული დებიტორული დავალიანებების სიზუსტესთან დაკავშირებით.  აღრიცხვა-ანგარიშგება - ბალანსში არ არის სწორად გამიჯნული სხვა გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები და სხვა მატერიალური მარაგები. კერძოდ, სხვა მატერიალურ მარაგებში მოქცეულია გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სააგენტო არ აწარმოებს შესყიდვების რეესტრს. შესაბამისად ვერ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდვების გეგმასთან შესაბამისობის შესახებ.ასევე არ ხდება წლის ბოლოს შესყიდვების განხორციელების ანალიზი. შესაბამისად, ეს ქმნის პრობლემებს მომდევნო წლის შესყიდვის გეგმის შემუშავებისას და მომავალში საჭიროებს დამატებით ცვლილებებს, როგორც დროის, ასევე სახსრების კუთხით. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შესყიდვების დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მიღებაჩაბარებების ნაწილზე არ იყო მითითებული თარიღები, რის გამოც ვერ მოხერხდა ბუღალტერიაში აღრიცხვის შესაბამისობის დადგენა და ვერ გამოვლინდა შესაძლო დასარიცხი ჯარიმები. - სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შესყიდვების დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მიღება-ჩაბარებების ნაწილზე არ იყო მითითებული თარიღები, რის გამოც ვერ მოხერხდა ბუღალტერიაში აღრიცხვის შესაბამისობის დადგენა და ვერ გამოვლინდა შესაძლო დასარიცხი ჯარიმები. 115. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აქტიივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - სააგენტოს შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიატების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური, სადაც გამოვლინდა კონტროლის სისუსტე. კერძოდ, ლიცენზიატების გარკვეულ ნაწილს არ აქვს „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით გათვალისწინებული სააგენტოს ხელძღვანელის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების ლიცენზიატის მიერ გეგმები, რის ლიცენზიის გამოც სააგენტოსთვის შეუძლებელია პირობების (სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის მოცულობებისა და მათ ასათვისებლად გათვალისწინებული ვადების დაცვა) დაცვის კონტროლი, რაზეც დამოკიდებულია რეგულირების საფასურთან დაკავშირებული შემოსავლის აღრიცხვა. ამ შემთხვევებში ლიცენზიატები სააგენტოს პერიოდულად წარმოუდგენენ წერილს მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობაზე. თუმცა, იმის გამო, რომ არ მოწმდება წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე, ვერ მოვიპოვეთ საკმარისი აუდიტორული რწმუნება სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული შემოსავლების სისრულეზე.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები 190 - 2010 წელს დაიწყო სსიპ მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს ლიკვიდაციის პროცესი. სამინისტროს ბალანსზე ასახულია აღნიშნული სააგენტოს აქტივები და ვალდებულებები. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ლიკვიდაციის პროცესი დასრულებული არ არის. - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა დასრულებული ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია და შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოვიპოვა საკმარისი აუდიტორული რწმუნება დეპარტამენტის ბალანსზე აღრიცხული ძირითადი აქტივების სისრულესა და არსებობაზე. - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის შედეგები არ აქვს გათვალისწინებული და ასახული 2014 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით შედგენილ ბალანსში. არაფინასური აქტივების რეესტრში ასახული ბრუნვები არ ედრება მემორიალური ორდერების ბრუნვებს. გამომდიანრე იქიდან, რომ სააგენტო არ იყენებს სისტემატიზირებულ ბუღალტრულ პროგრამას, დამატებითი პროცედურების მტკიცებულებების ჩატარება შეუძლებელი მოსაპოველბად 2014 გახდა წლის 31 საკმარისი აუდიტორული დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ ბალანსში ასახულ არაფინანსურ აქტივებთან მიმართებით. - სატყეო სააგენტოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებობს სამი ისეთი ანძა, რომელზეც სატყეო სააგენტოს არ აქვს აღნიშნული მესაკუთრესთან, შპს მაგთიკომთან, გაფორმებული ხელშეკრულება და მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათ გასაფორმებლად, სატყეო სააგენტომ ვერ მოახერხა 2014 წლის კუთვნილი შემოსავლების შესაბამის საანგარიშგებო პერიოდში აღრიცხვა და მიღება. - სატყეო სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული მოთხოვნები დანაკლისით 70.8 ათასი ლარი, წარმოადგენს წინა წლებში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისებს, რომელთა ამოღებისა და გამოვლენის ალბათობა ძალიან მცირეა. - სატყეო სააგენტოს ბალანსზე აღრიცხული სხვა დებიტორული დავალიანებები მოიცავს მოთხოვნებს 50.8 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც წარმოიშვა 2004 წელს შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით სატყეო სააგენტოს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სკოლების, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, სამხედრო ბაზებისა და დევნილი მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგება. აღნიშნულ პირებზე სატყეო სააგენტოს მიერ მიწოდებულ იქნა სათბობი შეშა. მიწოდებულ რესურსზე ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი უნდა გადაეხადათ ადგილობრივ გამგეობებს, რაც ბიუჯეტის დეფიციტიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა და საფუძველი გახდა დებიტორული დავალიანების წარმოშობისა. შევნიშნავთ, რომ აღნიშნული დავალიანების ამოღების ალბათობა ძალიან მცირეა. - სანერგე მეურნეობამ 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ჩაატარა ბალანსზე აღრიცხული სარეალიზაციოდ ვარგისი ნერგების, ქონების, აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული ძირითადი აქტივების, ფასეულობების, პასუხსაგებ ექსპლუატაციაში შენახვაზე მყოფი მიღებული მატერიალური მატერიალური მარაგებისა და ამორტიზებული აქტივების ინვენტარიზაცია. განხორციელებული ინვენტარიზაციის 191 შედეგების ამსახველი გამოვლინდა, რომ ძირითადი საინვენტარიზაციო ოქმის ინფორმაციით რიგი მატერიალური მარაგები, მცირეფასიანი აქტივები და საშუალებები ექვემდებარება კომისიის ამორტიზებულია, ჩამოწერას. ასევე გამოყენებისთვის ჩამოსაწერია ბალანსზე უვარგისია აღრიცხული და დიდი რადენობით ნერგები, რომლებიც გადაზრდილია. ინვენტარიზაციის შედეგები 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბუღალტრულ ანგარიშგებაში გათვალისწინებული არ არის. - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობის წერილით , სააგენტოს 2012 წელს სარგებლობაში გადმოეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 961,151 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განლაგებული 11 ერთეული შენობა-ნაგებობა. გადმოცემული მიწა და 4 ერთეული შენობა-ნაგებობა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სააგენტოს ბალანსზე არ არის აყვანილი. - სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა დასრულებული არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესი. შესაბამისად აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკამრისი აუდიტორული რწმუნება ბალანსზე აღრიცხული არაფინანსური აქტივების არსებობასა და სისრულეზე. - სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ბალანსზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხება უძრავი ქონება, თანხით - 7 165.7 ათასი ლარი, მ.შ შენობები - 649.0 ათასი ლარის და ნაგებობები - 6 516.7 ათასი ლარის, ასევე ნაპირსამაგრი ნაგებობები. აღნიშნულ ქონებაზე სააგენტოს არ აქვს ინფორმაცია, არ არის დაზუსტებული საკუთრების უფლება და მათი არსებობა.  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - „საქართველოს გარემოს დაცვის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, უფლებამონაცვლეობის განსაზღვრისა და სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით , სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჩაითვალა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და რეგულირების საფასურს. აღნიშნული მოთხოვნების ჯამი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 1.648.4ლარს, მათ შორის 573.8 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხება შპს „აიეტი ჯორჯიას“, რომელსაც გორის რაიონული სასამართლოს დადგენილებით დაეკისრა აღნიშნული თანხის სააგენტოს სასარგებლოად გადახდის ვალდებულება, თუმცა სააგენტოს არ მიუღია შესაბამისი ზომები ამ თანხის ამოღებასთან დაკავშირებით. სხვა დანარჩენი ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ სააგენტომ გააგზავნა დასტურის წერილები თუმცა მათი მოთხოვნის მიუხედავად, დებიტორებისგან პასუხები არ მოსულა. საკმარისი რწმუნების მისაღებად დამატებითი აუდიტორული პროცედურების ჩატარება კი შეუძლებელია, შესაბამისად ვერ ვრწმუნდებით აღნიშნული დებიტორული დავალიანებების სიზუსტეში. 192  აღრიცხვა-ანგარიშგება - 56 ძირითად აქტივს ცვეთა ერიცხებოდა არასწორი ცვეთის კოეფიციენტებით , რის გამოც 2014 წელს ზედმეტად დარიცხულია 5,025 ლარის ცვეთის ხარჯი. - 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს ბალანსზე მოთხოვნები აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით და სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები, ასახულია 4 934.3 ათასი ლარის ოდენობის დებიტორული დავალიანება, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს, შესაბამისად აღნიშნული თანხით გაზრდილია აქტივები. - აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზემოთაღნიშნული გარემოება განმარტებულია შემდეგნაირად: „ბუნების დაცვის პროგრამა სამხრეთ კავკასია-საქართველო, ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნა საქართველოში (KFW)“ და „დაცული ტერიტორიებს მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში-საქართველო“, ფარგლებში გამოიყო გრანტი სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებასთან ერთად. ამ ასიგნებებიდან, სააგენტო განკარგავდა მხოლოდ თანადაფინანსების სახსრებს, ხოლო ნაწილი თანხების იხარჯებოდა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ბიუჯეტში დონორი ორგანიზაციის ხორციელდებოდა დონორი მიერ, რომლის ასახვაც ორგანიზაციის მიერ საქართვრელოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი ჩარიცხვის დოკუმენტების (ე.წ ლოგასი) საფუძველზე. მიუხედავად სააგენტოს მრავლაჯერადი მოთხოვნისა, დონორი ორგანიზაციის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ მოხერხდა ზემოთაღნიშნული დებიტორული დავალიანების ჩამოწერა. - სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობით მიღებული სახსრების შესახებ ანგარიშში ასახულ საოპერაციო ხარჯებში ზედმეტად დარიცხულია 25.0 ათასი ლარის ოდენობის ხარჯი. - სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები, მომსახურების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების შესახებ. - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს („სატყეო სააგენტო“) ბუღალტრულ ანგარიშგებაში არ აქვს გათვალისწინებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობების ეფექტი, შესაბამისად ძირითადი აქტივებისა და მატერიალური მარაგების მუხლი არასწორად არის წარმოდგენილი ბალანსში. სატყეო სააგენტოს 2014 წელს სახელმწიფოსგან სარგებლობაში გადმოეცა ქონება. აღნიშნული ქონების ნაწილზე ღირებულების შეფასება არ მომხდარა და ბალანსზე აღრიცხულია ნულოვანი ღირებულებით. - სატყეო სააგენტომ 2014 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდიდან (GIZ) უსასყიდლოდ მიიღო 2008 წელს გამოშვებული ტოიოტა პრადო. აღნიშნული ავტომობილის ისტორიული ღირებულება იყო 70.5 ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტში არ იყო მითითებული ავტომობილის საბალანსო ღირებულება და სააგენტომ ბალანსზე აიყვანა ისტორიული ღირებულებით. აღნიშნული თანხა არ წარმოადგენდა რეალურ ღირებულებას გადმოცემის მომენტში და შესაბამისად ძირითად აქტივებში არასწორი თანხით აისახა. 