„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.09.2017
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/128/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-25
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხლი 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „კ ქვეპუნქტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობებს;“. 2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფულადი ჯილდოს გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;“. 3. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, აგრეთვე ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც არეგულირებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს. წარმოადგენილი კანონის პროექტის შემუშავების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღარურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ტერმინებისა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-15-ე, და 21-ე მუხლებში და ტერმინი „პრემია“ იცვლება ტერმინით: „ფულადი ჯილდო“, რადგანაც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს „პრემიას“, აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-15-ე, და 21-ე მუხლები შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, საქართველოს კანონის იმ მუხლის რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას; ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს; გ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის ; დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს; ე) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას; ვ) სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის ჩათვლით, ხოლო ვადაზე ადრე – ვიცე-პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით , აგრეთვე საკლასო ჩინ ებ ს ; ზ ) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; თ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ი ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; კ ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემიის), აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობებს; ლ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4 . სამსახურის უფროსს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა. მუხლი 15. სამსახურის მოსამსახურის წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება სამსახურის მოსამსახურის წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიით ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; კ) თანამდებობრივი დაწინაურება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურის მოსამსახურის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს სამსახურის უფროსს. 4. სამსახურის მოსამსახურის წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება მის პირად საქმეში. მუხლი 21. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა 1. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. სამსახურის მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 2. სამსახურის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფას ს , აგრეთვე პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს . ხელფასი მოიცავს სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს . 3. სამსახურის მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის მშობიარობისა და ხანგრძლივობით. ბავშვის მოვლის სამსახურის გამო მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ორსულობის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4 . სამსახურის მოსამსახურეს , რომელსაც მინიჭებული აქვ ს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებ ა, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 5 . ამ მუხლის მე- 4 პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლდა ამ კანონის მე-16 მუხლის „ე“ , „ ი “ , „კ“ ან/ და „პ “ ქვეპუნქტის საფუძველზე. 6. სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი) ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ს სახსრებიდან. 7 . ზიანი, რომელიც მიადგა სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ს სახსრებიდან, საქართველოს კანონ მდებლობით დადგენილი წესით. 8. ზიანი, რომელიც საზღვარგარეთ მიადგა სამსახურის მოსამსახურის ოჯახის წევრს და დაკავშირებულია სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის საზღვარგარეთ შესრულებ ასთან, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ს სახსრებიდან, საქართველოს კანონ მდებლობით დადგენილი წესით. 9. სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის მე-7 და მე - 8 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.