„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2017
ავტორი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/100/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-06
ბიუროს ნომერი 102

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის ი) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, შესაბამისი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ ან „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა წესით;“ 2. მე-2 მუხლის „ჰ3“ პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: 3 „ჰ ) ლიცენზია – სარგებლობის სპეციალური უფლება, რომელიც განსაზღვრული ვადითა და სპეციალური პირობებით პირს ანიჭებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას; 3. მე-2 მუხლის „ჰ14“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 14 „ჰ ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისას;“ 4. მე-2 მუხლის „ჰ47“ პუნქტი ამოღებულ იქნას; 5. მე-2 მუხლის „ჰ49“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 49 „ჰ ) რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება − პირის მიერ, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;“ 6. მე-2 მუხლის „ჰ50“ პუნქტი ამოღებულ იქნას. 7. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჰ65“ პუნქტი: „ჰ65) მედია წიგნიერება - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „მედიაწიგნიერება“. 8. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების, მათ შორის, მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.“ 9. მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) მედია წიგნიერების განვითარება.“ 10. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი: „4. კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს მედია წიგნიერების განვითარების ხელშემწყობ სამოქმედო გეგმას. “ 11. მე-11 მუხლის პივრელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობის, ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.“ 12. მე-11 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.“ 13. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა, მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიების/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება, ;“ 14. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;“ 15. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნ) ლიცენზიის მფლობელთა ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელთა შორის ლიცენზიით ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით;“ 16. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „რ“ ქვეპუნქტი: „რ)მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ამ კანონითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“ 17. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი: „5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, ასევე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა; რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიისათვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“ 18. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი: „6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას; ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება“. 19. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ლ) გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი;“ 20. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის შესაბამისი დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. დარღვევის შემთხვევაში კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.“ 21. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ 22. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებასთან.“ 23. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.“ 24. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის (გარდა ლიცენზიის მფლობელისა და იმ პირისა, რომელსაც ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს უფასოდ) მიერ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.“ 25. 47-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე აუქციონის ან კონკურსის წესით ან ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში - კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით.“ 26. 471-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „2. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისიამ უნდა მიანიჭოს რადიოსახმობი და ამოცნობის ნიშნები საზღვაო ხომალდებს. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი სიხშირული ზოლები უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის №13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ მინიჭებას არ საჭიროებს.“ 27. 471-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „3. არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.“ 28. 471-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „4. კომისია უფლებამოსილია, ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, ასევე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რაც არ შეიძლება იყოს 15 წელზე მეტი, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის საფასურს, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“, კომისიის მიერ.“ 29. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. ნუმერაციის რესურსი 1. ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით. 2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. 3. კომისია: ა) ამტკიცებს „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებს“; ბ) ანიჭებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ამ კანონისა და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ვადით და ადგენს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება პირს ენიჭება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; 4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და მაძიებლის განცხადება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიღების თაობაზე; 5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას კომისია ანიჭებს ამ კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად. 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია. 7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება, გარდა „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებით“ განსაზღვრული შემთხვევებისა, ხორციელდება უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით. ამ შემთხვევაში კომისიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუქმებულად ითვლება.“ 30. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება 1. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის/ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში; გ) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა; დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მიერ რესურსით სარგებლობის პირობების დარღვევა დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში. 2. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას. 3. ლიცენზიის/ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს/ ამოწურვადი რესურსით მოსარგებლე პირს მის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება. 4. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.“ 31. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-20 პუნქტი: „20. იმ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, რომლის გამოყენებაც ავტორიზებული პირების მიერ ხდება შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით და რომლით სარგებლობის ლიცენზიაც მოპოვებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ვებ პორტალი, 110502024, 02.05.2011, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.016280) მიღებამდე მოქმედი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდისთვის მოიპოვება ამ კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით, კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭების საფუძველზე; ამ პუნქტით განსაზღვრულ ლიცენზიებს ვადის ამოწურვის შემდგომ, მოქმედების ვადა არ უგრძელდებათ.“ მუხლი 2. კომისიამ, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები შეიტანოს კომისიის დადგენილებებით დამტკიცებულ შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში. მუხლი 3. 1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის 1-6, მე-11, 13-15, 17-22 და 24-31 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; 2. ამ კანონის პირველი მუხლის 1-6, მე-11, 13-15, 17-22 და 24-31 პუნქტები ამოქმედდეს ამ კანონის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურების ოდენობისა და გადახდის წესების განსაზღვრის მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N3 დადგენილებაში და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2017 წლის ___________ გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი მრავალფეროვანი და სწრაფად განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიების, ასევე ინტერნეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო მზარდი მონაწილეობის პირობებში, წინა პლანზე გამოდის მედია წიგნიერების განვითარების ამოცანა, რათა საზოგადოებასა და ადამიანს ჰქონდეს თანამედროვე და განახლებული ცოდნა / უნარ-ჩვევები დამოუკიდებლად მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები და აქტიურად გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევები. ქსელებისა და მომსახურებების კონვერგენციის პროცესმა, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარებამ (ინტერნეტის სიჩქარის ზრდამ) და ინტერნეტში ჩართული მრავალფეროვანი ტერმინალური მოწყობილობების გაჩენამ, შეცვალა ტრადიციული სატელევიზიო კონტენტის მომხმარებლებისათვის მიწოდების შესაძლებლობები, ისევე როგორც სატელევიზიო კონტენტის მომხმარებელთა ქცევა. დღეს, აუდიო‐ვიზუალური მედია კონტენტ მწარმოებლებს საშუალება აქვთ მიაწოდონ და მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მედია კონტენტი მიიღონ როგორც ტრადიციული სამაუწყებლო პლატფორმით (თანამგზავრი, მართვადი IPTV, MMDS, მიტრისი, კოაქსიალი), ასევე ღია ინტერნეტით, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი (დაწყებული ტერმინალური მოწყობილობის მეშვეობით დამთავრებული პერსონალური კომპიუტერებით, ე.წ. ლეპტოპებით, “Connected TV“‐დან, ტაბლეტებითა და სმარტფონებით). დამატებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, სატელევიზიო კონტენტს უყურონ როგორც დროის რეალურ რეჟიმში, ასევე მიიღონ გამოძახებითი (on‐ demand) და/ან ე.წ. “Time‐shifted” სატელევიზიო მომსახურება მათ მიერ არჩეულ დროს. თანამდეროვე ციფრულ გარემოში ასევე, იშლება საზღვრები მედია კონტენტის შემქმნელებსა და მომხმარებლებს შორის, ერთ დროს მხოლოდ მომხმარებელი, დღეს უნარიანია თავად შექმნას მედია კონტენტი. ამ ვითარებაში, აქტუალური გახდა საზოგადოებაში ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, ინფორმაციის მიღება-გადაცემაში ინტერაქტიული მონაწილეობისა და მისი აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასებისას ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების, მათ შორის მრავალფეროვანი ციფრული მედია პლატფორმების შექმნის და გამოყენების თაობაზე სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება და სრულყოფა საზოგადოებაში. ევროპარლამეტმა და საბჭომ ჯერ კიდევ 2006 წლის 20 დეკემბერს შეიმუშავეს „ევროპული აუდიოვიზუალური და ონლაინ საინფორმაციო სერვისების ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით უმცირესობათა უფლებებისა და ადამიანური ღირსების დაცვის და შეპასუხების უფლების თაობაზე“ რეკომენდაცია, ხოლო ევროკომისიამ 2007 წელს შეიმუშავა „ციფრულ გარემოში მედია წიგნიერებისადმი ევროპული მიდგომა“. ამის შემდგომ, ევროპარლამეტმა 2008 წელს გამოაქვეყნა „ციფრულ მსოფლიოში მედია წიგნიერების ანგარიში“, ხოლო ევროპის საბჭომ 2008 წელს - „დასკვნა ციფრულ გარემოში მედია წიგნიერებისადმი ევროპულ მიდგომებზე“, 2009 წელს - „ციფრულ გარემოში მედია წიგნიერების შესახებ დასკვნები“. 2009 წლის 20 აგვისტოს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია - „მედია წიგნიერება ციფრულ გარემოში უფრო კონკურენტული აუდიოვიზუალური და კონტენტის ინდუსტრიისათვის და ინკლუზიური ცოდნის მქონე საზოგადოებისათვის“. „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) პრეამბულაში, მე-12 პუნქტში აღინიშნა, რომ აუდიოვიზუალაური მომსახურებების მარეგულირებელი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული საჯარო ინტერესების დაცვას, მათ შორის, კულტურული მრავალფეროვნების, საინფორმაციო თავისუფლების, მედია პლურალიზმის, უმცირესობათა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერებისა და მედია წიგნიერების გაძლიერებას ახლა და მომავალში. ამავე პრეამბულის 47-ე პუნქტში განიმარტა მედია წიგნიერების არსი, ხოლო დირექტივის 33-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყდა, რომ ევროკომისიამ სამ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ევროკომიტეტს მოხსენება აღნიშნული დირექტივის დანერგვისა და შესრულების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი წინადადებები, მათ შორის, წევრ სახელმწიფოებში ბოლო ტექნიკური მიღწევების, სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მედიაწიგნიერების დონის თაობაზე. ჯერ „ევროპული აუდიოვიზუალური და ონლაინ საინფორმაციო სერვისების ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობასთან კავშირში უმცირესობათა უფლებებისა და ადამიანური ღირსების დაცვის და შეპასუხების უფლების თაობაზე“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის რეკომენდაციითა და შემდგომ უკვე ევროკომისიის 2009 წლის 20 აგვსიტოს რეკომენდაციით „მედია წიგნიერება ციფრულ გარემოში უფრო კონკურენტული აუდიოვიზუალური და კონტენტის ინდუსტრიისათვის საზოგადოებისათვის“ განისაზღვრა რომ და ინკლუზიური წევრი სახელმწიფოები, ცოდნის მქონე აუდიოვიზუალური (სამაუწყებლო) და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელ ორგანოებთან და მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობით, სხვა აქტივობებთან ერთად, განახორციელებენ ციფრულ გარემოში მედია წიგნიერების დონის ამაღლების კუთხით სისტემატურ აქტივობებს, მათ შორის კვლევევბის, კონფერენციებისა და სხვა საჯარო აქტივობების მეშვეობით, საგანმანათლებლო პროექტების/პროგრამების რეალიზაციითა და საზოგადოებაში შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პროგრესის ხელშემწყობი სხვა ღონისძიებებით. „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება (იხ. შეთანხმების დანართი XXXIII), „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და გარკვეული 2010 საბჭოს დებულებების წლის 10 კოორდინაციის 2010/13/EU მარტის შესახებ“ დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად, დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო- სამართლებრივ ინსტრუმენტებს. მაუწყებლობის ორგანოები და ელექტრონული აღიარებული არიან, კომუნიკაციების მედია და სფეროებში ციფრული მარეგულირებელი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის პროცესის საუკეთესო ფასილიტატორებად. ისინი ხელმძღვანელობენ და ქმნიან ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარების ერთიან მიდგომას და ახორციელებენ მას; მარეგულირებელი ორგანოები შეიმუშავებენ მედია წიგნიერების განვითარების სტრატეგიას (ირლანდია, ნორვეგია); ხელს