„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2017
ავტორი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/100/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ჰ19) პუნქტი: „ჰ19) მედია წიგნიერება - მრავალფეროვანი მედია საშუალებების და ტექნოლოგიების, ასევე ინტერნეტის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, ინფორმაციის მიღება-გადაცემაში ინტერაქტიული მონაწილეობისა და მისი აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, ასევე მედიაკონტენტისა (ტელე და რადიო აუდიოვიზუალური პროდუქცია, ელექტრონული და სოციალური მედია პროდუქცია, მათ შორის, ფილმები, მუსიკალური კლიპები, გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვ.) და მრავალფეროვანი მედია პლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების თაობაზე სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა.“ 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.“ 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში, „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის „პ“ პუნქტი: „პ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება“. 4. მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური. ყოველწლიური რეგულირების საფასური“. 5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 მუხლი: „31. რადიოსიხშირული სპეტრით სარგებლობის საფასური არის მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.“ 6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „მ“ პუნქტი: „მ) მედია წიგნიერების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.“ 7. მე-14 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი რედაქციის 141 მუხლი: „141. კომისიის უფლებამოსილებები მედია წიგნიერების სფეროში 1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს მედია წიგნიერების განვითარების ხელშემწყობ სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.; 2. კომისია უფლებამოსილია საჯარო ინსტიტუტებთან, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესაბამისი ბაზრების მონაწილეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციებთან და სხვა ორგანიზაციებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, უცხოურ და საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიეროკვლევით ცენტრებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით; 3. მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის საზოგადოებაში მედია წიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების ხელშეწყობის კვლევების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი და სხვა ისეთი ჯგუფებისათვის, როგორიცაა მაგალითად, ბავშვები და მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვ., სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია დააფუძნოს მედია წიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსით; ამავე მიზნებითა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით უფლებამოსილია შექმნას მედია წიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებ-გვერდი; 4. კომისია თავის საქმიანობისას, მათ შორის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისას, მხედველობაში იღებს, მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ამოცანებსა და მიზნებს; „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას ხელმძღვანელობს მედია წიგნიერების განვითარების სტრატეგიით, უზრუნველყოფს საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ჯგუფის/პირის ფართო ჩართულობას; 5. კომისია ხელს უწყობს მედია წიგნიერების პოპულარიზაციას, კანონით დაშვებული ყველა ფორმით, მათ შორის, საგანმანათლებლო/სასწავლო სამაუწყებლო პროდუქციის, ასევე სოციალური რეკლამის დამზადების დაკვეთისა და უსასყიდლოდ გავრცელების, აკადემიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სხვადასხვა კონფერენციებისა და მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზების გზით; 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედია წიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები. 7. კომისია ახორციელებს საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების დონის შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას, მის მიერ განხორციელებული ხელშემწყობი ღონისძიებების ანალიზს და აქვეყნებს მას თავისი საქმიანობის ანგარიშში. 8. კომისია მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით უფლებამოსილია განახორციელოს სხვა უფლებამოსილებებიც.“ 8. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „პ“ პუნქტი: „პ) ამ კნონის მე-141 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული მედია წიგნიერების განვითარების ხელშემწყობი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარებას, მათ შორის, მედია წიგნიერების დონის ამაღლებასთან დაკავშირებით მომზადებული ტელე/რადიო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განათავსებით.“ 9. 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. კომისია მაუწყებლებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით; მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს. ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს, შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.“ 10. 