„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151)
23-ე მუხლი მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების
სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს
(მათი ოდენობა აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში) შეადგენს ან
აღემატება მათ, საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში
მითითებული პირებისა, შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და
საქართველოს სახალხო დამცველის თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური
წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს
თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევენ საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით.
საბჭოს ერთი და იგივე წევრი მის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ
ერთხელ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“
ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები რომლითაც ფართოვდება სახალხო დამცველის
ფუნქციები და ემატება, ის უფლებამოსილებები, რაც დაკისრებული ჰქონდა
ბიზნესომბუდსმენს.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს სახალხო დამცვლის შესახებ“ ორგანულ კანონთან.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონის პროექტით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილში ხდება რედაქციული ხასიათის ცვლილება. კერძოდ,
ნაცვლად საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის თოთო წარმოამდგენლისა, ჩაიწერება
საქართველოს სახალხო დამცველს თითო წარმოამდგენელი.
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
ასეთი არ არსებობს.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების )
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე )კანონპროექტის ავტორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
ნიკანორ მელია
თინათინ ბოკუჩავა
ვ ) კანონპროექტის ინიციატორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
სალომე სამადაშვილი
ნიკანორ მელია
თინათინ ბოკუჩავა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
მუხლი 23. დავების განხილვის საბჭო
+
1. ელექტრონული ტენდერის, კონკურსის ან შერჩევის პროცესის ჩატარებისას
წარმოშობილი დავის სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით ამ
კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – დავების
განხილვის საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და
თანამდებობის პირს. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე, გარდა ამ
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტის პრინციპის საფუძველზე შედის სააგენტოს 3
წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის 3
წარმომადგენელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების
სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი
ოდენობა აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში) შეადგენს ან აღემატება მათ,
საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირებისა, შედის
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს
სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო
წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1
წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი,
რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ საბჭოს წევრები ფარული
კენჭისყრით, 1 წლის ვადით. საბჭოს ერთი და იგივე წევრი მის თავმჯდომარედ შეიძლება
აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
4. საბჭოს წევრებად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების მიერ
წარმომადგენელთა არჩევის წესი, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული
ორგანოების მიერ წარმომადგენელთა დასახელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით. აღნიშნული პირები საბჭოს წევრებად ინიშნებიან 1 წლის ვადით.
სააგენტოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პირთა საბჭოს წევრებად არჩევის/დასახელების
პროცესში, გარდა მისი ტექნიკური უზრუნველყოფისა.
5. სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ნაწილში საბჭოს საქმიანობის
წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო შერჩევის პროცესიდან
გამომდინარე დავის განხილვის წესი – „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავის
განხილვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საბჭოს საქმიანობას ტექნიკურად უზრუნველყოფს სააგენტო.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1945 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2275 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.