„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“
ნომერი
#07-3/32/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 4979-რს, 01/07/2011, სარეგისტრაციო კოდი:010100000.04.001.016021) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, მოცემული კანონპროექტი ითხოვს იმ სავაჭრო ბარიერების მოსპობას, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის საქონელი (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონელი) უძვირდება. თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ მთავრობის მხრიდან ხელის შეშლის გარეშე იყიდოს პროდუქცია შედარებით იაფად. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგეს იმპორტის გადასახადის გაუქმება. მოცემული ნაბიჯი გაზრდის ვაჭრობას, შეამცირებს ფასებს პროდუქციისა და სერვისის უმეტესობაზე და საქართველოში საქმის კეთებას გახდის უფრო მიმზიდველს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის არსს წარმოადგენს იმპორტის გადასახადის გაუქმება, შესაბამისად ცვლილება შედის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტების პაკეტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილს დააკლდება დაახლოებით 75 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხების ოდენობა მოიცავს კონკრეტულად ამ პროექტით გათვალისწინებულ თანხებსაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტების პაკეტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 75 მილიონი ლარით, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება დაეხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შედარებით იაფად იყიდოს ყველა ტიპის საქონელი, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნები, როგორიცაა საკვები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთი არ არსებს. ან/და დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები". ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1 . საქართველოს მოქალაქე თა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში 1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან: ა) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა, გარდა აქციზისა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას; ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. 2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) იმპორტის გადასახადი; ე) აქციზი. 3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით. 4 . ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი ტარდება „ რეფერენდუმის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 5 . დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი. 6. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით. ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.