„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 18.07.2005, მუხ. 264), 24-ე მუხლში შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
ამოღებულ იქნას 55-ე პუნქტი;
2.
ამოღებულ იქნას 56-ე პუნქტი.
მუხლი 2.
1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის
განსაზღვრის მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით
სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის
12 დეკემბრის N3 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე;
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურების განსაზღვრის მიზნით, „ნუმერაციის
რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2
დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი,
2017 წლის -----------
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
მედია და ციფრული
წიგნიერების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებებით.
მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მარეგულირებელ ორგანოს სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განესაზღვრა მედია და ციფრული
წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ახალი ფუნქციები.
„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს
კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებით სსიპ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მედია და ციფრული წიგნიერების
სფეროში
განსაზღვრული
უზრუნველყოფისათვის
სარგებლობის
ახალი
ფუნქციების
გათვალისწინებულია
უფლების
მოსაპოვებლად
განსახორციელების
ნუმერაციითა
გადასახდელი
და
ფინანსური
რადიოსიხშირეებით
რესურსით
სარგებლობის
საფასურების კომისიის ბიუჯეტში მიმართვა; უქმდება ამ რესურსებით სარგებლობაზე
კომისიის მიერ ნებართვების გაცემა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს
კანონებში
პროექტებით
ცვლილებების
შეტანის
შესახებ
საქართველოს
კანონის
გათვალისწინებულია ნუმერაციისა და არასალიცენზიო რადიოსიხშირეებით სარგებლობის
ნებართვების გაუქმება, რის გამოც, ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით, საჭიროა ცვლილებები შევიდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონშიც.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის 24-ე მუხლში, სადაც უქმდება 55-ე და 56-ე
პუნქტები (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა, ნუმერაციის რესურსით
სარგებლობის ნებართვა).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი და დამატებითი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება მცირე გავლენა მოახდინოს
საქართველოს
ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2015 და 2016 წლის
მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდგომ, კერძოდ
ნებართვების გაუქმების გამო სახელმწიფო ბიუჯეტს სავარაუდოდ დააკლდება 700,000-დან
ერთ მილიონამდე ლარი; გასათვალისწინებელია აგრეთე, ის გარემოება, რომ აღნიშნული
შემოსულობები წარმოადგენდა ბიუჯეტის დაუგეგმავ შემოსულობებს და მთლიანად
დამოკიდებული იყო დაინტერესებული პირის ინიციატივასა და სურვლიზე მოეპოვებინა
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ნებართვა რადიოსიხშირეზე/ნუმერაციაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონრპექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს ან მოსაკრებლებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო,
საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია
საქართველოს პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი ამოღება
მუხლი 24. კანონის რეგულირების სფერო
1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის
პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
[4. (ამოღებულია - 01.06.2017, №895) . ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )]
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია - 13.04.2016, №4950).
71. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.
72. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
ნებართვა.
8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა.
9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა.
10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული
მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ
ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე
რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.
101 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.
11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების,
მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვა.
12. (ამოღებულია).
13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან
სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის
უფლებით) ნებართვა.
14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე
გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვა.
141. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი
უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის
მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების
უფლებით) ნებართვა.
142. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის
იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
143. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა.
15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი
ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.
151. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა.
152. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.
153. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა.
16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა.
17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.
17 1. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
17 2. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
173. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
174. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
175. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.
19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო
მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში
გადაადგილების ნებართვა.
20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა.
21. ამოღებულია.
22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის)
იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.
23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა.
24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული
ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა.
241. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა.
25. (ამოღებულია).
26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
271. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
272. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
273. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
274. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა.
281. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა.
29. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა .
30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.
31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც
ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.
32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.
33. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა.
34. (ამოღებულია).
341. (ამოღებულია – 13.10.2011, №5121).
35. (ამოღებულია).
36. (ამოღებულია).
37. სამორინეს მოწყობის ნებართვა.
371 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.
39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.
40. ლოტოს მოწყობის ნებართვა.
41. ბინგოს მოწყობის ნებართვა.
42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა.
[ 42 1 . სიგარაბარის მოწყობის ნებართვა. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ]
43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან
ექსპორტის ნებართვა.
44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა.
45. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული
საშუალებებისა) ნებართვა.
46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.
47. (ამოღებულია).
48. (ამოღებულია).
49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
50. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა.
51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა.
52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.
53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.
5 5 . რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.
56. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.