„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას
უწევს საქართველოს
ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვას, ასევე ხელ უწყობს პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.
2. მე-141 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი:
1. საქართველოს სახალხო დამცველი
ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის
მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დარღვევის ფაქტს და ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის
დარღვეული უფლებების აღდგენას.
2. პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების დაცვას საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს:
ა) ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენით;
გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით.
3. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით
ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან გააფორმოს შეთანხმება ინფორმაციის/დოკუმენტის გაცვლისა
და თანამშრომლობის შესახებ;
გ) სამსახურებრივი საჭიროებისათვის განმარტების/დასკვნის მისაღებად მიმართოს სპეციალისტს,
სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას;
1
დ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული
ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები;
4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს
საქართველოს
სახალხო
დამცველს
საქმიანობის
განხორციელებაში
და
წარუდგინოს
უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტი.
5.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
ვალდებულია
დაიცვას
უფლებამოსილების
განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოობა.
6. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციის/დოკუმენტის გადაცემისათვის მომსახურების
საფასური არ გადაიხდევინება.
7. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
ადმინისტრაციულ
ორგანოსთან,
ფიზიკურ
და
იურიდიულ
პირებთან
აფორმებს
ხელშეკრულებებს;
ბ)
ხელშეკრულების
საფუძველზე,
გარკვეული
სამუშაოს
შესრულების
ვადით
იწვევს
სპეციალისტს;
გ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და კანონქვემდებარე
აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. საქართველოს სახალხო დამცველი
უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების
საფუძველზე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს შუამდგომლობით, თავისი
კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ღონისძიება, თუ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამ პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.
3. მე-142 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 143 მუხლი:
1. საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს განცხადებას, რომელიც შეეხება პირის მიერ
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევას.
2. პირი უფლებამოსილია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს განცხადება
საქართველოს სახალხო დამცველს , თუ განცხადებაში მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს
გადაწყვეტილება/ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე.
3. პირს უფლება აქვს, საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილი ან კანონიერი
წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს. პირის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს კანონმდებლობით წარმომადგენლისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
2
4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, არსებითად არ განიხილოს განცხადება, თუ
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია განცხადებაში მითითებული დარღვევის
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსწორების საშუალება, რომელიც გამოყენებული არ
ყოფილა.
5. საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას არ განიხილავს, თუ:
ა) განმცხადებელმა უარი თქვა განცხადების განხილვაზე;
ბ) განცხადება განმეორებით არის წარდგენილი, მის თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება და არ
არსებობს ახალი გარემოება/მტკიცებულება;
გ) განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერ არის წარდგენილი;
დ) განცხადება ანონიმურია ან განმცხადებელთან დაკავშირება შეუძლებელია;
ე) განმცხადებელმა ხარვეზი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილ ვადაში არ გამოასწორა.
6. განმცხადებელს მიეთითება ხარვეზის გამოსწორების თაობაზე და მის გამოსასწორებლად
მიეცემა გონივრული ვადა, თუ:
ა) განცხადება (გარდა ელექტრონული ფორმით წარდგენილისა) ხელმოუწერელია;
ბ) განცხადება წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) განცხადებიდან ვერ ირკვევა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტი
ან/და მოთხოვნის არსი.
7. საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 30
კალენდარული დღის ვადაში. განცხადების განხილვა ჩერდება მასში აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტის გამოთხოვის შემთხვევაში. განცხადების განხილვის
შეჩერება იწვევს მისი განხილვის ვადის დინების შეჩერებას.
8. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტი გამოითხოვოს იმ ადმინისტრაციული ორგანოდან,
რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს
განმცხადებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო
დამცველს ინფორმაცია/დოკუმენტი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10
კალენდარული დღისა.
9.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
უფლებამოსილია
განმცხადებელს
მოსთხოვოს
განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის
წარდგენა. ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველს ინფორმაცია/დოკუმენტი უნდა
3
წარედგინოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული
დღისა.
10. საქართველოს სახალხო დამცველი
უფლებამოსილია ზეპირი განმარტების მისაღებად
შეხვდეს იმ ადმინისტრაციული ორგანოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ერთეულის
ხელმძღვანელს/წარმომადგენელს,
რომლის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს განმცხადებლის უფლებებსა
და კანონიერ ინტერესებს.
11. პირის უფლების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს სახალხო
დამცველი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს პირის დარღვეული უფლების
აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ რეკომენდაციით.
12. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
რეკვიზიტებს;
გ) დარღვეული უფლების აღწერას;
დ) ფაქტების აღწერას;
ე) განმცხადებლის არგუმენტაციას;
ვ) ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებულ ინფორმაციას/დოკუმენტს;
ზ)
პირის
დარღვე¬ული
უფლების
აღდგენის
ღონისძიებათა
განხორციელების
შესახებ
რეკომენდაციას.
13. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადების განხილვის შედეგები ეცნობება
განმცხადებელს.
14.
საქართველოს
სახალხო
დამცველის
რეკომენდაციის
სრულად
ან
ნაწილობრივ
გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამ რეკომენდაციის
მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობებს საქართველოს სახალხო
დამცველს აღნიშნულის შესახებ და წარუდგენს სათანადო დასაბუთებას.
15.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
ახორციელებს
ადმინისტრაციული
ორგანოსთვის
გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს, რისთვისაც იგი უფლებამოსილია
შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტი.
16. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადების განხილვა არ ზღუდავს პირის უფლებას,
გამოიყენოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სხვა საშუალებები, მათ შორის,
მიმართოს სასამართლოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას.
4
4. 4. 21-ე მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
1. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული
პირის/პირების მიმართვის საფუძველზე აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას და
ნორმატიული აქტების პროექტებს.
2. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი
განმარტებები იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტს
ამზადებს.
3. ნორმატიულ აქტში ან ნორმატიული აქტის პროექტში ისეთი ნორმის არსებობისას, რომელმაც
შესაძლოა დაარღვიოს პირის უფლება, საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის
ადმინისტრაციულ ორგანოს დასკვნას წარუდგენს.
4.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
დასკვნა
უნდა
შეიცავდეს
ნორმატიული
აქტის/ნორმატიული აქტის პროექტის დასახელებას და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის
პროექტის არსებული რედაქცია პირის უფლებას არღვევს.
5. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს და სხვა
ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის
სრულყოფის მიზნით.
6. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ პრაქტიკის ანალიზის დაწყების საფუძველი შეიძლება
იყოს დაინტერესებული პირის/პირების მიმართვა ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით
გავრცელებული ინფორმაცია.
7. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი
განმარტებები
იმ
ადმინისტრაციული
ორგანოსგან,
რომლის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირის უფლებებსა და
კანონიერ ინტერესებს.
8. პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საქართველოს სახალხო დამცველი
შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს რეკომენდაციით მიმართავს.
9. საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს პრაქტიკის ანალიზის
დაწყების მიზეზს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იმ საფუძველს, რომელზე
დაყრდნობითაც საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არსებული პრაქტიკა პირის
უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს არღვევს.
10. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია
წარუდგინოს წინადადებები პრაქტიკის სრულყოფის მიზნით.
ადმინისტრაციულ
ორგანოს
11. პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად საქართველოს სახალხო დამცველი
ახორციელებს საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას, მათ შორის, საინფორმაციო
ვიდეორგოლების გავრცელებით, სემინარებისა და შეხვედრების გამართვით, სასწავლო
ვიზიტებით და სპეციალისტების მოწვევით.
