„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.09.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/251/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს კანონი აწესრიგებს სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად სამართლებრივ საფუძვლებს და ამ სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებსა და მოვალეობებს. 2. ამ კანონის მიზანია მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით ლეგალური ბრუნვის რეგულირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. 3. ამ კანონით გათვალისწინებული მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მცენარე კანაფი - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის I სიის 82-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება; ბ) მცენარე კანაფის ლეგალური ბრუნვა - მცენარე კანაფის ბრუნვა ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) მცენარე კანაფის უკანონო ბრუნვა - მცენარე კანაფის ბრუნვა ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის დარღვევით; დ) მცენარე კანაფის დათესვა – მცენარე კანაფის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანა, ან მცენარის ნერგის დარგვა მიწის ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის, აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე ხელოვნურ ან/და საოჯახო პირობებში; ე) მცენარე კანაფის მოყვანა – დათესილი და დარგული მცენარე კანაფის მოვლა მათი ფიზიოლოგიური სიმწიფის ფაზის მიღწევის მიზნით; ვ) მცენარე კანაფის კულტივირება – მცენარე კანაფის სელექცია; მოქმედება, რომელიც მიმართულია მცენარე კანაფის ახალი სახეობის ან ჰიბრიდის მიღებისაკენ, რომელიც ან რომლის ნაწილებიც შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს; ზ) მცენარე კანაფის გადამუშავება - შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირების შედეგად მიღებული ნედლეულისგან აქტიური ნივთიერებების გამოყოფა; თ) გადაზიდვა (გადატანა) – მცენარე კანაფის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით; ი) გადაგზავნა - მცენარე კანაფის გადაადგილება (გადამისამართება) ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ფოსტით, ამ ნივთიერების გამგზავნის, ადრესატისა და უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად; კ) შენახვა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის ან მისი შემცველი პროდუქციის ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ლ) გასაღება – მცენარე კანაფის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა; მ) ქვეყნის შიდა კვოტა – მოთხოვნის გათვალისწინებით განსაზღვრული მცენარე კანაფის მოყვანისთვის დასაშვები წლიური ლიმიტი; ნ) მცენარე კანაფის შემცველი პროდუქცია - ამ კანონით გათვალისწინებული მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქცია ან მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქცია; ო) მცენარე კანაფის ნედლეული – მცენარე კანაფის ნედლეული, რომელიც უშუალოდ ან გადამუშავების შემდეგ გამოიყენება პროდუქციის საწარმოებლად; პ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ჟ) ფალსიფიკაცია – მცენარე კანაფის ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და შეფუთვაზე აღნიშნულ მონაცემებთან; რ) სააგენტო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანაფის კონტროლის სააგენტო. მუხლი 3. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი 1. სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი. 2. სააგენტოს უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 3. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები. 4. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 5. სააგენტო ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 6. სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, სააგენტოს სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). 7. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს ნორმატიული აქტი. 8. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა, ხელმოწერა. მართვის ერთიანი დოკუმენტზე ავტომატური ელექტრონულ საშუალებები, ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 9. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრისა და სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. მუხლი 5. სააგენტოს ამოცანები სააგენტოს ამოცანებია: ა) მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; გ) კომეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებანი ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად სააგენტო: ა) ახორციელებს მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ კანონის შესაბამისად, ლიცენზიის მქონე პირების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; ბ) უზრუნველყოფს მცენარე კანაფის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ახდენს მცენარე კანაფის კონფისკაციას, მისი შემდგომი განადგურების მიზნით; დ) ამზადებს სპეციალურ ანგარიშებს და ამ კანონის შესაბამისად წარუდგენს სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, ასევე, ყოველკვარტლურად და ყოველწლიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციას; ე) ახორციელებს მსოფლიოში კანაფთან დაკავშირებით ბაზრის შეფასების კვლევას, ამ კუთხით არსებული ტენდენციების შესწავლას და აღნიშნულის შესახებ ამზადებს შესაბამის დოკუმენტს; ვ) ამზადებს მცენარე კანაფის/მარიხუანის გავლენას საქართველოში ნარკომანიის გავრცელებაზე და აღნიშნულ დოკუმენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს; ზ) შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, სოციალურ კამპანიებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ნარკომანიის თავიდან აცილების ან/და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 7. სააგენტოს უფროსი და მოადგილე 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სააგენტოს უფროსი: ა) აწესრიგებს სააგენტოს განსაზღვრავს სააგენტოს პრიორიტეტებს; კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დ) წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; ე) ამტკიცებს სააგენტოს მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; ვ) საჭიროებისამებრ ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ზ) ახორციელებს ამ კანონით, სააგენტოს დებულებითა კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. და საქართველოს 3. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელიც სააგენტოს უფროსს ხელს უწყობს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში. მუხლი 8. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს საკუთარი ამოცანების შესასრულებლად და უფლებამოსილებების განსახორციელებლად აქვს ქონება. საქართველოს კანონმდებლობით. ამ ქონების შექმნის წესი განისაზღვრება 2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისგან, აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისგან, რომლებიც სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე აისახება. მუხლი 9. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საჩუქრისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 10. სამთავრობო კონტროლი სააგენტო საქართველოს მთავრობასა და სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. მუხლი 11. საპარლამენტო კონტროლი 1. სააგენტოს საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი. საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სააგენტო ყოველი წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით. მუხლი 12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლი 1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2. ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშის საქართველოს მთავრობისადმი ან/და პარლამენტისადმი წარდგენამდე სააგენტოს უფროსი შეთანხმების მიზნით წარუდგენს მინისტრს. თავი II. კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ცალკეული საქმიანობების განხორციელების პირობები მუხლი 13. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სალიცენზიო საქმიანობა 1. მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტს აქვს: ა) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების უფლება; ბ) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების უფლება; გ) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების უფლება; დ) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების უფლება; ე) მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის უფლება; ვ) მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების უფლება; ზ) მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების უფლება; თ) სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის უფლება; ი) სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის უფლება; კ) სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის უფლება. 2. დაუშვებელია: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „თ“, ან „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის აღება; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის აღება; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახის ლიცენზიის აღება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება ხორციელდება მხოლოდ პარფიუმერულკოსმეტიკური გამოყენების მიზნით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის. დაუშვებელია მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ან მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია, გარდა ექსპორტის მიზნით შესაბამისი ლიცენზიის მფლობელის მიერ მოყვანილი/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მცენარე კანაფის შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევისა. 5. დაუშვებელია საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო პროფესიული), (ზოგადსაგანმანათლებლო, და საგანმანათლებლო- სხვა სასწავლო დაწესებულებების, ახალგაზრდობის ბანაკების, სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე სააღმზრდელო უმაღლესი ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირების, გადამუშავების, შენახვის, მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, მცენარე ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განხორციელება. კანაფის შემცველი 6. მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისთვის, წარმოებისთვის დადგენილი ქვეყნის შიდა კვოტა, დასაშვები ტერიტორიები და მათი შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისთვის, წარმოებისთვის დასაშვები ჯიშები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სახის ლიცენზიის გაუქმების ან სალიცენზიო მოწმობაში მითითებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობით მცენარე კანაფის მოყვანის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, მის ხელთ არსებული მცენარე კანაფი სრულად გადასცეს სააგენტოს, შემთხვევაში კი მხოლოდ ნამატი, მისი შემდგომი ჭარბი წარმოების განადგურების მიზნით. განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 14. მცენარე კანაფის ლეგალური ბრუნვის ძირითადი მოთხოვნები 1. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით ლიცენზიის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს სააგენტო. 2. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით არსებული ლიცენზიები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე არაუმეტეს 5 წლის ვადით. 3. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის მოპოვება შეუძლია შეზღუდული მხოლოდ იურიდიულ პასუხისმგებლობის პირს, საზოგადოების რომელიც ან სააქციო დაფუძნებულია საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. 4. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა. 5. ლიცენზიაში უნდა მიეთითოს მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირებისა და წარმოებისთვის ნებადართული ოდენობა, ქვეყნის შიდა კვოტის გათვალისწინებით. 6. ლიცენზია გაიცემა აუქციონის გზით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით IV თავით დადგენილი წესის შესაბამისად, ასევე, საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზია შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით. 7. ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 8. აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით, ადგენს სააგენტო. 9. აკრძალულია მცენარე კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა. მუხლი 15. ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები 1. კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად სააგენტოსათვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) მონაცემები ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის (იურიდიული პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი), ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; მონაცემები ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; მონაცემები იურიდიული პირის მართვის ორგანოების სტრუქტურის შესახებ; ბ) იურიდიული პირის ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 2. სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციის ლიცენზიის მაძიებელმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციისა, დამატებით უნდა წარმოადგინოს: ა) შესაბამისი ობიექტის/მიწის საკუთრების ან კანონიერი დამადასტურებელი დოკუმენტი და ობიექტის/მიწის აგეგმვით/აზომვითი ნახაზი; მფლობელობის საკადასტრო ბ) ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია; გ) ინფორმაცია მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის განკუთვნილ ფართზე გამოსაყენებელი თესლის რაოდენობის შესახებ; დ) ინფორმაცია მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგად მისაღები ნედლეულის სავარაუდო რაოდენობის შესახებ; ე) ინფორმაცია მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების კონკრეტულ ვადებზე შესაბამისი დასაბუთებით; ვ) მცენარე კანაფის ჯიშისა და მასში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის პროცენტული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, დადასტურებული შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე დაწესებულების ლაბორატორიული დასკვნით; ზ) გამოსაყენებელი საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებების და მეთოდების დეტალური აღწერა, შესაბამისი დასაბუთებით. 3. სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზიის მაძიებელმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციისა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები. 4. მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ან/და მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზიის მაძიებელმა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციისა, დამატებით უნდა წარმოადგინოს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები; ბ) ინფორმაცია მცენარე კანაფის შემცველი წარმოებული პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ან/და ფარმაცევტული პროდუქციის სავარაუდო რაოდენობის შესახებ. 5. ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსპორტის ან იმპორტის ლიცენზიის მაძიებელმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა, დამატებით უნდა წარმოადგინოს იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპორტის/იმპორტის შესახებ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი. 6. სააგენტოს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. 7. ინფორმაციის (დოკუმენტაციის) მიღების შემდეგ სააგენტო ამოწმებს წარდგენილ ინფორმაციას (დოკუმენტაციას) და ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის თაობაზე თანხმობის ან დასაბუთებული უარის შესახებ. 8. ლიცენზიის გაცემის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ წერილობითი ფორმითმიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მუხლი 16. უსაფრთხოების მოთხოვნები 1. მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივაცია დასაშვებია მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობაში. მცენარე კანაფის, გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მცენარე კანაფის შემცველი პროდუქციის შენახვა უნდა განხორციელდეს დახურულ შენობანაგებობაში. 2. მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, შენახვა, წარმოება ნებადართულია მხოლოდ ისეთ შენობა-ნაგებობაში, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის, შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. 3. ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ რეგულაციებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ელექტრონული სახით ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს. 4. ამ მუხლის პირველი ან მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობაში შესვლის უფლება აქვს/აქვთ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ პირს(ებს) ხელმძღვანელის მიერ გაცემული მრავალჯერადი საშვის საფუძველზე. გარეშე პირი დაწესებულებაში დაიშვება კონკრეტული მიზნითა და საფუძვლით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ერთჯერადი საშვის საფუძველზე. 5. ამ მუხლის პირველი ან მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობაში შესვლისას რეგისტრაციის გავლა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ყველა პირისათვის სავალდებულოა. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი შენობა-ნაგებობაში ყველა პირის, მათ შორის, პერსონალის შესვლა/გასვლის აღრიცხვის მიზნით. ერთჯერადი საშვის გაცემის ყოველი შემთხვევა, პირის სახელის, პირადი ნომრის, თარიღისა და დროის, ასევე შესვლის კონკრეტული მიზნის მითითებით, უნდა აღირიცხოს ელექტრონულ ჟურნალში, რომლის შენახვის ვადა არ უნდა იყოს ორ წელზე ნაკლები. 6. ტერიტორიაზე/ობიექტზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონაცემები შენახულ უნდა იქნეს არანაკლებ 1 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონაცემების შენახვის დამატებითი ვადა შეიძლება განისაზღვროს სააგენტოს უფროსის ბრძანებით. მუხლი 17. ექსპორტი/იმპორტი 1. ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ექსპორტის ან იმპორტის ლიცენზიის გაცემამდე მცენარე კანაფის ექსპორტი/იმპორტი წინასწარ თანხმდება იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან, რისთვისაც სააგენტო გასცემს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს. 2. წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში უნდა მიეთითოს: ა) იმპორტიორი (ექსპორტიორი) ორგანიზაციის დასახელება, მისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; ბ) მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის შემთხვევაში, მისი საერთაშორისო არარეგისტრირებული (გენერიკული) და სავაჭრო დასახელებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) საექსპორტო/საიმპორტო რაოდენობა; დ) ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც ხორციელდება ტვირთის საქართველოდან გატანა/საქართველოში შემოტანა; ე) ექსპორტის/იმპორტის მიზანი; ვ) დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა. 3. ექსპორტის შემთხვევაში წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში დამატებით უნდა მიეთითოს იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი ეროვნული კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი საიმპორტო შეთანხმების დოკუმენტის ნომერი და მისი გაცემის თარიღი. 4. საექსპორტო/საიმპორტო ოპერაციის დასრულებისთანავე შესაბამისი საგადასახადო ორგანო სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ექსპორტის ან იმპორტის შესახებ, ფაქტობრივად ექსპორტირებული/იმპორტირებული საქონლის რაოდენობისა და ექსპორტის /იმპორტის განხორციელების თარიღის მითითებით. 5. საექსპორტო ოპერაციის განხორციელების შემდეგ სააგენტო იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით გამოითხოვს ინფორმაციას ფაქტობრივად იმპორტირებული საქონლის რაოდენობისა და იმპორტის განხორციელების თარიღის შესახებ. 6. საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან საქონელს, რომელსაც არ ახლავს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებენ საგადასახადო ორგანოები. 7. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საქონლის ფაქტობრივ რაოდენობასა და სალიცენზიო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო აკავებს საქონელს და ამის შესახებ აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს, რის შემდეგაც სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპორტის/იმპორტის მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. წესი 9. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხას, რომლებიდანაც ნებადართულია მცენარე კანაფის საქართველოდან გატანა, განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18. მცენარე კანაფის გადამუშავება მცენარე კანაფის გადამუშავების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 19. მცენარე კანაფის ან მისი შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაცია ექსპორტის მიზნით მცენარე კანაფის ან მისი შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირს ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მუხლი 20. მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი პროდუქტის გადაზიდვა 1. მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი პროდუქტის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილი ლიცენზიის პირის მიერ, მქონე მეწარმე საქართველოს სუბიექტის მთავრობის ან მის მიერ დადგენილებით განსაზღვრული უსაფრთხოების წესების დაცვით. 2. მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი პროდუქტის გადაზიდვა დასაშვებია შესაბამისი დაცვის თანხლებით. 3. მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი პროდუქტის გადაზიდვა უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული მათი გარემოში ინტროდუქციის შესაძლებლობა. აკრძალულია მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი პროდუქტის გადაზიდვა სხვა ტვირთთან ერთად. 4. დაუშვებელია მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გადაგზავნა, მათ შორის, საფოსტო გზავნილით. მუხლი 21. მცენარე კანაფის შემცველობის გაზომვა 1. სამედიცინო ან სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივაციისთვის განკუთვნილი მცენარე კანაფის ჯიშებში, მცენარე კანაფის შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტში, მცენარე კანაფის შემცველ პარფიუმერულ-კოსმეტიკურ პროდუქტში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ რაოდენობას. 2. მცენარე კანაფის, მცენარე კანაფის შემცველი პროდუქტის შემცველობის გაზომვა ლიცენზიის მფლობელმა უნდა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით. ლიცენზიის მფლობელმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე იმ ლაბორატორიის შესახებ, სადაც გაზომვა ჩატარდა. 3. მცენარე კანაფის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმები და გაზომვის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 22. მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება ხორციელდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 23. მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება, განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 24. სალიცენზიო პირობები 1. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ისარგებლოს მცენარე კანაფის მხოლოდ იმ სახეობებით და ოდენობით, რომელთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, წარმოებაში გამოყენება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად; ბ) განახორციელოს მცენარე კანაფის კულტივირება/გადამუშავება/წარმოებაში გამოყენება იმ მეთოდებითა და საშუალებებით, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე და ვადებში, რომლებიც მითითებულია წინასწარ წარდგენილ დოკუმენტებში; გ) მცენარე კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას არ დაუშვას მცენარე კანაფის სურნელის ჰაერში გავრცელება; დ) დაიცვას ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომელთა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) აწარმოოს მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირების, გადამუშავების, წარმოებაში გამოყენების, გადაზიდვის, ექსპორტის პროცესის ყველა ეტაპის აღწერის ჟურნალი, რომელიც უნდა შეივსოს ელექტრონულად. ჟურნალის წარმოების წესს ადგენს სააგენტოს უფროსი; ვ) მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული შეტყობინების ფორმის შესაბამისად; ზ) სააგენტოს, ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, წარუდგინოს ანგარიში მცენარე კანაფის გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების გამოყენებული რაოდენობისა და არსებული ნაშთების შესახებ, სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი შეტყობინების ფორმის შესაბამისად. თ) უზრუნველყოს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმათა დაცვა, რაც უნდა დასტურდებოს კომპეტენტური ორგანოს დასკვნით; ი) უზრუნველყოს დაწესებულების თანამშრომლებისთვის (დასაქმებულებისთვის) მცენარე კანაფთან მოპყრობის წესების სწავლება; კ) განათავსოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა; ლ) ობიექტებში, სადაც ხორციელდება მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება, დაცული უნდა იყოს მათი მოყვანისა და შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი და ამგვარი ობიექტების აღჭურვისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით დაცვის დადგენილი მოთხოვნები, რაც დგინდება სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნით. 2. ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია სააგენტოს წარუდგინოს ყოველწლიურად, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 25. მცენარე კანაფის განადგურება ლიცენზიის მფლობელმა მცენარე კანაფის გაუვარგისების, დაზიანების, ჭარბი წარმოების ან სამედიცინო ან/და სამეწარმეო მიზნებისათვის გამოუყენებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი განადგურება სააგენტოს მონაწილეობით. მუხლი 26. პასუხისმგებლობა ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევაზე 1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. 2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. 4. სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე მისვლით განახორციელოს ლიცენზიის მფლობელი პირის საქმიანობის შემოწმება გეგმიურად წელიწადში ერთხელ, ასევე საჭიროების შემთხვევაში - არაგეგმიურად. 5. სააგენტო ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტის შესახებ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 6. ამ კანონის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 27. ლიცენზიის გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება ამ კანონში ცვლილებისა და დამატების განხორციელებამდე დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი 1. 2018 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის შემდეგი დადგენილებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა: ა) „მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისთვის ტერიტორიებისა და ზონების განსაზღვრის შესახებ“; დასაშვები ბ) „მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციის წესის განსაზღვრის შესახებ“; გ) „მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული განხორციელების უსაფრთხოების პირობების განსაზღვრის შესახებ“; საქმიანობების დ) „მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივაციისთვის დადგენილი ქვეყნის ყოველწლიური შიდა კვოტის განსაზღვრის შესახებ“; ე) „მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივაციისთვის დასაშვები ჯიშების ნუსხის დამტკიცების შესახებ“; ვ) „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპორტის/იმპორტის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ზ) „მცენარე კანაფის გადამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; თ) „მცენარე კანაფის შემცველების ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და გაზომვის წესის დამტკიცების შესახებ“; ი) „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. სააგენტოს უფროსმა 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კანაფის კონტროლის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კანაფის კონტროლის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) „მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაში ჩართული შესაბამისი ლიცენზიის მქონე სუბიექტების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“; დ) „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“; ე) „სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ლიცენზიის მფლობელის მიერ სააგენტოში ყოველწლიურად წარსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“; ვ) „მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობათა პროცესის აღწერის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“; ზ) „მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“; სააგენტოსთვის თ) „აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის და ანგარიშსწორების წესის განსაზღვრის შესახებ“. 3. სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ „ჩამორთმეული მცენარე კანაფის ან მისი შემცველი პროდუქტის განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ ერთობლივი ბრძანების მიღება. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება; ბ) სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსათვის გადაცემა. მუხლი 29. დასკვნითი დებულება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი - 27-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი - 27-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ექსპორტზე გასატანად მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანის, კულტივირების, წარმოების სამართლებრივი საფუძვლის შექმნის აუცილებლობით, რაც მოითხოვს მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაწესებას და მის აღსრულებაზე ეფექტურ მონიტორინგს. კანონპროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკანასკნელ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების სულისკვეთება მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებით, ასევე, საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების, კერძოდ, კანადის, საბერძნეთისა და ისრაელის პრაქტიკა, სადაც სამედიცინო და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის მოყვანა, წარმოება და ექსპორტი საკანონმდებლო დონეზე დასაშვებია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოს 30 ქვეყანაში დასაშვებია მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენება (მაგ: ავსტრალია, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი, ჰოლანდია, იტალია, ხორვატია, დანია, ფინეთი, ჩილე და ა.შ) აღნიშნული ცხადყოფს, რომ მცენარე კანაფის/მარიხუანას სამედიცინო/სამრეწველო მიზნით გამოყენების მოთხოვნის ბაზარი მსოფლიოში მზარდია და მუდმივად ფართოვდება. საზღვარგარეთის პრაქტიკის მხრივ, აღსანიშნავია, რომ კანადაში მცენარე კანაფის კულტივაცია დასაშვები გახდა კანონით, რომელიც მიღებულ იქნა 2017 წლის ნოემბერში და ამოქმედდება 2018 წლის 17 ოქტომბრიდან. კანონი ითვალისწინებს მცენარე კანაფთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, მისი წარმოების, რეალიზაციისა და ლიცენზირების წესების დადგენასა და ეროვნული ჯანდაცვის სტანდარტების დაცვას. კანონი განასხვავებს კანაფის კულტივაციასა და წარმოებას. კანაფის კულტივაციისათვის გაიცემა 4 კატეგორიის ლიცენზია - სტანდარტული კულტივაცია, მიკრო კულტივაცია, სამრეწველო კანაფის წარმოებისა და კანაფის სათესი მასალის მოპოვების ლიცენზიები, ხოლო წარმოებისათვის გაიცემა სტანდარტული და მიკრო წარმოების ლიცენზიები. საბერძნეთში 2018 წლის 7 მარტის კანონით დასაშვები გახდა კანაფის სამედიცინო დანიშნულებით მოყვანა და წარმოება. კანონით კანაფის კულტივაციის ნებართვის მიღება შეუძლია როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. საბოლოო პროდუქტის შენახვა, გადაზიდვის და დისტრიბუციის უფლება აქვს მხოლოდ მწარმოებელ ფირმას, პროდუქტით უნდა მომარაგდეს მხოლოდ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები ან მოხდეს პროდუქციის ექსპორტირება. ისრაელში, სამედიცინო მიზნებით კანაფის მოხმარება ლეგალიზებულია 1990 წლებიდან. ისრაელმა დაუშვა სამედიცინო კანაფის ექსპორტი, რომელიც უნდა განახორციელოს ჯანდაცვის სამინისტრომ ან სხვა მხარემ, მხოლოდ სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის პირობებში. ექსპორტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც დაშვებულია სამედიცინო მიზნებით კანაფის მოხმარება და რომელშიც ნებადართულია ისრაელიდან კანაფის იმპორტი. გერმანიაში დაშვებულია კანაფის კულტივაცია/გადამუშავება მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებისთვის. აგრეთვე, ლეგალურია კანაფის შესაბამისი ნერგების (პროდუქციის) შეძენა, ტრანსპორტირება და კულტივირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემულია სათანადო ნებართვა (ლიცენზია). აშშ - ფედერალური კანონმდებლობით (Controlled Substances Act), ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანას ფლობა და მოხმარება, მათ შორის, სამედიცინო დანიშნულებით, არის აკრძალული. თუმცა, კანაფის მოხმარება ამ ეტაპზე ლეგალიზებულია (სამედიცინო მიზნებისთვის) შემდეგ შტატებში: ორეგონი; ნევადა; კალიფორნია; კოლორადო; მეინი; მასაჩუსეტსი; ალასკა; ვაშინგტონი. ამასთან, მცენარე კანაფის სამედიცინო ან სამრეწველო მიზნით დათესვა, მოყვანა, კულტივაცია, მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის ან პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქტის შექმნა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეგულაციებს, მათ შორის, გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ 1961 წლის ერთიან კონვენციას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მცენარე კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და მიღებული შემოსავლის სახელმწიფო ბიუჯეტისკენ მიმართვა. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კანაფის კონტროლის სააგენტოს შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მცენარე კანაფის კონტროლზე, რაც მოიცავს ლიცენზიის გაცემას, სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიანტისთვის მკაცრი სანქციების შეფარდებას და სხვა ისეთი საკითხების დადგენას რაც კანონპროექტითა და მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი ითვალისწინებს სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის ექსპორტზე გატანისათვის სალიცენზიო რეჟიმის შექმნას, ამ საქმიანობაზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრას და უსაფრთხოების წესების დადგენას. კანონპროექტით აკრძალულია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია. პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანაფის კონტროლის სააგენტო. სააგენტო უზრუნველყოფს მცენარე კანაფთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ლიცენზიის გაცემას და სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს, ასევე, სამართალდარღვევების პრევენციას, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას. ასევე, ნარკომანიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შესაბამის საინფორმაციო კამპანიასა და სხვა პრევენციულ ღონისძიებების განხორციელებას, ანგარიშების მომზადებასა და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისათვის წარდგენას. პროექტი ითვალისწინებს შემდეგ სალიცენზიო საქმიანობის სახეებს:  სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;  სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;  სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;  სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;  მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია;  მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია;  მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია;  სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია;  სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია;  სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია. შესაბამისად, მხოლოდ ზემოაღნიშნული ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტს ექნება: მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივირების უფლება; ასევე, მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციისა და შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება/ექსპორტის, ასევე, სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის უფლება. ხოლო, შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი ვალდებულია მის ხელთ არსებული მცენარე კანაფი გადასცეს სააგენტოს, მისი შემდგომი განადგურების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით, ხოლო ლიცენზიის მოპოვება შეეძლება მხოლოდ იურიდიულ პირს, ხოლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა იქნება აკრძალული. ასევე აკრძალულია კანონპროექტით მცენარე კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე პირის ჩაბმა, ხოლო ლიცენზიაში უნდა მიეთითოს მეწარმე სუბიექტისათვის დათესვისთვის, მოყვანისთვის, კულტივირებისთვის, წარმოებისთვის მცენარე კანაფის ნებადართული ოდენობა, ქვეყნის შიდა კვოტის გათვალისწინებით. პროექტი ადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს. კერძოდ, მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია ან შენახვა დასაშვებია მხოლოდ დახურულ/შემოსაზღვრულ შენობა-ნაგებობაში. მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, შენახვა, წარმოება ნებადართული იქნება მხოლოდ ისეთ ტერიტორიაზე/შენობანაგებობაში, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უსაფრთხოების სტანდარტებს. ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები კი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ექსპორტის ან იმპორტის ლიცენზიის გაცემამდე მცენარე კანაფის ექსპორტი/იმპორტი წინასწარ თანხმდება იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან, რისთვისაც კომპეტენტური ორგანო გასცემს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს, ხოლო საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან საქონელს, რომელთაც არ ექნებათ შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებენ საგადასახადო ორგანოები. ექსპორტის/იმპორტის წესი კი დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კი, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურდიული პირის შექმნას. აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 000 ლარის გამოყოფას. აღნიშნული თანხა განკუთვნილია სსიპ-ის თანამშრომელთა სახელფასო ფონდისთვის. იმ შემთხვევაში თუ სსიპ საკუთარი შემოსავლებით ვერ შეძლებს აღნიშნული თანხის მიღებას, 2018-2021 წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით საჭირო იქნება 500 000 ლარამდე თანხის გამოყოფა. ასევე სსიპ იქმნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, რამაც შესაძლოა გაზარდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარჯები და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ნაწილში გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯები განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინსტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც ითვალისწინებს ახალი სალიცენზიო საქმიანობის შემოღებას. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონში მონაწილეობის საფასურისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს. ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევა იწვევს საჯარიმო სანქციებს, აღნიშნული ასევე გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. ამასთან, აღნიშნულის წინასწარ ზუსტი გაანგარიშება შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას, დაახლოებით 500 000 ლარის ოდენობით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც კანონის შესაბამისად მიიღებენ ლიცენზიას. ლიცენზიის მოპოვება და სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილება დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით ხდება სალიცენზიო მოსაკრებლის დაწესება, რომელიც აუცილებელ პირობას წარმოადგენს ლიცენზიის მოსაპოვებლად. ოდენობა განისაზღვრება თითოელი ლიცენზიის სახისთვის ცალ-ცალკე, რომელიც გაწერიალია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.