„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“
- „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 89-ე-98-ე პუნქტები:
„89. სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების
ლიცენზია.
90. სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების
ლიცენზია.
91. სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია.
92. სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია.
93. მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული
პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია.
94. მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების
ლიცენზია.
95. მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია.
96. სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის
შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია.
97. სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის
შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია.
98. სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის
იმპორტის ლიცენზია.“.
2. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, გარდა „მცენარე კანაფის კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
შემუშავებით,
რომელთან
შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში და საქართველოს ტერიტორიაზე მცენარე კანაფის სხვადასხვა
მიზნით კულტივირება, გადამუშავება და გადაზიდვა ხდება სალიცენზიო საქმიანობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე მცენარე კანაფთან
დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების მიზნით, ლიცენზიის სახეების
განსაზღვრა და შესაბამისად აღნიშნული კანონის „მცენარე კანაფის კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის
თანახმად,
მცენარე
კანაფთან
დაკავშირებული
ურთიერთობების
რეგულირების მიზნით, კანონს ემატება ლიცენზიის ათი სახე, კერძოდ, სამედიცინო
მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;
სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების
ლიცენზია; სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;
სამრეწველო
მიზნით
მცენარე
კანაფის/გადამუშავებული
კანაფის
მცენარე
გადამუშავების
კანაფის
ან/და
ლიცენზია;
მისგან
მცენარე
დამზადებული
პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია; მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულკოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია; მცენარე კანაფის შემცველი
ფარმაცევტული
პროდუქციის
წარმოების
ლიცენზია;
სამედიცინო
მიზნით
გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული
პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია; სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე
კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის
ექსპორტის ლიცენზია; სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის
თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია.
ამასთან,
პროექტის
მიხედვით
განისაზღვრება,
რომ
მცენარე
კანაფთან
დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზიები არ გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულია სალიცენზიო მოსაკრებელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც ლიცენზიის მოპოვება
და სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილება დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სალიცენზიო მოსაკრებლის შემოღებას, რომლის
ოდენობა განსაზღვრულია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 6. საქმიანობის ლიცენზიის სახეები
1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზია.
2. ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზია.
3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია.
31. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
ლიცენზია.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზია.
10. (ამოღებულია - 14.05.2014, №2425).
10 1. სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია.
102. სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების
ჩათვლით) გენერალური ლიცენზია.
103. სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია.
11. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების,
საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების
(წარმოების) ლიცენზია.
111. სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების
შეკეთების ლიცენზია.
112. სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით,
საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის
ლიცენზია.
12. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, იმპორტის ან
ექსპორტის ლიცენზია.
[12 1 .
ელექტრონული
კომუნიკაციების
გადაჭერის
სისტემების
დამზადების,
იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია. (ამოქმედდეს 2019 წლის 30 მარტიდან)]
13. კერძო მაუწყებლობის ლიცენზია.
14. სათემო მაუწყებლობის ლიცენზია.
15. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.
16. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია.
17. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია.
18. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია.
19. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.
20. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია.
21. ნავთობის გადამუშავების ლიცენზია.
22. ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზია.
23. ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზია.
24. ( ამოღებულია).
25.(ამოღებულია).
26. (ამოღებულია).
27. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.
28. (ამოღებულია) .
29. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.
30. დაზღვევის ლიცენზია (არა სიცოცხლისა).
31. გადაზღვევის ლიცენზია.
32. (ამოღებულია).
33. (ამოღებულია).
34. საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
35. არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.
36. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.
37. საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.
371. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია.
38. საფონდო ბირჟის ლიცენზია.
39. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია.
40. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია.
41. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზია.
42. (ამოღებულია).
43.(ამოღებულია).
44. (ამოღებულია).
45. (ამოღებულია).
46. (ამოღებულია).
47.(ამოღებულია).
48. (ამოღებულია).
49. (ამოღებულია).
50. (ამოღებულია).
51. (ამოღებულია).
52. (ამოღებულია).
53. (ამოღებულია).
54. (ამოღებულია).
55. (ამოღებულია).
56. (ამოღებულია).
57.( ამოღებულია).
58. ( ამოღებულია).
59. ( ამოღებულია).
60. ( ამოღებულია).
61. ( ამოღებულია).
62. ( ამოღებულია).
63. ( ამოღებულია).
64. ( ამოღებულია).
65. ( ამოღებულია).
66. ( ამოღებულია).
67. ( ამოღებულია).
68. ( ამოღებულია).
69. ( ამოღებულია).
70. ( ამოღებულია).
71. ( ამოღებულია).
72. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია .
721. სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია .
722. სასამართლო -ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია .
723. პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია .
724. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია .
725. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია .
73. ( ამოღებულია).
74. ( ამოღებულია).
75. ( ამოღებულია).
76. ( ამოღებულია).
77. ( ამოღებულია).
78. ( ამოღებულია).
79. ( ამოღებულია).
80. ( ამოღებულია).
81. ( ამოღებულია).
82. ( ამოღებულია).
83. ( ამოღებულია).
84. ( ამოღებულია).
85. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია.
86. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია.
87. წყალმომარაგების ლიცენზია.
88. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია.
მუხლი 16. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
ლიცენზიის
მაძიებელი
უფლებამოსილია
სალიცენზიო
მოწმობის
მიღებამდე
შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით
გათვალისწინებული საქმიანობა.
2. ლიცენზიის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან
ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის
შემთხვევაში
ლიცენზიის
მაძიებელს
შეუძლია
განახორციელოს
ლიცენზიით
გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.
3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან
დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო
საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა.
5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.