„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“
ნომერი
#07-3/32/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 6175-რს, 15/05/2012, სარეგისტრაციო კოდი:460030000.05.001.016744) მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დამატებული ღირებულების გადასახადისაგან ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისა თვის საჭირო სამშენებლო და დეკორაც იული მასალების იმპორტისას; ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისა თვის საჭირო მანქანადანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას; ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქც იონირებისათვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების(საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, მოცემული კანონპროექტი ითხოვს იმ სავაჭრო ბარიერების მოსპობას, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის საქონელი (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონელი) უძვირდება. თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ მთავრობის მხრიდან ხელის შეშლის გარეშე იყიდოს პროდუქცია შედარებით იაფად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგეს იმპორტის გადასახადის გაუქმება. მოცემული ნაბიჯი გაზრდის ვაჭრობას, შეამცირებს ფასებს პროდუქციისა და სერვისის უმეტესობაზე და საქართველოში საქმის კეთებას გახდის უფრო მიმზიდველს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის არსს წარმოადგენს იმპორტის გადასახადის გაუქმება, შესაბამისად ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტების პაკეტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილს დააკლდება დაახლოებით 75 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხების ოდენობა მოიცავს კონკრეტულად ამ პროექტით გათვალისწინებულ თანხებსაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტების პაკეტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 75 მილიონი ლარით, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება დაეხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შედარებით იაფად იყიდოს ყველა ტიპის საქონელი, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნები, როგორიცაა საკვები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთი არ არსებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები". ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 5. ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა 1. ინვესტორი და კონტრაქტორი გადასახადებით იბეგრებიან ამ კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. 2 . ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება: ა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან: ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისა თვის საჭირო სამშენებლო და დეკორაც იული მასალების იმპორტისას; ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისა თვის საჭირო მანქანადანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ( გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას; ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქც იონირებისათვის საჭირო ინვენტარის , ავეჯისა და სხვა მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას; ბ) მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში; გ) დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში. 3. ინვესტორს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უბრუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი. 4. ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. 5. კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად ინვესტორისაგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში. 6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ინვესტორსა და კონტრაქტორს უფლება არა აქვთ, გამოქვითონ წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 7. ინვესტორის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონების ახალ მესაკუთრეზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტორისა) არ გავრცელდება ამ მუხლით ინვესტორისათვის გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი.