„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.10.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/260/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-08
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის: 1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“; 2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ/საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან/საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი: ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში და განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასევე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ შესაძლებელია განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და მასვე ექნება აღნიშნულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საჯარო სამართლის იურდიული პირის შექმნას და მასზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო პაკეტით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემადგენლობაში არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, რომელიც უცვლელი სახით, არსებული ფინანსური რესურსით გადმოდის სამსახურის შემადგენლობაში. შესაბამისად, არ საჭიროებს დამატებითი სახსრების გაღებას სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში სხვა საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სსიპ-ის შექმნის შემთხვევაში, საჭირო გახდება გარკვეული სახსრების მობილიზება, რაც განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ საჯარო სამართლის იურდიული პირის შექმნას და მასზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო პაკეტით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შემადგენლობაში არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო, რომელიც უცვლელი სახით, არსებული ფინანსური რესურსით გადმოდის სამსახურის შემადგენლობაში. შესაბამისად, არ საჭიროებს დამატებითი სახსრების გაღებას სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში სხვა საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სსიპ-ის შექმნის შემთხვევაში, საჭირო გახდება გარკვეული სახსრების მობილიზება, რაც განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. უფლებაუნარიანობა 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული. 2 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს: ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) საგამომცემლო საქმიანობა; გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება; ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. გარიგებები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს არ ეხება, ბათილია. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები. მის მიმართ არ გამოიყენება ნორმები კეთილსინდისიერი შეძენის შესახებ. 5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი: ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.