„ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📜 ტექსტი
წერილი
1,.,1"!:-,^--1,
)dq3"td-l^6.,,r'6"
br jr6o6gq,ob J.itiq,.:036$tt
Us$rr"ror33q,rob J;t(q,;036$ob 636q,$36$ob 205 3 a3bq,otr t)3tr;b$oltrqt.
$;t66r'r6oqr636cn ,,dq'o36o. QCan.]6J0c/'Jq,o. 96rnor5o lt.:j:t6rn'r3q'olicntrU"
b$ot36rnbo J6r.r66r0ob 0gtr6gq,lbolr 0o6qrr'6.:63oboU 63tr;bgb ;65fi,,ill,
( ,.r5'n'rDr )r
P…
9.1
ip
…
も
Dヨ
ー
沖33494
07‑′
ル
g θ9 /d
̀:
り3
ジ
09092016
ანგარიში
საქართველოს მთავრობა
„ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში
სექტემბერი 2016
თბილისი, საქართველო
სარჩევი
შესავალი ....................................................................................................................................1
1. ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა ....3
1.1 სასამართლო ხელისუფლება ................................................................................................3
1.2 სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა ............................................................................4
1.3 ნოტარიატის რეფორმა ..........................................................................................................6
1.4 ადამიანის უფლებების დაცვა ...............................................................................................6
1.4.1 სამოქალაქო ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა ...................9
1.4.2 დევნილთა და ეკომიგრანტთა უფლებების დაცვა........................................................... 11
1.5 პროკურატურის რეფორმა .................................................................................................. 12
1.6 შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა ............................................................................ 13
1.7 სასჯელაღსრულების სისტემის განვითარება .................................................................... 14
1.8 საჯარო მმართველობის რეფორმა ...................................................................................... 17
1.9 ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ................................................................. 20
1.10 ანტიკორუფციული პოლიტიკა და ღია მმართველობა ..................................................... 21
1.11 მიგრაცია ........................................................................................................................... 22
2. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება ........................................ 24
2.1 სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ..................................... 24
2.2 თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები ................................................................ 27
3. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია................................................................ 30
4. საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები ............................................................................. 35
5. მდგრადი განვითარება ......................................................................................................... 39
5.1 ეკონომიკური პოლიტიკა ................................................................................................... 39
5.2 ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს რეფორმები ................................................................. 39
5.3 მეწარმეობის განვითარება .................................................................................................. 44
5.4 საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა ............................................................................................ 45
5.5 ტურიზმის განვითარება ..................................................................................................... 47
5.6 კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები ................................ 48
5.7 სივრცითი მოწყობა და მშენებლობა ................................................................................... 50
5.8 ტრანსპორტი და ლოგისტიკა ............................................................................................. 52
5.9 ენერგეტიკის სექტორის განვითარება ................................................................................ 55
5.10 შრომის ბაზრის განვითარება და დაცვა............................................................................ 57
5.11 სოფლის მეურნეობა .......................................................................................................... 59
5.12 საგადასახადო პოლიტიკა ................................................................................................. 64
5.13 ფისკალური პოლიტიკა .................................................................................................... 65
5.14 მონეტარული პოლიტიკა .................................................................................................. 66
5.15 რეგიონული განვითარების პოლიტიკა ............................................................................ 67
5.16 ინფრასტრუქტურული განვითარება ................................................................................ 68
5.17 გარემო და ბუნებრივი რესურსების მართვა ..................................................................... 71
6. სოციალური კეთილდღეობა ................................................................................................ 74
6.1 ჯანმრთელობის დაცვა ....................................................................................................... 74
6.2 სოციალური პოლიტიკა ...................................................................................................... 77
6.3 საპენსიო რეფორმა .............................................................................................................. 79
6.4 განათლება და მეცნიერება.................................................................................................. 80
6.5 კულტურა ........................................................................................................................... 84
6.6 სპორტი და ახალგაზრდობა ............................................................................................... 87
6.7 დიასპორაზე ზრუნვა .......................................................................................................... 88
2
შესავალი
საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ კომპლექსური ნაბიჯები გადადგა
სამთავრობო პროგრამის შესასრულებლად. შეუქცევადი გახდა ქვეყანაში
დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესი. წარმატებით მიმდინარეობს
საჯარო მმართველობის, სისხლის სამართლის სისტემის, პროკურატურის,
სასჯელაღსრულების
სისტემის,
ნოტარიატისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმები.
განმტკიცდა ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირსა და ნატოსთან. 2016 წლის 1
ივლისს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება
და დაიწყო მისი სრულმასშტაბიანი ამოქმედება. საქართველოს ხელისუფლებამ
სერიოზული ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო
გეგმით (VLAP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. 2015 წლის
18 დეკემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის საბოლოო IV ანგარიშის თანახმად,
საქართველომ წარმატებით შეასრულა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა
მოთხოვნა, რითაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო
გეგმის იმპლემენტაციის ტექნიკური პროცესი დასრულდა. 2016 წლის 8-9 ივლისს
გამართულ ნატო-ს ვარშავის სამიტზე გამოიკვეთა ახალი ინიციატივები ნატოსაქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მოიცავს
ალიანსის მიერ საქართველოს დახმარებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერების,
სამხედრო განათლების, წვრთნებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების
მიმართულებით.
ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
მხრივ გასული წლის განმავლობაში ძალისხმევა მიმართული იყო კონფლიქტის
გრძელვადიანი, მშვიდობიანი დარეგულირებისაკენ, რაც გულისხმობს საქართველორუსეთის კონფლიქტის ესკალაციის პრევენციას, ქვეყნის დეოკუპაციას, იძულებით
გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობების
შექმნას, ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და საერთაშორისო
ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფას. პროცესი მიმდინარეობდა როგორც
პოლიტიკური და სამშვიდობო დიალოგის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები მოსახლეობისათვის ჯანდაცვისა და განათლების სფეროში არსებული
სერვისების მიწოდებით გზით.
ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების, უმუშევრობისა და სიღარიბის
დაძლევის მიზნით გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები. განხორციელდა ისეთი
ღონისძიებები, რომლებიც ავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესსა და სოფლის
მეურნეობას, იცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს
მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას; ჯანმრთელობის სისტემის
განვითარების მიზნით გატარებული რეფორმების შედეგად შემცირდა ფინანსური
დანახარჯები; გაიზარდა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
დაწყებულია საპენსიო სისტემის განვითარების პროცესი.
1
მთავრობამ შეიმუშავა რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმა, რომლიც ქვეყნის სწრაფ
ეკონომიკის გაძლიერებას და თითოეული ადამიანისა და ოჯახის შემოსავლის
ზრდას ემსახურება.
4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაწყებულია და გაგრძელდება:
განათლების რეფორმა, რომლის მიხედვითაც, სკოლებში, კოლეჯებსა თუ უმაღლეს
სასწავლებლებში სისტემა შეიცვლება ისე, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ყველა
ადამიანმა შესძლოს საკუთარი თავის რეალიზება, საკუთარი შესაძლებლობებით
დასაქმება ან საკუთარი საქმის დაწყება.
რეფორმის შედეგად აღმოიფხვრება შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას
შორის არსებული დისბალანსი და მოხდება კერძო სექტორის უზრუნველყოფა
კვალიფიციური სამუშაო ძალით. შედეგად მივიღებთ უმუშევრობის დონის
შემცირებას.
ეკონომიკური რეფორმა, რომლის მიხედვითაც, შემცირებული გადასახადები,
საკანონმდებლო ცვლილებები და ახალი ბიზნესის დაფინანსების პროექტები,
ადამიანს საშუალებას მისცემს, მარტივად დაიწყოს ან განავითაროს თავისი ბიზნესი.
რეფორმა უზრუნველყოფს ქვეყანაში საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოს კიდევ
უფრო გაუმჯობესებას, ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას და ეკონომიკური
ზრდის დაჩქარებას, როგორც შედეგი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ქვეყნის სივრცითი მოწყობა, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ახალი, ერთიანი
სატრანსპორტო ქსელი, განახლებული ქალაქები და საკურორტო ზონები, რაც
მოიზიდავს მეტ ინვესტორს, გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო მნიშვნელობას და
გაამარტივებს მეწარმეობას რეგიონებში.
განვითარებული ინფრასტრუქტურა იქნება არა მარტო კერძო სექტორის
განვითარების ხელშემწყობი, არამედ საქართველოს - როგორც რეგიონული ჰაბის
ჩამოყალიბების ქვაკუთხედი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსახლეობის
მობილურობა და ცხოვრების ხარისხი.
მმართველობის რეფორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველობის სისტემა გახდება
უფრო მოქნილი და ეფექტიანი. ყველა საჭირო სახელმწიფო უწყება ბიზნესს ერთი
ფანჯრის პრინციპით მოემსახურება. რეფორმის შედეგად, საკანონმდებლო პროცესში
ბიზნესის აქტიური ჩართვით უზრუნველყოფილი იქნება ერთის მხრივ დაგეგმილი
რეფორმების მიმართ კერძო სექტორის მხარდაჭერა, ხოლო მეორეს მხრივ, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია, მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის შეიქმნება
პროგნოზირებადი გარემო, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას
საქართველოში.
2
1. ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის
უზენაესობა
1.1 სასამართლო ხელისუფლება
სასამართლოს გათავისუფლება ხელისუფლების პოლიტიკური ზემოქმედებისაგან
წარმოადგენს
ფუნდამენტს
სასამართლო
რეფორმის
წარმატებული
განხორციელებისთვის. მართლმსაჯულების სისტემა სულ უფრო
მეტად
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ხდება.
სასამართლო
ხელისუფლების
ორგანიზაციულ
უზრუნველყოფას
თავად
სასამართლო
ხელისუფლება
ახორციელებს;
ამჟამად
მიმდინარეობს
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის III ეტაპი, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება
თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და სასამართლოს
საქმიანობაში მათ ჩართულობაზე. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის III
ეტაპი, სხვა საკითხებს შორის, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების
საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას და, ზოგადად, შერჩევის პროცედურის
დახვეწას
ითვალისწინებს,
რომლის
დროსაც
საკანონმდებლო
დონეზე
განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი
მახასიათებლები; მუშავდება მოსამართლეთა დაწინაურებისა და სხვა სასამართლოში
მივლინების
ღია
და
გამჭვირვალე
წესები.
იხვეწება
დისციპლინური
სამართალწარმოების პროცედურები და დისციპლინური სამართალწარმოების
პროცესში დადგინდება მტკიცების სტანდარტი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების რეფორმის III
ეტაპის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის
საბჭოს ვენეციის კომისიას გაეგზავნა, რომელმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე
რეფორმის ძირითადი პრინციპები და აღნიშნა, რომ „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების ამსახველი კანონპროექტი
ითვალისწინებს მდგომარეობის გაუმჯობესებას სასამართლო სისტემის შიდა
დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ცალკეული ასპექტის თვალსაზრისით.
ვენეციის კომისია და დირექტორატი მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების
ორგანოთა მცდელობას აღნიშნული მიზნის მისაღწევად“.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა: 2015 წლის განმავლობაში მომზადდა და
საქართველოს პარლამენტს წარედგინა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის
ამსახველი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც საქართველოს
პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების განხორციელება
განპირობებული იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისას
გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით, რამაც მნიშვნელოვნად
უნდა აამაღლოს ამ ინსტიტუტის ეფექტიანობა.
ახალი კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქვეყნის რამდენიმე
სასამართლოში იფუნქციონირებს, რომელთა ტერიტორიული განსჯადობა მეზობელ
მუნიციპალიტეტებზე გავრცელდება; გაფართოვდება ნაფიც მსაჯულთა საგნობრივი
განსჯადობა, თუმცა, ის მაინც კონკრეტული დანაშაულებით იქნება შემოფარგლული;
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა შეიცვლება იმგვარად, რომ შერჩევის
3
პროცესი გონივრულ ვადებში დასრულდეს; ნაფიც მსაჯულთა შეუთავსებლობის
შემთხვევები ხელახლა განისაზღვრება; შეიცვლება ნაფიც მსაჯულთა აცილებისა და
მათ მიერ კენჭისყრის ჩატარების წესები. ცვლილებები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან
ამოქმედდება.
სამართლიანი სასამართლოს განმტკიცება ეფექტიანი სააღსრულებო მექანიზმებით:
განხორციელდა
მიმდინარე
სააღსრულებო,
გამარტივებული
წარმოების,
გადახდისუუნარობის
და
ფაქტების
კონსტატაციის,
მომსახურების
ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებები. სააღსრულებო
მომსახურებების ხარისხის მდგრადი გაუმჯობესების მიზნით საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მნიშვნელოვანი ცვლილებების
ინიციატორი იყო. აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩამოყალიბება მზარდ
ორგანიზაციად, სადაც განვითარება და მომსახურებების დონის მაღალი
სტანდარტის მუდმივი კონტროლი რუტინულ პროცესს წარმოადგენს, მოითხოვდა
საანგარიშო პერიოდში აქტიური ღონისძიებების გატარებას. განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმო
სააღსრულებო
მომსახურების
მაღალი
ხარისხის
უზრუნველყოფას. გასული წლების იმავე მაჩვენებლებთან შედარებით, მიღწეულ
იქნა სააღსრულებო წარმოების სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის მაჩვენებლების
ზრდა.
საანგარიშო პერიოდში სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში მოქნილი
სოციალური პოლიტიკის დანერგვისა და განვითარების მიზნით სსიპ „აღსრულების
ეროვნული ბიუროს“ მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა
სოციალური მუშაკების ჯგუფები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას მთელი
საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ
სოციალური მუშაკები ორიენტირებულნი არიან საქმეში მხარეთა მდგომარეობის
შემსუბუქებაზე; ერთვებიან სააღსრულებო წარმოების პროცესში, როდესაც ერთერთი მხარე მიეკუთვნება მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიას. მხარეებთან
კომუნიკაცია, მათი პრობლემების მოსმენა და მათზე რეაგირება განსხვავებულ
მასშტაბებს იღებს, რაც დამატებით გადადგმული ნაბიჯია სოციალური სახელმწიფოს
მშენებლობის გზაზე.
1.2 სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გადასინჯვა და ცვლილებები: სისხლის
სამართლის
კანონმდებლობის
ლიბერალიზაციის,
მოდერნიზაციისა
და
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით მიმდინარეობს სისხლის
სამართლის კოდექსის გადასინჯვა.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში
შექმნილი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრებისა და მუშაობის
შედეგად, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის მხარდაჭერით,
აგრეთვე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩართულობით,
მომზადდა ფართომასშტაბიანი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის
როგორც ზოგად, ისე კერძო ნაწილებში.
4
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის რეფორმის შედეგად,
−
−
−
−
−
შეჯიბრებითობის პრინციპმა რეალური მნიშვნელობა შეიძინა სისხლის
სამართლის პროცესში;
გარდაიქმნა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სწრაფი მართლმსაჯულების
სამართლიანად და გამჭვირვალედ განხორციელების მიზნით;
ევროპული
სტანდარტის
შესაბამისად,
გაფართოვდა
მოწმისა
და
დაზარალებულის უფლებები, რომელთაც სისხლის სამართლის პროცესში
თავიანთი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მიეცათ;
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მარეგულირებელი
ნორმები
შესაბამისობაში
მოვიდა
საერთაშორისო
და
ევროპულ
სტანდარტებთან;
დაიხვეწა პირის გამოკითხვისა და დაკითხვის მექანიზმი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი: 2016 წლის 1 იანვრიდან
ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (უმეტესი ნაწილი).
საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეს არის რეგიონისთვის სამაგალითო
კოდექსი,
რომელიც
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
სფეროში
საერთაშორისო სამართლის აქტებით დადგენილ ყველა აღიარებულ პრინციპს
ითვალისწინებს. კოდექსის მიღებას მიესალმნენ ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა
ფონდის წარმომადგენლობები, რომელთა ექსპერტები ქართველ სპეციალისტებთან
ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში.
კოდექსი
ითვალისწინებს
არასრულწლოვნის
საუკეთესო
ინტერესების
პრიორიტეტულობას, ინდივიდუალური მიდგომისა და სისხლისსამართლებრივი
დევნის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭებას, საპატიმრო
აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს
შემთხვევებში, არასრულწლოვანთა საქმეებში მოსამართლის როლის გაზრდას, მოწმე
და დაზარალებული არასრულწლოვნის უფლებების დაცვას, დაზარალებული
არასრულწლოვნის განმეორებითი ან ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან
აცილებისათვის საჭირო ღონისძიებებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
პროცესში მონაწილე ყველა პირის სპეციალიზაციას და სხვ.
ნარკომანიასთან ბრძოლის პოლიტიკის რეფორმა: მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება
ნარკომანიის წინააღმდეგ.
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის
იმპლემენტაციის მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ შეიმუშავა 2016-2017 წლების
სამოქმედო გეგმის პროექტი. გეგმის მთავარი ამოცანაა დაბალანსებული, ადამიანის
უფლებების დაცვასა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის
ჩამოყალიბება.
ამჟამად საბჭოს ფარგლებში შექმნილი საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე
სამუშაო ჯგუფი
ამზადებს ცვლილებებს „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში.
2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის
ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის
გაფორმებულ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოსა და
5
ევროკავშირის ქვეყნებში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
შეგროვება და ანალიზი,
დაინერგება მტკიცებულებებზე დაფუძნებული
სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგია.
დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს და
გაგრძელდება ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა.
1.3 ნოტარიატის რეფორმა
იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა რეფორმა ნოტარიატის შესახებ, რომლის
მიზანია, ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ჰქონდეთ ვალდებულება, კარიერის
პირველ წლებში ემსახურონ რაიონის მოსახლეობას, რაშიც მათ ფინანსურად
ნოტარიუსთა პალატა დაეხმარებათ. 2016 წლის 22 იანვარს საქართველოს იუსტიციის
მინისტრმა ნოტარიუსები 6 ასეთ მუნიციპალიტეტში დანიშნა. სართიჭალა,
ამბროლაური, წყალტუბო, ქედა, ქარელი, ლენტეხი − ეს ის მუნიციპალიტეტებია,
სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და
მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა.
იმ სანოტარო ბიუროებს, რომლებიც მდებარეობს დიდი ქალაქებიდან მოშორებით და
რეგიონებში ეწევიან სანოტარო მომსახურებას, ნოტარიუსთა პალატიდან აქვთ იმ
სახის დახმარება, რაც სანოტარო ბიუროების გამართული ფუნქციონირებისათვის
არის აუცილებელი.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ნოტარიუსების
ჩართულობა მედიატორის ფუნქციების განხორციელებით გამოიხატება. სანოტარო
მედიაცია და ამ კანონის ფარგლებში შესასრულებელი სანოტარო მოქმედებების
დამოწმება იწარმოებს უსასყიდლოდ. ნოტარიუსის დახმარებით მედიაციის გზით
დავის გადაჭრა ნიშნავს პრობლემის მოგვარებას სასამართლოს განხილვის გარეშე,
მარტივად, სწრაფად და იაფად, რაც ემსახურება საქართველოს მასშტაბით კერძო
საკუთრების უფლებების რეალიზებას და კერძო მესაკუთრეთა ინტერესების
სამართლებრივ უზრუნველყოფას
1.4 ადამიანის უფლებების დაცვა
დისკრიმინაციის აკრძალვა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ 2016 წელს ჩატარდა უფასო ტრენინგი: „რა არის
დისკრიმინაცია?“, რომელზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა ნებისმიერ
დაინტერესებულ მოქალაქეს.
ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობა: „ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის
კონვენციის („სტამბულის კონვენცია“) რატიფიკაციის მიზნით, რომელსაც ხელი
მოეწერა 2014 წლის 19 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა
მეორე ეტაპზე შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები 20-მდე საკანონმდებლო
აქტში.
საკანონმდელო ცვლილებების თანახმად, ქალი დაცული იქნება განურჩევლად იმისა,
მის მიმართ ძალადობა ოჯახში განხორციელდება, თუ სადმე სხვაგან.
6
კანონმდებლობით გათვალისწინებული დამცავი და შემაკავებელი ორდერი გაიცემა
ქალის დაცვის მიზნითაც. ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმების
უზრუნველყოფისათვის იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის
მარეგულირებელი ნორმებიც. ძალადობის მიმართ სწრაფი და ეფექტური რეაგირების
საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება ასეთი ორდერის სასამართლოში წარდგენის
ვალდებულება და იგი გამოცემისთანავე ექვემდებარება აღსრულებას. შინაგან
საქმეთა სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით
დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ოჯახში
ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ადეკვატურობას და გამოიკვლევს
ოჯახის წევრთა მიერ ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეებს.
საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს უპასუხოს ოჯახში ძალადობისა და
ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ
გამოწვევებს. კერძოდ,
საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვასა და დახმარების
უკეთ უზრუნველყოფას, კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ძირითადი
ცვლილებები ეხება პირისათვის სტატუსის მინიჭების პროცედურის დახვეწას,
მსხვერპლის უფლებების, მისი სოციალური და შრომითი გარანტიების, მოძალადის
სარეაბილიტაციო ღონისძიებების შემუშავების, მსხვერპლისათვის კომპენსაციის
გაცემისა და მსხვერპლთა მიერ თავშესაფრით სარგებლობის საკითხებს.
ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში, სტამბულის
კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ოჯახური დანაშაულის დამამძიმებელ
გარემოებას შშმ პირის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას/ოჯახურ ძალადობას.
ქვეყნის მასშტაბით ოჯახზე ძალადობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით
ადგილობრივ
არასამთავრობო
ორგანიზაციაზე
საქართველოს
იუსტიციის
სამინსიტრომ გასცა გრანტი, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ
საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის
თაობაზე განახორციელა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.
2015 წლის იანვრიდან, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სტატისტიკური
მონაცემების აღრიცხვას წარმოებს ახალი პროგრამით, დეტალური პარამეტრების
მიხედვით.
ოჯახში ძალადობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტმა
მოამზადა
კომპლექსური
საკომუნიკაციო
სტრატეგია, რომლის მიზანია ახალი ნორმების შესახებ საზოგადოების
ინფორმირებულობა და მართლშეგნების ამაღლება.
ასევე შსს აკადემია მუდმივად ახორცილებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსზე. 2015 წლიდან, გაეროს ქალთა
ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შსს აკადემიაში
შემუშავდა და დაინერგა „გენდერული თანასწორობის კურსი“. რომელიც
ინტეგრირებულია საბაზისო სწავლების კურსის კურიკულუმში და ემსახურება
აკადემიის მსმენელთა სენსიტიურობის ზრდას აღნიშნული საკითხისადმი;
ბავშვთა უფლებების დაცვა: საქართველომ დაასრულა ბავშვის უფლებების
კონვენციის „შეტყობინების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმის
სავალდებულოდ აღიარებისთვის საჭირო შიდა პროცედურები. ოქმი ითვალისწინებს
ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ ინდივიდუალური შეტყობინებების განხილვის
7
შესაძლებლობას, რაც საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით
მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია.
ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლა: საქართველომ ტრეფიკინგის
წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც, როგორც აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, ისე ევროპის საბჭოს
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ
საქართველოს მეორე შეფასების რაუნდის ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნა.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტური მუშაობის
შედეგად განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
−
შსს-ის ინსპექტირების სპეციალური მობილური ჯგუფების ეფექტური
მუშაობის შედეგად, რომლებიც სისტემატურად ახორციელებენ მაღალი
რისკის მქონე ადგილების შემოწმებას, პროაქტიულად დაიწყო გამოძიება
ტრეფიკინგის არაერთ ფაქტზე;
−
ნაყოფიერად
მუშაობს
პროკურორებისა
და
გამომძიებლებისგან
დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფი, რომლის კოორდინირებული
მუშაობის შედეგად დაწყებული გამოძიებების უმეტესობაზე ხდება ბრალის
წაყენება და საქმის სასამართლოში გადაგზავნა;
−
საქართველოს
პროკურატურის
მოწმეთა
და
დაზარალებულთა
კოორდინატორებისთვის ტრეფიკინგის საქმეებში აქტიური ჩართვის მიზნით
მუშავდება სახელმძღვანელო პრინციპები;
−
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდა შრომის პირობების ინსპექტირების
დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრა დაწესებულებებში
იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნიშნების გამოვლენა და
შსს-ს პოლიციის დეპარტამენტში გადამისამართება;
−
წარმატებით ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები
საბჭოს მიერ შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო კამპანიის სამოქმედო
გეგმის ფარგლებში, რაც უნიკალურია ჩვენს რეგიონში;
−
წარმატებით ხორციელდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები
სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებისათვის;
−
ტრეფიკინგის წინააღმდეგ საქმიანობაში აქტიური
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
−
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების
პრობლემების მოსაგვარებლად. 2016 წლის 22 ივნისს საქართველოს
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის
მიხედვითაც, განისაზღვრა მიუსაფარი ბავშვის დეფინიცია და შეიქმნა
სათანადო სამართლებრივი ბაზა, რათა მოხდეს ბავშვების პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტებითა და სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით
(განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.) უზრუნველყოფა. ამასთან,
გაიზარდა
სოციალური მუშაკის როლი, რომლის თანახმადაც, სოციალური მუშაკი
უფლებამოსილი იქნება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში
განაცალკევოს ბავშვი მოძალადისაგან;
თანამშრომლობაა
8
−
იხვეწება ბავშვთა დაცვის რეფერალური მექანიზმი, რომელიც, ნაცვლად
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებისა, დამტკიცდა საქართველოს
მთავრობის მიერ;
საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი
ბრძანებით დამტკიცდა საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების
(სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი, რომლის
მიზანია, სუროგაციით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის პოლიტიკის
გამკაცრება და საქართველოდან გაყვანის გზით მის მიმართ სხვადასხვა სახის
უკანონო ქმედების განხორციელების, მათ შორის, ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის
შემთხვევათა თავიდან აცილება.
2015 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეფორმა, რომლის
შედეგადაც ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოში გაიმიჯნა
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება, ხოლო ტრეფიკინგის
წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები ჩამოყალიბდა ქვეყნის დასავლეთ და
აღმოსავლეთ მიმართულებებად; შსს-ში ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და
თითოეულ მოქალაქეს აქვს საშუალება, რომ მიიღოს შესაბამისი კონსულტაციები და
ინფორმაცია ტრეფიკინგთან დაკავშირებულ სხვა და სხვა საკითხებზე. 2015 წლის
მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო
კამპანია, რომლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირებულობა
სამართალდამცავ
ორგანოებთან
ურთიერთობის
ფორმების
და
კანონით
გათვალისწინებული მოქალაქეების უფლების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის
დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი
სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით;
წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა: აქტიურად
მიმდინარეობს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების
შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების
განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2015 წლის
18 მაისის სხდომაზე დამტკიცებული ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 20152016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულება და მის განხორციელებაზე
მონიტორინგი. ამასთან, მუშავდება 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის
შესრულების შუალედური ანგარიში.
1.4.1 სამოქალაქო ინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა
ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
უზრუნველყოფის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების
ძირითად
ინსტრუმენტს
წარმოადგენს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დამტკიცებული „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო
სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა“. სტრატეგია ეყრდნობა
თანასწორობის პრინციპს, „მეტი მრავალფეროვნება, მეტი ინტეგრაციის“ მიდგომას
9
და მიზნად ისახავს თანასწორი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ეთნიკური
უმცირესობების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში და მათი კულტურული იდენტობის დაცვას.
საანგარიშო პერიოდში მთელი რიგი პროგრამები და ღონისძიებები განხორციელდა,
რაც მიმართული იყო ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე წვდომის
უზრუნველყოფისკენ და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებისკენ.
შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი „განათლების სისტემა საზოგადოების
ინტეგრაციისთვის“, რომელიც მოიცავს განათლების ყველა საფეხურს; ასევე
მომზადდა და ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე სასწავლო რესურსები.
არაქართულენოვან სკოლებში გაგრძელდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის
„არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“
განხორციელება, რომელშიც ჩართული იყო 105 სერტიფიცირებული ქართულის
როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი და 149 დამხმარე მასწავლებელი.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში პოპულარობით
სარგებლობს უმაღლესი განათლების მიღების გამარტივებული სისტემა ე.წ. „1+4“
პროგრამა. პროგრამაში ჩართული სტუდენტების რაოდენობა წინა წლებთან
შედარებით გასსამაგდა.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან
რეგიონებში საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი ერთიან
სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით საჯარო მმართველობისა და
ადმინისტრირების,
ასევე
კომპიუტერული
ტექნოლოგიების
პროგრამების
ფარგლებში საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 400-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე,
ხოლო სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში - 1700-მდე პირი.
ეთნიკური უმცირესობების თანასწორი და აქტიური მონაწილეობა ისეთ
პოლიტიკურ პროცესში, როგორიც არჩევნებია, სრულად უზრუნველყოფილია. მათ
არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მიეწოდებათ ყველა მნიშვნელოვანი
ინფორმაცია, მათ შორის, უმცირესობების ენებზე. რაც შეეხება საჯარო სამსახურში
და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას, შერიგებისა
და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატმა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გამართა საინფორმაციო
შეხვედრები
პოლიტიკური
პარტიების
წარმომადგენლებთან
სამოქალაქო
ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ
ამომრჩევლებთან აქტიური კომუნიკაციისა და მათი პარტიულ საქმიანობაში უფრო
აქტიური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი
მცირე ჯგუფების ენების დაცვას:
შემუშავდა და დამტკიცდა მცირერიცხოვან
უმცირესობათა ენების (ჩეჩნური, ასურული, ქურთული, ხუნძური, უდიური, ოსური)
სტანდარტები და დაინერგა სასწავლო პროგრამები. კონკრეტული ნაბიჯები
გადაიდგა ბოშა ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის
კუთხით. სახელმწიფო ასევე მხარს უჭერდა სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან
ბეჭდვით გამოცემებს.