უწყობენ მედია წიგნიერების პოლულარიზაციას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, სხვადასხვა თაობებს შორის არსებული მედია და ციფრულ უნარჩვევებს შორის განსხვავებების/უკმარისობის აღმოფხვრას; წაახალისებენ სხვა დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა მიიღონ და აქტიურად ჩაერთონ მედია წიგნიერების განვითარებაში; აწარმოებს საზოგადოებაში მედია წიგნიერების დონის კვლევას, შეფასებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას, ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების დაგეგმვასა და რეალიზაციას, ანგარიშების გამოქვეყნებას. წარმოდგენილი კანონპროექტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად მიღების მიზეზი, ზემოაღნიშნული ამოცანების მიღწევა და გამოწვევების დაძლევაა, ამ მიზნით ევროპული გამოცდილების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვაა, ასევე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერებასთან დაკავშირებული ახალი ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფაა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: 1. საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, ციფრულ გარემოში ყველა თაობისა თუ სოციალური ჯგუფის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამოქალაქო ჩართულობის ზრდის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვისა და მათი უსაფრთხო და ჯანსაღი საინფორმაციო გარემოთი უზრუნველყოფის ამოცანებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან ერთობლივად მიზნად ისახავს „აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული ევროპარლამენტისა და გარკვეული საბჭოს 2010 დებულებების წლის 10 მარტის კოორდინაციის 2010/13/EU შესახებ“ დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო‐სამართლებრივ ინსტრუმენტებთან დაახლოებას, რაც თავის მხრივ, გამომდინარეობს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან (იხ. შეთანხმების დანართი XXXIII). 2. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერებასთან დაკავშიორებული ახალი ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფა. 3. რამოდენიმე რედაქციული შესწორების შეტანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად. 1) ცვლილებების ერთი ნაწილი ეძღვნება მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ამოცანას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა“, ხოლო ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს მედია წიგნიერებასაც. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ხდება სწორედ ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობის ფუნქციის რეგულატორისათვის დამატება. ამ მიზნით: მე-2 მუხლს ემატება ჰ65 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, მედია წიგნიერება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე განიმარტება ისევე, როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით იქნება განმარტებული; მე-4 მუხლის პირველ პუნქტში შედის ცვლილება და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნად განსაზღვრულ საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ემატება მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაც. მე-4 მუხლის მეორე პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს, ემატება „ლ“ ქვეპუნქტი: საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარება. მე-6 მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიას; ამ მიმართულებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, უფლებამოსილია საჯარო და კერძო პირებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები; მე-11 მუხლის მეორე პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს კომისიის ძირითად ამოცანებს, ემატება „დ“ პუნქტი, რომლის შესაბამისადაც კომისიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად განისაზღვრება მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს კომისიის ძირითად ფუნქციებს, ემატება შემდეგი რედაქციის „რ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც კომისიის ფუნქციად განისაზღვრება საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ამ კანონითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. 2) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის, კანონპროექტის მიზნებით განპირობებული მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ახალი ფუნქციის დაკისრება საჭიროებს შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას. კომისიის ბიუჯეტის დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, შემოთავაზებულია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეებითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაუქმება, სარგებლობის უფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭება, რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის პირობით და ამ საფასურის კომისიის ბიუჯეტში მიმართვა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 12 (4)) და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 12 (2) (3)) შესაბამისად, „რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.“ როგორც მოგეხსნებათ, არსებული პრაქტიკით, რეგულირების საფასური კომისიის საქმიანობის დაფინანსების არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი წყაროა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ გამოიწვევს დაინტერესებული პირებისათვის დამატებითი ხარჯების წარმოშობას. პირიქით, ნუმერაციის რესურსით, ასევე რადიოსიხშირეებით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სარგებლობის ნებართვების გაუქმება გამოიწვევს სანებართვო მოსაკრებლის გაუქმებას და დაინტერესებულ პირებს გადასახდელი დარჩებათ მხოლოდ რესურსით სარგებლობის საფასური, რომელსაც დღესაც იხდიან და რომლის ოდენობას დღესაც კომისია განსაზღვრავს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ ეხება რადიოსიხშირული სპექტრის იმ ნაწილს, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენება და რაზეც ლიცენზია გაიცემა აუქციონის ან კონკურსის წესით, ამავე კანონის შესაბამისად. მოქმედი კანონმდებლობით სიხშირეებისა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას გასცემს კომისია, მხოლოდ კომისია სწევს აღნიშნული ნებართვების გაცემასთან დაკვშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს საკუთარი ბიუჯეტიდან (კომისია კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება). კომისია არის ერთადერთი ორგანო, რომელიც სრულად ემსახურება როგორც ავტორიზებულ პირებს, ასევე, არაავტორიზებულ პირებს და უწევს მათ სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მომსახურებას. კერძოდ, ანიჭებს აღნიშნულ რესურს, უსაზღვრავს პირობებსა და ნორმებს, მონიტორინგს უწევს ნებართვითა თუ ლიცენზიით მინიჭებული ვალდებულებებისა და პირობების შესრულებას, გამოავლენს სიხშირული თავსებადობის პრობლემებს და უზრუნველყოფს მათ დაძლევას, ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია ხარჯებთან. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რეგულირების საფასურს იხდიან მხოლოდ ავტორიზებული პირები და მაუწყებლები. რაც შეეხებათ არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც დამხმარე დანიშნულებით იყენებენ სიხშირულ რესურსს ან ნუმერაციის რესურსს, ისინი მოსაკრებელსაც და რესურსით სარგებლობის საფასურსაც იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ნიშნავს, რომ კომისია მათ ემსახურება უსასყიდლოდ. ამასთან, არანაირი საფასურის დაწესების საშუალება ამ მიმართულებით კომისიას არ აქვს, რადგან მას ეკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება და შემოსავლის მიღება. სანებართვო მოსაკრებელი კი თავისი არსით წარმოადგენს საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურების საშუალებას. ამ მიზნით შემოთავაზებულია: მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ცნება, ჩამოყალიბდეს როგორც რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური, შესაბამისი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ ან „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა წესით. ნუმერაციისა და რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის სარგებლობის უფლების ნებართვების გაუქმების გამო, ცვლილებები შედის და სიტყვა „ნებართვა“ იცვლება „რესურსით სარგებლობის უფლებით“ ან ხდება მისი ამოღება, შემდეგ მუხლებსა და პუნქტებში: მუხლი 2, პ. „ჰ14“, პ. „ჰ47“, პ. „ჰ49“, პ. „ჰ50“, მუხლი 11, პ. 1, პ.3ის „ბ“ ქვეპუნქტი, „ზ“ ქვეპუნქტი, „ნ“ ქვეპუნქტი, მუხლი 19, პ. 2-ის „ლ“ ქვეპუნქტი, მუხლი 43, პ.3, პ.4, მუხლი 45, პ. 4, მუხლი 471, პ. 2, პ.3, მუხლი 48, მუხლი 54. მე-12 მუხლს, რომელიც კომისიის ბიუჯეტს ეძღვნება, ემატება მე-5 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრება, რომ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, ასევე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა, რომელიც ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიისათვის გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. მე-12 მუხლს ემატება ასევე მე-6 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა ნუსხას, რომლებიც თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სააფასურის გადახდისგან. აღნიშნული პირები, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულები იყვნენ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 471 მუხლის მე-4 პუნქტი ახლებურად ადგენს ავტორიზებული პირების მიერ ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით რადიოსიხშირეების მოპოვების წესს. თუ დღეს მოქმედი რედაქცია გულისხმობს, 10 წლით რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებას, ახალი რედაქციით შემოთავაზებულია, რომ ავტორიზებულმა პირმა თავად განსაზღვროს რადიოსიხშირეებით სარგებლობის ვადა, მაგრამ არა უმეტეს 15 წლისა (რადისიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადა). აღნიშნული საშუალებას მისცემს ავტორიზებულ პირს, რადიოსიხშირეებში გადაიხადოს ადეკვატური ოდენობის (სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით) რეგულირების საფასური. 3) კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მესამე ჯგუფით რედაქციულად სწორდება კანონის პრაქტიკული გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები. კერძოდ: 44-ე მუხლის მე-3 პუნქტში „ლიცენზიის მფლობელი“ იცვლება „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირით“, რომელშიც იგულისხმება, როგორც ლიცენზიის მფლობელი, ასევე ამოწურვადი რესურსით მოსარგებლე სხვა პირი, რომელსაც დღეს მოქმწედი რედაქციით ამოწურვადი რესურსები მინიჭებული ჰქონდა კომისიის მიერ გაცემული ნებართვით, ხოლო ახალი რედაქციით, მიენიჭება კომისიის გადაწყვეტილებით. 45-ე მუხლის პირველ პუნქტში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ავტორიზებულ პირს, ემატება ლიცენზიის მფლობელი, ისე როგორც ეს ჩამოყალიბებულია ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში. 47-ე მუხლის მე-6 პუნქტში, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმებს (ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურის წესით), ემატება ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე რადიოსიხშირეების მინიჭების ფორმაც. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი და დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შეიძლება მცირე გავლენა მოახდინოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2015 და 2016 წლის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემდგომ, კერძოდ ნებართვების გაუქმებისა და არასალიცენზიო ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის საფასურების ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, კომისიის ბიუჯეტში მიმართვით, გასული წლების გადახდების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტს სავარაუდოდ დააკლდება 700,000-დან ერთ მილიონამდე ლარი; გასათვალისწინებელია აგრეთე, ის გარემოება, რომ აღნიშნული შემოსულობები წარმოადგენს ბიუჯეტის დაუგეგმავ შემოსულობებს და მთლიანად დამოკიდებულია დაინტერესებული პირის ინიციატივასა და სურვლიზე მოიპოვოს რადიოსიხშირული ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება რადიოსიხშირეზე/ნუმერაციაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონრპექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს ან მოსაკრებლებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი ამოღება მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აბონენტი – ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება; ბ) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემა – ტექნოლოგიური სისტემა, ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოფის მათთან დაკავშირებული რესურსები, რომლებიც საოპერაციო მართვის უზრუნველყოფს პროგრამული აბონენტის მიერ ინდივიდუალური, კოდირებული ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიღებას; გ) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ‐ბოჭკოვანი) საკაბელოსახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად; დ) ადგილობრივი (ტერიტორიული) მომსახურების სეგმენტი, ზონა სადაც – მომსახურების ავტორიზებული პირი ბაზრის გეოგრაფიული ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ე) ავტორიზაცია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული უზრუნველყოფის ან/და საკომუნიკაციო ელექტრონული ქსელებითა საკომუნიკაციო და საშუალებებით მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით; ვ) ავტორიზებული პირი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი); ზ) ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები; თ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი; ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა წესით და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; კ) არაპირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით; ლ) აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს; მ) მომსახურების ბაზრის კონიუნქტურა – მომსახურების ბაზრის სტრუქტურული და დინამიკური ფაქტორებისა და მომსახურების კონკრეტულ სახეზე მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა; ნ) ბილინგის ინფორმაცია – მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს ანგარიშსწორების ჩატარების მიზნით; ო) ბოლო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის; – ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან პ) გადაპირება მის მფლობელობაში გამომდინარე არსებული უფლება‐ მოვალეობების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ; ჟ) გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი – ციფრული მაუწყებლობის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების სახეების სამომხმარებლო რესურსებისა და ციფრული მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონალური რესურსების დამაკავშირებელი პროგრამული ინტერფეისი; რ) დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს: რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას; ს) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი – ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ტ) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება; უ) დაშვების (ურთიერთჩართვის) წერტილი – თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; ფ) დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის საფასური; ქ) ეკონომიკური საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქმიანობა; ღ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს; ყ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო‐კავშირგაბმულობის ქსელები) – გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც; შ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა – ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება; ჩ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში; ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი – ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; ძ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; წ) ერთობლივი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ელემენტის განცალკევებად ფუნქციონალურ რესურსებთან ან სიმძლავრეებთან ორი ან მეტი მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება; ჭ) ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს; ელექტრონული ხ) ზღვრული ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი; ჯ) თანალოკაცია – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდების მიზნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის თანალოკაციის ფართობზე მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება და მისი ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და საოპერაციო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა; ჰ) ინტერფეისი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, საოპერაციო პროგრამული რესურსებისა და სისტემების ურთიერთმოქმედების ფიზიკური ან ლოგიკური ფორმატი, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური, ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული და სხვა თავსებადობის მახასიათებლებით, პროტოკოლის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნებით; ჰ1) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ჰ2) კონკურენციის წინასწარი რეგულირება – კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენა და მისთვის ამ კანონით წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება; ჰ3 ) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადითა და პირობებით ანიჭებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას; ჰ4) მიწოდების მხარის ჩანაცვლება – მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა; ჰ5) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის საწესდებო კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი). მნიშვნელოვანი წილის შეძენა განაპირობებს პირების ურთიერთდამოკიდებულებას; ჰ6) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია; ჰ7) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები – მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული ტარიფების, კონიუნქტურის, ჩანაცვლების ფაქტორების კონკურენციის, მოთხოვნისა და გათვალისწინებით გამოყოფილი მიწოდების მხარეების მომსახურების სახეები, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩათვლით; ჰ8) მომსახურების ერთგვაროვანი ბაზრის პირობებით შესაბამისი გეოგრაფიული გამოყოფილი საზღვრები მომსახურების – ბაზრის კონკურენციის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი; ჰ9) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება; ჰ10) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა – აბონენტის ან ბოლო მომხმარებლის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, მობილური ან ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის ოპერატორის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან; ჰ11) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლება – მომხმარებლის მიერ ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მეტნაკლებად იმავე საფასურით, ხარისხითა და მოცულობით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს; ჰ12) მომსახურების ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები – მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები, სადაც ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ან მათი ქსელების სტრუქტურული კავშირის გამო ბაზრის ერთ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შესაძლებელია მათ ცალ‐ ცალკე ან ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენონ სხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად; ჰ13) ნუმერაციის სისტემა – სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის; ჰ14 ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისას ან/და ნუმერაციის რესურსის მინიჭებისას ; ჰ15) პირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება; ჰ16) რეგულირების საფასური – ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური; ჰ17) სააბონენტო ნუმერაცია – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის; ჰ18) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ19) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობაზე; ჰ20) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; ჰ21) სიმძლავრე – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტის ფუნქციონალური რესურსის რაოდენობრივი მახასიათებელი; ჰ22) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელები – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად; ჰ23) სპეციფიკური ვალდებულება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება; ჰ24) სტრუქტურული ქვედანაყოფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციური ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას; ჰ25) ტექნიკური საშუალებები – ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობა და საშუალებები; ჰ26) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – პრინციპი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს; ჰ27) ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი – პირი, რომელიც ფლობს და საქმიანობს ტრანზიტული გატარების ან გადაცემის ქსელის ელემენტებით და მათი გამოყენებით აერთებს ერთ ან რამდენიმე ადგილობრივი მომსახურების ზონაში მოქმედი სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს, ან ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ან ციფრული მაუწყებლობის საინფორმაციო სიგნალების გატარებას ან/და გადაცემას; ჰ28) ტრაფიკი – ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში; ჰ29) ურთიერთჩართვა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით; ჰ30) (ამოღებულია ‐ 28.12.2005, №2564); ჰ31) (ამოღებულია ‐ 28.12.2005, №2564) ; ჰ32) (ამოღებულია ‐ 28.12.2005, №2564) ; ჰ33) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები); ჰ34) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფუნქციონალურად ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი; ჰ35) ურთიერთოპერაბელურობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა ან/და ურთიერთმართვადობა; ჰ36) ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება – ტელემაუწყებლობა, რომლის პროგრამების წარმოება, რედაქტირება და მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოფილია ფართოეკრანიან (16/9) ფორმატში; ჰ37) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული (ან განცალკევებადი) ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს: გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; პირობების მართვას პორტაბელურობას; მომსახურებას; ბოლო და მიწოდებული ურთიერთოპერაბელურობას; ოპერატორის ქსელების მომხმარებლისათვის საოპერაციო, საცნობარო, სინქრონიზაციასა და მომსახურების სააბონენტო ნომრების დამხმარე საგანგებო სიგნალიზაციას; და გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა; ჰ38) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები; ჰ39) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ40) შერწყმა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების სამართალმემკვიდრეა; ჰ41) ციფრული ტელემაუწყებლობის აღჭურვილობა – ბოლო მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია სატელევიზიო მიმღებთან ან ინტეგრირებულია მასში და განკუთვნილია ციფრული, ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მისაღებად; ჰ42) ლიცენზიის გაუქმება – ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება; ჰ43) პირი – ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი; ჰ44) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის; 45) მაუწყებლობის ტრანზიტი – ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე‐ ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე‐ ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე‐ ან რადიოარხის ტრანზიტი; ჰ46) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) – ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას; ჰ47 ) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადით პირისათვის მინიჭებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება; ჰ48 ) საოპერაციო აქტივი − არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია , რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით ; ჰ49 ) რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება − პირის მიერ, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე; ჰ50 ) ნებართვის გაუქმება – ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება; ჰ51) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი − ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად; ჰ52) მულტიპლექსპლატფორმა − ელექტრონული სისტემა, რომელიც აერთიანებს ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად. ჰ53) რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთი (რადიოსიხშირული დიაპაზონი) – ევროპის ფარგლებში ან/და საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზებული ნორმებისა და პარამეტრების სპექტრის შესაბამისად განაწილების დანაწილებული/შემოფარგლული ეროვნული გეგმით“ და განსაზღვრული „რადიოსიხშირული დაწყვილებული ან დაუწყვილებელი რადიოსიხშირული რესურსი; ჰ54) მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა – კომისიის მიერ დადგენილი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ერთი და იმავე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად; ჰ55) რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობა – რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის მეგაჰერცებით ან პროცენტებით გამოხატული მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დგინდება აუქციონის გამოცხადების შესახებ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით; „ჰ 56) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით; ჰ57) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი კომპანიის ქსელურ ან/და აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსებით/მონტაჟით; ჰ58) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – კავშირგაბმულობის ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე მიერთების გარეშე, სპეციალური ტექნიკური ან/და პროგრამული საშუალებების გამოყენებით; ჰ59) მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურაში არის შუალედური რგოლი უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასა და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურას შორის და უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ტექნიკურ აღსრულებას; ჰ60) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და მომსახურების სახეა სატელეფონო ქსელებით ან/და ინტერნეტქსელებით უზრუნველყოფა ან/და მომსახურება; ჰ 61) ობიექტი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე‐3 მუხლის 31‐ე ნაწილით განსაზღვრული ობიექტი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი; ჰ62) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები − მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი იდენტიფიცირებისათვის მონაცემები; საჭირო კომუნიკაციის მონაცემები; წყაროს კვალის კომუნიკაციის დადგენისა და ადრესატის იდენტიფიცირებისათვის ხანგრძლივობის საჭირო მონაცემები; იდენტიფიცირებისათვის კომუნიკაციის საჭირო თარიღის, მონაცემები; დროისა კომუნიკაციის და სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები; ჰ63) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმა – მულტიპლექსპლატფორმა, რომელიც განკუთვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლების განსათავსებლად; ჰ64) მაღალი გარჩევადობის ფორმატი – კომისიის მიერ განსაზღვრული ტელემაუწყებლობის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლის დაშვების წესის დადგენისას; ჰ65) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე‐3 მუხლის 37‐ე ნაწილით განსაზღვრული იდენტიფიკატორი, აგრეთვე „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იდენტიფიკატორი; ჰ66) უფლებამოსილი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ‐ტექნიკური სააგენტო; [ჰ 67 ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა: ჰ 67 .ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – „112“‐ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში, ავტომატურ რეჟიმში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას; ჰ 67 .ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐9 მუხლის მე‐3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების მიზნით ობიექტის მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიციირებით მისი გეოლოკაციის რეალურ დროში და მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას; (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)] ჰ68) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაჭერა უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის მიმდინარეობისას ან მისი დასრულებისთანავე, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის ქსელურ ან/და სასადგურე ინფრასტრუქტურაზე შესაბამისი აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების დროებითი ან მუდმივი განთავსებით/მონტაჟით; ჰ69) უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემა – კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურის შემადგენელი პროგრამული ტექნიკური ინტერფეისი, რომლითაც იდენტიფიკატორის უფლებამოსილი აქტივაციისა და ორგანო დეაქტივაციის ახდენს შესახებ ობიექტის ბრძანებათა დისტანციურ ინიციირებას და რომელიც გადაჭერილი ინფორმაციის მიღების საბოლოო პუნქტია. მუხლი 4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნები და პრინციპები 1.ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად: ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებისას იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში მონოპოლიური მდგომარეობის დაუშვებლობა და მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია; გ) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება; დ) ავტორიზებული პირებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა; ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების დანერგვის, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა; ვ) მომსახურების სახეების გაფართოებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა; ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა; თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საერთაშორისო ინტეგრაცია; ი) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა; კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალობა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი. მუხლი 6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა 1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 2. ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებებს წარმართავს კომუნიკაციების სფეროში სფეროში საქართველოს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრემიერ‐მინისტრი. კანონმდებლობით ძირითად ელექტრონული დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით. მუხლი 11. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მ ფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. 2. კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა. 3. კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია; ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა, მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული უზრუნველყოფისა და საკომუნიკაციო კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების გარემოს დანერგვის განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა და გაუქმება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად; ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება; ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სა ლიცენზიო ან/და სა ნებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; თ) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა; ი) რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია; კ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა საკუთარი უფლებამოსილებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში; ლ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა; მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან; ნ) ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელთა შორის ლიცენზიით ან/და ნებართვით მინიჭებული უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით; ო) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის ადმინისტრატორის ღია მონაცემთა კონკურსის წესით ცენტრალური გამოვლენა, ბაზის მასთან სისტემის ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულების მონიტორინგი. პ) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა; ჟ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოობის დაცულობის ხარისხის კონტროლი. მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი 1. კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. 11. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები, არსებობის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები. 3. რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ‐ერთი ძირითადი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული რეგულირების საფასურის ხარჯები. ელექტრონული გადამხდელები არიან კომუნიკაციების ავტორიზებული სფეროში პირები, ხოლო მაუწყებლობის სფეროში – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები. 4. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ‐ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური. მუხლი 19. ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები 1. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია: ა) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება; ბ) თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები; გ) ამ კანონით დადგენილი წესით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლება- მოვალეობები; დ) (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ; ე) კომისიის სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს სასამართლოში. 2. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ბ) შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; გ) თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; დ) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება; ე) შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა; ვ) არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა ხარისხთან დაკავშირებით და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა; ზ) უზრუნველყოს მომსახურების განსაზღვრული ნორმების დაცვა; კანონმდებლობით თ) უზრუნველყოს გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ყველა ბოლო მომხმარებლისათვის, ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვით; ი) უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით სარგებლობისას მომხმარებლის უსაფრთხოების წესების დაცვა; კ) უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას ელექტრომაგნიტური თავსებადობა და ხელშეშლებისა და მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა; ლ) გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; მ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები; ნ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად; ო) შეასრულოს მისთვის, მიმწოდებლისთვის, როგორც საქართველოს ელექტრონული მთავრობის საკომუნიკაციო ნორმატიული აქტით მომსახურების დაკისრებული ვალდებულებები. 2 1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გარდა: ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების უზრუნველსაყოფად: ა.ა) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში იქონიოს კომუნიკაციის რეალურ დროში მიწოდების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურის, მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის მქონე მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის, შესაბამისი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ქონას და პერიოდულ განახლებას, აგრეთვე უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირება; ა.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი დაუბრკოლებელი დაშვება ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა; ა.გ) გონივრული ვადით ადრე წერილობით აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს იმ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარულ ტექნიკურ შესაძლებლობაზე; ა.დ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მოპოვება; ა.ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და ტექნიკურად უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების იმ ვადით და წესით შენახვა, რომლებიც აუცილებელია უფლებამოსილი პირის მიერ მათი კოპირების ტექნიკური პროცესის განხორციელებისთვის; ბ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად შეასრულოს ამ პუნქტის „ა.ბ“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აგრეთვე უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების დაუბრკოლებელი დაშვება შესაბამის აპარატურასთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განსახორციელებლად; [გ) უფლებამოსილი შესაძლებლობის ორგანოს ქონის მიერ მიზნით გეოლოკაციის ელექტრონული რეალურ კომუნიკაციის დროში განსაზღვრის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია: გ.ა)იქონიოს მწარმოებლის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის და მხარდაჭერის მქონე სასადგურე აპარატურა და უზრუნველყოს მისი პერიოდული განახლება; გ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 8 4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დაეხმაროს მის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი დაუბრკოლებელი დაშვება ინფრასტრუქტურის შესაბამის კომპონენტებთან, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო აპარატურის უსასყიდლო განთავსება/მონტაჟი, მისი უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა; (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)] დ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, ვალდებულია დაკარგული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოსაძიებლად იქონიოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობა; ე) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ შესაძლებლობების, მონაცემთა ელექტრონული ბაზების კომუნიკაციის კოპირების კომპანიის ტექნიკური საინფორმაციო- ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.