„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამორინე – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი,
რომელშიც თამაშობის ორგანიზატორი აზარტულ თამაშობებს ახორციელებს სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა
სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა)მეშვეობით;
დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ
კანონის მიზნებისათვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული
ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად;
სამორინეს მაგიდა, რომელზედაც მიმდინარეობს ერთდროულად ორი ან მეტი თამაში
სამორინეს ორ ან მეტ წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, მიიჩნევა იმდენ
სამორინეს მაგიდად, რამდენ სამორინეს წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა;“;
ბ)“ე“-„ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სათამაშო დარბაზი – ტოტალიზატორში, ბინგოსა და ლოტოში მომგებიანი თამაშობების,
ხოლო სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში აზარტული
თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი. სათამაშო დარბაზი არ უნდა ჩანდეს
შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;
ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობანაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების საშუალებით
ახორციელებს აზარტულ თამაშობებს;
ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან
სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, მათ შორის, სათამაშო აპარატების სალონში
განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი,
რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას ან/და
სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი, რომელიც სპეციალური კოდის
ან/და დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით ახორციელებს აზარტული თამაშობის ვებ
სერვისებთან წვდომას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და
რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და
რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად,
რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლის
(რულეტის), რომელზეც მიმდინარეობს ერთი სახეობის თამაშობა);
ზ1) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის
ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი კლუბის მაგიდის (მაგიდების) საშუალებით
ახორციელებს ბანქოს თამაშობებს;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან გასავრცელებლად
გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი,
პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან/და ინფორმაციის სხვა მატარებელი,
რომელიც უპასუხებს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის
მოწყობის პირობებს (რეგლამენტს) და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს;“;
დ) „ო.გ“-„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების
მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების
დადებით. მოგება დამოკიდებულია შედეგზე, ხოლო მისი ოდენობა განისაზღვრება ფსონის
მოცულობის ნამრავლით შეჯიბრების, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების)
კოეფიციენტზე. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან
შენობა-ნაგებობის ნაწილში;
ო.დ) წამახალისებელი
გათამაშება
– თამაშობა, რომლის დროსაც თამაშობის
ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით
ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ
არის თამაშობის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე,
წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი;
პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის
ნებართვის მფლობელი;
ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი უფანჯრო ოთახი, ერთი შესასვლელი კარით,
სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდისთვის სულ ცოტა
10 000 ლარის ოდენობით), სამორინეს ის შიდა დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია
სანებართვო პირობებთან, სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის
სტაციონარულად დამონტაჟებული (ბურთულები რულეტისათვის, სათამაშო ჟეტონები,
ბანქოს დასტები, კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად,
კამათლები და ა. შ.);“;
ე)„ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) წამახალისებელი გათამაშების ეტაპი - პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების
დამზადებიდან და მთავრდება საპრიზო ფონდის გათამაშებით;“;
ვ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას;
ზ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“-„შ“ ქვეპუნქტები:
„ღ) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომში „დამოკიდებული პირი“) - ფიზიკური პირი,
რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან
თამაშობებზე ან/და რომელიც შეტანილია ამ პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად მისი შედეგისა;
ყ) დამოკიდებულ პირთა სია - აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის მონაცემების შეტანა
ხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის
მიმართვის საფუძველზე;
შ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც არის იურიდიული პირის წილის/აქციის
საბოლოო მფლობელი ან მისი მაკონტროლებელი პირი, რომელიც პირდაპირ ან
არაპირდაპირ ფლობს იურიდიული პირის მნიშვნელოვან წილს/აქციებს, ხმების
უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია იურიდიული პირის მართვის
პოლიტიკის განსაზღვრა; მნიშვნელოვანი წილის/აქციების ოდენობას ადგენს საქართველოს
ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.
2. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის
მისაღებად, სავალდებულოა მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა ერთიან
ელექტრონულ რეესტრში. რეგისტრაციის და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება
საქართველოს ფინანთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ
ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობადა „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, 35-ე
მუხლის მოთხოვნებთან, ხოლო სამორინეს მოწყობის შემთხვევაში - დამატებით ამავე კანონის
24-ე მუხლთან შესაბამისობა.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების
შესრულებაზე. ამ მიზნით, შესაძლებელია, კალენდარული წლის განმავლობაში
რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე და ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის
მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების
მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და
შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების დარღვევისათვის ჯარიმა
გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“.
3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71
1. დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური; დამოკიდებულ პირთა
სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა.
2. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება:
ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს
წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის
თაობაზე;
ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის შესაბამისად.
3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 3 წლის ვადით.
4. დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს
შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში
შეტანიდან არაუადრეს 1 წლისა ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
4. მე-11 მუხლის:
ა)21-23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ
აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობისათვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა. ამასთან, სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობისერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტ
დომენის სახელის ქვეშ არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
22. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ
ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვის ფარგლებში.
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ
გაიცემა. ამასთან, ტოტალიზატორის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი
ინტერნეტ დომენის სახელის ქვეშ არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
23. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც გააჩნია
ქალაქ თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.“;
ბ) 24 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25 პუნქტი:
„25. ნებართვით ორგანიზებული ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას, სისტემურ–
ელექტრონული ფორმით აზარტული ან მომგებიანი თამაშობის გამართვა შესაძლებელია
მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ
მომდევნო კვარტალში აზარტული ან მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული
ფორმით ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ ნებართვით ორგანიზებული ობიექტის
ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. აზარტული და მომგებიანი თამაშობები უნდა მოეწყოს ერთმანეთისგან გამიჯნულად.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის ნებართვისა) არ გაიცემა აღიარებული საგადასახადო დავალიანების
არსებობის ან/და მოვალეთა რეესტრში შეტანილი ნებართვის მაძიებლის შემთხვევაში.“;
ე) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-14 პუნქტები:
„9. აკრძალულია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის,
ტოტალიზატორის, ლოტოს ან/და ბინგოს მოწყობის ნებართვის გაცემა პირზე, რომლის
ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი
პირი
ან/და
დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი
მესაკუთრე ფიზიკური პირი არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი
ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი
მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
10. აკრძალულია, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის,
ტოტალიზატორის,
ლოტოს
ან/და
ბინგოს
მოწყობის
ნებართვის
მფლობელის
ხელმძღვანელობასა
და
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი
პირი
ან/და
დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი
მესაკუთრე ფიზიკური პირი იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი
ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი
მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდეს მოხსნილ ან გაქარწყლებული.
11. დაუშვებელია აზარტული (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) ან მომგებიანი
თამაშობისთვის გამოყოფილ შენობა-ნაგებობაში, ან შენობა-ნაგებობის ნაწილში აზარტული
თამაშობისთვის კომპიუტერის განთავსება.