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. კომისიამ, ამ კანონის გამოქვეყნებიდან: ა) 3 თვის განმავლობაში განსაზღვროს მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადასახდელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობები და გადახდის წესი; ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს მედია წიგნიერების განვითარების ხელშემწყობი სამოქმედო გეგმა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადასახდელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის ძალაში შესვლის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2017 წლის ___________ გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი მრავალფეროვანი მედია საშუალებების და ციფრული ტექნოლოგიების, ასევე ინტერნეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო მზარდი მონაწილეობის პირობებში, როცა სუსტდება რეგულირების არსებული, ძირითადად მაკონტროლებელ-საზედამხედველო მექანიზმების ეფექტურობა, წინა პლანზე გამოდის მედიაწიგნიერების განვითარების ამოცანა, რათა საზოგადოებასა და ადამიანს ჰქონდეს თანამედროვე და განახლებული ცოდნა / უნარჩვევები დამოუკიდებლად მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები. არსებითი გახდა საზოგადოებაში მედია საშუალებებისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, ინფორმაციის მიღება-გადაცემაში ინტერაქტიული მონაწილეობისა და მისი აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, ასევე მედიაკონტენტისა (ტელე და რადიო აუდიოვიზუალური პროდუქცია, ელექტრონული და სოციალური მედია პროდუქცია, მათ შორის, ფილმები, მუსიკალური კლიპები, გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვ.) და მრავალფეროვანი მედია პლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების თაობაზე სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება და სრულყოფა საზოგადოებაში. ევროპარლამენტმა და საბჭომ ჯერ კიდევ 2006 წლის 20 დეკემბერს შეიმუშავეს „ევროპული აუდიოვიზუალური და ონლაინ საინფორმაციო სერვისებთან დაკავშირებით უმცირესობათა უფლებებისა და ადამიანური ღირსების დაცვის და შეპასუხების უფლების თაობაზე“ რეკომენდაცია, ხოლო ევროკომისიამ 2007 წელს შეიმუშავა „ციფრულ გარემოში მედია წიგნიერებისადმი ევროპული მიდგომა“. ამის შემდგომ, ევროპარლამენტმა 2008 წელს გამოაქვეყნა „ციფრულ მსოფლიოში მედია წიგნიერების ანგარიში“, ხოლო ევროპის საბჭომ 2008 წელს - „დასკვნა ციფრულ გარემოში მედია წიგნიერებისადმი ევროპულ მიდგომებზე“, 2009 წელს - „ციფრულ გარემოში მედია წიგნიერების შესახებ დასკვნები“. 2009 წლის 20 აგვისტოს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია - „მედია წიგნიერება ციფრულ გარემოში უფრო კონკურენტული აუდიო-ვიზუალური და კონტენტის ინდუსტრიისათვის და ინკლუზიური ცოდნის მქონე საზოგადოებისათვის“. „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) პრეამბულაში, მე-12 პუნქტში აღინიშნა, რომ აუდიოვიზუალაური მომსახურებების მარეგულირებელი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული საჯარო ინტერესების დაცვას, მათ შორის, კულტურული მრავალფეროვნების, საინფორმაციო თავისუფლების, მედია პლურალიზმის, უმცირესობათა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერებისა და მედია წიგნიერების გაძლიერებას ახლა და მომავალში. ამავე პრეამბულის 47-ე პუნქტში განიმარტა მედია წიგნიერების არსი, ხოლო დირექტივის 33-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყდა, რომ ევროკომისიამ სამ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ევროკომიტეტს მოხსენება აღნიშნული დირექტივის დანერგვისა და შესრულების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი წინადადებები, მათ შორის, წევრ სახელმწიფოებში ბოლო ტექნიკური მიღწევების, სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მედიაწიგნიერების დონის თაობაზე. ჯერ „ევროპული აუდიოვიზუალური და ონლაინ საინფორმაციო სერვისების ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობასთან კავშირში უმცირესობათა უფლებებისა და ადამიანური ღირსების დაცვის და შეპასუხების უფლების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის რეკომენდაციითა და შემდგომ უკვე ევროკომისიის 2009 წლის 20 აგვსიტოს რეკომენდაციით „მედია წიგნიერება ციფრულ გარემოში უფრო კონკურენტული აუდიოვიზუალური და კონტენტის ინდუსტრიისათვის საზოგადოებისათვის“ განისაზღვრა, რომ და ინკლუზიური წევრი სახელმწიფოები, ცოდნის მქონე აუდიოვიზუალური (სამაუწყებლო) და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელ ორგანოებთან და მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობით, სხვა აქტივობებთან ერთად, განახორციელებენ ციფრულ გარემოში მედია წიგნიერების დონის ამაღლების კუთხით სისტემატურ აქტივობებს, მათ შორის კვლევევბის, კონფერენციებისა და სხვა საჯარო აქტივობების მეშვეობით, საგანმანათლებლო პროექტების/პროგრამების რეალიზაციითა და საზოგადოებაში შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი სხვა ღონისძიებებით. „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებით საქართველომ იკისრა ვალდებულება (იხ. შეთანხმების დანართი XXXIII), „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და გარკვეული საბჭოს 2010 დებულებების წლის 10 მარტის კოორდინაციის 2010/13/EU შესახებ“ დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად, დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო- სამართლებრივ ინსტრუმენტებს. კანონპროექტის მომზადების პროცესში, შესწავლილ იქნა მედია და ციფრული წიგნიერების სფეროში ევროპის ქვეყნების გამოცდილება ეროვნულ დონეებზე. გამოირკვა, რომ დღეისათვის არა მარტო ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციების დონეზე მოქმედებს მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტები, არამედ შიდაეროვნულ დონეზე ევროპული ქვეყნები საკანონმდებლო წესით განსაზღვრავენ მედია წიგნიერების ცნებას (ნორვეგია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, ხორვატია, გაერთიანებული სამეფო და სხვ.), რომელიც სრულად ან ნაწილობრივ მოიცავს მედია განათლებას, მედია საშუალებების შერჩევასა და მოხმარებას, მედია პროდუქციის შექმნის, გავრცელებისა და დისტრიბუციის აღქმასა და შეფასებას, მედიის გავლენის იდენტიფიცირებასა და დამუშავებას. გათვალისწინებულია ბავშვთა უფლებების დაცვის ასოციაციებთან ერთობლივად, მასწავლებლების/ტრენერების უწყვეტი განათლება, სკოლებში ინტერნეტის სასწავლო მიზნებით გამოყენებისას არსებული რისკების შესწავლა/შეფასება (უსაფრთხო გამოყენება), მცირეწლოვანთათვის და მათი მშობლებისათვის სპეციალური ინტერნეტტრენინგების საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგვა, მედია წიგნიერების სასკოლო ინტეგრირება, სხვადასხვა თაობის ადამიანებისათვის მედიაწიგნიერების სფეროში საგანმანათლებლო პროექტების/პროგრამების და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, პროფესიული ჯგუფებისათვის სპეციალური, მათ შორის, კულტურული მრავალფეროვნების, კინომატოგრაფიული პროდუქციის საგანმანათლებლო მიზნებით გამოყენების გაძლიერებისათვის, ვიზუალური განათლების ხელწეყობისათვის ტრენინგების ორგანიზება და სხვ. მაუწყებლობის ორგანოები ელექტრონული და აღიარებული არიან, კომუნიკაციების მედია და სფეროებში ციფრული მარეგულირებელი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის პროცესის საუკეთესო ფასილიტატორებად. ისინი ხელმძღვანელობენ და ქმნიან ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარების ერთიან მიდგომას და ახორციელებენ მას; მარეგულირებელი ორგანოები შეიმუშავებენ მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიას (ირლანდია, ნორვეგია); ხელს უწყობენ მედიაწიგნიერების პოლულარიზაციას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, სხვადასხვა თაობებს შორის არსებული მედია და ციფრულ უნარჩვევებს შორის განსხვავებების/უკმარისობის აღმოფხვრას; წაახალისებენ სხვა დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა მიიღონ და აქტიურად ჩაერთონ მედიაწიგნიერების განვითარებაში; აწარმოებს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის კვლევას, შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას, ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების დაგეგმვასა და რეალიზაციას, ანგარიშების გამოქვეყნებას. მათი ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები ძირითადად დაყოფილია ოთხ ჯგუფად: მედია განათლება და სახელმძღვანელო ცნობიერების და გაზრდა მომხმარებელთა (საგანმანათლებლო საინფორმაციო ვებგვერდი/ ბუკლეტები, ფორუმი, კონფერენციების ორგანიზება, მედია და ციფრული საგანმანათლებლო ტრენინგკურსების/ პროგრამების / პროექტების რეალიზაცია და სხვ.), კვლევა/ანგარიშგება (სასწავლო და კვლევითი მიზნებისათვის, შესაძლებელია სასწავლო-კვლევითი ცენტრის დაფუძნებაც (მაგ.: ბავარია, გერმანია)), დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის კოორდინაცია (მედია წიგნიერებასთან დაკავშირებული პლატფორმის/ქსელის ფორმირება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საჯარო პირები და ინსტიტუციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ჯგუფები (მაგ. ჟურნალისტები), სხვა დაინტერესებული პირები) და კონტენტის კლასიფიკაცია არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის კუთხით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: მედია პლურალიზმისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარებას, ყველა თაობისა თუ სოციალური ჯგუფის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამოქალაქო ჩართულობის ზრდის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვისა და მათი უსაფრთხო და ჯანსაღი საინფორმაციო გარემოთი უზრუნველყოფის ამოცანებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU შესაბამისად, დირექტივის (აუდიოვიზუალური საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო‐სამართლებრივ მედიის მომსახურებების ევროკავშირის ინსტრუმენტებთან დაახლოებას, დირექტივა) კანონმდებლობასა რაც თავის და მხრივ, გამომდინარეობს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან (იხ. შეთანხმების დანართი XXXIII). წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი ზემოაღნიშნული ამოცანებისა და გამოწვევების დაძლევა და ამ მიზნით ევროპული გამოცდილების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვაა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლს ემატება ჰ19 პუნქტი, რომელშიც მოცემულია მედიაწიგნიერების განმარტება; ამავე კანონის მე‐5 მუხლის მე‐3 პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციებს, „ო“ ქვეპუნქტად ემატება საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია, ხოლო მე‐5 მუხლის მე‐3 პუნქტის დღეს მოქმედი რადაქციის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: „კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება“, ყალიბდება „პ“ პუნქტად. კანონის მე‐13 მუხლის მე‐2 პუნტს, რომელიც ეხება კომისიის ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ეძღვნება მაუწყებლობის სფეროს, ემატება „მ“ ქვეპუნტი, რომლის მიხედვითაც კომისიის ანგარიში უნდა შეიცავდეს ასევე ინფორმაციას მედიაწიგნიერების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კანონის მე-14 მუხლს ემატება 141 მუხლი, რომლითაც ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით განისაზღვრება კომისიის უფლებამოსილებები მედიაწიგნიერების სფეროში. პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს მედია წიგნიერების განვითარების ხელშემწყობ სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კანონმდებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად; (ჩეხეთი, პორტუგალია, ნორვეგია); მეორე პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია საჯარო ინსტიტუტებთან, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესაბამისი ბაზრების მონაწილეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციებთან და სხვა ორგანიზაციებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, უცხოურ და საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო- კვლევით ცენტრებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტრატეგიის განხორციელების მიზნით; მე-3 პუნქტის შესაბამისად, მედიაწიგნიერების ხელშეწყობის, მათ შორის საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების ხელშეწყობის კვლევების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი და ისეთი ჯგუფებისათვის, როგორიცაა მაგალითად, ბავშვები და მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვ., სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია დააფუძნოს მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულსამართლებრივი სტატუსით (ბავარია / გერმანია); ამავე მიზნებითა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით უფლებამოსილია