„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1761. 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით) სათამაშოდ დაშვება
1.
21
წლამდე
ასაკის
საქართველოს
მოქალაქის
ან
18
წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
აზარტული
ან
მომგებიანი
თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას (მათ შორის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში)
სათამაშოდ დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)
ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.“.
2. 1762 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1763 - 1765 მუხლები:
„მუხლი 1763. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს
მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან
რეესტრში
1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს
მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან
რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)
ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
მუხლი 1764. დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი
თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში
(მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან
თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება
1. დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების
(გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში)
მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)
ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
მუხლი 1765. წამახალისებელი გათამაშების მოწყობა შესაბამისი ნებართვის გარეშე
1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 40 000 ლარით.“.
3. 219-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
1537 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 1761-1765 მუხლებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7
ნაწილებით
და
194-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ
კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291 , 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ კოდექსის 1537, 1761-1765 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ
საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების
სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ
სახდელს.“.
4. 239-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2
ნაწილით, 153-ე, 1531 , 1535 , 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 და მე-13–
მე-20 ნაწილებით, 1555 , 1556 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644 , 165-ე–1653 ,1715 , 1761-1765, 178-ე, 1793,
194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების
უფლებამოსილი პირები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი პროექტის მიზეზია, კანონმდებლობის აღსრულების პროცესში შესაბამისი
ხარვეზების აღმოფხვრა და 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით) სათამაშოდ დაშვების აკრძალვა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მირების მიზანს წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირების ან 18 წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის
აზარტულ
და
მომგებიან
თამაშობებში ჩართვისგან დაცვა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, წამახალისებელი
გათამაშების მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის
დაკისრება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის 1761 მუხლში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად ხდება 21 წლამდე ასაკის
საქართველოს
მოქალაქის
ან
18
წლამდე
უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების მოწყობის ადგილას (მათ შორის სისტემურელექტრონული ფორმით) სათამაშოდ დაშვების აკრძალვა.
შესაბამისი ნებართვის გარეშე, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში
ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება შემოსავლების სამსახურის მიერ.
კანონპროექტის თანახმად დგინდება ახალი სამართალდარღვევები და შესაბამისი
პასუხისმგებლობები. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით
მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში
მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის
რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან
მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის
დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას
10000 ლარის ოდენობით.
დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების
(გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის,
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში)
მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში - 10000 ლარის ოდენობით.
წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის
დაჯარიმებას 20 000 ლარით. განმაორების შემთხვევაში - 40 000 ლარით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი აწესებს სათანადო ჯარიმებს
შესაბამისი სამართალდარღვევისათვის, აღნიშნული გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა, მისი ზუსტი გაანგარიშება, ამ ეტაპზე არ არის
შესაძლებელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩამდენ პირებზე, მათთვის ჯარიმის დაკისრების კუთხით;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი, თუმცა პროექტით
გათვალისწინებული ჯარიმების სახით ხდება სხვა სახის გადასახდელის შემოღება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1761. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ
დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება
ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება
1. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვება ან 18
წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან
თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული
ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება –
გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა)
ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
მუხლი 219. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
165-ე
და
194-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
153 7,
სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ
კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 129 1, 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
[1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის
153 7 მუხლით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და
194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს,
აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2
ნაწილით, 129 1 , 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]
2.
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
სახელით
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების
უფლება აქვთ:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილითა და 157-ე, 165-ე, 165 10 და 195-ე მუხლებით, –