193 - სსიპ ეროვნული სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის მიერ მოწოდებულ ბრუნვით უწყისებსა და მემორიალური ორდერების წლიურ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები. აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო სხვაობების გამოკვლევისთვის საჭირო ინფორმაცია სრულად და შესაბამისად გამოთქვამს მოსაზრებას სამინისტროს ბუღალტრულ ანგარიშგებაში დაკონსოლიდირებული ფინანსური ინფორმაციის სისწორეზე. - გამომდინარე იქიდან, რომ ნერგების გარკვეულ ნაწილზე რაოდენობა და ღირებულება არ იყო განსაზღვრული და ბალანსზე ასახული, 2014 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა რეალიზებული ნერგების ბალანსიდან ნულოვანი ღირებულებით ჩამოწერას. - ბალანსში არ არის სწორად გამიჯნული სხვა გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები და სხვა მატერიალური მარაგები. კერძოდ, სხვა მატერიალურ მარაგებში მოქცეულია გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები. - სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შესყიდვების დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მიღება-ჩაბარებების ნაწილზე არ იყო მითითებული თარიღები, რის გამოც ვერ მოხერხდა ბუღალტერიაში აღრიცხვის შესაბამისობის დადგენა და ვერ გამოვლინდა შესაძლო დასარიცხი ჯარიმები.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამინისტროს აპარატს არ აქვს დანერგილი შესაფერისი კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოხდება ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება და შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის მომზადება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მექანიკური შეცდომების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სისტემატიზირებულ პროგრამაში მუშაობისას იქნებოდა. - სსიპ დაცული კომპიუტერული ჩანაწერების ტერიტორიების პროგრამა, წარმოება და სააგენტოს არ აქვს დანერგილი რომლის საშუალებითაც მოხდება შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის შესაფერისი ბუღალტრული მომზადება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მექანიკური შეცდომების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სისტემატიზირებულ პროგრამაში მუშაობისას იქნებოდა. - სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს არ აქვს დანერგილი შესაფერისი კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოხდება ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება და შესაბამისი ფინანსური გამომდინარე, ინფორმაციის მექანიკური მომზადება. შეცდომების რისკი აღნიშნული უფრო გარემოებიდან მაღალია, ვიდრე სისტემატიზირებულ პროგრამაში მუშაობისას იქნებოდა. - სსიპ ეროვნულ სატყეო კომპიუტერული ჩანაწერების სანერგე მეურნეობას არ აქვს დანერგილი შესაფერისი პროგრამა, წარმოება და რომლის საშუალებითაც მოხდება ბუღალტრული შესაბამისი ფინანსური ინფორმაციის მომზადება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მექანიკური შეცდომების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სისტემატიზირებულ პროგრამაში მუშაობისას იქნებოდა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გაფორმებულ რამდენიმე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულია, თუმცა შესყიდვის პროცესი დასრულებული არ არის და ვადის გაგრძელების თაობაზე დანართი არ გაფორმებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ დაცული ტერიტორიების 194 სააგენტოს პირგასამტეხლოს სახით უნდა მიეღო შემოსავალი, რისი დარიცხვაც არ განხორციელებულა. - 2014 წლის განმავლობაში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 92.4 ათასი ლარი. ამ ხარჯების დიდი ნაწილი გაწეულია სასწავლო რომელიც წარმოადგენს ორგანიზებისთვის, და ინფორმაციული განათლების ტრენინგების ცენტრის ძირითად საქმიანობას და მასთან დაკავშირებული ხარჯები არ უნდა იქნეს მიჩნეული ხარჯები მიკუთვნებულია წარმომადგენლობით ხარჯებს, შესყიდვები ხორციელდებოდა გამარტივებული წარმომადგენლობით ხარჯად. ვინაიდან ეს შესყიდვის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში აღემატებოდა 5.0 ლარს. - სააგენტო არ აწარმოებს შესყიდვების რეესტრს. შესაბამისად ვერ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდვების გეგმასთან შესაბამისობის შესახებ. ასევე, არ ხდება წლის ბოლოს შესყიდვების განხორციელების ანალიზი. შესაბამისად, ეს ქმნის პრობლემებს მომდევნო წლის შესყიდვის გეგმის შემუშავებისას და მომავალში საჭიროებს დამატებით ცვლილებებს, როგორც დროის, ასევე სახსრების კუთხით. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შესყიდვების დოკუმენტაციის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მიღებაჩაბარებების ნაწილზე არ იყო მითითებული თარიღები, რის გამოც ვერ მოხერხდა ბუღალტერიაში აღრიცხვის შესაბამისობის დადგენა და ვერ გამოვლინდა შესაძლო დასარიცხი ჯარიმები. 116. აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის 2014 წლის ფინანსური აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების, კერძოდ 2 ცალი მაგიდის ზედმეტობა. ვინაიდან მოცემული აქტივების ფასები უცნობი იყო, შესაბამისად ისინი შეტანილი იქნა საივენტარო აღწერაში ღირებულებების გარეშე. 117. შპს ,,ბათუმის წყალი''-ს 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - შპს ,,ბათუმის წყალში’’ ავტომანქანებზე გახარჯული საწვავის შემოწმებით დგინდება, რომ შედგენილი ,,საგზაო ფურცლების მიხედვით’’ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის გაცემა და ჩამოწერა ხორციელდებოდა გაცემული საწვავის კონკრეტულ კოეფიციენტზე გაყოფით და არა ფაქტობრივი ხარჯვის მიხედვით. - აუდიტის ობიექტში, არ ხორციელდება ავტონაწილების შეცვლის შედეგად შესაძლო მისაღები მატერიალურ ფასეულობათა მართვა და აღწერა.  აღრიცხვა-ანგარიშგება - აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ვერ ხდება სრულად დებიტორული და კრედიტორული ვალდებულებების ნაშთების იდენტიფიცირება, ასევე არ არის განხორციელებული შესაბამისი ინვენტარიზაცია, 195 შესაბამისად აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას დებიტორული დავალიანების სისრულესა და სიზუსტესთან დაკავშირებით.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯი - შრომითი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, აუდიტის ობიექტის მიერ 2014 წლის განმავლობაში 187 თანამშრომელზე დარიცხულია საშვებულებო ანაზღაურება 93.9 ათასი ლარი, ხოლო 18 თანამშრომელს შვებულებიდან გამოძახების მიუხედავად დაერიცხა 32.6 ათასი ლარი.  საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები - აუდიტის პერიოდში, საზოგადოების მიერ აუდიტის ობიექტში დასაქმებულ თანამშრომლებზე ანაზღაურებულია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ღირებულება 1 341.0 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა დოკუმენტურად არ ფიქსირდება აღნიშნულ სამუშაოთა სახეები და მათი არასამუშაო საათებში შესრულების აუცილებლობა.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ქუჩების შეკეთებითი სამუშაოებისათვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გაფორმდა შპს ,,გზებთან’’, ღირებულებით 475.0 ათასი ლარი, თუმცა შემსყიდველის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ბაზრის კვლევა/სამუშაოების განფასება მისი ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, ასევე რიგ შემთხვევაში, ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ კონკრეტულად ქუჩის რა მონაკვეთზე იქნა განხორციელებული სამუშაოები. - შპს „ბათუმის წყლის“ მიერ განხორციელებული შესყიდვების შესწავლის შედეგად გამოვლინდა 5 მიმწოდებლების შემთხვევა, თხოვნით, როდესაც სათანადო გაფორმებულ ხელშეკრულებებში მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში, შესაბამისი დასაბუთების გარეშე განხორციელებულია ცვლილებები, სამუშაოების შესრულების/საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. 118. ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“-ს 2013 წლის შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად გადახდას დაექვემდებარა 82.4 ათასი ლარი, ხოლო საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით გადახდილია 78.4 ათასი ლარი. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადაუხდელად ირიცხება, შპს „ნიმფის“ საიჯარო გადასახადი 5.2 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც დავალიანებად არ არის აღრიცხული. - სამსახურს 2013 წელს ქონების გადასახადით არ აქვს დაბეგრილი ეკონომიურ საქმიანობაში გამოყენებული ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები და სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა.  საბიუჯეტო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამ შემთხვევაში, შვებულებაში მყოფ მუშაკებზე, 2013 წლის მაისის თვეში პრემიის სახით დარიცხული და გაცემულია 1.3 ათასი ლარი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საპრემიო კომისიის სხდომის ოქმებში არ არის მოცემული ინფორმაცია მუშაკების წახალისების კონკრეტული საფუძვლების შესახებ. 196  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამსახურის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე ლოტების ჯამურმა ოდენობამ 78 შეადგინა, რომელთაგან 63 ლოტზე განაცხადი არ შესულა. შესაბამისად, არშემდგარ ლოტებზე განთავსებულ ობიექტებს უნდა შეეწყვიტათ ფუნქციონირება, თუმცა როგორც სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, აღნიშნული კატეგორიის ობიექტები კვლავ აგრძელებდნენ ფუნქციონირებას და ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული რაიმე სახის სამართლებრივი მოქმედების შესახებ აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი. - სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2013 წელს განხორციელებული შესყიდვების მიზნებისათვის ბაზრის კვლევის ამსახველი რაიმე დოკუმენტური სახის მტკიცებულება, რითაც განისაზღვრებოდა სამსახურისთვის მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობები. - აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია შპს „მწვანე სახლთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად გაკეთებული დაკვეთების შესახებ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო მოთხოვნით მდგომარეობა, გათვალისწინებული რაც ვალდებულებების ხელშეკრულების პირობების დროულად შესრულების გათვალისწინებით საჯარიმო სანქციის გამოყენებას განაპირობებს. - 2013 წელს განხორციელებული შესყიდვებიდან 2 შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ მოთხოვნაში არაარსებითი პარამეტრების გათვალისწინებით, ადგილი აქვს კონკურენციის შეზღუდვის ფაქტებს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებით ფიზიკური პირის განსაზღვრული შეუსრულებლობისათვის საჯარიმო მიმართ არ იქნა უფლებამოსიულება სანქციის გამოყენების გამოყენებული ვალდებულების შესახებ, რაც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 0.3 ათას ლარს შეადგენს. 119. ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“-ს 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი  აღრიცხვა-ანგარიშგება - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და 105- ე მუხლის პირველი პუნქტების მოთხონების გაუთვალისწინებლობით შემცირებულია 2014 წლის დასაბეგრი მოგება. - სამსახურს, 2014 წელს ქონების გადასახადით, არ აქვს დაბეგრილი ეკონომიურ საქმიანობაში გამოყენებული ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები.  საბიუჯეტო მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - აუდიტით დადგენილია, რომ ორ შემთხვევაში, შვებულებაში მყოფ მუშაკებზე, 2014 წლის აგვისტოს თვეში პრემიის სახით დარიცხული და გაცემულია 0.8 ათასი ლარი. ამასთან აღსანიშნავია, რომ საპრემიო კომისიის სხდომის ოქმებში არ არის მოცემული ინფორმაცია მუშაკების წახალისების კონკრეტული საფუძვლების შესახებ. 197  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 2014 წელს განხორციელებული შესყიდვების მიზნებისათვის ბაზრის კვლევის ამსახველი რაიმე დოკუმენტური სახის მტკიცებულება, რითაც განისაზღვრებოდა სამსახურისათვის მისაღები ხელშეკრულების ოპტიმალური პირობები. - აუდიტის პერიოდში, 4 შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად გაკეთებული დაკვეთების შესახებ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევებში ვერ დგინდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების მდგომარეობა, რაც ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით საჯარიმო სანქციის გამოყენებას განაპირობებს.  შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართვაი სახსრები - აუდიტის პერიოდში გამოვლინდა შემთხვევა, როცა მიმწოდებლის არაარგუმენტირებული წერილის საფუძველზე, გაგრძელებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები. შედეგად, მიმწოდებელზე პირგასამტეხლოს სახით არ იქნა დარიცხული 1,0 ათასი ლარი. 120. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 01.01.2013-30.10.2015 წლების ეფექტიანობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - აუდიტის ჯგუფის მიერ 2013-2015 წლებზე ჩატარებული ანალიზით გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში აუქციონის შემოსავლის და ლიცენზიის მოსაკრებლის ჯამურმა რაოდენობამ 24,240,534 ლარი შეადგინა. აღნიშნული შემოსავალი 125,712,830 ლარით ნაკლებია ამავე პერიოდში ლიცენზიებით მოსაპოვებელი რესურსის საბაზრო ღირებულებაზე. ტყით სარგებლობის ლიცენზიების გასხვისებიდან მიღებული დაბალი სარგებელი გამოწვეულია ლიცენზიების საწყისი ფასის სიმცირითა და დაბალი კონკურენციით.  ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - ხე-ტყის კომერციული რესურსის მოხმარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია, რომელიც გაიცემა ღია, საჯარო აუქციონზე. აუქციონის ოქმების ანალიზით გამოვლინდა, რომ ტყით სარგებლობის ლიცენზიების აუქციონები არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა. აუქციონებზე არაკონკურენტული გარემოს ერთ - ერთ მიზეზად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა სტრატეგიული ზონირებით განსაზღვრული სალიცენზიო ტყის ფართობი, რის გამოც, არა სახელმწიფოს, არამედ ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე გაიცა ლიცენზიები. - 2008 – 2012 წლებში ტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში აქტიურად შედიოდა ცვლილებები, რითაც კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობები მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მხოლოდ 2011 წელს ტყით 198 სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებში 61 მუხლია შეცვლილი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ზოგიერთი ცვლილების მორგება ხდებოდა კერძო კომპანიებზე. - ლიცენზიის გაცემის შემდეგ ლიცენზიანტი ამზადებს ტყითსარგებლობის გეგმას. აუდიტით გამოვლინდა, რომ ტყით სარგებლობის გეგმებში განსაზღვრულია ტყის დაცვის მხოლოდ ზოგადი მიზნები და არ არის შემუშავებული კონკრეტულად გასატარებელი ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ღონისძიებები. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ლიცენზიანტმა თავად შეადგინა გეგმა და წარმოდგენილ გეგმაში შენიშვნების არსებობის მიუხედავად, არ მოხდა მათი გათვალისწინება. - სახელმწიფოს მხრიდან სალიცენზიო ფართობის კონტროლის გაუმჯობესების მიუხედავად კონტროლის მექანიზმები არ ატარებს პრევენციულ ხასიათს, არ ხდება რისკის შეფასება და მის საფუძველზე შერჩეული ლიცენზიანტების ყოველწლიური შემოწმება. - აღსანიშნავია, რომ მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს ბერკეტი, რომლითაც შეძლებს საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიანტის საქმიანობის დროებით შეჩერებას და აირიდებს განმეორებით დარღვევებს. 121. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2014 წლის შესაბამისობის აუდიტი    აქტივების მართვაში არსებული სხვა დარღვევები - სსიპ ,,აჭარის სატყეო სააგენტოს’’ მფლობელობაში არსებულ 5 ერთეულ სპეციალიზირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე წარმოდგენილი საწვავის ხარჯვის დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ 34.7 ათასი ლიტრი საწვავის ჩამოწერა არ ხორციელდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის მიხედვით. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - სამმართველოში 2014 წლის სხვადასხვა პერიოდში შტატგარეშე მოსამსახურეებთან გაფორმებულია 14 ხელშეკრულება და გაწეულია 32.1 ათასი ლარის ხარჯები. ამასთან ხელშეკრულებებში არ არის მითითებული დასაქმებულთა კონკრეტული ვალდებულებები და შესასრულებელ სამუშაოთა დასახელებები. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ორ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მიმწოდებლებისათვის განხორციელებულია წინასწარი ანგარიშსწორება, რაც შესაძლო პრეტენდენტთა შეზღუდვის გარემოებას წარმოადგენს, რითაც ხელი ეშლება სახელმწიფო შესყიდვების მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. - სააგენტოს მიერ 2014 წელს შესყიდულია 12 ჰექტარზე 4800 ძირი ნერგის დეზინფექციის და სასუქის შეტანის მომსახურება, რომელიც მიმწოდებლის მხრიდან შესრულებულია ერთ დღეში. სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით, მისი ერთ დღეში შესრულების რეალობა რისკის შემცველია. - სააგენტოს 168 შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვები განხორციელებული აქვს გამარტივებული შესყიდვის ფორმით, რომლის საფუძველზეც გაფორმებულ ხელშეკრულებში ფიქსირდება არაერთგვაროვანი მიდგომები. კერძოდ, უმეტეს ნაწილში არ არის გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები. 199 -  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის #476 განკარგულების შესაბამისად, სააგენტომ გააფორმა ხელშეკრულება შპს „AGA BATUMI“-თან მიწის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების კომპენსაციის განხორციელების ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელეუბილიყო გრაფიკის შესაბამისად, თუმცა მეწარმის მხრიდან ხდებოდა შეთანხმების დარღვევა, რაც საჭიროებდა სააგენტოს მხრიდან დროულ და სათანადო რეაგირებას. შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები - სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ მიერ, ტყეების გაშენების მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგად შპს „უნივერსალთან“ გაფორმებული 56.1 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულების პირობები არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციას. ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადაწევა განხორცილდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ასევე მიმწოდებელზე არ არის დარიცხული პირგასამტეხლო 2.8 ლარის ოდენობით. 10. ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა ბაზების მართვის მხარდაჭერა 122. სსიპ–სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2010-2015 წლების ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი  აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებული IT ოპერაციები, პროგრამული კოდის განვითარება და სისტემის მხარდაჭერა ხორციელდება სააგენტოს 2 წარმომადგენელისა და გარე რესურსების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის არ არსებობს ფორმალური, ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმება, რომელშიც გაწერილი იქნება მხარეების თანმშრომლობის ფარგლები. კერძოდ, ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს შესყიდვების სააგენტოსათვის მისაწოდებელი მომსახურების მასშტაბსა და ხარისხს. ამასთანავე, არ არსებობს მხარეებს შორის შეთანხმებული არც ფორმალური და არც არაფორმალური სერვისის ხარისხისა და მიწოდების პირობების დოკუმენტი. შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ გააჩნია ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცის მიმართ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ შეასრულა ხელშეკრულების 6.5 პუნქტით განსაღვრული მასზე დაკისრებული ვალდებულება და არ მიაწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლი. - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ცალსახად მოკლებულია შესაძლებლობას აკონტროლოს საკუთარი ინფორმაციული სისტემა, ვინაიდან მრავალი მცდელობის მიუხედავად, სააგენტომ ვერ შეძლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიეწოდებინა მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლი. - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ გააჩნია აუდიტორული რწმუნება, რომ სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) 200 - - - - - - უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; არსებობს რისკი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში, IT დეპარტამენტში არსებული რესურსებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვერ შეძლებს სისტემის საკუთარ გარემოში გადატანას. სისტემაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მიმწოდებლისთვის ფიქსირდება საიდენტიფიკაციო კოდისა და დასახელების მრავალი სხვადასახვა ვარიაცია (50-60 ვარიანტიც კი), რაც დაინტერესებული პირთათვის სასურველი ინფორმაციის ძიების პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენს. ამასთანავე, აღნიშნული წარმოადგენს სისტემის აპლიკაციის კონტროლების სისუსტეს. 2012-2013 წლების მონაცემების გაანალიზებისას აღმოჩნდა რომ 2012-2013 წლებში გამართულ ტენდერების გარკვეულ რაოდენობას (14 ტენდერს) არ აქვს მინიჭებული საბოლოო სტატუსი, ამ ტენდერების დღემდე მინიჭებული აქვს მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება და შერჩევა/შეფასება სტატუსები. აღნიშნული 14 ტენდერიდან 9-ში არ არის ატვირთული არც ხელშეკრულება და არც ტენდერის შეყვეტის შესახებ ოქმი, შედეგად სისტემის მეშვეობით შეუძლებელია დადგინდეს ტენდერი შეწყდა თუ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. სატენდერო წინადადების ელექტრონული გარანტიის არსებული მეთოდი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას. ასევე მაღალი ღირებეულების მქონე შესყიდვებისთვის, რომელიც პრეისკურანტით ხორციელდება, ზემოთაღნიშნული გზით დათვლილი ელექტრონული გარანტიის საკმარისი მიმწოდებლის მხრიდან წინადადების ოდენობა ვერ იქნება უზრუნველყოფისთვის. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისათვის შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამარტივებული შესყიდვით გააფორმონ ხელშეკრულებები თუკი შესყიდვა კანონით დადგენილი ზღვრების ფარგლებში ხორციელდება. კერძოდ, განსაზღვრულია 5 000, 20 000 და 50 000 ლარიანი მონეტარული ზღვრები, შესყიდვის ობიექტის ღირებულებისა და კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მონეტარული ზღვრების დაცვის ზედამხედველობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვალდებულებაა. მონეტარული ზღვრის დარღვევის შემთხვევაში, შესყიდვების სააგენტო წერილობით მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციას და საჭიროების შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევის აქტს. მონაცემთა ანალიზის სააგენტოს ხელთ არსებული პოსტ ფაქტუმ რეაგირების მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს მონეტარული ზღვრების დაცვას. მონეტარული ზღვრების დარღვევები წლების განმავლობაში მზარდი ხასიათისაა. დიაგრამაზე ნაჩვენებია წლების მიხედვით რამდენ შესყიდვაში დაირღვა კანონით დადგენილი მონეტარული ზღვარი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ანალიზის საშუალებით, გამოვლენილი იქნა გამარტივებული შესყიდვების მოდულის კონტროლის სისუსტე. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ჩანაწერები არ არის დარეგისტრირებული მიმდევრობით. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სისტემის ხარვეზს, რომელიც ერთჯერადად დაფიქსირდა. თუმცა, აუდიტის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია სხვა გამოტოვებული ჩანაწერებიც. შედეგად, გამოვლენილი გარემოებები და 201   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიცია სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით ცალსახად ცხადყოფს, რომ ელექტრონულ სისტემას გააჩნია ჩანაწერების სისრულის კონტროლების სისუსტე. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა აუცილებელი და შესაფერისი რწმუნება, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცულია გამარტივებული შესყიდვების ჩანაწერების სისრულე. აღრიცხვა ანგარიშგება - სახელმწიფო შესყიდვების სისტემის CMR (გამარტივებული შესყიდვა) მოდულში შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება 90-მდე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა შესყიდვას, რომელიც სისტემაში დარეგისტრირდა ერთდროულად, მინიჭებული აქვს ერთი და იგივე CMR კოდი (მაგ:CMR130019454 ნომრით ფიქსირდება 2 სხვადასხვა შესყიდვა, CMR120047514 ნომრით 5 სხვადასხვა შესყიდვა). საყურადღებოა, რომ აღნიშნული ხარვები აღარ ფიქსირდება ბაზაში 2013 წლის შემდგომ. სისტემაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მიმწოდებლისთვის ფიქსირდება საიდენტიფიკაციო კოდისა და დასახელების მრავალი სხვადასახვა ვარიაცია (50-60 ვარიანტიც კი), რაც დაინტერესებული პირთათვის სასურველი ინფორმაციის ძიების პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენს. ამასთანავე, აღნიშნული წარმოადგენს სისტემის აპლიკაციის კონტროლების სისუსტეს. ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - შესყიდვების სააგენტოს არ გააჩნია დამტკიცებული ან სამართლებრივად რეგლამენტირებული პოლიტიკა ან/და პროცედურები ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის, რომლის საშუალებითაც ეს ბიზნეს საჭიროებები მიტანილი უნდა იქნეს უმაღლესს მენეჯმენტთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიცირებით 2013 წელს შეიქმნა ორგანიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა. სადაც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დაცვისა და მისი მდგრადობის უზრუნველსაყოფად განისაზღვრა 4 ძირითადი ამოცანა: (1) საგანგებო სიტუაციების მართვის პოლიტიკის დანერგვა; (2) უსაფრთხოების პროცედურების შემუშავება და დანერგვა; (3) პროფილაქტიკური შემოწმების ვადების განსაზღვრა და დანერგვა; (4) შესყიდვების ელექტრონული სისტემების IT აუდიტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია ითვალისწინებს ინფორმაციულ სისტემებთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს, სააგენტოს მიერ არ მოხდა აღნიშნული მიმართულებით აქტიური ნაბიჯების განხორციელება. კერძოდ, შესყიდვების სააგენტოს, აუდიტის მიმდინარეობისას, არ გააჩნია ზემოთხსენებული პოლიტიკები. შესაბასმისად, იზრდება ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი. - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ აქვს განსაზღვრული ფორმალური აუთსორსინგის პოლიტიკა, რომლითაც იხელმძღვანელებდა საკუთარი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუთსორსინგის ფარგლებში. კერძოდ, სააგენტოში არ არსებობს აუთსორსინგის პოლიტიკა, რომელიც დამტკიცებული იქნება უმაღლესი მენეჯმენტის მიერ. - აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი რწმუნება, რომ შესყიდვების სააგენტოს გააჩნია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შიდა სისტემური სახელმძღვანელო, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს სისტემის 202 - - - - - მოდულების აღწერა, მონაცემთა ნაკადები, პროგრამული და კონფიგურაციის ცვლილებების რეესტრი. შესყიდვების სააგენტოს არ აქვს შესრულებული კრიტიკული სისტემის მქონე სუბიექტებისათვის ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნებით გათვალისწინებული სავალდებულოდ შესასრულებელი საბაზისო პირობები. შესყიდვების სააგენტოს არ გააჩნია რისკების შეფასების გეგმა ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებისთვის. კერძოდ, არ არსებობს ინციდენტების მართვის სისტემა, რომელიც უნდა ახდენდეს ორგანიზაციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების დადოკუმენტირებას. აღნიშნული წარმოადგენს საფუძველს ინფორმაციული რისკების იდენტიფიცირებისა და მათი მართვისათვის. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან, შესყიდვების სააგენტოს საკანონმდებლო დონეზე მოეთხოვება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა. ამასთანავე, სააგენტოს სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესების საჭიროებას. შესაბამისად, სახეზეა ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხვნებთან შეუსაბამობა, რაც გამოწვეულია მენეჯმენტის მხრიდან არაეფექტიანი IT მმართველობით. ბიზნეს პროცესის უწყვეტობის გეგმა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ორგანიზაციის საპასუხო გეგმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. შესყიდვების სააგენტოში არ არსებობს ბიზნეს უწყვეტობის პოლიტიკა რომელიც უნდა მოიცავდეს როლების და პასუხისმგებლობების, სფეროს, რესურსების განაწილების, ტრენინგების მოთხოვნების, ტესტირების განრიგის, სარეზერვო ასლების შექმნის გეგმებს. ასევე, შესყიდვების სააგენტოს არ აქვს იდენტიფიცირებული სისტემასთან დაკავშირებული რისკები, შესაძლო საფრთხეები და მათი ზეგავლენა ბიზნეს პროცესზე. გარდა ამისა, სააგენტოს შესყიდვების ელექტრონული სისტემისათვის არ განუხორციელებია აღდგენის დროისა (RTOs) და აღდგენის მიზნების (RPOs) შეფასება. აღნიშნული კი თავის მხრივ ქმნის რისკს იმისა, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს უწყვეტი და სანდო სერვისის (სახელმწიფო შესყიდვების) მიწოდებას. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, წარმოადგენს საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, მოთხოვნას, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელქტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს მიხედვით სისტემაში რეგისტრირებულ შემსყიდველს, მიმწოდებელს და სტუმრის სტატუსით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ნებისმიერ შესყიდვასთან დაკავშრებული ინფორმაცია. აუდიტის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული იქნა საქართველოს შინაგან სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვები, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს და რომლებიც არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შესყიდვების სააგენტოს მიერ არ არის შემოთავაზებული მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ, სისტემის გაუმართობასთან დაკავშირებული ხარვეზების გასაჩივრება. შესაბამისად, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც სისტემის კონტროლის გარემოში სახეზეა მმართველობის ხარვეზები, გადაუნაწილებელი პასუხისმგებლობა და დაურეგულირებელი მიმართულებები, სააგენტოს მხრიდან არ არის 203 - - - - - უზრუნველყოფილი ეფექტიანი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება სისტემის მომხმარებელთა უფლებები. სისტემაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მიმწოდებლისთვის ფიქსირდება საიდენტიფიკაციო კოდისა და დასახელების მრავალი სხვადასახვა ვარიაცია (50-60 ვარიანტიც კი), რაც დაინტერესებული პირთათვის სასურველი ინფორმაციის ძიების პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენს. ამასთანავე, აღნიშნული წარმოადგენს სისტემის აპლიკაციის კონტროლების სისუსტეს. 2012-2013 წლების მონაცემების გაანალიზებისას აღმოჩნდა რომ 2012-2013 წლებში გამართულ ტენდერების გარკვეულ რაოდენობას (14 ტენდერს) არ აქვს მინიჭებული საბოლოო სტატუსი, ამ ტენდერების დღემდე მინიჭებული აქვს მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება და შერჩევა/შეფასება სტატუსები. აღნიშნული 14 ტენდერიდან 9-ში არ არის ატვირთული არც ხელშეკრულება და არც ტენდერის შეყვეტის შესახებ ოქმი, შედეგად სისტემის მეშვეობით შეუძლებელია დადგინდეს ტენდერი შეწყდა თუ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. სატენდერო წინადადების ელექტრონული გარანტიის არსებული მეთოდი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას. ასევე მაღალი ღირებეულების მქონე შესყიდვებისთვის, რომელიც პრეისკურანტით ხორციელდება, ზემოთაღნიშნული გზით დათვლილი ელექტრონული გარანტიის ოდენობა ვერ იქნება საკმარისი მიმწოდებლის მხრიდან წინადადების უზრუნველყოფისთვის. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისათვის შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამარტივებული შესყიდვით გააფორმონ ხელშეკრულებები თუკი შესყიდვა კანონით დადგენილი ზღვრების ფარგლებში ხორციელდება. კერძოდ, განსაზღვრულია 5 000, 20 000 და 50 000 ლარიანი მონეტარული ზღვრები, შესყიდვის ობიექტის ღირებულებისა და კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მონეტარული ზღვრების დაცვის ზედამხედველობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვალდებულებაა. მონეტარული ზღვრის დარღვევის შემთხვევაში, შესყიდვების სააგენტო წერილობით მიმართავს შემსყიდველ ორგანიზაციას და საჭიროების შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევის აქტს. მონაცემთა ანალიზის სააგენტოს ხელთ არსებული პოსტ ფაქტუმ რეაგირების მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს მონეტარული ზღვრების დაცვას. მონეტარული ზღვრების დარღვევები წლების განმავლობაში მზარდი ხასიათისაა. დიაგრამაზე ნაჩვენებია წლების მიხედვით რამდენ შესყიდვაში დაირღვა კანონით დადგენილი მონეტარული ზღვარი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. "სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ანალიზის საშუალებით, გამოვლენილი იქნა გამარტივებული შესყიდვების მოდულის კონტროლის სისუსტე. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ჩანაწერები არ არის დარეგისტრირებული მიმდევრობით. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სისტემის ხარვეზს, რომელიც ერთჯერადად დაფიქსირდა. თუმცა, აუდიტის ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია სხვა გამოტოვებული ჩანაწერებიც. შედეგად, გამოვლენილი გარემოებები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიცია სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით ცალსახად ცხადყოფს, რომ ელექტრონულ სისტემას გააჩნია ჩანაწერების სისრულის კონტროლების სისუსტე. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის 204 სამსახურმა ვერ მოიპოვა აუცილებელი და შესაფერისი რწმუნება, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცულია გამარტივებული შესყიდვების ჩანაწერების სისრულე. 205