„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
11.11.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
010320000.05.001.017921)
1.მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული
საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა
და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების
აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი
საარჩევნო
კომისიების
აპარატებში,
სახელმწიფო
რწმუნებულის
ადმინისტრაციაში საქმიანობა;
2. მე-4 მუხლი პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუქნტი ამოღებულ იქნას
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები რომლითაც ფართოვდება სახალხო დამცველის
ფუნქციები და ემატება, ის უფლებამოსილებები, რაც დაკისრებული ჰქონდა
ბიზნესომბუდსმენს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში
მოვიდეს „საქართველოს სახალხო დამცვლის შესახებ“ ორგანულ კანონთან.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე3-ე მუხლის „გ“ ქვეპუქნტში ხდება რედაქციული ხასიათის ცვლილება. ამოღებული იქნება
ჩანაწერი ბიზნესომბუდსმენის აპარატის შესახებ და ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი
პუნქტის „პ“ ქვეპუქნტი.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
ასეთი არ არსებობს.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების )
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე )კანონპროექტის ავტორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
ნიკანორ მელია
თინათინ ბოკუჩავა
ვ ) კანონპროექტის ინიციატორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
ნიკანორ მელია
თინათინ ბოკუჩავა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო სამსახური – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური
რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით
თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას,
სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას;
ბ) სახელმწიფო მოსამსახურე – პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან
დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და
უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი
საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე;
გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული
საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ
კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს
მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის
აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში,
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა;
[ გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული
საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ
კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო
ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის
აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
საქმიანობა; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
დ) საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე,
ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირი;
ე) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი,
რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო
თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც
უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ
იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;
ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის
განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების
შესრულების უფლებამოსილება;
ზ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელიც
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების
განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების
შესრულებით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებული თანამდებობები;
თ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი,
საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს
მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები;
ი) პოლიტიკური თანამდებობის პირი – სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და
მისი
მოადგილე,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თანამდებობის
პირი,
მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე;
კ) საჯარო დაწესებულება – სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება,
აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული
ორგანიზაცია, ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ იგი არის შესაბამისი
დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების
განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია და მასში მუშაობენ საჯარო
მოსამსახურეები;
ლ) თანამდებობა – კარიერული საფეხური, რომელიც ფუნქციათა ერთობლიობაა და
განსაზღვრავს მის ადგილსა და როლს საჯარო სამსახურის სისტემაში;
მ) მოხელის შეფასება – მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებების და ამ
კანონით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების განსაზღვრისათვის
საჯარო დაწესებულების მიერ ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე
მოხელის ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1265 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
მუხლი 4. პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის
პირზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო
კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის
აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე;
გ) მოსამართლეზე;
დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრზე;
ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე;
ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე;
თ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსა და მის მოადგილეზე;
[ თ)
სახელმწიფო
ინსპექტორსა
მოადგილეზე; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
და
მის
ი) ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეზე –
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანზე და მის მოადგილეზე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს
პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების
უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე;
ლ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს
მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა
და მათ მოადგილეებზე;
მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე;
ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე,
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე;
ო) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა
და მათ მოადგილეებზე;
პ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეზე;
ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო
კომისიების არჩეულ წევრებზე;
რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე,
გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა;
ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;
უ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსზე და მის მოადგილეებზე;
ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე,
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და
მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის
მოადგილეზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს
ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორზე, საპენსიო
სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებზე და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურეზე
ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე
მუხლი, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები და
მე-3 და მე-4 პუნქტები, 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლები, თუ სპეციალური
კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი,
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე;
ა1) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს
აღმასრულებელსა
და
აღსრულების
პოლიციის
სამმართველოს
პოლიციის
თანამშრომელზე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე;
დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე;
ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე,
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების
თანამშრომლებზე;
ზ) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე;
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტისა და ამავე
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებზე;
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე;
კ) პროკურატურის მუშაკზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა;
ლ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატზე;
მ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1710);
ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე;
ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე;
პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე;
ჟ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე;
[ რ)
სახელმწიფო
ინსპექტორის
გამომძიებელზე. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
სამსახურის
4. საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის
განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის
კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5599 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №482 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1710 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3136 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 09.08.2018