„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით.“.
2. მე-9 მუხლის 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:
„12. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII15
საქმეებზე.“.
თავით გათვალისწინებულ
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII15 თავი:
„თავი VII15
ადმინისტრაციული სამართალწარმოება აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით
მუხლი 2161. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
დამოკიდებულ პირთა სია - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სია.
დამოკიდებული პირი - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი.
ოჯახის წევრი - დამოკიდებული პირის მშობელი, მეუღლე, შვილი, ან მასთან მუდმივად
მცხოვრები პირი.
მუხლი 2162. სასამართლოსთვის მიმართვა
1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს
დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ
განცხადებით.
2. აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების
შეტანის შესახებ განცხადება განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.
მუხლი 2163. სასამართლოს მიერ განცხადების განხილვა და გადაწყვეტა
1. განცხადებას დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების
შეტანის შესახებ განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე ან რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს მოსამართლე, პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით
დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. განცხადება დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების
შეტანის შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) წარედგინება წერილობითი ფორმით. იგი
უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადების წარმდგენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი,
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი,
მათ შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ბ) დამოკიდებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი
ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის
ნომერი, მათ შორის მობილურის და ელექტრონული ფოსტის მისამართი);
გ) ცნობებს განცხადების წარმდგენი პირისა და დამოკიდებულ პირთა სიაში შესაყვანი
დამოკიდებული პირის ურთიერთკავშირის შესახებ;
დ) კონკრეტულ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს
თავის მოთხოვნას;
ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ
მითითებულ გარემოებებს;
ვ)
მოთხოვნას დამოკიდებული პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში
შეტანის შესახებ;
ზ) განცხადების წარმდგენი პირის ხელმოწერას;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასალები თან
უნდა დაერთოს განცხადებას.
4. მოსამართლე, განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს მას და
გამოსცემს ბრძანებას დამოკიდებული პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში
შეტანის შესახებ, ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის
შესახებაც, განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს განცხადების
წარმდგენ პირს და იმ პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება და მათ უგზავნის
შესაბამის საქმის მასალებს.
6. თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ აუცილებელია განცხადებაში მითითებული
გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია განცხადება განიხილოს ზეპირი მოსმენით.
მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ თავით გათვალისწინებული განცხადების
განხილვას.
7. პირს უფლება აქვს, განცხადებისა და საქმის მასალების მიღებიდან 48 საათის
განმავლობაში, წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და
მტკიცებულებები.
8. მოსამართლე უფლებამოსილია განცხადების დასაბუთებულობის შესამოწმებლად
მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გამოიძახოს და დაკითხოს ნებისმიერი
პირი, მხარეებს მიმართოს წინადადებით, წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები,
მტკიცებულებები. მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გამოითხოვოს
საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები და მტკიცებულებები.
9. მოსამართლე უფლებამოსილია, მხარის ან საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს
დახურულ სასამართლო სხდომაზე.
10. სასამართლო პროცესზე მტკიცების ტვირთი ეკისრება განცხადების წარმდგენ მხარეს.
11. განცხადების განხილვის დროს სასამართლო/მოსამართლე ხელმძღვანელობს საქმის
ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის ითვალისწინებს: დამოკიდებული პირის
დამოკიდებულების სიმძიმეს; ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.
12. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანის საკითხთან დაკავშირებით
მიღებულ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის სახელი და გვარი;
გ) განცხადების წარმდგენი პირის სახელი, გვარი;
დ) პირის სახელი, გვარი;
ე) გარემოებები, რომელიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;
ვ) განკარგულება დამოკიდებული პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში
შეტანის შესახებ, ან გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
შესახებ;
ზ) გაფრთხილება, ბრძანების აღუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
თ) ბრძანების გასაჩივრების ვადა და წესი;
ი) მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.
13. დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის საკითხთან
დაკავშირებით მიღებული მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების
ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
14. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი
ეგზავნება განცხადების წარმდგენს, მეორე - დამოკიდებულ პირს, მესამე - საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს, ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება
სასამართლოში.
მუხლი 2164. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება
1. დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის
საკითხთან დაკავშირებით მიღებული მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო
სასამართლოში, ბრძანების გამოცხადებიდან ან მხარისთვის მისი გადაცემიდან 3 დღის
ვადაში. საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს
საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
2. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს
საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება
საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლის 2165 დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის მონაცემების ვადაზე
ადრე ამოღების წესი
1. „ლატარიების, აზარტული თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამოკიდებული პირი უფლებამოსილია ამ კოდექსის
2163 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მიმართოს ბრძანების გამომცემ სასამართლოს
დამოკიდებულ პირთა სიიდან მისი მონაცემის ამოღების მოთხოვნით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების განხილვა წარმოებს
ამ თავით გათვალისწინებული წესების დაცვით.“.
1
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ
პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ
სამართალწარმოების
პროცედურის
დარეგულირებას.
აღნიშნული
ცვლილება
განპირობებულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
კანონპროექტით, რომლითაც განისაზღვრება აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე
დამოკიდებულ პირთა სია, სადაც შეტანილი იქნება
პირების მონაცემები, რომლებიც
მოსამართლის ბრძანების საფუძველზე არ დაიშვებიან სხვადასხვა აზარტული და
მომგებიანი თამაშობების (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმითაც) სათამაშოდ.
აქედან გამომდინარე საჭიროა მკაფიო და დეტალური რეგულაციების შემუშავება, რომელიც
მოაწესრიგებს აღნიშნულ სიაში პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით
ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების
პროცედურული უზრუნველყოფა. ხსენებული უზრუნველყოფა მოიაზრებს, სასამართლო
ბრძანების საფუძველზე, პრევენციული სახის ღონისძიების განხორციელებას პირის მიმართ,
ასევე იქმნება მარტივი და ეფექტური ფორმა საქართველოს მოქალაქის ინტერესების
დაცვისთვის (ოჯახის წევრისთვის), რომელსაც ზიანი ადგება პირის მიერ თამაშობებში
მონაწილეობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება 2161 მუხლი-ტერმინთა განმარტება,
ხსენებული მუხლის მიხედვით განმარტებულია სამი ძირითადი ტერმინი - დამოკიდებული
პირი, დამოკიდებულ პირთა სია და ოჯახის წევრი.
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება 2162 მუხლი სასამართლოს მიმართვა.
ხსენებული მუხლით ოჯახის წევრი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს
განცხადებით და მოითხოვოს პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა, ასევე
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განცხადებით მიმართვა გათავისუფლებულია სახელმწიფო
ბაჟისგან.
კანონპროექტის მიხედვით კოდექსს ემატება 2163 მუხლი სასამართლოს მიერ
განცხადების განხილვა და გადაწყვეტა, ხსენებული მუხლით რეგულირდება სასამართლო
განსჯადობა, განცხადების შემცველი სავალდებულო დოკუმენტაციის, სასამართლო
განხილვის ვადები და სხვა საკითხები.
კანონპროექტის მიხედვით კოდექსს ემატება 2164 მუხლი მოსამართლის ბრძანების
გასაჩივრება, ხსენებული მუხლით რეგულირდება ბრძანების გასაჩივრების ვადა, ასევე
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ბრძანება
საბოლოოა და არ საჩივრდება.
კანონპროექტის მიხედვით კოდექსს ემატება 2165 მუხლი აზარტულ და მომგებიან
თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიიდან პირის მონაცემების ვადაზე ადრე ამოღების
წესი, რაც მოიაზრებს პირის მიერ განსახორციელებლ პროცედურებს, რათა სასამართლოს
ბრძანების საფუძველზე მოხდეს მისი მონაცემების ამოღება დამოკიდებულ პირთა სიიდან,
მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება რომ ხსენებული უფლება უჩნდება პირს სასამართლო
ბრძანების გამოცემიდან ერთი კალენდარული წლის გასვლის შემდგომ.
კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაზე აზარტულ
და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანასთან
დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა შესაბამისი სასამართლოს ასიგნებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII15 თავით შემოდის ახალი
სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და რომელიც
თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, აღნიშნული გავლენას არ იქონიებს
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ქონდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
საგადასახადო შემოსავლების კუთხით, რამდენადაც, კანონპროექტით გათვალისწინებული
შეზღუდვის შესაძლებლობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს აზარტული თამაშების
მიმწოდებლების ფინანსურ შედეგებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. შესაბამისი ხარჯების საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი
სასამართლოს ასიგნებებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გავლენის ოდენობა განისაზღვრება
შესაბამისი მიმართვიანობიდან გამომდინარე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII15 თავით შემოდის ახალი
სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და რომელიც
თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან, აღნიშნული გავლენას არ მოახდენს იმ
პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამომდინარე, კანონპროექტს
შესაძლოა გავლენა ქონდეს აზარტული თამაშების მიმწოდებლების ფინანსურ შედეგებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) (ამოღებულია) ;
ბ)
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
დადგენილი წესით;
ბ1 ) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ
განსახილველი ადმინისტრაციულ ისამართალდარღვევ ებ ის
თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი
წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან
დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან
დაკავშირებით;
ორგანოს
ვ)
მეწარმის
საქმიანობის
შემოწმების
შესახებ
მაკონტროლებელი
შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე;
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური
დაწესებულების მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების
მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
თ) „ტუბერკულოზის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ერთეულის
(შემდგომ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული) მიმართვის
საფუძველზე იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის
არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე.
მუხლი 9. სახელმწიფო ბაჟი
1. სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან
დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ
საქმეებზე.
11 . სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII9 თავით გათვალისწინებულ
საქმეებზე.
2. (ამოღებულია).
3. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
4. (ამოღებულია).