„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 95 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-25
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/06/2015, სარეგისტრაციო
კოდი: 240140000.05.001.017771) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს
პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.“.
2. მე–7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ბ. ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხასა და შრომის ანაზღაურების ოდენობებს „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
გარდამავალ პერიოდში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში დასაქმებულ პირთა
თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს
მოქმედება
გავრცელდეს
2017
2018 წლის 1 იანვრიდან. ამ კანონის მე-2 მუხლის
წლის
1
ივლისიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
შემუშავება,
რომელიც
არეგულირებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს.
წარმოადგენილი კანონის პროექტის შემუშავების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღარურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
ტერმინებისა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წესისა
და პირობების შესაბამისად, ,,საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს
კანონში სათანადო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი
ანაზღაურების
კანონპროექტის
შესახებ“
მიზანია
საქართველოს
„საჯარო
კანონის
დაწესებულებაში
პროექტთან
შრომის
„საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,საქართველოს ბიზნესომბუდსმენის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და ტერმინი შრომითი
გასამრჯელო(ხელფასი) იცვლება
ტერმინით „თანამდებობრივი სარგო“. ასევე ცვლილება
შედის
პუნქტის
მე-7
მუხლის
მე-5
„ბ“
ქვეპუნქტში,
რომლის
თანახმადაც
ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილებასს განეკუთვნება ბიზნესომბუდსმენის აპარატში
შრომის ანაზღაურების ოდენობების განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარდა ამისა, კანონპროექტის
მე-2 მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენისათვის „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
აპარატში
დასაქმებულ
პირთა
თანამდებობრივი
სარგოების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 4. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი უფლებამოსილების
შეწყვეტა
1. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე,
რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება.
2.
ბიზნესომბუდსმენს
თანამდებობაზე
ნიშნავს
საქართველოს
პრემიერმინისტრი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით.
3.
ბიზნესომბუდსმენის
შრომითი
გასამრჯელოს
(ხელფასის)
ოდენობა
დგინდება
საქართველოს პრემიერმინისტრის სამართლებრივი აქტით.
4. ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) საკუთარი უფლებამოსილების ზედიზედ 4 თვის განმავლობაში განუხორციელებლობის
შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის
შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის, უგზოუკვლოდ დაკარგულად
აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
ე)
ბიზნესომბუდსმენის
თანამდებობასთან
შეუთავსებელი
საქმიანობის
დაწყების
ან
თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის შემდეგ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან
შეუთავსებელი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში;
ვ) საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით;
ზ) პირადი განცხადების საფუძველზე;
თ) გარდაცვალების შემთხვევაში.
5. ამ მუხლის მე4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესომბუდსმენის
უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება. საქართველოს პრემიერმინისტრი გამოსცემს
შესაბამის სამართლებრივ აქტს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
6. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას
ასრულებს ბიზნესომბუდსმენის ერთერთი მოადგილე საქართველოს პრემიერმინისტრის
გადაწყვეტილებით. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის
შესრულების პერიოდში სარგებლობს ბიზნესომბუდსმენისთვის მინიჭებული უფლებებითა
და სამართლებრივი გარანტიებით.
მუხლი 7. ბიზნესომბუდსმენის აპარატი და მოადგილე
1.
ბიზნესომბუდსმენის
უფლებამოსილების
განხორციელების
უზრუნველსაყოფად
იქმნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი (შემდგომ – აპარატი). აპარატის სტრუქტურა და
საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით.
2. ბიზნესომბუდსმენს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ბიზნესომბუდსმენის
მოადგილეს/მოადგილეებს
თანამდებობაზე/
თანამდებობებზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს ბიზნესომბუდსმენი. ბიზნესომბუდსმენის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებას განსაზღვრავს ბიზნესომბუდსმენი.
3. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეზე/მოადგილეებზე ვრცელდება ამ კანონის მე-3
მუხლის
მე-5
პუნქტისა
და
მე-6
მუხლის
მე-5
პუნქტის
მოქმედება,
აგრეთვე
ბიზნესომბუდსმენისთვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის
მოთხოვნები.
4.
ბიზნესომბუდსმენის
მოადგილე/მოადგილეები
და
აპარატი
მოქმედებენ
ბიზნესომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.
5. ბიზნესომბუდსმენი:
ა) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას;
გ) ამტკიცებს აპარატის დებულებას და აპარატის შინაგანაწესს;
დ)
თანამდებობებზე
ნიშნავს
და
თანამდებობებიდან
ათავისუფლებს
აპარატის
თანამშრომლებს, აპარატის თანამშრომლებთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს;
ე) განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციებს;
ვ) აპარატის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის ღონისძიებებს;
ზ) ამტკიცებს აპარატში სტაჟირების გავლის წესს.
6. აპარატი:
ა)
ხელს
უწყობს
ბიზნესომბუდსმენს
საქართველოს
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;
კანონმდებლობით
ბ) ასრულებს ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილის/მოადგილეების მითითებებსა და
დავალებებს.
7. აპარატის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის
მოქმედება.