5
5. 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ასევე
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირის უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვის მიზნით განხილული განცხადებების, საქართველოს კანონმდებლობასა და
პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების, მომზადებული რეკომენდაციებისა და დასკვნების,
რეკომენდაციებსა
და
დასკვნებზე
ადმინისტრაციული
ორგანოების
რეაგირების,
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის
ზოგადი ტენდენციებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.“
4. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე
ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით წარუდგენს მოხსენებას ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა,
ასევე
პირის,
მიერ
სამეწარმეო
საქმიანობის
განხორციელებასთან
დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სფეროში არსებული
მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წინამდებარე
კანონის
პროექტის
ინიცირება
განაპირობა
ბიზნესომბუდსმენის
ინსტიტუტის, ქმედითუუნარობამ. ხსენებულმა სამსახურმა მისი არსებობის მანძილზე ვერ
უზრუნველყო
მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. პრაქტიკაში
ამოქმედების
შემდეგ
გამოიკვეთა
ბიზნესომბუდსმენის
როგორც
ინსტიტუტის
ნაკლოვანებები და ხარვეზები. კერძოდ, უწყების ინსტიტუციური არამდგრადობა და
დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, განსაკუთრებით სახალხო დამცველის სამსახურთან
შედარებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული დამოუკიდებელი,
ინსტიტუციურად მდგრადი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რაც
არაერთხელ დადასტურდა სახალხო დამცველის საქმიანობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის მიღება მოხდა
2015
წელს,
ხოლო
მისი
ფუნქციები
მანამდე
შეთავსებული
ჰქონდა
საგადასახადო
ომბუდსმენს. ამ დროის განმავლობაში ომბუდსმენის მიერ არ გადადგმულა რაიმე
მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯი. ეს ნათლად დასტურდება არსებულ პრობლემურ
საკითხებზე ბიზნესომბუდსმენის მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვებული ფაქტებით.
ამგვარად, ამ უწყების გაუქმებით და მისი ფუნქციების სახალხო დამცველის უწყებასთან
მიერთებით, მოხდება ბიზნეს ომბუდსმენისათვის მიკუთვნებული ფუნქციების უფრო
ეფექტიანად წარმართვა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და
შემდგომ განვითარებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ბიზნესომბუდსმენის
მოვალეობაა
პირის
მიერ
სამეწარმეო
საქმიანობის
განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
შესაბამისად, აღნიშნული ორგანოს ძირითადი არსი მდგომარეობს იმ პირთა კანონიერი
უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაში, რომელთა მიმართაც
განხორციელდა კანონის დარღვევა. აღნიშნული საკითხები მჭიდრო კავშირშია სახალხო
დამცველის უფლება-მოვალეობებთან, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდ ეხება ადამიანთა
უფლებებისა და თავისუფლების დაცვას. ამგვარად, თუ მოხდება
ბიზნესომბუდსმენის
ინსტიტუტის გაუქმება და ამავე დროს სახალხო დამცველის ფუნქციების გაფართოება, ეს
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს და გახდის
მას
უფრო დაცულს და
ქმედითს.
ა.ბ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულია
„საქართველოს
სახალხო
დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც
ხდება საქართველოს სახალხო დამცველის უფლება-მოვალეობების გაფართოება. კერძოდ,
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონს ემატება მუხლები, რომლითაც
იზრდება მისი ფუნქციები და ენიჭება უფლებამოსილება, დაიცვას პირის მიერ სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებები და კანონიერი ინტერესები.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
წყარო:
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს
წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ბიზნესომბუდსმენისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ყველაზე დიდი წილი,
საშუალოდ 92% იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანდართული ინფორმაციის მიხედვით,
„ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები“,
საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისათვის 2019-2021 წლებში ყოველწლიურად
ბიუჯეტიდან დაგეგმილია 455 ათასი ლარის გამოყოფა. წინა წლების მსგავსად, მთლიანი
ხარჯებიდან შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი სახსრების 92%-იან ნიშნულზე შენარჩუნების
პირობებში, 2019-2021 წლებში შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება წლიურად დაახლოებით
418.6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში მისამართი
თანხა შეადგენს ყოველწლიურად დაახლოებით 83.7 ათას ლარს.
ინიცირებული
კანონპროექტის ამოქმედება, 2019-2021 წლებში გამოიწვევს, ბიუჯეტში ბიზნეს ომბუდსმენის
აპარატიდან მისამართი საშემოსავლო ნაწილის შემცირებას ყოველწლიურად დაახლოებით
83.7 ათასი ლარის ოდენობით.
ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატში გაზრდილი ფუნქცია-მოვალეობების
შესრულების მიზნით, სავარაუდოდ მოხდება დამატებითი ადამიანური რესურსების
მობილიზება. აღნიშნული ცვლილება კი გამოიწვევს, სახალხო დამცველის აპარატიდან
ბიუჯეტში მისამართი საშემოსავლო ნაწილის ზრდას, რომელიც 2019-2021 წლებში იქნება
ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიდან ბიუჯეტში მისამართი საშემოსავლო გადასახადების
ნაწილობრივი ოდენობა. კერძოდ, გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით (წერილის რეგ. N
7502/07-4/18, თარიღი: 18 ივლისი, 2018 წ), ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული
სპეციალისტების საშუალო თვიური ანაზრაურება შეადგეს 2 550 ლარს, ხოლო ბიუჯეტში
მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა ერთ სპეციალისტზე 510 ლარს.
კანონპროექტის ამოქმდების შემდეგ,
ბიუჯეტის საშემოსვლო ნაწილზე ზეგავლენა
დამოკიდებული იქნება, თუ რა რაოდენობის ახალი ადამიანური რესურსის დამატება
მოხდება სახალხო დამცველის აპარატისათვის. ბიზნესომბუდსმენის აპარატში დასაქმებული
სპეციალისტის სრული ოდენობის, რომელიც 2018 წლის მონაცემით შეადგენს ათ პირს,
სახალხო დამცველის აპარატისათვის დამატების შემთხვევაში ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილი გაიზრდება წელიწადში დაახლოებით 61 200 ლარით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის
თანდართული ინფორმაციის მიხედვით,
„ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების
მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები“, 2019-2021 წლებში სახალხო დამცველის
აპარატის (პროგრამული კოდი 41 01) დაფინანსება დაგეგმილია შემდეგ ნიშნულზე: 2019
წელი- 6 მლნ. ლარი, 2020 წელი - 6,5 მლნ. ლარი, 2021 წელი - 7 მლნ. ლარი. აღნიშნული
კანონპროექტის ამოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა
2019-2021 წლებში, სახალხო დამცველის აპარატისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების
ზრდის ხარჯზე. კერძოდ, 2019-2021 წლებში საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისათვის
გამოსაყოფი საბიუჯეტო სახსრების, რომელიც ყოველწლიურად შეადგენს 455 ათას ლარს,
ნაწილობრივი ოდენობის მიმართვა შესაძლოა მოხდეს სახალხო დამცველის აპარატში
გაზრდილი
ფუნქცია-მოვალეობების
შესრულების
მიზნით.
ვინაიდან
ბიზნეს
ომბუდსმენისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ყველაზე დიდი წილი, საშუალოდ
92% იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, ხარჯვითი ნაწილის ზრდაც ძირითადად მოხდება
შრომის ანაზღაურების კატეგორიით. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული ათივე
სპეციალისტების სახალხო დამცველის აპარატისათვის დამატების შემთხვევაში, მხოლოდ
შრომით ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯი გაიზრდება დაახლოებით წელიწადში 306 ათასი
ლარით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
2018 წლის მდგომარეობით (წერილის რეგ. N 7502/07-4/18, თარიღი: 18 ივლისი, 2018 წ)
საქართველოს ბიზნესომბუდსმენში მომუშავეთა რიცხოვნობა შეადგენს ცამეტ პირს. კერძოდ,
ბიზნესომბუდსმენი, მისი ორი მოადგილე და აპარატის ათი თანამშრომელი. კანონის
პროექტი არ ითვალისწინებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის პირდაპირი წესით მიერთებას
სახალხო დამცველის აპარატისათვის. შესაბამისად, კანონიპროექტის ამოქმედება გამოიწვევს
ბიზნეს ომბუდსმენში დასაქმებულებისათვის, აღნიშნული უწყებიდან მიღებული, სახელფასო
შემოსავლების გაუქმებას თვეში შემდეგი ოდენობით: ბიზნესომბუდსმენი - 6 250 ლარი,
ბიზნესომბუდსმენი მოადგილე - 5 125 ლარი, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ( 7
თანამშრომელი) – 2 800 ლარი, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (2 თანამშრომელი) – 2
200 ლარი, I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ( 1 თანამშრომელი) – 1 500 ლარი.
ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატში გაზრდილი ფუნქცია-მოვალეობების
შესრულების მიზნით, სავარაუდოდ მოხდება დამატებითი ადამიანური რესურსების
მობილიზება, არაუმეტეს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული I და II კატეგორიის
უფროსი და უმცროსი სპეციალისტების
უზრუნველყოფით.
ოდენობისა, შესაბამისი სახელფასო შემოსავლის
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ცვლილებათა პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ან/და
ასეთი არ არსებობს.
ე )კანონპროექტის ავტორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
ნიკანორ მელია
თინათინ ბოკუჩავა
ვ ) კანონპროექტის ინიციატორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
ნიკანორ მელია
თინათინ ბოკუჩავა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
საქართველოს ორგანული კანონი
+
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
თავი 1. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
+
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მისი
საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 2
+
საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიისა
და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 3
+
1. საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო
დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა
და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა,
ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და
სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა,
საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.
1 1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს სახალხო დამცველი ამ კანონითა და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს
ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და
იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი
დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების
აღმოსაფხვრელად.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების
აღდგენას.
3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის
უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
მუხლი 31
+
1. საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის
წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული
მექანიზმის ფუნქციებს.
2. საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური
და ფინანსური რესურსებით.
3. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო
დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის
ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ
ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება წამებისა
და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან
დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ
პირთა დაცვის უზრუნველყოფა.
4. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს
მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების
შესაბამისად უზრუნველყოფს დისკრიმინაციისაგან პირის ეფექტიან დაცვას.
5. საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს
საერთაშორისო
სახელმწიფო
და
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან,
ადგილობრივ
არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
მუხლი 4
+
1. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და
ხელმძღვანელობს
საქართველოს
კონსტიტუციით,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ
აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა
დაუშვებელია და ისჯება კანონით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 5
+
1. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით
სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობები.
2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო
ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს
პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს
სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ
საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართვიდან
არაუგვიანეს 14 დღისა.
3. საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის,
დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება
სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო
დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ
საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის
უფლებამოსილება აღდგება.
4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო,
რომელიც მას გაანდეს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს; ეს უფლება მას
უნარჩუნდება
უფლებამოსილების
შეწყვეტის
შემდეგაც.
არ
შეიძლება
სახალხო
დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის დაყადაღება.
5. საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის
შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
6. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა
შეუფერხებელი განხორციელების პირობები. მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი
სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სახალხო დამცველისა და მისი
ოჯახის უსაფრთხოებას.
7. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება
კანონით.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №472 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.181
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2013 წლის 30 მაისის ორგანული კანონი № 6 69 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
თავი 2. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა
+
მუხლი 6
+
1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.
2. საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი
სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ
საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ
შედიან არცერთ ფრაქციაში.
3. კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს
აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო
დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალცალკე. კენჭისყრა ფარულია.
4. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს,
მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის
ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ
ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად
ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ
საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა
ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის
გამოვლენამდე.
5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან
არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები. ხელახალი
არჩევნებისას კანდიდატურების წარდგენა და არჩეულის გამოვლენა ხდება ამ მუხლის მე-2, მე-3
და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ
ორჯერ.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1460 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.92
საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
მუხლი 7
+
1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება
თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის
მომდევნო დღიდან. თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო
დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო
დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.
2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 5 წლის თავზე
ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
3. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება
აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
მუხლი 8
+
1. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო
სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა
სამეცნიერო, პედაგოგიური, საექსპერტო და სახელოვნებო მოღვაწეობისა. არ შეიძლება
საქართველოს სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს
პოლიტიკურ საქმიანობაში. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახალხო
დამცველს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის საფუძველზე თანამდებობრივად ევალება სხვა
თანამდებობის შეთავსება.
2. თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველი
ვალდებულია შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ საქართველოს
სახალხო დამცველი აღნიშნულ დროში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს, მისი
უფლებამოსილება წყდება და პარლამენტი აირჩევს ახალ საქართველოს სახალხო დამცველს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4391 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №171 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
მუხლი 9
+
1. საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე
მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს
60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს
მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
3. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს
საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს
საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივი
გარანტიებითა და ხელშეუხებლობით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
მუხლი 10
+
1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული;
ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი
თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ვ) ნებაყოფლობით გადადგა;
ზ) გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო
დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის
მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის
გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის
ხმების უმრავლესობით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3398 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
მუხლი 11
+
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ წყვეტს საქართველოს სახალხო დამცვ
ელის საქმიანობას და არ ზღუდავს მისუფლებამოსილებას .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
თავი 3. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი
+
მუხლი 12
+
საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავ
ისუფლებათა დაცვის მდგომარეობას , ასევემათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განც
ხადებისა და საჩივრის საფუძველზე , ისე საკუთარი ინიციატივით .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 13
+
საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა , უცხო ქვეყნის მ
ოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონეპირთა , აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა ,
პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს , რომლებიც ეხება სა
ხელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა , საჯარო დაწე
სებულებათა დათანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და
კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა , აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულ
ებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ , რომ
ელთა მონაწილეც არის საქართველო .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 14
+
1. საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათ
ა დარღვევის შესახებ განცხადებასა დასაჩივარს იმ შემთხვევაში , თუ განმცხადებელი სადავოდ
ხდის :
ა ) საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას ;
ბ ) სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებ
ებისა და თავისუფლებების შელახვას ანდარღვევას ;
გ ) დაკავებული , დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისთვის სა
ქართველოს კანონმდებლობითუზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას ;
დ ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობას ;
ე ) რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე
ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების(რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობას .
2. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი,
რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნა ახალი
გარემოებანი.
3. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ
შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის
საერთაშორისო ორგანიზაციაში.
მუხლი 141
+
1. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის
საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
2. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი ფუნქციების შესასრულებლად:
ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და
საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;
ბ) შეისწავლის პირდაპირი დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს როგორც
განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის
რეკომენდაციას;
გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს
დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო
ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს
პარლამენტს;
ე) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;
ვ) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების
განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
ზ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს
შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი
აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა
ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს
საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების
ასამაღლებლად.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
მუხლი 15
+
პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა
ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი
განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა
აკრძალულია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №3560 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
მუხლი 16
+
1. განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით.
2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული
სამსახური უფასოა.
მუხლი 17
+
1. განცხადებისა და საჩივრის მიღების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დაწყების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ საქართვე
ლოს სახალხო დამცველი აცნობებსგანმცხადებელს .
3. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს საჩივრის
შემოწმების შედეგები კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 18
+
საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას :
ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში,
მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და
თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;
ბ ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს , საჯა
რო დაწესებულებებსა და თანამდებობისპირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანე
ს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა , დოკუმენტი დასხვა მასალა ;
გ ) ნებისმიერ თანამდებობის პირს , მოხელეს , მასთან გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მ
იიღოს წერილობითი ახსნა -განმარტებაგამოსაკვლევ საკითხებზე ;
დ ) სახელმწიფო ან /და არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო
გამოკვლევები ან /და მოამზადოსდასკვნები ; მოიწვიოს სპეციალისტები /ექსპერტები საექსპერ
ტო ან /და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ;
ე ) გაეცნოს სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს , რომლებზე მ
იღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერძალაშია შესული .
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №3560 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
მუხლი 19
+
1. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს
პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში,
აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და
ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს მათი
აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2. პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა
ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა
სახლებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა
სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის
უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრი:
ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს,
პატიმრობაში მყოფთ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს,
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში
მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების
დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის
სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და
ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის
შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ
პირებთან
და
მსჯავრდებულებთან,
აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთათავშესაფრებ სა
და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება
ან თვალთვალი დაუშვებელია.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №3560 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
მუხლი 191
+
1. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით საქართველოს
სახალხო დამცველთან იქმნება სპეციალური პრევენციული ჯგუფი, რომელიც რეგულარულად
ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და
მსჯავრდებულთა,
აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში , მოხუცთა თავშესაფრებ სა
და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და
სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის
მიზნით.
2. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს
სათანადო განათლება, პროფესიული გამოცდილება და საქმიანი და მორალური თვისებებით
შეუძლია შეასრულოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.
3. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის
წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
4. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური
პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური
რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ საქართველოს სახალხო
დამცველის წინაშე.
5. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება იმ ფაქტის
გამო, რომელიც მათ გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას.
მათ
ეს
უფლება
უნარჩუნდებათ
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრის
უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
6. არ შეიძლება სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის განკუთვნილ საფოსტოსატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და
ამოღება.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
მუხლი 20
+
1. სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია
საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი
ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული
ინფორმაცია, აგრეთვე, პირის მკაფიოდ გამოხატული თანხმობის გარეშე, – მისი წამებისა და მის
მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
მუხლი 201
+
განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების
შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი
გამოსცემს რეკომენდაციას, რომლითაც დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ
პირს, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
სთავაზობს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის
აღსადგენად ღონისძიებების განხორციელებას მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების შეულახავად.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.
მუხლი 21
+
საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია შემოწმების შედეგების მიხედვით :
ა ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის , დაკავებულთა , პა
ტიმრობაში მყოფ ან სხვაგვარადთავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა პირობე
ბისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების , აგრეთვე წამებისა და სხვასასტიკი , არაადამი
ანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კ
ანონმდებლობასთან დაკანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებები , შენიშვნები და რეკო
მენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვაშესაბამის ორგანოს ;
ბ ) ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად წინადადებები და რე
კომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფოხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართვე
ლობის ორგანოებს , საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს , რომელთამოქმედება
მაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დარღვევა ;
გ ) წინადადებით მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა
დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები;
დ ) შესაბამის ორგანოებში შეიტანოს წინადადებები იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტ
რაციული პასუხისმგებლობის შესახებ , რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლება
თა და თავისუფლებათა დარღვევა ;
ე)
ცალკეულ
შემთხვევებში
შეასრულოს
სასამართლოს
მეგობრის
(Amicus
Curiae) ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ;
ვ ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აცნობოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლება
თა დარღვევასთან დაკავშირებითჩატარებული შემოწმების შედეგები ;
ზ ) მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანოს ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშებში ;
თ) წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები
არასაკმარისია;
ი ) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით რეფერენდუმისა
და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისდა ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატა
რებელი არჩევნების (რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით , ან თუნორმატი
ული აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე
თავში აღიარებული ადამიანისუფლებანი და თავისუფლებანი ;
კ ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათ
ა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტთანდაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროები
თი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვისმოთხოვნით .
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1343 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.115
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3621 - სსმ I, №52, 30.09.2010 წ., მუხ.335
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
მუხლი 211
+
1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს.
2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად შექმნილი საკონკურსო
კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს
სახალხო დამცველი.
3. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის
ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
4. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ვერ მიიღო
არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი 10 კალენდარული დღის
ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურას.
5. საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამი
კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და
იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა.
6. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ
მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა
ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის
ერთი მესამედის ხმებისა.
7. თუ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ
მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები,
იმართება ხელახალი კონკურსი.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი № 835 – ვებგვერდი, 25 .07.2013წ.
მუხლი 22
+
1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ , კალე
ნდარული წლის მარტში წარუდგენსანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებ
ათა დაცვის მდგომარეობის შესახებ .
2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო ხელისუფლ
ებისა და ადგილობრივითვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის პირები , რომლე
ბიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს , არითვალისწინებდნენ საქართვე
ლოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ .
3. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლე
ბათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებზოგად შეფასებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს .
4. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ყოვ
ელწლიურ ანგარიშთან დაკავშირებითწარუდგენს მოხსენებას ადამიანის უფლებათა და თავისუ
ფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ .
5. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვ
ით ორგანოში . სპეციალური ანგარიშიშეიძლება გამოქვეყნდეს საქართველოს სახალხო დამცვე
ლის გადაწყვეტილებით .
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 221
1. საქართველოს სახალხო დამცველი, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, იურიდიული დახმარების საბჭოში წარადგენს 3 წევრს.
2. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრის კანდიდატურას თავისი აპარატის
შემადგენლობიდან ასახელებს საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო 2 წევრი ღია
კონკურსის წესით შეირჩევა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირების
წარმომადგენლებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე
სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი
ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე.
3. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ღია კონკურსის შედეგად შეიძლება შეირჩეს
საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი
განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის ან/და პედაგოგიური/სამეცნიერო
საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ღია კონკურსის წესით შერჩეული იურიდიული
დახმარების საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.
4. იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრის შესარჩევად საქართველოს სახალხო დამცველი
ქმნის საკონკურსო კომისიას არანაკლებ 9 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის
შემადგენლობაში შედიან: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები,
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის 1 წევრი, მასმედიის, სახელმწიფო ორგანოებისა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
5. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა შესარჩევად საკონკურსო პირობებსა და
საკონკურსო კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს სახალხო დამცველი.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №1800 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
თავი 4. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების
სამართლებრივი გარანტიები
+
მუხლი 23
+
1. ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო,
თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს
სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია,
რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების
განსახორციელებლად.
2. შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის
სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან
გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია საქართველოს სახალხო
დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე.
3. მასალა , საბუთი , სხვა ინფორმაცია და ახსნა განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნისმიღებისთანავე , გარ
და იმ შემთხვევისა , როდესაც მასალა , საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობი
თი მიმართვისსაფუძველზე . ასეთ შემთხვევაში საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახ
ალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში .
4. სათანადო მასალები , გარდა ამ კანონის მე 20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა , მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაეცნოსგანმც
ხადებელს .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 24
+
სახელმწიფო ხელისუფლების , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო , საჯარო დაწეს
ებულება , თანამდებობის პირი , რომელიცმიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომე
ნდაციებს ან წინადადებებს , ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღისგანმავლობაში წერილ
ობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები .
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
მუხლი 25
+
1. ამ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა , აგრეთვე საქართველოს სახალ
ხო დამცველის საქმიანობისთვისნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით , ა
ისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოსპარლამენტის განსაკუ
თრებული მსჯელობის საგანი გახდება .
2. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუ
ჯეტიდან , იმ ოდენობით , რომელიცუზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას
.
3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით
გათვალის წინებული შრომისანაზღაურების მუხლის მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბა
მის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსსახალხო დამცველის წ
ინასწარი თანხმობით .
4. საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა თანამდებობრივი სარგო საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
თავი 5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შემადგენლობა და მისი სტრუქტურა
+
მუხლი 26
+
1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და
ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის
სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.
2. საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილებანი
განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. საქართველოს
სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და
თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.
3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო
დამცველის პირველი მოადგილე. საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით,
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობის მიმართულებებს.
4. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე ვრცელდება
საქართველოს სახალხო დამცველისათვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები.
5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი
საბჭოები და სპეციალიზებული ცენტრები, რომელთა სტრუქტურას, ორგანიზებას, საქმიანობის
მიმართულებებს, მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო
დამცველი.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010 წ., მუხ.278
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
მუხლი 27
+
1. საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, მოადგილეები და აპარატის
თანამშრომლები, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამ კანონის მე-18 და მე19 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ან მათ ნაწილს ახორციელებენ
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას
სპეციალური რწმუნების მქონე პირს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, უფლება აქვს
ჩვენება მისცეს მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. ეს უფლება ზემოთ
დასახელებულ პირს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. ამ
საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება შეიძლება მხოლოდ
საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №3016 - ვებგვერდი, 30.12.2014წ.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 16 მაისი
№230-IIს