ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.04.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო
ნომერი
#7114/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-06
ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
6q∞ ΨOb 3δ 6響 50060ob b曜 Ⅲ出 い」 δ b〕 j)h口 300rnb 6δ Q。 '980009005 3)hC)0350∩ ― N48/10 2017ぃ ,10‑ ttrCtf,o,3Cq,clti 3$,q,rACftpu d,COq,!AC00ol, 2381 A3\nL Agur$aousag, t $vtctsCqxtti Jrd{'!aC60ot &,"J&r rs''do5t : qoggrq'ot Urdr6oacqmt $ocpJEc6oou sq'r&,r6ol, UBqco$orr c.osoooui qD l$&'rdtq,!do o6g366r6rntr 3c6oggot 0$obqx'ttr tJ€.)6oBCp,'!tJ aory6obob 2017 $qr)l., a $6(q'ol, N68:I 0r6J!dr0uq$oo, <.orao,foo0$l"Jq'(, r<l.)Arr6ot-' UEq,CACooti q,!oool') U.)Aor8&r&'! brA<'rjag(x'r 6g5Aob e01e2017 $q,COolJ.)('Eob) ACUdr"UC,gbb Qgrq,C(U6o r%rfr,tk (N7l14, 06.04.2014 q'J q'ir$6r $c&Jqrao6clt ltrj:t6or33qxrl, &6E rA36golt b<rythtt. じ δ 夕鸞欄Qmb油矢Ⅲ がい しΦ薄城Q Ⅲ Ⅲ 出 bbedObい ぬ Ψ 蒟 o,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
6q∞ ΨOb 3δ 6響 50060ob b曜 Ⅲ出 い」 δ b〕 j)h口 300rnb 6δ Q。 '980009005 3)hC)0350∩ ― N48/10 2017ぃ ,10‑ ttrCtf,o,3Cq,clti 3$,q,rACftpu d,COq,!AC00ol, 2381 A3\nL Agur$aousag, t $vtctsCqxtti Jrd{'!aC60ot &,"J&r rs''do5t : qoggrq'ot Urdr6oacqmt $ocpJEc6oou sq'r&,r6ol, UBqco$orr c.osoooui qD l$&'rdtq,!do o6g366r6rntr 3c6oggot 0$obqx'ttr tJ€.)6oBCp,'!tJ aory6obob 2017 $qr)l., a $6(q'ol, N68:I 0r6J!dr0uq$oo, <.orao,foo0$l"Jq'(, r<l.)Arr6ot-' UEq,CACooti q,!oool') U.)Aor8&r&'! brA<'rjag(x'r 6g5Aob e01e2017 $q,COolJ.)('Eob) ACUdr"UC,gbb Qgrq,C(U6o r%rfr,tk (N7l14, 06.04.2014 q'J q'ir$6r $c&Jqrao6clt ltrj:t6or33qxrl, &6E rA36golt b<rythtt. じ δ 夕鸞欄Qmb油矢Ⅲ がい しΦ薄城Q Ⅲ Ⅲ 出 bbedObい ぬ Ψ 蒟 o,
წერილი
ln33四 FIL mbnし さ●3∩ 5nし 0 ADMINISTRAT10N OFTHE GOVERNMENT OF GEORGIA Ltt」 b alnむ 3 さじnさ brjr6o8Xq,ailr Jsdrq,rAX6ol, 8g0qr6er0o 0Ugq,gq,r'rbotto6ol-r 6o6tr36oor brj.ldro6Sq,crlt 8orr36r'rbob 2017 gq,ob 4 rJ6oq,ob N683 6,>63,>66gq,9brb ,,re,)Aor6ol., ggq,X0g0ob q9r6- 3ob l-rs8ors36<'rber lts0ojSgpo 6g50ob (2016-2017 $qrgbobor3olr) 091-t6gq,3bot-r Egrq,gqgg6o l6p6o0ob orrerbrbg". It jr6or35q,r'rb 0orr36erbolr arou glogoa3oqn r('ao6oL66r0oob ggt6obo 吻 酬 硼 剛 ゞi:ξ l iま 謬輻 し010■ m00口 m ol,Ч 06042017 oO口 TELI(+995 32)2990900 monontn n6an■ mU301 0 N● 7 WWW 00VSE 71NGOROKVA STR IBILIS1 0114 G[ORGIA l Ⅲ l1023 l
განკარგულება
bbJDハ g130qttL 801D3ハ 円31b 335Jbハ 3]曖 1030 2017 $q,ob 4 ,tJ6oq,o j. orboq,olro rer8orbol, Utsq,Cfubob qrcggob tr,:0or36obo b$ojOgq.oer 6g60ob (2016-20U gqgOoborgob) Agb6gq,CboU 03rqpq66o r66r6o8ob orsobrbg l. Eo$r'r63bgqr ojbXb rqrr0o:6ob ggq,3b3Oob qt63ob l.r.r0orr36rnbcr br6r'rj03qro pgEolr (2016-2017 gq,3bobor3ol"r) ts3b63q.,3bob tsgq,3qrg6o rbg,r6otso. 2. ,,b:Jr6q,r0g6grn 0qro36ob tsgbrbXb" brjr6o6gq,crb 3,:6r,r6ob 0t4 6gbq,ol-t 09-6 JSbjgotr 0gb$rSobrqr,,,rer0or6ob ggq3bgbol_r qr.43ob Ir:8orr36erbcr b$ojOgqro p66ob (2016-2017 gq,gbobo6ol.r) 0gbSgq,gbob tsgrq,gqg6o r66.r6o0otl" br3oorbbg btjrrvror3gq,r,rb Jr6q,r0g6gob br3r,rOog3go bbqgoOgbbg 0rn8bl-r363bqrgb.:p qto6ots6r'r6 brjt6ogq,rnb J6g0o36r-Eo6obg6o[ ort6.:ts98$3 rqrr0or6ob flEq,lCbrcDr qr,:g3ol_r.> qgr 66qrg6gq,o orr6rb$r,r6r,rbob b.:3oorbgb0o bogocr args6odg qrr brj$rorpq:r.rb Eot36obob lqr0o6ob66tgoob br0qrq6ob ;qr.>0o.r6ob ggq,gb,>orr qp.r63ob br3oorbgbtso (ll$lnbg6o) gg6rnbo 5o● o90。 χbΨ 。 。 030Ψ 。 樋 ウ 3600o06‑005ob06o (T´ ‐ く、 鞠 ., gocr66o 33o6oJJ03oE o
ანგარიში
2017 წელი ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიში სარჩევი შესავალი ..................................................................................................................................................... 2 1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება......................................................................................... 2 2. სამართლიანი სასამართლოს უფლება............................................................................................... 8 3. პროკურატურა...................................................................................................................................... 18 4. ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში ................................................ 28 5. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა ...................................................................... 64 6. ტრეფიკინგი .......................................................................................................................................... 77 7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება........................................................................... 93 8. გამოხატვის თავისუფლება .............................................................................................................. 105 9. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება .............................................................................. 108 10. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვა .......................................................................... 110 11. რელიგიური უმცირესობების დაცვა............................................................................................ 140 12. ბავშვთა უფლებების დაცვა ........................................................................................................... 147 13. გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება.................................................................. 171 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებები ............................................. 183 15. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე პირთა უფლება................... 194 16. ეკო-მიგრანტთა უფლებები ........................................................................................................... 206 17. რეპატრიანტთა უფლებები ............................................................................................................ 208 18. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა ............................................................... 209 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები........................................................ 222 20. შრომითი უფლებები ....................................................................................................................... 245 21. ეკოლოგიური უფლებების დაცვა................................................................................................. 253 22. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა .................................................................................................................................... 258 23. „საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის ................................................................................................................................................................... 278 24. ბიზნესი და ადამიანის უფლებები ............................................................................................... 288 1 შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედურ ანგარიშს. აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია 2016 წლის განმავლობაში, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია ეხება მხოლოდ იმ საქმიანობებს, რომლებთან დაკავშირებითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული. ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ სამინისტროებთან ერთად, ჩართულები იყვნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების წარმომადგენელები. ანგარიშის მომზადებას კოორდინირებას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური). 1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება მიზანი 1.1: სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ამოცანა 1.1.1: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დახვეწისათვის საჭირო ცვლილებების ინიცირება საქმიანობა 1.1.1.1: ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების განმტკიცება ინდიკატორი: განხორციელებულია შესაბამისი ანალიზი ან/და საკანონმდებლო ცვლილებები ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის მიზნით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება. ცვლილებები დასრულებისთანავე საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად გადაიგზავნება. საქმიანობა 1.1.1.2: დაზარალებულის უფლებების განმტკიცების მიზნით ძალაში შესული ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნორმების დახვეწა. ინდიკატორი: განხორციელებულია შესაბამისი ანალიზი ან/და საკანონმდებლო ცვლილებები 2 ამოცანა 1.1.2: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის, მოსამართლის დისკრეციის გაზრდის, ნათელი და განჭვრეტადი სისხლის სამართლის ნორმების ფორმირების მიზნით, ცვლილებების პროექტის მომზადება საქმიანობა 1.1.2.1: საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და პარლამენტში გაგზავნა. ინდიკატორი: შესაბამისი ცვლილებები გაგზავნილი საქართველოს პარლამენტში სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა. უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, მომზადდა ფართომასშტაბიანი ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის როგორც ზოგად, ისე კერძო ნაწილებში. ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, საერთაშორისო ექსპერტების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ მოწოდებული მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიის საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად გაგზავნა 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. საქმიანობა 1.1.4.2. მოსამართლეთა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მგრძნობელობის გაზრდა ოჯახში ძალადობაზე, ცნობიერების ამაღლების გზით. ინდიკატორი: გადამზადებული პირების რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით 2016 წლიდან ხორციელდება პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების გაწევა“, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრას, საკანონმდებლო აქტების საფუძვლიან შესწავლას, მათ ეფექტიან იმპლემენტაციას. პროექტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ტრეინინგი სამართალდამცავთათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სწავლებაზე განიხილებოდა ისეთი თემები როგორიცაა: ოჯახში ძალადობის სუბიექტები, რისკ ჯგუფები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური დაცვის მექანიზმები; ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება და სხვა. მონაწილეობა მიიღო 150–მა თანამშრომელმა. აღნიშნულის გარდა, დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით და სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა შემდეგი ტრეინინგები ოჯახში ძალადობის საკითხებზე:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ზუგდიდში გაიმართა ტრეინინგი, რომელის ფარგლებშიც განხორციელდა ოჯახში ძალადობის პრობლემის განხილვა, ფილმის ჩვენება „მოკლული ქალების ხმა“; 3  ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებით გაიმართა ტრეინინგი თემაზე საქართველოს კანონი "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ იმპლემენტაციის მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში;  აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით განხორციელდა ტრეინინგი, რომელზეც განიხილებოდა კონფლიქტის განმუხტვის ტექნიკა, შემდეგი საკითხები: კონფლიქტის ინტერვენცია, გადაწყვეტის ტექნიკა, მსხვერპლის, მოწმის, ეჭვმიტანილის გამოკითხვის მეთოდები და სხვა;  ორგანიზაცია „მერკურის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. ტრენინგზე განხილული იყო ტაქტიკა და სტრატეგია პოლიციელთათვის ოჯახში ძალადობის ინტერვენციისას, საერთაშორისო მექანიზმები ოჯახში ძალადობის და ბავშვის უფლებების საკითხებზე, რეფერირების მექანიზმები და სხვა;  ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე;  სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „ოჯახში ძალადობა და მასზე რეაგირების მექანიზმები“. ტრენინგზე განხილული საქართველოს იყო კანონმდებლობის ოჯახში ძალადობის მიმოხილვა; წინააღმდეგ მსხვერპლისა და არსებული მოძალადის იდენტიფიკაცია, ქალის მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის მნიშვნელობა, მიზნები და გამოწვევები; გამოძიება, სასამართლო დევნა და მონაცემთა დაცვა და სხვა; დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში ტრენინგში მონაწილეობა 357მა თანამშრომელმა მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხები ისწავლება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი. 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე აღნიშნული პროგრამები გაიარა 407 მსმენელმა. 2016 წელს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გადამზადება გაირა 130მა საქართველოს პროკურატურის თანამშრომელმა (საშუალო რგოლის მენეჯერებმა, პროკურორებმა, პროკურატურის სტაჟიორებმა, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა). 4 მიზანი 1.2: უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირება. აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. ამოცანა 1.2.1: შსს თანამშრომლების საქმიანობაზე (საგამოძიებო და პრევენციული) შიდა კონტროლის არსებული მექანიზმის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, აღნიშნული მექანიზმის ეფექტურობას და სისტემურ დამოუკიდებლობას. საქმიანობა 1.2.1.1: პოლიციის სისტემაში დანაშაულის პრევენციისა და ეფექტური გამოძიების სტანდარტების გაუმჯობესება ინდიკატორი: მომზადებულია შესაბამისი საჭიროებების კვლევა; მომზადებულია შესაბამისი რეკომენდაციები; შესწავლილია სხვა ქვეყნების გამოცდილება; არსებული მდგომარეობის (საჩივრების) კვლევა; შემოსულ საჩივართა რაოდენობა, ისევე როგორც განხილულ საქმეთა რაოდენობა; განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვისა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2016 წლის იანვრიდან დღემდე გატარებული იქნა შემდეგი ღონისძიებები:  შესწავლილი იქნა ევროკავშირის ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველი უწყებების სტრუქტურა და სამართლებრივი საფუძვლები, დაგეგმილი იქნა ვიზიტები მათი გამოცდილების შესწავლის და გაზიარებისთვის;  შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველი უწყებების/ევროპის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კავშირის რეკომენდაციები, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაიგზავნა წერილი გაწევრიანების თხოვნით;  მომზადდა შსს გენერალური ინსპექციის საჭიროების კვლევა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აღნიშნულზე გათვლილი ღონისძიებების გეგმა;  გადამზადებულ იქნენ თანამშრომლები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დისკრიმინაციის, ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციის კუთხით;  სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით დაიხვეწა სტატისტიკების წარმოების მეთოდი, რაც გულისხმობს სტატისტიკებში გადაცდომის მოტივის, საჩივრების რაოდენობების და რეაგირებების დათვლას;  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები, იმავდროულად ჩატარებულ იქნა დამატებითი აღწერა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება საჭირო ტექნიკის დამატებით შესყიდვა და დამონტაჟება;  მიმდინარეობს მუშაობა სტატისტიკური რეკომენდაციების შემუშავებაზე. 5 მონაცემების დამუშავებასა და ამოცანა 1.2.2: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით საქმიანობა: 1.2.2.1: შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწის მიზნით სპეციალიზებული ტრენინგების ორგანიზება ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა/გადამზადებული თანამშრომლების თანაფარდობა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა სრულ ოდენობასთან; ტრენინგის კურიკულუმი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 2016 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატიკაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მონაწილეობა მიიღეს 28 სასწავლო ვიზიტში ქვეყნის გარეთ და 12 ტრეინინგ/კონფერენციაში საქართველოში. აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული იყო დეპარტამენტის 123 თანამშრომელი. ამოცანა 1.2.3: ადამიანური რესურსების განვითარება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გზით. საქმიანობა 1.2.3.1 პოლიციის შესაძლებლობების გაზრდა მომზადება/გადამზადების გზით, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული უფლებათა დაცვის გათვალისწინებით. ინდიკატორი: გადამზადებული პირების რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტი იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში დაწინაურების კანდიდატთა გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი.  მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. 6  დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი. შსს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაიარა 1385 მსმენელმა. დონორი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 47 ღონისძიებაში, რომელიც მოიცავდა ტრეინინგებს, კონფერენციებს, ერთობლივ ოპერაციებს, ორმხრივ სასწავლო ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებს. მითითებული ღონისძიებები სხვა საკითხებთან ერთად შეეხებოდა შემდეგ თემატიკას: რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების კონტროლის ერთ-ერთი კომპონენტის ეროვნული საკომუნიკაციო სისტემის (NCS) განახლებული ვერსიის გაშვება; ციფრული მტკიცებულებები; შეიარაღებულ თავდამსხმელზე რეაგირება; საჯარო ინფორმაციისა და სოციალური მედია; დაცული დოკუმენტების შემოწმება; ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხები; ყალბი დოკუმენტების გამოვლენა და ქცევის ანალიზი; ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები; პოტენციური უცხოელი ტერორისტი მებრძოლების იდენტიფიცირებისას არსებულ ტრანსსასაზღვრო გამოწვევებზე რეაგირება; საზღვაო სივრცეში არსებული სხვადასხვა სიტუაციების ერთობლივი მართვა; სახელმწიფო საზღვარზე დარღვევების აღკვეთა; თანამშრომლობის საკითხების განხილვა შსს–სა და ტენესის საგამოძიებო ბიუროს (TBI) და ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს (GBI) თან; საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის დაკავშირებული საკითხები; პროექტში წარმოდგენილი ტრანსსასაზღვრო ღონისძიებები გამოწვევები და პოტენციური მასთან უცხოელი ტერორისტების იდენტიფიკაციის კუთხით; საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა; საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა საზღვრის ერთიანი მართვის საკითხებში; რისკების ანალიზის კონცეფცია, სტრუქტურა და მექანიზმები; საზღვრის კონტროლის ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანი იმპლემენტაცია. საქმიანობა 1.2.3.1.2: სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ბრალდებულის დაკავების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისას უზრუნველყოფილი იყოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა კონკრეტული პირის/პირების დამნაშავეობის შესახებ მტკიცებითი ხასიათის დასკვნის გარეშე. ინდიკატორი: სახალხო დამცველის ანგარიშები და შეფასებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პირის პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისას დაცულია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამასთანავე, შესაბამისი ვიდეომასალის გავრცელებისას პირის სახე და მათი გვარები იფარება, რითაც დაცულია დაკავებულის კანონით უზრუნველყოფილი უდანაშაულობის პრეზუმფცია. 7 2. სამართლიანი სასამართლოს უფლება მიზანი 2.1: სასამართლოს რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით ამოცანა 2.1.1: სასამართლო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება; სასამართლო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. საქმიანობა 2.1.1.1: სასამართლო სისტემის ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ინდიკატორი: სტრატეგია შემუშავებულია. 2016 წლის თებერვალში, იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, შემუშავდა მართლმსაჯულების სამოქმედო გეგმა 20162020 წლებისთვის. აღნიშნულ დოკუმენტში გათვალისწინებულია სასამართლო რეფორმის მთელი რიგი სახელმძღვანელო პრინციპები და სტრატეგიული მიმართულებები. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მართლმსაჯულების ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შეიქმნა „მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტი“, რომლის მიზანია მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის (სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეების, მართლმსაჯულების სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა საერთაშორისო ორგანიზაციების) ჩართვა. 2016 წლის 3 ივნისს, და გაიმართა კომიტეტის პირველი შეხვედრა, სადაც ერთობლივად განისაზღვრა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები. კომიტეტი დაიყო 4 სამუშაო ჯგუფად, ჩაშლილი მიმართულებებით და მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, დაინტერესებული საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორგანიზაცია „სინერჯის“ ფასილიტაციით, გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ასევე, განხორციელდა სამუშაო ჯგუფებისათვის საჭირო მასალების შეგროვება, დახარისხება და ერთიან ბაზაში განთავსება. ამჟამად, სტრატეგიის პირველადი ვერსია შემუშავებულია და მიმდინარეობს კომიტეტის წევრების და ექსპერტების კომენტარების დამუშავების პროცესი. მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის მთელი პროცესი წარიმართებოდა თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზაციების: (GIZ), USAID-ს გერმანიის პროექტის „კანონის საერთაშორისო უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) და ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების რეფორმირების მხარდაჭერა“ აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით. რეკომენდაციების შემუშავების და სამუშაო ჯგუფებში დამუშავებული 8 ინფორმაციის საერთაშორისო დოკუმენტებთან შესაბამისობის მიზნით, პროცესში ჩართული იყო სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ალეშ ზალარი. მიზანი 2.2: მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება ამოცანა 2.2.1: მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონით, მოსამართლეთა დისციპლინური წარმოებისა და სამართალწარმოების შესახებ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებში ცვლილებები საქმიანობა 2.2.1.1: სასამართლოში საქმეთა შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვა ინდიკატორი: სასამართლოთა რაოდენობა, სადაც მოქმედებს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ 581 მუხლით განისაზღვრა საერთო სასამართლოების სისტემაში, 2017 წლის 1 ივლისიდან რუსთავის საქალაქო სასამართლო საპილოტე რეჟიმში, ხოლო 31 დეკემბრიდან ყველა სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის ამოქმედდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის №754 ბრძანებით უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით შეიქმნა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციის მომზადებისა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შექმნა. სამუშაო ჯგუფმა ორი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა 12 ივლისს და 2 აგვისტოს და შეიმუშავა წესები საქმეთა ელექტრონული განაწილების თაობაზე, რომელიც შემთხვევით და თანაბარ პრინციპს ემყარება. ფარგლებში, ორგანულ პარალელურად, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის მიმდინარეობს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებულ დოკუმენტზე - „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესი“. ამ ეტაპზე შემუშავებულია საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა შემთხვევითობის პრინციპით განაწილების შესახებ პირველადი სამუშაო დოკუმენტი. 2017 წლის 27-28 იანვარს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით, მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით წარადგინა რეკომენდაციები. 9 დამატებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2016 წლის აპრილის თვეში საერთო სასამართლოების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის სრულყოფის და საქმეთა ელექტრონული განაწილების დანერგვის მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს სისტემის სამართლებრივ ფუნქციებსა და ამოცანებს, ასევე სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს და ზრუნავს ელექტრონული სისტემის გამართულ დანერგვაზე. 2016 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში მოძველებული საქმეთა ელექტრონული წარმოების ქსელური ინფრასტრუქტურისა და სერვერის პრობლემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შესაცვლელად წინსვლაა. თანხების სერვერებისა მობილიზება და ქსელური მოხერხდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან. 2015 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან 580 000 ლარი გამოუყო სასამართლოს სერვერის განთავსებისთვის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის მოსაწყობად. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ სასერვერო ინფრასტრუქტურის შესაძენად 100 000 ევროს გრანტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო 2016 წლის ბიუჯეტიდან. 2016 წლის დეკემბერში საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე ახალი ქსელური ინფრასტრუქტურის შესყიდვა განხორციელდა. 2017 წლის იანვარის თვეში სერვერის შესაძენად სატენდერო წინადადება გამოაცხადა საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, რაც საბოლოოდ გამართული ქსელური ინფრასტრუქტურის და საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს, მათ შორის საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის დანერგვისთვის ტექნიკური ბაზა საბოლოოდ გაიმართება. საქმიანობა 2.2.1.2: მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა; მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწა და მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება და დანერგვა; სახალხო დამცველის რეკომენდაციების განხილვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების მიზნით; ინდიკატორი: შერჩევის კრიტერიუმები დანერგილია; მოსამართლეთა პერიოდული შეფასებისა და მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ არსებულ რეგულაციებში აღმოფხვრილია ხარვეზები; გაუმჯობესებული დისციპლინური მექანიზმები რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში შემუშავდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმები, პროფესიული გამოცდილების და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის შეფასებისა და სამართლიანი და თანასწორი შერჩევის უზრუნველყოფის მიზნით. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, მოსამართლეობის კანდიდატის უფლება გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება - უარი 3 წლის ვადით მოსამართლედ გამწესების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვაზე მუშაობს. ამ მიზნით, საბჭოს წევრებს 10 ეხმარება ამერიკელი ექსპერტი, ბატონი ტიმ ბალანდი. ექსპერტის მონაწილეობით, 2016 წლის 24-25 ივნისს გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მონაწილეობით. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით ექსპერტმა შეიმუშავა რეკომენდაციები საბჭოს წევრებისთვის, კონკურსის წესის გაუმჯობესების თაობაზე. 2016 წლის მარტში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმართა საერთო სასამართლოებს წარედგინათ მოსაზრებები „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 16-მა სასამართლომ წარადგინა თავიანთი მოსაზრებები შეფასების წესის დახვეწასთან დაკავშირებით. 2016 წლის მაისში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და აპარატის შესაბამისმა თანამშრომლებმა ჩაატარეს ხარისხობრივი კვლევა, კერძოდ, მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა კოლეგიის მოსამართლესთან ინტერვიუს ჩატარება შეფასების წესთან დაკავშირებით. მოსამართლეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები წესთან დაკავშირებით და შემოთავაზებულ იქნა წესის დახვეწის სხვადასხვა ალტერნატივები. აღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის წესების შესწავლა. გადაწყვეტილების ცვლილების პროექტი. მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნების მოსამართლეთა შეფასების იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად ახდენს მიღებული შედეგების სისტემატიზაციას. საქმიანობა 2.2.1.3: მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში გათვალისწინებული დისციპლინური მექანიზმების გაუმჯობესება და სრულყოფა რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, შეიქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელიც დისციპლინური საქმის წინასწარ მოკვლევასა და გამოკვლევას ჩაატარებს და მის მოსაზრებებს ანგარიშის სახით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. ეს უკანასკნელი მიიღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის დაწყების ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოზიტიურად შეფასდა რეფორმის მესამე ტალღა და დისციპლინურ სამართალწარმოებაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა.1 ხელმისაწვდომია ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა, რომლითაც დასტურდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღების საჭიროება.2 2016 წლის 25 თებერვალს გაიმართა პრეზენტაცია „მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები, შემოთავაზებული ჩამონათვალი და განმარტებები.“ კონფერენცია ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციაზე შემოთავაზებული იყო 1 OECD - Anti-Corruption Reforms in GEORGIA Fourth Round of Monitoring of the Istanbul Anti-Corruption Action Plan 2012-2016; GRECO – Forth Evaluation Round, Corruption prevention in respect of members of parliament, judges and prosecutors, 2012-2016, will be adopted on 28 November 5 December in Strasbourg 2 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/nino-gvenetadzis-moxsenebis-sruli-texti.pdf 11 ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებები დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების გაუმჯობესების და დახვეწის შესახებ. ამავდროულად, მომზადდა ევროპული კანონმდებლობის ანალიზი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შესახებ. 2016 წლის 9 ნოემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტის (EWMI-PROLoG) მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც განხილვის საგანს წარმოადგენდა კანონმდებლობით მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების გაუმჯობესება. შეხვედრის ფარგლებში კალიფორნიის კომისიის დირექტორმა ვიქტორია ჰენლიმ წარმოადგინა მოსაზრებები და მოიწონა შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქმიანობა 2.2.1.4: .მოსამართლეთა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება ინდიკატორი: გაუმჯობესებული დისციპლინური მექანიზმები ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა სამოსამართლო ეთიკის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ევროპის საბჭოს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილების მოძიება და შესწავლა. შემუშავებული კვლევითი მასალის პრეზენტაცია თებერვლის თვეში განხორციელდა. ამჟამად იგეგმება, ამერიკელი ექსპერტის მონაწილეობით ნოემბრის თვეში სამუშაო შეხვედრის ორგანიზება, სადაც განხილული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მათი გაუმჯობესების მიზნით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და პალატის მუშაობაში დანერგვა ამოცანა 2.2.1.5 ინდიკატორი: უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ განხილულ საჩივართა რაოდენობა 2016 წლის 22 ივნისს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრები შეხვდნენ USAID-ის პროექტის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მოწვეულ წარადგინა წერილობითი რეკომენდაციები როგორც ექსპერტს, რომელმაც საკვალიფიკაციო პალატის საერთაშორისო პრაქტიკის თაობაზე ასევე, საქართველოს კანონის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ შესაბამისი მუხლების ანალიზი. 2016 წლის 8 თანამშრომლობის ივლისს გაიმართა ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელმაც საკვალიფიკაციო პალატის წევრებს გააცნო რეკომენდაციები საქართველოს კანონის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ნორმების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. 12 2016 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისათვის არც ერთი საჩივარი არ იქნა წარდგენილი. ამოცანა 2.2.1.6: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სამართლებრივი ტესტებისა და კაზუსების მომზადების ჯგუფის ტრენინგი და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის სტანდარტების ამაღლება ინდიკატორი: პროფესიული წვრთნების (ტრენინგების) სათანადო რაოდენობა; პროფესიულ წვრთნებში (ტრენინგებში) მონაწილე პირთა მაღალი მაჩვენებელი. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; საერთო სასამართლოები. გაიმართა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სამართლებრივი ტესტებისა და კაზუსების მომზადების ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. 20-21 სექტემბერს, ამერიკელი ექსპერტის მონაწილეობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პროცედურების გაუმჯობესების საკითხებზე, სადაც სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად განხილულ იქნა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ტესტებისა და კაზუსების კვალიფიციურად შემუშავების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ამოცანა 2.2.1.7: საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახალი სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვა ინდიკატორი: დანერგილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახალი სტანდარტი რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, გაფართოვდა საკასაციო სასამართლოში საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები, გადაწყვეტილების შეუსაბამობა რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა სააპელაციო სასამართლოს ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველია. მიზანი 2.3: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის გაზრდა ამოცანა 2.3.1: .საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მის საფუძველზე შექმნილი პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობა საქმიანობა 2.3.1.1: უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლოებში ადამიანის უფლებათა მრჩევლის კომპეტენციის გაძლიერება საქმიანობა 2.3.1.2: დიდ /კონსულტანტის თანამდებობის შემოღება ინდიკატორი: განახლებულია ადამიანის უფლებათა სფეროში ქართულ და უცხოურ ენებზე არსებული სახელმძღვანელოები; ნათარგმნია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართულ ენაზე და განთავსებულია ელექტრონულ ბაზებზე; 13 უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200-მდე გადაწყვეტილება, გამოიცა 3 კვლევა ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თაობაზე (ირიბი ჩვენებები - საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა; დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თემატური საძიებელი - EUROPEAN COURT OF HUMAN RIGHTS CASE-LAW (Factsheets))3. საერთო სასამართლოების პრაქტიკის განზოგადების მიზნით, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების განყოფილებამ დაამუშავა შემდეგი გამოცემები: ადმინისტრაციულ საქმეებზე 12 ჟურნალი, სამოქალაქო საქმეებზე 12 ჟურნალი და სისხლის სამართლის საქმეებზე 3 ჟურნალი. ასევე გამოიცა 4 წიგნი სამოქალაქო სამართლის აქტუალური საკითხების ირგვლივ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები; ვადები საჯარო სამართალში; ვადები სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხევით) . მიმდინარეობს მემორანდუმის ტექსტის ხელმოწერის პროცედურები, რომლის ფარგლებში საძიებო სისტემის ქართული ინტერფეისის ადმინისტრაციულ მართვას 2 წლის ვადით უზრუნველყოფს HUDOC-ის ჯგუფი. ქართული მხარე კი იღებს ვალდებულებას, რომ წელიწადში 30 სასამართლო გადაწყვეტილება თარგმნოს და მიაწოდოს მოსამართლეებს ქართულ ენაზე. ევროპის საბჭოს პროექტის, „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში შემუშავდა ანალიტიკური განყოფილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სლოვენიელი ექსპერტების ჩართულობით და რეკომენდაციების საფუძველზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართულად ითარგმნა ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - http://catalog.supremecourt.ge/. ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება, გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა კონსულტანტის პოზიცია, რომელიც გააძლიერებს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებას და საერთო სასამართლოებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტუალური საკითხების თაობაზე პრეცედენტულ სამართალსა და კვლევების თაობაზე ინფორმაციას დაამუშავებს და მოსამართლეებს მიაწოდებს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 აპრილის გადაწყვეტილებით # 1/109, რომელიც 2016 წლის მაისიდან ამოქმედდა შეიცვალა აპარატის სტრუქტურა და შეიქმნა „ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადების და სტატისტიკის სამსახური“, რომლის ერთ-ერთი ფუნქციას 3 წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართულად ითარგმნა ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 14 საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გადაწყვეტილებების თარგმნა და მიწოდება მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა აქტუალური საკითხების ირგვლივ. საქმიანობა 2.3.1.3: მოსამართლეთა ტრეინინგების ჩატარება ინდიკატორი: ჩატარებულია ტრეინინგები მოსამართლეების, თანაშემწეებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელთათვის. 2016 წელს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ განხორციელდა 93 ტრენინგი, რომელშიც ჯამურად მონაწილეობა მიიღო 1524-მა მონაწილემ (გენდერული ბალანსი: 31% კაცი, 69% ქალი). ჯამური 93 აქტივობიდან, მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეებისთვის განხორციელდა 67 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1124-მა მონაწილემ; სასამართლოს სხვა მოხელეთათვის განხორციელდა 26 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-მა მონაწილემ4. საქმიანობა 2.3.1.4: შიდა პრეცედენტულ სამართლის მონაცემთა ბაზაში არსებული საქმეების რაოდენობის ზრდა, პროგრამის მოხმარების სიხშირის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შექმნა და მისი შედარების საფუძველზე შემდგომი გაუმჯობესება, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის კრებულების გამოცემა. ინდიკატორი: შექმნილი პროგრამის მოხმარების სიხშირის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2016 წელს 3 გამოცემა დაამუშავა, რომელიც ვებ-გვერდზე და ასევე ბეჭდური სახით არის ხელმისაწვდომი მოსამართლეებისთვის:  დისკრიმინაციის აკრძალვა გადაწყვეტილებებში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5  ირიბი ჩვენებები საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა.6  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ფარგლებში დამუშავდა და გამოიცა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თემატური საძიებელი სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2014, 2015 და 2016 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების.7 მიმდინარეობს HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ქართულენოვანი ინტერფეისისთვის მონაცემების თარგმნა. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულია 2016 წელს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც მომზადდა პრაქტიკის შესწავლისა და 4 დეტალური ინფორმაცია მოსამართლეებისთვის განხორციელებული ტრეინინგების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.hsoj.ge/uploads/Uploads/2016_wlis_statistika.pdf 5 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/diskriminacia1.pdf 6 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/saertashoriso-kvlevebi3.pdf 7 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/tematuri_sadziebeli2016.pdf 15 განზოგადების განყოფილების მიერ, კერძოდ სამოქალაქო საქმეებზე 5 გამოცემა8, ადმინისტრაციულ საქმეებზე 4 გამოცემა9 და სისხლის სამართლის საქმეებზე 1 გამოცემა. 10 დამატებით განახლდა სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი განმარტებების საძიებო ბაზა და დაემატა 2016 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. 11 ამოცანა 2.3.2: სასამართლოების ეფექტიანობის განმსაზღვრელი მეთოდების დანერგვა. საქმიანობა 2.3.2.1: თანამშრომელთა (მოსამართლეები, აპარატი) რაოდენობისა და ფინანსური რესურსების ადეკვატურობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დანერგვა; ინდიკატორი: სასამართლოს საქმიანობის შექმნილია/მეთოდოლოგია დანერგილია ეფექტიანობის მაჩვენებელი ბაზა 2016 წლის მარტის თვეში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და CEPEJ-ის მეთოდოლოგიის საფუძველზე საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის გამოთვლის თაობაზე კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 28 მარტის სხდომაზე განხორციელდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით საერთო სასამართლოების სისტემაში 2017 წლიდან გაიზარდა შტატების რაოდენობა, კერძოდ, 40-40 ერთეული დაემატა მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების შტატების რაოდენობას. უზენაესი სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორცილდა უზენაესი სასამრთლოს აპარატის სტრუქტურის ანალიზი და შემუშავდა უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტი. პროექტის განხორციელების პროცესშია. პროექტის „მართლმსაჯულების შემუშავებას სისტემის მხარს უჭერდა დამოუკიდებლობისა ევროპის და საბჭოს ეფექტიანობის პროექტი გაძლიერება საქართველოში“. საქმიანობა 2.3.2.2: სასამართლო სისტემაში სამუშაო ანალიზისა და სამუშაო აღწერის დოკუმენტების შედგენის მიზნით საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობა; ინდიკატორი: სასამართლო მოვალეობები გაწერილია; სისტემის აპარატის http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqo-krebuli1.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqo-krebuli2.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqo-krebuli3.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqo-krebuli4.pdf 9 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-administr-krebuli1.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-administr-krebuli2.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-administr-krebuli3.pdf 10 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-sisxli-krebuli1-3.pdf 11 http://www.supremecourt.ge/court-decisions/ http://www.supremecourt.ge/ganmartebebi/ http://praqtika.supremecourt.ge/ 8 16 თანამშრომლების უფლება- საქმიანობა 2.3.2.3: მოსამართლეებისათვის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის შემუშავება და დანერგვა; ინდიკატორი: შემუშავებულია და დანერგილია ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა ამოცანა 2.3.3: სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის, საჯაროობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა საქმიანობა 2.3.3.1: საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ნორმატიულ აქტებში ცვლილებების უზრუნველყოფა, სასამართლო გადაწყვეტილებათა საჯაროობის და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინდიკატორი: შემუშავებული რეკომენდაციები და ნორმატიული აქტები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2015 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თაობაზე სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში სამი ინსტანციის მოსამართლეები, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტების წარმომადგენლები შედიოდნენ. სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო დაედგინა საერთაშორისო სტანდარტები, ასევე გამოეკვლია ადგილობრივი კანონმდებლობა, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების მიზნით და შეემუშავებინა რეგულაცია ონლაინ მონაცემთა ბაზაში სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სტანდარტის თაობაზე. ევროსაბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშირისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ ფარგლებში 2016 წელს განხორციელდა ინგლისელი ექსპერტის გრეჰემ სუტონის ვიზიტი, რომელმაც რეკომენდაციები მოამზადა სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით, პირთა პირადი მონაცემების დაცვის თაობაზე. ამავე პროექტის ფარგლებში მარტის თვეში განხორციელდა სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა სლოვენიელი ექსპერტთან ერთად (ყოფილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ნატაშა პირს მუსარი), რომელიც დაეხმარა სამუშაო ჯგუფს, შემუშავებული დოკუმენტის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. რეგულირება ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა პირადი მონაცემების დაცვით გადაწყვეტილებების ერთიანი ბაზის „ადამიანის უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას info.court.ge -ს საშუალებით. ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშირისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში გადამზადნენ საერთო სასამართლოების 17 საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, სლოვენიელი ექსპერტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში. საქმიანობა 2.3.3.2: სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის მეთოდოლოგიის, კრიტერიუმებისა და სტანდარტების შემუშავება ინდიკატორი: შემუშავებულია მეთოდოლოგია და კრიტერიუმები საქართველოს უზენაესი თანამშრომლობის სასამართლო ფონდთან (GIZ), თანამშრომლობს რომლის გერმანიის ფარგლებში საერთაშორისო საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობით შექმნილია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების მეთოდოლოგიის, სტანდარტების და კრიტერიუმების თაობაზე სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის ფარგლებში, დრეზდენის და ჰამბურგის სასამართლოს მოსამართლეები საკონსულტაციო წინადადებებს წარუდგენენ მოსამართლეებს და განიხილავენ დასაბუთების მეთოდოლოგიის თაობაზე გერმანულ და ქართულ გამოცდილებას. აღნიშნულის თაობაზე სამუშაო შეხვედრები - 15-16 აპრილს და 8 ივნისს გაიმართა. საქმიანობა 2.3.3.3: Bench-bar ის საქმიანობის განახლება და გააქტიურება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ინდიკატორი: Bench-Bar ის შეხვედრათა რაოდენობა. 11 თებერვალს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა მოწმის დაკითხვის ახალ წესზე (Bench & Bar), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა. 18-19 ივნისს გაიმართა ტრეინინგი ირიბი მტკიცებულებების გამოყენების თაობაზე მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის და პროკურორებისთვის ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავებული გადაწყვეტილებების გაცემის წესის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. 3. პროკურატურა მიზანი 3.1: .პროკურატურის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სამართლიან, ეფექტიან და გამჭვირვალე სისხლისსამართლებრივ დევნას და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული ამოცანა 3.1.1: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიება და კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკა საქმიანობა 3.1.1.1: პროკურორების გაძლიერება 18 ინდიკატორი: გავრცელებული დანაშაულების ანალიზების მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა სხვადასხვა მუხლით დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეები და განხორციელდა მათი ანალიზი. კერძოდ, გაანალიზდა 2015 წლის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გამოძიება დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, ოჯახური დანაშაულის საქმეები, 2014-2015 წლებში ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობისა და ქალთა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეები, 20152016 წლების განმავლობაში ქორწინების იძულების მუხლით გამოძიება დაწყებული საქმეები, 2013-2016 წლებში ნარკოტიკული დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლები) საქმეები, კორუფციული დანაშაულები. შესწავლილ იქნა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც 2016 წლის იანვარი-ივნისის განმავლობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო/საპატიმრო გირაო, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც 2016 წლის თებერვალი-მარტის განმავლობაში ჩატარდა მოწმის/დაზარალებულის ნებაყოფლობით გამოკითხვა. ზემოაღნიშნული ანალიზები, რომლებიც იძლევა პრობლემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, საფუძვლად დაედო მთავარი პროკურატურის მიერ სახელმძღვანელო რეკომენდაციების მომზადებას, რომელთა შესრულებაზე მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი. საქმიანობა 3.1.1.2: გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვა ინდიკატორი: გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო გამოცემულია და დანერგილია პრაქტიკაში; საპროკურორო საქმიანობის/საპროცესო დოკუმენტების მონიტორინგი; საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, შეიქმნა პროკურორებისა და შს სამინისტროს გამომძიებლებისგან სამუშაო ჯგუფი, რომლის მიერაც მომზადდა გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოში გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების პროცედურები (მათი ჩატარების მეთოდოლოგია) - ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების დაგეგმვის, მომზადებისა და ჩატარების სტადიები. სახელმძღვანელო არის 600 გვერდამდე მოცულობის. აღნიშნული სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, დაგეგმილია მისი წიგნის სახით დაბეჭდვა, რომლის შემდგომაც მოხდება შესაბამისი სასწავლო მოდულის შემუშავება. საქმიანობა 3.1.1.3: ცალკეულ დანაშაულთა შესწავლისა და პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად პროკურორებისათვის რეკომენდაციების მომზადება. ინდიკატორი: რეკომენდაციები მომზადებულია. 2016 წლის დასაწყისში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე“. რეკომენდაციამ ხელი 19 შეუწყო სიძულვილის მოტივის დასაბუთების პრაქტიკას, რის შედეგადაც, 2016 წლის ივნისიდან სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა დადასტურდა 8 სისხლის სამართლის საქმეზე. 2016 წელს შემუშავდა რეკომენდაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების თაობაზე“, რომელშიც გაწერილია გამოძიების მიმდინარეობისას პროცესის მონაწილე შშმ პირთა დაცვის გარანტიები და მათი სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელი გარემოებები. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა რეკომენდაცია, რომელიც გადაეგზავნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს, მათ მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ შესწავლისა და განხილვის მიზნით. მიღებული შენიშვნების შესაბამისად, მოხდება რეკომენდაციის საბოლოო ვერსიის დანერგვა საქართველოს პროკურატურის სისტემაში. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დანაშაულთა კვალიფიკაციის საკითხის მართებულად გადაწყვეტისა და სწორი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკითხები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის კუთხით პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტები. საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემუშავდა და 2016 წლის ივლისიდან მოქმედებს რეკომენდაციები კონკრეტული გარემოებების არსებობისას ბრალდებულის მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების სახისა და საპროცესო შეთანხმებისას გამოსაყენებელი სარეკომენდაციო პირობების შესახებ. რეკომენდაციის შემუშავებას საფუძვლად დაედო კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზი, ცალკეულ დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიების და სასჯელის გამოყენების არსებული სასამართლო პრაქტიკა. საქმიანობა 3.1.1.4: სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკის ანალიზი ინდიკატორი: ანალიზი გაკეთებულია საქართველოს პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველო ყოველ 6 თვეში ერთხელ ახდენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკის გაანალიზებას. ანალიზში აისახება სტატისტიკური მონაცემები: რამდენი არასრულწლოვანი, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი და 21 წლის ზემოთ ასაკის პირი იქნა განრიდებული და სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე. გარდა სტატისტიკური ინფორმაციისა, ანალიზი უკეთდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების (განრიდება/განრიდება-მედიაცია) შინაარსობრივ მხარეს, მაგალითად: გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლების გამოვლენიდან რამდენ ხანში იქნა მიღებული პირის (არასრულწლოვანი, 1820 დან 21 წლამდე ასაკი პირი) მიმართ განრიდების გადაწყვეტილება; რა ხანგრძლივობით და რა პირობებით ხდება განრიდების ხელშეკრულების გაფორმება; როგორია განრიდების ხელშეკრულების დარღვევის და განრიდებულის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი; დაზარალებულთა ჩართულობა განრიდების პროცესში და მედიაციის მაჩვენებლის განსაზღვრა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ხდება ძირითადი პრობლემების და ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება და ტრენინგების დაგეგმვა. საქმიანობა 3.1.1.5: სამართლებრივი წერის სახელმძღვანელოს გამოცემა სამართლებრივი წერის ერთიანი სტანდარტის დასანერგად ინდიკატორი: სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო გამოცემულია პროკურატურის წარმომადგენლების, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ექსპერტების მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია პროკურორებისათვის პრაქტიკულ საქმიანობაში დახმარება და ცალკეული დოკუმენტების შედგენის ერთიანი სტანდარტის დაწესება. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ყველა იმ ძირითადი საპროცესო დოკუმენტის წერის სტანდარტი, რომლის შედგენაც უწევს პროკურორს გამოძიების ეტაპზე და საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა ტრეინინგ მოდული და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა სამართლებრივი მართლწერის ტრენერთა ტრენინგი. მომზადდა 12 პროკურატურის შიდა ტრენერი, რომლებიც უძღვებიან/გაუძღვებიან ტრენინგებს. 2016 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა სამართლებრივი მართლწერის ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც გადამზადება გაიარა 71-მა პროკურორმა. 2017 წლის ბოლომდე აღნიშნულ თემაზე დაგეგმილია ყველა პროკურორის გადამზადება, კერძოდ, სულ განხორციელდება 14 ჯგუფის ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდება 290-მდე პროკურორი. საქმიანობა 3.1.1.6: იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელოს შემუშავება. ინდიკატორი: სახელმძღვანელო შემუშავებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავდა იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო, რომელიც ექსპერტიზისთვის გადაეგზავნა ევროკავშირის სამუშაო ჯგუფს. ამოცანა 3.1.2: პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება საქმიანობა 3.1.2.1: საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის განვითარება ინდიკატორი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება; „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების რაოდენობა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებების რაოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა რაოდენობა. 21 მეათე წელია, რაც საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩართულია „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის კამპანიაში. დღესდღეობით, პროექტი ხორციელდება საქართველოს 20 რაიონულ პროკურატურაში კერძოდ: მცხეთის, ხაშურის, გორის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ახალციხის, ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერის, თელავის, გურჯაანის, ბოლნისის, მარნეულის, რუსთავის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთისა და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიაზე. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია; პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა; სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება; საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობისა და კანონმდებლობაში არსებული სიახლეების შესახებ. პროექტში ჩართულ 20 რაიონში ხორციელდება სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები, ასევე, ეწყობა სხვადასხვა სახის სოციალური აქციები, მათ შორის საქველმოქმედო, დასაქმების, გამწვანების, დასუფთავების და სხვა სახის ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიებების სამიზნე ჯგუფს ძირითადად წარმოადგენენ არასრულწლოვნები და ახალგაზრდები, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასევე პრობაციონერებს და კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდებს. 2017 წელს ზემოაღნიშნულ პროექტში საქართველოს ყველა რაიონული პროკურატურა იქნება ჩართული. 2016 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ სულ ჩატარდა 178 ღონისძიება, მათ შორის 149 საგანმანათლებო, 7 კულტურული, 12 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება. ასევე ჩატარდა 10 სხვადასხვა სახის სოციალური აქცია. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 6166 პირმა. 2016 წლის ოქტომბერში პროექტში ჩართული რაიონული პროკურატურების ორგანიზებით მოეწყო „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კვირეული“, რომლის ფარგლებში პროკურორებმა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლებში ჩაატარეს ლექციასემინარები არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულებისა და ასევე, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ. საქმიანობა 3.1.2.2: ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების რიცხობრივი და ხარისხობრივი/შინაარსობრივი შესწავლა და კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე 2015 წლის ანგარიში წარდგენილია. 2016 წლის ანგარიშის წარდგენა მოხდება 2017 წლის პირველ ნახევარში. საქმიანობა 3.1.2.3: დანაშაულის პრევენციის ადგილობრივი საბჭოების სხდომების გააქტიურება 22 ინდიკატორი: რაოდენობა ადგილობრივი საბჭოების სხდომების რაოდენობა. ბრიფინგების 2016 წლის მარტში საქართველოს პროკურატურაში დაიწყო ახალი პროექტი ,,ადგილობრივი საბჭოები“. „ადგილობრივი საბჭო“ წარმოადგენს რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს. საბჭოში გაწევრიანებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები. საბჭოს ძირითადი ფუნქციაა რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა, რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ინიციატივების შემუშავება, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა. 2016 წელს ადგილობრივი საბჭოს სხდომები ჩატარდა: ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისში, ხელვაჩაურში, თელავში, ახალქალაქში, გურჯაანში, სიღნაღში, გორში. შეხვედრის მონაწილეებს, რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი საბჭოს ფუნქციებისა და მიზნების შესახებ, ასევე წარედგინათ მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებსა და მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე. საბჭოს ფარგლებში რაიონებში არაერთი პრევენციული ღონისძიება გაიმართა (მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებთან), რომელშიც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლების გარდა აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. საქმიანობა 3.1.2.4: რიგითი პროკურორის დანიშვნისა და დაწინაურების წესის დახვეწა ინდიკატორი: შესაბამისი განხორციელებულია. პროცედურა გადახედილია, ცვლილებები საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, პროკურატურის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, პროკურატურის მუშაკთა დაწინაურების საკითხის განხილვის მიზნით, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭომ უკვე განიხილა რამდენიმე პირის დაწინაურების საკითხი და მთავარ პროკურორს მიაწოდა კონკრეტულ პირთა დაწინაურების რეკომენდაცია, რაც მთავარი პროკურორის მიერ სრულად იქნა გაზიარებული. საქართველოს პროკურატურამ ასევე დაასრულა პროკურორთა შეფასების სისტემაზე მუშაობის პირველი ეტაპი. გაიწერა რაიონული და საოლქო პროკურატურის პროკურორების შეფასების კრიტერიუმები. 2017 წლის 1 იანვრიდან პროკურორების შეფასება განხორციელდება წელიწადში ერთხელ. შეფასების შედეგები მხედველობაში იქნება მიღებული პროკურორთა დაწინაურების საკითხის გადაწყვეტისას. პროკურორთა დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურები გაწერილია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონით. დღეის მდგომარეობით პროკურორებად ძირითადად ინიშნებიან სტაჟირების გავლის შემდეგ (აღნიშნული პროცედურები დეტალურად არის 23 გაწერილი სტაჟირების გავლის წესში). ძალიან მცირეა იმ პირთა რაოდენობა (წლის განმავლობაში რამდენიმე), რომლებიც სტაჟირების გავლის გარეშე გადმოყვანილ იქნენ სხვა სამართალდამცავი ორგანოებიდან. საქართველოს პროკურატურის 2017-2018 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ამ მიმართულებით ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც მეტ სიცხადეს შეიტანს პროკურორთა მიღების წესში. ამოცანა 3.1.3: კონტროლის ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც მიუკერძოებელი და ეფექტიანი საზედამხედველო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქმიანობა 3.1.3.1: პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა ინდიკატორი: შეფასების სისტემა დანერგილია; შეფასებულ პროკურორთა რაოდენობა. საქართველოს პროკურატურამ დაასრულა პროკურორთა შეფასების სისტემაზე მუშაობის პირველი ეტაპი. გაიწერა რაიონული და საოლქო პროკურატურის პროკურორების შეფასების კრიტერიუმები. დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით. პროკურორების შეფასება წელიწადში ერთხელ განხორციელდება შემდეგი მიმართულებით: ა) პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტურობა. ამ მიზნით შემოწმებას დაექვემდებარება პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სისხლის სამართლის საქმეები; ბ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი. ამ მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება სასამართლო სხდომების პერიოდული მონიტორინგი; გ) პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტების ხარისხი დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის კუთხით; დ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში პროკურორის მუშაობის ხარისხი; ე) პროკურორის დისციპლინა და მის მიერ ეთიკის ნორმების დაცვა; ვ) პროკურორის სხვა აქტივობები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული უშუალოდ საპროკურორო საქმიანობასთან. მაგ.: პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა; ზ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგზე მიღწეული შედეგები; თ) პროკურორის დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული და სასამართლოში განხილულ საქმეთა რაოდენობისა და სირთულის მიხედვით; ი) შეფასდება პროკურორი ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერაც წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტის შეფასების შედეგები შეჯამდება და მოხდება თითოეული პროკურორის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების ერთიანი შეფასება. შეფასების შედეგები მხედველობაში იქნება მიღებული პროკურორთა დაწინაურების, წახალისების საკითხის გადაწყვეტისას. შეფასების პროცესში გამოვლენილი დარღვევების 24 შემთხვევაში, მასალები შესასწავლად გაეგზავნება მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. პროკურატურის სისტემაში შეფასების სისტემის დანერგვა მინიმუმამდე დაიყვანს პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკებს, გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და გაზრდის ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობას. 2017 წლის პირველ ნახევარში გაიწერება მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მენეჯერების შეფასების კრიტერიუმები. საქართველოს პროკურატურამ პროკურორთა შეფასების სისტემაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მისი შემუშავების პროცესში ჩართული იყო პროკურატურის ყველა მუშაკი. აღნიშნული დოკუმენტის პროექტი საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში გააცნო ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შენიშვნების დიდი ნაწილი ასახულია დამტკიცებულ დოკუმენტში. საქმიანობა 3.1.3.2: პროკურატურის მუშაკთა ახალი ეთიკის კოდექსის მიღება ინდიკატორი: ეთიკის კოდექსი მიღებულია პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსზე მუშაობა დასრულებულია. უახლოეს პერიოდში პროკურატურის მუშაკთა ახალი ეთიკის კოდექსი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს იუსტიციის მინისტრს. საქმიანობა 3.1.3.3: პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამჭვირვალე სისტემის დანერგვა ინდიკატორი: პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამჭვირვალე სისტემა დანერგილია (სახალხო დამცველის შეფასება); საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, პროკურატურის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა განხილვის მიზნით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. მიმდინარე წელს ჩატარდა საკონსულტაციო საბჭოს ცხრა სხდომა, რომლის ფარგლებშიც გენერალურმა ინსპექციამ საკონსულტაციო საბჭოს წარუდგინა სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა პროკურატურის 42 მუშაკის მიმართ. საკონსულტაციო საბჭომ ხმათა უმრავლესობით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეწონილად მიიჩნია 23 მათგანის მიმართ. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ - საქართველოს მთავარმა პროკურორმა გაითვალისწინა საბჭოს ყველა რეკომენდაცია და დისციპლინური სახდელი დააკისრა პროკურატურის მხოლოდ ზემოაღნიშნულ 23 მუშაკს. საკონსულტაციო საბჭოზე დასწრებისა და ახსნა-განმარტების მიცემის უფლება აქვს იმ პირს, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება. 25 საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მე-4 რაუნდის მონიტორინგის 2016 წლის 15 სექტემბრის ანგარიშში. ანგარიშში მითითებულია, რომ მეტწილად შესრულებულია წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაცია პროკურორების სამსახურიდან დათხოვნისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების პროცედურების გადახედვის თაობაზე. ამოცანა 3.1.4: პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქმიანობა 3.1.4.1: პროკურორებისთვის სხვადასხვა თემებზე ტრენინგების ჩატარება ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სასწავლო კურსები განხორციელებულია საქართველოს პროკურატურის სისტემის ყველა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებისათვის. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე გადამზადებულია პროკურატურის სისტემის სტაჟიორები და ახალდანიშნული პროკურორები. 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, საქართველოს პროკურატურის სისტემის ყველა სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა 44 სხვადასხვა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროკურატურის 737-მა თანამშრომელმა. მათ შორის, იყვნენ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, პროკურორები, პროკურატურის გამომძიებლები, სტაჟიორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. საქმიანობა 3.1.4.2: მოწმის გამოკითხვის წესის დახვეწა და პროკურორთა გადამზადება ინდიკატორი: შესაბამისი გადამზადებულია ცვლილებები ინიცირებულია; პროკურორები განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების პრაქტიკაში სწორი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება გაიარა საქართველოს პროკურატურის 429 პროკურორმა და გამომძიებელმა. ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები. 2016 წლის განმავლობაში დაკითხვის/გამოკითხვის ტექნიკების კუთხით გადამზადება გაიარა 55-მა პროკურორმა და პროკურატურის გამომძიებელმა. ამოცანა 3.1.5: პროკურატურის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და სასწავლო პროგრამების შემუშავება საქმიანობა 3.1.5.1: სპეციალური ელექტრონული პროგრამის შექმნა ტრენინგების საჭიროებების ანალიზისათვის ინდიკატორი: ელ. პროგრამა შემუშავებულია; 26 ტრენინგ საჭიროებათა ანალიზის ელექტრონული პროგრამის პროექტზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს მუშაობა. საქმიანობა 3.1.5.2: სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია; შემუშავდა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების განვითარების სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით. შემუშავებულია ასევე სამოქმედო გეგმა. საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას, ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას კოლეგიური ორგანოების მნიშვნელობის გაზრდას, ადამიანის უფლებების დაცვას, პროკურორთა მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნას, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწას, საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებას. საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის სტრატეგიაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მისი შემუშავების პროცესში ჩართული იყო პროკურატურის ყველა მუშაკი. აღნიშნული დოკუმენტის პროექტი საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში გააცნო სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შენიშვნების დიდი ნაწილი ასახულია დამტკიცებულ დოკუმენტში. საქმიანობა 3.1.5.3: ბიბლიოთეკის აღჭურვა შესაბამისი ლიტერატურით ინდიკატორი: ბიბლიოთეკა აღჭურვილია ეტაპობრივად ხდება საქართველოს პროკურატურის ბიბლიოთეკის შესაბამისი ლიტერატურით შევსება. ეტაპობრივად ხდება საქართველოს პროკურატურის ბიბლიოთეკის შესაბამისი საქმიანობა 3.1.5.4: ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა ინდიკატორი: ბიბლიოთეკა შექმნილია ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს მუშაობა. 27 4. ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში მიზანი 4.1: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება ამოცანა 4.1.1: პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების სისტემატური გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა საქმიანობა 4.1.1.1: მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული მოქმედი კანონმდებლობისა ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და შიდა რეგულაციების მომზადება და ინიცირება. ინდიკატორი: მომზადებული და ინიცირებული ცვლილებები; პატიმართა სამართლებრივი გარანტიების გაძლიერების მიზნით მომზადებული და ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები. მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი რომელიც, ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებს (სულ 19 კანონის პროექტი). ცვლილებათა პაკეტი კანონმდებლობის ემსახურება საერთაშორისო სასჯელის აღსრულების სტანდარტებთან სფეროში დაახლოებას, საქართველოს ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ინიცირებულია პარლამენტში და გადის საკომიტეტო მოსმენებს, მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:  თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის გაუქმება;  სრულწლოვანთათვის არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის შემოღება.  ბრალდებულ/მსჯავრდებულის მიერ რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლების ახლებურად ჩამოყალიბება.  უმაღლესი განათლების მიღების უფლება გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ადმინისტრაციული პატიმრობის მსჯავრდებულებისათვის.  პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შემცირება.  პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად ჩამოყალიბება.  პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის დახვეწა. 28  უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის დახვეწა.  პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება.  ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა უფლება უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ბავშვის მიერ ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში.  სასჯელის აღსრულების გადავადების მექანიზმის ცვლილება.  ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმის დახვეწა. ამასთანავე, კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადდა დაახლოებით 166 კანონქვემდებარე აქტში ცვლილება, რომელიც მოიცავდა ასევე ახალი კანონქვემდებარე აქტების მიღებას. მითითებული აქტებიდან მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის კუთხით აღსანიშნავია შემდეგი აქტები:  "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 31 დეკემბერის №01-53/ნ/№166 ბრძანება;  "პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 30 ნოემბრის №148/№01-47/ნ ბრძანება;  "პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი დაზიანების მოპყრობის აღრიცხვის შედეგად წესის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანება;  "არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ბრძანება;  "საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №123 ბრძანება; 29  "ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანება;  "პატიმრობისა და დამოკიდებული თავისუფლების პირებისთვის აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 14 ივლისის №92 №01-26/ნ ბრძანება;  "ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვალი №13 ბრძანება. საქმიანობა 4.1.1.2: ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული მოქმედი კანონმდებლობის ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი ხარვეზების გამოვლენა ინდიკატორი: მომზადებულია ანგარიში ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული კანონმდებლობის ხარვეზების შესახებ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პერიოდულად სწავლობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველისგან მოწოდებული რეკომენდაციებს, რომლითაც ადგენს არსებული კანონმდებლობის ხარვეზებს. ამასთან, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გარკვეული ნაწილი ეხება ასევე ბრალდებულთა უფლებებსაც. საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებულია ბრალდებულთა უფლებებიც, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება ექნება ისარგებლოს ტელევიზორით ან/და რადიომიმღებით, განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობისა, როცა ეს უფლება პატიმრებს მხოლოდ წახალისების შემთხვევაში ეძლევათ. ეს ცვლილება შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და პირდაპირ ემსახურება ევროპის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მომუშავე კომიტეტის რეკომენდაციის შესრულებას. ამოცანა 4.1.2: სასჯელაღსრულებისა დაწესებულებებში გადატვირთულობის პრევენცია საქმიანობა 4.1.2.2: პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირება ინდიკატორი: პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის სტატისტიკა 2016 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლდა 959 მსჯავრდებული (მათ შორის: 903 კაცი მსჯავრდებული, 46 ქალი მსჯავრდებული და 10 არასრულწლოვანი). სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით - თავისუფლების შეზღუდვით შეეცვალა 51 სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულს, ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილი 30 საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეეცვალა 4 მსჯავრდებულს (მათ შორის: 3 სრულწლოვან კაცსა და 1 ქალს). ამოცანა 4.1.3: მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, რისკების შეფასების და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის დანერგვა და სრულყოფა საქმიანობა 4.1.3.1: მულტიდისციპლინური გუნდის მიერ რისკის შეფასება და მსჯავრდებულთა განთავსება შესაბამის დაწესებულებებში ინდიკატორი: რისკის შესაბამისად კლასიფიკაციის ინსტრუმენტი დანერგილია; რისკის შეფასების შემდეგ ყველა მსჯავრდებული განთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დაიწყო მსჯავრდებულთა შეფასება საშიშროების რისკის მიხედვით და მათი გადანაწილება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში. რისკის შეფასებას უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდი, რომელშიც წარმოდგენილია: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები. სამინისტროს აღებული აქვს ვალდებულება, რომ რისკის შეფასების პროცესი დასრულდეს 2017 წლის პირველ იანვრამდე. 2016 წელს მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდმა N2, N3, N6, N7, N8, N14, N15, N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ 3723 მსჯავრდებულს განუსაზღვრა რისკი, რაც მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 45%-ს წარმოადგენს. საქმიანობა 4.1.3.2: საშიშროების რისკის მიხედვით მსჯავრდებულთა შეფასების ინსტრუმენტის შემდგომი დახვეწა. ინდიკატორი: ქცევაზე დაფუძნებული რისკის შეფასების ინსტრუმენტში შეტანილი ცვლილებები მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი რეგულირდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებით. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ა.შ.შ-ს ექსპერტებთან ერთად. ცვლილება მოიცავს მსჯავრდებულთა ობიექტური კლასიფიკაციის სისტემის კრიტერიუმებისა და კვლევის მეთოდების შემუშავებას. იცვლება რისკების შეფასების სისტემა. რისკების დადგენა, შეფასება და გადაფასება დამოკიდებული იქნება მსჯავრდებულის მიერ დაგროვებულ ქულებზე, რომელიც მიუთითებს მისი საშიშროების რისკის ხარისხზე. საქმიანობა 4.1.3.3: მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის ეტაპობრივი დანერგვა დაწესებულებებში 31 ინდიკატორი: 2016 წელს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა უზრუნველყოფილია მინიმუმ 8 დაწესებულებაში, 2017 წელს დანერგილია დამატებით 3 დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მიდგომის იმპლემენტაცია პენიტენციურ სისტემაში სრულწლოვანთა მიმართ დაიწყო 2015 წელს.  N16 დაბალი რისკის დაწესებულებებში მიმდინარეობს მსჯავრდებულთა სრული ჩართულობით 2015 წლიდან;  N5 ქალთა დაწესებულებაში დაინერგა 2015 წელს, ჩართულია მსჯავრდებულთა 80%;  N6 დაწესებულებაში მომზადდა მულტიდისციპლინური გუნდი;  N12 დაწესებულებაში 2015 წლის ბოლოს დაიწყო მიდგომის იმპლემენტაცია, ჩართულია 20 ბენეფიციარი; 2016 წელს მომზადდა მულტიდისციპლინური გუნდები და დაიწყო მიდგომის იმპლემენტაცია შემდეგ დაწესებულებებში:  N17 დაწესებულება, ჩართულია 10 ბენეფიციარი;  N6 დაწესებულებაში მომზადდა მულტიდისციპლინური გუნდი;  N8 დაწესებულება, ჩართულია 17 ბენეფიციარი;  N18 დაწესებულება, ჩართულია 3 ბენეფიციარი;  N19 დაწესებულება, ჩართულია 4 ბენეფიციარი;  N15 დაწესებულება, მომზადდა მულტიდისციპლინური გუნდი, უახლოეს პერიოდში დაიწყება მიდგომის დანერგვა. ამოცანა 4.1.4: პატიმართა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ საჩივრების, დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით. საქმიანობა 4.1.4.1: საინფორმაციო მსჯავრდებულთა ბროშურების და დაბეჭდვა ბრალდებულთა უფლებების და სასჯელაღსრულების დარიგება შესახებ დაწესებულებებში (აზერბაიჯანულ, სომხურ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, არაბულ და სპარსულ ენებზე); ინდიკატორი: პატიმართა უფლებების შესახებ დარიგებული სხვადასხვა ენოვანი 400 საინფორმაციო ბროშურების რაოდენობა; პატიმართა უფლებების შესახებ მომზადებულია და დაბეჭდილია ბროშურები: - 5000 ბროშურა სრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ქართულ ენაზე; - 500 ბროშურა სრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ 5 ენაზე (აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, რუსული და ინგლისური); ბროშურები განთავსებულია ყველა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკებში. ასევე მსჯავრდებულები სოციალური მუშაკების მიერ არიან ინფორმირებულნი და სურვილის/მოთხოვნის შემთხვევაში მათ გადაეცემათ შესაბამისი ბროშურა. საქმიანობა 4.1.4.2: საგანმანათლებლო კონსულტაციების ან/და ჯგუფური შეხვედრების გამართვა პატიმართათვის, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად 32 ინდიკატორი: საგანმანათლებლო ჩართულია 400 მსჯავრდებული. კონსულტაციებსა და ჯგუფურ შეხვედრებში სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ მომზადდა ტრენინგ მოდული ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ. პროგრამა დაინერგა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ტრენინგი გაიარა 513-მა მსჯავრდებულმა, მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ხოლო ქალ მსჯავრდებულებმა “ბანგკოკის წესების” გათვალისწინებით. ამოცანა 4.1.5: პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქმიანობა 4.1.5.1: გასაჩივრების არსებული მექანიზმის ხარვეზების შესწავლა; გასაჩივრების მექანიზმის შესწავლის შემდგომ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ინდიკატორი: მოხსენება (ანგარიში) გასაჩივრების არსებულ მექანიზმებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ; ანგარიშის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გარანტირებულია პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გასაჩივრების უფლება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან ხდება საჩივრის წარდგენა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში. ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია საჩივრის ყუთები. ამასთანავე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმების მიზნით, სისტემური მონიტორინგის სამმართველო ახორციელებს როგორც გეგმურ, ისევე არაგეგმურ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში. 2016 წლის განმავლობაში, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩაატარა 772 სამსახურებრივი შემოწმება პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლისა და შესაძლო დარღვევების ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე სათანადო რეაგირების განხორციელების მიზნით. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინისტრს პენიტენციურ და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი პრობლემური ასპექტების ასახვით წარედგინათ რეკომენდაციები ნაკლოვანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრების თაობაზე. სისტემური მონიტორინგის ჩატარების პრინციპები ნაწილობრივ ჩამოყალიბებულია გენერალური ინსპექციის დებულებაში, რომლის სრულყოფის მიზნით უკვე შემუშავებულია ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. მონიტორინგის ჩატარების მეთოდოლოგიის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების, ექსპერტების რჩევებისა და მონიტორინგის ჩატარების ერთწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით იგეგმება 2017 წელს. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა მუდმივად დგას გენერალური ინსპექციის დღის წესრიგში. 33 მიზანი 4.2: ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გზით ამოცანა 4.2.1: საჭიროებიდან გამომდინარე, არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი პროექტების შემუშავება საქმიანობა 4.2.1.1: საჭიროებისამებრ, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გამართვა და ინვენტარით აღჭურვა, (საშხაპეები, საკანალიზაციო სისტემა, ვენტილაცია, განათება, გათბობის სისტემა, სასეირნო ეზო სავარჯიშო ინვენტარით) ინდიკატორი: კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები; სახალხო დამცველის ანგარიში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს სასჯელაღსრულების პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კერძოდ: ეტაპობრივად მიმდინარეობს სავენტილაციო, საკანალიზაციო, საშხაპეების და ელექტრო განათებების მოწესრიგება, მოქმედი ნორმების შესაბამისად ეწყობა სამედიცინო პუნქტები და დაწესებულებები სისტემატიურად მარაგდება სპორტული სავარჯიშო ინვენტარით. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში.  N2 დაწესებულება - ყველა საკანში კაპიტალურად გარემონტდა სავენტილაციო სისტემა, საშხაპე ოთახები, მოეწყო სტანდარტების შესაბამისად სამედიცინო ოთახები;  N3 დაწესებულება - საკნების სარემონტო სამუშაოები;  N5 დაწესებულება - აბანოებს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა;  N6 დაწესებულება - მოწესრიგდა საკნების ვენტილაციის სისტემა და აბანოებს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. დასრულდა დაწესებულების საშხაპე ოთახებში სავენტილაციო სისტემების მოწყობა;  N8 დაწესებულება - სარეჟიმო კორპუსების საკნებში დამონტაჟდა ინდივიდუალური გამწოვები;  N9 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა სამედიცინო ოთახები;  N15 დაწესებულება - მსჯავრდებულთა საკნებში შეიცვალა ონკანები;  N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა საშხაპე ოთახები, მოეწყო სპორტული აქტივობებისათვის ღია მოედნები;  N17 დაწესებულება - სამედიცინო ოთახების სარემონტო სამუშაოები. საქმიანობა 4.2.1.2: ხანგძლივი პაემანებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინდიკატორი: ხანგძლივი პაემანებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხანგრძლივი პაემანი ხელმისაწვდომია ყველა სათანადო უფლების მქონე მსჯავრდებულისათვის პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ პატიმართა რბილი 34 ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით რეგულარულად უზრუნველყოფა. მიმდინარე პერიოდში გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი ხანგრძლივი პაემნების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბრალდებულ/მსჯავრდებულთა N8 რბილი პენიტენციურ ინვენტარითა და დაწესებულებაში, ჰიგიენური ასევე საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით შესყიდვების ნაწილი განხორციელებულია, ხოლო ნაწილი პროცესშია და დასრულდება უახლოეს პერიოდში. საქმიანობა 4.2.1.3: პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ პატიმართა რბილი ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით რეგულარულად უზრუნველყოფა. ინდიკატორი: სასჯელაღსრულების თითოეული დაწესებულებისათვის რეგულარულად ხორციელდება საჭირო ინვენტარის გადაცემა. სასჯელაღსრულების თითოეული დაწესებულებისათვის გადაცემული ინვენტარის რაოდენობა. ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით. ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ, პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე სისტემატურად ხდება, კანონმდებლობის შესაბამისად, მათი საჭირო რბილი ინვენტარითა და პირადი ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა. ამოცანა 4.2.2: სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულებების მშენებლობა საქმიანობა 4.2.2.1: განსაკუთრებული რისკის N6 დაწესებულების სრულად ამოქმედება ინდიკატორი: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განსაკუთრებული რისკის N6 დაწესებულება ამოქმედდა, სადაც რისკის შეფასების შესაბამისად ხორციელდება მსჯავრდებულების განთავსება. 2016 წელს გარემონტდა და გაიხსნა N6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები. საქმიანობა 4.2.2.2: დაბა ლაითურის განსაკუთრებული რისკის დაწესებულების აშენება ინდიკატორი: ანგარიში დაწესებულების მშენებლობის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაბა ლაითურის დაწესებულების მშენებლობა დასრულებულია 2017 წელს და შესულია ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობა. მზადდება შემდგომი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება. 2016 წელს სამინისტროს ჰქონდა სამართლებრივი დავა კომპანიასთან, რომელმაც 2015 წელს შეასრულა სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც 2016 წლის სამუშაოების დაწყება დაგვიანდა. ამ ეტაპზე, სამინისტრო მუშაობს შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისათვის. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დაწესებულების გახსნა იგეგმება 2017 წლის მეოთხე კვარტალში. 35 საქმიანობა 4.2.2.3: 14-21 სტანდარტების შესაბამისი წლამდე მსჯავრდებულებისთვის საერთაშორისო სპეციალიზებული სარეაბილიტაციო დაწესებულების მშენებლობის დაწყება. ინდიკატორი: ანგარიში დაწესებულების მშენებლობის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ დასრულდა 14-21 წლამდე მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულების პროექტირება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაწესებულება აშენდება ქ. თბილისში, დიდი ლილოს ტერიტორიაზე და გათვლილია 500 პირზე. საქმიანობა 4.2.2.4: N 7 დაწესებულების რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ინდიკატორი: ანგარიში დაწესებულების რეაბილიტაციის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ. სამინისტრო აქტიურად მუშაობს N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებაზე, რისთვისაც ერთ-ერთი პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამშენებლოსარეკონსტრუქციო სამუშაოები, სადაც განთავსდება N7 პენიტენციური დაწესებულება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები და წინასწარი გათვლებით აღნიშნული დაწესებულება ექსპლუატაციაში შევა 2017 წლის მაისის თვეში. მიზანი 4.3: თავისუფლებააღკვეთილთა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაუმჯობესება ამოცანა 4.3.1: საზოგადოებრივი მისაღების მომსახურების გაუმჯობესება საქმიანობა 4.3.1.1: საზოგადოებრივი მისაღების აშენება და სრულად ამოქმედება იმ დაწესებულებებში სადაც არ ფუნქციონირებს. ინდიკატორი: წელიწადში ერთი დამატებითი საზოგადოებრივი მისაღების ამოქმედება. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გეგუთის N14 პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა. დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. დაწესებულება ექსპლუატაციაში შევა 2017 წლის აპრილის თვეში. საქმიანობა 4.3.1.2: საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლები გადიან გადამზადებას მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში. ინდიკატორი: ყოველ წლიურად საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 30% გადამზადებულია 2016 წელს, მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა გადამზადებისათვის, სასწავლო ცენტრის მიერ განახლებული იქნა არსებული სასწავლო პროგრამა, რომლის მიხედვით დღემდე გადამზადება გაიარა 36 საზოგადოებრივი მისაღების 46-მა თანამშრომელმა (არსებული თანამშრომლების 92%); მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლის ოქტომბერში დაინერგა ახალი მომსახურება „ონლაინ დახმარება“, რომელიც დაემატა სამინისტროს ელექტრონულ საიტს და მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ დახმარება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონსულტანტების მხრიდან ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული სერვისის დამატებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებისათვის, რომლებიც შემდგომში განახორციელებენ ჩეთის მართვას. მომზადება გაიარა - 21 მოსამსახურემ. საზოგადოებრივი მისაღების მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადება გაგრძელდება 2017 წელს. საქმიანობა 4.3.2.1: სამინისტროს ცენტრალური არქივის სრულყოფილად მუშაობა ინდიკატორი: არქივის სამსახური ინფრასტრუქტურითა და ადამიანური დოკუმენტაცია დაარქივებულია უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით; ყველა დაწესებულების 2016 წლის იანვრიდან დღემდე არქივის სამმართველოს საცავი უზრუნველყოფილ იქნა თანამედროვე მოძრავი თარო სტელაჟებით, კარტოთეკის შესანახი სპეციალური კარადებით. საცავი აღიჭურვა თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, სათვალთვალო კამერებითა და სხვა სახის ინვენტარით. სამინისტრომ შეიძინა დოკუმენტაციის შესანახი სპეციალური მუყაოს ყუთები, რომელშიც განთავსდა აღწერილი დოკუმენტაცია. ამჟამად არქივის სამმართველოს საცავში დაცული დოკუმენტაციიდან აღწერილია შემდეგი დოკუმენტები: პირადი საქმეები: ყოფილი N1 დაწესებულების მსჯავრდებულთა პ/საქმეები: 2 897; ყოფილი N5 დაწესებულების მსჯავრდებულთა პ/საქმეები (1930-2008 წწ): 43 940; სპეც. კომენდატურის მსჯავრდებულთა პ/საქმეები: 3 190; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა პ/საქმეები: 1 734; ყოფილი N1, N4 და N5 დაწესებულების თანამშრომელთა პ/საქმეები: 2616. კარტოთეკა (მსჯავრდებულთ პირადი ბარათი ფორმა N1): ყოფილი N1 დაწესებულება: 12 216; ყოფილი N5 დაწესებულება: 100 380; სპეც. კომენდატურა: 787. საქმიანობა 4.3.2.2: საარქივო დოკუმენტაციის შენახვის ვადების გადახედვა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პრინციპების გათვალისწინებით ინდიკატორი: განახლებულია სამინისტროს საქმეთა ნაერთი ნომეკლატურა 37 2015 წლის 31 დეკემბერს შემუშავებული და დამტკიცებული იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების 2016 წლის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურა. ნომენკლატურის შესაბამისად, პირადი საქმეების შენახვის ვადად განისაზღვრა 25 წელი პირის გათავისუფლებიდან. 2015 წლის 31 დეკემბრის მინისტრის N180-ე ბრძანებით დამტკიცდა არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტების დაარქივებისა და განადგურების წესი და პირობები, რომლის თანახმადაც: 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე ბრალდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 4 წლის ვადაში; 2. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე მსჯავრდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 7 წლის ვადაში; 3. მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე მსჯავრდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 8 წლის ვადაში; 4. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 10 წლის ვადაში; თანამშრომელთა დაარქივებული პირადი საქმეების შენახვის ვადად განისაზღვრა 75 წელი. დოკუმენტაციის განადგურების საკითხი ამ ეტაპისთვის არ განხილულა, ვინაიდან აღწერის პროცესი არ დასრულებულა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მინისტრის პროექტზე, რომლითაც განისაზღვრება სრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესი, რომლითაც ასევე დაკონკრეტდება განადგურების ვადები დანაშაულის კატეგორიების შესაბამისად. საქმიანობა 4.3.2.3: საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით არქივის საძიებო პროგრამის შექმნა ინდიკატორი: შექმნილია არქივის საძიებო პროგრამა არქივს გააჩნია აღწერილი დოკუმენტაციის მოცულობითი რეესტრი (ელექტრონული ბაზაექსელი), რომელიც საგრძნობლად აადვილებს დოკუმენტების მოძიების პროცესს. მიზანი 4.4: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია ამოცანა 4.4.1: მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის უზრუნველყოფა საქმიანობა 4.4.1.1: საწარმოო ზონების და დასაქმების მინი კერების შექმნა 38 ინდიკატორი: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახალგახსნილი საწარმოო ზონების და დასაქმების მინი კერების რაოდენობა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საწარმოო ზონების და დასაქმების მინი კერების რაოდენობა ყოველწლიურად გაზრდილია; უზრუნველყოფილია ყოველწლიურად დასაქმებულთა პროცენტული რაოდენობის ზრდა. მსჯავრდებულებს პენიტენციურ სისტემაში აქვთ დასაქმების შესაძლებლობა 3 მიმართულებით: 1. სამეურნეო სამსახური. 2016 წელს დასაქმებული იყო 628 მსჯავრდებული, მათ შორის 28 ქალი; 2. დასაქმების მინი კერები. დაწესებულებაში ფუნქციონირებს სადალაქოები, დასაქმებულია 5 მსჯავრდებული; N15 და N16 დაწესებულებებში გაიხსნა პურის საცხობი და მასში დასაქმებულია 18 მსჯავრდებული. N8 და N14 დაწესებულებებში დაწესებულებაში ფუნქციონირებს მიმდინარეობს საცხობის სამკერვალო სალონი, მშენებლობა; 2016 წელს N5 ქალთა დასაქმდა 35 მსჯავრდებული ქალი. 3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად შექმნილი ნაკეთობების რეალიზაცია: მიმდინარე წლის ივლისის თვეში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვების ვებ გვერდი. ინდივიდუალური საქმიანობით დაკავდა და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლად დარეგისტრირდა 40 მსჯავრდებული. გასაყიდად წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები განთავსებულია სპეციალურად შექმნილ გაყიდვების ვებ გვერდზე online.moc.gov.ge, მიმდინარეობს რეალიზაცია. ამოცანა 4.4.2: მსჯავრდებულთათვის საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამების გაუმჯობესება საქმიანობა 4.4.2.1: ხარისხიანი საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების მიწოდება ინდიკატორი: დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ეფექტურობა დადასტურებულია ბენეფიციართა გამოკითხვის შედეგად 2016 წლის პირველ კვარტალში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა სოციალური აქტივობების საჭიროებების კვლევა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1193-მა მსჯავრდებულმა. საჭიროებათა ანალიზის შედეგად დაიგეგმა 2016 წლის პირველი სასწავლო ეტაპი. სექტემბრის თვეში ჩატარდა სოციალური აქტივობების საჭიროებების კვლევის მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 894-მა მსჯავრდებულმა, დაიგეგმა პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი ციკლი, რომელიც ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდა. 39 მსჯავრდებულთათვის ხარისხიანი პროფესიული საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის ფარგლებში 2016 წელს 1004 ბენეფიციარმა გაიარა მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა. შენიშვნა: დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ეფექტურობასთან დაკავშირებით ბენეფიციართა გამოკითხვას აწარმოებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო, რომელიც არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად აქტივობის თანაგანმახორციელებელი. საქმიანობა 4.4.2.2: სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში განათლების მიღების და ალტერნატიული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობების გაზრდა ინდიკატორი: საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებში ჩართულია პატიმართა 20% საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებში საანგარიშო პერიოდისათვის ჩართული იყო 1325 მსჯავრდებული, რაც წარმოადგენს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 16 პროცენტს. დასახელება მონაწილე მსჯავრდებულთა რაოდენობა სახელობო/პროფესიული სწავლება რეკრეაციული პროგრამა სატრენინგო/საგანმანათლებლო სწავლება კომპიუტერული სასწავლო პროგრამა ჯამი მათ შორის: არასრულწლოვანი ქალი 202 20 59 64 0 788 54 86 271 14 15 1325 88 160 საქმიანობა 4.4.2.3: რისკების შესაბამისად, პატიმართა უზრუნველყოფა უმაღლესი განათლებით ინდიკატორი: შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება; შესაბამისი რისკის მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი განათლების მიღების საშუალებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემა იმ მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2016 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 11-მა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა, მათგან ჩაირიცხა 3, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა მიიღო ორმა მსჯავრდებულმა, ჩაირიცხა - 1. 40 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურზე სწავლობს დისტანციური/კორესპონდენციული მეთოდით 1 მსჯავრდებული, ხოლო გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში იმავე მეთოდით - 1 მაგისტრანტი. ამოცანა 4.4.3: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნით ეფექტური ფსიქო-სოციალური, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება და სერვისების მიწოდება საქმიანობა 4.4.3.1: ფსიქო-სოციალური, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთიანი სტანდარტის შემუშავება და პროგრამების პაკეტის შექმნა სპეციალური ჯგუფების გათვალისწინებით (მათ შორის ძალადობაზე, ნივთიერება დამოკიდებულობაზე, აზროვნების და ხედვის შეცვლაზე, ჯანსაღ ცხოვრებაზე, გათავისუფლებისათვის მზადებაზე და სხვა) ინდიკატორი: დამტკიცებული ფსიქო-სოციალური, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთიანი სტანდარტი და პროგრამების პაკეტი; დაწესებულებებში დანერგილი ფსიქო-სოციალური საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობა; ფსიქო-სოციალურ, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა 2016 წელს დაემატა 2 ახალი სატრენინგო მოდული: არტ თერაპია და ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა, ასევე ატლანტისი. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პროგრამების პაკეტს, იგი ყველა დაწესებულებაში არის ინდივიდუალური. დაწესებულებებში დანერგილია 18 სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამა: 1. "პენიტენციური სტრესის დაძლევის" სარეაბილიტაციო პროგრამა; 2. კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება - COSO"; 3. "ბრაზის მართვის პროგრამა"; 4. "პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება" (Thinking For a Change); 5. "სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი" - ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამა; 6. ოჯახურ სირთულეებთან გამკლავების პროგრამა" - ტრენინგ-მოდული ოჯახში და გენდერულ ძალადობაზე ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის; 7. "პოზიტიური ქცევის როლი ოჯახურ ურთიერთობაში" 8. "გათავისუფლებისთვის მზადება" (Re entry); 9. "ატლანტისი-12 ნაბიჯი" 10. სარეაბილიტაციო პროგრამა წამალდამოკიდებულთათვის; 11. "EQUIP" - დანაშაულის გაცნობიერება, 12. "ნაბიჯი ცვლილებისკენ" - დანაშაულის გაცნობიერების პროგრამა ზრდასრულთათვის; 13. სახვითი/ძერწვითი არტ თერაპია; 14. ბიბლიოთერაპია. 15. მუსიკა თერაპია; 16. ცხოვრების ჯანსაღი წესი; 41 17. ტრეფიკინგი; 18. ტუბერკულოზი; ფსიქო-სოციალურ საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულია 1437 მსჯავრდებული, (რაც შეადგენს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 18%-ს) მათ შორის, ჯგუფურ ინტერვენციებში 437, სხვადასხვა სახის არტ თერაპიაში - 178, ხოლო ფსიქო-სოციალურ ტრენინგებში 822 ბენეფიციარი. N5 და N2 დაწესებულებებში დაიწყო მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულთა მინესოტას მოდელზე აწყობილი სარეაბილიტაციო პროგრამა - ატლანტისი. საანგარიშო პერიოდისთვის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მასში ჩართულია 9 ქალი მსჯავრდებული და 6 კაცი მსჯავრდებული. საქმიანობა 4.4.3.2: საერთაშორისო და ადგილობრივ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობით სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება/გადამზადება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშობის ტექნიკებსა და სარეაბილიტაციო პროგრამებში ინდიკატორი: გადამზადებულ სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მზარდი რაოდენობა პენიტენციურ სისტემაში ფსიქო-სოციალური მიმართულებით სულ დასაქმებულია 180 სპეციალისტი, მათგან: მენეჯერულ პოზიციაზე -18 (სამინისტროში-3 და დაწესებულებებში15), სოციალური მუშაკი -131 (სამინისტროში-15 და დაწესებულებებში-116), ფსიქოლოგი - 31 (სამინისტროში-1 და დაწესებულებებში-30). საანგარიშო პერიოდში გადამზადდა პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილების 60 თანამშრომელი (33%), ამათგან 19 ფსიქოლოგი და 41 სოციალური მუშაკი. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, სასჯელაღსრულების სისტემის სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკული სავარჯიშოები, სიმულაცია) გაიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა „დანაშაულის გაცნობიერება ზრდასრულთათვის.“ აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მომზადება გაიარა სასჯელაღსრულების სისტემის 19-მა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა. ასევე არტ თერაპიის მოდულის მიხედვით გადამზადდა 38 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ევროკავშირის პროექტების მხარდაჭერით შეიქმნა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების მოდულები. 2017 წელს იგეგმება სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება ფასილიტატორებად აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. ამოცანა 4.4.4: პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხებზე 42 საქმიანობა 4.4.4.1: პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებებზე ორიენტირებული ადამიანის უფლებათა სწავლება პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომლებისათვის; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; მომზადებული თანამშრომლების მზარდი რაოდენობა სასწავლო ცენტრის პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა სწავლებას, მათ შორის, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებებს. აღნიშნული თემა ინტეგრირებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სასწავლო პროგრამების ძირითად ნაწილში, მოიცავს უფლებების მარეგულირებელ ადგილობრივი და საერთაშორისო დოკუმენტებს. განსაკუთრებულ კატეგორიებს მიკუთვნებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და მათთან მოპყრობის სპეციფიკის საკითხებზე სასწავლო ცენტრში 2016 წლის 01 იანვრიდან დღემდე მომზადება/გადამზადება გაიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის - 3044-მა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს - 136-მა მოსამსახურემ. მიზანი 4.5: მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება ამოცანა 4.5.1: დაავადებათა პრევენციაზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება საქმიანობა 4.5.1.1: დამტკიცებული პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის დანერგვა ინდიკატორი: სხვადასხვა სტატისტიკური ტუბერკულოზი, რეფერალი და ასე შემდეგ) მონაცემი (სუიციდი, C ჰეპატიტი, საანგარიშო პერიოდში, ანტიტუბერკულოზური მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით, სპეციალური სტანდარტული ფორმის კითხვარით ჩატარდა 57658 სკრინინგი, მათ შორის, 2928 ჩაუტარდა ქალს და 197 არასრულწლოვანს. „DOTS” „ DOTS+ “ მკურნალობის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობამ შეადგინა - 90, ამათგან 45 ახალი შემთხვევა, მათ შორის, ქალი - 2, არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევა არ დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით, 2016 წელს ჩატარდა 7821 სკრინინგი. დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალურია. პენიტენციურ სისტემაში 96 ბენეფიციარს უტარდება ანტირეტროვირუსული მკურნალობა, მათ შორის, 4 ქალია. 2016 წლის მანძილზე HBV და HCV ინფექციებზე გამოკვლეული იქნა 6454 პატიმარი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ანტივირუსულ მკურნალობაში ჩაერთო 970 პაციენტი, მათ შორის, 10 ქალი და არცერთი არასრულწლოვანი. სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით, ისარგებლა სამოქალაქო სექტორის კლინიკებში. 43 3624 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ამოცანა 4.5.2: მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაცვის სისტემის გაუმჯობესება საქმიანობა 4.5.2.1 სამედიცინო პერსონალის მომზადება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხებზე; ინდიკატორი: სამედიცინო პერსონალის მომზადების შესახებ კურიკულუმი მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითებს კონფიდენციალურობის დაცვასთან ინსტრუქტაჟი დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს უტარდება სამუშაო ადგილზე, ასევე პერიოდულად ტარდება სწავლების კურსები, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სწორედ კონფიდენციალობის დაცვის თემატიკაა. ყველა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში და თითოეულ ოთახში, სადაც სამედიცინო მომსახურება მიეწოდება პაციენტებს, გამოიკრა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც მითითებულია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაცია შესახებ ითვლება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად და კანონდარღვევით მისი გამჟღავნება დაუშვებელია. პენიტენციურ დაწესებულებებში, სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ყოველი მონიტორინგის დროს ხდება სამედიცინო პერსონალისათვის კონფიდენციალობის დაცვის მნიშვნელობაზე ხაზგასმა. 2016 წელს, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, შემუშავდა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის სწავლებისათვის. აღნიშნული პროგრამის მიხედვით გადამზადდა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხებზე. ამოცანა 4.5.3: ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის დახვეწა საქმიანობა 4.5.3.1: პენიტენციური სისტემის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცება ინდიკატორი: დამტკიცებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით, სადაც ასევე გათვალისწინებულ იქნება პენიტენციური სისტემის საჭიროებებზე მორგებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უფლების დაცვას, დროულად მიეწოდოს შესაბამისი ფსიქიატრიული მომსახურება. 44 ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობებისა და ანტისოციალური ქცევის მართვის ეროვნული რეკომენდაციების პროექტი (გაიდლაინი). საქმიანობა 4.5.3.2: ფსიქიკური ჯანმრთელობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებში პენიტენციური სისტემის მოთხოვნების გათვალისწინება; ინდიკატორი: ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში ვრცელდება ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი პაციენტის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდები. ცვლილებები ნორმატიულ აქტებში საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. ევროსაბჭოსთან ერთად 2016-2017 წლებში მიმდინარეობს კრიზისინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავება. პარალელურად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს უტარდებათ ტრენინგები ფსიქიატრიული აშლილობის მქონე მსჯავრდებულთა მართვასა და დასრულება და ზედამხედველობაში. საქმიანობა 4.5.3.3: სუიციდის პრევენციის პილოტირების სრულფასოვანი პროგრამის ეტაპობრივი განხორციელება დაწესებულებებში; ინდიკატორი: დამტკიცებული პრევენციის პროგრამა; დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა, რომლებშიც მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა პენიტენციურ პროგრამა. სისტემაში სრულად „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოქმედებს სუიციდის პრევენციის სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების ამოქმედების შემდეგ, თითოეულ დაწესებულებაში არის შესაძლებელი, შესაბამისი რისკის მქონე პაციენტის არსებობისას, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მისთვის მულტიდისციპლინური დახმარების გაწევისა და პროგრამაში ჩართვის საჭიროების თაობაზე. 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პროგრამაში ჩაერთო 136 ბენეფიციარი (კაცი- 121; ქალი- 11; არასრულწლოვანი -4). ამოცანა 4.5.4: ნივთიერებადამოკიდებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა საქმიანობა 4.5.4.1: ოპიოიდური დამოკიდებულების დროს მეთადონით ჩანაცვლებითი და შემანარჩუნებელი პროგრამების შემუშავება; 45 ინდიკატორი: შემუშავებულია მეთადონით შემანარჩუნებელი თერაპიის პროგრამა გრძელვადიანი ჩანაცვლებითი და 2016 წლის 14 ივლისს მიღებულ იქნა „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №92 №01-26/ნ ერთობლივი ბრძანება. პროგრამით გათვალისწინებული ჩამნაცვლებელი პრეპარატით დეტოქსიკაცია ხორციელდება №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ზემოხსენებული ერთობლივი ბრძანების შესაბამისად, პენიტენციურ სისტემაში, ამჟამად, მოქმედებს ჩანაცვლებითი მკურნალობის შემდეგი სახეები: ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე დეტოქსიკაცია და ფარმაცევტული პროდუქტით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია. ხანმოკლე ჩანაცვლებითი და ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის პროგრამაში ჩართვა, საორიენტაციოდ განხორციელდება 2018 წლისთვის, რაც გავრცელდება იმ პაციენტებზე, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებაში მოხვედრამდე სარგებლობდნენ სამოქალაქო სექტორში არსებული ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. საქმიანობა 4.5.4.2: არაოპიოიდურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმართა შესაბამისი მკურნალობა; ინდიკატორი: მკურნალობის პროცესში ჩართულ არაოპიოიდურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმართა მზარდი პროცენტული რაოდენობა პენიტენციურ სისტემაში, შესაბამისი რეკომენდაციის არსებობისას, პაციენტს შეიძლება გაეწიოს როგორც მულტიდისციპლინური გუნდის, ისე უშუალოდ ექიმ-ნარკოლოგის კონსულტაცია. მულტიდისციპლინური გუნდების შემადგენლობაში შედის ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნარკოლოგი და ნევროპათოლოგი. ბენეფიციარის ინტერვიუირების და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, გუნდი ერთობლივად, კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში ინდივიდუალურ რეკომენდაციებს და ინტერვენციის გეგმას ამუშავებს, რომელსაც დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან, ასევე, საჭიროებისამებრ სამედიცინო მულტიდისციპლინური მიდგომით დეპარტამენტთან მუშაობა ერთად პენიტენციური განიხილავს. სისტემის ყველა დაწესებულებაში ხორციელდება. 2016 წლის 6 თვის განმავლობაში, არაოპიოიდურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის უტილიზაციის მაჩვენებელმა შეადგინა 1022 პაციენტი. ამოცანა 4.5.5: სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება პატიმართათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებზე 46 საქმიანობა 4.5.5.1: სამედიცინო პერსონალის მომზადებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებისა და მასალების მომზადება და არსებული სასწავლო პროგრამების განახლება/გაუმჯობესება; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა 2016 წელს, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის სწავლებისათვის მომზადდა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა. დაწყებულია სასწავლო ფილმზე მუშაობა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის თემატიკაზე. საქმიანობა 4.5.5.2. პენიტენციური მომზადება/გადამზადება მოკლე ჯანდაცვის და სისტემის გრძელვადიანი თანამშრომელთა სასწავლო პროგრამების საშუალებით პატიმრებთან მოპყრობის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ინდიკატორი: თითოეული სასწავლო პროგრამის ფარგლებში; მოზადებული/გადამზადებული სამედიცინო მუშაკების რაოდენობა; სასწავლო პროგრამის გავლა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ხასიათისაა; გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიხედვით პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის გადამზადება იგეგმება 2017 წლიდან. აღნიშნული სასწავლო პროგრამა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალისათვის პატიმრებთან მოპყრობის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, წამებისა და სხვა არასათანადო კანონმდებლობის და მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ეროვნული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ უახლესი მიდგომებისა მიწოდებასა და მათი არსებული ცოდნის დონის გაუმჯობესებას. ამოცანა 4.5.6: ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საქმიანობა 4.5.6.1: საერთაშორისო ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან და ადგილობრივ თანამშრომლობით კომპეტენტურ შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული პროგრამების განახლება-გაუმჯობესება; სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული თემატიკის შეტანა; ჯანმრთელობის დაცვის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ადეკვატური სამედიცინო რეკომენდაციებისა და მომსახურების ადგილობრივი გათვალისწინებით; 47 საკითხებზე - საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; ძირითად პროგრამებში აღნიშნული თემატიკის შესაბამისი სესიების რაოდენობა; მომზადებულ თანამშრომელთა რაოდენობა ახალი სასწავლო პროგრამების მომზადებისა და არსებული პროგრამების განახლებაგაუმჯობესების მიზნით, სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით მომზადებულ იქნა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა სამედიცინო პერსონალისათვის და მიმდინარეობს მუშაობა დაზიანებების დოკუმენტირების ახალი სასწავლო პროგრამის შექმნაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით მუშავდება სასწავლო პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქე, ლტოლვილ და მოქალაქეობის არმქონე პირებთან მომუშავე თანამშრომლობისათვის. გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით, ცენტრი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვა ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან. სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებთან მოპყრობის სპეციფიკას. მიზანი 4.6: პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ამოცანა 4.6.1: პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიის უფლებების სწავლება საქმიანობა 4.6.1.1: სასჯელაღსრულების სისტემის იმ თანამშრომელთა სასწავლო პროგრამაში, რომლებსაც შეხება აქვთ ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან, პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიის უფლებების შესახებ საგნის დამატება; ინდიკატორი: სასწავლო პროგრამაში შესულია საგანი პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიები (ქალები, არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უცხოელი პატიმრები, ხანდაზმული პატიმრები, უვადო ან გრძელვადიანი პატიმრები, ლგბტ პატიმრები) სასწავლო ცენტრში ამჟამად არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების პროგრამებში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებთან მოპყრობის სპეციფიკას. ამოცანა 4.6.2: არასრულწლოვან ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა; არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისთვის მზადების ხელშეწყობა საქმიანობა 4.6.2.1: არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულების დამტკიცება; არასრულწლოვანთა პვგ ადგილობრივი საბჭოს დებულების დამტკიცება; საჭიროების მიხედვით ნორმატიული ცვლილებების შემუშავება; 48 ინდიკატორი: არასრულწლოვანთა დაწესებულების დამტკიცებული დებულება; არასრულწლოვანთა პვგ ადგილობრივი საბჭოს დამტკიცებული დებულება; საჭიროების მიხედვით შემუშავებული ნორმატიული ცვლილებები. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N118 ბრძანებით დამტკიცებულია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულება. ჩამოყალიბებულია არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით. არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოსათვის დამოუკიდებელი დებულების დამტკიცება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება მოქმედი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების დუბლირება. ამასთანავე, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებაში ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები საჭიროების შესაბამისად. ამოცანა 4.6.3: არასრულწლოვანთა პენიტენციური და პრობაციის საჭიროებებზე სისტემის ყველა მორგებული იმ ტრენინგის ჩატარება თანამშრომლისთვის, ვისაც სამსახურებრივი შეხება აქვს არასრულწლოვან პატიმრებთან, პრობაციონერებთან. საქმიანობა 4.6.3.1: საერთაშორისო ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან და ადგილობრივ თანამშრომლობით კომპეტენტურ შესაბამისი სასწავლო პროგრამებისა და მასალების განახლება და გაუმჯობესება საჭიროებისამებრ; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა. პროგრამების რაოდენობა; ახალი სასწავლო პროგრამების მომზადებისა და არსებული პროგრამების განახლებაგაუმჯობესების მიზნით, სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან. 2015 წელს, ქვეყანაში არსებული პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, მომზადება/გადამზადება გაიარა არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე ყველა თანამშრომელმა, 2016 წელს განხორციელდა 12 ახალი მიღებული თანამშრომლის მომზადება. საქმიანობა 4.6.3.2: არასრულწლოვნებთან მომუშავე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მოზადება/კვალიფიკაციის ამაღლება არასრულწლოვანთა მოპყრობის, მათი სპეციფიკური საჭიროებების, ასაკობრივი თავისებურებების შესახებ; ინდიკატორი: არასრულწლოვან ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან მომუშავე ყველა თანამშრომელი გადამზადებულია 49 2016 წლის 1 იანვრამდე სასწავლო ცენტრში მომზადება გაიარა პენიტენციური სისტემის და პრობაციის სააგენტოს არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან მომუშავე ყველა თანამშრომელმა. ხოლო, თანამშრომლებმა, 2016 წელს მომზადება რომლებიც ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან. დღეის გაიარეს ახლად მუშაობენ მდგომარეობით, დანიშნულმა არასრულწლოვან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არასრულწლოვნებთან მომუშავე ყველა თანამშრომელს გავლილი აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის კურსი. ამოცანა 4.6.4: პატიმარ ქალთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობების შემდგომი გაუმჯობესება „ბანგკოკის წესების“ შესაბამისად. საქმიანობა 4.6.4.2: გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (საშხაპეები) ინდიკატორი: მოხსენება/ანგარიში ღონისძიებების შესახებ განხორციელებული ინფრასტრუქტურული ქალთა N5 დაწესებულებაში კაპიტალურად გარემონტდა დაწესებულების საკნები, საშხაპეები და აღიჭურვა განახლებული სავენტილაციო სისტემებით; თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად, კაპიტალურად გარემონტდა სამედიცინო დანიშნულების ოთახები; დაწესებულების გარშემო დასრულდა უსაფრთხოების დამატებითი დამცავი ბარიერის, ე.წ „ბუფერული“ ზონის მოწყობა; ასევე, დაწესებულებაში მოეწყო ფიტნესის ოთახები. ქალი პატიმრები უზრუნველყოფილნი არიან რბილი ინვენტარითა და პირადი ჰიგიენის საშუალებებით, რაც დარეგულირებულია დაწესებულების დებულებით. ამოცანა 4.6.5: ქალ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობა საქმიანობა 4.6.5.1: მცირე დასაქმების კერების ჩამოყალიბება ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე ინდიკატორი: დასაქმებულ მსჯავრდებულ ქალთა მზარდი პროცენტული რაოდენობა ახლადგახსნილი დასაქმების კერების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში დასაქმებული იყო 45 ქალი მსჯავრდებული. 2015 წელთან შედარებით ქალთა დასაქმების მაჩვენებელი გაზრდილია 95%-ით. საქმიანობა 4.6.5.3: ქალ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიდგომების შემდგომი დახვეწა და პროგრამების დანერგვა ინდიკატორი: მოხსენება/ანგარიში ფსიქო-სოციალურ პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ფსიქო-სოციალურ პროგრამებში ჩართული ქალი პატიმრების რაოდენობის პროცენტული ზრდა. საანგარიშო პერიოდში ფსიქო-სოციალურ პროგრამებში ჩაერთო 286 მსჯავრდებული ქალი, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან მიმართებით გაზრდილია 167%-ით. ფსიქო სოციალური პროგრამებში ცვლილებები საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. 50 ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინერგა მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა - ატლანტისი. საანგარიშო პერიოდისთვის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მასში ჩართულია 9 ქალი მსჯავრდებული. მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დამოკიდებულების დაძლევა ერთი სარეაბილიტაციო პროგრამით არ ხდება და საჭიროა განგრძობითი მხარდამჭერითი პროგრამის უზრუნველყოფა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ატლანტისის კურსადმთავრებულთათვის დაგეგმილია ჯგუფების ფარგლებში მუდმივი მხარდაჭერითი პროგრამა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის მთელ დარჩენილ პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება მსჯავრდებულთათვის. საქმიანობა 4.6.5.4: გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით ხელმისაწვდომი ნივთების ნუსხის გადახედვა. ინდიკატორი: ცვლილებები ხელმისაწვდომი ნივთების ნუსხაში, საჭიროებისამებრ შეტანილი შემუშავებულია გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით ხელმისაწვდომი ნივთების ნუსხა, თუმცა მიმდინარეობს იმ პროცედურების გაწერა, რომლითაც მოხდება აღნიშნული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში განაწილება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N116-ე ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დებულება, რომლის N2 და N3 დანართებში გათვალისწინებულია ნებადართული ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი. ამოცანა 4.6.6: გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება საქმიანობა 4.6.6.1: საერთაშორისო ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან და ადგილობრივ თანამშრომლობით კომპეტენტურ შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული პროგრამების განახლება და გაუმჯობესება; სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში აღნიშნული თემატიკის შეტანა; პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ტრენინგები ქალთა სტანდარტებისა და უფლებებსა და რეკომენდაციების, გენდერულ ასევე საკითხებზე, ადგილობრივი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა; ძირითად პროგრამებში აღნიშნული თემატიკის შესაბამისი სესიების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგებისა და მომზადება გავლილი თანამშრომლების რაოდენობა. სასწავლო ცენტრში ამჟამად არსებული ყველა ძირითადი სასწავლო პროგრამა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების, სერთიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების პროგრამები, მოიცავს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების თემატიკას, სადაც ერთერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული 51 თანასწორობა. ასევე შემუშავებულია თემატური სასწავლო პროგრამა ქალ მსჯავრდებულთა უფლებებისა და მათთან მოპყრობის თემატიკაზე, ე.წ. „ბანკოკის წესების“ მიხედვით. ამოცანა 4.6.7: პატიმარ ქალთა პირადი ცხოვრების უფლება საქმიანობა 4.6.7.1: N5 დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემანებისათვის შექმნილი ინფრასტრუქტურის სრულყოფილად ამოქმედება ინდიკატორი: N5 დაწესებულებაში განხორციელებული გრძელვადიანი პაემანების სტატისტიკური მაჩვენებელი 2015 წლის 31 დეკემბრიდან, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ხანგრძლივი პაემანის უფლებით. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 34 ხანგძლივი პაემანი. საქმიანობა 4.6.7.2: ბავშვთა მიერ დაწესებულების დატოვების პროცედურებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის გადახედვა ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; მოხდეს მათი გარესამყაროსთან შეგუება, რათა დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბავშვთა ტრამვირება ინდიკატორი: განახლებულია შესაბამისი პროცედურები და ნორმატიული ბაზა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს სამუშაოები ერთობლივი ბრძანების გამოცემის საკითხზე. ასევე, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ იმ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა უფლება, უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ბავშვის მიერ ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, ბავშვის გარე სამყაროსთან შეგუების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ამოცანა 4.6.8: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის შესაბამისად საქმიანობა 4.6.8.1: მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების მიღება. ინდიკატორი: ანგარიში მოქმედი კანონმდებლობის განხორციელებულია შესაბამისი ცვლილებები. ანალიზის შესახებ; პენიტენციურ დაწესებულებათა უმრავლესობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ადაპტირებული გარემო ხელმისაწვდომია. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საცხოვრისი, სადაც დანერგილია მოვლის სერვისი. განყოფილება აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. 52 დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უზრუნველყოფილია ინფორმაციის მისაწვდომობა და მისი სათანადო ფორმით მიწოდება. დაწესებულების სოციალური მუშაკის ან/და დაწესებულების ბიბლიოთეკაში დასაქმებული მსჯავრდებულის მეშვეობით, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკები და არსებული წიგნების კატალოგი ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ასევე, ყველა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა აღჭურვილია აუდიოწიგნებით. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეძლევა შესაძლებლობა იქონიოს და ისარგებლოს საჭირო სპეციალური მოწყობილობით. შშმ პირთათვის უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს უფლებაც, კერძოდ მათ აქვთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სურდო-თარჯიმნით. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებში. საქმიანობა 4.6.8.2: შშმ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიმართ მიდგომის სოციალური მოდელის შემუშავება ინდიკატორი: დამტკიცებულია, ფსიქო-სოციალურ მოდელზე დაფუძნებული, შშმ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა ზრუნვის სტანდარტი სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და გარე ექსპერტების ჩართულობით შემუშავებულია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის სტანდარტები, რომელიც მოიცავს: სტანდარტი 1: სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა; სტანდარტი 2: ინდივიდუალური მიდგომა; სტანდარტი 3: სოციალური ინკლუზია; სტანდარტი 4 : ჯანმრთელობაზე ზრუნვა; სტანდარტი 5: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; სტანდარტი 6: რისკის კლასიფიკაცია, დაწესებულებაში განთავსება; სტანდარტი 7: ძალადობისგან დაცვა და უსაფრთხოება; სტანდარტი 8: კონფიდენციალობის დაცვა; სტანდარტი 9: კომპეტენცია და ადამიანური რესურსები; სტანდარტი 10: მომზადება გათავისუფლებისთვის. მითითებული სტანდარტები ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია, რადგან სისტემას არ გააჩნია ამ ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუმენტი, ანუ 53 საჭიროებების დადგენის საშუალება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინსტრუმენტის შექმნის ეტაპზეა, რომლის შემდგომაც მოხდება მისი გაზიარება, სტანდარტის დამტკიცება და დანერგვა. ამოცანა 4.6.9: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავისუფლება აღკვეთილ პირთათვის სპეციალური, ადაპტირებული საცხოვრებელი პირობების შექმნა საქმიანობა 4.6.9.1: სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საჭიროებათა შესწავლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შექმნა გონივრული მისადაგების გათვალისწინებით ინდიკატორი: ჩატარებული შესწავლის შედეგად გამოვლენილია საჭიროებები; ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გათვალისწინებულია ადაპტირებული ფიზიკური გარემო; გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა N16 და N18 პენიტენციური დაწესებულებები სრულად ადაპტირებულია. პანდუსების გარდა არსებობს სპეციალიზირებული საცხოვრებელი ოთახები შესაბამისი მოწყობით. N5 ქალთა დაწესებულებაში არსებობს ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისთვის სპეციალიზირებული საცხოვრებელი ოთახი. დაწესებულებების უმეტესობა ნაწილობრივ ადაპტირებულია და მორგებულია შშმ პირების საჭიროებებს, ადაპტირების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს გონივრული მისადაგების ფარგლებში. მიმდინარე პერიოდში ქალთა N5 პენიტენციურ დაწესბულების სრული ადაპტირებისთვის მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ამოცანა 4.6.10: შშმ პირებისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველყოფა საქმიანობა 4.6.10.1: შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა ინდიკატორი: შშმ პირებზე ადაპტირებული ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობა; სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილე შშმ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მზარდი რაოდენობა. სპეციალური საჭიროების მქონე ბენეფიციართა აბელიტაცია/რეაბილიტაცია ამ ეტაპზე ინდივიდუალური მიდგომების ფარგლებში მიმდინარეობს. ინდივიდუალური მიდგომები არასრულწლოვანთა მიმართ 2009 წლიდან დაინერგა, ხოლო სრულწლოვანთა მიმართ პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხელმისაწვდომი ხდება ყველა მსჯავრდებულისათვის. შშმ მსჯავრდებულთა ვერ იდენტიფიცირების გამო ამ ეტაპზე არც სპეციალურ მოთხოვნათა ნუსხა არსებობს და შესაბამისად, არც პენიტენციურ სისტემაში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამებია მათთვის ადაპტირებული. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა გამორჩევა არ ხდება სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობისას, ისინი ადაპტირებულნი არიან გარემოში და სპეციალისტთა მიერ ადგილზევე ხდება მათ საჭიროებებზე მორგება. მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა განსაკუთრებული საჭიროების დასადგენად საერთაშორისო ან/და ადაპტირებული 54 ინსტრუმენტის გამოთხოვაზე კვალიფიკაციური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და იგეგმება მისი დანერგვა და გამოყენება პენიტენციურ დაწესებულებებში. ამოცანა 4.6.11: ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქმიანობა 4.6.11.1: თანამესაკნეთა და სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და ტრეინინგების ჩატარება ინდიკატორი: შეხვედრებსა და ჩატარებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მზარდი რაოდენობა გარკვეული ფსიქო-სოციალური დაკავშირებული საკითხების ტრეინინგებში მონაწილე მოიცავს პირებთან პროგრამების მოდულები განხილვასაც, როგორიცაა: შშმ სტიგმა/დისკრიმინაცია, ტოლერანტობა და სხვა. ზემოხსენებული პროგრამებია:  სამოქალაქო განათლება;  გათავისუფლებისთვის მზადება;  ატლანტისი - 12 ნაბიჯი. ამ პროგრამებში 2016 წელს ჩართული იყო 143 მსჯავრდებული. ამოცანა 4.6.12: უცხოელ პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საქმიანობა 4.6.12.1: უცხოელ პატიმრებს მათთვის გასაგებ ენაზე განემარტოთ, მათი უფლებები და მოვალეობები, ციხის რეჟიმის პირობები, იურიდიული კონსულტაციის და დახმარების უფლება ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს ყველაზე მეტად მოთხოვნად 5 ენაზე ნათარგმნი ბრალდებულ/მსჯავრდებულთა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი. უფლებების შესახებ ბროშურები, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ხდება ზეპირი და წერილობითი თარგმანით მათი უზრუნველყოფა ყველა ენაზე. საქმიანობა 4.6.12.2: უცხოელი პატიმრები უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო სამედიცინო შემოწმებითა და მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მონაწილეობით; ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სათანადო სამედიცინო შემოწმებით უზრუნველყოფილია ყველა უცხოელი პატიმარი პენიტენციურ მიმართებაში დაწესებულებებში ვრცელდება იგივე განთავსებულ სტანდარტები, რაც მიგრანტ პატიმრებთან დადგენილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიმართ. 55 პენიტენციური დაწესებულებების ბრალდებული/მსჯავრდებული, დებულებების რომელსაც არ ესმის თანახმად, ის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილია თარჯიმნის უფასო მომსახურებით. საქმიანობა 4.6.12.3: უცხოელი პატიმრების მომზადება გათავისუფლებისთვის შესაბამის საერთაშორისო და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე პირთა რაოდენობა, რომელსაც სამინისტრო დაეხმარა დაბრუნებაში უცხოელ პატიმართა რიცხვი, რომელსაც კონსულტაცია და იურიდიული დახმარება გაეწია სათანადო დოკუმენტაციის აღების მიზნით მიზანი 4.7: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის სრულყოფა ამოცანა 4.7.1: პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარება საქმიანობა 4.7.1.1: ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს საქმიანობის ანალიზი და გამოვლენილი ხარვეზების შემდგომი დახვეწა. ინდიკატორი: ანგარიში ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს მუშაობის შესახებ; ანალიზის შედეგების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორებულია 2016 წლის 1 იანვრიდან სასამართლოების მიერ დაიწყო არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის – შინაპატიმრობის გამოყენება, რომელსაც ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო ახორციელებს. ერთი წლის მდგომარეობით შინაპატიმრობის აღსრულება და მასზედ ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება ეფექტურად, ხარვეზების გარეშე. ტექნიკური ან სხვა ხასიათის ცვლილება, როგორც მსჯავრდებულთა მართვის ელექტრონულ სისტემაში, ასევე შინაპატიმრობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში არ განხორციელებულა. საქმიანობა 4.7.1.2: შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის იმპლემენტაცია ინდიკატორი: ელექტრონულ მონიტორინგში ჩართულ პირთა მზარდი სტატისტიკური მაჩვენებელი შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - ბიუროების მეშვეობით. უშუალო პრობაციის აღმასრულებელია პრობაციის ოფიცერი. შინაპატიმრობა აღსრულდება, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, ან პასუხისმგებელი პირის მოულოდნელი ვიზიტებით; შინაპატიმრობის მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას და შემდგომ ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მონიტორინგის სამმართველოს 2 მრჩეველი და 10 შტატგარეშე მოსამსახურე. 56 2016 წლის 1 იანვრიდან პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შევიდა 9 საქმე. შინაპატიმრობის სასჯელის მოხდა დაასრულა 5-მა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა, ხოლო ერთი არასრულწლოვნის საქმე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გადაეცემა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შინაპატიმრობის სასჯელის აღსასრულებლად. საქმიანობა 4.7.1.3: ვიდეოპაემნის სერვისის შემდგომი განვითარება ინდიკატორი: ყოველწლიურად შექმნილია დამატებით ერთი ვიდეოპაემანის წერტილი 2016 წელს გაფართოვდა ვიდეოპაემანის სერვისის ქსელი და დღეის მდგომარეობით მომსახურება ხელმისაწვდომია პრობაციის 8 ბიუროში (თბილისი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, ბათუმი, ახალციხე, ზუგდიდი და თელავი), საიდანაც დაკავშირება შესაძლებელია 5 პენიტენციურ დაწესებულებასთან. მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. საქმიანობა 4.7.1.4: პრობაციის ბიუროების ინფრასტრუქტურის განვითარება ინდიკატორი: ყოველწლიურად განახლებულია 3 რეგიონალური ბიურო 2016 წლის მაისში რუსთავში ახალი კონცეფციის შესაბამისად ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა. ახალ ოფისში ფუნქციონირებს პრობაციონერთა სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრების და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ვიდეოპაემნის ოთახი, ასევე ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. 2016 წლის დეკემბერში გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო კახეთის პრობაციის ბიუროს გურჯაანის ოფისი. 2016 წლის 17 თებერვალს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გაიხსნა პურის საცხობი პირები და მაკარონის საწარმო, სადაც თავისუფლებაშეზღუდული არიან დასაქმებულნი. ამ საწარმოებში დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება. საქმიანობა 4.7.1.5: მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიცირება. ინდიკატორი: მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი მომზადებულია და ინიცირებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ვიდეო პაემნის სერვისი და პრობაციონერთა დროებითი რეგისტრაცია სხვა ბიუროს ტერიტორიაზე უფასო გახდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, 2016 წლის 1 იანვრიდან სასამართლოების მიერ დაიწყო არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის – შინაპატიმრობის 57 გამოყენება, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტო, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით აღასრულებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, 2016 წლის 1 მარტიდან, სოციალური მუშაკები არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო პროცესში ჩაერთვნენ. ისინი მოსამართლისთვის ამზადებენ ანგარიშს, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. საქმიანობა 4.7.1.6: პრობაციის ოფიცრები რისკისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით მუშაობენ მსჯავრდებულებთან ინდიკატორი: რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მზარდი პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდისთვის, რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მაჩვენებელი შეადგენს 90 პროცენტს (აღრიცხვაზე მყოფი 18 548 პრობაციონერიდან შეფასება გაუკეთდა 16679–ს ). ამოცანა 4.7.2: პირობით მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამებისა და საზოგადოების ჩართულობის განვითარება საქმიანობა 4.7.2.1: პირობით მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება ინდიკატორი: სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ პირობით მსჯავრდებულთა მზარდი პროცენტული რაოდენობა 2016 წლის 12 თვის მდგომარეობით სხვადასხვა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 4821-მა პრობაციონერმა, არსებული პრობაციონერების დაახლოებით 26%-მა. საქმიანობა 4.7.2.2: პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა. ინდიკატორი: დასაქმებულ პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით დასაქმდა 156 პრობაციონერი. დასაქმებულ პრობაციონერთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 25%-ით. საქმიანობა 4.7.2.3: სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობის გაზრდა. ინდიკატორი: სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ აქტივობებში ჩართულ პირობით მსჯავრდებულთა მზარდი პროცენტული რაოდენობა. 2016 წლის განმავლობაში სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში 878 პირობით მსჯავრდებული ჩაერთო, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 909%-ით. 58 მიზანი 4.8: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით ამოცანა 4.8.1: სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება საქმიანობა 4.8.1.1: სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა, სასწავლო პროგრამების განვითარება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა, სასწავლო მასალების მომზადება, საგამოცდო საკითხებისა და ტესტების მომზადება/გადახედვა; ინდიკატორი: მიმდინარე და ახალი პროგრამების რაოდენობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ყოველი მომდევნო წლის სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით ატარებს ტრენინგის საჭიროებათა კვლევას. ტარდება სპეციალური კითხვარის მეშვეობით. კითხვარს ეცნობა სისტემის ყველა თანამშრომელი. გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე დგება სასწავლო ცენტრის ერთწლიანი, კვარტალურად გაწერილი სასწავლო გეგმა, რომლის საფუძველზეც ხდება ახალი პროგრამების შემუშავება და უკვე არსებულის განახლება. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მსმენელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების შეფასების მიზნით მზადდება შესაბამისი საგამოცდო საკითხები/ტესტები. აღნიშნულ პროცესში ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან. სასწავლო ცენტრის მიერ მიმდინარე წელს შემუშავდა სასწავლო პროცესების ხარისხის განვითარების გეგმა, რომელიც ექსპერტიზაზე გადაეგზავნა ამსტერდამის გამოყენებითი უნივერსიტეტის საგამოცდო საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ სიმონა გაარტჰაუსს (ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ორგანიზებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში). მიღებული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნება გეგმის განხორციელების პროცესში. 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემის ფარგლებში განხორციელდა ტრენინგების საჭიროებათა კვლევა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე შემუშავდა 2017 წლის სასწავლო გეგმა. საქმიანობა 4.8.1.2: პროგრამის შინაარსის გათვალისწინებით, დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებული სასწავლო პროგრამების ინსტიტუციონალიზაცია.; ინდიკატორი: ახალი ან/და განახლებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებული თემატური ტრენინგებიდან შერჩეული იქნა რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც აისახა სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამებში. წარმატებით განხორციელდა ისეთი თემების ინსტიტუციონალიზაცია, როგორიცაა: ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა პენიტენციურ სისტემაში, გადამდებ დაავადებათა პრევენცია, მოწყვლად კატეგორიებთან მოპყრობა, წამების პრევენცია და სხვ. 59 საქმიანობა 4.8.1.3: სასწავლო პროგრამების წინასწარი და განხორციელების შემდგომი შეფასება; ინდიკატორი: მომზადებულია შეფასების ინსტრუმენტი; შეფასების ანგარიშები სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული ყველა პროგრამა უშუალო განხორციელების დაწყებამდე გადის ექსპერტიზას ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ექსპერტებთან. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე პროგრამა იღებს საბოლოო სახეს. პროგრამის განხორციელების შედეგად მსმენელთა პროფესიული ცოდნის/უნარების შეფასებისა და თავად სასწავლო პროცესზე დაკვირვება, შეფასების კითხვარების ანალიზი მთლიანობაში სასწავლო პროგრამის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლო ცენტრი მუშაობას იწყებს ტრენინგის ექვსი თვის შემდგომი შეფასების სქემაზე (კითხვარით). აღნიშნული შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი სასწავლო პროგრამების შემდგომი გაუმჯობესების დაგეგმვაში დაგვეხმარება. საქმიანობა 4.8.1.4: სასწავლო ცენტრის ტრენერების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის შემუშავება ახალი მეთოდიკისა და თემატიკის გათვალისწინებით; ინდიკატორი: მომზადებული/გადამზადებული ტრენერების რაოდენობა. სასწავლო ცენტრს ყავს პროფესიონალ ტრენერთა გუნდი. ცენტრი განუწყვეტლივ ზრუნავს, როგორც მოქმედი ტრენერების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე ახალი ტრენერების მომზადებაზე. თანამშრომლობს აღნიშნულ როგორც პროცესში სასწავლო ადგილობრივ, ისე ცენტრი აქტიურად საერთაშორისო ორგანიზაციებთან/ექსპერტებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან ერთობლივი შეხვედრების, სემინარების, ტრენერთა ტრენინგების ორგანიზების გზით. საქმიანობა 4.8.1.5: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შერჩეულ, სისტემაში (სასჯელაღსრულება, პრობაცია) დასანიშნ კანდიდატთა/კურსანტთა მომზადება ადამიანის უფლებებში, სპეციალური სასწავლო პროგრამების ფარგლებში; ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; ტრენინგი გავლილი აქვს ყველა ახლადდანიშნულ თანამშრომელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას, წამებისა და სხვა არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და პრევენციის საკითხებს და სხვა. სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილ სასწავლო ფილმები, მათ შორის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა 60 და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმს - „წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენცია პენიტენციურ დაწესებულებაში“. 2016 წელს პენიტენციური სისტემის გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა - 300-მა მოსამსახურემ გაიარა პირველადი მომზადება. აღნიშნულთაგან სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო ) კურსი გაიარა - 289-მა მოსამსახურემ. საქმიანობა 4.8.1.6: პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების სპეციალური კურსით გადამზადება და სერტიფიცირება; ინდიკატორი: პენიტენციური სამსახურის ყველა მოსამსახურე სპეციალური კურსით გადამზადებული და სერტიფიცირებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის 1 იანვრამდე დასრულდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს იმ მოსამსახურეთა გადამზადება, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ და მათი თანამდებობებისათვის სერტიფიკატი მოითხოვება. ასევე, თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეების გადიან პირველად და სავალდებულო სპეციალურ პროფესიულ მომზადებას. 2016 წელს აღნიშნული პროცესის ფარგლებში მომზადება გადამზადება გაიარა 2783-მა მოსამსახურემ. ამოცანა 4.8.2: სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისათვის ეთიკის კოდექსის განახლება საქმიანობა 4.8.2.1: ეთიკის კოდექსის განახლება/შემუშავება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის N(2012)5 რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისადმი ციხის თანამშრომელთა ეთიკის ევროპის კოდექსის პრინციპების გათვალისწინებით ინდიკატორი: სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისათვის მიღებულია განახლებული ეთიკის კოდექსი. მიღებულია განახლებული ეთიკის კოდექსი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N144 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსი“. მიზანი 4.9: ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ამოცანა: 4.9.1. ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის იურიდიული დახმარება, პროფესიული 61 მდგომარეობის გაუმჯობესება, საქმიანობა 4.9.1.1: ჯანდაცვის არსებული სერვისების მოძიება და ყოფილ პატიმართათვის მათდამი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ინდიკატორი: ყოფილ პატიმართათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობების მრავალფეროვნება და რაოდენობა; 2016 წელს, სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაის" პროგრამაში ჩართულმა 144-მა ბენეფიციარმა. აღნიშნულმა პირებმა მიიღეს ჯანდაცვის სხვადასხვა სახის სერვისები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ა(ა)იპ - „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრს“ (შემდგომში GCRT) შორის 2016 წლის 27 ივლისს გაფორმებული N01-002-2016 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურება მიიღო 33-მა ბენეფიციარმა, მათ ჩაუტარდათ გამოკვლევები, გადაეცათ მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტები, ერთ-ერთ მათგანს ასევე დაუფინანსდა ქირურგიული ოპერაცია. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის“ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გაეწიათ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მერია/გამგეობების მხარდაჭერით, კერძოდ:  ა(ა)იპ-ებში სამედიცინო მომსახურება მიიღო 105-მა ბენეფიციარმა:  სახელმწიფო უწყებების/საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიერ სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდა 8 ბენეფიციარს:  მერიის/გამგეობის მიერ სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდა 9 ბენეფიციარს: საქმიანობა 4.9.1.2: ყოფილი პატიმრებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა; იურიდიული დოკუმენტაციის შედგენაში დახმარება; პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით სასამართლო წარმომადგენლობის ინდიკატორი: მიზნით მომართულ პირთა რაოდენობასთან ვისაც დახმარება გაეწია; რაოდენობა თანაბარია იმ პირთა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფარგლებში მოქმედ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ იურიდიული მომსახურების საჭიროებით მიმართა 135-მა ყოფილმა პატიმარმა. მათგან, იურიდიული მომსახურებით ისარგებლა პროგრამაში ჩართულმა 80-ივე ბენეფიციარმა. აღნიშნული პირებიდან:  პროგრამის იურისტის იურიდიული მომსახურება გაეწია 119 ბენეფიციარს;  სხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული მომსახურებით ისარგებლა 17-მა ბენეფიციარმა. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის დახმარებით პროგრამის ქუთაისის ფილიალში ჩართულმა 1-მა ბენეფიციარმა მიიღო იურიდიული მომსახურეობა; ქ. თბილისის მერიაში არსებულმა იურიდიულმა სამსახურმა გაუწია 62 იურიდიული მომსახურეობა 64 ბენეფიციარს; სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ იურიდიული მომსახურეობა მიიღო 2-მა ბენეფიციარმა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქ. ქუთაისის ფილიალში ჩართულ 7 ბენეფიციარს გაუწია იურიდიული მომსახურება; ა/ო ადამიანის უფლებათა სახლში 1-მა ბენეფიციარმა მიიღო იურიდიული მომსახურება. საქმიანობა 4.9.1.3: განათლების სამინისტროსთან არსებულ პროფესიულ კოლეჯებში ჩართვა; ინდიკატორი: პროფესიული კოლეჯებიდან სერტიფიცირებული ყოფილი პატიმრების რაოდენობა; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ სულ 23 ბენეფიციარი და მისი ოჯახის წევრი (პროგრამის 18 ბენეფიციარი და ოჯახის ერთი წევრი) ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ 5 სხვადასხვა პროფესიულ კურსში, ესენია,  ბუღალტერიის შემსწავლელი კურსი;  კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის კურსი;  მზარეულის კურსი;  ტუროპერატორის კურსი;  ელექტრიკოსის კურსი. სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 4 კოლეჯში, კერძოდ, გლდანის პროფესიულ სასწავლებელსა და კოლეჯებში - “ახალი ტალღა“, “სპექტრი“ და “იკაროსი“. საქმიანობა 4.9.1.4: დასაქმებაში ხელშეწყობა; დამსაქმებელთა მოძიებისა და რეკომენდაციის გაწევის გზით; ინდიკატორი: დასაქმებული ყოფილი პატიმრების რაოდენობა ბენეფიციართა დასაქმების ხელშემწყობი მომსახურებების მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგ პროექტებს:  ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა;  ყოფილი პატიმრისთვის ტატუს მოშორების სერვისი. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციართა დასაქმების მიზნით სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტთან, კერძო სექტორთან და სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, კერძოდ, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, 63 თბილისის დასუფთავების სამსახურთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან. ზემოაღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა, პროგრამის 105 ბენეფიციარის დასაქმება, რომელთაგან  23 ბენეფიციარი უშუალოდ დასაქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელშეწყობით;  სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგად 24 ბენეფიციარი დასაქმდა დამოუკიდებლად;  ბენეფიციართა ბიზნეს ინიციატივების ხელშემწყობ საგრანტო პროგრამაში 58 ბენეფიციარის ბიზნეს იდეა დაფინანსდა; 5. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა მიზანი 5.1: წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ბრძოლა ამოცანა 5.1.1: არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზის ანალიზი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქმიანობა 5.1.1.1: საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, არასათანადო მოპყრობის წინააღდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენა პარლამენტისთვის. ინდიკატორი: კვლევის შედეგები; ცვლილებები ნორმატიულ აქტებში (საჭიროების შემთხვევაში); ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედი მონიტორინგის მექანიზმების შეფასებები და რეკომენდაციები ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო აგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას წამებასთან და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ბრძოლაში მოსამართლის როლის გაზრდას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა თანახმად, მოსამართლე, თუ დაექვემდებარა მას გაუჩნდა წამებას, ასევე, ვარაუდი, რომ არაადამიანურ ბრალდებული და ან მსჯავრდებული დამამცირებელ მოპყრობას, უფლებამოსილია, მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით სასამართლოს სხდომის/განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. საკანონმდებლო პაკეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ცვლილებების შეტანას პატიმრობის კოდექსში. საკანონმდებლო პაკეტი გაგზავნილ იქნა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებში მათი შენიშვნებისა და კომენტარების გამოთხოვის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ასახვა პროექტის ტექსტში. იგეგმება შემდგომი კონსულტაციები. 64 2016 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველის მიერ უფლებამოსილ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მიენიჭათ უფლებამოსილება დამტკიცებული სასჯელაღსრულებისა წესისა კანონმდებლობის და და სახელმწიფო მოთხოვნათა პრობაციის მინისტრის საიდუმლოების შესახებ შესაბამისად, პენიტენციურ ბრძანებით საქართველოს დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელონ მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. 2016 წელს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლების საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის წარმომადგენლები. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში 2016 წლის პირველ დეკემბერს შევიდა ძირითადად ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენება წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების მიმართ;  გაფართოვდა 1441-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - წამების ობიექტთა წრე;  1441-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ დამამძიმებელ გარემოებებს ჩამონათვალს დაემატა შემდეგი სამი გარემოება: სამედიცინო მანიპულაციის, მედიკამენტის ან სპეციალური ინსტრუმენტის (ხელსაწყოს) გამოყენებით; ანგარებით; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის ცრუ დასმენის მიზნით.  ამავე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები: ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით; რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.  გამკაცრდა სასჯელები 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1443-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამოცანა 5.1.2: თავისუფლება აღკვეთილი და პატიმრობაში მყოფი პირების არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერება საქმიანობა 5.1.2.1: ადვოკატის კონფიდენციალურობასა საერთაშორისო და დროულ ხელმისაწვდომობასთან, ხარისხიან მომსახურებასთან შეხვედრების დაკავშირებით სტანდარტების, მონიტორინგის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაცია. ინდიკატორი: სახალხო დამცველის მექანიზმების ანგარიშები. ანგარიშები; 65 საერთაშორის მონიტორინგის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის N157 ბრძანებით დამტკიცებულია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი. ამასთან, პატიმრობის კოდექსითა და პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებით გარანტირებულია ადვოკატთა მიერ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის კონფიდენციალურობის დაცვა. საჭიროებათა მიხედვით, განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები მინისტრის ნორმატიულ აქტებში. საქმიანობა 5.1.2.2: დროებით მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პირებთან სამედიცინო პერსონალის დროული ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, პატიმრობაში მყოფი პირის მიერ არჩეული ექიმის/სასამართლო ექსპერტიზის და საკუთარი ხარჯებით სამედიცინო გამოკვლევის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ინდიკატორი: ცვლილებები ნორმატიულ აქტებში (საჭიროების შემთხვევაში); სახალხო დამცველის ანგარიშები. დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით. კერძოდ, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სამედიცინო მომსახურების სამსახური, სადაც ხელშეკრულებით დასაქმდა 27 სამედიცინო მუშაკი. ქ. თბილისის ორ და რეგიონალურ ექვს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების სამედიცინო მომსახურება ხდება ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის მხრიდან, ხოლო სხვა იზოლატორებში კვლავაც გრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მომსახურებით სარგებლობა. იზოლატორში პიროვნების შემოყვანისას, ყველა შემთხვევაში ხდება მისი სამედიცინო შემოწმება, ხოლო იზოლატორში ყოფნის პერიოდში, სამედიცინო მომსახურების გაწევა ხდება საჭიროების ან/და დაკავებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მომსახურების გაწევა შეუძლებელია თავად იზოლატორში, ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება პიროვნების დაუყოვნებლივ გადაყვანა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში, სრულად არის ხელმისაწვდომი სამედიცინო პერსონალის მომსახურება - ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ექიმთან შეუზღუდავი კონტაქტის უფლება, სამედიცინო ჩივილების არსებობის შემთხვევაში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მოხვედრისთანავე უტარდება ექიმის კონსულტაცია, ხდება გარეგანი დათვალიერება (დაზიანებების აღწერა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ანამნეზის შეკრების შემდეგ შესაბამისი გამოკვლევებისა თუ მკურნალობის დაგეგმვა. 66 სამედიცინო პერსონალის მხრიდან ხორციელდება, მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, შესაბამისად, გარდა გადაუდებელი გამონაკლისი შემთხვევებისა, ნებისმიერი სამედიცინო კონსულტაცია ან/და გამოკვლევა/ინტერვენცია ტარდება კონფიდენციალობის დაცვით. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე სრულად არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ცვლილებები ნორმატიულ აქტებში საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. საქმიანობა 5.1.2.3: დროებით მოთავსების იზოლატორებში, პოლიციის შენობებში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგენილი საჭიროებების შესაბამისად, აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება (ტექნიკური უზრუნველყოფის გაზრდა, ვიდეოკამერების სისტემის სინქრონიზაცია, მონაცემების შენახვის ხანგრძლივობისა და დაცულობის გაზრდა) პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის დაცვით. ინდიკატორი: კვლევა/რეკომენდაციები; ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროების ანალიზი; ვიდეოკამერების რაოდენობის გაზრდა (საჭიროების შემთხვევაში); ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის სისტემების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა (საჭიროების შემთხვევაში); სახალხო დამცველის ანგარიშები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხილულ იქნა დახურული ტიპის დაწესებულებებში ვიდეო მეთვალყურეობის საქართველოში არსებული პრაქტიკა, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები ვიდეო მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (საქართველოს შსს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ) 2016 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა დანართი №2-ის მე-10 და მე-11 მუხლები, რომლებიც ადგენს იზოლატორში ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესებს. საქმიანობა 5.1.2.4: “სტამბოლის პროტოკოლის” მიხედვით წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების ფორმის დამტკიცება ინდიკატორი: წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების ფორმა შემუშავებულია და დამტკიცებულია ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში პირველად სამედიცინო შემოწმებას. 67 მიღებისას გადის სავალდებულო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი, სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით. ბრძანება 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა, სამინისტრომ უზრუნველყო დაწესებულებათა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო იზოლატორში მოთავსებული მომსახურების პირების ინსტრუქციებთან სამედიცინო ერთად შემოწმების დამტკიცდა ფორმა, რომელიც შემუშავებულ იქნა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად. საქმიანობა 5.1.2.5: სამედიცინო პერსონალის მომზადება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის საკითხებში ინდიკატორი: წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიყენებული დაზიანებების დოკუმენტირება პერსონალს შეუძლია ყველა დაწესებულებაში. 2016 წელს, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის სწავლებისათვის მომზადდა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის საკითხებს. გარდა აღნიშნულისა, ამ ეტაპზე, ევროპის საბჭოს დაფინანსებით, მიმდინარეობს სასწავლო ფილმზე მუშაობა, რომლის გამოყენებით 2017 წელს იგეგმება სამედიცინო პერსონალისათვის თემატური ტრენინგების ჩატარება პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის თემატიკაზე. ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში 2016 წლის დასაწყისში ტრეინინგი გაირა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე სამედიცინო პერსონალმა (სულ გადამზადდა 26 სამედიცინო მუშაკი). ტრეინინგი ეხებოდა სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირებას, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დაავადებათა პრევენციას. 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყველა სამედიცინო მუშაკმა მონაწილეობა მიიღო გადაუდებელი დახმარების მიმართულებით ჩატარებულ ტრენინგში. ამოცანა 5.1.3: დაკავებულ/პატიმრობაში მყოფ თავისუფლებაშეზღუდულ/ თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის ადეკვატური საყოფაცხოვრებო, სანიტარული და სხვა პირობების შექმნა 68 საქმიანობა 5.1.3.1: სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორების, სანიტარული, ჰიგიენური, კვებითი და სხვა მატერიალური პირობების გაუმჯობესება. ინდიკატორი: გაუმჯობესებულია მატერიალური პირობები და ინფრასტრუქტურა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედი მონიტორინგის მექანიზმების შეფასებები და რეკომენდაციები; რეაბილიტაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის თანაფარდობა ქვეყანაში არსებული დაწესებულებების საერთო რაოდენობასთან. დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებულ პირთათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საცხოვრებელი, სანიტარული, ჰიგიენური, კვებითი და სხვა მატერიალური პირობები გათვალისწინებულია დროებითი მოთავსების იზოლატორების დებულებით. იზოლატორების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით 2016 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური, რომელიც ახორციელებს იზოლატორების საჭირო ინვენტარით და ნივთებით მომარაგებას, ხოლო თავად იზოლატორებში შესაბამისი პირობების დაცვაზე რეგულარულ მონიტორინგს, მონიტორინგის სამსახური ახორციელებს. 2016 წლის მარტიდან დაწყებული, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა იზოლატორებში ეტაპობრივად დაიწყო ახალი ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, ხოლო საჭიროების შესაბამისად განხორციელდა ძველი სისტემების განახლებაც. იზოლატორებში, ასევე ჩატარდა გათბობის სისტემების განახლებაც. დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებულ პირთა პირობების გაუმჯობესების მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაო. ამ მიმართულებით 2015-2016 წლებში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:  ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში დასრულდა საწოლების გადაკეთება, ასევე მაგიდა-სკამებისა და უსაფრთხო განათების დამონტაჟება.  იზოლატორში ყველა მოთავსებული პირი უზრუნველყოფილია პირადი ჰიგიენის საშუალებებით, საკითხი მასალებით, მათ დღეში სამჯერ მიეწოდებათ ცხელი საკვები.  დასრულდა სარემონტო სამუშაოები მცხეთის, თეთრიწყაროს და გორის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.  სრულად განახლდა საგარეჯოს და ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.  სამუშაოები ჩატარდა ქ. თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში, რა დროსაც მოხდა იზოლატორის შშმ პირებისათვის ადაპტირება.  კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამ იზოლატორს, კერძოდ ყვარლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორებს. მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა საცხოვრებელი, სანიტარული, ჰიგიენური, კვებითი და სხვა მატერიალური 69 პირობების უზრუნველყოფა რეგულირდება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ხორციელდება დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით. ამასთან, ზემოხსენებული აქტებით გაწერილი რეგულაციების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით არსებობს შიდა მონიტორინგის მექანიზმი. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ 2016 წლის სექტემბრის თვეში მომზადებულ იქნა დეტალური ანგარიში ცენტრში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურის, დეპარტამენტის სამედიცინო ოთახის, უცხოელთა კვების ობიექტის, უცხოელების პირადი ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის და ადამიანის უფლებების დაცვის სხვა სტანდარტების შემოწმებას. ამოცანა 5.1.4: თავისუფლებააღკვეთილ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა 5.1.4.1. ფსიქიატრიულ პაციენტისათვის დაწესებულებებში ფსიქიკური შეზღუდვის ფსიქიკური მეთოდების აშლილობის გამოყენების მქონე წესისა და პროცედურების შესახებ რეგულაციების და დამკვიდრებული პრაქტიკის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; ინდიკატორი: ჩატარებული შესწავლის/კვლევის ანგარიში რეკომენდაციების პაკეტი; სახალხო დამცველის ანგარიშები. და წარმოდგენილი „ადამიანის უფლებების დაცვა ციხესა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით, სადაც, ასევე გათვალისწინებული იქნება პენიტენციური სისტემის საჭიროებებზე მორგებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უფლების დაცვას, დროულად მიეწოდოს შესაბამისი ფსიქიატრიული მომსახურება. ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მიმდინარეობს მოსაზღვრე პიროვნული აშლილობებისა და ანტისოციალური ქცევის მართვის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) შემუშავება. ამოცანა 5.1.5: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა; შიდა ინსპექტირებისა და გარე მონიტორინგის გაუმჯობესება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა 70 საქმიანობა 5.1.5.1: დაკავშირებით წამებასთან წაყენებული და არასათანადო ბრალდებების მოპყრობის სხვა გამოძიების ფორმებთან სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმის კონცეფციის შემუშავება. ინდიკატორი: შემუშავებულია კონცეფცია ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განხილულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის თაობაზე შემუშავებული კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოითქვა გარკვეული შენიშვნები. საბჭო განაგრძობს მუშაობას, რათა სამთავრობო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს ერთგვაროვანი ხედვა და მიდგომა. საქართველოს პროკურატურა კომპეტენციის ფარგლებში, ორგანოებთან ერთიანი კონცეფციის შემუშავების მიზნით. თანამშრომლობს შესაბამის საქმიანობა 5.1.5.2: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების ეფექტური გამოძიების მეთოდური და ტაქტიკური ინსტრუქციების ჩამოყალიბება და დანერგვა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ინდიკატორი: მეთოდური და ტაქტიკური ინსტრუქციები; ცვლილებები ნორმატიულ აქტებში (საჭიროების შემთხვევაში) 2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლებში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურა. ამოცანა 5.1.6: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა; შიდა ინსპექტირებისა და გარე მონიტორინგის გაუმჯობესება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა საქმიანობა 5.1.6.1: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების სისხლისსამართლებრივი დევნის პრიორიტიზაცია და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო პრინციპებში შესაბამისი პოლიტიკის ასახვა; პროკურორებისთვის რეკომენდაციების განახლება; ინდიკატორი: სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები რეკომენდაციები პროკურორების განახლებულია; სახალხო დამცველის ანგარიშები 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 1441, 1442, 1443, 335-ე მუხლების ერთმანეთისგან გამიჯვნასთან 71 დაკავშირებული პრობლემური საკითხები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის კუთხით საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტები. რეკომენდაციის მიზანია პროკურატურის მუშაკებს გაუადვილოს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრა და შემდგომში გამოძიების ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვა. აღნიშნული რეკომენდაცია შეისწავლა ევროსაბჭოს ექსპერტმა, რომლის მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულ იქნა. საქმიანობა 5.1.6.2: შიდა მონიტორინგის საქმიანობის გაუმჯობესება საკანონმდებლო და შიდაუწყებრივი რეგულაციებით (პროაქტიური ინსპექტირების, გენერალური ინსპექციის დამოუკიდებლობის გაზრდის, ანგარიშგებისა და საჩივრებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების დანერგვის ჩათვლით) ინდიკატორი: ცვლილებები მარეგულირებელ კანონმდებლობაში; განახლებული მეთოდოლოგია; მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის N160 ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დამტკიცებულ გენერალური ინსპექციის დებულებაში შევიდა ცვლილებები და დაიხვეწა გენერალური ინსპექციის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. ამავე ბრძანებით შეიქმნა გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველო. 2015 წლის 14 დეკემბრის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N7858 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა გენერალური ინსპექციის მიერ 2016 წელს განსახორციელებელი სისტემური მონიტორინგის წლიური გეგმა, რომლის შესაბამისად, სისტემური მონიტორინგის სამმართველომ 2016 წელს ჩაატარა შემდეგი გეგმური თემატური სისტემური მონიტორინგი:  N2 და N8 დაწესებულებებში შესწავლილ იქნა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აუტოაგრესიული ქცევის ფაქტები, მათი ჩადენის დინამიკა; სუიციდის, სუიციდის მცდელობის, თვითდაზიანებების ჩამდენ პირთა ბიო-ფსიქო-სოციალური პორტრეტი; აუტოაგრესიული ქმედებების ჩადენის შემთხვევითი და კანონზომიერი გამომწვევი მიზეზები, მაპროვოცირებელი ფაქტორები; პენიტენციურ დაწესებულებებში მათზე პრევენციულ-პროფილაქტიკური და ანალიტიკური საქმიანობის მდგომარეობა.  N11 დაწესებულებაში ჩატარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა უფლებების დაცვისა და სარეაბილიტაციო პროცესის მდგომარეობის თემატური მონიტორინგი.  N14 დაწესებულებაში - მსჯავრდებულთათვის უფლება-მოვალეობების განმარტების, ქართული ენის არმცოდნე მსჯავრდებულებთან კანონით გათვალისწინებული კომუნიკაციების საკმარისობის, მათი სოციალური უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობისა და ამ უფლებების უზრუნველყოფის თემატური მონიტორინგი.  N15 დაწესებულებაში - დისციპლინური დასჯის და წახალისების პრაქტიკის ობიექტურობის, მსჯავრდებულებზე სამართლებრივი ზემოქმედების ხარისხისა და თანასწორუფლებიანობის მდგომარეობის თემატური სისტემური მონიტორინგი.  N17 პენიტენციურ დაწესებულებაში - დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფილებისა და საკმარისობის თემატური მონიტორინგი.  გეგმური სრული სისტემური მონიტორინგი ჩატარდა N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში. 72  N3 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა არაგეგმური სრული სისტემური მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გაცემულია 55 რეკომენდაცია. 2016 წლის 28-30 ნოემბერს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, მათ შორის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს სრულ შემადგენლობას, მოწვეული ექსპერტების მიერ, ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე - „შიდა ინსპექტირების სპეციფიკა“. მიღებული გამოცდილებისა და ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია მონიტორინგის ჩატარების სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლის დასრულება იგეგმება 2017 წლის იანვარში. 2016 წლის აგვისტოში დამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ახალი ტიპური დებულება და შინაგანაწესი. შინაგანაწესში დეტალურად არის გაწერილი თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევებში შეტყობინების განხორციელების ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც იმ იზოლატორში, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შედეგების შესაბამისად, შეტყობინების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამედიცინო მუშაკი. ხოლო იმ იზოლატორებში, სადაც ადგილზე არ არის დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, საქართველოს პროკურატურისათვის შეტყობინების ვალდებულება შინაგანაწესის მიხედვით ეკისრება იზოლატორის უფროსს. შიდა მონიტორინგის მექანიზმის დახვეწის მიზნით შემუშავდა მიგრაციის დეპარტამენტის უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების პროექტი, რომელიც შეფასებული იქნა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ. აღნიშნული დოკუმენტი დეპარტამენტის ზოგიერთი ,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 მაისის N231 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №342 ბრძანებით იქნა დამტკიცებული. მონიტორინგის განყოფილება ახორციელებს პრევენციულ, ადამიანის უფლებათა სტანდარტების უზრუნველყოფის მონიტორინგსა და ახდენს უცხოელის უფლებათა დარღვევაზე რეაგირებას. აღნიშნული დოკუმენტი ასევე მოიცავს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავების პრინციპებს, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით განყოფილების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხას და სხვა სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს. საქმიანობა 5.1.6.3: არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება და სისტემური ანალიზი. ინდიკატორი: არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება და სისტემური ანალიზი ხელმისაწვდომია სრულყოფილი სტატისტიკა; სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. 73 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გულისხმობს არასათანადო მოპყრობის გააუმჯობესა ფაქტებზე სტატისტიკის მოდული, სისხლისსამართლებრივი რაც დევნის მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ აღრიცხვას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებულ იქნა წამებისა და არასათანადო მოპყრობის დეტალური ცხრილი, რომლითაც გაიმიჯნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლებისა და კერძო პირების მიერ ჩადენილი წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღრიცხვა. აღნიშნული ცხრილი დაეგზავნა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებს, ქ.თბილისისა და თბილისის რაიონულ პროკურატურებს და საოლქო პროკურატურებს. მიმდინარეობს მიღებული სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი. პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ. მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით 4 პირის მიმართ. პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, 2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. 2016 წლის მონაცემებით, კერძო პირების მიერ ჩადენილ წამების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 პირის მიმართ. საქმიანობა 5.1.6.4: თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობისა და მათი მოპყრობის გარე მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება (მათ შორის სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი) მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო აქტების მომზადება და წარდგენა, აგრეთვე, ინსტიტუციური თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება. ინდიკატორი: მონიტორინგის მექანიზმების ანგარიშები საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები შიდაუწყებრივი აქტები; პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში. 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველის მიერ უფლებამოსილ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მიენიჭათ უფლებამოსილება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელონ მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. ამოცანა 5.1.8: საჯარო მოსამსახურეთა სწავლება და შესაძლებლობათა გაძლიერება წამების და სხვა არასათანადო 74 საქმიანობა 5.1.8.1: ტრენინგ-დაწესებულებების შესაძლებლობების ზრდის პოტენციალის ხელშეწყობა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სწავლების კუთხით; კოორდინაციის გაზრდა დაწესებულებებს შორის; სასწავლო სტანდარტების, მასალებისა და მეთოდების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ინდიკატორი: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ტრენინგ-ცენტრის სრული ძალით ამოქმედება; სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. ევროპის საბჭოს დაფინანსებით, დაწყებულია სასწავლო ფილმზე მუშაობა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის საკითხების სწავლების გაუმჯობესების მიზნით. დაზიანებათა დოკუმენტირების ახალი დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, იგეგმება სასწავლო პროგრამის შემუშავება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის თემაზე, რომლის ფარგლებში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის, სასწავლო ცენტრში არსებული იმიტირებული საკნის გამოყენებით. 2016 წელს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით პროკურორებისათვის და პროკურატურის გამომძიებლებისათვის განხორციელდა 5 ტრენინგი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაციის თემაზე, რომლის ფარგლებში გადამზადდა 124 პირი (მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის ფარგლებში მომზადებული პროგრამის მიხედვით არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და სწორი კვალიფიკაციის თემაზე სწავლება გაიარა პროკურატურის სტაჟიორების 2-მა ჯგუფმა). საქმიანობა 5.1.8.2: საჭიროების შესაბამისად სასწავლო მოდულების შემუშავება არასათანადო მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, სასწავლო ცენტრების ტრენერთა მომზადება, თანამშრომელთა სისტემური სწავლება. დროებითი მოთავსების იზოლატორების და პენიტენციური დაწესებულებების მოქმედ და მომავალ თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება საბაზისო სასწავლო კურსის ფარგლებში, ასევე სპეციალიზებული ტრეინინგების ორგანიზება; ინდიკატორი: ცვლილებები/ახალი სასწავლო პროგრამებში; გაუმჯობესებული/ახალი ტრენინგ-მოდელები; ანგარიშები ტრენინგების ჩატარების შესახებ; საჯარო მოხელეთა რაოდენობა, ვინც გაიარა განგრძობადი სწავლების პროგრამა. დაზიანებათა დოკუმენტირების (სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად) ახალი დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, იგეგმება სასწავლო პროგრამის შემუშავება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის თემაზე, რომლის ფარგლებში თეორიულ სწავლებასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის სასწავლო ცენტრში არსებული იმიტირებული საკნისა და სასწავლო ფილმის გამოყენებით. პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების შემდეგ, შეირჩევა სამიზნე ჯგუფები და დაიგეგმება აღნიშნული ტრენინგის ჩატარება. ამჟამად, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის თემატიკა ასახულია სასწავლო ცენტრის მიერ დამტკიცებულ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო 75 სპეციალური პროფესიული მომზადების, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების პროგრამებში, რომლის მიხედვით 2016 წელს მომზადება გაიარა 2483-მა მოსამსახურემ. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებულია თემატური ტრენინგი წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებზე. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტთან - “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ თანამშრომლობის ფარგლებში, სისტემის სამედიცინო პერსონალისათვის განხორციელდა ტრენინგი თემაზე: „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 94-მა მსმენელმა. აღნიშნული ტრენინგები გაგრძელდება 2017 წლის იანვარ-თებერვალში. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში დაწინაურების კანდიდატთა გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დანიშნულ (დასანიშნ) კურსგავლილ პირთა გადამზადების კურსი.  მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. შსს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისამდე გაიარა 764 მსმენელმა. 76 6. ტრეფიკინგი მიზანი 6.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან ბრძოლა ამოცანა 6.1.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშულის პრევენცია საქმიანობა 6.1.1.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფა ინდიკატორი: გავრცელებული საინფორმაციო მასალების რაოდენობა და დაფარვის არეალი; ტრეფიკინგის საფრთხეებისა და თავდაცვის საშუალებების შესახებ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებისა და მონაწილეთა რაოდენობა; ტრეფიკინგის თემაზე ტელე და რადიო გადაცემებისა და მონაწილე პირთა რაოდენობა, ასევე, მონაწილეთა მიერ განხილული თემები; საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული ტრეფიკინგის თემაზე საინფორმაციო მასალა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანით სფეროში ერთ-ერთ ვაჭრობის განმახორციელებელი მნიშვნელოვან (ტრეფიკინგის) პრევენციულ წინააღმდეგ უწყებათაშორისი მექანიზმს მიმართული საკოორდინაციო წარმოადგენს. ღონისძიებების საბჭოს (შემდგომში საკოორდინაციო საბჭო) მიერ 2014 წელს შემუშავებული ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში 2016 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია გაიღო როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. ერთი მხრივ, სამინისტროს წარმომადგენლები თავად აწვდიდნენ მოსახლეობას ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ხოლო მეორე მხრივ, უწყება გამოყოფდა ფართს (უმეტესწილად, საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების სახით) საინფორმაციო შეხვედრებისთვის. 2016 წლის განმავლობაში ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის აქტიური მონაწილეობით არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის საკითხებზე საქართველოს მასშტაბით 64 შეხვედრა ჩატარდა. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ადგილობრივი მოსახლება. აღნიშნულ შეხვედრებს სულ დაესწრო 1627 პირი. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ტრეფიკინგის პრევენციულ ღონისძიებებსა და არსებულ სახელმწიფო სერვისებზე. მონაწილეებს, ასევე, 77 დაურიგდათ ხუთენოვანი საინფორმაციო ბროშურები (ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე), სახელმწიფო ფონდის მაისურები და ჩანთები. საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ლეგალური მიგრაციის კერძოდ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებისა და რეგულაციების შესახებ, მათ შორის, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორებისათვის. აღნიშნული იქ არსებული შეხვედრები, ასევე ემსახურება ტრეფიკინგის შესაძლო შემთხვევათა პრევენციას. ამასთან, გავრცელდა 50 000 ცალი საინფორმაციო ბროშურა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობების თაობაზე. გარდა ამისა, 2016 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის განხორციელდა სამართლის სკოლა თემაზე „ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა“. პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს იმ სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ებრძვის ტრეფიკინგს. სამართლის სკოლაში მონაწილეობა მიიღო 25-მა სტუდენტმა. სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა იმუშავეს ნაშრომებზე ტრეფიკინგის თემაზე. ესეების კონკურსის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებმაც თავიანთი ნაშრომები წარადგინეს 30 ივლისს, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2016 წლის 28 ივლისს დაიწყო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. თბილისში პუშკინის სკვერში მოეწყო საინფორმაციო კუთხე და მოსახლეობას დაურიგდა საკონსულტაციო ცხელი ხაზის გამოსახულებიანი მაისურები, ჩანთები და საინფორმაციო ბროშურები. იმავე დღეს თბილისის იუსტიციის სახლს გადაეცა 2000 ცალი ხუთენოვანი ბროშურა, რომელიც განთავსდა აღნიშნულ დაწესებულებაში არსებულ საინფორმაციო დაფებსა და მოსამსახურე ოპერატორების მაგიდებზე. 30 ივლისს სახელმწიფო ფონდმა სარფის სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ფონდის თანამშრომლების მიერ დარიგდა ხუთენოვანი ბროშურები, მაისურები და ჩანთები ტრეფიკინგისა საკონსულტაციო ცხელი ხაზის გამოსახულებით. 2016 წლის 7-8 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სსიპ "ადამიანით 78 ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან" თანამშრომლობით განახორციელა ტრენერთა ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე. ორ დღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა“ და სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ ტრენერებმა, რომლებმაც შემდგომ 2016 წლის 30 ივლისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით, 25 საზოგადოებრივ ცენტრში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია“. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 215-მდე დაინტერესებულმა პირმა, რომელთაც ტრენინგის დასასრულს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 2016 წლის 18 ოქტომბერს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამართა კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არასამთავრობო/საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზაციების სამთავრობო უწყებებისა წარმომადგენლების გარდა, და ასევე, ესწრებოდნენ სტუდენტებიც. 2016 წლის 19 ოქტომბერს სტუდენტებისათვის საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა მიღება პროექტში „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ტრეფიკინგის თემაზე“ მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ორი ეტაპისაგან შედგება და მოიცავს წერით და ზეპირ რაუნდებს. წერითი კომპონენტის შეფასების შედეგად გამოვლინდა 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის 8 გუნდი თბილისიდან და ქუთაისიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ზეპირ რაუნდებში. იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები გაიმართება 2017 წლის 4-5 თებერვალს. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2016 წლის განმავლობაში გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გაიარა ტრეფიკინგის თემატიკასთან უშუალო შემხებლობაში მყოფმა პირებმა კერძოდ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და სტაჟიორებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა, მოსამართლეებმა და სასამართლოს სხვა მოხელეებმა, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა. რაც შეეხება ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ტრეფიკინგის თემაზე განთავსებულ საინფორმაციო მასალებს, უნდა აღინიშნოს, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებების ვებგვერდების მეშვეობით მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარება და დაცვა, რაც გულისხმობს მათ საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო დაბრუნებაში ხელშეწყობას, საქართველოში დასაბრუნებლად განკუთვნილი შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფასა და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი 79 ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობას, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლი უზრუნველყოფილ იქნეს დროებითი თავშესაფრით და სხვა შესაძლო შეღავათებით. ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია იგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტები არ გამოვლენილა. იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა (მათ შორის არ არის აკრედიტებული საელჩო) საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ახორციელებს უშუალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტრეფიკინგის პრევენციის თვალსაზრისით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელს უწყობს/ავრცელებს ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საინფორმაციო ბროშურებს. საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით საინფორმაციო დამზადებულია ბროშურები („რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის“), რომელიც შეიცავს ინფორმაციას საკონსულო დახმარების და ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ, შემდგომი გავრცელების მიზნით, რიგდება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში და ადგილობრივ ქვეყნებში არსებულ დიასპორულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, პერმანენტულად ხდება ბროშურაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის კორექტირება/განახლება. ტრეფიკინგის ფაქტების პრევენციის და შესაბამისი ღონისძიების გატარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ხსენებული ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელი ხაზი ასევე ფუნქციონირებს რიგ საკონსულო სამსახურებშიც. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე რიგ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ვებ გვერდებზე განთავსებულია ინფორმაცია ტრეფიკინგის საკითხებზე. ვებ გვერდზე გამოტანილი ინფორმაცია ასევე შეიცავს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემებს და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სხვადასხვა წარმომადგენლობების/ სახის საკონსულო სასარგებლო ინფორმაციას. დაწესებულებების ვებ დიპლომატიური გვერდზე ტრეფიკინგის საკითხებთან დაკავშირებით მოცემული ინფორმაცია პერიოდულად განახლებადია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა და პირველ კალათაში გადაინაცვლა. აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც 80 ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ასევე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ქმედებები. ამოცანა 6.1.2: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა საქმიანობა 6.1.2.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრების) ეფექტური მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის მათი საქმიანობის უზრუნველყოფა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების სერვისების შეთავაზების გზით და მათი საქმიანობის პერიოდული მონიტორინგი ინდიკატორი: მსხვერპლთა/დაზარალებულთა რაოდენობა, რომელთაც ისარგებლეს სახელმწიფო ფონდის მომსახურებით; ფონდის მიერ გაწეული მომსახურების სახეობა და რაოდენობა; თავშესაფრების საქმიანობის მონიტორინგის პერიოდული ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ფონდის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებები (თავშესაფრები): ბათუმის (დაარსდა 2006 წელს) და თბილისის (დაარსდა 2007 წელს). თავშესაფრების მიზანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა და დახმარება. თავშესაფრებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ყოფნის ხანგრძლივობა არის 3 თვე, თუმცა ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის/დაზარალებულის სურვილითა და ფონდის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე. თავშესაფარში მიიღებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლები/ დაზარალებულები განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა ან სხვა ნიშნისა. თავშესაფარი უზრუნველყოფს ბენეფიციართა მონაცემების კონფიდენციალურად დაცვას; თავშესაფარი ბენეფიციარებს და მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)ს უზრუნველყოფს შემდეგი სახის უფასო, 24–საათიანი, მომსახურებით: ა) ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით; ბ) საკვებითა და ტანსაცმლით; გ) ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამებში მონაწილეობით; დ)არასრულწლოვანი ბენეფიციართათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობით; 81 ე)ყველა იმ ღონისძიებით, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებით. თითოეული ბენეფიციარის მიმართ, რომელიც სარგებლობს თავშესაფრით, ადმინისტრაციის მიერ ხდება რეაბილიტაცია–რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმის შედგენა. რეაბილიტაცია–რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმა მოიცავს: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთან/დაზარალებულთან ინტერვიუირებას, რეაბილიტაცია– რეინტეგრაციის გეგმის შემუშავებას. ზემოაღნიშნული გეგმების ფარგლებში ხორციელდება გადაუდებელი საჭიროებების შეფასება (თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ), სასურველი საჭიროებების შეფასება (ბენეფიციარის მონაწილეობით) და განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების დაფიქსირება. თავშესაფრებში მომსახურებები მორგებულია არასრულწლოვანთა მოთხოვნებს და სერვისების მიწოდება ხორციელდება მათი საჭიროებების გათვალისწინებით. ფონდის დირექტორის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული გეგმის მიხედვით (წელიწადში არანაკლებ ორჯერ) მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველო ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაწესებულებების (თავშესაფრები) საქმიანობის მონიტორინგს, რაც გამოიხატება თავშესაფრების ადგილზე შემოწმებაში. საანგარიშო პერიოდში (თბილისისა და ბათუმის თავშესაფრებში) განხორციელდა ერთი გეგმიური მონიტორინგი. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა მიერ ფონდის თავშესაფრით და იქ არსებული მომსახურებებით სარგებლობის სტატისტიკა თავშესაფარი და იქ ბენეფიციარი არსებული სრულწლოვანი მომსახურებები მდედრ. მამრ. (თბილისი/ბათუმი) დროებითი სადღეღამისო საცხოვრისი ფსიქოლოგიურ– სოციალური სამართლებრივი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება კომპენსაცია საერთო ჯამი 4 – არასრულწლოვანი მსხვერპლი/ დამოკიდებული დაზარალებული პირი – – 4 1 – – – 1 4 1 – – – – – – 4 1 1 – – – 1 ბენეფიციართა საერთო ჯამი – 4 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა მიერ ფონდის მომსახურებებით (გარდა თავშესაფრისა და იქ არსებული მომსახურებებით მოსარგებლე ბენეფიციარებისა) სარგებლობის სტატისტიკა 82 ფონდის მომსახურებები ბენეფიციარი სრულწლოვ ანი ფსიქოლოგიურ სამართლებრივი კონსულტაცია/დახმარება მსხვერპლისთვის/დაზარალებულ ისთვის სამართლებრივი კონსულტაცია სავარაუდო მსხვერპლისთვის სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება კომპენსაცია საერთ ო ჯამი – 2 არასრულწლოვანი დამოკიდებუ მსხვერპლი/ დაზარალებუ ლი პირი ლი – – – – – 2 2 – – 2 – – – – 1 – – 1 ბენეფიციართა საერთო ჯამი – 5 საქმიანობა 6.1.2.2: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება ნებაყოფლობით და უსაფრთხოდ და საქართველოში დაბრუნებულთა მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა ინდიკატორი: საკუთარი სურვილით მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებულ ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რაოდენობა; სახელმწიფო სერვისები, რომლითაც ისარგებლეს საქართველოში დაბრუნებულმა ტრეფიკინგის მსხვერპლებმა/დაზარალებულებმა მსხვერპლთა/დაზარალებულთა რაოდენობა, რომლებსაც მიეცათ სპეციალური ბინადრობის ნებართვა 2016 წელს, საანგარიშო პერიოდში, თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა სამმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ერთმა საქართველოს მოქალაქემ, რომელთაგან ორს მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მინიჭებული ჰქონდა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ორ მათგანს ჰქონდა მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. ოთხივე მათგანმა ისარგებლა 24–საათიანი მომსახურებით (ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით, დღის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ოთხჯერადი ფონდის კვებით, ჩართულობით ჰიგიენის საშუალებებით), დაბრუნდა მშობლიურ 1 ქვეყანაში (უზბეკეთი) მიმდინარე წლის 19 ივნისს. საქმიანობა 6.1.2.3: ეროვნული რეფერალური მექანიზმის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური საჭირეობების გათვალისწინებით რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმების გადახედვა და გეგმის ფორმების დახვეწა 83 ინდიკატორი: არსებული რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის ინდივიდუალური პროგრამების შეფასების ანგარიში და შემუშავებული რეკომენდაციები; თანამედროვე ტენდენციების საპასუხოდ დახვეწილი ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სარეაბილიტაციო/სარეინტეგრაციო პროგრამა 2016 წელს განახლდა რეინტეგრაციის და დაიხვეწა ინდივიდუალური თავშესაფრის ბენეფიციართა გეგმა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის და რეაბილიტაცია- ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვა/შეფასების ფორმა. აღნიშნულ გეგმებში თავშესაფრის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ (იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მედდა, ძიძა) განისაზღვრება ბენეფიციარების (დამოკიდებული პირების ჩათვლით) საჭიროებები (სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა, ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაცია) და მათი შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. ამოცანა 6.1.3: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ეფექტური სისხლისამართლებრივი დევნა საქმიანობა 6.1.3.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების პროაქტიური გამოვლენა და ამ მიზნით შემოწმების ერთობლივი მობილური ჯგუფების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა ინდიკატორი: შემოწმების მობილური ჯგუფის მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტებზე წარმოებული გამოძიებების/სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობა. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების პროქტიულად გამოვლენის მიზნით შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მობილური ჯგუფების მიერ შემოწმებული იქნა ტრეფიკინგის რისკ შემცველი 102 დაწესებულება და განხორციელდა რისკ ჯგუფს მიკუთვნებული 440 მოქალაქის გამოკითხვა მათ მიმართ შესაძლო განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით. სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) მიერ შემოწმდა 67 დაწესებულება და გამოკითხა 276 პირი. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის გამოვლენის მიზნით 24/7 ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონტროლი და სისტემატიურად მიმდინარეობს თურქეთის რესპუბლიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან დეპორტირებულ მოქალაქეებთან გასაუბრება. 2016 წელს გამოკითხული იქნა 2336-ზე მეტი დეპორტირებული პირი. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს შორის 84 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე მობილური ჯგუფის მიერ გამოიკითხა 89 პირი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრეფიკინგით დაზარალებულ პირთა საქართველოში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს 2016 იუსტიციის წელს შს სამინისტროს სამინისტროს სსიპ შუამდგომლობის სერვისების საფუძველზე განვითარების სააგენტომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილ 2 უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე გასცა სპეციალური ბინადრობის მოწმობა. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 18 სისხლის სამართლის საქმეზე, აქედან 12 საქმეზე გამოძიება დაწყებულ იქნა პროაქტიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნა 1 პირი, დაზარალებულად ცნობილი იქნა 2 პირი, ხოლო სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი იქნა 4 პირი. საქმიანობა 6.1.3.2: სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) წევრების მონაწილეობა ტრეფიკინგის რისკის შემცველი ადგილების შემოწმებისა და პოლიციური კონტროლის განხორციელებისას ინდიკატორი: სპეციალისტების ჯგუფის წევრების მონაწილეობით განხორციელებული პოლიციური კონტროლის და შემოწმებული დაწესებულებების/ადგილებისა და გამოკითხულ პირთა რაოდენობა; გამოვლენილი სავარაუდო ტრეფიკინგის ფაქტების რაოდენობა სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) მიერ საანგარიშო პერიოდში შემოწმდა ტრეფიკინგის რისკ შემცველი 67 დაწესებულება და გამოკითხა 276 პირი. შემოწმების და გამოკითხვის საფუძველზე განხორციელდა შემდეგი მოქმედებები: დადგინდა აქვს თუ არა გამოკითხულ პირებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, შეუძლიათ თუ არა თავისუფლად გადაადგილება, იღებენ თუ არა სრულად გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას, მუშაობენ თუ არა ნებაყოფლობით, ხორციელდება თუ არა მათზე რაიმე სახის ზეწოლა, იძულება ან/და მუქარა. დამატებით, სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მუდმივად მიმდინარეობს იმ პირებისა და ორგანიზაციების შესწავლა, რომლებიც ეწევიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 2016 წლის იანვრის თვიდან სპეციალისტთა ჯგუფის მიერ პროაქტიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა და ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 20 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 16 საქმეში გამოიკვეთა სექსუალური ექსპლუატაციის, 3 საქმეში - შრომითი ექსპლუატაციის, ხოლო 1 საქმეში არასრულწლოვანთა ყიდვა-გაყიდვის ელემენტები. 85 ამოცანა 6.1.4: ტრეფიკინგის საქმეებზე მომუშავე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა საქმიანობა 6.1.4.1: სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი ტრენინგების გზით ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ სამართალდამცავთა რაოდენობა ჩატარებული ტრენინგების თემატიკა 2016 წლის განმავლობაში ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამართალდამცავი ორგანოების და პროკურატურის შესაბამისმა თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ ღონისძიებებში:  თურქეთის ქ. ანკარაში ნატოს ეგიდით გამართულ ტრეფიკინგთან ბრძოლის კურსს დაესწრო სასაზღვრო პოლიციის ფაკულტეტის წარმომადგენელი. კურსის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა: ტრეფიკინგთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, ტრეფიკიორთა ტაქტიკა და მეთოდები, გამოძიების ხერხები და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის "ნატოს" პოლიტიკა.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა კურსი თემაზე “ბავშვთა მიმართ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე სამმა თანამშრომელმა.  საფრანგეთის ქ. ლიონში გაიმართა სტაჟირების პროგრამა, რომლის თემა იყო “ბრძოლა არალეგალური მიგრაციის ქსელების წინააღმდეგ“. სტაჟირების ორგანიზატორი იყო საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დანაყოფი და ჩატარდა საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს (DCPAF) და არალეგალური მიგრაციის ქსელების და არალეგალურ ვითარებაში მყოფ უცხოელ მოქალაქეთა დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ოფისის (OCRIEST) მიერ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე 1 თანამშრომელმა.  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში" - ფარგლებში განხორციელდა რეგიონალური ტრეინინგი სასაზღვრო გამტარი პუნქტის მგზავრებთან თანამშრომლებისთვის გასაუბრების საკითხებზე. დოკუმენტების ტრეინინგი შემოწმებასა ჩატარდა და მოლდოვის რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შსს საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.  შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა (2) მონაწილეობა მიიღეს ამერიკაში, დალასში, აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით დაგეგმილ 28–ე წლიურ კონფერენციას თემაზე „ბავშვთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“. 86  აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) სამართალდამცველთათვის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის თანამშრომლობის გაძლიერება და წარმატებული გამოცდილების გაზიარება, იმყოფებოდა ესტონეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ადამიანთა ტრეფიკინგის საკითხებზე.  ქ. ბათუმში აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ფინანსური დანაშაულის გამოძიების საკითხებზე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე 4 თანამშრომელმა.  იტალიაში ქ. კასერტაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე 2 თანამშრომელმა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა (სულ 18 პირი) მონაწილეობა მიიღეს ანტინარკოტიკული ამერიკის და შეერთებულ სამართალდამცავ შტატებში ორგანოებთან აშშ სახელმწიფო ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგში, რომელიც შეეხებოდა საგამოძიებო პრაქტიკასა და მეთოდებს ადამიანით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ პროექტის ფარგლებში, შვედეთში ჩატარდა სასწავლო ვიზიტი თემაზე ,,ადამიანით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა“, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 5 თანამშრომელმა.  ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ,,ქალებით და ბავშვებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან ბრძოლა ცნობიერების ამაღლების განხორციელდა გზით“ კვალიფიკაციის ფარგლებში (ELHRILI-ის) ასამაღლებელი კურსი თემაზე ორგანიზებით - ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის პრაქტიკული ასპექტები საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა.  აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გაიმართა კურსი თემაზე “ფარული და კომპლექსური გამოძიება“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 18 თანამშრომელმა.  საანგარიშო პერიოდის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე პროკურატურის სტაჟიორობის 35-მა კანდიდატმა გაიარა სწავლება ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებში;  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარდა პროკურატურის სტაჟიორთა 2 ჯგუფის ტრენინგი. სწავლება პროკურატურის 62-მა სტაჟიორმა გაიარა; 87  არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციისა და კომპიუტერული დანაშაულის თემაზე ჩატარდა ექვსდღიანი ერთობლივი ტრენინგი პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებისათვის. პროკურატურიდან სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა 20-მა პროკურორმა გაიარა;  შსს–ს აკადემიის ბაზაზე ტრეფიკინგის საკითხებთან დაკავშირებით სასწავლო კურსი გაიარა 270 მსმენელმა;  2016 წლის 23-27 მაისს, „EaP IBM Capacity Building“ პროექტის ფარგლებში ქ. კიევში გაიმართა რეგიონალური ტრენინგი ტრენერთათვის - „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“, რომელსაც დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელი; საქმიანობა 6.1.4.2: შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოვლენის მიზნით ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ პირთა რაოდენობა 2016 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის N112 დადგენილებით დამტკიცდა „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“. ზედამხედველობის მიზანია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. ზედამხედველობის ამოცანაა იძულებითი შრომისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობის წესის შესაბამისად, მექანიზმების ეფექტიანობის შრომითი გაძლიერება. დამტკიცდა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების 2016 წლის გეგმა, რომლითაც განისაზღვრა ის კომპანიები, სადაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორები 2016 წლის განმავლობაში განახორციელებენ გეგმიურ ზედამხედველობას. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების შესაბამისად განხორციელდა სახელმწიფო ზედამხედველობა 41 კომპანიაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმაგრაფიკის შესაბამისად, ხოლო 2 კომპანიაში განხორციელდა არაგეგმიური შემოწმება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 24 მაისს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შრომის ინსპექტორებისთვის ჩაატარა ტრეინინგი თემაზე „იძულებითი შრომა და ადამიანით ვაჭრობა.“ საქმიანობა 6.1.4.3: სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება არასრულწლოვანთა, მათ შორის ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტების გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით. ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ პირთა ჩატარებული ტრენინგების თემატიკა. 88 რაოდენობა; სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2016 წელს ჩატარდა ტრენინგი 19 უფროსი სოციალური მუშაკისთვის (ოჯახში ძალადობა) დ ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული 226 და 7 სხვადასხვა ორგანიზაციის სოციალური მუშაკისთვის. ამოცანა 6.1.5: ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება საქმიანობა 6.1.5.1: სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის გაღრმავება სამოქალაქო საზოგადოებასთან (არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა) ინდიკატორი: ერთობლივად განხორციელებული პროექტები ფონდს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული და მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ა(ა)იპ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი, ა(ა)იპ კავშირი „ქალები მომავლისათვის“, ა(ა)იპ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან, ა(ა)იპ „საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასთან“. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სამთავრობო უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზების, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წამყვანმა უწყებამ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთათვის მიმდინარე წლის 22-23 ივნისს განახორციელა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები ადამიანით (ვაჭრობის) ტრეფიკინგის თემაზე. აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაცვისა დაზარალებულთა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან", სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით. ტრენინგში ჩართული იყო 30 მონაწილე. ამასთან, როგორც საქართველოში ზემოთ მიგრაციის თანამშრომლობით უკვე აღინიშნა, საერთაშორისო საქართველოს მასშტაბით საქართველოს იუსტიციის ორგანიზაციის მუდმივად სამინისტრო მისიასთან აქტიური ახორციელებს ერთობლივ საინფორმაციო შეხვედრებს ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით. გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს. 2016 89 წლის 13 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს ჯამში 54000 ლარიანი გრანტის გაცემას. საგრანტო კონკურსის შედეგად გამოვლინდა 2 გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც საგრანტო პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებს განახორციელებენ 2017 იანვრის თვიდან. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის 2016 წლის ანგარიშში და ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფმა (GRETA) საქართველოს მეორე რაუნდის შეფასებაში დადებითად შეაფასა საგრანტო კონკურსების პრაქტიკა. საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შემდეგი შეხვედრები გაიმართა:  2016 წლის თებერვალში ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, დუბრავკა სიმონოვიჩმა, შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის ფარგლებში სახელმწიფოს პოლიტიკა იყო. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუროგაციის თემასა და აღნიშნულ სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმას;  2016 წლის აპრილში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში - მო დე ბოერ - ბუკიკიომ, შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, მინისტრის მოადგილესა და ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან. საუბრის მთავარი თემა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები იყო;  2016 წლის 20 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოევროკავშირის დიალოგის მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები შეფასდა. ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა საქართველოს მიერ ტრეფიკინგის, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იყო.  2016 წლის 8–9 მარტს, ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროების სწავლებათა ევროპული ცენტრის (GCMC) ორგანიზებით გაიმართა სემინარი - „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული", რომელსაც დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 წარმომადგენელი. ამავე ღონისძიებაზე იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოხსენება გააკეთა ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე. საქმიანობა 6.1.5.2: პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების, შესაბამის უწყებებთან 90 თანამშრომლობის გაღრმავება/მოლაპარაკებების დაწყება, მათ შორის, ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ინდიკატორი: სამთავრობოთაშორისო შეხვედრების რაოდენობა; ხელშეკრულებების/ერთობლივი განცხადებების რაოდენობა გაფორმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით, საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა თუ მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შემდეგი სამთავრობოთაშორისი შეხვედრები:  2016 წლის 9 თებერვალს, სამთავრობოთაშორისი შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი თემა ადამიანით ვაჭრობის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვის კომპონენტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, ტრეფიკინგთან ბრძოლის კონტექსტში ქართულ-თურქული თანამშრომლობის გაღრმავებას;  2016 წლის აპრილში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ბერნარ კაზნევთან, პარიზში გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის, ტრეფიკინგთან, ბრძოლისა და მიგრაციის მართვის საკითხები. მინისტრებმა იმსჯელეს დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე და შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის ხარისხის ამაღლებაზე;  2016 წლის ივნისში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბუენოს - აირესში ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის ოფისს ეწვია, სადაც სახელმწიფო მდივნის მოადგილეს - ხოსე ბრაიან შაპირასა და ინსტიტუციური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გენერალურ დირექტორს - მატიას გარიდოს, შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრმა სახელმწიფო მდივანს ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკოორდინაციო საბჭოების ფუნქციონირების შესახებ უამბო და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.  2016 წლის 26-28 ოქტომბერს პროექტის „საქართველოსა და ლატვიის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარება“ ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეწვია ლატვიის დელეგაცია. ქართულმა მხარემ ლატვიელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო სიახლეებისა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების თაობაზე, რომლებიც მიღებულ იქნა მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვის მიზნით. ყურადღება გამახვილდა, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, მის მნიშვნელობასა და იმ სიახლეებზე, რომლებიც აღნიშნულმა სამართლებრივმა დოკუმენტმა შემოიტანა მართლმსაჯულების სფეროში.  მიმდინარე წლის 26-28 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 91 წარმომადგენლები ტრეფიკინგის თემაზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. სტოკჰოლმში, შვედეთში. ორდღიანი ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით შვედეთის გამოცდილების გაზიარება და მონაწილე სახელმწიფოთა შესაბამის წარმომადგენელთა შორის პარტნიორული თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა.  2016 წლის 22 ნოემბერს პროექტის „საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი შეხვედრა რეადმისიის მართვის, არალეგალური მიგრაციასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის თაობაზე“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის დელეგაციას შორის. შეხვედრა მიზნად ისახავდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ სომხეთისათვის გამოცდილების გაზიარებას.  2016 წლის 29-30 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ქ. ლონდონში, დიდ ბრიტანეთში წინააღმდეგ ბრძოლის დაესწრო საკითხებში ეუთო-ს ადამიანით ვაჭრობის სპეციალური (ტრეფიკინგის) წარმომადგენლისა და კოორდინატორის ოფისის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას თემაზე „Prevention of Trafficking in Human Beings in Supply Chains through Government Practices and Measures”. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ქვეყნებთან ისეთ მნიშვნელოვან სფეროში თანამშრომლობას, როგორიცაა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შსს მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნებთან ზემოთხსენებულ საკითხებზე შეთანხმების გაფორმების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ხელი მოეწერა შემდეგ შეთანხმებებს:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ–ფპალცის (გერმანია) შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განზრახვის თაობაზე ერთობლივი განცხადება;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, გაციფროვნებისა და მიგრაციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროს შორის განზრახვის თაობაზე ერთობლივი განცხადება;  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ განცხადება. 92 2011 წელს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლისა და 2011 წლის 17 ივნისის პრეზიდენტის ბრძანებულების ხელმოწერის დღიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული შეთანხმების განხორციელების საკითხებზე მუშაობაში. შსს წარმომადგენლები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ როგორც შეთანხმების, ასევე მისი საიმპლემენტაციო ოქმების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაში. საიმპლემენტაციო ოქმი განსაზღვრავს შეთანხმების საიმპლემენტაციო დებულებებს და არეგულირებს კონკრეტულად 2 ქვეყანას შორის თანამშრომლობის დეტალებს. საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ, მოეწერა ხელი გერმანიაში 2016 წლის 4 აპრილს, რომელიც ძალაშია 2016 წლის 8 ივლისიდან ; 2016 წლის 07 აპრილს შემფასებელ შეხვედრა გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მისიასთან, რომლებმაც შეაფასეს ტრეფიკინგის კანონში ინსპექციასთან დაკავშირებული ცვლილებები და განხორციელებული საქმიანობა; 2016 წლის 09 თებერვალს რეადმისიის, ტრეფიკინგის და მიგრაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრა გაიმართა საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ თურქეთის დელეგაციასთან. 7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მიზანი: 7.1. მონაცემთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა დაცვის საერთაშორისო და სტანდარტებთან პერსონალურ შესაბამისობის უზრუნველყოფა ამოცანა: 7.1.1. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან საქმიანობა: 7.1.1.1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხელშეწყობა ევროპის კავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილების (2008/977/JHA) იმპლემენტაციის მიზნით ინდიკატორი: ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები ევროპის კავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილებასთან (2008/977/JHA) შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით; ევროკავშირის ექსპერტების მიერ მათი დადებითი შეფასება მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილების ითვალისწინებს (2008/977/JHA) შიდა კანონმდებლობაში ასახვას, მათ შორის, ინსპექტორის უფლებამოსილების გავრცელებას დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და 93 მართლწესრიგის დაცვის მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მიერ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული პერსონალური მონაცემების არაავტომატურ დამუშავებაზე. ევროპის საბჭოს დახმარებით, 2016 წლის იანვარ-მარტში განხორციელდა აღნიშნული პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა. მიმდინარე წლის 14 აპრილს მოხდა ცვლილებათა პროექტისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნების განხილვა საჯარო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან. 2016 წლის 27 ივლისს ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და განიხილეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოდიფიცირების საკითხი. ინსპექტორის აპარატის თანამშრომელთა მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დასრულებაზე. საქმიანობა: 7.1.1.2 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მიზნით კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და დამტკიცება ინდიკატორი: ყველა უწყებას მიღებული აქვს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მიზნით კანონქვემდებარე აქტები; საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის შესახებ მიღებული კანონქვემდებარე აქტებისა და შიდა რეგულაციების დამტკიცება და მათი რაოდენობრივი მაჩვენებელი; საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატის მიერ გაწეული კონსულტაციების შედეგად დაიხვეწა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონებისა და მიგრაციის ერთიან მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა უწყებებს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტები. საანგარიშო პერიოდში, ინსპექტორის აპარატმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით; სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს - საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით; შსს-ს - დნმ მონაცემების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით; ქალაქ თბილისის მერიას - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო 94 დაწესებულებებში ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, დამუშავების, წაშლისა და განადგურების ინსტრუქციის თაობაზე; ეკონომიკის სამინისტროს - „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს - ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესთან დაკავშირებით; საქართველოს უზენაეს სასამართლოს - ,,სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წესის შესახებ; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - „საჯარო სივრცეში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით ვიდეომეთვალყურეობის კამერების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის შესახებ; საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო „მეორე ჯგუფს საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანების პროექტის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის შესახებ“ და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების შესახებ“ ბრძანებების პროექტებთან დაკავშირებით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და კანონის პროექტთან დაკავშირებით; პრობაციის სამინისტროს „საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებისათვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების ერთობლივი ბრძანების პროექტთან დაკავშირებით. 2013 წლის მაისიდან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დამტკიცებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკა. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 13 მაისის N206/ს ბრძანებით დამტკიცდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების დაცვისთვის გასატარებელი ღონისძიებებიდან ერთ-ერთ ნაბიჯს, რომლის მიზანია სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დანერგვისა და მისი სრულფასოვანი დაცვის ხელშეწყობა. პოლიტიკის დოკუმენტის ამოცანებია:  პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხისადმი სააგენტოს ხედვისა და მიდგომების დეკლარირება;  „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებისა და ზოგიერთი დებულების განმარტება და კონკრეტული ამოცანების სახით ჩამოყალიბება; 95  სააგენტოს თანამშრომელთა მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის მნიშვნელობისა და მისადმი სააგენტოს მიდგომების სწორად და ერთგვაროვნად აღქმის ხელშეწყობა. პოლიტიკის დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს სააგენტოს სისტემაში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის სრული რეგლამენტაცია და თემატური სახელმძღვანელო ინსტრუქციების როლის შესრულება. შემუშავების ეტაპზეა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის პროექტი, რომლის მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხისადმი სამინისტროს ხედვის დეკლარირება, სამინისტროს თანამშრომელთა მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხის მნიშვნელობისა და მისდამი სამინისტროს მიდგომების სწორად და ერთგვაროვანი აღქმის ხელშეწყობა. საქმიანობა 7.1.1.3 პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა ინდიკატორი: ყველა მითითებულ უწყებაში დანიშნულია პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი შს სამინისტროს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფი რომელსაც განესაზღვრა ისეთი უფლებამოსილებანი, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, არსებული სტანდარტებისა და რისკების შესწავლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მისი მიწოდება სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა. 2013 წლის მაისიდან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დანიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარეს. საქმიანობა: 7.1.1.4 თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით ფაილური სისტემის კატალოგისა და ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება ინდიკატორი: თითოეული უწყების მიერ შექმნილია ფაილური სისტემის კატალოგი და გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აწარმოებს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრს. 2014-2016 წლებში ინსპექტორის აპარატში შევიდა 6435 ფაილურ სისტემათა კატალოგი. 2016 წლის აპრილიდან ინსპექტორის აპარატმა დაიწყო ფაილურ სისტემათა კატალოგების წარმოება თვეების მიხედვით: 96 აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო 159 161 333 154 232 საჯარო/კერძო საჯარო/კერძო საჯარო/კერძო საჯარო/კერძო საჯარო/კერძო 65 61 164 36 166 94 100 169 118 66 სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი 36 36 64 75 საჯარო/კერძო საჯარო/კერძო საჯარო/კერძო საჯარო/კერძო 12 16 25 25 24 20 39 50 შს სამინისტროს მიერ განხორციელდა სამინისტროში არსებული ყველა ფაილური სისტემის კატალოგის შემუშავება და მისი ატვირთვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სპეციალურად ამ მიზნით შემუშავებულ ვებ გვერდზე: https://catalog.pdp.ge/ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილია ფაილური სისტემის კატალოგი და გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. აღნიშნული ვალდებულება 2014 წლიდან სრულდება. საანგარიშო პერიოდში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ბიზნეს პროცესების ცვლილებების შესაბამისად, განხორციელდა ფაილურ სისტემათა კატალოგების განახლება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა თანახმად, დამუშავებულ იქნა შესაბამის დაწესებულებაში არსებული პერსონალური მონაცემები. მოხდა აღნიშნული ინფორმაციის სისტემატიზაცია და მათი ასახვა ფაილურ სისტემურ კატალოგში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით იქნა მიწოდებული ამოცანა: 7.1.2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაცია საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობა: 7.1.2.1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ოფიციალური კომენტარების მომზადება და გამოქვეყნება ინდიკატორი: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარების გამოქვეყნება 97 2016 წლის თებერვალში ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ოფიციალური კომენტარების მომზადებაში დახმარებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს დონეზე მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს მოდერნიზება. განახლებულ ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობისთვის იგეგმება არსებითი საკანონმდებლო ცვლილებები. შესაბამისად, ოფიციალური კომენტარების მომზადება მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ. საქმიანობა: 7.1.2.2. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით სახელმძღვანელოებისა და რეკომენდაციების შემუშავება ინდიკატორი: პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით სახელმძღვანელოსა და რეკომენდაციის შემუშავება საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავდა ჯანდაცვის სექტორში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ რეკომენდაცია. ასევე მომზადდა რეკომენდაციები სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ: სკოლებისთვის და მოსწავლეების მშობლებისათვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთობლივი ღონისძიებების საგანმანათლებლო სექტორში კომუნიკაცია რეკომენდაციების გავრცელებასთან დაგეგმვასთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა და დაიწყო მუშაობა დამუშავების შესახებ რეკომენდაციაზე. საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად დაიწყო მუშაობა მედიის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების თაობაზე. 2016 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა განსაზღვრული რეკომენდაციების ფარგლები და ძირითადი საკითხები. საქმიანობა: 7.1.2.3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქალაქეთა განაცხადების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ინდიკატორი: შემოსული განცხადებების რაოდენობა; მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე ინსპექტორის მიერ გატარებული ღონისძიებები საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა განიხილა 88 განცხადება. განცხადებები ეხებოდა შემდეგ საკითხებს: - პირდაპირი მარკეტინგი; - მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მოქალაქისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა; - მონაცემთა გასაჯაროება; - მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა; 98 - მონაცემებზე წვდომის კანონიერება; - აუდიო/ვიდეოთვალთვალის კანონიერება; - სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება. მოქალაქეთა განცხადებებისა და ინსპექტირების შედეგად შესწავლილ იქნა მონაცემთა დამუშავება 91 საჯარო და 239 კერძო ორგანიზაციაში. შედეგად გამოვლინდა 195 სამართალდარღვევის ფაქტი 121 ორგანიზაციის მიერ. აქედან ჯარიმა დაეკისრა 60 სუბიექტს, გაფრთხილება მიეცა 33 სუბიექტს, ხოლო ხანდაზმულობის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრა 28 სუბიექტს. საქმიანობა: 7.1.2.4. საჯარო და კერძო სექტორის მონაცემთა დამმუშავებლების ინსპექტირება მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით ინდიკატორი: წინა წელთან შედარებით საჯარო და კერძო ორგანიზაციებში ინსპექტირების შედეგად ჩატარებული ინსპექტირებების გაზრდა 10%-ით. გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა და ინსპექტორის მიერ გატარებული ღონისძიებები 2016 წელს განხორციელდა 878 ინსპექტირება და შემოწმდა 49 კერძო და 38 საჯარო დაწესებულება. 16 ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, ხოლო 71 - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინიციატივით. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 195 სამართალდარღვევა, რომელთა ძირითადი სახეები იყო შემდეგი: - პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევა; - მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესის დარღვევა; - აუდიო/ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა; - სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა მოპოვების წესების დარღვევა; - მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა; - მონაცემთა დამუშავება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სამართალდარღვევების გამოვლენის შედეგად, 33 ორგანიზაციას მიეცა გაფრთხილება, ხოლო 60 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა. საქმიანობა: 7.1.2.5. საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის კონსულტაციების გაწევა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდიკატორი: შემოსული მომართვებისა და გაწეული კონსულტაციების თანაფარდობა 99 2016 წელს ინსპექტორის აპარატმა გასცა 3840 კონსულტაცია. კონსულტაციები გაწეულ იქნა საჯარო დაწესებულებებისთვის, კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისთვის. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კონსულტაციები გაცემულ იქნა როგორც სატელეფონო, ისე ზეპირი და წერილობითი, სოციალური ქსელისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კონსულტაციების წარმოადგენდა რეესტრი, ძირითად თემატიკას ფაილური კატალოგების მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა გასაჯაროება, უფლებები, მონაცემთა სუბიექტის პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეოთვალთვალი და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმიანობა: 7.1.2.6. შესაბამისი საჯარო მოხელეებისთვის, მოსამართლეებისთვის ასევე კერძო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და დაცვის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება ინდიკატორი: 40 ტრენინგის ჩატარება საჯარო და კერძო ორგანიზაციების სულ მცირე 700 წარმომადგენლის სწავლება 2016 წლის პირველ ნახევარში პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა 25 ტრენინგი, რომელშიც საჯარო და და კერძო სექტორის 807 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტრენინგებში მონაწილეობდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის, თბილისის მერიის, რეგიონალური მედიის, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკისა და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები. ტრენინგები შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს, მათ შორის სპეციალურ რეგულაციებს, როგორიცაა ვიდეო 100 თვალთვალი და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება; მონაცემთა სუბიექტის უფლებებს; მონაცემთა დამმუშავებლის სამართლებრივ მექანიზმებს; ვალდებულებებს; პერსონალურ პერსონალურ მონაცემების მონაცემთა დაცვასა და დაცვის ინფორმაციის საჯაროობას შორის ბალანსსა და ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკა ასახულია სასწავლო ცენტრში არსებულ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების, სერთიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების პროგრამებში. აღნიშნული პროგრამების მიხედვით, 2016 წელს მომზადება/გადამზადება გაიარა 1962-მა მოსამსახურემ.(moc) 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ტრენინგების ციკლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. სწავლება ხორციელდებოდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის – „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. ტრეინინგები ჩატარდა რამდენიმე ეტაპად და გადამზადდა შსს-ს ყველა დანაყოფის შესაბამისი თანამშრომელი. სწავლებას უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი. ტრენინგზე განიხილეს მონაცემთა დამუშავების და სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის, საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალური მონაცემების დაცვის, ფაილური სისტემების, მონაცემთა შენახვის ვადების და სხვა საკითხები. საანგარიშო პერიოდში გაიმართა შემაჯამებელი ტრეინინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 27 თანამშრომელი. ტრეინინგი ასევე მოიცავდა TOT კომპონენტს. 2016 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, ქართველი ტრენერის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციფიკისა და მაგალითების გათვალისწინებით, ტრენინგები ჩატარდა 4 თვის (2016 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით) განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ტრენინგი ჩაუტარდათ აჭარა-გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიული სამსახურებისა და საზოგადოებრივი ცენტრების, ასევე ქ. თბილისის სამსახურებისა და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს. საერთო ჯამში, 268 თანამშრომელს ჩაუტარდა 11 ტრენინგი. ტრენინგები მიზნად ისახავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებას და მის ერთერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპებისა და საფუძვლების დაცვის, მონაცემთა დამუშავების მიზნობრიობისა და კანონიერების მნიშვნელობის ხაზგასმა ადამიანის უფლებების და თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის თვალსაზრისით. ტრენინგების მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული ის წესები და პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობის დაცვას. 101 აღნიშნული აქტივობის შესრულების მიზნით, 2016 წლის ოქტომბრიდან სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე მოდული მომზადებულია, იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის მონაწილე 7 ტრენერი გადამზადდა UNDP-ის დაფინანსებით ორგანიზებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კვირეულის ფარგლებში. როგორც სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული, ტრენინგები ქ. თბილისსა და რეგიონებში ჩატარდება 2017 წლის თებერვლიდან. ასევე, მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია აღნიშნული აქტივობის დაფინანსების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხები ისწავლება საგანში: „ადამიანის უფლებები და პოლიცია“ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საქართველოს პოლიციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტში კანდიდატთა და გადამზადების სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური ტერიტორიულ ორგანოებში დაწინაურების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი. აღნიშნულ თემატიკაზე 2016 წელს სწავლება გაიარა 846 მსმენელმა. პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები კი ისწავლება საგანში „პერსონალური მონაცემები“, რომელიც იკითხება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება- საგანმანათლებლო პროგრამა;  დროებითი მოთავსების გადამზადების სასწავლო კურსი 2016 წელს აღნიშნული პროგრამები გაიარა 598 მსმენელმა. 102 ამოცანა: 7.1.3. პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე ეფექტიანი სისხლის სამართალწარმოების უზრუნველყოფა საქმიანობა: 7.1.3.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება ინდიკატორი: გადამზადებული პროკურორების რაოდენობა 2016 წელს ჩატარდა ტრენინგები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის 129 თანამშრომელმა. ტრენინგი გაიარეს პროკურორებმა, პროკურატურის გამომძიებლებმა და სტაჟიორებმა. საქმიანობა 7.1.3.2: პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ინდიკატორი: გამოძიებული ფაქტების რაოდენობა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2016 წლის მარტში პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით ბრალი წარედგინა 5 პირს. გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ბრალი წარედგინა 8 პირს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე, რის თაობაზეც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2016 წელს სსკ 157-ე მუხლით „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“ გამოძიება დაწყებულ იქნა 21 სს საქმეზე, რომელთაგან 4 სს საქმეზე დაწყებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო 17 სს საქმე გამოძიებაშია. 2016 წელს სსკ 157¹ მუხლით „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა” გამოძიება დაწყებულ იქნა 3 სს საქმეზე, რომლებიც გამოძიებაშია. ამოცანა: 7.1.4. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქმიანობა: 7.1.4.1. საინფორმაციო მასალის დამზადება და გავრცელება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის უმცირესობების ენებზე და ბრაილის შრიფტის გამოყენებით 103 ინდიკატორი: საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შეფასება სოციოლოგიური კვლევის/გამოკითხვის შედეგად; დაბეჭდილი და დარიგებული საინფორმაციო გავრცელებული ოდენობა. საანგარიშო პერიოდში მომზადდა/გამოიცა შემდეგი საინფორმაციო მასალა და პუბლიკაციები: - ინსპექტორის 2015 წლის ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე; - საინფორმაციო ბუკლეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესახებ; - საინფორმაციო ფურცელი „როგორ მოვითხოვოთ facebook-იდან ინფორმაციის წაშლა“; - საინფორმაციო ფურცელი „როგორ მოვითხოვოთ youtube-იდან ინფორმაციის წაშლა“. 2016 წლის პირველ ნახევარში ასევე მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებების შესახებ. ვიდეო რგოლი ხელმისაწვდომია ინსპექტორის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდსა და მის facebook გვერდზე. საანგარიშო პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო მუშაობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საინფორმაციო ბუკლეტების მომზადების მიმართულებით. აღნიშნული ბუკლეტები ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე ენაზე და გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებში. ბუკლეტები მომზადებულია და მისი გამოცემა 2016 წლის ბოლომდე განხორციელდება. საქმიანობა: 7.1.4.2. საინფორმაციო შეხვედრების და საჯარო ლექციების ორგანიზება და ჩატარება საქართველოს მასშტაბით ინდიკატორი: ჩატარებული შეხვედრების და ლექციების რაოდენობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაეთმო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ინსპექტორის აპარატმა მიმდინარე წლის 28 იანვარს თბილისის საკრებულოს შენობაში აღნიშნა. საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (ალმა-მატერი) გაიმართა საჯარო ლექციები პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ინსპექტორის აპარატმა გამართა ღონისძიება „პერსონალური მონაცემების დაცვის საათი“. აღნიშნულ ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, 104 რუსთავის, თბილისის, ქუთაისის, გორის, თელავის და ბათუმის მომსახურების სააგენტოებში მოქალაქეებს საინფორმაციო მასალა გადაეცათ. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის ჩართვის მიზნით, 2016 წლის 13-14 მაისს საქართველოს რეგიონული ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებს შეეხებოდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სახელოვნებო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სასწავლო პროგრამების განხორციელებას. 8. გამოხატვის თავისუფლება მიზანი 8.1: გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამოცანა 8.1.1: ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია საქმიანობა 8.1.1.1: საგამოძიებო ორგანოების მიერ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში; სამართალდამცავი ორგანოების სტატისტიკა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს სსკ 154-ე მუხლით „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა” გამოძიება დაწყებულ იქნა 6 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 1 სს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და ბრალი წაყენებულ იქნა სსკ 187-ე მუხლით, 1 სს საქმე შეწყვეტილია სსსკ 105ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო), ხოლო 4 სს საქმე გამოძიებაშია. 2016 წელს სსკ 154-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 1 სს საქმეზე (აღნიშნული სს საქმე გამოყოფილი იყო სს საქმიდან, რომელზეც გამოძიება დაიწყო 2014 წელს სხვა მუხლებით). რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები (როგორც ყოველთვიური, ასევე კუმულატიური), მოიცავს სს კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად, სსკ 154-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრირებული დანაშაულის მონაცემებს. 105 საქმიანობა 8.1.1.2: გამოძიების დაწყება მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ინდიკატორი: მითითებული საფუძვლით დაწყებული გამოძიებების სტატისტიკა დანაშაულის ფაბულაში ყოველთვის არ არის დეტალიზებულად მითითებული დანაშაულის გარემოებანი, მათ შორის გამოძიების დაწყების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკე აღებულად, მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ვერ ხერხდება. საქმიანობა 8.1.1.3: პროკურატურის ორგანოების მიერ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში დანაშაულის შესაბამისი კვალიფიკაცია ინდიკატორი: არსებულ ფაქტებზე რეაგირების შინაარსობრივი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. სტატისტიკა, საქართველოს პროკურატურა მყისიერ რეაგირებას ახდენს ჟურნალისტების მიმართ მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე. 2016 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ. ამჟამად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ჟურნალისტთა დევნის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. საქმიანობა 8.1.1.4: სპეციალური სტატისტიკის წარმოება, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის რომელიც შეშლის ასახავს თაობაზე რეგისტრირებულ დანაშაულთა, ასევე მისი გახსნის მაჩვენებელს. ინდიკატორი: ხელმისაწვდომია შესაბამისი სტატისტიკა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა სტატისტიკურ აღრიცხვას. ხელმისაწვდომია შესაბამისი სტატისტიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები (როგორც ყოველთვიური, ასევე კუმულატიური), მოიცავს სს კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად, სსკ 154-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრირებული დანაშაულის მონაცემებს. ამოცანა 8.1.2: გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული საკანონმდებლო ბუნდოვანებების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა საქმიანობა 8.1.2.1: გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში მყოფი კანონმდებლობის ხარვეზების იდენტიფიცირება; მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ცნების გადახედვა; ციფრულ 106 მაუწყებლობასთან რეგულაციების დაკავშირებით, საჭიროების ცვლილებებისთვის საჭირო შემთხვევაში საკანონმდებლო რეკომენდაციების და პროექტის მომზადება. ინდიკატორი: მომზადებულია საკანონმდებლო აქტის ცვლილებები საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება სამოქმედო გეგმის 8.1.2.1 აქტივობის ფარგლებში, კერძოდ: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა რეგულაციები; მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებლების გავრცელების „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, 12 რომლითაც განსაზღვრა მაუწყებლების სახელმწიფო ენაზე მაუწყებლობის და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის საკითხები.13 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული იქნა „ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო საეთერო მაუწყებლობაზე ტელემაუწყებლობიდან გადასვლის სამოქმედო ციფრულ გეგმის მიწისზედა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი“, რომლმაც დაარეგულირა ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის ფორმირების და მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებელთა გავრცელების საკითხები. ამასთან ერთად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში მიღებული აქვს შესაბამისი ნორმატიული აქტები, აქტებიდან გამომდინარეობენ. რეკონსტრუქციისა და ფარგლებში, ევროპელი დირექტივისა და რომლებიც ზემოჩამოთვლილი გარდა განვითარების ბანკის ექსპერტების საქართველოს ამისა, საკანონმდებლო-ნორმატიული კომისიამ, 2016 დაფინანსებით დახმარებით, მარეგულირებელი წელს, ევროპის მიმდინარე პროექტის მოამზადა წესებისა აუდიოვიზუალური და კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილ დასახლებულ პუნქტებში საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის უზრუნველსაყოფად განკარგულებით ტელევიზიის სატელევიზიო საქართველოს მთავრობის დამტკიცებული გეგმის 2015 პროგრამების წლის 11 შესაბამისად, გავრცელების დეკემბრის შ.პ.ს № 2639 ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის’’ და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციის შ.პ.ს ,,ვეზირის’’ მიერ გაეშვა 110 სატელევიზიო რეტრანსლატორი, განხორციელებული პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროგრამების მიღების შესაძლებლობა მიეცა, მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 200 ათას ადამიანზე მეტს, რომელმაც საორიენტაციოდ საქართველოს 12 2016 წლის 27 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებები, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3277635; 13 2016 წლის 27 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებები, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3277628; 107 მოსახლობის 7-8% შეადგინა. მიმდინარე პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროგრამებით უზრუნველყოფილია საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეობის 97%-ზე მეტი. იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ამოცანა 8.1.3: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა 8.1.3.1: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება ინდიკატორი: მომზადებულია და ინიცირებულია შესაბამისი ცვლილებების პროექტი საჯარო ინფორმაციის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავისუფლების გაზრდის საკანონმდებლო მიზნით რეფორმას, საფუძველი რომელსაც ჩაეყარა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით უწევს კოორდინაციას. რეფორმა ორიენტირებულია პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და ინფორმაციის მიღების პროცედურის გამარტივებაზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ჩართულობით, ასევე ფოკუს ჯგუფებისა და სამართლის ექსპერტების ერთობლივი მუშაობით მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს პროექტის დამუშავებას. კანონპროექტის საბოლოო ტექსტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2017 წლის პირველ ნახევარში განიხილავს, რის შემდეგაც ის პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება. 9. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება მიზანი 9.1: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მაღალი სტანდარტით დაცვის გარანტიების შექმნა. ამოცანა 9.1.2: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება და უფლების დარღვევის პრევენცია საქმიანობა 9.1.2.1: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და უფლების დარღვევის პრევენცია, სამართალდამცავი სტრუქტურების ქვედანაყოფების მომზადების გაუმჯობესებით მართვის/კონტროლის სფეროში ინდიკატორი: ჩატარებული სწავლებების შესახებ მონაცემები; 108 მასების საანგარიშო პერიოდში ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის გაიმართა სწავლება მასობრივი შეკრებების შესახებ, სადაც გადამზადდა შს სამინისტროს 2 თანამშრომელი. ასევე, საანგარიშო პერიოდში საფრანგეთში შსს ერთმა თანამშრომელმა გაიარა სტაჟირება თემაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს მასების მართვა“. ჯამში გადამზადდა შსს 3 წარმომადგენელი. საქმიანობა 9.1.2.2: შეკრების და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ინდიკატორი შეიცვალა: არსებულ ფაქტებზე რეაგირების შინაარსობრივი სტატისტიკა, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ვადა რა დროც დასჭირდა გამოძიება 2016 წლის იანვარ-ივნისის თვეებში სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით („შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა“) გამოძიებისა და სს დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საქმიანობა 9.1.2.3: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების თემატიკაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურიკულუმებში შესაბამისი ტრენინგების ინტეგრირება ინდიკატორი: ჩატარებული ტრეინინგების რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. შსს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გაიარა 1250 მსმენელმა. 109 10. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვა მიზანი: 10.1. ეროვნულ/ეთნიკურ უმცირესობათა მოპყრობისგან დაცვის უზრუნველყოფა დისკრიმინაციული ამოცანა: 10.1.1. საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება ეთნიკური უმცირესობების უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში საქმიანობა: 10.1.1.1 საინფორმაციო შეხვედრების და ტრენინგ/სემინარების ჩატარება, მასალების მიწოდება; სასწავლო კურსები ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ ინდიკატორი: საქართველოს მთელი მასშტაბით 23 პუნქტში 24 ჯგუფისთვის ერთდღიანი (8სთ) ტრენინგი არის ჩატარებული. 480 საჯარო მოხელე უკეთ არის ინფორმირებული ეთნიკური უმცირესობების ულებების შესახებ აღნიშნული საქმიანობის შესრულების საქმიანობის შესრულების ანგარიშში. შესახებ ინფორმაცია მოცემულია N10.1.1.3 ამოცანა: 10.1.2. პოლიციელთა ცოდნის ამაღლება ეთნიკური უმცირესობების უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში საქმიანობა: 10.1.2.1. შსს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება ინდიკატორი: გადამზადებული პირების რაოდენობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე: უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში დაწინაურების კანდიდატთა გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი; ლეიტენანტის სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; პატრულ-ინსპექტორთა პროგრამა; მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი; დროებითი მოთავსების სასწავლო კურსი. იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები გაიარა 864 მსმენელმა. 110 ამოცანა: 10.1.3. ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება მათ უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში საქმიანობა: 10.1.3.1. საინფორმაციო შეხვედრების და ტრენინგ/სემინარების ჩატარება, მასალების მიწოდება ინდიკატორი: საქართველოს მასშტაბით 23 პუნქტში 24 ჯგუფისთვის ერთდღიანი (8სთ) ტრენინგის ჩატარებულია ჯამში 500-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და შესაბამისი უწყებების ჩართულობით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია) ქ. მარნეულში და ქ. ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტებსა და უფროსკლასელებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული სიახლეებისა და „1+4“ პროგრამის შესახებ. საანგარიშო პერიოდში მომზადდა, საინფორმაციო მასალები საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ ქართულ, აფხაზურ, ოსურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საინფორმაციო მასალები სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ქართულ ენებზე გავრცელდა ქ. თბილისში, ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. 2016 წლის 19 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ეროვნული უმცირესობებთან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა იყო. სამინისტროების წარმომადგენლებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი დანიშნულება ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაა. შეხვედრას ეროვნული უმცირესობების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა. ამასთან, მომზადდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლები ევროინტეგრაციის თემაზე (განათლების საერთაშორისო პროგრამებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე) აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. ვიდეორგოლები განთავსდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში (Facebook-ზე). ამასთანავე, განხორციელდა პრეზენტაცია ეთნიკური უმცირესობების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საგარეჯოში. ადგილობრივ ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროგრამებისა და სიახლეების შესახებ. კერძოდ, განხილულ იქნა სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარებასთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებები. 2016 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, 10.1.1.1 და 10.1.3.1 აქტივობების შესრულების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე მომზადდა სპეციალური მოდული, ცენტრის კლინიკის მონაწილე 30 ტრენერის რესურსით 2017 წლის თებერვლიდან ჩატარდება შესაბამისი ტრენინგები. 111 ამოცანა: 10.1.4. ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება სახელმწიფოს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შესახებ საქმიანობა: 10.1.4.1. შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან რეგიონებში ინდიკატორი: ჩატარებული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალი და მონაწილეთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ქვემო ქართლისა (ქ. ბოლნისი, ქ. მარნეული, ქ. დმანისი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში (ქ. ახალციხე, ქ. ახალქალაქი, ქ. ნინოწმინდა) გაიმართა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიითა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თემის ლიდერებმა, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, სოფლის რწმუნებულებმა, ახალგაზრდებმა და მასწავლებლებმა. სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით, პანკისის ხეობის, სოფ. ჯოყოლოში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივ უხუცესთა საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. განხილულ იქნა პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობა - განათლების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება/განვითარების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და სხვა მიმართულებით. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ასევე, გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „1+4“-ის მონაწილე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქ. ახალქალაქში ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“. ამოცანა: 10.1.5. მოწყვლადი და მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 10.1.5.1. დაბადების და პირადობის მოწმობების არმქონე პირთათვის მოწმობების გასაცემად სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფს ხსენებულ პირთა დოკუმენტირებას ინდიკატორი: გაცემული პირადობის და დაბადების მოწმობების რაოდენობა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ხელმისაწვდომობას. ამისათვის, სოფლად და რეგიონებში იხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მარტივად, ერთ სივრცეში შეუძლია მათთვის სასურველი მომსახურების მიღება, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების. 112 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა, მათთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოწესრიგება და მათი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებში ჩართვა წარმოადგენს. ამ მიზნით, 2016 წლის 10 აგვისტოდან ცვლილებები შევიდა ათ საკანონმდებლო აქტში („სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს კანონში „იარაღის შესახებ“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსა და საქართველოს კანონში „პოლიციის შესახებ“), რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მიუსაფარი ბავშვის, ე. წ. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვის ცნება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მიენიჭა უფლება, მიუსაფარი ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემის მიზნით მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამასთან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზარდა სოციალური მუშაკის როლი, რომელსაც მიეცა უფლება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვანი განარიდოს მოძალადეს, მათ შორის გამოიყვანოს ოჯახიდან. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების კვალდაკვალ, მიუსაფარი ბავშვებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებასა და „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის № 50 ბრძანებაში. ცვლილებები ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის უფლების მინიჭებას, მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არასრულწლოვანთათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით, რის შედეგადაც არასრულწლოვნები შეძლებენ, მიიღონ განათლება, სამედიცინო მომსახურება და სხვა სერვისები. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა, რომ თუ მიუსაფარი ბავშვის ვინაობა დაუდგენელია, მასზე შეიძლება გაიცეს დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც ერთი წლის ვადით იმოქმედებს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი განმეორებით გაცემა. მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უსასყიდლოდ გაიცემა. 2016 წელს 3 მიუსაფარ ბავშვზე გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა პროექტის - „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“, განხორციელება. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ა/ო „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14 ეთნიკურად ბოშა პირს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეობა, 14 ეთნიკურად ბოშა პირს მიენიჭა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, 37 ეთნიკურ ბოშას დაუდგინდა დაბადების ფაქტი. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ განახორციელა შემდეგი აქტივობები: 113   „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ინკლუზიური სწავლებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას; საერთაშორისო დონეზე არსებული ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ბოშების კულტურის შენარჩუნებისა და თვითმყოფადობის დაცვის მიზნით შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რამაც მოზარდებში გაზარდა ბოშების მიმართ მიმღებლობა; დაიგეგმა შეხვედრები, მომზადდა საკონფერენციო პრეზენტაციები;  2016 წლის მონაცემებით საჯარო სკოლებში სწავლობს 225 ბოშა მოზარდი. ქვეპროგრამის აქტივობებმა - კითხვისა და თეატრის კლუბებმა ბოშები და ადგილობრივი თანატოლები საერთო ინტერესის გარშემო გააერთიანა;  ქვეპროგრამაში ჩართულ საჯარო სკოლებში ჩატარდა ღონისძიებები, რომლის მიზანია ბოშების მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ქ. ბათუმში მცხოვრებმა ბოშა მოზარდმა (ს.ა) სწავლა დაიწყო პროფესიული განათლების დაწყებით საფეხურზე. საბაზო განათლების დასრულების შემდეგ, ალტერნატიული გამოცდებით იგი ჩაირიცხა ბათუმის პროფესიულ კოლეჯში ,,ბლექსი“. დღეისათვის ბოშა მოზარდი წარმატებით ეუფლება კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის პროგრამას.  მიზანი: 10.2. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამოცანა: 10.2.1. ეთნიკური უმცირესობებისათვის ხმის მიცემის და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უზრუნველყოფა საქმიანობა: 10.2.1.1. საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული მასალების თარგმნა უმცირესობათა ენებზე ინდიკატორი: მომზადებული და თარგმნილი მასალები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საანგარიშო პერიოდში ჩაატარა შემდეგი არჩევნები: 2016 წლის 28 იანვრის გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები; 2016 წლის 22 მაისის საკრებულოების შუალედური არჩევნები; საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები; თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების – ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნები; ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 8 ოქტომბრის შუალედური არჩევნები; ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნები. საანგარიშო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული არჩევნებისთვის, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ითარგმნა და დაიბეჭდა შემდეგი საარჩევნო დოკუმენტაცია: საარჩევნო ბიულეტენი, ამომრჩეველთა სამახსოვრო, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია (კედელზე გამოსაკრავი და 114 სამაგიდო), ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიაში კედელზე გამოსაკრავი ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა და დაიბეჭდა შემდეგი საარჩევნო დოკუმენტაცია: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრის ფუნქციები. ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო ფილმი ,,კენჭისყრის დღის პროცედურები“ სუბტიტრებით. საქმიანობა: 10.2.1.2. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი ეთნიკური უმცირესობების მომზადება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინდიკატორი: მონაწილეთა რაოდენობა და მათი ინფორმირებულობის ხარისხი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებით კომპაქტურად დასახლებულ 12 საარჩევნო ოლქში შექმნილი იყო 344 საარჩევნო უბანი (ქართულაზერბაიჯანული – 207 უბანი; ქართულ-სომხური – 133 უბანი; ქართულ-სომხურაზერბაიჯანული – 4 უბანი). საქართველოს მასშტაბით, ტრენინგები ჩაუტარდა საუბნო საარჩევნო კომისიის 47 341 წევრს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 2 714 წევრს (აქედან, სომეხი – 1 343, აზერბაიჯანელი – 1 338, ოსი – 13, რუსი – 12, ავარიელი – 7, უკრაინელი – 1). საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების სომხურენოვანმა და აზერბაიჯანულენოვანმა წევრებმა გაიარეს ინტენსიური სასწავლო კურსი. ტრენინგების I ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესთან დაკავშირებით. ტრენინგების II ეტაპი დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. ტრენინგების III ეტაპი დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) სწავლებას. ამ ეტაპის სასწავლო პროგრამა მოიცავდა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებების განხილვას, ასევე ინტეგრირებული იყო ინოვაციური სასწავლო მოდულები - კონფლიქტების მართვა და არჩევნების უსაფრთხოება, რომელიც ცესკოს სწავლების ცენტრმა, ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტის რეკომენდაციებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით შეიმუშავა. ტრენინგების IV ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდათ სიმულაციური სწავლება კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირების ფორმატში. ამოცანა: 10.2.2. ეთნიკურ უმცირესობათა ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საქმიანობა: 10.2.2.1. ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება 115 ინდიკატორი: ღონისძიებათა რაოდენობა; ნათარგმნი საარჩევნო დოკუმენტაცია (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო ბიულეტენი, სასწავლო მასალა) ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, პირველად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების მონაწილეობით ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია, რომლის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული ხმის მიცემის პროცედურა. სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის გამართული იმიტირებული კენჭისყრის პროცესი მათი საარჩევნო უფლებების სრულყოფილად რეალიზების ხელშეწყობას ემსახურებოდა. შეხვედრები გაიმართა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების (სამცხეჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) 53 სოფელში. ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება საანგარიშო პერიოდში, ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელდა შემდეგი პროექტები: ,,საარჩევნო განვითარების სკოლა“, ,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და ,,საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. საარჩევნო განვითარების სკოლა ცესკომ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელეს საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა 2016“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ტრენერის უნარჩვევების განვითარება და საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვილი ცოდნის გაზიარების გზით დამატებითი ადამიანური რესურსის შექმნა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობა, საარჩევნო სისტემები საქართველოში, არჩევნების საკანონმდებლო რეგულირება, არჩევნებში ჩართული მხარეები, საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა, გენდერი და არჩევნები, ამომრჩეველთა სიები, წინასაარჩევნო პერიოდი, კენჭისყრის პროცედურები, საარჩევნო უბნების დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დავები. პროექტი განხორციელდა 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 4 მუნიციპალიტეტში და მასში მონაწილეობა მიიღო 453-მა ახალგაზრდამ. აქედან ქალი – 298 (65.78%) და კაცი – 155 (34.22%). აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის იყო ეთნიკური უმცირესობების 7 წარმომადგენელი, მათ შორის: ქალი – 5 (71.43%) და კაცი – 2 (28.57%). არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი ცესკომ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახორციელა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. 116 სასწავლო კურსი ჩაუტარდა 21 მუნიციპალიტეტში (მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 მუნიციპალიტეტსა და 7 მაღალმთიან რეგიონში)განლაგებული 73 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 1235 მოსწავლეს. საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები ცესკომ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ,,საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა; საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები; საარჩევნო ყუთის გახსნა; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა; კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები. პროექტი განხორციელდა საქართველოს მასშტაბით 22 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 11 მუნიციპალიტეტში. სასწავლო კურსის ფარგლებში, სწავლება გაიარა 804-მა მონაწილემ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული მუნიციპალიტეტებიდან 377-მა მონაწილემ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული არჩევნების დროს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა საარჩევნო ინფორმირების მიზნით, ცესკოს მიერ დამზადებული ყველა საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეო რგოლი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რეგიონული ტელევიზიების ეთერში განთავსებული იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკომ უზრუნველყო სომხურენოვან გაზეთსა „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვან გაზეთში ,,გურჯისტანი“ ხელმისაწვდომი სერვისებისა და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკოს სატელეფონო/ საინფორმაციო ცენტრის საშუალებით, ამომრჩევლებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლოთ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, სადაც დასაქმებულები იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 4 ახალგაზრდა (2 სომეხი, 2 აზერბაიჯანელი). საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკომ ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმებისთვის ახალი სერვისი შესთავაზა. ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) განთავსდა ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფოტოსურათებიანი ელექტრონული ვერსია (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათით ციფრულ ფორმატში), სადაც თითოეულ ამომრჩეველს მიეცა საშუალება გადაემოწმებინა საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები. მნიშვნელოვანია, რომ სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებლები ასევე, იღებდნენ ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საძიებო სისტემით 117 (voters.cec.gov.ge) სარგებლობა შეეძლოთ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამომრჩევლებს, ასევე საშუალება ჰქონდათ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები, საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით გადაემოწმებინათ. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველად განთავსდა სწრაფი გადახდის ტერმინალებში, რამაც უზრუნველყო მეტი ხელმისაწვდომობა და გამარტივებული სერვისი ამომრჩევლებისთვის. აღნიშნული მიმართულებით ცესკომ მომხმარებლებს კიდევ ერთი ინოვაცია შესთავაზა – სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს „ანდროიდ“ სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან/და პლანშეტის გამოყენებით, შეეძლო ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაემოწმებინა საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები და ენახა რომელ საარჩევნო უბანზე იყო რეგისტრირებული. მიზნობრივი გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცესკომ საგრანტო კონკურსის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების) მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში. საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსდა 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი. აქედან, 7 პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობები, რომლის საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 199 377 ლარი. ხოლო 1 პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა, როგორც ეთნიკური უმცირესობები, ისე შშმ პირები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 27 790 ლარი. აღსანიშნავია, რომ პროექტების განხორციელების გეოგრაფიული არეალი სრულად მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს. მიზანი: 10.3. ეთნიკურ უმცირესობათა წვდომის გაუმჯობესება მას მედიასა და ინფორმაციაზე ამოცანა: 10.3.1. უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამებისა და ელექტრონული/ბეჭდვითი მედიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 10.3.1.1. ეთნიკური უმცირესობების ენებზე მედია პროდუქტების დაფინანსება და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში მათი გავრცელების უზრუნველყოფა ინდიკატორი: მომზადებული მედია პროდუქტები, რაოდენობა, მედია პროდუქციის რეიტინგი მაყურებელთა/მკითხველთა ტელემაუწყებლობა  სინქრონული თარგმანი 2016 წლის 22 აგვისტოდან ყოველდღე საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაში “მოამბე“ 18:00 და 20:00 საათზე (რომელიც პარალელურ რეჟიმში გადის მეორე არხის ეთერშიც გადაიცემა) გადაიცემა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით (ენის რეჟიმის გადართვა შესაძლებელია სეთ-ტოპ-ბოქსის (რესივერი) დისტანციური პულტის საშუალებით), რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს სრული ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. აღნიშნული პროექტი „გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 118 გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის” რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.  საინფორმაციო გამოშვებები აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე 2016 წლის 22 აგვისტოდან, ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებები სამ ენაზე (ქრნ - 26 წთ) გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში: აფხაზურენოვანი – 23:00 საათზე, ოსურენოვანი - 23:30 საათზე, რუსულენოვანი - 00:00 საათზე. ვებ-გვერდი და სოციალური ქსელი ოპერატიული ინფორმაციის უმოკლეს დროში გავრცელებისთვის 2016 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ქოლგის ქვეშ ამოქმედდა ვებ-გვერდი ხუთ ენაზე (ოსური, აფხაზური, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული) მისამართით - http://multitolerant.gpb.ge/, რომელიც ჩაშლილია ქვე-საიტებად (abkh.gpb.ge; Os.gpb.ge; Am.gpb.ge; Az.gpb.ge Ru.gpb.ge). გარდა უახლესი ინფორმაციისა, ვებ-გვერდებზე განთავსებულია ტელევიზიის “ოქროს ფონდში” დაცული საარქივო მასალები ხუთივე ენაზე. პარალელურად, სოციალურ ქსელში შექმნილია ხუთი სხვადასხვა ენოვანი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო ინტერაქტიულს ხდის შექმნილ პროდუქციას.  გადაცემები Youtube-ზე 2016 წლის 1 სექტემბრიდან, როგორც მთლიანი გადაცემები, ისე ცალკეული სიახლეები და ექსკლუზიური სიუჟეტები იტვირთება Youtube-ზე. ყოველდღიურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით გადაიცემა რუსულენოვანი სატელევიზიო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა – „ნამდვილი დრო“ („Настоящее время“), რომელიც წარმოადგენს რადიო „თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვეთსა და უკრაინაში მოქმედ საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებთან თანამშრომლობით. რადიომაუწყებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი (რადიო 1)  გრძელდება ყოველკვირეული რადიო-გადაცემა „ჩვენი საქართველო” (ქრნ-40წთ), რომელიც აშუქებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დღესასწაულებს, კულტურულ თავისებურებებს, ტრადიციებს, პრობლემებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტებს, სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებულ სირთულეებს; გადაცემა ინტერაქტიულია - პირდაპირი ეთერის მსვლელობისას მსმენელის აქტიურობა და ჩართულობა გამოიხატება სტუდიაში სატელეფონო ზარებით.  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სინქრონულად ნათარგმნი “მოამბის” გამოშვებები იწერება რადიოს სტუდიაში, რომელიც გადაიცემა პირველი რადიოს ეთერში 04:0006:00 საათზე.  ასევე, გრძელდება ქურთულენოვანი (ქრნ-25წთ) ყოველკვირეული საინფორმაციოშემეცნებითი-გასართობი გადაცემა, რომელიც რადიო 2-ის ეთერით გადაიცემა. ბეჭდვითი მედია 119 2016 წელს გაგრძელდა არაქართულენოვანი პრესის ფინანსური მხარდაჭერა. სახელმწიფოს დაფინანსებით გამოიცემა სომხურენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „ვრასტანი“ (წელიწადში - 52 ნომერი; ტირაჟი 4000 ცალი) და აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „გურჯისტანი“ (წელიწადში - 53 ნომერი, ტირაჟი 2000 ცალი). გაზეთები ვრცელდება როგორც თბილისში, ისე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წლის 11 მარტიდან ყველა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას თვეში ორჯერ გადაეცემა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი ,,გურჯისტანი“ და სომხურენოვანი გაზეთი ,,ვრასტანი’’ (50-50 ეგზემპლარი). მიზანი: 10.4. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების ეკონომიკური პირობების უზრუნველყოფა ამოცანა: 10.4.1. ეროვნული/ეთნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება უმცირესობებით სოციალური დასახლებულ და რეგიონებში საქმიანობა: 10.4.1.1. შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან რეგიონებში ინდიკატორი: ჩატარებული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალი და მონაწილეთა რაოდენობა ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 2016 წელს განხორციელდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილებით დამტკიცებული წესის; „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 დადგენილებისა და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე, აღნიშნულ რეგიონებში, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა; სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია კონკრეტული რეგიონებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ: ქვემო ქართლის რეგიონი 1. რუსთავი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 9 პროექტი ჯამური ღირებულებით 8 645 155 ლარი. 120  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ რუსთავის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 3 487 299 ლარი. 2. ბოლნისი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 7 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 456 908 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 59 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1 178 940 ლარი. 3. გარდაბანი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 17 პროექტი ჯამური ღირებულებით 3 347 840 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1 653 484 ლარი. 4. დმანისი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 479 999 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 81 პროექტი, ჯამური ღირებულებით 600 645 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 205 300 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 416 001 ლარი. 5. თეთრიწყარო  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 8 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 354 831 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 85 პროექტი, ჯამური ღირებულებით 705 099 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ღირებულებით 5 185 408 ლარი.  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 2 პროექტი ღირებულებით 279 933 ლარი. 6. მარნეული  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 10 პროექტი ჯამური ღირებულებით 4 491 163 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 113 პროექტი, ჯამური ღირებულებით 2 176 745 ლარი. 7. წალკა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 493 885 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, ჯამური ღირებულებით 564 161 ლარი.  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 148 000 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 400 000 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსდა 21 პროექტი, ჯამური ღირებულებით 41 300 700 ლარი. 121 სამცხე ჯავახეთის რეგიონი 1. ახალციხე  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 15 პროექტი ჯამური ღირებულებით 4 279 757 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, ჯამური ღირებულებით 667 098 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 3 198 099 ლარი. 2. ახალქალაქი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 6 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 798 656 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 159 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1 111 730 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 1 226 438 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 5 პროექტი ღირებულებით 510 901 ლარი. 3. ადიგენი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 4 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 920 690 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 81 პროექტი, ჯამური ღირებულებით 562 524 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 682 000 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 2 პროექტი ღირებულებით 431 051 ლარი. 4. ასპინძა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 5 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 018 084 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 29 პროექტი, ჯამური ღირებულებით 274 795 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 1 122 607 ლარი. 5. ნინოწმინდა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 700 000 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 45 პროექტი, ჯამური ღირებულებით 572 189 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 2 პროექტი ღირებულებით 432 880 ლარი. 6. ბორჯომი    რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 7 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 702 657 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 47 პროექტი, ჯამური ღირებულებით 477 332 ლარი. სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 3 187 876 ლარი. 122  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ღირებულებით 1 038 585 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფინანსდა 13 პროექტი, ჯამური ღირებულებით 17 490 900 ლარი. კახეთის რეგიონი 1. ლაგოდეხი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 10 პროექტი ჯამური ღირებულებით 3239441 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 86 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1097350 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 970301 ლარი. 2. ახმეტა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 9 პროექტი ჯამური ღირებულებით 2271749 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 123 პროექტი, ჯამური ღირებულებით 751 926 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს კახეთის რეგიონში დაფინანსდა 18 პროექტი, ჯამური ღირებულებით 11 389 400 ლარი. ამოცანა: 10.4.2. ეროვნული /ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა საქმიანობა: 10.4.2.1. ეროვნული /ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა ინდიკატორი: სასწავლო კურსების რაოდენობა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა – სამი დონის (A1, A2, B1) ფარგლებში ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე; ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი დარგობრივი კურსები: – საჯარო ორგანიზაციების მართვა; – ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი; – სახელმწიფო შესყიდვები; – ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება; – საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; – ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა – კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა ასევე ტრენინგ-კურსები: – საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა; – საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. 123 მიზანი: 10.5. ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება ამოცანა: 10.5.1. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მასალების შემუშავება; პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა საქმიანობა: 10.5.1.1. პარტნიორ ორგანიზაციებთან და სამიზნე ჯგუფებთან ერთად სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვის ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობების საჭიროებების გათვალისწინებით ინდიკატორი: ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის გახსნილი სასკოლო მზაობის ჯგუფების რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა სკოლამდელი განათლების საფეხურზე ეროვნული უმცირესობების წამომადგენლებთათვის განათლების პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შექმნის მიმართულებით. 2017 წლის განმავლობაში იგეგმება მუშაობის გაგრძელება აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა სასკოლო მზაობის პროგრამა „თამაში.“ პროგრამა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: აღმზრდელის სახელმძღვანელო, აქტივობების კრებული და ტრენინგ მოდული აღმზრდელპედაგოგებისათვის. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის სასკოლო მზაობას და მისი ნაკლებად ფორმალური გარემოდან (ოჯახი, საბავშვო ბაღი) შედარებით ფორმალურ გარემოში წარმატებულ გადასვლას. პროგრამა გადაეცათ რეგიონული მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებებს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს და გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია პროგრამის დანერგვის მეთოდოლოგიურ და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით. პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია პროგრამის დანერგვის მონიტორინგის განხორციელება. ასევე, აღმზრდელ-პედაგოგთათვის ტრენინგების ჩატარება სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.“ ამოცანა: 10.5.2. კულტურათაშორის დიალოგისა და ქართული ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობა საქმიანობა: 10.5.2.1. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების და მასწავლებლების მონაწილეობა მულტიკულტურულ საზაფხულო სკოლაში; არაქართულენოვანი და ქართული სკოლების მოსწავლეების მიერ საერთო სამოქალაქო განათლების პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ინდიკატორი: მულტიკულტურულ საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეებისა და მასწავლებლების რაოდენობა; პროექტებში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა კულტურათაშორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ჩატარდა „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა“, სადაც მონაწილეობა მიიღო 50 მასწავლებელმა (მათ შორის იყვნენ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 30 მასწავლებელი) და 50 მოსწავლემ (არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 30 მოსწავლე). საზაფხულო სკოლა ჩატარდა ბაკურიანში; მასწავლებლებისთვის - 18 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ხოლო მოსწავლეებისთვის 30 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. ამოცანა: 10.5.3. არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა 124 საქმიანობა: 10.5.3.1. არაქართულენოვანი სკოლებისათვის ორენოვანი სწავლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი "განათლების სისტემა საზოგადოების ინტეგრაციისთვის", სადაც განსაზღვრულია არაქართულენოვანი სკოლებისათვის ორენოვანი სწავლების სტრატეგია. 2017 წლისთვის დაგეგმილია შესაბამისი სამოქმედო გეგმის განვითარება. 2017 წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული ბილინგვური პროგრამის დანერგვა საპილოტე რეჟიმში. საქმიანობა: 10.5.3.2. საქართველოს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების I-VI კლასის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. VII-XII კლასის მოსწავლეების დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფა ინდიკატორი: საქართველოს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების I-VI კლასის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი მოსწავლეების რაოდენობა; დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფილი VII-XII კლასის მოსწავლეების რაოდენობა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის N296 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო„ ახორციელებს „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“. მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით პროგრამით დაგეგმილი აქტივობის განხორციელებისათვის სხვადასხვა გამომცემლობებისგან განახორციელა შემდეგი რაოდენობის სახელმძღვანელოების შესყიდვა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 6 114 ცალი სახელმძღვანელო, 14 905 - რვეული, 9 750 ტესტი, გამომცემლობა ინტელექტი - 360 ცალი სახელმძღვანელო, საქართველოს მაცნე - 724 ცალი სახელმძღვანელო. 2016 წლის განმავლობაში, I-VI კლასის 13 187 აზერბაიჯანულენოვანმა, 6 333 რუსულენოვანმა და 6 899 სომხურენოვანმა მოსწავლემ მიიღო სახელმძღვანელო (ჯამში, I-VI კლასის 32 419 მოსწავლე), ხოლო დამხმარე ლიტერატურა გადაეცა VII-XII კლასის 11 910 აზერბაიჯანულენოვან, 6433 რუსულენოვან და 16 645 სომხურენოვან მოსწავლეს (ჯამში, VII-XII კლასის 34 988 მოსწავლე). საქმიანობა: 10.5.3.3. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების სკოლის ავტობუსების მომსახურებით უზრუნველყოფა ინდიკატორი: სკოლის ავტობუსების მომსახურებით უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები სარგებლობენ ეთნიკური საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა 42 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 2232 მოსწავლეს. ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისთვის ტრანსპორტირება განხორციელდა 26 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 764 მოსწავლეს. ეთნიკურად ბოშა მოსწავლეებისათვის ტრანსპორტირება განხორციელდა - 2 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 16 მოსწავლეს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამში ტრანსპორტირება განხორციელდება 70 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 3004 მოსწავლეს. ამოცანა: 10.5.4. საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია განათლების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეების შესახებ 125 საქმიანობა: 10.5.4.1. სამიზნე ჯგუფებში საინფორმაციო შეხვედრების წარმოება ინდიკატორი: შეხვედრების რაოდენობა, გეოგრაფიული დაფარვა, მონაწილეთა რაოდენობა 2016 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ, პროექტის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ ფარგლებში, შემუშავდა საგანმანათლებლო ორენოვანი ბროშურები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 13 ჯგუფისთვის. ბროშურები მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო ენის შესწავლის, მშობლიური ენის შენარჩუნებისა და ზოგადად, ბილინგვური განათლების მნიშვნელობაზე. მასალის შინაარსობრივი დამუშავების და სხვადასხვა ენებზე თარგმნის ეტაპზე მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. საპოპულარიზაციო მასალები გავრცელდა საქართველოს განათლების ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობით. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ ფარგლებში, 2016 წელს საქართველოს მასშტაბით არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 6902 მასწავლებელს დაურიგდათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ნათარგმნი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, სქემის გზამკვლევის I ნაწილი და თვითშეფასების კითხვარი. ამასთან, პროგრამის კონსულტანტმასწავლებლების მიერ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პირველი ნაკადისთვის ჩატარდა სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსები. აღნიშნული კურსის 738 მსმენელიდან, საბოლოო შეფასების ეტაპისთვის ა1 დონის შემსწავლელ კურსში ჩართული იყო 221 მასწავლებელი, ა2 დონის შემსწავლელ კურსში კი 398 მასწავლებელი. საბოლოო შეფასება ა1 დონის მსმენელებიდან წარმატებით გაიარა - 135-მა მსმენელმა. ასევე, პროგრამის ახალ მონაწილეებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები პროფესიულ უნარებში და ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების გრძელვადიანი მეთოდური კურსის შესავალ მოდულში „კურიკულუმის მიზნები და მასწავლებლის კომპეტენციები“. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“ ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრებში (დმანისი, მარნეული, გარდაბანი, ლამბალო, წალკა, ნინოწმინდა, ბოლნისი, ახალქალაქი, ახმეტა, ლაგოდეხი, ასევე ცენტრის გარეთ, სხვადასხვა სოფლებში არსებული მობილური ჯგუფები). სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. 2016 წლის იანვარი–ივნისის მონაცემებით სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კურსი დაასრულა 618–მა მსმენელმა, ხოლო 918 მსმენელი 2016 წლის დეკემბრის თვით მონაცემებით განაგრძობდა სწავლას აღნიშნულ კურსზე. საქმიანობა: 10.5.4.2. ქართულის როგორც მეორე ენის კვალიფიციური კონსულტანტმასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების არაქართულენოვან სკოლებში მივლინება 126 ინდიკატორი: პროგრამაში ჩართული პედაგოგების გაზრდილი რაოდენობა 2014-15 წლებთან შედარებით; პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ქართული ენის შემსწავლელ კურსში ჩართული ადგილობრივი მასწავლებლების რაოდენობა 2015-2016 სასწავლო წლისთვის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამაში“ ჩართული იყო 105 კონსულტანტ-მასწავლებელი და 149 დამხმარე მასწავლებელი. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების, დამხმარე მასწავლებლების (1+4 პროგრამის კურსდამთავრებული ორენოვანი ბაკალავრები) და ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩა 9 ახალი კონსულტანტ-მასწავლებელი, 35 დამხმარე მასწავლებელი და 14 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი. 2016 წლის მეორე ნახევარში პროგრამის ფარგლებში სამიზნე სკოლებში გაიგზავნა მასწავლებელთა შემდეგი სამი ჯგუფი: 1. ქართულის, როგორც მეორე ენის 114 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც შესაბამისი საგნის სწავლების გარდა კონსულტირებას უწევენ პროგრამის დამხმარე მასწავლებლებს და ადგილობრივ მასწავლებლებს უტარებენ სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს; 2. ქართულის, როგორც მეორე ენის და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების (ისტორია და გეოგრაფია) 136 დამხმარე მასწავლებელი, რომლებიც ადგილობრივ მასწავლებლებს ეხმარებიან საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში; 3. 28 ბილინგვალი დამხმარე მასწავლებელი, რომლებიც 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან და ერთენოვანი დამხმარე მასწავლებლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად მუშაობენ ეროვნული სასწავლო გეგმის ნებისმიერ სასკოლო დისციპლინაში. 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით კურსის ფარგლებში ჩართული იყო 514 მსმენელი, მათ შორის ა1 დონის შემსწავლელი 76 მსმენელი, ა2 დონის - 290 და ბ1 დონის - 148. ამოცანა: 10.5.5. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა უმაღლესი და საქმიანობა: 10.5.5.1. სკოლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ჩატარება, სომხურ და აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ინდიკატორი: ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასკოლო ოლიმპიადის მე-2 ტურში მონაწილეობდა 818 სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლე, ხოლო მე-3 ტურში 106 მოსწავლე. 2015-2016 სასწავლო წლის ოლიმპიადის მე-2 ტურში მონაწილეობდა 818 სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლე, ხოლო მე-3 ტურში 106 მოსწავლე. 2015-2016 სასწავლო წელს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჯამში მონაწილეობა მიიღო: აზერბაიჯანულ ენაზე - 547 მოსწავლემ; სომხურ ენაზე - 710 მოსწავლემ და რუსულ ენაზე - 379 მოსწავლემ. 2016-2017 სასწავლო წელს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჯამში მონაწილეობა მიიღო: 127 - ოლიმპიადის პირველ ტურში: აზერბაიჯანულ ენაზე - 906 მოსწავლემ; სომხურ ენაზე - 1007 მოსწავლემ და რუსულ ენაზე - 425 მოსწავლემ; ოლიმპიადის მე-2 ტურში: აზერბაიჯანულ ენაზე - 20 მოსწავლემ; სომხურ ენაზე 44 მოსწავლემ და რუსულ ენაზე - 30 მოსწავლემ; საქმიანობა: 10.5.5.2 სკოლის აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე გამოსაშვები გამოცდების ჩატარება სომხურ, ინდიკატორი: ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატის მქონე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მე-11 კლასის გამოცდებში მონაწილეობდა 3143 სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლე, ხოლო მე-12 კლასის გამოცდებში 4123 მოსწავლე. მე-12 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლეებიდან, გამოცდები წარმატებით ჩააბარა (ატესტატი მოიპოვა) 703-მა სომეხი ეროვნების მოსწავლემ, 650-მა აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლემ და 926-მა რუსი ეროვნების მოსწავლემ. საქმიანობა: 10.5.5.3 ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მათი ჩარიცხვა გამარტივებული წესით, მხოლოდ ერთი გამოცდის (მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი ტესტები) შედეგებით ინდიკატორი: უმაღლეს საგანმანათლებლო დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა პროგრამებზე ჩარიცხული და 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულია 300 სომხურენოვანი და 660 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსება მოიპოვა 95-მა სომხურენოვანიმა და 99-მა აზერბაიჯანულენოვანმა სტუდენტმა. საქმიანობა: 10.5.5.4 მოსახლეობის ინფორმირება საშეღავათო პოლიტიკის შესახებ ინდიკატორი: პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოსახლეობა მუდმივად ინფორმირებულია საინფორმაციო საშუალებებით. ასევე, ინფორმაცია ვრცელდება ელექტრონული და ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით. ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს სპეციალური, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წარმოადგენს აკრედიტებულ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას, აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ერთი გამოცდის (მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტები) შედეგების საფუძველზე და რაც უზრუნველყოფს ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენას იმ დონეზე, რომ შემდგომში პირმა შეძლოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელება. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებს 100 აზერბაიჯანულენოვანი და 100 სომხურენოვანი სტუდენტი. დაფინანსება ასევე, 128 გათვალისწინებულია აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაფინანსება გულისხმობს სწავლის დაფინანსებას ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთი წლის განმავლობაში და ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებას ოთხი წლის განმავლობაში. 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამით ისარგებლა 660 აზერბაიჯანულენოვანმა და 300 სომხურენოვანმა სტუდენტმა. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტებით დაფინანსების სოციალური პროგრამა სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებთან ერთად ითვალისწინებს იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (ეთნიკური ქისტებით მჭიდროდ დასახლებული პანკისის ხეობის სკოლები). პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ფინანსდებიან 4-6 წლის განმავლობაში (პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის (2250 ლარი) ფარგლებში. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 14 სტუდენტმა, რომლებმაც დაასრულეს სწავლა პანკისის ხეობაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. საქმიანობა: 10.5.5.5. პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისას ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შეთავაზება ეთნიკური უმცირესობების ენაზე ინდიკატორი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების რაოდენობა რომელთაც პროფესიული ტესტირება გაიარეს მშობლიურ ენაზე 2016 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე) მონაწილეობა მიიღო 37 აპლიკანტმა. 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე) მონაწილეობა მიიღო 26 აპლიკანტმა. საქმიანობა: 10.5.5.6. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის ქართული ენის მოდულის შეთავაზება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას ინდიკატორი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობა, რომელთაც გაიარეს ქართული ენის მოდული „2016 წლის საგაზაფხულო მიღებიდან ამოქმედდა რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შედგენილი ტესტები და ქართული ენის ინტეგრირებული მოდული. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, მშობლიურ ენაზე გაევლოთ პროფესიული ტესტირება და სრული სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხულიყვნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე ეუფლებიან ქართული ენის მოდულს. 2016 წელს ქართული ენის მოდულს დაეუფლა 13 სტუდენტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, განიხილება მარნეულში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების საკითხი, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია 129 იქნება ეთნიკური უმცირესობების პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა და მათთვის შრომის ბაზრის შესაბამისი პროფესიული პროგრამების შეთავაზება.“ მიზანი: 10.6 ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განათლებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება ამოცანა: 10.6.1. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისა და მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებულ პირთათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სახელმწიფო ენის სწავლება საქმიანობა: 10.6.1.1. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის სამი დონის (A1, A2, B1) ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების გადამზადება; საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში საჯარო მოხელეთა (ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირები) გადამზადება შემდეგი დარგობრივი მიმართულებებით: - საჯარო ორგანიზაციების მართვა; - ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი; - სახელმწიფო შესყიდვები; - ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება; - საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; - კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა - ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და ადმინისტრირება. ინდიკატორი: 2016 წელს: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით გადამზადდება 3120 ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი; საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამით - 574 ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, საჯარო სექტორში დასაქმებული პირი; 2 017 წელს: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით გადამზადდება 3120 ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი; საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამით - 574 ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, საჯარო სექტორში დასაქმებული პირი სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. 2016 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ჩაირიცხა 3193 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მსმენელი, რომელთაგან სწავლა დაასრულა 2036–მა, ხოლო სწავლებას აგრძელებს 1157 პირი. 130 საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, სწავლება გაიარა 428მა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირმა. საქმისწარმოებისა და ელექტრონული მმართველობის კურსი გაიარა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა 92–მა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირმა. კურსის „საქართველო და ევროატლანტიკური ალიანსი“ ფარგლებში, ტრენინგი ჩაუტარდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 201 პირს. ამოცანა: 10.6.2. საჯარო ადმინისტრირებასა და საჯარო სამსახურში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის გაზრდა და პროფესიული განვითარება საქმიანობა: 10.6.2.1. ეროვნულ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის პერიოდული სტაჟირების უზრუნველყოფა ინდიკატორი: ჩარიცხული სტაჟიორების რაოდენობა და მათი დასაქმების მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეროვნულ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენელთათვის სტაჟირების პროგრამის გამოცხადებისათვის საჭირო პროცედურული საკითხების მოწესრიგება. უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების 8 საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმებული 25 თანამშრომლიდან 16 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა ქართული ენის კურსები ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში (სოფლები: ფოკა, სადახლო, კაბალი, კაზრეთი). კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 130 პირს. მიზანი: 10.7. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების უზრუნველყოფა და საზოგადოებაში შემწყნარებლობის მაღალი სტანდარტის დანერგვა ამოცანა: 10.7.1. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობა საქმიანობა: 10.7.1.1. ეთნიკური ინიციატივების მხარდაჭერა უმცირესობების კულტურულ-საგანმანათლებლო ინდიკატორი: განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები 2016 წლის 16 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, გამოცხადდა კონკურსი „საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა ღონისძიებების ხელშეწყობა’, რომლის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი პროექტები:   „ყველა კულტურა განსხვავებული, მაგრამ თანასწორია“ - პროექტის ფარგლებში მარნეულსა და ნინოწმინდაში გაიმართა სხვადასხვა ეთნოსის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და კონკურსები ხატვაში. თბილისში მოეწყო აღნიშნული კონკურსების და კონცერტების ამსახველი ფოტოგამოფენა; (8 დასაქმებული, 60 მონაწილე, დამსწრე-300); ა(ა)იპ „ეთნიკური კულტურის საზოგადოებამ“ განახორციელა პროექტი კლასიკური მუსიკის საღამო „მრავალფეროვნების დღესასწაული“. პროექტის ავტორებმა 131    საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შეარჩიეს ნიჭიერი ახალგაზრდები და მათი მონაწილეობით გამართეს საღამო თბილისის ა. ხაჩატურიანის სახელობის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში ( დასაქმდა 6 ადამიანი); კავშირი "დემოსის" ინიციატივით შემუშავდა პროექტი სახელწოდებით "სხვა საქართველო სად არის", რომლის მიზანიც ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა მოზარდებში. 28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ქ. მარნეულში ჩატარდა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი "სხვა საქართველო სად არის", სადაც ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები 6-დან 17 წლამდე ასაკის ქართველმა და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოზარდებმა შეასრულეს ქართული აკადემიური საესტრადო სიმღერები. (ღონისძიებას დაესწრო 700-მდე მოზარდი); ა(ა)იპ კავკასიური მოზაიკას პროექტი - „ქართველთა და ოსთა მეგობრობა“ (გამოფენა, კონცერტი)- საერთაშორისო საზოგადოებამ კავკასიური მოზაიკა“ განახორციელა პროექტი „გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობისათვის გამოფენის მოწყობა და კულტურული ღონისძიების ჩატარება“, რომლის ფარგლებშიც ერგნეთში მოეწყო ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი ფოტო-გამოფენა, ასევე, ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი (ქართული და ოსური სიმღერები, ცეკვები, ლექსების კითხვა) და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია, (დასაქმდა 17 ადამიანი); სსიპ ჩერქეზულ (ადიღეური) კულტურის ცენტრი-სამეცნიერო სესია „ჩერქეზები, აფხაზები, ოსები და ქართულ - კავკასიური ცივილიზაციის კონტექსტური ხელშეწყობა“ (მონაწილეობდა 100 ადამიანი). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ასევე განხორციელდა შემდეგი პროექტები:     პროექტი „აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩების ტრადიციის შენარჩუნება“ (სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი)- პროექტი ითვალისწინებს ხელით ნაქსოვი აზერბაიჯანული ტრადიციის შენარჩუნებაგანვითარებას, ხალიჩების ტექნოლოგიის შესწავლის მიზნით წრეების შექმნას, სადაც ამ ხელსაქმის მცოდნეები ახალგაზრდებს შეასწავლიან ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და გობელენების ქსოვას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ამ ტრადიციის შენარჩუნებას. ქვემო ქართლის სკოლებში, მოსწავლეები ეცნობიან ქსოვის პროცესს, ქმნიან ორნამენტების ნიმუშებს გობელენის სახით, ამზადებენ ხალიჩებს და გობელენებს. (პროექტის ფარგლებში მუშაობს 6 პედაგოგი, მომზადდა 15-მდე ახალგაზრდა, 25 ბავშვი სწავლობს ცენტრსა და რეგიონებში (მარნეული-ბოლნისი-თეთრიწყარო).; ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ქ. ახალციხეში, რაბათი - კავკასიაში ხალიჩის ტექნოლოგიური წარმოებისა და ისტორიულ ტრადიციების თავმოყრას, გაზიარებას, ხალიჩების მწარმოებელთა შორის კონტაქტების დამყარებას უკავშირდება; სსიპ ,,მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“, აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში გაიმართა ხალიჩის ქსოვისა და ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ხალიჩის ქსოვის პროცესის დემონსტრირება, ქართული და აზერბაიჯანული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,ჯეირანი“, აზერბაიჯანის ქალაქ ხირდალანის მუსიკალური სკოლისა და აშუგ ნარგილას მოსწავლეები; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმმა" მონაწილეობა მიიღო ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში „რაბათი 2016“, რომელიც ჩატარდა ახალციხეში, რაბათის ციხეში, პროექტის ‘’Chek in Georgia“-ს ფარგლებში. სპეციალურ პავილიონში გამოიფინა აზერბაიჯანული ხალიჩები, ასევე 132  მუზეუმის ხალიჩის ქსოვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრები, გაიმართა ხალიჩის ქსოვის პროცესის ჩვენება; სსიპ ,,საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში“ ხორციელდება უფასო ექსკურსიები მცხეთის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის, ასირიელებისა და აზერბაიჯანელებისთვის და მეზობელი ქვეყნების ხალხებისა და მათი წეს–ჩვეულებებისადმი ილიას დამოკიდებულების გაცნობა. ამოცანა: 10.7.2. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება საქმიანობა: 10.7.2.1. საერთო კულტურულ უმცირესობათა ჩართულობის ხელშეწყობა ცხოვრებაში ეროვნული/ეთნიკური ინდიკატორი: განხორციელებული პროექტების და მათში ჩართული პირების რაოდენობა კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული/ეთნიკური უმცირესობათა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილი კულტურული ღონისძიებები:         2016 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ჩატარდა სახელოვანი ქართველი მოცეკვავის ომარ ხუბაევის საიუბილეო საღამო; 27 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის რაშიდ ბეიბუთოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო; 2016 წლის ოქტომბერში სსიპ „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში“ გაიმართა სახელოვანი კომპოზიტორის მიქელ ტარივერდიევის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო; ცნობილი შემსრულებლის ფოლად ბულბულ ოღლის მუსიკაზე შექმნილი თანამედროვე ბალეტი ..ხამსე“ დაიდგა ბათუმში; „შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში“ გაიმართა უკრაინელი მხატვრის მატვეი ვაისბერგის გამოფენა - ,,კედელი, კედელი და სხვა". (გამოფენას ჰყავდა 6000ზე მეტი დამთვალიერებელი); სსიპ „დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „თბილისი-იერუსალიმი“, დაგეგმილია მუზეუმის ფონდების ინვენტარიზაცია და ელექტრონული ვერსიის შექმნა, ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია, მუზეუმის ინვენტარიზაცია, მე-19 საუკუნის პრესის მასალებში საქართველოს ებარელთა ისტორიის შესახებ მასალების მოძიება და ელექტრონული ვერსიის შექმნა; გაიმართა აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის გამოფენა. ღონისძიებას უმასპინძლა სსიპ ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ" (გამოფენას ჰყავდა 4000ზე მეტი დამთვალიერებელი); სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში" გაიმართა კანონიკური ტექსტების ილუსტრაციების გამოფენა - ,,სიცოცხლის ხე". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ისრაელის ვიზუალური არტსტუდიის "Alma Denura" მხატვრების დავით ხანანაშვილის, ელენა ნემცოვას, ნატალია კულიკოვას, ალექსანდრე ენენკოსა და ანიმატორების რომან ბუტმანისა და ვადიმ მესკინის მიერ შესრულებული, 60-მდე კანონიკური ილუსტრაცია და მხატვრული კალიგრაფიის ნიმუშები (გამოფენას ჰყავდა 7000ზე მეტი დამთვალიერებელი); 133           როტშილდის ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა რესტავრირებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების გამოფენა - „გაცოცხლებული ისტორია". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ებრაული კულტურის ამსახველი ასამდე ექსპონატი(გამოფენას ჰყავდა 10000-ზე მეტი დამთვალიერებელი). ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლებს ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები, ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები, საჯარო ექსკურსიები; სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის „იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში“ გაიმართა საქართველოსა და დაღესტნის სახალხო მხატვარ მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა (გამოფენას ჰყავდა 2000მდე დამთვალიერებელი); სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში". კვირეულის ფარგლებში მოეწყო გამოფენა „ავანგარდი/Aვანტ-გარდე 1900-1937". სსიპპროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია, დაიბეჭდა კატალოგი, ჩატარდა საჯარო ლექციები და საგანმანათლებლო პროგრამები (გამოფენას ჰყავდა 10000ზე მეტი დამთვალიერებელი); ქალაქ ბაქოში, 1990 წლის 20 იანვარს, მოეწყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ფოტო გამოფენა და ფილმის ჩვენება. ახალგაზრდა თაობა გაეცნო 20 იანვრის ტრაგედიის მოვლენებს; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმიში“ ჩატარდა საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე „ვაგიფ“ კლიპის პრეზენტაცია; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში “ჩატარდა ფოტო გამოფენა „სამართლიანობა ხოჯალოს“ და ხოჯალოს ტრაგედიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ახალგაზრდა თაობა გაეცნო ხოჯალოს ტრაგედიის მოვლენებს; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა“ და სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიერ გაიმართა, ცნობილი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის უკვდავი მუსიკალური კომედიის „არშინ მალ ალანის“ თბილისში პრემიერის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ერთობლივი პრესკონფერენცია. დამსწრე საზოგადოებისთვის ფართოდ გაშუქდა თბილისში „არშინ მალ ალანის“ პრემიერის ისტორია; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ ჩატარდა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 93 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველ მასალას; ჯავის რაიონიდან გადმოტანილი ოსური სახლისა და დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისა და კარ-მიდამოს კეთილმოწყობის პროექტი განხორციელდა. სსიპ ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის" გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ოსური სახლისა და დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაცია და კარ-მიდამოს კეთილმოწყობა. შეძენილი იქნა საჭირო მასალები და დაიწყო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. ფიზიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ მოეწყობა ინტერაქტიული კოსტიუმირებული წარმოდგენები; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის“ მხარდაჭერით გაიმართა აზერბაიჯანელი მეცნიერისა და ფილოსოფოსის იაგუთ 134 ნეიმათოვის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნების პრეზენტაცია;  სსიპ - ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმმა“ დაადგინა ახალციხის უძველესი სინაგოგის 275 წლის იუბილის თარიღი და ერთ-ერთმა მან გაწია საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორობა;  სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ მოეწყო საქართველოს ებრაელთა ყოფისა და კულტურის ამსახველი ფილმების (კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი და ნინო ყოლონდარია) ჩვენება;  სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ მოეწყო მოშე ხაიმ მდინარაძის წიგნის პრეზენტაცია. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის შესრულების ანგარიშის პროექტი 2012-2015 წლებისთვის. საქმიანობა: 10.7.2.2. ეროვნული უმცირესობების ლიტერატურული ტრადიციების, თარგმანების, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში ჩართვა ინდიკატორი: გამოცემების და თარგმანების რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:  ა(ა)იპ „კავკასიურმა მოზაიკამ“ გამოსცა ოსი მწერლის გიორგი ბესთაუთის ორენოვანი ქართულ-ოსური კრებული;  ალბომის „ვაინახური ხელოვნება“ გამოცემა-კატალოგში თავმოყრილია ვაინახური ხელოვნების ნიმუშები, ვაინახური ტრადიციული კულტურის, ზველესი რეწვის ტექნოლოგიებისა და ოსტატების შესახებ (დასაქმდა 30 ადამიანი);  გამოსაცემად მომზადდა ვაინახური ზღაპრების კრებული. პროექტი - უძველესი ვაინახური ზღაპრების, ტრადიციების, ყოფითი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება (პროექტის ფარგლებში დასაქმდა 5 ადამიანი);  ა(ა)იპ ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო აფიშებში“- ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ამავე დასახელების კატალოგი, დაიბეჭდა და გამოიფინა აფიშები;  ა(ა)იპ „ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის“ მიერ გამოიცა იოსებ ცათაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნი ,,ქისტური ცეკვის ამაგდარი“;  „სერგო ფარაჯანოვის თბილისი“- პროექტის მიზანი იყო სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების ამსახველი კატალოგის გამოცემა. წიგნში წარმოდგენილია მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების ხედვა ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის შემოქმედებისა და მისი თბილისური ცხოვრების შესახებ. კატალოგის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კიევში-დოვჟენკოს ეროვნულ ცენტრში გაიმართა (დასაქმებულია 9 ადამიანი);  სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს ქართველ ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის შედგენა და გამოსაცემად მომზადება. საქმიანობა: 10.7.2.3. ახალგაზრდა თაობის ჩართვა ქართული კულტურის მრავალფეროვნებისა და პოპულარიზაციის კუთხით 135 ინდიკატორი: განხორციელებული პროექტების და მათში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა. ცნობიერების ამაღლება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:     მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში ფოლკლორული ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბება და მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება. შედგა 2 დასკვნითი კონცერტი (მონაწილეობდა ქვეყნის მასშტაბით 35 სახელოვნებო სკოლის 300 მოსწავლე); სსიპ ,,გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის“ მხარდაჭერით პროექტი „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, მარნეულში ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო. მარნეულის კულტურის ცენტრში მწერლებმა - გიორგი ლობჟანიძემ, გურამ მეგრელიშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი შემოქმედება გააცნეს, მოეწყო აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია, ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა, რეზო კიკნაძის ბენდის კონცერტი; ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და სკოლებს გადაეცათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში სსიპ - ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი“ მოინახულეს ნიჭიერმა ხელოვანებმა მარნეულის რაიონიდან. სსიპ ,,გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის“ მხარდაჭერით პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ახალქალაქში. ახალქალქის კულტურის ცენტრში მწერლებმა - გივი შაჰნაზარმა, მაყვალა გონაშვილმა და ანაჰიდ ბოსტანჯიანმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს თავიანთი შემოქმედება, მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“ და სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა, რეზო კიკნაძის ბენდის კონცერტი; ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და სკოლებს გადაეცათ წიგნები. საქმიანობა: 10.7.2.4. ერებს შორისი მეგობრული, კულტურული ურთიერთობების წარმოჩენა, დამკვიდრება ინდიკატორი: ერთობლივი პროექტების რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:  2016 წელს, გაგრძელდა პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა კულტურული ღონისძიებები ბოლნისში, ნინოწმინდაში, მარნეულსა და ახალქალაქში. ახალქალაქში მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული თარგმანების, მათ შორის სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება, ადგილობრივი ახალგაზრდა 136 მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცა (ღონისძიებებს დაესწრო 1500-მდე მოზარდი);  ე. მეჩითოვას ,,კავკასიის ჯაზ ფესტივალი“ საქართველოსა და კავკასიაში ცნობილ შემოქმედებით ჯგუფებსა და მუსიკოსებს აერთიანებს, ჩატარდა კონცერტები;  ა(ა)იპ ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის „მრავალფეროვანი საქართველო აფიშებში“პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ამავე დასახელების კატალოგი, დაიბეჭდა და გამოიფინა აფიშები (დასაქმდა 8 ადამიანი);  ,,ახუნდოვ ჰაუსის“ არტ გალერეაში შედგა ქართველ და აზერბაიჯანელ ქალ არქიტექტორთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „Architect Women &..”. დამსწრე საზოგადოება გაეცნო აზერბაიჯანელ ქალ არქიტექტორთა ნამუშევრებს;  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველ და აზერბაიჯანელ მხატვართა ერთობლივი გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას. წარმოდგენილი იყო 36 მხატვრის ნამუშევრები;  სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გაიმართა“ აზერბაიჯანელი და ქართველი ინტელიგენციის შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ისტორიკოს პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელის ინიციატივა ქ. მარნეულში ხუდია ბორჩალოელის ძეგლის დადგმის თაობაზე;  სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ გაიმართა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულის მილოცვა და ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პრემიერ - მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან. დამსწრე საზოგადოება გაეცნო აზერბაიჯანული სახალხო დღესასწაულის კულტურას;  სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ ჩატარდა ახლად შექმნილი ორგანიზაციის ,,საქართველოს აზერბაიჯანელ მასწავლებელთა კავშირის“ პრეზენტაცია;  სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“გაიმართა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს სასწავლო ცენტრის ,,ევროპა+კომპანი“ ხელმძღვანელის ფარგანა სამადოვასა და უკრაინის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ოქსანა გრივშოვას შეხვედრა აზერბაიჯანელ სტუდენტებთან, რომლებიც განათლებას იღებენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში;  საქართველოს მასმედიის საშუალებებით: „პირველი არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „რუსთავი 2“, „ქართული არხი“, „პირველი რადიო“, „კოლ ისრაელი“ , ფართოდ შუქდებოდა სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ ჩატარებული ღონისძიებები, მეგობრობის საღამოები და შეხვედრები საქართველოს ებრაელთა ტრადიციული ურთიერთობების წარმოჩენისა და განვითარებისათვის. მუზეუმის დირექტორის (პროფ. გ. ღამბაშიძე) და მუზეუმის აღორძინების საბჭოს თავმჯდომარის (ბ-ნი ჯ. ხუხაშვილის) საავტორო გადაცემათა სერიაში „ტოლერანტობა“, შუქდებოდა საქართველოს ებრაელთა და სხვა ეროვნულ უმცირესობებთან ისტორიულკულტურული ურთიერთობების საკითხები. საქმიანობა: 10.7.2.5. თეატრალური ცხოვრების გააქტიურება ეროვნული უმცირესობების თეატრებში ინდიკატორი: გასტროლების, პრემიერების და სპექტაკლების რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:  სსიპ „თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ მიერ 2016 წელს გაიმართა 15 სპექტაკლი, მათ შორის 1 137   პრემიერა, გასტროლი რეგიონში-7. 2272 მაყურებელი, სპექტაკლმა „ჩვეულებრივი ისტორია“ მიიღო „არტავაზდ“-ის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდული სპექტაკლი“; თეატრის გრიმიორი რომა ნურალიანი დაჯილდოვდა ოქროს მედლით თეატრსა და კინოში 60 წლიანი მოღვაწეობისთვის; ჩატარდა გასვლითი სპექტაკლები 9 სოფელში; სსიპ „თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ მიერ 2016 წელს გაიმართა 1 საპრემიერო სპექტაკლი, შედგა 4 წარმოდგენა, მაყურებელის რაოდენობა შეადგენდა 450 ადამიანს; სსიპ „ალ.გრიბოედოვის სახ. რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ 2016 წელს გაიმართა 118 სპექტაკლი, მათ შორის 7 პრემიერა, რომელსაც დაესწრო 5000 მაყურებელი; გაიმართა 7 გასვლითი სპექტაკლი. მიზანი: 10.8. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა, დაცული გამოხატვის შესაძლებლობებში ამოცანა: 10.8.1. უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქმიანობა: 10.8.1.1. საქართველოში დასახლებულ ეროვნულ უმცირესობათა არამატერიალური და მატერიალური კულტურული ფასეულობების გამოვლენა, დაცვა, განვითარება ინდიკატორი: გამოვლენილი და რეაბილიტირებული მატერიალური კულტურული ფასეულობების რაოდენობა არამატერიალური და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, სამხრეთ კავკასიაში გერმანული მემკვიდრეობის დაცვის კავშირთან თანამშრომლობით 2016 წელს განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გერმანული მრავალფეროვანი მემკვიდრეობის, კერძოდ, გერმანული კოლონიების ისტორიული დასახლებების, მათი ურბანული ქსოვილის, საკულტო და საერო, მათ შორის საზოგადოებრივი, ინდუსტრიული თუ საცხოვრებელი არქიტექტურის უნიკალური ნიმუშების ინვენტარიზაციის მეორე ეტაპი. საანგარიშო პერიოდში მომზადდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია–კვლევის საველე და სააღრიცხვო დოკუმენტაცია, (სულ 150 ობიექტი) რომელიც მოიცავს თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის, დმანისის მუნიციპალიტეტებში და ქ.თბილისის დიდუბის რაიონში არსებული გერმანული კულტურის არქიტექტურულ ძეგლებს. ამასთან, მომზადდა საქართველოს რუკა, რომელზედაც დატანილია ზემოაღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა გერმანული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები. 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა გერმანული კულტურული მემკვიდრეობის 40-მდე ობიექტს. მათ შორის – წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. თრიალეთში, ხრამჰესის ქუჩაზე მდებარე – თრიალეთის ეკლესიასაც. აღნიშნული პროცესი დასრულდება 2017 წელს. 2017 წელს დაგეგმილი გერმანული კოლონიური კულტურის საიუბილეო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მზადების პროცესშია გამოცემა გერმანული არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ. ასევე, 2016 წლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე თორიას ეკლესიას. 138 მიზანი: 10.9. საზოგადოებაში შემწყნარებლობის მაღალი სტანდარტის დანერგვა, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრევენცია და მომხდარი დისკრიმინაციის შემთხვევების შედეგების აღმოფხვრა, აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულის მატარებელი დისკრიმინაციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა ამოცანა: 10.9.1. დისკრიმინაციული ფაქტების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება საქმიანობა: 10.9.1.1. პროკურატურის უმცირესობათა უფლებების შესახებ ეფექტიანი თანამშრომელთა გამოძიება ცნობიერების და ამაღლება ინდიკატორი: სასწავლო მოდულის შემუშავებულია; ტრენინგის ფარგლებში დაფარულია საქართველოს პროკურატურის სისტემის ყველა ტერიტორიული ორგანო; განხორციელებულია ერთობლივი ტრენინგები პროკურატურისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით ამოცანა: 10.9.2. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებრივი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და ს.ს. დევნის განხორციელება საქმიანობა: 10.9.2.1. დისკრიმინაციული ფაქტების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომლების გადამზადება ინდიკატორი: გადამზადებული პროკურატურის სისტემის სტაჟიორების რაოდენობა; გადამზადებული პროკურორების რაოდენობა საქმიანობა: 10.9.2.2. სიძულვილით მოტივირებული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და დანერგვა ინდიკატორი: შემუშავებულია პროკურორების რაოდენობა; რაოდენობასთან დანაშაულის გამოძიების სახელმძღვანელო პრინციპები; გადამზადებული მათი თანაფარდობა პროკურორთა საერთო 2016 წლის 22 იანვარს, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დაეგზავნათ რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, პროკურორებს დაევალათ ბრალდების შესახებ დადგენილებაში, ისევე როგორც შესავალ და დასკვნით სიტყვებში დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენის გამოკვეთა, რის საფუძველზეც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იმსჯელებს აღნიშნული მოტივით სასჯელის დამძიმების თაობაზე. რეკომენდაცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია, გამოძიების მიმდინარეობა და მტკიცებულებათა მოპოვება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება. აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე 2016 წლის 22 იანვრიდან ხორციელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. 2016 წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე განხორციელდა 12 ტრენინგი. პროფესიული მომზადება პროკურატურის სისტემის ყველა ტერიტორიული ორგანოს 264-მა წარმომადგენელმა გაიარა, რომელშიც მონაწილეობდნენ საშუალო რგოლის მენეჯერები, 139 პროკურორები, პროკურატურის გამომძიებლები, დაზარალებულის კოორდინატორები. სტაჟიორები და მოწმისა და 2016 წელს 20-მა პროკურორმა, HELP-ის პროგრამის მეშვეობით, გაიარა დისტანციური სწავლების კურსი დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე. ეს იყო პირველი დისტანციური სწავლების პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და მოიცავდა რამდენიმე თვიან სასწავლო პერიოდს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) თანამშრომლობით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის, დამატებით ჩატარდა 2 ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თემაზე, რომელშიც 42 პირი მონაწილეობდა. 11. რელიგიური უმცირესობების დაცვა მიზანი: 11.1. სეკულარიზმისა და რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრება ამოცანა: 11.1.1. საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის მდგომარეობის შესწავლა საქმიანობა: 11.1.1.1. საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებზე ინდიკატორი: განხორციელებული სახელმძღვანელოების რაოდენობა ტრენინგებისა და მომზადებული სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით 2015-2016 წლებში განხორციელდა პროექტი: „რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი“, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაო შეხვედრების გამართვას, სათანადო კომპეტენციის მქონე ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (მერია, გამგეობა, საკრებულო), სამხარეო ადმინისტრაციებისა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით. სამუშაო შეხვედრები მოიცავდა სასემინარო და სადისკუსიო ფორმატს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ტოლერანტობის და სეკულარიზმის კონცეფციის ირგვლივ. პროექტში მონაწილეობა მიიღო სულ ორასზე მეტმა საჯარო მოხელემ მთელი საქართველოს მასშტაბით. სამუშაო შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და გამოცდილების მიხედვით მომზადდა და გამოიცა პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისთვის: „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“, რომელიც გავრცელდება 2017 წელს. 2017 წლიდან, დაგეგმილია აღნიშნული პროექტის გაფართოვება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. ამოცანა: 11.1.2. დამკვიდრება რელიგიური შემწყნარებლობის საქმიანობა: 11.1.2.1. საზოგადოებრივი შემწყნარებლობის მიმართულებით 140 და არადისკრიმინაციული ცნობიერების ამაღლება გარემოს რელიგიური ინდიკატორი: განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა; სოციალური კამპანიების რაოდენობა; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და შეფასებები 2015, 2016 და 2017 წლებში სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულთა თავმოყრას ერთი კალენდრის ფორმატში. პროექტის მიზანია განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლება და ინტერრელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ კალენდარი ვრცელდება, არა მხოლოდ, რელიგიურ თემებში, არამედ პრაქტიკულად ყველა საჯარო უწყებაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით. 2017 წლის კალენდარი აერთიანებს თერთმეტი რელიგიური თემის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული, კათოლიკე, მუსლიმი, სომეხთა სამოციქულო, სულიერ ქრისტიანთა-მოლოკანი, იეზიდი, ევანგელურლუთერული, ევანგელური-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული თემებისა და სახარების რწმენის ეკლესიის რელიგიურ დღესასწაულებს. 2017 წელს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლობით მომზადდა საქართველოს რელიგიური რუკები, რომელიც ეფუძნება 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს და წარმოაჩენს საქართველოს საერთო რელიგიურ მრავალფეროვნებას და მის რეგიონალურ განფენილობას. რუკები გავრცელდება როგორც ელექტრონული, ასევე, ბეჭდური სახით და ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. საანგარიშო პერიოდში, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელწმიფო სააგენტო მუშაობდა ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სათანადო ბეჭდური და ვიდეო მასალის მომზადებას და გავრცელებას, რომელშიც ასახული იქნება საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პრინციპები, სეკულარიზმისა და შემწყნარებლობის კონცეფციები და ა.შ. მოცემული პროექტი ითვალისწინებს მომზადებული მასალის გავრცელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქმიანობა: 11.1.2.2. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ჩართულობით, ჩატარდეს კვალიფიციური ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებისთვის რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის საკითხებზე ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების თანამშრომლების პროცენტული მაჩვენებელი რაოდენობა; გადამზადებული 2016 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის განხორციელდა 10 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებიც. გადამზადება გაიარა 232-მა პროკურორმა, პროკურატურის გამომძიებელმა და სტაჟიორმა. სასწავლო პროექტები ევროპის საბჭოსთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა (ODIHR) და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა. საქმიანობა: 11.1.2.3. რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და ეფექტური გამოძიება რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ 141 დანაშაულებსა და სამართალდარღვევებზე შსს-ს, პროკურატურის მიერ დეტალური სტატისტიკის წარმოება ინდიკატორი: შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული სტატისტიკა; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და შეფასებები საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2016 წელს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15 პირის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, 156-ე მუხლით - 13 პირის მიმართ. 2016 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 155ე მუხლით ("რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა") გამოძიება დაიწყო 5 საქმეზე. საქმიანობა: 11.1.2.4. საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტის ინიცირება, რომელის შესაბამისად იქნება გაწერილი ცალკეული უწყებების ეთიკის კოდექსებში ინდიკატორი: საჯარო დაწესებულებებისა და უწყებების ეთიკის გაწერილია რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება კოდექსებში მიმდინარე ეტაპზე სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწავლობს საერთაშორისო და უცხო ქვეყნების გამოცდილებას საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტების შემუშავების და ამ სტანდარტების შესაბამის დოკუმენტებში ასახვის ფორმებთან დაკავშირებით. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან. სააგენტოს მიერ მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისთვის სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში, როგორც მსგავსი სტანდარტების დანერგვის პირველი მცდელობა მყარ ბაზას ქმნის ამ მიმართულებით. საქმიანობა: 11.1.2.5. რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და მათზე რეაგირების მონიტორინგი, შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა და დახვეწა ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება; სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშები და რეკომენდაციები; მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები საქმიანობა: 11.1.2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის შესაბამისი თანამშრომლების გადამზადება რელიგიური შეუწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინდიკატორი: განხორციელებული ტრენინგების რაოდენობა; სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშები მოცემული ვალდებულების სათანადოდ შესრულების მიზნით, ამ ეტაპზე, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები 142 პასუხისმგებელ უწყებებთან, რათა, განისაზღვროს ის საქმეები, რომელთაც აქვთ პრეცედენტული ხასიათი. შესაბამისი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, რელიგიური ჯგუფებისა და უფლებადაცვით ორგანიზაციებისა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტების ჩართულობით მოხდება მათი დამუშავება და ძირითადი პრობლემური მიმართულებების გამოყოფა, კერძოდ: ინციდენტის წარმოშობის მიზეზები და მათთან მიმართებით სახელმწიფოს (შესაბამისი უწყებების) მიერ გაწეული პრევენციული და რეაგირების ღონისძიებები, ასევე, ინციდენტის გამოძიების პროცესი და შედეგები, სამართალდამცავთა დევნის ჩათვლით; ინციდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცავთა ქმედებები, მათი სიტყვიერი განცხადებებისა და უმცირესობათა წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულების ჩათვლით და ა.შ. შედეგების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება რელიგიური შეუწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების ეფექტური პროგრამა ყველა ინსტიტუციური სპეციფიკის გათვალისწინებით. შესასრულებელი სამუშაოების ძირითადი ნაწილი განხორციელდება 2017 წელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის საგანმანათლებლო პროგრამა;  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. მომზადების სპეციალური პროფესიული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გაიარა 754 მსმენელმა. საქართველოს მთავარ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოცემულია საქმიანობების: N10.9.1.1., N10.9.2.1., N10.9.2.2. შესრულების ანგარიშში. ამოცანა: 11.1.3. რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით გარანტირებული ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებების დაცვა საქმიანობა: 11.1.3.1. რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით დაცული ინდივიდუალური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის მიზნით სათანადო კანონმდებლობის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, რეკომენდაციები და შეფასებები; მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები 143 საქმიანობა: 11.1.3.2. რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სათანადო კანონმდებლობის გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, რეკომენდაციები და შეფასებები მოცემული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შესწავლილი და გაანალიზებულ იქნა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, რის საფუძველზეც გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საჭიროებს საკანონმდებლო დახვეწასა და უზრუნველყოფის გაძლიერებას, ესენია: რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი მდგომარეობის დაცვა (საკუთრების უფლების ჩათვლით), რელიგიური გაერთიანებების უფლებრივი გათანაბრება საგადასახადო შეღავათების მხრივ და საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის რეგულაციები (საჯარო სკოლის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ საკულტო ნაგებობების მშენებლობის ჩათვლით). საქმიანობა: 11.1.3.3. აღმოიფხვრას უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც სხვა რელიგიური გაერთიანებები მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული წესით იბეგრება ინდიკატორი: მიღებულის შესაბამისის საკანონმდებლო აქტი; საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად, რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება რელიგიური საქმიანობა. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი რელიგიური გაერთიანება (არა მხოლოდ საპატრიარქო) არ წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს, ვინაიდან, ამავე კოდექსის 161-ე მუხლის დებულების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, ხოლო რელიგიური გაერთიანების საქმიანობა, სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. ამასთან, არც ერთი რელიგიური გაერთიანება (მათ შორის საპატრიარქო) არ თავისუფლდება საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებისაგან, კანონით დადგენილი წესით ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში. რაც შეეხება მოგების გადასახადს, სსკ-ის 99-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები, ასევე - საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება. ამდენად, სსკ-ის მე-100 მუხლის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალში აისახება ყველა შემოსავალი, მათ შორის, არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. ხოლო სსკის 99-ე მუხლი ითვალისწინებს მოგების გადასახადისაგან ისეთი შემოსავლების 144 გათავისუფლებას, რომელიც შესაძლოა არ განეკუთვნებოდეს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, მაგრამ წარმოადგენს ერთობლივი შემოსავლის ნაწილს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ის 96-ე და 153-ე მუხლები მოგების გადასახადის გადახდის და დეკლარირების ვალდებულებას უჩენს მხოლოდ საწარმოებს, ხოლო ორგანიზაცია არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების ნაწილში არ განიხილება საწარმოდ. ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობა რელიგიური (არაეკონომიკური) საქმიანობის ნაწილში, არცერთი რელიგიური ორგანიზაციისთვის არ ადგენს მოგების გადასახადის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულებას და შესაბამისად, აღარ დგება საქართველოს საპატრიარქოს მიერ სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ნორმის გამოყენების საჭიროება. საქმიანობა: 11.1.3.4. საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ისტორიული (კონფესიური) მესაკუთრის განსაზღვრა და შენობა-ნაგებობის გადაცემა. საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკუთრებასთან არსებული დავების სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტა ინდიკატორი: სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშები და რეკომენდაციები; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, რეკომენდაციები და შეფასებები; შესაბამისი რელიგიური გაერთიანებებისთვის ისტორიული საკუთრების საკულტო-რელიგიური შენობა-ნაგებობების გადაცემა მოცემული ვალდებულების ფარგლებში სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს ინდივიდუალური საქმეების შესწავლას კომისიური წესით (რელიგიური გაერთიანებების ქონებრივი და ფინანსური საჭიროებების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის ფარგლებში), რის შემდეგაც ამზადებს სათანადო რეკომენდაციას უფლებამოსილი უწყების მიმართ. მოცემულ რეჟიმში 2014 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით ორასამდე საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობა გადაეცათ მათ ისტორიულ (კონფესიურ) მესაკუთრეებს. აღნიშნული პროცესი გრძელდება შეუფერხებლად. საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკუთრებასთან არსებული დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა საჭირო შემთხვევაში ახორციელებს საკუთარ ვალდებულებას, რაც დაპირისპირებულ მხარეთა შორის მედიაციაში გამოიხატება (მაგალითად, სოფელ მოხეში მდებარე შენობის ირგვლივ არსებული დავა). მეორე მხრივ, ყოველი კონკრეტული საქმე საჭიროებს მრავალმხრივ შესწავლას, რაც მოითხოვს სათანადო ვადებს. ამდენად, მოცემული ვალდებულება, წარმოადგენს ხანგრძლივ განგრძობით პროცესს და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული შედეგების (სიახლის) არსებობა არ არის პირდაპირპროპორციული ვალდებულების სათანადო შესრულებასთან. საქმიანობა: 11.1.3.5. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საკულტო-რელიგიური დანიშნულების ძეგლთა რესტავრაციისა და მოვლაპატრონობისას განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულება მხოლოდ ძეგლის საჭიროებიდან გამომდინარე ინდიკატორი: სახალხო დამცველის ანგარიში 145 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ "ქართუ"-ს ხელშეწყობით დასრულდა ნორაშენის ტაძრის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (საძირკვლების და კონსტრუქციული გამაგრება, ფასადების და გუმბათის გამაგრება). ამასთან, მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია ნორაშენის ტაძრის იატაკის მოსაწყობად. ამოცანა: 11.1.4. განათლების სისტემაში სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის პრინციპების დანერგვა საქმიანობა: 11.1.4.1. სახელმძღვანელოების მოწესრიგება (სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კრიტერიუმში ჩაიდოს მოთხოვნა, რომ სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის და ა.შ. მიხედვით). სახელმძღვანელო ხელს უწყობს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში ინდიკატორი: სახელმძღვანელოების გრიფირების კრიტერიუმებში მოცემულია შესაბამისი მოთხოვნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოს შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმძღვანელოს შეფასებას დისკრიმინაციული ელემენტებისა და თანასწორობის ჭრილში. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა. 2017 წელს დაგეგმილია დაინტერესებული პირების ჩართულობით აღნიშნული დოკუმენტის დახვეწა და მისი დამტკიცება. საქმიანობა: 11.1.4.2 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ჩაიდოს ინტერკონფესიური/ინტერკულტურული განათლების შესახებ პროფესიული განვითარების თემები ინდიკატორი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩადებულია შესაბამისი კომპონენტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა მუშაობა შემდეგ ტრენინგ-მოდულებზე: - გენდერული თანასწორობის საკითხები; - ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის წახალისების საკითხები; - გენდერული თანასწორობა/რეპროდუქციული ჯანმრთელობა/ჯანსაღი ცხოვრების წესი/ძალადობის სახეები და ოჯახში ძალადობა; - სკოლის დირექტორებისათვის - „ბავშვთა უფლებები სკოლაში“; - სამოქალაქო განათლების სწავლების კურსი არაქართულენოვანი სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. აღნიშნული ტრენინგ-მოდულები მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ გატარებული ბავშვთა დაცვის რეფერალურ ღონისძიებების, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების დროს სოციალური პერსონალის, ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენელთა პასუხისმგებლობისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ამასთან, მასწავლებელები 146 გაეცნობიან ინფორმაციას ადრეული ქორწინების შედეგების, ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის წახალისების, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. საქმიანობა: 11.1.4.3. სკოლის დირექტორის სტანდარტში აისახოს მოთხოვნა სკოლის დირექტორის მიერ მრავალფეროვნების მართვისა და ინტერკულტურული განათლების ცოდნის ფლობის შესახებ. ინდიკატორი: სკოლის დირექტორების სტანდარტებში ასახულია შესაბამისი მოთხოვნა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა დირექტორის სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელიც მოცემულ ეტაპზე არის განხილვის ფაზაში. ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს დირექტორების შერჩევისა და შეფასების კონცეფციაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ სტანდარტის განხილვა გაგრძელდეს ამ სამუშაოების კონტექსტში. სტანდარტის სამუშაო დოკუმენტის ვერსიაში ასახულია ტოლერანტული და ინკლუზიური გარემოს შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, დირექტორის მინიმალური ცოდნის განსაზღვრა დაეფუძნება სტანდარტის იმ პუნქტებსა და ინდიკატორებს, რომელიც მოცემული იქნება სტანდარტში და აღწერს დირექტორის ქცევას და დამოკიდებულებებს. საქმიანობა: 11.1.4.4. საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესის წარმართვისას სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის დაცვის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება ინდიკატორი: სასწავლო პროცესში შენარჩუნებისათვის განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების რაოდენობა მოსწავლეთა მრავალფეროვნების ინტენკონფესიული/ინტერკულტრული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურ მონიტორინგს უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, მათ შორის სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის კუთხით. 12. ბავშვთა უფლებების დაცვა მიზანი: 12.1. ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება ამოცანა: 12.1.1. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება საქმიანობა: 12.1.1.1. ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ამოქმედება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში განთავსებული შშმ ბავშვებისთვის ინდიკატორი: 2016 წელს ამოქმედებულია 1 პილოტური მცირე საოჯახო ტიპის სახლი შშმ ბავშვებისათვის; 2017 წელს ამოქმედებულია მინიმუმ 1 მცირე საოჯახო ტიპის სახლი შშმ ბავშვებისათვის 2016 წლის 19 დეკემბერს, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ,,ბრეს-საქართველო“, რომელიც სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების 147 ქვეპროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 23 დეკემბრიდან მომსახურებას აწვდის მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის 7 ბენეფიციარს. საქმიანობა: 12.1.1.2. ცვლილებების ინიცირება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შემუშავებულია და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი განხილვა საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში. 2016 წლის დეკემბრის თვეში კანონპროექტის განხილვა მოხდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების მიერ. ამოცანა: 12.1.2. ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საქმიანობა: 12.1.2.1. ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი პროექტების განხორციელება ინდიკატორი: განხორციელებული პროექტები და მათში ჩართული ბავშვების რაოდენობა ,,მზრუნველობამოკლებული და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მიმდინარეობს 6-თვიანი სწავლება ფეხბურთის კუთხით, რომელიც წარმატებით ხორციელდება აიპ " ჯანსაღ თაობას" თან ერთად, ,,SOS ბავშვთა სოფლისა“ და ,,საქართველოს კარიტასის“, „ჩემის სახლის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. სწავლება მიმდინარეობს, თბილისში და რეგიონებში (ქუთაისის 2 გუნდი და გორი). პროექტის ფარგლებში ხორციელდება ფეხბურთის სწავლებები და ტურნირები. 2016 წლის 2-4 დეკემბერს კი თბილისში, ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე „მინი ფეხბურთის ფესტივალი" ჩატარდა. გუნდები დევნილი ახალგაზრდებით და მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებით იყო დაკომპლექტებული. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად თბილისსა და რეგიონებში 8 გუნდი შეირჩა, სულ 64 მონაწილე. ფინალურ ღონისძიებაზე ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდები სპორტული ეკიპირებით და ბურთებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები. ამასთან, ხორციელდება არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი დაინტერესება სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი, ასევე პროექტის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების განვითარება. პროექტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება სპორტული სწავლებები, ფეხბურთი სწავლების და და ფიტნეს ვარჯიშების სახით. 148 დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები, ძირითადად ხორციელდება სასჯელაღსრულების N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებთან. ზემოხსენებულ აქტივობებში 30 მსჯავრდებული ახალგაზრდა მონაწილეობს. ამოცანა: 12.1.3. ბავშვთა ინფორმირება უფლებებსა და თავისუფლებებზე საქმიანობა: 12.1.3.1. სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, შეხვედრებისა და სხვა აქტივობების განხორციელება ინდიკატორი: საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრების რაოდენობა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებსა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების რაოდენობრივი მაჩვენებელი; ერთობლივი აქტივობების რაოდენობრივი და მასშტაბური მაჩვენებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება „საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“, რომელიც მოიცავს სასკოლო კომპონენტს და რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაცია „PH International“-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, შემუშავებულია პროგრამა „სამართლებრივი კულტურის საწყისები". პროგრამის ფარგლებში 2016 წლიდან შედგა 300მდე შეხვედრა, 30-მა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა კლასის დამრიგებელთან ერთად, საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 30 საჯარო სკოლაში ჩაატარა საგაკვეთილო კურსი - სამართლებრივი კულტურის საწყისები, სადამრიგებლო საათის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამაში ჩართული იყო 1000-მდე მოსწავლე. საქმიანობა: 12.1.3.2. ბავშვთა უფლებების ასაკზე მორგებული საკითხების, მათ შორის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე სარეკომენდაციო გზამკვლევის მომზადება ინდიკატორი: მომზადებულია გზამკვლევი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული განათლების ფსიქოლოგისა და ინკლუზიური განათლების ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილ იქნა ელექტრონულ გზამკვლევზე განსათავსებელი მასალები (რეკომენდაციები). აღნიშნული რეკომენდაციები პილოტურ რეჟიმში განთავსდა მშობელთათვის განკუთვნილ ელექტრონულ გზამკვლევზე.“. ამოცანა: 12.1.4. ბავშვთა უფლებების მონიტორინგისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერება საქმიანობა: 12.1.4.1 ბავშვთა მექანიზმების გაძლიერება უფლებების მონიტორინგისა და კოორდინაციის ინდიკატორი: შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებისთვის აუცილებელი წინადადებები მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში 149 საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2016 წლის 24 ივნისის N.5581 – IIს დადგენილება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის „შეტყობინების პროცედურების შესახებ“ დამატებით ოქმთან შეერთების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაასრულა „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ დამატებით ოქმთან შეერთების პროცედურები. 2016 წლის 19 სექტემბერს სარატიფიკაციო სიგელი გადაეცა დეპოზიტარს, გაეროს გენერალურ მდივანს. მოცემულ ეტაპზე ქართული მხარე ელოდება დეპონირების დადასტურებას, რის შემდეგაც დამატებითი ოქმი ოფიციალურად შევა ძალაში. საქმიანობა: 12.1.4.2. ჰააგის 1980 წლის ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციის იმპლემენტაცია, ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავების საქმეებზე აღსრულების და რეფერირების მექანიზმის დამტკიცება ინდიკატორი: მთავრობის დადგენილება მექანიზმის დამტკიცების შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ადგილობრივმა ექსპერტმა არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე საქმეების მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების სამუშაო ვერსიაზე დაასრულა მუშაობა. ამჟამად მიმდინარეობს მთავრობის დადგენილების პროექტის საერთაშორისო ექსპერტიზა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის მიერ, რის შემდეგაც განხორციელდება დოკუმენტისათვის საბოლოო სახის მიცემა. რეფერალისა და აღსრულების მექანიზმის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცება 2017 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. საქმიანობა: 12.1.4.3. თანამშრომლობის გაძლიერება/მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არ აქვთ აღიარებული საქართველოს მიერთება ჰააგის 1980 წლის ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციასთან ინდიკატორი: მოლაპარაკებების შედეგები საქართველომ მოახდინა პერუს მიერთების აღიარება ჰააგის 1980 წლის კონვენციასთან. შესაბამისად, 2016 წლის 1 ივლისიდან კონვენცია ძალაში შევიდა ამ ორ სახელმწიფოს შორის. ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს ჰააგის კონვენციასთან ყაზახეთის მიერთების აღიარების მიზანშეწონილობის განსაზღვრა. გრძელდება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო წარმომადგენლობასთან საქართველოში ჰააგის კონვენციასთან საქართველოს მიერთების აღიარების თაობაზე. აშშ-ს საკონსულოს მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების საქმეების წარმოების შესახებ, ასევე, ცენტრალური ორგანოს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა და იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აღიარებული აქვთ საქართველოს მიერთება კონვენციასთან. საქმიანობა: 12.1.4.4. სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება ინდიკატორი: სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსი გაზრდილია 150 საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტისა – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“ და 2016 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წლის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს საჯარო სკოლებისა და სკოლა პანსიონების მონიტორინგს. აღნიშნული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის პრევენციის ხელშეწყობისა და სავარაუდო ძალადობისგან დაცვის კუთხით არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა. მიზანი: 12.2. სოციალური მომსახურების სერვისების გაუმჯობესების გზით განვითარება პროგრამული ამოცანა: 12.2.1. ბავშვთა პროგრამული მომსახურებების დახვეწა საქმიანობა: 12.2.1.1. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებისთვის სათანადო მომსახურებების გაუმჯობესება ინდიკატორი: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, რომლებიც იღებენ სხვადასხვა მომსახურებებს „სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფოს პროგრამის „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისმა მომსახურებების მომწოდებლებმა მომსახურება გაუწიეს 239 (მათ შორის, დღის ცენტრი - 162; თავშესაფარი -77 ) ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვს. საჯარო სკოლაში მიუსაფარი ბავშვების სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი - ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა’’ მიუსაფარი ბავშვებისთვის. 2016 წლის ივნისის თვიდან პროგრამაში ჩართულია 100-მდე ბენეფიციარი. საქმიანობა: 12.2.1.2. ქვეყანაში არსებული ბავშვთა მომსახურებების ბაზების სრულყოფა ინდიკატორი: სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მომსახურებების ბავშვთა მუდმივად განახლებადი ბაზა ფორმირებულია მიმღებ სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მომსახურებების მიმღებ ბავშვთა მუდმივად განახლებადი ბაზა ფორმირებულია და მიმდინარეობს მისი სრულყოფა. საქმიანობა: 12.2.1.3. კრიზისულ მდგომარეობაში პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება მყოფი ბავშვიანი ოჯახების ინდიკატორი: ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ აუცილებელი დახმარება „სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფოს პროგრამის “კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების” ქვეპროგრამის 151 ფარგლებში, 2016 წლის განმავლობაში აუცილებელი დახმარება მიიღო 1145 ბავშვიანმა ოჯახმა. საქმიანობა: 12.2.1.4. დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა ინდიკატორი: დედათა და ბავშვთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ შესაბამისი მომსახურება “სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფოს პროგრამის “დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის” ქვეპროგრამის ფარგლებში, 2016 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 62 დედასა და 82 ბავშვს. საქმიანობა: 12.2.1.5. მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებების გაუმჯობესება მათ შორის, შშმ ბავშვთათვის ინდიკატორი: მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული ბავშვები იღებენ ადეკვატურ მომსახურებას; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ანგარიში; სახალხო დამცველის ანგარიში მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული ბავშვები იღებენ ადეკვატურ მომსახურებას. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს რეგულარულ ზედამხედველობას. მონიტორინგის პროცესი გულისხმობს სერვისის მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების შესაბამისობის დადგენას, მოქმედი პროგრამით და სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმებთან. 2016 წელს შეფასების პროცესში მონიტორინგის სამსახური ხელმძღვანელობდა ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამითა’’ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N66 დადგენილებით დამტკიცებული ,, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს მიერ, 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა 16 მცირე საოჯახო ტიპის სახლის მონიტორინგი. საქმიანობა: 12.2.1.6. მინდობით აღზრდის მომსახურებების სრულყოფა; მინდობით აღზრდის ახალი სტანდარტის დამტკიცება ინდიკატორი: შემუშავებულია მინდობით აღზრდის ახალი სტანდარტი შემუშავებულია მინდობით აღზრდის ახალი სტანდარტი, რომელიც დამტკიცდება “შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ. მიზანი: 12.3. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება ამოცანა: 12.3.1. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებით საქმიანობა: 12.3.1.1 ანტენატალურ და სამეანო მომსახურებაზე ზედამხედველობის ახალი ელექტრონული სისტემის „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“-ს დანერგვა ინდიკატორი: მომზადებულია ახალი ელექტრონული მოდული ინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო რეგულატორული ცვლილებების პაკეტი და 152 2016 წლიდან აღნიშნული სისტემის ფარგლებში ანგარიშგებას აქვს სავალდებულო ხასიათი 2014 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის“ შემუშავებაზე. 2016 წლის იანვარში დაიწყო საპილოტე ვერსიის ფუნქციონირება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით დამტკიცდა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის წარმოების წესები“. რეგისტრი სრულად ამოქმედდა 2016 წლის მაისიდან. ყველა ანტენატალური და პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შესრულოს ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები. საქმიანობა: 12.3.1.2. სამშობიარო სახლების დონეებად დაყოფა და ამ დონეებს შორის დედათა და ახალშობილთა რეფერალის ახალი მექანიზმების დანერგვა ინდიკატორი: რეგიონების რაოდენობა, სადაც დანერგილია პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პრინციპები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით დამტკიცდა, პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის N01-12/ო ბრძანებით დამტკიცდა, პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასებისა და პილოტური პროექტის განხორციელების საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობა და განისაზღვრა მისი მოვალეობები. 2015 წლის პირველი მაისიდან დაიწყო „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული რეფერალის სქემის ფუნქციონირება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმქვემო სვანეთის პერინატალურ რეგიონში. შემოწმდა და პერინატალური მოვლის შესაბამისი დონე მიენიჭა 16 დაწესებულებას. ,2016 წელს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასებულია 84 კლინიკა. დონე განესაზღვრა 34 კლინიკას. განმეორებითი შეფასება ჩატარებულია 23 კლინიკაში, 2017 წლის დასაწყისში, განმეორებით, შეფასდება 17 კლინიკა. ამასთან, დასრულებულია აჭარის ა/რ 10, გურიის რეგიონის 3 და სამეგრელოს რეგიონის 12 პერინატალური სერვისის განმახორციელებელი დაწესებულების განმეორებითი შეფასება. საკოორდინაციო ჯგუფის უახლოეს სხდომაზე განხილული იქნება ამ სამედიცინო დაწესებულებებისათვის დონის მინიჭების საკითხი. აჭარაში მე-3 დონის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით, ქ. ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებას (შპს ,,მედინა“, შპს „BROTHERS“) უკვე მიენიჭა III დონე. პირველადი შეფასება ჩატარებულია ქვემო ქართლის რეგიონის 8, შიდა ქართლისა და მცხეთათიანეთის რეგიონის 9 დაწესებულებაში, რომელთა განმეორებითი შეფასება მოხდება 2017 წლის პირველ კვარტალში. სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონების 23 კლინიკაში შეფასება და პერინატალური დონის მინიჭება, ასევე, დაგეგმილია 2017 წელს. 153 ქვეყნის მასშტაბით სულ შეფასებულია 84 კლინიკა. დონე განესაზღვრა 34 კლინიკას. განმეორებითი შეფასება ჩატარებულია 23 კლინიკაში, 2017 წლის დასაწყისში, განმეორებით, შეფასდება 17 კლინიკა. 2017 წლის ბოლოს დასრულდება ქვეყნის მასშტაბით პერინატალური სერვისის მიმწოდებელი კლინიკების შეფასება და პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭება, რაც, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით. საქმიანობა: 12.3.1.3. სოფლად 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული სერვისების გაძლიერება ბინაზე ვიზიტების დანერგვის გზით ინდიკატორი: რაიონების რაოდენობა, სადაც დაინერგა დედათა და ბავშვთა ბინაზე მეთვალყურეობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობის კონცეფცია. შემუშავდა კითხვარი და ოჯახის ექთანთა გადამზადების კურიკულიმი. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მიმდინარეობს ექთნების on-line გადამზადება. საქმიანობა: 12.3.1.4. დედათა და ბავშვთა ნუტრიციული სტატუსის გაუმჯობესება ხორბლის 1-ლი ხარისხის ფქვილის რკინისა და ფოლიუმის მჟავის დანამატებით ფორტიფიცირების გზით ინდიკატორი: შემუშავებულია „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც ხორბლის ფქვილის სავალდებულო ფორტიფიცირებას ითვალისწინებს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში 2017 წელს მომზადდება „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილების პროექტი. საქმიანობა: 12.3.1.5. 6–24 თვის ბავშვებისათვის სხვადასხვა მიკროელემენტებით ფორტიფიცირებულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ინდიკატორი: 6-24 თვის ბავშვებისათვის მრავალ კომპონენტიანი მიკრონუტრიენტის შემცველი დანამატების ეროვნული პროგრამა შემუშავებულია 2016 წლის მაისიდან მიმდინარეობს 6-23 თვის ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არ აღემატება/ან ტოლია 100 000-ს. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია სხვადასხვა მიკროელემენტებით ფორტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმირებულობის ზრდის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება (სტატიები, ბროშურები, ტელე/რადიო გადაცემები, სხვ). საქმიანობა: 12.3.1.6 ძუძუთი კვების ხელშეწყობა და ხელოვნური კვების რეგულირება 154 ინდიკატორი: „ძუძუთი კვების ხელშეწყობისა და ხელოვნური კვების რეგულირების შესახებ“ კანონში და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილების პროექტი მომზადებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა სპეციალური კითხვარი. დაიწყო აჭარის რეგიონში მდებარე სამეანო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებების პაციენტების გამოკითხვა. მიმდინარეობს მუშაობა „ძუძუთი კვების ხელშეწყობისა და ხელოვნური კვების რეგულირების შესახებ“ კანონში და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატან ცვლილების პროექტზე; სსიპ ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად მუშაობს ძუძუთი კვების საკითხის შესახებ ინფორმირებულობის გასაზრდელად სხვადასხვა აქტივობების საშუალებით (სტატიები, ბროშურები, ტელე/რადიო გადაცემები, სხვ.). ძუძუთი კვების პროპაგანდა ასევე, გათვალისწინებულია ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში. მიზანი: 12.4. ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება ყველა ბავშვისათვის ამოცანა: 12.4.1. ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა საქმიანობა: 12.4.1.1. აღმზრდელ–პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შემუშავება და დამტკიცება ინდიკატორი: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი დამტკიცებულია 2016 წლის 8 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რომელიც შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის კოორდინირებით. აღნიშნული კანონის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, მომზადებულია „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი.“. საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 23 მარტს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტი დამტკიცდება 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობის მიერ. საქმიანობა: 12.4.1.2. ადრეული და სკოლამდელი სტანდარტის შემუშავება და დამტკიცება აღზრდისა და განათლების ინდიკატორი: ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სტანდარტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი თანამშრომლობით, შემუშავდა „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი“. აღნიშნული სტანდარტი დამტკიცდება 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობის მიერ. საქმიანობა: 12.4.1.3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დამტკიცება ინდიკატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ 155 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შემუშავდა ,,ტექნიკური რეგლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ". აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდება 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობის მიერ. საქმიანობა: 12.4.1.4. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება ინდიკატორი: საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა „ტექნიკური რეგლამენტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“ სამუშაო ვერსია. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული დოკუმენტის განხილვა. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდება 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობის მიერ. საქმიანობა: 12.4.1.5. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება ინდიკატორი: საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური რეგლამენტის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზების შესახებ“ სამუშაო ვერსია მომზადებულია. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული დოკუმენტის განხილვა. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდება 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობის მიერ. ამოცანა: 12.4.2. ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა ზოგადი განათლების სისტემაში ჩასართავად საკანონმდებლო ბაზის გამართვა და ბავშვების მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესება საქმიანობა: 12.4.2.1. ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტების შემუშავება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ ინდიკატორი: განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტება შემუშავებულია; საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ და ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა სამუშაო დოკუმენტი ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და მათი ასახვის ინსტიტუციური პასუხისმგებლობების განსაზღვრის უზრუნველყოფის მიზნით. 2017 წლის განმავლობაში დაინტერესებულ მხარეებთან გაგრძელდება აღნიშნული დოკუმენტის განხილვის პროცესი მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით. საქმიანობა: 12.4.2.2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზებში და სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი და დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა ინდიკატორების და შესაბამისი ველების და ფილტრების დამატება და ანალიზის გზების გაუმჯობესება 156 ინდიკატორი: მონაცემთა ბაზებს დაემატა დამატებითი ველები და განახლდა; საინფორმაციო სისტემა ხედავს სკოლის მიღმა დარჩენილი პირების რაოდენობას და ახდენს ფორმალური განათლებიდან განთესვის რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირებას; სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა და რისკის ქვეშ მყოფი იდენტიფიცირებული ბავშვების რაოდენობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის (eSchool) მონაცემთა ბაზების შედარება 2008-2009 წელს დაბადებული ბავშვების ჭრილში, რის შედეგადაც იდენტიფიცირებულია სასკოლო ასაკის შესაბამისი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. ასევე, 2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მიმდინარე მდგომარეობით იდენტიფიცირებულია 2009-2010 წელს დაბადებული, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მართვის სისტემის მონაცემთა ბაზებში (eSchool) აისახება ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ სწავლის მიტოვების შესახებ. ამასთან, გამოვლენილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებშიც განხორციელდება ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველი ეტაპი. აღნიშნული შესაძლებელს გახდის სკოლის მიღმა დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირებას. ელექტრონული ჟურნალის დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამი ICT ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად. აღნიშნულ აპარატურულ უზრუნველყოფასთან ერთად, გულისხმობს სკოლებში საკლასო ოთახებისა და კლას-კაბინეტების ლოკალური ქსელით უზრუნველყოფას. ამოცანა: 12.4.3. სსსმ ბავშვების მოძიების სისტემის შექმნა, რათა სისტემამ თავად შეძლოს სსსმ ბავშვის დანახვა საქმიანობა: 12.4.3.1. სისტემის გაიდლაინის შექმნა და გათვალისწინება ვინც შეიძლება იყოს ჩართული და პასუხისმგებლობის და რეფერალის პროცედურის განსაზღვრა ყველა იმ რგოლის მათი კონკრეტული ინდიკატორი: შემუშავებულია სსსმ ბავშვის მოძიების სისტემა და მისი გაიდლაინი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სსსმ და შშმ მოსწავლეთა იდენტიფიცირების მიზნით შემდეგი ველების დამატებაზე:          ინტელექტულაური დარღვევა; სმენის დარღვევა; მხედველობის დარღვევა; ფიზიკური შეზღუდვა; სწავლის უნარის დარღვევა; მეტყველების დარღვევა; აუტიზმი; ემოციური და ქცევის დარღვევა; სხვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღნიშნული ველების დამატების პროცესი დასრულდება 2017 წლის განმავლობაში. 157 ამოცანა: 12.4.4. მოწყვლადი ჯგუფებისათვის სპეციალური, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება მათი ფორმალურ განათლებაში ჩართვის მიზნით საქმიანობა: 12.4.4.1. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება შემდგომში მათი ფორმალურ განათლებაში ჩართვის მიზნით ინდიკატორი: საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა; ფორმალურ განათლებაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა; სახალხო დამცველის ანგარიში შექმნილია სამუშაო დოკუმენტი, განათლების მეორე შესაძლებლობის “ეროვნული მოდელის განსაზღვრისა და დანერგვისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდების და ახალგაზრდების ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეიქმნა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდების და ახალგაზრდების ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფას. ამასთან, ქვეპროგრამის „განათლების მეორე შესაძლებლობის“ ფარგლებში ივნისის თვეში UNICEF-ის მხარდაჭერის საერთაშორისო ექსპერტმა დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრები. საერთაშორისო ექსპერტთან ერთად შემუშავებულ სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი. სანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო სკოლების გაძლიერების მიზნით, დაიგეგმა და მიმდინარეობს მუშაობა თემაზე „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები “, რომელიც გულისხმობს პედაგოგების ტრენინგსა და მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანიას. 2016 წელს, სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიგეგმა მიუსაფარ ბავშვთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ბავშვთა მიმართ არსებული სტიგმის დასაძლევად. მშობლებისთვის შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტები ბავშვების ფსიქოსოციალური პრობლემების გაცნობის მიზნით. ამასთან, საინფორმაციო შეხვედრებზე მშობლებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ აღნიშნული საკითხები. ამოცანა: 12.4.5. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლებში ბავშვის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული აქტივობების განსახორციელებლად, მოსწავლეებში ერთმანეთის უფლებების დაცვისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის დასამკვიდრებლად საქმიანობა: 12.4.5.1. ტრენინგის ორგანიზება: „ბავშვთა უფლებები სკოლაში“ და „ბულინგი“; ტრენინგ-მოდულის შემუშავება, სატრენინგო მასალის მომზადება და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ტრენინგი ინდიკატორი: შექმნილი ტრენინგ-მოდულები და მასალები; დირექტორთა რაოდენობა, რომელთაც გავლილი აქვთ გადამზადების ტრენინგები; (გადამზადებული მასწავლებლებისა და დირექტორების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში). განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს შეიქმნა ტრენინგ-მოდული: “სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. ტრენინგს დაესწრო 282 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით. 158 მასწავლებლები გაეცნენ ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და სახეებს; ოჯახში ძალადობის სახეებს; სტიგმასა და სტერეოტიპული აზროვნების გავლენას ძალადობასა და ბულინგზე. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მომზადებულ ლიდერობის აკადემია 1-ის მეორე მოდულის ფარგლებში „ეფექტური დირექტორი: თეორიიდან პრაქტიკისკენ“ განხილულ იქნა კონფლიქტისა და ბულინგის საკითხები. ტრენინგ-მოდული 16 საკონტაქტო საათს მოიცავს. მე-2 დღე, 8 საათი ეთმობა კონფლიქტისა და ბულინგის საკითხებს. აღნიშნული ტრენინგი 2016 წლის განმავლობაში გაიარა საქართველოს საჯარო სკოლების 1700-მდე დირექტორმა. ამოცანა: 12.4.6. ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 12.4.6.1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, N5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ქ. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და ქ. თბილისის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნებისთვის ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის, ასევე სკოლის გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამაში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვნებისათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშესაწყობად ახორციელებს „ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის“ პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქ. თბილისის N8 პატიმრობისა და ქ. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვანი მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ზოგადი განათლება. აღნიშნული პირები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო რესურსებით, შესაძლებლობა აქვთ სხვა თანატოლებივით მონაწილეობა მიიღონ ექსტერნატის, სკოლის გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებში. 2016 წელს იანვარში პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პედაგოგებს ჩაუტარდათ 10 დღიანი სპეციალური გადამზადების კურსი/ტრენინგი, შემდეგი თემატიკის მიხედვით:     ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების ეტაპები; ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები; ტიპური მოზარდი, რთული მოზარდი. მოზარდთა დევიაციური ქცევები; დახმარების მიმართულებები. კომუნიკაცია და სხეულის ენა; სუბიექტური რეალობა, სტერეოტიპები. 159       კომუნიკაციის რაობა და სახეები; სხეული ენა და არავერბარული კომუნიკაცია; ეფექტური კომუნიკაცია. აქტიური სმენა; კითხვის დასმის ტექნიკები; ქცევის სტრატეგიები. კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომები; კონფლიქტი და მისი მართვა; „მე“ შეტყობინება. სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმა; ძალადობა, ძალადობის სახეები, ოჯახური ძალადობა. ბავშვი და ძალადობა, ძალადობა გადატანილი ბავშვების ამოცნობა, ბულინგი. 2016 წლის მარტის თვეში ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებისათვის ექსტერნად დარეგისტრირდა N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის და N15 პენიტენციური დაწესებულები მყოფი 23 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 22-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა (ერთი გათავისუფლდა). გამოცდები დაძლია 22-ვე ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ პროგრამის სხვადასხვა კლასისა და საფეხურის დონეზე. 2016 წლის მაისში, 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 1-მა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოსწავლემ, რომელმაც წარმატებით ჩააბარა აღნიშნული გამოცდა. 2016 წლის მაისის თვეში განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეების 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულ გამოცდებში დარეგისტრირებული იყო 16 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. მონაწილეობა მიიღო 15-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ (ერთი მსჯავრდებული გათავისუფლდა), გამოცდები დაძლია 9 პატიმარმა მოსწავლემ. 2016 ივლისის თვეში განხორციელდა #11 არასრულწლოვანთა სპეციალურ და სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრების ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა. დარეგისტრირებული იყო 14 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 10 მსჯავრდებულმა/ბრალდებულმა მოსწავლემ. გამოცდა წარმატებით დასძლია და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 2 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. ამოცანა: 12.4.7. არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა საქმიანობა: 12.4.7.1. სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: სკოლისგარეშე სახელოვნებო განხორციელებული პროექტების რაოდენობა სკოლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების უზრუნველყოფას ახორციელებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის 160 ფორმით დაფუძნებული 8 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით, სადაც სწავლობს 3000-ზე მეტი მოსწავლე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლებში გაიმართა სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების 67 კონცერტი და საღამო, 8 მასტერკლასი და 5 გამოფენა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 27 სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებაში და 5 სპექტაკლში. ამასთან, გაიმართა 9 ეროვნული და რეგიონალური კონკურს-ფესტივალი, 19-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა შემდეგი ჯილდოები: გრა-ნპრი და სპეციალური პრიზი - 2-მა, I პრემია 4-მა, II პრემია 4-მა, III პრემია 4-მა. საქმიანობა: 12.4.7.2. არაფორმალური განათლების პროგრამების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განვითარება და მონაწილეობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: განხორციელებული არასრულწლოვნების რაოდენობა პროექტების და მათში ჩართული საქართველოს ეროვნული მუზეუმი აერთიანებს საქართველოს უმნიშვნელოვანეს მუზეუმებს, სამეცნიერო ცენტრებს, არქეოლოგიურ ბაზებსა და საცავებს თბილისსა და რეგიონებში. ეროვნული მუზეუმის კოლექციები, იქნება ეს უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ჭედური ნივთები თუ ნაქარგობა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები თუ თანამედროვე მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები, წარმოადგენს შეუფასებელ და უნიკალურ სასწავლო რესურსს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალგაზრდების განათლების მიზნით, ახორციელებს შემდეგ პროგრამებსა და აქტივობებს:             მუზეუმის გამოფენების დათვალიერება და გამოფენის თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამები; სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები (სცენის მიღმა ტურები) მოძრავი გამოფენები; ბანაკები არქეოლოგიურ ექსპედიციებში; არქეოლოგიური კლუბი; საზაფხულო სკოლა; საველე ექსკურსიები; ხალხური რეწვის გაკვეთილები; მოხალისეების პროგრამები; ბეჭდური და ელექტრონული რესურსები (ჟურნალები და გზამკვლევები მასწავლებლებისთვის); კინოფილმების ჩვენება, ლექციები, დებატები; თემატური ლექციები აუდიტორიასა და სამეცნიერო კაფეში. სამუზეუმო განათლება იყენებს პროაქტიულ და შემეცნებითი სწავლების მეთოდებს, ამასთანავე, მუზეუმი უზრუნველყოფს სწავლისათვის არაფორმალურ და კომფორტულ გარემოს. გართობისა და სახალისო თამაშების გზით, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე სამუზეუმო სწავლება ავსებს და ამყარებს საკლასო ოთახში მიღებულ ცოდნას. ამავდროულად, აღძრავს მოზარდში ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს, რითაც ხელს უწყობს მის პიროვნულ განვითარებას. 161 გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. სამუზეუმო საგანმანთლებლო პროგრამები ასევე ხელს უწყობს ემპათიის და ტოლერანტობის განვითარებას ბავშვებსა და მოზარდებში, და პატრიოტული გრძნობის გაღვივებას ნაციონალური ხელოვნების აღქმის პროცესში. ასევე, აღსანიშნავია მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, რომელთა არეალი ძალიან ფართოა: მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები, მუზეუმის თანამშრომლების ლექცია-პრეზენტაციები სკოლებსა და რაიონულ ცენტრებში, ვებგვერდზე განთავსებული მასალები და სხვა. 2016 წელს ეროვნულ მუზეუმში ვიზიტით იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო სპეციალურ პროგრამებში 2000- ზე მეტმა მოზარდმა, მათ შორის 500-მდე შშმ პირმა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო განყოფილების ერთ-ერთი მიმართულებაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობისა და გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ კონვენციების საფუძველზე საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება. ახალგაზრდა თაობის ჰარმონიულად აღზრდის, მათი განვითარების ხელშეწყობისა და საკუთარი კულტურისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღვივების ხელისშემწყობი პროგრამების ჩამონათვალია: `საბავშვო არქეოლოგია~ ნოქლაქევში გაიხსნა საგანმანათლებლო პროგრამა „საბავშვო არქეოლოგია“. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 97 ბავშვმა. მცხეთაში `საბავშვო არქეოლოგიაში~ მონაწილეობა მიიღო 1514 ბავშვმა. `კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს~ ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში გაიხსნა პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“. მომზადდა მასალები და ჩატარდა ტრენინგები - 3 მეცადინეობა. თბილისში ჩატარდა 42 მეცადინეობა, მათ შორის 13 ივნისს დაზარალებული ბავშვები (2 გაკვეთილი), უსახლკარო ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები; ასევე 2 საჩვენებელი მეცადინეობა – კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს). სულ მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ბავშვმა. 20-21 აგვისტოს ნიქოზში, წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლაში ჩატარდა 2 გასვლითი საქველმოქმედო მეცადინეობა. 1 სექტემბერს ანიმაციური ფილმების ფესტივალის ფარგლებში, გაიხსნა ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. დეკემბერში ჩატარდა 5 საპილოტე საქველმოქმედო მეცადინეობა სამაჩაბლოდან დევნილი ბავშვებისათვის გორში, დიდი ლიახვის მუზეუმ-ნაკრძალის საინფორმაციო სივრცეში. `კახეთის მხარის მოსწავლეები _ კულტურული მემკვიდრეობის დესპანები~ 31 მარტს თელავში გაიმართა პრეზენტაცია პროგრამისა „კახეთის მხარის მოსწავლეები – კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“. პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების, პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში. 162 და 18 სექტემბერს, ევროპული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში გაიმართა შეხვედრა/ღონისძიება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონალურ სახელოვნებო სკოლებში ფუნქციონირებს საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა წრეები. მოზარდები ეუფლებიან თეატრალურ, ფოტო, გამოყენებით ხელოვნებას, ეცნობიან თეატრალურ და ლიტერატურულ და კინო ტრადიციებს. ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა - ქ. წყალტუბო     აღნიშნულ სკოლაში დასაქმებულია 11 პედაგოგი; სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სექციები: ლიტერატურულ-თეატრალური, მხარეთმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფოტოხელოვნების, თეატრალური მხატვრობის, მოდელირების და სხვ. სასწავლო პროცესი გრძელდება თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით წლის განმავლობაში ჩართულია 200-მდე მოსწავლე. 2016 წელს გაიმართა კინოფესტივალი „ჯიფონი-საქართველო 2016“, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას და კულტურულსაგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კინოხელოვნების საშუალებით მოზარდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებასა და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას. ახალგაზრდულ ფესტივალში 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი) 350 მოზარდი მონაწილეობდა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ „ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრისა“ და სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე განხორციელდა საბავშვო სპექტაკლები, რამაც ხელი შეუწყო მოზარდების შემეცნებით-კულტურული დონის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოზარდ მაყურებელთა თეატრი წლის მანძილზე მოემსახურა 71213 მოზარდს, თოჯინების თეატრი - 25 000 მოზარდს. საქმიანობა: 12.4.7.3. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია შესაბამისი კანონის პროექტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა შესაბამისი კანონის პროექტი, რომლის ინიცირებაც საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია 2017 წლის განმავლობაში. საქმიანობა: 12.4.7.4. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს: ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასებას; ადგილობრივი და რეგიონული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას; ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას; მოხალისეობის განვითარებას ინდიკატორი: განხორციელებული ღონისძიებები და მათში მონაწილე რაოდენობა ბავშვების ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული სისტემაში www.youth.gov.ge, პერმანენტულად ხდება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების, მათი შესრულების ინდიკატორებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის განახლება. 163 მოხალისეობის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა სპეციალური მხარდამჭერი პროგრამა „საქართველოს მოხალისე“, რომელიც 2017 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქს. პროგრამის ფარგლებში ხდება ახალგაზრდების გადამზადება და ჩართვა მოხალისეობრივი ქსელის შექმნასა და განვითარებაში. პროგრამის მონაწილეები ახდენენ მიღებული ცოდნის გადაცემას თავიანთი თანატოლი ახალგაზრდებისათვის და რთავენ მათ ქსელის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მოხალისეობრივ ღონისძიებებში. 2017 წლის 15 იანვრის მონაცემებით პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენდა 256 მოხალისეს, ხოლო არაპირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობა დაახლოებით 6000 მოხალისეს. აღნიშნული პროგრამით, 2016 წლის 7 თვის განმავლობაში 635 ღონისძიება განახორციელა. 2017 წელს, რეგიონებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რეგიონული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, დაიწყო ახალგაზრდობის სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადება, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ადმინისტრირებასა და ახალგაზრდული საქმიანობის ეფექტურ იმპლემენტაციაში. ტრენინგში მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტების 76 წარმომადგენელი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მისი საქვეუწყებო ერთეულის - სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მეშვეობით განაგრძობს ახალგაზრდული და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერას მათი ინიციატივებისა და საპროექტო წინადადებების დაფინანსების კუთხით. ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს 50-ზე მეტ საპროექტო წინადადებას. 2016 წელს დაფინანსებულ პროექტებში, ჯამში 229 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. საქმიანობა: 12.4.7.5. სამოქალაქო განათლების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელისშემწყობი პროგრამების განვითარება ბავშვებისთვის, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის ინდიკატორი: დამოუკიდებელი ცხოვრების ხელისშემწყობი განვითარება და დანერგვა არაფორმალური განათლების ნაწილში კურიკულუმის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოცხადდა სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაზე ორიენტირებული კონკურსები: სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების ფლეშმობების კონკურსი (ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში); არაქართულენოვანი სკოლებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი „როგორ ვხედავ ჩემი მხარის მომავალს“; ვიდეოსიუჟეტების კონკურსი ,,ნაბიჯი ევროპისკენ“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - „წარსულით შექმნილი მომავალი“ ესეების, ნახატებისა და ფოტოების კონკურსი. აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 1000-მდე მოსწავლემ. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება "განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის" პროგრამა, რომლის ფარგლებში ინტელექტუალური და სენსორული დარღვევის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლა-პანსიონებში სააღმზრდელო ნაწილში (7 დაწესებულების 500-ზე მეტი მოსწავლისთვის), უწყვეტად ხორციელდება დამოუკიდებელი ცხოვრების ხელისშემწყობი პროგრამები. 164 მიზანი: 12.5. ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ამოცანა: 12.5.1. ბავშვთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მეთოდების საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა, არსებული მექანიზმების შეფასება და ახალი მექანიზმების დანერგვა საქმიანობა: 12.5.1.6. სოციალური მუშაკების ტრენინგი ინდიკატორი: დაწყებულია სოციალური სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკის გადამზადების პროცესი ოჯახში ძალადობის, მათ შორის ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკის გადამზადების პროცესი ოჯახში ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის და შშმ პირთა უფლებების საკითხებზე. სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ – ფარგლებში მომზადდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის თაობაზე ეროვნული რეფერალური პროცედურების პროექტი. მომზადებულია სოციალური მუშაკის როლის განმსაზღვრელი დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია და ტრენინგის კურიკულუმი. 2016 წლის 24 ივნისს, პროექტის ფარგლებში, მოხდა რეფერალური მექანიზმის დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა (ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით). 2016 წლის 24-30 მაისს, პროექტის ფარგლებში მომზადებული კურიკულუმის შესაბამისად, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (TOT), რომელშიც მონაწილეობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 19 უფროსი სოციალური მუშაკი. 27–28 ივნისს გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა ეფექტიანი დაცვის/დახმარების/რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა (მათ შორის უფროსი სოციალური მუშაკების მონაწილეობით) და ფონდის თანამშრომლებს (მათ შორის თავშესაფრების უფროსებისა და თავშესაფრების სოციალური მუშაკების მონაწილეობით) შორის ინფორმაციის გაზიარებისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით (მონაწილეთა რაოდენობა 40). 18 სექტემბერს დაიწყო და 8 დეკემბერს დასრულდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გადამზადების პროცესი (გადამზადდა 247 სოციალური მუშაკი) ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერთა ტრენინგის (TOT) შედეგად გადამზადებული უფროსი სოციალური მუშაკები და ა(ა)იპ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერები. 2016 წლის 2-3 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი სოციალური მუშაკებისათვის, თემაზე: ,,ოჯახში ძალადობა და სოციალური მუშაობა“ ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური მუშაკებისთვის პროექტის ,,საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში (მონაწილეთა რაოდენობა 8). ამოცანა: 12.5.2. ძალადობის შეტყობინებაზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა საქმიანობა: 12.5.2.1. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება 165 ინდიკატორი: ძალადობის შემთხვევების რაოდენობა, რომლებზეც განხორციელდა რეაგირება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეაგირება განხორციელდა 755 ძალადობის შემთხვევაზე. 2016 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში გადამისამართდა 224 (დანართი N2) ძალადობის/სავარაუდო ძალადობის შემთხვევა. აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ საჯარო სკოლებს (445 საჯარო სკოლა), სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია წარმოდგენილი. საქმიანობა: 12.5.2.2 რეფერალის პროცედურების/სისტემის გადახედვა ინდიკატორი: რეფერალის პროცედურები განახლებულია და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 22 ივნისს შეტანილი ცვლილების საფუძველზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობდა მუშაობა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განახლებაზე. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებას საქართველოს მთავრობის მიერ ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებისა. შედეგად ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2016 წლის 12 სექტემბერს. ახალი რეფერალური მექანიზმით გაფართოვდა იმ უწყებათა წრე, რომელნიც ვალდებულნი არიან ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევა გადაამისამართონ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციაში. რეფერირების პროცედურებმა განსაზღვრა სხვადასხვა სამინისტროს, მათ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ/მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს პროკურატურასა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესი და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ რეფერალში დეტალურად გაიწერა სოციალური მუშაკის მიერ ძალადობრივი გარემოდან ბავშვის განცალკევების პირობები. რეფერალური მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას 2019 წლის იანვრისათვის, რომლის ტექნიკურ ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქმიანობა: 12.5.2.3. სპეციალური ტრეინინგ კურსის ორგანიზება იმ პროფესიონალთათვის, რომელთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენა და შემდგომი რეაგირება ინდიკატორი: გადამზადებულ პოლიციელთა რაოდენობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე: უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 166 პატრულ-ინსპექტორთა პროგრამა; მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წელს გაიარა 407 მსმენელმა. საქმიანობა: 12.5.2.4. სკოლების მიერ შემუშავებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის შიდა პროცედურების მონიტორინგი ინდიკატორი: ხორციელდება ძალადობის სავარაუდო ფაქტების დაფიქსირებულ შეტყობინებებზე რეაგირების სტატისტიკური აღრიცხვა შესახებ აღნიშნული საქმიანობის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოცემულია საქმიანობა N 12.5.2.1ის შესრულების ანგარიშში. ამოცანა: 12.5.3. პროფესიულ ჯგუფების (მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, გამომძიებლები, მასწავლებლები, ადვოკატები, სამედიცინო პერსონალი, სოც. აგენტები, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურები და სხვა) განათლება ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქმიანობა: 12.5.3.1. ტრენინგების ჩატარება პროფესიულ ჯგუფებში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე ინდიკატორი: ბავშვთა უფლებების საკითხებზე დატრენინგებული პროფესიონალების რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატებისთვის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების მიერ ჩატარდა ტრენინგ-კურსი შემდეგ თემებზე:  ბავშვის განვითარების ეტაპები;  კომუნიკაცია;  კონფლიქტების მართვა და მედიაცია;  ფსიქიკური ჯანმრთელობა;  სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა და ძალადობა;  ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის იდენტიფიკაცია და გადამისამართების პროცედურები. 2016 წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებათა დაცვის საკითხებზე საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 215 მანდატურობის კანდიდატი. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ბაზაზე დაწყებულია სპეციალური ტრენინგ-მოდულის მომზადება. ცენტრის კლინიკის მონაწილე ტრენერების რესურსით 2017 წლის მაისიდან დაიგეგმება ტრენინგების ჩატარება ქ. თბილისსა და რეგიონებში. ამოცანა: 12.5.4. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული პროფესიონალების ტრენინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის ბიო–ფსიქო–სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე 167 საქმიანობა: 12.5.4.1. სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელთა მომზადების კურიკულუმი, რომელიც მოიცავს სწავლებას ძალადობის საკითხებზე (მოქმედი კანონმდებლობა, ბენეფიციართა ქცევის მართვის მეთოდები, ბიო–ფსიქო–სოციალური მიდგომები) ინდიკატორი: ბავშვთა მიმართ ძალადობის ბიო–ფსიქო–სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე სწავლება წარმოადგენს პროფესიონალთა განათლების და მიმდინარე სატრენინგო პროგრამების ნაწილს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შესაბამის საკითხებზე სატრენინგო კურსი 19 უფროსმა სოციალურმა მუშაკმა გაიარა. ამასთან, სატრენინგო კურსი გაიარა სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა 226-მა და 7-მა სხვადასხვა ორგანიზაციის სოციალურმა მუშაკმა. მიზანი: 12.6. განვითარება ბავშვზე ორიენტირებული ამოცანა: 12.6.1. იმპლემენტაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მართლმსაჯულების კოდექსის სისტემის მოთხოვნების საქმიანობა: 12.6.1.1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნების შესრულების მიზნით, პროფესიონალთა (მოსამართლეები, პროკურორები, მედიატორები, პოლიციელები, გამომძიებლები, პრობაციის ოფიცრები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, პატიმრობის დაწესებულების პერსონალი) სპეციალიზაცია ინდიკატორი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გადამზადებულ პროფესიონალთა რაოდენობა საქმიანობა: 12.6.1.2. არასრულწლოვნებთან მოპყრობის სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე ტრენინგ მოდულების შემუშავება და პროფესიონალების (პროკურორების, კოორდინატორების) გადამზადებასპეციალიზაცია და შესაბამისი კურიკულუმების შედგენა ინდიკატორი: კურიკულუმი სპეციალიზებულ პროკურორთა რაოდენობა; შემუშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გაიარა 491 მსმენელმა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე შემუშავებულია პროკურატურის სპეციფიკაზე მორგებული სპეციალური სასწავლო პროგრამა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა.“ სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. 2016 წელს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე სპეციალიზებული სწავლება გაიარეს პროკურატურის სისტემის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა, პროკურორებმა და სისტემის გამომძიებლებმა, სულ 45-მა პირმა. 168 ასევე, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, განხორციელდა ერთობლივი ტრენინგი საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის არასრულწლოვანთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და კომპიუტერული დანაშაულის თემაზე. საქართველოს პროკურატურიდან მონაწილეობას იღებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე სპეციალიზებული - 20 პროკურორი. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაზარალებულ და მოწმე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებებზე შემუშავებული იქნა სასწავლო კურსები სხვადასხვა მიმართულებით. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით 59-მა პროკურორმა გაიარა გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულ და მოწმე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკაზე. ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული იქნა ოჯახში ძალადობის საქმეთა გამოძიების თავისებურებების შესახებ სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც პროკურორები გადამზადნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავებული ყველა სასწავლო კურსი მოიცავს დაზარალებულ და მოწმე ბავშვებთან მუშაობის საკითხებს. საქმიანობა: 12.6.1.3. ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნა ინდიკატორი: ბავშვზე ორიენტირებული გარემო (შესაბამისი ინფრასტრუქტურა) შექმნილია საქართველოს მთავარი პროკურატურა ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მიზნით თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), რომლის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა შეაფასა პროკურატურის რამდენიმე ოფისი და არსებული გარემო. ექსპერტის რეკომენდაციის საფუძველზე, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნის კონცეფციაზე. ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. ამოცანა: 12.6.2. მართლმსაჯულების ლიბერალური პრინციპების გაძლიერება საქმიანობა: 12.6.2.1. ინდივიდუალური მიდგომის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გაძლიერება ინდიკატორი: დასრულებულია და პრაქტიკაში სრულად დანერგილია წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში ინდივიდუალური მუშაობის ინსტრუმენტები; გაძლიერებულია კოორდინაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, განათლების და სოციალური დაცვის სისტემებს შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების საფუძველზე გამოცემულ იქნა „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანება, რომლის მე-5 დანართით განსაზღვრულია „პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი“. პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება მიზნად ისახავს სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვნის ქცევის და სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის თავმოყრას ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ანგარიშის მომზადებას 169 უზრუნველყოფს დაწესებულება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, პრობაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №179 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმა და წესი“, რომელიც მოიცავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციური დაწესებულებიდან არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი საქმიანობის პირობებსა და პროცედურებს, ასევე, ამ პროცესში წარმოებული დოკუმენტების ფორმებს. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დაწესებულების, პრობაციის ბიუროსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. ყველა არასრულწლოვანი ბრალდებული ჩართულია ინდივიდუალურ მიდგომებში, რაც ბრალდებულთა მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვის განსახორციელებლად ბიო-ფსიქოსოციალურ შეფასებასა და 30 დღიანი გეგმის შედგენას გულისხმობს. მიდგომა პილოტირების რეჟიმშია. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ბრძანებით რეგულირდება არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესი. 2016 წლის ჩათვლით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ პედაგოგიური სერვისით და კლასის დაძლევის შესაძლებლობა ეძლეოდათ მხოლოდ ექსტერნატი გამოცდების ჩაბარების შედეგად. 2016 წლის ბრძანებით თანახმად, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული პედაგოგიური სერვისი ითვლება იმ საჯარო სკოლის სერვისად, სადაც იგი სწავლობდა დაკავებამდე და შედეგად ბრალდებულს კლასის დასაძლევად აღარ სჭირდება ექსტერნატი გამოცდების ჩაბარება. უნდა აღინიშნოს, რომ კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვის არყოლის შემთხვევაში, არასრულწლოვნის გათავისუფლებისას ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება დაკავშირება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ამასთან, დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები სისტემატურად ახორციელებენ ვიზიტებს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან შესახვედრად. ამოცანა: 12.6.3. არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების/სამართალდარღვევების სტატისტიკის წარმოება საქმიანობა: 12.6.3.1. უწყებების მიერ, სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე/ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინდიკატორი: წარმოებული და გასაჯაროებულია სტატისტიკური მაჩვენებლები საქართველოს პროკურატურა აგროვებს სხვადასხვა სახის ინფორმაციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ არასრულწლოვან მონაწილეებთან დაკავშირებით: 170 დევნა დაწყებული არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია (რაოდენობა, ასაკი, სქესი, მუხლი, რომლითაც დაიწყო დევნა, დანაშაულის კატეგორია), განრიდებული არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია (რაოდენობა, ასაკი, სქესი, მუხლი, რომელზეც განრიდდა არასრულწლოვანი, დანაშაულის კატეგორია), დაზარალებული არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაცია (რაოდენობა, ასაკი, სქესი, მუხლი, რომელზეც ცნობილი იქნა დაზარალებულად არასრულწლოვანი, დანაშაულის კატეგორია). გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იგეგმება მონაცემთა შეგროვების საინფორმაციო სისტემის დახვეწა. გაიმართა შეხვედრები შესაბამის ექსპერტებთან, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ. პროკურატურამ დაიწყო მუშაობა სისხლის სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის სრულყოფაზე და სპეციალური სტატისტიკური მოდულის შემუშავებაზე, რომელიც კიდევ უფრო დახვეწს არასრულწლოვნების შესახებ მონაცემთა შეგროვების არსებულ სისტემას. პროკურატურის მიერ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები პერიოდულად მიეწოდება საქსტატს გამოსაქვეყნებლად. ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ ყოველწლიურად მზადდება სტატისტიკური მონაცემების ერთიანი ანგარიში, რომელიც საჯაროვდება. არასრულწლოვანი ბრალდებულების, განრიდებულების შესახებ მონაცემები ასახულია მთავარი პროკურორის ანგარიშში, რომლითაც იგი წარსდგა საპროკურორო საბჭოს წინაშე (ანგარიში საჯაროა). საქმიანობა: 12.6.3.2. მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით ანალიტიკური კვლევების მომზადება და გამოქვეყნება ინდიკატორი: მომზადებული ანალიტიკური კვლევები საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მომზადდა, 2016 წლის არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების კრიმინოლოგიური ანალიზი, რომელშიც აისახა ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების ოჯახური და სოციალური გარემოს, მათი განვითარების დონის შესახებ. ასევე, მომზადდა ანალიზი 2016 წელს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, მომზადდა ანალიზი დაზარალებული არასრულწლოვანების შესახებ. აღნიშნული ანალიზები გასაჯაროვდება 2017 წლის პირველ ნახევარში. 13. გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება მიზანი 13.1: გენდერული უფლებების დაცვა თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ამოცანა 13.1.1: ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისათვის საქმიანობა 13.1.1.1: აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის მექანიზმის შექმნა ინდიკატორი: შექმნილია ერთიანი მექანიზმი (კომისია) გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საანგარიშო პერიოდში მომზადდა მთავრობის დადგენილების პროექტი გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე 171 უწყებათაშორის კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ერთიანი მაკოორდინირებელი მექანიზმი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მექანიზმის სრულად დაფარავს სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაციის კომპონენტს, გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლისა და ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების რეზოლუციების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. აღნიშნული კომისიის დამტკიცებისათვის საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება რომელიც სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტის ნაწილია და დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს პარლამენტს. საქმიანობა: 13.1.1.3 ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ასპექტების გათვალისწინება ინდიკატორი: ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების მიერ გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები. დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გენდერული თანასწორობის საკითხების კომისიამ 2016 წლის 28 სექტემბერს დაამტკიცა სამინისტროს შიდა სამუშაო დოკუმენეტი „გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“. აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხების შიდა კვლევა, ანალიზი და ანალიზის შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს გენდერული ასპექტები. (სტრატეგიული მიზანი 7). გენდერული ასპექტების მხედველობაში მიღება მოხდა „დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით“14 დამტკიცებული აქტივობების შემუშავების დროს. გარდა ამისა, განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები, რათა მოხდეს სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადება გენდერული თანასწორობის საკითხებზე მათ შორის გენდერული ბიუჯეტის ფორმირების შესახებ. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ცესკომ გაითვალისწინა გენდერული ასპექტები და აღნიშნულის შესაბამისად საგრანტო კონკურსების დაფინანსების ერთ-ერთ მიმართულებად განსაზღვრა „ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში“. საგრანტო მიმართულებით საკონკურსო სწავლების ცენტრმა კომისიის გადაწყვეტილების დააფინანსა 6 ადგილობრივი საფუძველზე ამ არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტმა 165 500 ლარი შეადგინა. ამოცანა: 13.1.2. განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება საქმიანობა: 13.1.2.1 მასწავლებლებისთვის შემუშავებულ გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება 14 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3124845 172 ტრეინინგ-მოდულებში ინდიკატორი: მასწავლებლებისთვის შემუშავებულ გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის საკითხები ტრეინინგ-მოდულებში 2016 წელს დასრულდა მუშაობა მოდულზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და უფლებების შესახებ. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში 2017 წლის II კვარტალში დასრულდება მუშაობა (ლიდერობის აკადემია 2) მოდულზე, რომელშიც განხილული იქნება გენდერული თანასწორობის საკითხები და სოციალური სტერეოტიპები. საქმიანობა: 13.1.2.3. ზოგადი განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის დანერგვის ხელშეწყობა ინდიკატორი: სასკოლო სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმი 2016 წელს შემუშავდა სახელმძღვანელოს შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმძღვანელოს შეფასებას სხვადასხვა ნიშნით თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. დოკუმენტი გაცნობი იქნა დაინტერესებული მხარეებისათვის და ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტის სრულყოფა. ამოცანა: 13.1.3. გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით საქმიანობა: 13.1.3.1 გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მათ შორის ბავშვთა და ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე, გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენციაზე, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ინდიკატორი: ჩატარებულია 50 საინფორმაციო შეხვედრა და კამპანია გენდერული თანასწორობის, მათ შორის ბავშვთა და ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამას „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ არაქართულენოვანი საჯარო სკოლების მოსწავლეებიც. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ასევე მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას ადრეული ქორწინების შესახებ. 2016 წელის სასწავლო პერიოდში მოსწავლეებთან საინფორმაციოსაგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა 2000 -ზე მეტი მოსწავლესთან. ადრეული ქორწინების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მშობელთათვის საინფორმაციო კამპანიის წარმოება ადრეული ქორწინების უარყოფითი შედეგებისა და რისკების შესახებ. ამ მიზნით, 2015 წლიდან განათლების სამინიტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში დაიწყო მშობელთათვის სპეციალური პროგრამის დანერგვა, რომელის ერთ-ერთი სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს მშობელთათვის ადრეული ქორწინების რისკების გაცნობა სამართლებრივი და ჯანდაცვის კუთხით. „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის 173 ქვეპროგრამის“ ფარგლებში სისტემატურად ტარდება გასვლით ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში. საჯარო სკოლებში მშობლებისთვის ტარდება საჯარო შეხვედრები, სადაც განიხილება ადრეული მონაწილეობას იღებენ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები. შეხვედრებში საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს და წარმომადგენლები, ფსიქოლოგი, ადგილობრივი სამართალდამცავი, ადგილობრივი სოც. მუშაკი. 2016 წლის მაისიდან დღემდე უკვე ჩატარდა 11 საჯარო შეხვედრა საგარეჯოს, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში (იორმუღანლო, ლამბალო, დუზაგრამა, კალინინო, ქესალო, ამამლო, კარაბულახი, ტალავერი, ბაზაქლო, პანტიანი, გარდაბნის N3 საჯარო სკოლა). 2017 წელს დაგეგმილია ხარისხობრივი კვლევის ჩატარება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ხორციელდება სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს მოსახლეობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „პრომუნდოს“ ტექნიკური დახმარებით. საქმიანობა: 13.1.3.4. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეხვედრების ჩატარება გენდერული თანასწორობის საკითხებზე (ადრეული ქორწინების პრევენციის ჩათვლით) ინდიკატორი: ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარებულია 20 რაოდენობის შეხვედრები გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა თემატური საინფორმაციო ხასიათის 12 შეხვედრა. შეხვედრებზე ყურადღება იყო გამახვილებული მათ შორის გენდერული თანასწორობის საკითხებზე (ადრეული ქორწინების ჩათვლით). გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში მოქმედი მშვიდობის ფონდის ორგანიზებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შეხვედრა „ქალთა უფლებები და ჩართულობა“. ასევე, გარდაბანში გაიმართა ოთხი ადგილობრივ მასწავლებლებთან ქალთა აქტიურ მონაწილეობის საკითხზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ადამიანით ვაჭრობის, ოჯახში ძალადობისა და ეთნიკური უმცირესობების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამოცანა: 13.1.4. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საქმიანობა: 13.1.4.1. ქალთა (მათ შორის სოფლად მცხოვრებ და მომუშავე) ბიზნეს განათლება და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. 174 ინდიკატორი: მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ქალთა რაოდენობა, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო მოდულს წარმოადგენს მეწარმეობა 2016 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულია 341 ქალი სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების სავალდებულო მოდულს წარმოადგენს მეწარმეობა. ამდენად, პროფესიის შესწავლის პარალელურად სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სამეწარმეო განათლებაც. საქმიანობა: 13.1.4.2. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციოსაკონსულტაციო სამსახურების მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ან/და ამ საქმიანობით დაინტერსებულთა (მათ შორის ქალების) ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება ინდიკატორი: დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო პროგრამებში ქალთა რეგულარული ჩართულობა. 2016 წელს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD I-ის პარტნიორი ორგანიზაციების (People in Need, CARE, OXFAM GB) მიერ ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო კურსი, სემინარი და კონფერენცია, კერძოდ: „ორგანიზაციული განვითარების, ბიზნეს პროექტების შექმნის და ქალთა ეკონომიკური ლიდერობის სასწავლო კურსი“ „ქალთა ცოდნის დონის ამაღლების სასწავლო კურსი“, კონფერენცია „ქალი და სურსათის უსაფრთხოება“, „სტრატეგიული სფეროების განვითარების პრიორიტეტულობის განსაზღვრის სასწავლო კურსი“, ორგანიზაციული განვითარების, ბიზნესს გეგმების და საგრანტო აპლიკაციების წერითი უნარჩვევების განვითარების და ფინანსური დაგეგმარების სასწავლო კურსი“, პროექტების მართვის, ბიუჯეტირების და ბიზნესის დაგეგმვის სასწავლო კურსი“ და სხვა. აღნიშნულ სასწავლო კურსებში მონაწილეობა მიიღო 5000-ზე მეტმა ქალმა წარმომადგენელმა. ასევე, ჩატარდა FAO-ს მიერ კვლევითი ხასიათის სამუშაოები. მომზადდა გენდერული შეფასების დოკუმენტი „სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება“ საქმიანობა: 13.1.4.4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და განვითარებაში ქალთა მონაწილეობის სტიმულირება და ჩართულობის ზრდა. ინდიკატორი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა ჩართულობის დონის ზრდა. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში მეპაიე ქალთა რაოდენობა შეადგენს 3902. 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე შექმნილია 38 ქალთა კოოპერატივი. ამოცანა: 13.1.5. გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის სელექციის მანკიერი პრაქტიკის პრევენციის ხელშეწყობა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქმიანობა: 13.1.5.1. გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის სელექციის პრევენციის მიზნით საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება პირველადი ჯანდაცვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელთათვის. 175 ინდიკატორი: გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის სელექციის პრევენციის მიზნით საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჩატარებულია კახეთის და სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონებში. შეფასებულია პრევენციული კამპანიის ეფექტიანობა მისი დახვეწისა და შემდგომი გავრცელებისათვის. გაეროს მოსახლეობის ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის სელექციის პრევენციის საკითხებზე პირველადი ჯანდაცვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელთათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება დაიწყება 2017 წლის ნოემბრის ბოლოდან. კამპანია მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ეროვნული დონის მედია კამპანიას და ლოკალურ საკომუნიკაციო კამპანიას კახეთის რეგიონში. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელთათვის, რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლებას, მათ მომზადებას გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის შემთხვევების პრევენციისთვის და მათ აღჭურვას სათანადო ცოდნითა და მეთოდოლოგიით. ეროვნული მედია კამპანიის ფარგლებში მომზადდება სატელევიზიო გადაცემები, ასევე სოციალური ვიდეორგოლი. ინიციატივის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის გავლენასა და შედეგებზე. კამპანიის ორგანიზატორები ითანამშრომლებენ როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ მედიასაშუალებებთან. კამპანიის ფარგლებში ასევე მომზადდება ფოტოპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებას აჩვენოს იმ ოჯახების ცხოვრება, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ და ხაზი გაუსვას ორივე სქესის შვილების თანასწორუფლებიანობას. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების შეფასების შედეგად დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის პრევენციის მიზნით. ამოცანა: 13.1.6. გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების პრევენცია და მათზე ეფექტიანი რეაგირება საქმიანობა: 13.1.6.1. გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება ინდიკატორი: სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებულია 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენა პროკურორმა უნდა გამოკვეთოს გამოძიებისას და მიუთითოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რაც შემდგომში სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად იქნება გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებულ ნიშანთა ჩამონათვალში კანონმდებელი მიუთითებს 176 სქესის ნიშნით დისკრიმინაციაზე, თუმცა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლებელია გამოძიებისას სხვა სიძულვილის ნიშნის ( მაგალითად: გენდერის) გამოკვეთა, რომელიც სახელდებით არ არის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილში მოხსენიებული. ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში პრაქტიკაში პრობლემას ქმნის სქესისა და გენდერის ნიშნის განსხვავება, რეკომენდაციაში შემოთავაზებულია ორივე მათგანის განმარტება. რეკომენდაცია ეხება ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა კვალიფიკაცია, გამოძიების მიმდინარეობა და მტკიცებულებათა მოპოვება, შესაბამისი სტატისტიკის შეგროვება. აღნიშნული დოკუმენტი პროკურატურის სისტემაში 2016 წლის 22 იანვარს გავრცელდა. საქმიანობა: 13.1.6.2. სამართალდამცავი ორგანოებისათვის სპეციალური სატრენინგო კურსის შემუშავება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულების სპეციფიკაზე ინდიკატორი: სპეციალური სატრენინგო კურსი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულების სპეციფიკაზე შემუშავებულია. ქალთა უფლებების დაცვისა და სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისათვის ახალი სასწავლო პროგრამა მუშავდება. პროგრამა მოიცავს საერთაშორისო და ეროვნულ საკანონდებლო ჩარჩოს, ასევე დანაშაულის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მსხვერპლთან და დაზარალებულთან კომუნიკაციის მექანიზმებს. სწავლება თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავს და ორიენტირებული იქნება დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლასა და სამართალდამცველებში სწორი დამოკიდებულებების ფორმირებაზე. პროექტი ევროსაბჭოს დახმარებით ერთდროულად 5 ქვეყნისათვის ხორციელდება. კერძოდ: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. მასში ჩართული არიან სასამართლო სისტემისა და პროკურატურის ორგანოების სასწავლო ინსტიტუტები. პროგრამა ხუთივე ქვეყანაში ერთდროულად დაინერგება და მოიცავს თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ადგილობრივ სპეციფიკას. ძირითადი სამიზნე აუდიტორია მოსამართლეები და პროკურორები არიან. ამასთანავე, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა სპეციალურ სასწავლო პროგრამაზე, რომლის თემაც იქნება - ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამის შემუშავებაში ჩართული არიან სასამართლო სისტემისა და პროკურატურის ორგანოების სასწავლო ინსტიტუტები. პროგრამის ძირითად სამიზნე აუდიტორია მოსამართლეები და პროკურორები წარმოადგენენ. საქმიანობა: 13.1.6.3. გენდერული ნიშნით/ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ეფექტიანი იდენტიფიცირების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება ჯანდაცვის სისტემაში ინდიკატორი: სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავებულია მომზადებულია ქალთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი იდენტიფიცირების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც გადაგზავნილია დაინტერესებულ მხარეებთან განსახილველად. ამასთან შემუშავებულია ოჯახში ძალადობის ეროვნული რეფერალური მექანიზმი. 177 ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გაუმჯობესებისათვის ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებზე, გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოსა და ეროვნულ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელი შეუწყო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე. სახელმძღვანელო მითითებების მიზანია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკის მორგება საქართველოს კონტექსტზე და დანერგვა ქალის მიმართ ძალადობის ნიშნების ამოცნობის, უსაფრთხოების შეფასების და შემდგომი უზრუნველყოფის, მიზანმიმართული სამედიცინო და ფსიქო–სოციალური დახმარების და სათანადო რეფერალის (საჭიროების მიხედვით გადამისამართების) შესახებ. შესაბამისად, სახელმძღვანელო მითითებები მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგანაც იგი ეხება არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, არამედ უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რეალურ განხორციელებას საქართველოში. წარმოდგენილი სახელმძღვანელო მითითებები დაეხმარება მეან-გინეკოლოგებს, ოჯახის და სოფლის ექიმებს და სხვა სპეციალობის დაინტერესებულ მედიკოსებს ქალის მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის პრევენციაში, ძალადობის შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვასა და მტკიცებულებების დოკუმენტირებაში. სახელმძღვანელო მითითებები მოიცავს ზოგად ინფორმაციას ქალის მიმართ ძალადობის შესახებ და შესაბამის მოქმედებათა ალგორითმს, ასევე რეკომენდაციებს პაციენტის ინფორმირებისათვის როგორც ძალადობაზე საეჭვო შემთხვევაში, ასევე, ძალადობის ფაქტის განმეორების პრევენციისათვის. სახელმძღვანელო მითითებები ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის გაიდლანს, ის სრულიად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტს „ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის ძირითადი მომსახურების გლობალური პაკეტი“ და გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (UNFPA EECARO) მიერ სტანდარტულ სამოქმედო ინსტრუქციას. აღნიშნული დოკუმენტები ძალადობის პრევენციისა და დაძლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს და ხელს უწყობს სახელმწიფო დონეზე პრობლემისადმი მულტისექტორული მიდგომის დანერგვას. ეს მიდგომა ითვალისწინებს ჯანდაცვის სფეროს, სამართალდამცავი ორგანოებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებას პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე ეს დოკუმენტი ინტეგრირებულია ეროვნულ რეფერალურ მექანიზმში, რომელიც დამტკიცდა 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია დამატებითი საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადება, რაც სახელმძღვანელო მითითებების ჯანდაცვის სისტემაში პილოტირებას, დანერგვასა და განხორციელებას შეუწობს ხელს. მზადაა სატრენინგო მოდული პილოტური დაწესებულებების ჯანდაცვის მუშაკებისათვის. ,,სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში სახელმწიფო ფონდი) ფარგლებში 2016 წლის ივლისიდან ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მხარდაჭერილი პროექტი "ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველადი და მეორადი ჯანდაცვის პერსონალისთვის, 178 განხორციელდა "ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე" სტანდარტული სამოქმედო ინსტრუქციის (სტანდარტული საოპერაციო პროცედურები) პროექტის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ეფექტიან ამოცნობას, შეფასებას, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას, ძალადობის დოკუმენტირებისა და მტკიცებულებების შეგროვების კოორდინირების გაუმჯობესების ხელშეწყობას შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში ასევე გადაიხედა და დაკორექტირდა სატრენინგო მოდული.‘‘. 2016 წლის დეკემბერში, სატრენინგო მოდულის საფუძველზე, ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგები კახეთი რეგიონის ექიმებისათვის. სულ გადამზადდა 45 ექიმი და 2 ექთანი. ამოცანა: 13.1.7. პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა საქმიანობა: 13.1.7.2. საარჩევნო ინფორმაციის დამუშავება გენდერული შემადგენლობის მიხედვით ინდიკატორი: არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა და კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია გენდერულ ჭრილში დამუშავებულია და განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ცესკოში რეგულარულად მუშავდება სტატისტიკური ინფორმაცია გენდერული ასპექტის გათვალისწინებით და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. 2016 წელს ცესკოს განახლებულ ვებგვერდზე 15შეიქმნა ბანერი „გენდერული ბალანსი“, სადაც განთავსდა 2014-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისთვის გენდერულ ჭრილში (ქალი/კაცი) დამუშავებული ინფორმაცია. გამოქვეყნებულია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია როგორიც არის: ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, აქტივობა სიიდან, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე წარდგენილი კანდიდატები, დამკვირვებლები, მედია და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა. ასევე, 2016 წელს ცესკომ მოამზადა და გაავრცელა არჩევნების გენდერული სტატისტიკის კატალოგი. საარჩევნო ინფორმაციის გენდერულ ჭრილში დამუშავებით საარჩევნო ადმინისტრაცია ქმნის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის, ასევე დამატებით საინფორმაციო რესურსს საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. საქმიანობა - „13.1.7.3. სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება გენდერულ საკითხებზე“ ინდიკატორი: შექმნილი სასწავლო პროგრამა ქალი კანდიდატებისთვის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის და ახალგაზრდებისთვის საანგარიშო პერიოდში ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ,,საარჩევნო განვითარების სკოლა 2016“ სასწავლო პროგრამა სხვადასხვა საარჩევნო 15 www.cec.gov.ge 179 საკითხებთან ერთად მოიცავდა სასწავლო მოდულს „გენდერული თანასწორობა და არჩევნები“. საქმიანობა:13.1.7.4. პოტენციური პროცედურებთან დაკავშირებით კანდიდატი ქალების ტრენინგი საარჩევნო ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა ცესკოს სწავლების ცენტრმა გამართა ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოტენციური კანდიდატი ქალებისათვის. ტრენინგი ჩატარდა შემდეგ საკითხებზე: მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენის/რეგისტრაციის წესი, საარჩევნო კამპანიის ხარჯები, ანგარიშის წარდგენის წესი, ადმინისტრაციული რესურსები და საარჩევნო დავები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა 53-მა პოტენციურმა კანდიდატმა ქალმა. საანგარიშო პერიოდში, პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალთა პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გამართულ ტრენინგზე ცესკოს სწავლების ცენტრმა მონაწილეებს გააცნო მოდული „არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაციის წესი და პირობები“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების16 წარმომადგენელმა 46-მა ქალმა. მიზანი: 13.2. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა ამოცანა: 13.2.3. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის (მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 53.31 და 142-ე მუხლის) ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფა საქმიანობა: 13.2.3.1. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა და პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ დადგენილებ(ებ)ში სიძულვილის შესაძლო მოტივის გათვალისწინების პრაქტიკის დანერგვა; ინდიკატორი: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის დოკუმენტები; პროკურატურის სტატისტიკის დოკუმენტები. ანალიტიკური ანალიტიკური დეპარტამენტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 იანვრიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე31 ნაწილით გათვალისწინებული სიძულვილის მოტივი ბრალდების მხარის მიერ გამოკვეთილია 4 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულიდან ყველა შემთხვევაში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. თითოეულ საქმეზე ბრალდებულად ცნობილ იქნა თითო პირი. აღნიშნულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს/მიმდინარეობდა შემდეგი კვალიფიკაციით: 16 ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელმა ქალმა კანდიდატებმა: ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა. 180 1) სსკ-ის 120-ე მუხლი (2 საქმე) - 1 საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, 1 საქმე არსებითად განსახილველად წარმართულია სასამართლოში; 2) სსკ-ის 125-ე მუხლი (2 საქმე) - აღნიშნულიდან 1 საქმე არსებითად განსახილველად წარმართულია სასამართლოში, ხოლო 1 საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, სასამართლომ რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე, იმსჯელა სისხლის სამართლის 2 საქმეზე. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკისა და მონაცემთა მართვის სამმართველოში სიძულვილის ნიადაგზე/შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების დამუშავება წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებისა და დანაშაულის ფაბულების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბრის N47 მითითების შესაბამისად. საქმიანობა: 13.2.3.2. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სისტემური გადამზადება და სპეციალიზაციის უზრუნველყოფა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებით; ინდიკატორი: გადამზადებულ პირთა რაოდენობა; 2016 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თემაზე, პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისათვის განხორციელდა 2 ტრენინგი, რომელშიც ჯამში 42 პირი მონაწილეობდა. აღნიშნული ტრენინგები სახალხო დამცველის აპარატსა და ODHR-თან თანამშრომლობით განხორციელდა. ასევე, ODHR-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა, პროკურატურის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე, რომლის თემაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება იქნება. სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს მთავარ პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციის პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისსა და მთავარ პროკურატურას შორის 2016 წლის მარტის თვიდან დაიწყო აქტიური მუშაობა საქართველოს პროკურატურის სისტემაში ე.წ. PAHCT (სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგი) პროგრამის განხორციელება. აღნიშნული პროგრამის დანერგვით, რომელშიც ჩართული იქნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის კვალიფიციური პერსონალი, გადამზადდება ჯამში 24 პროკურორი პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან, რომლებიც შემდგომში თავად განახორციელებენ ტრენინგებს. საერთო ჯამში ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შეუქცევადი პროცესი მოიცავს საქართველოს პროკურატურის ყველა სტრუქტურულ ერთეულს. გარდა ამისა, მოცემული პროგრამის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხები გახდება 181 პროკურატურის სისტემის სტაჟიორებისთვის სავალდებულო ტრენინგების ნაწილი. პროგრამის სილაბუსის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფის წევრების სახით ჩართულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პროკურორთა ტრენინგის პროგრამის დანერგვა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მსგავსი კატეგორიის დანაშაულთა გამოვლენისა და გახსნის მაჩვენებლის ზრდის, ასევე მათზე დროული და ეფექტური რეაგირების თვალსაზრისით. საქმიანობა: 13.2.3.3. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების თაობაზე სპეციალური დეტალური სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება. ინდიკატორი: დათვლილია და შემუშავებულია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებული შიდასამსახურებრივი მოხმარების რეკომენდაციის თანახმად, 2016 წლის 22 იანვრიდან, სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილით გათვალისწინებული სიძულვილის რომელიმე მოტივის არსებობა, სავალდებულოა ეცნობოს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს. აღნიშნული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიეწოდება შესაბამისი ელექტრონული სახით, რის საფუძველზეც საანგარიშო წლის განმავლობაში ხორციელდება სტატისტიკური ინფორმაციის დათვლა და ანალიზი. 17 ამოცანა:13.2.4. სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი ოჯახში ძალადობის დროული, და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა. საქმიანობა: 13.2.4.1. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი ოჯახში ძალადობის შესახებ სპეციალური სტატისტიკის და ანალიზის წარმოება. ინდიკატორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის დოკუმენტები; საქართველოს პროკურატურის ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის დოკუმენტები; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში. 2016 წლის 22 იანვრიდან ხორციელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდება სიძულვილის მოტივის გამოკვეთის შემთხვევაში პროკურორის მიერ შესაბამისი საპროცესო დოკუმენტის შედგენიდან 3 დღის ვადაში ელექტრონული სახით. აღნიშნულის საფუძველზე ხდება სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. 17 სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკისათვის იხილეთ საქმიანობა 13.1.2.1 182 ამოცანა: 13.2.5 სექსუალური ორიენტაციისა ან/და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა; საქმიანობა: 13.2.5.1. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომელთა ინფორმირებულობის ამაღლება სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ინდიკატორი: ინფორმაცია თავშესაფარში შესაბამისი საფუძვლით განთავსებულ პირთა შესახებ; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში. თავშესაფრის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. კერძოდ, თავშესაფარში მიიღებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა ან სხვა ნიშნისა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ოჯახში ძალადობის არცერთ მსხვერპლს არ უსარგებლია სახელმწიფო თავშესაფრით. ფონდის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები (ტრენინგები):  7-8 ნოემბერი, 2016 წ. ორგანიზაცია ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“-ს (WISG) მიერ ფონდის თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელწოდებით: ,,სქესი, გენდერი, ორიენტაცია“.  19 და 20 დეკემბერი, 2016 წ. პროექტის ,,ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში, ფონდის თანამშრომლებისა და კრიზისული ცენტრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკითხები“. 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებები მიზანი: 14.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება; მათი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება ამოცანა: 14.1.1. დევნილის სტატუსიდან, დახმარების მექანიზმის საჭიროებებზე ტრანსფორმირება და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა საქმიანობა: 14.1.1.1. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ცარიელი შენობების რეაბილიტაცია, ახალი საცხოვრებელი 183 კორპუსების მშენებლობა, ასევე, დევნილთა განსახლება გამოსყიდულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში. ინდიკატორი: რეაბილიტირებულია 5 შენობა და მიმდინარეობს ცარიელი შენობების რეაბილიტაცია; 304 ბინის მშენებლობა დასრულებულია 2016 წელს; 2016 წელს დაწყებულია დამატებით 480 ბინიანი 4 კორპუსის მშენებლობა; გამოსყიდულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში განთავსებულ დევნილთა რაოდენობა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წელს დაასრულა ხუთი ობიექტის რეაბილიტაცია, სადაც 332 ოჯახს გადაეცა ბინა. შეჩერდა 1 კარკასული ობიექტის (111 ბინა) რეაბილიტაცია, რომლიც განახლდება 2017 წელს. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. 2016 წელს დასრულდა ორი ახალი კორპუსის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდში, სადაც ჩაბარდა 144 ბინა. მიმდინარეობს ორი კორპუსის მშენებლობა ქ. ქუთაისში, დასრულდება 2017 წელს, სადაც შესაძლებელი იქნება 160 დევნილი ოჯახის შესახლება. 480 ბინიანი 4 კორპუსის მიმდინარე მშენებლობის დასრულება იგეგმება 2017 წლის ივნისში. 2016 წელს განხორციელდა 14,148,865 ლარის ღირებულების 707 სახლის შესყიდვა დევნილებისათვის. საქმიანობა: 14.1.1.2. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში, პრიორიტეტად იმ დევნილთა განსახლება, რომელთა ადგილსამყოფელი, ობიექტები ექსპერტული დასკვნის საფუძველზე, ავარიულია ინდიკატორი: შექმნილია სპეციალური საექსპერტო სამუშაო ჯგუფის. ჯგუფის მიერ მომზადებულია ყოველწლიური ხარისხობრივი ანალიზი საცხოვრებელი სახლების განაწილება დევნილებს შორის ხორციელდება გამჭვირვალე პროცესის შესაბამისად და ეფუძნება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ქულათა მინიჭების სისტემას, რომლის მიზანია ყველაზე მეტად გაჭირვებული დევნილების იდენტიფიცირება და პრიორიტეტულად მათი განსახლება. ავარიული შენობების შეფასება ხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე და შემდეგ ეტაპზე კომისია განიხილავს ასეთ შენობებში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხებს. სპეციალურად შექმნილი საქესპერტო ჯგუფის მუშაობის შედეგად, დევნილთა მიმართ 20172018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში, ჩაიწერა ნგრევადი ობიექტების დახურვის ვალდებულება, კონკრეტული ობიექტებისა და ოჯახების მიხედვით. საქმიანობა:14.1.1.3. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის წარმართვა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრული წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად; ინდიკატორი: ხორციელდება ზედამხედველობა მინისტრის განსაზღვრული წესებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებაზე. 184 #320 ბრძანებით დევნილთა საცხოვრებელი ფართების განაწილება რეგულირებულია მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით, რომელიც შეიცავს საცხოვრებლების განაწილების პროცედურებს. საცხოვრებლების განაწილების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სპეციალურად შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც 2016 წელს 130-ჯერ შეიკრიბა. საქმიანობა: 14.1.1.4. მენაშენეებისაგან და კონტრაქტორი ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა. კომპანიებისაგან ინდიკატორი: შესყიდულია საცხოვრებელი ფართები მენაშენეებისგან 458 ბინა; „ჰუალინგ ჯგუფისგან“ შესყიდულია 300 ბინა. 2016 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნა საცხოვრებელი ფართები მენაშენეებისგან, სადაც განთავსებულია 458 ბინა. „ჰუალინგ ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდულია 300 ბინა თბილისში, ოლიმპიურ სოფელში და უკვე განხორციელდა 300 დევნილი ოჯახისთვის ბინის გადაცემა. საქმიანობა: 14.1.1.5. „სოფლად სახლის“ პროექტის განვითარება და დევნილთა შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფა ინდიკატორი: 200 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად 2016 წელს; 200 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად 2017 წელს. უკვე მესამე წელია გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა. ამ პროგრამაში მონაწილე დევნილები თავად არჩევენ მათთვის სასურველ საცხოვრებელ სახლს სოფლად მიწის ნაკვეთთან ერთად. ამგვარად, დევნილებს გრძელვადიან საცხოვრებელ სახლთან ერთად საშუალება ეძლევათ ქონდეთ წვდომა მიწაზე, რისი დამუშავების შემთხვევაში მათ უჩნდებათ საარსებო წყარო, შემოსავლები და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის საშუალება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016 წლის პირველ ნახევარში, 300 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად. საქმიანობა: 14.1.1.6. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართებიდან უკანონო გამოსახლების გამჭვირვალე და ეფექტური პროცესის უზრუნველყოფა მონიტორინგი და დევნილთა დაცვა დევნილთა უზრუნველყოფა დროებითი საცხოვრებლით. ინდიკატორი: მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მიერ პერიოდული ინფორმაცის გამოთხოვა. 2016 წელს ადგილი არ ჰქონია დევნილთა უკანონი გამოსახლების შემთხვევებს. უკანანო გამოსახელების შემთხვევების შემოწმება/დაფიქსირება ხორციელდება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და დევნილთა სამინისტროს მიერ. ვინაიდან სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს დევნილთა განსახლების საკითხებს, იმ დევნილებს, რომლებსაც დროებითი საცხოვრებელი ესაჭიროებათ, სამინისტრო ეხმარება ქირის სუბსიდირებით. 2016 წლის განმავლობაში ქირის თანხის სუბსიდირებით ისარგებლა 2701 დევნილმა ოჯახმა. 185 საქმიანობა: 14.1.1.7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინება:  დევნილთა განსახლებისას  ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რეაბილიტაციისას  სამშენებლო სამუშაოების ტენდერებში. ინდიკატორი: სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დევნილთა განსახლებისას, მშენებლობა რეაბილიტაციისას და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებში, შშმ პირთა საჭიროებები გათვალისწინების მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გრძელვადიანი განსახლებისას, ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. მშენებლობის ტენდერის გამოცხადებისას ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შენობების ადაპტირებულობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. 2016 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდა 2 ტენდერი. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გრძელვადიანი განსახლების დროს ენიჭებათ დამატებით ქულა რაც უზრუნველყოფს, მათ პრიორიტეტულ განსახლებას. შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებს საცხოვრებელი გადაეცემათ შენობაში მათთვის ხელსაყრელ სართულზე. საქმიანობა:14.1.1.8. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება(2017-2018) წლებისთვის ინდიკატორი: დამტკიცებულია დევნილთა განხორციელების სამოქმედო გეგმა (2017-2018) მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა გასულ წლებში დევნილთა მიმართულებით განხორციელებული პროგრამებისა და სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული ამოცანების შესრულების ანალიზი. ასევე მიმდინარეობს დევნილთა საკითხებზე არსებული კვლევების დამუშავება, რათა მოხდეს დევნილთათვის სპეციფიკური ინტეგრაციის საჭიროებების იდენტიფიცირება და მხედველობაში მიღება მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით აქტივობების დაგეგმვის დროს. ევროკავშირის დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით 2016 წელს განხორციელდა დევნილთა კოლექტიური ცენტრების „პროფაილინგი“ და მათი განსახლების საჭიროებების კვლევა.მიღებული შედეგების გათვალისწინება მოხდა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, რაც წარიმართ დევნილთა საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და დევნილთა საჭიროებების გათვალისწინებით. შემუშავებული 2017-2018 წლების დევნილთა სამოქმედო გეგმა წარედგინა განსახილველად სამუთვალყურეო საბჭოს. 186 საქართველოს მთავრობის, 2017 წლის 13 თებერვლის, #240 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრაეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“. საქმიანობა: 14.1.1.9. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტები) და რეაბილიტირებულ ან ახლადაშენებულ შენობებში განსახლებულ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაჩქარება. ინდიკატორი: დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაჩქარების მიზნით, შექმნილია დაკანონების ხარვეზების შემსწავლელი კომისია; 2016 წელს - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა - 2000 ოჯახს.; 2017 წელს დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა - 2000 ოჯახს. 2016 წელს დევნილთათვის ფართების დაკანონებისათვის მთავრობის განკარგულება გამოიცა 2532 ოჯახზე, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2013 უძრავ ნივთზე. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა 1182 დევნილ ოჯახს. იმისათვის, რომ განსახლებულ დევნილთათვის მოხდეს საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაჩქარება, შეიქმნა და მუშაობს დაკანონების ხარვეზების შემსწავლელი კომისია. კომისიის მუშაობა დასრულდა და შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა აღნიშნულ საკითხებზე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო რეესტრსა და სამინისტროს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს არსებული ხარვეზების ამხანაგობებისათვის აღმოფხვრას, საერთო დევნილთა სარგებლობის ჩასახლებებში ფართების ბინათმესაკუტრეთა საკუთრების გადაცემის პროცედურები. საქმიანობა: 14.1.1.10. ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებმაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი ბინები და იგი არის მათი ერთადერთი ფაქტიური საცხოვრებელი. ინდიკატორი: 2016 წელს ფინანსურ დახმარებას მიიღებს 50 დევნილი ოჯახი; 2017 წელს ფინანსურ დახმარებას მიიღებს 50 დევნილი ოჯახი როგორც შემოტანილი განაცხადების რაოდენობამ აჩვენა, დევნილებში მაღალია ინტერესი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით იპოთეკური სესხის დახმარების პროგრამის მიმართ. ვინაიდან 2015 წელს წარმატებით განხორციელდა იმ დევნილთა დახმარების პროგრამა, რომლებსაც აღებული ქონდათ იპოთეკური სესხი საცხოვრებლის შესაძენად, აღნიშნული დახმარება გაგრძელდა 2016 წელსაც. 2016 წლის 21 მარტის N472 მთავრობის განკარგულების საფუძველზე ცვლილება შევიდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო 187 სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაში, რის მიხედვითაც აღნიშნული პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ იმ დევნილებმა, რომლებმაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეიძინეს საცხოვრებელი სახლი/ბინა იპოთეკური სესხით და ეს საცხოვრებელი წარმოადგენს მათ ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს. 2016 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება მიიღო 44 დევნილმა ოჯახმა, რაშიც დაიხარჯა 857 567,28 ლარი. ამოცანა 14.1.3: დევნილთა შესახებ 2014 წლის 1 მარტს ამოქმედებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონის მუდმივი გადახედვისა და სრულყოფის, საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მიზნით. საქმიანობა 14.1.3.1: საჭიროებების გათვალისწინებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მეტი დაცვის მექანიზმების შემოღება ინდიკატორი: საჭიროებების გათვალისწინებით გადაადგილებულ პირთა დაცვის მეტი მექანიზმები. შემოღებულია იძულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დევნილთა საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რეგულარულად ჩატარებული სამუშაო შეხვედრებისა და სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნილთა მიღებების დროს დაფიქსირებული დევნილთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ანალიზდება, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დევნილთა შესახებ არსებულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესის დაწყება. დევნილთა საკითხებზე მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოხდა დევნილთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია. ასევე, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმითა და დევნილთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დროს წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის გზების განხილვა. საქმიანობა 14.1.3.2. დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში მუნიციპალიტეტების როლის გაზრდის მიზნით ღონისძიებების განხორციელება ინდიკატორი: განხორცილებულია შესაბამისი ღონისძიებების და პრობლემების გადაწყვეტაში გაზრდილია თვითმმართველობის როლი დევნილთა დეცენტრალიზაციის პროცესის პარალელურად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების როლის გაზრდა, ძალისხმევის გაერთიანება და კოორდინირება დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების, გამოწვევებთან ეფექტურად და პროდუქტიულად გამკლავების მიზნით. ამ მიზნით 2016 წელს, განხორციელდა სამეგრელო ზემო-სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრები, რაც მიზნად ისახავდა დევნილთა საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფას, ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაზრდას. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მოხდეს დევნილთა საჭიროებების გათვალისწინება. 188 ამოცანა 14.1.4: იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა ცნობიერების ამაღლება საქმიანობა 14.1.4.1. საინფორმაციო კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთათვის საკუთარ უფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი გარანტიების შესახებ. ინდიკატორი: განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების რაოდენობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მის დაქვემდებარებაში მყოფ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან (შემდგომში სააგენტო) ერთად, 2016 წლის მარტში ჩაატარა დევნილთა გამოკითხვა, რათა მომხდარიყო მათთვის განკუთვნილ სახელმწიფო პროგრამებზე დევნილების ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა. კვლევის დროს ასევე მოპოვებულ იქნა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა არხებით იღებენ დევნილები ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამებზე და ინფორმაციის მიღების რა საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დევნილთა ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები. 2016 წელს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ჩაატარა 4 საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით. პირველი საინფორმაციო კამპანია სააგენტომ თებერვალი-მარტის პერიოდში ჩაატარა (საპილოტე საინფორმაციო კამპანია), რომელიც გულისხმობდა დევნილებთან პირისპირ შეხვედრებს რეგიონებში. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საველე ვიზიტები განხორციელდა შემდეგ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. ვიზიტების დროს მოხდა დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე, აღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სულ დაიგეგმა და შესრულდა 20 საინფორმაციო შეხვედრა. 2016 წლის ივლისი - სექტემბრის პერიოდში სააგენტომ განახორციელა რიგით II საინფორმაციო კამპანია (კარდაკარის პრინციპით). კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო კამპანია გულისხმობდა, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში, სადაც 30 ოჯახი და მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, თითოეულ მათგანთან პირადად მისვლას და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ვერბალურად. ასევე, მათთვის საინფორმაციო ბეჭდური მასალის (ბუკლეტები, ბროშურები) გადაცემას. კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 3 რეგიონი შეარჩია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო კამპანია განხორციელდა მოხალისეთა ჩართულობით. კამპანიაში სულ 133 მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდათ ტრენინგი საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ და რომლებმა პირადად მოინახულეს და ინფორმაცია გააცნეს 6 000 - მდე დევნილ ოჯახს. 2016 წლის სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში სააგენტომ განახორციელა რიგით III საინფორმაციო კამპანია. კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საარსებო წყაროების ფორუმები, სადაც დევნილებს მიეცათ საშუალება ერთ სივრცეში გაცნობოდნენ და ჩართულიყვნენ მათთვის სასურველ საარსებო წყაროების პროგრამაში. ფორუმებში, საქართველოს 189 ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი სხვა სტრუქტურებიც. ამასთან, რეგიონში მომუშავე, საარსებო წყაროების პროგრამების განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამოცანა14.1.5: იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა მიერ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქმიანობა: 14.1.5.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთოკულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა. ინდიკატორი: იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისათვის განხორციელებული ღონისძიებების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დევნილთა კომპაქტურ დასახლებაებში ფუნქციონირებს სახელოვნებო წრეები. გახსნილია 12 სკოლა: გორი, წეროვანი, მეტეხი, შაუმიანი, კოდა, თელიანი, შავშვები, სკრა, კარალეთი, ხაშური, მოხისი, ახალსოფელი.სკოლებში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: თექა, კერამიკა, ხატვა, ქსოვა, ხალხური საკრავები და სხვა. წრეებში ჩართულია 700 - მდე მოსწავლე და დასაქმებულია 69 პედაგოგი. კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვის მიზნით განცორციელდა პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო" რომელიც რამოდენიმე ეტაპს მოიცავდა. გაიმართა შეხვედრები მწერლებთან, კინოჩვენებები, მუსიკალური ბენდის კონცერტი. პროექტი განხორცილედა ზუგდიდი, რუხი, გორი, დიცი, ტირძნისი და განმუხურში (ღონისძიებებს დაესწრო 1300-მდე ადამიანი). დევნილი ბავშვების კულტურულ ცხოვრებაში ჩრთვის მიზნით 2016 წელს განხორციელდა შემდეგი პროექტები:  „ახალგაზრდა გიდები“.  "მუზეუმი სკოლაში"  აქცია „ღამე მუზეუმში“  „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები“ სსიპ ,,ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმსა“ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 2013 წლიდან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც, მიმდინარეობს: 1. მუზეუმის მისიის, სამუზეუმო საქმის სპეციფიკის გაცნობა და ფონდების დათვალიერება; 2. საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება; 3. მოხალისეთა და ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურება; 4. მონაწილეობა არქეოლოგიურ და ეთნოლოგიურ ექსპედიციებში; 5. მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკით მომსახურეობა; 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო მომსახურეობა. 190 ამოცანა14.1.6: დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქმიანობა 14.1.6.1. დევნილთათვის თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამის განხორციელება (ბენეფიციარზე 2000 ლარამდე), (საპილოტე/მიზნობრივი პროექტი). ინდიკატორი: 2016 წელს - 200 გრანტი; 2017 წელს - 400 გრანტი დევნილთა საარსებო წყაროების გაუმჯობესების მიზნით, 2016 წელს სააგენტომ შეიმუშავა საგრანტო პროგრამა. საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე სააგენტომ ორგანიზება გაუკეთა პროგრამის სამიზნე რეგიონებში მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს და გააცნო მათ პროგრამის ძირითადი ასპექტები. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ ჩატარდა ღია კარის დღე, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა დაინტერესებული დაახლოებით 30 არასამთავრობო ორგანიზაცია. პროგრამის შემუშავების დროისთვის სააგენტოს კანონით არ ქონდა მინიჭებული გრანტის გაცემის უფლება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სახელით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რის შედეგადაც გამოვლინდა ორი გამარჯვებული ადგილობრივი ორგანიზაცია რომლების ახორციელებენ პროექტს ოთხ სამიზნე რეგიონში. საგრანტო განაცხადები და წინადადებები შეფასდა წინასწარ დადგენილი და შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც გამოავლინა გამარჯვებული ორგანიზაციები. კანონმდებლობის მიხედვით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, 2016 წლის 31 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც პროექტების განხორციელება დაიწყეს 1 ივნისიდან. 2016 წლის ივნისის თვეში განახორციელდა პროექტების საინფორმაციო კამპანია სამიზნე რეგიონებში. ორგანიზაციები პროგრესის შესახებ ანგარიშს წარმოადგენენ რეგულარულად. საგრანტო პროგრამა ვრცელდებოდა ოთხ რეგიონზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. პროგრამის პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილები. შესაბამისად, სამიზნე რეგიონები და თითოეულ რეგიონში დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა დადგინდა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროექტების განხორციელება დაიწყეს 2016 წლის 1 ივნისიდან და დაასრულეს 2016 წლის 30 ნოემბერს. საერთო ჯამში დაფინანსდა 259 ბენეფიციარი, მათ შორის ქალია 132 (50,9%). პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივები. საქმიანობა 14.1.6.2 იმ დევნილთა მხარდაჭერა, რომელთაც სურთ დაიწყონ ან გააფართოვონ სასოფლო-სამეურნეო აქტივობები მაგრამ ყოყმანობენ დაზღვევის პირობების გამო (5 ჰექტარზე ნაკლები მიწა) ინდიკატორი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადაზღვეო პროგრამაზე დევნილთა განცხადებების რიცხვი 2016 წელს გაზრდილია 300%-ით. 2017 წლის მიზნები განისაზღვრება 2016 წლის მეორე ნახევარში 191 სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ა(ა)იპ სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსთან აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვის მსურველ დევნილთა ხელშეწყობის მიზნით და პროგრამის შემუშავებისას იხელმძღვანელა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დადგენილი პირობებით. პროგრამის შემუშავების პროცესში სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსთან, არამედ ასევე პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებთან, რა მიზნითაც დაგეგმა და განახორციელა რამდენიმე შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან. დევნილთა მხარდასაჭერად, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ სადაზღვეო კომპანიებთან ერთად, განახორციელა რიგი შეხვედრები და პრეზენტაციები, რათა გაეზარდა დევნილთა ინფორმირებულობა და შედეგად ჩართულობა აგროდაზღვევის პროგრამაში. 2016 წლის 25 მაისს სააგენტომ მმართველ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა "აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ დევნილთა დამატებითი სუბსიდირების პროგრამა." აღნიშნული პროგრამის მიხედვით, დევნილს, რომელიც ფლობს 5ჰა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში უფინანსებს დამატებით 10% (მაქსიმუმ 200 ლარის ოდენობით). საერთო ჯამში, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მფლობელ დევნილს ორივე სააგენტოს ძალისხმევით უნაზღაურდება სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების 90%. დევნილ ბენეფიციართა იდენტიფიცირების მიზნით გაფორმდა მემორანდუმი სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსთან. სააგენტოში პროგრამის ადმინისტრირების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობა დამტკიცდა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. კომისია ხელმძღვანელობს პროგრამის მიხედვით გაწერილი კრიტერიუმებით. 2016 წლის განმავლობაში ჯამში 223-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ისარგებლა აგროდაზღვევის პროგრამით. 2015 წელთან მიმართებაში პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა გაზრდილია 365%-ით. ამოცანა 14.1.7: დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქმიანობა: 14.1.7.1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ყველა დევნილ სტუდენტს, რომელიც 2016 წელს ჩაირიცხება პროფესიული განათლების საჯარო დაწესებულებაში საჭიროების მიხედვით მიეცემა დახმარება ინდიკატორი: 2016 წელს პროფესიული განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხულ ყველა დევნილ სტუდენტს გამოეყოფა დახმარება; 2017 წლის მიზნები განისაზღვრება 2016 წლის მეორე ნახევარში უკიდურესად მოწყვლად დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს „სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას,“ რომელიც საარსებო წყაროების სააგენტოს მმართველმა საბჭომ 2016 წლის 14 ივნისს დაამტკიცა და პროგრამა ამოქმედდა 2016 წლის ივნისს. პროგრამის ადმინისტრირების მიზნით შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს წინასწარ დადგენილი კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით. პროგრამით გათვალისწინებული იყო 2016 წელს სახელმწიფო პროფესიულ 192 საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ დევნილთა მხარდაჭერა, კერძოდ ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურება. პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა და მოკლე აღწერა ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა ყველა იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც საგაზაფხულო მიღების შედეგად ჩაირიცხნენ სოციალურად დაუცველი დევნილები. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებს გაეგზავნათ განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს პროგრამაში ჩართვის მსურველმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა. სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აწარმოებდა მიზნობრივ საინფორმაციო კამპანიებს დევნილთათვის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და დევნილთა დაინტერესება პროფესიული პროგრამებით. საერთო ჯამში, 2016 წელს საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებაზე პროფესიულ კოლეჯებში ჩაირიცხა 266 სოციალურად დაუცველი დევნილი მათგან 110-მა განაცხადით მომართა სააგენტოს. სააგენტო აგრძელებს ჩარიცხულ დევნილთა განაცხადების მიღებასა და კომისიური წესით განხილვას. პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილი კომისიის სხდომები იმართება თვეში ორჯერ. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, გაფორმდა მემორანდუმი ყველა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სადაც 2016 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩაირიცხნენ იძულებით გადაადგილებული პირები. ამოცანა: 14.1.8 დევნილის სტატუსიდან, ტრანსფორმირების რეფორმის მომზადება დახმარების მექანიზმის საჭიროებებზე საქმიანობა 14.1.8.1 სათანადო კვლევის ჩატარება და მოპოვებული მონაცემების ანალიზი სარეკომენდაციო დოკუმენტის შესამუშავებლად ინდიკატორი: სარეკომენდაციო დოკუმენტი შემუშავებულია და იგი შეიცავს დროში გაწერილ და ფინანსურად დასაბუთებულ რეფორმების ვარიანტებს 2016 წლის პირველ ნახევარში განხორციელდა დოკუმენტის შემუშავებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მონაცემების მოძიებისა და დამუშავების მიმართულებით. ვინაიდან დევნილების საერთო ჯგუფიდან შეიძლება გამოიყოს ისეთი ქვეკატეგორიები, რომელთათვისაც დამახასიათებელია განსაკუთრებული მოწყვლადობა, განსხვავებული საჭიროებების იდენტიფიცირების, არსებული სისტემის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით 2016 წლის პირველ კვარტალში დამუშავდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები. აღნიშნულ საკითხზე 2015 წელს დაწყებული მსოფლიო ბანკის კვლევის საბოლოო ვერსია ხელმისაწვდომი გახდა 2016 წლის დასაწყისში და ასევე განხორციელდა შედარებითი კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სოციალური დახმარების პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, გამოთხოვილ იქნა დევნილთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ დევნილებისთვის ფულადი თუ ნატურით გაწეული დახმარებების შესახებ. 193 ევროკავშირის დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა დევნილთა განსახლების საჭიროებების კვლევა და კოლექტიური ცენტრების პროფაილინგი. აღნიშნული კვლევის შედგენის გათვალისწინება მოხდა დევნილის შემწეობის რეფორმის ალტერნატივების შემუშავების დროს. დევნილთა სამინისტროს მიერ მოხდა დევნილის შემწეობის რეფორმის რამოდენიმე ალტერნატივის შემუშავება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით და შედეგები წარედგინათ დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომენტარებისთვის. განახლდა აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრები და საკითხი გატანილ იქნა განსახილველად სამეთვალყურეო საბჭოზე. რეფორმის ალტერნატივის შემუშავებაში ასევე ჩართული არიან დევნილთა წარმომადგენლები. 2016 წელს შემუშავდა დევნილთა შემწეობის რეოფრმის მოსამზადებელი დოკუმენტი. რეფორმის შემუშავების პროცესი გაგრძელდება 2017 წელს და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა მიზნად ისახავს ყველაზე ოპტიმალური რეფორმის ალტერნატივის შერჩევას. 15. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე პირთა უფლება მიზანი: 15.1. მიგრანტებისათვის საინტეგრაციო მომსახურების გაუმჯობესება; ასევე ტრეფიკინგის პრევენცია და მიგრანტთა ტრეფიკინგისაგან დაცვა 18 ამოცანა 15.1.1. საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების წარმატებული ინტეგრაციის ინდიკატორების შემუშავება და ამ ინდიკატორების მონიტორინგისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების გაუმჯობესება. საქმიანობა: 15.1.1.1. საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ინტეგრაციის ინდიკატორების შემუშავება. ინდიკატორი: ინტეგრაციის შეფასების შემუშავებული ინდიკატორების რაოდენობა (მინ. 5) 2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოახდინა საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების წარმატებული ინტეგრაციის 5 ინდიკატორის შემუშავება. ამასთან, აღნიშნული ინდიკატორების შემუშავების შედეგად დაიგეგმა საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა წარმატებული ინტეგრაციისთვის საჭირო ღონისძიებები. ამოცანა: 15.1.2. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ნატურალიზაციის ხელშეწყობისთვის სწავლების ინტენსიური პროგრამების დახვეწა და რეგულარულად შეთავაზება სასკოლო ასაკის ლტოლვილებისთვის. 18 იხ. სამოქმედო გეგმის მე-7 თავი ტრეფიკინგი. 194 საქმიანობა: 15.1.2.1. ქართული ენის (დამატებით ხელოვნება, მუსიკა, სპორტი) სწავლების ინტენსიური პროგრამების განვითარება და შეთავაზება (6-დან 18 წლამდე). ინდიკატორი: ქართული ენის კურიკულუმი ადაპტირებულია უცხოელებისათვის; ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისათვის (6-დან 18 წლამდე) სასწავლო კურსი დანერგილია (ხანგრძლივობა 1 წელი ) კურსის მსმენელთა რაოდენობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ქვეპროგრამას“. ქვეპროგრამის მიზანია თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და დაფინანსება, ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შესაძენად, რომელიც აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად; აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლა და ქართულ ენას ასწავლის 7 კვალიფიციური პედაგოგი. ჩარიცხული 69 მოსწავლიდან პროგრამა წარმატებით დაასრულა (ტესტირება, გასაუბრება) 11მა ბენეფიციარმა. 2016 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა გამოცდა გასაუბრება პროგრამის მონაწილე მსმენელებისათვის. სკოლის დირექტორის ბრძანებით, შეიქმნა საგამოცდო კომისია და განისაზღვრა გამოცდისა და კონსულტაციების განრიგი. საგამოცდო დავალებები შედგენილი იქნა ისე, რომ შეემოწმებინა მსმენელები სამი მიმართულებით: წერა, ზეპირმეტყველება, კითხვა/მოსმენა. გამოცდის შედეგების საფუძველზე პროგრამა (ორი სემესტრი) წარმატებით დაძლია 20 ბენეფიციარმა. დანარჩენი ბენეფიციარები გამოცდაზე არ გამოცხადდნენ. ამოცანა: 15.1.3. საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2013-2020 წ.წ.) და განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დახვეწა, რაც დადებითად აისახება ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარებაზე. საქმიანობა: 15.1.3.1. მიღებული ფორმალური განათლების არაფორმალური განათლების აღიარების წესის შემუშავება ჩათვლისა და ინდიკატორი: მინიმუმ ერთ კვალიფიკაციაზე ხორციელდება განათლების აღიარება და ფორმალური განათლების ჩათვლა არაფორმალური დასრულდა მუშაობა მიღებული ფორმალური განათლების ჩათვლისა და არაფორმალური განათლების აღიარების წესის პროექტზე. შემუშავდა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფცია და ასევე მზად არის არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების წესში შესატანი ცვლილებების პროექტი. შემუშავდა შესაბამისი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდა არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება 3 პროგრამაზე: მეფუტკრე, აგრარული ტექნიკის მექანიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. პილოტირება ჩატარდა 3 კოლეჯში (აისი, ოპიზარი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა). 195 პილოტირებისათვის რომელიც განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის (MCA) ფინანსური დახმარებით, შერჩეულია ორი სფერო (სოფლის მეურნეობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები). შერჩეულ სფეროებში, 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა პილოტირება (მე-3 საფეხურის პროფესიულ პროგრამებზე მეფუტკრე, სოფლის მეურნეობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები). პილოტირების რეჟიმში გამოვლინდა რეკომენდაციები, რომელიც ასახულია არაფორმალური განათლების აღიარების წესის ახალ პროექტში. შემუშავდა არაფორმალური განათლების აღიარების სახელმძღვანელო. არაფორმალური განათლების აღიარების წესის პროექტი მზადაა დასამტკიცებლად და საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. ამოცანა: 15.1.4. საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ჩართვა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. საქმიანობა: 15.1.4.1. კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება ინდიკატორი: მთავრობის დადგენილების პროექტი შემუშავებულია; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის N238 დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის სამიზნე ჯგუფში სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი არიან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, დაბრუნებული მიგრანტები, რომლებსაც სხვა თანაბარ პირობებში, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დადგენილებით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას, კერძოდ: უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინფორმირება; კოორდინაცია გაუწიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების მომზადების პროცესს, განიხილოს შემოსული განაცხადები და უზრუნველყოს შესაბამისი რეაგირება პროგრამებში არსებული ხარვეზების გასწორების მიზნით; უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პროგრამების დამუშავება/დამუშავების კოორდინაცია სპეციალურ ფორმატში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება. ,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით 2016 წლის 14 ივნისს გამოაცხადა განაცხადების მიღება მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად მოთხოვნად პროფესიებში ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში. შემოსული განაცხადები და მომზადებული პროგრამები დადგენილების შესაბამისად მიეწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციის შესაბამისად 196 ანახლებს რეესტრს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში იყენებს სოციალური მომსახურების სააგენტო. საქმიანობა: 15.1.4.2. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა ჩართვა. ინდიკატორი: ინფორმირებული სამიზნე ჯგუფის წევრების რაოდენობა მინ. 40%-ს (წყარო: მონიტორინგის ანგარიში); 2016 წელს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ. პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღიათ არც მუდმივი ბინადრობის მქონე უცხოელებს და არც საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს. მიმდინარე წელს პროგრამის მოსარგებლედ სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია დაიწყო 2016 წლის 22 აგვისტოს, სწავლა დაიწყო სექტემბერში და დასრულდა დეკემბრის თვეში. საქმიანობა: 15.1.4.3 საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის პროფესიული განათლების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ ან/და მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდიკატორი: ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა რომლებმაც მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში 2016 წლის №239 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის პროფესიული განათლების დაფინანსება გაიცემა სახელმწიფოს მიერ ან/და მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; 2016 წელს დაფინანსდა ჩარიცხული 1 სტუდენტი. ამოცანა: 15.1.5 საქართველოში უცხოელთა ინტეგრაციის პოლიტიკის დახვეწისა და ინსტიტუციონალიზაციის მიზნით გამოკვეთილი საჭიროებების შესწავლა. საქმიანობა: 15.1.5.1. უცხოელთა ინტეგრაციის საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება. ინდიკატორი: სამუშაო გეგმა შემუშავებულია; სამუშაო შეხვედრების რაოდენობა (3 წელიწადში); მიგრაციის საკითხთა სამთავრო კომისიის ფარგლებში, უცხოელთა წარმატებული ინტეგრაციისა და მიგრაციის სტრატეგიის წარმატებულად შესასრულებლად შეიქმნა 197 უცხოელთა ინტეგრაციის საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (თავმჯდომარე);  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (თანათავმჯდომარე);  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;  იუსტიციის სამინისტრო/სსგს;  შინაგან საქმეთა სამინისტრო;  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;  ფინანსთა სამინისტრო. 2016 წლის ივნის-ივლისის თვეებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრები, რომელზეც განისაზღვრა უცხოელთა ინტეგრაციასთან დაკავშირებული ძირითადი აქტივობები. საწყის ეტაპზე სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა უცხოელთა ინტეგრაციის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებულ ძირითად აქტივობებს ითვალისწინებს საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია და მის სამოქმედო გეგმა, სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ეხელმძღვანელა მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით და აღარ დაემტკიცებინა სხვა სამოქმედო გეგმა. სამუშაო ჯგუფის მიერ პერიოდულად იმართება შეხვედრები, სადაც დეტალურად განიხილება სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების (სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო) მიერ უცხოელთა ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული აქტივობები.‘‘. ამოცანა: 15.1.6. უცხოელი მოსწავლეებისათვის და მათი მშობლებისთვის ქართული ენის (დამატებით ხელოვნება, მუსიკა, სპორტი) პროგრამების სწავლების უზრუნველყოფა. საქმიანობა: 15.1.6.1. უცხოელი მოსწავლეებისათვის და მათი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის კურიკულუმის შემუშავება. მშობლებისთვის ინდიკატორი: სასწავლო პროგრამის კურიკულუმი შემუშავებულია (დოკუმენტი); აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ იცილოთ, 15.1.2.1 აქტივობის შესრულების ანგარიში. საქმიანობა: 15.1.6.2. უცხოელი მოსწავლეებისათვის ქართულ სკოლებში სასწავლო პროგრამების განხორციელება. ინდიკატორი: მოსწავლეთა რაოდენობა (მინ. 50); სკოლების რაოდენობა (2); აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 15.1.2.1 - აქტივობის შესრულების ანგარიში. ამოცანა: 15.1.7. არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურის შემუშავება და დახვეწა, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. 198 საქმიანობა: 15.1.7.1. არაფორმალური განათლების აღიარების წესისა და პირობების შემუშავება-დამტკიცება. ინდიკატორი: საკანონმდებლო აქტის ცვლილება პილოტირებისთვის შერჩეულია სფეროები (მინ. 2); მომზადებულია (1); აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 15.1.3.1 - აქტივობის შესრულების ანგარიში. ამოცანა: 15.1.8. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში იმიგრანტების ჩართვის მხარდაჭერა. საქმიანობა: 15.1.8.1. მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება პროფესიული განათლების სისტემაში ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვის მიზნით ინდიკატორი: ბენეფიციართა რაოდენობა 2016 წლის საგაზაფხულო მიღებიდან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ამოქმედდა ქართული ენის შემსწავლელი ინტეგრირებული მოდული, რომელიც ამ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისთვის არის ხელმისაწვდომი. 2016 წელს ქართული ენის მოდულზე სწავლობდა 13 სტუდენტი. საქმიანობა: 15.1.8.2. საქართველოში კანონიერად მყოფი უცხოელების, მათ შორის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ჩართვა პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში. ინდიკატორი: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა შემუშავებული და დანერგილია (მინ. 3 დონე); კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო კურსი შემუშავებული დანერგილია (წელიწადში 2); სერვისით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა (მინ. 50 წელიწადში); საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში 2016 წლის №239 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება გაიცემა სახელმწიფოს მიერ ან/და მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2016 წელს დაფინანსება გაიცა 1 სტუდენტზე. მიზანი: 15.2. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა ამოცანა: 15.2.1. სარეინტეგრაციო პროგრამების მდგრადი დაფინანსება და მათი შესაძლებლობების გაზრდა საჭიროებების შეფასებასა და პროგნოზებზე დაყრდნობით. საქმიანობა: 15.2.1.1. არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების განხორციელების შეფასება და შემდგომი საჭიროებების დადგენა. 199 ინდიკატორი: 2016 შეფასების ანგარიში მომზადებულია (წელიწადში 1); 2017 ათვისებულია ბიუჯეტი შესაბამისი რეგიონებისა და სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების მიხედვით; საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ განხორციელდა არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების კვლევა (შიდა მოხმარების დოკუმენტი). პროგრამის დასასრულს 2017 წლის აპრილში რა დროსაც იგეგმება საბოლოო ანგარიშიშ მომზადება განხორციელდა 2 მონიტორინგი, რომელიც საერთო ჯამში ფარავს პროექტის მოქმედების ვადის ნახევარს 5 თვეს. 2016 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ათვისებულ იქნა 156 487.06 ლარი (26%). საქმიანობა: 15.2.1.2. მობილურობის ცენტრების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი) ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ინდიკატორი: ბენეფიციართა რაოდენობა (წელიწადში ჯამში მინ. 100); მობილურობის ცენტრების წლიური ანგარიშები; საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მობილურობის ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. 2016 წელს მობილურობის ცენტრებში სხვადასხვა სახის სარეინტეგრაციო დახმარება დაუფინანსდა 275 დაბრუნებულ მიგრანტს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ პროგრამის საერთო ანგარიში მომზადდება პროექტის დასრულების შემდგომ, 2017 წლის დასაწყისში, რათა აისახოს საქმიანობის ყველა კომპონენტი დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის ჩათვლით. საქმიანობა: 15.2.1.3. სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. ბიუჯეტის დაფინანსებით, სარეინტეგრაციო ინდიკატორი: მინისტრის ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დამტკიცების შესახებ (წელიწადში 1); სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საგრანტო კომისიის მიერ დამტკიცებული საგრანტო პირობები (წელიწადში 1); საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (წელიწადში მინ. 1); შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული პროექტების მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება (წელიწადში 2); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 2 მარტის N1391 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ N0012016 საგრანტო პროგრამა, რომელიც მოიცავს 6 საგრანტო მიმართულებას და დაფინანსების საერთო მოცულობაა 600 000 ლარი. საგრანტო პროგრამის საფუძველზე, 2016 წლის 7 მარტს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული საგრანტო კომისიის მიერ შემუშავებული საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები. 200 2016 წლის 29 მარტს ამავე საგრანტო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა საგრანტო განაცხადები და თოთოეულ მიმართულებაზე გამარჯვებული (სულ 6) არასამთავრობო ორგანიზაცია გამოავლინა რომლებთანაც 2016 წლის 30 მაისსა და 31 მაისს გაფორმდა ხელშეკრულებები. გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების თანახმად, განხორციელდა 2 მონიტორინგი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობას 5 თვის მდგომარეობით (31.05.2016-31.10.2016). და მოიცავს როგორც ფინანსურ ნაწილს, ისე პროგრამულ ნაწილს. მონიტორინგის დასკვნები წარედგინა საგრანტო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქმიანობა: 15.2.1.4. სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მსსკ-ის სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფისთვის ინდიკატორი: სამუშაო ჯგუფის შეხვედრების რაოდენობა (წელიწადში მინ. 2); 2016 წლის 10 აგვისტოს, გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის მე-13 შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განმახორციელებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. შეხვედრაზე განხორციელდა 2016 წლის სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამისა და ორი თვის განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა, ასევე, წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. დაგეგმილი იყო წლის ბოლომდე ჯგუფის მეორე შეხვედრის გამართვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის პროგრამა არ სრულდება 2016 წელს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეინტეგრაციის პროგრამაც არ არის სრულად დასრულებული, ერთობლივი შეთანხმებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ნაკლებად ეფექტური იქნებოდა წლის ბოლომდე აღნიშნული ჯგუფის შეხვედრის გამართვა. საქმიანობა: 15.2.1.5. სახელმწიფო სარეინტეგრაციო დაფარვის გაზრდა. პროგრამების რეგიონული ინდიკატორი: სარეინტეგრაციო პროგრამების დაფარვა 2016 წელს გაიზარდა მინიმუმ 1 რეგიონით; 2016 წელს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამების დაფარვა გაიზარდა 2 რეგიონით, კერძოდ აჭარა და გურია. ამოცანა: 15.2.2. საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეინტეგრაციის პროგრამების სტატისტიკის დამუშავება და ანალიზი. 201 საქმიანობა: 15.2.2.1. სარეინტეგრაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა. ინდიკატორი: სარეინტეგრაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა სტატისტიკის ანგარიში (წელიწადში მინ. 2); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების მიზნით ამჟამად იყენებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზას. ვინაიდან 2016 წლის სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა დაიწყო მიმდინარე წლის ივნისიდან და სრულდება 2017 წლის 1 აპრილს. პირველ ეტაპზე სარეინტეგრაციო პროგრამებსი ჩართულ ბენეფიციარებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების შესახებ შუალედური დასკვნები მომზადდა 2016 წლის ბოლოს. ამასთან პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიმართა სულ 601-მა ბენეფიციარმა რის შედეგადაც მხარდაჭერილ იქნა 210 პროექტი. საქმიანობა: 15.2.2.2. სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიზი სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის სრულყოფის მიზნით. ინდიკატორი: მომზადებულია ანგარიში რეკომენდაციები (მინ. 2 წელიწადში); (წელიწადში 1); შემუშავებულია სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაცია და შესაბამისი რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლები გამოყენებულ იქნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ კვლევის განხორციელებისას (შიდა მოხმარების დოკუმენტი), რის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებიც გათვალისწინებულ იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის საგრანტო პროგრამის შემუშავებისას. რეინტეგრაციის მონაცემთა ბაზაში, სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 ივნისიდან რეგისტრირებულია 303 დაბრუნებული მიგრანტი. პროგრამის დასრულების შემდგომ მომზადდება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება სტატისტიკის ანალიზი.~ საქმიანობა:15.2.3.2. უწყებათაშორისი რეფერალური მექანიზმის საზღვარგარეთ კანონიერი საფუძვლით მყოფი დაბრუნებული რეინტეგრაციისთვის. განვითარება მიგრანტების ინდიკატორი: 1) ანგარიში სხვადასხვა პროგრამების შესახებ (წელიწადში 1); გადამისამართებული ბენეფიციარი (წელიწადში მინ.10); 2016 წლის 10 აგვისტოს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის მე-13 შეხვედრა. შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებებმა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისაუბრეს სხვადასხვა პროგრამების შესახებ, რომელთა სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან დაბრუნებული მიგრანტები. გარდა ამისა, სამინისტრომ ოფიციალური წერილებით მიმართა ყველა შესაბამის უწყებასა და ორგანიზაციას აღნიშნული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. წარმოდგენილი ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროში მოსულ ყველა 202 დაბრუნებულ მიგრანტს ინფორმაციის სახით და ხდება მათი გადამისამართება შესაბამის პროგრამაში. სამინისტრო, იმ დაბრუნებულ მიგრანტთა მიმართ, ვინც ვერ აკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს, იყენებს რეფერირების მექანიზმს. სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან (18.05.2016) 2017 წლის თებერვლის მონაცემებით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში გადამისამართდა 167 დაბრუნებული მიგრანტი. მიზანი: 15.3. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა ამოცანა: 15.3.1. თავშესაფრის სისტემის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა საქმიანობა: 15.3.1.1. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შედეგად შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებების მომზადება და მიღება. ინდიკატორი: კანონქვემდებარე აქტების რაოდენობა (5); საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მომზადდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შედეგად შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც მიღებულ იქნა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე 2017 წლის 1 თებერვალს. 1. „თავშესაფრის პროცედურა“ 2. „თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“ 3. „კონსულტაციის ჩატარების ოქმის ფორმა“ 4. „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფორმა“ 5. „ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლისათვის შეტყობინების ფორმა“ 6. „ანკეტირების პროცედურაზე გამოცხადების თაობაზე თავშესაფრის მაძიებლის მეურვის/მზრუნველის/ მხარდამჭერისათვის შეტყობინების ფორმა“ 7. „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის თაობაზე განცხადების ფორმა“ 8. „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე ოქმის ფორმა“ 9. „საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ, საერთაშორისო დაცვის განმეორებით მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა“ 10. „თავშესაფრის მაძიებლის ანკეტის ფორმა“ 11. „თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრის ანკეტა“ 12. „საკონტროლო სია ანკეტირებისთვის“ 13. „საკონტროლოს სია გასაუბრებისათვის“ 14. სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმის ფორმა“ 15. „წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სტანდარტული ოპერაციული პროცედურები“ 16. „საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადების ფორმა“ 203 17. „ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადების ფორმა“ 18. „ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადების ფორმა“ „დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე განცხადების ფორმა“ ამოცანა: 15.3.2. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება საქმიანობა: 15.3.2.1. თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე პირების კვალიფიკაციის ამაღლება. ინდიკატორი: თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თანამშრომლებისათვის სასწავლო კურსი (წელიწადში მინ. 1); თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაცია ამაღლდა მინ. 20%-ით; თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი (წელიწადში მინ. 1); ადვოკატთა ცნობიერება გაიზარდა მინ. 20%-ით; 2016 წლის პირველი იანვრიდან მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოში ფუნქციონირება დაიწყო ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილებამ და სტატუსის დადგენის განყოფილებამ. ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილებასა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილებასთან ერთად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჩართულობით შემუშავდა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მუშაობის შეფასების ფორმა. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მიერ ჩატარდა არაერთი ტრეინინგი ისეთ თემებზე როგორიცაა: ერაყიდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვა, არ გაძევების პრინციპი, ექსტრადიციასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა, პალესტინელი ლტოლვილების საქმეთა განხილვის სპეციფიკა, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სპეციფიკა, ადვოკატებისთვის თავშესაფრის საკითხებზე, თავშესაფრის პროცედურაში შიდა გადაადგილების ალტერნატივის გამოყენება, გამორიცხვა თავშესაფრის პროცედურაში და მოწყვლადი კატეგორიის თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის სპეციფიკა, განსახლება, ტრეფიკინგი, დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხები, რელიგიასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა, თავშესაფრის პროცედურაში გამორიცხვის და თარგმანის საკითხი და ასევე ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობა. ამოცანა: 15.3.3. დროებით მიმღებ ცენტრ(ებ)ში თავშესაფრის მაძიებელ პირებთან პერიოდული შეხვედრების ფორმატის შემუშავება; საქართველოში ცხოვრების და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობების, საკანონმდებლო სიახლეების, მათი უფლებებისა და ამ უფლებათა დაცვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება 204 საქმიანობა: 15.3.3.1. რეგულარული საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის, მათი ვალდებულებების, ინტეგრაციის შესაძლებლობების და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ინდიკატორი: შეხვედრა (წელიწადში მინ. 12); თავშესაფრის ინფორმირებულობის ხარისხის შეფასების ანგარიში (წელიწადში 2); მაძიებელთა 2016 წელს მარტყოფის მიმღებ ცენტრში განხორციელდა 14 შეხვედრა თავშესაფრის მაძიებლებთან. შეხვედრები დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს და დასრულდა 2016 წლის 23 დეკემბერს. შეხვედრების განმავლობაში თავშესაფრის მაძიებლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში არსებული ინტეგრაციის პროგრამების შესახებ, მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებზე. ამოცანა: 15.3.4. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემა. საქმიანობა: 15.3.4.1. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემისთვის აუცილებელი სამართლებრივი ცვლილებების პროექტის მომზადება. ინდიკატორი: ცვლილების პროექტი (1); საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 1-ლ დეკემბერს მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც დარეგულირდა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლება-მოვალეობები. ამასთან, სათანადო ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1-ლ თებერვალს. ამჟამად, მიმდინარეობს კანონქვემდებარე აქტებში შესაბამისი ცვლილებების პაკეტის მომზადება, მათ შორის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის სტიკერის ფორმის დამტკიცება და შესყიდვისათვის საჭირო პროცედურები. ამოცანა: 15.3.6. თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განთავსების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა. საქმიანობა:15.3.6.1. თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება. ინდიკატორი: შიდა მონიტორინგის ანგარიში (დოკუმენტი); რეკომენდაციების რაოდენობა (მინ. 3); საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოხდა თავშესაფრის მაძიებელა განთავსების შესაძლებლობების შესწავლა და ანალიზი, აღნიშნულის შედეგად იდენტიფიცირებული იქნა განთავსების მხრივ არსებული ხარვეზები, შემუშავდა შიდა მონიტორინგის ანგარიში და გაიცა 7 რეკომენდაცია. 205 16. ეკო-მიგრანტთა უფლებები მიზანი: 16.1 ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტი) სამართლებრივი და სოციალური დაცვა ამოცანა: 16.1.1 ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) განსახლების უზრუნველყოფა საქმიანობა: 16.1.1.1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების(ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირება დაზარალების მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ინდიკატორი: დასრულებულია ეკომიგრანტთა მონაცემთა სრულყოფილი ბაზა 2016 წლიდან სამინისტროში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს „სტიქიური მონაცემების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა“, რომელშიც განთავსდა ყველა ის მონაცემი, რაც ინახებოდა სამინისტროში. გარდა ამისა, მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტებიდან ეკომიგრანტი ოჯახების შესახებ. საქმიანობა: 16.1.1.2. 2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ უკვე განსახლებული ეკომიგრანტებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემა. ინდიკატორი: ეკომიგრანტთა საკუთრებაში გადაეცათ. რაოდენობა რომელთაც საცხოვრებელი ფართები საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის #996 განკარგულების საფუძველზე სამინისტრომ განახორციელა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“. პროექტის ფარგლებში, განახორციელდა 2004-2012 წლებში შესყიდულ საცხოვრებელ სახლებში განსახლებული ოჯახების აღწერა/მონიტორინგი. ასევე, მომზადდა აღნიშნული სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი საკადასტრო ნახაზები, რის საფუძველზეც მოხდა უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად. 2016 წელს ჯამში, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N 384 განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით (1 ლარად) საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა 311 ეკომიგრანტ ოჯახს. 206 საქმიანობა: 16.1.1.3 არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განსახლების ადგილებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საინტეგრაციო პროგრამების შემუშავება, განხორცილება ინდიკატორი: სამინისტროსა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები 2014-2015 წლებში შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაკმაყოფილებული 53 ეკომიგრანტი ოჯახის ადგილზე ინტეგრაციას უზრუნველყოფს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აფხაზეთი“. 2015 წლიდან სამინისტროსთან პარტნიორობით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს სარეინტეგრაციო პროგრამებს კომპაქტურად ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის. ასევე, 2016 წელს სამინისტროსთან პარტნიორობით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)“ ახორციელებდა სარეინტეგრაციო პროგრამებს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის. აღნიშნული პროექტის დასრულება იგეგმება 2017 წლის აპრილში. საქმიანობა: 16.1.1.4 ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტი) განსახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანების შესაბამისად სამინისტროს ასიგნებების გათვალისწინებით ინდიკატორი: სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშები 2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით შექმნილი „სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ გადაწყვეტილებით საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფილ იქნა 93 სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი. აღნიშნული სახლების შესყიდვა განხორციელდა შერჩეული ოჯახების მიერ წარმოდგენილ სახლებზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, რომელთა შესასყიდად დადგენილი წესის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ გადახდილ იქნა არაუმეტეს 25 000 ლარისა თითო ოჯახზე. 207 17. რეპატრიანტთა უფლებები მიზანი: 17.1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა, რეპატრიანტთა უფლებების რეალიზაცია ამოცანა: 17.1.1 ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა, რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქმიანობა: 17.1.1.1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება ინდიკატორი: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრიდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მიღებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეიმუშავა 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის N1671 განკარგულებით დამტკიცებული ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, სადაც გაწერილია სტრატეგიის ფარგლებში დასახული ამოცანების მიღწევისათვის რელევანტური აქტივობები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობითა და პარტნიორობით. აღნიშნული დოკუმენტი შეთანხმებულ იქნა სახელმწიფო უწყებებთან და ასევე განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. 2016 წლის მაისის თვეში, ევროპის საბჭოში საქართველოზე თანამომხსენებელს საქართველოში ვიზიტისას გადაეცა სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის საბოლოო რედაქცია შეფასებისა და კომენტარებისათვის. ევროსაბჭოს მხრიდან მოწონებულ იქნა დოკუმენტი და დამატებითი შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. რადგან აღნიშნულ პროცესს გარკვეული დრო დაჭირდა, სამოქმედო გეგმის ვადები ხელახლა შეთანხმდა წერილობით შესაბამის უწყებებთან. 2017 წლის 6 მარს გაიმართა უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომელმაც მოიწონა სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ დოკუმენტი უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. 208 18. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა მიზანი: 18.1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების გავრცელების ხელშეწყობა და საქართველოს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად. ამოცანა: 18.1.1. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისათვის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა საქმიანობა: 18.1.1.3. მავთულხლართების აღმართვის პროცესის შეჩერებისა და მოსახლეობისთვის ამით შექმნილი პრობლემების მოგვარებისათვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM მექანიზმის გამოყენება; ინდიკატორი: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM მექანიზმის გამოყენებულია მავთულხლართების აღმართვის პროცესის შეჩერებისა და მოსახლეობისთვის ამით შექმნილი პრობლემების მოგვარებისათვის; 2016 წლის 30 მარტს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეები შეხვდნენ ქალთა უფლებების საკითხზე და კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. 2016 წლის 12 აპრილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კონფლიქტისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრეზენტაციის დროს დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ჩართულობის სტრატეგიის, დროებითი სამთავრობო კომისიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით 2016 წლის 23-24 იანვარს გაიმართა ორდღიანი გასვლითი შეხვედრა პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტებთან რომელსაც ასევე ესწრებოდა მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: ჟენევის საეთაშორისო დისკუსიები და საერთაშორისო კონტექსტი; სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ქარულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები; არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2016 წლის 21 ივნისს, გამართა სამუშაო შეხვედრა 15 უცხოური მედიის წარმომადგენელთან. 2016 წლის 17 მაისს, ქ. გორში, ხოლო 7 ივლისს ქ. ზუგდიდში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თემის 209 წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრებზე განხილული იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და მოქმედი სახელმწიფო პროგრამები. გარდა ამისა, 2016 წლის 27 ივნისს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებისა და 35 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის აქტიური ჩართულობით. 2016 წლის განმავლობაში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შედგა 7 შეხვედრა: ბათუმში - 2 , ნიქოზში - 2 , ზუგდიდში - 1, განმუხურში - 1, ხურჩაში - 1, მერედთში -1 (შეხვედრას ესწრებოდა ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობაც). შეხვედრებზე განხილული იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები. ამოცანა: 18.1.2. საქართველოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დასაცავად ყველა შესაძლო ზომის მიღება, მათ შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით საქმიანობა: 18.1.2.1. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის არსებული მექანიზმებით (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და IPRM მექანიზმი); საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის. ინდიკატორი: ვიზიტების, მოხსენებებისა და ანგარიშების რაოდენობა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა შესაბამის დარგობრივ უწყებებთან ერთად აგრძელებს რეგულარულ კონსულტაციებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, გაეროსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეუთოსთან, ევროსაჭოსთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ნდობის აღდგენის ინიციატივების, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და სხვა საკითხების ირგვლივ. ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგულარული ინფორმირება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“ შესახებ. ასევე, მიმდინარეობს კონსულტაციები ნდობის აღდგენის პროცესში მისიის აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მინისტრის აპარატი მონაწილეობას იღებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში (IPRM). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი, ხოლო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთის მიმართულებით ჩატარდა თორმეტი შეხვედრა. გარდა ამისა, 2016 წელს აღდგა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები. პირველი შეხვედრა ჩატარდა 2016 წლის 27 მაისს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა სულ ექვსი შეხვედრა. 210 ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ფარგლებში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის:  ძალის არ გამოყენება, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დევნილთა დაბრუნება;  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები;  გამყოფ ხაზებზე ადამიანების თავისუფალი გადაადგილება;  მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვის პროცესით შექმნილი პრობლემები;  მკვლელობის, გატაცების, გამოძალვისა და სხვა კრიმინალური შემთხვევები;  მშობლიურ ენაზე განათლების მიღება;  უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძიება;  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.  ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვა.  გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათ შორის უკანონო დაკავების, უკანონო პატიმართა გათავისუფლების, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების ხელყოფის და სხვა საკითხები ქართული მხარის მიერ ასევე რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში. აღნიშნული მექანიზმის მუშაობის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან. საანგარიშო პერიოდში აპარატის თანამშრომლები რეგულარულად მართავდნენ შეხვედრებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების უფლებებზე); საქართველოს ფარგლებს გარეთ, რეგულარულად ტარდებოდა შეხვედრები აფხაზ და ოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად იყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მექანიზმებს, რათა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზთან არსებული მძიმე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით:  სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის პირას ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ;  ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მდგომარეობას მუდმივი განხილვის საგანია ორმხრივ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებში საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე მრავალმხრივ დიპლომატიაში საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან მუშაობისას;  საგარეო საქმეთა სამინსიტრო მუდმივად აყენებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების შესვლის საკითხს;  საქარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა შემუშავდეს განცხადებები, რეზოლუციები, 211 დეკლარაციები, გადაწყვეტილებები, რომლებიც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების გამოსწორებისაკენ.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა ასევე აისახება გაეროს დაცვის მექანიზმების წინაშე წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშებში. 2016 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამართა და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეხვედრებში, ეუთოს, გაეროს და ევროპის საბჭოსთან სადაც აქცენტი გაკეთდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებებზე. უფრო კონკრეტულად: აღნიშნულის დამატებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით მომზადებულ „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ შესრულების შესახებ გაერთიანებულ მე-6, მე-7 და მე-8 ანგარიშსა და „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ შესრულების თაობაზე საქართველოს მე-4 პერიოდულ ანგარიშში ცალკე თავი დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას. გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2016 წლის 2-3 მაისს ქ. ჟენევაში განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 2 ივლისს, „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, წარდგენილი გაერთიანებული მე-6, მე-7 და მე-8 პერიოდული ანგარიშები. სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა წარადგინა ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. გამოსვლაში აქცენტები გაკეთდა მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე და ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნა-შევიწროებაზე. 2016 წელს საქართველომ წარადგინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულებაზე პირველი ანგარიში, სადაც ასევე ცალკე თავი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ამჟამად მიმდინარეობს ასევე შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვთა მონაწილეობის თაობაზე ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმისა და ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის შესრულების შესახებ სახელმწიფო ანგარიშების მომზადება. ორივე ანგარიში, რომელთა წარდგენაც უახლოეს დღეებში იგეგმება ბავშვის უფლებათა კომიტეტის წინაშე, შეიცავს დეტალურ მიმოხილვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. ანალოგიურად, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების შესახებ 2014 წლის მეოთხე სახელმწიფო ანგარიში, ასევე შეიცავდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას. 212 მიზანი: 18.2 გამოყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესება. ამოცანა: 18.2.1. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისათვის სოციალურ– ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; საქმიანობა: 18.2.1.1. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის აღდგენა, მშენებლობა და განვითარება; და საზოგადოებრივი ინდიკატორი: განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურეკონომიკური დახმარების გაწევის მიზნით. აღნიშნულ სოფლებში გრძელდება ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების პროცესი. 2016 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე 12 სოფელში (მათ შორის, 10 გორის რაიონის მუნიციპალიტეტში და 2 კასპის მუნიციპალიტეტში) მოეწყო ახალი ჭაბურღილები, აშენდა სადაწნეო კოშკები (რეზერვუარები) და დამონტაჟდა საქლორატოროები. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გორისა და კასპის რაიონში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელებში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 1 357 000 ლარი გამოიყო. ასევე, განხორციელდა სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. კერძოდ, ტირიფონის მთავარ მაგისტრალურ არხში წყლის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, მოწესრიგდა ხურვალეთი-ნადარბაზევის მაგისტრალურ არხი და სატუმბი სადგური ნადარბაზევის ტბის შევსების მიზნით. საგაზიფიკაციო სამუშაოები დასრულებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ხაშურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში, გორის მუნიციპალიტეტი 32 სოფელში ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში კასპის მუნიციპალიტეტი 10 სოფელში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 2 სოფელში. 2016 წლის 6 ივლისის მდგომარეობით განხორციელებულია ამ სოფლების მოსახლეთა დაერთება გაზის ქსელზე და აბონენტად დარეგისტრირება. ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე 43 სოფელში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელდა ქსელის რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ინვენტარიზაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახორციელებს ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს, რომელიც დაიწყო 2015 წელს და დასრულდა 2016 წლის ბოლოს. პროექტი მიზნად ისახავს ერთიანი, დაზუსტებული, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შექმნას სააგენტოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მთლიანობაში აღმოჩენილი იქნა: 803 სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობმა შეადგინა 4 784 ჰექტარი და 124 არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობმა შეადგინა 926 ჰექტარი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ასევე დარეგისტრირდა 1 113 ჰექტარი საერთო ფართობის მქონე 299 სასოფლო 213 კატეგორიის მიწის ნაკვეთი და 561 ჰექტარი ფართობის მქონე 198 არასასოფლო კატეგორიის მიწის ნაკვეთი. ჯანდაცვის მიმართულება საქართველოს მთავრობა განაგრძობს გამყოფი ხაზების სიახლოვეს ახალი ამბულატორიების მშენებლობას, მოწყობასა და აღჭურვას. 23 სოფლისთვის მოეწყო და აღიჭურვა ამბულატორიები (განმუხურში, პერევში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში, ჯარიაშენში, კირბალში, ხვითში, მეღვრეკისში, ავლევში, ერგნეთში, ბრეძაში, ქერეში, ატოცში, ქორდში, წითელუბანში, ახრისი, თეძში, რენეში, თვაურებში, თამარაშენში, კოდაში). გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც განსაზღვრულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტიპის 7 საწოლზე. კლინიკა მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტიპის (24 საათიანი სტაციონარი) სერვისით. მშენებლობის/აღჭურვის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება 2017 წელს. განათლების მიმართულება საქართველოს მთავრობა ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პედაგოგებსა და მოსწავლეებს განსაკუთრებული პირობები შეუქმნას, ხოლო სტუდენტებისათვის მაქსიმალური შეღავათები დააწესოს. კომისიის გადაწყვეტილებით გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 751 სტუდენტი, ხოლო 2016-2017 სასწავლო წლისათვის დღეის მდგომარეობით დაფინანსებულია 849 სტუდენტი (დაფინანსდნენ ამჯერად სტუდენტები ასევე ონის, საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდანაც). „1+4“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს ჩაირიცხონ და ისწავლონ ქვეყანაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული პროცედურების საფუძველზე. ასევე, 2016-2017 სასწავლო წელს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან (გალის რაიონი და კოდორის ხეობა) სწავლა დაუფინანსდა 91 სტუდენტის საქმიანობა:18.2.1.3. კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება ინდიკატორი: კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი შემუშავებულია; კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავებულია კომისიამ დაასრულა მუშაობა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად შესაბამისი 214 სამოქმედო გეგმის პროექტზე. ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ 2015 წლის 4 მარტის საქართველოს კანონის თანახმად, მომზადებული სტრატეგია მიეკუთვნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროს, რომელიც ასევე საჭიროებს შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ერთობლივად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებას. ამ ეტაპზე, როგორც უკვე აღინიშნა ზემოხსენებული სტრატეგია შემუშავებულია და მხარდაჭერილია კომისიის მიერ. სტრატეგიას მხარი დაუჭირა ასევე საქართველოს მთავრობამ, თუმცა მას საქართველოს მთავრობა საბოლოო სახით დაამტკიცებს მას შემდეგ, როდესაც დოკუმენტს თანდართული ექნება სამოქმედო გეგმა. საქმიანობა: 18.2.1.4. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და საქართველოს მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. დოკუმენტის გაცემის სისტემის დახვეწა (მათ შორის სტატუს ნეიტრალური დოკუმენტების) ინდიკატორი: შესაბამისი დოკუმენტების გაცემის სისტემა გაუმჯობესებულია საანგარიშო პერიოდში სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ პირებზე სულ 8735 პირადობის დამადასტურებელი და 5782 სამგზავრო (საზღვარგარეთის პასპორტი) დოკუმენტი გაიცა. ასევე გაიცა 21 პირადობის ნეიტრალური მოწმობა და 7 ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. შესაბამისად, 2016 წელს (იანვარი-დეკემბრის ჩათვლით პერიოდში), სააგენტოს მიერ სულ გაიცა 20108 პირადობის დამადასტურებელი და 11272 სამგზავრო (საზღვარგარეთის პასპორტი) დოკუმენტი, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობა ჯამში 32, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი - 8. საქმიანობა 18.2.1.5. პუნქტის-,,ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავებისა და სარწყავი სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია“ ინდიკატორი : გაზრდილია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილ ოჯახთა რაოდენობა 2016 წელს დასრულდა: ,, ხვითის სატუმბი სადგურის ელ. მომარაგების სამუშაოები“ მოეწყო, 1 კილომეტრი სიგრძის ახალი და აღდგენილია არსებული 1,6 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი; სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა 630 კვა სატრანსფორმატორო ქვესადგური. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრული ღონისძიებები 157.5 ათასი ლარის ღირებულებით. რის შედეგადაც 1,0 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდა სოფლებისათვის-ტირძნისი, ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, თერგვისი, ფლავი, ფლავისმანი, კირბალი, ბერშუეთი, მეჯვრისხევი, წინაგარა, ერგნეთი, არბო, დიცი, ქორდი, ქვეში, ღდულეთი, ხურვალეთი, კარბი, ახალუბანი, მუმლაანთკარი, დვანი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, დირბი, ტახტისძირი, თამარაშენი -სარწყავი წყლის მიწოდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიის ფარგლებში დაფინანსდა საზღვრისპირა რეგიონებში განთავსებული, ნიქოზის, მეღვრეკისის ,ხურვალეთის, თვაურების, კარბის, დიცი-არბოს, ატენის, აძვის, კირბალის, ბერშუეთის, ქვემო ნიქოზის, სატუმბი სადგურების 215 ფუნქციონირების მიზნით მოხმარებული ელექტროენერგიის დანახარჯები. 2016 წლის პერიოდში ამ მიზნით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1,700,223 ლარი. სატუმბი სადგურების გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს ამ სოფლების მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის რეგულარულ მიწოდებას. საქმიანობა: 18.2.1.6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა ინდიკატორი: მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა; 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე სტატუსი მიენიჭა 484 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1568 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. საქმიანობა: 18.2.1.7. ფერმერთა ცოდნის დონის ამაღლება ინდიკატორი: გადამზადებული ფერმერების რაოდენობა; 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გადამზადებულია 1285 ფერმერი; საქმიანობა: 18.2.1.8 კონფლიქტით განვითარების ხელშეწყობა დაზარალებულ სოფლებში მეცხოველეობის ინდიკატორი: სტაბილური ეპიზოოტიური მდგომარეობა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაზღვრულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და შინაური ხორცისმჭამელი ცხოველების ვაქცინაციას განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე (ცოფი 3061, ჯილეხი- 3788, თურქული- 16880). ასევე, ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტით დაზარალებული ლტოლვილი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და შინაური ხორცისმჭამელი ცხოველების ვაქცინაციას განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე (ცოფი - 453, ჯილეხი- 268, თურქული- 3633, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი 1416, ცხვრისა და თხის ყვავილი - 1437), სეროლოგიურ გამოკვლევებს ბრუცელოზზე (693) და ყირიმ-კონგოზე ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დამუშავებულია 20 სული მსხვილფეხა პირუტყვი. საქმიანობა: 18.2.1.9. ხეხილოვანი კულტურების დაცვის მიზნით პესტიციდების შეძენა და მოსახლეობაზე გადაცემა ინდიკატორი: შენარჩუნებულია მოსავალი და მწვანე საფარი სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადასცა თერმული გენერატორი და ინსექტიციდი. სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტს „დიალოგი“ უსასყიდლოდ გადასცა 700 ლიტრი ინსექტიციდი ჰეროლდი (დიფლუბენზურონი). UNDP - ის მეშვეობით აღნიშნული ინსექტიციდის გადაცემა მოხდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე 216 მიზანი: 18.3. გამოყოფი ხაზის სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამოცანა: 18.3.1.გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისათვის ჯანდაცვის უზრუნველყოფა. საქმიანობა: 18.3.1.1.ახალი სტაციონარის მშენებლობა დაბა რუხში და მათი აღჭურვა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით; ინდიკატორი: აშენებული და აღჭურვილი სტაციონარი გაზრდილი მომსახურების ხელმისაწვდომობა ზუგდიდის რაიონში, სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა გათვლილია 220 სტაციონარულ საწოლზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკის მშენებლობის ძირითად მიზანს წარმოადგენს: მოსახლეობისათვის მაღალკვალიფიციური, სპეციალიზირებული სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარების მიწოდება, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, დაავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა, სტუდენტებისა და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში იფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო-სტრუქტურული მიმართულებები: ამბულატორიული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიაგნოსტიკური, სხივური თერაპიის და ქიმიო-თერაპიის, ჰემოდიალიზის, ქირურგიული (სხავადასხვა პროფილის), სამშობიარო, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, ტრანსფუზიოლოგიური განყოფილებები, აფთიაქი, პათოლოგ-ანატომიური და სასწავლო სამედიცინო კათედრა. საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულდება 2017 წლის მარტში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. 2016 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 2,052 მოქალაქის განცხადება (აქედან 1.356 - აფხაზეთიდან, ხოლო 696 - სამხრეთ ოსეთიდან) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ადამიანთა რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს. გარდა ამისა, სამოკავშირეო მექანიზმის საშუალებით, რომელიც აგრძელებდა ეფექტურად მუშაობას ჩართულობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა განაგრძობდა აფხაზეთის რეგიონისთვის საჭირო ვაქცინების, მათ შორის იმუნიზაციის და ვეტერინარული ვაქცინების, დიაბეტის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიწოდებას (652,661 ლარი). 2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის რეგიონს მიეწოდა 217 იმუნიზაციის 4 კვარტლის ვაქცინები, დიაბეტის საწინააღმდეგო წამლები და სხვადასხვა სახის მედიკამენტები. 2016 წელს, ბავშვთა ჯანდაცვის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს ასევე გადაეცა ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხში მიმდინარეობს მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2017 წელს და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურით. საქმიანობა: 18.3.1.2. სამედიცინო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერსონალის პროფესიული გადამზადება ინდიკატორი: დაბა რუხში ახალი საავადმყოფოს გადამზადებული პერსონალის რაოდენობ აღნიშნული ღონისძიების განხორციელება იგეგმება რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის დასრულებისა და სამედიცინო კადრებით დაკომპლექტების შემდეგ. მიზანი: 18.4. გამოყოფი ხაზის სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამოცანა: 18.4.1. გამყოფი ხაზების სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 18.4.1.1. სტუდენტებისათვის მაქსიმალური შეღავათების დაწესება; სწავლის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროულ და ეფექტურ საშუალებაზე გადასვლა ინდიკატორი: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა; სწავლების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება დროულად და შეუფერხებლად (დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა) 2015-2016 წლებში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 751 სტუდენტი 2016-2017 წლებში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016 წლის ბოლო მონაცემებით დაფინანსდა 849 სტუდენტი საქმიანობა: 18.4.1.2. გამყოფი ხაზების სიახლოვეს სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება; ინდიკატორი: გარემონტებული აღჭურვილი და მოქმედი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა 218 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 02 თებერვლის ბრძანებით №68 დამტკიცებული სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს „ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 წლის სამოქმედო გეგმით“ დაიგეგმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე 9 (ცხრა) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. 1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა-განხორციელდა ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა; 2.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა-გათვალისწინებულია სამედიცინო ოთახის მოწყობა, მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; 3.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლა - განხორციელდა სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და სარინელის მოწყობა; 4.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის საჯარო სკოლა-მომზადებულია გათბობის სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; 5.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლა - მომზადებულია გათბობის სისტემის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; 6.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა - მომზადებულია სახურავის და სარინელის, გარე შესასვლელი კიბისა და გათბობის სისტემის მოწყობის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; 7.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა-მომზადებულია სპორტული დარბაზის გამაგრებისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 8. ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა - განხორციელდა გათბობის სისტემის მოწყობა, მომზადებულია სპორტული მოედნის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია; 9.გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაცია, სააგენტოს მიერ მომზადდა ეზოს კეთილმოწყობის პროექტი; 10. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლა-განხორციელდა სამედიცინო ოთახის მოწყობა; 11.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლა - განხორციელდა სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და სარინელის მოწყობა; 12 .გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია, სააგენტოს მიერ შესრულდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები; საქმიანობა: 18.4.1.3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის უზრუნველყოფა ყოველკვარტალური ფინანსური დახმარებით. ინდიკატორი: ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი 219 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსურად დახმარების მიზნით პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყო კონფლიქტის ზონებში მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის კუთვნილი 2016 წელს 1078 ბენეფიციარზე I-II-III-IV კვარტალში ჯამში გაცემულია 2,372.91 ლარი.“. საქმიანობა: 18.4.1.4. ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტებისათვის საქართველოს სასწავლებლებში განათლების მისაღებად მაქსიმალური შეღავათების დაწესება ინდიკატორი: ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დაფინანსებული რაოდენობა; დაფინანსების გარდა სხვა შეღავათები დაწესებულია სტუდენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტთა დაფინანსებას უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის) საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ფინანსდებიან 4-6 წლის განმავლობაში (პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის (2250 ლარი) ფარგლებში. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა აღნიშნული კატეგორიის 206 სტუდენტმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში მცხოვრები სტუდენტების ხელშეწყობას. 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 4 სტუდენტი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე განაგრძეს სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საქმიანობა: 18.4.1.5. კონფლიქტის ზონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები (გალის რაიონი; ახალგორის მუნიციპალიტეტი) მოსწავლეების უზრუნველყოფა სასკოლო სახელმძღვანელოებით ინდიკატორი: სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი ახალგორის მუნიციპალიტეტის მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონის 11 სკოლის (მათ შორის 2 სკოლა საჯარო) მოსწავლეები 220 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2016 წლის 11 აპრილის N296 ბრძანებით დამტკიცებული „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წლისთვის, გრიფირებული სახელმძღვანელოებით გარდა საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისა ასევე ისარგებლებენ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლა ხორციელდება ქართულ ენაზე, ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეები და ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი ოცი სკოლის მოსწავლეები. ზემოაღნიშნული ბენეფიციარებისთვის გადასაცემად, 2016 წლის 19 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას გადაეცა 887 ცალი სახელმძღვანელო, ხოლო 2016 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცა 21 237 ცალი სახელმძღვანელო. საქმიანობა: 18.4.1.6. „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში“ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან (30 მოსწავლე) და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების (10 მოსწავლე) მონაწილეობა. ინდიკატორი: „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში“ მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა „საზაფხულო სკოლების პროგრამის“ ფარგლებში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილმა 30 და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილმა 10 მოსწავლემ. საქმიანობა: 18.4.1.7. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსწავლეების სკოლის ავტობუსების მომსახურებით უზრუნველყოფა ინდიკატორი: სკოლის ავტობუსების მომსახურებით მოსარგებლე გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსწავლეთა რაოდენობა სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა“. შედეგად სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში 2015-2016 წლის მეორე სემესტრში პროგრამის ფარგლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირება გახორციელდა 1161 სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 65032 მოსწავლე. საქმიანობა: 18.4.1.8. გალის რაიონის სკოლების გადამზადებული პედაგოგების მიერ აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ინდიკატორი: გადამზადებული მოსწავლეების/მასწავლებლების რაოდენობა. „გალის რაიონის პედაგოგების გადამზადებისა და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდის, მათი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, 221 აგრეთვე გალის რაიონის პედაგოგების გადამზადების მიზნით 2016 წელს სახელმწიფომ გამოყო 88 000 ლარი. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული გალის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს უსასყიდლოდ გადაეცათ 107 ერთეული სხვადასხვა დასახელების სახელმძღვანელო. გადამზადდა გალის რაიონის 46 პედაგოგი. გალის რაიონიდან 2016 წელს ჩატარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 205 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 84-მა მათგანმა. 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები მიზანი: 19.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი საზოგადოებაში სრული ჩართულობა ამოცანა: 19.1.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი ბაზის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან საქმიანობა: 19.1.1.1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის გადახედვა კონვენციის მოთხოვნებთან (სულ მცირე შეთანხმებული მუხლების) ჰარმონიზების მიზნით ინდიკატორი: მომზადებულია და ინიცირებულია საკანონმდებლო აქტები, რომლებიც სრულად ასახავს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე9, 24-ე 25-ე, 27-ე, 28-ე, და მუხლების მოთხოვნებს საქმიანობა: 19.1.1.2. შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე (19.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება ინდიკატორი: კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი კანონქვემდებარე აქტები საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობის გადახედვას გაეროს შშმ პირთა კონვენციის სტანდარტების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2016 წლის 23 დეკემბერს გაიმართა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესებაზე იმსჯელა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და შშმ პირების უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების განმტკიცების შესახებ. ამ მიზნით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება, რომელსაც ჯგუფის წევრები სამთავრობო უწყებებთან ერთად ერთობლივად მოამზადებენ, რის შემდეგაც პროექტი ფართო კონსულტაციებისათვის წარედგინება შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და ამ სფეროს ექსპერტებს. კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, შესაბამისი ექსპერტიზის მქონე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. 222 ამოცანა: 19.1.2. გაეროს შშმ პირთა უფლებების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმ(ებ)ის შექმნა კონვენციის იმპლემენტაციის და საქმიანობა: 19.1.2.1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმ(ებ)ის სრულყოფა ინდიკატორი: შექმნილია შესაბამისი ნორმატიული ბაზა მექანიზმ(ებ)ის სრულყოფილად ოპერირებისათვის; მექანიზმ(ებ)ი ფუნქციონირებს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის სტანდარტების შესაბამისად საქმიანობა: 19.1.2.2. საქმიანობა 19.1.2.1-ის შესაბამისად შექმნილ მექანიზმ(ებ)თან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო მექანიზმის შექმნა და მისი შესაძლებლობების გაძლიერება ინდიკატორი: შექმნილი საკონსულტაციო მექანიზმი; დამტკიცებული დებულება; საკონსულტაციო მექანიზმის გაძლიერების მიზნით, განხორციელებული აქტივობები ევროკავშირის და გაეროსა ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, 2016 წელს მოწვეულ იქნა საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯონ ვადამი. ექსპერტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, კონვენციის იმპლემენტაციის კუთხით საქართველოში არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა. 2016 წლის განმავლობაში ექსპერტი ორჯერ ეწვია საქართველოს, ივნისის და ოქტომბრის თვეში. პირველი ვიზიტის დროს ექსპერტი შეხვდა დაინტერესებულ მხარეებს და დეტალურად შეისწავლა საქართველოში არსებული მექანიზმის მუშაობის სპეციფიკა. მეორე ვიზიტის დროს მან მოახდინა საკუთარი რეკომენდაციების და შემოთავაზებების პრეზენტირება დაინტერესებული პირების წინაშე. დაინტერესებული პირების კომენტარების საფუძველზე 2016 წლის ნოემბრის თვეში გადამუშავდა ექსპერტის ანგარიში, რომელმაც საბოლოო სახე დეკემბრის თვეში მიიღო. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციების საფუძველზე 2017 წლის განმავლობაში გეგმავს, გაეროს კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმის განვითარებას. ამოცანა: 19.1.3. შშმ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა საქმიანობა: 19.1.3.1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა, რატიფიცირების თაობაზე წინადადების მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა ინდიკატორი: შესაბამისი წინადადება მომზადებული და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის დამტკიცების შესახებ შესაბამის წინადადების მომზადება და წარდგენა საქართველოს პარლამენტში. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მთავრობის მხრიდან დაგეგმილია 2017 წლის განმავლობაში. საქმიანობა: 19.1.3.2. ,,ქმედუნარიანობის სისტემის“ რეფორმის განხორციელების პროცესში ხარვეზების და გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით სისტემის სრულყოფა ინდიკატორი: პრაქტიკაში იდენტიფიცირებული ხარვეზები; ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებები 223 2016 წლის 25 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შედგა ერთობლივი შეხვედრა თემაზე: „მხარდამჭერის ინსტიტუტის დანერგვის პოზიტიური ასპექტები და გამოწვევები“. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში არსებული პრობლემატური საკითხები და ამ საკითხების გადაჭრის საკანონმდებლო გზები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შესაბამისი გაიდლაინებისა და ტრენინგების დაგეგმვის თაობაზე. ამოცანა: 19.1.4. გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა ან/და მათი საქმიანობა: 19.1.4.1. შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებისას შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების სისტემატური მონაწილეობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: შშმპ-თა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობით მიღებული სტრატეგიები, გეგმები, პროგრამები და ღონისძიებები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო შშმ პირების და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა სამთავრობო პროგრამების და ღონისძიებების შემუშავების პროცესში, რომლის მაგალითებიც მოცემულია სხვადასხვა საქმიანობების შესრულების ანგარიშში. ამოცანა: 19.1.5. შშმ პირთა უფლებების დაცვა გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე მათი საჭიროებების გათვალისწინებით საქმიანობა: 19.1.5.1. შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტის და ადგილობრივი პარტნიორების მიერ ახალი მოდელის მომზადება, შშმ პირთა შეფასების ახალი სისტემის საწყის ეტაპზე პილოტირების და შემდგომში მისი სრულად დანერგვის მიზნით ინდიკატორი: შექმნილია შშმ პირთა შეფასების ახალი მოდელი; დაწყებულია შეფასების ახალი მოდელის პილოტირება 2016 წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანსაც სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის არსებული სამედიცინო მოდელის სოციალური მოდელის ჩანაცვლება, შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრა და ადეკვატური სერვისების მიწოდება წარმოადგენდა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილმა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ჩაატარა 11 შეხვედრა. ამასთან, განხორციელდა ესტონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, ესტონეთში არსებული შშმ პირთა შეფასების მოდელის გაზიარების მიზნით. 2017 წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს მუშაობს პირველადი ფუნქციური შეფასების ინსტრუმენტების შექმნის მიმართულებით. ამოცანა: 19.1.6. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.6.1. ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო ამომრჩევლებისათვის 224 ინდიკატორი: ადაპტირებული ვებ-გვერდი უსინათლოებისათვის ცესკოსა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, ოფიციალური ვებგვერდები (www.cesko.ge; www.electionreforms.ge) საქართველოში პირველი ქართული ვებგვერდებია, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული უსინათლო პირებისათვის. ვებგვერდები, როგორც შინაარსობრივად, ისე ტექნიკური თვალსაზრისით, მაქსიმალურად გამარტივებულია და განთავსებულია ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურების, საარჩევნო სუბიექტების და კანდიდატების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მიიღონ ინფორმაცია მათი ფაქტობრივი რეგისტრაციისა და საარჩევნო უბნის შესახებ. ვებგვერდის ადაპტირების პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ და უსინათლოთა პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვებგვერდების ადაპტირება განხორციელდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით. საქმიანობა: 19.1.6.2. უსინათლო ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ინფორმაციის მიწოდება (პარტიების საარჩევნო პროგრამა, კანდიდატების ჩამონათვალი) აუდიო ფორმატში ინდიკატორი: აუდიო ფორმატში მომზადებული საარჩევნო ინფორმაციის რაოდენობა უსინათლო ამომრჩევლებისთვის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის აუდიო ფორმატში მომზადდა და ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია საარჩევნო ბიულეტენში არსებული საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ პირველად უსინათლო პირთა ინფორმირებული არჩევანის უზრუნველსაყოფად, ცესკოსთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) და არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს უსინათლოთა კავშირმა“ აუდიო ფორმატში მოამზადა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები, რომლებიც განთავსდა სპეციალურ ვებგვერდზე www.partiebi.ge. საქმიანობა: 19.1.6.3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი კენჭისყრის დღეს შშმ ამომრჩეველთა მიმართ ქცევის ნორმების დაცვის შესახებ ინდიკატორი: ტრენინგში მონაწილე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ხუთ ნაკადად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 170-მა, მათ შორის, 16-მა რეგიონულმა ტრენერმა მიიღო. ტრენინგის ფარგლებში ტრენერებმა გაიარეს საარჩევნო კანონმდებლობასა და ტრენერის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო კურსი. ინოვაციის სახით, ასევე გაეცნენ მოდულებს არჩევნების უსაფრთხოების, კონფლიქტების მართვისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ. ტრენერებმა თავის მხრივ, საქართველოს მასშტაბით, მოახდინეს ტრენინგის ჩატარება საუბნო საარჩევნო კომისიების 47 341 წევრისთვის. 225 საქმიანობა: 19.1.6.4. შშმ ამომრჩეველებისათვის სპეციალური დამხმარე საშუალებებით საარჩევნო უბნების აღჭურვა ინდიკატორი: ადაპტირებული კაბინების რაოდენობა; გამადიდებელი ხელსაწყოს (ლინზის ფურცელის) რაოდენობა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში შემავალი 3 634 საარჩევნო უბნიდან, ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისათვის ხელმისაწვდომი იყო 1115 (30.68%) საარჩევნო უბანი (მარტივი ადაპტაცია, პანდუსი), მათ შორის ქალაქ თბილისში ხელმისაწვდომი იყო 271 საარჩევნო უბანი, ხოლო რეგიონებში 844 უბანი. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, უსინათლო ამომრჩევლებს საშუალება ჰქონოდათ დამოუკიდებლად განეხორციელებინათ ხმის მიცემა, ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ბიულეტენის სტანდარტი, რომლის შესაბამისად შეიქმნა და დამზადდა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო. საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა გავრცელდა საქართველოს მასშტაბით 3 634 საარჩევნო უბანზე. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა არის უნიკალური, ვინაიდან უსინათლო ამომრჩევლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ტიპის არჩევნებში (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მერის/გამგებლის, რეფერენდუმისა და პლებისციტის) ჩარჩო/ფორმის გამოყენებით საშუალება მიეცათ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. საარჩევნო პერიოდში დამზადებული ცესკოს ყველა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები ნათარგმნი იყო სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა). აღნიშნული სარეკლამო რგოლები გადიოდა როგორც საქართველოს ყველა წამყვანი ტელეარხის, ისე რეგიონალური ტელევიზიების ეთერში. კენჭისყრის დღეს ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები პირდაპირ ეთერში შუქდებოდა სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა). ამომრჩევლებისთვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის კენჭისყრის დღეს კვალიფიციური სერვისის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა განაახლა სასწავლო ხასიათის ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა). აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის საქართველოში პირველი ინსტიტუცია, რომელმაც დანერგა საინფორმაციო ბრიფინგების პირდაპირ ეთერში სურდოთარგმანის თანხლებით გაშუქების პრაქტიკა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, კენჭისყრის დღეს შშმ ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი იყო შემდეგი სერვისები:  მცირემხედველი ამომრჩევლებისათვის – ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო 2 გამადიდებელი ლინზა;  ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისათვის – 1115 საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;  როგორც ყრუ, ისე მეტყველების არ მქონე ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იყო ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. უსინათლო ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა;  226  ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების მოთხოვნის საფუძველზე, 13 საარჩევნო უბანზე განთავსდა პორტატული (მოძრავი) პანდუსები. ამასთან, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც განთავსებული იყო პორტატული კომპიუტერები, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ცესკოს საინფორმაციო ვიდეორგოლის სურდოთარგმანის (ჟესტური ენა) თანხლებით გავრცელება. მიზნობრივი გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცესკომ საგრანტო კონკურსის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში. საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსდა 7 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი. აქედან, 6 პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა შშმ პირები, რომლის საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 176.095 ლარი. ხოლო ერთი პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა, როგორც შშმ პირები, ისე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტმა შეადგინა 27 790 ლარი. აღსანიშნავია, რომ სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად დაფინანსდა პროექტი ყრუ პირებისათვის, რომელიც თანაბარი გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია შშმ პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. შშმ პირების უფლებების რეალიზების, მათ შორის შრომისა და დასაქმების უფლების ხელშესაწყობად, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში 4 შშმ პირის დასაქმება. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა შორის იყო ერთი უსინათლო, რომლისთვისაც შექმნილი იყო ყველა პირობა რათა დამოუკიდებლად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა. დასაქმების პარალელურად ცესკომ უზრუნველყო შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების განვითარება. საქმიანობა: 19.1.6.5. უსინათლო პირთათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ყველა სახის წერილობითი დოკუმენტის ბრაილის შრიფტით მომზადება ინდიკატორი: ბრაილის შრიფტით გაცემული დოკუმენტების რაოდენობა საქმიანობა: 19.1.6.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე სხვადასხვა სახის დოკუმენტის (საკონსულტაციო ბარათი, ხშირად დასმული კითხვები და სხვ) სმენადაქვეითებულ პირთათვის ელექტრონული ვერსიის შექმნა ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირთათვის იმავე დოკუმენტების აუდიო ვერსიის შექმნა ინდიკატორი: ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტების ვიდეო და აუდიო ვერსიების რაოდენობა საქმიანობა: 19.1.6.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ონლაინ კონსულტაცია - სმენადაქვეითებულ პირთათვის ვიდეო ვერსია ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირთათვის აუდიო ვერსია ინდიკატორი: სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთათვის გაწეული ონლაინ კონსულტაციის სტატისტიკა 19.1.6.5, 19.1.6.6 და 19.1.6.7 საქმიანობების შესრულების მიზნით, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე 227 მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ხორციელდება პროექტი „თანაბარი შესაძლებლობები ყველას“. პროექტის მიზანია უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საპილოტე პროექტი ქ. თბილისის იუსტიციის სახლში განხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობას უსინათლო პირებისთვის. კერძოდ, სააგენტო გეგმავს უსინათლო პირთათვის რამდენიმე სერვისის შეთავაზებას, მათ შორის, განცხადების მიღებას ბრაილის შრიფტისა და სპეციალური ხმოვანი პროგრამის მეშვეობით, სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტის ბრაილის შრიფტის მეშვეობით გაცემის შესაძლებლობის შექმნას, უსინათლო პირისათვის განცხადებაზე ხელმოწერის სპეციალური წესის დანერგვას და ა.შ. პროექტის ფარგლებში((2016 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მიმდინარეობდა მუშაობა ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონული რეესტრების - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების, ადაპტირებაზე, რის შემდეგაც ორივე რეესტრებიდან განცხადებების ძებნის მოქალაქის გვერდი ხმოვან პროგრამებთან იქნება თავსებადი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის გაცემა კი ბრაილის შრიფტითაც გახდება შესაძლებელი. ბრაილის შრიფტით გაიცემა ასევე გადაწყვეტილებები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან. 2016 წლის ივლისი-დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შემდეგი მიმართულებებით: 1) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების ბრაილის შრიფტით გაცემისათვის შესაბამისი უზრუნველყოფის გამართვა. შედეგად, უსინათლო და მცირემხედველი პირები ქ. თბილისის იუსტიციის სახლის მეშვეობით, შეძლებენ დოკუმენტაციის ჩაბარებას, ამონაწერისა და შესაბამისი გადაწყვეტილების ბრაილის შრიფტით მიღებას. 2) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბრაილის შრიფტით ამონაწერის გაცემისათვის შესაბამისი უზრუნველყოფის გამართვა. 3) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ხმოვან პროგრამასთან ადაპტირება. 4) უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების სპეციალური ხმოვანი პროგრამის გამოყენებით ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. პროექტის ფარგლებში, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს უძრავ ნივთებზე უფლებათა (https://naprweb.reestri.gov.ge), საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების (https://naprlmr.reestri.gov.ge) ადაპტირებას. აღნიშნულ რეესტრებში უსინათლო და მცირემხედველ პირებს სპეციალური ხმოვანი პროგრამის ,,ეკრანის წამკითხველის’’ მეშვეობით შეეძლებათ: ა) უძავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში: 228  განცხადების ძებნა;  განცხადების წარდგენა ამონაწერის მომზადების მიზნით;  განცხადების წარდგენა საკადასტრო გეგმის მომზადების მიზნით;  განცხადების წარდგენა რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით. ბ) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში:  განცხადების ძებნა;  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის/გირავნობის ძებნა;  განცხადების ელექტრონულად წარდგენა:  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობის მომზადების მოთხოვნით;  საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების არსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადების მოთხოვნით;  საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადების მოთხოვნით. პროექტის ფარგლებში ასევე, დაწყებულია მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნის კუთხით, ვინაიდან პროექტის ამოცანებს შორისაა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე (ბრძანებებისა და ინსტრუქციების) აქტების შესაბამისობაში მოყვანა, მისი ჰარმონიზება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უგლებების კონვენციასთან (განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა, გამოყენებული ტერმინოლოგია, უსინათლო ანდა მცირემხედველ პირთან არსებული ინფორმაციის გაცვლისა და მათ მიერ ნების გამოვლენის დამოწმების წესები). პროექტის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელიც სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეხმარება შედეგების მიღწევისთვის აუცილებელი აპარატურის შესყიდვაში. ამოცანა: 19.1.7. საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისა და სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქმიანობა: 19.1.7.1. წინადადებების შემუშავება სატრანსპორტო ტერმინალებთან (ავტოსადგურებთან) დამაკავშირებელი გზების და გზისპირა ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების და კომუნიკაციების შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინდიკატორი: ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ღონისძიებები; სახალხო დამცველის ანგარიში მიზნით განხორციელებული საქმიანობა: 19.1.7.2. სატრანსპორტო საშუალებათა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ადაპტირებისთვის საჭირო ნორმებისა და მათი დაცვის აღსრულების მექანიზმის შემუშავება ინდიკატორი: ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტანდარტები მიღებულია 229 2016 წლის 11 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №503 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და №504 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აღნიშნულ რეგლამენტებში ცვლილებებით, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების სათანადო პირობების შეთავაზების სავალდებულო მოთხოვნები, რომლის უზრუნველყოფაც ეკისრებათ, როგორც გადამზიდველებს, ისე ავტოსადგურების საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. საქმიანობა: 19.1.7.3. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირებულობის გაზრდა, შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგის გზით ინდიკატორი: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლებს გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრს 2015 წლიდან მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში არსებული კავშირის IRU-ს მიერ, სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მენეჯერების პროფესიული მომზადების მიმართულებით (CPC Manager). ამასთანავე, ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირთან (IRU) მიღწეული შეთანხმების თანახმად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის აკრედიტაციის პროცესი CPC მძღოლის სპეციალობით როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მიმართულებებით ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 15 ივლისის 2003/59/EEC დირექტივის - "ტვირთის გადაზიდვის ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით გარკვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების შესახებ" შესაბამისად, დაიწყო და უკვე განხორციელდა ორი ეტაპი: პირველი - 24-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით და მეორე - 5-დან 9 დეკემბრის ჩათვლით. 2003/59/EEC დირექტივის მოთხოვნების მიხედვით მძღოლების უნარ-ჩვევების ამაღლება უნდა განხორციელდეს რეალურ საგზაო პირობებში, სადაც უნდა იყოს სხვადასხვა საგზაო შემთხვევების მოდელირების სათანადო შესაძლებლობები და ვინაიდან სააგენტოს შესაბამისი საკუთარი ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით არ გააჩნია, პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდა ქ. რუსთავის ავტოდრომზე. 2017 წლისათვის დაგეგმილია აკრედიტაციის სამუშაოების დასრულება, რის შემდეგაც ცენტრი დაიწყებს მძღოლების გადამზადების კურსს, სადაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე მძღოლთა ინფორმირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში cpc მენეჯერის სპეციალობით მომზადებული იქნა 29 მსმენელი, რომლებსაც ტრეინინგის მიმდინარეობისას მიეწოდათ ინფორმაცია ტრანსპორტირების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. საქმიანობა: 19.1.7.4. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის N16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ შესაბამისად აეროპორტის ოპერატორების გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება, 230 შშმ პირებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობების შემოწმება და მათი შესაბამისობის დადგენა შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მოთხოვნებთან ინდიკატორი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მომსახურების მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილია; სახალხო დამცველის ანგარიში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2016 წელს განახორციელა საქართველოს აეროპორტების ოპერატორების შემოწმება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის №16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის შესაბამისად. სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“, მუდმივი ზედამხედველობის ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაშიც განახორციელებს საქართველოს აეროპორტების ოპერატორების შემოწმებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ამოცანა: 19.1.8. ჯანმრთელობის დაცვის თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა საქმიანობა: 19.1.8.1. ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული დისკრიმინაციის გარეშე ინდიკატორი: შშმ პირთა % რომელთათვისაც ჯანმრთელობის დაცვის სერვისები ხელმისაწვდომია სამედიცინო დაწესებულებებში არსებული გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომობა დადგენილია შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტებით („მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებები, ,„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანება”). შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საქმიანობენ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შეტყობინების რეჟიმში, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები უზრუნველყოფენ მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ რომელიც ითვალისწინებს, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას შესაბამისი ლიმიტებისა და თანაგადახდების გათვალისწინებით. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სხვა პირები, ასევე, ჩართულნი არიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში", შესაბამისი მომსახურების პირობებით. 231 ამოცანა: 19.1.9. შშმ ბავშვთა აბილიტაცია და რეაბილიტაცია ორიენტირებული პროგრამების გაფართოება ქვეყნის მასშტაბით და განვითარებაზე საქმიანობა: 19.1.9.1. არსებული სერვისების ხარისხის გაზრდა და გეოგრაფიული არეალის გაფართოება ინდიკატორი: მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალი გაზრდილია იმ რეგიონებში, სადაც არ არსებობს აღნიშნული მომსახურება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაუმჯობესდა და გაიზარდა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის გეოგრაფიული არეალი, ღონისძიებების ხარისხი და ეფექტიანობა. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირებულია 14 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის თბილისში – 6 სარეაბილიტაციო ცენტრი, ქუთაისში - 1, ბათუმში – 1, ქობულეთში - 1, გორში – 1, თელავში – 1, გურჯაანში - 1, მარნეულში - 2 სარეაბილიტაციო ცენტრი. 2016 წელს ორმა ახალმა ორგანიზაციამ სერვისის განხორციელება დაიწყო გურჯაანისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. 2016 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებით ისარგებლა 1151 ბავშვმა. საქმიანობა: 19.1.9.2. ადრეული ჩარევის მომსახურების გაუმჯობესება, განვითარება და სტანდარტების შექმნა ინდიკატორი: ადრეული ჩარევის მომსახურების პროგრამული ჩარჩო დახვეწილია და მომსახურების სტანდარტები შემუშავებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაინტერესებული პირების ჩართულობით შეიმუშავა ადრეული ჩარევის მომსახურების კონცეფცია და სტანდარტები, რომლის დამტკიცება მოხდება სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ. „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა ადრეული განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირებულია 15 ორგანიზაცია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: თბილისში - 5, ქუთაისში - 2, ბათუმში 2, ქობულეთში - 1, თელავში - 1, ლაგოდეხში - 1, ზუგდიდში - 2, ჩხოროწყუში - 1. 2016 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებით ისარგებლა 776 ბავშვმა. საქმიანობა: 19.1.9.3. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა ,,ბინაზე რეაბილიტაციის” მომსახურების მიწოდება ინდიკატორი: შშმ ბავშვთა ,,ბინაზე რეაბილიტაციის” მომსახურება ხორციელდება ქალაქ თბილისში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება 7-დან 18 წლამდე ასაკის იმ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი დღის ცენტრის მომსახურებაში მომსახურება. 2016 წლის განმავლობაში აღნიშნული მომსახურება მიიღო 45 ბავშვმა. საქმიანობა: 19.1.9.4. ბავშვთა, მათ შორის შშმ ბავშვთა დღის ცენტრების გეოგრაფიული არეალის გაფართოება 232 ინდიკატორი: მომსახურების გეოგრაფიული არეალი გაფართოებულია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამის “დღის ცენტრების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირებულია 80 ცენტრი, მათ შორის, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის – 17 ცენტრი, 6–18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის – 39, 18 და უფროსი ასაკის შშმ პირებისთვის – 22 დღის ცენტრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვებისათვის – 2. 2016 წლის განმავლობაში სულ მომსახურება მიიღო 1966 ბენეფიციარმა, მათ შორის, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფმა – 654-მა ბავშვმა, 6–18 წლამდე - 718-მა შშმ ბავშვმა, 531-მა შშმ პირმა და მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 63-მა შშმ ბავშვებმა. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში გაიხსნა 16 ახალი დღის ცენტრი, მათ შორის: თბილისში - 5 (შშმ ბავშვებისთვის - 3; მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის - 2); ქუთაისში - 2 (შშმ პირებისთვის); რუსთავში - 2 (შშმ ბავშვებისთვის და მიუსაფარი ბავშვებისთვის); წყალტუბოში - 1 (მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის); გორში - 1 (შშმ პირებისთვის); ვანში - 1 (შშმ ბავშვებისთვის); თიანეთში - 1 (მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის); კასპში - 1 (შშმ ბავშვებისთვის); მცხეთაში - 1 (შშმ ბავშვებისთვის); სენაკში - 1 (შშმ ბავშვებისთვის). ამოცანა: 19.1.10. ინდივიდუალური მობილურობის ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.10.1. შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად ინდიკატორი: დამხმარე საშუალებების საჭიროების მქონე პირების რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს; დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის‘‘ სახელმწიფო პროგრამის „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შშმ პირებზე მათი საჭიროებებისა შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში გაიცა დამხმარე საშუალებები შემდეგი რაოდენობები: - სავარძელ-ეტლი - 652 ერთეული; ელექტრო ეტლი - 65; - საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები - 976 ერთეული; - სმენის აპარატი - 1900 ერთეული; - კოხლეარული იმპლანტი - 43 ერთეული; - ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები - 99 ერთეული. 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით დამხმარე საშუალებების მომლოდინეთა რაოდენობა შეადგენდა: - სავარძელ-ეტლი - 184; ელექტრო ეტლი -108; - საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები - 398; - სმენის აპარატი - 527; - კოხლეარული იმპლანტი - 53; 233 - ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები - 0. ამოცანა: 19.1.11. 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.11.1. „სათემო ორგანიზაციების“ გეოგრაფიული არეალის გაფართოება ინდიკატორი: გაზრდილია „სათემო ორგანიზაციების“ გეოგრაფიული არეალი „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „სათემო ორგანიზაციების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებას ახორციელებს 23 ორგანიზაცია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 7 ახალი დაწესებულება: ოთხი ქალაქ თბილისში, ერთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ერთი ქალაქ რუსთავსა და ერთი ქალაქ გორში. ამოცანა: 19.1.12. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შშმ პირთა შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.12.1. შშმ და სსსმ პირთა დასაქმების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმირება, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კონცეფციის შემუშავება, შშმ და სსსმ პირთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავება ინდიკატორი: შექმნილია სამუშაო ჯგუფი შშმ და სსსმ პირთა დასაქმების საკითხებზე; შემუშავებულია შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კონცეფცია და შშმ და სსსმ პირთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ კანონის პროექტი 2016 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა ოთხმხრივი მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს შორის. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფის ფორმირებას (საკონსულტაციო ჯგუფის წევრებისა და მუშაობის წესის დამტკიცებას, მუშაობის პროცესის კოორდინირებას და წარმოებული ოქმების მხარეებისთვის წარდგენას). სამუშაო ჯგუფის მიზანია უზრუნველყოს შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კონცეფციის შემუშავება. საქმიანობა: 19.1.12.2. სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა ინდიკატორი: შექმნილია სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზა სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის ერთიან სისტემაში - worknet.gov.ge სისტემაში რეგისტრირებულია 44 724 აქტიური სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის 1462 შშმ პირი. ვაკანსიების ფარგლებში შერჩეულ და დამსაქმებლებთან გაგზავნილ სამუშაოს მაძიებლებიდან 2016 წლის მონაცემებით დასაქმდა 37 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მათ შორის, 26 - ქ. ქუთაისში ააიპ - ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების 234 დეპარტამენტის თანამშრომლობით ჩატარებული შშმ პირთა დასაქმების ფორუმის შედეგად. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დამსაქმებელმა სტაჟიორად აიყვანა 4 შშმ პირი. საქმიანობა: 19.1.12.3. შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების შექმნა და დანერგვის უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს მხარდაჭერით დასაქმების კომპონენტებს ინდიკატორი: შექმნილია მხარდაჭერით დასაქმების მეთოდოლოგია; აყვანილია მინიმუმ 11 მხარდაჭერით დასაქმების კონსულტანტი; კონსულტანტების მომზადება განხორციელებულია კვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების მიერ; მხარდაჭერით დასაქმების სერვისით ისარგებლა მინიმუმ 100 პირმა 2016 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ იქნა 10 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (თბილისი-3, ბათუმი-2, ქუთაისი-1, თელავი-1, გორი-2, ლანჩხუთი-1) და 1 კოორდინატორი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2 დასაქმების კონსულტანტის გადამზადება მოხდა დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმების კონსულტანტების მიერ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 78 შშმ პირს გაეწია მხარდაჭერითი კონსულტირება. საქმიანობა: 19.1.12.4. შშმ და სსსმ პირთა ინდივიდუალური კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარება და შესაბამისი კადრების გადამზადება; შშმ და სსსმ პირთა წინა პროფესიული უნარების განვითარების მეთოდოლოგიის შექმნა და დანერგვა ინდიკატორი: შექმნილია შშმ და სსსმ პირების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა პროფესიული განათლების საფეხურზე; შექმნილი და დანერგილია შშმ და სსსმ პირთა წინა პროფესიული უნარების განვითარების მეთოდოლოგია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა წინა - პროფესიული უნარების გავარჯიშების მოდელი. მოდელი ხელს უწყობს მოზარდთა პროფესიულ ორიენტაციას და პროფესიული განათლებისა და დასაქმების სფეროში მათ ტრანზიციას ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული მოდელის პილოტირება განხორციელდა 20 მოზარდის (12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდი და რვა მათი თანატოლი) მონაწილეობით. საქმიანობა: 19.1.12.5. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შშმ და სსსმ პირებისათვის ხელმისაწვდომი ფიზიკური და მეთოდოლოგიური გარემოს უზრუნველყოფა; გადამზადება-მომზადების პროგრამების დანერგვისას შშმ და სსსმ პირთა ჩართვა და მათთვის შესაბამისი ფიზიკური და მეთოდოლოგიური გარემოს უზრუნველყოფა ინდიკატორი: მინიმუმ 150 შშმ პირს მიღებული აქვს პროფესიული განათლება; მინიმუმ 5 პროფესიულ სასწავლებელში უზრუნველყოფილია ფიზიკური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის; საჭიროების შემთხვევაში შექმნილია 235 ინდივიდუალური სასწავლო გეგმები; საჭიროების შემთხვევაში, სწავლების პროცესში გამოყენებულია შესაბამისი ტექნიკური დამხმარე საშუალებები და მხარდამჭერი ადამიანური რესურსი; მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართულია მინიმუმ 50 შშმ და სსსმ პირი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის N238 დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. 2016 წელს პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 83 შშმ პირმა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 1 პირმა. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ შედგება ორი კომპონენტისგან: მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა მომსახურება და სამუშაო ადგილების სუბსიდირება. სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში გამოვლინდა და მომზადდა იმ დამსაქმებლების რეესტრი, რომლებთანაც განხორციელდა სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი. შედეგად სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 12 ორგანიზაცია. აღნიშნულ ორგანიზაციებში განხორციელდა 19 შშმ პირის სამუშაო ადგილის სუბსიდირება. ამასთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების უზრუნველყოფა სწავლებისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსებით. 2016 წელს მოხდა შემდეგი სერვისების უზრუნველყოფა სტუდენტებისთვის: 6 ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, 54 სტუდენტისთვის, 5 პროფესიულ სასწავლებელში; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის 2 ასისტენტი, 24 სტუდენტისთვის, 2 პროფესიულ სასწავლებელში; 12 ჟესტური ენის თარჯიმანი, 18 სმენის დარღვევის მქონე სტუდენტისთვის, 5 პროფესიულ სასწავლებელში; 4 მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, 4 მხედველობის დარღვევის მქონე სტუდენტისთვის, 2 პროფესიულ სასწავლებელში; ერთი სპეციალური მომვლელი, ინტელექტუალური და მძიმე ფიზიკური შეზღუდვის მქონე 5 სტუდენტისთვის, 1 პროფესიულ სასწავლებელში; 9 გადაადგილების მხარდამჭერი (სპეციალური ასისტენტი ტრანსპორტით), 15 ინტელექტუალური და მძიმე ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტისთვის, 6 პროფესიულ სასწავლებელში. პროფესიული განათლების საფეხურზე 2016 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებაზე, ჯამში ჩაირიცხა 250 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი პირველად და შემდგომ საფეხურებზე. ამოცანა: 19.1.13. განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 19.1.13.1. ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ კანონების რევიზია და სრულყოფა ინდიკატორი: მომზადებულია პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ასახავს ინკლუზიური განათლების მარეგულირებელ მუხლებს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული განათლების სამართლიანი რეგულირების მექანიზმის განსაზღვრის 236 მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა კანონპროექტი “პროფესიული განათლების შესახებ”. კანონპროექტი მოიცავს პროფესიული განათლების სისტემის ღიაობის, მისაწვდომობის და ინდივიდუალური სერვისების დანერგვის ამსახველ ჩანაწერებს. აღნიშნული ჩანაწერები ინიცირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გათვალისწინებით. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით დასრულდა მუშაობა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი მიზანსაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს. 2016 წლის 19 თებერვალს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მომზადდა ავტორიზაციის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი. ცვლილებები ავტორიზაციის სხვა სტანდარტებთან ერთად შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ რესურსებს, სტუდენტური სერვისების განვითარებასა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. ცვლილებების განხორციელების შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეკისრებათ ვალდებულება, შეიმუშავონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და უზრუნველყონ ინფრასტრუქტურის ადაპტაცია მათი საჭიროებების გათვალისწინებით და ხელი შეუწყონ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესისა და გარემოს განვითარებას. საქმიანობა: 19.1.13.2. სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების სიტუაციის ანალიზის (კვლევის) ჩატარება; სენსორული (სმენა მხედველობა) დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო მზაობის კლასების გახსნა თბილისში და ქუთაისში ინდიკატორი: სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული სიტუაციის ანალიზის (კვლევის) შედეგები; სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე აღსაზრდელებისთვის გახსნილი 1-1 სასკოლო მზაობის ჯგუფი აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაგეგმილია 2017 წელს. საქმიანობა: 19.1.13.3. ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების სრულყოფა ინდიკატორი: ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც დაარეგულირებს საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განხორციელების პროცესს. აღნიშნულ დოკუმენტებში განისაზღვრა საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლის, მშობლის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. 2017 წელს დაგეგმილია აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება. საქმიანობა: 19.1.13.4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე, ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის მიზნით ინდიკატორი: შექმნილია მასწავლებლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების პროფესიული განვითარების სატრენინგო მოდულები; ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე გადამზადებულია მასწავლებლების 10% 237 განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს ინკლუზიური განათლების საკითხებზე ადამიანური რესურსის გაძლიერებას სხვადასხვა ტიპის ტრენინგების გზით. ასევე შემუშავდა სატრენინგო მოდულები სხვადასხვა აქტუალური თემებისათვის ინკლუზიური განათლების სფეროში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე:  ჟესტური ენის თარჯიმანთა მომზადების კურსი (მეორე დონე);     ჟესტური ენის სწავლების კურსის პირველი დონე მასწავლებლებისათვის; ჟესტური ენის სწავლების კურსის პირველი დონე მშობლებისთვის; ჟესტური ენა ყრუ პირებისთვის პირველი დონე; ჟესტური ენა ყრუ პირებისთვის (მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, ყრუ პირებისთვის); სსსმ მოსწავლის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში;  ამასთან, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:   ჩატარდა სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების შესავალი კურსი: "განვითარება და განვითარების დარღვევები" "განვითარებისა და სწავლების თეორიები"; შევიდა ცვლილებები ინკლუზიური განათლების არსებულ მოდულებში, უმეტესობას მიენიჭა კრედიტქულები; მომზადდა სპეციალური პედაგოგების რეგიონული სასწავლო ტურის პროექტი, დასრულდა ტენდერი სასტუმრო მომსახურებაზე; დასრულდა ტენდერი ჟესტური ენის სასწავლო ფილმების შემუშავებაზე;  შემუშავდა მოდული „სივრცეში ორიენტაცია და მობილობა - II დონე“;  შემუშავდა მოდული „ინკლუზიური პროფესიული განათლება, მისი მართვა და ინდივიდუალური მიდგომები პროფესიული განათლებისას“; დამტკიცდა სრულიად ახალი მოდულები: „გარემო და შეზღუდული შესაძლებლობა ტრენინგ-მოდული სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებისთვის“; „მასმედია და შეზღუდული შესაძლებლობა“.     საქმიანობა: 19.1.13.5. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული და კარიერული ზრდის სქემის შემუშავება ინდიკატორი: მომზადებულია სპეციალური კარიერული ზრდის სქემის სამუშაო ვერსია მასწავლებლის პროფესიული და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და World Vision-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა მასწავლებლის გზამკვლევზე, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესის ეფექტიან წარმართვაში. 2016 წლის იანვრიდან სსიპ - ქალაქ თბილისის #203 და სსიპ - ქალაქ ქუთაისის #45 სჯარო სკოლებში, რომლებიც ემსახურებიან სმენის ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს, ამერიკის მთავრობის ფინანსური და ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ტექნიკური მხარდაჭერით დაიწყო ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების პილოტირება. ამასთან, შეიქმნა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები. 238 ასევე, საანგარიშო პერიოდში პირველი და მეორე კლასის სახელმძღვანელოების დამუშავების შედეგად იდენტიფიცირდა ის სიტყვები, რომელთა შესაბამისი ქართული ჟესტიც არ არსებობს. შედეგად თემში მოხდა შესაბამისი ჟესტების მოძიება და ვიდეო რესურსის სახით inclusion.ge ვებგვერდზე განთავსება. საქმიანობა: 19.1.13.6. სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო პროგრამის შემუშავება ინდიკატორი: სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დაწყებულია მუშაობა სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო კურსის შემუშავებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პროექტის ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა სქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში,, ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ორგანიზაცია ,,Save the Children”-ის მხარდაჭერით 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა. 2014-2016 სასწავლო წლისათვის პროცესში ჩაერთო 10 სტუდენტი. 2016-2018 სასწავლო წლისათვის დაგეგმილია 18 სტუდენტის მიღება. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიმდინარე პროექტის ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა სქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში,, მხარდაჭერით ილიას უნივერისტეტმა შეიტანა განაცხადი ნორვეგიული ფონდის მირ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ემსახურება სპეციალური განათლების სადოქტორო პროგრამის შექმნას. საქმიანობა: 19.1.13.7. რესურსების შემუშავება სსსმ მოსწავლეებისთვის დამხმარე საგანმანათლებლო ინდიკატორი: მუშაობა დაწყებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით სსსმ მოსწავლეებისთვის დამხმარე საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებაზე აღნიშნული საქმიანობის შესრულების N19.1.13.5-ის შესრულების ანგარიშში. შესახებ ინფორმაცია მოცემულია საქმიანობა საქმიანობა: 19.1.13.8. შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით წლების მიხედვით სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: შექმნილია საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტირების 3 წლიანი სამოქმედო გეგმა 2016 წელს, ზოგადი განათლების საფეხურზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის მიმართულებით: 2016 წელს დასრულდა 4 საჯარო სკოლის მშენებლობა: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა; სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორ-მუღანლოს საჯარო სკოლა; სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №103 საჯარო სკოლა. 239 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2017 წელს გრძელდება 10 საჯარო სკოლის მშენებლობა: სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა; სსიპ მურთაზ ირემაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა; სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა; სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლა; სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლა; სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა; სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ კასპის №1 საჯარო სკოლა. აღნიშნული შენონა-ნაგებობების პროექტირებისა და მშენებლობის ნაწილში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი“. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა სამ საჯარო სკოლაში (ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა, ქალაქ ზესტაფონის №2 საჯარო სკოლა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლა) შშმ პირთათვის პანდუსის მოწყობა, ხოლო ქალაქ თბილისის №162 საჯარო სკოლაში პანდუსის ამწის და ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლაში ლიფტის მოწყობა. ასევე, შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდა სანიტარული კვანძების მოწყობის სამუშაოები ქვემოთ მითითებულ 24 საჯარო სკოლაში: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლა; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლა; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედის საჯარო სკოლა; ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლა; ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელის საჯარო სკოლა; ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა; ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №83 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №11 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №81 საჯარო სკოლა; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლა; 240 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა; ქალაქ საგარეჯოს №4 საჯარო სკოლა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთას საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №48 საჯარო სკოლა; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლა; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №155 საჯარო სკოლა; ასევე, 2 საჯარო სკოლას განსახორციელებლად: გადაეცა თანხა სანიტარული კვანძების სამუშაოების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლა.“ საქმიანობა: 19.1.13.9. მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება-დანერგვა (წარმოებული კვლევების საფუძველზე) ინდიკატორი: მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ჩართვის ხელშემწყობი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის მოქმედებს, პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხვის ალტერნატიული ფორმა. პროფესიული ტესტირების ალტერნატიული ფორმატი გულისხმობს შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ განხორციელებას. შემდგომ ეტაპზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თითოეული სტუდენტის პროფესიული განათლების მიწოდება ინდივიდუალურად იგეგმება მისი საჭიროების და შესაძლებლობის გათვალისწინებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №19/ნ ბრძანებით (18.02.2011) დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე7 პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №227 ბრძანებით (22.02.2009) დამტკიცებული ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საგამოცდო ცენტრი საშუალებას აძლევს შშმ პირს გამოცდაზე რეგისტრაციის დროს მიუთითოს სპეციალური საჭიროება, რის საფუძველზეც ცენტრი შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების და მაგისტრანტების კანდიდატების განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს. მათ შორის, მხედველობის არმქონე აბიტურიენტებისათვის ცენტრი უზრუნველყოფს ბრაილის შრიფტის გამოყენებას. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ “საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ “ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ზრუნავს შშმ სტუდენტებისთვის სწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნაზე. 241 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტთა დაფინანსებას უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურების (ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ფინანსდებიან 4-6 წლის განმავლობაში (პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის (2250 ლარი) ფარგლებში. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა აღნიშნული კატეგორიის 57 სტუდენტმა. საქმიანობა: 19.1.13.10. შშმ და სსსმ პირებისათვის პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, ადაპტირებული სასწავლო გარემოსა და ადაპტირებული სასწავლო მასალების უზრუნველყოფა ინდიკატორი: სტუდენტთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა; ადაპტირებული სასწავლო მასალების რაოდენობა; შშმ და სსსმ პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რაოდენობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სუსტად მხედველი და უსინათლო სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფის მიზნით, სასწავლო სახელმძღვანელოების აუდიო წიგნების შექმნა წარმოადგენდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტულ აქტივობას. 2016 წლის განმავლობაში შეიქმნა 26 სახელმძღვანელო აუდიო-ვერსია. საქმიანობა: 19.1.13.11. შშმ და სსსმ პირების პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ადამიანური რესურსის განვითარება ინდიკატორი: პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამშრომელთა რაოდენობა კვალიფიციურ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს პედაგოგების უწყვეტი გადამზადება. ინკლუზიური პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციის ასამაღლებლად სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების საკითხებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაინერგა ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გაძლიერების მექანიზმი. კერძოდ, მასწავლებლის სახლმა შექმნა სპეციფიკური საგანმანათლებლო კურსები სპეციალისტთა და დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად და/ან გასაძლიერებლად: ჟესტური ენის თარჯიმანთა კურსი განკუთვნილია ჟესტური ენის თარჯიმნებისა და დაინტერესებულ პირთათვის და გულისხმობს: ა) მსურველთა ჟესტური ენის თარჯიმნებად მომზადებას; ბ) ჟესტური ენის თარჯიმანთა კვალიფიკაციის ამაღლებას. 242 ჟესტური ენის შესწავლის კურსი განკუთვნილია ჟესტური ენის შესწავლის მსურველთათვის, თავად სმენის დარღვევის მქონე პირთათვის და გულისხმობს ჟესტური ენის შესწავლას ელემენტარულ დონეზე. ბრაილის სისტემის შესწავლის კურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის განკუთვნილი კურსი ავითარებს ბრაილის გამოყენებით წერა-კითხვის უნარსა და ბრაილის სწავლების სხვადასხვა ტექნიკას უსინათლო მოსწავლეებისთვის. მობილობა და სივრცეში ორიენტაციის სწავლების კურსი სატრენინგო მოდულებით ხორციელდება სპეციალისტთა გადამზადება, რათა მათ შეძლონ უსინათლო პირთა მხარდაჭერა მობილობა-ორიენტაციის უნარის გამომუშავებისას. ზემოთ აღნიშნული მოდულები სულ გაიარა 201-მა დაინტერესებულმა პირმა. საქმიანობა: 19.1.13.12. ავტორიზაციის სტანდარტების დახვეწის გზით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და საგანმანათლებლო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული დებულება, რომელიც მიზნად ისახავს სსსმ პირების განათლების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო გარემოში ადაპტაციას 2016 წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დეტალიზების მიზნით, შემუშავდა ქვესტანდარტების პროექტი, რის შედეგადაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეკისრება ვალდებულება ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, გაითვალისწინოს სტუდენტების განსხვავებული მოთხოვნები, საჭიროებები და უზრუნველყოს მათი შეუფერხებელი ჩართულობა საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში. აღნიშნული ქვესტანდარტი დამტკიცდება 2017 წლის პირველ ნახევარში განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. ამოცანა: 19.1.14. შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა კულტურულ, რეკრეაციულ და გასართობ ღონისძიებებში საქმიანობა: 19.1.14.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევა კულტურული დაწესებულებისა და მასალების ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში ინდიკატორი: შშმ პირთა საერთო კულტურულ სივრცესთან ინტეგრაციისათვის ტექნოლოგიური საშუალებების, პირობების გამოვლენილი საჭიროებები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უზრუნველყოფილია კულტურული მასალების ხელმისაწვდომობა ბრაილის შრიფტით გამოცემული ლიტერატურის, ხმოვანი წიგნების სახით, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი საინფორმაციო-ლიტერატურული მასალა. ამასთან, შშმ პირთა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამინისტრომ უზრუნველყო საკუთარი ვებგვერდის ადაპტირებული ვერსიის შექმნა მცირე 243 მხედველთათვის, რათა სპეციალური გამოქვეყნებული ინფორმაცია. სისტემის საშუალებით გაეცნონ ვებგვერდზე საქმიანობა: 19.1.14.2. კულტურული დაწესებულებების, მათ შორის თეატრების, კინოთეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და კულტურის ძეგლების მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, კულტურის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება; შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025“ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისათვის) მიზნებს. აღნიშნული მიზნების განხორციელების შესაბამისი ამოცანები და აქტივობები ასახული იქნება კულტურის სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც 2017 წლის დასაწყისში იქნება დამტკიცებული. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო „გზამკვლევზე შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში“ 2017-2018 წლებისათვის. დოკუმენტში ასახულია ის გამოწვევები, რომლებიც კულტურის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს. ამასთან, მოცემულია სამოქმედო გეგმას იმ აქტივობათა ჩამონათვალით, რომელთა განხორციელებასაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2017-2018 წლებში შესაბამის უწყებებთან (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ა.შ.) თანამშრომლობით გეგმავს, კულტურის სტრატეგია 2025-ის იმ ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული საქმიანობები განსაზღვრულია მეორე სტრატეგიულ მიმართულებაში „კულტურაზე წვდომა და კულტურული მრავალფეროვნება“, კერძოდ:       შშმ პირებისათვის შეღავათების მექანიზმების შემუშავება კულტურის სპეციალობებზე სწავლის ხელმისაწვდომობის მიზნით; კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სტრუქტურების მხარდაჭერა და წახალისება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, შშმ პირებისთვის სპეციალური პირობების (მაგ. ბილეთის დაბალი ფასი, თავისუფალი შესვლა, ღია კარის დღე და სხვ.) შეთავაზებისა და მათი დასაქმების მიზნით; კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, არსებული და მშენებარე კულტურის ობიექტების მათ საჭიროებებთან ადაპტაციის გზით; კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კადრების გადამზადება შშმ პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით; კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელშეწყობა შშმ პირების ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით (აუდიოწიგნები, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, სურდო-თარგმანი, სუბტიტრები, ინტერნეტ და ციფრული აპლიკაციები და ა.შ.) უზრუნველყოფის მიზნით; შშმ პირების კულტურისა და სახელოვნებო განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა, შესაბამისი საკანონმდებლო-მარეგულირებელი მექანიზმებისა და ადაპტირებული გარემოს და სპეციალური პროგრამების შექმნის მხარდაჭერით. 244 20. შრომითი უფლებები მიზანი: 20.1. შრომის უფლების დაცვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ამოცანა: 20.1.1. საკანონმდებლო ბაზის რევიზია და სრულყოფა საქმიანობა: 20.1.1.1. საქართველოს შრომის კოდექსის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დახვეწისათვის საჭირო ცვლილებების პროექტების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, სოციალურ პარტნიორებთან განხილვა და საქართველოს პარლამენტში ინიცირება ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის დახვეწის მიზნით, ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილების პროექტი ,საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა და დამტკიცდა „შრომის კოდექსის დებულებების შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (N01-8/ო, 14.01.2016). ამასთან, 2016 წლის 11 აპრილს გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მე2 სხდომა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა კომისიის საქმიანობის 2016-2017 წლების სტრატეგიული გეგმა. გეგმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება. სოციალურმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სხვა საკითხებთან ერთად, აფასებს შრომის კოდექსს და საჭიროების შემთხვევაში, ამუშავებს ცვლილებების პაკეტს, რომელიც წარედგინება სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა 4 შეხვედრა გამართა. შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პროექტი. ორგანულ კანონში ცვლილებები მზადდება ევროკავშირისაქართველოს ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამისად. XXX-ე დანართში მოცემული დირექტივები, რომელთა საფუძველზეც მზადდება ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში და რომელთა ტრანსპოზიციის ვადაც სამი ან ოთხი წელია. კანონპროექტი შეეხება შრომის სამართლის, დისკრიმინაციის აკრძალვის და გენდერული თანასწორობის საკითხებს და მზადდება შემდეგი დირექტივების გათვალისწინებით: 1991 წლის 14 ოქტომბრის საბჭოს 91/533/EEC დირექტივა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ინფორმირების ვალდებულების შესახებ; 1999 წლის 28 ივნისის საბჭოს 1999/70/EC დირექტივა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC), ევროპის მრეწველთა და დამსაქმებელთა კონფედერაციის კავშირის (UNICE) და დამსაქმებელთა და საწარმოთა ევროპული ცენტრის (CEEP) მიერ გაფორმებული “ვადიანი სამუშაოს შესახებ” ჩარჩო შეთანხმების თაობაზე; 245 1997 წლის 15 დეკემბრის საბჭოს 97/81/EC დირექტივა ევროპის მრეწველთა და დამსაქმებელთა კონფედერაციის კავშირის (UNICE), დამსაქმებელთა და საწარმოთა ევროპული ცენტრისა (CEEP) და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) მიერ გაფორმებული “ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს შესახებ” ჩარჩო შეთანხმების თაობაზე - დანართი: ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს შესახებ” ჩარჩო შეთანხმება; 2002 წლის 11 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/14/EC დირექტივა, რომელიც აყალიბებს ზოგად სტრუქტურას ევროპის თანამეგობრობაში დასაქმებულთა ინფორმირებისა და მათთვის კონსულტაციების გაწევის მიზნით – ევროპარლამენტის, საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი დეკლარაცია დასაქმებულთა წარმომადგენლობის შესახებ; 2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას; 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივა, რომელიც დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით აყალიბებს თანაბარი მოპყრობის ზოგად სტრუქტურას; 2006 წლის 5 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/54/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებისა და საქმიანობის საკითხებთან მიმართებით მამაკაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას; 2004 წლის 13 დეკემბრის საბჭოს 2004/113/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით მამაკაცისა და ქალის თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას; 1992 წლის 19 ოქტომბრის საბჭოს 92/85/EEC დირექტივა, რომელიც ეხება ორსულ, ახალ ნამშობიარებ და მეძუძურ მუშაკთათვის შრომის უსაფრთხო პირობებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღებას (მე–10 ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში); 1978 წლის 19 დეკემბრის საბჭოს 79/7/EEC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე მამაკაცისა და ქალის თანაბარი მოპყრობის პრინციპების განხორციელებას; საქმიანობა: 20.1.1.2. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სტანდარტების შემუშავება ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ინდიკატორი: წელიწადში შემუშავებულია მინიმუმ 3 სტანდარტის პროექტი ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) ფინანსური და ექსპერტული დახმარებით, 2016 წელს, შემუშავდა სტანდარტების პროექტები ევროკავშირის შემდეგი 4 დირექტივის გათვალისწინებით: 1. 1990 წლის 29 მაისის საბჭოს 90/269/EEC დირექტივა ტვირთის ხელით აწევის დროს, მუშაკთა მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების საფრთხის არსებობის პირობებში, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მე-4 ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მუხლის 16(1) კონტექსტში); 2. 1990 წლის 29 მაისის საბჭოს დირექტივა 90/270/EEC მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში); 246 3. 1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/58/EEC დირექტივა სამუშაოზე უსაფრთხოებასა და/ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეცხრე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში); 4. 1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/57/EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ (მერვე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში). საქმიანობა: 20.1.1.3. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შემუშავებულია ,,სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად - 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ. კანონპროექტის მიზანია სამუშაო გარემოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, რისკების, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფისათვის პრევენციისა და ძირითადი მოთხოვნების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება არ მომხდარა და იგეგმება საგაზაფხულო სესიის დროს. ამოცანა: 20.1.2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების იმპლემენტაცია საქართველოს მიერ საქმიანობა: 20.1.2.1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნებისა და ადგილობრივი აქტორების მოსაზრებების გათვალისწინებით ეროვნული კანონმდებლობის ჰარომინიზირება კონვენციების სტანდარტებთან ინდიკატორი: კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების საკითხებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ დასკვნებში ასახული პოზიტიური დინამიკა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111, N100, N122, N185 კონვენციების ანგარიშები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქმიანობა: 20.1.2.2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმპლემენტაციის ხელშემშლელი გარემოებების იდენტიფიცირება ღონისძიებების გატარება მათი აღმოფხვრის მიზნით კონვენციების და ქმედითი ინდიკატორი: კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების საკითხებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ დასკვნებში ასახული პოზიტიური დინამიკა 247 საქმიანობა: 20.1.2.3. შრომის საერთაშორისო იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება ორგანიზაციის კონვენციების ინდიკატორი: კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების საკითხებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ დასკვნებში ასახული პოზიტიური დინამიკა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადდა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111, N100, N122, N185 კონვენციების ანგარიშები, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბერს, გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. ამოცანა: 20.1.3. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობების განხილვა საქმიანობა: 20.1.3.1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი კონსულტაციების (შრომის საერთაშორისო ნორმები) შესახებ 1976 წლის კონვენციის (N 144) რატიფიცირების შესაძლებლობის/მიზანშეწონილობის განსაზღვრა ინდიკატორი: რატიფიცირებასთან დაკავშირებით მომზადებულია დასკვნები შესაბამისი უწყებების მიერ და შესაბამისი წინადადებები ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში 2016 წლის 11 აპრილს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოწვევით, გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მეორე სხდომა, სადაც განხილულ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი კონსულტაციების (შრომის საერთაშორისო ნორმები) შესახებ კონვენციის, 1976 წლის (N144) რატიფიცირების მიზანშეწონილობის საკითხი. სოციალური პარტნიორების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების შესახებ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა დაიწყოს რატიფიცირების აუცილებელი პროცედურების განხორციელება. N144 კონვენციის სავალდებულოდ აღიარების შესახებ მიღებულია დადებითი დასკვნები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან. მზადდება შეთანხმების ფურცელი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარკების გამართვის წესის დაცვის უზრუნველყოფის შესახებ 2002 წლის 3 მაისის საქართველოს პრეზიდენტის N218 ბრძანებულების შესაბამისად. საქმიანობა: 20.1.3.2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არარატიფიცირებული კონვენციების რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა ინდიკატორი: სოციალური პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით გამართული სამუშაო შეხვედრების რაოდენობა საქმიანობა: 20.1.3.3. ევროპის სოციალური ქარტიის (არარატიფიცირებული) მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი წინადადების ინიცირება საქართველოს პარლამენტში (მუხლი 2 - პუნქტი 3; მუხლი 3 - პუნქტები 1,2,4; მუხლი 4 - პუნქტები 1,5; მუხლი 8 პუნქტი 2; მუხლი 9; მუხლი 10 - პუნქტები 1,3; მუხლი 10 - პუნქტები 1,3; მუხლი 15 პუნქტი 1; მუხლი 17 - პუნქტი 2) 248 ინდიკატორი: რატიფიცირებასთან დაკავშირებით მომზადებულია დასკვნები შესაბამისი უწყებების მიერ და შესაბამისი წინადადებები ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ერთერთ აქტივობას წარმოადგენს ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების საკითხის განხილვა. 2016 წლის 11 აპრილის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, კიდევ ერთხელ, განიხილავს მოცემული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების საკითხს, დააზუსტებს და განმარტავს გარკვეულ საკითხებს, რის შემდეგაც, დაიწყება რატიფიცირების პროცედურები. საქმიანობა: 20.1.3.4. ევროპის სოციალური ქარტიის (არარატიფიცირებული) მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა ინდიკატორი: სოციალური პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით გამართული სამუშაო ამოცანა: 20.1.4. სამმხრივი სოციალური დიალოგის ინსტიტუტების გაძლიერება საქმიანობა: 20.1.4.1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის განვითარების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: შესაბამისი სამოქმედო პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გეგმა დამტკიცებულია სოციალური 2016 წლის 23 იანვარს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით გაიმართა სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, სოციალური პარტნიორების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ 2016-2017 წლების განმავლობაში განსახილველი საკითხები. მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემუშავდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობის 20162017 წლების სტრატეგიული გეგმა, რომელიც სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ 2016 წლის 11 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა. საქმიანობა: 20.1.4.2. სამმხრივი და ორმხრივი დიალოგის განვითარება/მხარდაჭერა რეგიონალურ და საწარმოო დონეზე ინდიკატორი: 1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მექანიზმი პილოტირებულია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში; 2. გამართული სამმხრივი და ორმხრივი დიალოგის დინამიკა საწარმოო დონეზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივით საქართველოში სამმხრივი და ორმხრივი დიალოგის ეფექტური მხარდაჭერისთვის ხორციელდება დაწესებულებებში/ორგანიზაციებში ორმხრივი დიალოგის მხარდაჭერის პილოტური პროექტი. 2016 წლის 11 აპრილს გამართულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის პილოტირება განხორციელდეს რეგიონალურ დონეზე კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 249 საქმიანობა: 20.1.4.3. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიისა წევრების, სამუშაო პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლების და კომისიის სამდივნოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება ინდიკატორი: 1. ორგანიზებულია სასწავლო ვიზიტი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებისათვის და სამუშაო პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისათვის სოციალური დიალოგის საუკეთესო საერთაშორისო მოდელების გაცნობის მიზნით; 2. გადამზადებული სამდივნოს თანამშრომლები; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ჩაატარა ტრენინგები 2016 წლის 15 ივლისს და 2016 წლის 12 სექტემბერს. ამოცანა: 20.1.5. შრომითი უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება საქმიანობა: 20.1.5.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარგლებში შექმნილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის კომპეტენციის გაფართოება ინდიკატორი: 1. დაწყებულია კონსულტაციები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით; 2. ინიცირებულია ცვლილებები შესაბამისი სამართლებრივ აქტში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის კომპეტენციის გაძლიერებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2016 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის N19 დადგენილებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, ხოლო პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა აამაღლოს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერება შრომის და ჯანმრთელობის დაცვის ნორმების/წესების შესახებ და მოახდინოს მათი ინფორმირება. პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს შრომის პირობების ინსპექტირება განხორციელდა 176 ობიექტზე, შემდეგი სფეროებიდან: ნავთობგადამუშავება, სამედიცინო, სამშენებლო, ტურიზმი, დისტრიბუცია, საიუველირო, კვების, სამთო, მძიმე და მსუბუქ მრეწველობა. შესაბამისად, ანგარიშებისა და რეკომენდაციების სახით დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს მიეწოდათ ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების შესახებ. შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ინსპექტირებამ მოიცვა როგორც თბილისი, ასევე, რეგიონები. 2016 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის N112 დადგენილებით დამტკიცდა „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“. ზედამხედველობის მიზანია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. ზედამხედველობის ამოცანაა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერება. ზედამხედველობის წესის შესაბამისად, დამტკიცდა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების 2016 წლის გეგმა, რომლითაც განისაზღვრა ის კომპანიების, სადაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორები 2016 წლის განმავლობაში ახორციელებდნენ გეგმიურ ზედამხედველობას. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების შესაბამისად, განხორციელდა სახელმწიფო ზედამხედველობა 99 კომპანიაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული 250 გეგმა გრაფიკის შესაბამისად, ხოლო 8 კომპანიაში განხორციელდა არაგეგმიური შემოწმება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შრომითი ექსპლუატაციის და იძულებით შრომის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექტორებს ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგ თემებზე:      იძულებითი შრომა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO მიერ; ევროკავშირის კანონმდებლობის სტრუქტურა და პრინციპები დასაქმებისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების ფარგლებში - ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) ფარგლებში; პრევენციის პრინციპები - ევროკავშირის მიდგომა პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხისადმი - ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) ფარგლებში; შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში - დამსაქმებელთა ასოციაციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ); სემინარი სანქციების შესახებ - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ). ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების პროცესის სრულყოფის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრის, განათების, ხმაურის მზომი ხელსაწყოები შეისყიდა, ხოლო შრომის ინსპექტორებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. საქმიანობა: 20.1.5.2. კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმის განვითარების კონცეფციის შემუშავება ინდიკატორი: შემუშავებულია მედიაციის მექანიზმის განვითარების კონცეფცია 2016 წლის 11 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ დაამტკიცა კომისიის საქმიანობის 2016-2017 წლების სტრატეგიული გეგმა, რომლის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შრომითი მედიაციის მექანიზმის განვითარება, რომელიც მოიცავს შრომითი მედიაციის მექანიზმის განვითარება/გაძლიერების კონცეფციის შემუშავებასა და მედიატორთა რეესტრის დამტკიცებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მედიატორთა შერჩევის პროცესი. 2016 წლის 24-26 ოქტომბერს, მედიატორობის კანდიდატებისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტმა როჯერ ლეკურმა ჩაატარა, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ტრენინგები შრომითი მედიაციის შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა სოციალურ პარტნიორებთან კანდიდატების გაცნობის მიზნით. მიღებულია სოციალური პარტნიორების ოფიციალური პოზიცია წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის N301 დადგენილებაში „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი პროექტის მომზადების პროცესი. ამოცანა: 20.1.6. სამუშაო ძალის შრომითი მიგრაციის რეგულირება და მართვა 251 საქმიანობა: 20.1.6.1. შრომითი მიგრაციის სფეროში ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება; საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება ინდიკატორი: გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა; საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით ლეგალური მიგრაციით დასაქმებულთა რაოდენობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ახორციელებს ცირკულარულის მიგრაციის საპილოტო პროექტს „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა „ისრაელის სახელმწიფოსთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულია შეთანხმების პროექტი და ამჟამად, მიმდინარეობს მისი შეთანხმების პროცესი სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ისრაელის სახელმწიფოსთან შემდგომი კომუნიკაციისა და მისი საბოლოო სრულყოფის მიზნით. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები ცირკულარული მიგრაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების გასაფორმებლად ავსტრიის, რუმინეთისა და საბერძნეთის სახელმწიფოებთან. ამოცანა: 20.1.7. შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება საქმიანობა: 20.1.7.1. თანამშრომლობისა და კონტაქტების გაღრმავება ტრადიციულ პარტნიორებთან (აშშ შრომის დეპარტამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ევროპის სასწავლო ფონდი) და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება ინდიკატორი: 1. მიმდინარე პროექტების განხორციელების შედეგები; 2. ინიცირებული ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები 2016 წლის 18 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ი თანამშრომლობას შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის, დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. კერძოდ, მემორანდუმის საგანს წარმოადგენს:   დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა; „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, მასში შესატანი ცვლილებების შემუშავებაში დახმარება; 252  შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავება. ამოცანა: 20.1.8. შრომით უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და პროაქტიული გამოქვეყნება საქმიანობა: 20.1.8.1. სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირება და პროაქტიული გამოქვეყნება ინდიკატორი: ინფორმაცია გამოქვეყნებულია სათანადო პერიოდულობით საქართველოს პროკურატურა აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება სამუშაო ადგილებზე პირთა დაშავებას, გარდაცვალებას ან/და შრომის წესების დარღვევას. 2016 წელს საქართველოს სსკ-ის 170-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ, 240-ე მუხლით 24 პირის მიმართ, ხოლო 2401 მუხლით 2 პირის მიმართ. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა, რომლის შემდგომ მომზადდება შესაბამისი ანალიზი. 21. ეკოლოგიური უფლებების დაცვა მიზანი: 21.1. ადამიანის ეკოლოგიური უფლებების შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი გარანტიების განმტკიცება ამოცანა: 21.1.1. შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან საზოგადოების გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიღება/მოპოვების პროცედურის გამარტივება მიერ საქმიანობა: 21.1.1.1. საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროდირექტივებთან დაახლოების საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ინდიკატორი: შემუშავებულია შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ და ინიცირებულია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მომზადდა, საკანონმდებლო ცვლილების პროექტი “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლში, ტერმინის „გარემოსდაცვითი ინფორმაცია” დამატების შესახებ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება 2016 წლის 13 აპრილს შევიდა ძალაში. საქმიანობა: 21.1.1.2. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მატარებელ ორგანიზაციათა მონაცემთა ბაზის შექმნა და ამ ორგანიზაციების ინვენტარიზაცია ინდიკატორი: შემუშავებული მონაცემთა ბაზა (რეესტრი); ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებული მეტაინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მატარებელი ორგანიზაციათა მონაცემთა ბაზა, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე eiec.gov.ge. 253 ბაზა მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის სტატუსის, საიდენტიფიკაციო კოდის, მისამართის, საქმიანობის აღწერის, ვებგვერდისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ. მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია დაყოფილია კატეგორიების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა ორგანიზაციები სორტირებული იქნას ადგილმდებარეობის, სტატუსისა და თემის მიხედვით. საქმიანობა: 21.1.1.3. სასწავლო ტრეინინგ კურსის შემუშავება და ჩატარება იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომლებიც ვალდებული არიან გასცენ გარემოსდაცვითი ინფორმაცია ინდიკატორი: ჩატარებული სასწავლო ტრეინინგ კურსი; ჩატარებული ტრენინგებისა და დატრენინგებული საჯარო მოხელეების რაოდენობა; გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაწეული კონსულტაციების რაოდენობა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციისა და შეთანხმების საფუძველზე მომზადდა ,,გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი“. აღნიშნული წესი დამტკიცდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ და პირველ ეტაპზე, წესის მოქმედების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, შეეხება სამინისტროს და მის მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. ამასთან, შეიცვალა ტრენინგების სამიზნე ჯგუფები, რადგან ,,გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი“ პირველ ეტაპზე გავრცელდება მხოლოდ სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალ ორგანოებზე. ამოცანა: 21.1.2. კანონპროექტების/მთავრობის აქტების ეფექტიანი საჯარო განხილვები (გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ პირებთან) საქმიანობა: 21.1.2.1. საჯარო განხილვების (დისკუსიის) პროცედურის, შემუშავება და დანერგვა საერთაშორისო და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ინდიკატორი: ჩატარებული საჯარო განხილვების (დისკუსიების) რაოდენობა; ჩატარებული დისკუსიების რაოდენობა თემატიკის მიხედვით; მიმართვიანობის სტატისტიკა გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, 2016 წელს მოეწყო ორი კანონპროექტის და ერთი ეროვნული ანგარიშის საჯარო განხილვა:    თევზჭერის საკითხების მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით მომზადებული პროექტები; საქართველოს კანონში - ,,ნარჩენების მართვის კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტი; ორჰუსის კონვენციის მე-5 ეროვნული ანგარიში; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე eiec.gov.ge არსებული ელექტრონული სერვისების, როგორებიცაა: დასვით შეკითხვა, მწვანე ასისტენტი და ცენტრის საინფორმაციო ელ.ფოსტის (info@eiec.gov.ge); საშუალებით საზოგადოებას აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია მათ მიერ მოთხოვნილ სხვადასხვა გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებით. 254 გარემოსდაცვითი თემების აქტუალობის ცვალებადობიდან გამომდინარე აღინიშნება შემდეგი ტენდენცია:  ინფორმაცია ნარჩენების მართვის კოდექსით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით 18,3%;  ინფორმაცია გარემოსდაცვით მმართველთან დაკავშირებით - 9,4%;  ინფორმაცია ნადირობისა და თევზჭერის რეგულაციებთან დაკავშირებით - 11,8%;  ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ - 10,5%;  ინფორმაცია გარემოსდაცვით სფეროში არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით - 9,7%;  ინფორმაცია გარემოსდაცვით ნებართვებსა და ლიცენზიებთან დაკავშირებით - 7,6%;  ინფორმაცია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების შესახებ - 4,2%;  ინფორმაცია მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით - 10,5%;  ინფორმაცია სხვა გარემოსდაცვით საკითხებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით 18%. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს მოეწყო 130-ზე მეტი საჯარო განხილვა. ამოცანა: 21.1.3. გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქმიანობა: 21.1.3.1. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ინდიკატორი: შემუშავებული ტრენინგ-მოდულები; გამართული რაოდენობა; დატრენინგებული მონაწილეების რაოდენობა ტრენინგების 2016 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა შემდეგი ტრენინგ-მოდულები - ,,მედია გარემოსთვის”; “ეკოპროექტების მენეჯმენტი”, “ეკოლიდერთა სკოლა”, “მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის სასერტიფიკატო პროგრამა“ და ,,ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების რისკების მართვა”. 2016 წელს ცენტრის მიერ გაიმართა ტრენინგები:        “ეკოლიდერთა სკოლა” წარმატებით დაასრულა 62-მა მოსწავლემ (ასაკი - 13-17 წელი). “გარემოსდაცვითი მმართველის” ტრენინგი გაიარა 176-მა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის, გასაუბრების შედეგად მიღებულმა ორმა სტუდენტმა, რომლებმაც აღნიშნული კურსი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უფასოდ გაიარა. “ეკოპროექტების მენეჯმენტის” ტრენინგი გაიარა 9 სტუდენტმა. “მედია გარემოსთვის” ტრენინგი გაიარა მასმედიის 16-მა წარმომადგენელმა და 10-მა ბლოგერმა. სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიარა 20-მა პედაგოგმა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო -”სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, 5-6 წლის ბავშვებთან სამუშაოდ. აღნიშნული ტრენინგი ქ. თბილსის ბაგა-ბაღის 159-მა აღმზრდელმა და მეთოდისტმა გაიარა. გაიმართა ტრენინგები თემატიკით: ,,საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება“. ტრენინგების შედეგად გადამზადდა სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” 30 რეინჯერი; 255    4-დღიანი ტრენინგ-კურსი: - “ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები“ მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს ველზე. ტრენინგების შედეგად გადამზადდა 353 ტყის მცველი. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის ტრენინგი გაიარა 92-მა ტექნიკოსმა. გაიმართა ტრენინგები თემატიკით: ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების რისკების მართვა. ტრენინგების შედეგად გადამზადდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების (ამბროლაური, ონი, ლენტეხი, წყალტუბო, ცაგერი სამტრედია) 128 წარმომადგენელი. 2016 წელს ცენტრის მიერ სულ გადამზადდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის 383 თანამშრომელი. 2016 წელს ცენტრის მიერ ჩატარდა 58 ტრენინგი, მათ შორის: სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის (179), მასმედიის წარმომადგენლებისა და ბლოგერებისთვის (26), სკოლის მოსწავლეებისთვის (62), სტუდენტებისთვის (9), გარემოსდაცვითი მმართველებისთვის (176), დაცული ტერიტორიების რეინჯერებისთვის (30), ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველებისთვის (353), მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსებისთვის (92), ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის (128). 2016 წელს, აღნიშნულ ტრეინინგებში მონაწილეობა მიიღო 1055-მა პირმა. საქმიანობა: 21.1.3.2. საინფორმაციო კამპანიის წარმოება ინდიკატორი: გამართული საინფორმაციო შეხვედრების რაოდენობა; გამართული საინფორმაციო კამპანიების რაოდენობა; შეხვედრებსა და კამპანიებში მონაწილეთა რაოდენობა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საანგარიშო პერიოდში გამართა 16 საინფორმაციო შეხვედრა შემდეგ თემებზე:                 რა შემთხვევაში ირღვევა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა? რამდენად მზადაა ბიზნესი და საზოგადოება ნარჩენების მართვისთვის “მწვანე" ეკონომიკის თანამედროვე კონცეფცია თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა ენერგოეფექტიანობა თეორიასა და პრაქტიკაში სატყეო სექტორის რეფორმა და ახალი კანონმდებლობა როგორ გადავიღოთ ლანდშაფტის ფოტო ეკო Sturtups ტექნოლოგიები და ველური ბუნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა მინისტრთა მერვე კონფერენცია „გარემო ევროპისთვის“ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და ამ სფეროში არსებული პრობლემები; „ხშირად დასმული კითხვები“ - დაცული ტერიტორიები, ნადირობა, ნარჩენების სეპარირება, გარემოსდაცვით სფეროში დანერგილი სიახლეები და ბათუმში მინისტერიალი. მედეა გარემოსთვის მწვანე ბიზნესი სემინარი ვერცხლისწყლის შესახებ ამოცანა: 21.1.4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების სისტემის გაუმჯობესება 256 საქმიანობა: 21.1.4.1. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება ინდიკატორი: შემუშავებული კანონპროექტი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი", რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, კერძოდ სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე. ამასთან, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, გაიმართა სასწავლო სემინარები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ასევე, დამგეგმავმა ორგანოებმა და საკონსულტაციო ორგანიზაციებმა ასევე, შემუშავდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკაში განხორციელების ორი სახელმძღვანელო დოკუმენტი. საქმიანობა: 21.1.4.2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების პირობების შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესება ინდიკატორი: გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებათა რაოდენობა და შემოწმების შედეგების მიხედვით ნებართვის პირობების დარღვევის ფაქტების რაოდენობა; გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულების მაჩვენებლები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში „ზედამხედველობის დეპარტამენტი“) მიერ 2016 წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში განხორციელდა ინსპექტირება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე 40 რეგულირების ობიექტზე. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების დარღვევები გამოვლინდა 29 რეგულირების ობიექტზე. ზემოაღნიშნული 40 ობიექტიდან, 17 ობიექტზე გადამოწმდა წინა შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულების მდგომარეობა და დადგინდა, რომ 11 ობიექტზე დაკისრებული ვალდებულებები შესრულებულია, ხოლო დანარჩენ 6 (ექვსი) ობიექტის მიმართ, ვინაიდან დადგენილი ვალდებულებები არ ჰქონდათ შესრულებული გატარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ ეტაპზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გონივრული ვადების განსაზღვრის ღონისძიებები და მათი შესრულების მონიტორინგი. საქმიანობა: 21.1.4.3. გარემოზე ზემოქმედების საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა ნებართვის გაცემის პროცესში ინდიკატორი: საზოგადოების ჩართულობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ყველა ეტაპზე (სკრინინგი, სკოპინგი, გადაწყვეტილების მიღება) 257 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი", რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, კერძოდ სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე. ამოცანა: 21.1.5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვა საქმიანობა: 21.1.5.1. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება ინდიკატორი: პროცედურების ჩამოყალიბება იმ გეგმებისა და პროგრამების განსაზღვრისათვის, რომლებიც ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას; გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების კომპლექსური შეფასება სექტორების მიხედვით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი", რომელიც ჩამოაყალიბებს პროცედურებს იმ გეგმებისა და პროგრამების განსაზღვრისთვის, რომლებიც ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. 22. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა მიზანი 22.1: სახელმწიფო სტრუქტურებში დანერგილია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ სოციალური ნორმების, დამოკიდებულებების და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პრევენციის ხელშემწყობი მექანიზმები; ამოცანა 22.1.1 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის განმახორციელებელ უწყებებს აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და შესაძლებლობები მიზნის ინდიკატორი: 1. იმ უწყებების რაოდენობა, რომლებმაც დანერგეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგ–პროგრამები სტანდარტული ოპერატიული პროცედურების მიხედვით საბაზისო: 3(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა) საბოლოო: სტანდარტული ოპერატიული პროცედურები შემუშავებულია ყველა უწყების მიერ, რომლებმაც დანერგეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პროფესიული საგანმანათლებლო ტრენინგპროგრამები.2. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების % მაჩვენებელი: საბაზისო :23% 2015 წელს სსიპ „112“-ში სავარაუდო „კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა“ დაფიქსირდა 15 910 შეტყობინება ; გამოიცა 2726 შემაკავებელი ორდერი; სსკ–ის 126 პრიმა მუხლით 760 ფაქტზე დაიწყო გამოძიება ; სსკ-ის 11 პრიმა მუხლზე მითითებით 168 ფაქტზე დაიწყო გამოძიება საბოლოო: 5% ზრდა 3. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის რგოლის მუშაკებისთვის ჩატარებული პილოტური ტრენინგების შეფასების საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები და დანერგილია უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში 258 საბაზისო : 2015 წელს პირველადი ჯანდაცვის რგოლის 27-მა მუშაკმა გაიარა ტრენინგი საბოლოო: რეკომენდაციები ინტეგრირებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობა 22.1.1.1 ეროვნული რეფერალური მექანიზმის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სპეციფიკის (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების) გაცნობის /კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროფესიული ტრენინგების ჩატარება შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისათვის: 2016 წელს, დონორული მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 357 თანამშრომელს, კერძოდ პატრულ ინსპექტორებსა და უბნის ინსპექტორ გამომძიებლებს, ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, კერძოდ: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადდა 150 პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმმა“ ძალადობის შემთხვევების აღმოჩენის და მართვის, მსხვერპლის დახმარების, მოძალადის დასჯის ღონისძიებებთან (ოჯახში ძალადობის აღკვეთის ეროვნული რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან) დაკავშირებით გადამზადდა შინაგან საქმეთა სამინსიტროს 15 თანამშრომელი. ამასთან სამინისტროსთან თანამშრომლობით აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით თემაზე „ოჯახური დანაშაულის გამოძიება“ ტრენინგი გაიარა 48 პოლიციის თანამშრომელმა ასევე სამინისტროს მხარდაჭერით „მერკურის“ მიერ 100 პოლიციელს ჩაუტარდა ტრენინგი თემებზე: ტაქტიკა და სტრატეგია პოლიციელთათვის ოჯახში ძალადობის ინტერვენციისას; საერთაშორისო მექანიზმები ოჯახში ძალადობის და ბავშვის უფლებების საკითხებზე, რეფერირების მექანიზმები და სხვა; ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მიერ ორგანიზებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ტრენინგები გაიარა პოლიციის 4-მა თანამშრომელმა. სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში „ოჯახში ძალადობა და მასზე რეაგირების მექანიზმები“ მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 40-მა თანამშრომელმა, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული რეფერალური მექანიზმის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სპეციფიკის (მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების) გაცნობის /კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელთათვის ჩატარდა 6 ტრენინგი. ტრენინგების ფარგლებში, პროფესიული მომზადება გაიარა პროკურატურის სისტემის 130-მა თანამშრომელმა. მათ შორის იყვნენ პროკურორები, საშუალო რგოლის მენეჯერები, სტაჟიორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. ეროვნული რეფერალური მექანიზმის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სპეციფიკის (მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების) გაცნობის /კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ განხორციელდა 4 თემატური ტრენინგი „გენდერული ტენდენციები განათლებაში“ პროფესიულ 259 საგანმანათლებლო დაწესებულებაში თანამშრომელთათვის. პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ეროვნული რეფერალური მექანიზმის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სპეციფიკის (მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების) გაცნობის /კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 2016 წელს ჩატარდა 9 ტრენინგი, მათ შორის 3 იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის. 2016 წელს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ტრენინგები გაიარა იურიდიული დახმარების სამსახურის 26–მა ადვოკატმა. 2016 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი, რომელთათვისაც სავალდებულოა შესაბამისი სერტიფიცირება. პროცესი 2015 წელს დაიწყო და 2017 წლის 1 აპრილისათვის უნდა დასრულდეს. 2016 წლის განმავლობაში ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადება გაიარა: - მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის ქალების) უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2508 მოსამსახურემ; - ეფექტიან კომუნიკაციასთან, აგრესიის, ძალადობრივი ქცევის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2479 მოსამსახურემ; 2016 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებელი 9 ტრენინგი და სასწავლო პროგრამა გაიარა პრობაციის ეროვნული სააგენტოს 464-მა თანამშრომელმა (ზოგიერთმა მათგანმა რამდენიმე ტრენინგში მიიღო მონაწილეობა). მათ შორის, 100- მა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა გაიარა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების 2016 წლის პროგრამის“ ფარგლებში, ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარდა 2 ტრენინგი. კერძოდ, 1 ტრენინგი განხორციელდა მოსამართლეებისთვის და მასში მონაწილეობა მიიღო 9 მოსამართლემ, ხოლო მეორე ტრენინგი -თანაშემწეებისთვის, რომელსაც დაესწრო 13 მოსამართლის თანაშემწე. სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში სახელმწიფო ფონდი) 54-მა თანამშრომელმა (მათ შორის ცხელი ხაზის ოპერატორებმა), გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია" ფარგლებში გაიარა ტრენინგი შემდეგ თემებზე: ოჯახში ძალადობის აღკვეთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, თავშესაფრის ადმინისტრირების საკითხები (მათ შორის: კონფიდენციალურობა, ბენეფიციარების ძალადობისაგან დაცვა, უკუკავშირისა და მონიტორინგის პროცედურები, დისკრიმინაცია, საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები). ასევე, 2016 წლის 9 მარტს ჩატარდა სამუშაო/საინფორმაციო შეხვედრა ცხელი ხაზის ოპერატორებთან ოჯახში ძალადობის საკითხებზე საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. 260 2016 წლის 2-3 ნოემბერს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი ფონდის პროექტის ,,საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი სოციალური მუშაკებისათვის, თემაზე: ,,ოჯახში ძალადობა და სოციალური მუშაობა“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ფონდის თავშესაფრების 5-მა სოციალურმა მუშაკმა. 2016 წლის 24-30 მაისს, პროექტის (USAID) ,,საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში მომზადებული კურიკულუმის შესაბამისად, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 19 უფროსი სოციალური მუშაკი. 2016 წლის 27–28 ივნისს, გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა ეფექტიანი დაცვის/დახმარების/ რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა (მათ შორის უფროსი სოციალური მუშაკების მონაწილეობით) და ფონდის თანამშრომლებს (მათ შორის თავშესაფრების უფროსებისა და თავშესაფრების სოციალური მუშაკების მონაწილეობით) შორის ინფორმაციის გაზიარებისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით (მონაწილეთა რაოდენობა 40). 2016 წლის 21 სექტემბერს დაიწყო სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების ტრენინგი და წლის განმავლობაში გადამზადდა 255 სოციალური მუშაკი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერთა ტრენინგის შედეგად გადამზადებული უფროსი სოციალური მუშაკები.‘‘; საქმიანობა 22.1.1.3. ქალთა მიმართ ძალადობისა (მათ შორის – ადრეული ქორწინების საკითხების) და ოჯახში ძალადობის საკითხების პროფესიული განვითარების პროგრამებში ინტეგრირება და დანერგვა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების პროფესიულ განვითარების პროგრამებში ინტეგრირებისა და დანერგვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მუდმივად ახორცილებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას საბაზისო კურსზე. 2014 წლის სექტემბრიდან შსს აკადემიაში დაინერგა სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის საკითხების სწავლება. აღნიშნული ვალდებულების შესრულება გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტით. 2015 წლიდან, გაეროს ქალთა ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შსს აკადემიაში შემუშავდა და დაინერგა „ გენდერული თანასწორობის კურსი“, რომელიც ინტეგრირებულია საბაზისო სწავლების კურსის კურიკულუმში და ემსახურება აკადემიის მსმენელთა მგრძნობელობის გაზრდას აღნიშნული საკითხისადმი. 2016 წელს, საქართველოს პროკურატურის მიერ, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აკრძალვის მათ შორის ადრეული ქორწინების საკითხები, ინტეგრირდა ოჯახში ძალადობის თემაზე მომზადებულ სპეციალიზებულ სასწავლო კურსებსა და სტაჟიორთა მოსამზადებელ პროგრამაში. საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავდა დამატებითი კომპლექსური სასწავლო მასალა - ქალთა უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის თემაზე. ასწავლო პროგრამები მოიცავს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას, ასევე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ბავშვებთან და მოწმეებთან კომუნიკაციის ტექნიკებს. 261 საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის ფარგლებში, რომელიც ფუნქციონირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და მასში ტრენერებად წარმოდგენილნი არიან იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, მომზადდა სატესტო მოდული „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის სამართლებრივი საშუალებები“. ამჟამად მიმდინარეობს მოდულის ადაპტირება დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე ინფორმაციის ინტეგრირების მიზნით. 2017 წლის 11-12 თებერვალს იგეგმება კლინიკის ტრენერების ტრენერთა ტრენინგის ჩატარება. 2017 წლის თებერვლის ბოლოს კი საპილოტე რეჟიმში ჩატარდება უფასო ტრენინგები. დასრულებული სახით მოდული წარმოდგენილი იქნება ორი მიზნობრივი ჯგუფისთვის: 1) პედაგოგების/ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალისა (7 საათიანი ტრენინგ- მოდული) და 2) ნებისმიერი დაინტერსებული პირისთვის (მათ შორის, განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის) ცნობიერების ამაღლების მიზნით (3 საათიანი ტრენინგ-მოდული). ქალთა მიმართ ძალადობისა (მათ შორის – ადრეული ქორწინების საკითხების) და ოჯახში ძალადობის საკითხების პროფესიული განვითარების პროგრამებში ინტეგრირება/ დანერგვის მიზნით განხორციელდა ტრენინგი: “სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. ტრენინგს დაესწრო 282 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით. მასწავლებლები გაეცნენ ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და სახეებს; ოჯახში ძალადობის სახეებს; სტიგმასა და სტერეოტიპული აზროვნების გავლენას ძალადობასა და ბულინგზე, ქალთა უფლებები და სხვა. შემუშავების პროცესშია ტრენინგ მოდული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა ჯანსაღი ცხოვრების წესი. ოჯახში ძალადობის თემები ინტეგრირებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის როგორც სამოსამართლო კანდიდატების მოსამზადებელ, ისე მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამებში. სამოსამართლო კანდიდატების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ თემას ეთმობა 1 სრული დღე, ხოლო მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს 2 ტრენინგის ჩატარებას ეროვნული რეფერალური მექანიზმის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სპეციფიკის (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების) გაცნობისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საქმიანობა 22.1.1.4. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის განმახორციელებელი და მომსახურების მიმწოდებელი უწყებების მიერ, წინამდებარე სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ყოველწლიური შიდა სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება ან უკვე არსებულ შიდა ინსტიტუციურ სამოქმედო გეგმაში ინტეგრირება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს წინასწარ განსაზღვრული ღონისძიებების მიხედვით საინფორმაციო კამპანიების წარმოებას 2016-2017 წლების განმავლობაში. აქართველოს მთავარ პროკურატურაში შემუშავდა პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგია, სადაც სპეციალური თავი ეხება ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. 262 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა „გენდერული თანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა“, სადაც ინტეგრირებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ეტაპზე დოკუმენტი წარმოადგენს სამუშაო ვერსიას. 2016 წელს, სახელმწიფო ფონდის მიერ შემუშავდა ფონდის სამოქმედო გეგმა, სადაც ინტეგრირდა წინამდებარე გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შეიქმნა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმი - გენდერული თანასწორობის საკითხების კომისია, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ოჯახში ძალადობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე. კომისიის მიერ შემუშავდა გენდერული თანასწორობის სტრატეგია და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმაში მოცემული ამოცანის - "მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამებით" ერთ-ერთ ღონისძიებად განისაზღვრა: "ფსიქო-სოციალური საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთიანი სტანდარტის შემუშავება და პროგრამების პაკეტის შექმნა სპეციალური ჯგუფების გათვალისწინებით (მათ შორის ძალადობაზე, ნივთიერება დამოკიდებულებაზე, აზროვნების და ხედვის შეცვლაზე, ჯანსაღ ცხოვრებაზე და სხვა)" იუსტიციის უმაღლესი სკოლის შიდა ინსტიტუციურ სამოქმედო გეგმას ტრენინგების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, წარმოადგენს სამოსამართლო კანდიდატების მომზადებისა და მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამები. ამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამა ისევე, როგორც მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამა, უკვე დამტკიცებულია. საქმიანობა 22.1.1.5. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის, აღკვეთისა და დაცვის განმახორციელებელი თითოეული უწყების მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ან ერთეულის გამოყოფა/დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა და ფუნქციონირებს „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“, რომელიც შეისწავლის ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ადეკვატურობას და გამოიკვლევს ოჯახის წევრთა მიერ ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებს. კომისიის ეფექტიანად მუშაობის მიზნით, კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სამდივნო, რომლის კომპეტენციაა შსს-ს დანაყოფებიდან ოჯახში ძალადობის და ოჯახურ დანაშაულებზე ინფორმაციის მიღება ყოველთვიურად და ანალიზის შედეგად კომისიისთვის ინიციატივების წარდგენა. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელ ერთეულად საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიყო ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოყო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელი ერთეული ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო. 263 საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხები აისახა სოციალური დაცვის დეპარტამენტის დებულებაში და გამოიყო პასუხისმგებელი პირი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში შეიქმნა ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველო. სახელმწიფო ფონდის ცენტრალური აპარატის ფარგლებში ფუნქციონირებს საზოგადოებასთან და დონორებთან ურთიერთობის სამმართველო, ასევე მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველო. აღნიშნული სამმართველოები პასუხისმგებელნი არიან სამთავრობო გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება/მიმდინარეობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შექმნილია კომისია, სამინისტროს ჰყავს გენდერული საკითხების სპეციალისტი (გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით), სამინისტრომ აიღო ვალდებულება 2017 წლის აპრილიდან დაუშვას გენდერული მრჩევლის პოზიცია. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ან ერთეულის გამოყოფა/დამტკიცების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სამუშაო აღწერილობის პროექტი (Terms of Reference). დოკუმენტისთვის საბოლოო სახით შემუშავების შემდგომ დაგეგმილია შესაბამისი კანდიდატურის დანიშვნა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელ ერთეულს წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციული დეპარტამენტი. ამოცანა 22.1.2 საზოგადოების ინფორმირებულობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მოქმედი კანონმდებლობისა და მომსახურების შესახებ. მიზნის ინდიკატორი: კანონმდებლობისა და არსებული მომსახურებების შესახებ ინფორმირებულობის % მაჩვენებელი. საბაზისო: სამართლებრივი დაცვის მექანიზმებზე -57 %; მომსახურებების შესახებ 50%4 საბოლოო: არანაკლებ 20% ზრდა საქმიანობა 22.1.2.1 ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა მიმართ ძალადობისა (მათ შორის – ადრეული ქორწინების საკითხების) და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების/ტრენინგების განხორციელება. საჯარო სკოლებთან მიმართებით აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ იცილოთ, 22.1.1.3 - აქტივობის შესრულების ანგარიში. 2016 წლის 9 მარტს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ,,მერმისი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მიგრაციის ცენტრი“ ჩართულობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „იცხოვრე ძალადობის გარეშე“ და „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება“-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის 20 სტუდენტი. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული კანონმდებლობის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან (ე.წ. სტამბოლის კონვენცია) 264 შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა. პროფესიულ სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილ ცვლილებებზე, ძალადობის სახეებზე, ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე, მოძალადის ფსიქოტიპზე, მოძალადეთა რეაბილიტაციისა და ადრეული ქორწინებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის „მიგრაციის ცენტრი“ ჩართულობით მსგავსი შინაარსის და ფორმატის ღონისძიება გაიმართა ასევე სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ (ესწრებოდა 40-მდე პროფესიული სტუდენტი) და სსიპ პროფესიულ კოლეჯში „ფაზისი“ (ესწრებოდა 30-მდე პროფესიული სტუდენტი).გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, პროფესიულ კოლეჯში "ფაზისი", არასამთავრობო ორგანიზაცია მეწარმე ქალთა ფონდის მიერ ინიცირებული “16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ “ფარგლებში გაიმართა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობდა კოლეჯის 100-მდე პროფესიული სტუდენტი. 2016 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის მე3 ნაკადის მონაწილეების მიერ ცენტრის ბაზაზე მომზადდა სატესტო მოდული „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის სამართლებრივი საშუალებები“. ამჟამად მიმდინარეობს მოდულის ადაპტირება დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეებზე ინფორმაციის ინტეგრირების მიზნით. „გარდა აღნიშნულისა ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში ძალადობა და მისი აღმოფხვრის თემა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ტრეფიკინგი, ბულინგი და ნებისმიერი სხვა სახის ძალადობა, წარმოდგენილია 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ პროგრამებში და ამ პროგრამების შესაბამისობით შექმნილ სახელმძღვანელოებში. ამასთანავე, 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის ბიოლოგიის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად შექმნილ სახელმძღვანელოში (მე-8 კლასი) ერთ-ერთი პარაგრაფი ეძღვნება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც აღწერილია ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემები და რისკები, აგრეთვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები და დარღვევები, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც გოგონების, ასევე ახალშობილთა ჯანმრთელობაზე. აქვე ხაზგასმულია რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები, რომელიც ასევე მჭიდრო კავშირშია ადრეულ ქორწინებასთან.”. საქმიანობა 22.1.2.2 ქალთა მიმართ ძალადობისა (მათ შორის – ადრეული ქორწინების საკითხების) და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე არსებული სახელმწიფო მომსახურებების პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება თბილისსა და რეგიონებში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან: 2016 წლის მარტში საქართველოს პროკურატურაში გაიმართა პროექტის „ადგილობრივი საბჭო“ პრეზენტაცია. „ადგილობრივი საბჭოს“ ფუნქციაა განიხილოს რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობა, მიიღოს გადაწყვეტილებები რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შეიმუშავოს ინიციატივები და სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დასახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმა. 2016 წელს პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში, პროკურორების მიერ ქ. ბათუმში ჩატარდა 5 საინფორმაციო შეხვედრა, აგრეთვე 3 შეხვედრა ჩატარდა ქვემო ქართლსა და კახეთში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა. შეხვედრისას პროკურორებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დასჯის შესახებ. აღნიშნული შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ სამენოვანი (რუსული, სომხური და აზერბაიჯანული) საინფორმაციო ბროშურები 265 ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში“ 2016 წელს პროკურორებმა ჩაატარეს 30 საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოზემო სვანეთში, კახეთში მცხოვრებ პირებთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც. 2016 წლის 19 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილ მოსახლეობასთან 5 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ოჯახში ძალადობის თემატიკაზე ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელდა შეხვედრა მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირებთან. სამინისტროს მიერ ჩატარებული შეხვედრების თემატიკა მოიცავდა ადრეული ქორწინების საკითხსაც; სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების საკითხებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართეს 10 შეხვედრა 2016 წლის 30 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისისა და რუსთავის ბიუროების ადვოკატები ეწვივნენ მარტყოფის დროებითი განთავსების ცენტრს და იქ მცხოვრებ უცხოელებს გაუწიეს იურიდიული კონსულტაციები სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, ფონდის პროექტის (USAID) "საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება" - ფარგლებში მოწყვლად ჯგუფებთან გაიმართა 12 საინფორმაციო შეხვედრა/საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორის პრევენციულ ღონისძიებებსა და ფონდის მომსახურებებზე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთათვის. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ფონდის მიერ ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის, კახეთის, გორისა და ქუთაისის მოსახლეობასთან. 2016 წელს, ქალთა მიმართ ძალადობისა (მათ შორის – ადრეული ქორწინების საკითხების) და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე არსებული სახელმწიფო მომსახურებების პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო ფონდმა არაერთი მედია კამპანია განახორციელა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კამპანიის „ადრეული ქორწინების წინააღმდეგ“, „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით, სისტემატურად ტარდებოდა გასვლით ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში, სადაც შედარებით ხშირად ფიქსირდება ადრეული ქორწინების ფაქტები. საჯარო სკოლებში მშობლებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა ადრეული ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები. შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობდნენ რელიგიური და თემის ლიდერები. სულ, 2016 წელს ჩატარდა 11 საჯარო შეხვედრა საგარეჯოს, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის მუნიციპალიტეტების სოფლების სკოლებში. (იორმუღანლო, ლამბალო, 266 დუზაგრამა, კალინინო, გარდაბნის ქესალო, ამამლო, კარაბულახი, ტალავერი, პანტიანი, ბაზაქლო). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა (მათ შორის – ადრეული ქორწინების საკითხების) და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე არსებული სახელმწიფო მომსახურებების პოპულარიზაციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 5 საინფორმაციო შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან. საქმიანობა 22.1.2.3 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მსჯავრდებულებისათვის და პირობით მსჯავრდებულებისათვის (კვარტალში არანაკლებ 1 შეხვედრა) 2016 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით პროგრამებში მონაწილეობა მიიღო პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა 43-მა ბენეფიციარმა. ამასთანავე, იმავე პერიოდში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ პროგრამებში: „ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამა“ და „ძალადობის რაობა და ძალადობისგან დაცვის საკანონმდებლო მექანიზმები“ – ჩართული იყო 79 პირობით მსჯავრდებული. ამოცანა 22.1.3 საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეცვლილია მიზნის ინდიკატორი: 1. საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების, ბავშვთა ასაკში და ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის მიმღებლობის % მაჩვენებელი საბაზისო: 2013 წელს 37%5 ამართლებს ძალადობას რიგ შემთხვევებში საბოლოო: 10% კლება. საქმიანობა 22.1.3.1 .საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ პროექტის ფარგლებში: გამოცხადდა/ჩატარდა საჯარო კონკურსი სოციალური კამპანიის ლოგოზე, სლოგანსა და სტატიაზე; გამოვლინდა/დაჯილდოვდა საუკეთესო 10 პოლიციელი; მომზადდა საინფორმაციო ბროშურა მოსახლეობისთვის 5 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა სოციალური კამპანია „ძალანდობას“ დამზადდა პრომო მასალა; გაიმართა მედიასემინარი ოჯახში ძალადობის თემაზე; გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ რადიო თუ ტელეგადაცემებში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დევნილ მოსახლეობასთან 5 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ოჯახში ძალადობის თემატიკაზე (კარალეთის, ვერხვების ქუთაისისა და ზუგდიდის დევნილთა ჩასახლებებში) ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელდა შეხვედრა მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირებთან. სამინისტროს მიერ ჩატარებული შეხვედრების თემატიკა მოიცავდა ადრეული ქორწინების საკითხსაც; პროფესიული გადამზადების მიზნით, ოჯახში ძალადობის თემაზე გადამზადდა 48 თანამშრომელი (მათ შორის დევნილებსა და ლტოლვილებზე მომუშავე პირები) 267 სსიპ. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ, დონორული მხარდაჭერით მომზადდა საინფორმაციო ბროშურები თემაზე: „ოჯახში ძალადობა, მსხვერპლი და მოძალადე – ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები“. ბროშურები ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ეთნიკური უმცირესობების ენებზე. ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ასევე მონაწილეობდნენ სატელევიზიო გადაცემებში. საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, ქალთა უფლებების დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მომზადდა არაერთი თემატური გადაცემა. მაუწყებლის ბადეში აღნიშნულ თემატიკას დაეთმო 12 საათი ხოლო საზოგადოებრივი რადიოს ეთერის 13 საათი. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო ფონდის პროექტის -"საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება" (დაფინანსებული USAID-ის მიერ) -ფარგლებში მომზადდა 500 ოთხენოვანი (ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული) ბროშურა, დაიბეჭდა 300 კალენდარი, ძალადობის საწინააღმდეგო გზავნილითა და ახალი ცხელი ხაზის (116 006) ნომრით, რომლის გავრცელებას ფონდი საინფორმაციო შეხვედრების დროს უზრუნველყოფდა. საანგარიშო პერიოდში ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორის პრევენციულ ღონისძიებებსა და ფონდის მომსახურებებზე 31 საინფორმაციო შეხვედრა/საჯარო ლექცია ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ შეხვედრებმა მოიცვა 887 მსმენელი. ასევე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო აქციები/ღონისძიებები გაიმართა: თბილისში, ქუთაისში, გორში, სიღნაღში, ბათუმსა და ახალქალაქში. აქციის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ბროშურები და სხვა მასალები. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ფონდის მედია კამპანიის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება განხორციელდა (2016 მაისი-ივლისში დამზადდა ძალადობის წინააღმდეგ საკონსულტაციო ცხელი ხაზის აუდიო და ვიდეო რგოლი (გრაფიკული).; ოჯახში ძალადობის საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ გრაფიკული და აუდიო კლიპები განთავსდა საეთერო ბადეში სოციალური რეკლამის სახით და გაშუქდა არაერთ ტელე თუ რადიო არხზე (მათ შორის რეგიონალურ არხებზე); საქმიანობა 22.1.3.2. შერჩეულ გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებში (სადაც განსაკუთრებით ხშირია ადრეული ქორწინების პრაქტიკა) თემების მობილიზება ადრეული ქორწინების პრევენციისათვის, მათ შორის თემისა და რელიგიური ლიდერების ჩართვა გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, განხორციელებული „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით, სისტემატურად ტარდებოდა გასვლით ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში, საჯარო სკოლებში მშობლებისთვის ჩატარდა საჯარო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა ადრეული ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები. შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობდნენ რელიგიური და თემის ლიდერები. სულ, 2016 წელს ჩატარდა 11 საჯარო შეხვედრა საგარეჯოს, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის მუნიციპალიტეტების სოფლების სკოლებში. 268 (იორმუღანლო, ლამბალო, დუზაგრამა, კალინინო, გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლა, ქესალო, ამამლო, კარაბულახი, ტალავერი, პანტიანი, ბაზაქლო). მიზანი 22.2: საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ხორციელდება ეფექტიანად ამოცანა 22.2.1 „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის (შემდგომში სტამბოლის კონვენციის) რატიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებები განხორციელებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მიზნის ინდიკატორი: 1 სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. საბაზისო: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადებულია საბოლოო: საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში საქმიანობა 22.2.1.1. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა პარლამენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოქმედი კანონმდებლობის შეფასების შედეგების საფუძველზე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საფუძველზე, 2015 წელს შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების რომელიც 25 მდე საკანონმდებლო აქტს ეხება. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის სტამბულის კონვენციასთან ჰარმონიზაცია, ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება და ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაფართოება. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა სხვადასხვა უწყებებსა და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ პაკეტის გადახედვა, ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 2016 წლის ბოლოს მოხდა აღნიშნული რის შემდეგაც იგი დასამტკიცებლად წარედგინა პარლამენტს. ამოცანა 22.2.2 ეროვნული რეფერალური მექანიზმის უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ. მიზნის ინდიკატორი: ეფექტიანი ფუნქციონირება 1. რეფერალური მექანიზმი შემუშავებულია და დამტკიცებულია საბაზისო: არსებობს რეფერალური მექანიზმის პროექტი საბოლოო: რეფერალური მექანიზმი დამტკიცებულია 269 საქმიანობა 22.2.2.1 საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ეროვნული რეფერალური მექანიზმის გადასინჯვა და დამტკიცება სახელმწიფო ფონდის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ – ფარგლებში, ეროვნული რეფერალური მექანიზმის გადასინჯვა და დამტკიცების მიზნით, მომზადდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურების პროექტი. დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 2016 წლის 24 ივნისს, პროექტის ფარგლებში, გაიმართა რეფერალური მექანიზმის დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა (ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით). საქმიანობა 22.2.2.3 დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების მონიტორინგის სისტემის დანერგვა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ეროვნული რეფერალური მექანიზმით განისაზღვრა სოციალური მუშაკის მიერ საუბნო პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში. საქმიანობა 22.2.2.4 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში - „112“ – შემოსული შეტყობინებების ანალიზი სსიპ „112“ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ განმეორებით შემოსული ზარები/შეტყობინებების, (იგივე ნომრიდან და/ან მისამართიდან) პროგრამულ დამუშავებას, რომლის გაცნობაც შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში. ამოცანა 2.3 საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია/ გაუმჯობესებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა მიზნის ინდიკატორი:1.საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (სტამბოლის კონვენცია) მიღებულია და ძალაშია შესული შესაბამისი ცვლილებები საბაზისო : არ არის საბოლოო: ცვლილებები მიღებულია და ძალაშია შესული საქმიანობა 22.2.3.3 ოჯახში ძალადობის შემთხვევებში სოციალური მუშაკის უფლებამოსილების/როლის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება და რეფერალურ მექანიზმში დანერგვა სახელმწიფო ფონდის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ – ფარგლებში მომზადებულ ეროვნული რეფერალურ მექანიზმში დეტალურად გაიწერა სოციალური მუშაკის როლი და უფლებამოსილებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვისა და დახმარების თვალსაზრისით. 270 საქმიანობა 22.2.3.4 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაცია, ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების უზრუნველყოფისათვის სისხლის სამართლის საქმეების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, პროკურორებისათვის რეკომენდაციების შემუშავება. კოორდინაციის ხელშეწყობის და ოჯახურ დანაშაულებზე რეაგირების დახვეწის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება თემატური შეხვედრები იმ უწყებების წარმომადგენლებთან რომლებსაც ევალებათ ამ მიმართულებით მუშაობა (სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა). აღნიშნულ ფორმატში ხდება ცალკეული შემთხვევების და ზოგადი პრაქტიკის განხილვა. საანგარიშო პერიოდში გაიმართა 4 თემატური შეხვედრა: ივნისი – შიდა ქართლი; ოქტომბერი – იმერეთი, რაჭა– ლეჩხუმი; დეკემბერი – სამცხე–ჯავახეთი. საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 16 ივნისის ბრძანების თანახმად, საქართველოს პროკურატურის ყველა ტერიტორიული ორგანოდან საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში იგზავნება ინფორმაცია ქორწინების იძულების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო სწავლობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებს და საჭიროების შემთხვევაში პროკურორებს აძლევს სათანადო მითითებებს. 2016 წლის 22 მარტს, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია ოჯახში ძალადობის თემაზე, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა 2015 წლის განმავლობაში ჩადენილი ოჯახური დანაშაულების სიღრმისეული ანალიზი. საქართველოს პროკურატურაში ამჟამად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე1 1 11 და 126 მუხლებზე აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ პროკურორებისთვის რეკომენდაციის განახლება. ამოცანა 22.2.4 ეროვნული რეფერალური მექანიზმის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გაძლიერებით ქალის მიმართ ძალადობის საპასუხოდ მიზნის ინდიკატორი: 1. სტანდარტული ოპერატიული პროცედურები პირველადი ჯანდაცვის რგოლში დანერგვის მიზნით შემუშავებულია და პილოტირებულია საბაზისო : არ არსებობს საბოლოო: სტანდარტული ოპერატიული პროცედურები შემუშავებულია საქმიანობა 22.2.4.1 ეროვნული რეფერალური მექანიზმის გაძლიერება მასში ჯანდაცვის სისტემის ჩართვით: სტანდარტული ოპერაციული პროცედურების პილოტირება თბილისის და კახეთის შერჩეულ მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის დონეზე ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, რეფერალის და მომსახურების მიწოდების შესახებ სახელმწიფო ფონდის მიერ ,,ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“ პროექტის ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია გაეროს მოსახლების ფონდის (UNFPA) მიერ, დაიწყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 271 გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის თაობაზე ეროვნული რეფერალური მექანიზმი მნიშვნელოვნად გაძლიერება. კერძოდ კი, დოკუმენტით განსაზღვრულ სქემაში მონაწილე სუბიექტთა შორის დასახელებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო დაწესებულებები (ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი), ასევე გაწერილია მათი ფუნქციები და მოვალეობები ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების, დოკუმენტირების და რეფერალის პროცესში. აღნიშნული ცვლილება, ხელს უწყობს ძალადობისადმი მულტისექტორულ მიდგომას და მნიშვნელოვნად აძლიერებს ჯანდაცვის სისტემის პასუხს ძალადობის წინააღმდეგ. ამავე პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და ეროვნული რეფერალური მექანიზმის შესაბამისად, ჯანდაცვის მუშაკებისთვის მომზადდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომელიც სამედიცინო დაწესებულების მუშაკებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირების, მკურნალობის და რეფერალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები. სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებზე დაყრდნობით, შემუშავებულია მთელი რიგი ცვლილებების პაკეტი ძალადობის წინააღმდეგ ჯანდაცვის სისტემის პასუხის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის კუთხით, კერძოდ კი მომზადდა სათანადო ჩანართები ამბულატორიულ და სტაციონარულ ბარათებში, ასევე მომზადდა მსხვერპლთათვის სხვადასხვა მომსახურების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მექანიზმი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული რეფერალური მექანიზმის მიღების შემდეგ, იგეგმება როგორც სტანდარტული ოპერაციული პროცედურების, ასევე მარეგულირებელ ჩარჩოში შესაბამისი ცვლილებების დამტკიცება. საანგარიშო პერიოდში, პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მუშაკების მიერ ძალადობის ეფექტიანი გამოვლენისა და მართვის მიზნით, მომზადდა ტრენინგ მოდული. დოკუმენტი ეყრდნობა გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონალური ოფისისა და ავსტრიული ორგანიზაციის, “ქალები ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში”, პარტნიორობის შედეგად შექმნილ მოდულს ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ. 2016 წლის დეკემბერში, სატრენინგო მოდულის საფუძველზე, ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგები კახეთის რეგიონის ექიმებისათვის. სულ გადამზადდა 45 ექიმი და 2 ექთანი. ამოცანა 22.2.5 სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტი შემუშავებულია საქართველოს მთავრობის მიერ და მასზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია მიზნის ინდიკატორი: 1. შემუშავებულია სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტი საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: შემუშავებულია ერთიანი სტატისტიკის წარმოების სტანდარტი 2. სტანდარტის შესაბამისად წარმოებული სტატისტიკა არსებობა საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: სტანდარტის შესაბამისად წარმოებული სტატისტიკა არსებობა 3. საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ერთიანი განახლებადი სტატისტიკური მონაცემები არსებობა საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: ვებგვერდზე განთავსებულია ერთიანი განახლებადი სტატისტიკური მონაცემები 4. საბჭოს ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობა საბაზისო: 0 საბოლოო: ვებგვერდის მომხმარებელთა მაჩვენებელი– 20 ერთეული საქმიანობა 22.2.5.1 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტის შექმნა. 272 სტატისტიკის ეროვნული სამსახური მუშაობს სტატისტიკის განვითარების სტრატეგიაზე 2017-2018 წლებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია გაეროს მიერ შემუშავებული გენდერული სტატისტიკის მინიმალური ინდიკატორების სიის შესაბამისი მაჩვენებლების მოძიება და გავრცელება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვას აწარმოებს ახალი პროგრამით, დეტალური პარამეტრების მიხედვით, კერძოდ: ძალადობის სახეობები, გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების ტერიტორიული მაჩვენებლები (მუნიციპალური ჩაშლა), მოძალადეთა და მსხვერპლთა რაოდენობა სქესის და კონკრეტული ასაკის მიხედვით, შევსებული კონფლიქტის აღრიცხვის ბარათები და კონფლიქტში მონაწილე სუბიექტები ტერიტორიული მაჩვენებლების მიხედვით, სსკ––ის 126 1 მუხლით და 111 მუხლზე მითითებით დაწყებული გამოძიებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1751 მუხლების რაოდენობრივი და გეოგრაფიული მაჩვენებლები. ამოცანა 22.2.6 ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული შესაბამისი პროგრამები შემუშავებულია და ხორციელდება სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ მიზნის ინდიკატორი: 1. მოძალადეთა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამები შემუშავებულია და დანერგილია საბაზისო: პროგრამები შემუშავებულია საბოლოო : პროგრამები დანერგილია დამცავი ორდერებით განსაზღვრული მოძალადეებისთვისაც 2. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა საბაზისო: 2014–2015 წწ. –სარეაბილიტაციო მომსახურებით ისარგებლა 112 პ/მსჯავრდებულმა6 საბოლოო: 10% ზრდა, 3. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის არსებობს (იგულისხმება სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი პირები) საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: სასჯელაღსრულების სისტემაში წარმოებს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საქმიანობა 22.2.6.1 ძალადობრივი დამოკიდებულებისა შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა/განხორციელება და ქცევის 2016 წლის განმავლობაში, პენიტენციურ სისტემაში დანერგილ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 42-მა ბენეფიციარმა. ამოცანა 22.2.7 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული საუკეთესო საერთაშორისო (სასამართლო) პრაქტიკა განზოგადებულია და დანერგილია. საქმიანობა 22.2.7.1 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შესაბამისის გადაწყვეტილებების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციების თარგმნა/გაცნობა/განზოგადება სასამართლოს სისტემაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციების თარგმნა/გაცნობა/განზოგადება სასამართლოს სისტემაში 273 ინტეგრირების მიზნით, ნათარგმნი და დამუშავებულია ევროპული სასამართლოს 26 საქმე ქალთა მიმართ ძალადობის, ხოლო 11 ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ასევე მომზადებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. მიზანი 22.3: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები (დაზარალებულები) სარგებლობენ დახმარებისა და რეაბილიტაციის შესაბამისი/მიზნობრივი მომსახურებებით ამოცანა 22.3.1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (დაზარალებულთათვის) განკუთვნილი მომსახურებები გაუმჯობესებული და/ან განვითარებულია მიზნის ინდიკატორი: 1. კრიზისული ცენტრი შექმნილია, ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს მომსახურებების მიწოდებას, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის/ დაზარალებულებისთვის/სავარაუდო მსხვერპლებისთვის, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის/ დაზარალებულებისთვის საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: შექმნილია და ფუნქციონირებს 1 კრიზისული ცენტრი თბილისში 2. უზრუნველყოფილია ცხელი ხაზის მომსახურება, როგორც ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე, სექსუალური ძალადობის საკითხებზე საბაზისო: ცხელი ხაზი ფუნქციონირებს მხოლოდ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. საბოლოო: ცხელი ხაზი ფარავს სექსუალური ძალადობის საკითხებს 3. გაუმჯობესებულია ცხელი ხაზის მატერიალურ ტექნიკური ბაზა და უზრუნველყოფილია შემომავალი ზარების მონიტორინგის სისტემა საბაზისო: უზრუნველყოფილია ცხელი ხაზის უფასო მომსახურება საბოლოო: დანერგილია შემომავალ ზარებზე მონიტორინგის სისტემა 4. დანერგილია მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამშრომელთა სუპერვიზიის სისტემა საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: დანერგილია საქმიანობა 22.3.1.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში (სახელმწიფო ფონდის ფარგლებში) მოქმედი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) თავშესაფრების მდგრადობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფონდისთვის გამოყოფილ ასიგნებებში თავშესაფრების კომპონენტის გათვალისწინებას სახელმწიფო ფონდის ფარგლებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მოქმედებს 4 თავშესაფარი და ერთი კრიზისული ცენტრი. მათი მდგრადობა და შეუფერხებელი ფუნქციონირება უზრუნველყოფილია ფონდისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებით. საქმიანობა 22.3.1.2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის/ დაზარალებულთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრის გახსნა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფონდისთვის გამოყოფილ ასიგნებებში კრიზისული ცენტრის კომპონენტის გათვალისწინებასაც. 2016 წლის მაისში დასრულდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/ სავარაუდო მსხვერპლთა სახელმწიფო კრიზისული ცენტრისთვის გათვალისწინებული შენობა–ნაგებობის სარემონტო სამუშაოები. 2016 წლის 6 სექტემბერს გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველმა კრიზისულმა ცენტრმა. ცენტრი დამოკიდებულ პირებთან ერთად 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. 274 საქმიანობა 22.3.1.3 კრიზისული ცენტრის ფუნქციონირებისა და მოწყობის თაობაზე სტანდარტების გადახედვა/დახვეწა მიმდინარეობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის N153/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების“ გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების პროექტის მომზადება. საქმიანობა 22.3.1.6 ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეროვნული ცხელი ხაზის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ასევე, ოჯახში ძალადობის საკითხებზე „1505“ ცხელ ხაზზე შემოსული ზარების „116006“ ცხელ ხაზზე ეფექტიანი და ოპერატიული რეფერირების ხელშეწყობის მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ფონდის მიერ, ფონდის გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია", ფარგლებში 2016 წელს გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეროვნული ცხელი ხაზის 116-006 მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კერძოდ, შეიქმნა მინი ატეესი, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციით, მათ შორის: უზრუნველყოფს საუბრების ჩაწერას, რამდენიმე სატელეფონო ზარის ერთდროულად მიღებას, კონფერენციის მოწყობას 5 ადამიანზე, ავტომოპასუხეს, მისალმებას, მუშაობას დღის და ღამის რეჟიმებით. ცხელი ხაზის – 116-006 (მათ შორის 2309903) მომსახურებით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ისარგებლა – 1419 ადამიანმა. (მათ შორის: ქალი – 1210 და კაცი –209 ). საქმიანობა 22.3.1.7 სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურებების განსაზღვრა და მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ფონდმა , პროექტის- „ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში, მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განიხილავს სექსუალური ძალადობის საკითხებს, მის მასშტაბებს, შედეგებს, მსხვერპლთა დახმარებისათვის აუცილებელ სერვისებსა და არსებულ გამოწვევებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. სახელმძღვანელოში დეტალურად აღიწერა შემდეგი საკითხები: ომი და სექსუალური ძალადობა; სექსუალური ძალადობის ფიზიკური შედეგები; სექსუალური ძალადობის ფსიქო-ემოციური შედეგები; სექსუალური ძალადობის სოციალური შედეგები; სამედიცინო სფეროს სპეციალისტების როლი სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად ამასთან, შემუშავების პროცესშია სექსუალური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრება და ფონდის მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მისაწოდებელი მომსახურებების სახეები. განისაზღვრება პირის სექსუალური ძალადობის მსხვერპლად/დაზარალებულად ან სავარაუდო მსხვერპლად მიჩნევის საფუძველი და მომსახურების მიწოდების ვადები, სახელმწიფო ფონდის როლი სექსუალური ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის დახმარებისათვის პირველადი რეაგირების ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ფონდის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 7-8 ნოემბერს, ორგანიზაცია ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“-ს (WISG) მიერ ჩატარდა ტრენინგი სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელწოდებით: ,,სქესი, გენდერი, ორიენტაცია“ (მონაწილეთა რაოდენობა-18), ხოლო 19-20 დეკემბერს, 275 ფონდის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკითხები“ (მონაწილეთა რაოდენობა41, მათ შორის 2 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი). ამოცანა 22.3.2 ძალადობის მსხვერპლთათვის (დაზარალებულთათვის) მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა გაზრდილია მიზნის ინდიკატორი: 1. იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის თავშესაფრის მომსახურების ხელმისაწვდომობა 7 უზრუნველყოფილია . საბაზისო: 3 საბოლოო: 4 2. ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა/ დაზარალებულთა რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს კრიზისული ცენტრის მომსახურებით. საბაზისო: 0 საბოლოო: 50 3. აბონენტთა რაოდენობა, რომლებმაც ისარგებლეს ცხელი ხაზის მომსახურებით. საბაზისო: 8 ოჯახში ძალადობის საკითხებზე – 1143 ზარი (2015 წ.) საბოლოო: 5% ზრდა 4. მომსახურებებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა გაზრდილია საბაზისო:9 თავშესაფრით მომსახურება– 188 იურიდიული დახმარება – 44 ფსიქოლოგიური დახმარება – 135 სამედიცინო დახმარება – 91 საბოლოო: 10% ზრდა საქმიანობა 22.3.2.1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრების ქსელის გაფართოება ახალი თავშესაფრის გახსნის გზით გაფართოვდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ქსელი. კერძოდ, 2016 წლის 5 აპრილს კახეთის რეგიონში გაიხსნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) რომელიც გათვლილია 10 ბენეფიციარზე. თავშესაფრის მოწყობა (შენობა-ნაგებობის შეძენა, სარემონტო სამუშაოები და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა) განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, აშშ–ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. საქმიანობა 22.3.2.2. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის /სავარაუდო მსხვერპლებისთვის/ დაზარალებულებისათვის, ასევე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის/ დაზარალებულებისთვის 2016 წელს გახსნის დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კრიზისული ცენტრის მომსახურებებით ისარგებლა 24 პირმა. რომელთაგან, ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი - 19 პირი (მათ შორის: სრულწლოვანი-10 (მდედრ.-9, მამრ.-1; მათ შორის: შშმპ-2) და დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი -9 (მდედრ.-5, მამრ.-4) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი - 5 პირი (მათ შორის: სრულწლოვანი-4 (მდედრ.) და არასრულწლოვანი - 1 (მამრ). საქმიანობა 22.3.2.3. ოჯახში ძალადობის საკითხებზე მოქმედი ეროვნული ცხელი ხაზის მომსახურების თემატური გაფართოება: სექსუალური ძალადობის საკითხების დაფარვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 ოქტომბრის №625/15 გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის თანახმად, სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) 116006 (ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი) მიენიჭა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის. ფონდს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 29 დეკემბრის №856/19 გადაწყვეტილებით 2017 წლიდან მითითებული ნუმერაციის რესურსის გამოყენების უფლება ოჯახში ძალადობის საკითხებთან ერთად მიეცა ასევე სექსუალური ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხების დასაფარად. ამდენად, 2017 წლის 276 თებერვლიდან ცხელი ხაზის მომსახურება ხელმისაწვდომია საკითხებზეც. სექსუალური ძალადობის მიზანი 22.4: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები ჩართულნი არიან შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ამოცანა 22.4.1 მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან უზრუნველყოფილია მსხვერპლთა/ დაზარალებულთა მონაწილეობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ჯახში ძალადობის მიმართულებით პოლიტიკისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში მიზნის ინდიკატორი: 1. შექმნილია პლატფორმა, სადაც მონაწილეობას იღებენ მსხვერპლები/ დაზარალებულები პოლიტიკის დოკუმენტების შექმნასა და კანონმდებლობის შემუშავების პროცესში საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: შექმნილია საქმიანობა 22.4.1.1 კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში შესაბამისი წინადადებების/ რეკომენდაციების მიღების მიზნით შეხვედრების ორგანიზება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან (დაზარალებულებთან) 2016 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, განახორციელა ოჯახში ძალადობისა მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგი. მონიტორინგი მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში (თავშესაფრებში) არსებული მდგომარეობის შეფასებას, დარღვევების პრევენციას, ასევე, თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარების საჭიროების გამოვლენას და სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2017 წლის პირველ ნახევარში გეგმავს გადარჩენილების/მსხვერპლების ჩართვას პოლიტიკის გადახედვის/შემუშავების პროცესებში. ამ მიმართულებით, დაგეგმილია ფოკუს ჯგუფების ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება პოლიტიკის ფორმირებისთვის. სახელმწიფო ფონდმა 2016 წლის აგვისტოში დაამტკიცა ახალი შინაგანაწესი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებისთვის (თავშესაფრები). ახალი შინაგანაწესის შემუშავების პროცესში სახელმწიფო ფონდის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ თავშესაფრების ბენეფიციარებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე - ჯგუფურ ფორმატში). მათი მხრიდან შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა შინაგანაწესის შემუშავების პროცესში. 277 23. „საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის მიზანი 23.1: ქალთა გაზრდილი მონაწილეობა უსაფრთხოების სექტორში ამოცანა 23.1.1 უსაფრთხოების სექტორში, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ქალთა გაზრდილი მონაწილეობისათვის შექმნილია ხელსაყრელი გარემო მიზნის ინდიკატორი: 1.1ა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა დაწინაურების ხელშეწყობისათვის ადამიანური რესურსების მიზნობრივი პოლიტიკის არსებობა. ბაზისი: თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების პოლიტიკის დოკუმენტები გენდერულად მგრძნობიარეა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს არ აქვთ გენდერულად მგრნობიარე ადამიანური რესურსების მიზნობრივი პოლიტიკის დოკუმენტები სამიზნე: 2017 წლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში შემუშავებულია გენდერულად მგრძნობიარე ადამიანური წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს, რესურსების მიზნობრივი პოლიტიკის დოკუმენტები უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინსიტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტები მიზნის ინდიკატორი1.1.ბ: გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა პროცენტული რაოდენობა (დეპარტამენტის უფროსები და უფრო ზედა პოზიციები) ბაზისი: ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი - 40%თავდაცვის სამინსიტრო - 39% შინაგან საქმეთა სამინისტრო - 3% მიზანი: 2017 წლისათვის მონაცემის სულ მცირე შენარჩუნება წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტები მიზნის ინდიკატორი 1.1.გ: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში (IPRM) მონაწილე ქალთა პროცენტული მაჩვენებელი ბაზისი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში 2015 წელს - 30% ქალი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში (IPRM) – 33% ქალი მიზანი: 2017 წლისათვის იგივე ან უფრო მაღალი წყარო: შესაბამისი ინსტიტუციები, რომლებიც გუნდის დაკომპლექტებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საქმიანობა 23.1.1.1 ადამიანური რესურსების დეპარტამენტების თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარება გენდერულ თანასწორობისა და ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული პრინციპების ინტეგრირების მიზნით, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, შსს-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირებისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა სამინისტროს 25 თანამშრომელი. ტრენინგზე განხილული იქნა სახელმწიფო ვალდებულებები. კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე #1325 და საქართველოს ვალდებულებები ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW) კონვენციის შესაბამისად. ტრენინგი ჩატარდა პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით. 278 2016 წლის დასაწყისში, შს სამინისტროსა და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირებისათვის გენდერულ თემატიკაზე 3 დღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა მაღალი თანამდებობის პირების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე; საქმიანობა 23.1.1.2 უსაფრთხოების სექტორში სქესის ნიშნით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სისტემის შექმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, მონაცემების ნაწილობრივი შეგროვება ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გენდერული აუდიტის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად. პროცესის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა ტრენინგი უსაფრთხოების სექტორში სქესის ნიშნით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები. საქმიანობა 23.1.1.3 ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, შემდგომი იმპლემენტაცია, მონიტორინგი და შეფასება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება ხორციელდება გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელება. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი. საქმიანობა 23.1.1.4 ანტიდისკრიმინაციული კულტურის, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა მათ შორის, სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა საქართველოს თავდაცვის აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს ანტიდისკრიმინაციული მიდგომების, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშრებით ცნობიერების ამაღლების კამპანია. 2016 წლის 8 მარტს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მხარდაჭერით გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ თავდაცვის სამინიტროს გენდერული მრჩევლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს ქალი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის როლი თავდაცვის სამინიტროსა და შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში, ხოლო წარმატებულ ქალ სამხედრო მოსამსახურეებს მორიგი სამხედრო წოდებები მიანიჭეს. 2016 წლის 25 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის დებულება და განისაზღვრა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა. დებულებაში დეტალურად გაიწერა მონიტორინგის ჯგუფის მიზნები, კომპეტენცია საქმიანობისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. 2016 წლის 19-20 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა თავდაცვის სამინისტროში გასაჩივრების მექანიზმების სისტემის დახვეწას სქესის ნიშნით 279 გამოვლენილი დისკრიმინაციული ფორმების წინააღმდეგ და ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა ნებისმიერი ფორმის გენდერულ დისკრიმინაციაზე მოხდეს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი რეაგირება. ტრენინგი ასევე ემსახურებოდა, სამინისტროს არადისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სფეროში აღებული ვალდებულებების მხარდაჭერას. სამუშაო შეხვედრაზე შემუშავდა გასაჩივრების მექანიზმების სახელმძღვანელოს პირველადი პროექტი. 2016 წლის ივნისში გაიმართა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის. მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა ინფორმაცია სამინისტროს მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და მათი განხორციელების სტატუსის შესახებ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომელსაც მოგვიანებით მოეწერა ხელი. საქმიანობა 23.1.1.6 უსაფრთხოების სექტორის დაწესებულებების მიერ კარიერული განვითარებისთვის შექმნილ პროგრამებში (ტრენინგები, გაცვლითი ვიზიტები, აშ. ) ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიზიტებში, ტრენინგებსა თუ სასწავლო მოდულებში უზრუნველყოფილია ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის თანახმად, თავდაცვის სისტემის სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს გააჩნიათ განვითარების თანაბარი შესაძლებლობები. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისათვის პროფესიული განვითარების პროგრამებში (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ) მონაწილეთა შორის 55 % ქალი, ხოლო 45 % კაცია. საქმიანობა 23.1.1.7 მაღალი დონის მედიაციისა და უნარებში ქალებისათვის მიზნობრივი ტრენინგების ორგანიზება მოლაპარაკების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც პასუხისმგებელი უწყება აქტიურად მუშაობს მედიაციისა და მოლაპარაკებების უნარებში ქალებისთვის მიზნობრივი ტრენინგის ორგანიზების საკითხზე. მიზანი 23.2: იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა, ასევე ქალთა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგაზრდილი მონაწილეობა კონფლიქტის პრევენციასა და კონფ ლიქტის მოგვარების პროცესში ამოცანა 23.2.1: ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა საჭიროებები, პრიორიტეტები და რეკომენდაციები განხილული და გათვალისწინებულია მიზნის ინდიკატორი 2.1.ა: ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების პრიორიტეტებს/რეკომენდაციების გათვალისწინების პროცენტული 280 მაჩვენებელი. ბაზისი: განისაზღვრება 2016 წელს მიზანი: განისაზღვრება 2016 წელს წყარო: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ოქმები საქმიანობა 23.2.1.1. ინფორმაციის გაცვლისა და ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების სამშვიდობო მოლაპარაკებებში გათვალისწინების მიზნით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა უფლებების დამცველთა, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობით, რეგულარული დიალოგის მექანიზმის შექმნა მიმდინარე წლის განმავლობაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ორგანიზებითა და სამოქალაქო თანასწორობის საკი ქ. თბილისში ჩატარდა 2 გაცვლითი საინფორმაციო შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წარედგინათ სახელმწიფო აპარატის საქმიანობის ანგარიში.3 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. საქმიანობა 23.2.1.2. ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებებზე ეფექტური რეაგირების მიზნით ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა უფლებების დამცველთა, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობით, რეგულარული დიალოგის მექანიზმის შექმნა აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ იცილოთ, 18.1.1.3 აქტივობის შესრულების ანგარიში. ამოცანა 23.2.2: სახალხო დიპლომატიის ინიციატივები მხარდაჭერილია მიზნის ინდიკატორი 2.2.ა: ქალთა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სახალხო დიპლომატიის ინიციატივების პროცენტული მაჩვენებელი ბაზისი: 2015 წელს ინიციატივების 10%. მიზანი: 2017 წელს 20%-იანი ზრდა წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მონაცემთა ბაზა საქმიანობა 23.2.2.1. სახალხო დიპლომატიის ინიციატივების მონაცემთა ბაზის წარმოება საანგარიშო პერიოდში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა სახალხო დიპლომატიის 58 პროექტზე, რომელთაგან 9 პროექტი მოიცავს ქალთა საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მიზანი 23.3: სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია ამოცანა 23.3.1: გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია და ფუნქციონირებს შესაბამისი სისტემა/სისტემები, პოტენციური უსაფრთხოების რისკების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების სპეციფიკური რისკების არსებობის თაობაზე. 281 მიზნის ინდიკატორი 3.1.ა: დევნილი და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებში ბაზისი: განისაზღვროს 2016 წელს მიზანი: განისაზღვროს 2016 წელს წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. საქმიანობა 23.3.1.1. წელიწადში ორჯერ საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება, იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და მათ ოჯახის წევრებთან სექსუალური ან სხვა გენდერული ნიშანით ჩადენილ ძალადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა რისკებზე, როგორიცაა ომის ნარჩენები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავების საფრთხეები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, 2016 წლის განმავლობაში ბათუმში, ნიქოზში , ზუგდიდში , განმუხურში და ხურჩაში, სოფ. მერეთში გაიმართა 7 შეხვედრა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან.-2 , (შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა). შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები, მათ შორის გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრომ შეხვედრები გამართა გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან. განხილული თემები მოიცავდა: ოჯახში ძალადობასა და ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საქმიანობა 23.3.1.2: ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში სამოქალაქო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის №1325 ძირითად პრინციპების ინტეგრირება დაწყებითი საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში სამოქალაქო უსაფრთხოებისა და რეზოლუცია 1325-ის ძირითადი პრინციპები ინტეგრირებულია საგნებში ”მე და საზოგადოება” და ”ჩვენი საქართველო” ამ დროისათვის მიმდინარეობს საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის სამუშაო ვერსიაში უკვე ასახულია სამოქალაქო უსაფრთხოებისა და რეზოლუცია 1325-ის ძირითადი პრინციპები. ამოცანა 23.3.2: უსაფრთხოების სექტორის, სამშვიდობო პერსონალის, და სამართალდამცავი სისტემების შესაძლებლობები, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამის რეაგირებაზე, მათ შორის კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში, გაზრდილია მიზნის ინდიკატორი 3.2.a : სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირების საკითხებზე გადამზადებულ უსაფრთხოების სექტორის და სამშვიდობო ძალები მოსამსახურეების პროცენტული მაჩვენებელი ბაზისი: პროკურატურის თანამშრომლები 2015 წელს 0% შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 2015 წელს - 0% თავდაცვის სამინისტროდან - მიზანი: 2017 წლისათვის 10%-იანი ზრდა წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, პროკურატურა საქმიანობა 23.3.2.1 უსაფრთხოების სექტორის თანამშრომელთათვის სავალდებულო ტრეინინგების შემოღება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების შესახებ, სპეციალური ფოკუსით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების, მათ შორის კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში 282 გენდერული თანასწორობის მოდული ინტეგრირებულია თავდაცვის სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების (ეროვნული თავდაცვის აკადემია, სერჟანტთა სკოლა)კურიკულუმებში. ამასთანავე, გენდერული თანასწორობისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325 და თანმდევი რეზოლუციების სწავლება ინტეგრირებულია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ტრენინგ ინგ16 წ. (2016 წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი გენდერული მეინსტრიმინგი და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ტრენინგს ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს გენდერული მრჩევლები. 2013 წლიდან, საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში საბაკალავრო სკოლის ყოველ ახალწვეულ იუნკერსა და საკარიერო სკოლების ყოველ ახალწვეულ მსმენელს უტარდებათ ტრენინგები გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ. აკადემიის მიერ 2016 წელს სულ გადამზადდა 460 სამხედრო მოსამსახურე. 2015-2016 აკადემიური წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებში ინტეგრირდა 4 საათიანი ლექცია გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. 2016 წელს არაერთი მნიშვნელოვანი თემატური ღონისძიება ჩატარდა თავდაცვის აკადემიის ჩართულობით, უსაფრთხოების სექტორში მომუშავე პირთა მონაწილეობითა და მათი თემატური კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. 2016 წლის მდგომარეობით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასაქმებულთა 46% ქალი, ხოლო 54% - კაცია (იუნკერებისა და მსმენელის გარეშე). რაც შეეხება წამყვან თანამდებობებზე დასაქმებულებს, მათგან 35 % (სამმართველოს უფროსი/მოადგილე, განყოფილების უფროსი, სკოლის უფროსი), ხოლო იუნკერთა ბატალიონის იუნკერების 4% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. საქმიანობა 23.3.2.2. სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინა სავალდებულო ტრენინგების დანერგვა ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესახებ, სპეციალური ფოკუსით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების, მათ შორის კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში 2016 წლის მანძილზე გადასროლის წინა მომზადებაში მყოფ მისიაში გასაგზავნ 2200 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდა სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს №1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების შესახებ. საქმიანობა 23.3.2.3: პროკურატურის თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარება "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს რეზოლუციების შესახებ 2016 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, აგრეთვე, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს რეზოლუციების შესახებ პროკურორებისთვის ჩატარდა 2 ტრენინგი. ტრენინგების ფარგლებში, პროფესიული გადამზადება 40- მა პროკურორმა გაიარა. საქმიანობა 23.3.2.4. მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფისათვის გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და შემდგომი რეზოლუციების შესახებ სპეციალური ფოკუსით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებზე : 1. უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 2. პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაიარა 383 მსმენელმა. საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა 283 სამინისტროსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით არაერთი ტრეინინგი გაიმართა. შსს-ს აკადემიაში გამართა ტრენინგი "უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება". მომზადება გაიარა შსს-ს შესაბამისი უწყებების 40-მა თანამშრომელმა როგორც თბილისის ისე რეგიონების წარმომადგენლებმა. უბნის ინსპექტორთა მომზადების კურსის 20 მსმენელისათვის ჩატარდა ტრენინგი "უსაფრთხოების სექტორში გენდერული პრინციპების ინტეგრირების შესახებ“. ამასთან ტრენინგი ,,გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“, გაიარა შსს-ს აკადემიის 9 მაგისტრანტმა საქმიანობა 23.3.2.5. ტრენინგების ჩატარება მედიისათვის ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპებზე და გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქების შესახებ 2016 წლის 10-13 ნოემბერს, ყვარელში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე – „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთდა მედიის როლზე კონფლიქტების გაშუქებაში. ტრენინგს ცენტრალური და რეგიონული მედიის 15 წარმომადგენელი დაესწრო. ოთხი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: გენდერული თანასწორობის პრინციპები, მედიის როლი კონფლიქტების გაშუქებისას, რეზოლუცია #1325 „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, რესპონდენტის კონფიდენციალობა და ჟურნალისტური ეთიკა, როგორ უნდა გაშუქდეს გენდერული ძალადობა, ქალთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული ინსტიტუციური მექანიზმები და ა.შ. მიზანი 23.4: სოციალურეკონომიკურად გაძლიერებული დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, გოგონები და მათი ოჯახის წევრები ამოცანა 23.4.1: იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონებისათვის შექმნილია და ფუნქციონირებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და უფასო იურიდიული მომსახურების სისტემა მიზნის ინდიკატორი 4.1.ა: ქალთა პროცენტული რაოდენობის ზრდა (კაცებთან თანაფარდობით), რომლებმაც ისარგებლეს სახელმწიფოს უფასო იურიდიული მომსახურებით ბაზისი: 2015 წელს იურიდიული კონსულტაცია გაეწია 1154 დევნილს, საერთო კონსულტაციების 5% ( ქალი 3.5%; კაცი 1.5%)მიზანი: 2017 წლისათვის მაჩვენებლის ზრდა 7%-ით (ქალი 5%; კაცი 2%) წყარო: იურიდიული დახმარების სამსახური, დევნილთა სამინისტრო საქმიანობა 23.4.1.1 წლიურად არანაკლებ 10 უფასო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო შეხვედრის ორგანიზება გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის 2016 წელს, იურიდიული დახმარების სერვისი მიეწოდა 1049 დევნილს, მათ შორის: 579 ქალს და 470 კაცს. საანგარიშო პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში 18 შეხვედრა ჩატარდა: მათ შორის, 8 შეხვედრა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, 9 შეხვედრა შიდა ქართლის, ხოლო 1 შეხვედრა იმერეთის რეგიონში. საქმიანობა 23.4.1.2 იურიდიული დახმარების რეგულარული მიწოდება იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგონებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის 284 დახმარებით იმყოფებიან იურისტები, რომლებიც უწევენ დახმარებას დევნილ მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში იცავენ მათ ინტერესებს. გარდა ამისა, დევნილებს აქვთ შესაძლებლობა, სამინისტროში, ისარგებლონ იურიდიული კონსულტირებითა და სამართლებრივი დახმარებით. 2016 წელს იურიდიული კონსულტაცია გაეწია 3549 ბენეფიციარს (2246 ქალი-63.3 %, კაცი 1303 – 36.7%). ამოცანა 23.4.2: პროგრამები იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის ხელმისაწვდომია მიზნის ინდიკატორი 4.2.ბ: დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პროცენტული რაოდენობა რომლებიც სარგებლობენ პროფესიული განათლების, გადამზადებისა და მეწარმეობის განვითარების პროგრამებით ბაზისი: პროფესიული განათლების, გადამზადების პროგრამაზე. 2015 წელს 10,405 სტუდენტი (4483 ქალი 43%) 2015 წელს იძულებით გადაადგილებული 565 ქალი (5.4 %) მიზანი: განისაზღვროს დევნილთა და განათლების სამინისტროს მიერ წყარო: დევნილთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო საქმიანობა 23.4.2.1.იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ცნობიერების ამაღლება არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ შეთავაზებული „სამუშაოს მაძიებელთა ტრენინგისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციართა 7.5 % (156 ბენეფიციარი) წარმოადგენს დევნილ მოსახლეობას, რომელთაგან 70% (110) ქალია; 2016 წელს, შრომის ბაზარზე ქცევის წესების თაობაზე (სამუშაოს ძიება, თვითშეფასება, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადება, გასაუბრებაზე გასვლა და თვითპრეზენტაციის უნარების განვითარება) ჯგუფური კონსულტაციები გაიარა 430-მა დევნილმა. მათ შორის 75.4% (324) ქალია. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 44 დევნილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ცნობიერების ამაღლების კუთხით, ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ესენია: კარდაკარის პრინციპითა და ბეჭდური სარეკლამო მასალის გამოყენებით ინფორმაციის გავრცელება, ლტოლვილებით დასახლებულ რეგიონებში ფორუმების ჩატარება და ამ ფორუმის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა. საქმიანობა 23.4.2.2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა და გოგონათა მონაწილეობისათვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა 2016 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულია 849 (რომელთაგან 383 ქალია) დევნილი. 2016 წელს, სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ სოციალურად დაუცველმა 50-მა (22 ქალი) პროფესიული სასწავლებლის სტუდენტმა დევნილმა მიიღო დახმარება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ხარჯის ან საცხოვრებლის ქირაობის ხარჯების ანაზღაურებას. საქმიანობა 23.4.2.3 იძულებით გადაადგილებული პირების განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების მცირე გრანტებით თანადაფინანსებით უზრუნველყოფა სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ნაცვლად წინასწარ დაგეგმილი 200 ბენეფიციარისა, 259 ბენეფიციარზე გასცა თანამონაწილეობრივი გრანტი. ბენეფიციართა 285 50,9% (132) ქალია; საანგარიშო პერიოდში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანდა 444 დევნილი, მათ შორის 40,5% (180) ქალია. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან მიმართებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ დევნილთა რაოდენობა 88%-ით არის გაზრდილი; 2016 წელს მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 196მა დევნილმა ბენეფიციარმა. მათ შორის 46.4% (91) ქალია. სსიპ ,,დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ ევროკავშირის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ - პროექტის ფარგლებში 199-მა განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის დევნილმა მიიღო მცირე გრანტი, მათ შორის 89 - ქალია. ამოცანა 4.3: იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს აქვთ თანაბარი ხელმისაწვდომობა საჯარო სერვისებზე (ჯანდაცვა, სოციალური დაცვა....) მიზნის ინდიკატორი 4.3.ა: სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე ინფორმირებულ დევნილი ქალებისა და გოგონების პროცენტული მაჩვენებელი ბაზისი: განისაზღვროს 2016 წელს მიზანი: განისაზღვროს 2016 წელს წყარო: დევნილთა სამინისტროს მონიტორინგის ანგარიში, კომუნიკაციის სტრატეგია საქმიანობა 23.4.3.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშემწყობ პროგრამებზე ქალებისა და გოგონების ინფორმირებულობის მიზნით სამინისტროს შიდა კომუნიკაციის სტრატეგიაში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება 2016 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს კომუნიკაციის სტრატეგიაში აისახა გენდერული თანასწორობის პრინციპები. საქმიანობა 23.4.3.3: სქესის და ასაკის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემები იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის შესახებ (ოჯახური მდგომარეობა, განათლების დონე და საცხოვრებელი პირობები) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ მიმდინარეობს მოსახლეობის 2014 წლის მასალების დამუშავება, რომლის დასრულებაც 2017 წელს იგეგმება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროში ხორციელდება დევნილთა შესახებ მონაცემების შეგროვება სხვადასხვა მიმართულებით - განსახლების ტიპის, სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, განათლების დონის მიხედვით, ბაზების განახლება და დახვეწა მუდმივად მიმდინარეობს; საქმიანობა 23.4.3.4: სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა 3 გაფართოებული შეხვედრა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით: შეხვედრები გაიმართა თბილისში - შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან; ასევე. ზუგდიდში - სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტების მონაწილეობით და ქუთაისში - იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მონაწილეობით. 286 ამოცანა 23.4.4: სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთათვის მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ეფექტური რეაბილიტაცია და მიზნის ინდიკატორი 4.4.1: სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის სახელმწიფო მომსახურებების განმსაზღვრელი კონცეფცია შემუშავებული ბაზისი: არ არსებობს მიზანი: მომსახურებების განსაზღვრის მიზნით კონცეფციის შემუშავება წყარო: სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი საქმიანობა 23.4.4.1. სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი რეაბილიტაციისა და მხარდაჭერისათვის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, სახელმწიფო მომსახურებების შესახებ კონცეფციის შემუშავება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 22.3.1.7 აქტივობის შესრულების ანგარიში. საქმიანობა 23.4.4.2. სექსუალურ მომსახურების მიწოდება ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 22.3.1.2. და 22.3.1.6 აქტივობების შესრულების ანგარიში. მიზანი 23.5: გაეროს №1325 რეზოლუციის ეროვნული გეგმის განხორციელების პასუხისმგებლობის გაძლიერება და ზედამხედველობა სამოქმედო კუთხით ამოცანა 23.5.1 ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და ანგარიშგების მდგრადი მექანიზმი მიზნის ინდიკატორი 5.1.ა: აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გენდერული თანასწორებისა და ქალთა გაძლიერების მექანიზმის არსებობა ბაზისი: პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების განხორციელებას მიზანი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მექანიზმის არსებობა 2016 წლისათვის წყარო: მთავრობის შესაბამისი დადგენილება მიზნის ინდიკატორი 5.1.ბ :ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშის არსებობა ბაზისი: ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი განხორციელდა 2015 წელს მიზანი: 2017 წლისთვის სახალხო დამცველის მონიტორინგის 2 ანგარიშის არსებობა წყარო: სახალხო დამცველის ოფისი საქმიანობა 23.5.1.1: პრემიერ-მინისტრის აპარატში კვარტალური მონიტორინგის შეხვედრების ორგანიზება სამთავრობო სამოქმედო გეგმის №1325 იმპლემენტაციის პროგრესის განხილვისათვის. „ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა 2016 წლის 11 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო უწყებების მხრიდან ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა და დისკუსიის გამართვა. 287 საქმიანობა 23.5.1.3: სამოქმედო გეგმის №1325 განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოსათვის წარდგენა ეროვნული სამოქმედო გეგმის 2016 წლის შესრულების ანგარიშის წარდგენა, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017) შესრულების ანგარიშთან ერთად იგეგმება ამა წლის მარტის თვეში. საქმიანობა 23.5.1.4: ყოველწლიურად სამოქმედო გეგმის №1325 განხორციელების მონიტორინგის ანგარიში მომზადება და სამოქალაქო საზოგადოებისათვის წარდგენა ამოცანა 23.5.2 ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე რეზოლუციების შესახებ ინფორმირებულობა გაზრდილია გაეროს უშიშროების მიზნის ინდიკატორი 5.2.გ: საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და სატელევიზიო გადაცემების რაოდენობა ბაზისი: განისაზღვროს 2016 წელს მიზანი: განისაზღვროს 2016 წელს წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი საქმიანობა 23.5.2.1. საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება რადიო და სატელევიზიო გადაცემებში შესაბამისი თემატიკის გაშუქების გზით 2016 წლის განმავლობაში არაერთი თემატური გადაცემა მომზადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, კერძოდ 4 გადაცემა „კომუნიკატორის“ ეთერში და 6 გადაცემა „რეალური სივრცის“ ეთერში; ამასთან საზოგადოებრივი რადიო გადაცემა-„ღია სტუდიის“ 4 გადაცემა „თქვენი უფლებები“- 1 გადაცემა- “მიგრაციის მარშრუტები “ 1 გადაცემა: „უფლება და თავისუფლება“ 3 გადაცემა 24. ბიზნესი და ადამიანის უფლებები მიზანი 24.1: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა ამოცანა 24.1.1: ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავება 2017-2018 წლებისთვის საქმიანობა 24.1.1.1: ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით ინდიკატორი: ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) ინიციატივით შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით. საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში სამდივნოს წარმომადგენლებთან ერთად შედიან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. 2017 წლის თებერვლის თვეში განისაზღვრა ყველა შესაბამის უწყებაში უფლებამოსილი პირი ვინც ჩართული იქნება კვლევის ჩატარებაში, კერძოდ შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 288 რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ბიზნეს ომბუცმენის აპარატი. უწყებებიდან განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან ერთად ჩაატარა ტრეინინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტები. ტრეინინგის ჩატარება მხარდაჭერილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტებთან, რაც მიზნად ისახავდა საბაზისო კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიასა და კონცეფციაზე შეთანხმებას. ამოცანა 24.1.2: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, ბიზნესი და ადამიანის უფლებების თემაზე ცნობიერების ამაღლება. საქმიანობა 24.1.2.2: საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე. ინდიკატორი: ჩატარებულია პასუხისმგებლობის საკითხებზე კონფერენცია კორპორაციული სოციალური საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2016 წლის 22-23 აპრილს გაიმართა კონფერენცია თემაზე „საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება“. კონფერენციის პარტნიორები იყვნენ გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისი და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა თემატურ საკითხზე. კონფერენციის პირველი დღე ძირითადად დაეთმო CSR-ის განვითარების საკითხს საქართველოში პოლიტიკის დონეზე, დაინტერესებული მხარეების პროცესში ჩართვის და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე გლობალური შეთანხმების ქსელის დაარსებას საქართველოში. მეორე დღის სამიზნე ჯგუფი ძირითადად ბიზნესი იყო, და პრეზენტაციები დაეთმო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაში პოლიტიკის დონეზე დანერგვის დადებით მხარეებს და მნიშვნელობას. განხილულ იქნა ასევე სხვა თემატური საკითხები როგორიც არის - ბიზნესი და ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება სამუშაო ადგილას. კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციები ჩაატარეს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გლობალ კომპაქტის სათაო ოფისის წარმომადგენელმა, ევროპის ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა. 289 საქმიანობა 24.1.2.3: დაინტერესებული პირებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე პრეზენტაციის ჩატარება. ინდიკატორი: ყოველწლიურად ჩატარებულია 3 პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პარტნიორობით 2016 წლის 8 ივლისს სასტუმრო “თბილისი რუმსში” ჩატარდა კონფერენცია “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში”. ღონისძიება გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მიერ ორგანიზებული კორპორაციული პასუხისმგებლობის კვირეულის ფარგლებში. შეხვედრაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობისა და თავად ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრა საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარებაზე კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. სპიკერებმა განიხილეს კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობა საქართველოში როგორც საზოგადოების გაძლიერების პერსპექტივიდან ასევე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისიდან. სპიკერების მოხსენებების პარალელურად გაიმართა საინტერესო დისკუსია. საქმიანობა 24.1.2.4: ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ ბიზნესის წამომადგენლებისთვის საინფორმაციო კამპანიის და ტრეინინგების ჩატარება. ინდიკატორი: საინფორმაციო კამპანიაში და ტრეინინგებში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა ამოცანა 24.1.3: დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უზრუნველყოფა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროცესში. საქმიანობა 24.1.3.1: მრგვალი მაგიდის / კონსულტაციების გამართვა დაინტერესებულ მხარეებთან ბიზნესი და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე ინდიკატორი: ჩატარებულია დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები მრგვალია მაგიდის ფორმატში 2016 წლის 29 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. შეხვედრის მიზანი იყო კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირების დასაქმებას ბიზნეს სექტორის მიერ. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობით. 290