12. დაუშვებელია აზარტულ თამაშობებში მონაწილეობისას ნივთობრივი მოგების მიღების
შესაძლებლობა.
13. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა
წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის.
14. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის, მომსახურების
სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ბილეთი გაიცემა
უფასოდ და დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება. წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის პროდუქციის ან მომსახურების
მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე (მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული
უფლებამოსილების საფუძველზე), გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
შემთხვევისა.“.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი
თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილითამაშობისა) ბილეთებს,
დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით;“;
ბ)„ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდესპრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;“;
გ) „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ვ) ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის შემთხვევაში - მომგებიანი თამაშობების
ჩამონათვალი და მათი დეტალური აღწერილობები;
ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, პრიზების
ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა.
საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;“;
დ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის პროდუქციის ან მომსახურების
მწარმოებლის წარმომადგენელზე გაცემის შემთხვევაში – პროდუქციის ან მომსახურების
მწარმოებლის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის წარმომადგენლობაზე მინიჭებული
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;“;
ე) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) ნებართვის მაძიებლის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის
შესახებ ცნობა.“;
ვ) „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.გ) მოგების გაცემის და პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ვ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული
ტელეფონის ნომერი;“;
ზ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევში - სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად
საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
თ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ინტერნეტით მომგებიანი თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ ენაზე
მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი,
ინფორმაცია
21
წლამდე
საქართველოს
მოქალაქის
ან
18
წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
თამაშობაში
მონაწილეობის
აკრძალვის შესახებ, ნებართვის ნომერი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“-„ვ.დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.
6. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს
მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული
თამაშობებისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის
მითითებით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი
ვალდებულია, ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“, „ბ.ვ“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში, თამაშობის ჩამონათვალსა და მათ
აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ცვლილების
განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების
შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე, ინფორმაციის
სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, „ვ.ბ“ ქვეპუნქტში
შეტანილი ცვლილების შესახებ შეტყობინება 2 დღის ვადაში განათავსოს თამაშობისთვის
განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში).“;
გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნას;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანა,
გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა. აღნიშნულის თაობაზე
წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორმა ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1
დღით ადრე, ინფორმაციის სახით უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“;
ე) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის,
რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და
ნუმერაციის მითითებით.“.
7. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, საპრიზო ფონდის
გათამაშების შედეგების თაობაზე შედგენილი და კომისიის წევრების მიერ ხელმოწერით
დადასტურებული ოქმი 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. ოქმი უნდა
შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გათამაშების ჩატარების ადგილს და თარიღს;
ბ) გათამაშებული პრიზების ჩამონათვალს (მათ შორის საპრიზო ფონდის გათამაშებაში
მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთი/ბილეთები ნუმერაციის მითითებით) და მათი
გათამაშების რიგითობას;
გ)გათამაშებული პრიზის (მათ შორის საპრიზო ფონდის გათამაშებაში მონაწილეობის
დამადასტურებელი ბილეთი/ბილეთები ნუმერაციის მითითებით) მოგებახვედრილი
ბილეთის ნომერს და მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის პირად მონაცემებს (სახელი,
გვარი, პირადი ნომერი).“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2
პუნქტით წარმოსადგენ ოქმში არ მიუთითოს 20 ლარამდე ღირებულების საპრიზო ფონდის
(გარდა
საპრიზო
ფონდის
გათამაშებაში
მონაწილეობის
დამადასტურებელი
ბილეთის/ბილეთებისა ნუმერაციის მითითებით) მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის
პირადი მონაცემები.“.
8. მე-19 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამორინეს მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
ბ.ა) სამორინეს მაგიდების ან/და კლუბის მაგიდ(ებ)ის ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო
ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნისა და ქარხნის მითითებით;
ბ.ბ) თითოეულ სამორინეს მაგიდისთვის მინიმალური და მაქსიმალური ფსონები;
ბ.გ) კლუბის მაგიდის (მაგიდების) არსებობის შემთხვევაში – თითოეულ კლუბის მაგიდაზე
მომსახურების პროცენტის ოდენობა;
ბ.დ) სამორინეში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და მათი დეტალური წესები;
ბ.ე) სამორინეს მუშაობის საათები და წესები; სამორინეში მოქცევის წესები;
ბ.ვ) მოგების გაცემის ვადა და ადგილი;
ბ.ზ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;“;
ა.ბ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი
მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა;“;
ა.გ)„დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) მოგების გაცემისა და პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
დ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული
ტელეფონის ნომერი;“;
ა.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ინტერნეტით აზარტული თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ
ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი,
ინფორმაცია
21
წლამდე
საქართველოს
მოქალაქის
ან
18
წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
თამაშობაში
მონაწილეობის
აკრძალვის შესახებ, ნებართვის ნომერი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“-„დ.დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.
გ) 12 პუნქტი ამოღებულ იქნას.
9. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული
უნდა იყოს:
ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი;
ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი, თითოეული სათამაშო აპარატის სახელწოდების,
მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნისა და ქარხნის
მითითებით;
ა.გ) თითოეულ სათამაშო აპარატზე მიმდინარე მინიმალური და მაქსიმალური ფსონები და
მოგების მაქსიმალური ოდენობა;
ა.დ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და მათი
დეტალური წესები;
ა.ე) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა
აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს.“;
ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ბოლო ბენეფიციარი
მესაკუთრე ფიზიკური პირის ნასამართლობის შესახებ ცნობა;“;
ა.გ) „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) მოგების გაცემის და პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა;
ბ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; საქართველოში რეგისტრირებული
ტელეფონის ნომერი;“;
ა.დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:
„11. ინტერნეტით აზარტული თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ
ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი,
ინფორმაცია
21
წლამდე
საქართველოს
მოქალაქის
ან
18
წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
თამაშობაში
მონაწილეობის
აკრძალვის შესახებ, ნებართვის ნომერი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“-„ბ.დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.
10. 201 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის
შემთხვევაში (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებისას), აზარტული
ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების
სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც
ასევე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, დაწყებისა და დასრულების
თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას. არსებობის შემთხვევაში, აზარტულ ტურნირში
მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების პროცენტის ოდენობას.
21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის
შემთხვევაში, აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის
სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების
პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, დაწყებისა
და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას. არსებობის შემთხვევაში,
აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების პროცენტის
ოდენობას.”.
