„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
20.10.2017
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/137/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადაიხადოს წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე. 2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი ოდენობა განისაზღვრება წამახალისებელი გათამაშების ეტაპის პერიოდში გასათამაშებელი საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე, სისტემურელექტრონული ფორმის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას, თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმაზე, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვაზე და სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობაზე.“; გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).“; დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგირედაქციით: „8. თამაშობის ორგანიზატორი(გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით. 9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშობის ორგანიზატორის სახელზე.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელები, რომლებიც წამახალისებელ გათამაშებას მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ, მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი პროექტის მიზეზია, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში, მოსაკრებლის წინასწარ, გათამაშების დაწყებამდე გადახდა და დეკლარაციის ფორმის გაუქმება. ასევე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ წამახალისებელ გათამაშებაზე დაბეგვრის ობიექტის დაზუსტება და საპრიზო ფონდის 10% გადახდის განსაზღვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და ადმინისტრირების გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: დღეისთვის მოქმედი კანონის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართულ თამაშობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (ყოველკვარტალური) შეადგენს 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, მათ შორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაშიც და ადგილობრივი თვითმმართველობები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგენენ ოდენობებს მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში. არსებული კანონმდებლობის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია მოსაკრებლის სახით გადაიხადოს, როგორც საპრიზო ფონდის 10% ასევე, მოსაკრებელი, რომელიც დაწესებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისთვის (250 000 ლარიდან 300 000 ლარამდე). სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის გამართვისთვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი არ არის ადექვატური წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ წამახალისებელი გათამაშების ეტაპი ხშირ შემთხვევაში მოიცავს რამდენიმე კვარტალს ორგანიზატორი ყოველთვის თავს არიდებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით გათამაშების მოწყობას და მისი ელექტრონული ფორმიდან მატერიალურ ფორმაზე გადატანა ხდება. გარდა ამისა, კანონის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი, ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველ კვარტალურად წარადგინოს დეკლარაცია არაუგვიანეს მომდევნო კვარტლის 15 რიცხვისა და გადაიხადოს შესაბამისი მოსაკრებელი. დღეის მდგომარეობით აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა, დამოკიდებულია ნებართვის მფლობელის კეთილ ნებაზე. ხშირ შემთხვევაში არასწორად და არასრულად ხდება მოსაკრებლის გადახდა და დეკლარაციის წარდგენა. შემოსავლების სამსახურის მიერ არ ხდება აღნიშნულის კონტროლი. ცვლილების თანახმად: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის სათამაშო ბიზნესის გაუქმდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდის - საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით, რაც არსებითად გაამარტივებს ადმინისტრირების პროცესს და სამსახურს მისცემს შესაძლებლობას დააწესოს შესაბამისი კონტროლი მოსაკრებლის სწორი ოდენობის გადახდაზე. ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10%–ს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არსებით გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა მოცემულ ეტაპზე მისი შეფასება არ არის შესაძლებელი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება მოახდენს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10%–ს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია: ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი ; ბ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453) გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა; ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო. მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით; გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453); დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა; ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით; თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით. შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 6. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი 1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ- ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით). 3. (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) . 31 . (ამოღებულია – 28.06.2012, №6573) . 4. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვი ს მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას. 5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშა ნი, რომე ლიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. 6. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს: ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაი ცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები; ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს. 7. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249). 8. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით. 9. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) სახელზე. 10. (ამოღებულია – 08.11.2011, №5249). 11. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ველის (დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ნუმერაციის ობიექტების 12. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებული არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.