„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.08.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ნიკანორ მელია, თინათინ ბოკუჩავა
ნომერი
#07-3/216/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86): შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი პირველი ნაწილის „ი1“ ქვეპუქნტი ამოღებულ იქნას მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები რომლითაც ფართოვდება სახალხო დამცველის ფუნქციები და ემატება, ის უფლებამოსილებები, რაც დაკისრებული ჰქონდა ბიზნესომბუდსმენს. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს სახალხო დამცვლის შესახებ“ ორგანულ კანონთან. ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი წარმოდგენილი კ ანონის პროექტით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნება, რაც გამოწვეულია „ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებით. ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში ასეთი არ არსებობს. დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების ) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არის ე )კანონპროექტის ავტორები პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე სალომე სამადაშვილი ნიკანორ მელია თინათინ ბოკუჩავა ვ ) კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრი: რომან გოცირიძე სალომე სამადაშვილი ნიკანორ მელია თინათინ ბოკუჩავა ნიკანორ მელია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის მუხლი 2 3+ 1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები; დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები; ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე; ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე; ე 2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები; ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე; ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე; [ ზ 1 ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ] ზ2) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708); თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე; თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები; ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; ი 1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე; კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი; კ1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ; კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; [კ 2 ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ] კ3) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708); ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები; ლ2 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; მ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი; ო) გენერალური აუდიტორი , მისი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები; პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი; რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი; ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი; უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე; [ უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე; ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ] ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973); ღ) მოსამართლე; ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები; [ ყ) საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები; ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ] შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი; ჩ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358); ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე; [ ც) სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილე; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] ძ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები; წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. 2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება: ა) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358); ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი; გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა (რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934-სსმI, №15(22), 14.05.1999წ., მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987-სსმI, №21(28),14.06.99 მუხ.103 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1014-სსმ №24, 01.08.2001წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3184-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.129 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4278-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.437 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4295-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.5 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4603-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.107 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4818-სსმI, №19, 01.06.2007წ., მუხ.172 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4861-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.190 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5249-სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5470-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.381 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №486-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.202 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1277-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.61 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2669-სსმI, №7, 09.03.2010წ., მუხ.28 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4675 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5129 - ვებგვერდი, 27.10.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6174 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6612 - ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 1 3 ნოემბრის კანონი №1 52 6 - ვებგვერდი, 22 .11.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 93 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1666 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1801 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 201 4 წლის 5 თებერვლის კანონი №1950 - ვებგვერდი, 17.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1973 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2361 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2643 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3129 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3614 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3932 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1708 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2760 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3287 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.