„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“
- „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ
იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:
„29. მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია:
ა) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების
ლიცენზია - 25 000 ლარი;
ბ) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების
ლიცენზია - 25 000 ლარი;
გ) სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000 ლარი;
დ) სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია - 25 000 ლარი;
ე) მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული
პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია - 25 000 ლარი;
ვ) მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების
ლიცენზია - 25 000 ლარი;
ზ) მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია 25 000 ლარი;
თ) სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის
შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი;
ი) სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის
შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია - 25 000
ლარი;
კ) სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის
იმპორტის ლიცენზია - 25 000 ლარი. “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტის
შემუშავებით,
რომელიც
მცენარე
კანაფთანდაკავშირებული ურთიერთობების რეგულირების მიზნით აწესებს
სალიცენზიო რეჟიმს. აღნიშნულთან შესაბამისობის მიზნით, ცვლილება შედის
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე მცენარე კანაფის დათესვის,
მოყვანის, კულტივირების, გადამუშავების, გადაზიდვისა და ექსპორტისთვის, ასევე
მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური ან/და ფარმაცევტული
პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტისათვის შესაბამისი მოსაკრებლის საკითხის
რეგულირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე
კანონით განსაზღვრული მიზნით მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირება,
გადამუშავება, გადაზიდვა
და ექსპორტი, ასევე მცენარე
კანაფის შემცველი
პარფიუმერულ-კოსმეტიკური ან/და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და
ექსპორტი
ხდება
სალიცენზიო
საქმიანობა.
შესაბამისად,
„სალიცენზიო
და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
დგინდება
ზემოაღნიშნული
საქმიანობებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან პროექტით განისაზღვრება სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები, რაც
წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან პროექტით
განსაზღვრულია
შესაბამისი
ლიცენზიის
მქონე
პირთათვის
სალიცენზიო
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონით განსაზღვრული მიზნით მცენარე
კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირების, გადამუშავების, გადაზიდვისა და
ექსპორტისთვის, ასევე მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური
ან/და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტისათვის სალიცენზიო
მოსაკრებლის განსაზღვრის ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
რომელთან
არსებობის
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზა-
ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 6. სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები
1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიებისათვის :
ა ) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი ;
ბ ) დაზღვევა (არა სიცოცხლის ) – 500 ლარი ;
გ ) გადაზღვევა – 500 ლარი .
2. საბანკო საქმიანობისა და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობის სალიცენზიო
მოსაკრებლების განაკვეთები:
ა) საბანკო საქმიანობა – 200 000 ლარი;
ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობა –
10 000 ლარი.
3.
ფასიანი
ქაღალდების
ბაზრის
რეგულირებადი
მონაწილეების,
მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა:
ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა – 20 000 ლარი;
ბ) ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობა – 10 000 ლარი;
გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა – 5 000 ლარი;
დ) საბროკერო საქმიანობა – 5 000 ლარი;
ე) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა – 3 000 ლარი;
ი) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა – 5 000 ლარი.
4. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
ბ.ა) (ამოღებულია);
ბ.ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
გ.ა) (ამოღებულია);
გ.ბ) (ამოღებულია);
დ) (ამოღებულია);
აქტივების
ე) (ამოღებულია);
ე.ა) (ამოღებულია);
ე.ბ) (ამოღებულია);
ე.გ) (ამოღებულია);
ვ) (ამოღებულია);
ვ.ა) (ამოღებულია);
ვ.ბ) (ამოღებულია);
ზ) (ამოღებულია);
თ) (ამოღებულია);
თ.ა) (ამოღებულია);
თ.ბ) (ამოღებულია);
თ.გ) (ამოღებულია);
თ.დ) (ამოღებულია);
ი) (ამოღებულია);
ი.ა) (ამოღებულია);
ი.ბ) (ამოღებულია);
კ) (ამოღებულია);
კ.ა) (ამოღებულია);
კ.ბ) (ამოღებულია);
ლ) (ამოღებულია);
ლ.ა) (ამოღებულია);
ლ.ბ) (ამოღებულია);
მ) (ამოღებულია);
მ.ა) (ამოღებულია);
მ.ბ) (ამოღებულია);
ნ) (ამოღებულია);
ო) (ამოღებულია);
ო.ა) (ამოღებულია);
ო.ბ) (ამოღებულია);
პ) (ამოღებულია);
ჟ) (ამოღებულია);
ჟ.ა) (ამოღებულია);
ჟ.ბ) (ამოღებულია);
რ) (ამოღებულია);
რ.ა) (ამოღებულია);
რ.ბ) (ამოღებულია);
ს) (ამოღებულია);
ს.ა) (ამოღებულია);
ს.ბ) (ამოღებულია);
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
უ.ა) (ამოღებულია);
უ.ბ) (ამოღებულია);
უ.გ) (ამოღებულია);
უ.დ) (ამოღებულია);
ფ) (ამოღებულია);
ფ.ა) (ამოღებულია);
ფ.ბ) (ამოღებულია);
ფ.გ) (ამოღებულია);
ფ.დ) (ამოღებულია);
ქ) (ამოღებულია);
ღ) (ამოღებულია);
ღ.ა) (ამოღებულია);
ღ.ბ) (ამოღებულია);
ყ) (ამოღებულია);
ყ.ა) (ამოღებულია);
ყ.ბ) (ამოღებულია);
შ) (ამოღებულია);
ჩ) (ამოღებულია);
ჩ.ა) (ამოღებულია);
ჩ.ბ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ც.ა) (ამოღებულია);
ც.ბ) (ამოღებულია);
ც.გ) (ამოღებულია);
ც.დ) (ამოღებულია);
ძ) (ამოღებულია);
წ) (ამოღებულია);
ჭ) (ამოღებულია);
ჭ.ა) (ამოღებულია);
ჭ.ბ) (ამოღებულია);
ხ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია – 112 ლარი;
ხ1) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ2) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია – 300 ლარი;
ხ3) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ4) განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ხ5) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია – 112 ლარი;
ჯ) (ამოღებულია);
ჰ) (ამოღებულია);
ჰ.ა) (ამოღებულია);
ჰ.ბ) (ამოღებულია);
ჰ 1 ) (ამოღებულია);
ჰ 1 .ა) (ამოღებულია);
ჰ 1 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 2 ) (ამოღებულია);
ჰ 2 .ა) (ამოღებულია);
ჰ 2 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 3 ) (ამოღებულია);
ჰ 3 .ა) (ამოღებულია);
ჰ 3 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 3 .გ) (ამოღებულია);
ჰ 3 .დ) (ამოღებულია);
ჰ 4 ) (ამოღებულია);
ჰ 4 .ა) (ამოღებულია);
ჰ 4 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 5 ) (ამოღებულია);
ჰ 5 .ა) (ამოღებულია);
ჰ 5 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 6 ) (ამოღებულია);
ჰ 6 .ა) (ამოღებულია);
ჰ 6 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 7 ) (ამოღებულია);
ჰ 7 .ა) (ამოღებულია);
ჰ 7 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ 8 .ა) (ამოღებულია);
ჰ 8 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 9 ) (ამოღებულია);
ჰ 9 .ა) (ამოღებულია);
ჰ 9 .ბ) (ამოღებულია);
ჰ 10 ) (ამოღებულია);
ჰ 10 .ა) (ამოღებულია);
ჰ 10 .ბ) (ამოღებულია);
5. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა:
ა) საპროექტო საქმიანობა:
ა.ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი;
ა.ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი;
ა.გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა –
ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.დ)
სამრეწველო,
საწარმოო
და
სასოფლო-სამეურნეო
შენობა-ნაგებობების
დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ე) სატრანსპორტო ობიექტის დაპროექტება – 100 ლარი;
ა.ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება –
100 ლარი;
ა.ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი;
ა.თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა – 100 ლარი;
ა.ი) (ამოღებულია);
ბ) სამშენებლო საქმიანობა:
ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი;
ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობანაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200
ლარი;
ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ე) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ვ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის,
რადიოსადგურის მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ი) სპეციალური ნაგებობის მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.ლ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.მ) ტექნოლოგიური მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებგამმართავი სამუშაოები – 200 ლარი.
6. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.
7. აუდიტორული საქმიანობა:
ა) აუდიტორული ფირმის საქმიანობა – 156 ლარი;
ბ) აუდიტორის საქმიანობა – 84 ლარი.
8. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება:
ა) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება – 50 ლარი;
ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება – 50 ლარი.
9.
სამოქალაქო იარაღის,
ცეცხლსასროლი
იარაღის
ძირითადი
ელემენტების,
საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება
(წარმოება) და მათით ვაჭრობა, სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის
ძირითადი ელემენტების შეკეთება:
ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების,
საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადება
(წარმოება) – 100 ლარი;
ბ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების
შეკეთება – 100 ლარი;
გ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით,
საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობა – 100
ლარი.
9 1.
სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება , წარმოება , შეკეთება (მოდერნიზებისა
და ადგილზე მომსახურების ჩათვლით ) დამისით ვაჭრობა :
ა ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის დამზადება , წარმოება – 2000 ლარი ;
ბ ) სამხედრო - საბრძოლო იარაღის შეკეთება (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახუ
რების ჩათვლით ) – 2000 ლარი ;
გ ) სამხედრო - საბრძოლო იარაღით ვაჭრობა – 2000 ლარი .
10. საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – 2000 ლარი.
11. (ამოღებულია).
12. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი .
121. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
ლიცენზია – 200 ლარი.
13. (ამოღებულია – 25.11.2011, №5350).
14.
მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და ამოწუ
რვადი რესურსით სარგებლობა :
ა ) კერძო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი ;
ბ ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი ;
გ ) (ამოღებულია – 20.12.2011, №5548);
დ ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი .
[14 1 .
ელექტრონული
კომუნიკაციების
გადაჭერის
სისტემების
დამზადების,
იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია – 200 ლარი. (ამოქმედდეს 2019 წლის 30
მარტიდან)]
15. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება – 280 ლარი .
16.
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია , ნავთობის
გადამუშავება , ბუნებრივი გაზის დამუშავება , ნავთობის ტრანსპორტირება , ბუნებრ
ივი გაზის ტრანსპორტირება („ ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ):
ა ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია :
ა . ა ნავთობისა და გაზის ძებნაძიების სპეციალური ლიცენზია – 2 000 ლარი ;
ა . ბ ) ნავთობისა და გაზის მოპოვების სპეციალური ლიცენზია – 20 000 ლარი ;
ბ ) ნავთობის გადამუშავება – 15 000 ლარი ;
გ ) ბუნებრივი გაზის დამუშავება – 5 000 ლარი ;
დ ) ნავთობის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი ;
ე ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება – 2 000 ლარი .
17.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობითა და გაზით სარ
გებლობისა ):
ა ) ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია – 200 ლარი ;
ბ ) ხე - ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი ;
გ ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ვე
ლური ფლორისა და ფაუნის სახეობებითსაერთაშორისო ვაჭრობის შესახებ “ კონვენც
იის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან /და ყოჩივარდასგ
ორგლებით სარგებლობის ლიცენზია – 10 0 ლარი ;
დ ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია – 200 ლარი ;
ე ) თევზჭერის ლიცენზია – 200 ლარი ;
ვ ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – 200 ლარი ;
ზ ) მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია – 200 ლარი .
18. (ამოღებულია).
19. (ამოღებულია).
20. (ამოღებულია).
21. (ამოღებულია).
22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა:
ა) პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 18000 ლარი;
ბ) მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 15000 ლარი;
გ) მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა – 12000 ლარი.
23.(ამოღებულია);
24. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია);
251. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია – 200 ლარი.
26. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი.
27. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია – 50000 ლარი .
28. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ში გ ა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია − 500
ლარი .