11. 21-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში), სამორინეში, სათამაშო
აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშის წესებში, თამაშობების
ჩამონათვალში და აღწერილობაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად,
ცვლილების განხორციელებამდე მიმართოს შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა
ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 1 დღით ადრე,
ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, სისტემურ-ელექტრონული
ფორმით ორგანიზებულ თამაშში შეტანილი ცვლილების შესახებ შეტყობინება 2 დღის ვადაში
განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის
შემთხვევაში).“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„271. შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის ან/და
აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის, ამავე შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში
განლაგება (მათ შორის კონფიგურაცია) დგინდება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი
სამართლებრივი აქტით.“.
13. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
14. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შექმნას გაცემულ მოგებათა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა; აწარმოოს გაცემულ
მოგებათა რეგისტრაცია თუ მოთამაშის მოგება შეადგენს ან აღემატება 100 ლარს; გაცემულ
მოგებათა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზის წარმოება და მისი შენახვა უზრუნველყოს
ნებართვის გაცემის დღიდან მოქმედების მთელ პერიოდში; რეგისტრაციის ელექტრონული
ბაზა უნდა მოიცავდეს მოთამაშის მიერ მოგებული თანხის ოდენობას, მოგების თარიღს და
მოთამაშის პირად მონაცემებს (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში: სახელს, გვარს და
პირად ნომერს, ხოლო არარეზიდენტის შემთხვევაში: სახელს, გვარს, პასპორტის ნომერს და
პასპორტის გამცემი ქვეყნის დასახელებას);
„გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების
(რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად.“;
ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“-„ღ“ ქვეპუნქტები:
„ს) აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის
დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა უზრუნველყოს მხოლოდ პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში; ამასთან, აზარტული ან
მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე არ შეუშვას და არ ათამაშოს 21 წლამდე
საქართველოს მოქალაქე ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი;
ტ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში, უზრუნველყოს მხოლოდ მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში
რეგისტრირებული მოთამაშის თამაშობაში მონაწილეობა;
უ) აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში არ
დაუშვას დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირი;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურს წარუდგინოს გაცემულ მოგებათა შესახებ ინფორმაცია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში, მოგებული თანხის გაცემა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ღ) მოთამაშეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით
გადაწყვეტილება მიიღოს მოწყობის
პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით
გათვალისწინებული პრეტენზიის განხილვის წესით და ვადებში.“.
15. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრძალულია 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
აზარტული
ან
მომგებიანი
თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და
თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან
მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები:
„11. აკრძალულია 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
აზარტული
ან
მომგებიანი
თამაშობის (გარდაწამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ
შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში)
მონაწილეობისთვის დაშვება.
12. აკრძალულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან
თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ პირის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული
მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში.
13. აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი
თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში
(მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან
თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.“.
16. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ამ მუხლის „ა“, „გ“, „ე“, „ზ“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმა არ
გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1761, 1763 და
1764 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა მიმართ, ხოლო ნებართვის
მფლობელის
მიერ
ამ
კანონით
გათვალისწინებული
სანებართვო
პირობების
შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის
ოდენობა შეადგენს:
ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;
ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს;
გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000
ლარს;
ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ,
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000
ლარს;
მ) ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის
29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში – 1000 ლარს;
ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.“.
მუხლი 2.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, არაუგვიანეს 2018 წლის 31 მარტისა, უზრუნველყოს
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქეთა ერთიან
ელექტრონულ რეესტრში მოთამაშედ რეგისტრაციის, რეესტრის წარმოების და აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში,
მოგებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტის
გამოცემა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
„ჟ“
ქვეპუნქტის,
„ე“-„ვ“
ქვეპუნქტების,
„ზ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული „ღ“-„ყ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-5
პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12მე-13 პუნქტების, მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ს“-„უ“ და „ქ“
ქვეპუნქტებისა და მე-15-მე-16 პუნქტებისა,ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჟ“
ქვეპუნქტის, „ე“-„ვ“ ქვეპუნქტების, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ღ“-„ყ“
ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12-მე-13 პუნქტების, მე-14
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ს“-„უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებისა და მე-15-მე-16
პუნქტები, ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია კანონში არსებული ხარვეზების
გასწორების აუცილებლობა, ასევე სახელმწიფოს მიდგომის შეცვლა არასრულწლოვნების
თამაშში ჩართულობასთან დაკავშირებით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშეთა
ერთიანი რეესტრის შემოღება და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული
სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, 21 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვა,
დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა, სადაც როგორც მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავისი
განცხადების საფუძველზე მოითხოვის დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანა,
ასევე მისი ოჯახის წევრი არის უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის
მონაცემების
რეესტრში
შეტანა.
ყველა
სათამაშო
ბიზნესის
დაწესებულებას
ექნება
ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში. არასრულწლოვან პირთა
თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ
თამაშებში გაუქმდეს ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში და
სავალდებულო გახდეს მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ.
ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
ბრძოლის
სტრატეგიისა
ვალდებულებების
და
შესრულება
სამოქმედო
და
FATF
გეგმით
და
სახელმწიფოს
MONEYVAL-ის
მიერ
აღებული
რეკომენდაციების
გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო
ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის და ტოტალიზატორის განმარტებაში
დაზუსტდა, რომ ობიექტი უნდა მოეწყოს შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში,
რაც მოიცავს მაგალითად ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამორინე და სათამაშო აპარატების
სალონი ეწყობა ერთად, სამორინე და სათამაშო აპარატების სალონი მოეწყოს ერთ სივრცეში,
შენობა-ნაგებობის ნაწილში
და ამასთან, სათამაშო აპარატები და სამორინეს მაგიდები
განთავსდეს ერთმანეთისგან გამიჯნულად.
სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის და ტოტალიზატორის
ტერმინის შეცვლით დაზუსტდა, რომ სამორინეს/აზარტული კლუბის/სათამაშო აპარატების
სალონის/ტოტალიზატორის მოწყობა შესაძლებელია შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის
ნაწილში.
სამორინეს მაგიდის განმარტებას დაემატა შემდეგი ნაწილი - „სამორინეს მაგიდა,
რომელზედაც მიმდინარეობს ერთდროულად ორი ან მეტი თამაში სამორინეს ორ ან მეტ
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, მიიჩნევა იმდენ სამორინეს მაგიდად,
რამდენ სამორინეს წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა.“, რაც მოიცავს, ისეთ
შემთხვევას, რომ თუ სამორინეს მაგიდაზე 2 წარმომადგენელს შორის მიმდინარეობს თამაში
უნდა გადაიხადოს 2 მაგიდის მოსაკრებელი.
სათამაშო აპარატის განმარტების ცვლილებით სათამაშო აპარატად ითვლება ასევე
სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი, რომელიც სპეციალური კოდის
ან/და დაინსტალირებული პროგრამის საშუალებით ახორციელებს აზარტული თამაშობის ვებ
სერვისებთან წვდომას. ასევე, სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და
რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და
რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად,
რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლის
(რულეტის), რომელზეც მიმდინარეობს ერთი სახეობის თამაშობა). შესაბამისად, ასეთი ტიპის
სათამაშო აპარატებზე მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება სათამაშო ადგილების
მიხედვით.
ტოტალიზატორის განმარტების ცვლილებით, დაზუსტდა მოგების დათვლის
მექანიზმი - „მოგება დამოკიდებულია შედეგზე, ხოლო მისი ოდენობა განისაზღვრება ფსონის
მოცულობის ნამრავლით შეჯიბრების, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების)
კოეფიციენტზე.“
წამახალისებელი გათამაშების განმარტების ცვლილებით დაზუსტდა, რომ
წამახალისებელ გათამაშებას წარმოადგენს ისეთი თამაშობები, რომლებიც მთლიანად ან
ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების
ეტაპი არის პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების დამზადებიდან და რეალიზაციიდან. ამავე
მუხლის „ო.დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა
უფასოდ. შესაბამისად, მისი რეალიზაცია კანონით დაუშვებელია. წარმოდგენილი
ცვლილების თანახმად, სწორდება ზემოაღნიშნული უზუსტობა.
მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით, სამორინეს სეიფი არის
სპეციალური ოთახი, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა, მთელი შიდა
დოკუმენტაცია და ა.შ. განმარტებაში არ არის მითითებული რა იგულისხმება მთელ შიდა
დოკუმენტაციაში. შესაბამისად, კანონის აღნიშნულ ქვეპუნქტში ზუსტდება სამორინეს სეიფის
ცნება, გაიწერა, რომ სეიფში უნდა ინახებოდეს ის დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ
სანებართვო პირობებთან არის დაკავშირებული. ასევე, მიზანშეწონილია, რომ სამორინეს
სეიფის განმარტებაში გაიწეროს სეიფი ოთახის მოთხოვნები: მხოლოდ ერთი შესასვლელი
კარი, უფანჯრო ოთახი.
კანონის მე-3 მუხლს დაემატა დამოკიდებულ პირთა სიის განმარტება, რომელიც
მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას. .
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება, თავად პირის მიმართვის
საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და
სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების
სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით. ასევე, ნებართვის
მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული
ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი
არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონს დაემატა 71 მუხლი. ასევე განიმარტა ტერმინი „თამაშზე დამოკიდებული პირი“. კერძოდ, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური
პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და
მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში მიუხედავად
მისი შედეგისა.
კანონის მე-3 მუხლს, ასევე დაემატა ბენეფიციარი მესაკუთრის განმარტება. აღნიშნული
ცვლილება განპირობებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით, რომლის თანახმად სახელმწიფომ
2017 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და
ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის
განსაზღვრა რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე FATF და MONEYVAL-ის
რეკომენდაციების შესაბამისად. რეკომენდაციების თანახმად, ნებართვის გამცემი ორგანო
ვალდებულია ნებართვის გაცემამდე გამოიკვლიოს ნებართვის მაძიებელი ბენეფიციარი პირი
და მისი კაპიტალი, შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის ყველა ნებართვის (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) მოთხოვნისას, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია
წარმოადგინოს ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეების ნასამართლობის შესახებ. ხოლო,
ტოტალიზატორის, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
გაცემისას სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების
წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის ამოღებით უქმდება - აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
სალარო, რაც განაპირობა ცვლილებამ, რომლის თანახმად, მოგებული თანხის გაცემა
ნებართვის მფლობელების მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან
(გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის
მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო ხდება მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა
ერთიან ელექტრონულ რეესტრში. რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოების წესი
განისაზღვრება საქართველოს ფინანთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, სანებართვო პირობების
შესრულებაზე, კონტროლის მიზნით, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნებართვის მფლობელის
მიერ ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. ასევე,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის
თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო
პირობების შერულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის
განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.“ კანონის მოქმედი რედაქციით, ცალსახად არ იკვეთება, რომ
ჩანაწერი „ნებისმიერ დროს“ შემოწმდეს ნიშნავს ნებისმიერი ოდენობით გადასახადის
გადამხდელის შემოწმებას. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლებელია, რომ იმგვარადაც იქნეს
აღქმული, რომ ნებისმიერი დრო გულისხმობს დღე-ღამის ნებისმიერ დროს - სამუშაო და/ან
არასამუშაო საათებს. აქედან გამომდინარე, კანონში ზუსტდება, რომ საგადასახადო ორგანოს
შესაძლებლობა აქვს, წლის განმავლობაში რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე
განახორციელოს ამა თუ იმ ობიექტის სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება.
აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება შედის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში.
კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის დამატებით, შემოღებულ იქნა სანებართვო
პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა, რაც აქამდე არ იყო
დადგენილი.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში არ არის დაზუსტებული ორგანიზატორს ერთი ნებართვით რამდენი ვებგვერდის ორგანიზება შეუძლია, შესაბამისად ცვლილების თანახმად, ზუსტდება, რომ ერთი
ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტ დომენის სახელის ქვეშ არსებული
ვებგვერდის ორგანიზება.
კანონში არ არის დაზუსტებული რეალური ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის
შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს თუ არა სისტემურ-ელექტრონული
ფორმით განაგრძოს თამაშის ორგანიზება. ცვლილების თანახმად, დადგინდება შეზღუდვა,
რომლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული
ფორმით ორგანიზება, რეალური ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტისას, შესაძლებელია
მიმდინარე კვარტლის განმავლობაში არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო
კვარტალში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით
ორგანიზება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30
დღით განახლების შემთხვევაში (მუხლი 11, 25).
კანონში ცალსახად არ არის გაწერილი მომგებიანი და აზარტული თამაშობების
ნებართვებით ორგანიზებული ობიექტების ერთად მოწყობის აკრძალვა-დაშვების თაობაზე.
გახშირდა შემთხვევები, როცა ობიექტები ეწყობა ერთ სივრცეში, გააჩნიათ ერთი სალარო და
ა.შ. ან სათამაშო აპარატების სალონს არ გააჩნია სალარო და მოგებას გასცემენ
ტოტალიზატორის სალაროში. შესაბამისად განისაზღვრა, რომ სამორინე, სათამაშო
აპარატების სალონი, აზარტული კლუბი, ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო უნდა მოეწყოს
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად. (მუხლი 11, 41)
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა არ გაიცემა საგადასახადო
დავალიანების არსებობის შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშება, როგორც წესი ეწყობა
კონკრეტული სახის პროდუქციის ან/და მომსახურების უკეთ რეალიზების მიზნით.
