„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-08
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი
სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სისტემის (შემდგომში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მოსამსახურეებს
სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო
პოლიციისა და
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა) მოსამსახურის
სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ
წოდებას წინ ემატება სიტყვები „სამოქალაქო უსაფრთხოების.“;
3. 57 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში
განსახორციელებელ ცვლილებებთან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილების თანახმად, ხდება კანონის 57 მუხლის ამოღება, ვინაიდან, „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების
თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება არა საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულება, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და შესაბამისად,
გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
ამასთანავე, კანონის მე-5 მუხლში მიეთითება, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები
„სამოქალაქო უსაფრთხოების“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გამოყოფას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების
(შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და
ჩამორთმევის წესს.
2.
სპეციალური
წოდებები
წესდება
შემდეგი
სახელმწიფო
დაწესებულებების
მოსამსახურეებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
გ) (ამოღებულია).
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე 1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
[ ე 2 ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური; ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ზ ) (ამოღებულია – 05.05.2011, №4652);
თ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3134);
ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ
მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო
მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი.
4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამ
ინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებოდაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის
გარდა ) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა ) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი , უმცროსი სერჟანტი , სერჟანტი , უფროსი სერჟა
ნტი , ზემდეგი ;
ბ ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი , ლეიტენანტი , უფროსი ლეიტენ
ანტი , კაპიტანი ;
გ ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი , ვიცე - პოლკოვნიკი , პოლკოვნიკი ;
დ ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ - მაიორი , გენერალ - ლეიტენანტი , გენერალ
- პოლკოვნიკი .
2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში –
საქართველოს სასაზღვრო პოლიციაშიწესდება შემდეგი სპეციალური წოდებები :
ა ) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი / საზღვაო
კაპრალი , უმცროსი სერჟანტი / უმცროსიმიჩმანი , სერჟანტი / მიჩმანი , უფროსი სერჟანტი /
უფროსი მიჩმანი , მასტერ - სერჟანტი / მასტერ - მიჩმანი ;
ბ ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენა
ნტი , ლეიტენანტი , უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი / კაპიტან - ლეიტენანტი ;
გ ) უფროსი სპეციალური
წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი / მესამე რანგის კაპიტანი , ვიცე - პოლ
კოვნიკი / მეორერანგის კაპიტანი , პოლკოვნიკი / პირველი რანგის კაპიტანი ;
დ ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ - მაიორ
ი / ვიცე-ადმირალი , გენერალ -ლეიტენანტი / ადმირალი .
3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ს
აქართველოს სასაზღვრო
პოლიციისმოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს , უმაღლესი სპეციალური წოდებების გარ
და , ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსსახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებ
ულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი .
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო
პოლიციის გარდა) მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“.
4 1. (ამოღებულია - 07.12.2017, №1709).
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ს
აქართველოს სასაზღვრო პოლიციისმოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვ
ები „ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის “.
6.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკა
დემიის კურსდამთავრებულს ენიჭებასაშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
მუხლი 57. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული
სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის სპეციალური წოდებები
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი
სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი
ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალპოლკოვნიკი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სისტემის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სამოქალაქო
უსაფრთხოების“.