„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2017
ავტორი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/100/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონდემბლო მაცნე, N26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1.მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნას 29-ე პუნქტი; 2.მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნას 30-ე პუნქტი; 3.მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-4 პუნქტი. მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N3 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე; 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურების განსაზღვრის მიზნით, „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2017 წლის ...... გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებებით. მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მარეგულირებელ ორგანოს სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განესაზღვრა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ახალი ფუნქციები. „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებით სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მედიაწიგნიერების სფეროში განსაზღვრული ახალი ფუნქციების განსახორციელების ფინანსური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულია ნუმერაციითა და რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი რესურსით სარგებლობის საფასურების კომისიის ბიუჯეტში მიმართვა; უქმდება ამ რესურსებით სარგებლობაზე კომისიის მიერ ნებართვების გაცემა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში პროექტებით ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებულია ნუმერაციისა და არასალიცენზიო რადიოსიხშირეებით სარგებლობის ნებართვების გაუქმება, რის გამოც, ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჭიროა ცვლილებები შევიდეს როგორც „ლიცენზებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, ისე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: ა) ცვლილება შედის მე-7 მუხლში, სადაც უქმდება 29-ე (რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის მოსაკრებელი) და 30-ე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მოსაკრებელი) პუნქტები. ბ) უქმდება მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/ წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან. იგივე შეღავათი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი და დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება მცირე გავლენა მოახდინოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2015 და 2016 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდგომ, კერძოდ ნებართვების გაუქმების გამო სახელმწიფო ბიუჯეტს სავარაუდოდ დააკლდება 700,000-დან ერთ მილიონამდელარი; გასათვალისწინებელია აგრეთე, ის გარემოება, რომ აღნიშნული შემოსულობები წარმოადგენდა ბიუჯეტის დაუგეგმავ შემოსულობებს და მთლიანად დამოკიდებული იყო დაინტერესებული პირის ინიციატივასა და სურვლიზე მოეპოვებინა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ნებართვა რადიოსიხშირეზე/ნუმერაციაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონრპექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს ან მოსაკრებლებს, აუქმებს დღეს არსებულ 2 სანებართვო მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი ამოღება მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები 1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვა – 500 ლარი. 2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი. 3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი . 31. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი . 4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა: ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%; ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი; გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი; დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი; ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი; ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%. 5. (ამოღებულია); 6. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – 500 ლარი . [6. (ამოღებულია - 01.06.2017, №896). (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)] 6 1 . (ამოღებულია); 6 2 . (ამოღებულია); 7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა: ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 1 00 ლარი; ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი. 8. (ამოღებულია). 9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ- ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი. 10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი; ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით; გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი; დ ) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე ) სამორინეს მოწყობა : ე .ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ ალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000 ლარი სა ; ე .ბ) ქ ალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი ; ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით . 101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. 102 . სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში. 10 3. ამ მუხლის 10 2 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 104 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის , სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ ისთვის ). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30 %- ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში. 105 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. 106 . საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. 107 . ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან . 108 . ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან . 109 . საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა: ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს; ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება). [ 1010 . სიგარაბარის მოწყობის ნებართვა − 15 000 ლარი. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) ] 11. (ამოღებულია). 111. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. 112. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. 12. (ამოღებულია - 13.04.2016, №4954). 121 . რადიოაქტიური მასალების შეძენ ის და გადაცემ ის ნებართვა – 20 ლარი. 122 . რადიოაქტიური მასალების , ნედლეულის , რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება , დანადგარების , რომლებიც შეიცა ვს რადიოაქტიურ ნივთიერებებს , ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ - ჰაუს იმპორტ ის, ექსპორტი ს , აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი ს , იმპორტი ს და ტრანზიტი ს ნებართვა – 40 ლარი. 123 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი ს ნებართვა – 40 ლარი. 13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა: ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად: ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%; ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი; გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 30 ლარი; დ) (ამოღებულია - 13.04.2016, №4954); ე) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350); ვ) (ამოღებულია – 25.11.2011, №5350); ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES ) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი. 14. (ამოღებულია). 15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. 151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე-ნახ-ვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი. 152. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონ-მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას-ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შე-ნახ-ვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. 153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. 154. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. 155. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. 156. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა: ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი; ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი. 157. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8 ლარი. 158. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი. 159. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი. 16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა – 14 ლარი . 17. (ამოღებულია). 18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა: ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი; ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%. 19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი. 20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი. 21(ამოღებულია). 22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი. 23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი. 24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი. 25. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალების, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი. 26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი. 261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი. 27. (ამოღებულია). 28. (ამოღებულია). 29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე – 500 ლარი. 30. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა – 100 ლარი. მუხლი 8. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დადგენა 1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამავე კანონის მე‐7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. დაუშვებელია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა. 3. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ “ საქართველოს კანონის 21‐ ე მუხლით გათვალისწინებული პირები თავისუფლდებიან გარემოზე ზემოქმედების სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან . [3. (ამოღებულია ‐ 01.06.2017, №896). (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)] 4. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები რადიოსიხშირული სპექტრით თავიანთი სარგებლობისას ოფიციალური თავისუფლდებიან სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან. მიზნებისათვის რადიოსიხშირული