„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 16 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
საქართველოს კანონში ცვლიელბის შეტანის შესახებ
მუხლი 1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს
კანონიდან (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 5175, 03/07/2007,
სარეგისტრაციო კოდი:300.390.000.05.001.002.949) ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის
მე-6 და მე-7 პუნქტები.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
საქართველოს კანონში ცვლიელბის შეტანის შესახებ
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოსნაირი ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას გადამწყვეტი
მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, მოცემული კანონპროექტი ითხოვს იმ სავაჭრო
ბარიერების მოსპობას, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის
საქონელი (განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონელი) უძვირდება. თითოეულ
მოქალაქეს აქვს უფლება, რომ მთავრობის მხრიდან ხელის შეშლის გარეშე იყიდოს
პროდუქცია შედარებით იაფად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგეს იმპორტის გადასახადის გაუქმება. მოცემული
ნაბიჯი გაზრდის ვაჭრობას, შეამცირებს ფასებს პროდუქციისა და სერვისის უმეტესობაზე და
საქართველოში საქმის კეთებას გახდის უფრო მიმზიდველს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის არსს წარმოადგენს იმპორტის გადასახადის გაუქმება, შესაბამისად ცვლილება
შედის კანონის მე-9 მუხლში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, რომელიც
დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტების პაკეტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საბიუჯეტო
შემოსავლების ნაწილს დააკლდება დაახლოებით 75 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხების
ოდენობა მოიცავს კონკრეტულად ამ პროექტით გათვალისწინებულ თანხებსაც.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტების პაკეტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 75
მილიონი ლარით, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა
არაეფექტურ პროგრამებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება დაეხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შედარებით იაფად
იყიდოს ყველა ტიპის საქონელი, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საგნები,
როგორიცაა საკვები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთი არ არსებს.
ან/და
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა
თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები".
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“,
"მოძრაობა
თავისუფლებისთვის
ევროპული
საქართველო"
და
"მოძრაობა
თავისუფლებისთვის - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 9. გადასახადები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები
რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
2.
თავისუფალ
ინდუსტრიულ
ზონაში
მოგების
გადასახადისაგან
გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მიღებული
მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა არ იბეგრება
დამატებული ღირებულების გადასახადით.
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებული ოპერაციები არ იბეგრება
დამატებული ღირებულების გადასახადით.
5. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება გათავისუფლებულია
ქონების გადასახადისაგან.
6.
თავისუფალ
ინდუსტრიულ
ზონაში
უცხოური
საქონლის
შეტანა
გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.
7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი
ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე
(თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) გათავისუფლებულია იმპორტის
გადასახადისაგან.
8. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული
იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე.