„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-25
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. ფულადი ჯილდოს გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;“.
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა
სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისა და მისთვის
დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების
შემთხვევაში სამსახურის
უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის
შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შინაარსმა, რომლის მიზანია
საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების საკითხის ახლებური
დარეგულირება.
წარმოადგენილი კანონის პროექტის შემუშავების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში
შრომის ანაზღარურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
ტერმინებისა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წესისა
და პირობების შესაბამისად, საქართველოს კანონში ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“
ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანია,
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის
„საჯარო
დაწესებულებაში
პროექტის შინაარსთან
შრომის
„შემოსავლების
სამსახურის შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის განსაზღვრავს შემოსავლების
სამსახურის უფროსის მიერ ამავე სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ფორმების
გამოყენების წესებს და ნაცვლად ტერმინისა: „პრემია“, მიეთითება ტერმინი: „ფულადი
ჯილდო“,
რადგანაც
„საჯარო
დაწესებულებაში
შრომის
ანაზღაურების
შესახებ“
საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს „პრემიას“, როგორც წახალისებს ერთ-ერთ ფორმას.
ასევე ტერმინოლოგიური ცვლილება შედის მე-10 მუხლში და „ხელფასი“ იცვლება ტერმინით
„თანამდებობრივი სარგო“, ვინაიდან შრომის ანაზღაურების წარდგენილი კანონპროექტის
მიხედვით
ტერმინში „ხელფასი“ იგულისხმება შრომის ანაზღაურება, დისციპლინური
პასუხისმგებლობის დროს კი ხდება მხოლოდ ტანამდებობრივი სარგოს დაკავება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,შემსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლი შესაბამისობაში მოდის „საჯარო
დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან :
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 9. სამსახურის თანამშრომლის წახალისება
სამსახურის
თანამშრომლის
მიერ
სამსახურებრივ
მოვალეობათა
სანიმუშოდ
შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული
სირთულის
ან
მნიშვნელობის
დავალების
შესრულებისათვის
სამსახურის
უფროსი
უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღის ვადით;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;
ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა
სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისა და მისთვის
დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების
შემთხვევაში სამსახურის
უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის
შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.