შექმნას მედიაწიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებ-გვერდი (ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთი, პორტუგალია, გაერთიანებული სამეფო და სხვ.); 141 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია თავისი საქმიანობისას, მათ შორის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისას, მხედველობაში იღებს, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ამოცანებსა და მიზნებს; „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიით, უზრუნველყოფს საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ჯგუფის/პირის ფართო ჩართულობას (ბოსნია-ჰერცოგოვინა, საფრანგეთი, ნორვეგია და სხვ.); მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ხელს უწყობს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას, კანონით დაშვებული ყველა ფორმით, მათ შორის, საგანმანათლებლო/სასწავლო სამაუწყებლო პროდუქციის, ასევე სოციალური რეკლამის დამზადების, დაკვეთისა და უსასყიდლოდ გავრცელების, აკადემიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სხვადასხვა კონფერენციებისა და მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზების გზით, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები (ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი და სხვ.). კომისია, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ახორციელებს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების დონის შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას, მის მიერ განხორციელებული ხელშემწყობი ღონისძიებების ანალიზს და აქვეყნებს მას თავისი საქმიანობის ანგარიშში (ჩეხეთი და სხვ.). კომისია საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით მე-8 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილია, მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების კუთხით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებებიც. კანონის მე-16 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებებს, ემატება „პ“ პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ვალდებული ხდება ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებას, მათ შორის, მედიაწიგნიერების ამაღლებასთან დაკავშირებით მომზადებული ტელე/რადიო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განათავსებით. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია ევროპულ გამოცდილებასთან (ბელგია, მაკედონია, გაერთიანებული სამეფო, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, პოლონეთი). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის, კანონპროექტის მიზნებით განპირობებული მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ახალი ფუნქციის დაკისრება და 141 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება საჭიროებს შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას. კომისიის ბიუჯეტის დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, შემოთავაზებულია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მაუწყებლების მიერ რადიოსიხშირეების გამოყენებისათვის ამოწურვადი რესურსით (რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით) სარგებლობის საფასურის კომისიის ბიუჯეტში მიმართვა. ამ მიზნით შემოთავაზებულია მე-12 მუხლში, რომელიც ეხება კომისიის ბიუჯეტს, 31 პუნქტის დამატება, რომელიც განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის არსს. საგულისხმოა, რომ ამოწურვადი რესურსებით (რადიოსიხშირეები, ნუმერაცია) სარგებლობის საფასურები, მათ შორის, მაუწყებლებისთვისაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისადაც კომისიის მიერ დგინდება. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ გამოიწვევს მაუწყებლებისათვის დამატებით ხარჯების წარმოშობას. პირიქით: ვინაიდან, დღეს მოქმედი რედაქციის 75-ე მუხლის შესაბაამისად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების გამოყენების უფლებას მაუწყებლები (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე, მათ უწევთ როგორც ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებულ ოდენობა ან კომისიის მიერ განსაზღვრული საწყისი საფასური და მასზე დამატებული 1 ბიჯის ოდენობა), ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს 1000 ლარის ოდენობით გადახდა. 75-ე მუხლში შემოთავაზებული მე-2 პუნქტის ახალი რედაქცია, ასევე მე-3 პუნქტის ამოღება, მაუწყებლებს უუქმებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით მოპოვების ვალდებულებას, რაც მათ გაათავისუფლებს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნული ლიცენზიის გაუქმება გამართლებულია ასევე იმითაც, რომ პრაქტიკულად მაუწყებლების მიერ სიხშირეებით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სარგებლობა ხდება კონკრეტული მაუწყებლის მიერ მითითებული კონკრეტული მისამართებით (მაგალითად, მაუწყებლის სტუდია - ანძა/მულტიპლექსი, მაუწყებლის სტუდია - მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის საკაბელო ქსელის სათაო ნაგებობა, მაუწყებლის სტუდია - მოძრავი სტუდია და სხვ.), რა დროსაც აუქციონის გამოცხადება აზრს მოკლებულია, ვინაიდან ამ მისამართებით რადიოსიხშირით სარგებლობის მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონში სხვა მაუწყებლების მონაწილეობა პრაქტიკულად არ ხდება და არც აუქციონები იმართება. ასევე, არსებული რედაქციით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით საჭირო სიხშირეების გაცემა ხდება 10 წლით, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადით ესაჭიროება იგი მაუწყებელს. შემოთავაზებული რედაქცია ამ ნაწილშიც ითვალისწინებს მაუწყებლებისა და რესურსის ეფექტურად მართვის ინტერესს და მათ საშუალებას აძლევს შესაბამისი ვადით მოითხოვონ აღნიშნული რესურის და გადაიხადონ შესაბამისი საფასური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი და დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება უმნიშვნელო გავლენა მოახდინოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2016 