„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-30
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო
ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის
მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა.
2
1
სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 და 10
პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე8
7
7 მუხლის 10 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის,
ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან,
სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10
4
5
6
პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 10 , 10 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული
(დადგენილი) ოდენობით. ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდა და გადახდის
შესახებ განაცხადის წარდგენა ნებართვის გამცემ ორგანოში უნდა მოხდეს შესაბამისი
ნებართვის გაცემის დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო
აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და
ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ,
შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის
სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი
დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების მიზეზია, ნებართვის მფლობელების მიერ გადასახდელი
სანებართვო მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის ადმინისტრირების
გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, „სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი
გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე,
გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული
8
7
კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 10 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების
მფლობელები
უფლებამოსილი
არიან,
სანებართვო
მოსაკრებელი
გადაიხადონ
4
5
ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 10 , 10
6
და 10 პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის
აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების
სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს
მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ,
შესაბამისი ნებართვების გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის
სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის იმ ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი
დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის
ნებართვა.“.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული
დამატება (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) ტექნიკური ხასიათისაა და წარმოადგენს კანონის ხარვეზის გასწორებას,
ვინაიდან 101 და 102 პუნქტები თავისი შინაარსით წარმოადგენენ სამორინეს სანებართვო
მოსაკრებლის გადაახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების პუნქტებს/ შესაბამისად,
ჩანაწერი გულისხმობს, რომ სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის,
ტოტალიზატორის,(გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის
101 და 102 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების
მფლობელები
უფლებამოსილი
არიან,
სანებართვო
მოსაკრებელი
გადაიხადონ
ყოველწლიურად.
გამომდინარე, იქედან რომ ნებართვის აღება შესაძლებელია არ განხორციელდეს მისი
გაცემისთანავე და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია დადგენა პროგრამულად როდის მოხდა
ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გაცნობა, შემოსავლების სამსახური მოკლებულია
შესაძლებლობას, სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ არ
დგინდება ნებართვის აღების თარიღი, შეამოწმოს ნებართვის მფლობელი სანებართვო
პირობების დარღვევაზე. შესაბამისად ჩანაწერი „აღების დღიდან“ იცვლება „გაცემის
დღიდან“, რაც სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას სანებართვო პირობების შეუსრულებლობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის თანახმად ჩანაწერი
„აღების დღიდან“ იცვლება „გაცემის დღიდან“, რაც სანებართვო მოსაკრებლის
გადაუხდელობის შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას სანებართვო პირობების
შეუსრულებლობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 9. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი
1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. სალიცენზიო/სანებართვო
მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან
უნაღდო
ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის
მე-10 პუნქტის „ბ“− „ვ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა.
სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7
მუხლის 10 7 და 10 8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის,
ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელები უფლებამოსილი არიან,
სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10
პუნქტის „ბ“− „ვ “ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 და 106 პუნქტებით გათვალისწინებული
(დადგენილი) ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი
მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული
კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის
სანებართვო
მოსაკრებლები
გადაიხდება
წინასწარ,
შესაბამისი
ნებართვების
გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი
გადაიხდება სრულად, სამორინეს მოწყობის ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის იმ
ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის
საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
21 . სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის,
ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში
ნებართვების მფლობელებს სანებართვო მოსაკრებლების დარჩენილი ნაწილის გადახდის
ვალდებულება არ ეკისრებათ.
22 . თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვ ის მაძიებელი სანებართვო
მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი
ფორმის ქვითრის გაცემით.
5. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია
მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
6. ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული
პირი ვალდებულია სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის
გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს
ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
7.
კანონმდებლობით
განსაზღვრული
პირობების
გათვალისწინებით
ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდევინებული
მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.