„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 14 ✗ 19
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
786,
26/06/1997,
სარეგისტრაციო
კოდი:
040.000.000.05.001.000.223) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1.
674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით
ხარჯებს, სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან
ტვირთის მიტანამდე);“.
2.
732-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას
შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე უნდა მისცეს მითითებები, რომლებიც
აუცილებელია
გადაზიდვის
დოკუმენტების
გასაფორმებლად,
მიაწოდოს
აუცილებელი ცნობები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ,
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ და სხვა მოქმედებათა
შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი
დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას გადამწყვეტი
მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, მოცემული კანონპროექტი ითხოვს იმ სავაჭრო
ბარიერების მოსპობას, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის
საქონელი (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონელი) უძვირდება. თითოეულ
მოქალაქეს აქვს უფლება, რომ მთავრობის მხრიდან ხელის შეშლის გარეშე იყიდოს
პროდუქცია შედარებით იაფად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგეს იმპორტის გადასახადის გაუქმება. მოცემული
ნაბიჯი გაზრდის ვაჭრობას, შეამცირებს ფასებს პროდუქციისა და სერვისის უმეტესობაზე და
საქართველოში საქმის კეთებას გახდის უფრო მიმზიდველს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის არსს წარმოადგენს იმპორტის გადასახადის გაუქმება, შესაბამისად ცვლილება
შედის კანონის 674-ე და 732-ე მუხლებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რომელიც
დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტების პაკეტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საბიუჯეტო
შემოსავლების ნაწილს დააკლდება დაახლოებით 75 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხების
ოდენობა მოიცავს კონკრეტულად ამ პროექტით გათვალისწინებულ თანხებსაც.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტების პაკეტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 75
მილიონი ლარით, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა
არაეფექტურ პროგრამებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება დაეხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შედარებით იაფად
იყიდოს ყველა ტიპის საქონელი, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნები,
როგორიცაა საკვები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთი არ არსებს.
ან/და
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა
თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები".
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“,
"მოძრაობა
თავისუფლებისთვის
ევროპული
საქართველო"
და
"მოძრაობა
თავისუფლებისთვის - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 674. ზედნადების რეკვიზიტები
1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გაცემის დღესა და ადგილს;
ბ) გამგზავნის სახელსა და მისამართს;
გ) გადამზიდველის სახელსა და მისამართს;
დ) ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს;
ე) მიმღების სახელსა და მისამართს;
ვ) ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს,
საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას;
ზ) გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს;
თ) ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას;
ი) გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასს, დამატებით ხარჯებს,
იმპორტის გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების
დადებიდან ტვირთის მიტანამდე);
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აღნიშვნებს;
ლ) აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც
ექვემდებარება ამ თავის ნორმებს.
2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:
ა) სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას;
ბ) ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს;
გ) ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;
დ) ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის
აღნიშვნას;
ე) გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის შესახებ;
ვ) შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა;
ზ) გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.
3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც ისინი
მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
მუხლი 732. შემკვეთის მოვალეობანი
1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი
ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე უნდა მისცეს მითითებები, რომლებიც
მიაწოდოს
აუცილებელია
გადაზიდვის
დოკუმენტების
გასაფორმებლად,
აუცილებელი ცნობები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ,
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ და სხვა მოქმედებათა
შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის
გადასახდელად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი
დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.
2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს
ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში,
მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა,
შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს
ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი
გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.
5. თუ ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია განმასხვავებელი ნიშნები,
მაშინ ისინი იმგვარად უნდა იქნეს დასმული, რომ ტვირთის მიტანამდე გარკვევით
ჩანდეს.
6. შემკვეთი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც ექსპედიტორს მიადგება ამ
მუხლის წინა ნაწილებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით
ექსპედიტორს არ გაუკეთებია შენიშვნა შეფუთვის ან განმასხვავებელი ნიშნის
არარსებობის ან ნაკლის თაობაზე, თუმცა ეს ცხადი იყო, ან მას ჰქონდა ცნობები ამის
შესახებ ტვირთის მიღებისას.