10
1.4.2 დევნილთა და ეკომიგრანტთა უფლებების დაცვა
დევნილთა და ეკომიგრანტთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი
წარმატებული ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური
განვითარებისთვის. 2016 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დევნილთა
ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და 2012 წლის შემდგომ შემუშავებული
დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად.
დევნილთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა და
განისაზღვრა, რომ ყველა დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი უნდა
გააჩნდეს; გაუქმდა დევნილთა კომპაქტური და კერძო განსახლების ობიექტის ცნება
და ყველა დევნილი იღებს გაორმაგებულ შემწეობას; დაიხვეწა დევნილის სტატუსის
მინიჭების პროცედურა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა
და
განაწილების
კრიტერიუმები;
სულადობის
მიხედვით
განისაზღვრა
საცხოვრებელი ფართის სტანდარტები. დევნილს სტატუსი უნარჩუნდება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე – მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე;
დევნილს, დაბრუნების შემდგომაც უნარჩუნდება სახელმწიფოს მიერ მისთვის უკვე
საკუთრებაში
გადაცემული
საცხოვრებელი
ფართი;
ასევე
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე დარჩენილი უძრავი ქონების რესტიტუციის უფლება და მისი
მემკვიდრეობით გადაცემა; განსახლება ხდება იქ, სადაც დევნილები ინტეგრირდნენ
განვლილი წლების განმავლობაში, მათ შორის თბილისში, რომელიც 2013 წლამდე
დევნილებისთვის დახურული ქალაქი იყო.
დღევანდელი მდგომარეობით 55 000 დევნილი ოჯახი საჭიროებს სახელმწიფოს
მხრიდან საბინაო უზრუნველყოფას, მათ შორის 30 000-ზე მეტი უკიდურესად
მწვავედ განიცდის ამ პრობლემას.
მიმდინარე წელს რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი
ფართი 1731-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში „სოფლად სახლის“
სამინისტრომ კერძო სახლი შეუსყიდა 600 დევნილ ოჯახს.
პროექტის ფარგლებში,
სახელმწიფომ გააქტიურა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი
ფართების დაკანონების პროცესი და 12 000 დევნილი ოჯახი კერძო საკუთრების
მფლობელი გახდა. ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
გასულ წელს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე 17 ნგრევადი
(სიცოცხლისათვის საშიში) ობიექტი დაიხურა და 300-მდე დევნილი ოჯახი
გადაყვანილ იქნა ახალაშენებულ კორპუსებში.
სახელმწიფო განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავს დევნილთა განსახლებისა და
რეინტეგრაციის დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად. ზუგდიდში,
ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიმდინარეობს ახალი მშენებლობები.
დევნილთათვის განკუთვნილი პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის
დიდი ყურადღება ეთმობა დევნილთა ცნობიერების დონის ამაღლებას საარსებო
წყაროების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ამ
მიზნით აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები მთელი
ქვეყნის მასშტაბით და დაინტერესებულ დევნილებს აქვთ საშუალება მათთვის
11
მისაღები ფორმით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ
წყაროების პროგრამების შესახებ.
კონკრეტული საარსებო
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის
მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება სუბსიდირება იმ დევნილების, რომლებიც
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააზღვევენ მოსავალს.
მინიმალური თანამონაწილეობით დევნილებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ამ
პროგრამაში და დაცული იყვნენ ბოლო წლებში გახშირებული სტიქიური
მოვლენებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალისაგან.
ასევე შემუშავდა საგრანტო პროგრამა სოფლის მეურნეობაში ჩართული დევნილებისა
და
თვითდასაქმებაზე
ორიენტირებული
სოციალური
ინიციატივების
მხარდასაჭერად. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ოთხ სამიზნე რეგიონში:
სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.
სოციალურად დაუცველი დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის
მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება „სოციალურად დაუცველ დევნილთა
პროფესიული განათლების მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სოციალურად
დაუცველი დევნილების მხარდაჭერა ტრანსპორტირებისა თუ საცხოვრებელის ქირის
ხარჯების ანაზღაურების გზით.
გასულ წელსაც სათანადო ყურადღება დაეთმო სტიქიური მოვლენების შედეგად
დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების
პრობლემების მოგვარებას. 2016 წლიდან დაიწყო 2004-2009 წლებში შესყიდული
სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი და 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი
კერძო საკუთრების მფლობელი გახდა. გასულ წელს სამინისტრომ საცხოვრებელი
სახლი შეუძინა 142 ეკომიგრანტ ოჯახს და ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში
მიმდინარეობს.
1.5 პროკურატურის რეფორმა
სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების, კანონის უზენაესობის
დაცვის, ასევე, ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული
პირების ეფექტიანი დაცვის პროცესში პროკურატურის სისტემა განსაკუთრებულ
როლს თამაშობს. პროკურორთა დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და
კეთილსინდისიერება
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
ეკონომიკური
განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროკურატურის რეფორმის მიზანია პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის
გაზრდა; მისი მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცულობის
უზრუნველყოფა; პროკურატურის ანგარიშვალდებულების მკაფიოდ განსაზღვრა.
2015 წელს განხორციელებული პროკურატურის რეფორმის შედეგად პროკურატურის
სისტემაში დაინერგა 3 ახალი ინსტიტუტი: საპროკურორო საბჭო, პროკურორთა
კონფერენცია და სპეციალური (ad hoc) პროკურორი. შეიცვალა მთავარი
პროკურორის დანიშვნის, თანამდებობიდან გადაყენების და მის წინააღმდეგ
დისციპლინური სამართალწარმოების წესები. რეფორმა გავლენიანი საერთაშორისო
12
ორგანიზაციების მიერ (ვენეციის კომისია, ეუთო, ევროსაბჭო) ინსტიტუციური
დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯად შეფასდა.
გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 2015 წლის 19-21
ოქტომბერს გაიმართა პროკურორთა პირველი კონფერენცია, რომელზეც არჩეულ
იქნენ საპროკურორო საბჭოს წევრები. საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა 2015
წლის 2 ნოემბერს ჩატარდა. კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრის მიერ
კანდიდატების შერჩევისა და საბჭოსთვის წარდგენის შემდეგ, 2015 წლის 19
ნოემბერს, საბჭომ
მთავარი პროკურორობის კანდიდატი დაამტკიცა. მთავარი
პროკურორობის კანდიდატის შერჩევის მთელი პროცესი „პროკურატურის შესახებ“
კანონში შესული ცვლილებების სრული დაცვით წარიმართა და 2015 წლის 27
ნოემბერს, მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ, პარლამენტმა საქართველოს
მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩია.
1.6 შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა
საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და
ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლიციის შემდგომ
განვითარებას.
დანერგვის პროცესშია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის
კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მართვისა
და ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე, კრიმინალური პოლიციის
საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. მუშაობა მიმდინარეობს
ქვეყნის მასშტაბით ანალიტიკური შესაძლებლობების მქონე კამერების განთავსებაზე
მათი პოლიციის ძალების ერთიან საოპერაციო ცენტრში გაერთიანების მიზნით და
ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში დნმ ბანკის შესაქმნელად. მომზადებულია
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები.
2015 წლის დეკემბრიდან დაიწყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა,
რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების
ამაღლებას და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული
პროექტი ასევე მოიცავს ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიან კამპანიას „შენი
გულისთვის-შენი უსაფრთხოებისთვის“, რაც
ავტოსაგზაო შემთხვევების
პრევენციისკენ და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირებისკენ არის
მიმართული.
საგანგებო სიტუაციების მართვა: საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი და ერთიანი
მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა საქართველოს კანონი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და 2015 წლიდან შსს საგანგებო სიტუაციების
მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოდ. სააგენტო წარმოადგენს ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში
სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს და მის შემადგენლობაში
გაერთიანდა ქვეყანაში არსებული რეგიონული და მუნიციპალური სამაშველო და
სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.
13
გრძელდება მუშაობა ნარკოტიკების
უკანონო
ბრუნვისა და
ნარკომანიის
წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 2015 წელს ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტში
შეიქმნა
არასრულწლოვნებში
ნარკოტიკების
გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება.
მინიმუმამდეა შემცირებული ინტერნეტით ფსიქოტროპული ნივთიერებების
გამოწერა და ფოსტის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა. ასევე,
მკაცრდება
საკანონმდებლო
ბაზა
ახალ
ფსიქო-აქტიური
ნივთიერებების
შემოტანასთან დაკავშირებით.
ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა: ცენტრალური კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
სტრუქტურის
დახვეწისა
და
თანამედროვე
მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გაიმიჯნა ორგანიზებული
დანაშაულის კონკრეტული სახეობების წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფები; შსს
ხელმძღვანელობს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
შექმნილ
ორგანიზებული
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
უწყებათაშორის
საკოორდინაციო საბჭოს.
სასაზღვრო პოლიციის რეფორმა: შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების
საფუძველზე შემუშავებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციის,
სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამა მოიცავს შსს–
ს სასაზღვრო პოლიციის
მართვის, კონტროლის, კავშირგაბმულობისა და
მეთვალყურეობის,
ადამიანური
რესურსების,
ინფრასტრუქტურისა
და
ტრანსპორტის, პერსონალური აღჭურვის, ტიპოლოგია–კინოლოგიისა, სანაპირო
დაცვისა და ავიაციის ფლოტის მოდერნიზების საკითხებს.
ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, დროებითი
მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით,
დასრულდა სარემონტო სამუშაოები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის
რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორებში. სამივე იზოლატორი
აღიჭურვა ახალი ინვენტარით და დაკავებულთათვის ადგილზე შეიქმნა
გაუმჯობესებული ყოფითი პირობები; სარემონტო სამუშაოები შესრულდა
საგარეჯოსა და ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ჩატარდა
აღნიშნული ორი იზოლატორის სრული რეაბილიტაცია.
გრძელდება შსს აკადემიის ინსტიტუციური გაძლიერება, რამდენადაც აკადემია არის
საქართველოში საპოლიციო კადრების სწავლებისა და მომზადების ძირითადი ბაზა.
აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა პროექტი, რომლის თანახმადაც შსს
აკადემია შეიძენს სამართალდამცავთა მომზადების საერთაშორისო ცენტრის
ფუნქციას, სადაც საწყის ეტაპზე რამდენიმე ქვეყნიდან სამართალდამცავები
გაივლიან სწავლებას და მომზადებას.
1.7 სასჯელაღსრულების სისტემის განვითარება
პენიტენციურ სისტემაში ძირეული რეფორმების გატარება 2012 წლიდან დაიწყო და
დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. დაინერგა მსჯავრდებულთა საშიშროების
რისკების
მიხედვით
კლასიფიკაციის
მექანიზმი,
გაიზარდა
14
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაცვის
გარანტიები.
გაუქმდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და სრულად ინტეგრირდა სამინისტროს
სისტემაში. ერთმანეთისაგან გაიმიჯნა პენიტენციური და სამოქალაქო სამსახური.
2015 წელს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის
საფუძველზე, 2016 წლიდან დაინერგა სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა
ელექტრონული მონიტორინგით.
2016 წლის 13 ივნისს საქართველო ციხეებისა და გამასწორებელი სერვისების
ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) სრულფასოვანი წევრი გახდა. სამინისტროს
მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული ევროსაბჭოს,
ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მომზადებულ
ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი
პროგრესი ასახულია საქართველოს სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული
მექანიზმის ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშებში.
პატიმართა შორის ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის აღმოფხვრის
მიზნით ინერგება პენიტენციური სისტემის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია.
პენიტენციური დაწესებულებები დაიყო ოთხ კატეგორიად: დაბალი რისკის,
ნახევრად-ღია ტიპის, დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის
დაწესებულებებად. 2016 წლიდან სრულყოფილად ამოქმედდა მსჯავრდებულთა
საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაციის მექანიზმი და მიმდინარეობს მათი
გადანაწილება შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ 3200-ზე მეტ მსჯავრდებულს
მულტიდისციპლინური გუნდის მიერ უკვე განესაზღვრა საშიშროების რისკი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პატიმართა საცხოვრებელი
პირობების გაუმჯობესების მიზნით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი
განახორციელა. ქალთა N5 დაწესებულების ტერიტორიაზე მოეწყო გრძელვადიანი
პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამჟამად, ხანგრძლივი პაემნებისთვის
შესაბამისი სივრცის მოწყობის სამუშაოები N8 პენიტენციურ დაწესებულებაში
მიმდინარეობს. მიმდინარე წელს დასრულდება N7 პენიტენციურ დაწესებულებაში
აუცილებელი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2016 წელს გაიხსნა
N6 განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულება.
მიმდინარეობს ახალი, 14-დან 21 წლამდე არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა
ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი პენიტენციური
დაწესებულების
დაპროექტება,
რომლის
მშენებლობაც
2018
წლისთვის
დასრულდება.
ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის საშუალებებით სრულად
აღიჭურვა N14 პენიტენციური დაწესებულება, ეტაპობრივად მიმდინარეობს
ტექნიკური ბაზის განახლება სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც. განახლდა
სამინისტროს საბადრაგო მანქანების ავტოპარკი.
პენიტენციური ჯანდაცვა: 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში
სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად სახეზეა არაერთი წარმატება. მოქმედებს
C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამები. სათანადო და
დროული
ტესტირებისა
და
მკურნალობის
შედეგად,
ტუბერკულოზის
ახალგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 2015 წელს 56-ს არ აღემატებოდა, როცა
2012 წელს ეს მაჩვენებელი 457 იყო. 2015 წლიდან პენიტენციურ სისტემაში
15
ტუბერკულოზით არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 500-ზე
მეტმა პატიმარმა იმკურნალა C ჰეპატიტის პროგრამით. განკურნების მაჩვენებელი
90%-ს აღემატება. ყველა პატიმრისთვის ხელმისაწვდომია შიდსის ვირუსზე
კონსულტირება, ტესტირება და მკურნალობა, ისევე, როგორც პრევენციული
გამოკვლევები. მიმდინარე წლის განმავლობაში ხუთ პენიტენციურ დაწესებულებაში
სრულად გარემონტდა ყველა საექიმო-სამედიცინო პუნქტი და აღიჭურვა
ცენტრალური
სასტერილიზაციოებით.
წლის
ბოლომდე
ცენტრალური
სასტერილიზაციოები მოეწყობა ყველა დაწესებულებაში. დაიწყო და ეტაპობრივად
მიმდინარეობს ადაპტირებული საცხოვრისების მოწყობა შშმ პირებისთვის.
სამინისტროსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას შორის გაფორმებული
საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ყველა დაწესებულების სამედიცო პუნქტი
და ციხის ცენტრალური საავადმყოფო აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო
აპარატურით.
სისტემაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების გათვალისწინებით,
განახლდა ბაზისური მედიკამენტების ნუსხა. ამოქმედდა სუიციდის პრევენციის
პროგრამა და შედეგად, 2015 წელს დაფიქსირდა სუიციდის მხოლოდ 2 ფაქტი, ხოლო
2016 წლის პირველ ნახევარში სუიციდს პენიტენციურ სისტემაში ადგილი არ ჰქონია.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, მკვეთრად შემცირდა გარდაცვალების
ფაქტები - 2015 წელს პატიმართა გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა
2011 წელს პენიტენციურ სისტემაში 140 პატიმარი გარდაიცვალა. საქართველოს
პენიტენციურ სისტემაში 2015 წელს დაფიქსირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი
ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სტანდარტულ მაჩვენებელზე (32 შემთხვევა 10 000
პატიმარზე) დაბალია.
გატარებული რეფორმების გათვალისწინებით, პენიტენციური სისტემის უმთავრეს
გამოწვევად რჩება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დროის არაეფექტური
ათვისება.
სწორედ
ამიტომ,
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისთვის
და
განმეორებითი დანაშაულის პრევენციის უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად
ინერგება სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამა. 2016 წელს ძალაში შევიდა
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საშუალებას აძლევს პატიმრებს
ინდივიდუალური შრომის შედეგად შექმნან გარკვეული ნაწარმი, რისი
რეალიზაციაც
სამინისტროს
მიერ
შექმნილი
ონლაინ
მაღაზიის
(www.online.moc.gov.ge) მეშვეობით ხდება. პროდუქციის გაყიდვით მიღებული თანხა
პირდაპირ აისახება პატიმართა პირად ანგარიშზე. ამასთან, სამინისტროს საშუალება
აქვს დაასაქმოს მსჯავრდებულები ციხეებში ან სამინისტროს კუთვნილ შენობებში
მიმდინარე მცირე სარემონტო სამუშაოებზე. გაწეული სამუშაოსთვის პატიმრებს
ეძლევათ შრომის ანაზღაურება, დღიურად, 20 ლარის ოდენობით, ნამუშევარი
საათების შესაბამისად.
პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოების გახსნაში და მსჯავრდებულების
დასაქმებაში
კერძო სექტორის დაინტერესების სტიმულირების მიზნით,
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ
სპეციალური განკარგულება მიიღო, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს ამ
საწარმოებიდან
პირდაპირი
შესყიდვის
წესით
შეიძინოს
უწყების
ფუნქციონირებისთვის საჭირო, მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული
პროდუქცია. სამინისტრო ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიულ სწავლებას.
16
2016 წლის ივლისში ამერიკელ პარტნიორებთან და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით, დაიწყო
კულინარიის
6 თვიანი პროფესიული სასწავლო კურსი დაბალი რისკის
დაწესებულებაში მყოფი 20 მსჯავრდებულისთვის.
ისეთი
დახურული
სისტემისთვის,
როგორიც
პენიტენციური
სისტემაა
უმნიშვნელოვანესია როგორც შიდა-ინსტიტუციური, ისე დამოუკიდებელი
მონიტორინგის მექანიზმების არსებობა. დაინერგა და იხვეწება შიდა სისტემური
მონიტორინგის პრაქტიკა, რაც შესაძლო დარღვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას
და აღმოფხვრას ემსახურება. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების
შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების
მიზნით, შემუშავებულია დაზიანებების აღრიცხვის ფორმა „სტამბოლის
პროტოკოლის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სახალხო დამცველი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი რეგულარულად და
დაუბრკოლებლად ატარებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს. 2015
წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2016 წლის სექტემბრიდან
სახალხო დამცველი და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები
ციხეებში პატიმრებისა და მათი განთავსების ადგილების სამსახურებრივი
სარგებლობისთვის ფოტოგადაღებას შეძლებენ.
შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ალტერნატიულ სახეს, პრობაციის ეროვნული
სააგენტო აღასრულებს. სააგენტო აღიჭურვა ელექტრონული მონიტორინგის
თანამედროვე ცენტრით და 200 სამაჯურით, რომელიც მსჯავრდებულის
გადაადგილების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
2016 წელს გაუქმდა მსჯავრდებულებთან ვიდეოპაემნით სარგებლობის და
პრობაციის სხვა ბიუროს ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციისთვის
დადგენილი გადასახადები.
2015 წლიდან პრობაციის რეგიონული ბიუროების ძალისხმევით სხვადასხვა
საწარმოებში დასაქმდა 204 პრობაციონერი.
სამინისტრო ხელს უწყობს პენიტენციური სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ
განვითარებას.
მიმდინარეობს
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მოსამსახურეთა გადამზადებისა და სერტიფიცირების პროგრამა, რომლის პირველი
ეტაპი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
1.8 საჯარო მმართველობის რეფორმა
პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმა: საანგარიშო პერიოდში მთავრობის
საქმიანობის და პოლიტიკის დაგეგმვის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა
„პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელო“, რომელიც განსაზღვრავს დაგეგმვის
დოკუმენტების იერარქიასა და სტრუქტურას. აღნიშნული მიმართულებით,
სამინისტროების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა კომლექსური
ტრენინგები.
17
ევროკავშირისა და სიგმას ექსპერტების დახმარებით შემუშავებული იქნა
პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც წლის
ბოლომდე მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.
საჯარო სამსახურის რეფორმა: საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს
მიიღო საქართველოს ახალი კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“,
რომელიც OECD/SIGMA-სა და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.
ახალი კანონი უზრუნველყოფს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე,
კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებულობასა და
ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის
ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებზე.
საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაიწყო სამთავრობო სტრუქტურებში
ფუნქციური ანალიზის პროექტის განხორციელება, შემუშავდა ინსტიტუციური
აუდიტის ზოგადი მეთოდოლოგია.
შეიქმნა სამუშაო აღწერილობები ცენტრალურ უწყებებში არსებული ყველა
პოზიციისათვის
და
ადამიანური
რესურსების
მართვის
ერთეულების
წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენინგი მოხელისა და მის მიერ
შესრულებული სამუშაოს შეფასების საკითხებში გადამზადების მიზნით.
ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა 2016 წლის აგვისტოს
მდგომარეობით დაინერგა 299 უწყებაში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18
ივნისის N410 დადგენილებით დამტკიცებული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში
დღემდე
განხორციელდა სტაჟიორთა ოთხი ნაკადის მიღება. ამასთანავე,
მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს
სტაჟიორთა დასაქმებას, ბიუროში არსებული ინფორმაციით, სტაჟირების გავლის
შემდგომ, დასაქმდა 110 სტაჟიორი.
განხორციელდა ცვლილებები „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ” საქართველოს კანონში დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის
დანერგვისა და მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით.
მიმდინარეობს საჯარო დაწესებულებებში არსებული ელექტრონული ბაზების
დაკავშირებისა და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული
სისტემის შექმნის პროცესი.
ასევე შემუშავდა,
საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების
მომწესრიგებელი ერთიანი ნორმატიული აქტის - კოდექსის პროექტი და
პერიოდულად მიმდინარეობს ტრენინგები საჯარო სამსახურში დასაქმებული
პირებისათვის ეთიკისა და მამხილებელთა დაცვის საკითხებზე.
18
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა
საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა: 2015 წლის პირველი სექტემბერიდან 2016
წლის პირველ სექტემბერამდე გაიხსნა და ფუნქციონირებს დამატებით 11
საზოგადოებრივი ცენტრი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
პუნქტებში.
საზოგადოებრივი
ცენტრების
კონცეფცია
ითვალისწინებს
თანამედროვე
ინფრასტრუქტურას და უახლესი ტექნოლოგიებით სოფლიდან გაუსვლელად 200-ზე
მეტი სახელმწიფო სერვისის მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
დამატებით,
საზოგადოებრივ
ცენტრებში
განთავსებულია
ადგილობრივი
თვითმმართველობის გამგებლის წარმომადგენლის და მისი აპარატის ოფისები,
საბიბლიოთეკო სივრცე უფასო კომპიუტერებსა და ინტერნეტზე წვდომით და
საკონფერენციო ოთახი სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისთვის. 2016 წლის
პირველი
სექტემბრის
მდგომარეობით,
საქართველოს
ტერიტორიაზე
37
საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. ამასთან, 2016 წლის ბოლომდე იგეგმება
კიდევ 7 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა.
ასევე განხორციელდა პროექტი „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები“ სოფლად
მცხოვრები მოსახლეობისათვის და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრვ თვითმმართველობებში:
მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ადგილობრივი
მოსახლეობისთვის, ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისების
გარდა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ასევე, ახორციელებს
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის
პროექტს. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა მუნიციპალიტეტების მართვის
ელექტრონული სისტემა, რომელიც 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1
სექტემბრამდე სულ დაინერგა 45 მუნიციპალიტეტში, სადაც ჯამში რეალურ რეჟიმში
გაეშვა 500-მდე სერვისი.
ღია მონაცემების პორტალი − Data.gov.ge: ღია მონაცემების ქართულ პორტალზე
(data.gov.ge) ქვეყნდება ღია მონაცემები შესაბამის მეტამონაცემებთან ერთად,
აგრეთვე, მასზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ მონაცემების გამოყენების შესახებ.
სისტემა შემუშავდა და გაეშვა 2014 წლის ბოლოს. 2016 წელს შემუშავდა პორტალის
განვითარების პროექტი და დეტალური სამოქმედო გეგმა. დასრულებულია სისტემის
განახლებული ფუნქციონალის რეალიზება. 2016 წელს პორტალიდან მონაცემთა
ჩამოტვირთვების ჯამური რაოდენობა აღემატება 200 000-ს.
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა: წარმატებით ხორციელდება საჯარო
ფინანსების მართვის რეფორმა. შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტირების
სრულყოფისათვის, ევროკავშირის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის
ფარგლებში (PFM III) აღებული ვალდებულების შესაბამისად, დამტკიცდა
პროგრამული
ბიუჯეტის
განახლებული
მეთოდოლოგია.
წარმატებით
განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირების ხაზინის მომსახურებაზე და სახელმწიფო
ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გადმოყვანის პროცესი, რაც
19
უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მართვის მეტ გამჭვირვალობასა და
ეფექტურობას. მომზადდა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საინვესტიციო
პროექტების მართვის გზამკვლევი, რომლის მეთოდოლოგიის შემუშავება და 2016
წელს პილოტირება ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ საბიუჯეტო დახმარების
სახით მისაღები კრედიტის სამოქმედო გეგმის (DPO) ფარგლებში.
1.9 ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა
საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ახალი ინიციატივები ადგილობრივი
თვითმმართველობის შემდგომი რეფორმირების კუთხით, მათ შორის:
-
ინერგება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა
ჩართულობის ახალი მექანიზმები. ცვლილება შევიდა „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში“, რომლითაც განისაზღვრა ადგილობრივი
თვითმმართველობის
განხორციელებაში
მოქალაქეთა
მონაწილეობის
გარანტიები და ფორმები. კერძოდ, დადგინდა დასახლების საერთო კრების
უფლებამოსილებები და მისი ჩატარების წესი; შეიქმნა სამოქალაქო
მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტი და განისაზღვრა მისი უფლებამოსილებები;
დადგინდა პეტიციის წარდგენის წესი და პირობები.
-
საკანონმდებლო
ცვლილებების
შესაბამისად,
მუნიციპალიტეტების
გამგებლებმა /მერებმა შექმნეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რომლებშიც
შედიან
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების,
მეწარმე
იურიდიული პირებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები. დასახლებებში
დაიწყო საერთო კრებების ჩამოყალიბების პროცესი, სადაც მოსახლეობა
ირჩევს საერთო კრების წარმომადგენელს - „რჩეულს“.
-
მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა მუნიციპალიტეტის მოხელეთა
უწყვეტი
სწავლების
სისტემის
ფორმირებისა
და
კოორდინაციის
მიმართულებით.
შეიქმნა მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების
საჭიროებების საძიებო სისტემა, ასევე მუნიციპალიტეტების საჭიროებების
შესაბამისად შექმნილი სასწავლო პროგრამების რეესტრი (edu.lsg.gov.ge).
ამჟამად,
რეესტრში
რეგისტრირებულია
15
სასწავლო
პროგრამის
მიმწოდებელი ორგანიზაციის 58 სასწავლო პროგრამა. სასწავლო პროგრამების
რეგისტრაციისთვის განხილვის პროცესშია 100-მდე სასწავლო პროგრამა.
-
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გრძელდება მუნიციპალიტეტების,
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს და
სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების
ადმინისტრაციების მოხელეთათვის ტრენინგების მიწოდება, რომლებიც
მიზნად ისახავს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებებისა და
რეგიონული განვითარების სფეროში მიღებული რეგულაციების საკითხებზე
მოხელეთა მომზადება–გადამზადებას.
-
მუნიციპალიტეტებში
ეტაპობრივად
ინერგება
თვითშეფასებისა
და
ეფექტიანობის
შეფასების
სხვადასხვა
ინსტრუმენტი.
ხორციელდება
საპილოტე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების
20
ფისკალური ეფექტიანობის შეფასებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის
ხელშეწყობას.
ასევე,
ხორციელდება
მუნიციპალიტეტებს
შორის
თანამშრომლობის
ხელშეწყობის
პროექტი,
რომელიც
ევროპული
გამოცდილების
გათვალისწინებით,
დაეხმარება
საქართველოს
მუნიციპალიტეტებს განახორციელონ ერთობლივი, ხარჯ-ეფექტიანი სერვისპროექტები.
-
ჩატარდა
ინტენსიური
სამუშაოები
დარგობრივი
კანონმდებლობის
საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსთან“
ჰარმონიზაციის
მიზნით.
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადდა 174
კანონის პროექტი, რომლებიც საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
1.10 ანტიკორუფციული პოლიტიკა და ღია მმართველობა
ანტიკორუფციული
პოლიტიკა:
კორუფციის
წინააღმდეგ
ეფექტიანი
და
კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით 2016 წლის 27 მაისს ანტიკორუფციული
საბჭოს სხდომაზე საბჭომ 2015-2016 წლების განახლებული ანტიკორუფციული
სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დაამტკიცა.
საანგარიშო
პერიოდში
გრძელდებოდა
თანამშრომლობა
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან.
2016
წლის
ივნისში
განხორციელდა
ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის
საქართველოს მეოთხე რაუნდის შეფასების ვიზიტი. „OECD-ACN“-ის შეფასების
მისიის მიერ საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში და
რეკომენდაციები საქართველოს 2016 წლის აგვისტოში მიეწოდება. 2016 წლის მაისში
გაიმართა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) საქართველოს
შეფასების მეოთხე რაუნდი, რომელიც მოიცავდა კორუფციის დონის შეფასებას
პარლამენტში, პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში. „GRECO“-ს შეფასების
მისიის მიერ საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში და
რეკომენდაციები საქართველოს 2016 წლის სექტემბერში მიეწოდება.