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მე-12 და 75-ე მუხლებში შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდგომ, გასული წლების გადახდების გათვალისწინებით, დაახლოებით 200,000დან 240,000-მდე ლარი, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, მიიმართება კომისიის ბიუჯეტში. გასათვალისწინებელია აგრეთვე, ის გარემოება, რომ აღნიშნული შემოსულობები წარმოადგენს ბიუჯეტის დაუგეგმავ შემოსულობებს და მთლიანად დამოკიდებულია მაუწყებლის ინიციატივასა და სურვლიზე მოიპოვოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება რადიოსიხშირეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონრპექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს ან მოსაკრებლებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; შეესაბამება „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებით, კერძოდ, შეთანხმების XXXIII დანართით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის განათლების,
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით/ავტორიზაციით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%‐ისათვის; ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე‐2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო; გ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; გ1 ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; გ 2 ) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის, მოგება, არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის; გ 3 ) ოფშორული ზონა − სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა; დ) გამოქვეყნება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56‐ე მუხლით დადგენილი წესით; ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა; ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება; ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი; თ) ეროვნული მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%‐ ისათვის; ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე‐ ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა; კ) თანამდებობის პირი – პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, ორგანიზაციულ‐სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს; ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა; მ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი; ნ) კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას; ო) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; პ) კომისიის რეგულირების სფერო – ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფერო, რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომელშიც კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს; ჟ) კომისიის წევრი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი; რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით; ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი; ტ1) რადიომაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; ტ2) ტელემაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; უ) (ამოღებულია); ფ) (ამოღებულია); ქ) მეურვე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; ქ1) მრჩეველი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი; ღ) მთავარი მოვლენა – საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში; ყ) ოჯახის წევრი – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; შ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად; ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება; ც) პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია; ძ) რეგულირება – ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება; წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას; ჭ) საარჩევნო კამპანია – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა; ხ) საეთერო მაუწყებლობა – საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის მიერ სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა; ჯ) საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ‐პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა; ჰ) საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის; ჰ1) სათემო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას; ჰ2) (ამოღებულია ‐ 12.06.2015, №3691); ჰ3) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს; ჰ4) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას; ჰ 5 ) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ‐დან 24.00 სთ‐მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ; ჰ6) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27‐ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება; ჰ 7) სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; [ ჰ 7 ) სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] ჰ8) სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ‐პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა; ჰ9) სპონსორობა – პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით; ჰ 10) ტელეშოპინგი – საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირი შეთავაზება; ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით, როგორც სამაუწყებლო პროგრამა (Teleshopping Window), ან ინტეგრირებულ იქნეს სარეკლამო წყვეტაში, როგორც სამაუწყებლო რეკლამა (Teleshopping Spot); ჰ11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით; ჰ12) უხამსობა – ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ‐პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება; ჰ 13 ) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს; ჰ14) წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას; [ ჰ 14 ) წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი წარმომადგენლობითი ორგანოს და ორგანოს – მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა; ( ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ) ] ჰ15) სუბტიტრირება – კინოპროდუქციის პირველადი წარმოების ენიდან სხვა ენაზე წერილობითი თარგმანის განთავსება კადრის ქვედა ნაწილში; ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით რეგისტრაცია; ჰ 17) პროგრამაში პროდუქტის ( საქონლის / მომსახურების ) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან ინფორმაციის ნებისმიერი პროდუქტის ინტეგრირებით , პროდუქტზე სხვა ეკონომიკური ფორმით სასაქონლო ნიშანზე მითითებით ; სარგებლის სანაცვლოდ გავრცელება , რაც მითითებით პროდუქტის გამოიხატება ან / და შესახებ პროგრამაში ამ მომსახურებასა და ჰ18) სამაუწყებლო საათი – სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი. მუხლი 5. კომისია 1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. 2. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. 3. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია: ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; ე) სიხშირეების მინიჭება; ვ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა; ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; კ) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ლ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება; მ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით; ო) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. ყოველწლიური რეგულირების საფასური 1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი. 2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური , ამ კანონით , „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “ და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ “ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები . 3. სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა , რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , „ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით “. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში . 4. რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ - ერთი ძირითადი წყარო , დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს . რეგულირების საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები . 5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით. მუხლი 13. კომისიის ანგარიში 1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად . საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ . ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს . სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი . ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია . 2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი , რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს , უნდა შეიცავდეს ინფორმაციას : ა ) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ ; ბ ) სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ ; გ ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ ; დ ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ ; ე ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ ; ვ ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ ; ზ ) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ ; თ ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ; ი ) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ; კ) აუდიტის დასკვნას; ლ) ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ. 3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს. მუხლი 14. საჩივრები 1. მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი , რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას . 2. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა , გარდა ამ კანონის 52‐ ე , 54‐ ე , 56‐ ე და 59‐ ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა , აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში , დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს . 2 1. მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. 3. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს. 4. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. 6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი. მუხლი 16. შინაარსობრივი ვალდებულებები საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: განიხილოს ა) უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება; ბ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ‐პოლიტიკურ, საგანმანათლებლო‐შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის; გ) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; დ) საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ‐პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები; ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი; ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი; ზ) ეთერის არანაკლებ 25%‐ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით; თ) პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება; ი) ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები; კ) გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი; ლ) ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას; მ) სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები. ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია; ო) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. მუხლი 75. რადიოსიხშირეებით სარგებლობა შესაბამისად 1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან / და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები ( არხები ) განესაზღვრება კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით . 2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების/ავტორიზაციის შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც. 3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე. 4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.