„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-25
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)
პროკურატურის
სტაჟიორი
–
საქართველოს
მთავარ
პროკურატურაში,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის,
საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან
სტრუქტურული
დანაყოფის
პროკურორის,
უფროსი
გამომძიებლის,
გამომძიებლის
ვაკანტურ თანამდებობაზე, მთავარი პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც
ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.“.
2. 92 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული
ვარაუდის
არსებობის
ან
დისციპლინური
გადაცდომის
საფუძველზე
საქართველოს
პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების
შემთხვევაში,
თუ
მთავარი
პროკურორის
მიმართ
მისი
თანამდებობიდან
ვადამდე
გათავისუფლების შემდეგ არ დაიწყო ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის
სამართლის
კანონით
გათვალისწინებული
ქმედების
არარსებობის
ან
ქმედების
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობის გამო, ან თუ სასამართლომ
ყოფილი
მთავარი
პროკურორი
დამნაშავედ
არ
ცნო
იმ
დანაშაულის
ჩადენაში,
რომლისთვისაც იგი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდა, ან/და თუ სასამართლომ
ბათილად ცნო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის
დისციპლინური სახდელის დადების შესახებ, ყოფილ მთავარ პროკურორს უფლება აქვს,
სასამართლოს მიმართოს იმ განაცდური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც იგი
თავისი უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღებდა. მთავარი
პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.“.
3. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება მუშაობაში წარმატებისათვის
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის,
პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით
დაჯილდოება;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.“.
4. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი
სარგოსაგან, სახელფასო დანამატისგან, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონით
და
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
საკლასო
დანამატისგან
ფულადი
ჯილდოსგან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შინაარსმა, რომლის მიზანია
საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების საკითხის ახლებური
დარეგულირება. წარმოადგენილი კანონის პროექტის შემუშავების მიზეზია „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღარურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული ტერმინებისა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის
ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, საქართველოს კანონში „პროკურატურის
შესახებ“ ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შინაარსთან „პროკურატურის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ტერმინოლოგიური ცვლილებები ცვლილება შედის
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში, მე -92
მუხლის მე-14 პუნქტში, მე-39 მუხლში. ასევე ცვლილება შედის 41-ე მუხლის პირველ
პუნქტში და განისაზღვრება, რომ „პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება შედგება
თანამდებობრივი სარგოსაგან, სახელფასო დანამატისგან, საკლასო დანამატისგან და
ფულადი ჯილდოსგან.“ ვინაიდან შრომის ანაზღაურების კანონმდებლობის შესაბამისად
პრემია, როგორც შრომის ანაზღაურების ნაწილი აღარ იარსებებს და ასევე, ხელფასის
ნაცვლად შემოდის ტერმინი „შრომის ანაზრაურება“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
ბიუჯეტიდან
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები :
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროკურორი – მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები,
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის
პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული
პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი
პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე
პროკურატურის
დეპარტამენტის,
სამმართველოს,
განყოფილებისა
და
მათთან
გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც
უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით
გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკი,
რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს
პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მთავარი პროკურორის
გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;
ა ) საგანგებო (ad hoc) პროკურორი – ამ კანონის 8 მუხლით განსაზღვრული პირი,
რომელიც ამავე კანონის 9 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს;
ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი
გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი
გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;
გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი,
პროკურატურის მოხელე (პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სპეციალისტი),
პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირი;
დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ
და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი
გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე მთავარი
პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი
იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის
მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
ე) პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სპეციალისტი – პროფესიული საჯარო
მოხელე, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს,
განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით
გათვალისწინებულ
თანამდებობაზე,
რომლის
ფუნქციაა
საჯაროსამართლებრივი
უფლებამოსილებების
(გარდა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა) განხორციელება;
ვ) პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც
პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი
1
3
2
ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს პროკურატურის დამხმარე ან არამუდმივი
ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
ზ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4383).
მუხლი 92. მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი
1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა
დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო საპროკურორო საბჭოს ერთი ან მეტი წევრის
ინიციატივით განიხილავს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის
საკითხს. საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია საგანგებო (ad hoc) პროკურორის
დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს აგრეთვე საქართველოს პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიმართვის საფუძველზე.
2. საგანგებო (ad hoc) პროკურორობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს
საპროკურორო საბჭოს ნებისმიერ წევრს. საპროკურორო საბჭო პირის საგანგებო (ad hoc)
პროკურორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით,
საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საპროკურორო საბჭო
სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი
ვარაუდისათვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, იგი უარს ამბობს
საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნაზე
საპროკურორო საბჭოს უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
3. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაცია
სარწმუნო და დამაჯერებელი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო საგანგებო (ad hoc)
პროკურორის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტამდე თავის სხდომაზე იწვევს და ახსნაგანმარტებას ჩამოართმევს აღნიშნული ინფორმაციის ავტორს, აგრეთვე ნებისმიერ პირს,
რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს სავარაუდო დანაშაულის შესახებ ცნობები.
საპროკურორო საბჭო უფლებამოსილია აღნიშნულ პირებს მოსთხოვოს, წარმოადგინონ მათი
პოზიციის დამადასტურებელი ცნობები, ასეთი ცნობების არსებობის შემთხვევაში.
4. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნამდე, აგრეთვე საგანგებო (ad hoc)
პროკურორის დასკვნის დამტკიცებამდე საპროკურორო საბჭო ისმენს მთავარი პროკურორის
ახსნა-განმარტებას. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს
წარუდგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი ინფორმაცია, აგრეთვე ისარგებლოს
დაცვისა და საკითხის განხილვაში წარმომადგენლის უფლებით.
5. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ამზადებს და დანიშვნიდან 2 თვის ვადაში
საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასკვნას იმის თაობაზე, არსებობს თუ არა
დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა. საგანგებო (ad
hoc) პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საპროკურორო საბჭოს წევრთა
უმრავლესობის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.
6. ამ მუხლის მე-7 პუნქტის დებულების გათვალისწინებით, საგანგებო (ad hoc)
პროკურორი თავისი მოვალეობის შესრულებისას სარგებლობს ყველა უფლებამოსილებით
და მას ეკისრება ყველა მოვალეობა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე აქვს და აკისრია
პროკურორს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, ამ კანონიდან და
საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებიდან გამომდინარე.
7. მთავარი პროკურორის მიმართ შეიძლება ჩატარდეს ისეთი საგამოძიებო მოქმედება,
რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად,
სასამართლოს განჩინებით ტარდება. ასეთ შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი
შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით განიხილავს შუამდგომლობას და იღებს განჩინებას შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
8. საგანგებო (ad hoc) პროკურორი ვალდებულია თავისი დასკვნა და თანდართული
მასალების ასლები საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა
გადასცეს მთავარ პროკურორს. მთავარი პროკურორი უფლებამოსილია საპროკურორო
საბჭოს წარუდგინოს ახსნა-განმარტება და თავისი პოზიციის დამადასტურებელი
ინფორმაცია.
9. თუ, საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის თანახმად, არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო საბჭო ფარული
კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ამტკიცებს საგანგებო (ad
hoc) პროკურორის დასკვნას და საქართველოს პარლამენტს მიმართავს მთავარი
პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით.
საპროკურორო საბჭოს წარდგინებას თან ერთვის საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა
და სხვა აუცილებელი მასალები. თუ საპროკურორო საბჭო სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედით არ დაამტკიცებს მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის
ჩადენის თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შესახებ საგანგებო (ad hoc)
პროკურორის დასკვნას, საკითხი საპროკურორო საბჭოს დღის წესრიგიდან მოხსნილად
ჩაითვლება. თუ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნაში დადასტურებული არ არის
დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, საპროკურორო
საბჭოს მაინც შეუძლია ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედით უარყოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის ასეთი დასკვნა. ამ შემთხვევაში
ჩაითვლება, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა
დანაშაული ჩაიდინა, და საპროკურორო საბჭო საქართველოს პარლამენტს მიმართავს
მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით.
10. საპროკურორო საბჭოს მიერ საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის
დამტკიცებისთანავე, ან თუ საპროკურორო საბჭო მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, და სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით უარყოფს საგანგებო (ad hoc) პროკურორის
დასკვნას, მთავარ პროკურორს უჩერდება უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის
მიერ მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილების
მიღებამდე.
11. საქართველოს პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის
თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას.
შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ საქართველოს პარლამენტი არ
მიიღებს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ
გადაწყვეტილებას, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება.
12. საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნა საჯარო დოკუმენტია და მესამე პირის
პერსონალური
მონაცემების
გაუმჟღავნებლად
ქვეყნდება
საპროკურორო
საბჭოს
ვებგვერდზე.
13. მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდეს იმ
შემთხვევაშიც, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება,
რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა. ასეთ შემთხვევაში
საპროკურორო საბჭო და საქართველოს პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ
ამ მუხლით დადგენილი თანამიმდევრობითა და წესით, იმ გამონაკლისით, რომ
დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ
ინიშნება. დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე მთავარი პროკურორის
თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას საპროკურორო
საბჭო თავისი წევრებისაგან, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს
მომხსენებელს.
14. მთავარი პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასაბუთებული
ვარაუდის არსებობის ან დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საქართველოს
პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების
შემთხვევაში, თუ მთავარი პროკურორის მიმართ მისი თანამდებობიდან ვადამდე
გათავისუფლების შემდეგ არ დაიწყო ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის
სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის ან ქმედების
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობის გამო, ან თუ სასამართლომ
ყოფილი მთავარი პროკურორი დამნაშავედ არ ცნო იმ დანაშაულის ჩადენაში,
რომლისთვისაც იგი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდა, ან/და თუ სასამართლომ
ბათილად ცნო საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურორისათვის
დისციპლინური სახდელის დადების შესახებ, ყოფილ მთავარ პროკურორს უფლება აქვს,
სასამართლოს მიმართოს იმ განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც
იგი თავისი უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მიიღებდა. მთავარი
პროკურორის მიერ საპროკურორო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
შესახებ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.
საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.
მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება მუშაობაში წარმატებისათვის
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის,
პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების
მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით
დაჯილდოება;
ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება
1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან.
2. მთავარი პროკურატურის პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს
განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო
პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
სპეციალიზებული
პროკურატურების
პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 400
ლარზე ნაკლები.