2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის
ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ საბოლოო ანგარიში
გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო რეჟიმის
ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით (მათ შორის,
ანტიკორუფციული) განსაზღვრული ყველა მოთხოვნა.
ღია მმართველობა: 2016 წლიდან სამოქალაქო და ბიზნესსექტორთან, საერთაშორისო
ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო „ღია მმართველობა
საქართველოს“ მესამე − 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის შემუშავება.
მმართველი კომიტეტის წარმატებული წევრობის შემდგომ საქართველო 2016 წლის
მაისში პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა
21
სამოქალაქო ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 0.66 ქულით პირველ პოზიციაზეა. ღია
მმართველობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საქართველოს
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხითაც,
რომლის მიხედვითაც, მსოფლიო რეიტინგში 0.70 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.
ინდექსის თანახმად, საქართველო ღია მმართველობის მაჩვენებლის მიხედვით წინ
უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ხორვატია (33-ე ადგილი),
საბერძნეთი (36-ე ადგილი), ბულგარეთი (49-ე ადგილი), რუმინეთი (51-ე ადგილი);
საქართველოს ღია მმართველობის მაჩვენებელი.
1.11 მიგრაცია
მიგრაციის
ეფექტური
მართვის
მიზნით
იუსტიციის
სამინისტროს
ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია,
რომელშიც ჩართულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და საკონსულტაციო
სტატუსის მქონე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
საანგარიშო პერიოდში:
−
−
−
−
−
წარმატებით
განხორციელდა
ევროკავშირთან
სავიზო
რეჟიმის
ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზით გათვალისწინებული
ღონისძიებები დოკუმენტების უსაფრთხოებისა და მიგრაციის მართვის
სფეროებში, რის საფუძველზეც ევროკომისიამ სამოქმედო გეგმა დახურულად
გამოაცხადა;
დასრულდა 2013-2015 წწ. მიგრაციის სტრატეგიის იმპლემენტაცია. მიღებული
გამოცდილების გათვალისწინებით, მომზადდა და მთავრობის მიერ
დამტკიცდა 2016-2020 წწ. საქართველოს მიგრაციის სტრატეგია და მიღებულ
იქნა მისი 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმა. შემუშავდა და ამოქმედდა
სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და ანგარიშგების ელექტრონული სისტემა
და შეფასების ინდიკატორები;
შემუშავდა და ამოქმედდა მიგრაციის სფეროში რისკების ანალიზის სისტემა
და სამოქმედო გეგმა; დ) შეიქმნა საქართველოს 2015 წლის მიგრაციის
პროფილი და მისი შემუშავების სახელმძღვანელო. მიგრაციის სფეროში
სტატისტიკური მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და ინფორმირებული
გადაწყვეტილების მიღების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით ვითარდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური
სისტემა, რომლის სატესტო რეჟიმში გაშვება იგეგმება 2016 წელს;
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ)
დასრულდა მუშაობა ცირკულარული მიგრაციის საცდელ სქემაზე და
შემუშავდა შესაბამისი სახელმძღვანელო;
იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
ტერიტორიულ
სამსახურებში
გავრცელდა 165,000 საინფორმაციო ფლაერი შენგენის ზონაში უვიზოდ
მგზავრობის თემაზე. ასევე, ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა
22
მიგრაციის საკითხებზე, რომლის შედეგების მიხედვითაც, წარიმართება
საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
ასევე უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის განხორციელების
მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიქმნა საქართველოს 20162020 წლების მიგრაციის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და მიგრაციის პროფილის
შემუშავებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხისმგებელი
სამუშაო ჯგუფი; შემუშავდა მიგრაციის დეპარტამენტის რისკების შეფასების
დოკუმენტი.
ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია: ევროკავშირთან ასოცირების
შეთანხმებით
ნაკისრი
სამართლებრივი
დაახლოების
ვალდებულებების
სრულყოფილად შესრულების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს შემუშავებული
ნორმატიული აქტების ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის შემოწმება და
საკანონმდებლო
ცვლილებების
თაობაზე
წინადადებების
შემუშავება.
სამართლებრივი დაახლოების ერთგვაროვნების უზრუნველყოფის მიზნით
ევროკავშირის
წევრი
სახელმწიფოების
გამოცდილების
გათვალისწინებით
მუშავდება ერთიანი სახელმძღვანელო, რომლის მიზანსაც სხვადასხვა უწყებაში
მომუშავე სამართალშემოქმედების ევროკავშირის სამართალთან ეროვნული
კანონმდებლობის დაახლოების სპეციფიკაში გარკვევა წარმოადგენს.
23
2. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება
2.1 სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ
კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობა ერთგული
რჩება შერიგების, ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკის,
რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ამ პროცესში
მოსახლეობის ჩართულობას.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები: საანგარიშო პერიოდში შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატი მართავდა ინტენსიურ შეხვედრებს და მჭიდროდ თანამშრომლობდა
პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სახელმწიფო მინისტრის აპარატში ინტენსიურად იმართებოდა ორმხრივი
შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 33-ე 34-ე, 35-ე
და 36-ე რაუნდები, სადაც განხილულ იქნა გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების
მიერ ხელოვნური ბარიკადების აღმართვის შედეგად მოსახლეობისათვის
წარმოქმნილი მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური გამოწვევები, გადაადგილების
თავისუფლების შეზღუდვის, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების,
მათ შორის განსაკუთრებით გალის მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევების
ფაქტები, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის
შეზღუდვა, აღდგომის და სხვა რელიგიურ დღესასწაულებზე თავისუფალი
გადაადგილების შეზღუდვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა
საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი
დაბრუნებისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხები. ჟენევის 35-ე რაუნდზე მიღწეული
იქნა შეთანხმება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის ამოქმედებაზე 4 წლიანი წყვეტის შემდგომ. გალში შეხვედრა 27 მაისს,
საგანგებო რეჟიმში ჩაინიშნა ხურჩის გადასასვლელ პუნქტზე 19 მაისს აფხაზეთიდან
დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო. აღნიშნული საკითხი, მკვლელის
დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა გახდა ჟენევის 36-ე რაუნდზე
განხილვის ერთერთი მთავარი თემა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები: საანგარიშო
პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მონაწილეობას იღებდა ერგნეთში
გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM)
შეხვედრებში. აღნიშნულ ფორმატში განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ
შორის უკანონო დაკავების ფაქტები, პატიმართა, კერძო საკუთრების ხელყოფასთან,
სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
საანგარიშო პერიოდში IPRM-ის ფორმატში ინიცირებული იყო ტირიფონის სარწყავი
24
არხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხი. გამართული მოლაპარაკებების
შედეგად, შესაძლებელი გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული მონაკვეთის
გამწმენდი და სარემონტო სამუშაოების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო
პერიოდში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
(IPRM)
შეხვედრა
გალში.
IPRM-ის
ფარგლებში
ინტენსიური
მუშაობა
მიმდინარეობდა უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების სამმხრივი ფორმატის
აღდგენის თაობაზე.
სამშვიდობო დიალოგი: საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ერთად განხორციელდა ქართველი და ოსი კულტურული მემკვიდრეობის
ექსპერტების შეხვედრა ვენეციაში კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის
სემინარში მონაწილეობის მისაღებად; ასევე გაიმართა ქართველი და აფხაზი
კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტების მორიგი შეხვედრა სარაევოში, სადაც
მოხდა საარქივო მასალების გადაცემა და აფხაზეთის რეგიონში ვიზიტის დაგეგმვა.
ქართველი და აფხაზი ახალგაზრდა ექსპერტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში
იმყოფებოდნენ სტრასბურგში კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის
საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ გაიმართა ქართველი და აფხაზი მასწავლებლების
შეხვედრა სტამბოლში, რის შედეგადაც განისაზღვრა ერთობლივი სამუშაო
შეხვედრების ციკლი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე,
საანგარიშო პერიოდში გაიმართა ქართველი და აფხაზი სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლების შეხვედრა სტამბოლში ოჯახში ძალადობის, მათ შორის ქალთა
მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. სახელმწიფო
მინისტრისა და მისი აპარატის მონაწილეობით, ლონდონში, ვენაში, ბერნში და
ბერლინში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა-დიალოგი, რომლებიც მიეძღვნა ქართულაფხაზურ კონფლიქტსა და სამშვიდობო პროცესს. ქართველი და აფხაზი ექიმები
სასწავლო ვიზიტით ბერლინში იმყოფებოდნენ.
2016 წლის 10 მარტს ენგურის ხიდზე განხორციელდა სოხუმისა და ცხინვალის
იზოლატორებში უკანონოდ დაპატიმრებული პირების გაცვლა. ნიშანდობლივია,
რომ ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი 14 პირი.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესით შექმნილი სარგებელი ხელმისაწვდომი
გახადოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის
გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ მიზნით მომზადდა საინფორმაციო მასალები მათ
შორის, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.
ოკუპირებულ
მომსახურება:
ტერიტორიებზე
მცხოვრები
მოსახლეობის
უფასო
სამედიცინო
საანგარიშო
პერიოდში
მუდმივ
რეჟიმში
მიმდინარეობდა
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრები
მოსახლეობის
სამედიცინო
დახმარებასთან
დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა და შუამდგომლობის გაწევა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
წინაშე. ნიშანდობლივია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები
25
მოსახლეობის ინტერესი რეფერალური სამედიცინო პროგრამასთან მიმართებაში
თანდათანობით იზრდება (წინა წლებთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა
გასამმაგდა). საანგარიშო პერიოდში რეფერალური პროგრამის ფარგლებში
სამედიცინო მომსახურების ბენეფიციართა რაოდენობა აფხაზეთიდან შეადგენს 1314ს, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან - 810-ს.
ნიშანდობლივია,
რომ
С
ჰეპატიტის
ელიმინაციის
პროგრამა
აგრეთვე
ხელმისაწვდომია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.
საანგარიშო პერიოდში გრძელდება ე.წ. 1+4 პროგრამა, რომლის ფარგლებში
შემოღებულ იქნა ერთიანი ეროვნული გამოცდების ოსურ ენაზე ჩაბარების
შესაძლებლობა. ხსენებული პროგრამა საშუალებას აძლევს ოსურენოვან და
აფხაზურენოვან ახალგაზრდებს მშობლიურ ენაზე ერთი გამოცდის ჩაბარების
საფუძველზე
ჩაირიცხონ
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის
საჭიროებებზე რეაგირება: საანგარიშო პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა
სამთავრობო კომისიამ გააგრძელა დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების
შესწავლა და მათზე რეაგირება. კომისიის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გათბობით
უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 11 677
ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2 335 400 ლარი. თითოეულ ოჯახს
გადაეცა 200 ლარი. გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს უსასყიდლოდ
გადაეცათ 9577 ლარის ღირებულების სხვადასხვა ჯიშის საშეშე მერქნული რესურსი.
−
სასწავლო წლისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული 751 სტუდენტი.
- განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით „საჯარო სკოლის
მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართულია გამყოფ
ხაზთან მდებარე სოფლების 37 საჯარო სკოლა. საერთო ჯამში ხორციელდება 1998
მოსწავლის ტრანსპორტირება.
- საანგარიშო პერიოდში დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა შიდა ქართლის,
ქარელის, ხაშურის და გორის რაიონის მუნიციპალიტეტების ცხრა სოფლის
წყალმომარაგების სისტემი. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა გორის რაიონის
მუნიციპალიტეტის ნიქოზის თემის სოფლებში. საანგარიშო პერიოდში საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, გორისა და კასპის რაიონში გამყოფ ხაზთან მდებარე
10 სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 1 357 000 ლარი გამოიყო.
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საანგარიშო პერიოდში დასრულდა
მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიზნად ისახავს
საზოგადოებებს შორის სავაჭრო, საქმიანი ურთიერთობების წახალისებას.
26
- გაზიფიკაციიის სამუშაოები დასრულებულია გამყოფი ხაზის მიმდებარე 58
სოფელში. გამყოფი ხაზის მიმდებარე 43 სოფელში განხორციელდა ქსელის
რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის
ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაიხვნა 6,000 ჰა მიწის ფართობი. „დანერგე
მომავალი“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 79 ჰა მიწის ფართობზე 21
მრავალწლიანი ინტენსიური ტიპის თანამედროვე ბაღის გაშენება. შიდა ქართლის
ადმინისტრაციული საზღვრის კონფლიქტის ზონის გამყოფი ხაზის მიმდებარე 9
სოფელში შეიქმნა 9 სხვადასხვა პროფილის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის
მიზნით შესაბამისი სატყეო უბნებიდან გამოყოფილ იქნა მერქნული რესურსი.
- შეიქმნა და ფუნქციონირებს შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“,
რომელშიც
გაერთიანებულია
კასპის,
გორის,
მუნიციპალიტეტებში შემავალი გამყოფი ხაზის
ამბულატორია (ემსახურება 83 სოფელს).
ქარელის
მიმდებარე
და
ხაშურის
სოფლების 37
2.2 თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და
წარმატებულად
განახორციელა
რეფორმები,
რომლებიც
მიზნად
ისახავს
თანამედროვე შეიარაღებული ძალების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის სისტემის სრულყოფას, საქართველოს
შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, სამხედრო
მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალურ მხარდაჭერას, ნატოსა და
ევროკავშირთან დაახლოებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
თავდაცვის ინსტიტუციური რეფორმების მექანიზმების ჩამოყალიბება თავდაცვის
სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების
მართვის საბჭოს კოორდინაციით მიმდინარე „საქართველოს ეროვნული სამხედრო
სტრატეგიის“ გადახედვა/განახლების პროცესში.
ოპტიმალური
ძალთა
სამომავლო
სტრუქტურის
განვითარების
მიზნით
მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის (SDR)
შემუშავებაზე. დოკუმენტის განახლების პროცესში განხორციელდა ანალიზი,
რომელიც მოიცავდა არსებული შესაძლებლობების შეფასებას, პოლიტიკური და
სამხედრო ვარაუდების ჩამოყალიბებას.
დასრულდა მუშაობა მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე,
რომელიც განხილულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეროვნული სარეზერვო
ძალების კომიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე აშშ-ს, კანადის, გაერთიანებული
სამეფოს, საფრანგეთის, დანიის, ჩეხეთის, უნგრეთისა და გერმანიის შეიარაღებული
ძალების ექსპერტებთან.
თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს უწყებაში კეთილსინდისიერების
ამაღლებისა და კორუფციული რისკების შემცირებისადმი მიმართულ ღონისძიებებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის
27
ეფექტურ პოლიტიკაზე მეტყველებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი
ბრიტანეთის“ მიერ გამოქვეყნებული ქვეყნის თავდაცვის ინდექსი, რომლის თანახმად
თავდაცვის სფეროში კორუფციული გარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველომ
სერიოზული პროგრესი განიცადა.
2015-2016 წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმა
განხორციელდა
თავდაცვის
რესურსების
მართვის
სისტემის
ინსტიტუციონალიზაციიის კუთხით. პირველად, ქართულ საჯარო სამსახურში,
დაფუძნდა გენდერული მრჩევლების ინსტიტუტი, შექმნილია სპეციალური საბჭო,
რომელიც მონიტორინგს უწევს ამ მიმართულებით ინსტიტუციური მექანიზმების
განვითარებას. თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაიწყო
მუშაობა სამაგისტრო პროგრამაზე. აღნიშნული პროგრამა ფოკუსირებული იქნება
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
თავდაცვის
შესაძლებლობების
შენარჩუნება/განვითარება:
თავდაცვის
შესაძლებლობების გაძლიერება ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული
ძალების
ქვედანაყოფების
ბრძოლისუნარიანობის
შენარჩუნება/ამაღლებას,
საბრძოლო, საბრძოლო მხარდაჭერის და ლოგისტიკური უზრუნველყოფის
შესაძლებლობების განვითარებას, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკის,
შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას. შესაძლებლობების განვითარება
მოიცავს ნატოს არსებითი პაკეტით განსაზღვრულ ღონისძიებებს და საქართველოს
შეიარაღებული ძალების სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს: საჰაერო თავდაცვა;
საცეცხლე მხარდაჭერა; მობილურობა, კონტრმობილურობა და ძალთა დაცვა;
სადაზვერვო შესაძლებლობები; სპეციალური ოპერაციების შესაძლებლობები;
საავიაციო შესაძლებლობები; ლოგისტიკური შესაძლებლობები; რეზერვი და
მობილიზაცია; სამხედრო პოლიცია.
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარება. აღნიშნული მიმართულება
მოიცავს ოპერაციების ცენტრალიზებულ დაგეგმვასა და დეცენტრალიზებულ
აღსრულებას,
მუდმივმოქმედი
პროცედურების
ინსტიტუციონალიზაციას,
საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების მოდერნიზაციასა და ასევე
საგანგებო/საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების
მოქმედების პროცედურების გაუმჯობესებას. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიმართულებით
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტრო
აგრძელებს
კიბერუსაფრთხოების
ბიუროს
შესაძლებლობების
გაუმჯობესებას,
კიბერუსაფრთხოების სისტემების განვითარებასა და მოდერნიზაციას, საერთაშორისო
და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარებას.
სამხედრო ინფრასტრუქტურის კუთხით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
სამხედრო ბაზების, ყაზარმებისა და სასადილოების აშენება-კეთილმოწყობას და
წყალმომარაგების სისტემების გამართვას, რაც სამხედრო მოსამსახურეებს მათზე
დაკისრებული მოვალეობების ადეკვატურ და ღირსეულ პირობებში შესრულების
საშუალებას მისცემს.
28
თავდაცვის სამინისტროს 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე ინფრასტრუქტურული
განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს 4 ყაზარმის, 2 სასადილოს, 2
წყალმომარაგების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის განვითარება.
საერთაშორისო თანამშრომლობა საერთაშორისო სწავლებების ორგანიზება ქვეყნის
ტერიტორიაზე ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან
თავსებადობის გაზრდას, ეხმარება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის
პროფესიულ განვითარებას, აძლიერებს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ
ძალებთან თანამშრომლობას.
2015 წლის 20-26 სექტემბერს საქართველოში ჩატარდა საინჟინრო-ლოგისტიკური
საერთაშორისო სწავლება CAUCASIAN SHIELD-15, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
ბულგარეთის,
ხორვატიისა
და
რუმინეთის
შეიარაღებული
ძალების
წარმომადგენლებმა.
2015 წლის 15-25 ნოემბერს აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა
მხარდაჭერით ჩატარდა გაერთიანებული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი
2015“. მიმდინარე წლის 25 ივლისი - 1 აგვისტოს ჩატარდა „დიდგორი 2016“, რომელიც
ნატოს მიერ აპრობირებული სისტემებისა და ნატოს სტანდარტების გამოყენებით
გაიმართა.
მიმდინარე წლის 2-31 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართა
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ NOBLE PARTNER 2016,
რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში
(NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას. სწავლებისთვის საქართველოში
ჩამოტანილ იქნა ამერიკული მძიმე ტექნიკა.
ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია: თავდაცვის უწყების ერთ-ერთ
მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ნატოსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან
თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის წარმატებით
განხორციელების, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან
თავსებადობის ამაღლების მიზნით.
თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს ნატოსთან არსებული პარტნიორობის
მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნატოსთან
აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და მნიშვნელოვანი რესურსი მიემართება
2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის დროული და ეფექტური განხორციელებისკენ.
არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში უკვე ჩართულია 22-ზე მეტი ნატოს წევრი და
პარტნიორი ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ კონკრეტული პროექტების
განხორციელებას,
როგორც
ფინანსური
ასევე
ადამიანური
რესურსების
(საქართველოში ექსპერტების მოვლენით) უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს წარმოადგენს ნატოსაქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაარსება.
არსებითი პაკეტის მეორე მნიშვნელოვანი პროექტია თავდაცვის ინსტიტუციური
აღმშენებლობის სკოლა (DIB), რომელიც 2016 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს.
29
ამჟამად საქართველო ჩართულია ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივის 8
პროექტში:
1.მრავალეროვნული სამხედრო-საჰაერო მფრინავების საწვრთნელი
ცენტრი; 2. მრავალეროვნული საზღვაო ცენტრი; 3. ქალი ლიდერები უსაფრთხოების
და თავდაცვის სფეროში 4. ინდივიდუალური სწავლების და განათლების პროგრამის
ჩამოყალიბება 5. ინფრასტრუქტურის სამხედრო-საინჟინრო შესაძლებლობების
განვითარება; 6. სარეზერვო შესაძლებლობების განვითარება; 7. მავნე პროგრამული
უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა და 8. ნატოს
მრავალეროვნული კიბერთავდაცვის განათლებისა და ტრეინინგის პროგრამა.
საქართველო კვლავ აგრძელებს ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო
ოპერაციებში აქტიურ მონაწილეობას. 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოს
შეიარაღებული ძალების 900-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს ნატოს
მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (Resolute Support Mission). 2015 წლიდან ქართული
მსუბუქი ქვეითი ასეულით ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში - NATO
Response Forces 2015-2017.
სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფა:
თავდაცვის სამინისტრო ზრუნავს როგორც მთლიანად ქართული ჯარის, ასევე
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს დაღუპული სამხედრო
მოსამსახურეების ოჯახებისა და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ბინებით
უზრუნველყოფას. სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების საკითხების
განმხილველი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის სექტემბრიდან
წლის ბოლომდე დახმარება გაეწია 56 მოსამსახურეს; 2016 წლის იანვრიდან დღემდე
88 მოსამსახურეს.
3. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაცია და საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება: 2015-2016
წლებში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დინამიურად ვითარდებოდა.
ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების
დღის წესრიგის
2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების
ფარგლებში მიღწეული პროგრესი. ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული
რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებს შორის. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შემდეგი
მიმართულებებით: მართლმსაჯულება, სასჯელაღსრულება და პრობაცია, მიგრაციის
მართვა, საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა,
ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები.
შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ასოცირების შეთანხმებისა და
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო
გეგმა. წარმატებით მიმდინარეობს ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების
30
განხორციელება. ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის
გაუმჯობესების მიზნით, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციის მართვის
ელექტრონული პროგრამისა და შესაბამისი ინტერნეტ პორტალის შექმნაზე.
თანამშრომლობა
„აღმოსავლეთ
პარტნიორობისა“
და
„პარტნიორობა
მობილურობისათვის“
ფარგლებში:
საქართველო
აქტიურადაა
ჩართული
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში. აღსანიშნავია,
რომ 2015 წლის 26 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეექვსე არაფორმალური
დიალოგის შეხვედრა გაიმართა ქ. თბილისში, რომელშიც „აღმოსავლეთ
პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.
2015-2016 წლებში, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო "აღმოსავლეთ
პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში, მრავალმხრივ თანამშრომლობის
3 მაღალი დონის შეხვედრაში, 11 თემატურ პლატფორმაში, პანელების 26 შეხვედრაში
და 2 სემინარ-ტრენინგში.
ამასთან, საქართველომ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გლობალური
სტრატეგიის შემუშავებაში და ევროკავშირს წარუდგინა წინადადებები ევროპის
სამეზობლო პოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით.
გრძელდება თანამშრომლობა „პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივის
ფარგლებში. 2016 წლის 22 აპრილს, ქ. ბრიუსელში გაიმართა „პარტნიორობა
მობილურობისთვის“ რიგით მე-2 მაღალი დონის შეხვედრა, რომელზეც ინიციატივის
ფარგლებში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები იქნა
განხილული. ,,პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში დასრულებულია 26
და მიმდინარეობს 17 პროექტი, რომელთა ძირითადი მიზანია ევროკავშირსა და
საქართველოს შორის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის
ცირკულარული მიგრაციის გზების გაფართოება და დახვეწა და სამშობლოში
დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა: ევროინტეგრაციის საკითხებზე
საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ასოცირების შეთანხმების
განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათი
შესრულების მონიტორინგის პროცესში.
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების
ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო
შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.
2015 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ
პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ
პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული
მემორანდუმის ფარგლებში, 2016 წელს, საქართველოს მთავრობასა და „აღმოსავლეთ
31
პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ
პლატფორმას შორის 3 სექტორული შეხვედრა გაიმართა.
ამასთან, საქართველოს მთავრობა ჩართული იყო კონსულტაციებში ასოცირების
შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო
საზოგადოების პლატფორმის დროული ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, რის
შედეგად, 2016 წლის ივნისში, ქ. თბილისში აღნიშნული პლატფორმის
დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია: ასოცირების შესახებ შეთანხმების
შესრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ
დახმარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების
წარმატებით გატარების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის
დახმარების ოდენობა და ამასთან, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება
ევროკავშირის უფრო ფართო და მრავლისმომცველი დახმარების ინიციატივები.
საანგარიშო პერიოდში ევროკავშირთან ხელი მოეწერა 2 საფინანსო შეთანხმებას:
−
−
ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმის (TCF) პროგრამის საფინანსო
შეთანხმება, რომლის ბიუჯეტია 14 მლნ ევრო და მიზნად ისახავს ასოცირების
შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის საექსპერტო
მხარდაჭერას.
შეთანხმება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რომელიც
ითვალისწინებს 50 მლნ ევროს მხარდაჭერას. იგი მიზნად ისახავს საბიუჯეტო
დახმარებას და კოოპერაციული განვითარების მხარდაჭერას პროგრამა
ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში.
ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით, გამოიყო ევროკავშირის
ფინანსური დახმარება 6 მლნ ევროს ოდენობით. გაიმართა
აქტიური
კონსულტაციები საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მხარდამჭერი პროგრამის
საფინანსო შეთანხმების მოსამზადებლად, რომელიც საქართველოსთვის 30 მლნ
ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.
საქართველოში ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვა გათვალისწინებულია
ასოცირების შეთანხმებით (VII-ე კარი - ფინანსური დახმარება, და თაღლითობის
წინააღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის შესახებ დებულებები). ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო
მინისტრის
აპარატის
კოორდინაციით,
მიმდინარეობდა
საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განსაზღვრა ევროკავშირის
დახმარების ფარგლებში ფინანსური დარღვევებისა და თაღლითობის პრევენციის
სისტემის
ჩამოსაყალიბებლად.
ამასთან
ერთად,
ჩატარდა
ინტენსიური
კონსულტაციები ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან
(OLAF) შემდგომი თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრის მიზნით. მომავალში
იგეგმება შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება იმ დარგობრივი უწყებებისათვის,
რომლებიც
აქტიურად
იქნებიან
ჩართული
ზემოაღნიშნული
სისტემის
ფუნქციონირებაში.
32
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი მიმართულებები და პროცესის
კოორდინაცია: მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას საქართველოს ნატოში
გაწევრიანების მიზნით. წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის შესრულების პროცესი. ასევე, მთავრობა აგრძელებს წლიური ეროვნული
პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსთან ეფექტიანად
თანამშრომლობას.
2016 წლის 22 თებერვალს გამართულ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის
კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს 2016
წლის წლიური ეროვნული პროგრამა.
საქართველოს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავება და
იმპლემენტაცია: 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა მოწონებულ იქნა
ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ 2016 წლის 26 თებერვალს გამართულ ნატოსაქართველოს კომისიის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამის პროექტის
განხილვაში ჩართული იყვნენ
ნატოს
და
წევრი ქვეყნების ექსპერტები.
ალიანსის 28 წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ნატოში
ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასეს
საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული
რეფორმათა გეგმა. აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და
ამავდროულად რეალისტურია.
ამჟამად, მიმდინარეობს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება
და ამავე პროგრამის განხორციელების თვითშეფასების დოკუმენტის შემუშავება.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული
კომუნიკაცია:
საანგარიშო
პერიოდში,
ევროპულ
და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.
საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, „ევროინტეგრაციის საკითხთა
კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ 2014-2017 წლების სტრატეგიის“ წლიური
სამოქმედო გეგმის ფარგლებში განახორციელდა შემდეგი ძირითადი ღონისძიებები:
−
−
−
შემუშავდა
კვლევის
ინსტრუმენტი
და
აქტიურად
მიმდინარეობს
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით;
სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და
ასევე, სტრატეგიულ კომუნიკაციაში ჩართული სხვა ორგანიზაციების
ღონისძიებების ერთიანი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების
კოორდინაციის მიზნით, აქტიურად ფუნქციონირებს ელექტრონული ბაზა ,,სტრატეგიული კომუნიკაციის კალენდარი’’;
შემუშავდა საინფორმაციო გზავნილები, რომლის მიხედვით მომზადდა 12
სოციალური ვიდეო რგოლი ევროინტეგრაციის პროცესზე მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლების მიზნით. ვიდეო რგოლები განთავსდა ცენტრალურ
და რეგიონულ მედიაში;
33
−
−
−
−
−
−
−
−
გამოიცა წიგნი - „საქართველოს ევროპული გზები - პოლიტიკური და
კულტურული პერსპექტივები“;
2016 წლის 4-19 აპრილს გაიმართა ნატოს კვირეული, რომლის ფარგლებში სხვა
ღონისძიებებთან
ერთად
ჩატარდა
ნატო-საქართველოს
სახალხო
დიპლომატიის ფორუმი;
2016 წლის 8-24 მაისს გაიმართა ევროპის კვირეული, რომლის ფარგლებში
დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართა მრავალი საინფორმაციო-შემეცნებითი
ღონისძიება;
2016 წლის 14-15 ივლისს, ქ. ბათუმში, გლობალური უსაფრთხოების
ფორუმთან პარტნიორობით გაიმართა მე-13 საერთაშორისო კონფერენცია
„საქართველოს ევროპული გზა“;
გამოიცა საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალის - „საქართველოს ევროპული
გზა“ მე-8 და მე-9 ნომრები;
მომზადდა დოკუმენტური ფილმი - „ევროპა საქართველოში-დიუმას
ნაკვალევზე“ ევროკავშირის დახმარებებთან და გატარებულ რეფორმებთან
დაკავშირებით;
შემუშავების პროცესშია ,,საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური
ინტეგრაციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სტრატეგია 2016-2017
წლებისთვის’’;
აქტიურად
მიმდინარეობს
სავიზო
რეჟიმის
ლიბერალიზაციასთან
დაკავშირებული კამპანიის მეორე ფაზის განხორციელება. მომზადდა
საინფორმაციო ბროშურები (მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური
უმცირესობების ენებზე), რომლებიც ვრცელდება საზოგადოებრივ თავშეყრის
ადგილებში. ასევე, ტარდება სემინარი/ტრენინგი სხვადასხვა სამიზნე
ჯგუფებისათვის, მათ შორის, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების,
მედიის, არასამთავრებო ორგანიზაციებისა და ტურისტული სააგენტოების
წარმომადგენლებისთვის.
34
4. საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები
სუვერენიტეტის
განმტკიცება
და
ტერიტორიული
მთლიანობის
დაცვა:
სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ
გასული წლის განმავლობაში ძალისხმევა მიმართული იყო კონფლიქტის
გრძელვადიანი, მშვიდობიანი დარეგულირებისაკენ, რაც გულისხმობს საქართველორუსეთის კონფლიქტის ესკალაციის პრევენციას, ქვეყნის დეოკუპაციას, იძულებით
გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პირობების
შექმნას, ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და საერთაშორისო
ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფას.
2016 წლის მაისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული მხარისა და
თანათავმჯდომარეების დიდი ძალისხმევის შედეგად, მოხერხდა ოთხწლიანი
წყვეტის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
აღდგენა გალში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასა
და მათი უფლებების დაცვას.
2016 წლის ივნისში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიის ფარგლებში,
საქართველოს ინიცირებით, 42 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთდა ერთობლივი
განცხადება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და
ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა
ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა
შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რჩება ერთადერთ საერთაშორისო
მექანიზმად საქართველოს ტერიტორიაზე და ხელისუფლება ძალისხმევას არ
იშურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით უზრუნველყოფილ
იქნას მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, მანდატის სრულფასოვნად
განხორციელების მიზნით.
გრძელდება შორეული რეგიონის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების
დამყარების პროცესი და არსებული საელჩოებიდან დიპლომატიური გადაფარვის
არეალის გაზრდა. შედეგად, მინიმუმამდე შემცირდა საქართველოს ოკუპირებული
რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების რისკი.
კონფლიქტის
გრძელვადიანი
დარეგულირების
პროცესში
ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა ომით გაყოფილ და საოკუპაციო ხაზებით
დაშორიშორებულ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის
ხელშეწყობა. საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სხვა
დონორების
დახმარებით,
მიმდინარე წელს განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ადგილზე
ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისა თუ შერიგების პოლიტიკის კუთხით.
2016 წლის ივნისში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ქართული მხარის მიერ
წარდგენილი
რეზოლუცია
„აფხაზეთიდან,
საქართველო
და
ცხინვალის
რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა
და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ,“ რითაც კვლავ დაადასტურა დევნილთა
ფუნდამენტური უფლებები. ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, წელს
პირველად რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვმა გადააჭარბა თავშეკავებულ
35
სახელმწიფოთა რაოდენობას.
ევროპული ინტეგრაცია: 2016 წლის 1 ივლისს ასოცირების შეთანხმება ძალაში
შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა. ასოცირების შეთანხმების სრული
ამოქმედებით, ინსტიტუციური ჩარჩო (ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები
და დარგობრივი ქვეკომიტეტები) უფრო მეტი დატვირთვით და მასშტაბით
იმოქმედებს.
საანგარიშო წელი მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის
ლიბერალიზაციის
კუთხით. მას შემდეგ, რაც საქართველოს 2013 წლის 25
თებერვალს ოფიციალურად გადმოეცა საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო
რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) საქართველოს ხელისუფლებამ
სერიოზული ძალისხმევა გასწია VLAP-ით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესასრულებლად. 2015 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის
საბოლოო მეოთხე ანგარიშის თანახმად, საქართველომ წარმატებით შეასრულა
სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, რითაც ევროკავშირთან სავიზო
რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ტექნიკური პროცესი
დასრულდა.
საანგარიშო პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. 2013
წელს დაწყებული დიალოგი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს
გაწევრიანებასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა 2016 წლის მაისში. 2016
წლის 14 ოქტომბერს სარაევოში დაგეგმილ ენერგეტიკული გაერთიანების
მინისტრთა საბჭოს სხდომაზე იგეგმება საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში
გაწევრიანებაზე შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერა.
2016 წლის 23 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და
ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ, რაც
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში
თანამშრომლობის გაღრმავებას. 2016 წლის 29 აპრილს გაფორმდა შეთანხმება
ევროკავშირის პროგრამა “ჰორიზონტი 2020”-ში საქართველოს მონაწილეობის
შესახებ, რითაც ჩვენი კანონმდებლობის თანახმად დარეგისტრირებულ იურიდიულ
პირებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთობლივი კვლევის ცენტრის
აქტივობებში იგივე პირობებით, რაც ვრცელდება ევროკავშირის წევრი
სახელმწიფოების იურიდიულ პირებზე.
ევროატლანტიკური
ინტეგრაცია:
საანგარიშო
პერიოდში
წარმატებით
მიმდინარეობდა 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს
"არსებით ღონისძიებათა პაკეტის" (SNGP) განხორციელების პროცესი.
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 2016 წლის 8-9 ივლისს
გამართულმა ნატო-ს ვარშავის სამიტმა, რომელზეც გამოიკვეთა ახალი ინიციატივები
ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მოიცავს
ალიანსის მიერ საქართველოს დახმარებას საჰაერო თავდაცვის გაძლიერების,
სამხედრო განათლების, წვრთნებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების
36
მიმართულებით. გარდა ამისა, სამიტზე საქართველო მიწვეულ იქნა სტრატეგიულ
დიალოგში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.
საერთაშორისო ორგანიზაციები: საანგარიშო პერიოდში დიდი ყურადღება
ეთმობოდა საქართველოს ფართო მონაწილეობის საკითხს გაერო-ს სხვადასხვა
სტრუქტურებსა და ორგანოებში. დიპლომატიური კორპუსის მუშაობის შედეგად,
2015 წლის 28 ოქტომბერს საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა
საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით. 2016 წლის 3 მაისს საქართველო არჩეულ
იქნა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამეთვალყურეო კომიტეტის (SC)
თანათავმჯდომარის პოსტზე 3 წლის ვადით.
აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, სადაც დიდი
ყურადღება
ექცეოდა
ოკუპირებულ
რეგიონებში
არსებულ
ვითარებას.
მნიშვნელოვანი იყო 2016 წლის 4 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების
კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და
ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს, უზრუნველყოს
ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება; შექმნას პირობები იძულებით
გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა
და საკუთრების უფლების დასაცავად.
ორმხრივი ურთიერთობები: 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული მაღალი
და უმაღლესი დონის ვიზიტების სიხშირე აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული
პარტნიორობის გაძლიერების ურყევი ნების დადასტურებაა. საანგარიშო პერიოდში
გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ორი პლენარული
სხდომა
(ომნიბუსი),
ვაშინგტონსა
და
თბილისში,
რომელსაც
თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო
მდივანი.
ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 30 ოქტომბერს ვიცე-პრემიერის და
საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ს სავაჭრო
წარმომადგენლის, მაიკლ ფრომანის თანათავმჯდომარეობით აშშ-საქართველოს
ვაჭრობისა და ინვესტიციების (HLTID) შესახებ მაღალი დონის დიალოგის შეხვედრა.
2016 წლის 6 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში
ხელმოწერილ იქნა „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების
სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ“ მემორანდუმი, რომელიც ქმნის
გაღრმავებული პარტნიორობის ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ
სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და
თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.
საანგარიშო წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ
პრიორიტეტს წარმოადგენდა მეზობელ სახელმწიფოებთან - აზერბაიჯანთან,
თურქეთსა და სომხეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება. მნიშვნელოვანი იყო 2016
წლის 19 ივლისს, ქ. ანკარაში საქართველო-თურქეთის პრემიერ-მინისტრების
დონეზე გამართული სტრატეგიული საბჭოს პირველი შეხვედრა და მის ფარგლებში
ხელმოწერილი 4 საერთაშორისო ხელშეკრულება.
37
ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა
შავი და კასპიის ზღვის რეგიონის და
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატების განვითარებას.
გრძელდება არაფორმალური პირდაპირი დიალოგი საქართველოსა და რუსეთის
სპეციალურ წარმომადგენლებს შორის. საქართველოს პრაგმატული მიდგომის
შედეგად,
გრძელდებოდა
ორ
ქვეყანას
შორის
სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობების აღდგენის, შენარჩუნების და გაფართოების, კულტურულჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური პრიორიტეტების
განხორციელებისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების
მიზნით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ევროპის
ქვეყნებთან როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე.
ინტენსიური და წარმატებული იყო უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები
როგორც საქართველოში, ისე ევროპის თითქმის ყველა, განსაკუთრებით ისეთ
წამყვან ევროპულ ქვეყნებში როგორებიც არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი
ბრიტანეთი.
საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების მიზნით საქართველო აგრძელებდა
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების შესაბამისი
უწყებებისათვის ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების
განვითარების სფეროებში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. ვითარდებოდა
ორმხრივი კავშირები რეგიონულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა წყნარი ოკეანეთის
ალიანსი (Pacific Alliance), პორტუგალიურ ენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობა
(CPLP) და „კარიბეთის გაერთიანება“ (CARICOM).
აღსანიშნავია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, რომელიც თვისობრივად ახალ
ეტაპზე გადადის. გრძელდებოდა მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული
ურთიერთობების დღის წესრიგის კვალდაკვალ, ჩინეთის „ახალი აბრეშუმის გზის“
ინიციატივის
ფარგლებში
თანამშრომლობის
განვითარების
კუთხით.
მნიშვნელოვანი იყო 2016 წლის 2-5 ივნისს საქართველოში ჩინეთის პირველი ვიცეპრემიერის ჭან გაოლის ვიზიტი - ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური
ურთიერთობების დამყარების შემდეგ ასეთი მაღალი დონის პირველი ვიზიტი
ჩინეთიდან. გრძელდებოდა საქართველო-კორეის ურთიერთობების განვითარება,
როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით. კორეის
რესპუბლიკა ხდება
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი
სახელმწიფო.
ეკონომიკური დიპლომატია: ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში საქართველოს
მთავრობამ იკისრა ერთგვარი მედიატორის როლი და გაააქტიურა დიალოგი
ევროკავშირსა და თურქმენეთს შორის, მოგვიანებით კი გახდა ე.წ. აშხაბადის
დეკლარაციით შექმნილი ენერგოდერეფნების ხუთმხრივი სამუშაო ჯგუფის წევრი
ქვეყანა.
ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულყოფილად ათვისების მიზნით გრძელდება
მრავალმხრივი მოლაპარაკებები ე.წ. სატრანსპორტო დერეფნების „ლაპის-ლაზული“
და „სპარსეთის ყურე - შავი ზღვა“ პროექტების განხორციელების თაობაზე.
საქართველო არის პირველი ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომელმაც დაიწყო
38
მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შეთანხმებასთან
დაკავშირებით. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი. 2016 წლის 27 ივნისს,
დასრულდა მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის
ასოციაციასა (EFTA) და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
შეთანხმებას.
აღსანიშნავია 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში გამართული „თბილისის
აბრეშუმის გზის ფორუმი,“ რომელშიც მონაწილეობდნენ 30-მდე დაინტერესებული
სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი.
ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ოთხ
ძირითად მიმართულებაზე, ესენია: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და
ხალხთაშორისი ურთიერთობები.
მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
მრავალმხრივი კონვენციების ფარგლებში. შედეგად მიღწეულ იქნა BSEC-ში რუსეთის
თავმჯდომარეობის პერიოდში, BSEC-ის მუდმივმოქმედი სამდივნოს იურიდიული
მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენლის არჩევნებში გამარჯვება
და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცება.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სამდივნოსა და
WIPO-ს CEBS-ის ჯგუფში შემავალ ქვეყნებთან გაიმართა ინტენსიური
მოლაპარაკებები საქართველოს ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირეთის
ქვეყნების (CEBS) ჯგუფში გადასვლასთან დაკავშირებით. 2015 წლის 2 ოქტომბერს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოთა
ასამბლეის
55-ე
სესიის
ფარგლებში
სრული
კონსენსუსით
მიღებული
გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო გადაყვანილ იქნა CEBS-ის ჯგუფში.
5. მდგრადი განვითარება
5.1 ეკონომიკური პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი საბაზრო
ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს. მთავრობა აგრძელებს მუშაობას
უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის და მოქალაქეებისათვის ღირსეული
პირობების შექმნის მიმართულებით; გრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების ხელშეწყობა; კიდევ უფრო გაძლიერდება კერძო საკუთრების დაცვა;
სახელმწიფო უზრუნველყოფს გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის ინტეგრირებას.
5.2 ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს რეფორმები
მაკროეკონომიკური სტაბილურობა: 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის
რეალურმა ზრდამ, წინა წელთან 2.8 პროცენტი შეადგინა. წინასწარი შეფასებით, წინა
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის ივლისში რეალური მთლიანი
შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2.1 პროცენტი, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი
39
შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3.1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის
პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.7 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი პროგნოზით 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა არანაკლებ 3%-ით
გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა
(EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ პროგნოზი 3.4%-მდე გაზარდა.
2015 წელს ეკონომიკურ ზრდაში აშკარა წარმმართველი როლი ეჭირა კერძო სექტორს.
აღნიშნული ტენდენცია გრძელდება 2016 წელსაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია
მცირე ზომის საწარმოების აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა.
2016 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 10.8
პროცენტით (1.4 მლრდ ლარით) არის გაზრდილი და 14.2 მლრდ ლარს აჭარბებს.
ყველაზე მეტად 21.6%-ით (284.9 მლნ ლარით) სწორედ მცირე საწარმოების ბრუნვა
არის გაზრდილი და შეადგენს 1,604.1 მლნ ლარს. 2016 წლის მეორე კვარტალში წინა
წელთან შედარებით 32.5 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (5.7 პროცენტიანი ზრდა).
ამ პერიოდში სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 601 ათასი პირი შეადგინა. მცირე
საწარმოებში 16 823-ით (12.8%-ით) მეტი ადამიანი დასაქმდა და 2016 წლის მეორე
კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 148 374 შეადგინა, რაც დასაქმებულთა
ზრდის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 7.5%-ით (524.8 მლნ
ლარით) აღემატება 2015 წლის II კვარტლის მაჩვენებელს და 7.4 მლრდ ლარს
აჭარბებს. გამოშვების შემთხვევაში ყველაზე მაღალი ზრდა საშუალო საწარმოების
გამოშვებაში ფიქსირდება, რომელიც გაიზარდა 22.0% - ით (142.4 მლნ ლარით) და
789.3 მლნ ლარი შეადგინა.
2015 წელს უმუშევრობის დონე საქართველოში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა
და 12.0 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა 34 700
ადამიანით წინა წელთან შედარებით. იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა
რაოდენობა.
ხოლო,
თვითდასაქმებულების
რაოდენობა
მცირდება.
თვითდასაქმებულები გადადიან დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში. წინა
წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 61 200
ადამიანით. 2016 წლის I კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო
თვიური ნომინალური ხელფასი 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7
%-ით (57.2 ლარით) გაიზარდა და 913.0 ლარი შეადგინა.
პოზიტიური დინამიკაა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც:
−
2016 წლის დასაწყისიდან შემცირებულია ინფლაციის მაჩვენებელი და
აგვისტოში 0.9% შეადგინა;
−
მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები სახაზინო ფასიან
ქაღალდებზე, რაც ეკონომიკაში გრძელვადიანი ნდობის აღდგენაზე
მიუთითებს.
2016 წლის იანვარ-ივლისში 13 პროცენტით (127 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა
შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. აღნიშნული სექტორი საქართველოს
ეკონომიკის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ და მნიშვნელოვან მიმართულებას
წარმოადგენს. 2016 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.2 მილიონს აჭარბებს და 8.2 %-ით არის
გაზრდილი.
40
2015 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით 16.3%-ით (2.1 მლრდ ლარით) გაიზარდა და 15.1 მლრდ
ლარს გადააჭარბა. საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულებამ 7.5%ით (514.5 მლნ ლარით) გადააჭარბა 2014 წლის IV კვარტლის მაჩვენებელს და 7.4
მლრდ ლარი შეადგინა. ბიზნეს სექტორის მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა 2016
წლის პირველ კვარტალშიც. 2016 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.4%-ით (1.7 მლრდ ლარით) არის
გაზრდილი და 12.8 მლრდ ლარს შეადგენს. საწარმოთა მიერ გამოშვებული
პროდუქციის ღირებულება 15.0%-ით (840.4 მლნ ლარით) აღემატება 2015 წლის I
კვარტლის მაჩვენებელს და 6.5 მლრდ ლარს შეადგენს. 2016 წლის პირველი
კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში 32.3 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა
(5.9% ზრდა) ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა
რაოდენობამ 577.6 ათასი პირი შეადგინა. ბიზნეს სექტორში საშუალო თვიურმა
ხელფასმა 2016 წლის I კვარტალში 922.4 ლარი შეადგინა რაც 8.3% (70.7 ლარით)
აღემატება 2015 წლის I კვარტალის ანალოგიურ მონაცემს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქართველოში შემოდინებული პირდაპირი
უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის განვითარების და
ეკონომიკური ზრდისათვის, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლის,
ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის
გაუმჯობესებისათვის.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა
ინვესტიციებმა 834 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის
დაზუსტებულ მაჩვენებელს 11 პროცენტით აღემატება.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის II კვარტალში 445 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა, რაც 20 პროცენტით მეტია 2015 წლის II კვარტლის წინასწარ და 4
პროცენტით ნაკლები იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე. არსებული
პროგნოზით 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემი გადააჭარბებს წინა
წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს.
−
−
3 უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I-II კვარტლებში 69,5% შეადგინა.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის
და 377 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების 45,2%), რაც 2015 წლის I-II კვარტლებთან შედარებით 3,1%იანი მატებაა. შემდეგ მოჰყვება საფინანსო სექტორი: 118 მლნ აშშ დოლარი
(მთლიანი მოცულობის 14,1%), მატება დაფიქსირდა 156,5% 2015 წლის პირველ
ორ კვარტალთან შედარებით. III ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი,
სადაც 2016 წლის I-II კვარტლებში, წინასწარი მონაცემებით, 85 (10,2%
მთლიანი რაოდენობის) მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
განხორციელდა, რაც 30,8%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის
დაზუსტებულ მაჩვენებელს.
41
−
2016 წლის პირველ ორ კვარტალში, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია 283 მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (მთლიანი
ინვესტიციების 33,9%), მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 108 მლნ
აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12,9%), ხოლო მესამე ადგილს
თურქეთი იკავებს - 85 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 10,2%).
2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარდა მასშტაბური საერთაშორისო
ღონისძიება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. აღნიშნული ფორუმის მიზანი
იყო გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება მონაწილეთა შორის, კერძო
სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა რეგიონულ
თანამშრომლობაში,
საერთაშორისო
ვაჭრობის
და
ინფრასტრუქტურული
განვითარების ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა. აღსანიშნავია, რომ ფორუმს
34 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის
უმაღლესი დონის სამთავრობო წარმომადგენლები.
2016 წელს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე
საინვესტიციო ფორუმი და ღონისძიება, კერძოდ ქ. სტამბულში - საინვესტიციო
ფორუმი; დუბაიში - მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა საქართველოს პრემიერ
მინისტრის შეხვედრა არაბ ინვესტორებთან; ქ. თბილისში - საქართველო-ყაზახეთის
ბიზნეს ფორუმი.
2016 წლის 26-28 ივლისს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით შედგა სამუშაო ვიზიტი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ორი საინვესტიციო
ფორუმი ქ. შანხაიში და ქ. ნანჩანგში. ასევე, მოხდა მემორანდუმის ხელმოწერა შანხაის
თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟაზე ქართული ღვინის განსათავსებლად,
ღვინის სახლის გახსნა ქ. ნანჩანგში და გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი
შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ინსტიტუტებში: არსებითად გაუმჯობესდა
საქართველოს
პოზიციები
საერთაშორისო
რეიტინგებში.
საქართველომ
მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის
მხრივ, რაც სხვადასხვა რეიტინგებში პოზიტიურად აისახა. მსოფლიო ბანკის „Doing
Business“-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სამი კომპონენტით ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), ბიზნესის დაწყება
(მე-6 ადგილი) და
კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი) მსოფლიო მასშტაბით, ქვეყნების პირველ ათეულში
შედის. 2016 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 25 ქვეყანას შორის
საქართველომ მე-4 პოზიცია დაიკავა.
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2016-ის მიხედვით,
საქართველო ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს. 2016 წელს
საქართველოს სარეიტინგო ადგილი გაუმჯობესებულია შემდეგ კომპონენტებში:
კორუფციისგან თავისუფლება, მთავრობის დანახარჯები, ბიზნესის თავისუფლება,
მონეტარული თავისუფლება და ფინანსური თავისუფლება. 2016 წლის ეკონომიკური
თავისუფლების ინდექსში საქართველო ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტში, 178
42
ქვეყანას შორის პირველ ათეულშია და მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო ბიზნესის
თავისუფლების კომპონენტში მე-14 ადგილი უკავია.
საჯარო და კერძო თანამშრომლობა: მთავრობის მიერ ხორციელდება საჯარო და
კერძო თანამშრომლობის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის
ჩართულობის გაზრდას, მათი გამოცდილების, ტექნოლოგიური განვითარების,
ინოვაციისა და ეფექტურობის გამოყენებას, ინვესტიციებისათვის მიმზიდველი
გარემოს შექმნას, საინვესტიციო საჭიროებების უზრუნველყოფასა და ეკონომიკური
ზრდის ხელშეწყობას. 2016 წლის 6 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტი.
სახელმწიფო
ქონების
პოლიტიკა:
ეკონომიკური
პოლიტიკის
ერთ-ერთ
მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო ქონების გამჭვირვალე პრივატიზაცია, რაც
მნიშვნელოვანია ეკონომიკაში როგორც კერძო სექტორის როლის ზრდის, ასევე,
არსებული ქონების ეფექტიანი მართვისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს
მფლობელობაში არსებული ქონების ოპტიმიზაცია. 2015-2016 წლების განმავლობაში,
სახელმწიფო ქონების საკითხებთან დაკავშირებით, განხორციელდა შემდეგი
ღონისძიებები/სამუშაოები:
2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში არა ფინანსური აქტივებიდან გეგმით 225 000 000
ლარის მობილიზებაა გათვალისწინებული, მათ შორის პრივატიზებიდან 75 000 000
ლარი. ორი კვარტლის გეგმა სულ შესრულებულია 94.5%-ით, რაც გეგმის 26 272 724
ლარს შეადგენს, ხოლო წლიური გეგმა შესრულდა 35%-ით. სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს პრივატიზებულია 20 376 780 ლარის
ღირებულების ქონება. 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე
სააგენტოს მიერ გამოცხადდა 2 136 აუქციონი.
მიმდინარეობს
სახელმწიფოს
წილობრივი
მონაწილეობით
დაფუძნებული
საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესი, რომლის მიზანია სახელმწიფოს
დაქვემდებარებაში არსებული უმოქმედო საწარმოების რაოდენობის შემცირება.
სააგენტოს მართვაში 2015 წლის III კვარტლის ბოლოს იმყოფებოდა სახელმწიფოს
წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 202 საწარმო, ხოლო 2016 წლის 1 სექტემბრის
მდგომარეობით - მართვაშია144 საწარმო. 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 1
სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა 12 954 ერთეული ქონება,
სახელმწიფო უწყებებს გადაეცა 229 ხოლო თვითმმართველ ერთეულებს - 1 306
ობიექტი.
კაპიტალის ბაზრის განვითარება: კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია
ფინანსურ რესურსებზე, როგორც დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებზე
ხელმისაწვდომობისთვის. უცხოელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით,
მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსთვის მისაღები კაპიტალის ბაზრის
რეფორმაზე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველო ევროკავშირის
ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით.
43
5.3 მეწარმეობის განვითარება
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება: 2016 წლის 26 თებერვალს
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ,,საქართველოს მცირე და საშუალო
მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის და სტრატეგიის 20162017 წლების სამოქმედო გეგმა“. სტრატეგიაში გათვალისწინებულია ევროპული
მცირე ბიზნესის აქტის ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების
საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის კუთხით.
პროგრამა
„აწარმოე
საქართველოში“:
სახელმწიფო
პროგრამის
„აწარმოე
საქართველოში“ მიზანია მრეწველობის წახალისება სხვადასხვა ტიპის ფინანსური
და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ
მხარი დაუჭირა 202 პროექტს (მათ შორის 164 ინდუსტრიული, 38 სოფლის
მეურნეობის მიმართულებები), რომელთა საერთო ჯამური საინვესტიციო
მოცულობა
აღემატება
428
მილიონ
ლარს.
პროგრამის ფარგლებში 78 ბენეფიციარისთვის გადაცემულია სახელმწიფო ბალანსზე
არსებული ქონება. კომერციული ბანკების მიერ გაცემულია 219 მლნ ლარზე მეტი
საკრედიტო რესურსი. 2 წლის განმავლობაში აღნიშნული პროექტების საშუალებით
კი დასაქმდება 8500-ზე მეტი ადამიანი.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს ინიცირებული მიკრო და
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის დანიშნულებაა წაახალისოს
რეგიონში ახალი ბიზნესების წამოწყება, დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს
უკვე არსებული მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარებას. ბოლო მონაცემებით
პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 1418 ბიზნესიდეა და გადამზადდა 8980
ბენეფიციარი, რაც საქართველოს რეგიონებში 2200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს
შექმნის. აღნიშნულ პროგრამას წლის ბოლომდე კიდევ დაემატება 700-მდე
დაფინანსებული ახალი ბიზნესიდეა და 1200-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი
შეიქმნება.
აგრეთვე,
პროგრამას
„აწარმოე
საქართველოში“
დაემატა
ახალი
მიმართულება „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“. პროექტი გულისხმობს
საქართველოს მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში მიკრო და მცირე ტიპის
სამეწარმეო საქმიანობების განვითარების სტიმულირებას. პროგრამა დააფინანსებს
1600-მდე ბენეფიციარს, რომელიც ბიზნესს განახორციელებს საქართველოს
მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში.
პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ასევე დაემატა კიდევ ორი კომპონენტი - კინო
და სასტუმროების ინდუსტრიის განვითარება. მოცემული ეტაპისთვის მეწარმეობის
განვითარების სააგენტომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 8 მაღალი
სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით შექმნის 240
სასტუმრო ოთახს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის
და დაასაქმებს 220-ზე მეტ ადამიანს. რაც შეეხება კინოინდუსტრიის წახალისების
კომპონენტს „გადაიღე საქართველოში“, პროგრამა საქართველოში კინოწარმოების
განხორციელების შემთხვევაში კვალიფიციური ხარჯების 20-25% ანაზღაურებას
გულისხმობს და ახალი კომპონენტის უმთავრესი მიზანია საქართველოს, როგორც
44
ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით და
ამ გზით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. პროგრამას უკვე
ჰყავს 5 ბენეფიციარი, საიდანაც 2 არის ინდური ფილმი, 1 ქართულ-გერმანულფრანგული ერთობლივი პროდუქცია, 1 ამერიკული და 1 ამერიკულ-ქართული
ერთობლივი პროდუქცია. პროექტების განხორციელების შედეგად 1000-ზე მეტი
ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და საქართველოში ჯამში 8 000 000 ლარზე მეტი
თანხა დაიხარჯება.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა
საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ექსპორტის
ხელშეწყობა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. სააგენტოს მხარდაჭერით,
უცხოელ იმპორტიორებსა თუ დისტრიბუტორებსა და ადგილობრივი კომპანიების
წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარების მიზნით, სხვადასხვა გამოფენის
ფარგლებში ვიზიტები უკვე განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში
(Gulf Food 2016 და DUPHAT 2016). ასევე საქართველოში ჩამოსული იყო სავაჭრო
მისია
არაბთა
გაერთიანებული
საემიროებიდან.
ქართული პროდუქციის საზღვრებს მიღმა პოპულარიზაციის მიზნით კი მიმდინარე
წელს აგრეთვე დაგეგმილია ქართული პროდუქციის წარდგენა საერთაშორისო
გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში საფრანგეთში (Sial Paris 2016), ესპანეთსა (CPHI
Worldwide 2016) და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
5.4 საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა
საგარეო ვაჭრობის შემდგომი განვითარება და დივერსიფიკაცია, ქართული
საექსპორტო პროდუქციის სტიმულირება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
DCFTA-ს გაფორმებიდან 2 წლის შემდგომ, 2016 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის თავისუფალი
ვაჭრობის ასოციაციას (EFTA-შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია)
შორის. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოში არსებულ მეწარმეებს
გაეხსნებათ დამატებით 14 მილიონიანი, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე
ბაზარი.
საგარეო ვაჭრობის განვითარებისათვის 2016 წლის თებერვლიდან საქართვლოს
მთავრობამ დაიწყო და ამჟამად დასრულების ეტაპზეა მოლაპარაკებები
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებაზე. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ ქართული
პროდუქციისათვის გაიხსნება დამატებით 1,4 მილიარდიანი
სამომხმარებლო
ბაზარი.
2016 წლის სექტემბერიდან დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე
მოლაპარაკებები საქართვლოსა და ჰონგ-კონგს შორის. ჰონგ-კონგთან თავისუფალი
ვაჭრობა დამატებით სტიმულს მისცემს ქართველ მეწარმეებს მოახდინონ
საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია და დამატებითი
დაბრკოლებების გარეშე შეიტანონ პროდუქტი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე
მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარზე. ჰონგ-კონგთან თავისუფალი
45
სავაჭრო ურთიერთობები ძალზედ მნიშვნელოვანია ფინანსური და სხვა სერვისების
განვითარების კუთხითაც.
ასევე, მიმდინარეობს კონსულტაციები თურქეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსა
და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებაში ცვლილებების შესატანად, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის
მეურნეობის პროდუქციისთვის მეტი შეღავათების მინიჭება და მომსახურების
სექტორის შემდგომი ლიბერალიზაცია.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე
მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობის განხილვის მიზნით შექმნილია
ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატი, რომლის
ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა
საკითხების განხილვა ექსპერტების დონეზე. ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური
მუშაობა ორმხრივი სავაჭრო მისიების ორგანიზებაზე.
საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით
გაიზარდა და 6548 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი შემცირდა 12%-ით
და 1122 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 25%-ით 5426 მლნ
აშშ დოლარით განისაზღვრა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 4304 მლნ
აშშ დოლარი და სავაჭრო ბრუნვის 66% დაიკავა. საქართველოს სავაჭრო პარტნიორი
ქვეყნების რიცხვი 126 ქვეყნით განისაზღვრა, საიდანაც დადებითი სავაჭრო ბალანსი
დაფიქსირდა 38 ქვეყანასთან. 2016 წლის იანვარ-ივლისში 898 მლნ აშშ დოლარის
წმინდა ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) განხორციელდა, რაც თითქმის წინა წლის
ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული წმინდა ექსპორტის ტოლია (-0.1%). რეექსპორტმა შეადგინა 224 მლნ აშშ დოლარი და 39%-ით შემცირდა.
2015 წლის მე-4 კვარტალსა და 2016 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში ჩატარდა 11
ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა,
ასევე ერთობლივი კომიტეტისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის
განვითარების საკითხებზე ერთობლივი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომა 4 ქვეყანასთან. ხელი მოეწერა ეკონომიკური ხასიათის 6 საერთაშორისო შეთანხმებას.
„მწვანე ეკონომიკა“ ,გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური
გამოყენება. ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების
რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის
უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი
პრინციპია. მთავრობის მიზანია დანერგოს „მწვანე ეკონომიკის“ პრინციპები და
ხელი შეუწყოს „მწვანე ბიზნესის“ განვითარებას. გერმანიის საერთაშორისო
თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტთან „კერძო სექტორის განვითარება
სამხრეთ კავკასიაში“ ერთად მიმდინარეობს მუშაობა მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის
დოკუმენტზე.
46
ინდუსტრიული
განვითარება.
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტრომ დაიწყო მოლაპარაკებები
გაეროს ინდუსტრიული განვითარების
ორგანიზაციასთან (UNIDO)
საქართველოს ინკლუზიური და მდგრადი
ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიის (ISID) შესამუშავებლად და დასანერგად,
რაც საშუალებას მოგვცემს ერთიანი ხედვითა და სისტემური მიდგომით წარიმართოს
ქვეყნის ინდუსტრიული აღორძინება-მოდერნიზაცია.
5.5 ტურიზმის განვითარება
2015 წელს ქვეყანაში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5 901 094
შეადგინა, რაც 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
(5515559).
2016 წლის 6 თვის ჯამური სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით,
საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 2 636 313 შეადგინა, რაც 12.9%-ით
აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გაზრდილია
აგრეთვე უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და
მეტი დაჰყვეს საქართველოში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2016 წლის ექვსი თვის
მონაცემებით 1 011 680 შეადგინა, რაც 18.1%-ით მაღალია წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით.
უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს
საგადასახდელო ბალანსზე. 2015-2016 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან
შემოსავლები ზრდადი ტენდენციით გამოირჩეოდა. 2015 წლის განმავლობაში
შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 1.94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
(ზრდა: 149 მლნ, 8%). ტურიზმის წილმა მშპ-ში კი 6.7%. 2016 წლის პირველი
კვარტლის მონაცემებით შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 354 მლნ აშშ
დოლარს გადააჭარბა (ზრდა: 48 მლნ, 15.7%). ტურიზმის წილი მშპ-ში აღნიშნულ
პერიოდში 6.8%-ს შეადგენს.
საქართველომ უმასპინძლა 535-მდე ჟურნალისტს (77 პრეს-ტური) და 370-მდე ტუროპერატორს (27 გაცნობითი ტური). საქართველოს შესახებ ჯამში 20-ზე მეტი
გადაცემა და სიუჟეტი გაკეთდა და 200-ზე მეტი სტატია და ბლოგი დაიბეჭდა.
სარეკლამო რგოლები გავიდა CNN-სა და Euronews-ზე. ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო
22 საერთაშორისო გამოფენაში. განხორციელდა საერთაშორისო ინტერნეტ
მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ქვეყნებში (16 ქვეყანა). აღნიშნულმა
მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა
რაოდენობის ზრდას.
შემუშავდა ეროვნული სამთო საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სისტემა, რომლის
მიხედვითაც მომზადდა რეგიონების სამთო საფეხმავლო ბილიკების მარკირების
პროექტები (მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, რაჭალეჩხუმი ქვემო-სვანეთი). დედაქალაქსა და ტურისტულად განვითარებულ 20
ქალაქსა და დაბაში განთავსდა ორმხრივი მანათობელი კონსტრუქციები (სულ 90
ცალი), სადაც ერთი მხრიდან მოცემულია ქალაქის/დაბის რუკა და მეორე მხრიდან
შემოგარენში ტურისტულად სანახავი რეკომენდირებული ობიექტების სია.
47
მომზადდა ღვინის გზის განახლებული პროექტი (ინვენტარიზაცია და მარკირება),
რომელიც მოიცავს 9 რეგიონს და აერთიანებს 120 ობიექტის.
შემუშავდა „ტურიზმის განვითარების სტრატეგია“ 2025
წლამდე. დოკუმენტი
აერთიანებს დარგის განვითარების ძირითად ხედვებსა და მიმართულებებს.
პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საერთაშორისო
ექსპერტების ჩართულობით. დოკუმენტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა
მიიღეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა
საქართველოს მასშტაბით.
მთის
კურორტების
განვითარება-ბაკურიანი-მიტარბის
ტერიტორიაზე
ოთხსეზონიანი სამთო კურორტის მშენებლობა და განვითარება სახელმწიფოსა და
კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება. დაბა მიტარბში მიმდინარეობს
სამი საბაგიროს მშნებელობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. კურორტი 30
წლიანი პუზის შემდეგ კვლავ მიიღებს ვიზიტორებს.
ბაკურიანში, დიდველზე, ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო
კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. „მთის ციგა“ გაიხსნა,
რომლის მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია TATRALIFT-მა უზრუნველყო.
მასშტაბური პროექტი, რომელიც გუდაურის განვითარებას შეეხება, კანადურმა
კომპანია „ეკოზაინმა“ მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთოკურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი
ტურისტული ინფრასტრუქტურის
მშენებლობას. გუდაურში მთავარი სიახლე
„დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგირო და 2 საჩოჩიალოა. არსებული
სათხილამურო გზების არეალი 30%-ით გაიზრდება. მიმდინარეობს კობი-გუდაურის
დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტირება.
თეთნულდის პროექტი ოთხი საბაგიროს დამონტაჟებას ითვალისწინებს. აქედან 2
დასკვნით ფაზაშია და 2 წელს უნდა აშენდეს. ამ კურორტს უნიკალური ხარისხის
თოვლი და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც მას აღმოსავლეთ
ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. წლის ბოლოს დასრულდება
კურორტზე მიმდინარე სამუშაოები.
კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი პირველად 2 ივლისს გაიხსნა. იმ
ტურისტებისთვის, ვისაც სასტუმროში ცხოვრება არ სურთ და უნდათ უფრო ახლოს
იყვნენ ბუნებასთან, შეიქმნა ე.წ. „კარვის ქალაქი“, რომელიც დაახლოებით 40
ვიზიტორს მიიღებს.
5.6 კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები
გაწეული
ფართომასშტაბიანი
სამუშაოების
შედეგად
ელექტრონული
კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო დინამიურად
ვითარდება. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად,
ინერგება მომსახურების ახალი სახეობები, უმჯობესდება მომსახურების ხარისხი,
რაც აისახა სფეროს ფუნქციონირების სტაბილურად მზარდ ძირითად ეკონომიკურ
48
მაჩვენებლებში:
2015 წელს ტელეკომუნიკაციების სექტორიდან მიღებულმა
შემოსავალმა 1,239 მლრ ლარი (დღგ-ს და აქციზის გარეშე) შეადგინა, რაც 2013 წლის
მაჩვენებელზე 3,8%-ით მეტია; 2015 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებლების
რაოდენობამ 2,14 მლნ, ხოლო მისმა სიმკვრივემ ყოველ 100 მოსახლეზე 57,5%
შეადგინა. 2013 წლის ბოლოსთან შედარებით აბონენტების რაოდენობა 25,3 % (550
ათასი აბონენტით) გაიზარდა და ა.შ.
2015 წლის ოქტომბერში, უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში დასრულდა ანალოგური
მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო
სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის ფართომაშტაბიანი სახელმწიფო
რეფორმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ
USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“ პროექტის დახმარებით
შემუშავებულ იქნა კანონპროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“.
კანონპროექტის მიღება და ამოქმედება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელ-კომერციის
განვითარებას და ინტეგრაციას მსოფლიო გლობალურ ელ-კომერციის სივრცეში, რაც
დადებით ზეგავლენას იქონიებს მეწარმეობის შემდგომ განვითარებაზე.
საფოსტო რეფორმა: მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებული
საქართველოს საფოსტო სფეროს კომპლექსური რეფორმის და განვითარების 3
წლიანი სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს საფოსტო სფეროს რეფორმა, რომლის
მთავარი მიზანია სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და ქვეყანაში
არსებული რეალობებისა და გამოწვევების გათვალისწინებით სფეროს განვითარება
და სრულყოფა, მეწარმეობის და კონკურენციის განვითარება, მოსახლეობის
უნივერსალური და თანამედროვე საფოსტო მომსახურებებით უზრუნველყოფა,
ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, ქვეყნის საფოსტო ქსელების
გლობალურ და რეგიონალურ საფოსტო ქსელებში ინტეგრირება და ა.შ.
ინოვაციის განვითარება: ინოვაციებისათვის ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის
მიზნით, პრემიერ მინისტრის ინიციატივით 2016 წლის 11 იანვარს გაიხსნა
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი (ტექნოპარკი), რომლის მიზანია
ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და
მათი განვითარება. იგი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალი ბიზნესისა და
ახალი კომპანიების შექმნაში. ტექნოპარკი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს,
შოურუმებს, ლაბორატორიებს, co-working სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს,
სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის
და რეკრეაციულ სივრცეს.
2016 წლის თებერვალში ამოქმედდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
ბიზნეს ინკუბატორის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების
ხელშეწყობას მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად
განვითარებაში. ამჟამად პროგრამაში მონაწილეობს 19 გუნდი, რომელთაგან 12-ს
უკვე აქვს პროდუქტის პროტოტიპი, 2 აწარმოებს გაყიდვებს, 9 მუშაობს ბიზნეს
გეგმის ფორმირებაზე.
საქართველოს მასშტაბით დაწყებულია მუშაობა სამრეწველო ინოვაციების
ლაბორატორიების (FabLab) ფორმირების და ინოვაციების ლაბორატორიების (ILAB)
ფორმირების მიმართულებებით. უკვე ფუნქციონირებს 7 FabLab, 3 ინოვაციების
ლაბორატორია და 2 ინოვაციური ცენტრი. ფაბ-ლაბების ქსელის გავრცელება 2016
წელს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება. ის საშუალებას აძლევს დაინტერესებულ და
49
ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებს დაიწყონ თავიანთი იდეების რეალიზება და
ჩამოაყალიბონ იდეა სტარტაპ ბიზნესად.
საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით დაიფარება 2 000-მდე დასახლებული
პუნქტი. ამ მიზნისთვის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტოსთან შექმნა არაკომერციული იურიდიული პირი „ოუფენ ნეტი“. „ოუფენ
ნეტის“ მიერ ჩატარებული საქმიანობის შედეგად, დაიგეგმება განვითარებაზე
ორიენტირებული ოპტიმალური ქსელი, რომლის მეშვეობითაც ოპტიკური
ინფრასტრუქტურა აშენდება და მიყვანილ იქნება იმ დასახლებულ პუნქტებამდე.
პროექტი ასევე მოიცავს რეგიონის მასშტაბით კვალიფიციური კადრების
გადამზადებას, ტრენერების მომზადებას,
დამწყები მაღალტექნოლოგიური
კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, საგრანტო პროგრამებს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის განვითარების
ხელშეწყობის
მიზნით
პროტოტიპების
შესაქმნელად,
ინოვაციების
და
ტექნოლოგიების დაწესდა სახელმწიფო გრანტი (მცირე გრანტი), როგორც აღნიშნულ
დარგში მომუშავე პირთა დაფინანსების ერთ-ერთი მექანიზმი. თითოეული მცირე
გრანტის ოდენობა არ აღემატება 5 000 ლარს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტომ აღნიშნული მცირე გრანტების გაცემა 2015 წელს დაიწყო. 2016 წელს
შემოვიდა 150-მდე განაცხადი, რომელთაგან გრანტი 39-მა მიიღო.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და
განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) 40 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა
საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით
ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის 8
რეგიონული ინოვაციების ჰაბების შექმნას დიდ ქალაქებში და 50 ინოვაციების
ცენტრების შექმნას შემოგარენ სოფლებში.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი
შეიმუშავა, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
განვითარებას უწყობს ხელს. კანონპროექტები ასევე მოიცავს სამართლებრივი
გარანტიების
უზრუნველყოფას.
ინოვაციების
მარეგულირებელი
პირველი
სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტი განსაზღვრავს ერთის მხრივ ინოვაციების
კანონისმიერ განმარტებას და მეორე მხრივ ინოვაციური საქმიანობის სუბიექტების
ძირითად უფლებებს. კანონის დონეზე მოხდება გამომგონებლის უფლების დაცვა
კომერციალიზაციის პროცესში. შემუშავებული კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო
დაფინანსების შედეგად მიღებული კომერციალიზაციიდან გამომგონებლის
გარანტირებულ მინიმალურ წილს.
5.7 სივრცითი მოწყობა და მშენებლობა
საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია
მდგრადი განვითარებისთვის წინაპირობების ჩამოყალიბების, ეკონომიკური,
სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღებისა და ინვესტიციებისთვის
მიმზიდველი, სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნის თვალსაზრისით.
50
2015 წელს სივრცითი მოწყობის კუთხით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა
კომპანიებმა სამინისტროს დაკვეთით დაამუშავა ასპინძისა და ახალქალაქის
მუნიციპალიტეტებში „ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის
ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია“ და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულისარეკრეაციო კომპლექსის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია.
ამ ეტაპზე სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების კუთხით და სამშენებლო
სფეროში მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი მიმართულებით:
−
−
−
−
−
−
,,საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი"-ს პროექტის
რედაქტირება და შენიშვნების მთავრობაში განსახილველად.
-ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა
განხორციელების პროექტ.
ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის განვითარებისათვის ღონისძიებათა
პროექტზე მესტიის და მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის
განვითარებისათვის ღონისძიებათა პროექტი.
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის
განვითარებისათვის საჭირო რიგ
ღონისძიებათა განხორციელების პროექტი
თელავის
მუნიციპალიტეტის
სოფელ
იყალთოში
იყალთოს
ხევის
განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების პროექტი.
კომპანია ,,ecosign“-ი მუშაობს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის
მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე.
დოკუმენტაცია წარდგენილია
დუშეთისა და ყაზბეგის საკრებულოში დასამტკიცებლად.
საპილოტე პროექტის ფარგლებში დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული
საზღვრის
სიზუსტის
დადგენა
და
დემარკაცია;
დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება; სატრანსპორტო ქსელის,
ქუჩების სახელწოდებების, საგზაო ნიშნების ციფრულ ფორმატში გადატანა; საკადრო
რესურსის გადამზადება გეოინფორმაციული სისტემებისა და საველე აზომვების
წარმოების მიმართულებებით; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზებაგაძლიერება.
საჯარო რეესტრი აქტიურად მუშაობს ჩვენი ქვეყნის რეგიონების
ინფორმაციის „GOOGLE“-ს რუკაზე სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით.
შესახებ
გეეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარების პროექტი: მომზადდა საქართველოს
ერთიანი სახელმწიფო გეოდეზიური სისტემის შემოღების შესახებ დადგენილების
პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე გეოდეზიური,
გრავიმეტრიული და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულებისას შემოსაღები
ერთიანი სახელმწიფო გეოდეზიური სისტემის − „GGS 2015“-ის (საქართველოს
გეოდეზიური სისტემა) − შემოღებას. საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით
მომზადებულია და დაანგარიშებულია ყველა ტექნიკური პარამეტრი, რომლებმაც
უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სისტემის საერთაშორისო სისტემებთან სრული
ჰარმონიზაცია.
გეოდეზიური წერტილებისა და სიმაღლური მოდელის აღნიშვნა ქართულენოვანი
მარკებით მიმდინარეობს. ამავე ნიშნებით ჩანაცვლდება ძველი მარკებიც,
51
რომლებზეც საბჭოთა პერიოდის დროინდელი რუსული წარწერებია განთავსებული.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შეიქმნა პირველი ეროვნული
გეოდეზიური მარკა. მიმდინარეობს ქვეყნის აეროფოტოგადაღების პროექტი,
რომლის ფარგლებშიც აერო- და კოსმოსური გადაღებები საქართველოს მთელ
ტერიტორიას დაფარავს. გადაღებულ მასალებს საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციისა და კადასტრის მაღალი ხარისხით
წარმოებისთვის საბაზო რუკებად გამოიყენებს, ხოლო აეროფოტოგამოსახულებების
დამუშავების
შედეგად
შექმნილ
ახალ
ციფრულ
3-განზომილებიან
ორთოფოტოგეგმებს − სახელმწიფო კადასტრის კარტოგრაფიულ საფუძვლად.
აეროგადაღებების პროექტის განხორციელება 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და
2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.
5.8 ტრანსპორტი და ლოგისტიკა
აზიის განვითარების ბანკმა 2016 წელს დაასრულა მუშაობა ტრანსპორტის
პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე. ამჟამად,
მიმდინარეობს
დოკუმენტის კორექტირება და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
მოყვანა, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს
მთავრობას.
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია: საქართველოს
მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების
ეროვნული სტრატეგია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო განისაზღვრა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული
სტრატეგიით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
შესრულებაზე
მაკოორდინირებელ უწყებად. 2016 წლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
1958 წლის 20 მარტს ჟენევაში ხელმოწერილი ე.წ. სატრანსპორტო საშუალებების
რეგულირების შესახებ შეთანხმების საქართველოში იმპლემენტაცია შეთანხმების
იმპლემენტაციის შემდგომ საქართველოში გამოშვებული თვლიანი სატრანსპორტო
საშუალებები და მათი მოწყობილობების და ნაწილების საგნები
აღიარებული
იქნება შეთანხმების წევრი ქვეყნების (48 ქვეყანა) მიერ. ქვეყანას საშუალება ექნება
გამოუშვას აღნიშნული ნაწარმი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მიანიჭოს
საიდენტიფიკაციო 17 ციფრიანი (VIN) კოდი.
ახალი აბრეშუმის გზა:2015 წლის მარტში საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს
მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის შესახებ“.
მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტთან შედარებით ტრანს-აზიურიკავკასიური მატარებლის მიერ შესრულებული ტრანსპორტირება ხუთჯერ
შეამცირებს დროს. კერძოდ, თუ საზღვაო ტრანსპორტით შესრულებულ
გადაზიდვებს 40-45 დღე სჭირდებოდა, ახლა ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში
სულ რაღაც 7-9 დღეში ჩამოიტვირთება. ეს მიუთითებს რომ აზერბაიჯანი,
საქართველოს და თურქეთის მიმართულება ევროპა-აზიის დამაკავშირებელ
უმოკლეს სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს.
52
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი: სანავსადგურე ინფრასტრუქტურის
განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას
წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი
ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 2,5
მილიარდ დოლარს, აქედან 586 მილიონი ინვესტირებულ იქნება პირველი ფაზის
მშენებლობისას. პროექტი პირველი ფაზის მშენებლობის სავარაუდო ვადები: 20202023 წლები.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი: აზერბაიჯანის-თურქეთისა და საქართველოს
დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყო 2008 წელს და
დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 70%.
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი: სს "საქართველოს რკინიგზამ"
2011 წლის 20 სექტემბერს, დაიწყო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის
განხორციელება. მოდერნიზაციის პროექტის მთავარი მიზნებია სატვირთო
გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების ოპტიმიზაცია, საოპერაციო
დანახარჯების
შემცირება,
საოპერაციო
უსაფრთხოების
სრულყოფა,
გამტარუნარიანობის გაზრდა. მშენებლობის დასრულდება 2019 წელს. ამჟამად,
შესრულებულია სამუშაოების 36%.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია და
აეროპორტის ტერმინალის გაფართოება: შპს „ტავ-ურბანმა“, რომელიც თბილისის
საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას განახორციელებს შეასრულა თბილისის
საერთაშორისო აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო
ბილიკების სრულ რეაბილიტაცია, რომელიც 2016 წლის ივლისის პირველ რიცხვებში
დასრულდა. ასევე დაიწყო ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი:
მიმდინარეობს ქუთაისის აეროპორტის ბაქნის გაფართოების, სამიმოსვლო
ბილიკების რეაბილიტაციის, ტერმინალში მგზავრების გასასვლელის და
სარეგისტრაციო დახლების დამატების, ასევე ბარგის დამუშავების სივრცის
გაფართოების პროექტირება. ასევე, უკვე შეძენილია დამატებითი სპეცტექნიკა,
რომელიც საჭიროა ახალი ავიარეისების შედეგად გაზრდილი ოდენობით საჰაერო
ხომალდების მომსახურებისათვის.
Wizz Air-ის ბაზირება: ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, Wizz Air, ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში ბაზას გახსნის, რაც
გულისხმობს აეროპორტში თვითმფრინავის ბაზირებასა და 7 ახალი მიმართულების
დამატებას. სექტემბრიდან, პირდაპირი რეისები შესრულდება ბერლინის,
მემინგენის-მიუნხენის, მილანის, დორტმუნდის, სალონიკის, სოფიასა და ლარნაკას
მიმართულებით.
ფრენების
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული
ღონისძიებები:
საავიაციო
უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით შპს ,,საქაერონავიგაცია“ მუშაობს არაერთ
პროექტზე, მათ შორის აღსანიშნავია მანძილსაზომი სანავიგაციო სისტემის
(DME/DME Navigation) დანერგვა, თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის შენობის
გაფართოება, საჰაერო მოძრაობის კონტროლის ავტომატიზებული (ATC) სისტემის
53
დანერგვა, ხმოვანი საკომუნიკაციო სისტემის (VCS) დანერგვა, საქართველოს
დასავლეთ რეგიონში მეტეოლოკატორის მონტაჟი და ა.შ.
ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე: საქართველოს ბაზარზე
შემოვიდა სხვადასხვა ავიაკომპანია:
2015 – “Ellinair”,
“Dart”, “Borajet”, “Qeshm Air”, “Ata Airlines”, ქუთაისის
აეროპორტიდან ფრენების შესრულება დაიწყეს „Pegasus“-მა და „Belavia“-მ;
2016 - “El Al”, “Israel Airlines”, “Skybus”, “Taban Airlines”.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაინერგა VTS სისტემა, რომელიც გემების
მოძრაობის მონიტორინგის თანამედროვე სისტემაა და რომლის იმპლემენტაციაც
საქართველოს
ევროკავშირთან
ასოცირების
ხელშეკრულებით
აღებული
ვალდებულებაა.
მიმდინარე წლის ივლისის თვეში სატრანსპორტო შეთანხმება გაფორმდა თურქეთის
რესპუბლიკასთან სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანის
შესახებ. აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება ხელს შეუწყობს ბაქო-თბილისიყარსის პროექტის ეფექტიან ოპერირებას, ასევე ორ ქვეყანას შორის კომბინირებული
გადაზიდვების განვითარებას.
ლოგისტიკური ცენტრების განვითარება: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის
განხორციელების
ხელშეწყობის
პროექტის
ერთ-ერთი
კომპონენტი ითვალისწინებს საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარებას.
აღნიშნული მიზნით მსოფლიო ბანკმა საქართველოს გამოუყო კრედიტი 1 მილიონი
აშშ დოლარის ოდენობით. ზემოხსენებული კომპონენტი ერთ-ერთ ძირითად
აქტივობას წარმოადგენს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება
საქართველოში მინიმუმ 2 თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების
მიზნით. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზად იქნება 2017 წლის იანვარში,
რის საფუძველზეც გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ინვესტორის შერჩევის
მიზნით.
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარება
−
ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის,
საქართველო აქტიურად მუშაობს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან
საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით.
მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი მრავალმხრვი შეთანხმებების გაფორმების
მიზნით:
−
ბალტიის ზღვა - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის
განვითარების შესახებ შეთანხმება
−
ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, სომხეთის რესპუბლიკის
მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს
მთავრობას, ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საბერძნეთის
რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო და
სატრანზიტო დერეფნის დაფუძნების შესახებ შეთანხმება
54
−
ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის
ტრანსპორტის, ვაჭრობის და ტრანზიტის სფეროებში თანამშრომლობის
შესახებ შეთანხმება (ე.წ. ლაპის ლაზული).
სარკინიგზე-საბორნე მიმოსვლის განვითარება უკრაინასთან: „უკრაინის მინისტრთა
კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის უკრაინისა და საქართველოს
ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე
მიმოსვლის
ორგანიზების
შესახებ“
შეთანხმების
გაფორმების
მიზნით
მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან გაიმართა მ.წ. 31 მაისს ქ. ოდესაში.
შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ახალი საბორნე ოპერატორების შესვლას
ბაზარზე, საქართველოსა და უკრაინის ნავსადგურებს შორის ტვირთბრუნვის ზრდას.
5.9 ენერგეტიკის სექტორის განვითარება
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება,
იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება
ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისების, მოწოდების წყაროებისა და
მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.
ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისათვის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი
აირით მომარაგების საკითხი, ამ მიმართულებით გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
- 2015-2016 წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი გაზის
მიწოდების ქსელში ჩაერთო 31 ათასზე მეტი აბონენტი. გაზიფიცირების
პროცესი გრძელდება არსებული გეგმის მიხედვით;
− 2015-2016
წლების
ელექტროენერგიის
ინდივიდუალური
მრიცხველი
დაუმონტაჟდა 33 ათასამდე აბონენტს. შემუშავებულია 2016-2017 წლების
გეგმა და მიმდინარეობს გეგმით გაწერილი სამუშაოები;
პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში ამ დრომდე გრძელდება
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების ელექტროფიცირების სამუშაოები.
2015 წელს ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო 4 უშუქო სოფელი.
ამჟამად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 4 უშუქო სოფლის
ელექტროფიცირება. ამ მიზნით სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი
ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი
მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის განათებისათვის საჭირო ქსელის შექმნას.
მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2012 წელს მთავრობის პროგრამაში დასახული
მიზნის შესასრულებლად, რომელიც
შეეხება ადგილობრივი და რეგიონული
მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით
აღსანიშნავია,
ელექტროსადგურების
მშენებლობა-რეაბილიტაციის
კუთხით
გაწეული სამუშაოები. 2015-2016 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 3 ჰიდრო და 2
თბოელექტროსადგური:
55
N
პროექტი
დადგმული
სიმძლავრე (მვტ)
ექსპლუატაციაში
შესვლის თარიღი
1
შაქშაქეთი ჰესი
1.50
2016
2
ტყიბულის
თესი
13.20
2016
3
ფშაველა ჰესი
1.90
2015
4
დებედა ჰესი
3.00
2015
5
გარდაბნის თესი
231.20
2015
ქვანახშირის
- 2015 წელს დასრულდა მოლაპარაკებები ტყიბულში ადგილობრივ ქვანახშირზე
მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის თაობაზე.
თბოსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ იქნება,
მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება;
− მიმდინარე წელს მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 20 მგვტ სიმძლავრის ქარის
ელექტროსადგურის „ქართლი“ პროექტი, რომლის დასრულებაც მიმდინარე
წელს იგეგმება;
− მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მდინარეების აუზების შესწავლასა და
შეფასების
პროგრამაზე,
შემდგომში
პოტენციური
ჰიდროელექტროსადგურების იდენტიფიცირების მიზნით. პროექტი 2016
წლის ნოემბერში დასრულდება.
ელექტროგადამცემი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციის
განხორციელებული სამუშაოებიდან აღსანიშნავია:
−
მიმართულებით
„საქართველოს ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტის“
ფარგლებში 2016 წლის მაისში დაიწყო 220კვ ელექტრო გადამცემი ხაზის
„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობა. მისი დასრულება 2018 წლისათვის არის
განსაზღვრული.
„საქართველოს რეგიონალური ელექტროგადამცემი ქსელის
პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
გაუმჯობესების
−
2015 წლის 31 ივლისს დაიწყო და 2016 წლის 3 ივნისს დასრულდა ახალი
220/110კვ ქვესადგურის „ხორგას“ მშენებლობა;
−
2016 წლის ივნისში დასრულდა ქვესადგური „მენჯი-220“-ის რეკონსტრუქცია;
−
2015 წლის ოქტომბერში დაიწყო 500კვ ქვესადგურის „მარნეული“ მშენებლობა.
პროექტი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება;
−
მიმდინარეობს ქვესადგურის „ქსანი-500“ სრული რეაბილიტაციის პროექტი.
„ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის“ ფარგლებში;
56
−
2015 წლის 17 ივნისს დაიწყო ჯვარში ახალი 500/220კვ ქვესადგურის
მშენებლობა.
სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2016 წლის
სექტემბრისათვის;
-
ასევე ამ დრომდე მიმდინარეობს 1100 მგვტ გამტარუნარიანობის მქონე ქსანისტეფანწმინდის დამაკავშირებელი 500კვ გადამცემი ხაზის მშენებლობის
პროექტზე მუშაობა.
სამუშაოების დასრულება 2017 წლის მაისისთვის
იგეგმება.
აღსანიშნავია, გაზსადენების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით შესრულებული
სამუშაოები:
-
ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით
გრძელდება მილსადენების მდგომარეობის ინტენსიური შესწავლა, რის
შედეგადაც ვლინდება პრიორიტეტული სარეაბილიტაციო მონაკვეთები და
ეტაპობრივად ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. მიმდინარეობს
აღმოსავლეთ-დასავლეთის
მაგისტრალური
გაზსადენის
სრული
რეაბილიტაცია, რაც ეტაპობრივად 2018 წლისათვის დასრულდება. ასევე,
მიმდინარეობს მუშაობა კასპიის ზღვაში შაჰდენიზის საბადოს მეორე ფაზის
განვითარების პროექტზე, რომელსაც საფუძველი 2015 წლის მარტში
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ჩაუყარეს;
- დასრულდა საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურეკონომიკური დასაბუთების პროექტი. გაზსაცავში 230-250 მლნ კუბური მეტრი
ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს
დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 10-15%-ს
შეადგენს. მშენებლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება სამგორის
სამხრეთი თაღის საბადოზე.
5.10 შრომის ბაზრის განვითარება და დაცვა
შრომის ბაზრის ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისათვის
აუცილებელია ბაზარზე არსებული სიტუაციის, მიმდინარე და მოსალოდნელი
ტენდენციების, უმუშევრობის განმაპირობებელი მიზეზების, სამუშაო ძალაზე
მოთხოვნა-მიწოდების სისტემატური კვლევა და ანალიზი. 2016 წელს დაიწყო
მუშაობა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნასა და განვითარებაზე,
რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს. შრომის ბაზრის საინფორმაციო
სისტემა წარმოადგენს საჯარო ვებპორტალს, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია
შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და მოსალოდნელი ტენდენციების
შესახებ, რაც საშუალებას მისცემს სამუშაოს მაძიებლებს, სტუდენტებსა და სკოლის
მოსწავლეებს
მტკიცებულებებზე
დაფუძნებით
ბაზარზე
არსებული
ან
მოსალოდნელი მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ მათი კარიერული მომავალი.
საქართველოს მთავრობამ 2016 წლის ივნისის თვეში დაამტკიცა ,,სამუშაოს
მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის
57
ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს
მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების
ხელშეწყობა. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს, საქართველოში 16 წლის
ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქეები, ხოლო მომსახურების
მისაღებად აუცილებელია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ქონა. ამასთან, ეს
შეზღუდვა არ ვრცელდება მოწყვლადი ჯგუფის ზოგიერთ კატეგორიაზე. 2016 წელს
მომზადება-გადამზადება განხორციელდება 68 მოთხოვნად პროფესიაზე, რომელიც
2015 წელს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული შრომის ბაზრის მოთხოვნის
კომპონენტის კვლევის შედეგებს ეფუძნება.
შრომის დაცვა: 2016 წელს დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის
სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს
შექმნის ხელშეწყობა. დღეის მდგომარეობით ინსპექტირება განხორციელდა 119
კომპანიის 200-მდე ობიექტზე.
2016 წელს ასევე დამტკიცდა „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის
პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის
განხორციელების წესი“, რომლის მიხედვით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო მოახდენს პროაქტიულ (გეგმიური) და
რეაქტიულ (ცხელი ხაზზე შეტყობინების, განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე)
შემოწმებას იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის საკითხებთან
დაკავშირებით და გამოვლენის შემთხვევაში რეაგირებისათვის გადასცემს საქმეს
საგამოძიებო ორგანოებს. 2016 წლის გეგმიური ზედამხედველობის ფარგლებში
შრომის ინსპექტორების მიერ შემოწმებულია 54 კომპანია.
მიმდინარეობს მუშაობა საკანონდებლო პაკეტის შემუშავების მიზნით: 2016 წელს
დასრულდა მუშაობა ,,სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე. 2016 წელს შემუშავდა
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართით
განსაზღვრული 6 ევრო დირექტივის პროექტი.
დასაქმების ფორუმები: 2015-2016 წლების რეგიონების მასშტაბით გამართულ იქნა
ჯამში 6 დასაქმების ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 4000-ზე მეტმა სამუშაოს
მაძიებელმა (მათ შორის 60შშმპ) და 220-მდე დამსაქმებელმა. შუალედური (2015
წლის) მონიტორინგის შედეგებით დასაქმდა 165 ადამიანი, მიმდინარეობს 2016 წლის
შედეგების მონიტორინგი.
58
5.11 სოფლის მეურნეობა
შეღავათიანი
აგროკრედიტის
პროექტი:
პროექტის
მიზანია
მეწარმეთა
უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. 2015 წლის 1
სექტემბრიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პროექტის ფარგლებში გაიცა 2283
სესხი და ლიზინგი (1338 სესხი ლარში თანხით 89,341,833 ლარი და 945
სესხი/ლიზინგი დოლარში 55,248,122 აშშ დოლარი). საბრუნავი საშუალების
მიზნობრიობით გაიცა 195 სესხი ლარში თანხით 41,913,208 ლარი და 39 სესხი
დოლარში თანხით 8,549,688 აშშ დოლარი. ძირითადი საშუალების მიზნობრიობით
გაიცა 1143 სესხი ლარში თანხით 47,428,624 ლარი და 899 სესხი დოლარში თანხით
43,227,427 აშშ დოლარი. „აწარმოე საქართველო“–ს ფარგლებში აღნიშნულ პერიოდში
გაიცა 5 სესხი დოლარში თანხით 3,424,140 აშშ დოლარი. შეღავათიანი
აგროლიზინგის ფარგლებში გაიცა 2 სესხი დოლარში თანხით 46,867 აშშ დოლარი.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების
თანადაფინანსების პროექტი:
პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს: სოფლის
მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების და
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3
წყაროს გამოყენებით: ა) სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური
ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 250,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში);
ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს
50%, მაგრამ, არაუმეტეს 500,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში); გ)
ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების
არანაკლებ 10%.
2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დამტკიცდა 17 პროექტი,
ჯამური ღირებულებით 910,679,552 აშშ დოლარი, საიდანაც დამტკიცებული
სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 3,538,246 აშშ დოლარს. 2015 წლის
სექტემბრიდან 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით თანადაფინანსების სახით
გაცემულია 2,597,432 აშშ დოლარი.
აგროდაზღვევის ხელშეწყობის პროგრამა: პროგრამის მიზანია, აგროსექტორში
სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა,
სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის
ამაღლება, შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.
2015 წლის პროექტის ფარგლებში (მოიცავს სექტემბერი-დეკემბერი პერიოდს) გაიცა
1,970 პოლისი. დაზღვეული ფართობი შეადგენს 702 ჰა-ს. დაზღვეული მოსავლის
ჯამური ღირებულებაა 5,470,340 ლარი. სადაზღვევო პრემია შეადგენს 465,873 ლარს,
საიდანაც სახელმწიფოს მიერ გადახდილმა პრემიამ შეადგინა 307,904 ლარი.
59
2016 წლის პროექტის ფარგლებში 31 აგვისტოს მდგომარეობით, გაიცა 13,808 პოლისი.
13,920 ჰა-ზე დაზღვეული მოსავლის ჯამური ღირებულება შეადგენს 119,838,641
ლარს. სადაზღვევო პრემია შეადგენს 10,607,627 ლარს, საიდანაც სახელმწიფოს მიერ
გადასახდელი პრემია შეადგენს 7,295,325 ლარს.
მცირემიწიან ფერმერთა წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი :
პროექტის მიზანია, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო პირველადი წარმოების
აგროტექნოლოგიური
ღონისძიებების
განხორციელების
ხელშეწყობით,
მცირემიწიანმა ფერმერებმა საკუთარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების
ეფექტიანი გამოყენება შეძლონ.
2015 წლის პროექტის ფარგლებში (მოიცავს სექტემბერი-დეკემბერი პერიოდს)
დამუშავდა 22,577 ჰა მიწის ფართობი. ამ პერიოდში ბენეფიციარებმა მიიღეს
სარგებელი ხვნის/აგრო ქულების სახით ჯამში 4,046,515 ლარის ოდენობით. 2015
წელს ასევე მცირემიწიან ბენეფიციართა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში
განხორციელდა დამატებით ორი ღონისძიება:
საოკუპაციო ხაზის საზღვრისპირა სოფლებში 44 სოფელში მცხოვრებლებს,
რომლებსაც თავთავიანი მარცვლეული კულტურა არაუმეტეს 5 ჰექტარ მიწის
ფართობზე ჰქონდათ დათესილი, მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირება
განხორციელდა. შედეგად, 1,503 ბენეფიციარს გაეწია 155,239 ლარის ღირებულების
მომსახურეობა. ჯამში 1,764 ჰექტარზე განხორციელდა თავთავიანი კულტურების
აღება.
2015 წლის აგვისტო-სექტემბერში სეტყვის შედეგად ყვარლისა და ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტებში დასეტყვილი სოფლების მოსახლეობის დახმარების მიზნით
მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა სპილენძის შემცველი პრეპარატები
მრავალწლოვანი ნარგავების შესაწამლად. შედეგად, 1,510 ბენეფიციარს გადაეცა
65,316 ლარის ღირებულების პრეპარატები უსასყიდლოდ. სუბსიდირებულ იქნა 1005
ჰა მიწის ნაკვეთზე გაშენებული მრავალწლიანი კულტურები. 2016 წლის პროექტის
ფარგლებში პროექტის დაწყებიდან 31 აგვისტოს მდგომარეობით დამუშავებული
ფართობი შეადგენს 199,467 ჰა-ს. ამ პერიოდში ბენეფიციარებმა მიიღეს სარგებელი
ხვნის/აგრო ქულების სახით ჯამში 45,627,097 ლარის ოდენობით. 2016 წლის მაისში
მომხდარი სეტყვის შედეგად შიდა ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის
რეგიონებში განხორციელდა დაზარალებული ბენეფიციარების სუბსიდირება.
სეტყვის შედეგად დაზარალებულ 23,254 ბენეფიციარს 2,391,730 ლარის სარგებელი
დაერიცხათ.
დანერგე მომავალი: პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული სასოფლო
სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების
გზით; ასევე, ადგილობრივი მაღალხარისხიანი ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი
მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერა. 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის
31 აგვისტოს ჩათვლით პროგრამის ფარგლებში დამტკიცდა 1,429 ჰა-ზე გასაშენებელი
232 ბაღის პროექტი. სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 7,089,795 ლარს, ხოლო
პროექტების ჯამური ინვესტიცია შეადგენს 12,900,747 ლარს.
60
2016 წლის მაისში დამტკიცდა 3 სანერგე მეურნეობის პროექტი, სადაც
თანადაფინანსება შეადგენს 165,449 ლარს, ხოლო პროექტების ჯამური ინვესტიცია
330,898 ლარს. სანერგე მეურნეობის გასაშენებელი ჯამური ფართობი შეადგენს 5
ჰექტარს.
სამრეწველო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა: პროგრამის
ფარგლებში, არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელი კომპანიები,
რომლებიც სამრეწველო გადამუშავების მიზნით, ფიზიკური პირებისგან 1 კგ.
არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიდნენ, სახელმწიფო 1
კგ. არასტანდარტულ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემდა. 20152016 წლების პროექტის ფარგლებში შესყიდული არასტანდარტული მანდარინის
რაოდენობამ შეადგინა 9,252 ტონა. სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 925,222
ლარი.
პროგრამა - ქართული ჩაი: პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის
პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ
შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის
დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; კერძოდ სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.
2016 წლის ივნისის მდგომარეობით აღნიშნული პროექტის ფარგლებში
დამტკიცებულია6 განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 115,73 ჰა-ს. პროექტების
ჯამური ღირებულება შეადგენს 287,280 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება
შეადგენს 212,347 ლარს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა: სოფლის
მეურნეობაში კოოპერაციული საწარმოებისა და კოოპერატივების მხარდაჭერა
წარმოადგენს ყველაზე ეფექტიან მიმართულებას ფერმერთა შემოსავლების სწრაფი
ზრდის თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს თანამედროვე სტანდარტებისა და
ტექნოლოგიების დანერგვას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების
წახალისებას და მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. 2015 წლის 1
სექტემბრიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 613
კოოპერატივს.
წარმატებით
ხორციელდება
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების
მცირე
გაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის პროგრამა. 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016
წლის 1 სექტემბრამდე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 162 კოოპერატივი
დაკმაყოფილდა 204 აგროკომპლექტითა და დამატებით 7 ხელით სათესით.
„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის
გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში თხილის საშრობის და სასაწყობო მეურნეობის
მშენებლობა და შესაბამისი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა, რომელიც 5 წლიანი
სარგებლობის ვადით, იჯარით, გადაეცა კოოპერატივ „დარჩელის თხილს“. ამჟამად,
მეპაიეთა რაოდენობა 599-ს შეადგენს.
61
„მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის“
ფარგლებში 131 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა 11 197 სკა, მათ შორის
19-მა მიიღო თაფლის საწური, ასევე 43 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს
გადაეცემა 3019 სკა, 10 კოოპერატივს 10 თაფლის საწური, 29 კოოპერატივიდან
თითოეული მიიღებს 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს.
„რძის
მწარმოებელი
სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების
მხარდაჭერის
სახელმწიფო პროგრამა“-ში მონაწილეობს 15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,
რომელთაც დააკმაყოფილეს პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. მათ
გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე
საწარმოსათვის საჭირო მანქანა-დანადგარები და სპეციალური აღჭურვილობა.
სოფლის
მეურნეობის
დარგში
სამეცნიერო-კვლევითი
ღონისძიებების
განხორციელება: აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით მოძიებულ და
აღდგენილ იქნა ვაზის 450 ადგილობრივი ჯიში, ხორბლის 4 ძველი ქართული ჯიში,
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების 10-მდე სახეობა. საქართველოს 6
მუნიციპალიტეტში გაშენდა ვაზისა და მრავალწლოვანი კულტურების საკოლექციო,
საგამოცდო და ჯიშთა გამოცდის ნაკვეთები.
თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების დანერგვის
მიმართულებით
ჩატარებულმა
სამუშაოებმა
ერთი
წლის
განმავლობაში
უზრუნველყო მარცვლოვანი კულტურების ადგილობრივ პირობებში მიღებული
მაღალი ხარისხის სათესლე მასალის რაოდენობის 4-ჯერ გაზრდა.
მომზადდა
ევროპულ
დირექტივებთან
ჰარმონიზებული
კანონპროექტი
„საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გასავრცელებლად დაშვებისა
და
მეთესლეობის“
შესახებ.
შეფასებულია
ნიადაგის
მდგომარეობა
16
მუნიციპალიტეტში მდებარე საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიქმნა და ჩამოყალიბდა
სურსათში პოტენციური საფრთხეების რისკის შეფასების სამსახური და სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭო.
მაღალი კატეგორიის უვირუსო სათესლე მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის
მიზნით, სრული დატვირთვით ამუშავდა მეკარტოფილეობის სექტორის მხარდამჭრი
სისტემა. მიღებულ იქნა ინ-ვიტრო ლაბორატორიის მცენარეები შემდგომი
გამრავლებისთვის, როგორც სასათბურე ისე ღია გრუნტის პირობებისთვის.
მევენახეობის განვითარების ღონისძიებები: 2015 წელს „რთველის ხელშეწყობის
ღონისძიებების“ ფარგლებში კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 150-ზე მეტი
კომპანიის მიერ გადამუშავდა 148 358 ტონა ყურძენი, რაც ბოლო 25 წლის
რეკორდული მაჩვენებელია. სუბსიდირებული ყურძნის რაოდენობამ 122 289 ტონა
შეადგინა, ხოლო ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაცემული სუბსიდიის
თანხამ - 35 688 815,10 ლარი. ღვინის ქარხნებში ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ
ჩააბარა, ხოლო მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 104 644
184 ლარს მიაღწია.
62
წარმატებით აიღო სტარტი „რთველი 2016“-მა. 2016 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით,
კახეთის რეგიონში გადამუშავებული იყო 4100 ტონაზე მეტი ყურძენი; აქედან 1,3
ათასი ტონა რქაწითელი, 1,7 ათასი ტონა საფერავი, 189 ტონა კახური მწვანე, ხოლო
დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის კომპანიებში ყურძნის
რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 2,1 მლნ ლარი მიიღეს.
2016
წლის
1
სექტემბრისთვის
რთველის
საკოორდინაციო
შტაბში
დარეგისტრირებული იყო 57 ღვინის კომპანია, საიდანაც ყურძნის გადამუშავების
პროცესში ჩართული იყო 20-მდე კომპანია.
ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ
პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:
კახეთის რეგიონში
1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარი;
1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარი;
1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:
მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი.
წარმატებით
გრძელდება
ქვეყნის
მევენახეობა-მეღვინეობის
დარგის
განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის - „ვენახების ეროვნული
კადასტრის“ მასშტაბური პროექტის განხორციელება. დღეისთვის დასრულებულია
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ვენახების საკადასტრო
სამუშაოები.
გაიზარდა ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი. 2016 წლის 8 თვეში, საქართველოდან
მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი ღვინო, რაც 42%-ით
აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში
ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია
გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტის მატებაა, როგორც
ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების
მიმართულებით: ჩინეთი - 184%-ით, უკრაინა - 75%-ით, ბელარუსი - 47%-ით,
რუსეთი - 45%-ით, პოლონეთი - 34%-ით, ესტონეთი - 39%-ით, ყირგიზეთი - 107%ით, აშშ - 10%-ით, იაპონია - 12%-ით, დიდი ბრიტანეთი - 65%-ით, ლატვია 9%-ით და
სხვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. იმპორტიორი
ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368
361), უკრაინა (3 042 192), ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).
მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 804 910 ბოთლი ბრენდი, რაც 31%-ით
აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. მთლიანობაში, 2016 წლის
იანვარ-აგვისტოში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა
63
და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 108,7 მლნ აშშ
დოლარს მიაღწია, რაც 33%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია : 2015 წლის პირველი სექტემბრიდან
2016 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით სამელიორაციო სისტემების
მოდერნიზაციის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
დაიწყო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 72 სარეაბილიტაციო გარდამავალი
პროექტი სამუშაოების ჯამური ღირებულებით 48 941 732 ლარი.
დასრულდა ინფრასტრუქტურის 34 სარეაბილიტაციო პროექტი სამუშაოების ჯამური
ღირებულებით 41 218 821
ლარი. განხორციელებული სარეაბილიტაციო
სამუშაოების ფარგლებში 2015 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით
აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 316 კმ საირიგაციო და 183 კმ სადრენაჟე არხს.
2016 წლის სექტემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამელიორაციო
ინფრასტრუქტურის 57 488 678
ლარის ღირებულების 63 სარეაბილიტაციო
გარდამავალი პროექტი. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ წყლით
უზრუნველყოფილი მიწის ფართობი ქვეყანაში 20 452 ჰექტრით გაიზრდება, წყლით
უზრუნველყოფის რეჟიმი 5 860
ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრობი
სისტემები დამატებით 11 076 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ფართობს მოემსახურება.
ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება: საანგარიშო პერიოდში
გაფართოვდა ლაბორატორიული კვლევების
სპექტრი და გაუმჯობესდა
ხარისხობრივი მაჩვენებლები. ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებთან
(თბილისი, ახალციხე, ქუთაისი) ერთად საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაცია
მიიღო ხუთმა რეგიონულმა ლაბორატორიამ. ლაბორატორიულ ქსელში დაინერგა
ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა.
დაიწყო LIMS-ის (ლაბორატორიული ინფორმაციული მართვის სისტემა) დანერგვის
პროცესი. განხორციელდა ლაბორატორიის შენობა–ნაგებობების კაპიტალური
შეკეთება და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა.
5.12
საგადასახადო პოლიტიკა
ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის,
ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და გადასახადის ადმინისტრირების სრულყოფის
მიზნით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები,
რომლის თანახმად 2017 წლის 1 იანვრიდან იცვლება საწარმოს მოგების გადასახადით
დაბეგვრის არსებული მოდელი და საწარმოები გადასახადით დაიბეგრებიან მოგების
განაწილებისას; იმპორტიორი, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დღგ-ით
დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალებების იმპორტისას აღარ გადაიხდის
დღგ-ს; საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება
განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით. საგადასახადო შემოწმებას
64
განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. გადამხდელებს, რომელთაც
აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ:
-
2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა
(69,700 პირს ჩამოეწერება 1,410,407,433 ლარი);
-
2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები,
ძირითადი თანხის გადახდის პირობით (339,513,617 ლარის გადახდის
შემთხვევაში, 27,380 პირს ჩამოეწერება 623,570,423 ლარი).
5.13 ფისკალური პოლიტიკა
მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა გამოწვევებმა მნიშვნელოვანი გავლენა
მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე.
მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ უზრუნველყო ფისკალური სტაბილურობის
შენარჩუნება და 2015 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2,8%-ი, ხოლო საბიუჯეტო
დეფიციტმა 1,1% შეადგინა. განხორციელდა მიმდინარე ხარჯების კონსოლიდირება
და
დამატებითი
სახსრების
გამოთავისუფლება
ინფრასტრუქტურული
პროექტებისათვის.
წარმატებით ხორციელდება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა. შედეგზე
ორიენტირებული ბიუჯეტირების სრულყოფისათვის, საჯარო ფინანსების მართვის
რეფორმის
ფარგლებში
(PFM
III)
ასოცირების
შეთანხმებით
აღებული
ვალდებულების შესაბამისად, დამტკიცდა პროგრამული ბიუჯეტის განახლებული
მეთოდოლოგია. წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხაზინის
მომსახურებაზე და სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ
სისტემაში გადმოყვანის პროცესი, რაც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მართვის
მეტ გამჭვირვალობას. მომზადდა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა
საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი, რომლის მეთოდოლოგიის
შემუშავება და 2016 წელს პილოტირება ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ
საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტის სამოქმედო გეგმის (DPO)
ფარგლებში. აღნიშნული რეფორმის განხორციელება უზრუნველყოფს საინვესტიციო
პროექტების მართვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს
მხოლოდ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამის
მოთხოვნებს, ამავდროულად გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანად
გამოყენება.
მომზადდა ინფორმაცია სახელმწიფო საწარმოთა ანალიზის შესახებ, რომელიც
მოიცავდა ფისკალური რისკების ანალიზისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების
რეესტრს და ცალკეულ საწარმოთა ფინანსურ ანალიზს. რისკების გამჟღავნებისა და
მართვის შესახებ ანგარიში დაერთო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის
თანმხლებ დოკუმენტებს და გაიგზავნა საქართველოს პარლამენტში.
მომზადდა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი
2017-2020 წლებისათვის.
საქართველო აფართოებს თავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობას:
65
-
2015 წლის 29 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა აზიის ინფრასტრუქტურის
საინვესტიციო ბანკის (AIIB) სადამფუძნებლო შეთანხმებას.
-
მიმდინარეობს
მუშაობა
დონორებთან/პარტნიორებთან
სხვადასხვა
პრიორიტეტული
მიმართულების
საინვესტიციო
პროექტების
დაფინანსებისათვის გრანტებისა და გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების
მოსაზიდად.
სახელმწიფო ვალის მდგრადობა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის
ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარეა. 2015 წელს სახელმწიფო ვალმა ნომინალურ მშპთან მიმართებაში 41.5% შეადგინა, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალმა 32.6%.
2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით კი სახელმწიფო ვალმა 2016 წლის
საპროგნოზო მშპ-სთან მიმართებაში 38.3% შეადგინა, მათ შორის საგარეო ვალმა
30.0%.
2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი
მთლიანი სახელმწიფო ვალის 78%-ს შეადგენს, სახელმწიფო ვალის მდგრადობის
ანალიზის შედეგებით სახელმწიფო ვალის პორტფელი საშუალოვადიან პერიოდში
ინარჩუნებს ხელსაყრელ ფინანსურ პარამეტრებს.
გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სახელმწიფო ვალის მართვის პოლიტიკის
გაუმჯობესების კუთხით და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:
-
შემუშავებულია საქართველოს მთავრობის საშუალოვადიანი ვალის მართვის
სტრატეგიის პროექტი;
2015 წლიდან ხორციელდება სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის
თანდართვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე პერიოდულობით
ქვეყნდება დეტალური სტატისტიკური ბიულეტენი სახელმწიფო ვალის
შესახებ;
ინვესტირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს.
ამიტომაც საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო სარეიტინგო
კომპანიებთან - Standard & Poor’s, Fitch და Moody’s. ამჟამად საქართველოს Standard &
Poor’s და Fitch-ის შეფასებით ,,BB- სტაბილური“ რეიტინგი აქვს მინიჭებული.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის შეფასებით კი “Ba3 (რაც BBანალოგია) სტაბილური”.
5.14 მონეტარული პოლიტიკა
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის მიზნით,
შემუშავდა საქართველოს კანონპროექტი დეპოზიტების დანერგვის შესახებ და
შესაბამისი სტრატეგია, რომლებიც წარედგინება საქართველოს მთავრობას
განსახილველად.
66
5.15 რეგიონული განვითარების პოლიტიკა
ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკა და მისი სტრატეგიული ხედვა
ეფუძნება
ევროკავშირის
რეგიონების
ეკონომიკური
და
სოციალური
გამოთანაბრებისა და განვითარების ჩარჩო პოლიტიკის მიდგომებს, რომელიც
გულისხმობს ინტეგრირებული (დარგთაშორისი) და ტერიტორიაზე მორგებული
განვითარების დაგეგმვას და შესაბამისი რეგიონული პოლიტიკის წარმოებას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
კოორდინაციით 2015-2016 წლებში განახლდა და მთავრობის განკარგულებით
დამტკიცდა 2 რეგიონის (იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის) განვითარების
სტრატეგია,
რითაც
დასრულდა
ცალკეული
რეგიონების
განვითარების
სტრატეგიების შემუშავების ციკლი. აღნიშნული სტრატეგიები (სულ 9), შესაბამისი
ხედვები, პრიორიტეტები და ამოცანები ეფუძნება თითოეული რეგიონისა და მათი
სექტორული განვითარების მრავალმხრივ ანალიზს, წინმსწრებ სიტუაციურ და
ფაქტობრივ დიაგნოსტიკას.
2015-2016 წლებში ხორციელდებოდა ინტენსიური სამუშაოები „2015-2017 წლების
საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის“ ეფექტიანი განხორციელების,
შესაბამისი მონიტორინგისა და ანგარიშგების კოორდინაციის მიმართულებით.
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო სპეციალური სტიმულირების მექანიზმების შექმნა.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტს წარედგინა და დამტკიცდა „მაღალმთიანი
რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის პროექტი. აღნიშნული კანონით
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას
დაუწესდა სოციალური შეღავათები.
კერძოდ, დადგინდა სახელმწიფო პენსიაზე/სოციალურ პაკეტზე დამატებითი
დანამატები, ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურება, ზამთრის პერიოდში
გათბობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ახალდაბადებულ ბავშვებზე ყოველთვიური
დახმარება.
გათვალისწინებულია
მაღალმთიან
რეგიონებში
დასაქმებული
ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მასწავლებლების/პროფესიული მასწავლებლების და სამედიცინო პერსონალისათვის
დანამატები. ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები
სარგებლობენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში საქართველოს საგადასახადო
კოდექსით
განსაზღვრული
საგადასახადო
შეღავათებით.
შეღავათები
გათვალისწინებულია მაღალმთიანი დასახლების საწარმოსა და მეწარმე ფიზიკური
პირისათვის, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადით, იმისთვის
რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის
განვითარებას (საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამისი
პირების საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლებას
10 წლის ვადით).
67
5.16 ინფრასტრუქტურული განვითარება
საანგარიშო პერიოდში (09.2015-10.2016) საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტმა შეადგინა დაახლოებით 1 100 მლნ
ლარი.
იმ ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, რომლებსაც შესაბამისი ასიგნებებისა
და გეგმების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
სისტემაში/მართვაში
შემავალი/არსებული
დაწესებულებები
ახორციელებენ, 2015 წელს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან“, მუნიციპალიტეტებს გამოეყო 175 მლნ ლარი და
დაფინანსდა დაახლოებით 600 პროექტი. რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან 2015 წელს გამოყოფილი თანხები ძირითადად შემდეგი
მიმართულებების მიხედვით განაწილდა: გზები - 99 მლნ ლარი, წყალი - 23 მლნ
ლარი, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (მშენებლობა/აღჭურვა) - 18 მლნ ლარი,
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია - 6 მლნ ლარი. მუნიციპალური
განვითარების ფონდიდან 2016 წელსაც მუნიციპალიტეტებისთვის 175 მლნ ლარი
გამოიყო და ამ ეტაპისთვის, დაფინანსებულია 500-ზე მეტი პროექტი. გამოყოფილი
თანხები ძირითადად შემდეგი მიმართულებების მიხედვით განაწილდა: გზები - 107
მლნ ლარი, წყალი - 19 მლნ ლარი, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია
(მშენებლობა/აღჭურვა) - 15 მლნ ლარი, კულტურის ობიექტები - 6,5 მლნ ლარი,
მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია - 6,2 მლნ ლარი, სპორტული ობიექტები
- 6 მლნ ლარი.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროექტები, რომელიც
დაფინანსდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოიყო ჯამში
50 მლნ ლარი. საქართველოს მასშტაბით შვიდი ათასამდე პროექტი დაფინანსდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების
ძირითადი მიმართულებებია: შიდა სასოფლო გზები და ხიდები (≈13,3 მლნ ლარი),
სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები (≈8,1 მლნ ლარი), გარე განათება (≈5,3
მლნ ლარი), სარიტუალო სახლების მოწყობა (≈5,1 მლნ ლარი), საბავშვო ბაღები (≈4,1
მლნ ლარი), სანიაღვრე არხები (≈3,5 მლნ ლარი), სპორტული მოედნები, სკვერები და
ბაღები (≈2,9 მლნ ლარი), სოფელში არსებული სხვადასხვა ობიექტების შეღობვა (≈1,8
მლნ ლარი), კულტურისა და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია (1,3 მლნ
ლარი).
ინფრასტრუქტურის
მიხედვით :
განვითარების
მდგომარეობა
კონკრეტული
პროექტების
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები
სატრანზიტო კორიდორები
ამ ეტაპზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალები აშენებულია 150 კმ გზაზე.
მიმდინარეობს მშენებლობა 84 კმ გზაზე, მათ შორისაა: აგარა-ზემო ოსიაური,
ზესტაფონი-ქუთაისი, სამტრედია-გრიგოლეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა.
68
ჩქაროსნული
მაგისტრალის
მშენებლობაზე
სატენდერო
პროცედურები
მიმდინარეობს 26 კმ გზაზე, მათ შორის: ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის და
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებზე.
რეგიონული განვითარების პროექტები: რეგიონული განვითარების პროექტებიდან,
რომლებიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, კახეთის (RDP),
იმერეთის (RDP2), მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე ჯავახეთის (RDP3) რეგიონებში
ითვალისწინებს ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების
პოპულარიზაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას. დასრულებულია ქ.
წყალტუბოს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია,
წყალტუბოს გამგეობისა და თეატრის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები,
წრიული გზის, ცენტრალური პარკის და ცივი ტბის ტერიტორიაზე გარე განათების
და თბის კეთილმოწყობის სამუშაოები/რეაბილიტაცია, ქ. ვანის არქეოლოგიური
მუზეუმის რეაბილიტაცია (მუზეუმის ახალი მინაშენის დასრულება). მიმდინარეობს
საპროექტო სამუშაოები მთელ რიგ ობიექტებზე, რომელთა შორისაა: ჯვრის და
საფარას მონასტრებთან, ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის
დაგეგმვა და მოწყობა, ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობა და ტურისტული
ინფრასტრუქტურის განვითარება ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში, აბასთუმნის
ურბანული განახლების პროექტი და ობსერვატორიის რეაბილიტაცია (ისტორიული
ხის სახლების რეაბილიტაცია), ვარძიის და ხერთვისის კომპლექსებთან ტურისტული
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მრავალი სხვა.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (SUTIP) (2010-2020):
პროგრამის მიზანია საქართველოში ურბანული სატრანსპორტო სისტემის
გაუმჯობესება. მისი განხორციელების შედეგად შესაბამის ქალაქებში ურბანული
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გახდება უფრო ეფექტური, საიმედო და
ხელმისაწვდომი, რითაც 1.5 მლნ-ზე მეტ ადამიანს (საქართველოს მოსახლეობის
დაახლოებით 35%) გაუუმჯობესდება ცხოვრების პირობები. პროექტის ფარგლებში
დასრულდა: ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაანაკლიის
ნაპირდაცვის პროექტის მეორე ფაზა (მიმდინარეობს მიღება-ჩაბარების პროცედურა);
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის I და III მონაკვეთების მშენებლობა
(მიმდინარეობს მიღება-ჩაბარების პროცედურა). მიმდინარეობს: თბილისის მეტროს
უნივერსიტეტის სადგურის მშენებლობა ხორციელდება შეთანხმებული გეგმაგრაფიკის შესაბამისად.
დაკონტრაქტების
სტადიაზეა:
თბილისი-რუსთავის
საავტომობილო
გზის
მოდერნიზაციის პროექტზე (მეორე მონაკვეთი) მიმდინარეობს სამშენებლო
ტენდერი, რომელიც სავარაუდოდ დასრულდება მ.წ. სექტემბერში. ბათუმის
ნაპირდაცვის პროექტზე გამოცხადებულია სამშენებლო ტენდერი, რომელიც
სავარაუდოდ დასრულდება მ.წ. ოქტომბერში;
რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტი 2 (RMIDP2) (2014-2019)
69
პროექტის
ფარგლებში
რეაბილიტაცია/მშენებლობა.
განხორციელდება
სხვადასხვა
ობიექტის
დასრულდა: სოფელ მირზაანის გზა; ქ. გურჯაანის ქუჩები; სოფელ ჩალაუბნის გზა;
ქ. ქუთაისში დონეცკის ქუჩა; ქვედა და ზედა ნიქოზის წყალმომარაგება; მუხროვანის
გზა; ციხისძირის საბავშვო ბაღი; ასპინძის სამი ბაგა-ბაღი; თეთრიწყაროს გზები;
ბოდბისა და ბოდბისხევის გზები; მარტვილის ქუჩები; წალენჯიხაში ფახულანის
თემის ცენტრიდან საბერიოს გზა, და სხვ.;
მიმდინარეა: ქუთაისში ნიკეას ქუჩა; მულახის თემის ცენტრი; მესტიის თეატრი;
ლენტეხის ხიდები; კასპის სპორტული კომპლექსი; მარნეულის #3 ბაღი; მარტვილის
სალხინო-ლეცავე-ბალდის გზა; ზესტაფონის სოფ. სვირის გზა, და სხვა.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები: პროექტები მიზნად ისახავს
მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდებას და
წყალარინებით მომსახურების გაუმჯობესებას. ამასთან, წყალარინების გამწმენდი
ნაგებობების მშენებლობის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოზე
უარყოფითი ზემოქმედება. პროექტებზე დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი,
რომელთაგან უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია. 2016 წელს დასრულდა
ქუთაისის და ფოთის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაცია.
მიმდინარეობს მესტიის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ანაკლიის
კანალიზაცის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ურეკის წყალმომარაგებისა და
კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ზუგდიდის სასმელი
წყლის
სისტემის
მშენებლობა,
გუდაურის
წყალმომარაგების
სისტემის
რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები და სხვა.
წყლის ინფრასტრუქტურის განახლებისა და წყალმომარაგების პროექტის
(WIMP/WIMP II) ფარგლებში რეაბილიტირებულია 30 ქვე-პროექტი. საანგარიშო
პერიოდში განხორციელდა გამანაწილებელი და მაგისტრალური ქსელის
ამორტიზირებული
მილსადენების,
ასევე
არსებული
რეზერვუარების
რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა. მოხდა მოსახლეობის გამრიცხველიანება. ამ
ეტაპზე დასრულებულია 4 ქვე-პროექტი, რომელიც მოიცავს 5 ქალაქს. მიმდინარეა 17
ქვე-პროექტი, რომელიც მოიცავს 18 ქალაქს.
მყარი ნარჩენების მართვა: საქართველოს მასშტაბით 29 არსებული ნაგავსაყრელის
კეთილმოწყობა და 14 ნაგავსაყრელის შესაბამისი სტანდარტებით დახურვა.
მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება 2 არსებული ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა,
აშენდება 3 ნარჩენების გადამტვირთი სადგური და შესაბამისი სტანდარტებით
დაიხურება 5 ნაგავსაყრელი.
იმერეთის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (2014-2018)
პროექტი, რომლის საერთო ღირებულებაა 26 მლნ ევრო, მოიცავს იმერეთის
რეგიონში ახალი რეგიონული ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული
ნაგავსაყრელის მოწყობას, ქუთაისში მოქმედი ძველი ნაგავსაყრელის დახურვას,
ნარჩენების მოგროვების, ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და
გაუმჯობესებას, გადამტვირთი სადგურების სისტემის დანერგვას და გადამუშავებას
70
დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას. ამეტაპზე
მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები.
ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი (2015-2019): პროექტის ფარგლებში
გათვალისწინებულია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული ევროსტანდარტების
შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ქვემო
ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი)
და მოხდება მათი აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით. ჩატარებული
ტენდერების შედეგად შეირჩა ორი საკონსულტაციო კომპანია.
იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების საგანგებო რეაბილიტაციის პროექტი
დასავლეთ საქართველოში (2010-2016): პროექტი ითვალისწინებს იძულებით
გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე
დასრულებულია ძირითადი გრანტით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო და
სარეაბილიტაციო
სამუშაოები
პროექტის
ფარგლებში
აშენებული
და
რეაბილიტირებულია 520 საცხოვრებელი ბინა. პროექტის მსვლელობისას მიღებული
ეკონომიით განხორციელდა დამატებით 61 საცხოვრებელი ბინის შეძენა
დევნილთათვის.
მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და
განვითარების პროექტზე (2015-2019), რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური
ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, 2015
წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის
გადაუდებელ რეკონსტრუქციას. პროექტი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს; 1)
მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, 2) ტურიზმის ინფრასტრუქტურა, და 3)
დაზიანებული ინფრასტრუქტურის გადაუდებელი რეკონსტრუქცია.
5.17 გარემო და ბუნებრივი რესურსების მართვა
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მთავრობის
საქმიანობის
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ქვეყანაში
გარემოს მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, საქართველო-ევროკავშირის
ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, ეტაპობრივად
გრძელდება ევროპული გარემოსდაცვითი პრინციპებისა და სტანდარტების
დანერგვა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი
ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი და საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი
აქტივობების 97% უკვე შესრულებულია ან სრულდება. გაეროს ევროპის ეკონომიკურ
კომისიასთან
(UNECE)
თანამშრომლობით
მომზადდა
„საქართველოს
გარემოსდაცვითი საქმიანობის ეფექტიანობის მესამე მიმოხილვის“ დოკუმენტი.
რატიფიცირებულ იქნა UNECE-ის ორჰუსის კონვენციის ცვლილება გენეტიკურად
მოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობას
71
დროულად მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ჩაერთოს გმო-სთან დაკავშირებულ
საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ჰაერის ხარისხის კონტროლის კომპლექსურ ღონისძიებათა ფარგლებში, 17 ქალაქში
ჩატარდა ჰაერის ინდიკატორული გაზომვები. ჭიათურასა და ბათუმში დამონტაჟდა
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები. სრულდება თბილისში
არსებული 3 არაავტომატური სადგურის ავტომატური სადგურებით ჩანაცვლების
პროცესი.
გაფართოვდა
მიწისქვეშა
წყლების
მონიტორინგის
ქსელი.
წყალდიდობების საფრთხის ადრეული შეტყობინების მიზნით მდ. ვერეს აუზში
დამონტაჟდა მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების დანადგარები;
სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა ტყის ახალი კოდექსის
პროექტი. დაიწყო კოლხური ბზის გადარჩენის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის
განხორციელება. კახეთში დაიწყო ბიომასის გადამუშავების საპილოტე პროექტი
ბიომასის ნარჩენებიდან ბრიკეტების საწარმოებლად. დაიწყო სწრაფმზარდი
სახეობებით პლანტაციების გაშენება. დაიწყო ტყის ინვენტარიზაცია ახალციხისა და
ასპინძა-ახალქალაქის სატყეო უბნებში 53500 ჰა-ზე.
მოეწყო - 30.927კმ და
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 92.164 კმ სატყეო-სამეურნეო გზას. დაინერგა „სასკოლო
სანერგეების”
მოწყობის
პრაქტიკა.
მაღალმთიან
რეგიონებში
მცხოვრებ
მოსახლეობას/მცირე საწარმოებს მიეცათ დასამზადებელი ხე-ტყის პირდაპირი
მიყიდვის წესით სარგებლობის საშუალება.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ეტაპობრივად მკაცრდება თხევადი
საწვავის ხარისხობრივი ნორმები. საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით დაწესდა ჯარიმები დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო საწვავის
იმპორტის, შენახვისა და მიწოდებისთვის.
შეიქმნა საწარმოებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგების
ელექტრონული სისტემა. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების
საფუძველზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ჰაერდაცვითი დოკუმენტის
შემუშავების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან მცირე გაფრქვევის მქონე
საწარმოები. გაუმჯობესდა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის
ნებართვისა და კვოტირების სისტემა. დამტკიცდა ოზონდამშლელი ნივთიერებების
საიმპორტო წლიური კვოტა.
მომზადდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომელიც გააფართოებს
გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების
მაღალი რისკების შემცველი საქმიანობების ჩამონათვალს.
დასრულდა სასარგებლო წიაღისეულის სახელმწიფო ბალანსის შედგენა 2015 წ. 1
იანვრის მდგომარეობით. მიმდინარეობს გეოლოგიური ფონდების ელექტრონული
რეესტრის შექმნა. კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა
სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მოპოვების საკითხების მოწესრიგების
კონცეფცია.
გრძელდება დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარება და
გაუმჯობესება: აშენდა მარტვილის ბუნების ძეგლის ადმინისტრაციისა და
ვიზიტორთა ცენტრი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა; დაიწყო
ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და
ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგისა და ფშავ72
ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარე თემები იღებენ სოციალურეკონომიკურ სარგებელს განხორციელებული საინვესტიციო ღონისძიებებიდან (სულ
5160 ბენეფიციარი).
მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ნარჩენების მართვის თანამედროვე
სისტემის დანერგვის კუთხით. დამტკიცდა
ნარჩენების მართვის ეროვნული
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებს ნარჩენების პრევენციის,
ხელახალი გამოყენების, გადამუშავების, აღდგენის და განთავსებისთვის
გასატარებელ
ღონისძიებებს.
მომზადდა
კანონპროექტი
„საქართველოს
ტერიტორიაზე ნარჩენების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის შესახებ“. თელავის
მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ხორციელდება ნარჩენების სეპარაციის საპილოტე
პროექტი.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარედგინა
საქართველოს „წინასწარ განსაზღვრული ეროვნული წვლილის“ დოკუმენტი (INDC),
რომელიც მიზნად ისახავს სათბურის გაზების ემისიების შემცირების ღონისძიებების
ხელშეწყობას 2020-2030 წლებისთვის. საქართველომ ხელი მოაწერა კლიმატის
ცვლილების პარიზის შეთანხმებას. დასკვნით სტადიაშია „დაბალემისიანი
განვითარების სტრატეგიის“ მომზადება. დაიწყო ადაპტაციის ეროვნული სამოქმედო
გეგმის მომზადება სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.
გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციისათვის, ასევე, ზიანის შემთხვევაში
გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მიზნით მუშავდება კანონპროექტი
„გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის
შესახებ“.
მზადდება
გარემოსათვის
მიყენებული ზიანის გამოთვლის მეთოდოლოგია. 2016 წელს დაიწყო საავტომობილო
ბენზინის და დიზელის საწვავის შერჩევითი შემოწმებები. თბილისში არსებული
ავტოგასამართი სადგურების რეზერვუარებიდან აღებული სინჯების კვლევის
შედეგად დადგინდა ბენზინისა და დიზელის ყველა ნიმუშში გოგირდისა და ტყვიის
შემცველობის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობა.
ინსტიტუციური
გაძლიერების
მიზნით,
ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების დეპარტამენტის ბაზაზე შეიქნა სსიპ ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტო, რომელსაც სამართავად გადაეცა რადიოაქტიური
ნარჩენების საცავი (ქ. მცხეთა) და სამარხი (სოფ. სააკაძე). დამტკიცდა 2015-2019
წლების ბირთვული დაცულობის ინტეგრირებული გეგმა. ამუშავდა ელექტრონული
ბაზა, რომელშიც დარეგისტრირებულია ქვეყანაში არსებული ყველა მავნებელი
გამოსხივების წყარო. განხორციელდა მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაცია
რუსეთის ფედერაციაში. შედეგად, საქართველო გახდა ბირთული მასალისაგან
თავისუფალი ქვეყანა, გამოეყო ფინანსური დახმარება მეტეო-რადარის და
ბირთვული
ფიზიკის
სასწავლო-სამეცნიერო
ლაბორატორიის
შესაძენად.
საქართველომ მსოფლიო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის აშშისგან მიიღო ჯილდო - „ატომები მშვიდობისათვის“.
2016 წლის 8-10 ივნისს საქართველოში ჩატარებული
UNECE-ის „გარემო
ევროპისათვის“ მინისტრთა მე-8 კონფერენცია მნიშვნელოვან ეტაპად იქცა არა მარტო
პანევროპული რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით „მწვანე ეკონომიკის”
პრინციპების დამკვიდრების საქმეში. ასევე საქართველოში მწვანე ეკონომიკის
პრინციპების
დანერგვის
ხელშეწყობის
მიზნით
დაიწყო
პროგრამების
განხორციელება: მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში „მწვანე პრაქტიკის“
73
წახალისება; მწვანე ბიზნესის, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების
ხელშესაწყობად კერძო სექტორის წარმომადგენლების გადამზადება; სუფთა
ტრანსპორტის და მწვანე ქალაქების განვითარებისთვის ქ. ბათუმში მდგრადი
ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემის დანერგვა; ნარჩენების მართვის სფეროში
ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების და უნარჩენო წარმოების ტექნოლოგიების
დანერგვის ხელშეწყობა.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა გარემოსდაცვითი განათლებისა და
ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად. ეროვნულ სასწავლო პროგრამებში
მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის მიზნით შემუშავდა სტანდარტი
„გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“.
შეიქმნა მწვანე სივრცე “ეკოჰაბი“, სადაც დაინტერესებული პირები ესწრებიან
გარემოსდაცვით თემებზე გამართულ საჯარო ლექციებსა და დისკუსიებს.
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მოსწავლეთა ინიციატივების
მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა ,,ეკოლიდერთა სკოლა”. გარემოს დაცვის
მიმართულებით ახალი კადრების მომზადების მიზნით საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტთან (GIPA) და GIZ-თან თანამშრომლობით შემუშავდა ახალი სამაგისტრო
პროგრამა - „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“, რომელშიც მონაწილე
სტუდენტები მიიღებენ 92%-მდე დაფინანსებას.
6. სოციალური კეთილდღეობა
6.1 ჯანმრთელობის დაცვა
საქართველოს მთავრობა აგრძელებს ჯანმრთელობის დაცვის, როგორც ერთერთი
ყველაზე პრიორიტეტული მიმართულების განვითარებასა და სრულყოფას.
გარემო და ჯანმრთელობა: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების გეგმის შესაბამისად და
პარმის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, 2016 წელს დაიწყო მუშაობა
გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEHAP) შემუშავებაზე.
ასევე, საქართველო ჩაერთო სასმელი წყლისა და სანიტარიის გლობალური
ანგარიშგების სისტემაში და მოხდა საქართველოში სასმელი წყლისა და სანიტარიის
ანალიზი და შეფასება (GLAAS 2013/2014).
სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური მოცვა და პირველადი ჯანდაცვა: 2013
წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო
პერიოდში გაგრძელდა სამედიცინო სერვისების მოხმარება განსაკუთრებით
გადაუდებელ და ჰოსპიტალურ სერვისებზე და სერვისების გაფართოებული მოცვის
შედეგად გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური დაცულობა.
2016 წელს შემუშავდა პირველადი ჯანდაცვის განვითარების სტრატეგიის პროექტი,
რომელიც
ითვალისწინებს
პირველადი
ჯანდაცვისა
და
პრევენციული
74
მომსახურებების მიმართულებით მეტი ფინანსური რესურსის ინვესტირებას, რათა
გაძლიერდეს ავადობისა და სიკვდილობის კუთხით ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე
დაავადებების პირველადი, მეორეული და მესამეული პროფილაქტიკა და
შესაბამისად, ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის დაცვა ჯანდაცვის
კატასტროფული დანახარჯებისაგან.
მთავრობა აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების
დაფინანსების მექანიზმების დახვეწაზე. დაწყებულია მუშაობა ფინანსური
მდგრადობის გეგმის შემუშავებაზე, რაც გულისხმობს ფინანსური ვალდებულებების
დეტალურ გათვლას და ფისკალურ სივრცეში ასახვას დონორი ორგანიზაციების მიერ
დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების სახელმწიფო დაფინანსებაზე
ეტაპობრივ გადასვლის ხელშეწყობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის აგვისტოს თვიდან ამოქმედდა მე-2 ჯგუფს
მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ელექტრონული რეცეპტის სისტემა,
რაც გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას და ასევე გახდება
მონაცემთა
მოპოვებისა
და
მტკიცებულებების
გენერირების
ერთიანი,
უნივერსალური წყარო.
საზოგადოებრივი დაცვის პროგრამები: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა,
ხორციელდება საზოგადოებრივი დაცვის სხვა პროგრამები, რომელთა მიზანია
გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია, მოსახლეობის იმუნიზაცია,
დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, ტუბერკულოზის, მალარიის,
ვირუსული ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის, სქესობრივი გზით გადამდები
ინფექციების გავრცელების კონტროლი და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების
ხელშეწყობა საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის.
2016 წელს დაიწყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
და თბილისის მერიის ერთობლივი პროგრამა, რომელიც მოიცავს HER2+
რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბოს მქონე ქალებისათვის ძვირადღირებული
სამკურნალო პრეპარატით - ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინი) მკურნალობის
დაფინანსებას (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით,
ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის
ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის სიმსივნეა და 2015 წელს ჰერცეპტინი
შეტანილ იქნა ესენციურ მედიკამენტთა ნუსხაში). ჯანდაცვის სახელმწიფო
პროგრამების
ფარგლებში
ქვეყნის
მოსახლეობას
უფასოდ
მიეწოდება
სპეცმედიკამენტები და საკვები დანამატები და პროგრამა ასევე ითვალისწინებს
მიზნობრივი ჯგუფების საბაზისო მედიკამენტების და პროგრამის ყველა
მოსარგებლის ძვირადღირებული ქიმიო, სხივური და რადიო თერაპიისათვის
საჭირო მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას.
საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შიდსისა და
ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით. დამტკიცებულ იქნა აივ/შიდსის
პრევენციისა და კონტროლის 2016-2018 წლების და ტუბერკულოზის კონტროლის
2016-2020 წლების სტრატეგიული დოკუმენტები, რომელთა მიზანია აღნიშნულ
დაავადებათა
ეფექტური
პრევენციის,
მართვისა
და
მკურნალობის
75
ხელმისაწვდომობის ზრდა. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წელს ტუბერკულოზის
მართვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა (2015
წელს პროგრამის ბიუჯეტი იყო - 11 629 100 ლარი; 2016 წელს - 14 000 000 ლარი).
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის
ფარგლებში დაიწყო პროგრამის II ეტაპი და C ჰეპატიტით დაავადებული
მოსარგებლეებისათვის დამატებითი კრიტერიუმების გარეშე ხელმისაწვდომია
პროგრამით გათვალისწინებული სხვა და სხვა სერვისები.
2016 წლის 18 ივლისის მონაცემებით სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში
დარეგისტრირებულია 14 400 - მდე პაციენტი, რომელთა შორის მკურნალობა
დაწყებული აქვს 12 000-მდე პაციენტს. 8000-მდე პაციენტმა უკვე დაასრულა
მკურნალობის კურსი და მათ შორის განკურნების მაჩვენებელი 90%-მდეა.
დამტკიცებულია C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების სტრატეგია, რომელიც
2020 წლისთვის C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას, C ჰეპატიტის
ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას და მკურნალობის შედეგად 95%ის განკურნებას ისახავს მიზნად.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის
მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის შედეგად მნიშნველოვანად
შემცირდა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის რიცხვი და 2015 წელს, 5 წლამდე
ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 10.2-ს შეადგენდა 1000 ცოცხალ შობილზე, ხოლო
დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 წელთან შედარებით (49.2 ასი ათას
ცოცხალ შობილზე) - 32.0-მდე შემცირდა.
პერინატალური
სერვისების
რეგიონალიზაციის
პროცესის
ფარგლებში
მიმდინარეობს რეფერალის სქემაში ახალი რეგიონების ჩართვა. რეფერალის სქემა
ჩართულია და უკვე მოქმედებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
რეგიონში, უახლოეს მომავალში დაემატება ქვემო ქართლი და თბილისის რეგიონი.
დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა საკეისრო კვეთისა
და უსაფრთხო აბორტის სახელმძღვანელო; მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები
აბორტების შემცირების მიზნით.
სამედიცინო
ინფრასტრუქტურის
მასშტაბით
მიმდინარეობს
მშენებლობა/რეაბილიტაცია.
განვითარება:
საქართველოს
რეგიონების
სამედიცინო
დაწესებულებების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, დაბა ლენტეხში, დაბა ხარაგაულისა
და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მრავალპროფილიანი
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა.
76
6.2 სოციალური პოლიტიკა
სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხის უზრუნველყოფა
უცვლელად რჩება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანად და
მიმართულებად.
მიზნობრივი სოციალური დახმარება: სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
შეფასების ახალი მოდელი, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს
ორიენტირებულია
შემოსავლებზე
ან
შემოსავლების
მომტან
ქონებაზე.
საყოფაცხოვრებო ნივთები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის
გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი,) სარეიტინგო ქულებზე გავლენას
აღარ ახდენს. ასევე, მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის სუბიექტური
შეფასება და ამასთან, მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია თავად ოჯახის
საჭიროებები და ოჯახის წევრთა სპეციალური სტატუსი. სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ყველა ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად
დასრულდება 2016 წლის ბოლოსთვის.
ბავშვთა კეთილდღეობა: ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში
გრძელდება დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების (ბავშვთა სახლების)
ლიკვიდაციისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 2 დიდი ზომის ბავშვთა სახლი –
თბილისის ბავშვთა სახლი, რომელიც ემსახურება 0-დან 7 წლამდე შშმ ბავშვებს და
კოჯრის ბავშვთა სახლი, რომელიც ემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს.
მიმდინარეობს მუშაობა ზემოაღნიშნული 2 ინსტიტუციური დაწესებულების
აღსაზრდელთათვის ალტერნატიული მომსახურების მოდელის შექმნისა და
ამოქმედებისთვის. პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების დახმარებით,
დაგეგმილია აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის მცირე საოჯახო სახლის
მომსახურების შექმნა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სპეციალიზებული მინდობით
აღზრდის მიმართულების გაძლიერებისთვის, რათა შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე
ბავშვებს
მიეცეთ
ინდივიდუალურ
საჭიროებებზე
დაფუძნებული
მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ „,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015-2016 წლებში განვითარდა სრულიად
ახალი პროგრამები:
-
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი
დახმარების ქვეპროგრამა;
მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე
მოვლის ქვეპროგრამა.
77
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და 2016 წლის სექტემბრიდან განხორციელდება
მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების
მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა,
რომლის ამოცანაა ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი მზრუნველობამოკლებული მძიმე და
ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე
ბავშვების სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი
ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მოვლა და აღზრდა.
ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეაბილიტაცია: 2016 წელს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ფონდის
მხარდაჭერით კახეთში გაიხსნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ახალი
თავშესაფარი.
ასევე, ფუნქციონირება დაიწყო ოჯახში ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო
ახალმა ცხელმა ხაზმა 116 006 (ევრონომერი), რომელზეც განხორციელებული ზარი
ყველა ოპერატორიდან აბსოლუტურად უფასოა.
2016 წლის სექტემბერიდან სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბაზაზე გაიხსნა
პირველი სახელმწიფო კრიზისული ცენტრი, რომელიც განკუთვნილია ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთათვის და სავარაუდო დაზარალებულთათვის.
დემოგრაფიული პოლიტიკა: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ქვეყანაში ხორციელდება
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნობრივი
სახელმწიფო
პროგრამა, იმ რეგიონებში, სადაც წინა წლებში არ დაფიქსირებულა წლიური
საშუალო ბუნებრივი მატება, ყოველ ცოცხლადშობილ რიგით მესამე ან შემდეგ
ბავშვზე ოჯახს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან
რეგიონში მცხოვრებთათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა რეგიონებისთვის
– 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფულადი დახმარება ოჯახს მიეცემა ბავშვის 2
წლის ასაკამდე. პროგრამა შეეხება შემდეგ რეგიონებს: გურიას, იმერეთს, კახეთს,
მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს.
