„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.09.2017
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/128/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-25
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს; აგრეთვე, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის ჯანმრთელობისათვის ანაზღაურების საათებში, რისკის პირობებსდა დასვენების შემცველ და სამუშაო განსაზღვრავს უქმე პირობებში დროებით დღეებში მუშაობისას, საქმიანობისას დაკისრებული შრომის ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესსა და პირობებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე; ბ) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირზე; გ) პოლიტიკურ თანამდებობის პირზე; დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომში - მოხელე); ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე; ვ) შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე. 4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებზე; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; გ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებზე; დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო და სპეციალური წოდების მოსამსახურეებზე; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების მოსამსახურეებზე; ვ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც საქმიანობა ძირითადად უწევთ პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე; ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე; თ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მოსამსახურეებზე; ი) საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე; კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე; ლ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე; მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე; ნ) პროკურორებსა და პროკურატურის გამომძიებლებზე; ო) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; პ) საზოგადოებრივი მაუწყებლის მოსამსახურეებზე; ჟ) წევრობაზე დაფუძნებულ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით, სასპროტო და რელიგიურ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში დასაქმებულებზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული: ა) პირების მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ ყველა სახის დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა სახის დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე, 27-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობები, საკლასო დანამატისა და საქართველოს გარდა ამ კანონით გათვალისწინებული კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით; ბ) პირების მიმართ ფულადი ჯილდოსათვის ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ფულადი ჯილდოს ნაცვლად შესაძლებელია გაიცეს დანამატი; გ) პირების მიმართ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემულმა დანამატმა შესაძლებელია გადააჭარბოს ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ზღვარს, იმ პირობით, თუ პირის მიერ მიღებული დანამატი და ფულადი ჯილდო არ გადააჭარბებს ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე საკლასო დანამატის გაცემა ხორციელდება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ცხრილის შესაბამისად. 7. ამ კანონით განაზღვრული რეგულაციები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მიხედვით). ამ პირთა შრომის ანაზღაურების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასთან შეთანხემბით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ზემდგომი უწყების (ასეთის არსებობსი შემთხვევაში) ან თავად საჯარო დაწესებულების (ზემდგომი უწყების არ არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით. 8. ამ კანონით განსაზღვრული რეგულაციები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მიღებული გრანტის ან/და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში. 9. ამ კანონით განსაზღვრული რეგულაციები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებზე, რომლებიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში წარმოადგენენ საქართველოს ადგილსამყოფელ სახლემწიფოში ან/და საერთაშორიო ორგანიზაციაში ან/და დიპლომატიური წარმომადენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში. მივლინებულნი არიან მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო დაწესებულება - საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია; ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) - ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობებისათვის/პოზიციებისათვის სარგო, აგრეთვე განსაზღვრული თანამდებობრივი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი და ფულადი ჯილდო; გ) თანამდებობრივი სარგო - საჯარო დაწესებულებაში თანამდებობებისათვის/პოზიციებისათვის განსაზღვრული არსებული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით; დ) სახელფასო დანამატი - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრული თანხა; ე) საკლასო დანამატი - მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი; ვ) ფულადი ჯილდო - მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, შეფასების შედეგების შესაბამისად გათვალისწინებული წახალისების საშუალება, ასევე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება; ზ) საბაზო თანამდებობრივი სარგო - სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობა, რომლის ნამრავლით ამ კანონის შესაბამისი დანართით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებორივი სარგო. თ) თანამდებობის ფუნქციური დატვირთვა - თითოეული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქციათა ერთობლიობის შეფასების თანამდებობისათვის/პოზიციისათვის შედეგი, რომელიც გათვალისწინებული ფუნქციის ეფუძნება ამ შესასრულებლად აუცილებელ პასუხისმგებლობის ხარისხს, მოვალეობათა შესრულების სირთულეს, შესაბამის კომპეტენციებს, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას. მუხლი 3. შრომის ანაზღაურების გაცემის ძირითადი პრინციპი შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რაც გულისხმობს ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის თანაბარი ანაზღაურების წინასწარ დადგენილი წესების დაცვით მიღებას. მუხლი 4. შრომის ანაზღაურების ზოგადი წესი 1. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი. 2. შრომის ანაზრაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 5. შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები 1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აისახება საშტატო ნუსხაში. 3. თანამდებობრივი სარგოს დადგენის მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, ხორციელდება კოეფიციენტის შერჩევა საჯარო დაწესებულებაში არსებული თითოეული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის დასაქმებულ პირთა შესაბამისი დანართების მიხედვით. 4. საჯარო დაწესებულებაში თანამდებობრივი სარგო შრომითი განისაზღვრება ხელშეკრულებით შესაბამისი ხელშეკრულებით ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 5. ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი, გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს შესაბამისი სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველსა და ოდენობას. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატი გაიცემა მოხელის კლასის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 7. ამ კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველსა და ოდენობას. მუხლი 6. საჯარო დაწესებულების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება 1. საჯარო დაწესებულების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2.. საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება უნდა უზრუნველყონ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოების და შრომის ანაზღაურების ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ შესაბამისად. მუხლი 7. საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების გამოთვლის მიზნებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო ნომინალურ გამოხატულებაში, რომლის ნამრავლით ამ კანონით გათვალისწინებული წესით შესაბამის კოეფიციენტებზე მიიღება თანამდებობის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო/თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი კონკრეტული საბიუჯეტო წლისათვის. თავი II მოხელის შრომის ანაზღაურება მუხლი 8. მოხელის თანამდებობრივი სარგო 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულებებისათვის, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის დანართი N1ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. ავტონომიური რესპუბლიკებისა რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათ მოხელეებისათვის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო თანამდებობრივი სარგოები დგინდება დაწესებულებების თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისას, მუნიციპალიტეტი, რომლის რეგისტრირებული მოსახლეობაც: ა) აღემატება 100 000 რეგისტრირებულ მოსახლეს უფლებამოსილია მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად; ბ) აღემატება 50 000, მაგრამ არაუმეტს 100 000 რეგისტრირებული მოსახლისა უფლებამოსილია მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს არაუმეტეს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის მე-9 კატეგორიისა; გ) აღემატება 10 000, მაგრამ არაუმეტს 50 000 რეგისტრირებული მოსახლისა უფლებამოსილია მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს არაუმეტეს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის მე-8 კატეგორიისა; დ) არ აღემატება 10 000 მოსახლეს, უფლებამოსილია მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს არაუმეტეს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის მე-7 კატეგორიისა. მუხლი 9. მოხელის სახელფასო დანამატი 1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ეძლევა სახელფასო დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. მოხელეზე სახელფასო დანამატის გაცემა ხორციელდება ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულების ზემდგომი წარდგინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. მუხლი 10. საკლასო დანამატი და მისი ოდენობა საჯარო დასაქმებულ დაწესებულებაში საქართველოს კანონით მოხელეს გათვალისწინებული „საჯარო მოხელის სამსახურის კლასის დანამატი შესახებ“ მიეცემა თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობით შემდეგი ცხრილის შესაბამისად: კლასი 1 საკლასო 1% დანამატის განაკვეთი 2 2% 3 3% 4 4% 5 5% 6 6% 7 7% 8 8% 9 9% 10 10% 11 12% 12 15% მუხლი 11. ფულადი ჯილდო საჯარო დაწესებულებაში საქართველოს კანონით დასაქმებულ მოხელეს გათვალისწინებული „საჯარო ფულადი სამსახურის ჯილდო მიეცემა შესახებ“ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, მოხელის შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. თავი III ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება მუხლი 12. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა 1. საქართველოს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის საქართველოს ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საქართველოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატებში ადმინისტრაციაში, სამინისტროებში და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით საჯარო ხელმძღვანელის დაწესებულების თანამდებობისთვის პირველადი დადგენილი სტრუქტურული მე-10 სახელფასო ერთეულის კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 3. ამ მუხლის პუნქტით პირველი გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშებისაგან განსხვავებული საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, საქრათველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშებისაგან განსხვავებული საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით. მუხლი 13. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის სახელფასო დანამატი 1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. 2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეზე სახელფასო დანამატის გაცემა ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. მუხლი 14. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის ფულადი ჯილდო საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. თავი IV საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება მუხლი 15. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან მათ მიერ დაფუძნებულ/მათ კონტროლს დაქვემდეარებულ საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებული არ უნდა ცხრილის სტრუქტურული ერთეულის აღემატებოდეს მიხედვით საჯარო ამ კანონის დანართი დაწესებულების N2-ით მეორადი ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 3. მუნიციპალიტეტში, რომლის რეგისტრირებული მოსახლეობაც: ა) აღემატება რეგისტრირებულ 100 000 მოსახლეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებული არ უნდა ცხრილის სტრუქტურული ერთეულის აღემატებოდეს მიხედვით საჯარო ამ კანონის დანართი დაწესებულების N2-ით მეორადი ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. ბ) აღემატება 50 000 მოსახლეს, მაგრამ არაუმეტს 100 000 რეგისტრირებული მოსახლისა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე9 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. გ) აღემატება 10 000 მოსახლეს, მაგრამ არაუმეტს 50 000 რეგისტრირებული მოსახლისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე8 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. დ) არ აღემატება 10 000 მოსახლეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-7 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშებისაგან განსხვავებული საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშებისაგან განსხვავებული საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, მთავრობასთან შეთანხმებით. შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მუხლი 16. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის სახელფასო დანამატი 1. საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. 2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეზე, სახელფასო დანამატის გაცემა ხორციელდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. მუხლი 17. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის ფულადი ჯილდო საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს მის მიმართ დაკისრებული შესრულებისათვის, უფლებამოსილებების ხანგრძლივი და ზედმიწევნით კეთილსინდისიერი და სანიმუშოდ სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიეცეს ზღვრული ოდენობისა და ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. თავი V სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო დგინდება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის დანართი №3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. მუხლი 19. პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო დგინდება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის დანართი №4-ით გათვალისწინებული შესაბამისი ცხრილების მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. მუხლი 20. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის და პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელფასო დანამატი 1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების სახელფასო ფარგლებში დანამატს, განსაზღვრავს ამ კანონით ზემდგომი განსაზღვრული სახელმწიფო ზღვრული ოდენობის პოლიტიკური/პოლიტიკური თანამდებობის პირი/ორგანო ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. იმ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების სახელფასო დანამატის განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელსაც არ ყავს ზემდგომი თანამდებობის თანამდებობის პირი/ორგანო პირს/პოლიტიკურ აქვს თავად სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობს შესაბამის საჯარო დაწესებულებას. მუხლი 21. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის და პოლიტიკური თანამდებობის პირის ფულადი ჯილდო 1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების ფულად ჯილდოს, ამ კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში განსაზღვრავს ზემდგომი სახელმწიფო პოლიტიკური/პოლიტიკური თანამდებობის პირი/ორგანო ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. იმ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების და პოლიტიკური თანამდებობის პირების ფულადი ჯილდოს განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელსაც არ ყავს ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო აქვს თავად სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს/პოლიტიკურ თანამდებობის პირს, რომელიც ხელმძღვანელობს შესაბამის საჯარო დაწესებულებას. თავი VI სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მუხლი 22. სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დასაქმებული დაქვემდებარებულ/მის სახელმწიფო მიერ დაფუძნებულ მოსამსახურეების, (გარდა საჯარო დაწესებულებებში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლს ამ კანონის დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე და უნდა აისახოს საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურეების, (გარდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლს ამ კანონის დანართი N3-ით გათვალისწინებული მინისტრის ცხრილის თანამდებობრივი მიხედვით სარგოს შესაბამისი კოეფიციენტზე ავტონომიური და უნდა რესპუბლიკის აისახოს საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. მუხლი 23. სახელმწიფო მოსამსახურეების სახელფასო დანამატი 1. სახელმწიფო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. 2. სახელმწიფო მოსამსახურეზე სახელფასო დანამატის გაცემა ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. 3. იმ სახელმწიფო მოსამსახურის სახელფასო დანამატის განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელსაც არ ყავს ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო აქვს თავად სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ხელმძღვანელობს შესაბამის საჯარო დაწესებულებას. მუხლი 24. სახელმწიფო მოსამსახურეების ფულადი ჯილდო 1. სახელმწიფო მოსამსახურეს მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. 2. იმ სახელმწიფო მოსამსახურის ფულადი ჯილდოს განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელსაც არ ყავს ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო აქვს თავად სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ხელმძღვანელობს შესაბამის საჯარო დაწესებულებას. თავი VII საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება მუხლი 25. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება 1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებულ, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და მის მიერ დაფუძნებულ/მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და არ წარმოადგენენ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანმდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. ავტონომიური რესპუბლიკებისა რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათ კონტროლს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებული იმ პირების თანამდებობრივი სარგოები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კანონის სხვა მუხლებით და არ წარმოადგენენ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანმდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 3. იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო, რომელიც არ დგინდება ამ კანონის შესაბამისი მუხლებით და არც სპეციალური კანონმდებლობით, განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებული/მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს და უნდა აისახოს საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ბ) ავტონომიური რესპუბლიკის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული/მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს და უნდა აისახოს საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. გ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) დაფინანსებაზე მყოფი ან/და მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) მიერ დაფუძნებული/კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებული არ უნდა ცხრილის აღემატებოდეს მიხედვით, განსაზღვრული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ამ კანონის შესაბამისი პირველადი დადგენილი დანართი N2-ით მუნიციპალიტეტისათვის სტრუქტურული შესაბამისი უმაღლესი ერთეულის სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს და უნდა აისახოს საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. დ) ქ. თბილისის დაფუძნებული/მის მუნიციპალიტეტის კონტროლს დაფინანსებაზე დაქვემდებარებული მყოფი ან/და საჯარო მის მიერ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის დანართი N1ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით, განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს და უნდა აისახოს საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს 80%-ს. 5. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევათ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს რომელსაც არ ყავს ზემდგომი თანამდებობის პირი/ორგანო, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ეძლევა ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში თავად ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. თავი VIII შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა მუხლი 26. სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა ამ კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ თანამდებობისათვის/პოზიციისთვის გათვალისწინებული ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს, ხოლო წლის მანძილზე მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის - 20%-ს. მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაოს, შესრულებული სამუშაოსათვის ან ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეებში მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის ანაზღაურება საჯარო დაწესებულებაში ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეებში შესრულებული სამუშაო ან მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობა და შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ნამუშევარი საათების და თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, საჯარო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. მუხლი 28. ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა 1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირისთვის წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განკუთვნილი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გათვალისწინების გარეშე. მუხლი 29. ადმინისტრაციული რიცხოვნობის შეზღუდვა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა 1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობა არ შეიძლება აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%, ხოლო გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება წარმომადგენლობით ხელისუფლების ორგანოებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. 3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის საფუძველზე, დამხმარე ფუნქციების შესრულების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებული შრომით მიზნით ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების რიცხოვნობა არ შეიძლება აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, ასევე არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ზღვრული ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 30. დროებითი ფუნქციების შესრულებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები და ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურება 1. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, (სხვა ფუნქციების შესრულება) ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე,(დამატებითი ფუნქციების შესრულება) თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი ამ კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, მოხელის მიერ სხვა ფუნქციების შესრულება საჯარო სამსახურის სისტემაში ანაზღაურდება ამ კანონით დადგენილი წესით მიმღების საჯარო დაწესებულების მიერ, ხოლო საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, მოხელის მიერ სხვა ფუნქციების შესრულება საზღვარგარეთ ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ასევე, მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისიწნებით, ერთ წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ნახევარ განაკვრთზე მუშაობის უფლების მინიჭების შემთხვევაში, ეძლევა შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო, ნამუშავარი საათების პროპორციულად. მუხლი 31. თანამდებობრივი სარგოს დაკავება თანამდებობრივი სარგოს დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. მუხლი 32. მიღებული სარგებლის უკან მოთხოვნის უფლება შესაბამისი სამართლებრივი ექვემდებარება უკან საფუძვლების დაბრუნებას გარეშე მიღებული საქართველოს შრომის სამოქალაქო ანაზღაურება კანონდებლობით გათვალისიწინებული შესაბამისი ნორმების საფუძველზე. მუხლი 33. კერძო სექტორთან კონკურენციის დაძლევის შესაძლებლობა 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და ანაზღაურების წესი, რომელთაც მოეთხოვებათ ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომელიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია ან/და რომელთა შრომის ანაზღაურებაც კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას. 2. საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე ბიურო ადგენს შესაბამისი თანამდებობის/პოზიციისათვის გათვალისწინებული ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსის შესაბამისობას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხასთან. თავი IX გარდამავალი დებულებები მუხლი 34. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ვალდებულებები 1. საქართველოს უზრუნველყონ კანონმდებლობით არაუგვიანეს 2017 დადგენილი წლის 15 წესით ნოემბრისა საჯარო საშტატო დაწესებულებებმა ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, ამ კანონიდან გამომდინარე საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება და მათი ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე დაუშვებელია 2018-2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა 2017 წლის საკასო ხარჯის ჯამურ მაჩვენებელთან მიმართებაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 3. 2018-2020 წლებში ამ კანონით დადგენილი წესით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა 2017 წელთან შედარებით შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. 4. დაევალოს სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების გარდაქმნის შესახებ განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მოახდინოს საშტატო ნუსხების კორექტირება. 5. დაევალოს საქართველოს მთავრობას მინისტრების მიერ მათდამი „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოების და შრომის ანაზღაურების ფონდის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 6. 2018-2020 წლებში სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს ამ კანონის ამოქმედების დროისათვის ამ თანამდებობის პირებისათვის დადგენილი შრომის ანაზღაურების მიხედვით და აისახოს შესაბამის საშტატო ნუსხაში. 7. იმ მოხელეთა საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე იღებდნენ საკლასო ჩინის დანამატს 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინების საფუძველზე და 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიენიჭათ პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი კლასი, განისაზღროს ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი ცხრილის შესაბამისად. თავი X დასკვნითი დებულებები მუხლი 35. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებისათანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კანონი „საქართველოს პრეზიდენტის შრომის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს.კ 270.090.000.05.001.001.763) 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს.კ 270.090.000.05.001.001.769 ) მუხლი 36. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი - 33-ე მუხლებისა და 35 მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი-17-ე, 20-ე -33-ე მუხლები და 35-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა და განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა არამხოლოდ სამართლებრივი სტატუსი, არამედ ანაზღაურების ასევე საკითხი, ვალდებულება, აღნიშნულ დარეგულირებულიყო მოსამსახურეთა ახალი კანონით შრომის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღარურების შესახებ.“ წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირდება არა საკითხები, არამედ მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა შრომის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროსგან განსხვავებით, შრომის ანაზღაურების კანონის მოქმედების სფერო პირთა წრეს და ანაზღაურების არეგულირებს საჯარო სექტორში ეხება ფართო დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებს, მიუხედავად მათი დასაქმების სამართლებრივი სტატუსისა. აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავების მიზეზია საჯარო სექტორში დასაქმებული პირის, მისი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, შრომის ანაზღაურების საკითხების მოწესრიგება და გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, სამართლიანი შრომის ანაზღაურების სიტემის დანერგვა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, დაამკვიდროს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი სისტემა. შექმნას დამსახურებაზე დამკვიდრებული საჯარო სამსახურის განხორციელების სისტემა; მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები; დაარეგულიროს სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საკითხებს; აგრეთვე, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში მუშაობისას, შემცველ ჯანმრთელობისათვის რისკის სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს. კანონის პროექტის მოქმედება ვრცელდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მათი დასაქმების სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. კერძოდ, აღნიშნული კანონის პროექტი ადგენს სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, პროფესიული საჯარო მოხელის, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების საკითხებს. წარმოდგენილი კანონის პროექტი ვრცელდება ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და იმ თანამშრომლებზე, არასამეწარმეო რომლებიც (არაკომერციული) ფინანსდებიან იურიდიული სახელმწიფო, პირების ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. წარმოდგენილი კანონის მოქმედება არ ვრცელდება, თუმცა შრომის ანაზღაურების საკითხები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ძალოვანი უწყებების მოსამსახურეებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მოსამსახურეებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოსამსახურეებზე, ასევე საბჭოს წევრებზე, წევრობაზე დაფუძნებულ (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა), კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპროტო და რელიგიურსაჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით, სასპორტო და რელიგიურ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში დასაქმებულებზე. თუმცა, წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისიწინებული ზოგიერთი შეზღუდვა, მაგალითად დანამატების ზღვრული ოდენობები (გარდა წელთა ნამსახურების დანამატისა), ძალოვანი უწყებების მოსამსახურეებზე გავრცელდება იგივე ზღვრებითა და შეზღუდვებით, როგორიც გათვალისწინებულია პროექტში სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ. ასევე, პროექტით დგინდება, რომ ამ პირების მიმართ ფულადი ჯილდოსათვის გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ფულადი ჯილდოს ნაცვლად შესაძლებელია გაიცეს დანამატი, იმ პირობით, თუ პირის მიერ მიღებული დანამატი და ფულადი ჯილდო არ გადააჭარბებს ჯამურად კანონით გათვალისწინებული დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრულ ოდენობას. ხოლო, ძალოვანი უწყების თანამშრომლები, რომლებიც არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, აიღებენ მინიჭებული მოხელის კლასის დანამატს, წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცენტული ოდენობით. კანონპროექტში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუმცა ამ კანონის მიზნებისათვის დაკონკრეტდა რამდენიმე ტერმინის შინაარსი. კერძოდ, საჯარო დაწესებულება, რომელიც განიმარტა, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია. ასევე, დაკონკრეტდა შრომის ანაზღაურების შინაარსი. კერძოდ, შრომის ანაზღაურება ნიშნავს საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობებისათვის/პოზიციებისათვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის სახელფასო დანამატს, საკლასო დანამატს და ფულად ჯილდოს. დაკონკრეტდა სახელფასო დანამატის შინაარსი, კერძოდ, სახელფასო დანამატად მიჩნეულ იქნა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში განსაზღვრული საშუალებად, საქმიანობისათვის თანხა. ფულადი ჯილდო გათვალისწინებულ იქნა ხოლო დაწესებულებაში ფულად ჯილდოს დასაქმებული პირის შინაარსს მიერ მის წახალისების წარმოადგენს მიმართ საჯარო დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული მატერიალური წახალისების საშუალება. კანონპროექტით მკვიდრდება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ცნება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობას, რომლის ნამრავლით კანონპროექტის შესაბამისი დანართით განსაზღვრულ კოეფიციენტებზე, მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებორივი სარგო. კანონპროექტი დეტალურად ახდენს შრომის ანაზღაურების კომპონენტების გაცემის სამართლებრივი საფუძვლების ფორმულირებას; ადგენს სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოს გაცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გამოცემული დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არსებობის აუცილებლობას. წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება საჯარო დაწესებულებათა სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცების წესი და ის საგამონაკლისო წესები, რომლებიც ზოგიერთი საჯარო დაწესებულებების მიმართ იარსებებს საშტატო ნუსხების დამტკიცების დროს. კანონპროექტის ცალკეული თავები ეთმობა სხვადასხვა სტატუსის დასაქმებულის შრომის ანაზღაურების პროფესიული საჯარო წესს. წარმოდგენილი მოხელის შრომის პროექტის მეორე თავი ადგენს ანაზღაურების წესს. დეტალურადაა მოწესრიგებული ცენტრალური საჯარო დაწესებულებების პროფესიული საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიული საჯარო მოხელეების და ავტონომიურ რესპუბლიკებში დასაქმებული მოხელეების თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის საკითხები. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულებებისათვის, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაქვემდებარებული თითოეული ან/და საჯარო იერარქიული მის მიერ დაფუძნებული/მის დაწესებულების რანგისათვის მოხელეთა მიკუთვნებული კონტროლს თანამდებობების თანამდებობების თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით კანონის პროექტის დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათ კონტროლს დაწესებულებების მოხელეებისათვის თანამდებობრივი თანამდებობის ფუნქციური თანამდებობრივი სარგოს დატვირთვის ნამრავლით კანონის დაქვემდეარებული საჯარო სარგოები დგინდება გათვალისწინებით, საბაზო პროექტის N2-ით დანართი გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე. ამასთან მუნიციპალიტეტების შემთხვევაში დგინდება პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა შესაბამისი თანამდებობრივი სარგოების განსხვავებული წესის მუნიციპალიტეტში დასახლებული მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც აღემატება 100 000 მოსახლეს უფლებამოსილია, მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად; მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც აღემატება 50 000 მოსახლეს, მაგრამ არაუმეტს 100 000 მოსახლისა უფლებამოსილია, მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს არაუმეტეს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის მე-9 კატეგორიისა; მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც აღემატება 10 000 მოსახლეს, მაგრამ არაუმეტს 50 000 მოსახლისა უფლებამოსილია, მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს არაუმეტეს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის მე-8 კატეგორიისა; ხოლო, მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც არ აღემატება 10 000 მოსახლეს, უფლებამოსილია, მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს არაუმეტეს დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის მე-7 კატეგორიისა. