„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“
- „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86)
შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი
შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:
„ჭ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანაფის
კონტროლის სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილე/მოადგილეები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომელთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად შედის ცვლილება საქართველოს „საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში და
განისაზღვრება ახალი დაწესებულების - კანაფის კონტროლის სააგენტოს
თანამდებობის პირები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცენარე კანაფთან
დაკავშირებული საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი დაწესებულების კანაფის
კონტროლის
სააგენტოს
ხელმძღვანელისა
და
მისი
მოადგილის/მოადგილეების
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით
სტატუსის განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით,
საქართველოს ტერიტორიაზე კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლისა
და ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფად, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში
იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანაფის კონტროლის სააგენტო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონის პროექტის თანახმად, კანაფის კონტროლის
სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე/მოადგილეები ექცევიან თანამდებობის
პირების განმარტებაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2
1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი
პირები:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ)
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები;
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეები;
ე) საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილე;
ე1 ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილე;
ე 2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი
მოადგილეები;
ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე;
ზ1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში –
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე;
[ ზ 1 ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ]
ზ2) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708);
თ) საქართველოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი
მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე სამმართველოს უფროსი და მისი
მოადგილე;
თ1) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და მათთან გათანაბრებული პირები;
ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
ი 1) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილე;
კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფის
ხელმძღვანელი, აგრეთვე მასთან გათანაბრებული პირი;
კ1 ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების
უფროსები და მათთან გათანაბრებული პირები ;
კ2) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
და მისი მოადგილე;
[კ 2 ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2760); ( ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ) ]
კ3) (ამოღებულია - 07.12.2017, №1708);
ლ) საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;
ლ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საქვეუწყებო დაწესებულებათა
ხელმძღვანელები;
ლ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო,
სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიური საქმიანობისათვის შექმნილი საჯარო
სამართლის იურიდიული პირებისა და პოლიტიკური პარტიებისა) ხელმძღვანელი და მისი
მოადგილე;
მ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების,
ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი
მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
მ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მისი
მოადგილეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების,
მათში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი
მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
ორგანოს ხელმძღვანელი;
ო) გენერალური
აუდიტორი ,
მისი
მოადგილე, სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის პრეზიდიუმის წევრი, დეპარტამენტების, რეგიონალური და ქალაქის ბიუროების
ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სტრუქტურული
ერთეულების ხელმძღვანელები;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი;
რ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
ს) საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი;
ტ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და
კომისიის მდივანი;
უ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე;
[ უ) სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე; ( ამოქმედდეს საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე ) ]
ფ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების
თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი
მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ქ) (ამოღებულია - 05.02.2014, №1973);
ღ) მოსამართლე;
ყ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს მთავარი
პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან
გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.
თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
[ ყ) საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს
პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან
გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.
საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე ) ]
თბილისის,
საოლქო
და
რაიონული
პროკურორები; ( ამოქმედდეს
შ) საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე არჩეული,
დანიშნული ან დამტკიცებული სხვა პირი;
ჩ) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ც) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე;
[ ც)
სახელმწიფო
ინსპექტორი
და
მისი
მოადგილე; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
ძ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და უფროსი
საინვესტიციო ოფიცერი.
2. ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე
იგულისხმება:
ა) (ამოღებულია - 27.10.2015, №4358);
ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
(გარდა
კულტურული,
საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი;
გ) იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს
შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საწარმოების, რომელთა
(რომელთა შვილობილი საწარმოების) ხელმძღვანელებსაც ევალებათ თანამდებობის პირის
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება, ჩამონათვალი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.