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ფულადი სოციალური დახმარების
მიღების უფლება ასევე მოიპოვეს 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებულმა
ბენეფიციარებმა, რომელთა ერთ-ერთ მშობელს აქვს მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. პირველ და მეორე ბავშვზე დახმარების
ოდენობა შეადგენს 100 ლარს, ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მესამე და მომდევნო
ბავშვზე - 200 ლარს 2 წლის განმავლობაში.
78
6.3 საპენსიო რეფორმა
საპენსიო რეფორმა წარმოადგენს მთავრობის გეგმას საპენსიო უზრუნველყოფის
გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს გრძელვადიან რისკებს და
ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას. რეფორმის
მიზანია არსებული პენსიონერების უკეთ დაცვა სიღარიბისგან. რეფორმა ასევე
მიზნად ისახავს მომავალი თაობის პენსიონერების უფრო მაღალი საპენსიო
შემოსავლით
უზრუნველყოფას,
რომელიც
პირდაპირპროპორციულად
დაკავშირებული იქნება დასაქმების პერიოდში მიღებულ შემოსავალთან და საპენსიო
ფონდის მოგებასთან.
კერძო საპენსიო სისტემა საშუალებას მისცემს ფორმალურ სექტორში დასაქმებულ
მოქალაქეებს, უკეთ დაგეგმონ საპენსიო ასაკი და არ იყვნენ დამოკიდებული
მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე. დაგროვებითი სისტემის არსებობა
შესაძლებელს გახდის უკეთ განისაზღვროს სოციალური პენსიის ფუნდამენტური
პრინციპი, რაც გულისხმობს საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის სიღარიბისგან
დაცვას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, სოციალური პენსია არ
ჩამოუვარდებოდეს საარსებო მინიმუმს და ასევე, პენსია გაიზარდოს მინიმუმ
ინფლაციის პარალელურად ან ინფლაციაზე მეტად მაღალი ეკონომიკური ზრდის
შემთხვევაში. კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას გააჩნია ეკონომიკის
მასტიმულირებელი ეფექტი. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი
ფინანსური
რესურსის
მობილიზებას,
მნიშვნელოვნად
ხელს
შეუწყობს
ადგილობრივი კაპიტალური ბაზრის განვითარებას და საბოლოო ჯამში დადებითად
აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
2015 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდა ასაკით პენსიის ზრდა 10 ლარით და
შეადგინა 160 ლარი, ხოლო 2016 წლის 1 ივლისიდან ასაკით პენსია კვლავ გაიზარდა
20 ლარით და შეადგინა 180 ლარი. სოციალური პაკეტის ოდენობა მკვეთრად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის 2015
წლის 1 სექტემბრამდე შეადგენდა 150 ლარს, რომელიც 1 სექტემბრიდან
გაიზარდა და განისაზღვრა 160 ლარით. 2015 წლის 1 სექტემბრიდან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სოციალური პაკეტი, გაიზარდა
60 ლარით და შეადგინა 160 ლარი.
2016 წლის 1 ივლისიდან, ასაკით პენსიის მატების პარალელურად, კვლავ
განხორციელდა სოციალური პაკეტის ოდენობის მატება მკვეთრად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის და განისაზღვრა 180 ლარით.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან
გამომდინარე, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრები
პირის
სტატუსის
მქონე
პირებისთვის
გათვალისწინებულია
პენსიის/სოციალური პაკეტის ზრდა 20% -ის ოდენობით.
79
6.4 განათლება და მეცნიერება
ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა საქართველოს მთავრობის
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა მოქალაქისათვის
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს
ვალდებულებაა.
ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა: ზოგადი განათლების ხარისხისა და
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით გამოყოფილი სახსრები 2012 წელთან
შედარებით 54%-ით გაიზარდა და 2016 წელს 572.4 მლნ ლარი შეადგინა, რამაც
შესაძლებელი გახადა სოციალურად ორიენტირებული მასშტაბური პროგრამების
განხორციელება. 2013 წელს დაიწყო და ყოველწლიურად ხორციელდება
მოსწავლეების სასწავლო რესურსებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმძღვანელოსა და სავარჯიშო რვეულების კომპლექტები უსასყიდლოდ
გადაეცემა ყველა საჯარო სკოლის 500 000-ზე მეტ და კერძო სკოლების სოციალურად
დაუცველ და ომში დაღუპული პირების ოჯახების მოსწავლეეებს.
უწყვეტი ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან პირებს. ისინი
სახელმწიფომ სრულად უზრუნველყო საჭირო სასწავლო რესურსებით და
ინდივიდუალურ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესით.
ზოგადი განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით,ამ
ეტაპზე მიმდინარეობს
დამატებით 10 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა,
რომელთაგან 5 დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნის
მიზნით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს მიერ მომდევნო
ოთხი წლის მანძილზე დაგეგმილია 100-მდე
საჯარო სკოლის სრული
რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. მათგან 2015
წელს დაიწყო 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდება 2016 წლის
ბოლომდე.
ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტით, 2016 წელს გათვალისწინებულია სხვადასხვა
სახის
ინფრასტრუქტურული
სამუშაოები
(პროექტირება/რეაბილიტაცია/
მშენებლობა) 613 საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა: მაღალი ხარისხის, თანამედროვე
მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად დაიწყო
მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაზე. სრულად გადამუშავდა
დაწყებითი საფეხურის სასწავლო გეგმა, რომელიც მოსწავლეზე და მის სასწავლო
შედეგზეა ორიენტირებული. წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი სტანდარტების
შესაბამისი სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება.
2015 წლის სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა მასწავლებელთა
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემა, რომლის შესაბამისად პედაგოგთა საბაზო ხელფასი გაიზარდა 2-ჯერ და
80
საშუალო ხელფასი 650 ლარი გახდა, რაც 2012 წელთან შედარებით 70%-ით მეტია.
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
მიზნით
რეგულარულად
მიმდინარეობს მასწავლებლების გადამზადება. მიმდინარე წელს საჯარო და კერძო
სკოლების გადამზადებულ პედაგოგთა რიცხვმა 38 000-ს გადააჭარბა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებლის მომზადების სისტემის
გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზნით ინერგება ახალი მოდელი - ინტეგრირებული
საბაკალავრო–სამაგისტრო სწავლება. 2016 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო და
კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამოქმედდება მასწავლებლის
მომზადების უკვე აკრედიტებული ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამები,
სადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება 1000-მდე ჩარიცხული პირი.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სკოლამდელი განათლების განსავითარებლად.
2016 წლის 8 ივნისს დამტკიცდა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მოთხოვნების შესაბამისად
მიმდინარეობს მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების ერთიანი მაღალი
ხარისხის უზრუნველსაყოფად.
პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობა:
პროფესიული
განათლების
რეფორმის წარმატებით განხორციელების, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის
ფორმირებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან საქართველოს
პროფესიული განათლების სისტემის დაახლოების უზრუნველყოფის მიზნით
შემუშავდა სტრატეგია. პროფესიული განათლების დაფინანსება გაზრდილია 100%ით 2012 წელთან შედარებით. 2016 წელს პროფესიული განათლების
დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 36.2 მილიონი ლარი.
შესაბამისად, პროფესიულ განათლებაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები,
რამაც
საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს
ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნების ეფექტური დაკმაყოფილება, ეკონომიკის
განვითარების
ხელშეწყობა,
რეგიონული
განვითარების
პრიორიტეტების
მხარდაჭერა, დასაქმების ზრდა და მეწარმეობის განვითარება.
შედეგად, 2015-2016 წლებში კი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
ჩაირიცხა 10,605 პირი, აქედან 264 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და
შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საშემოდგომო მიღება, რომელზეც
ნავარაუდევია 8000-ზე მეტი აპლიკანტის რეგისტრაცია.
დასრულდა პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა;
მიმდინარეობს
აქტიური
მუშაობა
პროფესიულ
განათლებაში
ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრაციის საკითხზე. აღნიშნული
ცვლილებები უზრუნველყოფს პროფესიული განათლების სისტემაში არსებული
,,ჩიხის“ აღმოფხვრას.
ინოვაციების, სამეწარმეო განათლებისა და საქმიანობის მხარდასაჭერად, 2016 წელს,
14 პროფესიულ სასწავლებელში მოეწყო ინოვაციური ლაბორატორიები (FABLAB).
აღნიშნული ინფრასტრუქტურა დაეხმარება სტუდენტს ინოვაციური-სამეწარმეო
იდეების განხორციელებაში.
81
სათანადო სასწავლო გარემოზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით
გრძელდება არსებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული
კოლეჯების ტექნიკურ-მატერიალური ბაზის განახლება და ინფრასტრუქტურული
სამუშაოები. 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით პროფესიული სასწავლებლის
აღჭურვაზე
დაიხარჯა 4.0-მდე მლნ ლარი. დაწყებულია სტუდენტური
საცხოვრებლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესები, რათა კოლეჯებიდან
მოშორებით მცხოვრები მოსახლეობისთვისაც შეიქმნას პროფესიული განათლების
მიღების შესაძლებლობა.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა: შრომის ბაზრის მოთხოვნის
კვლევის შედეგების მიხედვით გრძელდება პროფესიული სტანდარტებისა და
პროგრამების გადამუშავების პროცესი და 2017 წლისთვის ძველი პროგრამები
სრულად ჩანაცვლდება ახალი, დამსაქმებლების ჩართულობით შემუშავებული
პროგრამებით. ყველა მოდულური პროგრამისათვის სავალდებულო კომპონენტად
განისაზღვრა მეწარმეობის სწავლება;
2016 წელს დაიწყო პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც
გულისხმობს კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებას განათლების მიწოდების
პროცესში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს თანამედროვე შრომის ბაზრის მიერ
მოთხოვნადი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და კურსდამთავრებულთა
კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
2016 წლის ივნისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალურ სამინისტროს შორის გაფორმდა
მემორანდუმი, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის
გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პარტნიორობა დაეხმარება საქართველოს
გაიზიაროს დუალური განათლების დანერგვის წარმატებული გამოცდილება.
ათასწლეულის გამოწვევის მეორე, 140 მილიონიანი კომპაქტის ფარგლებში,
საქართველოს პროფესიულ განათლებაში ხორციელდება 16 მლნ აშშ დოლარის
ინვესტიცია, რომლის მიზანია
პროფესიული განათლების არსებული
პროვაიდერების შესაძლებლობების გაძლიერება.
უმაღლესი
განათლების
ხელმისაწვდომობა:
უმაღლესი
განათლების
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაიცემა სახელმწიფო სასწავლო და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები, მათ შორის სოციალური
პროგრამებისა და პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში. 2013-2015 წელს ამ
მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 180.0-მდე მლნ ლარი. ხოლო 2016 წლის
ბოლომდე კი დაგეგმილია 90.0-მდე მლნ ლარით დაფინანსება, რაც 2012 წელს ამ
მიზნით მიმართულ სახსრებს ორჯერ აღემატება.
ამასთანავე, 2012 წელთან შედარებით 136%-ით გაიზარდა სოციალური პროგრამების
ფარგლებში სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო საგრანტო დაფინანსების
წლიური მოცულობა, რამაც 2013 წლიდან მოგვცა შესაძლებლობა, ყოველ სასწავლო
წელს დამატებით 650-მდე სტუდენტმა მიიღოს დაფინანსება.
82
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა: უმაღლესი განათლების
განვითარებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების, ევროპულ საგანმანათლებლო
სივრცესთან ჰარმონიზაციის მიზნით გადაიდგა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები:
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ხარისხის
განვითარების
ხელშესაწყობად ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონმდებლობაში და
ავტორიზაციის სამი სტანდარტი შეიცვალა შვიდი სტანდარტით.
ევროკომისიის პროგრამა ერაზმუს+-ის საერთაშორისო მობილობის კონკურსში
საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სტიპენდიათა
უპრეცედენტო რაოდენობა მოიპოვეს და მსოფლიოს ხუთეულში მოხვდნენ რუსეთის,
სერბეთის, უკრაინისა და ისრაელის შემდეგ. 938 ქართველი სტუდენტი და
პროფესორი გაემგზავრება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში და 527 ევროპელი
სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ეწვევა ქართულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სწავლის, სწავლებისა და კვლევების
მიზნით.
გადაიდგა
ნაბიჯები
ავტორიზაციისა
და
აკრედიტაციის
პროცესის
ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს
თამაშობს განათლების ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესების საქმეში. ამ
კუთხით განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
საერთაშორისო ექსპერტთა ბაზის ფორმირება. საერთაშორისო ექსპერტები
მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
პროცესებში.
მეცნიერების განვითარება: მეცნიერების განვითარების, ევროპულ სამეცნიერო
სივრცესთან ინტეგრაციის მიზნით ასევე გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი:
უნივერსიტეტებში მეცნიერების განვითარებისა და სწავლების პროცესში კვლევითი
კომპონენტის გასაძლიერებლად მომზადდა და საქართველოს პარლამენტის მიერ
დამტკიცდა
საქართველოს
კანონებში
ცვლილებების
პაკეტი,
რომლის
იმპლემენტაცია დასრულდება 2016 წლის დასასრულს.
2015 წლიდან გაიზარდა სსიპ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დაფინანსება: შედეგად, 2015 წელს
მხოლოდ კვლევითი ინსტიტუტების პროგრამულმა დაფინანსებამ შეადგინა 20,9 მლნ
ლარი, რაც დაახლოებით 3-ჯერ მეტია წინა წლების დაფინანსებასთან შედარებით.
მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასი საშუალოდ 2.5 ჯერ გაიზარდა. 2016 წელს
კვლევითი ინსტიტუტების პროგრამული დაფინანსება შეადგენს 22 მლნ ლარს.
სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტების
სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების დაფინანსება ემსახურება ახალი სამეცნიერო
პერსონალის მოზიდვასა და წახალისებას, სამეცნიერო კვლევების პირობების
შექმნასა და გაუმჯობესებას, ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებასა და მათი
წარმოებაში დანერგვის ხელშეწყობას.
2013 წლიდან გაიზარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ
დაფინანსებული პროექტების რაოდენობა და ჯამური ბიუჯეტი: 2015 წელს
ჩატარებული კონკურსების შედეგად (ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები,
კვლევები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მონაწილეობით) დაფინანსდა
83
პროექტები 21,6 მლნ ლარის, 2013 წლიდან 2015 წლისათვის კვლევითი პროექტების
დაფინანსება გაიზარდა 28%-ით. 2016 წელს კი შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდის პროგრამებისა და საგრანტო პროექტებისთვის გამოყოფილმა
დაფინანსებამ 31 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 19.0 მლნ
ლარით მეტია.
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის
მიზნით მომზადდა განათლების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც „სამოქალაქო
თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ შესაბამისად ეთნიკური
უმცირესობების საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა საფეხურზე ჩართულობაზეა
ორიენტირებული.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში სრულფასოვანი
ინტეგრაციის
მიზნით,
„არაქართულენოვანი
სკოლების
მასწავლებლების
პროფესიული
განვითარების“
პროგრამის
ფარგლებში
მიმდინარეობს
არაქართულენოვანი
სკოლების/სექტორების
მასწავლებლების
პროფესიული
განვითარების ხელშეწყობა და სწავლა/სწავლების პროცესის გაუმჯობესება
სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.
2016 წლიდან, ქართული ენის პოპულარიზების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა
ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
6.5 კულტურა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს კულტურულ მემკვიდრეობაზე
ზრუნვა წარმოადგენს. ბოლო პერიოდში, რესტავრაცია, კონსერვაცია და
რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ათეულ ძეგლს უტარდება.
მათ შორისაა ნოქალაქევი, მუცო, დართლო, ჩაჟაში, აწყურის ციხე, ვარძია და სხვა.
ასევე, აღსანიშნავია, გრაკლიანის გორის არქეოლოგიური აღმოჩენაც, რომელიც
მეცნიერებმა ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნეს, მეცნიერთა ვარაუდით გრაკლიანის
საკურთხეველზე აღმოჩენილი წარწერა ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია და
საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის
ძალისხმევა და კომპლექსური მუშაობა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს. კომიტეტმა მე-40
სესიაზე, მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან
ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
შემუშავდა მცხეთის კულტურული ლანდშაფტის კვლევის, რეაბილიტაციისა და
განვითარების სახელმძღვანელო პრინციპები; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ
ზონებში ამოქმედდა ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის
მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო საქმიანობის
დარეგულირება.
84
2015 წელს UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტს
საქართველომ წარუდგინა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი "ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა". ამჟამად
მიმდინარეობს
ნომინაციის
განხილვა,
გადაწყვეტილებას
კულტურული
მემკვიდრეობის კომიტეტი 2016 წლის ნოემბერში მიიღებს. ასევე, მზადდება ახალი
ნომინაციები UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში წარსადგენად.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, 2014 წლის
ნოემბრიდან დაიწყო უპრეცენდეტო სარეაბილიტაციო პროექტი, რაც გულისხმობს
50-მდე შენობა-ნაგებობის საჭიროებისამებრ, ნაწილობრივ ან სრულ რეაბილიტაციას.
მათ შორისაა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო
სამხატვრო
აკადემია
,
სკოლისგარეშე
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულება - ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური
სამუსიკო სკოლა (ნიჭიერთა ათწლედი), თბილისის გ. მიქელაძის სახელობის
თოჯინების თეატრი და სხვა.
ევროპასთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერითა და
სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და საზოგადოების ჩართულობით, შეიმუშავა
„კულტურის სტრატეგია 2025“ , რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა
დამტკიცებული. დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოში კულტურისა და
შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიან ხედვას, რომელიც ხაზს
უსვამს კულტურის თვითმყოფადობისა და თანდაყოლილი ღირებულების
შენარჩუნების აუცილებლობას, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობის,
სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში
ეკონომიკურ აღმავლობასა და სოციალურ კეთილდღეობაში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო
ასპარეზზე აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ (“Creative Europe”) წევრი გახდა. 2014-2020 წლებზე
გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს უჭერს ათასობით
ინდივიდუალური ხელოვანის თუ შემოქმედებითი კოლექტივის, შემოქმედებითი
ინდუსტრიის განვითარებას, ქართული კულტურის ექსპორტს, კულტურულ
გაცვლებსა და საერთაშორისო კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.
„შემოქმედებითი ევროპის“
2015 წლის კონკურსების შედეგების თანახმად,
დაფინანსება, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, უკვე ოთხმა პროექტმა
მოიპოვა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა,
საერთაშორისო დოკუმენტურმა კინოფესტივალმა CinéDOC-Tbilisi, საქართველოს
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და „ჯადოსნურმა ლამპარმა“.
კინოწარმოების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში
განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, ასევე შემუშავდა კინოწარმოების
ხელშეწყობის მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც
დარგის განვითარებას ასევე ქვეყანაში ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვას.
85
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ინერგება ე.წ „cash rebate“
მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული
ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.
აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ
მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს
განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ
პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა ქართული
კულტურის პოპულარიზაციის და საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო
სახელოვნებო სივრცეში ჩართვის მიზნით, ასევე ქართული კულტურისადმი
ინტრესის გაღვივება საერთაშორისო მასშტაბით.
კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წელს დაფინანსდა 144 პროექტი, ხოლო,
ამა წლის იანვრიდან დღემდე - 80.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქართული
ფოლკლორის გადარჩენის, ავთენტურობის დაცვის,
მისი ძირძველი კერების
აღორძინებისა და ქართული ხალხური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის
მიზნით, განახორციელა უპრეცენდეტო მასშტაბის პროექტი, რომელიც გულისხმობს
18 სალოტბარო სკოლის გახსნას მთელ ქვეყანაში, ამავე მიზნით, ხორციელდება
სხვადასხვა სახის პროექტებიც: „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა
ნამუშევრების მოძიება-დაფიქსირება“; „ფოკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების
დაფიქსირება-საარქივო მასალების შექმნა“; „საგალობლების სანოტო ხელნაწერთა
მონაცემთა ბაზის შექმნა; „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ და
სხვა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან
დაიწყო პროექტი „Check in Georgia”, იგი მასშტაბური კულტურული ღონისძიებების
სერიას მოიცავს და თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.
პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო
მრავალფეროვანი გახდება. „Check in Georgia” მოიცავს ქართველი და უცხოელი
შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში კონცერტს, 43 ფესტივალს,
მათ შორის: თეატრალური ფესტივალები, კინოფესტივალები, მუსიკალური
ფესტივალები, ანიმაციური ფილმების ფესტივალები, თანამედროვე ხელოვნების
ფესტივალები,
ქორეოგრაფიული
ფესტივალი,
მოდის
კვირეულები,
ფოტოფესტივალები და სხვა.
პროექტის მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა
და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. საქართველოს მასშტაბით უკვე
ჩატარდა რამდენიმე ათეული კონცერტი და ფესტივალი, მათ შორის საერთაშორისო
დონის ვარსკვლავების მონაწილეობით, რის შედეგადაც, შეიქმნა დამატებითი
სამუშაო ადგილები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ხელი შეეწყო
ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ წინა
წლის მონაცემებთან შედარებით, „Check in Georgia“-ს პროექტმა მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა ტურისტული ვიზიტების ზრდაში.
86
Check in Georgia“-მ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, როგორც
ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობის გაზრდას, ისე საერთაშორისო
იმიჯის შექმნას. საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კალენდარზე.
6.6 სპორტი და ახალგაზრდობა
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში სპორტის
განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამ მიზნით 2016
წელს
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების მხრიდან სხვადასხვა
სპორტული აქტივობების, ინფრასტრუქტურის მოწყობისა თუ საერთაშორისო
მასშტაბის ღონისძიებების დასაფინანსებლად 350 მილიონ ლარამდე გამოიყო.
ევროპული გამოცდილების გაზიარების საფუძველზე შემუშავდა სპორტული
ორგანიზაციების (ფედერაცია, ასოციაცია, კავშირი, კომიტეტი და სხვა) აღიარებისა
და დაფინანსების თანამედროვე მოდელი, რომელიც გამორიცხავს რაიმე სახის
ჩარევას სპორტული ორგანიზაციების ბიუჯეტების განსაზღვრის პროცესში. ასევე
ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის მიზნით 2016 წელს შემუშავებული იქნა
სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ელექტრონული სისტემა.
მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოში
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უპრეცენდენტო პროგრამა, რომლის
თანახმად ერთი წლის განმავლობაში ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში
აშენდება მრავალფუნქციური ორ დარბაზიანი სპორტის სასახლეები, ასევე 20
ერთეული საფეხბურთო და რაგბის მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სპორტულ
ობიექტებზე გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის დადგენის მიზნით ქალაქ
თბილისის მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებითა და საკრებულოს
დადგენილებით თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტის სფეროში
ქონების გადასახადის არსებული განაკვეთი 1000-ჯერ შეამცირა.
2016 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ფეხბურთის
განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს
საფეხბურთო ლიგებისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი
პროგრამის ამოქმედებას. პროგრამის ბიუჯეტი 5 წლიან პერიოდზე 260 მილიონ
ლარს შეადგენს.
სპორტის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით,
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა და
მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად შეიმუშავა
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ პროექტი, რომელიც მეორე წელია წარმატებით
ხორციელდება.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტრომ გააძლიერა მუშაობა სპორტში დოპინგის, ძალადობისა და გარიგებული
მატჩების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შემუშავდა „საქართველოს დოპინგ
საწინააღმდეგო სტრატეგია 2016-2020“.
87
ახალგაზრდობის საქმეთა სფერო: 2016 წელს აქტიური უწყებათშორისი
თანამშრომლობით განხორციელდა ახალგაზრდების დასაქმებისათვის, მათთვის
აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარების კუთხით
ღონისძიებები. ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხში, ფორმალურთან
ერთად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა არაფორმალური განათლების როლიც.
არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით სწავლებას დიდი ყურადღება
ეთმობა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების
მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და მიწოდებულ სერვისებს. სწავლებასთან
ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისათვის დასაქმების
შესაძლებლობების გაზრდა, მათი ინიციატივების დაფინანსება და მონაწილეობის
ხელშეწყობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში.
მიმდინარე წელს ამ მიზნით გამოყოფილი იქნა ერთი მილიონი ლარი, რომელიც
უშუალოდ ახალგაზრდების მიერ გენერირებული სამეწარმეო და საგანმანათლებლო
ინიციატივების დაფინანსებას მოხმარდა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 51
ასეთი პროექტი.
2016 წელს, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების 2015-2020
წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო
ახალგაზრდების
განსაკუთრებით
მოწყვლად
ჯგუფებთან
მუშაობას.
ამ
მიმართულებით განხორციელდა არაერთი მიზნობრივი პროგრამა, კერძოდ:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართვის პროგრამა; საქართველოში
მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა;
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრებ
ახალგაზრდებთან
ურთიერთობის განვითარებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების
ხელშეწყობის პროგრამა; მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი
ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა; არასრულწლოვანი და
ახალგაზრდა
მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა.
აგრეთვე, მიზნობრივი პროგრამები ხორციელდება შემდეგი სტრატეგიული
მიმართულებებით:
რეგიონში
მცხოვრები
ახალგაზრდების
განვითარების
ხელშეწყობა;
საერთაშორისო
თანამშრომლობის
განვითარება;
მოსწავლეახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა; ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების
ჩართულობის მხარდაჭერა.
6.7 დიასპორაზე ზრუნვა
საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს ზრუნვას უცხოეთში მცხოვრებ
თანამემამულეებზე, მათ ჩართულობაზე საქართველოს საზოგადოებრივ, სოციალურეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში. საანგარიშო პერიოდში
განხორციელებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა: საფრანგეთში მდებარე
,,ლევილის შატოს'' მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი
შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით ხელი მოეწერა ლევილის შატოს და
მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულობათა დოკუმენტს.
88
ისტორიულ
დოკუმენტს
ხელი
საქართველოს
პირველი
ხელმძღვანელთა შთამომავლებმა, სიმბოლურად 26 მაისს მოაწერეს.
რესპუბლიკის
საინფორმაციო ბაზის პროგრამის შექმნა:
დიასპორული ორგანიზაციების
აღრიცხვის, მათთან ოპერატიული კომუნიკაციისა და დიასპორული ღონისძიებების
მასშტაბურად დაგეგმვა-განხორციელების მიზნით შეიქმნა და სატესტო რეჟიმში
მუშაობს ქართული დიასპორის საინფორმაციო კომპიუტერული პროგრამა.
ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა: შედგენილია და თურქეთის რესპუბლიკის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცდა ქართული ენის
სასწავლო პროგრამა და მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოები თურქეთში
მცხოვრები ქართველებისათვის. აგრეთვე, მიმდინარეობს მუშაობა ანალოგიური
პროექტის განხორციელების საკითხზე საბერძნეთსა და ისრაელში.
დიასპორული სტაჟირება: 2013 წლიდან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო
გაერთიანებასთან“ ერთად ხორციელდება დიასპორული სტაჟირების პროექტი,
რომლის ფარგლებში უცხოეთის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები
სტაჟირებას გადიან საქართველოს სახელმწიფო უწყებებში. პროექტის ფარგლებში,
მიმდინარე წელს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის
წამყვანი უნივერსიტეტის 55-მა ქართველმა სტუდენტმა ერთთვიანი პრაქტიკა
გაიარა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში (23 საჯარო უწყება, 5 კერძო
დაწესებულება);
პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“: დიასპორის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს პროგრამას – „იყავი
შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. პროექტის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ
მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორასთან
ურთიერთობის განვითარება, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა
ქსელის შექმნა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ამჟამად, აღნიშნული
პროგრამა 8 ქვეყანაში ხორციელდება. 2016 წლის 23 მაისს ICMPD-ის ფინანსური
მხარდაჭერით, გაიმართა ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, სადაც
ახალგაზრდა ელჩებმა წამოადგინეს მათი სამოქმედო გეგმები.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა: დიასპორის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის (IOM) ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა პროგრამა –
,,კვალიფიციური თანამემამულეების დროებითი დაბრუნება (TRQN III)“, რომელიც
დასრულდა 2016 წლის 31 მარტს.
პროექტი გულისხმობდა ნიდერლანდების
სამეფოდან ან ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნიდან მაღალკვალიფიციური მიგრანტის
საქართველოში დროებით დაბრუნებას და დროებით დასაქმებას სახელმწიფო თუ
კერძო ორგანიზაციაში. პროექტი 2012-2016 წლის მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა
და სულ პროექტის ფარგლებში 44 მივლინება განხორციელდა;
89
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან
(USAID) გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს
სამშობლოში დაბრუნებული დიასპორელი მეწარმეებისათვის კომერციულ სასოფლო
სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობის, ასევე ქალთა მფლობელობაში მყოფი
აგრობიზნესების განვითარების ხელშეწყობას, მეწარმეობაში ტექნიკურ დახმარებას,
და ერთობლივი ღონისძიების „დაფუძნებული სასოფლო – სამეურნეო საწარმოების
როგორც სამოდელო ნიმუშები“ ორგანიზებას;
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად,
ხორციელდება ახალი პროგრამა „Georgian High-Profile Diaspora Engagement
Programme“, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მაღალკვალიფიციური
თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა.
90