“. 3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული საკუთარი ტარიფებით ქსელის შესაბამის შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით. თავი VII. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობა მუხლი 43. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი 1. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. 2. კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 3. კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია მის/მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს. 4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით. მუხლი 44. მონიტორინგი და შემოწმება 1. ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. 2. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე. 3. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებასთან. 4. შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა. 5. შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით. 6. შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების დღე, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა. 7. თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს. 8. თუ შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის. მუხლი 45. პასუხისმგებლობა 1.ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ‐ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. 2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54‐ე მუხლის შესაბამისად. 3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54‐ე მუხლის შესაბამისად. 4. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54‐ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. თავი VIII. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის რეგულირება მუხლი 47. რადიოსიხშირული სპექტრი 1. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო. 2. საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და ფუნქციების მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად დაცვის – ღონისძიებათა ჩასატარებლად. 3. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. 4. რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია. 5. რადიოსიხშირული ტელეკომუნიკაციების საქართველოს სპექტრის განაწილების საერთაშორისო მთავრობის მიერ კავშირის კომისიასთან ეროვნულ გეგმას ადგენს რადიორეგლამენტის შეთანხმებით კომისია შესაბამისად, სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით. 6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურსის წესით. 7. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 52 1 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით. მუხლი 471 . რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭება 1. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. 2. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს ამოცნობის ნიშნების მინიჭებას. რადიორეგლამენტის საზღვაო ხომალდისთვის ტელეკომუნიკაციების შესაბამისად გამოყოფილი რადიოსახმობისა საერთაშორისო სიხშირული ზოლები და კავშირის უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის №13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ ნებართვით მინიჭებას არ საჭიროებს. 3. არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას. 4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2632 ‐ ვებგვერდი, 12.08.2014წ. მუხლი 48. ნუმერაციის რესურსი 1. ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით. 2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. 3. კომისია: ა) ამტკიცებს „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებს“; ბ) გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას და ადგენს სანებართვო პირობებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; გ) უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს. 4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და ნებართვის მაძიებლის განცხადება ნებართვის მიღების თაობაზე. 5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად. 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლისა და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. 7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით. ამ შემთხვევაში კომისიას ნებართვის განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაუქმებულად ითვლება. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. მუხლი 54. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება 1. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში; გ) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა; დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ე) სანებართვო პირობების დარღვევა ნებართვის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში. 2. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ კომისიას. 3. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება. 4. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება. მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით. 2. ყველა პირი, რომელიც ამოწურვად რესურსს იყენებს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან. 4. (ამოღებულია - 28.12.2005, №2564) ; 5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს „საფოსტო კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. 6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი. 7. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ; გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე; დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ დამტკიცების თაობაზე; ე) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე; ვ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე. 71 . კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე: ა) მიიღოს დადგენილება „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ დამტკიცების შესახებ; ბ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ “ დადგენილება შეუსაბამოს ამ კანონს. 8. ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს (გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და იმ ლიცენზიის მფლობელებისა, რომლებსაც რადიოსიხშირეები მიენიჭათ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ან სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის), „რადიოსxიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის. 9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი და ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით“. 10 . (ამოღებულია – 08.04.2011, №4526). 11. (ამოღებულია - 27.06.2008, №67). 12. საქართველოს „ელექტრონული კომუნიკაციების კომუნიკაციების ეროვნულმა სფეროში კომისიამ უნივერსალური ძალადაკარგულად მომსახურების ცნოს შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 დადგენილება. 13. (ამოღებულია - 01.08.2014, №2632). 14. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 15. (ამოღებულია - 27.06.2008, №67). 16. კომისიამ 2011 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“. 17. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე. 18 . პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით გადაწყვეტილებით, სარგებლობის ინარჩუნებენ უფლება ნუმერაციის მინიჭებული რესურსით ჰქონდათ კომისიის სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში. 19. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე სათანადო აქტით განსაზღვროს ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები