„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2017
ავტორი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/100/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ სქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონდემბლო მაცნე, N26, 30.09.2002, მუხ. 125), მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო მიზნების მქონე იურიდიული პირი, გაიღოს ისეთი ხარჯები, მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით, რომლებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.“ 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა (ასოციაციებსა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში გაწევრებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე, ასევე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ, კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსებაზე, რაც თავის მხრივ უნდა აისახოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2017 წლის ..... გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებებით. მრავალფეროვანი მედია საშუალებების და ციფრული ტექნოლოგიების, ასევე ინტერნეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო მზარდი მონაწილეობის პირობებში, არსებითი გახდა საზოგადოებაში მედია საშუალებებისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, ინფორმაციის მიღება-გადაცემაში ინტერაქტიული მონაწილეობისა და მისი აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, ასევე მედია კონტენტისა და მრავალფეროვანი მედია პლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების თაობაზე სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება და სრულყოფა. ევროდირექტივებისა და ევრორეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელთა შესაბამისად, მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მარეგულირებელი ორგანოები აღიარებული არიან მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის პროცესის საუკეთესო ფასილიტატორებად, მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მარეგულირებელ ორგანოს - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, „მაუწყებლობის საქართველოს კანონებში პროექტებით, განესაზღვრა შესახებ“ და ცვლილებების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ შეტანის საქართველოს კანონების მედიაწიგნიერების შესახებ განვითარების ხელშეწყობის ახალი ფუნქციები, მათ შორის, ისეთი უფლებამოსილებები, როგორიცაა: ა) მედიაწიგნიერების ხელშეწყობის, მათ შორის საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების ხელშეწყობის კვლევების, საზოგადოების სხვადასხვა ასაკობრივი და ისეთი ჯგუფებისათვის, როგორიცაა მაგალითად, ბავშვები და მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვ., სპეციალური სასწავლო მედიაწიგნიერების იურიდიული კურსების/პროგრამების სასწავლო‐კვლევითი პირის ცენტრის განხორციელების არასამეწარმეო ორგანიზაციულ‐სამართლებრივი სტატუსით მიზნებითა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით მიზნით, (არაკომერციული) დაფუძნება; ამავე მედიაწიგნიერების განვითარების ქსელის/პლატფორმის, ვებ‐გვერდის შექმნის უფლებამოსიელბა; მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა არ არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელსაც აქვს საწყისი და დასასრული, არამედ ეს არის საზოგადოების მიერ მედია და ელექტრონული საშუალებების და მათ მიერ გადაცემული ინფორმაციის ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების ინსტრუმენტების და უნარების მუდმივი განვითარება და ხელშეწყობა. აღნიშნულის განხორციელებისათვის კი საჭიროა როგორც ფინანსური რესურსი ასევე, შესაბამისი მხარეების აქტიური ჩართულობა და ადმინისტრაციული მოქნილობა. სწორედ რეგულატორის ადმინისტრაციული მოწყობით გამოწვეული ბარიერების შემსუბუქების, ყველა დაინტერესბული მხარის სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი ჩართულობის, საერთაშორისო ექსპერტების მოზიდვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით არის შემოთავაზებულია აღნიშნული ცვლილება. ბ) მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია, მათ შორის, საგანმანათლებლო/სასწავლო სამაუწყებლო პროდუქციის, ასევე სოციალური რეკლამის დამზადების, დაკვეთისა და უსასყიდლოდ გავრცელების, აკადემიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სხვადასხვა კონფერენციებისა და მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით მედიაწიგნიერების სფეროში განსაზღვრული ამოცანებისა და მიზნების, ასევე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ამ კუთხით განსაზღვრული ახალი ფუნქციების განსახორციელებლად: ა) საკუთარი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების უფლების მინიჭება; ბ) მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დაფინანსების უფლებამოსილების მინიჭება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, მე‐8 მუხლში, რომელიც ეხება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტს, იცვლება მე‐3 და მე‐4 პუნქტების რედაქციები. კერძოდ, მე‐3 პუნქტიდან ამოდის შეზღუდვა ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ შექმნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების გათვალისწინებულია შეტანის კომისიის შესახებ საქართველოს უფლებამოსილება სწორედ კანონის ამ პროექტით ორგანიზაციულ‐ სამართლებრივი ფორმით შექმნას მედიაწიგნიერების სასწავლო‐კვლევითი ცენტრი. მე‐4 პუნქტის რედაქციაში ემატება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება განახორციელოს კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფინანსება, რაც თავის მხრივ უნდა აისახოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი და დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონრპექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს ან მოსაკრებლებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი ამოღება მუხლი 8. ბიუჯეტი 1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს. 2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე‐17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან. 3. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომლებიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს. 4. ამ მუხლის მე‐3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებსა (ასოციაციებსა) და ფონდებში და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) გაწევრებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე. იურიდიულ პირებში