„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 15 ✗ 21
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
ნავთობისა და გაზის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
1892,
16/04/1999,
სარეგისტრაციო
კოდი:
300.380.000.05.001.000.515) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ
გადასახდელ
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემდეგ
გადასახადებს და გადასახდელებს:
ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის
გასვლამდე;
ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის
გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას;
ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის
გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება
გამოქვითვას;
ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს;
ზ.ე) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის,
ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;
ზ.ვ) დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე
ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა
და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დამატებული ღირებულების
გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო
საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან სხვა ფორმით
გასხვისდება ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის
ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და
გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა;
ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი
ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;“.
„თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლებამოვალეობებს:
თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების
საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების
პროექტით
შეთანხმებული
მოწყობილობა-დანადგარების,
სატრანსპორტო
საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისაგან;
თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი
მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის
გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის
უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით
გასხვისების
შემთხვევაში გადაიხდება
სხვა
გადასახადები
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის
მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის
წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე
მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული
მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის
გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს
საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება
არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან
დაკავშირებით.
შესაბამისად,
საქართველოს
საგადასახადო
ორგანოები
ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების (გადასახადის და
მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად
განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა
და ყველა სხვა გადასახდელისაგან;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
ნავთობისა და გაზის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას გადამწყვეტი
მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, მოცემული კანონპროექტი ითხოვს იმ სავაჭრო
ბარიერების მოსპობას, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის
საქონელი (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონელი) უძვირდება. თითოეულ
მოქალაქეს აქვს უფლება, რომ მთავრობის მხრიდან ხელის შეშლის გარეშე იყიდოს
პროდუქცია შედარებით იაფად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგეს იმპორტის გადასახადის გაუქმება. მოცემული
ნაბიჯი გაზრდის ვაჭრობას, შეამცირებს ფასებს პროდუქციისა და სერვისის უმეტესობაზე და
საქართველოში საქმის კეთებას გახდის უფრო მიმზიდველს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის არსს წარმოადგენს იმპორტის გადასახადის გაუქმება, შესაბამი ცვლილება
შედის კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რომელიც
დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტების პაკეტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საბიუჯეტო
შემოსავლების ნაწილს დააკლდება დაახლოებით 75 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხების
ოდენობა მოიცავს კონკრეტულად ამ პროექტით გათვალისწინებულ თანხებსაც.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტების პაკეტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 75
მილიონი ლარით, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა
არაეფექტურ პროგრამებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება დაეხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შედარებით იაფად
იყიდოს ყველა ტიპის საქონელი, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნები,
როგორიცაა საკვები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთი არ არსებს.
ან/და
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა
თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები".
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“,
"მოძრაობა
თავისუფლებისთვის
ევროპული
საქართველო"
და
"მოძრაობა
თავისუფლებისთვის - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 13. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება
1. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადებასთან,
განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები,
აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.
2.
პროდუქციის
წილობრივი
განაწილების
ხელშეკრულების
დადების,
განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე
სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული
ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
3. თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც
არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული
(ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება
პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის
ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.
4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ
ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია
გაიცემა ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის
განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური
ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის და
ნავთობისა და გაზის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლების
ინვესტორისათვის
გადაცემას
პროდუქციის
წილობრივი
განაწილების
ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის რესურსებით
სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური.
გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა
ლიცენზიასთან ერთად. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი
განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური.
5. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:
ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და
გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების
ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და
დანახარჯების განსაზღვრას, რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან
ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით;
ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;
დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების
წესებსა და პროცედურას;
ე) ბუნებრივი რესურსებით (ნავთობითა და გაზით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის
გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის
მოცულობის მიხედვით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს ბუნებრივი
რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახელმწიფოსათვის გადახდის
აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის
დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;
ვ) ინვესტორის უფლებას, გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული
ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და
დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ
გადასახდელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ
გადასახადებს და გადასახდელებს:
ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის
გასვლამდე;
ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის
გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას;
ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა
ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის
გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება
გამოქვითვას;
ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს;
ზ.ე) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის,
ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;
ზ.ვ) იმპორტის გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ
საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ
შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად
შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო
კანონმდებლობით იმპორტის გადასახადისა და დამატებული ღირებულების
გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო
საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან სხვა ფორმით
გასხვისდება ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის
ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და
გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა;
ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი
ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;
თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს:
თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების
საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების
პროექტით
შეთანხმებული
მოწყობილობა-დანადგარების,
სატრანსპორტო
საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან და დამატებული ღირებულების
გადასახადისაგან;
თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი
მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის
გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის
უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით
გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახადები
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის
მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის
წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე
მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული
მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის
გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს
საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს
უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ
ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო
ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების
(გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად
განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა
და ყველა სხვა გადასახდელისაგან;
ი) საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურების წარმოების შემდეგ წესებს:
ი.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ინვესტორი
(ან ინვესტორის მითითებით საოპერაციო კომპანია) აღრიცხავს საფინანსო-სამეურნეო
საქმიანობას და ინახავს ანგარიშებს. საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურები
წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
ი.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს ეროვნული ვალუტით და აშშ
დოლარებით;
ი.გ) მოდელურ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების დანართში დეტალურად
განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო
ხარჯები; დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების
წარდგენის პროცედურები, აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის
გადასახადის, კომპენსაციის, მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებისა და
მოგების გადასახადის გაანგარიშების პროცედურები;
ი.დ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს, რომლებიც ეხება
სავალდებულო სამუშაო პროგრამას, ინვესტორის მინიმალურ დანახარჯებს დროის
მიხედვით და უცხო ქვეყნებში გასაწევ შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებს;
კ) საბანკო ანგარიშების წარმოების და უცხოური ვალუტის გადაცვლის შემდეგ წესებს:
კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს,
აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და
უცხო ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ
ვალუტაში, ხოლო საქართველოში _ ადგილობრივი სავალუტო ანგარიშები;
კ.ბ) ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ
საბანკო ანგარიშზე მიიღონ და შეინახონ ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი
კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები, განახორციელონ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული
ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება, აგრეთვე შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ
ანგარიშზე არსებული თანხები;
ლ) სტაბილიზაციის პირობებს, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს შეუძლია
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება იმის შესახებ, რომ
თუ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში
შეტანილი იქნება ცვლილება (გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და საწარმოო
უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების ცვლილებების გარდა), რომელიც გააუარესებს
ინვესტორის საგადასახადო ვალდებულებებს, სახელმწიფო თანახმაა შეიტანოს
შესაბამისი ცვლილებები პროდუქციის წილობრივი განაწილების მოქმედ
ხელშეკრულებაში, რათა ინვესტორმა შეინარჩუნოს იგივე ეკონომიკური პირობები,
რაც მას ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებამდე;
მ) საოპერაციო კომპანიის მიზნებს და შემდეგ ფუნქციებსა და მოვალეობებს:
მ.ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას ოპერატორის ფუნქციების
შესრულება (მათ შორის, პერსონალის დასაქმება და ანაზღაურების საკითხები)
ინვესტორის სახელით და მისი მითითებების მიხედვით, რაც უნდა შეესაბამებოდეს
სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს და ათვისების გეგმას. ინვესტორი იღებს სრულ
პასუხისმგებლობას საოპერაციო კომპანიის მიერ ამ პროგრამებისა და გეგმების
განხორციელების მიზნით შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებაზე;
მ.ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება არაკომერციული საწარმოს
პრინციპით ყოველგვარი აქტივების მფლობელობის გარეშე, ნავთობისა და გაზის
მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
მ.გ) დამტკიცებული სამუშაო პროგრამების და ბიუჯეტების, აგრეთვე ინვესტორის
მითითებების შესაბამისად დანადგარების, მოწყობილობების, დამხმარე მასალების
შეძენაზე პასუხისმგებლობა, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული
მომსახურების მიმწოდებლებთან და ბითუმად მოვაჭრე ფირმებთან ინვესტორის
სახელით ქვეკონტრაქტებისა და მომსახურების ხელშეკრულებების დადება;
მ.დ) პერსონალის მომზადების პროგრამისა და მისი ყოველწლიური ბიუჯეტის
მომზადება და საკოორდინაციო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა,
დამტკიცებული პროგრამის განხორციელება და ბიუჯეტის შესრულება;
მ.ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებისა და დანახარჯების
სრული და ზუსტი აღრიცხვა ამ კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად;
მ.ვ) საკოორდინაციო კომიტეტის სხდომების მომზადება და ამ კომიტეტისთვის მის
მიერ განხილული და დამტკიცებული საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
მ.ზ) ინვესტორის თხოვნით მისთვის დახმარების გაწევა საკოორდინაციო
კომიტეტისათვის ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და
გაზის ოპერაციების შესახებ ანგარიშების წარდგენაში;
მ.თ) ხელშეკრულების მონაწილე ყველა მხარისათვის ნავთობისა და გაზის
ოპერაციებთან დაკავშირებული იმ ინფორმაციის და ანგარიშების მიწოდების
უზრუნველყოფა, რომლებსაც მოითხოვენ მხარეები.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5968 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.
მუხლი 14. სარისკო მომსახურების ხელშეკრულება
სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:
ა) ინვესტორი გაიღებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და გეოლოგიურ
შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და წარუმატებლობის შემთხვევაში თავის
თავზე იღებს რისკს;
ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში
გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და ნავთობისა და გაზის სხვა
ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს სააგენტო;
გ) ინვესტორს სახელმწიფო უნაზღაურებს მის მიერ დახარჯულ კაპიტალს სასესხო
პროცენტით და დამატებით გადასახადს ნავთობისა და გაზის ძიების რისკის თავის
თავზე აღებისათვის, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული;
დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით.
სააგენტოს გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან
მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა
და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.