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს დამატებითი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და შესრულებისათვის, ფუნქციების მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. ხოლო საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის დანამატი მიეცემა თანამდებობრივი სარგოს პროცენტული ოდენობით შემდეგი ცხრილის შესაბამისად: კლასი 1 საკლასო 1% დანამატის განაკვეთი 2 2% 3 3% 4 4% 5 5% 6 6% 7 7% 8 8% 9 9% 10 10% 11 12% 12 15% ამასთან, იმ მოხელეთა საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა, რომლებიც იღებდნენ საკლასო ჩინის დანამატს 1997 წლის 31 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინების საფუძველზე და 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიენიჭათ პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი კლასი, განისაზღვრება ზემოაღნიშნული ცხრილის მიხედვით. რაც შეეხება პროფესიული საჯარო მოხელის ფულად დასაქმებულ მოხელეს „საჯარო სამსახურის გათვალისწინებული ხელმძღვანელის ფულადი შესაბამისი ჯილდო ჯილდოს, საჯარო შესახებ“ მიეცემა გადაწყვეტილებით დაწესებულებაში საქართველოს საჯარო კანონით დაწესებულების კანონპროექტით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. კანონპროექტის მესამე თავი აწესრიგებს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს სამინისტროებში აპარატებში საქართველოს და მთავრობის საქართველოს ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესს. კერძოდ, ამ შემთხვევაში სარგო არ უნდა აღემატებოდეს კანონპროექტის შესაბამისი დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. ხოლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს პროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული დადგენილი მე-10 გამოანგარიშებულ ერთეულის ხელმძღვანელის სახელფასო კატეგორიის თანამდებობრივ სარგოს. თანამდებობისთვის კოეფიციენტის ამასთან შესაბამისად გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული წესისგან განსხვავებული თანამდებობრივი სარგოს დადგენის საგამონაკლისო წესი საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი კანონპროექტით გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში და შესაბამისი ფულადი ჯილდოც დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, ასევე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. კანონპროექტის მეოთხე თავი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურების წესს. აღნიშნული თავით მოწესრიგებულია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს დადგენის წესი ცენტრალური უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განსხვავებულად. კერძოდ, დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულებებისათვის, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მის „საჯარო კონტროლს სამსახურის ხელშეკრულებით შესახებ“ დაქვემდებარებული საქართველოს დასაქმებული პირის საჯარო კანონის დაწესებულების საფუძველზე თანამდებობრივი სარგო შრომითი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონისპროექტის დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ ერთეულის საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. ხოლო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან მათ მიერ დაფუძნებული/მათ „საჯარო კონტროლს სამსახურის ხელშეკრულებით შესახებ“ დაქვემდეარებული საქართველოს დასაქმებული პირის საჯარო კანონის დაწესებულებების საფუძველზე თანამდებობრივი სარგო შრომითი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის პროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ ერთეულის საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. ამასთან, მუნიციპალიტეტების შემთხვევაში დგინდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების დადგენის განსხვავებული წესი მუნიციპალიტეტში დასახლებული მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით. კერძოდ, მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობაც აღემატება 100 000 მოსახლეს, „საჯარო სამსახურის ხელშეკრულებით შესახებ“ საქართველოს დასაქმებული პირის კანონის საფუძველზე თანამდებობრივი სარგო შრომითი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის პროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ ერთეულის საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობაც აღემატება 50 000 მოსახლეს, მაგრამ არაუმეტს 100 000 მოსახლისა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის პროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული თანამდებობისთვისდადგენილი ერთეულის მე-9 სახელფასო ხელმძღვანელის კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს; გ) მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობაც აღემატება 10 000 მოსახლეს, მაგრამ არაუმეტს 50 000 მოსახლისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონისპროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ ერთეულის საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-8 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. ხოლო, მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც არ აღემატება 10 000 მოსახლეს, „საჯარო სამსახურის ხელშეკრულებით შესახებ“ საქართველოს დასაქმებული პირის კანონის საფუძველზე თანამდებობრივი შრომითი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის პროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ ერთეულის საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-7 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. საჯარო დაწესებულებაში მოსამსახურეს შრომითი ზეგანაკვეთური ხელშეკრულებით სამუშაოს ან/და დასაქმებულ დამატებითი საჯარო ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და მძიმე სამუშაო პირობებში ფულადი საქმიანობისათვის შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი და ჯილდოც სანიმუშოდ დაკისრებული შესრულებისათვის, უფლებამოსილებების ზედმიწევნით ხანგრძლივი კეთილსინდისიერი და და სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, თანამდებობის გაფორმებული პირის ხელშეკრულების წარდგინებით, საჯარო შესაბამისად, დაწესებულების ზემდგომი ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. კანონპროექტის მეხუთე თავი აწესრიგებს სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხებს. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო დგინდება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის პროექტის დანართი №3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ხოლო, პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო დგინდება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით ამ კანონის პროექტის დანართი №4.1-ით და დანართი №4.2-ით გათვალისწინებული შესაბამისი ცხრილების მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. კანონპროექტით გათვალისწინებულია, კანონის პროექტით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში,სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, როგორც სახელფასო დანამატის, ასევე ფულადი ჯილდოს მიცემის შესაძლებლობა. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ნაწილში პროექტით გათვალისწინებულია თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ნაწილის ამოქმედდება 2021 წლიდან. ხოლო 2018-2020 წლებში სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზრაურება განისაზღვრება არაუმეტეს კანონის ამოქმედებისათვის არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობით. კანონპროექტის მეექვსე თავი ადგენს სახელმწიფო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხს. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების დაფუძნებულ საჯარო კონტროლს დაწესებულებებში დაქვემდებარებული/მის დასაქმებული მიერ სახელმწიფო მოსამსახურეების, (გარდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს კანონპროექტის დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით შესაბამისი მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს, ხოლო, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურეების, (გარდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს კანონპროექტის დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს. კანონპროექტით გათვალისწინებულია, კანონის პროექტით განსაზღვრული ზღვრული ოდენობის ფარგლებში,სახელმწიფო მოსამსახურეთათვის, როგორც სახელფასო დანამატის, ასევე ფულადი ჯილდოს მიცემის შესაძლებლობა. წარმოდგენილი კანონის პროექტის მეშვიდე თავი ეხება სხვა საჯარო დაწესებულებებს, და მათ შორის ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასამებული პირების შრომის ანაზღაურების საკითხებს, რომლებიც ფინანსდებიან შესაბამისი ბიუჯეტიდან. აღნიშნულ დაწესებულებებში მოქმედებს შემდეგი წესი: სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული, ასევე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების კონტროლს მიერ დაფუძნებული/მის კონტროლს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები, დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანმდებობრივი სარგოს ნამრავლით შესაბამისად ამ კანონის პროექტის დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე. ხოლო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაწესებულებებში საჯარო დაფუძნებული/მათ დაქვემდებარებულ დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები, დგინდება დაწესებულების რანგისათვის კონტროლს მოხელეთა მიკუთვნებული თანამდებობების თანამდებობების დატვირთვის გათვალისწინებით, თითეული იერარქიული ეკვივალენტური ფუნქციური საბაზო თანმდებობრივი სარგოს ნამრავლით შესაბამისად ამ კანონის პროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე. მათ ფულადი ჯილდო ეძლევათ შესაბამისი სახელფასო დანამატი და დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ამ კანონპროექტით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. წარმოდგენილი კანონპროექტი განსხვავებულად აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ააიპ-ების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესს. კერძოდ, ხელმძღვანელის სარგო განისაზღვრება შემდეგი წესით: სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებული/მის ხელმძღვანელის კონტროლს თანამდებობრივი დაქვემდებარებული სარგო არ უნდა დაწესებულებების აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის პროექტის დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს. ხოლო, ავტონომიური რესპუბლიკის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული/მის კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის პროექტის დანართი N3-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით რესპუბლიკის მინისტრის პირველი კოეფიციენტზე ნამრავლს. მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მიერ მოადგილის შესაბამისი ავტონომიური თანამდებობრივი დაფინანსებაზე დაფუძნებული/კონტროლს მყოფი სარგოს ან/და დაქვემდებარებული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის პროექტის დანართი N2-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს კანონის დანართი N1-ით გათვალისწინებული ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული დადგენილი მე-10 ერთეულის სახელფასო ხელმძღვანელის კატეგორიის თანამდებობისათვის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით ეძლევა ზემდგომი თანამდებობის კანონპროექტით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. ამასთან დადგენილია იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს განსაზღვრის პირი/ორგანო. წესი, რომელსაც არ ყავს ზემდგომი თანამდებობის კერძოდ, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო მათ ეძლევა კანონპროექტით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში. კანონპროექტის მერვე თავი ადგენს შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ შეზღუდვას. კერძოდ, ყველა სახის დასაქმებულთან მიმართებით, სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის სახელფასო ფონდს, ხოლო წლის მანძილზე მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის - 20%-ს. ასევე, დგინდება ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობა, არ რომელიც უნდა თანამდებობისათვის/პოზიციისათვის აღემატებოდეს განკუთვნილი პირის მიერ დაკავებული თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს მიეცეს ფულადი ჯილდო დადგენილი ზღვრული ოდენობის გათვალისწინების გარეშეც, თუმცა საგულისხმოა, რომ ამ განსაკუთრებულ საგამონაკლისო წესს მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება სჭირდება. კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რიცხოვნობა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%, ხოლო გამონაკლისი დაიშვება დასაბუთებული შუამდგომლობით, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით მიღებული შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების რიცხოვნობა არ შეიძლება აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%. გამონაკლისის დაშვების წესი, ასევე არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით სახელმწიფო დასაქმებული ბიუჯეტის პირების შესახებ ზღვრული წლიური ოდენობა, კანონით განისაზღვრება და საქართველოს კანონმდებლობით. წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეებში შესრულებული სამუშაოსათვის ან მძიმე სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის და შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურდების წესი, რომელიც ანაზღაურდება ნამუშევარი საათების და თანამდებობრივი სარგოს მიხედვით. ასევე, დგინდება დროებითი ფუნქციის შესრულების ანაზღაურების წესი. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირს, რომელიც ასრულებს დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს, ეძლევა არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს; თუ არმყოფი პირის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ პირს უნარჩუნდება თავისი სარგო. ხოლო პირს, რომელიც ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი პირის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში. მნიშვნელოვანი წესია დადგენილი ნახევარ განაგვეთზე მუშაობისას შრომის ანაზღაურების მიმართ. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისიწნებით, ერთ წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისათვის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში ნახევარ განაკვრთზე მუშაობის უფლების მინიჭების შემთხვევაში, ეძლევა შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო, ნამუშავარი საათების პროპორციულად. ვინაიდან საჯარო სექტორი მუდმივად განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს და ხშირია მათი გადინება კერძო სექტორში მაღალი ანაზღაურების გამო, კანონპროექტით გათვალისწინებულია უფლებამოსილილება, განსაზღვროს საქართველოს მთავრობის იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და ანაზღაურების წესი, რომელთაც მოეთხოვებათ ისეთი პროფესიული უნარჩვევები და კვალიფიკაცია, რომელიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია ან/და რომელთა შრომის ანაზღაურებაც კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას. კანონპროექტის მეცხრე თავი შეეხება გარდამავალ დებულებებს. დეტალურადაა მოწესრიგებული კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები. კერძოდ, კანონის ამოქმედებამდე საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2017 წლის 15 ნოემბრისა საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება. ასევე, გარდამავლი დებულებით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ბიუროს ვალდებულებაც განახორციელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების გარდაქმნის შესახებ განხორციელებული ერთგვაროვანი ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვის მონიტორინგი მიზნით და საჯარო შესაბამისი სამსახურში რეკომენდაციების შემუშავება. ხოლო საჯარო დაწესებულებებს დაევალათ საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საშტატო ნუსხების კორექტირება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში მითითებულია, რომ 2018-2020 წლებში დაუშვებელია საჯარო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. შრომის ანაზღაურების შესაძლო ზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. აღნიშნული შესაძლებელს ხდის არსებული ფისკალური რესურსი გადანაწილდეს შრომის ანაზღაურების ფონდზე ამ კანონით განსაზღვრული წესით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ამ კანონის მიღება არ შეიძლება გახდეს რომელიმე უწყების მიერ დასაქმებულთათვის 2017 წელს გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდის და შესაბამისად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდის მიზეზი. შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართა OECD SIGMA-ს ექპერტებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო სამსახურში დასაქმებულ იურიდიული და ფინანსური სამსახურების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
დანართი
დანართი N1 ცხრილი №1 რანგი თანამდებო ბათა იერარქია 1 1 2 2 2 3 3 4 3 5 3 6 4 7 4 8 4 9 თანამდებობის აღწერა საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 2.00 2.20 2.50 2.80 3.30 3.80 4.40 5.00 5.60 6.00 1.60 1.80 2.00 2.20 2.50 2.80 3.20 3.60 4.00 4.50 1.40 1.60 1.80 2.00 2.20 2.50 2.80 3.10 3.50 4.00 1.30 1.50 1.70 1.90 2.10 2.30 2.40 2.50 2.60 2.80 0.90 1.00 1.10 1.20 1.30 1.40 1.60 1.80 2.00 2.20 0.75 0.80 0.85 0.90 0.95 1.00 1.20 1.40 1.60 1.80 0.65 0.70 0.75 0.80 0.85 0.90 1.00 1.15 1.30 1.50 0.55 0.60 0.65 0.70 0.75 0.80 0.85 0.90 1.00 1.20 0.45 0.50 0.55 0.60 0.65 0.70 0.75 0.80 0.90 1.00 დანართი N2 ცხრილი №2 რანგი თანამდებობათა იერარქია თანამდებობის აღწერა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის 1 1 1 2 2 2 3 3 4 3 5 3 6 საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული 1.00 ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული 0.90 ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული 0.80 ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი 0.70 სპეციალისტის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი 0.50 სპეციალისტის თანამდებობა; საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი 0.40 სპეციალისტის თანამდებობა; 2 3 4 5 6 7 8 9 10 1.30 1.50 1.70 2.00 2.30 2.60 2.90 3.20 3.50 1.20 1.40 1.60 1.80 2.00 2.20 2.50 2.70 2.90 1.00 1.20 1.40 1.60 1.80 2.00 2.30 2.50 2.80 0.80 0.90 1.00 1.10 1.30 1.50 1.70 1.90 2.00 0.60 0.50 0.60 0.80 1.00 1.20 1.40 1.60 1.80 0.50 0.60 0.70 0.80 0.90 1.10 1.30 1.50 1.60 4 7 4 8 4 9 საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი 0.30 სპეციალისტის საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი 0.20 სპეციალისტის თანამდებობა საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი 0.10 სპეციალისტის თანამდებობა 0.40 0.45 0.50 0.70 0.80 0.90 1.00 1.20 1.40 0.30 0.40 0.45 0.55 0.65 0.75 0.85 0.90 1.00 0.20 0.30 0.35 0.45 0.50 0.55 0.65 0.75 0.80 დანართი N3 ცხრილი №3 თანამდებობრივი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი სარგოს ზედა ზღვარის კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტი 10.00 საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე 10.00 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10.00 პარლამენტის თავმჯდომარის I მოადგილე 8.80 საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის მოადგილე 8.70 საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე 8.60 საქართველოს პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე 8.50 საქართველოს მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი 8.50 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 8.50 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 8.50 საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე 7.60 თანამდებობრივი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი სარგოს ზედა ზღვარის კოეფიციენტი საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე 7.50 საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 7.35 საქართველოს პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 7.30 საქართველოს პარლამენტის წევრი 7.25 საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 7.25 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოადგილე 6.50 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარე 6.00 ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი 6.00 ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე 5.25 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის (ფრაქციის) თავმჯდომარის მოადგილე 5.00 ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე 5.00 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 5.00 დანართი N4. ცხრილი №4.1 თანამდებობრივი პოლიტიკური თანამდებობის პირები სარგოს ზედა ზღვარის კოეფიციენტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი 8.50 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 8.50 რწმუნებული-გუბერნატორი 7.25 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე 7.5 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე 7.25 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 6.5 6.00 სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე 5.50 სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე 5.00 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის/კომისიის თავმჯდომარე 5.00 ცხრილი №4.2 50 ათასი -100 10 ათასი - < 10 ათასი 50 ათასი ათასზე 6.0 5.5 5.0 4.5 საკრებულოს თავმჯდომარე 6.0 5.5 5.0 4.5 აღმასრულებელი ორგანოს 5.0 4.5 4.25 4.0 ხელმძღვანელის პირველი თავმჯდომარის 5.0 4.5 4.25 4.0 ორგანოს 4.5 4.25 4.0 3.75 4.5 4.25 4.0 3.75 4.5 4.25 4.0 3.75 მუნიციპალიტეტების პოლიტიკური >100 ათასზე თანამდებობის პირები (გარდა თბილისისა) აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი მოადგილე საკრებულოს პირველი მოადგილე აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე