„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.08.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ნიკანორ მელია, თინათინ ბოკუჩავა
ნომერი
#07-3/216/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 28 მაისის N3612-IIს საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.017953) მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგება ხდება სხვა საკანონმდებლო აქტებით. კერძოდ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად აღარ არსებობს აღნიშნული საკითხის ცალკე საკანონმდებლო აქტით დარეგულირების საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება, ვინაიდან აღნიშნული კანონით განსაზღვრული საკითხების მოწესრიგება ხდება სხვა საკანონმდებლო აქტებით. ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ 2015 წლის 28 მაისის საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება. ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის წყარო: მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ბიზნეს ომბუდსმენისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ყოველწლიურად ნაწილდება სამი ძირითადი მიმართულებით - შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სოციალური უზრუნველყოფა. აქედან ყველაზე დიდი წილი, საშუალოდ 92% იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე. 2018 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისათვის (პროგრამული კოდი 04 02) გამოყოფილი 678 ათასი ლარიდან, 93% (630 ათასი ლარი) მოდის შრომის ანაზღაურებაზე. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების მიხედვით, გამოყოფილი 331.3 ათასი ლარიდან 87.9% ( 291.3 ლარი) დაიხარჯა შრომის ანაზღაურებაზე. 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების მიხედვით, გამოყოფილი 505.3 ათასი ლარიდან 94.3% ( 476.6 ათასი ლარი) მოდიოდა შრომის ანაზღაურებაზე. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანდართული ინფორმაციის მიხედვით, „ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები“, საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისათვის 2019-2021 წლებში ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაგეგმილია 455 ათასი ლარის გამოყოფა. წინა წლების მსგავსად, მთლიანი ხარჯებიდან შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი სახსრების 92%-იან ნიშნულზე შენარჩუნების პირობებში, 2019-2021 წლებში შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება წლიურად დაახლოებით 418.6 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში მისამართი თანხა შეადგენს ყოველწლიურად დაახლოებით 83.7 ათას ლარს. ინიცირებული კანონპროექტის ამოქმედება, 2019-2021 წლებში გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას ყოველწლიურად დაახლოებით 83.7 ათასი ლარის ოდენობით. ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატში გაზრდილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მიზნით, სავარაუდოდ მოხდება დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზება. აღნიშნული ცვლილება კი გამოიწვევს, სახალხო დამცველის აპარატიდან ბიუჯეტში მისამართი საშემოსავლო ნაწილის ზრდას, რომელიც 2019-2021 წლებში იქნება ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიდან ბიუჯეტში მისამართი საშემოსავლო გადასახადების ნაწილობრივი ოდეონაბა. კერძოდ, გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით (წერილის რეგ. N 7502/07-4/18, თარიღი: 18 ივლისი, 2018 წ), ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული სპეციალისტების საშუალო თვიური ანაზრაურება შეადგეს 2 550 ლარს, ხოლო ბიუჯეტში მისამართი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა ერთ სპეციალისტზე 510 ლარს. კანონპროექტის ამოქმდების შემდეგ, ბიუჯეტის საშემოსვლო ნაწილზე ზეგავლენა დამოკიდებული იქნება, თუ რა რაოდენობის ახალი ადამიანური რესურსის დამატება მოხდება სახალხო დამცველის აპარატისათვის. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული სპეციალისტის სრული ოდენობის, რომელიც 2018 წლის მონაცემით შეადგენს ათ პირს, სახალხო დამცველის აპარატისათვის დამატების შემთხვევაში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება წელიწადში დაახლოებით 61 200 ლარით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანდართული ინფორმაციის მიხედვით, „ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები“, საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისათვის 2019-2021 წლებში ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაგეგმილია 455 ათასი ლარის გამოყოფა. აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას 2019-2021 წლებში, ყოველწლიურად 455 ათასის ოდენობით, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვით. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანდართული ინფორმაციის მიხედვით, „ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები“, 2019-2021 წლებში სახალხო დამცველის აპარატის (პროგრამული კოდი 41 01) დაფინანსება დაგეგმილია შემდეგ ნიშნულზე: 2019 წელი- 6 მლნ. ლარი, 2020 წელი - 6,5 მლნ. ლარი, 2021 წელი - 7 მლნ. ლარი. აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდა 2019-2021 წლებში, სახალხო დამცველის აპარატისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ზრდის ხარჯზე. კერძოდ, 2019-2021 წლებში საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისათვის გამოსაყოფი საბიუჯეტო სახსრების, რომელიც ყოველწლიურად შეადგენს 455 ათას ლარს, ნაწილობრივი ოდენობის მიმართვა შესაძლოა მოხდეს სახალხო დამცველის აპარატში გაზრდილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მიზნით. ვინაიდან ბიზნეს ომბუდსმენისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ყველაზე დიდი წილი, საშუალოდ 92% იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, ხარჯვითი ნაწილის ზრდაც ძირითადად მოხდება შრომის ანაზღაურების კატეგორიით. ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული ათივე სპეციალისტების სახალხო დამცველის აპარატისათვის დამატების შემთხვევაში, მხოლოდ შრომით ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯი გაიზრდება დაახლოებით წელიწადში 306 ათასი ლარით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: 2018 წლის მდგომარეობით საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენში მომუშავეთა რიცხოვნობა შეადგენს ცამეტ პირს (წერილის რეგ. N 7502/07-4/18, თარიღი: 18 ივლისი, 2018 წ). კერძოდ, ბიზნესომბუდსმენი, მისი ორი მოადგილე და აპარატის ათი თანამშრომელი. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის პირდაპირი წესით მიერთებას სახალხო დამცველის აპარატისათვის. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს ბიზნეს ომბუდსმენში დასაქმებულებისათვის, აღნიშნული უწყებიდან მიღებული, სახელფასო შემოსავლების გაუქმებას თვეში შემდეგი ოდენობით: ბიზნესომბიდსმენი - 6 250 ლარი, ბიზნესომბუდსმენი მოადგილე - 5 125 ლარი, I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ( 7 თანამშრომელი) – 2 800 ლარი, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (2 თანამშრომელი) – 2 200 ლარი, I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ( 1 თანამშრომელი) – 1 500 ლარი. ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატში გაზრდილი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მიზნით, სავარაუდოდ მოხდება დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზება, არაუმეტეს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული I და II კატეგორიის უფროსი და უმცროსი სპეციალისტების ოდენობისა, შესაბამისი სახელფასო შემოსავლის უზრუნველყოფით. ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში ასეთი არ არსებობს. დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების ) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის ე )კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე სალომე სამადაშვილი ნიკანორ მელია თინათინ ბოკუჩავა ვ ) კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე სალომე სამადაშვილი ნიკანორ მელია თინათინ ბოკუჩავა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის (შემდგომ ბიზნესომბუდსმენი) უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს. – 2. ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა. მუხლი 2. ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და კანონქვემდებარე აქტები. მუხლი 3. ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. ბიზნესომბუდსმენი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია. ბიზნესომბუდსმენზე რაიმე ზემოქმედება და მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია. 2. ბიზნესომბუდსმენი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებით. სამართლიანობის, 3. ბიზნესომბუდსმენი განცხადების განხილვისას ნეიტრალურია და არ წარმოადგენს განმცხადებელს ან იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების/ქმედების მართლზომიერებასაც საეჭვოდ ხდის განმცხადებელი. 4. ბიზნესომბუდსმენი მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის დაცვით ცდილობს კონსენსუსის მიღწევას. 5. ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მას, როგორც ბიზნესომბუდსმენს, გაანდეს. ეს უფლება ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება. მუხლი 4. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა 1. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება. 2. ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. 3. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება საქართველოს პრემიერმინისტრის სამართლებრივი აქტით. 4. ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილება უწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში; ბ) საკუთარი უფლებამოსილების ზედიზედ 4 თვის განმავლობაში განუხორციელებლობის შემთხვევაში; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; ე) ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის დაწყების ან თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის შემდეგ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში; ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით; ზ) პირადი განცხადების საფუძველზე; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 6. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ბიზნესომბუდსმენის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შესრულების პერიოდში სარგებლობს ბიზნესომბუდსმენისთვის მინიჭებული უფლებებითა და სამართლებრივი გარანტიებით. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1828 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. მუხლი 5. ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა 1. ბიზნესომბუდსმენს უფლება არ აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობებისა. 2. ბიზნესომბუდსმენს უფლება არ აქვს, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან 3. ბიზნესომბუდსმენი ვალდებულია თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა. მუხლი 6. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება 1. ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას. 2. პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს: ა) ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით; ბ) საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენით; გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით. 3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან გააფორმოს გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმება ინფორმაციის/დოკუმენტის გ) სამსახურებრივი საჭიროებისათვის განმარტების/დასკვნის მისაღებად სპეციალისტს, სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებას; მიმართოს დ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სექტორის წარმომადგენლები; ე) ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია. 4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესომბუდსმენს საქმიანობის განხორციელებაში და წარუდგინოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტი. 5. ბიზნესომბუდსმენი ვალდებულია დაიცვას უფლებამოსილების განხორციელების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოობა. 6. ბიზნესომბუდსმენისთვის ინფორმაციის/დოკუმენტის გადაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება. 7. ბიზნესომბუდსმენი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან აფორმებს გ) ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით იწვევს სპეციალისტს; დ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. აქტებითა და 8. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს შუამდგომლობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიება, თუ ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამ პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. მუხლი 7. ბიზნესომბუდსმენის აპარატი და მოადგილე 1. ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი (შემდგომ – აპარატი). აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით. 2. ბიზნესომბუდსმენს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე/ თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს ბიზნესომბუდსმენი. ბიზნესომბუდსმენის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილებას განსაზღვრავს ბიზნესომბუდსმენი. 3. ბიზნესომბუდსმენის მოადგილეზე/მოადგილეებზე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე5 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენისთვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები. 4. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე/მოადგილეები და აპარატი მოქმედებენ ბიზნესომბუდსმენის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით. 5. ბიზნესომბუდსმენი: ა) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს აპარატის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს აპარატის საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ოდენობებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს, აპარატის თანამშრომლებთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს; ე) განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციებს; ვ) აპარატის თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობის ღონისძიებებს; იყენებს წახალისებისა და დისციპლინური ზ) ამტკიცებს აპარატში სტაჟირების გავლის წესს. 6. აპარატი: ა) ხელს უწყობს ბიზნესომბუდსმენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ასრულებს ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილის/მოადგილეების მითითებებსა და დავალებებს. 7. აპარატის თანამშრომლებზე ვრცელდება ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4384 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №129 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1828 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. მუხლი 8. განცხადების განხილვა 1. ბიზნესომბუდსმენი განიხილავს განცხადებას, რომელიც შეეხება პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევას. 2. პირი უფლებამოსილია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს განცხადება ბიზნესომბუდსმენს, თუ განცხადებაში მითითებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება/ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე. 3. პირს უფლება აქვს, ბიზნესომბუდსმენს უფლებამოსილი ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს. პირის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით წარმომადგენლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. ბიზნესომბუდსმენს უფლება აქვს, არსებითად არ განიხილოს განცხადება, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია განცხადებაში მითითებული დარღვევის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსწორების საშუალება, რომელიც გამოყენებული არ ყოფილა. 5. ბიზნესომბუდსმენი განცხადებას არ განიხილავს, თუ: ა) განმცხადებელმა უარი თქვა განცხადების განხილვაზე; ბ) განცხადება განმეორებით არის წარდგენილი, მის თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება და არ არსებობს ახალი გარემოება/მტკიცებულება; გ) განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერ არის წარდგენილი; დ) განცხადება ანონიმურია ან განმცხადებელთან დაკავშირება შეუძლებელია; ე) განმცხადებელმა ხარვეზი ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილ ვადაში არ გამოასწორა. 6. განმცხადებელს მიეთითება ხარვეზის გამოსწორების თაობაზე და მის გამოსასწორებლად მიეცემა გონივრული ვადა, თუ: ა) განცხადება (გარდა ელექტრონული ფორმით წარდგენილისა) ხელმოუწერელია; ბ) განცხადება წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განცხადებიდან ვერ ირკვევა პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტი ან/და მოთხოვნის არსი. 7. ბიზნესომბუდსმენი განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. განცხადების განხილვა ჩერდება მასში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტის გამოთხოვის შემთხვევაში. განცხადების განხილვის შეჩერება იწვევს მისი განხილვის ვადის დინების შეჩერებას. 8. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტი გამოითხოვოს იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს განმცხადებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს ინფორმაცია/დოკუმენტი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 9. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა. ამ შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენს ინფორმაცია/დოკუმენტი უნდა წარედგინოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღისა. 10. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია ზეპირი განმარტების მისაღებად შეხვდეს იმ ადმინისტრაციული ორგანოს ან/და ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს/წარმომადგენელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს განმცხადებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. 11. პირის უფლების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავს პირის დარღვეული უფლების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ რეკომენდაციით. 12. ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკვიზიტებს; გ) დარღვეული უფლების აღწერას; დ) ფაქტების აღწერას; ე) განმცხადებლის არგუმენტაციას; ვ) ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებულ ინფორმაციას/დოკუმენტს; ზ) პირის დარღვეული უფლების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ რეკომენდაციას. 13. ბიზნესომბუდსმენის მიერ განცხადების განხილვის შედეგები ეცნობება განმცხადებელს. 14. ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციის სრულად ან ნაწილობრივ გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამ რეკომენდაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობებს ბიზნესომბუდსმენს აღნიშნულის შესახებ და წარუდგენს სათანადო დასაბუთებას. 15. ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის გაგზავნილი რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს, რისთვისაც იგი უფლებამოსილია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტი. 16. ბიზნესომბუდსმენის მიერ განცხადების განხილვა არ ზღუდავს პირის უფლებას, გამოიყენოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სხვა საშუალებები, მათ შორის, მიმართოს სასამართლოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას. მუხლი 9. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი 1. ბიზნესომბუდსმენი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის/პირების მიმართვის საფუძველზე აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას და ნორმატიული აქტების პროექტებს. 2. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი განმარტებები იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს. 3. ნორმატიულ აქტში ან ნორმატიული აქტის პროექტში ისეთი ნორმის არსებობისას, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს პირის უფლება, ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დასკვნას წარუდგენს. 4. ბიზნესომბუდსმენის დასკვნა უნდა შეიცავდეს ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პროექტის დასახელებას და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ ნორმატიული აქტის/ნორმატიული აქტის პროექტის არსებული რედაქცია პირის უფლებას არღვევს. 5. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით. მუხლი 10. პრაქტიკის ანალიზი 1. ბიზნესომბუდსმენის მიერ პრაქტიკის ანალიზის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირის/პირების მიმართვა ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია. 2. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია მიიღოს ზეპირი და წერილობითი განმარტებები იმ ადმინისტრაციული ორგანოსგან, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განხორციელებული ქმედება შესაძლოა არღვევდეს პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. 3. პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბიზნესომბუდსმენი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს რეკომენდაციით მიმართავს. 4. ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს პრაქტიკის ანალიზის დაწყების მიზეზს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იმ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ არსებული პრაქტიკა პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს არღვევს. 5. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წინადადებები პრაქტიკის სრულყოფის მიზნით. ორგანოს წარუდგინოს მუხლი 11. საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობა პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის თავიდან ასაცილებლად ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას, მათ შორის, საინფორმაციო ვიდეორგოლების გავრცელებით, სემინარებისა და შეხვედრების გამართვით, სასწავლო ვიზიტებით და სპეციალისტების მოწვევით. მუხლი 12. ბიზნესომბუდსმენის წლიური ანგარიში 1. ბიზნესომბუდსმენი ამზადებს წლიურ ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ბიზნესომბუდსმენის წლიური ანგარიში საჯაროა და მის გამოქვეყნებას ბიზნესომბუდსმენი უზრუნველყოფს. 2. ბიზნესომბუდსმენის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის მიერ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით განხილული განცხადებების, საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების, მომზადებული რეკომენდაციებისა და დასკვნების, რეკომენდაციებსა და დასკვნებზე ადმინისტრაციული ორგანოების რეაგირების, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ზოგადი ტენდენციებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე. 3. ბიზნესომბუდსმენი წლიურ ანგარიშს კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში წარუდგენს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. მუხლი 13. ბიზნესომბუდსმენის ქონება და დაფინანსება 1. ბიზნესომბუდსმენს საკუთარი უფლებამოსილების შეუფერხებლად განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 3. ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი. 4. ბიზნესომბუდსმენი განკარგავს მისთვის გამოყოფილ სახსრებს და უზრუნველყოფს გადაცემული ქონების შენახვასა და მიზნობრივ გამოყენებას. მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე საგადასახადო ომბუდსმენი, საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე და საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები ინიშნებიან ბიზნესომბუდსმენის, ბიზნესომბუდსმენის მოადგილის და აპარატის შესაბამის თანამდებობებზე. 2. საგადასახადო ომბუდსმენის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ბიზნესომბუდსმენის მიერ მათ შეცვლამდე ან გაუქმებამდე. 3. საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობის დასახელების შეცვლა არ იწვევს საგადასახადო ომბუდსმენის/საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შეჩერებას ან შეწყვეტას. 4. აპარატის დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად განსაზღვრამდე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობისათვის საჭირო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მოსამზადებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში გათვალისწინებას. 5. სახელმწიფოს მიერ ბიზნესომბუდსმენისთვის შესაბამისი ქონების გადაცემამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბიზნესომბუდსმენს და აპარატს უზრუნველყოფს მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ფართობითა და ინვენტარით. მუხლი 15. დასკვნითი დებულებები 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილების, საქმიანობის ძირითადი პრინციპებისა და ფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №92 დადგენილება. 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, გიორგი მარგველაშვილი 28 მაისი 2015 წ. N3612-IIს