პროდუქციის ან/და მომსახურების უკეთ რეალიზება გადამხდელს დაეხმარება საგადასახადო
დავალიანების დაფარვაში. შესაბამისად, ცვლილების თანახმად, წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებელს ნებართვა მიეცემა საგადასახადო დავალიანების
არსებობის შემთხვევაშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება შედის კანონის მე-11
მუხლის მე-7 პუნქტში. ამასთან, განისაზღვრება, რომ აზარტული ან მომგებიანი თამაშობების
მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) არ გაიცემა
ასევე იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მაძიებლი შეტანილია მოვალეთა რეესტრში.
მე-11 მუხლის მე-9 - მე-14 პუნქტების დამატება წარმოადგენს ტექნიკურ შესწორებას და
ტერმინებიდან შეზღუდვების ცალკე გამოტანას.
მე-12 და მე-13 მუხლების „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში ტოტალიზატორის და
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვების მისაღებად წარმოსადგენ სტამბის
ხელშეკრულებას, ბილეთების რაოდენობასთან ერთად დაემატა ბილეთების ნუმერაცია,
რადგან, ნებართვის მისაღებად წარმოსადგენ რეგლამენტში სავალდებულოა მიეთითოს
ბილეთების ნუმერაცია. გამომდინარე იქიდან, რომ ბილეთებს ნუმერაციას ანიჭებს სტამბა,
სავალდებულოა, რომ მისივე ხელშეკრულებაში იყოს მითითებული ბილეთების ნუმერაცია.
წარმოდგენილ პროექტში კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ი“, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტები,
მე-11 მუხლის 23 პუნქტი, მე-12, მე-13, 201 მუხლებში განსახორციელებელი ცვლილებები
ტექნიკური და რედაქციული ხასიათისაა. ამასთან, მომგებიანი თამაშობის მოწყობის
ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს
ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების
ორგანიზატორის და წამახალისებელი გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის
თანხმობის მისაღებად გათამაშების ორგანიზატორის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტებში
სავალდებულო ხდება ბილეთების ნუმერაციის მითითება, კონტროლის მიზნით (ხშირ
შემთხვევაში ბილეთების დამამზადებელ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში არ არის
მითითებული ბილეთების ნუმერაცია). ასევე, კანონში პრეტენზიის განხილვის ვადასთან
ერთად დამატებით ეთითება პრეტენზიის განხილვის წესის აუცილებლობის თაობაზე და ამ
მიზნით ცვლილებები შედის კანონის მე-12, მე-19, მე-20 და 29-ე („ე“ ქვეპუნქტი) მუხლებში.
მე-12 მუხლს, მე-5 პუნქტის სახით, ასევე დაემატა შეზღუდვა 21 წლამდე საქართველოს
მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში
მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. სხვადასხვა მუხლებში განხორციელებული ცვლილების
შესაბამისად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში აკრძალულია 21 წლამდე საქართველოს
მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის სათამაშოდ
დაშვება.
მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტში დაზუსტდა წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის ნებართვის წარმომადგენელზე გაცემის საკითხი, რა დროსაც
სავალდებულოა ნებართვის მაძიებლის მიერ პროდუქციის ან მომსახურების მწარმოებლის
მიერ ნებართვის მაძიებლისთვის წარმომადგენლობაზე მინიჭებული უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
კანონის მოქმედი რედაქციით მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია
თამაშობის ზოგად წესში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა
ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში
ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე.
მიზანშეწონილია არა ცვლილების განხორციელების შემდეგ, არამედ ცვლილების
განხორციელებამდე 1 დღით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან შემოწმებისას
აღმოჩენილი უზუსტობები ნებართვის მფლობელთა მიერ ზუსტდება მომდევნო დღეს და
ამით თავიდან ირიდებენ სანქციის დაკისრებას. (მუხლი 13).
ანალოგიური ცვლილება შედის აზარტული თამაშობების მარეგულირებელ
ნორმებშიც (მუხლი 21).
კანონის მოქმედი რედაქციით, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი
ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის
ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულ ჩანაწერში არ კონკრეტდება
ინფორმაცია რა მონაცემების შემცველი უნდა იყოს და ხშირად არასრულ და დაუზუსტებელ
ინფორმაციას წარადგენენ. პროექტის თანახმად, განისაზღვრება რა ფორმით და რა
რეკვიზიტების ოქმი უნდა წარადგინონ გათამაშების ორგანიზატორებმა. (მუხლი 16).
მე-16 მუხლის 21 პუნქტში განხორციელებული ცვლილება, რომელიც გულისხმობს
წამახალისებელი გათამაშების ოქმში, 20 ლარამდე ღირებულების მქონე პრიზების
მფლობელების პირადი მონაცემების მიუთითებლობას, გამოიწვია არსებულმა პრაქტიკამ.
ხშირია, შემთხვევა, როდესაც წამახალისებელი გათამაშების პრიზად დაწესებული
მაგალითად - 1 ნაყინი, რომლის ღირებულება არ აღემატება 1 ლარს და მისი რაოდენობა
შეიძლება 100 000 იყოს, შესაბამისად, ასეთი პრიზების აღრიცხვა მოგებული პირის პირადი
მონაცემებით ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნული ცვლილება, წინააღმდეგომაში არ
მოდის არც საგადასახადო აღრიცხვასთან და არც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის
მეთოდებთან.
კანონის მე-19 და მე-20 მუხლებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, სწორდება ტექნიკური
ხასიათის შეცდომა. მუხლები აზარტული თამაშობების მარეგულირებელია და ტექსტში
ნაცვლად აზარტული თამაშობისა, ნახსენებია „მომგებიანი თამაშობა“. მე-19 მუხლის „ბ“
ქვეპუნქტში არსებული ინფორმაცია ერთ პუნქტში იყო თავმოყრილი, გასწორდა ტექნიკურად
და ჩაიშალა „ბ.ა“-„ბ.ზ“ ქვეპუნქტებში.
201 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებში დაემატა მოთხოვნა, რომლის თანხმად, აზარტული
ტურნირის ორგანიზატორმა ტურნირის წესებში უნდა მიუთითოს ტურნირში მონაწილეობის
საფასურის ოდენობა, აღნიშნული ცვლილება განზორციელდა ადმინისტრირების
მიზნებისთვის, რაც შემოსავლების მისცემს შესაძლებლობას განსაზღვროს ორგანიზატორის
მიერ ტურნირიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. ასევე, ტურნირის ორგანიზატორი
ვალდებულია ტურნირის ჩატარების წესები შემოსავლების სამსახურთან შეათანხმოს
სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზების შემთხვევაშიც. არსებული პრაქტიკიდან,
ტურნირების დიდი წილი ეწყობა სისტემურ-ელექტრონული ფორმით, რის შესახებას
შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია.
კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია
აწარმოოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ დღეის
მდგომარეობით, ორგანიზატორს ვალდებულება აქვს, აწარმოოს მხოლოდ გაცემულ მოგებათა
რეგისტრაცია. პრაქტიკაში, ერთი მოთამაშე რომელიც ჯდება კონკრეტულ აპარატთან, დებს
გარკვეულ თანხას და იწყებს თამაშს, შეიძლება მოიგოს თანხის ნაწილი, შემდეგ ისევ წააგოს
და გამოიტანოს იგივე რაოდენობის თანხა, რითაც დაიწყო თამაში და გადაჯდეს სხვა
აპარატთან. ამ შემთხვევაში, გაუგებარია რა თანხა უნდა აღირიცხოს, დღის დასაწყისში
შესული თანხა და სალონიდან გასვლისას მიღებული თანხა თუ თითოეული დადებული
ფსონის დროს თანხების თანაფარდობა. სამორინეს შემთხვევაში, სიტუაცია უფრო
რთულდება, ვინაიდან სალაროში თავდაპირველად გადახურდავებული ჟეტონებით
მოთამაშე ერთ მაგისათან იწყებს თამაშს, იგებს/აგებს რამდენიმე მაგიდასთან. ამ შემთხვევაში,
მოთამაშის მოგებად ითვლება ერთი კონკრეტული თამაშის დროს მიღებული მოგება, თუ
დღეის მდგომარეობით,
დღის ბოლოს ჟეტონების გადაცვლით აღებული თანხა.
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი)
პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“
დებულების და „სამორინეების
მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის,
დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის
წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 28 ივლისის N94
ბრძანების თანახმად, სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები ვალდებულები არიან წარადგინონ
ინფორმაცია მაშინ, როდესაც გარიგება შეადგენს 3 000 ლარს ან გარიგებათა ერთობლიობა
აღემატება 30 000 ლარს. (გარიგებაში იგულისმება, როგორც მოთამაშის მიერ დადებული
ფსონი, ასევე, მიღებული მოგება), თუმცა არაფერია ნათქვამი გარიგებათა ერთობლიობის
ვადებზე
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ნებართვის
მფლობელის მიერ აღირიცხოს ნებისმიერი თანხის მოგება თუნდაც გარიგებათა
ერთობლიობის დადგენის მიზნით.
ყოველივე
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილია,
რომ
ორგანიზატორის ვალდებულება განიმარტოს უფრო კონკრეტულად, შესაბამისად დგინდება,
რომ ორგანიზატორს მოგებათა აღრიცხვა ევალება იმ შემთხვევაში თუ მოგება შეადგენს ან
აღემატება 100 ლარს.
29-ე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმდ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოგებული თანხის გაცემა
ნებართვის მფლობელების მიერ უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოთამაშის პერსონალურ
საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, რაც ავტომატურად აუქმებს აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებულ, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა, მისი ზუსტი გაანგარიშება, ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ
წარმოიშვება სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
გავრცელდება
მიღება
პროექტით
გავლენას
იქონიებს
წარმოდგენილი
იმ
ნორმები,
პირებზე,
თუმცა
რომელთა
საფინანსო
მიმართ
შედეგების
გაანგარიშება მოცემულ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ
დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა),
სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის , კლუბის მაგიდის
ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების
შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა)
ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და
აზარტულ კლუბში;
ა1 ) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული
კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს
მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის
ჩატარებისათვის იყენებს და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“
საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებელს, მას უფლება არ აქვს, აზარტული ტურნირის ჩატარებიდან მიიღოს შემოსავალი.
აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს ან/და აზარტული
კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;
ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით;
გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, რომელშიც ორგანიზატორი სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა
სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით ახორციელებს აზარტულ
თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;
დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს
წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო
ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ
კანონის მიზნებისათვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული
ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად;
დ1 ) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც მოთამაშეებს შორის
თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქო შეიძლება დაარიგოს
აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა)
წარმომადგენელმა;
ე) სათამაშო დარბაზი – მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) და
სამორინეში აზარტული თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი. სათამაშო
დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობის გარეთა მხრიდან;
ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობანაგებობის ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც
განთავსებულია სათამაშო აპარატები. სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული
სათამაშო აპარატი არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;
ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა
ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, მათ შორის, აზარტული თამაშობის მოწყობის
ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში განთავსებული კომპიუტერი ან/და მომგებიანი
თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში აზარტული თამაშ ო ბ ებ ისთვის
განთავსებული კომპიუტერი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი,
რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო
აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, რომელზე თამაშიც
ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო
ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება
(გარდა ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა));
ზ1 ) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის
ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც განთავსებულია
კლუბის მაგიდა (მაგიდები), რომელიც არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;
თ) ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც
ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების
დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე
დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და
მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად
მოწყობილი. ლატარიის სახეებია:
თ.ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად,
ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო
ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას
ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ;
თ.ბ) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე
ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით;
თ.გ) (ამოღებულია - 08.06.2016, 5385);
თ.დ) (ამოღებულია - 08.06.2016, 5385);
თ.ე ) (ამოღებულია - 08.06.2016, 5385);
ი) ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან გასავრცელებლად
გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი,
პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან/და ინფორმაციის სხვა მატარებელი,
რომელიც უპასუხებს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან მომგებიანი თამაშობის
მოწყობის პირობებს (რეგლამენტს) და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს;
კ) საპრიზო ფონდი – თანხა , რომე ლიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად
მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის), მარწმუნებლის ან პრინციპალის
სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით
(რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის
მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს
ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე.
აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა
გათამაშების მონაწილეებთან ნაკისრი ვალდებულებისა. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და
არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა
ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო
დაწესებულებაში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე ;
ლ) საპრიზო ფონდის გათამაშება – პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების
დამთხვევის ფაქტი ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთზე; ნივთმოგების
მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს ნივთი ან მისი შესაბამისი თანხა, თუ ეს დადგენილია
მოწყობის პირობებით (რეგლამენტით);
მ) საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა – ფინანსური მექანიზმი, რომლითაც მოგების
შემთხვევაში უზრუნველყოფილია ტოტალიზატორის მოთამაშეთა ინტერესები და რომლის
არსებობაც დასტურდება საბანკო გარანტიით ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისით;
ნ) ლატარიის მოცულობა – კონკრეტული გათამაშებისათვის განკუთვნილი ბილეთების
რაოდენობის ნამრავლი ბილეთების საცალო ღირებულებაზე;
ო) მომგებიანი თამაშობებია:
ო.ა) ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომლის მონაწილეც ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების
კომბინაციებს და რომელშიც მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების
კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო
ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო
ადგილების რაოდენობით;
ო.ბ) ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს
მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი
კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან.
ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური
რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;
ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების
მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის (მოვლენების) შედეგის პროგნოზზე ფსონების
დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე და შედეგზე. აკრძალულია
ტოტალიზატორის მოწყობა ისეთ შემთხვევებში, როცა შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს
ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად
მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში;
ო.დ )
წამახალისებელი
გათამაშება
–
თამაშობა,
რომლის დრო საც
ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული , დადგენილი წესისადა პირობების დაცვით
ათამაშებს
საპრიზო
ფონდს. მოგების
დამთხვევა რომელიმე
ბილეთზე
დამოკიდებული არ არის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და
ქმედებაზე, შემთხვევითობაა და
არ
შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი.
წამახალისებელი
გათამაშება
ტარდება
კონკრეტული
სახის
პროდუქციის
(მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი
გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული
სახის პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
დადგენილი
შემთხვევისა.
დაუშვებელია
წამახალისებელ გ ათამაშებაში
მონაწილეობისთვის
ნებისმიერი
ფორმით საფასურის დაწესება;
პ) აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან მომგებიანი
თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი;
ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი ოთახი, სადაც ინახება სამორინეს
სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სულ ცოტა 10 000 ლარის ოდენობით),
სამორინეს მთელი შიდა დოკუმენტაცია, სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის
სტაციონარულად დამონტაჟებული (ბურთულები რულეტისა თვის, სათამაშო ჟეტონები,
ბანქოს დასტები, კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად,
კამათლები და ა. შ.);
რ) ლატარიის ორგანიზატორი – ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის
ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც
საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობების შესაბამისად;
ს) წამახალისებელი გათამაშების ეტაპი – პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების
დამზადებიდან და რეალიზაციიდან და მთავრდება საპრიზო ფონდის გათამაშებით;
ტ ) აგენტი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს უწევს სარეალიზაციო მომსახურებას
და საცალო რეალიზატორს ან სხვა აგენტს აწვდის ლ ატარიის ბილეთებს მათი შემდგომი
რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს, თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის
ფუნქ ცია;
უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს ან აგენტს უწევს
სარეალიზაციო მომსახურებას ლატარიის ბილეთების მოთამაშეებზე რეალიზაციის მიზნით;
ფ ) სარეალიზაციო მომსახურება − მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო
რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას
(მათ შორის, ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ
გაცემას, მათთვის ლატარიის
დადგენილი
წესების თანახმად მოთამაშეებზე მოგებების
ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.
ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის
გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის სალარო − სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული
ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება
მოთამაშისათვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა.
მუხლი 7
1. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას , მათში ცვლ
ილებების შეტანასა და უწყებრივსანებართვო რეესტრში გატარებას „ ლიცენზიებისა და ნება
რთვების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისადახორციელებს საქართვ
ელოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იური
დიული პირი – შემოსავლების სამსახური ( შემდგომში – შემოსავლების სამსახური ).
2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გადაამოწმოს ნებართვის მაძიებლის მიერ
ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების
შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის
მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების
შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის
მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების
დარღვევისათვის
დაკისრებული
ჯარიმებისა
და
ამავე
კანონის
372 მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს
საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.
მუხლი 11
1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა;
ბ) სამორინეს მოწყობა;
გ) ტოტალიზატორის მოწყობა;
დ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;
ე) ლოტოს მოწყობა;
ვ) ბინგოს მოწყობა;
ზ) აზარტული კლუბის მოწყობა.
2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ დ “ ქვეპუნქტებით დადგენილი
თამაშობები
შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული
ფორმით – ინტერნეტის,
ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით,
მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
21 . აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ
აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების
სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობისათვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.
22 . ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ
ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვის ფარგლებში.
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ
გაიცემა.
23 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისში სამორინეს
ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული
კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზისაგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისაგან
დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.
24 . აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული
ფორმით თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით მოწყობილ ობიექტზე.
3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის
ნებართვები – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − სამორინეს
მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი
ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
4. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,
ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეული ობიექტის
ფუნქციონირებისათვის.
5. დაუშვებელია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და
ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების
შეტანის გზით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონით ახალი მისამართისათვის დადგენილია მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ
შემთხვევაში, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და
ტოტალიზატორის მოწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა
გაიცეს ახალი ნებართვები.
6. შესაძლებელია ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ
სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით.
7. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა არ გაიცემა საგადასახადო
დავალიანების არსებობის შემთხვევაში.
8. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვების სხვა პირისთვის გადაცემა.
მუხლი 12
1. მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით
გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს
შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი
თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს,
დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;
ბ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა
იყოს:
ბ.ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;
ბ.ბ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა.
მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული
დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა;
ბ.გ) პრეტენზიის განხილვის ვადა;
ბ.დ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;
ბ.ე) თამაშობის ზოგადი წესი (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის
ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს);
ბ.ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების
თარიღი და მისამართი;
ბ.ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, პრიზების
ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა;
გ) მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი
თამაშობისა) ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის
ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ;
დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის არანაკლებ 10000 ლარის
ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) (ამოღებულია – 24.04.2012, 6052);
ვ) ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში −
სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ვ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და
ორგანიზება;
ვ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის
28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის განკუთვნილი
უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;
ვ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე
მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი,
ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური
წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ვ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი.
11 . მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა,
რომელიც გათვალისწინებული არ არის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით
(რეგლამენტით), ხოლო ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით.
2. მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუშზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული შემდეგი
რეკვიზიტები:
ა) ნებართვის მაძიებლის სახელწოდება/სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი;
ბ) ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა);
გ) ბილეთის ნომერი;
დ) გასაცემი ნებართვის ნომრის ადგილი;
ე) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;
ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების
თარიღი და დრო;
ზ) თამაშობის ზოგადი წესი;
თ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ზღვრული ვადა და ადგილი.
3. თუ ტექნოლოგიურად შეუძლებელია მომგებიანი თამაშობის ბილეთზე მოცემული
რეკვიზიტების ასახვა, მაშინ მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია
უზრუნველყოს მათი საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მომგებიანი თამაშობის მოწყობის
პირობების (რეგლამენტის) დაუბრკოლებლად მიწოდება.
4. წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი უნდა გამოქვეყნდეს
გათამაშებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა.
მუხლი 13
1. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლის
შემთხვევაში მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა
წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) (ამოღებულია – 09.12.2011, 5448);
ბ) (ამოღებულია – 09.12.2011, 5448);
გ) თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა)
ბილეთებს, დასამ„გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც
ამზადებს მომგებიანი ზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;
დ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ე) მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი
თამაშობისა) ბილეთის ნიმუში.
11 . ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს თანხმობის
მისაღებად წარუდგენს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ თამაშობის წესს.
12 . ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში მომგებიანი თამაშობის
მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე შემოსავლების სამსახურს
წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების
მისამართის (მისამართების) შესახებ.
2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი
ვალდებულია ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ თამაშობის ზოგად წესში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის
მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2
სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს
აღნიშნულის თაობაზე.
21 . მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი
ვალდებულია სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის
შემთხვევაში) და ცვლილების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის
სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე
დაუშვებელია
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანა,
გარდა ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის ცვლილებისა. აღნიშნულის თაობაზე
წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორმა ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო
დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
4. დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი
ეტაპის ერთდროულად ჩატარება.
5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშების ყოველი ახალი
ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს
შემდეგი დოკუმენტები:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი);
ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი
თამაშობისა) ბილეთის ნიმუში;
გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის,
რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობილი თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის
მითითებით.
მუხლი 16
1.
წამახალისებელი
გათამაშების
ორგანიზატორი
ვალდებულია
უზრუნველყოს
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) საჯაროობა და
მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა, რომელიც
უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას წამახალისებელი გათამაშების მოწყობის
პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად.
2.
წამახალისებელი
გათამაშების
ორგანიზატორი
ვალდებულია,
გათამაშების
მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის ვადაში წარუდგინოს
შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 19
1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული
დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) (ამოღებულია – 09.12.2011, 5448);
ბ) სამორინეს მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
სამორინეში არსებული სამორინეს მაგიდების ან/და კლუბის მაგიდების ჩამონათვალი,
სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის
მითითებით; მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; სამორინეს მუშაობის წესები;
სამორინეში მოქცევის წესები; სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები; კლუბის მაგიდის
არსებობის შემთხვევაში – მომსახურების პროცენტის ოდენობა; მოგების გაცემის ვადა და
ადგილი; პრეტენზიის განხილვის ვადა;
გ) სათამაშო ჟეტონის ნიმუშები;
გ 1) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნასამართლობის
შესახებ ცნობა;
დ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –
სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
დ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და
ორგანიზება;
დ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
დ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ
კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის
განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;
დ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე
მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი,
ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური
წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
დ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი.
1 1. აკრძალულია სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემა პირზე, რომლის ხელმძღვანელობასა
და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი
ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი
მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
12. აკრძალულია, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობასა და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან/და დამფუძნებელი/პარტნიორი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახ ჩადენილი
ეკონომიკური, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის ან განზრახ ჩადენილი
მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდეს მოხსნილი ან გაქარწყლებული.
2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის
სამორინეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის
წესით.
მუხლი 20
1. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით
გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს
შემდეგი დოკუმენტები:
ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული
უნდა იყოს:
ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი;
ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობილი თამაშობისა), სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების
წლის, დამამზადებელი ქვეყნის, თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური
ფსონებისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით;
ა.გ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალი და თამაშის
წესები;
ა.დ) პრეტენზიის განხილვის ვადა;
ბ) აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –
სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ბ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და
ორგანიზება;
ბ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
ბ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის
28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისათვის განკუთვნილი
უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;
ბ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის
რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებგვერდზე ქართულ ენაზე
მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი,
ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური
წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ბ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი.
2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც
გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით
(რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესით.
მუხლი 201
1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს თანხმობის
მისაღებად
წარუდგენს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის წესს.
2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის
შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის
სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების
პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების
თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.
21 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის
შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის
სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების
პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების
თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობის
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს
თანხმობის მისაღებად წარუდგენს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თამაშობის წესს.
4. სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს
მოწყობის შემთხვევაში სამორინეს/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებში
(რეგლამენტში) ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს
წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების
მისამართის (მისამართების) შესახებ.
მუხლი 21
1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის
შეცვლის შემთხვევაში აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს
უნდა წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).
2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების
სალონსა და აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და თამაშის წესებში
ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების
შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში,
ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
3. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სისტემურ-ელექტრონული
თამაშობის წესში ცვლილების შეტანის შესახებ შეტყობინება განათავსოს თამაშობისათვის
განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების შეტანიდან
2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 28
1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, გამოიყენოს თავის სახელზე გაცემული
სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის
მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინეს,
აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის
ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები.
3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის
გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სალარო.
მუხლი 29
1. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თამაშობების მოწყობის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და
უსაფრთხოების, მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ) აწარმოოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, შექმნას ელექტრონული ბაზა და საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს
წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი მოწყობის პირობების
(რეგლამენტის) შესაბამისად;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში მოთამაშეს მისცეს წერილობითი ცნობა მოგების მიღების შესახებ;
ე) მოთამაშეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება მოწყობის
პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ ვადებში;
ვ) საიდუმლოდ შეინახოს მონაცემები მოთამაშის მიერ მოგებულ ან წაგებულ თანხებზე და
ინფორმაცია მათ შესახებ გასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები;
თ) არ დაუშვას დამატებითი პირობების მოთხოვნა მოგებულ მოთამაშეზე მოგების გაცემისას,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა;
ი) შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებული
მოვალეობები;
კ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე
წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების
თაობაზე;
ლ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები განახორციელოს
სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ მისი ყოველთვიური
შემოსავალი აღემატება 10000 ლარს;
მ) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას სამუშაო
პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან
დაკავშირებული
საჭირო
დოკუმენტაცია
და
ინფორმაცია
(გარდა
ლატარიის
ორგანიზატორისა);
ნ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის,
ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს
მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე
პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის
სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ
მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა
მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და
სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე –
მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი
ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და
დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი
ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;
ო) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია პერსონალური
საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით;
პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა;
ჟ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი სისტემურ-ელექტრონული
თამაშობის წესის შესაბამისად;
რ) აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი
წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა ინტერესების დაცვა.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს ეკრძალება მოთამაშეებზე სესხის
გაცემა ფსონის დასადებად.
3. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება
არასრულწლოვან პირებთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მათ
ევალებათ თამაშობის ჩატარების ადგილზე მუშაობა, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების
კონტროლი.
მუხლი 32
1. 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე
ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა
აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს
გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით
დადგენილ მოთხოვნებს.
2. აკრძალულია 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება
და მოგების გაცემა.
მუხლი 371
ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების
შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის
ოდენობა შეადგენს:
ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;
ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 20 000 ლარს;
გ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 10 000 ლარს;
ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000
ლარს;
ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ,
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;
ზ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ი) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;
კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში − 2 000 ლარს;
ლ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000
ლარს;
მ) ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ, ამ კანონის
29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების
დარღვევის შემთხვევაში – 1000 ლარს;
ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;
ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო
მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.